შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკაწრები 9 თავი


12-08-2018, 11:47
ავტორი lullaby
ნანახია 2 880

***

2016 წელი, 6 აგვისტო
შუაღამე

ყველაფერი ძალიან, ძალიან ბუნდოვანია. ერთხანს ვერც კი ვხვდები, რა ხდება ჩემს თავს. სახლი დუმს. თეონაც. მხოლოდ კალეს ბუტბუტი მესმის, მაგრამ გარკვეულად არც ის. ფრთხილად ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს, ბიჭს გვერდს ვუვლი და უფრო აშკარად ვცდილობ ჩემი მეგობრის დანახვას, რომელიც სკამზეა მიბმული და წითლად შეღებილი სახე ქვემოთ დაუხრია. თითქოს სძინავს; და მიკვირს, როგორ ახერხებს ამას ასე მშვიდად ამ ყინვაში.
- თეონა. - ვამბობ. საკუთარი ხმა ისე სუსტად მეჩვენება, თითქოს ყელის ჩახლეჩვამდე მეყვიროს. გოგო არ იძვრის. არ ესმის. უკან, კალესკენ ვაბრუნებ თავს, რომელიც კედელს მიჰყრდნობია და მონუსხულივით შეჰყურებს თეონას. რამდენიმე წამით მზერა ჩემზე გადმოაქვს და როცა მის ქარვისფერ თვალებს ვხედავ, ვრწმუნები, რომ არაფერი მეჩვენება. გულისრევის შეგრძნება ყელში მაწვება და პირზე ვიფარებ ხელებს. ისევ ჩემი მეგობრისკენ ვბრუნდები. - თეონა! - ყელიდან გატეხილი ხმა ამომდის და ის-ისაა მისკენ ვიწევი, რომ კალეს ხელები ზურგიდან მეხვევიან, მკერდზე მიკრავენ და რამდენიმე ნაბიჯით უკან მწევენ.
- არ შეეხო, არ გინდა. – ყურთან გამაფრთხილებელი ზარივით ჟღერენ კალეს სიტყვები და ლამის ვფეთქდები. რატომ. რატომ არ უნდა შევეხო? რას დავუზიანებ? რამდენიმე საათის წინ ცოცხალი იყო. ახლა? ახლა რომ შევეხო ვერაფერს იგრძნობს. რომც ვატკინო, იმაზე მეტ ზიანს ვერ მივაყენებ, რაც უკვე აქვს.
- ღმერთო! - მუცელზე ვიჭერ ხელებს და ვგრძნობ, როგორ მეცლება მუხლებში ძალა. ჰაერი სარისკოდ არ მყოფნის. ყელი და მკერდი აუტანლად მტკივა. ხელებს წინ ვიწვდენ, მაგრამ კალეს მკლავებში მოქცეული ოდნავადაც ვერ ვუახლოვდები სკამზე მჯდომს. ფეხებზე რაღაც წვრილი ბაწარი მედება, რომელიც იქვე, იატაკზე დაგდებულ, გამობმულ იარაღს ითრევს და პარალელურად იქვე მდგომ სკამსაც ჩემკენ ასრიალებს. მის დანახვაზე სული მეხუთება. უკან ვჩოჩდები და კალეს ზურგით ვეკრობი.
- ეს რა არის? ეს როგორ... კალე, ეს რანაირად მოხდა? - ხმა მიცახცახებს და პირი მლაშე ცრემლებით მევსება.
- მახეა. - ამბობს მოკლედ.
- რა მახე, რა მახე, კალე... - ვერაფერს ვხვდები. ახლა თვალები მხოლოდ თეონას ხედავენ, რომლის სხეულიც ნელ-ნელა წითლდება. ახლა გონება მხოლოდ სიკვდილზე ფიქრობს, რომელიც ჩვენს გარშემო დაძრწის და თავის ახალ სტუმარს თავზე მოწიწებით ეფერება. - თეონა... ღმერთო, თეონა... - ვერ ვჩუმდები. ვგრძნობ, რომ ჩემში რაღაც ძალიან მტკივნეული წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდება, იშლება და სადაცაა აფეთქდება.
ეიფორია შოკში გადამდის. საკუთარ სხეულს ვეღარ ვფლობ. ვგრძნობ, რომ გარკვეული დროის მანძილზე გარშემო ვერაფერს ვამჩნევ. არ ვიცი სად ვარ და რას ვაკეთებ. ოთახი, ნივთები ერთმანეთში ირევა, იწელება და საშინელი ფერებისგან შემდგარ ქაოსში თავით ვეშვები.
გონს ძალიან შორიდან დაძახებულ საკუთარ სახელს მოვყავარ. კალეს ჩემი სახე ხელებში მოუქცევია და შუბლშეკრული, აღელვებული და თითქოს განრიხებული გამომეტყველებით მიყურებს.
- გამოფხიზლდი! - მეუბნება და ახლა ვხვდები, რომ სახე ერთიანად სველი მაქვს. მისი შუბლიც ოფლის წვეთებითაა დანამული, რომელსაც აქა-იქ წინ ჩამოყრილი ქერა თმის ღერები ფარავს.
ალბათ გონება დავკარგე. იატაკზე ვზივარ და მეთლახიდან წამოსული სიცივე ერთიანად სუსხში მახვევს. ოთახს თვალს ვავლებ და მარჯვნივ, თითქმის ჩემს მსგავსად მჯდომ თენგოს ვხედავ. ვერ ვხვდები, აქ რა უნდა ან როდის მოვიდა, მაგრამ აშკარად ვხედავ როგორცაა. სახეზე თავზარდამცემი გაოგნება აწერია.
- ადექი. აქედან გავიდეთ. - ჩამესმის კალეს ხმა. თვითონვე მაყენებს ფეხზე და სააბაზანოდან გავყავარ. თეონას თეთრი მაისური ერთიანად გასწითლებია.
ბიჭი დივანზე მსვამს, ჯიბიდან მობილურს იღებს და რეკავს. არ ვიცი, რა ვქნა. არ ვიცი. სახეზე ხელებს ვიფარებ და ტირილს ვნებდები. თავში გამუდმებით თეონას დილანდელი დამფრთხალი მზერა მიტრიალებს და მკერდს მიგლეჯს დანაშაულის შეგრძნება. უნდა დავლაპარაკებოდი, უნდა დამემშვიდებინა. სახლიდან გასვლის უფლება არ უნდა მიმეცა. ის, რაც დილით გაირკვა, ჩემთვის იმაზე მეტად საშიში უნდა ყოფილიყო, ვიდრე აღვიქვი. ახლა არის. მაგრამ ახლა თეონა მკვდარია. ის მკვდარია. თეონაც მოკლეს.
ყვირილი მინდა, მთელი ხმით, მთელი ძალით. ასე მგონია, ეს ყველაფერს უშველის. თეონასაც გააცოცხლებს, ნატასაც, ოთოსაც და ბექასაც. სახეს დივანში ვფლობ და კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, რომ ხმა ყელს მიღმა დავახშო. მინდა საღი აზრი შევინარჩუნო, მაგრამ ის ფაქტი, რომ რამდენიმე ნაბიჯში ჩემი მკვდარი მეგობარი სკამზეა მიბმული, ჭკუიდან მშლის.
- ვინ ხარ, რა გინდა ჩვენგან?! - ვიღებ თავს დივანიდან და ისე ვყვირი, რომ ყელი მეკაწრება. ზურგით მდგარი კალე ჩემკენ ბრუნდება და ერთხანს თვალებგაფართოებული მიყურებს. ტუჩები ერთმანეთზე აქვს მიწებებული და მობილურს თითებს გამეტებით უჭერს. ასე მგონია, სადაცაა დაიფშვნება. სანამ ყელში გაჩენილი ტკივილი მთელს სხეულში იდგამს ფესვებს, ის ჩემს გვერდით ჯდება, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობა და თავს ხელებში რგავს. სააბაზანოდან გინების და ქვითინის ხმა გამოდის.
- ვწუხვარ, მირა. - ამბობს კალე და დივანზე ჩამოდებულ თითებზე ფრთხილად მადებს თავის მხურვალე ხელისგულს. მახსენდება მისი ნათქვამი „მახეა“ და ერთიანად მაციებს. ვიღაცამ იარაღი ისე მოაწყო, რომ კარის გაღებისას გაესროლა. ვიღაცამ ისე მოაწყო, რომ ჩემი მეგობარი მე მომეკლა. ალბათ ვერ გათვალა, რომ კალე ჩემთან ერთად იქნებოდა. ამის წარმოდგენა ამომჯდარ გულს უარესად მიღიზიანებს.
- აქ რა ჯანდაბა ხდება, ამის დედა შევე..?! - ღრიალებს სააბაზანოდან გამოსული თენგო და შიშისგან ვხტები. კალე ხელს მიჭერ და ბიჭისკენ გაღიზიანებული იყურება. - ეს ვინ გააკეთა, მირა?
- არ ვიცი! - ცრემლებს ვიწმენდ, მაგრამ მათ ადგილას სხვები ჩნდებიან.
- ვიღაც აგვეკიდა, ხო ეგრეა? მითხარით!
თენგოს ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ მის თავსაც ხდება რაღაც.
- ამის დედაც შევე..! შემდეგი ალბათ მე ვარ, ან შენ, ან მათე ან ლელა.
- დაწყნარდი! - კბილებში სცრის კალე.
- ნუ ატრ,აკებ, კალე! - ღრიალებს ის და მუშტს კრავს. - დავწყნარდე ნატას, ოთოს და თეონას სიკვდილის მერე? ამის დედაც, ამის დედაც! - ხელებს იქნევს ნერვიულად. სახე შეშლილს უგავს. თითები ნერვებისგან უთრთის. – ჯანდაბა, ოთოც მოკლეს? ეგრეა, არა? მოკლეს ისე, თითქოს „სლუჩაინად“ მოხდა?.. მირა, მითხარი, რომ შენც ესე ფიქრობ.
ვერაფერს ვამბობ. შეუძლებელია ახლა ვინმე ფიქრობდეს, რომ ჩვენს შორის სამი მკვლელობა და ერთი ავარია შემთხვევითობაა. ახლა ყველა ყველაფერს ხვდება, გარდა მთავარისა - ვინ და რატომ აკეთებს ამას, ვინაა ჩვენი საერთო მტერი.
უკან ვიხედები. სააბაზანოს კარი ღიაა და იქიდან ზედმეტად ნათლად ჩანს ჩემი მკვდარი, ჩემი საბრალო მეგობარი. სახეზე ხელებს ვიფარებ. ღმერთო!
- პოლიციაში დავრეკოთ. - ვამბობ მოგუდული ხმით.
- უკვე დავრეკე. - კალე თმაში იცურებს თითებს და ერთხანს ასე ყოვნდება. კარი ხომ მან გააღო. გააღო და იარაღმაც გაისროლა.
- რამე მითხარით! - თენგო ისევ ჩვენ გვიბრუნდება. - თავში არაფერი მოგდით, ვინაა ეს ? მირა?
- არ ვიცი, თენგო, არ ვიცი! - წყობიდან გამოვდივარ და ვყვირი. - ვის რაში სჭირდება ჩვენი ამოხოცვა? მე მტერი არ მყავს! მე არავისთის არაფერი დამიშავებია. შენც იფიქრე ცოტა! შეიძლებოდა, შეეძლო თეონას ისე ევნო ვინმესთვის, რომ სამაგიერო ასე საშინლად გადაეხადათ? ოთოს? ნატას? ბექას? ისინი ხომ შენი მეგობრებიც იყვნენ?
კალე ფეხზე დგება და სააბაზანოს კართან ჩერდება. თენგო თვალს აყოლებს მას და ტუჩებმომუწული აჩერდება. მისი გამომეტყველება არ მომწონს.
- თენგო! - ვყვირი. ის ისევ მე მიყურებს. - აქ რატომ მოხვედი?
ბიჭი ანთებულ მობილურს მიგდებს, სადაც შეტყობინებაა გახსნილი. წერილი თეონასგანაა, ზუსტად იმავე დროს და იმავე ტექსტით გამოგზავნილი.
- ვიღაცამ დაგვიბარა.
- მაშინ მათე და ლელაც აქ უნდა იყვნენ. - თავს ვაქნევ, ვერაფერს ვხვდები.
ერთხანს სიჩუმე ისადგურებს და ახლა გასნაკუთრებით კარგად ისმის ყურებში საშინელი კივილი. თავი მიბრუის. ვდგები და კალესთან მივდივარ. ბიჭი ერთი ხელით კარის ჩარჩოს მიჰყრდნობია, მეორე მუცელზე უდევს და უემოციოდ აშტერდება დაბლა დავარდნილ იარაღს. ის-ისაა მხარზე ვეხები, რომ კარი იღება და ოთახში პოლიციელთა ჯგუფი შემოდის.



***

2016 წელი, 7 აგვისტო
დილა

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ადგილასაც და პოლიციის განყოფილებაშიც მეც და თენგოსაც დაკითხვით გვიკლებენ, კალე მაინც ეჭვმიტანილად რჩება და საქმე სასამართლოს გადაეცემა. მეუბნებიან, რომ ორი დღე მაინც მოუწევს საკანში დარჩენა და მანამ, სანამ პროცესი გაიმართება. ნერვიულობისგან ერთიანად გაყინული დავდივარ. კალეს უდანაშაულობა რომ არ დაუმტკიცონ, ალბათ მოვკვდები. ის, რომ ჩემს სამეგობროს თავს დატრიალებულილ საშინელების გამო ციხეში მოხვდეს საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. არც კი ვიცი, რას ვიზამ.
პოლიციის განყოფილებიდან ერთიანად გამოფიტული და დაცარიელებული გამოვდივარ. თვალწინ ისევ სკამზე მიბმული თეონა მიდგას და ყელში სპაზმებიც არ წყდება, მაგრამ ცრემლები არ მყოფნის სატირლად. გამომშრალი ვარ. მოშორებით თეონას უმცროს ძმას ვხედავ, რომელიც მანქანაში საჭეზე ჩაუბღუჯავს თითები და გაშტერებული მზერით ელოდება განყოფილებიდან თავზადაცემული მშობლების გამოსვლას. მინდა, რომ მივიდე და ისიც ვანუგეშო, მაგრამ სიტყვებიც აღარ მაქვს დარჩენილი.
ჯიბიდან მობილურს ვიღებ და კიდევ ერთხელ ვცდილობ მათესთან დარეკვას, მაგრამ ტელეფონი ისევ გამორთული აქვს. არც სახლის ნომერზე პასუხობს. როგორც ჩანს ღამე სახლში არ გაუტარებია. მანქანაში ვჯდები და ნერვებისგან აჩქარებული სუნთქვის დამშვიდებას ვცდილობ. გონებაში გამწყდარი კადრებივით ჩნდებიან თეონას სისხლიანი სახის სურათები. ვგრძნობ, რომ დაწყნარება არ მიწერია და გაღიზიანებული ვძრავ ადგილიდან მანქანას.



***

ხელში მათეს სახლის გასაღებს ვატრიალებ. მისი კარის წინ ვდგავარ და ვერ გადამიწყვეტია, შევიდე თუ არა. ის, რომ მან თეონას სიკვდილის შესახებ არ იცის და ამის თქმა მე მომიწევს, უსიამოვნოდ მახვევს თავბრუს. მერე ხელახლა გროვდება შეკითხვები სად იყო, რატომ ვერ ვუკავშირდები, რატომ აქვს ამ დრომდე გამორთული მობილური და ვგრძნობ, რომ პასუხების მიღება წყალივით მჭირდება. ის-ისაა გასაღებს ვიმარჯვებ, რომ ჩამკეტის ხმა მესმის და იმ წუთას მათე აღებს კარს. ჩემ დანახვაზე ერთხანს ყოვნდება.
- მირა? - ისე გულგრილად იღებს ჩემს იქ ყოფნას, რომ ტანში მცრის. - აქ რას აკეთებ?
- სად იყავი მთელი ღამე... - ხმა მიტყდება და სახის კუნთები მეჭიმება.
- რა მოხდა... - ტემბრი ეცვლება მათეს. ალბათ ახლაღა ამჩნევს, რომ კარგად არ ვარ.
მახსენდება, რა მოხდა. მესიჯი მახსენდება. გზაში ყოფნისას მოლოდინისგან აჩქარებული გულისცემა მახსენდება. სახლში ჩუმად შესული კალე და სიბნელე, გასროლის ხმა და თეონას შუბლიდან ჩამოდენილი სისხლი მახსენდება.
- მათე, სად იყავი... სად გაქვს მობილური...
- ის... წუხელ ბატარეა გაფუჭდა. ახლა მივდიოდი გასაკეთებლად. - მეუბნება დაუფიქრებლად და მიხარია, რომ არ მაცივდება. - მირა, რა გჭირს? - ჩემკენ იწევს და ფრთხილად მეხება მხარზე.
- თეონა მოკვდა. - გული მიჯდება და ტირილი მივარდება. სახეზე ხელებს ვიფარებ და სიბნელეს ვუსწორებ თვალს. ჩემი მხარიდან მისი თითები ცურდებიან და სიბნელეში მარტო დარჩენილს მაკანკალებს. წამები სწრაფად გარბიან და ასე მგონია, გუშინდელი ღამე დიდი ხნის წინ იყო. ასე მგონია, ახლა ხელებს ჩამოვწევ და ეს საშინელი ტკივილი გულში უკვე განელებული დამხვდება. ამის ნაცვლად მათეს გაფითრებულ სახესა და ანთებულ თვალებს ვხედავ. ტუჩები ოდნავ გაუხსნია და რაღაცის თქმას ცდილობს, მაგრამ ხმა სივრცეში ეკარგება. მე კი არაფრის მოსმენა მინდა მისგან. მთელი ღამის მოლოდინის შემდეგ აღარ. ზურგს ვაქცევ და კიბეზე დაქანცული ვეშვები.


***

ღამე

მოუსვენარი ძილისგან მობილურის ზარს გამოვყავარ. გული ისე მაქვს აჩქარებული, ასე მგონია, მოულოდნელად გაჩერდება და ვეღარაფერს ვიგრძნობ. ტელეფონის ეკრანზე მათეს ნომერი ჩანს... დილის შემდგე, მას შემდეგ, რაც მარტო დავტოვე და წამოვედი, არ გამოჩენილა. არც მე შემიწუხებია. მინდოდა ეფიქრა, მინდოდა მარტოს გაეაზრებინა. მინდოდა მარტოს გაერკვია რა მოხდა. ბრაზს არ გადაუვლია და არც კი ვიცი მინდა თუ არა, რომ ვუპასუხო. ყოყმანისას ზარი წყდება და ის-ისაა შვებით ვოხრავ, რომ ზარი მეორდება. ამჯერად ფიქრის გარეშე ვპასუხობ. მათე არაა. მისი მობილურიდან უკანასკნელად დაფიქსირებულ ზარზე ვიღაც ბარმენი რეკავს და მეუბნება, რომ მობილურის პატრონი საკმაოდ ნასვამია და მირჩევს, მივაკითხო.
ტელეფონს ვთიშავ და გულში რაღაც მწყდება, როცა მათეს სასმლისგან გათიშულს წარმოვიდგენ. ჯანდაბა... ჯანდაბა... ცუდად მოვიქეცი, დილით მარტო არ უნდა დამეტოვებინა, ყველაფრის მიუხედავად...


***

ბარში შესული შორიდანვე ვხედავ დახლზე თავჩამოდებულ მათეს და მის მიღმა შეწუხებული თვალებით მომზირალ გამხდარ ბარმენს, რომელიც ჩემი მიახლოებისას შვებით ოხრავს. მათეს თავი ხელზე აქვს ჩამოდებული და მეორე ხელში მოქცეულ ჭიქას არაფრით უშვებს...
- მათე, შემომხედე, რა... - თავს ვუჭერ და სახეში ვუყურებ. ის ოდნავ ახელს თვალებს და მხედავს თუ არა, ტუჩებზე ღიმილი უკრთება.
- მირა... - ბუტბუტებს ჩემს სახელს, მაგრამ დანარჩენი სიტყვებიდან აზრი ვერ გამომაქვს. ძლივს ვახერხებ, რომ სკამიდან არ გადაყირავდეს. ძალიან მძიმეა. ბარმენი დახმარებას მთავაზობს და ბიჭი ერთად გაგვყავს ჩემს მანქანამდე. უკანა სავარძელზე ვაწვენთ და მივდივარ.
გზაში მშვიდადაა. სძინავს. უკანა ხედის სარკიდან გამუდმებით ვადევნებ თვალს და ვფიქრობ, როგორ შევძლებ მის სახლამდე მიყვანას. ვუყურებ ძალაგამოცლილს და მებრალება. შემდეგ კი საკუთარი თავი მეზიზღება მისდამი გაჩენილი ამ გრძნობის გამო. საჭეზე ჩაბღაუჭებული თითები მითრთის. ვღელავ და მეშინია. მათე ასეთი გატეხილი არასოდეს ყოფილა.
- მათე, გამოფხიზლდი... გესმის ჩემი? - კორპუსთან მისული მანქანიდან გადმოვდივარ და მის წამოყენებას ვცდილობ. - მათე, მიდი რა, დამეხმარე... - ხმა მიტყდება. მის სახეს ვიჭერ და ვცდილობ გონს მოვიყვანო. გამომდის. ფხიზლდება და ბარისგან განსხვავებით შუბლშეკრული მიყურებს. მძიმედ სუნთქავს. მთვრალთან ერთად ძალიან დაღლილია.
- აქ... რა გინ-და... - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობს ის და ხელს მხარზე მავლებს.
- გადმოდი მათე... სახლში ავიდეთ... გთხოვ, ცოტა დამეხმარე კარგი? - მის ხელს მხრებზე ვიგდებ და წამოყენებას ვცდილობ. საშინლად მძიმეა. თან მიძალიანდება და მანქანაში დარჩენას ცდილობს, მაგრამ რაღაცნაირად ვერევი და გადმომყავს. რაღაცას ბუტბუტებს გაუჩერებლად. როგორც ჩანს, ჩემს ჭკუაზე გავლა არ უნდა.
ბარბაცით, გაჭირვებით და დიდი ძალისხმევით მიმყავს ლიფტამდე. კაბინაში კედელს ვაყრდნობ და ფაქტობრივად ზედ ვეკრობი, რომ წონასწორობა არ დაერღვეს და არ წაიქცეს. სასმლის სუნით გაჟღენთილს, ფეხზე მდგომს სთვლემს.
- რა გინდა... ჩემგან... - ბუტბუტებს. სუნთქვა მეკვრის. ის ჩემზე ამბობს. ღმერთო, მათე. შუბლი ეკვრება. გულზე მიხუტებს და მოთენთილ ხელს თმაზე მისვამს. გული ყელში მებჯინება და ცრემლებს ვერ ვაკავებ. პირველად ვხედავ ასეთს... ჩემით ასეთ უკმაყილოს და მაინც ასეთ თბილს. ერთდროულად, რომ აღიზიანებს და უნდა ჩემი ახლოს ყოფნა. მკერდით მის აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობ და სხეულზე ჯრუანტელი მივლის. არც კი ვიცი რა ვარ და როგორ შემიძლია ამ ადამიანის ამ მდგომარეობამდე მიყვანა. - მირა... - ჩურჩულებს ის. - წავიდნენ ხო? ბავშვები წავიდნენ.
- ღმერთო, მათე... - ტირილი მივარდება და აქვითინებული ვცდილობ, მის ლიფტიდან გაყვანას, კარის გაღებას და სახლში შესვლას. ისე მინდა ველაპარაკო. ისე მინდა ახლა ფხიზელი იყოს და მომისმინოს. აღარ მადარდებს ჩვენს შორის გაჩენილი ორმო, აღარ მადარდებს ბრაზი. მინდა, რომ დამელაპარაკოს და მითხრას, რომ ყველაფერი რიგზეა. მისი ხმით ნათქვამს დავიჯერებ. რაც არ უნდა ხდებოდეს დავიჯერებ. - მიდი, ცოტაც, აბაზანაში შევიდეთ... გთხოვ, მათე... მომეხმარე...
აბაზანამდე გაჭირვებით მივდივართ. დუშის ქვეშ მოდუნების ნებას ვაძლევ და მეთლახზე ვსვამ. დუშს ვხსნი და წყალს ვაციებ. ბიჭი თავიდან კრთება და ისე ხარბად ისუნთქავს ჰაერს, თითქოს დიდი ხნით ზღვაში ყოფნის შემდეგ ამოეყვინოთ. მაგრამ ეგუება თუ არა ცხელი სხეული ცივ წყალს, ისევ დუნდება, მაგრამ თვალების გახელას და სიფხიზლის შენარჩუნებას ცდილობს. თითებს სახესა და თავზე ვუსვამ და ველაპარაკები, რომ იცოდეს, მარტო არაა.
- ხომ იცი... მირა... - რაღაცის თქმას ცდილობს, მაგრამ ენა ებმევა. თუმცა ვიცი... რასაც არ უნდა გულისხმობდეს ყველაფერი ვიცი და ყველაფერი მესმის. - არ მინდოდა... ისინი რომ წავიდნენ... შენც ხომ იცი... ვეღარ ვიტევ. - გულზე იდებს ხელისგულს, მაგრამ მალევე უვარდება ძირს და დაგუბებულ წყალს აშხეფებს.
- ასე ნუ ამბობ, მათე, გთხოვ... - ხმა მიტყდება და მის წინ ვჯდები. კედელს მიყრდნობილი ერთიანად სველი და უღონოა. ვერ ვცნობ. მეუცხოვრება. ვცდილობ გავიხსენო ჩვენი მეგობრობის რვა წლის განმავლობაში, როდის ვნახე ასეთი განადგურებული, მაგრამ მოგონებებში მსგავსი სურათები არ იძებნება. ვუყურებ და ასე მგონია, ყველა ჩემგან წაღებულ ტკივილს ისე მიბრუნებს უკან, რომ თვითონ ვერც კი აცნობიერებს. ეს დავიმსახურე, ვიცი.
- აქ... ცოტა ცივა... - შუბლს კრავს და შემდეგ ოდნავ ეღიმება. ასე მგონია, ამისთვის მთელ ძალისხმევას ხარჯავს. - იქაც ალბათ... მათთან...
სახეზე ხელებს ვიფარებ და ტირილისგან შესიებულ ტუჩებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, მაგრამ მთელი დღეა თავშეკავების ძალა წართმეული მაქვს. ცრემლები ახლა ერთადერთია, რომელთა დამალვაც არ ღირს. გულზე მეხვევა ბიჭისგან წამოსული მწუხარება და ჩემსას ერწყმის. არ ვიცი, ამის ატანას შევძლებ თუ არა. არ ვიცი, ამას მარტო გავუმკლავდები თუ ვერა.
- ადექი მათე... შეძლებ? - მეშინია არ გაცივდეს და ნასვამზე ბევრმა ცივმა წყალმა არ ავნოს.
- არ ვიცი... - თითებს უღონოდ ისვამს სახეზე და დაბინდული თვალებით შემომყურებს. - შენ შეგიძლია? ადგები? - ოხრავს და თავს აქნევს, თითქოს აზრების დალაგებას ცდილობსო. - არ იქნება... იოლი. ჯერ უნდა... იცი, ოთომ რა მითხრა?.. - ეცინება, მაგრამ სიცილს წამის მეასედში ანაცვლებს მის სახეზე გაჩენილი ტკივილი. ტუჩები ებრიცება და შუბლს ჭმუხნის. თვალებს მაგრად ხუჭავს. ალბათ ათასი მოგონება ერთდროულად უტრიალებს თავში და ათასივეს თქმას ერთდროულად ცდილობს. - რა მნიშვნელობა აქვს... შენთვის არ აქვს...
- იცი როგორ მჭირდები?
- შეენ? მირა... - ისევ ეცინება და თითქოს გონებიდან ითიშება, უცბად ჩუმდება და თვალებს ხუჭავს... სიმთვრალე ისევ ერევა. ვდგები და ისევ ვცდილობ მის გამოფხიზლებას.
- ადექი... მათე. უნდა დაიძინო. წამოდი. - ისევ ვიგდებ მის ხელს მხრებზე და წვალებით გამყავს საძინებელში. სანამ სველ ტანსაცმელს ვხდი, მორჩილად მომყვება, პატარა ბავშვივით მიჯერებს და დროდადრო რაღაცას ბუტბუტებს. თმას პირსახოცით ვუშრობ და დაწოლილს პლედს ვაფარებ. ვბრუნდები და საწოლის მეორე ნახევარზე ვიკეცები. მათე გვერდს იცვლის და ჩემკენ ბრუნდება. მგონია, რომ სძინავს და მის დაღლილ ნაკვთებს ვათვალიერებ. ლოყაზე თითებს ვაკრობ, მისი კანის სუნთქვას შევიგრძნობ და ჩემს ხელზე დაყრილ ეკალს ვაკვირდები. გული მძიმედ მიცემს და ცრემლები, რომლებსაც დღეს არ ვმალავ, მათეს ბალიშზე ინაცვლებენ. შემდეგ მის ჭაობისფერ თვალებს ვაკვირდები, რომლებიც უღონობის მიუხედავად მაინც სიყვარულით მაცქერდებიან და ვგრძნობ, რომ ისინი არ მაწუხებენ. აღარ გავრბივარ.
- აქ ხარ... - ამბობს მათე და ჩემს ხელისზურგს თავისას აკრობს. - ისინიც რომ აქ იყვნენ... ხომ გინდა?
- მინდა, მათე.
- ახლა მთვრალი ვარ...
მეღიმება.
- დავიღალე, მირა.
- შენთან ვარ... დაიძინე.
- დავიძინებ. აქ დამხვდები?
- დაგხვდები.
- ოთოც დამპირდა მაგას... მერე... - ამბობს ის, მაგრამ სიტყვა უწყდება და ღრმად ეძინება.
მისი ტკივილი მტკივა და ძალიან, ძალიან მტკივნეულია.



***

2016 წელი, 8 აგვისტო
დილა

დამფრთხალს მეღვიძება. გული ისე მაქვს აჩქარებული, თითქოს მერბინოს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ცოტა დამშვიდებული ვიხედები გვერდით. მათეს სძინავს. ჯერ დილის რვის ნახევარია. თავი გასიებული და გაბრუებული მაქვს. მინდა ავდგე, ყავა გავიმზადო და გამოვფხიზლდე, მაგრამ გონებაში ბანერივით ჩნდება დასისიხლიანებული თეონას სურათი, რომელსაც გაოგნებული კალე შეჰყურებს და ვიღაც ძალიან სასტიკი ხმით ჩამძახის, რომ ჩემი მეგობარი მან მოკლა.
„ - შეიძლებოდა ეს მე ვყოფილიყავი.“ - ვუმეორებ მეათასედ საკუთარ თავს, მაგრამ ეს არ მშველის. ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ თეონა მკვდარია. თეონა, ოთო, ნატა და ბექაც აღარ არიან...
სუნთქვა მეკვრის.
საწოლზე ვჯდები და სახეს ხელებში ვრგავ. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო, მაგრამ შეუძლებელია. ჩემი ოთხი მეგობარი ოთხ თვეში მოკვდა. სულელი უნდა იყო, რომ მხოლოდ გულის სიღრმეში გაგიჩნდეს ეჭვი. მერე დუმდე და ყველაფრის ჩაწყნარებას ელოდო. ამას ემატება ციხეში მყოფი კალე, რომელიც შემთხვევის მსხვერპლია და წარმოდგენა არ მაქვს რას გადაწყვეტს სასამართლო. ათასგვარი შიშისგან საკუთარ ადამიანობას ვეღარ ვგრძნობ. ასე მგონია მოხეტიალე სული ვარ, რომელსაც სხეული ვერ უპოვია მოსასვენებლად.
- მირა... - მესმის უკნიდან ჩამწყდარი, დაბოხებული ხმით ნათქვამი ჩემი სახელი. ღაწვებიდან ცრემლებს ვიშორებ და თმას ვიწევ. შებრუნება არ მინდა. - მირა, -იმეორებს მათე და ვგრძნობ, რომ იდაყვზე იწევა.
- როგორ ხარ?- ვეკითხები და ხელისგულებს საწოლზე ვაწყობ.
- ჩემკენ მობრუნდი. - ამბობს. მე კი მხოლოდ თავს ვატრიალებ და მხარს მიღმა ვუყურებ. შუბლზე ჩამოყრილი შავი თმის მიღმა დაღლილი თვალები იყურებიან. გუშინდელი ღამე ირეკლება მის მწვანე გუგებში. - მაპატიე, გუშინდელისთვის.
- არ უნდა დამეტოვებინე დილით.
- ამას მნიშვნელობა არ აქვს. - მათე საწოლიდან დგება და რამდენიმე წამში ჩემს გვერდით ჯდება. - მახსოვს, რაც მითხარი.
- რა გითხარი...
- რომ გჭირდები... - რამდენიმე წამით სიჩუმე ისადგურებს. აჩქარებული გული ყელში მებჯინება. - ბევრი რამ შეიცვალა, მირა, მაგრამ მე ისევ ის ვარ. გავიზარდე, ხო, და ჩემი გრძნობაც გაიზარდა. ახლა შენ ეს იცი და ვხვდები, რომ ჩემგან თავს შორს იჭერ. ნუ დარდობ... როცა ვლაპარაკობდი და გიმხელდი, შედეგსაც ვაცნობიერებდი. - მათე ჰაერს ხარბად ისუნთქავს და ისე, რომ ჩემკენ არც იყურება, საწოლზე ჩამოდებულ თითებზე ხელისგულს მადებს. ტუჩებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს და დაჟინებით ვუცქერ იატაკს. მისი მხურვალე თითების ქვეშ ჩემი კანი იჭიმება. თან გაცლას მთხოვს, თან დარჩენას. - მაგრამ ახლა... ახლა ის დრო არაა, როცა უნდა გამერიდო. ახლა ერთმანეთი გვჭირდება, რადგან... რაღაც ძალიან, ძალიან საშინელი ხდება ჩვენს თავს.
- თეონაც... - აღწევს თუ არა ხმა ჩემი პირიდან, ცრემლებიც ისევ იკვალავენ გზას. - ისიც მოკლეს, მათე...
- ხოდა მეშინია... შენ გამო მირა... - მათე ჩემკენ ბრუნდება, მეორე ხელს ლოყაზე მაკრობს და თვალებში მიყურებს. შეკრული წარბებიდან აღელვებული მიმზერს.
ახლა მასაც ისევე ემუქრება საფრთხე, როგორც მე, თენგოს, ლელას ან კალეს... ის კი მხოლოდ ჩემ გამო ღელავს. მიყურებს და ვხედავ იმ ძალას, რომლითაც ჩემს დაცვას შეძლებს, რაც არ უნდა დამემართოს. ახლა ისეთი აშკარაა მისი გრძნობა ჩემს მიმართ, როგორც არასდროს და მიუხედავად იმისა, რომ წუხილისგან სული მეხუთება, ბიჭისგან წამოსულ ამ ძალას ყოყმანის გარეშე ვუშვებ ჩემში და გაშლას ვაცდი. არ ვიცი ეს ასე, საკუთარი თავისგან დამოუკიდებლად რატომ ხდება და არც მიზეზებზე ვფიქრობ.
მისკენ ვიხრები და ვეხვევი. მთელი ძალით ვაკრობ თავს გულზე და ხელებს ვხვევ წელზე. კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს და სუნთქვის შეკავებას ვცდილობ, მაგრამ აუარებელი ფიქრები არ მაძლევენ სიმშვიდის შენარჩუნების უფლებას. ვხედავ, როგორ ლაქავდება ცრემლებით მათეს მაისური. მის ტუჩებს ვგრძნობ თმასა და კისერზე და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სიმშვიდე მოვიპარო მისგან, რადგან არ ვიცი ხვალ რა მოხდება.
- გავარკვევთ? - ვეკითხები, რადგან ჯერ კიდევ გუშინ მინდოდა მისგან იმის მოსმენა, რომ ყველაფერი დამთავრდება და კარგად იქნება.
- გავარკვევთ. უნდა ვეცადოთ. - ამბობს მათე მშვიდი, მაგრამ ოდნავ გატეხილი ხმით. შვების ოხვრა მხდება, რადგან ვგრძნობ, ახლა ორივეს საერთო მიზანი გვაქვს.
სახლში დაბრუნებული სააბაზანოში შევდივარ და სახეზე ცივ წყალს ვისხამ. დამძიმებულ გულს ყურადღებას არ ვაქცევ. არ მგონია მოვასწრო თავის დამშვიდება, სანამ კალეს სანახავად წავიდოდე. საძინებელში გავდივარ და ტანსაცმლის ასაღებად კარადას ვაღებ. პირველი, რაც თვალში მვდება ღამის შორტია. ვიღებ და მის ჯიბეში შენახულ სისხლიან სალფეთქს მუჭში ვიქცევ. მახსენდება ჩემი საშინელი ეჭვები და სხეულზე უსიამოვნო ეკალი მაყრის. მათეს მიმართ გაჩენილი უნდობლობა თავს მახსენებს და ცოტა ხნის წინანდელი დიალოგის შემდეგ საშინლად მაწუხებს. სააბაზანოში ვბრუნდები, სალფეთქს უნიტაზში ვაგდებ და წყალს ვაყოლებ.


***

შუადღე

პოლიციის განყოფილებიდან გამოსულს აგვისტოს მცხუნვარე მზე კანს მიწვავს. სიცხისგან და შიშისგან ტანზე ეკალი მაყრის. ნელა მივაბიჯებ მანქანისკენ და ვცდილობ მძიმე სუნთქვა დავარეგულირო.
მითხრეს, რომ თეონას სხეულს ძალადობის კვალი არ ეტყობა. როგორც ჩანს, მკვლელმა მუქარის ძალით დასვა სკამზე. ასევე დაადგინეს, რომ შეტყობინებები, რომლებიც მე, თენგოს და მათეს მოგვივიდა, ზუსტად ერთ დროსაა შემოსული. მკვლელმა მესიჯი თეონას მობილურიდან ავტომატურად გაგზავნის ფუნქციით გამოგვიგზავნა. ყველაზე საინტერესო და გაურკვეველი კი ისაა, რომ იგივე შეტყობინება ლელას არ მისვლია და ვერაფრით ვხვდებით, რატომ. ბაწრისგან გაღიზიანებული კანის მიხედვით კი ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგო დაბმულ მდგომარეობაში შვიდიდან რვა საათამდე იმყოფებოდა. გამორიცხული არ არის, რომ თეონას ნაცვლად მკვლელმა მიპასუხა იმ შეტყობინებებზე, რომლებიც ლელასგან დაბრუნებულმა მივწერე.
მანქანაში ვჯდები და უკვე გამთბარი წყლით ვისველებ გამომშრალ ყელს. თვალებს ვხუჭავ და შუბლით საჭეს ვეყრდნობი. გულისრევის შეგრძნებას ვერ ვიშორებ. საითაც არ უნდა გავიხედო, რაზეც არ უნდა გამიშტერდეს თვალი, ყველგან ჩემი გარდაცვლილი მეგობრები არიან. ყველგან სისხლი და გაურკვევლობაა. რა შეკითხვაც არ უნდა დავუსვა საკუთარ თავს, ყველა მათგანზე ერთი და იგივე პასუხი მაქვს - არ ვიცი. არაფერი არ ვიცი და ეს ჭკუიდან მშლის. შემდეგ წარმოვიდგენ კიდევ ერთ ჩასასვენებელს, კიდევ ერთ გამწარებულ დედას და მზერას ჩემსკენ, ჩვენსკენ, გადარჩენილებისკენ. მზერას, რომელიც სავსეა ტკივილითა და კითხვის ნიშნებით. ყურებში ჩამესმის ხმები, რომელბიც მკვლელის პოვნას და დასჯას განადგურებულები ითხოვენ... და მე ამ დროს უმოქმედო, ყოვლად უვარგისი ვარ. ერთადერთი, რაც შემიძლია გლოვა და ცდაა იმისა, რომ როგორმე ჩემი მეგობრების მშობლებს ამოსუნთქვის საშუალება მივცე და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ შეკითხვები გაქრეს.


***

2016 წელი, 10 აგვისტო
შუადღე

სასამართლო პროცესი დაძაბულად მიმდინარეობს. ჩემი აჩქარებული გულის ხმა მთელი დროის მანძილზე ხელს მიშლის ნორმალურად მოვუსმინო მოსამართლეს თუ ადვოკატს. ირგვლივ ისეთი საშინელი აურაა, რომ ადგომა და შენობიდან გაქცევა მინდება, მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ მე სწორედ ამ საშინელების ნაწილი ვარ და ჩემი ადგილიც აქაა.
მსაჯულები კალეს ამართლებენ და შვებისგან სხეული სიმსუბუქეს გრძნობს. რამდენიმე წუთში ყველა წვრილმანი საქმე გვარდება და კალესაც ათავისუფლებენ. ერთადერთი, რასაც უკრძალავენ ქვეყნის გარეთ გასვლაა.
განყოფილებიდან გამოსული მეგობრები იქვე მემშვიდობებიან. ლელა საავადმყოფოში მიდის. მათე სამსახურში, თენგო კი სიტყვის უთქმელად, აუხსნელად გვშორდება. კალე ჩემ წინ მძიმე ნაბიჯებით მიდის მანქანისკენ. თავს მარიდებს და სიტყვაძუნწობს. ალბათ თავს დამნაშავედ გრძნობს, მაგრამ მისგან მაინც მიკვირს ასეთი მკვეთრი გაუცხოება. ის ხომ ყოველთვის პოულობს გამოსავალს ყველა სიტუაციიდან და თავის ხელში აყვანაც იდეალურად გამოსდის... თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჩემ გამოა. ალბათ ჩემ გამო... თეონა ხომ ჩემი მეგობარი იყო... კარი კი მან გააღო და...
ის-ისაა ნაბიჯს ვუჩქარებ, რომ მოშორებით ნაცნობ სილუეტს ვხედავ, რომელიც მობილურზე საუბარს ასრულებს და მანქანის კარს აღებს. მაშინვე მიმართულებას ვიცვლი და გამომძიებლისკენ ჩქარი ნაბიჯით მივდივარ.
- უკაცრავად, ერთი წუთით!. - სიტყვას ვაწევ, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდეს. მამაკაცი ყოვნდება, ჯერ მაკვირდბა და ალბათ მალევე მცნობს. კარს ხურავს და ბრუნდება.
- დიახ, გისმენთ, მირანდა. - ამბობს მშვიდი ტონით, თუმცა გამომეტყველებაზე ეტყობა, რომ ეჩქარება.
- თქვენთან სალაპარაკო მაქვს. - ხმას ვიწმენდ და თითებს ვიფშვნეტ. ორი წამით კალესკენ ვიხედები, რომელიც ჩემს მანქანასთან დგას და გვიყურებს.
- კი, ბატონო.
- ნატა გიორგაძის საქმეს ხომ ისევ თქვენ იძიებთ?
- დიახ, მაგრამ ახალი არაფერია, თუ ამასთან დაკავშირებით გამაჩერეთ.
- არც ახლა? - შუბლი მეკვრება.
- უკაცრავად? - კაცს სახეზე ინტერესთან ერთად მოუთმენლობაც ესახება.
- თქვენ დიდი ხნის წინ მიხვდით, რომ აქ რაღაც რიგზე ვერ იყო. იქნებ დამელაპარაკოთ ამაზე?
- არ ვიცი, რას გულისხმობთ, მირანდა. - თავს აქნევს ის და მანქანის კარს აღებს.
- მოიცადეთ! - ჩაწეულ ფანჯარას ვეჭიდები. - ბათუმში შემთხვევით მოვისმინე თქვენი მობილურზე საუბარი. ამბობდით, რომ ჩვენი სამეგობრო შარშია.
გამომძიებელი ოხრავს და ერთი წამით თავს დაბლა ხრის.
- გთხოვთ. ასე აღარ შემიძლია. მითხარით, რას ფიქრობთ. - საკუთარი ტონი მეუცხოვება და მაშინებს.
- მნიშვნელობა არ აქვს, მე რას ვფიქრობ. მტკიცებულებები არ არსებობს, არანაირი სამხილი არ გვაქვს. მოწმეც არ გვყავს. ჩემი აზრები მხოლოდ დაგაფრთხობთ.
- რას ამბობთ... - ვშრები.
- აი, ხომ ხედავთ... რაც მოისმინეთ, თქვენთვის ისიც საკმარისია. გარდა ამისა, უფლება არ მაქვს გარეშე პირთან შიდა სამზარულოზე ვილაპარაკო.
- მე არ ვარ გარეშე პირი. - ვბრაზდები. - ნატა, ოთო და თეონა ჩემი მეგობრები იყვნენ. იქნებ ხვალ მე ვკვდები?
- მირანდა, თუ რამე გაშინებთ, განყოფიებაში შებრუნდით და განცხადება დაწერეთ. თქვენი მესმის და ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ უქმად არ ვართ. ყველაფერს ვაკეთევთ მკვლელის ვინაობის დასადგენად და მის დასაჭერად. თქვენ კი, - გამომძიებელი ფრთხილად მაშვებინებს ფანჯარაზე ჩაბღაუჭებულ ხელს და მიყურებს. - მოვლენებს დაუკვირდით.
- პირდაპირ მითხარით... - სიბრაზე უცბად ქრება და დაღლილს ხმაში მუდარა მერევა.
- პირდაპირ სათქმელად არაფერი მაქვს გარდა იმისა, რომ ხანდახან სულაც არაა აუცილებელი შორი გზის გავლა იმისთვის, რომ ახლოდან დაინახო. თავს გაუფრთხილდით. აქ მოსვლა კიდევ მოგიწევთ.
კაცი მანქანაში ჯდება და მიდის. გულგასიებული ვაყოლებ თვალს და ვგრძნობ, რომ აქ გაჩერება აღარ შემიძლია. გონებაში მიტრიალებს თეონას დაკრძალვის კადრები და არ ვიცი ეს დღე როგორ ავიცილო თავიდან. თავი ასე მარტოდ და საცოდავად არასოდეს მიგრძვნია.
გაღიზიანებული მივდივარ კალესკენ, მაგრამ ვხედავ თუ არა მის არეულ გამომეტყველებას, თავის ხელში აყვანას ვახერხებ. ვუახლოვდები და მკლავზე ვკიდებ თითებს. ერთხანს ქვემოდან მიყურებს, მაგრამ მზერას მალევე მარიდებს. ყელში ისევ ჩნდებიან სპაზმები.
- ახლა არა... - თავს აქნევს.
- კალე...
- სახლში მიგიყვან. - მანქანაში ჯდება და მელოდება. დილის შედარებით გრილ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და მის გვერდით ვიკავებ ადგილს.


***

კალე ჩემი კორპუსის წინ აჩერებს მანქანას. ერთხანს საჭეზე ჩაბღაუჭებულ თითებს დაჰყურებს, შემდეგ კი ოხრავს და ჩემკენ აბრუნებს თავს.
- წამოდი. - ვეუბნები, მაგრამ ვიცი, რომ არ დამთანხმდება.
- უნდა დავისვენო, მირა. -ამბობს ხმადაბლა. - მაპატიე, ვიცი, ახლა როგორ გიმძიმს, მაგრამ მარტო დარჩენა მჭირდება.
- არაუშავს, კარგი. მესმის შენი. - მისკენ ვიხრები, თითებს ერთ ლოყაზე ვაკრობ, მეორეზე კი ვკოცნი. თვალები ჩაწითლებული და დაღლილი აქვს. - შენ აქ არაფერ შუაში ხარ, კალე. ამაზე იფიქრე, კარგი?
ის თავს მიქნევს, ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის და მანქანიდან გადადის.
ორი დღეა არ მინახავს და მისთვის ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ რადგან მას მარტო ურჩევნია ყოფნა, მეც აღარ ვატან ძალას. არადა, გული მიგრძნობს, ერთად ამ ამბის გადატანა გაგვიიოლდებოდა.


***

2016 წელი, 14 აგვისტო

ხუთი დღეა ქუთაისში ვარ და თეონას საწოლში მძინავს. ახლა, როცა შავი ტანსაცმლით ბოლოჯერ გამოვდივარ გოგოს ოთახიდან და პირდაპირ მის ჩასასვენებელთან ვხვდები, ვრწმუნდები, რომ აღარაფერი დარჩა ჩვენს სამეგობროში იმისთვის, რომ ისევ „სამეგობრო“ ეწოდოს. მძიმეა მისი უსიცოცხლო, ნაცრისფერი სახის ყურება მინის მიღმა. სანთელის ყოველი დანთებისას ვერაფრით ვამშვიდებ აცახცახებულ ხელებს. გულზე დახვეულ შფოთვას და უღონობას ისე მიეჩვია ჩემი სხეული, რომ თავის ხელში აყვანა აზრადაც არ მომდის.
დღეს ბოლო დღეა და განსაკუთრებულად მძიმდება გარემო. მძიმდება სასაფლაოსკენ მიმავალი ნაბიჯები და მუჭში მოქცეული მიწა. მყრალია ყვავილების სურნელი და ცივია აგვისტოს კვირა დღე. არავის უნდა იმ აზრთან შეგუება, რომ თეონა გაქრა. საფლავს ზურგშექცეულები დარდითა და იმედით მოვაბიჯებთ, იმ იმედით, რომ არაფერი დარჩება უსამართლოდ. უსამართლობას კი ჩვენს უკან მარტოდ ვტოვებთ.


***

2016 წელი, 15 აგვიტო

უკვე თითქმის ორი საათია კალესთან ვარ და მის ჩაჩუმებულ პროფილს ვუყურებ. ოთახს დუმილთან ერთად სიგარეტის კვამლიც ამძიმებს. ტირილისგან აწითლებულ თვალებს ბოლი უარესად მიწვავს, თუმცა არც მას ვეუბნები სიგარეტის მოწევას შეეშვას და არც მე ვაღებ აივნის კარს. ასე იცის სიკვდილმა - ყველაფრის მიმართ გულგრილს გხდის. ყველაფერი სულერთი ხდება გარდა ტკივილზე ფიქრისა, გარდა შავი და არეული ღამეებისა, რომლებშიც პირდაპირ თავით ეშვები და მათი ნაწილი ხდები.
ვილაპარაკეთ.
შეუძლებელია კალეს ადგილას თავის წარმოდგენა. არც ვცდილობ და არც მინდა. ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ თეონაც მკვდარია, და როგორ შევეგუებოდი იმას, რომ ჩემი ხელით მომკვდარიყო? წარმოვიდგენ, როგორ ვაღებ კარს, როგორ ისვრის იარაღი და... არა, ეს სიგიჟეა... ის ცდილობს გაგვაგიჟოს, ჭკუიდან გადაგვიყვანოს, მანამ, სანამ ცოცხლები ვართ. შემდეგ მოვა და წაგვართმევს ერთმანეთს, უპასუხო შეკითხვებისგან შეგვშლის და დაგვტოვებს. მიზეზი კი? არავის ეცოდინება...
- ალბათ მიზეზი არ აქვს. - ვამბობ ფიქრებისგან დაღლილი ხმით. კალე ოდნავ ატრიალებს თავს ჩემსკენ და სიგარეტის ახალ ღერს უკიდებს.
- ვერ მივხვდი.
- მკვლელს. ალბათ ფსიქოპატია, შეშლილია, მანიაკია.
- როცა კლავენ, მანიაკებსაც კი აქვთ მიზეზები. შეიძლება ძალიან სასაცილო და გამაღიზიანებელი, მაგრამ მაინც მიზეზები.
ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ისადგურებს. მის სიტყვებზე ვფიქრობ და მიზეზების მილიონი სულელური ვარიანტი მომდის თავში.
- და მათ ალბათ ამხელენ კიდეც. ის კი ჩუმადაა, გამაღიზიანებლად ჩუმად. არც მინიშნებას ტოვებს...
- იმაზე მეტი მინიშნება რად გინდა, ვიდრე სამეგობროდან ოთხი ადამიანის მოკვლაა...
ამის ხმამაღლა წარმოთქმა და შემდეგ მოსმენა, ყოველ ჯერზე მიახლებს ტკივილს. თვალები მებინდება და ტირილის შესაკავებლად კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს. არაფერს ვპასუხობ და ყურადღების გადატანას სხვა რამეზე ვცდილობ.
ჩვენს წინ, დაბალ მაგიდაზე ბიჭის მიერ გადაღებული სურათები ყრია და იქიდან უამრავი უცნობი და ნაცნობი ადამიანის სახე იმზირება. ხანდახან მგონია, რომ, რაც უფრო შორს ხარ ადამიანებისგან, მით უფრო მეტ ყურადღებას იქცევ. ისინი გეძებენ, გპოულობენ და გაკვირდებიან. ამას მოსდევს არასასურველი და გამაღიზიანებელი ურთიერთობები და თანდათან ხვდები, როგორ ქრები მათში ჩაკარგული. კარგავ არსებობის შეგრძნებას და ფაქტობრივად კვდები. და იქნებ ეს იმაზე გაცილებით უარესია, ვიდრე „ჩვენი მანიაკის“ გეგმები.
კალე პირიდან კვამლს უშვებს და ფიქრიანად მათვალიერებს. ვიცი, ახლა რაღაც ისეთს მკითხავს, რაზეც პასუხი არ მექნება. ან მექნება და ვერ გავცემ... ერთ ხელში მართკუთხედად დაკეცილი სიგარეტის ვერცხლისფერი ფოლგა უკავია და თითებში ათამაშებს.
- ისინი მეხმარებიან. - ფოტოებზე მანიშნებს თვალებით. - როცა მეხსიერება მღალატობს, სურათები ყოველთვის მახსენებენ ადამიანებს, რომლებსაც ერთ დროს წარსულს ვჩუქნიდი. წარსული კი ისეთი რამეა, რომლის დავიწყებაც საკუთარ თავს გართმევს. ადრე გითხარი, როცა ფოტოს ვიღებ დროს ვამარცხებ და ეს მსიამოვნებს მეთქი და ასეცაა, მაგრამ მომენტები და ის კადრები, რომლებიც მათზეა აღბეჭდილი, წარსულს ხელშესახებს ხდის და ესაა ყველაზე დიდი შვება. გონებით ყველაფერი ვერ გემახსოვრება, სურათებს კი ყოველთვის ყველაფერი შესანიშნავად ახსოვთ. თუმცა... ამ ფოტოების განადგურება ყოველ წამს შეიძლება, მეხსიერების კი... - კალე სიგარეტის ნამწვს საფერფლეში აგდებს და ფოლგას შლის. - როგორც არ უნდა მარწმუნებდე, რომ მე არაფერ შუაში ვარ, ვერაფრით ამოვიშლი მეხსიერებიდან თეონას ჩემი ხელით სიკვდილს. იმ სურათს, რომელიც კარის გაღების შემდეგ აბაზანაში დამხვდა. - ბიჭი ჰაერს ხარბად ისუნთქავს და ჩაფიქრებული, ოდნავ მოქუფრული გამომეტყველებით მიყურებს. - მინდა ვიცოდე, რომელია შენი ცხოვრების ყველაზე მძიმე კადრი, რომელიც მეხსიერებიდან არ გეშლება, მირა.
მას შემდეგ, რაც კანზე დაყრილი ეკალი ცხრება, გონებაში ამღვრეულ წარსულს მთელი მონდომებით და ძალებით ვდევნი უკან და კალეს სურვილსაც სურვილად ვტოვებ. ახლა ენერგია მის მოსაყოლად საკმარისად სავსე არაა. მის მუხლზე დადებული ვერცხლისფერი მთვარეც კი ნახევარია.


***

2016 წელი, 15 აგვისტო,
ღამე

დაღლილი ვარ...
ვწევარ, არაფერს ვაკეთებ და ფიქრიც კი ძალას მაცლის...
ესაა უბედურება... მეგობრები ხელიდან მეცლებიან და მიზეზთან ახლოსაც კი არ ვარ. ბექა ფაქტობრივად მკვდარია. ნატა მოკლეს. ახლაც კი შემიძლია დავინახო მისი სისხლი ჩემს ხელისგულებზე და გახსნილი ყელი. ოთო მოკვდა. მაგრამ ვეღარავინ შეძლებს დამარწუმოს იმაში, რომ მისი სიკვდილი არაფხიზელმა მდგომარეობამ გამოიწვია. მისი სიმთვრალით ისარგებლეს და არსებობას მოწყვიტეს. თეონაც მოკვდა. თეონა ჩვენ მოგვაკვლევინეს, მის მეგობრებს. ცოდვა დაგვადეს და წარმოდგენა არ მაქვს, რატომ...
თვალებს ვხუჭავ... დანის ბასრი წვერი ყელიდან მკერდამდე მტკივნეულად მიიწევს და ბზარი სულს მიტეხს.
ის იყო... ის ჩემთანაც იყო. ამედევნა, დამანახა, რომ თვალს მადევნებს... მითხრა, რომ იცის სადაც ვარ... მაჩვენა, რომ ჩემი მოკვლა თავისუფლად შეუძლია... მაგრამ მაინც ცოცხალი დამტოვა. რატომ... რატომ? იქნებ იმიტომ, რომ მიზეზი მე ვარ? მე? ჩემი მიზეზით კლავს ჩემს მეგობრებს? მე უნდა ვხედავდე, მათ საფლავებს... მე უნდა განვიცადო... მე უნდა გავტყდე... მე...
ვბრუნდები და სახეს ბალიშში ვფლობ... ტირილისგან ყელი მტკივა... ყველაფერი მტკივა... ბურუსში ვარ და მისი გაფანტვა შეუძლებელია... სული მეხუთება გაურკვევლობისგან და მეშინია... მეტი დანაკლისის მეშინია... მარტო ყოფნის მეშინია... მეშინია... ჰაერში გამოკიდებულსაც შიში მიპყრობს და მისი თვალების გახელას ველოდები, მაგრამ ის ერთიანად ნაცრისფერია... აღარ იღიმის მომნუსხველი ღიმილით და მკვდრის როლს შესანიშნავად თამაშობს... ჩემს თავს ქვემოთ კი ქაოსია, წითელი ქაოსი... სინანულით, ტკივილით, ცრემლით და ცოდვით სავსე ქაოსი...
თვალებს ვახელ და მახსენდება, რომ დაჩი მოკვდა... ჩემთან ახლოს... ჩემთან ერთად...





მოგონება


***
2010 წელი, 2 ივლისი
მეექვსე დღე

კოტეჯში საწოლზე მიწოლილი ვფიქრობ. მათესთან საუბრის შემდეგ მშვიდად ვარ. ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, მაგრამ, ალბათ, ავენისში გატარებულ პირველივე ღამეს ნატასავით მანაც შენიშნა დაჩის მიმართ ჩემი სიმპატიები და ეჭვიანობის გამო სიგარეტის მოწევა დაიწყო. იმედი მაქვს, ახლა, როცა ვილაპარაკეთ და მოვრიგდით, ამ მავნე ჩვევასაც თავს დაანებებს.
ხვალ დილით წავალთ და ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ანანურიდან ბევრ ლამაზ მოგონებას წავიღებ. ჩვენმა ტურმა უნაკლოდ გაამართლა. ის-ისაა დაჩიზე ფიქრს ვიწყებ, რომ კარზე აკაკუნებენ.
- შინ არავინაა! - ვეძახი. ალბათ გზატკეცილიდან დაბრუნდნენ და მემაიმუნებიან.
- რაღაც არ მგონია. - მესმის დაჩის ხმა და მაშინვე ვხტები საწოლიდან. ტანზე შემოხვეულ მაისურს ვისწორებ, ხმას ვიწმენდ და კარს ვაღებ. გაღიმებულს მეც ღიმილით ვესალმები და უკვე მის მოკითხვას ვაპირებ, რომ ბიჭი ოთახში შემოდის, კარს ხურავს და პირდაპირ ტუჩებზე მაცხრება. გაოგნებას მალევე ცვლის აღფრთოვანება და კოცნაში სიამოვნებით ვყვები. - შენი მონატრება ძალიან მარტივია. - ამბობს ის, მკლავებს წელზე მხვევს და გულზე მიკრავს. მეც ვეხუტები, მაგრამ ცოტა მეუცნაურება მისი აქტიურობა.
- რამე მოხდა? - მხარზე ვადებ თავს. დაჩი ხითხითებს.
- არა. უბრალოდ, ერთი სული მქონდა, როდის გნახავდი. ხვალამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი.
- სამაგიეროდ თბილისში გვექნება უამრავი დრო.
დაჩი კარს ზურგით ეყრდნობა და ჩემს თითებს იჭერს.
- იცი, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ასეთი რეალისტი, ასე მალე შეგიყვარებდი. - ამბობს ის. უკანასკნელი სიტყვა ყურებში ექოსავით რამდენჯერმე მეორდება. მისი თითებიდან იმხელა სითბოს ვიწოვ, რომ სხეული მიალდება. აღელვებისგან გული უცბად მიჩქარდება და თავს ვერაფრით ვერევი, იმდენჯერ მივლის ჟრუანტელი. - ხო, - იღიმის დაჩი და მიყურებს. - ოღონდ, არ შეგეშინდეს, გთხოვ. - ლოყაზე მაკრობს ხელისგულს და ჩამოშლილ თმას ყურს უკან მიწევს. - უბრალოდ, სანამ თბილისში ერთმანეთს ვიპოვიდით, მინდოდა შენთვის რამე დამეტოვებინა. - თვალები პასუხისმომლოდინე უხდება. მე კი, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა. ასე მგონია, პირი რომ გავაღო, ხმა არ ამომივა. არ მინდა სიტყვებით ეს მუხტი გავფანტო. არ მინდა ოთახში გაშლილ მის ხმას ჩემი ხმა შეერიოს.
- ეს იმაზე მეტია, ვიდრე „რამე.“ და იმაზე დიდხანს დარჩება, ვიდრე თბილისში ერთმანეთის საპოვნელად საჭირო დრო. - ვამბობ ნორმალურზე ჩუმად და ვცდილობ გავიღიმო. დაჩის სახე ერთიანად უნათდება და მისი ცის თვალები გამოდარებას ემსგავსებიან. ვხვდები, რომ არასწორად არაფერი მითქვამს. შვებით ვათავისუფლებ დაძაბულობისგან შეკავებულ ჰაერს და ვგრძნობ, რომ ვმსუბუქდები. ის-ისაა მისკენ საკოცნელად ვიწევი, რომ ჩემი მობილური რეკვას იწყებს. ორივეს გვეცინება. სანამ მე საწოლიდან ტელეფონს ვიღებ, დაჩი გარეთ გადის. უკან მივყვები და ნატას ზარს ვპასუხობ.
- გაემზადეეე! - ყვირის ის. - მანქანით მოვდივარ შენს წასაყვანად.
- რა ხდება? - კოტეჯიდან გავდივარ და სანაპიროსკენ ვიხედები.
- სიურპრიზია. კაბა ხომ არ გაცვია? - იცინის გოგო.
- არა. - მეც მეცინება.
- ხოდა ჩამოდი, აქვე ვართ უკვე. - ამბობს და მითიშავს.
- რა ხდება? - მეკითხება დაჩი. - არ მითხრა, რომ მიდიხარ. - კოპებს ჰკრავს.
- ხო, ნატას სადღაც მივყავარ, არ ვიცი. შენ წამოდი.
- მეეც? - ტუჩებს გვერდით იქცევს. - იქნებ რა აქვთ გეგმაში?
- რაც არ უნდა იყოს. - თვალს ვუკრავ, ხელს ვკიდებ და სანაპიროსკენ მიმყავს, სადაც მუქი ლურჯი ჯიპი მხვდება. საჭესთან უცნობი ბიჭი ზის, გვერდით თენგოა და მას ელაპარაკება. უკანა სავარძელზე კი ნატა ზის და ფანჯრიდან ნახევარი ტანით გადმომძვრალი ხელებს მიქნევს.
- გაიხედე... - თითს იშვერს უკვე წასული მანქანიდან ნატა და რაღაცაზე მანიშნებს. - ხედავ?
მის ხელს თვალს ვაყოლებ და შორიდან, მაგრამ მაინც ვხედავ ხიდზე მოგროვებულ ხალხს.
- ექსტრემალები არიან. - აღფრთოვანებას ვერ მალავს გოგო.
- შენ რა, იქიდან გადმოხტომას აპირებ? - თვალები მიფართოვდება.
- უკვე გადმოვხტი. - კისკისებს ის.
- რაა? - გაოგნებული ხმას ვერ ვაკონტროლებ.
- ხო. და ახლა შენი ჯერია. სადაცაა ოცნება აგიხდება. - თვალს მიკრავს ის. დაჩისკენ ვბრუნდები, რომელიც ჩვენს საუბარს უსმენს და ეცინება.
ხიდზე ასულებს ხალხი გაფანტული გვხვდება. ჩემებიდან ყველა იქაა. ირგვლივ ადრენალინის სუნი ტრიალებს. მოყვარულები სიხარულისგან კი არ დადიან - დაფარფატებენ. ლელა მხედავს თუ არა, ჩემკენ გამორბის და როგორც სჩვევია, გაშლილი ხელებით მიზიარებს ემოციებს.
- ვაიმე მირაა, აზრზე არ ხარ რა ვქენი! ბექასთან ერთად გადავხტი. ღმერთოო! რა მაგარი იყო, ვერ წარმოიდგენ. ასეთი ადრენალინიანი რომანტიკა ალბათ აღარასდროს განმეორდება ჩვენს რომანტიკულ მომავალში.
მის ლაპარაკე მეცინება. გადახტომა მინდა. ადრეც მდომებია, ამიტომ უარზე კი არ ვარ, პირიქით, ერთი სული მაქვს. მაგრამ დაჩის რომ ვუყურებ, ლამისაა გადავიფიქრო. მას ხომ სიმაღლის ეშინია... გვერდით მომყვება, მაგრამ აქაური მუხტისგან აშკარად შორსაა. ხელში მობილურს ატრიალებს და ხანდახან მიღიმის. ის-ისაა მის დამშვიდებას ვაპირებ, რომ ზურიდან თენგო ჰხვევს ხელს, მობილურს სტაცებს და როგორც ვხვდები, დაჩის ტელეფონში ვიდეოკამერას რთავს.
- გეყოფა, მომეცი აქ. - სიცილით მისდევს თენგოს ბიჭი, მაგრამ მობილურს მაინც ვერ ართმევს.
- ჰაა, მიდი „პრალეტაი“ „ბრატ“, მაგრად გაგისწორდება.
- მეე? - წარბებს ზემოთ სწევს დაჩი.
- ხო, ხო, შენ! - ოთო და ბექა გვიახლოვდებიან, თენგო მობილურს ბექას აძლევს და ისიც დაჩის უდგება მხარში.
- მიდი დაჩი, მიდიი! - ყვირიან თეონა და ნატა. - მირას ხათრით!
- მოკეტეთ თქვენ! - ვუბღვერი მათ და დაჩის უარის ნიშნად თავს ვუქნევ.
- ოო, ნუ ატ..კებთ ახლა! მიდით, რამანწიკა დაგვანახეთ გვრიტებო! - არ აჩერებს ენას თენგო.
- თავი დაანებეთ, - ბრაზობს ლელა. - სიმაღლის ეშინია.
- ღადაოობ? - ხარხარებენ თენგო და ოთო. გოგოებიც. - ეს ისეთი საკაიფოა, იმენნა შიშს დაძლევ, ძმაო. მიდი მიდი!
- ბექა! გამორთე ეგ კამერა და შეეშვით მეთქი, არ გესმით? - ლელა ბექასთვის დაჩის მობილურის წართმევას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. ბიჭი ამბობს ისტორიული მოვლენა კადრს უნდა დარჩესო. მათეც აქვეა. ვხედავ, ისიც არ იზიარებს ატეხილი მეგობრების აზრს, მაგრამ არ ერევა.
- ყურადღებას ნუ აქცევ. - ვეუბნები დაჩის და მის ხელს ვიჭერ. - მე დავეშვები და მერე კოტეჯებში დავბრუნდეთ, კარგი? - ლოყაზე ვკოცნი და ლელასთან ერთად ნაპირისკენ მივდივარ, რომ ბიჭის ხმა მაჩერებს.
- კარგი, მაგრამ ერთად.
- რაა? - ვბრუნდები. დაჩი მიყურებს. ყოყმანობს, მაგრამ მაინც მიღიმის.
- ერთად გადავხტეთ.
- დაჩი...
- წამოდი. - ხელს მკიდებს და ექსტრემალებისკენ მივყავარ. ბავშვები უკან აღფრთოვანებული შეძახილებით მიგვყვებიან. ერთი სული მაქვს კოტეჯებში დავბრუნდეთ, რომ ამ იდიოტებს ჭკუა ვასწავლო.
- დაჩი, დარწმუნებული ხარ? - ვეკითხები ეჭვით, როცა უკვე ორი ახოვანი ახალგაზრდა ჩვენს ტანზე გადაჭიმულ უამრავ ქამარს კიდევ ერთხელ ამოწმებს. მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღმეში მიხარია მისი გადაწყვეტილება, ბიჭის გამო მაინც ვღელავ.
- კი, არ ინერვიულო შენ. - ეცინება დაჩის, თუმცა მაინც ეტყობა ფორიაქი. წამდაუწუმ შუბლს ჭმუხნის და ხიდიდან ცალი თვალით იყურება. - იქნებ მართლა დავახვევინო ამ იდიოტ ფობიას.
მეცინება. მალევე გვეუბნებიან ყველაფერი მზადააო და ხიდის კიდეზე ასვლაში გვეხმარებიან. გული ამოვარდნას მაქვს. წარმომიდგენია დაჩი რას გრძნობს. ნაპირზე მდგართ თვალს ვავლებ. ბექა ისევ ვიდეოს იღებს. დანარჩენები ხმაურობენ. ერთადერთი, ვინც ნირწამხდარი დგას - ლელაა.
- მოდი ჩემთან. - ამბობს დაჩი. ხელებს შლის და მეხვევა. ერთმანეთს მჭიდროდ ვეხუტებით.
- თვალები დახუჭე, კარგი? - ვეუბნები. მის გამო საშინლად ვყოყმანობ. რაღაც მაკავებს. გონებაში ბიჭის გაფითრებული სახისა და ოფლისგან დაცვარული შუბლის სურათები უსიამოვნოდ ბრუნავენ. ღმერთო!
ის-ისაა დაჩისთან ერთად გადახტომაზე უარი უნდა ვთქვა, რომ მისი სიტყვები მესმის.
- დედამიწაზე შევხვდებით. - კისერზე მკოცნის ის და ვხტებით.
ვეშვებით. ვეშვებით.
ცხელი ჰაერი ჩემ თავ-ქვეშ იპობა. ტალღების მსგავსად ვარღვევ მზის მცხუნვარებას. მეგონა ვიკივლებდი, მაგრამ ფრენის შეგრძნება ნეტარებას მგვრის.
მეღიმება. მერე ვიცინი.
ისეთი მაგრია! ეს ისეთი მაგარია!
მუცელში ადრენალინი გრგვინავს, მთელ სხეულს ედება და საოცარი ენერგიის მოზღვავება ერთხანს ეიფორიაში მაგდებს.
დაჩი ხელებს მიშვებს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ არაფერს ვამბობ. თოკი იჭიმება და წყალს ვუახლოვდებით. უკან ავარდნილს კიდევ უფრო განსვხვავებული გრძნობები მეუფლება. შემდეგ ისევ ქვემოთ და ზემოთ. ისევ და ისევ.
ვტრიალებთ, ვტრიალებთ, ვტრიალებთ.
შემდეგ თოკი სწორდება და გვაქანავებს. ბიჭზე ჩახუტებული სიცილს ვერ ვწყვეტ. ჩვენს ქვემოთ გასაბერი ნავით ორი ბიჭი გველოდება.
- დაჩი, - ვიცინი. - თქვი რამე, როგორი იყო? - ვეკითხები, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებ.
ისევ ვქანაობთ.
- დაჩი! - ხელები გაშვებული აქვს. ისევ. შოკშია? თვალწინ ისევ მისი გაფითრებული სახე მიდგება. - დაჩი. - ხელებს ვუშვებ, მხრებში ვაბჯენ და სახეში ვუყურებ.
ვუყურებ, მაგრამ ის არა. ის არ მიყურებს. მის ცისთვალებს ვერ ვხედავ. რატომ აქვს თვალები დახუჭული?
- დაჩი... - ხმა მიტყდება. ფიქრებს, რომლებიც რეალობაზე მელაპარაკებიან ყურადღებას არ ვაქცევ. თითებით სახეზე ვეხები და ვხედავ, როგორ ცახცახებენ ისინი. - დაჩი, რა გჭირს... - ხმას ვუწევ და ჰაერის ჩასუნთქვა ისე არაბუნებრივად გამომდის, რომ ყელიდან საშინელ ხმას ვუშვებ.
ის არ მპასუხობს. ისევ ჩუმადაა. არც თვალებს ახელს, არც ხელებს მხვევას. არც მიღიმის. მისი ცის თვალების დანახვა მინდა, მაგრამ ვერ ვხედავ.
ყელში რაღაც მიჭრს. ვერ ვიღებ ამ ფაქტს. არ ვიღებ. ვაკავებ და ჩემამდე არ ვუშვებ. დაბლა ვიხედები. ნავიდან რაღაცას გვეძახიან, მაგრამ არაფერი მესმის. ბიჭი კი ისევ დუმს.
მაციებს. ვგრძნობ, როგორ მოდის ყინული ფეხებიდან და სწრაფად ფარავს მთელ ჩემს სხეულს. მკერდი მიმძიმდება. ასე მგონია, შიგნით რაღაც დიდდება და სადაცაა გამხეთქავს.
დაჩი თვალებს არ ახელს. არაფრით არ ახელს.
ენა მივარდება. ასე მგონია, ნელ-ნელა ვქრები. საფეთქლებში რაღაც მჩხვლეტს. ყურები საზარელი კივილისგან მიგუბდება. არ ვიცი ეს ჩემი ხმაა, თუ პანიკის.
უკანასკნელი, რასაც ჩემი გონება აღიქვამს, ბიჭის ლამაზი სახეა, რომელიც ჯერ უმანკო თოვლივით ქათქათაა, შემდეგ კი ჩემ თვალწინ უსიცოცხლო ნაცრისფერს იღებს.
ტრიალი არ ჩერდება და ვეღარც დედამიწაზე ვხვდებით ერთამნეთს.



პ.ს. ესეც დაპირებული და უშველ;ებელი თავი ;)
ძალიან მინდა, რომ მკვლელის ვინაობას საბოლოოდ მიხვდეთ, რადგან დარჩენილი თავების წაკითხვას, მაშინ, როცა სიმართლე უკვე გეცონოდინებათ სულ სხა ხიბლი ექნება ;)
იმედი მაქვს "მოგონება" ამაში დაგეხმარებათ... ანანურის დღეები აქ წყდება...
ველი თქვენს ემოციებს ^_^ და მადლობა ყველას მოთმინებისთვის <3



№1  offline წევრი Steppenwolf

დაჩის მკვლელობის სხვა ვერსია უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით.
ფაქტია კი რომ დაჩის გამო ხდება რაც ხდება, მაგრამ ცოტა რეალური საბაბი უკეთესი იქნებოდა, ვიდრე შეყვარებულისთვის თავის მოსაწონებლად გადამხტარი ბიჭის შემთხვევითი გულის ინფაქტი :დ
ცოტა უცნაურია რატომ უნდება "ვიღაცას" ვინც არ უნდა იყოს ის დაჩის, დახოცოს დაჩისივე მეგობრები ნუ ახლად გაცნობილი მეგობრები მაინც, რომლებთან ერთადაც "გართობის დროს დაიღუპა" .
მე პირადად თავიდანვე ეს ეჭვი მქონდა.
მათე მიყვარს, მაგრამ დაჩი უფრო მიყვარს :დ
ძალიან მაგრად წერ მარიამო და არასდროს არ მყოფნის შენი დაწერილი თავები.
--------------------
მიაძაკი

 


№2 მოდერი abezara98

ვხვდებოდი, რომ დაჩი იქნებოდა ის საბაბი, რაც მკვლელს ამოძრავებდა, ვხვდებოდი! laughing ოღონდ არ ვიცოდი, ზუსტად რა ჩაიდინეს ამათ. არადა, დაჩი მომწონდა. კარგი ბიჭი ჩანდა sob sob უნამუსოები. არ უნდა დაეძალებინათ იმ ადამიანისთვის სიმაღლიდან გადახტომა, რომელსაც სიმაღლის შიში აქვს! angry თენგოა, შემდეგი სამიზნე, ხომ ასეა? no_mouth მარტო ეგღა დარჩა მოცინარი ვიდეოს გადამღებებიდან. ნუ, მირა რომ ბოლო ტკბილ ლუკმად ჰყავს შემოტოვებული, ვიცი smirk რა უნდა გითხრა, ისისც კი არ ვიცი. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის heart_eyes საოცრება ხარ და მოუთმენლად გელოდები heart_eyes

 


№3  offline წევრი Steppenwolf

მათეც მეგობრებთან ერთად იმყოფება, თვალს თუ გადაავლებ აღმოაჩენ რომ არც მას მოხვდა თვალში დაჩის გადატომის იდეა. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ახლო ურთიერთობაში არ იმყოფებოდა ნეიტრალურ ზონაში დარჩა და არ გაუპროტესტებია :დ
--------------------
მიაძაკი

 


№4 სტუმარი nitsa

დაჩიზე საერთოდ არ ვფიქრობდი ის თუ რამე შუაში იქნებოდა. მათე მეგონა რატომღაც მკვლელი მირას ამწარებსთქო ვიფიქრე მაგრამ ამ თავის მერე ეჭვი გამიჩნდა ყველა მკვლელობა კალეს გაოჩენას ემთხვევა და იქნებ კალე რაღაც ნათესავია ოთოსი და შურისძიება აქვს ჩაფიქრებული?????

 


№5  offline წევრი Steppenwolf

აუუუუ ძალიან ცუდად ვარ :დდდდ
გამაგდეთ ვინმემ აქედან თორემ შენი მენეჯერი მგონია თავი მარიამოოო
--------------------
მიაძაკი

 


№6 სტუმარი nitsa

და ეჭვი შემეპარა კიდევ კალერომ ეკითხება მინდა ვიცოდე შენი მძიმე კადრიო, მოქუფრული გაომეტყველებით თითქოს უნდა რომ მირასგან მოისმინოს ყველაფერი. მოკლედ ჩემი ეჭვმიტანილი კალეა

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

Steppenwolf
დაჩის მკვლელობის სხვა ვერსია უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით.
ფაქტია კი რომ დაჩის გამო ხდება რაც ხდება, მაგრამ ცოტა რეალური საბაბი უკეთესი იქნებოდა, ვიდრე შეყვარებულისთვის თავის მოსაწონებლად გადამხტარი ბიჭის შემთხვევითი გულის ინფაქტი :დ
ცოტა უცნაურია რატომ უნდება "ვიღაცას" ვინც არ უნდა იყოს ის დაჩის, დახოცოს დაჩისივე მეგობრები ნუ ახლად გაცნობილი მეგობრები მაინც, რომლებთან ერთადაც "გართობის დროს დაიღუპა" .
მე პირადად თავიდანვე ეს ეჭვი მქონდა.
მათე მიყვარს, მაგრამ დაჩი უფრო მიყვარს :დ
ძალიან მაგრად წერ მარიამო და არასდროს არ მყოფნის შენი დაწერილი თავები.


ხოო, სიკვდილის სხვა ვერსიაც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა რატომღაც ეს უფრო რეალური მეჩბვენა იმის გათვალისწინებით თუ რამხელები არიან მაგ დროს პერსონაჟები, რა სიტუაციაში არიან და სად არიან... გარდა ამისა, მთავარი ის კი არაა თუ როგორ მოკვდა, ისაა, რომ მოკვდა დაჩი და მისმა სიკვდილმა, რომელიც სამეგობროს გადაგორებული ეგონა, წლების შემდეგ გამოსდო კბილი. :დდ
რაც შეეხება იმას, თუ ვიღაცას რატომ უნდება დაჩის ახლად გაცნობილი მეგობრების დახოცვა... ამ შეკითხვას სწორედ მკვლელის ვინაობამდე მივყავართ :დდ და მიზეზიც დიდია, მით უმეტეს, რომ მკვლელი თავისი თვალით ნახავდა, როგორ მოკვდა დაჩი :დდ ფაქტობრივად გითხარი მისი ვინაობა :დდდ
ძალიან მიხარია მიუხედავად ყველაფრისა შენი კომპლიმენტი <3 დიდი დიდი მადლობა <3

პ.ს. და დამშვიდდი ცოტა :დდ ამოისუნთქე :დდ

abezara98
ვხვდებოდი, რომ დაჩი იქნებოდა ის საბაბი, რაც მკვლელს ამოძრავებდა, ვხვდებოდი! laughing ოღონდ არ ვიცოდი, ზუსტად რა ჩაიდინეს ამათ. არადა, დაჩი მომწონდა. კარგი ბიჭი ჩანდა sob sob უნამუსოები. არ უნდა დაეძალებინათ იმ ადამიანისთვის სიმაღლიდან გადახტომა, რომელსაც სიმაღლის შიში აქვს! angry თენგოა, შემდეგი სამიზნე, ხომ ასეა? no_mouth მარტო ეგღა დარჩა მოცინარი ვიდეოს გადამღებებიდან. ნუ, მირა რომ ბოლო ტკბილ ლუკმად ჰყავს შემოტოვებული, ვიცი smirk რა უნდა გითხრა, ისისც კი არ ვიცი. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის heart_eyes საოცრება ხარ და მოუთმენლად გელოდები heart_eyes


მოცინარი ვიდეოს გადამღებებიდანო... სწორად მიხვდი ჩემო კარგო ;) <3
და დიდი დიდი მადლობა <3

nitsa
დაჩიზე საერთოდ არ ვფიქრობდი ის თუ რამე შუაში იქნებოდა. მათე მეგონა რატომღაც მკვლელი მირას ამწარებსთქო ვიფიქრე მაგრამ ამ თავის მერე ეჭვი გამიჩნდა ყველა მკვლელობა კალეს გაოჩენას ემთხვევა და იქნებ კალე რაღაც ნათესავია ოთოსი და შურისძიება აქვს ჩაფიქრებული?????

nitsa
და ეჭვი შემეპარა კიდევ კალერომ ეკითხება მინდა ვიცოდე შენი მძიმე კადრიო, მოქუფრული გაომეტყველებით თითქოს უნდა რომ მირასგან მოისმინოს ყველაფერი. მოკლედ ჩემი ეჭვმიტანილი კალეა

საფუძლიანი ეჭვი გაქვს და ასე გააგრძელე... მომდევნო თავები უკეთესად დაგანახვებენ სიმართლეს ;)

 


№8  offline წევრი masho777

ლელა და მათე არ მოკლა რადგან მათ არ უნდოდათ დაჩის გადახტომა შემდეგი თენგო იქმება ჩემი აზრით ????????საუკეთესო ხარ მარიამ????

 


№9 სტუმარი 1234

ვაიმეე, რა საოცარი თავი იყიოო!!! აღფრთოვანებული ვარ!
როგორ შემეცოდა საწყალი დაჩი, ტკბილი, საყვარელი, რას შეეწირა...
ამ ამბავში ჩემი აზრით ასე პირდაპირ დამნაშავე არავინაა, ვერ წარმოიდჰენდნენ გული თუ გაუსკდებოდა, მაგრამ შეეძლოთ და ევალებოდათ კიდეც. არ შეიძლება ასე ადამიანს რაღაც დააძალო, ბექა, ოთო და თენგო როგორ აქტიურობდნენ. მათე საერთოდ არაფერ შუაში არაა. არც მირა, ვერაფრით ვერ დავადანაშაულებ, რამდენჯერ უთხრა არ გინდაო და მეგობრებსაც საყვედური უთხრა.
ახლა ვხვდები რატომ არ მიუვიდა წერილი ლელას და რატომ იყო კალე ასეთი თბილი და ყურადღებიანი ლელას მიმართ.
თუმცა, ვფიქრობ არც მირას უნდა დაუშავოს რამე, არც მათეს.
ალბათ შეიძლება კალესავ გავუგოთ, საყვარელი ძმის მობილურში რომ ამ ვიდეოს იპოვნიდა და გაიგებდა, რომ ასეთი უაზრობის გამო მოუკვდა ძმა, გაგიჟდა..
ძალიან საინტერესო და ჩახლართული იყო! ველოდები კალეს ქმედებებს და მაინტერესებს რა ბედი ეწევა. საინტერესოა, გრძნობს თუ არა კმაყოფილებას? ახლა უფრო დავრწმუნდი რომ კაცი, რომელიც მირას მისდევდა, კალეა და ნამდვილად საფუძვლიანად ვაფრთხილებდი აქედან მირას, ვინც მოგდევს, იმას ნუ ელაპარაკები ტელეფონზეთქო :დდ
ჩემი უდიდესი სიმპატია ავტორს <3

 


№10 სტუმარი Marta

Anu tu mkvlelma sakutari tvalit naxa sikvdili mashin gamodis rom miraa??gmerto yovel tavshi ufro vibnevi...
Dzlivs mivagneb mkvlels da shemdeg axali samxilebi chndeba.
Yochag dzaan kargi xar

 


№11 სტუმარი 1234

უი ახალახანს გამახსენდა ნაწარმოების დასაწყისი როგორ მისდევს მკვლელი მირას.. ფაქტია, კალე არ გაჩერდება და მისი ეს ფსევდოდეპრესიები დიდი ფარსია.

 


№12  offline წევრი PARVENU

Mokled, aseti ambebia:
1. Mkvlelma imati siivdilit daiwyo, vinc davhis gadaxtomas adzalebda.
2.shemdegi tengoa.
3.mkvleli savaraudod is dzmaa, ocdaotxi saati sheyvarebulebivit ro mesijobdnen.
Magram iq ranairad moxvda? Tumca video darcheboda telefonshi d araa gamoricxuli enaxa.
4. Daam bolos, lela dzaan maechvebs momkalit da... Ai kales da lelas shexvedra. Ar momdis es ori tvalshi, titqos aqamdec icnobda kale magas, shoridan da axlobluri grdznobebi aq. Lelam sheidzleba mament araferi ar icodes. Magram, ar mshordeba is azri rom kale sheidzleba iyos magis dzma, tu ara?
--------------------
Parvenu

 


№13 სტუმარი Tiko

Sulmoutqmelad velodebodi axal tavs, ra iyo es haaa???? Sruli shoki, vaime dachi shemecoda dzalian, ra idiotebi arian.ras warmoidgendnen ro ase mwared agebdnen pasuxs? Im videostvis idzia vigacam shuri, savaraudod dachis dzmam anu kalem, suratebze ro utxra miras, gonebas sheidzleba daaviwydes mara agbechdils arao zustad is video igulisxma. Momkalit da lelas qceva maechvebs, tan shetyobinebac ar miugia.

 


№14  offline მოდერი ბელუ შეროზია

ეს კალეა ? ღმერთო! ის დაჩის ძმაა? ის ვიდეო ნახა? მაშინ ლელას შეტყობინება იმიტომ არ გაუგზავნა, რომ ის წინააღმდეგი იყო დაჩის გადახტომის! არც მირას უნდოდა, იმიტომ არ მოკლა მაშინ. ო ღმერთო! მაგრამ კალე? არ მინდა, რომ მკვლელი იყოს cold_sweat

 


№15  offline წევრი likaloka

ააუ...ოღონდ კალე არა რაა :(...
იმაში თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მკვლელი დაჩის ძმაა....მაგრამ არმინდა რომ მისი ძმა კალე აღმოჩნდეს.
არვიცი რატომ მაგრამ ვერ წარმომიდგენია რომ კალე იყოს მკვლელი. თან ხომ შეეძლო კარები თვითონ არ გაეღო, ეს მირას გაეკეთებინა და მკვლელისთვისაც ხომ უკეთესი იქნებოდა მირა თუ თავს დამნაშავედ იგრძნობდა? არვიციიი...ყველაფერი ამერია თავში. ყოველ თავში სხვადასხვა ვიღაც მეგონა მკვლელი,ამ თავში კი აღარაფერი აღარ მგონია....
ხოო კიდევ ისიც საეჭვოა მარტო ლელას რატომ არ გაუგზავნა მკვლელმა სმსი. რაც შეეხება ბექას, მგონია რომ არ მოკვდება და გადარჩება და შეიძლება ამანაც დიდი რამ შეცვალოს ისტორიაში.

 


№16 სტუმარი სტუმარი თამო

ამ თავში უფრო იკვეთება რაღაცეები.მოკლედ ისეც ვფიქრობდი რო დაჩის უკავშირდებოდა ეს მკვლელობები და ამაში დავრწმუნდი.ახალ მოკლულებს რაც შეეხებათ კლავს იმათ ვინც გადახტომა დააძალეს დაჩის და შემდეგი თენგოა ალბათ.ლელა არ იღებს ამაში მონაწილეობას და ალბათ ამიტომაც არ ეხება მკვლელი მას.კალეც როგორ თბილად შეხვდა მას.კალეს საუბარი მირასთან სურათებზე და წარსულზე.ვფიქრობ უნდოდა თითონ მოეყოლა მირას დაჩიზე.მგონია მკვლელი კალეა და ეს კალე არის დაჩის ძმა.შურს იძიებს თავის ძმის გამო

 


№17 სტუმარი სტუმარი თამარა

აუ კაი რაა, ასე მარტივად ? დაჩის ძმა კლავს ვიდეოში მოცინარ ხალხს ? ინტრიგით დაიწყო და მგონია , რომ ასე არ გაამარტივებ. რაღაც არასწორს გვაჯერებ ხო ? ???? თუ ეგაა აზრი და მერე სასწაულად ჩახლართავ ????

 


№18  offline წევრი ჟიზელი

მოკლედ ,რას ვამბოდი და შენი პ.ს-ს მერე, კომენტარები წავიკითხე და სახე მომეღრიცა უშნოდ,კი მიხვდები რატომაც.

როცა ადამიანი,რომელიც ნაწილია შენი, თითქოს ერთი სული იყოთ,უბრალოდ ორ სხეულში ერდროულად, არაბუნებრივი სიკვდილით ამთავრებს ცხოვრებას, შენ კი გგონია,რომ სულის ნაწილი კი არ მოგიკვდა,შენ თავად მოკვდი, რა თქმა უნდა, ყველას მკვლელად ჩათვლი, ყველას დამნაშავის იარლიყს მიაკრავ, როცა ხედავ,რომ მათმა ,თუნდაც უწყინარმა ქმედებამ, შენი ადამიანი სიკვდილამდე მიიყვანა. მითუმეტეს,რომ შენი სიყვარული გარდაცვლილი ადამინისადმი არაამქვეყნიურად ძლიერი , შენი ფსიქიკა თავისუფლად მოიმართება შურისძიებისაკენ და თავისუფლად იქცევი მკვლელად... ტატე ამ შემთხვევაში, დაჩის გარდაცვალების მსხვერპლია,რადგან როგორც დაჩი იყო კარგი ადამიანი ,ისე ტატეც,წინააღმდეგ შემთხვევაში, ლელას ასე თბილად არ მოექცეოდა,ასეთი თვალებით არ შეხედავდა.

დაჩის სიკვდილი,სწორედაც რომ რეალურია,ცხოვრებისეულად შესაძლებელი და სულაც არ ველოდი ,რომ მას ანანურში ან ასასინის ბასრი ხმალი დასერავდა ან რემბოს ბულდოზერი გადაუვლიდა...

მირას რომ მისდევს მკვლელი, გოგო მესიჯს აშკარად მათეს უგზავნის,რაც მაფიქრებინებს,რომ მათეს არ ადანაშაულებს,თუმცა მიკვირს,რომ ბრალი იმაზე არ მოსდო, განზე რომ გადგა და ლელასავით არ გააპროტესტა.

მაინტერესებს,მირა როგორ მიხვდება ყველაფერს,ვითომ ფოტოებით? კაი ვერსია იქნებოდა. უჰ,ველოდები ახალ თავს,მალე მკვლელი რომ ალაპარაკდება ,ძაან მაინტერესებს ^^

 


№19  offline ახალბედა მწერალი lullaby

1234
ვაიმეე, რა საოცარი თავი იყიოო!!! აღფრთოვანებული ვარ!
როგორ შემეცოდა საწყალი დაჩი, ტკბილი, საყვარელი, რას შეეწირა...
ამ ამბავში ჩემი აზრით ასე პირდაპირ დამნაშავე არავინაა, ვერ წარმოიდჰენდნენ გული თუ გაუსკდებოდა, მაგრამ შეეძლოთ და ევალებოდათ კიდეც. არ შეიძლება ასე ადამიანს რაღაც დააძალო, ბექა, ოთო და თენგო როგორ აქტიურობდნენ. მათე საერთოდ არაფერ შუაში არაა. არც მირა, ვერაფრით ვერ დავადანაშაულებ, რამდენჯერ უთხრა არ გინდაო და მეგობრებსაც საყვედური უთხრა.
ახლა ვხვდები რატომ არ მიუვიდა წერილი ლელას და რატომ იყო კალე ასეთი თბილი და ყურადღებიანი ლელას მიმართ.
თუმცა, ვფიქრობ არც მირას უნდა დაუშავოს რამე, არც მათეს.
ალბათ შეიძლება კალესავ გავუგოთ, საყვარელი ძმის მობილურში რომ ამ ვიდეოს იპოვნიდა და გაიგებდა, რომ ასეთი უაზრობის გამო მოუკვდა ძმა, გაგიჟდა..
ძალიან საინტერესო და ჩახლართული იყო! ველოდები კალეს ქმედებებს და მაინტერესებს რა ბედი ეწევა. საინტერესოა, გრძნობს თუ არა კმაყოფილებას? ახლა უფრო დავრწმუნდი რომ კაცი, რომელიც მირას მისდევდა, კალეა და ნამდვილად საფუძვლიანად ვაფრთხილებდი აქედან მირას, ვინც მოგდევს, იმას ნუ ელაპარაკები ტელეფონზეთქო :დდ
ჩემი უდიდესი სიმპატია ავტორს <3


რა თქმა უნდა, დაძალება რაფერზე შეიძლება... მანამდე არ იცოდნენ კი, მაგრამ ლელამ რომ Uუთხრა ყველას, შეეძლ;ოთ გაეთვალისწინებინათ. შიში საფრთხილო რამეა. შეიძლება თავი შეიკავო, მაგრამ ზომა ყველაფერს აქვს.
კი, ლელას იმიტომ არაფერს უშავებს, რომ ერთადერთი იყო, ვინც ხმამაღლა აფიქსირებდა თავის უკმაყოფილებას, თანაც გულწრფელს. მირას და მათეს არაფერს უშავებს იმიტომ, რომ გეგმა აქვს. თავის მხრივ კალესაც გაგუგებს ალბათ ადამიანი, თუმცა მე მაინც ვერა. მკვლელობას ვერანაირი მიზეზით ვერ გაამართლებ ალბათ... თუმცა ტყუპისცალს რომ გიკლავენ, თანაც, როცა მიჯაჭვული ხარ მასზე, ალბათ მნიშვნელობა ეკარგება მიზეზს, ვინ მოკლა და შემთხვევითი იყო თუ არა. და კალე რა თქმა უნდა კმაყოფილია იმით, რასაც აკეთებს. დეტალებს თუ დაუკვირდები და წინა თავებს გადახედავ დაინახავ ;)
კი მისი ყოველი მწუხარება ფარსია... კარგი მსახიობი გვყავს ეს ოხერი ;დდდ
უღრმესი მადლობა <3

masho777
ლელა და მათე არ მოკლა რადგან მათ არ უნდოდათ დაჩის გადახტომა შემდეგი თენგო იქმება ჩემი აზრით ????????საუკეთესო ხარ მარიამ????

ლელასთან დაკავშირებით მართალი ხარ, თუმცა მათესთან სხვა გეგმები აქვს მკვლელს ;) დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

Marta
Anu tu mkvlelma sakutari tvalit naxa sikvdili mashin gamodis rom miraa??gmerto yovel tavshi ufro vibnevi...
Dzlivs mivagneb mkvlels da shemdeg axali samxilebi chndeba.
Yochag dzaan kargi xar

არა მირა არაა, ვერ იქნება...
დიდი დიდი მადლობა

PARVENU
Mokled, aseti ambebia:
1. Mkvlelma imati siivdilit daiwyo, vinc davhis gadaxtomas adzalebda.
2.shemdegi tengoa.
3.mkvleli savaraudod is dzmaa, ocdaotxi saati sheyvarebulebivit ro mesijobdnen.
Magram iq ranairad moxvda? Tumca video darcheboda telefonshi d araa gamoricxuli enaxa.
4. Daam bolos, lela dzaan maechvebs momkalit da... Ai kales da lelas shexvedra. Ar momdis es ori tvalshi, titqos aqamdec icnobda kale magas, shoridan da axlobluri grdznobebi aq. Lelam sheidzleba mament araferi ar icodes. Magram, ar mshordeba is azri rom kale sheidzleba iyos magis dzma, tu ara?


1 - +
2 - +
3 - კი, ძმაა და ვიდეო ნახა.
4 - კი, კალე დაჩის ძმაა და ლელას ასე თბილად იმიტომ შეხვდა, რომ ერთადერთი იყო, რომელიც რეალუად განიცდიდა დაჩის ხიდიდან გადახტომას.

Tiko
Sulmoutqmelad velodebodi axal tavs, ra iyo es haaa???? Sruli shoki, vaime dachi shemecoda dzalian, ra idiotebi arian.ras warmoidgendnen ro ase mwared agebdnen pasuxs? Im videostvis idzia vigacam shuri, savaraudod dachis dzmam anu kalem, suratebze ro utxra miras, gonebas sheidzleba daaviwydes mara agbechdils arao zustad is video igulisxma. Momkalit da lelas qceva maechvebs, tan shetyobinebac ar miugia.

კი დაჩის ძმამ კალემ იძია შური და აგრძელებს... ლელამ შეტყობინება იმიტომ არ მიიღო, რომ კალე მას არ ერჩის. ლელა წინააღმდეგი იყო დაჩის ხიდიდან გადმოხტომისა. კალემ კი გადაღებული ვიდეო ნახა.

ბელუ შეროზია
ეს კალეა ? ღმერთო! ის დაჩის ძმაა? ის ვიდეო ნახა? მაშინ ლელას შეტყობინება იმიტომ არ გაუგზავნა, რომ ის წინააღმდეგი იყო დაჩის გადახტომის! არც მირას უნდოდა, იმიტომ არ მოკლა მაშინ. ო ღმერთო! მაგრამ კალე? არ მინდა, რომ მკვლელი იყოს cold_sweat

კიი, ყველაფერი მასეა... გარდა მირას შემთხვევისა. მირას მოკვლა არ უნდა, თუმცა იმიტომ არა, რომ მირამაც უთხრა დაჩის ნუ გადმოხტებიო.
მაპატიე საყვარელო გული თუ დაგწყვიტე :დდ <3 <3

likaloka
ააუ...ოღონდ კალე არა რაა :(...
იმაში თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მკვლელი დაჩის ძმაა....მაგრამ არმინდა რომ მისი ძმა კალე აღმოჩნდეს.
არვიცი რატომ მაგრამ ვერ წარმომიდგენია რომ კალე იყოს მკვლელი. თან ხომ შეეძლო კარები თვითონ არ გაეღო, ეს მირას გაეკეთებინა და მკვლელისთვისაც ხომ უკეთესი იქნებოდა მირა თუ თავს დამნაშავედ იგრძნობდა? არვიციიი...ყველაფერი ამერია თავში. ყოველ თავში სხვადასხვა ვიღაც მეგონა მკვლელი,ამ თავში კი აღარაფერი აღარ მგონია....
ხოო კიდევ ისიც საეჭვოა მარტო ლელას რატომ არ გაუგზავნა მკვლელმა სმსი. რაც შეეხება ბექას, მგონია რომ არ მოკვდება და გადარჩება და შეიძლება ამანაც დიდი რამ შეცვალოს ისტორიაში.


სორრი, მაგრამ კალე აღმოჩნდა :დდ
კალემ იმიტომ გააღო კარი, რომ თეონა მას შემოკვდომოდა და მირას დარჩენილ მეგობრებთან ალიბი ჰქონოდა. რადგან მათე და თენგო უკვე ეჭვით უყურებენ. თეონა კალეს შემოაკვდა, ესე იგი ისიც შემთხვევითობის მსხვერპლია. ხომ ხვდები. ლელას კი იმიტომ არ გაუგზავნა სმს, რომ ლელა ამ ამბავში ყველაზე სუფთაა. ბექას რაც შეეხება, მის ამბავს ბოლოს გაიგებთ ;)

სტუმარი თამო
ამ თავში უფრო იკვეთება რაღაცეები.მოკლედ ისეც ვფიქრობდი რო დაჩის უკავშირდებოდა ეს მკვლელობები და ამაში დავრწმუნდი.ახალ მოკლულებს რაც შეეხებათ კლავს იმათ ვინც გადახტომა დააძალეს დაჩის და შემდეგი თენგოა ალბათ.ლელა არ იღებს ამაში მონაწილეობას და ალბათ ამიტომაც არ ეხება მკვლელი მას.კალეც როგორ თბილად შეხვდა მას.კალეს საუბარი მირასთან სურათებზე და წარსულზე.ვფიქრობ უნდოდა თითონ მოეყოლა მირას დაჩიზე.მგონია მკვლელი კალეა და ეს კალე არის დაჩის ძმა.შურს იძიებს თავის ძმის გამო

კი ბატონო, ყველაფერს სწორად მიხვდი... სათქმელი და ჩასასწორებელი აღარაფერია ;) იმედია შემდეგი თავებიც საინტერესო საკითხავი იქნება. ახლა უკვე იცით ვინაა მკვლელი, პერსონაჟებმა კი ჯერ არ იციან ;)

სტუმარი თამარა
აუ კაი რაა, ასე მარტივად ? დაჩის ძმა კლავს ვიდეოში მოცინარ ხალხს ? ინტრიგით დაიწყო და მგონია , რომ ასე არ გაამარტივებ. რაღაც არასწორს გვაჯერებ ხო ? ???? თუ ეგაა აზრი და მერე სასწაულად ჩახლართავ ????


ბოდიში თუ იმედები გაგიცრუე, თუმცა კი, მიზეზი ასეთი მარტივი აღმოჩნდა... ზოგადად შურისძიება მარტივი არასდროსაა, როცა გტკივა... არ მგონია ძალიან მარტივი იყოს, როცა ტყუპისცალს გიკლავენ (თუნდაც შემთხვევით და ისე ჩანს, თითქოს ამაში დამნაშავე არავინაა), რომელიც საკუთარ თავს გირჩევნია. მერე ჭკუიდან გადადიხარ და მდგომარეობიდან მხოლოდ წლების შემდეგ გამოდიხარ.

ჟიზელი
მოკლედ ,რას ვამბოდი და შენი პ.ს-ს მერე, კომენტარები წავიკითხე და სახე მომეღრიცა უშნოდ,კი მიხვდები რატომაც.

როცა ადამიანი,რომელიც ნაწილია შენი, თითქოს ერთი სული იყოთ,უბრალოდ ორ სხეულში ერდროულად, არაბუნებრივი სიკვდილით ამთავრებს ცხოვრებას, შენ კი გგონია,რომ სულის ნაწილი კი არ მოგიკვდა,შენ თავად მოკვდი, რა თქმა უნდა, ყველას მკვლელად ჩათვლი, ყველას დამნაშავის იარლიყს მიაკრავ, როცა ხედავ,რომ მათმა ,თუნდაც უწყინარმა ქმედებამ, შენი ადამიანი სიკვდილამდე მიიყვანა. მითუმეტეს,რომ შენი სიყვარული გარდაცვლილი ადამინისადმი არაამქვეყნიურად ძლიერი , შენი ფსიქიკა თავისუფლად მოიმართება შურისძიებისაკენ და თავისუფლად იქცევი მკვლელად... ტატე ამ შემთხვევაში, დაჩის გარდაცვალების მსხვერპლია,რადგან როგორც დაჩი იყო კარგი ადამიანი ,ისე ტატეც,წინააღმდეგ შემთხვევაში, ლელას ასე თბილად არ მოექცეოდა,ასეთი თვალებით არ შეხედავდა.

დაჩის სიკვდილი,სწორედაც რომ რეალურია,ცხოვრებისეულად შესაძლებელი და სულაც არ ველოდი ,რომ მას ანანურში ან ასასინის ბასრი ხმალი დასერავდა ან რემბოს ბულდოზერი გადაუვლიდა...

მირას რომ მისდევს მკვლელი, გოგო მესიჯს აშკარად მათეს უგზავნის,რაც მაფიქრებინებს,რომ მათეს არ ადანაშაულებს,თუმცა მიკვირს,რომ ბრალი იმაზე არ მოსდო, განზე რომ გადგა და ლელასავით არ გააპროტესტა.

მაინტერესებს,მირა როგორ მიხვდება ყველაფერს,ვითომ ფოტოებით? კაი ვერსია იქნებოდა. უჰ,ველოდები ახალ თავს,მალე მკვლელი რომ ალაპარაკდება ,ძაან მაინტერესებს ^^


მადლობა...
ისე მიხარია ჩემეულად რომ გესმის ყველაფერი ვერ წარმოიდგენ...
კი, ტატე ძალიან კარგი ადამიანი იყო დაჩის სიკვდილამდე. შემდეგ კი კალე გახდა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა გარდა სამაგიეროს გადახდისა. ვის ადარდებს შემთხვევით იყო თუ არა, ვიღაც იდიოტებმა მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ბიჭს სიმაღლის ეშინოდა, იმდენი აქეზეს, რომ გაარისკინეს. და ამას შეეწირა.
რემბოს ბულდოზერი :დდდ
მათესაც ადანაშაულებს, თუმცა მასთან დაკავშირებით იმაზე უარესი გეგმები აქვს, ვიდრე დანარჩენებთან ჰქონდა, ასე, რომ ბოლო თავებს დაელოდე ამისთვისაც და იმისთვისაც, თუ როგორ გაიგებს მირა ამ ამბავს ;)

 


№20 სტუმარი სტუმარი თეონა

მეც მოვედიიი. ე.ი. რა ხდება ახლა. ჩემი ესიდენ მიკრძალებული აზრით მკვლელი კალეა. დაჩის ტყუპისცალი. ზედმეტად ძმაზე მიჯაჭვული და ვიტყოდი ჩაციკლულიც კი. მიზეზი ძაან მაგრად გაქვს მოფიქრებული დაჩის გარდაცვალევბის. ძაან შემეცოდა. ვითომ რა შუაშია ბავშვები, მაგრამ ფსიქოპატისთვის ეგეც საკმარისია. ვფიქრობ კალე ფსიქოპათია. რატომ? მოდი ასე ვთქვათ ვიდეოს ნახვის შემდეგ რომ მოეძებნა ესენი და პირში ეთქვა რასაც ფიქრობდა, თუნდაც ეჩხუბათ და დაედანაშაულებინა - აი ეს იქნებოდა ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანის საქციელი. მან კი რა გააკეთა? მიყვა და სათითაიდ დახოცა ყველა წლების განმავლობაში შემუშავებული გეგმით. არც იმ სიამოვნებას მიანიჭებდა მირას რომ მას გაეღო კარები და მოეკლა თეონა. მირა ისედაც მაგრად დასჯილია. თუნდაც იმით რომ ყოფილი გარდაცვლილი შეყვარებულის ძმას, რომელიც მისი მეგობრების მკვლელია საწოლში ჩაუგორდა. ძალიან სასტიკი ვინმეა კალე, ავადმყოფი და ფსიხი. მარიამ უშველე მათეს და ხო კაი, მირასაც. თორე თენგოს რომ არაფერი ეშველება ეგ ზუსტად ვიცი.

 


№21 სტუმარი Ninii

Auuu oghond kale araaa????????

 


№22 სტუმარი Ninii

Chemi azrit mate jobda mkvleli yofiliyo da rato.
Mas avadmyofurad uyvarda mira.
Yvela mkvlelobis dros mate ar chanda kale kidev mirastan ertad iyo.
Tan pirvel tavshi eubneba shen xom giyvars rom mogdeven da yuradghebas ar aqcevo.
Ooh kargitraa armindoda kale mkvleli yofiliyooo????????????

 


№23  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

ესეიგი smile გმირულად ვუძლებ რომ არ წავიკითხო ჯერჯერობიით...სრულად რომ დადებ გემრიელად მინდა ჩავუჯდე. ჯანდაბა არადა მაგრად მაინტერესებს და როგორც იტყვიან ნერვები მაწყდება. smirk

 


№24 სტუმარი მეგი1

კალეა დაჩის ტყუპისცალი მაგრამ არაიდენტური, ერთმანეთს არ გვანან.. დაჩის გამო კალე შურს ძიობს.. მათეს და მირას კი სულ ბოლოსკენ შეინახავს.. პირველს კლავს იმას ვინც ყველაზე მეტადაა დამნაშავე.. ავტოროო ხომ ასეა ? ????

შემდეგი თენგო იქნება -_- ლელაას არმოკლავს..ამმ დაა კალე მირას მოგონებებზე და იმაზე თუ რა აწუხებდა ასე ხშირად იმიტომმ ეკითხება რომ ამასრომეტყვის მერე აღიარებს ყველაფერს..

 


№25  offline წევრი qetti22

ძალიან მაგარია ❤️❤️❤️თავიდანვე ვიცოდი, რომ კალე იყო ამ ამბებში გარეული და სულ ეჭვის თვალით ვუყურებდი და ჩემი ეჭვებიც საბოლოოდ დაადასტურე ❤️❤️❤️❤️ახლა, როცა უკვე ვიცი მკვლელი ვინარის, ერთი სული მაქვს გავიგო რა ბედი ეწევათ მირას და მათეს ❤️❤️❤️ისე მირა ძალიანნსულელია რადგან მის მეგობრებს ყველაფერს უმალავს და კალეს ყველაფერს უყვება, აზრზეც არაა რა შარშია ????????❤️❤️❤️მოკლედ ძალიან. მაგარია და ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად ❤️❤️❤️

 


№26 სტუმარი სტუმარი Salomee

☆☆შემდეგი♡ ♡როდის ☆☆იქნებაა?♡☆♡♡

 


№27 სტუმარი სტუმარი elena gavasheli

....ვაიმე .. რასაც ქვია შოკირებული ვარ .... შენ წარმოიდგინე და ცხრა თავი გადაბმულად წავიკითხე....რასვიფიქრებდი დეტექტივი ასე თუ ჩამითრევდა...ვერ ვიჯერებ.... აი იცი კალე როგორ მომწონს.... ღმერთო ახლაც არ მჯერა რომ მკვლელი ის არის ..... თენგოსს ბედი გასაგებია უკვე ...... მაგრამ იცი რა მაინტერესებს კალემ ხომ იცოდა რომ ლელას ბექა უყვარდა , რატომ გაიმეტა ბექა სასიკვდილოდ.... მათეს ბედიც მაინტერესებს .... აუ მირასაც მოკლავს ... იმედია არა.... ვფიქრობ კალემ არიცის რეალურად რახდებოდა დაჩისად და მირას შორის..... ის ელოდება მომენტს როდესაც მირა ყველაფერს მოუყვება....ან კიდევ დახოცავს მის ყველა მეგობარს რადგან მანაც გამოსცადოს ის ტკივილი რასაც ძვირფასი ადმიანის დაკარგვა ქვია..ისიც მარტო დარჩეს....როგორ მაინტერესებს რამოხდება ..... არმინდა კალე მოკვდეს ან დაიჭირონ ....ვიცი ეხნა ნამდვილი ბოროტმოქმედივით ვსაუბრობ მაგრამ ვფიქრობ კალე კარგი პერსონაჟია...უბრალოდ ძმის დაკარგვამ, ცხოვრებაში ყველაძე მთავარის დაკარგავ შეცვალა და საყრდენი გამოაცალა.... ახალ თავს ველოდები ვეღარ ვითმენ უკვე ემოციებში ვარ ..... შენი სახით უკვე მეორე საყვარელი მწერალი მყავს ამ საიტზე .....

 


№28  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი თეონა
მეც მოვედიიი. ე.ი. რა ხდება ახლა. ჩემი ესიდენ მიკრძალებული აზრით მკვლელი კალეა. დაჩის ტყუპისცალი. ზედმეტად ძმაზე მიჯაჭვული და ვიტყოდი ჩაციკლულიც კი. მიზეზი ძაან მაგრად გაქვს მოფიქრებული დაჩის გარდაცვალევბის. ძაან შემეცოდა. ვითომ რა შუაშია ბავშვები, მაგრამ ფსიქოპატისთვის ეგეც საკმარისია. ვფიქრობ კალე ფსიქოპათია. რატომ? მოდი ასე ვთქვათ ვიდეოს ნახვის შემდეგ რომ მოეძებნა ესენი და პირში ეთქვა რასაც ფიქრობდა, თუნდაც ეჩხუბათ და დაედანაშაულებინა - აი ეს იქნებოდა ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანის საქციელი. მან კი რა გააკეთა? მიყვა და სათითაიდ დახოცა ყველა წლების განმავლობაში შემუშავებული გეგმით. არც იმ სიამოვნებას მიანიჭებდა მირას რომ მას გაეღო კარები და მოეკლა თეონა. მირა ისედაც მაგრად დასჯილია. თუნდაც იმით რომ ყოფილი გარდაცვლილი შეყვარებულის ძმას, რომელიც მისი მეგობრების მკვლელია საწოლში ჩაუგორდა. ძალიან სასტიკი ვინმეა კალე, ავადმყოფი და ფსიხი. მარიამ უშველე მათეს და ხო კაი, მირასაც. თორე თენგოს რომ არაფერი ეშველება ეგ ზუსტად ვიცი.


ხოო, კალეს რომ დაჩის შემდეგ გადაუტრიალდა ეს აშკარაა და ამან ძალიან სასტიკი გეგმა დაასახვინა... კარი თვითონ იმიტომ გააღო, რომ თავადაც მკვლელის "მსხვერპლი" ყოფილიყო მირას და მისი მეგობრები თვალში... კი, მირა უკვე დასჯილია და თანდათან ემატება სასჯელის დოზები... თენგოსაც აღარაფერი ეშველება, მართალი ხარ, თუმცა მირას და მათეს რა ბედი ეწევათ ნახავ ;)

Ninii
Auuu oghond kale araaa????????

მაგრამ ასეა :დდ

Ninii
Chemi azrit mate jobda mkvleli yofiliyo da rato.
Mas avadmyofurad uyvarda mira.
Yvela mkvlelobis dros mate ar chanda kale kidev mirastan ertad iyo.
Tan pirvel tavshi eubneba shen xom giyvars rom mogdeven da yuradghebas ar aqcevo.
Ooh kargitraa armindoda kale mkvleli yofiliyooo????????????

რას ვიზამთ, ასე გამოვიდა... ასე იყო ჩაფიქრებული... მათე, რომ მკვლელი ყოფილიყო, მაშინ იტორიასაც სულ სხვა შინაარზი ექნებოდა... მათე ყველა მკვლელობის დროს რომ გამქრალია, ეს ხრიკია ავტორისგან იმისთვის, რომ თავგზა აგირიოთ... კალე კი ჭკვიანია და ახერხებს ყველგან გაძვრომას...

Life is Good
ესეიგი smile გმირულად ვუძლებ რომ არ წავიკითხო ჯერჯერობიით...სრულად რომ დადებ გემრიელად მინდა ჩავუჯდე. ჯანდაბა არადა მაგრად მაინტერესებს და როგორც იტყვიან ნერვები მაწყდება. smirk

კი ბატონო, რომ დასრულდება შეგიძლია მაშინ წაიკითხო... ;დდდ დაგელოდები... სრულად არ დაიდება რადგან 1 - აიკრძალა საიტზე ისტორიი თავებად დადების შემდეგ სრულად დადება და 2 - ისტორია დიდი და ვერ დაიტევს

მეგი1
კალეა დაჩის ტყუპისცალი მაგრამ არაიდენტური, ერთმანეთს არ გვანან.. დაჩის გამო კალე შურს ძიობს.. მათეს და მირას კი სულ ბოლოსკენ შეინახავს.. პირველს კლავს იმას ვინც ყველაზე მეტადაა დამნაშავე.. ავტოროო ხომ ასეა ? ????

შემდეგი თენგო იქნება -_- ლელაას არმოკლავს..ამმ დაა კალე მირას მოგონებებზე და იმაზე თუ რა აწუხებდა ასე ხშირად იმიტომმ ეკითხება რომ ამასრომეტყვის მერე აღიარებს ყველაფერს..

ასეა იმის გამოკლებით, რომ კალესთვის არ აქვს მნიშვნელობა პირველს ვინ მოკლავს... მირას და მათეს ბოლოსთვის იმიტომ ინახავს, რომ მირა მარტო დატოვოს... კალე მირასგან მოისმენ ამ ამბავს, თუმცა საკუთარ სიმართლე მალავს ჯერ-ჯერობით...

qetti22
ძალიან მაგარია ❤️❤️❤️თავიდანვე ვიცოდი, რომ კალე იყო ამ ამბებში გარეული და სულ ეჭვის თვალით ვუყურებდი და ჩემი ეჭვებიც საბოლოოდ დაადასტურე ❤️❤️❤️❤️ახლა, როცა უკვე ვიცი მკვლელი ვინარის, ერთი სული მაქვს გავიგო რა ბედი ეწევათ მირას და მათეს ❤️❤️❤️ისე მირა ძალიანნსულელია რადგან მის მეგობრებს ყველაფერს უმალავს და კალეს ყველაფერს უყვება, აზრზეც არაა რა შარშია ????????❤️❤️❤️მოკლედ ძალიან. მაგარია და ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად ❤️❤️❤️

მიხარია, რომ მოგწონს ^^
კი მირა სულელია, თუმცა კალესაც მიუძრვის წვლილი იმაში, რომ მირა მეგობრებისგან ჩაიკეტა...

სტუმარი Salomee
☆☆შემდეგი♡ ♡როდის ☆☆იქნებაა?♡☆♡♡

ოთხაბათს ჩემო კარგო <3

სტუმარი elena gavasheli
....ვაიმე .. რასაც ქვია შოკირებული ვარ .... შენ წარმოიდგინე და ცხრა თავი გადაბმულად წავიკითხე....რასვიფიქრებდი დეტექტივი ასე თუ ჩამითრევდა...ვერ ვიჯერებ.... აი იცი კალე როგორ მომწონს.... ღმერთო ახლაც არ მჯერა რომ მკვლელი ის არის ..... თენგოსს ბედი გასაგებია უკვე ...... მაგრამ იცი რა მაინტერესებს კალემ ხომ იცოდა რომ ლელას ბექა უყვარდა , რატომ გაიმეტა ბექა სასიკვდილოდ.... მათეს ბედიც მაინტერესებს .... აუ მირასაც მოკლავს ... იმედია არა.... ვფიქრობ კალემ არიცის რეალურად რახდებოდა დაჩისად და მირას შორის..... ის ელოდება მომენტს როდესაც მირა ყველაფერს მოუყვება....ან კიდევ დახოცავს მის ყველა მეგობარს რადგან მანაც გამოსცადოს ის ტკივილი რასაც ძვირფასი ადმიანის დაკარგვა ქვია..ისიც მარტო დარჩეს....როგორ მაინტერესებს რამოხდება ..... არმინდა კალე მოკვდეს ან დაიჭირონ ....ვიცი ეხნა ნამდვილი ბოროტმოქმედივით ვსაუბრობ მაგრამ ვფიქრობ კალე კარგი პერსონაჟია...უბრალოდ ძმის დაკარგვამ, ცხოვრებაში ყველაძე მთავარის დაკარგავ შეცვალა და საყრდენი გამოაცალა.... ახალ თავს ველოდები ვეღარ ვითმენ უკვე ემოციებში ვარ ..... შენი სახით უკვე მეორე საყვარელი მწერალი მყავს ამ საიტზე .....

მიხარია, რომ კითხვა დაიწყე და დაინტერესდი ^^
ხოო, მიუხედავად იმისა, რომ ლელას არაფერს უშავებს, ბექას სიკვდილით გოგოს მაინც აზარალებ... მთლად ვერ გამოსდის დანდობა, თუმცა სიცოცხლეს უნარჩუნებს იმი გამო, რომ ლელა ერთაადერთია, ვისად არ უნდოდა დაჩის ხიდიდან გადახტომა...
კი, კლაეს ზუსტად ეგ აქვს ჩაფიქრებული, რომ მირას საყვარელი ადამიანების სიკვდილით გამოწვეული მწუხარება აჩვენოს, დატანჯოს და მარტო დატოვოს.
კალეს ბედი გადაწყვეტილია და ნამდვილად არ ფიქრობ ბოროტმოქმედივით :დდ შემდეგი თავი ოთხშაბათს იქნება და მიხარია, რომ მელოდები <3

 


№29 სტუმარი მეგი1

ყოველ წამს ვამოწმებ შემდეგ თავს :დ მალე დადე რა <3

 


№30  offline აქტიური მკითხველი grafo

კარგი ვქენი რამდენიმე თავს რომ დაველოდე და ახლა წავიკითხე ყველა ერთად.
დავიწყებ იმით, რომ მე კალეს არ ვამტყუნებ. მის ადგილას...არ ვიცი...სერიოზული გამბედაობა სჭირდება, რომ ამ ყველაფერს თავი მოაბა და მერე სისრულეში მოიყვანო. ზოგადად, რაც ოჯახისგან შორს მიწევს ცხოვრება , საერთოდ ბევრ რამეს სხვანაირად აღვიქვამ და სხვანაირად გამზარდა ერთბაშად.
კალე, რომელიც ძმაზეა მიჯაჭვული, დღეებს ელოდება ისევ როდის ნახავს, უცებ ვიღაცის სისულელის გამო ძმას კარგავს. დაჩი რა თბილად ესაუბრება ძმაზე მირას. მომწონს მისი გეგმა. იგივეს აკეთებს, რაც დაჩის გაუკეთეს. გაუაზრებლად დაასრულებინეს ბიჭს სიცოცხლე და დროთა განმავლობაში, ვითომც არაფერი ისე განაგრძეს ცხოვრება. ყველამ. როგორ არაფრად უნდა გიღირდეს ცხოვრება, რომ ის ყველაფერი აკეთო, რასაც ახლა კალე აკეთებს. მისი ეს მდგომარეობა, კი ამ სამეგობროს დამსახურებაა.
მათე...მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ შეიძლება გახდეს, რომ ამით მირას ეტკინოს.
მირა ყველაფრის ღირსია. ასეთი უთავბოლო და ეგოისტი ადამიანი მე არ ვიცი. ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. თეონა თავის ამბებს უყვება და ტიპი დგება და კალესთან მიდის. გოგოს მარტო ტოვებს.
იმსახურებს მათეს დაკარგვით გამოწვეულ ტკივილსაც, უბრალოდ მათე არ იმსახურებს ამას. იმდენად ეგოისტია, იმდენად რომ დაჩისთან ხო ასე ახლოსაა, გრძნობს და ხედავს მის ემოციებს და მაინც არაფერს არ აკეთებს, რადგან საკუთარ თავზე ფიქრობს...იმაზე, თუ რა სასიამოვნო იქნება საყვარელ ადამიანთან ერთად თუ გადახტება.
დამპალი უსულო ღორი...როგორ აწვალებს და იყენებს მათეს მთელი ეს პერიოდი და შეგნებულად აკეთებს ამას. ყველაფერს ყოველთვის შეგნებულად აკეთებს. იმდენად ეგოისტია, რომ რამდენჯერ მისცა კალემ შანსი, მაგრამ ხმას არ იღებს...იმიტომ, რომ წარსულზე ხმა რომ ამოიღოს მაშინ საკუთარ ნაკლზე მოუწევს დეტალურად ხაზგასმა, ეს კიდევ მირასნაირი თავკერძებისთვის რთულია. არ იმსახურებს დანდობას. მისნაირებს მთელი ცხოვრება დანაშაულის შეგრძნება უნდა სტანჯავდეთ.
მინდა კალე ცოცხალი დარჩეს, დამშვიდდეს და საკუთარ თავს ბედნიერების საშუალება მისცეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent