შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ალში" {სრულად}


12-08-2018, 22:55
ავტორი სალანდერი
ნანახია 2 420

შუაღამეა, უსიამოვნო შეგრძნება მაღვიძებს. მშვენივრად ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ამაზე ფიქრს ახლა არ ვაპირებ. თვალებს ვაჭყეტ და ღია ფანჯრიდან შემოსულ სუფთა, გრილ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. 12 დეკემბერი თენდება, გარეთ თოვს და ამ წუთას ერთადერთი შვება ეს არის. საწოლიდან სწრაფად ვდგები, შიშველ სხეულზე ზეწარს ვიფარებ და ფანჯარასთან ახლოს მივდივარ. ახლა ოჯახის რომელიმე წევრი რომ მიყურებდეს, აუცილებლად ხაზს გაუსვამდა რომ გავცივდები, თუმცა ღამეა და ვინაიდან შიშველი ძილი მიყვარს, ოთახშიც არავინ შემოვა გაუფრთხილებლად.
საკუთარ ანარეკლს ღია ფანჯრის მინაში ვაწყდები და მეცინება. ისე შემომიფარებია ეს ფართხუნა ზეწარი, თითქოს ვინმეს ჩემი დანახვა შეეძლოს. მყისიერად ვუშვებ ხელს, ზეწარი იატაკზე ეცემა და მე ამჯერად სრულიად შიშველ საკუთარ ანარეკლს ვუყურებ.
ვგრძნობ როგორ ვდგები უფსკრულის პირას. სადაცაა ანარეკლთან კამათში ჩავებმები, ამიტომ სწრაფად ვაშორებ თვალს და ეზოში ვიხედები.
საშინლად ლამაზია თოვლი. არა მხოლოდ ლამაზი, სიმშვიდის მომტანიც. სიმშვიდის მომტანი ჩემთვის, რატომ? - ჯანდაბა, ამაზე ვერ გიპასუხებთ, ფიქრი არ მინდა.
რამდენიმე წუთი სწრაფად ვსუნთქავ, თითქოს ბოლოჯერ მეძლევა საშუალება, ჩემ საყვარელ ამინდში ვისუნთქო. პირს ვაღებ და ვცდილობ მეტი ჰაერის მოლეკულა ჩავუშვა ფილტვებში. ჩემს შიგნით ანთებულ ცეცხლის ალს მხოლოდ ეს თუ ჩააქრობს ახლა.
ნელი სვლით ვშორდები ფანჯარას, თუმცა ისევ არ ვხურავ, რადგან ვიცი თუ დავხურავ ჰაერი არ მეყოფა.
საათი ოთხის ნახევარს აჩვენებს. ოთახის შუა გულისკენ მივდივარ და იატაკზე ვწვები.გვერდები ნელ-ნელა ეხება გაყინულ პარკეტს და ოდნავ შვებას ვგრძნობ. ღამე ისეთი ნათელია როგორიც არასდროს. იმდენად ნათელი, რომ იატაკზე გაშხლართული, მშვენივრად ვარჩევ ჭერზე ბზარებს. ცოტა ხნით მათ მოხაზულობას მზერით ვიმეორებ, თუმცა თვალები სწრაფად მეღლება და ვხუჭავ.
ამჯერად ჩემს წარმოსახვაში ვიმეორებ ჭერზე გაჩენილ ბზარებს და თანდათან ვაცნობიერებ რატომ ვაკეთებ ამას.
დაძინება მჭირდება, სასწრაფოდ უნდა დავიძინო რომ არ ვიფიქრო, მაგრამ ვერ ვახერხებ.
იძულებული ვხდები დავემორჩილო საკუთარ გონებას და ვგრძნობ როგორ იმატებს სხეულში ტემპერატურა.
ისევ 16 წლით უკან ვბრუნდები, ისევ 12 დეკემბერია, მაგრამ არ თოვს, მხოლოდ ქარია.
საათზე ვიხედები 21:00_ს აჩვენებს.
- 15 წუთში დაიწყება. - ვფიქრობ და მზერა ჭიშკრისკენ გადამაქვს.
თვალს სივრცეს მანამ ვუშტერებ სანამ სამ გამოკვეთილ ფიგურას არ შევხედავ ჭიშკარში შემოსულს.
პირველად დედაჩემის ანარეკლს ვამჩნევ, ხელში პატარა გოგონა უჭირავს და ახლა ლოგიკით უფრო ვხვდები, რომ ეს პატარა გოგო ჩემი 1 წლის და არის, ვიდრე მისი ფიგურის მოყვანილობით.
დედას მეორე ხელს ვეძებ რადგან ვიცი მასში ჩემი ხელი აქვს ჩაბღუჯული და აი ისიც. საკუთარ ლანდს ვარჩევ. კარგად ვაკვირდები პატარა გოგონას, ფითრისფერი კანით, პატარა ხელებით, ოქროსფერი კულულებით და დიდი თაფლისფერი თვალებით. ისე უბრწყინავს და უელავს, ვერაფრით ვიჯერებ რომ ეს იგივე თვალებია რომელსაც მე ვუყურებ სარკეში.
ფიქრებიდან ლურჯი ჭიშკრის მძიმე მიჯახუნების ხმას გამოვყავარ. ადგილს ვწყდები და პატარა მეს ვუდგები გვერდით.
- არ შეხვიდე! - მკაცრად ვაფრთხილებ და სახლის კარისკენ ვანიშნებ თვალით. ბავშვი უდარდელად იმეორებს დედის ნაბიჯებს და ყურსაც არ იბერტყავს, ჩემს თხოვნაზე.
- არ შეხვიდე, მთელი ცხოვრება ვინანებთ ორივე. - კიდევ უფრო მკაცრად ვამბობ, თუმცა პატარას რეაქცია ისევ არ აქვს.
უკვე კართან ვართ, ამჯერად ოთხნი, სამის მაგივრად და მეფიქრება. რა მოხდებოდა იმ ღამითაც რომ ოთხნი ვყოფილიყავით.
კარის ჯაჯგურის ხმა მაფხიზლებს ამჯერად და თავს ვირწმუნებ რომ პატარა მეს ჩემი ხმა , ქარის გამო არ ესმის.
მუხლებზე ვდგები მის ყურთან ფრთხილად მიმაქვს სახე და ხმადაბლა ვეჩურჩულები.
- წავიდეთ რა. - ახლა ვედრება უფრო ისმის ჩემს ხმაში ვიდრე ბრძანება.
დიდრონ თაფლისფერებს ყურადღებით მაპყრობს და რამდენიმე წამით გაოცებით მაკვირდება.
- რა უდარდელია ეს ლაწირაკი, ნეტავ იცოდეს რა ელის. - ვფიქრობ და გაღიმება მინდება, თუმცა სახე მეღრიცება, იმის წარმოდგენისას რომ ეს ლაწირაკი, წლების შემდეგ მე ვარ და სევდიანი თვალებიც, მის კი არა, უკვე ჩემს სახეს დაამშვენებს.
პატარა სწრაფად მაშორებს თვალს და ისევ დედის ხელს ექაჩება. ისე სწრაფად შედიან სახლში, ფეხზე წამოდგომას და მათთან ერთად შესვლას ძლივს ვასწრებ სანამ კარს დახურავენ.
ოთახს თვალს ვავლებ და წარმოვიდგენ ცოტა ხანში ცეცხლის ალში როგორ გაეხვევა ყველაფერი.
- ბებოს ნავთის გადმოსხმა დავიწყებია ლამპაში, გამოვიტან და გადმოვასხამ. - დედაჩემის ხმა მესმის და მყისიერად მოვდივარ გონს.
ამჯერად მისი მიმართულებით მივდივარ და წინ ვუდგები.
- არ გინდა. - ვცდილობ ჩემს თვალებში შეხედვა ვაიძულო, თუმცა ყურადღებას არ მაქცევს. გვერდს მივლის, ჩემს დას იატაკზე დაფენილ სქელ ხალიჩაზე აჯენს და გარეთ გადის.
რამდენიმე წუთში ბრუნდება უკან, ხელში პლასტმასის ბიდონი უჭირავს, რომელიც ნავთით არის სავსე, ნავთით რომელიც წინა დღით იყიდეს და ნავთით რომელშიც ახლა უკვე ზუსტად ვიცი რომ რაღაც სხვა სითხეა შერეული.
- შეეშვი რა, არ გვინდა რა. - ვემუდარები და ვცდილობ ხელი მოვკიდო, თუმცა როცა შეხებას ვერაფრით ვახერხებ, მხოლოდ მაშინ მახსენდება, რომ მე მხოლოდ მაყურებლობა შემიძლია ახლა.
თავს დანანებით ვაქნევ და თვალს ჩუმად ვადევნებ როგორ ხსნის დედა თავს ჯერ ლამპას, შემდეგ ნავთით სავსე ბიდონს.
ჩემი დის გაბმული ტირილი ისმის და დედაც ბავშვისკენ ბრუნდება.
მხოლოდ ჩემი მზერა რჩება, ჩემივე პატარა ორეულზე მიყინული, რომელიც ასანთს იღებს და ისე აქნევს რომ ხმაური გამოსცეს.
- მასე აუთამაშე რა დე, სანამ ამას ჩავასხამ. - თავზე ხელს უსმევს დედა და ისევ ბიდონს იღებს რომ დაწყებული საქმე დაასრულოს.
პატარა ორეული რამდენიმე წამით ათამაშებს ასანთს და შემდეგ სწრაფად აცლის ერთ ღერს.
- გთხოვ, ჯანდაბა გთხოვ. - კიდევ ერთხელ ვაპყრობ მუდარით სავსე მზერას და ხმადაბლა ვჩურჩულებ.
პატარა ორეული დიდრონ თაფლისფერებს ჩემს სახეს უსწორებს და მისივე თვალებში ვკითხულობ, რომ მასში ჩასახულ დემონს, ახლა ვერაფერი შეაჩერებს. აკრძალული ხილის გასინჯვის სურვილით შეპყრობილ ევას ჰგავს. ცოდვის სურვილი უელავს თვალებში და ასანთის ღერს სწრაფად უსვამს კოლოფს.
ანთებულ ღერს ნაპერწკლები სცვივა, რომელიც ბიდონში მანამ ვარდება სანამ ასანთის ღერიც ხელიდან გაუვარდებოდეს და მათთან ერთად ამოჰყოფდეს თავს.
ალი სწრაფად ვარდება და პატარა ორეულის ოქროსფერ კულულებსა და თბილ ბეწვიან პიჯაკს ედება.
დედას ხელიდან სწრაფად აგდებს უკვე თავდახურულ ლამპას და ბავშვზე მოკიდებული ცეცხლისჩაქრობას, დაბნეული ცდილობს.
თვალებს მოსალოდნელი საშინელების მოლოდინში მაგრად ვხუჭავ. მე ხომ ზუსტად ვიცი ახლა რაც ელის პატარა ორეულს, თვალებს ვხუჭავ და სხეული მიქვავდება.
ვგრძნობ როგორ გამოვიკეტე ისევ პატარა სხეულში, და ახლა თავიდან მომიწევს იმ ტკივილის გავლა რომელიც ოთხი წლის ასაკში ერთხელ უკვე გავიარე.

* * *
თვალებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, არა იმიტომ რომ ვაცნობიერებ, შესაძლოა თვალის გუგები ამომწვას ცეცხლმა, არამედ იმიტომ რომ წონასწორობის დაცვაში მეხმარება. შიშისას ყოველთვის თვალებს ვხუჭავდი და ახლა ეს ჩვევა აშკარა აუცილებლობა აღმოჩნდა.
სახის კანი არანორმალურად მეწვის, მაგრამ ვერ ვტირი, ყრუ ჯავშანი მაქვს თითქოს სხეულზე, შორიდან მომდის ადამიანების ხმები რომლებიც უკვე ეზოში გაყვანილს მარხევენ იმის იმედად რომ ცეცხლს ჩააქრობენ. ყველას ავიწყდება რომ ქარია, ქარი რომელიც კიდევ უფრო აღვივებს ხანძარს და მეც კიდევ უფრო მეწვის სახის კანი.
- პლედი გადააფარეთ, ცოცხლად იწვის. - ვიღაცის ყრუ ხმა მწვდება, თუმცა იმედი აღარ მაქვს რომ მიშველიან.
- სახის კანი მიიკრავს. - სწრაფად უარყოფენ ვერსიას, თუმცა წეღანდელი ხმის პატრონი პლედს მახვევს და სასწაულებრივად აქრობს ცეცხლს. კიდევ უფრო მეტი ხმა ისმის, თუმცა ერთადერთი ხმა რომელიც არ წყდება დედაჩემის გაბმული კივილია.
პლედს სწრაფად მაცლიან, რომ არ მიმეწებოს და ერთადერთი ფრაზა რომელიც მესმის, არის ყრუ, შესაცოდი გაოცებით წარმოთქმული. - ღმერთო.
- რა დროს ღმერთია. - ვფიქრობ თუმცა ვერ ვამბობ. სახეს ვერ ვამოძრავებ, ვერცერთ მიმიკას ვერ ვფლობ, მხოლოდ იმას ვგრძნობ როგორ იღვენთება კანი.
მერე ხმები, მოძრაობა და საავადმყოფოს სუნი.
ბოლოს კი ექიმის სევდიანი კომენტარი. - ვერასდროს დაემსგავსება ადამიანს, სახე აღარ აქვს.
უფრო მეკარგება, ხმის ამოღების ან თვალების გახელის სურვილი, ექიმი კი დაუნდობლად განაგრძობს. - თუ სამ დღეში ხელიდან აღებულ მარლას, სისხლი არ გამოჰყვება, მარცხენა ხელის ამპუტაცია მოგვიწევს. - მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ამპუტაციის მნიშვნელობა არ ვიცი, ვგრძნობ რომ კარგს არაფერს მპირდებიან
ვხვდები გონებას როგორ ვკარგავ და არც ვაპირებ შეწინააღმდეგებას, მეტის მოსმენა არ მინდა.
მეშინია!
წამებით გასული სამი დღე და ერთი წვეთი სისხლი, რომელიც ავადსახსენებელ "ამპუტაციას" თავიდან მაშორებს.
- სადღაც ერთი კაპილარი ცოცხალია, კიდური აღდგება. - ისეთი ხმით ამბობს ექიმი, წამით იმასაც ვგრძნობ, როგორ თვალები როგორ უბრწყინდება.
დანახვა მინდა, თუმცა თვალებს ვერ ვახელ. მეშინია!
თავი ბალიშზე არ მეტევა, ერთმანეთზე გადაკერილ ორ ბალიშს ვიყენებ, რომლებიც ხშირად ისვრება კანის ჩამონაღვენთი ლაქებით, მიუხედავად იმისა რომ შეხვეული ვარ.
საავადმყოფოდან ისე გვწერენ, ჩემი სიცოცხლის გარდა, არავინ არაფერზეა პასუხისმგებელი. ვიცოცხლებ, მაგრამ უსახოდ.
სწორედ ამ დროს ჩნდება ჩემს ცხოვრებაში ექიმი, რომელიც გვპირდება რომ სახეს დამიბრუნებს.
ხელსაც მაგრამ უამრავი იარა დამრჩება.
- ხელზე საგრძნობლად დაეტყობა, ნიკაპთან დაემჩნევა და ადგილ-ადგილ სახეზეც, თუმცა მნიშვნელოვნად არა. - ამბობს მას შემდეგ რაც ჩემს უსახო, სახეს ყურადღებით ათვალიერებს.
იმ დღეს ტკივილის ახალი ეტაპი იწყება.
რამდენიმე თვის მანძილზე ექვსჯერ მაჭრის სახეზე კანს და ყოველ ჯერზე ახალი ამოდის, მისივე ჯადოსნური მალამოების წყალობით.
დღეში ორჯერ მივდივარ მასთან, მშვიდად მელაპარაკება და ისე ამუშავებს ჭრილობებს.
თანდათან ვგრძნობ როგორ პატარავდება თავი, თუმცა იმასაც ვხვდები როგორ მარიდებს დედა სარკეს.
არც მე მივდივარ. მეშინია!
სახეზე მეშვიდე ტყავი ამოდის, მეშვიდეჯერ მიხორცდება და როცა კიდევ ერთ არაადამიანურ ტკივილს ველი, ექიმი ამბობს რომ მე ადამიანის სახე მაქვს.
პირველად ვიხედები სარკეში და ჰო, იარები არიან, მაგრამ ვერ ვხვდები რაში შემიშლის ხელს.
ხელი? ხელზე მკაფიოდ მეტყობა, მაგრამ არც ეს მაღელვებს დიდად.
წლები გადის, ადამიანის სახე მაქვს, მაგრამ იარებით სავსე.
სკოლაში შესვლის პირველ დღეს იწყება კომპლექსი. როცა მასწავლებელი სიბრალულით მეკითხება შემიძლია თუ არა, მარცხენა ხელის გამოყენება.
ვამბობ რომ ჩვეულებრივ ვიყენებ, თუმცა დარცხვენილი ვიხედები. ყველას ყურადღებას იქცევს ჩემი იარები. ადამიანებს ან ვეცოდები, ან გამირბიან. იქნებ მეჩვენება კიდეც მაგრამ მაინც ვიწყებ საზოგადოებაში ხელის დაფარვას.
ასაკშიც მომყვება და ცხრა კლასს ისე ვამთავრებ მარცხენა ხელს გამუდმებით ტყავის ხელთათმანი მიმშვენებს.
ამას ერთვის მზის სხივებზე ჩემი რეაქცია. სახის კანი არანორმალურად მიწითლდება და მეწვის. გამუდმებით ვემალები მზეს და ეს კიდევ უფრო აშინებს ჩემს "მეგობრებს".
ზაფხული სამუდამოდ მზიზღდება, სხეული მუდამ მეწვის და არსებობა გაუსაძლისი ხდება.
ცეცხლის შიში დამჩემდა, ღამითაც მესიზმრება და შინაგან სიმხურვალეს ვერასდროს ვანეიტრალებ.
მხოლოდ ზამთარში ვგრძნობ შვებას. ზამთრის სიცივე, ჩემი ორგანიზმის ტემპერატურას მწყობრში აყენებს და შინაგან სიმხურვალეს ანეიტრალებს.
არასდროს მცივა, თუმცა შიგნიდან რომ არ ვიწვი ესეც შვებაა.
ერთადერთი იმედი პლასტიკური ოპერაცია, რომელსაც ზუსტად ვიცი რომ გავიკეთებ.
ვგრძნობ საკუთარი ნერვული დაბოლოებებით მოქსოვილ ქსელში როგორ ვებმები და ჩემს თავს ვაცნობებ რომ გაღვიძების დროა.
- გაიღვიძე გთხოვ. თინეიჯერობას თავიდან ნუ გაივლი, გაიღვიძე გთხოვ. - ხმადაბლა ვჩურჩულებ და საკუთარი ჩურჩული მაფხიზლებს.

* * *
თვალებს ვახელ, შიშველი ზურგით იატაკს ვარ მიწებებული. ნელ-ნელა ვიწევი. ვხურვარ, მიუხედავად იმისა რომ ზამთარია ვიწვი. ალბათ სიზმრის ბრალია.
ფეხზე ვდგები და სარკესთან მივდივარ.
ჯერ გაწითლებულ ზურგს ვათვალიერებ, შემდეგ პირისახით ვუბრუნდები და საკუთარ ანარეკლს და დაკვირვებთ ვუყურებ.
- ისევ უნდა გამექცე? - მშვიდად მეკითხება.
- რა გინდა?
- რას გავხარ? - ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე.
- დღეს არა რა. - მუდარა ჟღერს ჩემს ხმაში.
- როდის? ოცი წლის ხარ, ოდესმე უნდა მელაპარაკო.
- შენთან ჩხუბის ხასიათზე არ ვარ. - მკაცრად ვეუბნები ჩემივე ორეულს სარკეში.
- მორჩი რა, ვინ იქნებოდი ამ ყველაფრის გარეშე? - თვალებით იარებისკენ მანიშნებს.
- ადამიანი, რომელსაც ამდენი სისულელე არ ექნებოდა ტანზე, რომელსაც ზაფხულის მზე სიამოვნებას მიანიჭებდა, გამუდმებული სიმხურვალის გამო 12 დეკემბერს ფანჯრებ გაღებულ ოთახში არ დაიძინებდა, ადამიანი ვიქნებოდი რომელიც ერთხელ მაინც იგრძნობდა სიცივეს, ორჯერ სწრაფ გულისცემას რომელიც იმ ღამემ სახსოვრად დაუტოვა, ერთხელ მაინც შეანელებდა, ადამიანი რომელსაც გამუდმებით 37_ის ზემოთ არ ექნებოდა ტემპერატურა და კიდევ ათასი უცნაურობა არ ექნებოდა. უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ვიქნებოდი გესმის?
- გინდა კი ჩვეულებრივი ადამიანობა? გინდა საკუთარი ისტორია მოიშორო? ეს იარები, ისინი ამბებს ყვებიან, შენს ისტორიას ყვებიან, ისინი ამბობენ " დიახ მე ვიცხოვრე, მეშლებოდა, ვაშავებდი და პასუხს ვაგებდი".
- დავიღალე. - ჩამქრალ თვალებს ვაპყრობ ორეულს.
- რით? - ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე.
- იარებით.
- სხეულზე, წარსულის პატარა ნარჩენებს, რომელმა უწოდა ნეტავი იარა. - დანანებით აქნევს თავს და მჟღერი ხმით მუსიკასავით აჟღერებს ფრაზას.
- მორჩი. - თითქმის ვღრიალებ.
- წადი, სუფთა ჰაერი ჩაყლაპე და დაფიქრდი იმაზე რაც გითხარი. - შეუვალი ჩანდა ორეული და უსიტყვოდ გავშორდი სარკეს. ჩაცმის თავი არ მქონდა, თან საყვარელი რიტუალიც დიდი ხანი იყო არ შემესრულებინა, ამიტომ შიშველმა გავიარე მისაღები და აივანზე გავედი.
ისევ თოვდა, ახურებულ სხეულს მალამოდ მოედო სხვებისთვის გამყინავი სიცივე. მოაჯირზე დადებული თოვლი ხელებით შევაგროვე და შიშველ სხეულზე შევიზილე.
საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, წამიერად გავგრილდი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს აღარ ვიწვოდი.
სუნთქვა აღარ მიჭირდა.
მართალი იყო ორეული, ვინ ვიქნებოდი ამ იარების გარეშე? მექნებოდა საკუთარი ისტორია? მექნებოდა მოსაყოლი? ან თუ მექნებოდა ვინ მოყვებოდა ამას?
ვინ იტყოდა რომ დიახ, მე სისულელეები ვაკეთე. დიახ მე დავაშავე და დავისაჯე. დავიწვი და ფერფლიდან აღვსდექი, მეტკინა და გავუძელი.
დიახ მე ვიცხოვრე და ამის შესახებ ჩემი იარები ყვებიან.
იარები? ნეტავ მართლა, ამ პატარა წარსულის ნარჩენებს ვინ უწოდა იარა პირველად?
პირველად ვიგრძენი რომ საკუთარი თავის და ისტორიის არ მრცხვენოდა. ათჯერ რომ დავბადებულიყავი ათივეჯერ ვიცხოვრებდი და ეს თუ არა, სხვა იარები დამიმშვენებდა სხეულს.
ოთახში შევბრუნდი, სარკეში ჩავიხედე და საკუთარ დიდრონ თაფლისფერებს გადავაწყდი. ჰო არ იყო ის სხივი, იმ დღეს 4 წლის პატარა გოგონას რომ ჰქონდა, მაგრამ ახლა გამოცდილება იყო აქ. სიღრმე იყო და ისტორია. მთელი ცხოვრება იყო ამ თვალებში და ვიგრძენი, დღესვე რომ მოვმკვდარიყავი გული არ დამწყდებოდა.
- მე ვიცხოვრე. - წარსულის ნარჩენებს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და ამჯერად ზიზღის ნაცვლად კმაყოფილება ვიგრძენი.
მარლბოროს კოლოფს დავავლე ხელი და აივანზე გავედი. ერთ ღერს მოვუკიდე და იასამნისფერ ბოლში ჩავიძირე.
გარეთ თოვდა, აივანზე შიშველი ვიდექი და საკუთარი წარსულის ნარჩენებს ვათვალიერებდი დროდადრო.
- გმადლობ რომ იცხოვრე. - ღიმილით ჩავულაპარაკე საკუთარ თავს და სიგარეტის ბოლთან ერთად სუფთა ჰაერი ჩავუშვი ფილტვებში.
აღარ მცხელოდა!
აღარ მეშინოდა!
პლასტიკურ ოპერაციაზეც უარი ვთქვი.скачать dle 11.3



№1  offline ადმინი ელპინი

ამას ვწერ იმიტომ, რომ მერე ნერვები არ მომეშალოს.

ახლა წავედი.

 


№2 სტუმარი სტუმარი Onlyyou

უჰუუუ ეს რა იყოოო❤ არვიცი რა გითხრა, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ საოცრება იყო. განსხვავებული და "შენებური"
ლავ იუ სოუ მაჩ ❤

 


№3  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი Onlyyou
უჰუუუ ეს რა იყოოო❤ არვიცი რა გითხრა, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ საოცრება იყო. განსხვავებული და "შენებური"
ლავ იუ სოუ მაჩ ❤

მადლობა ჩემო გოგო ❤ და მიხარია რომ "ჩემებური" იყო. ❤
ჰოდა "მით იუ" :დ

 


№4  offline ადმინი ელპინი

სხეულზე, წარსულის პატარა ნარჩენებს, რომელმა უწოდა ნეტავი იარა.

შენ არც კი იცი, ვინ ხარ და რამდენი ხარ ჩემთვის.
დედას ვფიცავარ, არასდროს არ მინდა ჩემსა და შენს დამოკიდებულებაში ოდესმე რამე შეიცვალოს.

და ჰო, შენ უბრალო მოკვდავი არ ხარ!
არასდროს, არც ერთხელ და არც ერთი წამით შინაგანად ცეცხლი არ მომკიდებია მე.
ნელა ვკითხულობდი, ყველაფერს ვიაზრებდი.
იმ ცეცხლსაც, იმ კანსაც 6-ჯერ რომ გამოიცვალა და აბსოლიტურად ყველაფერს.
მე ამდენს ვერ შევძლებდი.
ფერფლისგან მე ვერ დავიბადებოდი თავიდან.

ჰო, შენ ერთი იცოდე, ამ ნაწერისთვის ჩვეულებრივი მოკვდავი არ ხარ!

ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

მადლობა.

 


№5  offline მოდერი სალანდერი

ჰალუცინოგერი
დღეს დაძინებას ვგეგმავდი სალანდერ...

რა გინდოდა...

მაპატიე ენ ❤

ელპინი
სხეულზე, წარსულის პატარა ნარჩენებს, რომელმა უწოდა ნეტავი იარა.

შენ არც კი იცი, ვინ ხარ და რამდენი ხარ ჩემთვის.
დედას ვფიცავარ, არასდროს არ მინდა ჩემსა და შენს დამოკიდებულებაში ოდესმე რამე შეიცვალოს.

და ჰო, შენ უბრალო მოკვდავი არ ხარ!
არასდროს, არც ერთხელ და არც ერთი წამით შინაგანად ცეცხლი არ მომკიდებია მე.
ნელა ვკითხულობდი, ყველაფერს ვიაზრებდი.
იმ ცეცხლსაც, იმ კანსაც 6-ჯერ რომ გამოიცვალა და აბსოლიტურად ყველაფერს.
მე ამდენს ვერ შევძლებდი.
ფერფლისგან მე ვერ დავიბადებოდი თავიდან.

ჰო, შენ ერთი იცოდე, ამ ნაწერისთვის ჩვეულებრივი მოკვდავი არ ხარ!

ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

მადლობა.

ძალიან მიყვარხარ მე შენ ❤
და შენ იცი ჰო, ყველაფერი ❤
მადლობა შენ ❤

 


№6  offline მოდერი Mathew

გეფიცები,კითხვა დავასრულე თუ არა,მეც მომინდა,რომ ცეცხლის ალში გავხვეულიყავი.
ვიცი,შეიძლება ეს სულელურად ჟღერდეს,მაგრამ მომინდა.

ისიც გავიაზრე,რომ სხეულზე,თითოეული შრამი თუ იარა ჩვენი წარსულის მატარებელია და ის გვახსენებს წარსულის მწარე ტკივილს,რომელიც მომაცალში ან მსუბუქდება,ან საერთოდ,უფრო მეტის მატარებელი ხდება და მთელ ცხოვრებას გიკლავს.

ძალიან მომეწონა,გეფიცები.
პატარა იყო,მაგრამ ბევრის მატარებელი.
მიყვარხარ.

 


№7  offline მოდერი სალანდერი

Girl with pretty smile
გეფიცები,კითხვა დავასრულე თუ არა,მეც მომინდა,რომ ცეცხლის ალში გავხვეულიყავი.
ვიცი,შეიძლება ეს სულელურად ჟღერდეს,მაგრამ მომინდა.

ისიც გავიაზრე,რომ სხეულზე,თითოეული შრამი თუ იარა ჩვენი წარსულის მატარებელია და ის გვახსენებს წარსულის მწარე ტკივილს,რომელიც მომაცალში ან მსუბუქდება,ან საერთოდ,უფრო მეტის მატარებელი ხდება და მთელ ცხოვრებას გიკლავს.

ძალიან მომეწონა,გეფიცები.
პატარა იყო,მაგრამ ბევრის მატარებელი.
მიყვარხარ.

ძალიან დიდი მადლობა შენ ❤
მიხარია რომ წაიკითხე და მოგეწონა და ჰო, მე გიცნობ შენ,შორიდან და ახლოდანაც გაგიცნობ მერე ❤

 


№8  offline წევრი უცნაური მე

ახლა მე შენვის იმდენი რამის თქმა მინდა.. მაგრამ ვერ გეუბნები, ვერ გადმოვცემ.. შენ მემგონი არ ხარ ამქვეყნიური :დდ შენ ხარ უბრალოდ საოცარი! საუკეთესო! ❤️❤️❤️

 


№9  offline მოდერი სალანდერი

უცნაური მე
ახლა მე შენვის იმდენი რამის თქმა მინდა.. მაგრამ ვერ გეუბნები, ვერ გადმოვცემ.. შენ მემგონი არ ხარ ამქვეყნიური :დდ შენ ხარ უბრალოდ საოცარი! საუკეთესო! ❤️❤️❤️

შენ ხარ სასწაული ❤
და მეც ბევრი რამის თქმა მინდა,მაგრამ უბრალოდ, ბანალურად, მადლობა ❤

 


№10  offline წევრი Kalina

ძალიან, ძალიან მომეწონა.
ეს იყო ნაბიჯი, რომლითაც თითქოს უარი თქვა საკუთარ წარსულზე მოთქმაზე და სრულიად გადმოინაცვლა აწმყოზე, სადაც ნაკლები სადარდებელი არ აქვს.

მომწონს გარდასახვის მომენტები შენს პერსონაჟებში.
ხან ძალიან ფრთხილად აპარებ ხოლმე, რომ ბოლოს გაკვირვებული მივჩერებივარ ნაწერს, ეს როგორ გამომრჩათქო.

აქ სწრაფი იყო.
სწრაფი და საჭირო.
მომწონხარ მე შენ სალანდერ.
ძალიან მომწონხარ.
:))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№11  offline მოდერი სალანდერი

მარიკუნაა♥️
ძალიან, ძალიან მომეწონა.
ეს იყო ნაბიჯი, რომლითაც თითქოს უარი თქვა საკუთარ წარსულზე მოთქმაზე და სრულიად გადმოინაცვლა აწმყოზე, სადაც ნაკლები სადარდებელი არ აქვს.

მომწონს გარდასახვის მომენტები შენს პერსონაჟებში.
ხან ძალიან ფრთხილად აპარებ ხოლმე, რომ ბოლოს გაკვირვებული მივჩერებივარ ნაწერს, ეს როგორ გამომრჩათქო.

აქ სწრაფი იყო.
სწრაფი და საჭირო.
მომწონხარ მე შენ სალანდერ.
ძალიან მომწონხარ.
:))))

მადლობა შენ მარიკუნა ❤
ხშირად ხარ ხოლმე ჩემთან ერთად, თითქმის ყოველთვის და გულწრფელი ხარ ❤
მიხარია რომ მოგეწონა და მადლობა კიდევ ერთხელ ❤

 


№12 სტუმარი Qeti qimucadze

Yochag, saocreba iyo, grma da sulshichamcvdomi, zlivs ar cavikitxe gamartuli naceri, davigale amdeni vai istoriebit, salander super lomii xarr, lideriiii

 


№13  offline მოდერი სალანდერი

Qeti qimucadze
Yochag, saocreba iyo, grma da sulshichamcvdomi, zlivs ar cavikitxe gamartuli naceri, davigale amdeni vai istoriebit, salander super lomii xarr, lideriiii

ქეთი ❤
ძალიან გამიხარდი მე შენ ❤
უღრმესი მადლობა ❤

 


№14  offline მოდერი naattii

როგორ გამახარე ამ დილით ❤ საოცარი ფრაზები იყო, მართლა საოცარი, არც ლამაზი, არც ჭკვიანური და არაფერი მსგავსი, უბრალოდ ს ა ო ც ა რ ი. არვიცი სიტყვებით როგორ უნდა შეგაფასოს ადამიანმა. ასე გააგრძელე ❤

 


№15  offline მოდერი სალანდერი

naattii
როგორ გამახარე ამ დილით ❤ საოცარი ფრაზები იყო, მართლა საოცარი, არც ლამაზი, არც ჭკვიანური და არაფერი მსგავსი, უბრალოდ ს ა ო ც ა რ ი. არვიცი სიტყვებით როგორ უნდა შეგაფასოს ადამიანმა. ასე გააგრძელე ❤

ნათი ❤ უღრმესი მადლობა ერთგულებისთვის ❤ პატივისცემისთვის და იმისთვის რომ თითქმის ყოველთვის ჩემთან ერთად ხარ ❤
არც კი ვიცი რა გითხრა, უბრალოდ ბანალურად მადლობა და მიხარია მე შენი არსებობა ❤

 


№16  offline მოდერი სალანდერი

meocnebe avadmyopi
ღმერთო შენ მაინც რა უნდათ,დღე მშვენივრად დავიწყე და რატო მატირებთ???
ვიტირე მაგრამ მის გადაწყვეტილებაზე უაზროდ ვიღიმოდი
თავიდან მის განუსაზღვრელ ტკივილში ჩავიძირე
მერე კი მისი ორეულის სიტყვებზე დავიწყე ფიქრი
არადა ყველა ვოცნებობთ დროის უკან დაბრუნებასა და შეცდომების გამოსწორებაზე
მაგრამ მიმახვედრე
ვერაფრეს ვისწავლიდით რომ არა შეცდომები
მასაც ხომ მისი შეცდომის გამო გადახდა ყველაფერი თავს
შევიცვალე აზრი ამას ყოველი ისტორიის ბოლოს ახერხებ
საოცრება იყო ნამდვილად შეუდარებელი
შეილება ოდნავ პატარა თუმცა დასაფიქრებელი
ფრაზები ბევრის მომცემი
ბოლო ორი წინადადება შემიძლია გავიმეორო
იმ ორი ისტორიის ბოლოს რომელიც წაკითხული მაქვს შენს სიახლეებს შორის
კარგი ნამდვილად ძალიან კარგი იყპ heart_eyes heart_eyes

შენ დილის პოზიტივი ხარ დღეს ჩემი. სხვათაშორის სახელი ძალიან მომწონს შენი და მადლობელი ვარ არასდროს იზარებ შენი აზრის გაზიარებას. ძალიან მიხარია შენი გამოცენა ყოველთვის და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ჰოო, ძალიან მიხარია ხოლმე, აზრს რომ გაცვლევინებ რაღაცებზე heart_eyes

 


№17  offline წევრი Lineta

გული გამიჩერდა.
დღეს პირველად დავინახე შენი თვალებით "ის" დღე რომელიც ჩემმა მეხსიერებამ ვერ შემოინახა.
თურმე შენს უცნაურობებს სხვა სიღრმე ჰქონია.
შენ შენივე თავი დაამარცხე.
და მეც.
#მესალანდერები

 


№18  offline მოდერი სალანდერი

Lineta
გული გამიჩერდა.
დღეს პირველად დავინახე შენი თვალებით "ის" დღე რომელიც ჩემმა მეხსიერებამ ვერ შემოინახა.
თურმე შენს უცნაურობებს სხვა სიღრმე ჰქონია.
შენ შენივე თავი დაამარცხე.
და მეც.
#მესალანდერები

იმედია სწორად დაგანახე. შენი "ამბავიცაა" ეს.

 


№19  offline წევრი სიბილა

რაო თაფლისფერთვალებავ,გამაოცე კიდევ ერთხელ?ასე, არაამქვეყნიურად მარტივად შეიძლებოდა ამ იარების ტკივილის გადმოცემა?ისე მარტივად, რომ ცხადად ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა...აი, ყველაფრის ასე ცხადად გადმოცემის და მერე მე შეგრძნებისთვის რომ ვარ ხოლმე მზად და მერე ვერც ისე მზად.და ტკივილი რომ განცდადია მაინც, როგორ ვერ მივეჩვიე))ვაიმე, ცოტა არეული გამოვიდა, ხო

 


№20  offline წევრი khatia khatia

ვაუუუუუ დზაან მაგარიი იყოოო joy თავიდან როცა დავიწყე წაკითხვა დებილურად და ბავშურად მივიჩნიეე worried შმდეგგ კითხვის დანებებაც დავაპირე confused თუმცა ბოლომდე წაკითხვა გადავწყვიტეე რადგანნ გავრკვეულიყავიი. დზაან მაგარიი იყოოო მომეწონა დზაან ვაპირებ სხვა მოტხრობებიც წავიკითხოოო შენიი heart_eyes heart_eyes
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№21  offline მოდერი სალანდერი

სიბილა
რაო თაფლისფერთვალებავ,გამაოცე კიდევ ერთხელ?ასე, არაამქვეყნიურად მარტივად შეიძლებოდა ამ იარების ტკივილის გადმოცემა?ისე მარტივად, რომ ცხადად ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა...აი, ყველაფრის ასე ცხადად გადმოცემის და მერე მე შეგრძნებისთვის რომ ვარ ხოლმე მზად და მერე ვერც ისე მზად.და ტკივილი რომ განცდადია მაინც, როგორ ვერ მივეჩვიე))ვაიმე, ცოტა არეული გამოვიდა, ხო

რუსა, მიხარია თუ განგაცხდევინე. კიდევ ერთხელ თუ გამომივიდა და მადლობა.
მადლობა რომ სულ აქ ხარ და შენს აზრს მიზიარებ ❤

khatia khatia
ვაუუუუუ დზაან მაგარიი იყოოო joy თავიდან როცა დავიწყე წაკითხვა დებილურად და ბავშურად მივიჩნიეე worried შმდეგგ კითხვის დანებებაც დავაპირე confused თუმცა ბოლომდე წაკითხვა გადავწყვიტეე რადგანნ გავრკვეულიყავიი. დზაან მაგარიი იყოოო მომეწონა დზაან ვაპირებ სხვა მოტხრობებიც წავიკითხოოო შენიი heart_eyes heart_eyes

ეეე, მიხარია ძალიან ❤
კეთილი იყოს შენი ფეხი თუ კლავიატურა "ჩემთან" იმედი მაქვს ასევე მოგეწონება სხვებიც ❤
მადლობა ❤

 


№22 სტუმარი სტუმარი MAİA

Shen mogikvdes dedam de

 


№23  offline მოდერი ჰაიკო

საუკეთესო მწერალი ხარ საიტზე, მართლა!
მაგრამ..
რიცხვებს რატომ იყენებ თხრობის დროს?
ამას არ გაპატიებ :)
დანარჩენში 10+!
ყოჩაღ.
წარმატებები!
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№24  offline მოდერი სალანდერი

ჰაიკო
საუკეთესო მწერალი ხარ საიტზე, მართლა!
მაგრამ..
რიცხვებს რატომ იყენებ თხრობის დროს?
ამას არ გაპატიებ :)
დანარჩენში 10+!
ყოჩაღ.
წარმატებები!

არ მეპატიება ჰაიკო, მართალი ხარ შენ smiley
ჰოდა გამახარა შენმა კომენტარმა, მიუხედავად იმისა, ვიმსახურებ თუ არა ამ სტატუსს flushed

 


№25  offline მოდერი ჰაიკო

სალანდერი
ჰაიკო
საუკეთესო მწერალი ხარ საიტზე, მართლა!
მაგრამ..
რიცხვებს რატომ იყენებ თხრობის დროს?
ამას არ გაპატიებ :)
დანარჩენში 10+!
ყოჩაღ.
წარმატებები!

არ მეპატიება ჰაიკო, მართალი ხარ შენ smiley
ჰოდა გამახარა შენმა კომენტარმა, მიუხედავად იმისა, ვიმსახურებ თუ არა ამ სტატუსს flushed


რა თქმა უნდა იმსახურებ და მალე ახალბედა მწერლის სტატუსიც გექნება, კარგს და ცუდს თუ ვინმე არჩევს ამ საიტზე საერთოდ.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№26  offline მოდერი სალანდერი

ჰაიკო
სალანდერი
ჰაიკო
საუკეთესო მწერალი ხარ საიტზე, მართლა!
მაგრამ..
რიცხვებს რატომ იყენებ თხრობის დროს?
ამას არ გაპატიებ :)
დანარჩენში 10+!
ყოჩაღ.
წარმატებები!

არ მეპატიება ჰაიკო, მართალი ხარ შენ smiley
ჰოდა გამახარა შენმა კომენტარმა, მიუხედავად იმისა, ვიმსახურებ თუ არა ამ სტატუსს flushed


რა თქმა უნდა იმსახურებ და მალე ახალბედა მწერლის სტატუსიც გექნება, კარგს და ცუდს თუ ვინმე არჩევს ამ საიტზე საერთოდ.

მადლობელი ვარ მე შენი kissing_heart

 


№27  offline წევრი nato nato

აააააა რამაგარი მოთხრობა მე ძან მომწონს და მიყვარს უკვე

 


№28  offline მოდერი სალანდერი

nato nato
აააააა რამაგარი მოთხრობა მე ძან მომწონს და მიყვარს უკვე

მადლობა heart_eyes

 


№29  offline მოდერი სალანდერი

ლათინო
სულ სხვანაირი წარმომედგინე და სულ სხვა აღმოჩნდი,არ მოველოდი ამდენს,საუკეთესო იყო ..❤❤❤

ვაიჰ ❤
ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№30 სტუმარი rursudan xurcidze

[spoiler][/spoiler]. სენ სენი სულიერი სიმტკიცე გამიხატე, დოკუმენტალური ტხრობა.
ყოჰაგ,მადლობა რომ ასეტი სიამოვნებიტ წერ ნოველებს.
მეამაყები და მიყვარხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent