შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახლადდაბადებული მკვდარი [სრულად]

15-08-2018, 00:08
ავტორი ელპინი
ნანახია 2 209

წვიმდა დედამიწაზე არსებული ყველა გრძნობით და ემოციით.
შეუძლებელი იყო, რომელიმე სულიერს ვერ ეგრძნო მისი მარადიულობა და სისპეტაკე. ჩახუთულ სულს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა, ახალ სიცოცხლეს ბადებდა.
თითქოს, იქ, ზემოთ რაღაც სასწაული ხდებოდა და ღმერთი ამას წვიმის სახით გზავნიდა.
სახურავზე გამაყრუებელი წკაპუნი გაჰქონდა წვიმის წვეთებს. ფანჯარას ისე ასკდებოდა, ლამის ჩამსხვრეულიყო და შემონგრევა უნდოდა. შავი ღრუბლები სართულებივით ფარავდა ცის ზედაპირს, რომელიც სულ რაღაც ერთი საათის წინ, ცისფრად შეღებილი იყო.
მოცეკვავე ანგელოზები დაფრინავდნენ ღრუბლებში, თითქოს. ზეციდან სასწაულს ამზადებდა ღმერთი.
- ღმერთო, ეს ღამეც, ეს ღამეც, გთხოვ. - მუხლებზე დაცემულიყო. თვალის უპეებში გუბედ დაგროვილ ცრემლებს გასაქანს აძლევდა და წვეთ-წვეთად ღვრიდა.
ოთახის შუა გულში სარკე იდგა. ეტაპობრივად ახედავდა ხოლმე და ცრემლებს აკვირდებოდა. მლაშე სითხე კანს უწვავდა ისე მწარედ, ღრიალი უნდოდა, მაგრამ არაფრის თავი ჰქონდა. ეშმაკი, რომელიც მის სულში დაძრწოდა ყველანაირ ძალას ართმევდა.
- გევედრები, ღმერთო. გადამატანინე ეს ღამე.
უეცრად გაიელვა და ჭექა გაისმა, მუქარასავით. ტირილის ხმა არღვევდა ოთახის სიჩუმეს. უცნაური ბგერები აღმოხდებოდა ხოლმე, თითქოს ეშმაკი ალაპარაკებდა ასე.
- ნუ მექცევი ასე, ღმერთო.
სასოწარკვეთილი იყო მისი ხმა. შიშისგან კანკალს აეტანა, სხეული უცახცახებდა. ხოხვით მივიდა კედლის კუთხესთან და დაჯდა, ხელები მუხლებს შემოხვია და თავი ჩარგო. მტევნებს ისე უჭერდა ერთმანეთს, რომ ფრჩხილები მკვეთრად დასტყობოდა კანზე. სისხლჩაქცევები ჰქონდა. მუქი, თითქმის შავი ვენები გაყვითლებულ კანზე შემაძრწუნებლად აჩნდა. იმ გამხმარ ყვავილს უგავდა სხეული, ყველა რომ ზემოდან გადააბიჯებს და გათელავს. მეხი ჩამოვარდა და ფეხზე წამოხტა მაშინვე, ფანჯარაში გაიხედა და მოპირდაპირე მხარეს ხეს ცეცხლი მოჰკიდებოდა. თავზე ხელები წაიშინა.
- რისთვის, ღმერთო?! - უკანასკნელი სიტყვები ამოუშვა პირიდან.
ტკაცუნი გაუდიოდა გამხმარი ხის ტოტებს, ქვემოთ იყრებოდა და სველ ბალახსაც გაუჩნდა ცეცხლი. წვიმა სასწაულებრივად შეწყდა. თითქოს, ცეცხლს გზის გაკვალვას აცდიდა.
- შეჩერდი, ღმერთო. ჩემ გამო არა, სხვების გამო მაინც შეჩერდი, ღმერთო. - ფანჯრიდან ღრიალებდა, ერთ ადგილს მიქვავებოდა და განძრევის თავიც არ ჰქონდა. თვალები დასიებოდა ტირილისგან, მეტი აღარ შეეძლო.
- ვიცი, რომ მანდ ხარ, მიყურებ და ახლა ჩემიც გესმის, გევედრები გაჩერდი, ღმერთო.
ხალხის ყიჟინა ისმოდა ეზოდან, სახანძრო უკვე გამოეძახებინათ და ცეცხლს აქრობდნენ, მაგრამ ჩამქრალ ადგილზე უმალვე ისევ ჩნდებოდა ოქროსფერი ალი.
თვალის ანარეკლში საზარლად ჩანდა ცეცხლი და ისედაც ღია ფერის თვალებს, უფრო შემაძრწუნებლად აჩენდა. ყვითელი ალი ბრჭყვიალებდა, მზისგან მოლივლივე ტალღებსავით სიკაშკაშე დაჰკრავდა, ადამიანურს არ გავდა იმ წუთს.
- მე თუ ამდენი ვიტანჯე, მხოლოდ შენი ბრალი იქნება, ღმერთო! - ხმა გაუმტკიცდა, წვრილი თითები მუშტად შეკრა და ფანჯარას ოდნავ მიარტყა, ხელი აეწვა სიმწრისგან. იქვე, ტუმბოზე დადებულ სანათს მოჰკიდა ხელი და ფანჯარას მიარტყა, ნამსხვრევებად იქცა. ხელში იღებდა ნატეხებს და კანში ირჭობდა ბასრად. შინდისფერი სისხლი წვეთ-წვეთად იღვრებოდა, წკაპუნის ხმა ისმოდა. წვიმს ხმა სისხლის თქრიალმა ჩაანაცვლა.
ვერ გრძნობდა ტკივილს, მეტიც, სიამოვნებას იღებდა. მკრთალი ღიმილი უფარავდა გაყვითლებულ სახეს, ტუჩები გათეთრებოდა და დამსკდარი ჰქონდა. ფანჯრიდან ქარმა დაუბერა მისტიურად, ცეცხლი უკვე ჩაექროთ. თითქოს, ღმერთმა დაამთავრა ბრაზის ნთხევა და ახლა ღია ფანჯარაში შექმნილ სანახაობას უყურებდა.
- ადამიანთა ცხოვრება ერთი დიდი ყოფაა, რომელშიც ყველაზე დიდ როლს თავად შენ თამაშობ, ღმერთო. - მისი სიცილი უკვე ეშმაკისეულს წააგავდა, უცნაური ხროტინით იცინოდა. აღარ გავდა იმ მსუბუქ ღიმილს, აქამდე რომ დასთამაშებდა სახეზე. თვალებში ყვითელი სხივი გაუკრთოდა და პირველად იგრძნო, რომ ყვითელი მის თვალებში ტკივილს გამოხატავდა.
სისხლი ისევ იღვრებოდა გაკაწრული ადგილებიდან, თითქოს თავად წვეთები ითვლიდაო წამებს. წუთში სამოცდაერთჯერ დაეცა იატაკზე შინდისფერი წვეთი, ერთით გადაასწრო წამების რაოდენობას. ეს თითქოს, რაღაცას მოასწავებდა. გამალებით ითვლიდა წვეთებს, ყოველ წუთს ერთით იზრდებოდა მათი რიცხვი. ხვდებოდა, რომ სისხლისგან იცლებოდა და ყოველი წვეთი უფრო აახლოებდა მას სიკვდილთან. უცხო ჟინი იპყრობდა, რომ მეტი სისხლის წვეთი დაეთვალა. სიამოვნებას იღებდა თითქოს. თვალებში წითელი კაპილარები დამჩნეოდა, ჩასისხლიანებული იყო. იმ მკვლელს გავდა, სიამოვნებას რომ იღებდა ადამიანების წამებით. სხეულს უფატრავდა და დროს წელავდა, რომ უფრო გაეწამებინა.
მინის ნამსხრევი სახესთან მიიტანა, სარკეში ჩაიხედა, გაიცინა, სული აუბობოქრდა, ნამსხვრევი ლოყას გაუსვა მკრთალად.
- ერთი. - თვლა დაიწყო. - მგონია, რომ ეს ნაკაწრები შენც გტკივა, ღმერთო. ისევე როგორც მე, შენს შექმნილ არსებას.
პატარა ნაკაწრიდან არც ისე ბევრი სისხლი წამოსულა, ლოყაზეც არ გაუკვალავს გზა, ზედ შეახმა თითქოს.
- ორი. - ისევ გააგრძელა და მეორედ, უფრო მაგრად გაიკაწრა. სისხლი მჩქეფარედ არა, მაგრამ არც ნაკლებად წამოსულა. უკვე, გზა გაიკვალა. მდინარესავით კალაპოტი შექმნა და არ დიდდებოდა, ზუსტად იმ ვიწრო ხაზს მიუყვებოდა. - დაე, უფრო ღრმად გეტკინოს.
ცაში ჭექა გაისმა. თითქოს, ზემოდან დაიგრგვინა ღმერთმა და ისიც გრძნობდს გულში ჩხვლეტას.
- და სამი. მე ვასრულებ.
მესამე ნაკაწრმაც დაიკავა ადგილი მის სახეზე. სისხლი მჩქეფარედ წამოვიდა. მდინარე ადიდდაო თითქოს და კალაპოტი გაფართოვდა. სახის ერთ ნაწილს მთლიანად სისხლი უფარავდა. არ ტკიოდა, არაფერს გრძნობდა. იმ წუთს, არ ჰგავდა ადამიანს, არც ცხოველს, არც დედამიწაზე არსებულ რომელიმე სულიერს. ახალი არსება დაიბადა, ეშმაკის სულით.
გაიელვა იასამნისფრად, ნაპერწკლებს ყრიდა ცა ზემოდან, მარტო ერთადერთი არსება ამჩნევდა ამას.
- განრისხდი, ღმერთო?!
ხმამაღლა, ირონიით გაჟღენთილი ხმით თქვა და გაიცინა.
ოთახის მეორე კუთხისკენ წავიდა, სკამი აიღო, ფანჯარასთან მიადგა, ზედ ავიდა და რაფაზე დადგა. ხელი არაფრისთვის ჩაუჭიდია. ცას ახედა. რამდენიმე წუთს იდგა.
- შეჩერდი, თუ ღმერთი გწამს. - ქვემოდან ხმა გაისმა ისეთი უცნაური, ამ ახლადდაბადებულ არსებასაც გაუკვირდა. სული მეორედ აუყივლდა, ჟინმა შეიპყრო რომ ისევ გაეგო მისი ხმა.
- არ მწამს. - მტკიცე იყო მისი ხმის ტემბრი.
- მხოლოდ ღმერთი თუ გიშველის. - დარწმუნებული იყო მის ნათქვამში ღრმად.
- მაშინ, შენ რისთვის მოხვედი?!
- რომ მეთქვა, ღმერთი გიშველის - მეთქი.
ნაზმა სიომ ჩაანაცვლა ელვა და ჭექა-ქუხილი, სასიამოვნოდ ედებოდა მთელ სხეულზე ორივეს.
- და შენი აზრით, რწმენა დამიბრუნე?! - სარკაზმით გაჟღენთილიყო მისი ხმა.
- არა. მე არც მიცდია.
- აბა?!
- ხომ გითხარი, ღმერთი გიშველის.
- საოცარია ასე ღრმად, რომ სწამთ ადამიანებს ღმერთის. - ახლადდაბადებული არსება ცდილობდა მასში მყოფი ღმერთი ეშმაკით ჩაენაცვლებინა, ისე ოსტატურად გამოსდიოდა, იქ, ზემოთ ღმერთი გულში ჩხვლეტას და მის უარყოფას გრძნობდა.
- და შენ ვინ ხარ?! - ინტერესით აღვსილიყო უცნაური ხმა.
- მე?! მე უკვდავი ვარ, თან ახლა დავიბადე. - ღიმილით ჩაილაპარაკა.
- უკვდავი არავინაა. მით უმეტეს, დაიხედე ახლა სად დგახარ და რას აპირებ, ხვდები?! თავს იკლავ.
მზერა ერთმანეთს შეეჩეხა. თითქოს, დაუმიზნა პირდაპირ მის ტვინს და მიახვედრა, რასაც აპირებდა.
- მე სულიერი სიკვდილი ვიგულისხმე, თორემ ისე, ახლაც მკვდარი ვარ.
- ოჰ, ასეც ვკვდებით, ხოლმე?
- ადამიანები არ ვიცი, მე - კი.
სხეულით წინ გადაიწია, სახეზე შეხმობოდა სისხლი და გაკაწრული ადგილები ეწვოდა ოდნავ.
- შეშლილი ხარ!
- ხო გითხარი, ახლა დავიბადე - მეთქი. მე სულ სხვანაირი ვარ. შენგან ბევრად განსხვავებული.
- რას ფიქრობ, ღმერთი ახლა რას ფიქრობს?!
ახლადდაბადებული გულში ჩხვლეტას გრძნობდა წამიერად ღმერთის ხსენების დროს, მაგრამ ეშმაკი ისე ყიოდა სულში, ამ ჩხვლეტასაც ფარავდა.
- მიყურებს და ვერ შემაჩერებს. ჩემში ეშმაკი დაიბადა, იბრძვის მთელი არსებით. ღმერთს ტკივა. - ბოლო ორ სიტყვებში მწუხარება ისმოდა. თითქოს, მისი ადამიანური გონება და გული წამიერად ჯაბნიდა ეშმაკს, მაგრამ მაინც, ეშმაკი უფრო ძლიერი იყო.
- გინდა სიკვდილი? - მჭექარე ხმამ გაარღვია არე-მარე. მკაცრად იკითხა და ჯიქურ მიაშტერდა თვალებში ახლადდაბადებულს.
- არ ვკვდები მე, გითხარი.
- მე სხვა რაღაც გკითხე.
- ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მინდა - არ მინდა, მე მაინც არ მოვკვდები, დამიჯერე.
- რისთვის ხდება ეს ყველაფერი?! - შიშმა აიტანა მისი სხეული. გააზრება უჭირდა ყველა ფრაზის. ეგონა, არეულად და დამაბნევლად ელაპარაკებოდა.
- იმისთვის, რომ ღმერთის არ მწამს.
- ძირს ჩამოდი.
უკან დაიხია ახლადდაბადებულმა, ძირს ჩამოვიდა. მინის ნამსხვრევი ვენებზე გადაისვა. ის იყო უნდა ეკივლა, რომ თავი შეიკავა.
ქვემოთ ელოდებოდა, იცოდა, მაგრამ სხეულს ძალას ვერ ატანდა.
ორივე ხელიდან სისხლი მჩქეფარედ მოდიოდა, წუთში ასსამოცდაერთჯერ. თვლასაც ვეღარ ასწრებდა. ბოლოს დანებდა, სხეული მივარდნოდა, თვალები ეხუჭებოდა და აღარანაირი სხივი უკრთოდა, ყველაფერი სისხლით შეღებილიყო.
სხეული მძიმედ აითრია, სისხლით კედებზე მის ხელებს ხატავდა. ოთხივე მხარეს.
- იცოდნენ, რომ აქ, ჩემი სული ყოველთვის იქნება და ამ კვალს ვერ წაშლიან. - დაიყვირა მთელი ხმით, ისე რომ ბოლოს ძალა აღარ შერჩა. ძირს დავარდა. გაიელვა ისე უცებ, საზარლად გამოჩნდა ოთახში შექმნილი მდგომარეობა. მკრთალი შუქი კედელზე სისხლით დახატულ ხელებს ანათებდა და აშკარა იყო, ეშმაკმა დაიდო ბინა.
გაწვიმდა,
ჭექა-ქუხილი დაიწყო,
ქარი ამოვარდა.
ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო და მაინც, საოცარ კონტრასტს ქმნიდა.
ღმერთმა სასწაულის მოვლენა დაასრულა ზემოდან.
- მე არ ვკვდებიო, თვითონ მითხრა.
დაბალი, სუსტი ხმით ჩაილაპარაკა და ახლადდაბადებულის უკვე გაყინულ სხეულს შინდისფერი სისხლით რომ შეღებილიყო, ჩაეხუტა. თითქოს, გაატანა მისი ადამიანურობა გასაცოცხლებად, მაგრამ უშედეგოდ. და მაინც, ყველაფერი ისეთი ცხადი იყო, როგორიც ღმერთის არსებობა.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ეტაპი მექნებოდა ოდესმე. ზუსტად ერთი წლის წინ, ცხოვრების გაფერადება დავიწყე. ის ფერები აღმოვაჩინე, რომელიც აქამდე არ ვიცოდი. იმდენი დავინახე, რამდენიც აქამდე არ მინახავს.იმდენი ვიგრძენი, რამდენიც აქამდე არასდროს.
და მე, ავდგები და თამამად ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ამაზე ბედნიერებას ვერაფერს განვიცდი!
თავიდან, უბრალოდ მკითხველი ვიყავი, მაგრამ სურვილი გამიჩნდა რატომღაც, რომ მეწერა. გადავდგი ნაბიჯი და დიდხანს ვწვალობდი, რომ მყარად დავმდგარიყავი. ჩვილი, პატარა ბავშვივით ავიდგი ნაბიჯები და დღეს მე ერთი წლის გავხდი.
დამეფიცება, ყველაზე ბედნიერი ერთი წელი მქონდა. იმას, რასაც მე თქვენგან ვიღებ, სახელს ვერ დავარქმევ იმ დოზის და წონისაა.
ახლა, წერა ჩემი არსებობაა. ერთადერთია, რაც მათავისუფლებს და მანიჭებს ბედნიერებას.
ყველას, თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა ვუთხრა და ვიცი, ერთი მადლობა არ ეყოფა თქვენი სიკეთის გადახდას. თქვენ მე მაბედნიერებთ მარიკუნა - ყველაზე მაგარი გოგოა და მინდა ვთქვა, რომ ზუსტად მისი დამსახურებაა, რასაც მე დღეს აქ, თქვენთან ერთად მივაღწიე. მიყვარხარ ძალიან და დიდი მადლობა, რომ ყოველთვის ჩემთან იყავი. შენ ხარ ჩემი იმედი, რომ ისევ ჩემთან იქნები და ისევ გავაგრძელებთ იმ ურთიერთობას, რომელსაც არ მინდა სახელი ვუწოდო.
ყველას აბსოლუტურად დიდ მადლობას გიხდით, რომ თქვენს ხელში გამზარდეთ, მიმიღეთ, მასწავლეთ და დღეს მე მყარად ვდგავარ. ჩემი ფერადი ადამიანები ხართ!
და ისევ, ვულოცავ ჩემს თავს ერთ წელს.
მე დღეს თავიდან დავიბადე და ერთი წლის გავხდი!
მადლობა, რომ ახლაც წამიკითხეთ და დამითმეთ დრო.
ძალიან, ძალიან მიყვარხართ. უსაზღვროდ და უკიდეგანოდ!

№1  offline მოდერი სალანდერი

პირველი კომენტარი ჩემია, წავიკითხავ და მოვალ smirk

№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
პირველი კომენტარი ჩემია, წავიკითხავ და მოვალ smirk

გიჟი ხარ, მე მოვკვდე.

№3  offline მოდერი სალანდერი

პირველ კომენტართან ერთად, პირველი ლაიქიც ჩემია სხვათაშორის.
ეს ისტორია? მეტკინა.
ეს გინდოდა? - ჩემია. მივითვისე.
ღმერთი ყოველთვის ვერ დაჯაბნის ადამიანში მცხოვრებ დემონს. ისე როგორც წვიმა ვერ იქნება ყოველთვის, რომ ცეცხლი ჩააქროს.
ცეცხლი და წვიმა... - აქ თუ ვინმემ იცის რას ნიშნავს ჩემთვის ეს ტანდემი, ეს ვინმე შენ ხარ.
მე შენი წერა მჭირდება იცი? - რა თქმა უნდა იცი. შენ ბევრი რამ იცი და კიდევ მეტს ისწავლი და გაიგებ.
იზრდები, იხვეწები და ზოგჯერ მგონია, მალე იმხელა გახდები ვეღარც შემოგწვდები.
ამას არც აქვს მნიშვნელობა მგონი, ან აქვს მაგრამ მერე ვიფიქრებ ამაზე.
მე შენი ფეხის ადგმის მონაწილე ვარ, გიყურებ როგორ იზრდები და ვითარდები. რა შეიძლება მივიღო ახლა შენგან ამაზე მეტი?
პირველი კომენტარი ჩემი იყო, პირველი ლაიქიც, პირველი წიგნიც პირველ ავტოგრაფთან ერთად ჩემი იქნება.
ოკეანე ხარ შენ!
ჩემო ცის-ფერო! და სხვებისთვის ლურჯო!

№4  offline ადმინი ელპინი

მგონი, ახლა ამეტირება.
ჰო, იმიტომ რომ გეტკინა და მე რომ ზედმეტად ემოციური ვარ, ეგ ყველაზე კარგად შენ იცი და მაინც, რატომ მითხარი ტო?
ხომ იცი, ამაღამ ვერ დავიძინებ წესიერად. კარგი, ხო, დავიკიდოთ ეგ.
ვიცი ჰო, ეგ ტანდემი და სერიოზულად არ მინდოდა ასე ყოფილიყო, რა.

ძალიან მიყვარხარ მე შენ!
და ჩემი იმედი ხარ, ხომ იცი?!
მადლობა ყველაფრისთვის.

და ჰო, წიგნი არ ვიცი, ხო გითხარი.

ისევ, მიყვარხარ!

№5  offline მოდერი tasusuna

მგონია,რომ ეს ნაკაწრები შენც გტკივა,ღმერთო!-ბრავო ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
აფსოლუტურად შენი ნებისმიერი ნაწარმოებიდან რადიკალურად განსხვავებული გამოგივიდადა,
ჩემ თავთან მართალიც ვიქნები,თუ გეტყვი,რომ ეს,ყველასგან,
თითოეული შენი ისტორიისგან გაორჩეულია..
იმიტომ,რომ ახლაყველაზე მეტად მაქ გული ამომჯდარი და,საკუთარივით მიხარია შენი ეს ამხელა გამარჯვება,სხვა ისტორიებზე.
ხო სწორადმიმიხვდი?
ან,ეს სულ სხვაა რა..
და,არავის ვეცილები,იქნებ,არც ვიმსახურებდე,მაგრამ,იმდენად ახლოსაა ეს ჩემთან,რომ,დიდი სიამოვნებით ვიჩუქებდი შენგან..
ანა-ანუშკი-ანუკა პროსტა ხოაზრზეარხარ ეს რა გამოგივიდა!!!!!!❤️❤️❤️❤️

№6 სტუმარი სტუმარი ნანა

არ ეთვლება სალანდერს, არც კი წაუკითხავს ჯერ. მე წავიკითხე ❤️ იქედან დავიწყებ, რომ გილოცავ საყვარელო ერთ წელს! ისეთი კარგი ხარ გაცილებით უფროსი მეგონე... გისურვებ არასდროს გაგიქრეს წერის წურვილი, არასდროს ამოიწუროს შენი მუზა და ფანტაზია! არასდროს თქვა უარი შენი სულის გამოსხივებაზე... კიდევ ფურცლებზე დაბეჭდილ შენს თხზულებებს! აქ გავჩერდები... ❤️ წარმატებები ელ! ❤️❤️❤️

№7  offline წევრი Mtirala

შუა ღამეა...
და ახლა, სასტიკად მინდა წვიმდეს.

გილოცავ შენს დღეს!
მიყვარხარ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№8  offline წევრი Kalina

ანა, შენ ხარ ყველაფერი,
ჰო?
ერთი წელი!
თუ მჯეროდეს...
შენი პირველი ისტორია დღემდე მახსოვს და ისიც, როგორ მოვდიოდით ნაბიჯ-ნაბიჯ მაგ ნაწერიდან...
აქამდე.
არ ვიცი, რა გითხრა,
პირველად ვერ გეუბნები სათქმელს და ბოლოს ეს...
არ ვიცი,
გული მაქვს საშინლად აჩქარებული;))
შენ ხარ ყველაფერი, ანა.
ძალიან მიყვარხარ მე შენ.
სულ ასეთი იყავი და არასოდეს არ შეიცვალო, რა.

უყვარხარ ძალიან მარიკუნას!
და შენთან იქნება ბოლომდე ყველგან, არ აქვს მნიშვნელობა სად და როდის!
♥️

პ.ს. ეს ჩვენი გაცნობის იუბილეცაა, იცი? როგორც კი დადე, იმ დღესვე დაგიწერე პირველი კომენტარი:))))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№9  offline ადმინი ელპინი

Mtirala
შუა ღამეა...
და ახლა, სასტიკად მინდა წვიმდეს.

გილოცავ შენს დღეს!
მიყვარხარ❤

ჩემთან ახლაც წვიმს, დილით.

მადლობა ყველაფრისთვის!
ძალიან მიყვარხარ.

მარიკუნაა♥️
ანა, შენ ხარ ყველაფერი,
ჰო?
ერთი წელი!
თუ მჯეროდეს...
შენი პირველი ისტორია დღემდე მახსოვს და ისიც, როგორ მოვდიოდით ნაბიჯ-ნაბიჯ მაგ ნაწერიდან...
აქამდე.
არ ვიცი, რა გითხრა,
პირველად ვერ გეუბნები სათქმელს და ბოლოს ეს...
არ ვიცი,
გული მაქვს საშინლად აჩქარებული;))
შენ ხარ ყველაფერი, ანა.
ძალიან მიყვარხარ მე შენ.
სულ ასეთი იყავი და არასოდეს არ შეიცვალო, რა.

უყვარხარ ძალიან მარიკუნას!
და შენთან იქნება ბოლომდე ყველგან, არ აქვს მნიშვნელობა სად და როდის!
♥️

პ.ს. ეს ჩვენი გაცნობის იუბილეცაა, იცი? როგორც კი დადე, იმ დღესვე დაგიწერე პირველი კომენტარი:))))))

მარიკუნა, სულ მინდა გიმეორო, დღეს ვინც ვარ და რამდენსაც მივაღწიე, შენი დამსახურებაა.
შენ რომ არ ყოფილიყავი, ჩემგან არაფერი იქნებოდა, ჰო.
ჰოდა, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.

ხომ იცი,
შენთან რა ურთიერთობაც მაქვს,
ისეთი არავისთან...
საერთოდ.
ძალიან მიყვარხარ!
მადლობა ამ ერთი წლისთვის და კიდევ ბევრი რამისთვის.

ჩვენს ერთ წელს გილოცავ, შენც. :)

№10  offline ადმინი ელპინი

meocnebe avadmyopi
ისევ ისეთია როგორიც აქამდე იყო
გატკენს გაუსაძლისად გეტკინება პერსონაჟის ტკივილი
ისევ ისეთი
პერსონაჟს მისი აზრებით გვაყვარებ
შემდეგ კლავ და გულს გვტკენ
თითქმის ყველა ასეთი ისტორია გაქ
ყველამ მატკინა ბოლოს რამდენიმეს გარდა
ეს რა იყო???ალბათ ის ისტორია,რომელიც ჯერ ვერ გამიანალიზებია
თითქოს ჯერ კიდევ მის მდგომარეობაზე ვფიქრობ
კარგი იყო ძალიან კარგი
და ხო გილოცავ
კიდევ უამრავი წელი გვახარებდე მკითხველს heart_eyes heart_eyes

მეოცნებე ავადმყოფო, მე შენი სახელი ისევ მომწონს, რომ იცოდე.
ალბათ, ისიც გეცოდინება, რომ ასეთი ისტორიების წერა ჩემთვის - ძალიან დიდი ბედნიერებაა.
რაც არ უნდა ვწერო, როგორაც, ვიდრე რომელიმეს არ მოვკლავ და ვატკენ, წერისგან ბედნიერებას ვერ ვიღებ, ხოლმე.
მე ამ დროს ვიცლები.

მადლობა, რომ მკითხულობ და დროს მითმობ,
არ გეზარება აზრის გაზიარება.

მოლოცვისთვისაც მადლობა!
პირიქით, კიდევ დიდ ხანს მიხარებდეთ თქვენ გულს.

№11 სტუმარი სტუმარი blue chamomile

ჩემი ელიიიი
გილოცავ პირველწელს
მეორე წელი წიგნით დაგეგვირგვინებინოს, ან უფრო ადრეც.

ეს ისტორია საშინლად სატკენი, საშინლად განსხვავებული და საშინლად ემოციური იყო და ამდენი ,,საშინელის" მიუხედავად ყველაფერი იყო სისაშინლის გარდა. აქ საუკეთესოდ გიგრძენი. შენი განსხვავებული შვილი გავიცანი და გილოცავ, საუკეთესო დედა ხარ. (იცი,რაც ვიგულისხმე)
ნუუუ აიიიი რავთქვა, ყველაფერი იციშენ ისედაც.
მიყვარხარრ მე შენ!

№12  offline ადმინი ელპინი

სტუმარი blue chamomile
ჩემი ელიიიი
გილოცავ პირველწელს
მეორე წელი წიგნით დაგეგვირგვინებინოს, ან უფრო ადრეც.

ეს ისტორია საშინლად სატკენი, საშინლად განსხვავებული და საშინლად ემოციური იყო და ამდენი ,,საშინელის" მიუხედავად ყველაფერი იყო სისაშინლის გარდა. აქ საუკეთესოდ გიგრძენი. შენი განსხვავებული შვილი გავიცანი და გილოცავ, საუკეთესო დედა ხარ. (იცი,რაც ვიგულისხმე)
ნუუუ აიიიი რავთქვა, ყველაფერი იციშენ ისედაც.
მიყვარხარრ მე შენ!

ჩემო ლურჯო, ძალიან მიხარია, რომ გიცნობ და რომ ასეთი კარგი ხარ შენ.
მადლობა, რა. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ოქრო გოგო ხარ შენ!

ჩემს შვილებს შენც უყვარხარ ძალიან, ირაკლის და ლილიანს მით უმეტეს.

კიდევ ერთხელ მადლობა.
მიყვარხარ ძალიან!

№13  offline წევრი სიბილა

ჯერ ერთი და პირველი-გილოცავ!
მერე და მეორე ემოციების ოკეანე ხარ, ხოდა წერე,,,კიდევ მრავალ წელს გაგყოლოდეს ეს ემოცია

№14  offline ადმინი ელპინი

სიბილა
ჯერ ერთი და პირველი-გილოცავ!
მერე და მეორე ემოციების ოკეანე ხარ, ხოდა წერე,,,კიდევ მრავალ წელს გაგყოლოდეს ეს ემოცია

ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, თუ ასე ფიქრობთ.
იმედია, ისევ წამიკითხავთ და ისიამოვნებთ.
მადლობა, კიდევ ერთხელ!

№15 სტუმარი სტუმარი მარიამო

ელინ, თითოეული შენი ნაშრომი გამოხატულებაა საკუთარი თავისა. დრომ საუკეთესო საჩუქარო გიბოძა წერის სახით. დიდი ბედნიერება გვიბოძა, პირველ რიგში შენ და შემდეგ ჩვენ, შენს მკითხველებს. მოწყურებული, მოშიებული დავნაყრდი, სულიერი საზრდო მივიღე. ჭიდილი ადამიანური არსის პოვნისათვის, ჭიდილი ბოროტსა და კეთილს შორის ადამიანის თანმდევი წყევლა , ან საჩუქარია. ვფიქრობ , მთავარია შეცდომებით, წვალებით იმის პოვნა, რაც სწორ გზაზე დაგაყენებს. შენეული ელფერი აქვს, არა სიგიჟის, არამედ სიღრმის, მარადიულობისა და განსხვავებულობის. ზღვარი, ქაოტურობასა და სიმშვიდეს შორის. ძლიერი შფოთვა, თანმდევი შენი ნაშრომისა საოცრად მომწონს. ის სამოცდაერთი ცალი წვეთიც შენეულია, დროს ერთი წამით ასწრებ, დროც შენეული გაქვს. სიკვდილი ის დასასრულია, რომელსაც ვერსად გავექცევით და სააქაოშიც ბოლო წერტილი მას ეკუთვნის, მაგრამ მაინც, ეგ წერტილიც შენეული მგონია. ელინ, ჩემო გამორჩეულო, შენს თავზე იმაზე მეტს ჰყვები, ვიდრე ფიქრობ. ან უბრალოდ მე მგონია და მესმის ასე. ჩემეულად , შენი ხმა ახლაც მესმის, მასავით, იქ სახეს სისხლით რომ იფარავდა და სიკვდილ მოახლოებული, სამარადისო ცხოვრებისთვის ემზადებოდა. ელინ, შენ ჩემეული გქვია სიგიჟე, მე შენში მიყვარს ფერები ძველი... ოდესმე გეტყვი ალბათ, რატომ ვუწოდე ძველი... ერთ-ერთ შენს ნაშრომზე დაგიწერ. ლურჯს არ გიწოდებ, ჩემთვის ერთადერთი ფერი გაქვს, იისფერი, თუ გინდ იასამნისფერი იყოს. ეს , როგორც დასაწყისის, ასევე დასასრულის ფერია. ჩემთვის კი იცი, ორივეთი მოიაზრები... გილოცავ მოგვიანებით...

№16  offline ადმინი ელპინი

სტუმარი მარიამო

მარიამო, შენ იმ სამოცდამეერთე წამს დაიბადე, რომელმაც შენი ასეთი მარადიულობა და აბსოლუტურად ყველგან განსხვავებულობა ჩამოაყალიბა.
საოცარია ეს სიტყვათა თანწყობა. გრძნობა, რომელსაც ყველა სიტყვაში დებ.
ემოცია, რომელსაც ბრალიანად დასმულ მძიმესაც ატან.
მარიამო.
მინდა, რომ შენი სახელი ბევრჯერ დავწერო და ისევ ბევრჯერ დავსვა წერტილი, რომელიც გამოხატავს იმ ყველაფერს , რაც ვიცით მე და შენ.

მიყვარხარ, მარიამო.
ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ!

მარიამო.

№17 სტუმარი სტუმარი მარიამო

ელპინი

ბედნიერების ელინ, შენეულად მიყვარხარ, ჩვენთვის გასაგებად... ♥ სიგიჟის შემდეგ სიმშვიდე მოდის ჩემამდე შენგან და არ აღგიწერ რა საოცარი კონტრასტია, ჩემზე უკეთ იცი და გრძნობ. მუსიკასავითაა , მთავარია მოუსმინო ... კიდევ შევხვდებით ჩემო იისფერო ელინ

№18  offline ადმინი ელპინი

ძალიან მიყვარხარ, ჩვენეულად, გიჟურად.
შენ რომ ძალიან კარგად გესმის, ზუსტად ისე, მარიამო.

ხშირად გამოჩნდი ხოლმე ჩემთან, რა.

მარიამო.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent