შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღსარება (სრულად)


16-08-2018, 09:13
ნანახია 969

აღსარება (სრულად)

ლიზა

"როცა მოვკვდები ფეხზე მდგომი დამმარხეთ, ისედაც მთელი ცხოვრება დაჩოქილი გვიწევს ყოფნა"
არც ისე დიდი დროა, რაც დედამიწას სხვა უამრავ მოხეტიალესთან ერთად, ჩემი ნაბიჯებითაც ვამძიმებ. სასაცილო ოინბაზის ნიღაბს მიღმა სრულიად სხვა, ჩემთვისაც ამოუცნობ პიროვნებას ვმალავ. ზოგნი იბადებიან, იზრდებიან, ვითარდებიან, მოხუცდებიან და კვდებიან, სიკვდილის სარეცელზე მყოფნი კი, საოცრად მომაჯადოვებლად ყვებიან, მათ მიერ, განვლილი გზის ქარტეხილებისა თუ ბედნიერების შესახებ. ზოგნი კი უბრალოდ იბადებიან და კვდებიან...
შვებულების პირველ დღეს ძილში ვატარებ. საღამოს კი ძილისგან სრულებით გამოფიტული და გაუბედულებული ძლივს ავათრიე დამძიმებული სხეული საწოლიდან. მშია. მაცივართან მილასლასების შემდეგ არჩევანის სრული თავისუფლება ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელ თვალებს ფართოდ მაღებინებს. გაფუჭებული თევზის, ამჟავებული მაწვნის და ობმოდებული მაკარონის დანახვა შიმშილის გრძნობას მომენტალურად მაკარგვინებს. მაცივარს ვხურავ და ჭიქას წყლით ვავსებ, მერე იმაზე დავფიქრდი ბოლოს როდის ვჭამე. ამაოდ, ვერ გავიხსენე. სააბაზანოში შევდივარ და ცხელი წყლის ჭავლის საშუალებით რეალობას მთლიანად თუ ვერა ოდნავ მაინც ვუბრუნდები. მისაღებში აივნის პირდაპირ სავარძელში ვეშვები და სიგარეტს ვუკიდებ, მარცხენა ხელის საჩვენებელ და შუა თითს დავცქერი, ოცი წელია ეს ორი თითი მოხრილ მდგომარებაში არ მინახავს. ალბათ რვა წლის ვიქნებოდი, როცა ქარის სიძლიერით მოქნეულ რკინის კარს სისწრაფეში ვერ ვაჯობე და ჩემი პატარა თითები შიგ მოიყოლა, მოსაჭრელი იყო თუმცა ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს და შემინარჩუნეს, მაგრამ ფუნქცია დაკარგული. მუდამ გაშვერილ მდგომარეობაში მყოფი ორი თითი თავიდან დისკომფორტსა და არასრულფასოვნების შეგრძნებას მიჩენდა, მაგრამ დროთაგანმავლობაში მივეჩვიე მათთან ერთად ცხოვრებას და ახლა სულაც აღარ მახსოვს ჩემი ხელის სასაცილო იერსახე. სიგარეტის ღრმა ნაფაზს ფილტვებში იმდენ ხანს ვაჩერებ სანამ ხველებით არ ვიგუდები. გარეთ სასიამოვნოდ ცრის, წვიმა ფოთლებს ქარის საამო მელოდიის ფონზე ეცეკვება, ლამპიონების ბაცი ნათება კი საცეკვაო მოედანს იდეალურ ადგილად აქცევს. საათს გავხედე, შუაღამეა. თაროდან მტვრით დაფარულ კაფკას-გარდასახვას ვიღებ და ისევ სავარძელში ვეშვები. დერეფანში ატეხილი კისკისითა და მტვრევის ხმით ვხვდები, რომ ჩემი და თავის მეგობართან ერთად დაბრუნდა.
-სად იყავი? -გავძახე მისაღებიდან. საძინებლის კარის მიჯახუნება და იქედან გამომავალი კისკისი ნერვებს მაწყვეტს.
მე და ჩემს დას შორის ექვსი წელია სხვაობა. მისი დაბადება კარგად მახსოვს. ისეთი დღესასწაული მოაწყეს სახლში, როგორიც მხოლოდ ზღაპრებში პრინცესების დაბადების აღწერილობაში ამომეკითხა. დილამდე დროსტარებით გართულებს არც შეუმჩნევიათ, რომ აუტანელ ხმაურს გარიდებული, სათამაშოთი ხელში ეზოში გავიპარე და ხის ძირში მოვკალათდი. სწორედ აქ მიპოვეს მეორე დილით, როცა ჩემი არსებობა გაახსენდათ სათამაშოთი ხელში ჩაძინებული. ასეთი დღეები მრავლად იყო დეას დაბადების შემდეგ.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ მინდოდა თუ არა მისი აღზრდა ჩემ პირდაპირ მოვალეობაში გადაიზარდა. აუტანელი, თავნება ბავშვი, რომლის გვერდით ყოფნაც სრულ ჯოჯოხეთს წარმოადგენდა ჩემთვის. რაც არ უნდა მეცადა მისთვის ქუჩის ცხოვრების მთელი საღორე მეჩვენებია, ის მაინც ირონიულ ღიმილს მომიგდებდა და კარს გაიჯახუნებდა.
მთელი ღამე კაფკასთან და ფოთლებთან მოცეკვავე წვიმასთან ერთად ვატარებ. დილის რვა საათია, წვიმამ გადაიღო, ნაწვიმარ ხეებს შორის ალაგ-ალაგ უკვე გამოჩდნენ მომღერალი ჩიტები და თავიანთი ჰარმონიული ხმით ყველა მოკვდავის დაყრუება განიზრახეს. ვდგები, ქურთუკს ვიღებ და ჯერ კიდევ მძინარე თბილისის ქუჩებს ფეხით მივუყვები. ეკლესიასთან ვჩერდები. იმაზე ვფიქრობ თუ როდის ავანთე ბოლოს სანთელი. ამაოდ, ვერ ვიხსენებ. გზას ვაგრძელებ. ჩამოსასხმელი ყავის ჯიხურს მივადექი და ყავა შევუკვეთე. პირდაუბანელი, თმა გაჩეჩილი, მთელი ღამის მორიგეობით დაღლილი გამყიდველი უღიმღამოდ მიკეთებს ყავას. ფულს ვაძლევ, მადლობას ვეუბნებო და სკვერში შევდივარ. მზე ამაოდ ცდილობს ღრუბლების ტყვეობას თავი დააღწიოს. ჰორიზონტს ვათვალიერებ. მეეზოვის გარდა ვერავის ვამჩნევ. ცოცხით ხელში ბარდიულის კუთხეებში მიყრილი სიგარეტის ბიჩოკების მოგროვებით გართულს არც შევუმჩნევივარ. ყავა უგემურია, მაგრამ მაინც ვსვამ. ბაგეზე უეცრად ღიმილმა გადამირბინა, ის დღე მომაგონდა როცა სიზმრით დაფეთებულს და ატირებულს დედის ხელი მხოლოდ იმიტომ მომხვდა სახეში, რომ ჩემი კოშმარით გამოწვეულმა ღრიალმა დეას მშვიდი ძილი დაუფრთხო. ისე კი ძალიან უცნაური სიზმარი იყო, დამესიზმრა თითქოს ტრიალ მომდორში მარტო ვიყავი, მოულოდნელად მიწამ რყევა იწყო და ბალახი ქვიშად იქცა, იქედან კი საზიზღარი ტარაკანების მთელი არმია ამოდიოდა. ერთ-ერთ ტარაკანა ზომით იმხელა იყო თავისუფლად მოვკალათდებოდი მის სხეულში, სწორედ ეს ტარაკანა მოვიდა ჩემთან იმდენად ახლოს, რომ მის ულვაშებს ცხვირის ნესტოებში ვგრძნობდი. ვეებერთელა წითელი თვალებით მიყურებდა, უცებ პირს აღებს და ადამიანის ენით იწყებს საუბარს. კივილს ვიწყებ და მეღვიძება. შიშისგან საწოლში მეპარება კიდეც, დედა კი ბრაზობს და მთელი ხუთი დღე მისი ხუთი თითი ლამაზად მახატია სახეზე... ფიქრებს ტელეფონის ხმა მიფრთხობს.
-რა გინდა? -ვპასუხობ დეას.
-ცოტა ფულს ვერ მასესხებ? -ისმის ყურმილს მიღმა. ტელეფონს ვთიშავ. ისევ რეკავს, ამჯერად საერთოდ ვრთავ ტელეფონს. გაზეთების ჯიხური იხსნება.
-გამარჯობა ძია ლევან. -ვესალმები შორიდან. ისიც ხელის აწევით მესალმება და გაზეთების დალაგებას იწყებს. მასთან მივდივარ. -მოგეხმაროთ?
-სამსახურში არ აგვიანებ? -კითხვას მიბრუნებს ასაკით უკვე დაძაბუნებული მაგრამ მხიარული.
-შვებულებაში ვარ.
-კარგია შვებულება. -ამბობს საქმეში გართული მოხუცი. ცოტა ხანს მასთან ვჩერდები, ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისზე და პარლამენტარების სქელ ჯიბეებზე ვსაუბრობთ. მასთან აზრის გაცვლა მას შემდეგ იქცა ჩემი ცხოვრების დღის რეჟიმის განუყოფელ ნაწილად, რაც ამ უბანში საცხოვრებლად გადმოვედით მე და ჩემი და. ვემშვიდობები და სახლის გზას მივუყვები. სახლში შევდივარ, სამზარეულოში ჩაიდანი კივის.
-გამორთე ეგ ჩაიდანი. -ვუყვირი ტელეფონში ჩამძვრალ ჩემს დას, არც იმჩნევს ჩემ შესვლას. მერე ჩხუბს ვიწყებთ ჯერ ვკამათობთ, მერე ვყვირით, მერე კი თვალს ჩემი დის ხელის მოძრაობას ვაყოლებ, რომელიც ჩაიდნისკენაა მიმართული, ხელებს სახეზე ვიფარებ, სხეულზე დაგლეჯილ კანს წამებში ვგრძნობ, მერე გონებას ვკარგავ.
თვალებს საავადმყოფოს პალატაში ვახელ, თავდაპირველად ჭერში მოსრიალე გველის თავს ვხედავ, მერე ჩემი ბავშობისდროინდელი კოშმარის მთავარი პერსონა, ტარაკანი კედლიდან გამოდის, თვალებს ვხუჭავ და რამოდენიმე წამში ისევ ვახელ ნელ ნელა ვარჩევ ჭერზე დაკიდებულ უბადრუკ ჭაღს, მტვრიანს, კუთხე ჩამოტეხილს, ნაცრისფერ კედლებს, ალაგ-ალაგ სიძველისგან გადაფხეკილს, წამლის სუნით გაჟღენთილი ჰაერი თავს მატკიებს. მარცხენა თვალით ვერაფერს ვხედავ, ზედ რაღაც მძიმე მადევს, მკლავები გაშეშებული მაქვს, სხეული არაამქვეყნიურ ტკივილს ებრძვის. გონებას ვძაბავ. მომხდარს ვიხსენებ. ექიმი შემოდის. დამამშვიდებელს მიკეთებს, მინდა დავილაპარაკო მაგრამ ტუჩებს ვერ ვხსნი, ერთმანეთს შეწეპებიან და საინფორმაციო საშუალება დაუხშვიათ. სხეულისა და სახის ოთხმოც პროცენტს კანი აღარ აქვს, ხორციდან ამოყრილი საკუთარი ვენების დანახვისას გული მიმდის...



დეა

სამი წელი გავიდა... ეს დრო საკმარისი უნდა იყოს მის დასავიწყებლად, ყოველშემთხვევაში ჩემი მშობლების გონებიდან ამოსაგდებად ამდენი დრო არ დამჭირვებია. ყოველ ღამით მესიზმრება მისი დამწვარი სახიდან მოცქირალი გაბოროტებული თვალები, ტკივილს, სიძულვილს და შურისძიების დაუოკებელ სურვილს ერთად რომ გამოხატავდნენ. ყოველ ღამით ვგრძნობ მის ხელებს ჩემს ყელზე, გაგუდვას რომ მიპირებენ. ყოველ ღამით მესმის მისი სატანისებური კივილი, ეს ხმა დღისითაც არ ტოვებს ჩემ ყურებს. ყოველ ღამით დაბორიალებს მისი აჩრდილი სახლის ყოველ კუნჭულში თითქოს რაღაც დარჩენოდეს და ვერ პოულობდეს. ყოველ ღამით თავიდან ვკლავ ჩემი დის რეალურ სახეს და უშნო, გულისამრევ ვიზუალს კუბოში სახსოვრად ვატან. ყოველ ღამით საკუთარი ხელით ვაყრი მის საფლავს მიწას რადგან სხვა არავინ ყავს.
ყოველ ღამით მინდა მარტო ყოფნა მაგრამ ის თავს არ მანებებს.
-ნანობ შენ საქციელს?
-უნდა ვნანობდე მამაო?
-ღმერთის გწაამს?
-ლიზას წამდა.
-და შენ?
-არა.
-მაშ აქ რისთვის მოხვედი შვილო.
-წარმოდგენა არ მაქვს.
-ღმერთმა შეგინდოს.
-რა უნდა შემინდოს მამაო?
-შენი დის სიკვდილი, სანთელი აუნთე შენი დის სულს.
-როგორ ფიქრობ მამაო მისი სულიც ისეთივე მახინჯია, როგორც მისი ვიზუალი სიკვდილამდე?
-შენი სული როგორია?
-არ ვიცი.
-არც მე ვიცი მისი სული როგორ გამოიყურება.
-მამაო.
-გისმენ შვილო.
-მაინც როგორი შეგრძნებაა როცა კვდები?
-სანთელი აანთე შვილო...
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Lineta

ანი
არ ვიცი ამას როგორ ახერხებ.
სალირისპირო გრძნობებს აღძრავ ჩემში.
მძულს დეა და თან მეცოდება.
მტკენს ისტორია და თან მომწონს ამის შეგრძნება.
მიყვარს შენი გონება და წარმოსახვის უნარი და თან ერთ კარგ სილას ვუთავაზებდი .
მეუცნაურები ❤️

 




Lineta
ანი
არ ვიცი ამას როგორ ახერხებ.
სალირისპირო გრძნობებს აღძრავ ჩემში.
მძულს დეა და თან მეცოდება.
მტკენს ისტორია და თან მომწონს ამის შეგრძნება.
მიყვარს შენი გონება და წარმოსახვის უნარი და თან ერთ კარგ სილას ვუთავაზებდი .
მეუცნაურები ❤️



ესეიგი თან მაქებ და ტან ჩემი ცემა გინდება grimacing
კიდევ კარგი ერთ ქალაქში არ ვცხოვრობთ smile

მადლობა heart_eyes heart_eyes

 



№3  offline მოდერი სალანდერი

აი პროსტა რისი ღირსი ხარ ანი?
დღის სიახლე რომ არ გამხდარიყო, ისე გაივლიდა ვერ ვნახავდი.
ვერ გიტან.
ისტორია? არ იყო ისტორია.
მეტი იყო.
ძალიან ბევრი.
მესმის ლიზასი.
დეასი უფრო.
ბედის ირონიაა.
მეც დავწვი. ძალით არა, მთლად ძალით არა, მაგრამ მაინც მძიმედ. ოდნავ გაუცნობიერებლად და თითქმის ძალით ალბათ.
და მაინც, ვერ გიტან.

 




სალანდერი
აი პროსტა რისი ღირსი ხარ ანი?
დღის სიახლე რომ არ გამხდარიყო, ისე გაივლიდა ვერ ვნახავდი.
ვერ გიტან.
ისტორია? არ იყო ისტორია.
მეტი იყო.
ძალიან ბევრი.
მესმის ლიზასი.
დეასი უფრო.
ბედის ირონიაა.
მეც დავწვი. ძალით არა, მთლად ძალით არა, მაგრამ მაინც მძიმედ. ოდნავ გაუცნობიერებლად და თითქმის ძალით ალბათ.
და მაინც, ვერ გიტან.



ჰო კარგი ნუ ბუზღუნებ ❤
მეც მიყვარხარ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent