შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის ორი კვირა (ნაწილი პირველი)


17-08-2018, 15:21
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 6 995

გაზაფხული…წელიწადის ყველაზე ლამაზი დრო. გამოღვიძებული ბუნება, მრავალფრად აყვავებული: ჭერმის,ნუშის და ატმის ხეები...პირველი ხომ ზუსტად ეს უკანასკნელნი ყვავიან.ახალი სიცოცხლე,ახალი სისხლი და რაც მთავარია მხიარული გუნება-განწყობილება. გინდა ეს შენ თუ არა, თავად გარემო ზემოქმედებს შენზე და სულ სხვანაირი ხდები: მსუბუქი და თავისუფალი. თავს ისე გრძნობ როგორც სუპერ ძალების მქონე მითიური არსება,რომლისთვისაც არ არსებობს სიტყვა: შეუძლებელია!   ღმერთო! როგორ მიყვარს გაზაფხული ის ხომ ჩემი დროა. წელიწადის ამ ულამაზეს დროს ვინებე ქვეყნიერებაზე მოვლენა და იმ ატმის ყვავილებივით ნაზი და ჰაეროვანი ვარ( ნუ დედა ასე ამბობს)    შუქნიშანზე გაჩერებულმა ღიმილიანი სახით დავდე  ტორპედოზე ატმის ხის პატარა ტოტი   და მწვანეზე დაძრულ მანქანების კოლონას ნელი სვლით მივყევი უკან. დილაა  და როგორც ყოველთვის უკვე საცობია. ჩართული რადიოდან ქალაქში არსებული საცობების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ვიღაც თათო. „შენ აგაშენა ღმერთმა ჩემო თათოო“...უკნიდან ვიღაც იდიოტი გაბმით მისიგნალებს. რა უნდა ელაპარაკო? სად ჯანდაბაში წავიდე, გადავაფრინდე წინ მდგომ მანქანებს? შავი მოტოციკლი ძრავის ღმუილით მანქანებს შორის მოხერხებულად ძვრება და შეუფერხებლად გადის სამშვიდობოს. ჭკვიანი! დასაფიქრებელია. მეც ხომ არ გადავჯდე  ამ მოსიარულე,ორთვლინ "კუბოზე"? ჩემი ბებერი "მურანო" მშვენივრად კი გამოიყურება მაგრამ გამოსაცვლელია. ნუ ეგ ოცნებებში. აბა სად მაქვს ახალი მანქანის საყიდელი ფული? სამსახური, სადაც მეხუთე წელია დაუღალავად ვიღწვი,ჩემი მომავლისთვის ერთ ერთი ყველაზე უპერსპექტივოა და ყოველგვარი დაწინაურების გარეშე ერთ ადგილს ვტკეპნი. ერთი და იგივე ყოველდღიური რუტინა და არაფერი ახალი. მაგრამ,როდესაც ქვეყანაში უმუშევრობის ეპიდემია პიკს აღწევს სირცხვილია ვიწუწუნო ჩემს სამსახურზე, სადაც სხვა სამსახურებთან შედარებით მშვენივრად მიხდიან. ნამდვილად არ მიწევს სამას ლარზე ვირული "პახაობა" იმ იმედით,რომ ხელფასს თუ არ მომიმატებენ სიცოცხლეშივე დამაფასებენ და ძეგლს თუ არა პატარა ბიუსტს მაინც დამიდგამენ სახეზე ნაძალადევი ღიმილით და ბებიაჩემის მეზობელი ანზორას ,ბებერი ვირის დიდრონი თვალებით. გაგიკვირდებათ და ჩემს სამსახურში განთქმული ნეპოტიზმის წყალობით მოვხვდი. მოგეხსენებათ რამდენს ნიშნავს რუსეთის ჯარში ორწლიანი მსახურებისას შეძენილი ძმადნაფიცი. თუ არ იცით ჩემსავით გაგებული გექნებათ მამების და ბაბუების ნოსტალგიური ჯარის ისტორიები სუფრასთან.თავად "ბოსი" ამჟამად თამაშგარე მდგომარეობაშია და მანამდე სათადარიგო სკამზე მჯდარი მისი ენამწარე ქალიშვილი უძღვება კომპანიას.უძღვება რაა...დარწმუნებული ვარ დღემდე ვერ ხვდება საერთოდ რა ევალება და რა არის მისი გასაკეთებელი. ყველაფერი ჩვენს ნავარჯიშევ კისერზეა ჩამოკიდებული.მაგრამ რა გინდა რომ გააკეთო?! არაფერი...ვერაფერი. გაჩუმდი და საქმეს მიხედე.       დერეფანში შესულს ქაფქაფა ყავის მოზრდილი ფინჯნით შეიარაღებული ლენუკა შემეფეთა და მკლავში ისე მტაცა ხელი და გამაქცია, ცოტა დამაკლდა ფორთხვით არ გავყოლოდი.
-ვაიმეე...ნინაა, მადლობა ღმერთს დროულად მოხვედი. თათბირია და ფისო გამხეცებული იქნევს მათრახს.-მიხვდით ალბათ ფისო ჩვენი დედალი ბოსია, რომელიც ფარშევანგს უფრო ჰგავს ვიდრე აკრუტუნებილ სიამის კატას. საათზე დავიხედე ათი სრულდებოდა 
-რა ამბავია ამ დილა ადრიან თათბირი, ხაშია?
-მე რა ჯანდაბა ვიცი!თა თბირი და ამოწყვეტა ამათ.-გაკაპასდა ლანა-ყავა უნა ჩავაცეცხლო ქალბატონს ისეთ ხასიათზეა შეიძლება ყველა უმუშევარი დაგვტოვოს.
-დარიშხანი ჩაუყარე-გამეცინა ლანიკას ვიშვიშზე.
-ეგ რა კარგი რამ მითხარი. დამღალა უკვე! ჯანდაბა თავი მისი მოსამსახურე მგონია.-ცხვირი აიბზუა ლანამ.
-კარგი, დაიკიდე და წამოდი! გავიგოთ ერთი რას თათბირობს ქალბატონი ფისო.-ლოყაზე ვაკოცე ლანუკას, რომელმაც გაცისკროვნებული სახე შემომანათა და ამ დროს, დერეფნის ხმაურით გაღებულ კარისკენ გადავიტანეთ ყურადღება, რომლის ზღურბლზეც მაღალმა სილუეტმა გადმოაბიჯა: ძლიერი მხრებით,კისერთან ორ ღილზე ჩახსნილი თეთრი პერანგით და შავი მოდური შარვლით. ერთი ხელი შარვლის ჯიბეში ჰქონდა ჩადებული, მეორეში,კი, უაზროდ ატრიალებდა სავარაუდოდ ბოლო მოდელის სმარტფონს.დებილივით მივაშტერდით ახალ მოსულს. იფიქრებდით ამ საცოდავებს თავის დღეში კაცი თვალით არ ყავთ ნანახიო.
-ვაიმეე...სასწაულად ჩამოცხა-ჩამჩურჩულა ლანიკამ და თავისუფალი ხელი სახესთან რამოდენიმეჯერ დაინიავა.მის შემხედვარეს ხამამაღლა გამეცინა. ახალმოსულმა ცერად გადმოგვხედა და ბოროტად დაკვესილი ლურჯი თვალებით აგდებულად შეგვათვალიერა. ნარცისიზმით დაავადებული ტლუ, რომელსაც თავისი შეუდარებელი გარეგნობიდან გამომდინარე თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია და ჩვენ საწ....ბი მის გარშემო ვტრიალებთ. სად შემიძლიაა?!
-გოგოო...ქართველი კოლინ ფარელი-ამოიწკმუტუნა ლანამ და ფიქრებს გამომტაცა.-როგორ ჰგავს.
-ხოო...ეს თამაშობს დიდი მაკედონელის როლს -გამეცინა ლანაზე-წაუღე ეგ ყავა შენს უფროსს, სანამ გვერდით დაგრჩენია კოლინიც და მაკედონელიც-ხელი მსუბუქად ვუბიძგე ქართველი კოლინის ლურჯთვალება კლონზე დადებილებულ დაქალს. და მეც უკან მივყევი.     
                 
 *      *      *
.    სათათბიროდ გამოყოფილ ოთახში მრგვალი მაგიდის გარშემო ყველა იმ ადამიანს მოეყარათ თავი ვინც რამეს წარმოადგენდა.რიგითი თანამშრომლების გამოკლებით,აბა მაგათ აქ,ზე მაღალ საზოგადოებაში ვინ მოასუნინებდა? ქალბატონი ფისო ლანას მორთმეულ ყავის ფინჯანში ნახევარი სახით ჩამძვრალიყო და წურბელასავით წრუპავდა. კადრების განყოფილების ორი გატყლარწული უფროსი ( დღემდე ვერ ვხვდები რა საჭიროა ორი უფროსი? თუმცა რა მიკვირს ორივე ფისოს დაქალია და აბა გულდაწყვეტილს ხომ არ დატოვებდა?), რომელიღაც დიზაინერის ბოლო დროინდელ ჩვენებას განიხილავდნენ აქტიურად. რამოდენიმეს კი რაღაც ქაღალდებში ჩაერგოთ საქმიანი სახეები. ქართველი კოლინი ფისოს ხელმარჯვნივ მდგარ სავარძლის საზურგეზე გადაწოლილიყო ნებივრად,წინ გამოეშალა გრძელი ფეხები და სახეზე ათამაშებული ღიმილით ტელეფონში იქექებოდა. ლანუკა ყბა ჩამოვარდნილი მიშტერებოდა მამაკაცს და დრო და დრო ხელზე შეუმჩნევლად მბწკენდა. ვერ არის ეს ჯანმრთელად! მის ქმედებებზე სიცილის შესაკავებლად ტუჩი კბილებსშორის მქონდა მოქცეული და ძლივს ვიმორჩილებდი ერთიანად რომ არ ამომეხეთქა ყელში ჩახშული ხარხარი. ფისუნიამ დაგვდო პატივი და ამოყვინთა ყავის ფინჯნიდან და გამჭოლი მზერა პირდაპირ მე დამასო. ისიც კი ვიფიქრე შუბლი გამიბურღათქო და ხელისგული გადავისვი შესამოწმებლად.შევცდი...ყველაფერი რიგზეა.მაგრამ რატომ მომშტერებია დავიჯერო რამე დავაშავე?!
-მაშ ასე!-წითელი ტუჩსაცხით შეღებილი ტუჩები წინ გამობზიკა ფისომ-ალბათ იცით  სიღნაღში ჩვენი ახალი ფილიალის გახსნის შესახებ.-იკითხა და არც დალოდებია ბაღის ბავშვებივით ერთხმაში როდის შევძახებდით დიახ მასწავლებელოს! ან თავის კანტურით დავეთანხმებოდით.ისე განაგრძო:-ჰოდა,ამ ფილიალში რამოდენიმე თქვენგანს მოუწევს ორი კვირის განმავლობაში იქაური თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება.-ყველას გადმოგვხედა.-და ეს რამოდენიმე თქვენგანი იქნებით: ლანა გოგოლაური!ირაკლი სამანიშვილი და შენ-მე შემომხედა ცივი თვალებით.არ ვიცი რა წაიკითხა ჩემს სახეზე რადგან მკაცრად დაამატა:-პრეტენზიები არ მიიღება ჯაყელო!    რა გინდა რომ გააკეთოო?! ბოსია.. სხვა რა გზა მქონდა? ბედს შეგუებულმა მორჩილების ნიშნად ხელები ავწიე და სახე გაცისკრივნებულ ლანას დაბღვერილმა გადავხედე, რომელსაც ისეთი გამომეტყველება ჰქონდა იფიქრებდით ეს ესაა ლატარიაში მილიონი მოიგოო. ნუ, ჯანდაბას გავერთობი მაინც, თან რაც არ უნდა იყოს ირაკლის და ლანას საზოგადოებაში ძნელია მოიწყინო.
-ეს ბატონი -ქართველ კოლინს მიუბარუნდა ფისო-დუდა მჭედლიშვილია. სიღნაღის ფილიალის ადმინისტრაციის უფროსი. ის მოგხედავთ და უზრუნველყოფს თქვენი ორკვირიანი მუშაობის ხარისხს.კარგი შრომა კარგად ფასდება!   როგორც იქნა ინება ბატონმა დუდამ და მცირედი ყურადღება ჩვენზე გადმოიტანა. ისევ ისე ცივად და ამრეზით შეგვათვალიერა და ძველ საქმეს დაუბრუნდა.    გამარჯობა შენი! იდეალურია, ორი კვირა ამ თვით კმაყოფილი ირონიის დიდი კეისარის საზოგადოებაში ტრიალი.                   
 . *     *     *
ესეიგი ტყუილად მაქვს ავტოფარეხი,თუ შევასწარი შესვლა დილით ვერ გამოვდივარ კარებთან გაჩერებული მანქანების გამო და ყოველთვის ვაგვიანებ სამსახურში. ხოლო, თუ ვერ შევასწარი, სადღაც ჯანდაბაში მიწევს მანქანის შეკვეხება და მერე ფეხით ბოდიალო სადარბაზომდე.ეს ფისოც მაგარი ვინმეა რაა.ადრე მაინც გავებრთხილებინეთ.ბოლო დღეს რომ გამოგვიცხადა და ხვალ ფარას ჩამორჩენილი ცხვრებივით მიგვერეკება სიღნაღში. ოხ რა სიამოვნებით ვლეწავდი იმ დაბოტოქსებულ სიფათში! ვბუზღუნებდი და სწრაფად მივიწევდი წინ. ვიმარჯვე და ოსტატურად შევასწარი ჩემს პირველ სართულზე მცხოვრებ მეზობელ ლეილას,რომელიც უბნის,ჭორის რადარივით მუდამ ფანჯარაშია გამოფენილი ახალი გარეცხილი თეთრეულივით და ჭორავს ყველას განურჩევლად სქესისა,ეროვნებისა და რელიგიური მრწამისისა. ჩემთან არანაირი პრეტენზი არ აქვს გარდა იმისა რომ თურმე მაგრად გამიმართლა ესეთი შესაშურად უნაკლო და მზრუნველი მეორე ნახევარი რომ მყავს.მე კი არა მაგას გაუმართლა. თან ზედმეტად ყველას კი არ ჰყავს ჩემისთანა მშვენიერება პირად საკუთრებაში? სამი ზომა მკერდით,ჯენიფერ ლოპესის ბოღმაზე გასასკდომი უკანალით და ბუნებრივად მსხვილი ვნებიანი ტუჩებით. მაღალი ვარ.,დიახ მეტრი და სამოცდა თვრამეტი,თაფლისფერი .თვალის ფერით და გარეგნული მონაცემებით სასწაულად ვგავარ დედიკოს. ხასიათით არა და დიდად არც მინდა ვგავდე, რადგან მისნაირი დამყოლი და წყნარი გოგო ასეთი მადისაღმძვრელი ფორმებით რაზე წარმოდგენასაც ახურებული მამაკაცების დორბლმოდენილი სახეები მიმყარებს, დაიჩაგრებოდა. კაცმა არ იცის გონებაში რამდენნაირი უხამსი პოზებით ერთობიან ჩემთან. დასტოინი გოგოს იმიჯი უფრო მისაღებია და მომწონს.არც ჩემს მეორე ნახევარ დაეწუნება რამე, ორ მეტრიანი მამაკაცია, ზედმეტად ეშხიანი და მომნუსხველი მზერით. მეც ვეწერებოდი მასზე დახამებული დედაკაცების რიცხვში და აშკარად ყველას ვაჯობე ფარულ თუ ნაკლებად ფარულ დუელში. ის ჩემია.რკინის კარი ხმაურით მივხურე და გასაღები შემოსასვლელში მდგარ ტუმბოზე მივაგდე. ჩემი ქმარი ახალი გამოსულო დამხვდა აბაზანიდან წელზე პროვოკაციულად შემოხვეული პირსახოცით და დანამული სხეულით გაცხარებით ესაუბრებოდა ვიღაცას ტელეფონზე. ჩემს დანახვაზე შეცბა ან მე მომეჩვენა არ ვიცი. სწრაფად დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.
-ნინე მოხვედიი?-დაბნეულმა შემომხედა და ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი.
-არა გზაში ვარ-ეჭვნარევად დავაწვრილე თვალები და ისე დავაკვირდი რა ხდებაა?!
-მომენატრე პატარავ-ერთ ადგილზე სარივით დარჭობილს მომიახლოვდა და შუბლზე ფრთხილად მაკოცა.შემდეგ მომცილდა და ღიმილით შემათვალიერა-დღემ როგორ ჩაიარაა?
-საშინლად-ამოვიოხრე და ქუსლების კაკუნით გადავჭერი მისაღები, ტყავის სავარძელზე მოწყვეტით დავეხეთქე და ფეხები სწრაფად ამოვყავი ფეხსაცმელებიდან. მეზიზღება ეს ტყავის სამეული...ზამთარში ცივია,ზაფხულში ცხელი და ეგეც რომ არა საყვარელი დედამთილის მოთრეულია მისი გემოვნების სრული პიკის აფიშირება. აბა კარგი ქალი ხარ და გააპროტესტე ისედაც დიდად არ ვეხატები გულზე, რადგან მიაჩნია რომ მის შვილს არ შევეფერები და ამ ყველაფერთან ერთად უნაყოფოც ვარ რადგან ხუთ წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში არ გავაჩინე შვილი. პრობლემა ჩემშია.და არ შეიძლება იყოს მის შვილში.და თუ მართლაც მისი შვილია მიზეზი მაშინ რა მაიძულებს დღემდე ვიცხოვრო მის გვერდით, რადგან ქალბატონი მზიას აზრით სიყვარული იდიოტების მოგონილი მცნებაა და არ შეიძლება ოჯახი ემყარებოდეს ამ უგვანო გრძნობასა და მაგარ სექსზე მას უფრო მყარი საფუძველი სჭირდება და ეს საფუძველი კი მხოლოდ და მხოლოდ შვილია!
-ხვალ ორი კვირით სიღნაღში მგზავნიან-დაღლილმა ამოვილაპარაკე და სახე მოვისრისე-იქაური ფილიალის პერსონალს ტრენინგები უნდა ჩავუტაროთ.
-ვინები მიდიხართ?-სამზარეულოს ღია ბარის დახლზე ყავის ფინჯანი დამიდგა.ერთი კი თავისთვის მოიმზადა და კარადას ცალი მხრით მიყრდნობილი დამაკვირდა.
-მე ლენკა და ირაკლი. ჩემი განყოფილება რაა, კომპანიის ანალიტიკური ჯგუფი.
-კიდევ?
-იქაური ადმინისტრაციის უფროსი გვიმასპინძლებს.-გამეცინე და დახლთან, მაღალ სკამზე გადავინაცვლე. ლენკას მაგრად დაევასა. გენახა ერთი. მთელი დღე პირ დაღებული დადიოდა, ის. კი ტიპიური კახელია, სუფთა ტლუ.
-მაგას ეშველებოდეს და გათხოვდებოდეს.-გაეცინა ჩემმა ქმარმა.-იქნებ ეშველოს და დარჩეს სიღნაღში. აი, შენ კი ჩემო პრინცესავ, საშინლად სექსუალურად გადგას ეს ზედა. პირდაპირ ცუდად მხდის რომ ვუყურებ.
ფინჯანი დადგა და ჩემსკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი. მერე ორი თითი მაისურის ღილებს შორის გამომდო და თავისკენ დამქაჩა.
-კაკი...-ამოვიკრუსუნე უკვე ვნების ცეცხლმოკიდებულმა და გრძელი მკლავები კისერზე შემოვხვიე.
-ჩემი სექსუალური ქალი.-საჯდომზე ხელები ძლიერად მომკიდა და დახლზე შემომსვა. თვითონ, კი, ჩემს ფეხებს შორის მოექცა, ქვედა ტუჩზე წამეტანა კბილებით, გახშირებული სუნთქვით და ვნებისგან ამღვრეული თვალებით. ხელის კანკალით ჩამიხსნა ყველა ღილი ზედაზე და მხრებზე გადამიწია.
-ღმერთო ნინე, ლიფი არ გაცვია?-სადღაც გაპპარული ხმით ამოიხრიალა და ორივე მკერდი ხელებში მოიმწყვდია.-ღმერთო...ჩემო ულამაზესო, ჭკუიდან გადაგყავარ...-ზედ ჩემს ტუჩებზე ჩურჩულებდა. თუმცა, მეტი ვინ გაცადათ. აღრიალებულმა ტელეფონმა დაგვირღვია ვნებისგან დამუხტული გარემო. ეკრანზე დიდი ასოებით აციმციმდა „ლანა“.-უნდა ვუპასუხო! სუნთქვა აღვიდგინე და ტელეფონს დავწვდი. კაკი არ წყვეტდა ალერსს. მონდომებით მიკოცნიდა მკერდს და ძუძუსთავებს ენით ეთამაშებოდა. ღმერთო...
-ხო, ლანა! თუ რამე საჩქარო არ არის, სჯობია შენი ხელით მოიკლა თავი, სანამ მე მოგკლავ.
-რა იყო ფისო, ხელი შეგიშალეთ?-აკისკისდა ლანა.
-იდიოტო!
-რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გადადება მოგიწევთ, შენს კართან ვარ.-აკისკისდა ისევ.-გამიღე.



ღამით ლანა ჩვენთან დარჩა. გვიანობამდე ვხალისობდით კაკის დაბღვერილ სახეზე და ლანას ეშმაკურ გამოხედვაზე. „ხო, შეგიშალეთ ხელი გვრიტებოო“. მეორე დილას ადრიანად ჩავბარგდით ჩემს ბებერ ქალბატონში. კაკიმ იმდენჯერ მაკოცა, რაღაც მომენტში მეგონა ტუჩებს მომაჭამდა. მერე რამდენიმე მსხვილი კუპირა მომაჩეჩა-„ესეც გამოგადგება“-და შემპირდა მალე დაგირეკავო. ჩვენ,კი ჩავხტით „პიპიაში“ და სიღნაღისკენ ჰერი-ჰერი.
სიღნაღში რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი.მაშინაც, როცა ჩვენმა ექს-პრეზიდენტმა გააპიარა და siyvarulis qalaqi დაარქვა და მანამდეც.ჩემთვის დიდი ვერაფერი ქალაქია, ტურისტებისთვის პირიქით და ალბათ მაგიტომაა, რომ ამ ერთადერთ ქუჩაზე („ერთადერთ“ იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი, ცენტრალური ქუჩაა გაკეთებული) ყოველთვის მოძრაობს რამდენიმე ფოტოაპარატ მომარჯვებული უცხოელი. ბატონი წაბრძანებული გახლდათ, ჩვენით უნდა ჩავსულიყავით ქალქში; იქ გვიმასპინძლებდა და დაგვაკვალიანებდა ყველაფერში. ირაკლის მთელი გზა ეძინა, მე და ლანა კი ვგიჟობდით და ბოლო ხმაზე ვაღრიალებდით მუსიკებს.ვივაჟკაცე და საათ ნახევარში ეგრეთ წოდებულ სიყვარულის ქალაქში გახლდით. „ღმერთო, რა სილამაზეა, ვაიმე რა მაგარია“-ვერ ფარავდა ლანა ამოციებს და აჟიტირებული წამდაუწუმ კიოდა.
-გაგათხივებთ ლანაჩკა ამ ქალაქში და დარჩი.-ამშვიდებდა სიცილით ირაკლი აჟიტირებულ ქალს.
ლამაზი ქალია ლანა. 30 წელს მიღწეული. დღემდე რატოა გაუთხოვარი ვერ ვხვდები. არა, არ ვამბობ ფეხები ყურებიდან ეწყებათქო, მაგრამ რაც აქვს ვერ დაუკარგავ. აი, ქართელიკაცები რომ იტყვიან „ყველაფერი ადგილე აქვსო“-სწორედ ასეთია. მთლად 90-60-90-ზე არა,მაგრამ არც არაფერი არ უკლია. ჩემი ლამაზი გოგო. კომპანიაში მოსვლის დღიდან ვმეგობრობთ და ნამდვილად არ შევმცდარვარ, როცა მას მეგობარი ვუწოდე.
-რატომაც არა,-კისკისებდა ქალი პოზიტივი-აი, ბატონ დუდიკოს თუ გამირიგებ ირაკლი, დიდი სიამოვნებით. ჰმ, რა კაცია.-ჰორიზონტს გაუღიმა ლანამ.
-იქნებ ცოლი ჰყავს მაგ კაცს, რა ვუთხრა?-ხარხარებდა ირაკლი.-გაშორდი, უკეთესი მყავს შენთვისთო?
-ვითომ რატომ არა. მე რას მიწუნებ ირაა?
-არაფერს ჩემო კარგო. ცოლი რომ არ მყავდეს, გითხოვდი ლენ.-მხარზე მოხვია ხელი ირაკლიმ-შენც დაისვენებდი, მეც და ეს კახელი კაციც.
-დებილოო....-იდაყვი გაკრა ფერდში ლანამ.-მე შენ არ მინდიხარ, დუდა მინდა.
ისე თვა თითქოს ირაკლი უკვე ნიშნობის ბეჭდით იყო მის წინ დაჩოქილი და ცოლად გაყოლას ემუდარებოდა. ჩემი გადარეული. მადლობა ქალბატონ ფისოს, რომ ამათთან ერთად გამომიშვა და არა ვინმე თავისიან კუდაბზიკიანებთან.
ბატონი დუდა დანუშნულ ადგილზე დაგვხვდა. ჩვენი მანქანის გამოჩენისას, შავი მერსედესის CLS-დან ვიღაც, რამდენიმე წლით უფროს მამაკაცთან ერთად გადმოვიდა. რას ვუწუნებ, მართლა ძალიან სიმპათიურია. „ამ კაცს ყველაფერი უხდება“-ჩამჩურჩულა, მის დანახვაზე .თვალებში ჭინკებათამაშებულმა ლანამ. ჯინსის ლურჯი შარვალი და თხელი კაპიუშონიანი ქურთუკი ეცვა. ხელში ისევ თვისი განუყრელი ტელეფონი ეჭირა და შავი სათვალე ეკეთა, არანაკლებ ძვირდღირებული.
-გამარჯობა!-ისევ ისე ცივად მოგვიგდო და ხელი ჩამოგვართვა სამივეს. მის თვალებს ვერ ვხედავდი, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო მისი მზერა, რადგან ტუჩს კუთხე ირონიულად ჩატეხა. „იდიოტი! ნარცისი! გაუხეთქო უნდა ეს უტვინო თავი“
-ეს ჩემი თანაშემწე ანრი შანშაშვილია.-გაგვაცნო მისი თანმხლები და გაგვიღიმა. მე ეგრევე ღებინების შეგრძნება დამეწყო, რადგან ხელის ჩამორთმევისას ყველაზე დიდ ხანს ჩემი ხელი გაიჩერა თავის ტორში და მუშტრის თვალით ისე შემათვალიერა თავიდან ფეხებამდე, რომ თავი გამოფენაზე გატანილი რელიქვია მეგონა. მზერაზე ეტყობოდა როგორ მაშიშვკებდა ჯინსსა და მაისურში გამოწყობილს და სურვილი გამიჩნდა, ჩავმჯდარიყავი ჩემს მანქანაში და გადამევლო ამ ამაზრზენი ტიპისთვის.
ჯერ ჩვენი დაბინავება-დასვენება გადაწყდა და ხვალიდან საქმის შედგომა. „ჩვენს მანქანას გამოყევით“-ო,-მოგვიგო კახელმა მასპინძელმა და პირველი ჩახტა თავის მანქანშ. ცენტრიდან დიდ ხანს არ გვივლია. რამოდენიმე წუთში აღმოვჩნდით შედარებით წყნარ ქუჩაზე და მაღალი ორსართულიანი სახლის ჭიშკართან შევჩერდით. კარში მასპინძელი გამოგვეგება. ასაკოვანი, ჭაღარა ქალბატონი სათნო სახით და თბილი ღმილით. “რა მაგარია, ვიღაც ნორმალურად შეგვხვდა“. უკვე მეზიზღებოდა აქაურობა. ორი კვირა ეს იდიოტი ნარცისი და მისი მლიქვნელი თანაშემწე უნდა ამეტანა. ღმერთმა იცის უკვე მერამდენედ გავუგზავნე გინება ქალბატონ ფსოს და დავწყევლე ჩემი თავი.....“ჯანდაბა! სულ რაღაც ორი კვირა“-გავამხნევე საკუთარი თავი და ისე ავუარე ჩემოდნით ხელდამშვენებულმა ბატონ დუდას გვერდი, რომ მისი ცინიკური მზერა ძაღლადაც არ ჩამიგდია. „უტაქტო, კი არ დამეხმარება. მე თუ ვერ მიტანს, ლანას მაინც დაეხმაროს“. რა უნდა ელაპარაკო, არ უსწავლებიათ კულტურა და დედის მუცლიდან ხომ არ დაყვებოდა.
-მოიცა, წამოვიღებ!-თითქმის ხელიდან გამომგლიჯა ანრიმ ჩემოდანი. პირდაპირ ზრდილობის ეტალონი. „ესეც მეორე იდიოტი“. ღმერთო...რა შარში გავყავი თავი. „ოხ ფისო, შენ არ გაიხარე ჩემი ცოდვით“
-მობრძანდით შვილო, მობრძანდით!-მისაღებში შეგვიძღვა მასპინძელი. სახლი უზარმაზარი იყო, ანტიკვარული ავეჯით გაწყობილი. ირგვლის სისუფთავის დასამნის ყვავილების სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.
-თამრი, სტუმრები დააბინავე და შემდეგ ალბათ ისაუზმებენ-თბილად გაუღიმა ბაატონმა დუდამ. უყურე შენ, თურმე ამ იდიოტს ლაპარაკი სცოდნია, რამდენი სიტყვა თქვა. სასწაულია, ღიმილიც უხდება და ხმაც ზედმეტად სასიამოვნო, ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი და ცოტა არი იყოს სექსუალური აქვს. რეებს ფიქრობ ნინე, სულ გადაირიე. მეორე სართულზე გაგვამწესეს: მე და ლანა ერთ ოთახში, ირაკლი კი გვერდით ოთახში.
ჩენი ოთახი სახლის იმ ფრთასთან შედარებით რაც ვნახეთ, ზედმეტად თანამედროვედ იყო მოწყობილი.ღია ფერის კედლები, ფანჯარაზე იატაკამდე დაშვებული ბორდოსფერი ფარდა, უზარმაზარი საწოლი და დიდი კარადა სარკეებით. იატაკზე ფუმფულა, მაღალ ბეწვიანი ხალიჩა ეგო. იმდენად სასიამოვნო, რომ ბევრი არც მიფიქრია. ფეხზე ეგრევე გავიხადე და ფეხშიშველი დავდექი ზედ. ჭერში დაკიდებული ჭაღიდან იისფერი შუქი იღვრებოდა მთელს ოთახში და სასიამოვნო გარემოს ქმნიდა. მალე მოვწესრიგდით, დავისვენეთ და ვისაუზმეთ. ქვემოთ რომ ჩამოვედით, დუდ და ანრი არ დაგვხვდნენ.ვჭამეთ და ავიტეხე, გინდა თუ არა გავისეირნოთთქო. ირაკლიმ „მე პას“-ო, ტელეფონზე დაურეკა ცოლს და ეგ საუბარს დილამდე რომ არ მორჩებოდა ცხადი იყო. დუდა რომ არ დაგვხვდა, ლანასაც შეეცვალა ხასიათი და მოწყენილს ვერ ავაწევინე სავარძლიდან. „გადამრევს ეს გოგო, მგონი სერიოზულად მოსწონს ის იდიოტი“-რაც ნაკლებად მსიამოვნებს, რადგან ტიპს სახეზე აწერია რა ჩიტიც არის და არ მინდა, რომ ლანას გული ეტკინოს. ჯიბეებშ ხელებჩაწყობილი, ნელი ნაბიჯით მივუყვებოდი ქუჩას. მაე ცენტრში ამოვყავი თავი და მუზეუმის ეზოში, პარკშ ჩამოვჯექი. ადრე ვარ ამ მუზეუმში ნამყოფი, ნიკო ფიროსმანის გამოფენა დავათვალიერეთ მე და კაკიმ. „ნეტა რას აკეთებს ეხლა, როგორ არ დამირეკა? არადა, მითხრა დაგირეკავო“.-ტელეფონი მოვიმარჯვე და ნომერი ავკრიფე. რამდენიმე ზარის შემდეგ როგოც იქნა მიპასუხა:
-პატარავ, როგორიმგზავრეთ?
-ეჭვი მაქვს გაინტერესებდეს, თორემ აქამდე დამირეკავდი!-გავღიზიანდი მის უპასუხისმგებლობაზე და ნაწყენმა მივახალე. დიდ ხანს იმართლა თავი, რომთათბირი ჰქონდა სამსახურში, გადარბენაზე იყო და ვერ მოახერხა. ერტი წუთიც კი არ ეცალა, ორი სიტყვის სათმქლად რომ დაერეკა? აი, ამას ვერ ვიტან ყველაზე ძალიან. აბსურდია, არარეალური იმის მტკიცება , რომ ერთი წუთი ვერ მოიცალა დასარეკად, სულ რაღაც ერთი წუთი. მე და კაკი (აკაკი) 5 წელია რაც ერთად ვართ. სამოქალაქო ქორწინებაში ვიმყოფებთ, თავში არც ერთს არ მოგვსვლია აზრად ჯვრის დაწერა. მანამდე ერთი წელი შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა. ვჩხუბობდით, ვრიგდებოდით, მერე ისევ ვიჩხუბებდით. ბოლოს გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება და ყოველგვარი ნიშნობა და მამა-პაპური წინ და უკან სიარულის გარეშე, რამდენიმე მეგობრის თანხლებით მოვაწერეთ ხელი და რესტორანში აღვნიშნეთ. ბავშვზე არც ერთს გვიფიქრია თავიდან. მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენს შორის არ იყო თავსებადობა და საერთო შვილი არ გვეყოლებოდა. ცალ-ცალკე, კი მე უფრო მქონდა შანსი, ვიდრე მას. დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან ჩვენს შორის იყო ის დიდი სისულელე, ჩემი დედამთილი სიყვარულს რომ ძახის, და ის აჩქარებული გულისცემა, ადუღებული სისხლი ვენებში და გამოტოვებული გულისცემა, რაც უერთმანეთობის საშუალებას არ გავძლევდა. ის დიდი ვნება რაც ორივეს გვაგიჟებდა და დღემდე გვაგიჟებს. ყველა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არის კრიზისი, რაც ჩვენც გვჭირს ეს ბოლო ხანებია. კრიზისი, რომელიც გაბეზრებს ადამიანს. არ ვიცი თუ ჭკუის დაკარგვამდე გიყვარს, როგორ უნდა მოგბეზრდეს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ მოგვბეზრდა ერთმანეთი. თითქოს იღლები მისი საზოგადოებით, ყველა მის სიტყვაში ეძებ ისეთ ხელჩასაჭიდს, რასაც წამოეგები როგორც ანკესს თევზი და ამ ანკესით ცდილობ მის გაღიზიანებას. ზოგჯერ ერთმანეთს,ჩვენი მწარე სიტყვებით, საქციელით გულსაც ვტკენთ. მაგრამ მერე ხვდები რომ მის გარეშე ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმოგიდგენია, რომ სუნთქვა გიჭირს, ჰაერი არ გყოფნის და ზიხარ ფანჯარასთან გაშტერებული და ელოდები როდის მოვა, რომ ის შენი ჰაერი ისუნთქო. ჩაეხუტო, მოეფერო, ხელი ჩასჭიდო და უბრადლოს არსად გაუშვა. მჯერა, ჩვენ გადავლახავთ ამ სულიერ კრიზისს, ყველაფერს გავიძლებთ, მთავარია ერთად ვიყოთ. მე მჯერა, რადგან მიყვარს, კი სულის შეხუთვამდე, უაზროდ, უკიდეგანოდ.
-მარტო რატომ ზიხარ?-ნაცნობმა ბარიტონმა ფიქრებიდან გამომიყვანა. თავი ავწიე და ჩემს წინ ასვეტილ ფიგურას შევხედე. ისევ ის სერიოზული საზე. ეს ბიჭი რატომ ცდილობს, რომ იმაზე უფრო გამოჩნდეს ვიდრე არის?!არადა, ჩემზე 2-3 წლით თუ იქნება უფროსი.
-იმედია, ნებართვა არ მჭირდება!-გავღიზიანდი მისი სახის შემხედვარე. უსიტყვოდ მომიჯდა გვერდით. რაღაც სასიამოვნო, გრილი სუნამოს არომატმა შემიღიტინა ზედმეტად მგრძნობიარე სასუნთქ ორგანოში.
-არა, არ გჭირდება!-გაეცინა საყვარლად, მარცხენა ლოყა ჩაეჩხვლიტა სიცილის დროს.
-ნებართვისთვის დიდი გოგო ხარ უკვე.
-„თურმე ლაპარაობს“-გავიფიქრე და აშკარად ხმამაღლა, რადგან ისევ გაეცინა მჭედლიშვილს.
კი, ნამდვილად ვლაპარაკობ. არ მოგწონვარ ხო?-სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და სანამ მოუკიდებდა, ჯერ მე შემომხედა. „ჯენტლმენი, თურნე ზრდილობაც ჰქონია, უბრალოდ გამოყენებისინსტრუქცია სჭირდება.
-კი, რადგან ვერ ვიტან ზედმეტად თავდაჯერებულ იდიოტებს, თავი სამყაროს ცენტრი რომ ჰგონიათ.-ისევ გაეცინა. „დაბოლილია ეს უბედური?“.
-შენ ყოველთვის რასაც ფიქრობ იმას ლაპარაკონ?-თვალები სანახევროდ მოჭუტა და ოდნავ მარჯვნივ გადახრილი თავით დამაკვირდა. რაღაც სხვანაირი მომეჩვენა.
-შენთან მიმართებაში კი.-წოვდექი სკამიდან,-არ მიყვარს პირფერობა!
-ანუ, შენ ფიქრობ რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე იდიოტი ვარ?-გამიღიმა გულუბრყვილოდ. ლოყა ისევ ჩაეჩხვლიტა და თავი ძლივს შევიკავე, თითებით რომ არ შევხებოდი.
-კი და გაუთლელი ხეპრე, სოფლელი ხიხო!
-აი, მე კი ვფიქრობ, რომ შენ ზედმეტად სექსუალური, კომპლექსიანი ქალი ხარ. შენი ქორწინებაში ყოფნის შესახებ რომ არ ვიცოდე, ვიფიქრებდი დაკლიმაქსებული, პრეტენზიული დედკაცი ხარ, რომელსაც სექსი არასდროს არ ჰქონია და ახლაც მგონია, რომ სრულფასოვანი ცხოვრება არ გაქვს. სექსი ორ კვირაში ერთხელ გაქვს და ისიც მამა-პაპურ პოზაშო და ორგაზმი...ეგ ვაფშე რა ხილია, „საიმშიც არ ხარ“.
-იდიოტო, როგორ მელაპარაკები?-შევყვირე სასოწარკვეთილმა.-რამდენს ბედავ?
-აი, ფაქტიც.-სიცილით წამოდგა სკამიდან.-უკაცობა, ჰორმონების ჭარბად მოზღვავება პირდაპირ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ნევროზიანო, შემიძლია კარგი ფსიქოლოგი გირჩიო.
ისევ დამცინის. „დაწყნარდი ნინე, არ აყვე ამ იდიოტს. ცდილობს მოთმინება დაგაკარგვინოს. არ აყვე, მის დონეზე ნუ ჩამოხვალ“.-ღრმად შევისუნთქე ჰაერი და როგორც იქნა, თავი ხელში ავიყვანე.
-იცი რაა?-დოინჯშემორტყმული გავეჯგიმე მაგარი ბიჭივით.-სულ კანიდან რომ გაძვრეთ, მაინც არ აგყვებით ბატონო დუდა. შენისთანა ვიწრო აზროვნების მქონე იდიოტის დონეზე არ ჩამოვალ. ასე რომ, კარგ სეირნობას გისურვებთ. მე სახლში მივდივარ. აგიტანთ როგორმე ორი კვირა.
ზურგი შევაქციე და ჩქარი ნაბიჯით გავუყევი სახლისკენ გზას. უკვე კარგად ჩამობნელებულიყო და ქალაქის გარე განათება ჩაერთოთ. „ეს იდიოტი, თავი ვინ ჰგონია“ ეს ხეპრე, გაუთლელი ხეპრე,...ტვინდახშული...კი იყო ღირსი, ის უტვინო თავი გამეხეთქა“-ბუტბუტუთ გადავედი ჩამობნელელებული ჩიხისკენ. „სულ ცოტაც, სულ ცოტაც და სახლშ ხარ ნინე“. ღმერთო, რა უბედურებაა! აქ ისევ 90-იანი წლებია?-მაინც არ ვწყვეტდი ვიშვიშს. უცებ ქვაფენილზე ფეხი გადამიბრუნდა. ჯანდაბა! ეშმაკს წაუღიხარ მჭედლიშვილო! „შე იდიოტო!“-ქვას ავუქნიე ფეხი და ხელების უმისამართოდ ქნევა დავიწყე. „გარყვნილი იდიოტი, ქვეყანაზე კაცები რომ გაწყდნენ და ეს ერთი დარჩეს, შეხედვის ღირსიც კი არ არის! როგორ გამიბედა? რას ველოდი ხეპრესგან?“.-უცებ ჩემს სმენას ძაღლის განრისხებული ღრენა მისწვდა. ერთ ადგილზე გავიყინე და თავი გვერძზე მივატრიალე. ჩემგან სულ რაღაც სამ-ოთხ ნაბიჯში უხარმაზარი, აღრენილი გერმანული ნაგაზი იდგა. აფოფრილი, თვალებ დაკვესილი მიყურებდა და ისე მიღრენდა, საკბენად რომ მომვარდნოდა, შემჭამდა. ღმერთოოო...აი,სად დამერხა. ბავშვობიდან მეშინია ამ უჯიშო ცხოველების. „დამშვიდდი ნინე, დამშვიდდი“. ახლა მივბრუნდები დაგავიქცევი, მაგრამ სად? ღმერთო შემჭამს ეს ოხერი იმხელაა. ჯანდაბა, ჯანდაბა,ჯანდაბა!რა მინდოდა, რას მივდიოდი? ერთანად კანკალმა ამიტანა, ნერვებს ვეღარ ვაკონტროლებ. ახლა პანიკა დამეწყება. ღრმად სუნთქვა დავიწყე და თვალები ერთმანეთს მთელი ძალით დავაჭირე. ჩემსკენ მოდის ეს ოხერი, მიახლოვდება, ღრენა ახლოვდება. აი, ახლა მეცემა. ღმერთო! ჯანდაბა!...უცებ მხრებზე ძლიერი ხელების მოხვევა ვგრძენი, ეს ძაღლი ვერ იქნება. კი, ნამდვილად ვერ იქნება. და აი, უკვე ვიღაცის ძლიერ მკერდზე ვარ აკრული. ისევ ის ნაცნობი სუნამოს სურნელი და ჩემი პანიკის შეტევაც. მოურიდებლად ავღრიალდი ბოლო ხმაზე და ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა. –„ღმერთო, ღმერთო მიშველე...მიშველე...მიშველე“-ვბუტბუტებდი და მჭედლიშვილის ძლიერ სხეულზე ტკიპასავით აკრული, ძლიერად ვხვევდი წელზე ხელებს და სახე მის მკერდში მქონდა ჩარგული.
-დამშვიდდი. ყველაფერი რიგზეა...დამშვიდდი.
ყურთან მეჩურჩულებოდა მამაკაცი და თავზე ფრთხილად მისვამდა ხელა,შუბლზე მისი ცხელი ტუჩების შეხებაც ვიგრძენი.
-წავიდაა?-ტირილს ვერ ვწყვეტდი-წავიდა ხოო?
-წავიდა, ნინე დამშვიდდი...
-რა?-თავი მის ნათქვამში დასარწმუნებლად ოდნავ გვერძზე შევატრიალე.ისევ იქ იყო იჯდა და მორჩილი თვალებით იყურებოდა.ნურას უკაცრავად წავიდა.
-ისევ აქ არის შე იდიოტო! რატომ მატყუებ?-პირი მოვაღე და უარესად ავტირდი დუდას გაეცინა...არა ჯერ ჩაეღიმა ,შემდეგ ჩაეცინა და ბოლოს ხმამაღლა ახარხარდა.-რა გაცინებს?როგორ ვერ გიტან...ღმერთო როგორ ვერ გიტან.
-რაღაც არ გეტყობა...ისე ძლიერად მეხუტები ჰაერი აღარ მყოფნის.~ირონიულად დამხედა ზემოდან.
-რომ იცოდე რა სიამოვნებით მიგინგრევდი მაგ თვითკმაყოფილ სიფათს-კბილებში გამოვცერი მრისხანედ მაგრამ, პარალელურად ხელს არ ვუშვებდი.-ძაღლების მეშინია.
-იმდენად სექსუალური ხარ...-ტუჩები იმდენად ახლოს მომიტანა ოდნავ მეხებოდა ყურის ბიბილოზე.ტანში მისი შეხებისგან უცნაურად გამცრა-ღმერთო იმდენად სექსუალური...ჩემი სხეულის ქვედა ნაწილს ვერ ვიმორჩილებ.
-მოგკლავ იცოდე-ამოვიღრინე და ფერდში იმდენად მტკივნეულად ვუჩქმიტე სიმწრისგან წამოიყვირა.
-ჯანდაბა...ველურო! -ამოიღრინა და შემდეგ ხმა ისევ ირონიული გაუხდა-რომ მომკლა მაგისთვის შენ უნდა გადარჩე...ახლა იცი რას ვიზამ?იცოდე თუ გაფართხალდები ნინე ორივეს გვიკბენს შეხედე რამხელაა-გაქნილი კაცის ღიმილით მიღიმოდა შემდეგ სახე დუსერიოზულდა და სატირლად დაბრეცილ ტუჩებზე ცერა თითით შემეხო.-მინდა რომ გაკოცო...ჯანდაბა საშინლად მინდა
..-ხმა ზედმეტად სექსულაური გაუხდა და თვალები უცნაურად გადაედღაბნა.
-არცკი გაბედო...მირჩევნია ისევ ძაღლმა მიკბინოს-ხელი უხეშად ვკარი მკერდზე და გაწევას შევეცადე თუმცა, ზურგს უკან ჩემდაჭირად ჩასაფრებულმა ვეებერთელა "გოძილამ" ავისმომასწავლებლად შემომღრინა და მეც წამში ავეკარი მჭედლიშვილს მკერდზე.მასაც არ დაუყივნებია და იმდენად სწრაფად დამეტაკა ტუჩებზე გააზრებაც ვერ მოვასწარი.ქვედა ტუჩზე კბილებით ჩამაფრინდა და სიმწრისგან თვალებზე ცრემლები მომადგა.შემდეგ კი ნაკბენზე ნაზად მაკოცა და ასე ნაზად მიკოცნიდა მონაცვლეობით ბაგეებს.რბილი და ტკბილი ტუჩები ჰქონდა სიგარეტის და მარწყვის ერთმანეთში არეული არომატით.სად იშოვა ამ ადრიან გაზაფხულზე მარწყვიი? !ღმერთო ნინიე რა დებილობებზე ფიქრობ მაშინ როდესაც უცხო მამაკაცი ტუჩებს თავხედურად გიკოცნის შენ კი ის გადარდებს სად იშოვა მარწყვიი? არ არსებობს...ჩემი ქვეცნობიერი ბოროტად მიკვესავდა თვალებს და როდესაც კეფაზე მისი ხელის შეხება ვიგრძენი და კოცნაც ზედმეტად ღრმა და მომთხოვნად ვნებიანი გახდა ვიდექი ერთიანად აკანკალებული და სრულიად გამოთიშული რეალურ სამყაროს და ცოტა მაკლდა არ ავყოლოდი ამ სასიამოვნო პროცესის გახანგრძლივებაში.
-გემრიელოო...-ზედ ტუჩებზე დამჩურჩულა ღიმილით და კვლავ ცერით მიმეფერა დასიებულ ქვედა ბაგეზე ,შემდეგ კი სახე ჩემს კისერში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა ჰაერი.
-ახლა უთხარი წავიდეს-გატეხილი ხმით ამოვიხრიალე.
-ის ჩემს გარეშე არსად წავა ნინე..
-რატომ?-უცებ ვერ მივხვდი რა მითხრა.
-იმიტომ, რომ ჩემი ძაღლია ნინე-ვიგრძენი როგორ გაეღიმა-შეგიძლია მომშორდე არ იკბინება.
-რა?-გველნაკბენივით გავხტი უკან-იდიოტო! როგორ ვერ გიტან...იმდენად არეული ვიყავი,ბრაზისგან ათრთოლებულმა
სათქმელს ნორმალურად ვერ მივუყარე თავი.
-ვიცი...-გამიღიმა და ძაღლს მიუბრუნდა:-რექსი წავიდეთ სახლში!
მანამდე ჩემს ცხვირ წიმ მჯდარი ძაღლი წამოდგა და მორჩილად დაადგა სახკისკენ მიმავალ გზას.ვიდექი ერთ ადგილზე გახევებული და თავს საშინლად ცუდად ვგრძნობდი იმდენად ცუდად რომ პირზე ავიფარე ორივე ხელი და თავი ვეღარ შევიკავე, რომ არ მეტირა..
-გემრიელოო-გამიღიმა დუდამ და ტუჩი კვილებსშორის მოიქცია.ზურგი მაქცია და წინ წასულ ძაღლს მიჰყვა უკან.





№1  offline წევრი kora

ეს რა გემრიელობით დაგვიბრუნდი. როგორ შეგიძლია ყოველ ჯერზე ისეთი მამაკაცი პერსონაჟები გაგვაცნო, რომ ეგრევე მიყვარდება ყველა. შენი ისტორიების გადამკიდე არც იმის თქმა გამიჭირდება აწი რომ ერთი ნახვით სიყვარულის მჯერა :დდდ არადა არ მჯეროდა:)))
დუდაზე უკვე გავგიჟდი და ეს კაკი რატომ არ მომეწონა ნეტა?! რაღაც მეუცნაურა პირველივე გამოჩენაზე მისი უცნაური მზერა და ეგ ერთი მეყო მის ასათვალისწუნებლად:დდდ
პ.ს. ეს ორი დღე ისე დამაკლდა ყოველდღიურ რეჟიმში შენი ისტორიის მოლოდინი, რომ საოცრად მიხარია შენი დაბრუნება. მიხარიხარ ძალიან <3
--------------------
kira.G

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

აუუ რა კარგი დასაწყისია განსხვავებული და საინტერესოო. გთხოვ ნუ დააგვიანებ ხოლმე ინტერესში ჩავარდი ლანას რა ეშველება დუდას ნინე მოეწონააა::)))

უი ფეფო შენ ყოფილხარ აბა ვისიამოვნებ ახლა შენ ხომ განუმეორებელი თხრობის მანერა გაქვს. მიხარია შენ რომ ხარ

 


№3 სტუმარი makukuna

ვახ, სულ გადაირია შენი მუზა, ხოოო? heart_eyes

სულ სიცილით ჩავედი ბოლომდე, და მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: უბედურობა ხარ, ფეფოია, ვინცხა ხარ smile smile

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

vaaaaaa ra magari motxrobit dagvibrundiiii

rodis dadeb axal tavs. damaintriga zalian❤❤❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

სტუმარი lia
vaaaaaa ra magari motxrobit dagvibrundiiii

rodis dadeb axal tavs. damaintriga zalian❤❤❤

როდის დაა smile ვმუშაობ ხოდა დავალებული მაქვს ფურცლიდან ვორდში ამიკრიბონ ტექსტი smile აუ თუ გაიგო მომკლავს...მაგრამ ძალიან .იყვარხარ ჩემო ანასტეიშა heart_eyes არ მეჩხუბოო...ხო რას ვამბობდიი? ხვალ იქნება მეორე ნაწილი.სულ ორია kissing_heart ძველი ისტორიაა საშინლად განსხვავდება ჩემი სტილისგან.გამიხარდა რომ მოგეწონათ

makukuna
ვახ, სულ გადაირია შენი მუზა, ხოოო? heart_eyes

სულ სიცილით ჩავედი ბოლომდე, და მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: უბედურობა ხარ, ფეფოია, ვინცხა ხარ smile smile

heart_eyes ჩემი გოგოო

 


№6  offline წევრი tamuna.s

ვაიმე როგორ მომეწონა, ეჭვი მაქვს რომ მაგრად ვიხალისებთ. დუდა რა ტიპია ნახე რა, დროს არ კარგავს.:დდ რაც შეეხება კაკის რატომ მგონია რომ საყვარელი ყავს და რაღაცას მალავს, თან ძაან სერიოზულს. ისე გაუსვი ხაზი მათ შეუავსებლობას შვილთან დაკავშირებით, მარგამ მგონია რომ შეიძლება საყვარეთან ერთად შვილიც ყავდეს ლევათ :დდდ შეიძლება ძაან გავიჭერი ფანტაზიებში:დდდ მაგრამ რავი რა ვიცი აბა :დდდ ვნახოთ რა მოხდება. გელი მოუთმენლად

 


№7  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

kora
ეს რა გემრიელობით დაგვიბრუნდი. როგორ შეგიძლია ყოველ ჯერზე ისეთი მამაკაცი პერსონაჟები გაგვაცნო, რომ ეგრევე მიყვარდება ყველა. შენი ისტორიების გადამკიდე არც იმის თქმა გამიჭირდება აწი რომ ერთი ნახვით სიყვარულის მჯერა :დდდ არადა არ მჯეროდა:)))
დუდაზე უკვე გავგიჟდი და ეს კაკი რატომ არ მომეწონა ნეტა?! რაღაც მეუცნაურა პირველივე გამოჩენაზე მისი უცნაური მზერა და ეგ ერთი მეყო მის ასათვალისწუნებლად:დდდ
პ.ს. ეს ორი დღე ისე დამაკლდა ყოველდღიურ რეჟიმში შენი ისტორიის მოლოდინი, რომ საოცრად მიხარია შენი დაბრუნება. მიხარიხარ ძალიან <3

ჩემი დუდიკოო bowtie მიხარია ჩემო კარგო ასე რომ გაკლივარ...

tamuna.s
ვაიმე როგორ მომეწონა, ეჭვი მაქვს რომ მაგრად ვიხალისებთ. დუდა რა ტიპია ნახე რა, დროს არ კარგავს.:დდ რაც შეეხება კაკის რატომ მგონია რომ საყვარელი ყავს და რაღაცას მალავს, თან ძაან სერიოზულს. ისე გაუსვი ხაზი მათ შეუავსებლობას შვილთან დაკავშირებით, მარგამ მგონია რომ შეიძლება საყვარეთან ერთად შვილიც ყავდეს ლევათ :დდდ შეიძლება ძაან გავიჭერი ფანტაზიებში:დდდ მაგრამ რავი რა ვიცი აბა :დდდ ვნახოთ რა მოხდება. გელი მოუთმენლად

smile დამელოდეეე kissing_heart

 


№8  offline წევრი tamuna.s

Life is Good
kora
ეს რა გემრიელობით დაგვიბრუნდი. როგორ შეგიძლია ყოველ ჯერზე ისეთი მამაკაცი პერსონაჟები გაგვაცნო, რომ ეგრევე მიყვარდება ყველა. შენი ისტორიების გადამკიდე არც იმის თქმა გამიჭირდება აწი რომ ერთი ნახვით სიყვარულის მჯერა :დდდ არადა არ მჯეროდა:)))
დუდაზე უკვე გავგიჟდი და ეს კაკი რატომ არ მომეწონა ნეტა?! რაღაც მეუცნაურა პირველივე გამოჩენაზე მისი უცნაური მზერა და ეგ ერთი მეყო მის ასათვალისწუნებლად:დდდ
პ.ს. ეს ორი დღე ისე დამაკლდა ყოველდღიურ რეჟიმში შენი ისტორიის მოლოდინი, რომ საოცრად მიხარია შენი დაბრუნება. მიხარიხარ ძალიან <3

ჩემი დუდიკოო bowtie მიხარია ჩემო კარგო ასე რომ გაკლივარ...

tamuna.s
ვაიმე როგორ მომეწონა, ეჭვი მაქვს რომ მაგრად ვიხალისებთ. დუდა რა ტიპია ნახე რა, დროს არ კარგავს.:დდ რაც შეეხება კაკის რატომ მგონია რომ საყვარელი ყავს და რაღაცას მალავს, თან ძაან სერიოზულს. ისე გაუსვი ხაზი მათ შეუავსებლობას შვილთან დაკავშირებით, მარგამ მგონია რომ შეიძლება საყვარეთან ერთად შვილიც ყავდეს ლევათ :დდდ შეიძლება ძაან გავიჭერი ფანტაზიებში:დდდ მაგრამ რავი რა ვიცი აბა :დდდ ვნახოთ რა მოხდება. გელი მოუთმენლად

smile დამელოდეეე kissing_heart


გელოდებიიიი..:დდ

 


№9  offline წევრი Gvantsa_g

აუ რა მაგარი გოგო ხარ!
უკვე დუდაც მიყვარს, ისევე როგორც ყველა სხვა შენი მთავარი გმირი! heart_eyes
უკვე ისე ველოდები ახალ თავს relaxed

 


№10 სტუმარი სტუმარი Solo

L.G მაგარი ხაარ ????

 


№11 სტუმარი Tamara_83

ძველია თუ ახალი აშკარად რაღაც კარგია. ვგიჟდები ასეთი "ინტრიგანი ბიჭები" რომ გყავს :))))))) ასეთი მუხტი საშინლად უხდება შენს მოთხრობებს :)

 


№12 სტუმარი LB

aaaaaaaaa es ra iyoo :o ai vgijdebi shens ushret fantaziaze, getayvanebi am sityvis sruli mnishvnelobiit <3 <3 vaime aranairad ar myofnis sheni motxrobebi da exla ramisaa vitiro imdenad ar mindoda es tavi damtavrebuliyoo (( ai uzomod mikvarkhar fefoo <3 <3

 


№13  offline ადმინი შამანი

ნინეოო? flushed ახლა ორმაგად სიამოვნებით და ინტერესით წავიკითხავ შემდეგ თავს. sunglasses innocent
აშკარად განსხვავებული სიუჟეტია და მომწონს ძალიან heart_eyes kissing_heart

პ.ს.თავიდან სახელი ნინა,რომ დავინახე შანსი არაა წერეთელი დაბრუნდა მეთქი?! blush მერე ნინე,ნინეო და ბეჭდური შეცდომის ბრალი იქნება სახელი ნინა თქო და ლამის მოვიწყინე,მაგრამ აქ ისეთი სცენარი დაგვახვედრე,რომ ნინეს ვგულშემატკივრობ ახლა bowtie joy
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინია

OMG! ცეცხლი ნავთი ვულკანი რა შეიძლება ვუწოდო უკვე ამ თავს :დ
ჰოდა ვგიჟდები უკვე დუდიკოზე.. მხოლოდ ლანა... ჰო მიხვდები..
იმედია მოგვარდება..
ჰოდა მალე დადებ?
სული გამძვრა.
არად ჯერ მეორე დღეა :დ
მაგრამ მაინც ვეღარ
ვითმენ!!!!
და იმედია წინა ისტორიასაც არ დაგვიგვიანებ :|

 


№15  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

შამანი
ნინეოო? flushed ახლა ორმაგად სიამოვნებით და ინტერესით წავიკითხავ შემდეგ თავს. sunglasses innocent
აშკარად განსხვავებული სიუჟეტია და მომწონს ძალიან heart_eyes kissing_heart

პ.ს.თავიდან სახელი ნინა,რომ დავინახე შანსი არაა წერეთელი დაბრუნდა მეთქი?! blush მერე ნინე,ნინეო და ბეჭდური შეცდომის ბრალი იქნება სახელი ნინა თქო და ლამის მოვიწყინე,მაგრამ აქ ისეთი სცენარი დაგვახვედრე,რომ ნინეს ვგულშემატკივრობ ახლა bowtie joy

:) es Dzveli istoriaa...xo chemi nine .ori tavia mxolod da mxolod.dges meores davdeb:

სტუმარი ნინია
OMG! ცეცხლი ნავთი ვულკანი რა შეიძლება ვუწოდო უკვე ამ თავს :დ
ჰოდა ვგიჟდები უკვე დუდიკოზე.. მხოლოდ ლანა... ჰო მიხვდები..
იმედია მოგვარდება..
ჰოდა მალე დადებ?
სული გამძვრა.
არად ჯერ მეორე დღეა :დ
მაგრამ მაინც ვეღარ
ვითმენ!!!!
და იმედია წინა ისტორიასაც არ დაგვიგვიანებ :|

madlobaaa :* ar davagvianeb dges davdeb meores ogond cota mere exla iseti ambebi maqvs:D

LB
aaaaaaaaa es ra iyoo :o ai vgijdebi shens ushret fantaziaze, getayvanebi am sityvis sruli mnishvnelobiit <3 <3 vaime aranairad ar myofnis sheni motxrobebi da exla ramisaa vitiro imdenad ar mindoda es tavi damtavrebuliyoo (( ai uzomod mikvarkhar fefoo <3 <3

chemo kargeboo:* mec miyvarxart da mixarixart:*

 


№16 სტუმარი Ani

Ramagariaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent