შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყოს ჩვენში ლურჯი (თავი2)


18-08-2018, 10:27
ნანახია 117

იყოს ჩვენში ლურჯი (თავი2)

სანისთან მივედი და გვერდით მივუჯექი. თავიდან, არაფერს ამბობდა. შემდეგ, ლაპარაკი დაიწყო თავის ყოფილ შეყვარებულ, ანუშკაზე. ისიც კი მითხრა დღეს, რომ დაშორდა. მე ვერაფერი ვუთხარი. მგონი, ადგილზე გავიყინე. ძალები მოვიკრიბე და სასტუმროში დავბრუნდი.
არ ვიცი იმ დღეს რა მჭირდა. საიდან უნდა ვიცოდე, სანის გვერდით თუ, ხარ ყველაფერი გავიწყდება თუ, რამე არსებობს მისგარდა ამ სამყაროში. არ ვიცოდი, ასეთი გრძნობა თუ იყო სიყვარული. ვიჯექი სანის გვერდით და ადგილიდან ვერ ვიძროდი. სიყვარულია ადგილიდან, რომ ვერ იძვრი თორემ წასვლა ხომ ყველას შეუძლია. ახლოს ვიყავი მასთან, მაგრამ მინდოდა კიდევ უფრო მივვახლოვებოდი. ყველაფერი მიყვარს მასთან ერთად, მაგრამ არა მის გარეშე. ხანდახან, შენთან ახლოს ვჯდები, შენს გვერდით ადგილი, რომ ვიპოვო. მოვდივარ და მერე ვჩერდები, ვჩერდები და მერე ვერაფერს ვგრძნობ შენს გარდა. ყველაფერი მიყვარს რაც, შენ გეკუთვნის, მაგრამ მინდა შენ მეკუთვნოდე. მინდა, ჩემი იყო და მხოლოდ ჩემზე ფიქრობდე. ვფიქრობ და მგონი ვერ ვხვდები სულ რატომ მინდა შენს გვერდით ყოფნა. თუ, გეტყვიან, რომ ნარკომანი ვარ, უნდა დაიჯერო რადგან, ჩემი ნარკოტიკი შენ ხარ. თუ, გეტყვიან, რომ შემიყვარდი, უნდა დაიჯერო რადგან, ჩემი სიყვარული შენ გაქვს. თუ, გეტყვიან, რომ დავიკარგე, უნდა დაიჯერო რადგან, ჩემი ლაბირინთი შენ ხარ.
გამუდმებით ომმი მაქვს საკუთარ თავთან . ბრძოლაც რთულია. დიდ მოედანზე და ვდგავარ და საკუთარ თავს, ხელებს ძლიერად ვურტყავ. მერე, დალურჯებულ ხელებს ვუყურებ და ვერაფერს ვგრძნობ. რა უცნაურია, ანატომია. ამბობენ, ერთი დარღვევა და ყველაფერი მთავრდებაო, მე კიდევ, არაფერი მაქვს რიგზე, მაგრამ ცხოვრება გრძელდება...
ჰო, ის ფერი იყო ჩვენში მე, რომ გამყინა. ძლიერი ვიყავი, მაგრამ ყინულს ღრმად ქონდა ფესვები გადგმული ჩემს სხეულში. ყინულით, რომ შეძლებ სიყვარულს, მერე დარწმუნდები სიყვარულში. არ ვიცი, მაინდამაინც რატომ მიყვარდა, ლურჯი. ხომ, რაც გიყვარს სწორედ ის განადგურებს ბოლოს. მაინც, მინდოდა ყოფილიყო სიყვარული ჩვენში, ლურჯი.
დღეს, უნდა წავსულიყავი. ვიცი, სანის ვეღარ ვნახავდი. ისიც ვიცოდი, რომ მომენატრებოდა. რთულია, გავიფიქრო სანის დავიწყება, მაგრამ საშინელებაა ვიგრძნო ეს ტკივილი. ყველაფერი, თავიდან უნდა დამეწყო.
წვიმდა. ციოდა, მეც კი, მციოდა. ლიანდაგებს მივუყვები და ცრემლებს ვყლაპავ.მივდივარ და ვენები მიკანკალებს, მასში სისხლი შენგამო ჩქეფს. როგორი შეგრძნება მქონდა? ღრმა, უსასრულო სიცარიელე.
არ გითხარით, რომ უკვე ჩამოვედი? სახლში, რომ მივედი დათას ძლიერად ჩავეხუტე და გავამაგრე.
ახალი მე, რომელიც ისევ ძველი ცხოვრებით ცხოვრობს.
ახლა, რომ ვფიქრობ, ვერასდროს წარმოვიდგენდი სადმე კიდევ თუ შევხვდებოდით ქობულეთის გარდა. რა მოხდა უნივერსიტეტამდე? იქამდე, სანამ შენში დავიკარგებოდი?
სანამ სანიმდე მივალთ, ჩემზეც ვისაუბროთ. სასაცილოა ამაზე, რომ ვიწყებ საუბარს, მაგრამ ყავა მიყვარდა. ვფიქორბ ხოლმე, არ არსებობს ადგილი სადაც, ყავა არ დამილევია. კაფეში ვმუშაობდი.
დეკემბრის შუა რიცხვები იყო და რომ გავიღვიძე, თავს უცნაურად ვგრძნობდი. რაღაც მომინდა, მე თვითონაც არ ვიცი, რა. (დარწმუნებული ვარ, თქვენც გექნებოდათ ოდესმე ასეთი შემთხვევა). ამიტომ,გადავწყვიტე კაფეში წავსულიყავი და ყავა დამელია. მარტო არ მინდოდა ყავის დალევა, თან, ნინაჩკა უკვე იქ იქნებოდა. ცოტავს ვიჭორავებდით, მუშაობის დაწყებამდე. ნინაჩკა, ჩემი დაქალია. სანიზე ყველაფერს
ვუყვებოდი. იმდენს ველაპარაკები ხოლმე, ხანდახან, მგონია, რომ სანი მასაც შეუყვარდება. ყოველი შემთხვევისთვის, ნინაჩკას დავურეკე:
- ნიინ, კაფეში ხარ?
- კი, გოგო. ამოდი ცოტა ვიჭორავოთ, თან, ახალი მიმტანი გვყავს, მასთან ერთად იმუშავებ.
- კარგი, მაშინ. ისედაც, ვაპირებდი ახლა, წამოსვლას.
- მიდი, მიდი, კექსებიც გვაქვს.
ცუდ ხასიათზე, რომ ვიყავი ან, როგოგრც ახლა ვარ, თმებს მაღლა ვიწევდი და გარეთ ისე გავდიოდი. ხოდა, თმები მაღლა ავიწიე. შავი, მოკლე კაბა და ნაცრისფერი მაისური მეცვა. ჩანთა ავიღე და კაფეში წავედი. ნინაჩკა, როგორც ვთქვი უკვე კაფეში ფუსფუსებდა. კაფეში, რომ შევედი სხეულში ვიბრაცია ვიგრძენი. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. თავი უცნაურად ვიგრძენი. მეგონა, ეს გოგო ჩემ ჯაშუშად გამოგზავნა ვინმემ. და ვინ იყო? ვიცი, გაგიკვირდებათ, მაგრამ ანუშკა გახლდათ, ჩვენი ახალი მიმტანი. ამ გოგოსთან ერთად როგორ უნდა მემუშავა? საინტერესო იცით რა არის? ეს გოგო ტელეფონზე გაუჩერებლად
ლაპარაკობდა. ვიცი, ვიცანი, სანის ეჩხუბებოდა და ტელეფონი გაუთიშა. სწრაფი ნაბიჯებით მივედი ნინაჩკასთან და ყველაფერი ავუხსენი.
- დაუჯერებელია, ნიინ. ახლა, რა უნდა ვქნა?
- არაფერი. ვიკა, მისმინე, რაც მათ შორის მოხდა შენი ბრალი არ არის.
- ახლა, მის სახეს ყოველდღე უნდა ვუყურო და ყოველდღე გავიხსენო ყველაფერი?
- ცუდია.
- რთულია.
საინტერესო ის იყო, რომ სანისთან შეხვედრაც მელოდა ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ველოდები შემდეგ თავსს^^

 




სტუმარი მარიამი
ველოდები შემდეგ თავსს^^

აუცილებლად heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent