შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის ორი კვირა(ნაწილი მეორე)


18-08-2018, 13:39
ავტორი Life is Good
ნანახია 1 706

გაზაფხულის ორი კვირა(ნაწილი მეორე)

მთელი სამი დღე ისე გავიდა, რომ მჭედლიშვილისგან არანაირ სექუალურ შემოტევას ადგილი არ ჰქონია. ვატარებდით ტრენინგებს. ოფისი მართლა საუცხოო აღმოჩნდა, უმაღლესი სტანდარტებით გაწყობილი და ასე თუ ისე მაინც  თავისი საქმის მცოდნე, შეკრული გუნდით. ხანდახან გამოჩენილი დუდა ისევ ისე ამრეზით და ირონიით გვექცეოდა. პატარა ბავშვივით აცეტებული ლანა, გაბრწყინებული თვალებით დასდევდა კუდში ზემოთხსენებულს, რაც ნერვებს საშინლად მიშლიდა, რადგან მშვენივრად ვიცოდი რა ნაგავიც იყო მჭედლიშვილი და ისიც გარკვევით ჩანდა, რომ სულ ცალ ფეხზე ეკიდა ლანაც და მისი გრძნობებიც. ათასში ერთხელ გამოჩნდებოდა, დაგვცოფავდა და ისევ ისე გაუჩინარდებოდა, როგორც გამოჩნდებოდა. ბოლო რამდენიმე დღეა, რაც შანშიაშვილის იაფფასიან კომპლიმენტებს ვისმენ და მისი ვნებამორეული თვალების დანახვისას, სურვილი მიჩნდებოდა მივვარდნოდი და დამეთხარა. კვირის ბოლოს ჩემმა ბედოვლათმა ქმარმა სიურპრიზი მომიწყო და გაუფრთხილებლად დაგვადგა თავზე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თვალებ გაბრწყინებული მიშტერებოდი საყვარელ მამაკაცს და მეგონა ბედნიერებისგან გავსკდებოდი.

ახალი მოსაღამოებული იყო. ყველა მეორე სართულის აივანზე, მოწნულ სკამებში ვისხედით და სასაცილო ისტორიებს ვყვებოდით. მართალია ჰაერში ადრეული გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა სუსხი. ამიტომ, თბილ კაპიუშონიან ზედაში გამოწყობილს, ფეხები სავარძელზე მქონდა აკეცილი და კაკის მხარზე თავმიყრდნობილი, ღიმილით გავყურებდი ჰორიზონტს.

ჭიშკართან მანქანის საბურავების ხმა რომ გაისმა, ლანამ ყურები წამებში ცქვიტა და ზღვაში გასული ჯარისკაცის მომლოდინე ცოლის თვალებთ მიაწყდა აივნის მოაჯირს. ცოტა ხანში ძაღლის ყეფის ხმაც მოსწვდა ჩვენს სმენას და პატარა ბავშვის კისკისიც.

-კატო, მამ-გაისმა ნაცნობი ბარიტონი და შევამჩნიე როგორ ეცვალა ლანას გამომეტყველება. წამებში, კი უკვე პირველ სართულზე ისმოდა ბავშვის აჟიტირებული კივილი და მამაკაცის სიცილი.

-თამლიიი....თამლიკოო....მოვედიიი!

ირაკლიმ ლანას მოჰხვია ხელი, კაკიმ კი მე გადმომხედა კითხვისნიშნის მქონე მზერით, მე , კი მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.

პირველ სართულზე ჩასულებს სასაცილო სცენა დაგვხვდა. 3-4 წლის  ქერა კულულებიანი გოგონა კივილით დასდევდა თავისზე ორჯერ დიდ ძაღლს და ცდილობდა მისი ყურებით დაჭერას. ძაღლიც ხტუნვა-ხტუნვით ეთამაშებოდა და შიგადაშიგ ყეფით იგერიებდა.

-შვილო, სტუმარი გვყავს!-სავარძელში, ჩვენსკენ ზურგით მჯდარ მამაკაცს გასძახა თამრიკომ.-ჩვენი ნინას მეუღლე გვესტუმრა დღეს დილით.

ჯერ ამოგვხედა ოთხივეს, მერე ფეხზე დინჯად წამოიმართა. ირონიული თავის დაკვრით მოგვესალმა და მერე კაკის ძლიერად ჩამოართვა ხელი. ახლაღა დავხედე მის ხელებს. საოცრად გრძელი, თლილი და მოვლილი ხელის თითები ჰქონდა. მაჯას ძვირადღირებული უცხოური ფირმის საათი უმშვენებდა. მოკლე მკლავიანი მაისური ეცვა, ნავარჯიშევი მკლავები და თითქოს გამჭვირვალე კანიდან, ამობერილი ძარღვები ეტყობოდა.ოდნავ ფერმკრთალს, ალბათ უძილობისგან თვალის უპეები ჩაშავებოდა.

-სასიამოვნოა!-ოდნავ მოჭუტული თვალებით, ზერელედ შეათვალიერა კაკი და შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა. ირონიულად მიღიმოდა, ბოლოს, კი ოდნავ შესამჩნევად ენის წვერი ქვედა ტუჩზე გადაიტარა და მოილოკა. თვალი ავარიდე. ისედაც ამ ბოლო დროს მარტოდ დარჩენილს, იმაზე მეტად მეფიქრებოდა მის უნამუსოდ მოპარულ კოცნაზე და საშინლად გემრიელ ტუჩებზე ვიდრე გათხოვილი ქალისთვის იყო მიზანშეწონილი. მერე მახსენდებოდა კაკი და მჭედლიშვილზე უგონოს შეყვარებული ჩემი საუკეთესო მეგობარი. ვბრაზობდი და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, უნამუსო მოღალატედ.  თავს არ ვიმართლებ, მართალია ის კოცნა ჩემი ბრალი არ იყო და არც ჩემი სურვილით მომხდარა, მაგრამ მაინც მოღალატე ვიყავი, რადგან ვფიქრობდი და მომწონდა იმ კოცნის გახსენება, რომელიც სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა მთელს სხეულში. „რა გინდა ნენე?!“

-მამიკო....-ბავშვის ხმამ მომწყვიტა საკუთარ თავში გაურკვეველ, აბურდულ ფიქრებს და პატარს დავხედე.

-ხო, მა....-მჭდლიშვილი მის ფეხებზე შემოხვეულ ბავშვთან დაიხარა თბილი ღიმილით. ამ წამს სიცივით და ირონიით გაჟღენთილ დუდას კი არა, ალერსიან, თბილ და მზრუნველ მამას ვხედავდი.

-მამიკო წავიდეთ რა სახლჩი!

-კარგი პატარავ წავიდეთ.-მჭედლიშვილმა ბავშვი ხელში აიყვანა და შუბლზე აკოცა.

-მა, ესენი ვინ არიან?-ინტერესით გადმოგვხედა ცნობისმოყვარე ბავშვმა.

-ესენი თამარა ბებოს სტუმრები არიან მა.

-შენ რა ლამაზი და საყვარელი გოგო ხარ.-გაუცინა ლანამ.-არ გინდა ჩემთან მოხვიდე? ერთმანეთი გავიცნოთ-მოეფერა ჩეი მეგობარი ბავშვს.

ბავშვმა მორცხვად შემოგვხედა და მერე სახე მამამისის კისერში ჩაყო და ცალი თვალით გვაკვირდებოდა.

-კარგი, ჩვენ დაგტოვებთ!

-დუდა, ბები მიდიხართ უკვე?-კარში თამარა შემოფიფინდა.-რა გეჩქარებათ ბე? შენ რატომ მიდიხარ კატუსი?

-ხო, თამრი წავალთ. კატომ მოიწყინა. ხვალ შემოგივლით ისევ. რექსი, წავედით! -გასძახა ძაღლს და ქალს ლოყაზე თბილად აკოცა. მამამისის კისერში თავჩარგულმა კატომ ამოგვხედა და ხელი დამშვიდობების ნიშნად დაგვიქნია. ამ დროს საიდანღაც რექსიც გამოჩნდა. დინჯი ნაბიჯებთ მოდიოდა. ისე ახლოს ჩამიარა, ხელზე ვიგრძენი მისი ნესტოებიდან გრილი ამონასუნთქი და ტანში უსიამოვნოდ გამცრა. მერე, კი,კიბეებზე ჩამოირბინა და უკვე  მანქანასთან მყოფ პატრონს დაეწია, რომელმაც უკანა კარი გაუღო და რექსიც უკანა სავარძელზე შეხტა.

-არ ვიცოდი თუ თქვენი შვილიშვილი იყო.-ყავის ფინჯნებით სასტუმრო ოთახში ვისხედით. კაკიმ გადაუდებელი საქმე მოიმიზეზა და თბილისში ამ საღამოსვე დაბრუნდა. მეც დიდად არ გამიპროტესტებია. მიუხედავად იმისა, რომ რომ ძალიან მეწყინა და გულიც  დამწყდა.

-ხო, შვილო.-სევდიანად გაგვიღიმა თამარამ და შევატყვე თვალები როგორ აუწყლიანდა.-ჩემი ერთადერთი ქალიშვილის, ერთადერთი შვილია.....მხოლოდ ეგ დამრჩა მე უბედურს, ეგ და პატარა კატო...

-ძალიან ვწუხვარ.- ლანამ ხელზე ხელი დაადო აცრემლებულ ქალს.

-სიმსივნე ჰქონდა....ავთვისებიანი სიმსივნე თავში, არაფერმა უშველა, სად არ გვყავდა, მაგრამ...-აგრძელებდა ქალი. საშინლად გულდაწყვეტილი ვუსმენდი თამარას და ხმის ამოღებასაც ვერ ვახერხებდი. რა გინდა უთხრა ამ დროს შვილ მკვდარ დედას?! როგორ და რანაირად შეიძლება ანუგეშო და შეუმსუბუქო მოუშუშებელი ტკივილი, რასაც ერთადერთი შვილის სიკვდილი გიტოვებს. მაგრამ, ეს კიდევ არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც შემდეგ დაამატა, რამაც მთელი არსებით შემძრა. მთელი გულ-მუცელი ამომიტრიალა და ვიგრძენი როგორ ამიტყდა ნერვული კანკალი, მეგონა გულმა ფეთქვაც კი შეწყვიტა.

-ჩემს ერთადერთ ბიჭსაც იგივე სჭირს....ჩემს ერთადერთ იმედს. ჩემს გახარებას და სიბერის დამამშვენებელს.-ქალმა ,თვალებიდან ჩამოგორებული მსხვილი ცრემლები ხელისგულით მოიწმინდა.-გენეტიკურიაო ექიმმა. არ ვიცი რამდენ ხანს დავტკბები მის გვერდით ყოფნით....არ ვიცი. ერთადერთი, რასაც ყოველ სისხამ დილით უფალს ვთხოვ ის არის, რომ მე აღარ მომასწროს იმ უბედურებას რაც ერთხელ გამოვიარე. პირველი მე მინდა წავიდე. მშობლები შვილებმა უნდა მიაბარონ მიწას და არა პირიქით. ებრძვის, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

ამის მოსმენა უკვე ჩემს ძალებს აღემატებოდა, გიჟივით წამოვვარდი და ეზოში გავიჭერი. დარწმუნებული ვარ კარგს არაფერს იფიქრებდნენ ჩემზე, მაგრამ ამ წუთას სულ ფეხებზე მეკიდა ვინ რას იფიქრებდა. ღრმად ვისუნთქავდი გრილ ჰაერს და ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა. პირზე ვიტაცე ხელი, რომ ყვირილით არ ამეკლო მთელი სიღნაღი. რატომ განვიცდიდი ასე, ის ხომ ჩემი არაფერი იყო? ალბათ იმიტომ, რომ ისიც ადამიანი იყო და ამ ასაკში ნამდვილად არ იმსახურებდა ამდენ ტკივილს, მეტიც სიკვდილს. ხო, ნამდვილად არ იმსახურებდა ნაადრევ სიკვდილს. ის ახალგაზრდა  და ენერგიული ადამიანი იყო და მამა პატარა კატოსი. მთელი ღამე ძილბურანში მყოფმა გავატარე.  სულ თვალწინ მედგა მჭდლიშვილის  მომხიბლავი სახე, ირონიული ღიმილი, თლილი თითები, რომლითაც ტუჩებზე მეხებოდა და სისხლივით წითელი ტუჩები, საოცრად ვნებიანი და არომატული.

არა რაა, მაინც რამდენად უსამართლოა წუთისოფელი. მოვდივართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გვტკიოდეს, ვიტანჯოთ. თუ გაგვიმართლა გვიყვარდეს, მაგრამ იმდენად ცოტა ხნით ვიცოცხლოთ, რომ ვერც კი ვასწრებთ აღქმას თუ რისთვის და ვისთვის მოვდივართ ამ ქვეყანაზე. ტკივილმა ასაკი არ იცის. მისთვის სულ ერთია პატარა თუ დიდი, ქალი თუ კაცი. ტკივილი მოდის და ჩვენი თანმდევია, სამადლოდ მოგდებული რამდენიმე ათწლეული სიცოცხლის მანძილზე. მისი გაყუჩება შეიძლება, მაგრამ ძირფესვიანად აღმოფხვრა არა, ეს შეუძლებელია. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ მისთვის ტკივილი არ არსებობს და ეს უკანასკნელი უცხო ხილია. ტკივილი ტკივილია და მას ათასნაირი განშტოება აქვს. სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილი, იმედგაცრუების ტკივილი, დაკარგვის ტკივილი, სულიერი და ფიზიკური ტკივილი. ეს საშიენელებაა....ეს უსამართლობაა....მაგრა, ეს ყველა ჩვენთაგანის ხვედრია. ყველა შევიგრძნობთ, მაგრამ სხვადასხვანაირად.

დარჩენილმა ერთმა კვირამაც ჩვეულებრივად ჩაიარა. განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა. მჭედლიშვილი ერთხელ იყო ოფისში.შორიდან მოვკარი თვალი, კაბინეტის კართან ყავის ფნჯნით ხელში ვიღაც კაცს ესაუბრებდა. უარესად ფერმკრთალი მომეჩვენა, სიარულითაც ოდნავ განსხვავებულად, მძიმე ნაბიჯებით დადიოდა. შემამჩნია და  ოდნავ გამიღიმა. თვალი ავარიდე და აქოთქოთებული ლანასკენ გადავერთე. რაღაც ვატყობდი, რომ ამ ბოლო დროს მჭედლიშვილის მიმართ ინტერესი გაუნელდა. „ნუთუ მისმა ავადმყოფობამ შეაშინა?“-არ ვიცი. ჩვენი მოღვაწეობის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად კორპორატიული საღამო გაიმართა. მთელი ოფისის თანამშრომლები იყვნენ შეკრებილნი. უფროსმა რამდენიმე წუთით შემოგვიარა, მადლობა გადაგვიხადა გაწეული სამსახურისთვის და მალევე დაგვტოვა. ირაკლი და ლანა მშვენივრად ერთობოდნენ. ლანამ ვიღაც ბიჭიც გაიცნო და მისით აჟიტირებულს, აღარც კი გავხსენებივარ. ანრი დამშული მგელივით ტრიალებდა ჩემს გარშემო. ყურადღება რომ არ მივაქციე, კეთილი ინება და შემეშვა. გადაღლილს, ეს ხმაურიანი მუსიკა და შემთვრალი თანამშრომლების  ყიჟინი, თავს უარესად მატკიებდა. ამიტომ, ირაკლი მოვძებნე და ვუთხარი მე სახლში მივდივართქო. წვეულების ეშხში შესულს, ბევრი კითხვებით თავი არ შეუწუხებია. უბრალოდ, თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ხალხს შეერია. სახლამდე ფეხით მივედი. გზაში რამოდენიმეჯერ დავრეკე კაკისთან, მაგრამ  არ მიპასუხა. მერე, კი საერთოდ გაითიშა მომსახურების ზონიდან, დიდად არ გავბრაზებულვარ, უკვე აღარც კი მეშლებოდა ნერვები, აზრი არ ჰქონდა ნერვიულობას იმაზე, რაც არ გამოსწორდებოდა და თუ გამოსწორდებოდა, საერთოდ არ იყო სანერვიულო. სახლში მოვედი. თამარა ბებო აშკარად სახლში არ იყო. ალბათ, სადმე იყო გასული. სწრაფად ავირბინე კიბეზე და ჩემს ოთახში შევედი. უკვე ჩალაგებულ ჩანთაში თბილი სპორტულები მოვიძიე და ჩავიცვი. გარეთ სიგრილე იყო და თბილი სპორტულები საშინლად მსიამოვნებდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ოთახში, ჩემს სმენას რექსის ყეფის ხმა რომ მისწვდა. ფანჯრიდან გავიხედე, როგორც მახსოვს დაბრუნებისას სახლში არავინ დამხვედრია და არც ჭიშკართან იდგა დუდას მანქანა. არც ახლა ჩანდა სადმე, ძაღლის ხმა კი სახლის უკანა ეზოდან მოდიოდა. ბოტასები ამოვიცვი და დაბლა ჩავედი  არც კი ვიცოდი, სახლს უკანა ეზო თუ ჰქონდა, არც კი დავინტერესებულვარ. ქვაფენილით მოკირწყლულ ბილიკს დავუყევი და მაღალი ხეებით დაჩრდილული მცირე ზომის ბაღში აღმოვჩნდი, რომლის სიღრმეშიც მოწნული სავარძლები დაედგათ მრგვალი მაგიდის გარშემო. ერთ-ერთ სავარძელში დუდა იჯდა. მხრებში მოხრილი,  იდაყვებით მაგიდას ეყრდნობოდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. რექსიმ ჩემს დანახვაზე ერთი შემომყეფა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. ეს დინჯი ტირანი, მართალია კეთილად იყო ჩემს მიმართ განწყობილი, მაგრამ მაინც შიშს მგვრიდა და ადგილზე გავჩერდი, ფეხს ვერ ვიცვლიდი. კაცმაბთავი ასწია და გამომხედა. რამდენიმე წამი გაოცებული მაკვირდებოდა. აშკარად, არ ელოდა ჩემს გამოჩენას. მერე მკრთალად გამიღიმა და თავით მანიშნა, მოდი, ნუ გეშინიაო. ღრმად ჩავისუნთქე, გონებაში  სამამდე გადავთვალე და ფრთხილად დავიწყე სვლა მათკენ. რექსი არ განძრეულა, პირიქით პატრონის ფეხებთან დაწვა და თავი თათებზე ჩამოიდო. სავარძელი გამოვწიე და მის გვერდით ჩამოვჯექი. წინ ულამაზესი ხედი იშლებოდა: შავი ღრუბლებიდან ამოწვერილი სავსე მთვარე ანათებდა დაბლა ხელისგულივით გადაშლილ ალაზნის ველს. წარმომიდგენია, დილით რა სანახაობა იქნებოდა. რიჟრაჟის ფონზე მწავენეში ჩაფლული ბარაქიანი ველები, უხვად რომ ეფრქვევა ამომავალი მზის მაცოცხლებელი სხივების წვიმა.

-ადრე დაბრუნებულხარ.-ჩამოწოლილი სიჩუმე მჭედლიშვილის ხავერდოვანმა და დაბალმა ბარიტონმა დაარღვია, ვენებში სასიამოვნოდ რომ გაიშალა.

-ხო, არ მიყვარს ასეთი წვეულებები. სახლში მშვიდად ყოფნას ვამჯობინებ ყოველთვის.-კაცს გავხედე. სავარძლის საზურგეს გადაწოლოდა ზურგით და გულზე ხელებ დაკრეფილი უსასრულობაში იხედებოდა.

-არადა, მე პირიქით მეგონა.-ქვემოდან ამომხედა.

-ხოო, პირველი შთაბეჭდილება ზოგჯერ მცდარ დასკვნებს გვაკეთებინებს.-ალალად გავუღიმე.

მჭედლიშვილმა სიგარეტს მოუკიდა და ირონიული ღიმილით გადმომხედა. „ირონიის მეფე“.

-ანუ აღიარებ, რომ შენი სიტყვები უკან მიგაქვს, რაც პირველი შთაბეჭდილების შემდეგ მითხარი?

-არც იოცნებო, თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და ორივეს გაგვეცინა.

-დამთავრდა თქვენი ორ კვირიანი  უიქენდი.  ხო, საქმე თქვენ არ გაგიკეთებიათ და მეტი რა შეიძლება დაერქვას თქვენს ვოიაჟს?

-ნურას უკაცრავად! ოფისში არასდროს არ ბრძანდებოდი და რა იცი რას ვაკეთებდით. მიკვირს როგორ განდობენ კომანიას.

-არ მითხრა რომ გაკლდი.-გაიცინაა ცინიკოსმა.

-მე? არა.  ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით.-მხრები ავიჩეჩე და პატარა ბავშვივით ენა გამოვუყავი. გულიანად გამიღიმა.

-იმედია, იმ ზოგზოგიერთებში შენი დაქალიც არ შედის.-თვალი ჩამიკრა.

-არ მითხრა რომ იცოდი.-თვალები ვჭყიტე.

-რა თქმა უნდა!-ჩაიცინა მხრების აჩეჩვით.-ჯერჯერობით მხედველობა არ მღალატობს და ვედავ  მდედრობითი სქესის ახამხამებულ წამწამებს, ჩემთან ურთიერთობისას.-ჰორიზონტს გახედა ისევ.-შენი გამოკლებით რა თქმა უნდა.

-ნარცისი! - ჩავილაპარაკე ცხვირაბზუებულმა.

-გავიგონე. ხვალ მიდიხართ?

-კი, დილით.- მეც ჰორიზონტს გავხედე, ღრუბლებში მოცურავე მთვარე ხან დაიმალებოდა და ჩამოაბნელებდა გარემოს, ხანაც ამოყვინთავდა და ისევ უხვად აფენდა თავის სინათლეს უკუნში ჩაძირულ არე-მარეს. - შეგიძლია ჩვენგან დაისვენო. იმედია, აღარ შევხვდებით.

-მინდა დაგამშვიდო და გითხრა, რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს. - გვერდზე გადახრილი თავით დამაკვირდა და გამიღიმა, სულ სხვანაირად, თბილად. ყოველგვარი ცინიზმის და ირონიის გარეშე.-შენთვის არ მითქვამს ჩემს კომპანიაში რომ მუშაობ?

-რა? -  ნერწყვი გადამცდა და ლამის დავიხვრჩვი. ხველა ამიტყდა და სული ძლივს მოვითქვი.

-ფრთხილად, არ დაიხრჩო! - ზურგზე თანაგრძნობით რამდენჯერმე დამარტყა ხელი. - აიხედე მაღლა, ნახე ნათლიები გიცინიან. - პატა ბავშვივით მომიჩლიქა ენა და მერე სიცილი აუტყდა.

-იდიოტო! -ხელი ავუქნიე გაბრაზებულმა.

-იცი რა საყვარელი ხარ? - უცებ დაუსერიოზულდა ხმა და წინ ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადამიწია ყურს უკან. მოულოდნელობისგან გავშეშდი, ყელში გაჩხერილი ნერწყვი გაჭირვებით გადავაგორე კისერში. ღმერთო, რა მემართება? ეს კაცი სასწაულად მაბნევს.

-ნინა ვიცი...ვიცი, რომ ქმარი გყავს. ისე ცოტა არ იყოს მშურს შენი ქმრის.-სევდიანად ჩაიღიმა.-ცოტა კი არა, მაგრად მშურს. უბრალოდ, მგონია რომ უსამართლობაა. ნამდვილად არ იმსახურებს შენისთანა ქალს. დარწმუნებული ვარ ისიც კი არ იცის, რა სექსუალური ქალი ჰყავს.

-არ გვინდა ამაზე ლაპარაკი!- ძლივს ამოვიხავლე. ხმა სადღაც გამპარვოდა. ვიჯექი გაშტერებული და ისე მივშტერებოდი მამაკაცს, თითქოს ცხოვრებაში პირველად ვხედავდი. სახეზე ხელი მომკიდა და ახლოს მიმწია. მეც არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ დავყევი მის ნებას. შუბლზე შუბლი მომადო და ცერა თითით ნაზად მეფერებოდა ლოყაზე. შემდეგ ქვედა ტუჩზე გადაატარა რამდენიმეჯერ. არ გავტოკებულვარ. მის სისხლისფერ ტუჩებს მივშტერებოდი, რომელიც ჩემთან იმდენად ახლოს იყო, რომ ერთი მცდელობა....უბრალო სურვილი და ადვილად მივწვდებოდი. საოცრად ნაზი კანი ჰქონდა.

-გიყურებ და სურვილი მკლავს ჩემად გიგულო. - ტუჩებზე მეფრქვეოდა ჩურჩულს ამოყლილი ცხელი ჰაერი. - მაგრამ, ვიცი, ვიცი რომ უბრალოდ შეუძლებელია.

-დუდა! - რაღაცის სათქმელად დავაღე პირი, მაგრამ ვერ მოვახერხე.

-ჩუ...-თითი დამადო ტუჩებზე და გამაჩუმა. - ნინე....

ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და შეცვლილი, ჩახლეჩილი ხმით თქვა ჩემი სახელი. - პირველად მჭირს ასეთი რაღაც. პირველად ხდება, რომ თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებ. - ჩაიცინა. - დანახვისთანავე მომეწონე, მაგრამ ვიცოდი ვინც იყავი და იმ აგრესიით ვცდილობდი შენს მიმართ აკვიატებული ფიქრებიის უკუგდებას. არ გამომივიდა. ვერ შევძელი. სუსტი აღმოვჩნდი.

ჩემდა უნებურად ცრემლები წამომივიდა. მაშინ ვიგრძენი, როდესაც ლოყები დამისველდა და მამაკაცის თითებზე გადაინაცვლეს.

-არ იტირო პატარავ, ჩემს გამოს არასდროს იტირო ნინე. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გაიგო, იცოდე არ იტირო!

ვიცოდი, ვხვდებოდი რასაც მეუბნებოდა და უარესად ამიჩუყდა გული. ვეღარ მოვითმინე ,კისერზე შემოვხვიე მკლავები და ძლიერად მივიხუტე მისი თავი გულზე. თავს ისე სუსტად ვგრძნობდი ამდენი ემოციისგან, მეშინოდა გული არ წამსვლოდა. მის სუნთვას ვგრძნობდი ჩემს კისერთან. მერე, კი ყურის ძირთან ვიგრძენი ცხელი ტუჩების შეხება, ლოყას რომ მიყვებოდა და ტუჩის კუთხესთან შეჩერდა.

-შანსი რომ მქონდეს, სულ პატარა შანსი, -ჩაეცინა მწარედ - ვიქნებოდი ეგოისტი და გთხოვდი მიგეტოვებინა ყველა და ყველაფერი, მაგრამ არ მაქვს. დავაგვიანე. იცი, ყოველთვის ყველგან ვაგვიანებდი. ეგ კი არა, დაბადებაც კი დავაგვიანე ხო იცი.

-ძალიან ვწუხვად დუდა....

-დამამშვიდე ხო იცი? - გამიცინა და ისევ ისე საყვარლად ჩაეჩხვლიტა ლოყა. ვეღარ მოვითმინე და ფრთხილად შევეხე თითებით ჩაჩხვლეტილ ადგილზე.

-ახლა რა ვქნა, გაკოცო?

-იდიოტო, არც კი გაბ...-არ მაცადა დამთავრება, ისე დამწვდა თავისი გემრიელი ბაგეებით. მოულოდნელობისგამ სუნთქვა შემეკრა. ფრთხილად მკოცნიდა. ისევ ის არომატი, არაამქვეყნიურად სასიამოვნო და გემრიელი. ღმერთო, რა ჯანდაბა მემართება. ამ მომენტში ისე გავითიშე სამყაროსგან, ფეხებზე მეკიდა ვინ, სად და როგორ ვიყავი, ვინ მყავდა, სად მელოდებოდა და მერქვა თუ არა ამ საქცელის მერე უნამუსო მოღალატე. სულ ერთი იყო ვინ რას იფიქრებდა ჩემს საქციელზე. ეს კაცი, ეს უხეში და საშინლად სექსუალური კაცი, ამ წუთას ნაზად რომ მიკოცნიდა ტუჩებს საშინლად მიზიდავდა და აღმაგზნებდა. ჩემში იმდენ ამოუცნობ შეგრძნებას აღვიძებდა, რომ ფეხებზე დავიკიდე ყველა და ყველაფერი. მისი სახე ხელებში მოვიმწყვდიე და კოცნაში ავყევი, რომელიც სინაზიდან მომთხოვნ და ჭკუიდან შემშლელ, ვნებამორეულ კოცნაში გადაზრდილიყო. ალბათ, ალკოჰოლი მმატებდა გამბედაობას.

-ნენე! - ჩემს სახელს ოხვრა ამოაყოლა კაცმა. თავისკენ დამქაჩა და მუხლებზე გადამისვა, სახით თავისკენ. არ შევწინააღმდეგებივარ. ვიცოცი, ვიცოდი რომ საშინელ შეცდომას  ვუშვებდი, მაგრამ რა ვქნა, რომ ასე მინდოდა. სპორტული მოსაცმლის შიგნით  ხელები რომ შემიცურა და მისი თითები შიშველ მკერდზე  ვიგრძენი, სისხლმა შხუილით დაიწყო ვენებში მოძრაობა და სიამოვნების კანკალმა ამიტანა. თავი უკან გადამივარდა და ყელისკენ გზა გავუხსენი. არ დააყოვნა და სველი კოცნებით დამაცხრა. მერე არ მახსოვს როგორ მივაღწიეთ სახლამდე ან, ვის ოთახში ვიყავით. უზარმაზარ საწოლზე შიშველი ვიწექი, მამაკაცი კი ხელებით, ტუჩებით, ენით დათარეშობდა ჩემი სხეულის ყველა წერტილზე. მკოცნიდა, მაგიჟებდა, ჭკუიდან გადავყავდი. მერე მთელი სიმძიმით ვიგრძენი მისი დაწოლა, წელზე შემოვხვიე ფეხები და კბილებს შორის მოქცეული ტუჩებით ვცდილობდი იმ სიამოვნების კივილის ჩახშობას, ჩემშ შემოსული ძლიერი ბიძგებით რომ იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ კაკის ამდენ წლიანი პარტნიორობით სრულფასოვანი, სექსუალური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ეს სულ სხვა იყო, განსხვავებული, გასაგიჟებლად სხვანაირი. ჭკუის შეშლამდე სასიამოვნო იყო სექსუალური აქტის ფინალი. სხვა სამყაროში გადაფრენილი ორი ადამიანის აკანკალებული შიშველი სხეული, ამაოდ რომ ცდილობს პულსის დამშვიდებას. ძლიერად შემოხვეული მკლავებით, მთელი სხეულით ვეწებებოდი მამაკაცს და ამაოდ ვცდილობდი დამშვიდებას. „ახლა გავაფრენ“ -ერთადერთი ფრაზა რაც გონებაში მიტრიალებდა ეს იყო. ორგაზმის დროს, რამდოდენიმე წამი მეგონა რომ გული გამისკდებოდა.

-ჩემი სიგიჟე. - დამჩურჩულა ტუჩებზე კაცმა და ორივე ბაგე დამიკოცნა.

 скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი აბლაბუდა

ვაიმეე გავაფრენ და გავგიჟდები იცოდე, როგორ ველოდი ამ თავს და რას წარმოვიდგენდი რა მელოდა, არც კი გაბედო ჩემს დუდას რამე დაუშავო, ხომ იცი ვერ ვიტან სიკვდილებს :((

 



№2  offline წევრი Farvana

ძალიან ძალიან მომწონს შენი წერის სტილი და ისტორიები.ეს ისტორიაც ძალიან მომწონს,მაგრამ რა ვქნა დუდას პერსონაჟს ვერასოდეს შევიყვარებ,ვერც იმას შევეგუები თუ ნინე და დუდა ერთად იქნებიან.სორი მაგრამ ამ ორს ერთად ვერ ავიტან.მოთხრობის წაკითხვას ყველაფრის მიუხედავად გავაგღძელებ,მაინც მომეწონება,რასაც დაწერ,მაგრამ ეგ ორი ერთად არა.დანარჩენი კი
--------------------
ფარვანა

 



№3  offline წევრი უცნაური მე

იმედია ცუდი დასასრული არ ექნება :( ისტორია მომწონს.. შენი სტილი არაა მთლად, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოგდის და დარწმუნებული ვარ არც ამით ვიქნები უკმაყოფილო <3 ველოდები გაგრძელებას <3

 



№4 სტუმარი სტუმარი ინგა

ძალიან მომწონს დუდაც და ნინეც ,არც მათი სიყვარულის წინააღმდეგი ვარ თუმცა მოღალატე ქალი ან ქმარი მაგრად არ მომწონს. ვხვდები კაკიც დაძვრება ვიღაცასთან თუმცა ეს ნინემ არ იცის და არ ვამართლებ. არც დუდას ვამართლებ ბოლოდაბოლოს ქმარი ყავს და სულ ცოტათი მაინც უნდა სცეს პატივი. ერთი სიტყვით ღალატი მაგრად ტეხავს. თუმცაღა დუდას სიკვდილი მაგრად გატეხავს. ველი შემდეგ თავს.
პ.ს. ჩემო ფეფო იცი რატო მომწონს შენი ისტორიები?? ყოველთვის ჩამოყალიბებულია და ერთ ხერხემალზეა აგებული,სხვა ისტორიებისგან განსხვავებით,სადაც ზუსტად ეს აზრი მიჩნდება : " სად ერეკლე და სად სტაფილო????????????????" . კარგი გოგო ხარ შენ

 



№5 წევრი kora

ყველანაირ სტერეოტიპს მიმსხვრევ, ისეთ რაღაცეებს მმართებს შენი წერის სტილი და ჩამოყალიბებული სიუჟეტები, რომ საკუთარ თავს ვერ ვცნობ.
1. ერთი ნახვით შეყვარების რომ შენი ისტორიებით ვირწმუნე ეგ უკვე გითხარი, რადგან გამოჩენისთანავე შევიყვარე ყველა მამაკაცი პერსონაჟი.
2. ზოგადად ჩემს გარშემო ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ასაკთან მიმართებაში და სულ ვარწმყნებდი ყცელას შანსი არაა ასაკით ბევრად უფროსი მამაკაცი არ მომეწონება თქო, ეს შეხედულებაც დამიმსხვრიე.
3. ღალატის თემა არათუ რეალურ ცხოვრებაში, არამედ, ისტორიებშიც მიუღებელი იყო ჩემთვის. (რეალურში ვერც ახლა ავიტან:დდდ, აზრი არ შემცვლია :დდ)... ისტორიას იმ წუთშივე ვწყვეტდი კითხვას, როგორც კი ღალატის თემა წამოიჭრებოდა და ამ ისტორიაში კი პირიქით ნინეს დუდასკენ არ გადადგმულ ნაბიჯს არ ვაპატიებდი! საშინლად მომწონს ეს ორი ერთად! რა ღალატი, როცა ასეთ ქიამიას აფრქვევენ, მოზომილი და ემოციურია ყოველი მათი ქმედება.
გულს მკაწრავს იმის წარმოდგენა რომ დუდას რამე დაემართება:(
კატო მენანება ასეთი მამის დასაკარგად:( თამრო ბებოც და ყველა უკლებლივ. ასეთი საოცარი პერსონაჟის ბედი მეც მაღელვებს:(
ფეფო, მართლა არ ვიცი როგორ უნდა გამოვხატო სათანადო სიტყვებით ჩემი უდიდესი სიმპატია შენი ნიჭისადმი. მოხიბლული ვარ შენით და დიახ, ჩემთვის ძლიერი მწერალი ხარ, რომელიც აბსოლუტურად ახერხებს მკითხველის ემოციის მართვას! <3
--------------------
kira.G

 



№6 სტუმარი სტუმარი lia

sauketeso tavia.imedi maqvs duda ar mokvdeba ar manerviulo gtxov.

rodis dadeb axal tavs?

 



№7  offline მოდერი Life is Good

სტუმარი lia
sauketeso tavia.imedi maqvs duda ar mokvdeba ar manerviulo gtxov.

rodis dadeb axal tavs?

dges.mogvianebit...

kora
ყველანაირ სტერეოტიპს მიმსხვრევ, ისეთ რაღაცეებს მმართებს შენი წერის სტილი და ჩამოყალიბებული სიუჟეტები, რომ საკუთარ თავს ვერ ვცნობ.
1. ერთი ნახვით შეყვარების რომ შენი ისტორიებით ვირწმუნე ეგ უკვე გითხარი, რადგან გამოჩენისთანავე შევიყვარე ყველა მამაკაცი პერსონაჟი.
2. ზოგადად ჩემს გარშემო ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ასაკთან მიმართებაში და სულ ვარწმყნებდი ყცელას შანსი არაა ასაკით ბევრად უფროსი მამაკაცი არ მომეწონება თქო, ეს შეხედულებაც დამიმსხვრიე.
3. ღალატის თემა არათუ რეალურ ცხოვრებაში, არამედ, ისტორიებშიც მიუღებელი იყო ჩემთვის. (რეალურში ვერც ახლა ავიტან:დდდ, აზრი არ შემცვლია :დდ)... ისტორიას იმ წუთშივე ვწყვეტდი კითხვას, როგორც კი ღალატის თემა წამოიჭრებოდა და ამ ისტორიაში კი პირიქით ნინეს დუდასკენ არ გადადგმულ ნაბიჯს არ ვაპატიებდი! საშინლად მომწონს ეს ორი ერთად! რა ღალატი, როცა ასეთ ქიამიას აფრქვევენ, მოზომილი და ემოციურია ყოველი მათი ქმედება.
გულს მკაწრავს იმის წარმოდგენა რომ დუდას რამე დაემართება:(
კატო მენანება ასეთი მამის დასაკარგად:( თამრო ბებოც და ყველა უკლებლივ. ასეთი საოცარი პერსონაჟის ბედი მეც მაღელვებს:(
ფეფო, მართლა არ ვიცი როგორ უნდა გამოვხატო სათანადო სიტყვებით ჩემი უდიდესი სიმპატია შენი ნიჭისადმი. მოხიბლული ვარ შენით და დიახ, ჩემთვის ძლიერი მწერალი ხარ, რომელიც აბსოლუტურად ახერხებს მკითხველის ემოციის მართვას! <3

chemi gogoo heart_eyes

tako.izek
ძალიან ძალიან მომწონს შენი წერის სტილი და ისტორიები.ეს ისტორიაც ძალიან მომწონს,მაგრამ რა ვქნა დუდას პერსონაჟს ვერასოდეს შევიყვარებ,ვერც იმას შევეგუები თუ ნინე და დუდა ერთად იქნებიან.სორი მაგრამ ამ ორს ერთად ვერ ავიტან.მოთხრობის წაკითხვას ყველაფრის მიუხედავად გავაგღძელებ,მაინც მომეწონება,რასაც დაწერ,მაგრამ ეგ ორი ერთად არა.დანარჩენი კი

heart_eyes ertad ar iqnebian...

დღეს საღამოს დავდებ დასასრულს...

 



№8 სტუმარი აბლაბუდა

აუუ კარგი რა რატოო?(( ჩემი აზრით პირიქით უხდებიან ერთამენთს და არა ის მოღალატე ქმარი

 



№9  offline წევრი Someone wandering

ვერ გადაავიტან რამე რომ დამართოო დუდააას.რატომ ქენი ესს? ერთად არ ტოვეებ?ახლააა მოვკვდეეებიიიიიიიიიიი
და ყავს გარდაცვლილი დუდას? თავიდან ცოლი მეგონა,მაგრამ მემკვიდრულიააოო დაა
ააუუუ გამოაჯანმრთელეე რააა გული მიმძიიმს

 



№10  offline წევრი მარიკუნაა♥️

ნინე რომ მოღალატეა?
გამიტყდა ძალიან.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№11 სტუმარი სტუმარი ნიკე

ეს წყვილი ისე მომწონს, ღალსაც ვერ აღვიქვამ ღალატად.

არ ვიცი ასე როგორ წერ, მაგრამ ღალატზე ისტერიკა რომ მემართება ამ შემთხვევაში ამ ორის სიგიჟის მომხრე ვარ.

როგორ არ მინდა საღამოს უარყოფითი ემოციები
...

 



№12  offline ადმინი შამანი

მოკლედ,ფეფოს ისტორიაში ყველაფერი მოსულა heart_eyes ღალატი ხო "როგირ შეიძლება გატკინოს გული ადანიანმა" თემას მიეკუთვნება , მაგრამ აქ ისეა დაწერილი, ძალიანაც გამიხარდა bowtie ცოტა უცნაურია მაგრამ მაინც... ერთად არ რჩებიანო და იმედია არ კვდება დუდა,მაგრამ ნინე არ გეცოდება იმ კაკისთვის? disappointed შემეცოდა დუდა ძაან.
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



№13 სტუმარი სტუმარი ნინია

მჰჰჰმმმ...
ვაუ.

 



№14 სტუმარი სტუმარი მარიკო

რამდენი ვიტირეე გთხოვ არ მოკლა რა დუდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent