შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის ორი კვირა(დასასრული)


18-08-2018, 21:43
ავტორი Life is Good
ნანახია 1 785

გაზაფხულის ორი კვირა(დასასრული)

დილით ვისაუზმეთ და წამოვედით.დუდას ისევ ეძინა ,არ გამიღვიძებია.ვერასდროს ვერ ვიტანდი ბანალურ დამშვიდობების სცენებს:თვალზე მომდგარი ცრემლით და ხვევნა-კოცნით.
ახალი ბიჭის გაცნობით აჟიტირებულ ლენუკას რომელიც ,უკვე უგზო-უკვლოდ იყო შეყვარებული თითები დაატყდა მესიჯობით და თავი არ აუწევია მთელი გზა ტელეფონიდან.სახლში მივიყვანე და შემდეგ ჩემი სახლისკენ გავემართე.კაკი სახლში დამხვდა.ჩემი ნახვით გახარებულმა ლოყაზე ხმაურით მაკოცა და მერე მითხრა:" სალაპარაკო გვაქვსო".წყალი გადავივლე,ტანისამოსი გამოვიცვალე და სამზარეულოში დავბრუნდი სადაც ჩემთვის უკვე გაემზადებინა ყავა და შესვლისთანავე გამომიწოდა.მადლობა გადავუხადე სავარძელში მოვეწყვე და გამომცდელი მზერით დავაკვირდი.აშკარად ღელავდა: თითებს ნერვიულად იმტვრევდა და ტუჩებიც დახეთქილი ჰქონდა.ეტყობა იწვალებდა სანამ მე მელოდა.
-გისმენ კაკი.-ყავა მოვსვი და გავუღიმე.
როგორც ყოველთვის ახლაც გემრიელი ყავა გამოსვლოდა.
-ნინე...-გაპარული ხმით ამოიოხრა.
-მითხარი კაკი,ნუ ღელავ გადავიტან.-შევაგულიანე და გამამხნევებლად გავუღიმე.დაახლოებით ვიცოდი უკვე რისი თქმაც სურდა.ადრე თუ გვიან ეს ასეც უნდა მომხდარიყო.ვიცოდი...ველოდი...მაგრამ,მწყინდა ცოტა არ იყოს.მოგეხსენებათ ქალური ეგოიზმის ამბავი.
-მარიამი ორსულადაა...-როგორც იქნა ამოღერღა.
მარიამიი? ვინ არის მარიამიი?! ჯანდაბა...ნერამდენე...რომელი?
-კარგი.-მხრები ცივად ავიჩეჩე და სავარძლიდან წამოვდექი.
-კარგიი?!-გაოცებული ჩამეკითხა.
-ხოო...კარგი...სად არის საბუთები?მომეცი ხელს მოვაწერ-ოთახს მოვავლე მზერა.
-არ ბრაზობ?!არ მლანძღავ?! არცბის გაინტერესებს ვინ არის მარიამიი?! ახსნა განმარტებასაც არ მომთხოვ?!
-რა გავაკეთო კაკი?!ისტერიკები მოგიწყო-ვერ ვხვდებოდი რას ითხოვდა ჩემგან...თვალები მობეზრებულად ავატრიალე და ერთიანად ამომხეთქა სიბრაზემ:-არ მჭირდება არანაირი ახსნა განმარტებები და მით უმეტეს არ მაინტერესებს თქვენი ბინძური სექსის დეტალები...რომლის დროსაც გაათავე თამამად და ჩაისახა ის ნა****** რიც რომელიც არაფერ შუაში არ არის ამ სიტუაციასთან...უდანაშაულოა...ანგელოზი რომელიც თქვენნაირ მშობლებს არ იმსახურებს.უბრალოდ მომეცი ეგ წყეული საბუთები...ხელს მოვაწერ და მერე ეშმაკთან წასულხარ-თავს ძლივს ვიკავებდი ყვირილზე რომ არ გადავსუკიყავი.იმდენად მშვიდად და ცივად ვსაუბრობდი ჩემი თავის მეთვითონ მოკვირდა.
-ნინე-მოულოდნელობისგან აშკარად დაბნეულმა ამოიხრიალა.ყურადღება აღარ მიმიქცევია, იქვე მაგიდაზე დადებულ თაბახის ფურცლებს დავწვდი რომლის გვერდითაც უკვე იდო საწერ კალამი "იდიოტი ნა**** რი" მოღნიშნულ გრაფაში ხელი გაკვრით მოვაწერე და კალამი ისევ ფურცლების გვერდით დავდე ზედმეტად ფრთხილად.შემდეგ ისეთი სახით გავხედე ჩემს უკვე ყოფილ ქმარს და გავუღიმე თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარიყოს.
-მორჩა! თავისუფალი ხარ...
-ნინე-ჩუმად ამოილაპარაკა კაცმა-ვინმე გყავს?
-რა მნიშვნელობა აქვს კაკიჩშენ მთალი ხუთი წლის განმავლობაში გყავდა ვინმე...ან ვინმეები...
-ესეიგი გყავს-ჩაიცინა სევდიანად.ხმის ამოუღებლად გავუყარე თვალი თვალში და ალბათ მზერით ადამიანის მოკვლა შესაძლებელი რომ ყოფილიყო სიამოვნებით გავუხვრეტდი იმ დებილ თავს.-მე ვიცნობ?-ფერები გადაუვიდა სახეზე-ვინ არის?!
-რა უფლებით მთხოვ პასუხს?-სიმწრით გამეცინა.
-უბრალოდ, მინდა ვიცოდე...ვიცნობ?!
-არა-თვალს არ ვაშორებდი ისე გამოვცერი კბილებს შორის.სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და სახე ხელებში ჩარგო.-ასე რომ სინდისის ქენჯნა ნუ შეგაწუხებს-დავუმატე ირონიულად...
-ნინე...
-სახლს ამ დღეებში დავცლი.
-იყავი არ მინდა.-ფეხზე წსნოხტა გიჟივით.
-ეს შენი სახლია აკაკი...ასე რომ აქ ცხოვრების არანაირი სურვილი აღარ მაქვს.
-ნინე...
-მშვიდობით აკაკი...
კიდევ ერთხელ გავუღიმე და ოთახი დენონსტრაციული ნაბიჯებით დავტოვე.მალე კარის გაჯახუნების ხმაც მისწვდა ჩემს სმენას.ის წავიდა...ადგა და ჩემგან წავიდა...იმ საღამოს ბალიშში თავ ჩარგულმა ძალიან დიდხანს ვიტირე.წარსულ ბედნიერ დღეებს მივტიროდი თორემ მომავალი არ მაშინებდა.ეს გარდაუვალი იყო...ადრე თუ გვიან ერთ ერთი ჩვენთაგანი აუცილებლად გადაწყვეტდა ამ კავშირის დარღვევას.კავშირის რომელიც უფალმაც კი არ დალოცა...
რამოდენიმე დღეში ჩემი ნივთები სრულად გადავიტანე ჩემს ოთახნახევრიან ბინაში და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება გადავწყვიტე.



დღეები ჩვეულ ტეპში გადიოდა.უღიმღამოდ,ერთფეროვნად.სამი თვე ისე გავიდა ახალი არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში...საშინლად ცხელოდა,ზაფხულის ხვატს გაქცეოდნენ თბილისელები და დედაქალაქი დაცლილიყო.ასფალტს ისეთი ბუღი ასდიოდა სუნთქვას შეუძლებელს ხდიდა და თავი მოთუხთუხე ქვაბში მეგონა.ველოდებოდი აგვისტოს დადგომას და ჩემს კუთვნილ შვებულებას როდესაც მოვახერხებდი მეგობრების გარემოცვაში რომელიმე საზღვაო კურორტზე განტვირთვას.

დილიდან სამსახურში უჩვეულო არეულობა სუფევდა.დაძაბულობა ჰაერშიც კი იგრძნობოდა..ჟანგბადი ისეთი დამუხტული იყო ცოტაც და ტკაცუნს დაიწყებდა.მერე ქალბატონი ფისო მობრძანდა და ყინულივით ცივი სახით ყველას უზარმაზარ სათათბირო ოთახში მოგვიყარა თავი.სადაც კონდენციონერიდან მონაბერ გრილ ჰაერს ვეხარბებოდით და წყლიდან ამოყრილი თევზებივით პირდაფჩენილები შევცქეროდით უფროსს რომელიც, ეს დღეები საერთოდ არ ჩანდა ოფისში...ახლა კი რამოდენიმე დღის უძინარივით თვალებ ჩაწითლებულს...მუქი ჩრდილები გასჩენოდა თვალის ირგვლივ და ისეთი გამხდარი ჩანდა ყვრიმალები შესამჩნევლად ჩასცვენოდა.იჯდა სავარძელში და ხმის ამოღებას არ ჩქარობდა.ბოლოს ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ყველას გადმოგვხედა.
-მაშ ასე...-ჩაახველა,თითქოს თავს იმხნევებსო-სამწუხარო ამბავი მაქვს...
წამით ყველას გადმოგვხედა.შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა და ყველაზე დიდხანს დამაკვირდა.მომეჩვენა ქვედა ტუჩი სატირლად უკანკალებდა.
-რა მოხდა ფისოო?!-მისმა დაქალმა დაარღვია სიჩუმე.
-სანწუხაროდ კარგი არაფერი-თრთოლვით გამოუშვა ფილტვებიდან ჰაერი ფისომ.-ყველა იცნობდით ჩემს ბიძაშვილს და სიღნაღის ფილიალის გენერალურ დირექტორს: ბატონ დუდა მჭედლიშვილს.
და აქ ვიგრძენი როგორ დამეჭიმა მთელი სხეული...მუხლები ამითრთოლდა და თითებით ძლიერად ჩავეჭიდე სავარძლის სახელურებს.მივხვდი...დიახ, მივხვდი და თავზე მეხივით დამეცა სანწუხარო რეალობა:
-დღეს ღამით გარდაიცვალა!



"იციი? მონატრება გაუსაძლისი რამ ყოფილა...აუტანლად მტკივნეული.ყველა ორგანოს რომ გიწვავს შიგნიდან ავთავის კლანჭებში გხვევს...გისრუტავს...გიმორჩილებს...იციი...მონატრება უჟანგბადობის შეგრძნება ყოფილა.სულის შეხუთვამდე რომ გენატრება.მის გარეშე სუნთქვა რომ გიჭირს.თითქოს უფანჯრებო ოთხ კედელს შორის გამოგკეტეს და ნელ -ნელა ქრება ის ჟანგბადიც რასაც ისუნთქავ...ილევა ...მთავრდება,ჯერ ნელ -ნელა გხუთავს,სულს გიხუთავს,ტვინს გითიშავს და საღად აზროვნების უნარს გიკარგავს...
იცი? მონატრებამ ნოსტალგიები იცის...უკვე წარსულად ქცეული ტკივილით სავსე ნოსტალგიები.იხსენებ,იხსენებ..იხსენებ ყველა დეტალს,ყველა წვრილმანს მაგრამ მერე ხვდები,რომ გასახსენებელი აღარაფერი დაგრჩა...თავიდან გშველის,იმ სიცარიელეს გივსებს რომელსაც შენში დაუდია ბინა...შემდეგ უფერულდება...დროს და ჟამის ცვალებადობას ვეღარ უძლებს...იცრიცება და ქრება. და შენც როგორც ნარკოტიკზე შემჯდარი უნებისყოფო ნარკომანი ყოველ დღეს,ყოველ წუთს თუ წამს დიდ დოზას ითხოვ...იმ დოზას ატკივებულ ძვლებს რომ გაგიყუჩებს...ნერვებს დაგიმშვიდებს და სულის ტკივილს დროებით დაგავიწყებს...იღეებ? სამწუხაროდ ვერა...
იციი? ჩემს მონატრებას ფერმკრთალი სახე და ზღვისფერი თვალები აქვს...თლილი თითები...ჩემს მონატრებას შენი სახელი ჰქვია...უბრალოდ შენი სახელი დუდა!

პირობა ვერ შევასრულე როდესაც გავიგე შენი წასვლა...
ვიტირე...იციი? ვიტირე და ყველა მე მიყურებდა...თუმცა რას გეუბნები შენც ხომ ხედავდიი?!

თამარა რომ ვნახე თმაგაშლილი მაშინ ვიტირე...შენი პატარა რომ ვნახე...მაშინ ვიტირე...ვერ ხვდებოდა,გაოცებული სახით იყურებოდა და აწუხებდა კითხვა: სად მიჰყავთ მამა?!
შენ იქ იყავი...არაფრით გამორჩეული მშვიდად მძინერე და მე შენი ის გამორჩეული სხვანაირობა მენატრებოდა რომელიც მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი...ძნელია უშენობა დუდა!

დასასრული სამწუხაროდ არ გადავაკეთე...ხო მაპატიეთ თუ იმედები გაგიცრუეთ მაგრამ ესე მინდოდა რატომღაც.მიყვარხართ ჩემო ჩემიანებოო....მარიამ ვიცი განიჭედავ ესეთ დასასრულზე მაგრა...მიყვარხარ ჩემო ბარტყო.ხოო და ეს ისტორია ეძღვნება ჩემს ყველაზე...ყველაზე ახლო და საყვარელ ადამიანს რომლის გამოც დავწერე სამი წლის უკან...მიყვარხარ ლიკუნა ვიცი წაიკითხავ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline ადმინი შამანი

როგორ ველოდებოდი.... გამახარე რა heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



№2 სტუმარი სტუმარი ნანა

მცირე მოცულობის, ყველაფრისმთქმელი... მტკივნეულად სევდიანი... შენი ფანი ვარ ფეფო ❤️❤️❤️

 



№3  offline წევრი kora

ის შემთხვევაა როცა ვერ ვწერ ვერაფერს... :(
--------------------
kira.G

 



№4 სტუმარი აბლაბუდა

მიღუმტეს რომ ღალატი მძულს, რა ვქნა ნინეს ღალაატი ღალატად ვერ მივიჩნიე მაშინ როდესაც კაკი წლები ღალატობდა, რატომღაც კაცის ღალატი ღალატად ხომ არ ითვლება საქართველოში, ძალიან უღიმღამო და მოკლე თავი იყო წინა თავებთან შედარებით, არა იმიტომ რომ ცუდად დასრულდა, მართლა უინტერესო და ნაჩქარევი იყო, მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს ტრაგიკული დასასრულები და თან წინასწარ ვიცოდი არ მოუხდა ეს დასასრული, ჩემი სუბიექტური აზრია მაპატიე:)

გადარბენით და ნაჩქარევად გადავიკითხე ამის გამო

 



№5  offline წევრი Someone wandering

ააი ამ პაწაწინა თავმა შემძრაა
ვტიირი... გული მტკივაა და ორგანიზმი მეწვის....ღმერთოოოო sob
ეს ყველაფერი თვალწინ დამიდგა....ეს რა მიქენიი? ვააიიი sob cry tired_face
გიგას და სალოს ველი მეე no_mouth
არ შემიძლიააა ეს ტრაგიზმიი,ვაახ ჩემი როგოორ მწყდება გუულიი angry ჩეემი დუუდაა,ჩეემი სიყვარუულიიი

 



№6  offline ადმინი შამანი

ისა,მე როგორც ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანი,სანამ ემოციებს მოვინელებდე და უშუალოდ ისტორიაზე ვისაუბრებდე, მაინტერესებს რეალურ ამბავზეა აგებული?მინაწერი წავიკითხე და :დ მე მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვუძღვნი თუ მათზე ვწერ ხოლმე :დდ
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



№7 სტუმარი სტუმარი მარიკო

სტუმრები მყავს და ვერ ვტირივარ ვერ ვტირივარ და ეს მიხუთავს სულს
რაც არის არის მაინც კარგია

 



№8 სტუმარი სტუმარი ninee

ერთადერთი ისტორიაა სადაც ჩემი სახელი იყო და ისიც ცუდად დამთავრდა მგონი არარეალურშიც არაფერი მიწერია!!!! ნუ ეს საოცრება როარის არუნდა მგონი ლაპარაკი

 



№9 სტუმარი სტუმარი lia

rame asetive kargi dawere ,ogond kargi dasasrulit.

zalian metkina guli.❤❤❤

 



№10  offline მოდერი Life is Good

შამანი
ისა,მე როგორც ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანი,სანამ ემოციებს მოვინელებდე და უშუალოდ ისტორიაზე ვისაუბრებდე, მაინტერესებს რეალურ ამბავზეა აგებული?მინაწერი წავიკითხე და :დ მე მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვუძღვნი თუ მათზე ვწერ ხოლმე :დდ

კი ეს მისი ისტორიაა :* ვცადეთ რა გამოვიდოდა და არ ვიცი რა გამოვიდა

აბლაბუდა
მიღუმტეს რომ ღალატი მძულს, რა ვქნა ნინეს ღალაატი ღალატად ვერ მივიჩნიე მაშინ როდესაც კაკი წლები ღალატობდა, რატომღაც კაცის ღალატი ღალატად ხომ არ ითვლება საქართველოში, ძალიან უღიმღამო და მოკლე თავი იყო წინა თავებთან შედარებით, არა იმიტომ რომ ცუდად დასრულდა, მართლა უინტერესო და ნაჩქარევი იყო, მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს ტრაგიკული დასასრულები და თან წინასწარ ვიცოდი არ მოუხდა ეს დასასრული, ჩემი სუბიექტური აზრია მაპატიე:)

გადარბენით და ნაჩქარევად გადავიკითხე ამის გამო

გასაგებია ჩემო კარგო..მადლობა შეფასებისთვის...და მადლობა იმ თვალის ზერელედ გადავლებისთვის.ჩემთვის ბევრს ნიშნავს და რახან ჩემია და სრულიად ჩემია smile საერთოდ არ ვითხოვ შენც მოგეწონოს.მადლობაა

Someone wandering
ააი ამ პაწაწინა თავმა შემძრაა
ვტიირი... გული მტკივაა და ორგანიზმი მეწვის....ღმერთოოოო sob
ეს ყველაფერი თვალწინ დამიდგა....ეს რა მიქენიი? ვააიიი sob cry tired_face
გიგას და სალოს ველი მეე no_mouth
არ შემიძლიააა ეს ტრაგიზმიი,ვაახ ჩემი როგოორ მწყდება გუულიი angry ჩეემი დუუდაა,ჩეემი სიყვარუულიიი

გიჟი გიგა და ორჯერ მასზე გიჟი სალომეც გზაში არინა smile მიხარია თუ იყო ამ ისტორიაში ის ემოცია რამაც შეიძლება შეგძრას ადამიანი.ხო ჩემი სტილი ნამდვილად არ არის...და ისე ვიყავი ტექსტის აკრეფის დროს ხელი გამირბოდა სადნე ამის დედაც რომ არ ჩამეკვეხებინა smile

kora
ის შემთხვევაა როცა ვერ ვწერ ვერაფერს... :(

კორაააა შენი ემოციები დამაკლდა..დანენახე სად ხარ heart_eyes kissing_heart

სტუმარი ნანა
მცირე მოცულობის, ყველაფრისმთქმელი... მტკივნეულად სევდიანი... შენი ფანი ვარ ფეფო ❤️❤️❤️

შემოგევლე შეენ heart_eyes უღრმესი მადლობა

 



№11  offline წევრი kora

ვტირი, მართლა ვტირი. ემოციების ვერ გაკონტროლება ჩემი სუსტი წერტილია, ამიტომაც თამამად ვაძლევ ცრემლებს უფლებას გადმოლახონ ჯებირები და დამცალონ:( მერე რა რომ ისტორიაა, მაინც მტკივა და მაინც განვიცდი. თან იმდენად მძაფრად, რომ სუნთქვაც კი მეკვრის..
ხომ ვიცოდი ეს დასასრული გარდაუვალი იყო და მაინც ვებღაუჭებოდი არარსებულ იმედს. პირველი ისტორიაა, რომლის ფინალი ვიცოდი და მაინც წავიკითხე ბოლომდე:(
ფეფო, იცოდე არ გაპატიებ შემდეგ ისტორიაშიც რომ ასე ამატირო :(
მალე მინდა ახალი ისტორია, რომ დროზე გადავერთო სხვაზე.
--------------------
kira.G

 



№12  offline წევრი იზუკა

ღმერთო ეს რა იყო (( გული დამიმძიმდა((

 



№13  offline წევრი მარიკუნაა♥️

კაკიც მოღალატე ყოფილაო...
არ ერქვათ ამათ ოჯახი და სწორი იყო, რაც მოხდა.

რაც შეეხება დუდას...
უკვე მივეჩვიე, იცი?
როცა ვკითხულობ რაღაცას, სადაც ვინმეს სიმსივნე ან კიბო აქვს, ვხვდები და ვეგუები იმ ფაქტს, რომ ეს ამბები ჰეფი ენდით არ დამთავრდება.

არც ამ ისტორიისგან ველოდი ნაწარმოების ბოლოს მორბენალ, მოკისკისე ბავშვებს და სავარძელში ჩამჯდარ მოხუცებულ ცოლ-ქმარს.
უბრალოდ ძალიან მეცოდება ისიც ვინც მიდის, მაგრამ ყველაზე მეტად ის, ვინც რჩება.


მადლობა ფეფო,
ძალიან კარგი იყავი.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№14  offline ადმინი შამანი

მოკლედ. ეს კიბო,სიმსივნე აიი რა არის იცი ჩემთვის?! აი მტკივნეულ ადგილას რომ ფეხს გაჭერენ. ნუ მარიკუნა მართალია,როცა ამ სიტყვებს ხედავ ისტორიებში,სტატიებში,იგებ ნაცნობებზე თუნდაც ყველაზე მეტად გინდება რომ გააქრონ,მოერივნონ და გაიმარჯვონ, მაგრამ იცი რომ რეალობა სულ სხვაა... უბრალოდ საკუთარი თავიდან,ამბიდან გამომდინარე მაინც იმედიანად ვრჩები ხოლმე..ადრე როცა ვახსენე რომ ჩხუბი,ტრაგიკულობა,დაძაბულობა მიყვარს როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ თქო,მაგრამ სიკვდილები არც მე მიყვარს, სიკვდილის მერე სიყვარულისგან ტანჯვა მიყვარს კი,მაგრამ ეგ იქ ნიკას შემთხვევაში იყო თუ ნინია იქნებოდა მსხვერპლი(ნინიას სიკვდილი არ მინდოდა,უბრალოდ მათი სიყვარულის ამხვა მინდოდა,თავიდან სანაამ გადავიფიქრებდი).აი აქ ნინესთვის?! არა რა,ჩემი მოსახელე აქაც როგორ დამეტანჯა. ლიკუნას წარმატებას და ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ რეალობაში.მე კი შენ გელოდები ახალი ისტორიით,ჩახლართული და ცეცხლოვანი სიუჟეტით heart_eyes ეს ისტორია თითქოს ხომ პატარა იყო, მაგრამ ნინეს და დუდუს ის რამდენიმე დღე,უამარვის მთელ ცხოვრებას,გრძნობებს და ემოციებს ჯობდა.ისე,მე ნინეს ადგილზე კაკისთან გაშორების შემდეგ ალბათ დუდას დავადგებოდი და იმ დარჩენილ წუთებს მოვიპარავდი. disappointed
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



№15 სტუმარი LB

amdeni bolos rodis vitire ar maxsovs :x dzalian guli damwyda dudas sikvdilze magram ese ro ar yofiliyo ar momewoneboda es istoria... yvelaze metad iman momxibla rom realuri iyo da ara zedmetad banaluri da ragac iseti xom xvdebi... mokled srulyofilia ^_^ madloba shen am istoriistvis da masshi chadebuli shromistvis :** ar vici ras fiqrobs sxva sheni mkitxveli magram chemtvis axalbeda da ragac eseti ki ara ukve shemdgari chamoyalibebuli mwerali xar!! daxvewili stilit da shekruli ertiani nashromebit romelsac aqvs erti mimartuli azri da safudzveli :*** dzalian dzalian kargi xar da vfiqrob ert-erti sauketesoc ki shens saqmeshi <3 imedia male dagvibrundebi axali istoriit ^_^

 



№16 სტუმარი eli

ბოდიში,მაგრამ ,მე ვფიქრობ, არაფერი არ იყო ამ ისტორიაში ნორმალური.ძალიან დაბალი დონისა მგონია.რა თქმა უნდა,ეს მხოლოდ ჩემი აზრია და არ ნიშნავს,რომ სხვებიც ასე უნდა ფიქრობდნენ.

 



№17 სტუმარი სტუმარი ნიკე

ცხოვრება გაგრძელდება, მაგრამ კატო ვეღარასდროს ჩაეხუტება მამას. ამ ისტორიაში დუდას და ნინეს შორის გაჩენილმა გრძნობამ მეათე ადგილზე გადაინაცვლა, როდესაც კატოს არ ესმის სად მიჰყავთ მამა.

კატოს მდგომარეობამ გული მომიკლა. ბავშვები მშობლებს არ უნდა კარგავდნენ.

 



№18 სტუმარი სტუმარი ნინია

კაკის რომ დაშორდა დუდასთან უნდა გაეტარებინა დარჩენილი დრო....

 



№19  offline მოდერი Life is Good

eli
ბოდიში,მაგრამ ,მე ვფიქრობ, არაფერი არ იყო ამ ისტორიაში ნორმალური.ძალიან დაბალი დონისა მგონია.რა თქმა უნდა,ეს მხოლოდ ჩემი აზრია და არ ნიშნავს,რომ სხვებიც ასე უნდა ფიქრობდნენ.

smile მართალია და არც გეკამათებით...არ ნწყინს და არც მწვერვალების დაბყროზის ილუზია აქვს ამ ისტორიას.იდო თაროზე და იმტვერებოდა.რატომღაც მინდოდა წაგეკითხათ და დიდი მადლობა ამისთვის.გაიხარე ჩემო კარგო და მიხარია მიუხედავად მისი დონისა მაინც რომ გაგიჩნდა სურვილი და თვალი გადაავლე.მადლობა heart_eyes kissing_heart

 



№20  offline წევრი elene2619

იციც ფეფო რო შეგეცვალა დასასრული იქნებოდა ძალიან ბანალური ისტორია რომელიც არარეალურია და შეუძლებელია ესე თდაავადებას სიყვარულმა უმკურნალოს pensive ბოლო ნაწილი ჩემთვის ისეთი ემოციით იყო აღწერილი რომ ცრემლებიი ვერ შევიკავე... მომეწონა და მომეწონაბა ყველა შენი ისტორია რომელიც ასე ემოციურად იმოქმედებს ჩემზე როგორც მკითხველზე heart_eyes მოუთმენლად ველოდები რას შემოგვთავაზებ შემდეგში heart_eyes წერა რომ უნდა გააგრძელო მგონი თქმაც არ უნდა heart_eyes

 



№21 სტუმარი makukuna

რააა ეხლა ეს, ააა?! რა პოზიტიური დასაწყისი ქონდა და რა ტრაგიკული დასასრული worried ცოტა უფრო პოზიტიურად რომ დაგესრულებინა, რა იქნებოდა, თუნდაც თავის დროზე, ბოროტო შენ worried smile

პ.ს. კიდე გექნება, შენ, ძველი ისტორიები და ჩამოყარე smile ოღონდ, ისეთები "ჰეფიენდით" რომაა smile heart_eyes relaxed

 



№22 სტუმარი უცნაური

ძალიან კარგი იყო.

 



№23 სტუმარი ნინია დადიანი

არაა არა აი ზუსტად ის იყო რაც უნდა ყოფილიყო! ზუსტად ისე დასრულდა როირც საჭირო იყო.. როგორც უნდა დამთავრებულიყო.. ზუსტად ისეთ იისტორია იყო როგორიც შეეფერებოდა.. არანაირი გადახვევა არანაირი გაბანალურება.. უბრალოდ იყო ის რაც მართლა არაჩვეულებრივად გამოგივიდა!
არვიცი რამდენი ხნის ისტორიაა ძველია თუ მტვერდადებული ახლაც ისეთი ეფექტი მოახდინა და წარმომიდგენია მაშინ რაიქნებოდა..
ყველა ემოცია და გრძნობა კარგად გქონდა გადმოცემული.. სიტყვებით აღწერაც შეუძლებელია უბრალოდ ყოჩაღ ძალიან ძალიან მაგარი. გოგო ხარ ♥️

 



№24 სტუმარი სტუმარი mosquito

ეს რა გააკეთე ?! ((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent