შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"Cat City" (თავი 1)

19-08-2018, 17:01
ავტორი Farvana
ნანახია 317

ყველაზე მეტად წელიწადის დროებს შორის გაზაფხული მიყვარს.განსაკუთრებით კი მარტი.შესაძლოა იმიტომაც რომ ამ თვეში დავიბადე,მაგრამ მარტო ამიტომაც არა.არ ვიცი რატომ მაგრამ ეს თვე ჩემში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს.ეს ის თვეა,როდესაც სიცოცხლის კიდევ ერთი ეტაპი იწყება.ბუნება მწვანდება და უფრო ლამაზი ხდება.ყველაზე მეტად რაც ადამიანს უყვარს ალბათ ბუნებაა.თავს ისე გრძნობ როგორც საკუთარ სახლში.სუფთა ჰაერი,სუფთა წყალი,ულამაზესი ყვავილები.საითაც რ უნდა გაიხედო ყველგან აყვავილებული მცენარეებია.მათი სურნელი გონებას ბინდავს,სულ სხვა სამყაროში გადაყავხარ,სადაც უფრო ლაღი,წმინდა და თავისუფალი გგონია თავი.ალბათ ეს თვე ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარს რომ ამ თვის მსგავსად ადამიანებიც იცვლებიან.მგონია,რომ ცხოვრებას თავიდან იწყებენ.მგონია,რომ ეს თვეა წლის დასაწყისი.სწორედ,ამ თვიდან ხდება ცვლილებები.შეიძლება ჩამოუყალიბებელი და ცვალებადი თვეა,მაგრამ მაინც მიყვარს.ყველაფერი იცვლება ბუნება,ცხოველები,ფრინველები და ადამიანები.მაგრამ ხშირად მომაბეზრებელი და საშინელი თვეა.განსაკუთრებით თუ ქალაქში ცხოვრობ,სადაც ყველა ოჯახში ოთხი კატა მაინც ყავთ.მთელი ღამე არ მძინავს.კატა არ მყავს და წესით არ უნდა მაწუხებდეს ეს საშინელი ხმა,მაგრამ ყველა კატა რატომღაც ჩემ სახლში-სარდაფში იკრიბება და ნერვებს მიშლის.როგორ მინდა,მამაჩემის პისტოლეტი ავიღო და ყველა დავხოცო.დავლევ ძილის წამალს,მაგრამ აზრი არ აქვს.არანაირად არ მოქმედებს.არ ვიცი,რატომ მაგრამ ამ თვეში განსაკუთრებულად რაღაცნაირად აქტიური და უფრო მიმზიდველი ვხდები.ამ თვეში მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო რაც შეიძლება სექსუალური.მომწონს როდესაც ბიჭები ჩემს უკანალს და მკერდს მიშტერებიან.ამ თვეში საშინლად აღგზნებული ვარ.ჩემს აზრებს ათასი ბინძური ფიქრი იპყრობს.ვფიქრობ,რადგან ვიცი რომ ეს ფიქრები არ ახდება.მხოლოდ ამ ტვეში ვარ ასეთ მდგომარეობაში.ვერც კი წარმოიდგენთ კოლეჯის გოგონებს როგორ ვძულვარ.ერთი სული აქვთ მეცნენ და მიმახრჩონ.ამ თვის შემდეგ კი კალაპოტს ვუბრუნდები და ისევ ჩვეულებრივი გოგო ვხდები,რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს.ალბათ,დაგღალეთ ამ ერთ თვეზე საუბრით.არც ის მითქვამს ვინ ვარ და საიდან ვარ.მე სემ რაილი ვარ ქალაქ კოტორიდან.ჩვენს ქალაქს „კატების ქალაქსაც“ ეძახიან.რომელ ქუჩაზეც არ უნდა გახვიდეთ ყველგან კატას ნახავთ,ზოგს პატრონი ყავს,ზოგიც უპატრონოდ გდია ქუჩაში.ათასი საშინელი და საზარელი ისტორია დადის ამ ქალაქზე,მაგრამ რა თქმა უნდა არავის სჯერა ან რა დასაჯერებელია იმაში,რომ ქალაქს ოდესღაც კატა მართავდა.როგორ უნდა დაიჯერო ან საერთოდ წარმოიდგინო ტახტზე ან მერის ადგილზე მჯდომი კატა,რომელიც საუბრობს ცოტა არ იყოს სასაცილოა.როცა ეს ისტორია მომიყვეს სიცილისგან ჩავბჟირდი,სახე სულ გალურჯებული მქონდა.პატარა მყუდრო ქალაქია,აქ ცხოვრება არავის მოწყინდება.კლუბების მოყვარულთათვის ბევრი კლუბია,მართალია აქ ჩამომავალ ტურისტებს არ მოსწონთ,მაგრამ ჩვენთვის კარგია.სიმართლე ვთქვა კლუბზე მეტად გასართობ ცენტრს უფრო ჰგავს.არანაირი დასალევი,მხოლოდ უალკოჰოლო სასმელი და უგემოვნო მუსიკები.მხოლოდ ერთხელ ვიყავი,ისიც ორი წუთით და გარეთ გამოვედი.აქაური ვარ,მაგრამ არ მომეწონა.ბოლო რამდენიმე წელია საშინელი თავის ტკივილი მაწუხებს,განსაკუთრებით მაშინ როდესაც ვიძინებ.ხანდახან ისე მტკივა სიკვდილი მინდება ხოლმე.წამლებს არ ვსვამ.ორგანიზმი შეეჩვევა და აზრი მაინც არ ექნება.უკვე შევეჩვიე,თითქოს ჩემი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა.თავი რომ არ მტკივა მთელი ღამე არ მძინავს და იმაზე ვფიქრობ რამე ხომ არ მჭირს?დედაჩემს არაერთხელ ვუთხარი,მაგრამ ექიმთან არ მივყავარ ან რატომ უნდა მიმიყვანოს?ერთხელ ვყავდი და ვერაფერი გამიგეს.ჯერ თქვეს გარდატეხის ასაკის ბრალიაო,რომ გავიზარდე შემდეგ კიდევ რაღაც მოიმიზეზეს,ამიტომ აღარც მე შემიწუხებია თავი ექიმთან მისვლით.დღის მანძილზე სკოლაში მივდივარ,შემდეგ ცეკვაზე,შემდეგ მასწავლებელთან ფაქტიურად დრო არც მრჩება.მთელი დღე თავი არ მტკივა,შედარებით კარგად ვარ.ჩემი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა რაც ტკივილთან ერთად კოშმარებიც დამეწყო.ყოველ ღამე ერთსა და იმავე კოშმარს ვხედავ.ქალის განწირული კივილი,რომელიც შველას ითხოვს.საიდანღაც მცირე ნათება ჩანს,ქალის კივილი წყდება და ყველაფერი ჩუმდება.მხოლოდ ღიღინი ისმის,სიტყვებს ვერ ვარჩევ.გონებას ვძაბავ,სმენად ვარ ქცეული,იქნებ რაიმე გავიგონო ,მაგრამ არაფერი მესმის.ბოლოს ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ხმა ჩემგან ამოდის.კოშმარიდან დედაჩემის ნჯღრევას გამოვყავარ.
-გაიღვიძე სემ გაიღვიძე!
-დედაა!
-ღმერთო ჩემო როგორც იქნა.იცი როგორ შემაშინე?
-უბრალოდ კოშმარი მესიზმრა.
-უბრალოდ კოშმარი?!რაღაც საშინელ სიმღერას მღეროდი.
-ვმღეროდი?
-პლუს საზარეულოში იყავი ჩასული და დანით საკუთარ ხელს აწვალებდი.
იმწამსვე ხელზე დაიხედა და ვერაფერი ნახა.არანაირი ნაკაჭრი,ნაჩხაპნიც კი არ ქონდა.
-დედა ხელზე არაფერი მაქვს.
-შეუძლებელია!მთელი მაჯა დაჩეხილი გქონდა.
-არაფერი მაქვს,შეხედე.
-არ ვიცი,ძალიან უცანური იყო ეს ყველაფერი.
-გახსოვს რას ვმღეროდი?
-რაღაც უცნაურ სიტყვებს ამბობდი.არამგონია ინგლისური ყოფილიყო.
-სხვა ენაზე ვმღეროდი?
-ხო,სულ სხვა ენაზე.
-ერთი სიტყვა მაინც არ გახსოვს.
-სამწუხაროდ არა.შენს გონს მოყვანაზე უფრო ვიყავი კონცენტრირებული ვიდრე სიმღერაზე.
-აქ რას ვაკეთებ თუ ქვევით ვიყავი?
-გონება დაკარგე და ლაპარაკი დაიწყე.აქ ამოგიყვანე,რომ უფრო მეტად მომექცია ყურადღება.
-კარგი დედა.შეიძლება დღეს ჩემთან დაიძინო?
-როგორ არ შეიძლება.
მთელი ღამე ერთად ეძინათ დედა-შვილს.დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ,რაც ქალი ასე ახლოს გოგონასთან.ძალიან უყვარდა,მაგრამ ზედმეტ სიყვარულს არ აჩვენებდა.არ უნდოდა სულ მასზე ყოფილიყო დამოკიდებული.დადგებოდა დღე,როდესაც ცხოვრება მარტოს უნდა გაეგრძელებინა.ყოველთვის ცხოვრების სირთულეებზე მიუთითებდა.ძალიან უცნაური და საშიში ღამე.ქუჩაში ქალების განწირული ხმები ისმოდა.ყველა სადღაც გარბოდა,მაგრამ არ იცოდნენ სად.მთავარი იყო მოვლენილი ურჩხულისგან დაეღწიათ თავი.სემს და ლორას მშვიდად ეძინათ,მათთან ეს ხმა ვერ აღწევდა,თითქოს რაღაც უშლიდა ხელს.ღამით კიდევ ერთხელ გაეღვიძა სემს,რომელმაც გარკვევით დაინახა ფანჯარაში მომზირალი ორი თვალი,რომლებიც ყვითლად ანათებდა.მაშინვე დენი აანთო,იქ კი არავინ დახვდა.
-სემ ახლა რაღა მოხდა?
-არაფერი დედა,უბრალოდ წყალი მომინდა.
-კარგი,თუ არ გეზარება მეც წამომიღე.
გოგონას სილუეტი კიბეებზე მიდიოდა როდესაც სამზარეულოში ანთებული სინათლე შეამჩნია,უნდოდა ეკივლა,მაგრამ მაშინვე გაქრებოდა.ძალიან აინტერესებდა იქ ვინ იყო ან ამ ღამით ამდენი უცნაური რამ რატომ ხდებოდა.სამზარეულოში შევიდა,სადაც მამაკაცი დედის მომზადებულ კერძს მადიანად შეექცეოდა.შეეშინდა,მაგრამ ყვირლის ვერ ბედავდა.მასთან ახლოს მივიდა.მისი სახე ეცნობოდა ან ვინმეს ამსგავსებდა.კაცმა გოგონას გახედა და ჭამა გააგრძელა.ძლივს შეძლო და აკანკალებული ხმით კითხა:
-ვინ ხართ?
-...
-აქ რას აკეთებთ?
-...
-ხმას რატომ არ მცემთ?სატირლად ემზადებოდა,კაცმა შეამჩნია მაგრამ არაფრად ჩააგდო.საჭმელს ისე ჭამდა თითქოს დიდი ხნის დაბმული ყავდათ,ეხლა აიწყვიტა და სურს ყველაფერი გაანადგუროსო.უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და მთელი ხმით კივილი დაიწყო.კაცისგან მხოლოდ გაკვირვებული მზერა დაიმსახურა,რომელიც მისი საქციელით გაოცებული იყო.ალბათ არ მოელოდა მისგან ასეთ საქციელს.მისაღებში გაიქცა და კიბეებზე ჩამომავალ დედას ტკიპასავით აეკრო.
-სემ კარგად ხარ?
-დედა იქ ვიღაც უცხო კაცია.ვკითხე და ხმას არ მცემს.
-დამშვიდდი,მე ვნახავ კარგი?
ქალი ფრთხილი ნაბიჯებით მიდიოდა.ხელში იქვე მდგომი ლარნაკი აიღო.შევიდა თუ არა ადგილზე გაქვავდა.ლარნაკი გაუვარდა და დაიმსხვრა.მსხვრევის ხმამ მოიყვანა გონს.სემიც დედასთან მივიდა და უკნიდან ამოეფარა,თან წელზე ხვევდა ხელებს.კაცი სკამიდან წამოდგა და პირდაპირ ქალისკენ წამოდგა.გოგონას ეგონა დედას უკლავდნენ და კიოდა.
-ძალიან გთხოვ არ მოკლა რა?
კაცმა გაიღიმა და ქალს აკოცა.
-დედა ვინ არის?რატომ გკოცნის?
-მოიცა შენ რა მისთვის არაფერი გითქვამს?
ბოხი ხმა ჰქონდა უცნობს.ადამიანში შიშს გამოიწვევდა.სახეც უცნაური,მთელს სახეზე წვერი ჰქონდა,სახის მარჯვენა მხარეს შრამი ჰქონდა,რომელიც თვალს კვეტდა,მაგრამ თვალი არ ჰქოონდა დაზიანებული.საშინლად ბოროტი და ცბიერი თვალები ჰქონდა.ერთადერტი თმის ფერი მოეწონა,რომელიც წითლის,ყავისფრი და ქერას ნაზავს წარმოადგენდა.სინათლეზე სხვადსხვანაირი ხდებოდა.
-ვინ არის?
-როგორ გითხრა სემ,ის როჯერია.
-როჯერი ვინ არის?
-ის მამაშენია.
-შენ ხომ თქვი რომ მამა მოკვდა?
-მეც ასე მეგონა.
-მართლა მამაჩემია?
-კი ჩემო გოგო.
გოგონა მამისკენ წავიდა.ჯერ კიდევ გაკვირვებული უყურებდა.მის თითოეულ ნაკვთს სწავლობდა.თვალები და სახის მოყვანილობა აშკარად მამის ჰქონდა.ხელებიც მასსავით თხელი და ლამაზი.გოგონა გაჭრილი ვაშლივით გავდა მამას,მხოლოდ თმის ფერით განასხვავებოდნენ.მამასთან ნელი ნაბიჯებით მიიწევდა,თითქოს,არ სურდა დაეფრთხო.კაცი ჩაიმუხლა და გოგონას ჩაეხუტა.სემი გაშტერებული იდგა,ვერ ინძრეოდა,ერთ ადგილს უყურებდა.ყოველთვის სურდა მამის ჩახუტება,მაგრამ ამ წუთას ძულდა.გაახსენდა თუ როგორ ტიროდა დედა ყოველ ღამე.როგორ ელოდა ფანჯარასთან და მთელი ღამე არ ეძინა.თვითონაც ხშირად მისულა და ფანჯრიდან უყურებდა.როდესაც სურვილს იფიქრებდა ყოველთვის ნატრობდა მამა მის გვერდით ყოფილიყო.მიუხედავად იმისა,რომ მკვდარი ეგონათ მაინც ერთსა და იმავეს იმეორებდნენ.მამა აქ იყო მასთან,ეხუტებოდა გოგონას სუსტ სხეულს,მაგრამ გოგონას არ სურდა მამა.მამის ხელები უხეშად მოიშორა და მისგან შორს დადგა.ზიზღიანი თვალებით უყურებდა,როგორ სურდა საკუთარი მამა მოეკლა.დედის ნაღვლიანი თვალების დანახვისას გული ატკივდა,მასთან მივიდა და ჩაეხუტა.ქალი მიხვდა შვილის გრძნობას და არ დააძალა მამასთან ყოფნა.
-იმედია გახსოვს ჩვენი ოთახი სადაც არის?
-რა თქმა უნდა.
გოგონა მეზობელთან გადაიყვანა და მასთან დატოვა,თვითონ „მონატრებულ“ ქმართან წავიდა.
-მაინდამაინც ახლა რომ არ გამოჩენილიყავი არ შეიძლებოდა?
-რამდენ ხანს უნდა მეცადა?დავიღალე იმ საშინელ კუნძულზე ყოფნით.თან საჭმელიც ილევა.
-ყველაფერი ერთ დღეში რომ არ დაგეხოცა არ შეიძლებოდა?
-ერთ დღეში არც დამიხოცავს,უბრალოდ იცი როგორიც ვარ მშიერი.
-კარგია თუ იცი.უკან უნდა დაბრუნდე,აქ ნორმალურად ვერც გამოგკვებავ.
-ვერ წავალ,სემი თითქმის ოცდაერთი წლისაა,მალე დადგება ის საშინელი დღე.
-უკვე დაიწყო,ნელ-ნელა ყველაფერს იხსენებს.
-იცის რომ ეს მოგონებებია?
-არა,მხოლოდ კოშმარები გონია.
-ძალიან კარგი,ამ ორ დღეში წამალს ვიშოვი და ისევ კალაპოტში ჩადგება.მანამდე ჯობია ჩემს ცოლს თვალი კიდევ ერთხელ შევავლო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი nathali lifhonava

ვუუიმე
როგორ მომეწონა
რაღაც განსხვავებულია
ახალ თავს ველოდებიი სულმოუთქმენლააადდ <33
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

№2 სტუმარი სტუმარი დეფნე

არ გააგრძელო სისულელეა

№3 სტუმარი სტუმარი anuchki

Gaahrdzele kaia

№4 წევრი Farvana

nathali lifhonava
ვუუიმე
როგორ მომეწონა
რაღაც განსხვავებულია
ახალ თავს ველოდებიი სულმოუთქმენლააადდ <33

მადლობა რომ წაიკითხე kissing_heart

სტუმარი anuchki
Gaahrdzele kaia

აუცილებლად

სტუმარი დეფნე
არ გააგრძელო სისულელეა

მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის

№5  offline მოდერი ბელუ შეროზია

"კატების ქალაქი" ჯერ ხომ სათაურმა დამაინტერესა.
მერე შინაარსიც განსხვავებულია.
მოკლედ ძალიან მომეწონა დაველოდები გაგრძელებას.

№6 წევრი Farvana

ბელუ შეროზია
"კატების ქალაქი" ჯერ ხომ სათაურმა დამაინტერესა.
მერე შინაარსიც განსხვავებულია.
მოკლედ ძალიან მომეწონა დაველოდები გაგრძელებას.

ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია რომ მოგეწონა.

№7 სტუმარი სტუმარი უცნაური მე

სტუმარი დეფნე
არ გააგრძელო სისულელეა

ასე აგრესიულად აზრის დაფიქსირება არაა ლამაზი. შენ ალბათ არ მოგწონს ეს ჟანრი, მაგრამ იქნებ მე ან სხვას მოგვწონს? შეგიძლია შეცდომებზე მიუთითო, მაგრამ არ გააგრძელო ზედმეტი იყო.

№8 სტუმარი სტუმარი დეფნე

სტუმარი უცნაური მე
სტუმარი დეფნე
არ გააგრძელო სისულელეა

ასე აგრესიულად აზრის დაფიქსირება არაა ლამაზი. შენ ალბათ არ მოგწონს ეს ჟანრი, მაგრამ იქნებ მე ან სხვას მოგვწონს? შეგიძლია შეცდომებზე მიუთითო, მაგრამ არ გააგრძელო ზედმეტი იყო.

რა ნახეთ აქ საინტერესო და ჭკუიდან გადასასვლელი

თემა გამოგელიათ თუ ფანტაზია?

№9 წევრი Farvana

დეფნე,საყვარელო საერთოდ ერთი წამკითხველიც რომ არ ყავდეს,საერთოდ რომ არავის მოსწონდეს,სულ ფეხებზე მ*კიდია.კი ვწერ იმისთვის,რომ ვინმეს მოწონდეს,მაგრამ ყველაზე მეტად ჩემსას ვისწორებ.არავის არ გამოლევია არც ფანტაზია და არც წარმოსახვის უნარი,უბრალოდ მოსწონთ.მგონი აქ არავინ გადასულა ჭკუიდან ჩემი მოთხრობის გამო.თუ არ მოგწონს დააფიქსირე აზრი,გაიარე.არავის დაუძალებია შენთვის მიდი და წაიკითხეო.მადლობა იმისთვის,რომ თვალი შეავლე.ახლა კი ისე მოაშორე თვალი ნაწერსაც და კომენტარებსაც როგორც შეავლე. kissing_heart stuck_out_tongue_winking_eye

№10 სტუმარი სტუმარი დეფნე

Farvana

????

????????????

№11 სტუმარი სტუმარი ნაილი

აუუუუუუუ..... კარგი რააა

რა კატების ქალაქი ხალხნო, შენ თუ გისწორდება და წერ ჩვენ რა დავაშავეთ, რას გვერჩი

№12 წევრი Farvana

სტუმარი ნაილი
აუუუუუუუ..... კარგი რააა

რა კატების ქალაქი ხალხნო, შენ თუ გისწორდება და წერ ჩვენ რა დავაშავეთ, რას გვერჩი

როდესაც დაინახავ ამ სახელით ამ მოთხრობას შეგიძლია გაატარო და არ წაიკითხო,არის ამ საიტზე რამოდენიმე ადამიანი ვისაც შეიძლება მოსწონდეს

და შენ თუ არ იქნები მათ შორის ამით არაფერი დამაკლდება

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent