შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცირა (სრულად)


20-08-2018, 14:30
ავტორი პენელოპე
ნანახია 1 542

ცირა (სრულად)

ტრიუმფალური თაღიდან პირდაპირ სახლისაკენ მივდივარ. ღამით სეირნობა ასე მოსაწყენი არასოდეს მომჩვენებია, დაღლილი და ძალიან გამოფიტული ვარ.
როდესაც უკვე ჩემი კორპუსის წინ ვდგავარ, ჩემს ყურადღებას უეცრად ერთი კაფე იქცევს. ადრე არასოდეს შემიმჩნევია. უცნაურია, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აქ ვარ,მაგრამ დამეფიცება, რომ ეს კაფე ერთხელაც არ შემინიშნავს.
დაუფიქრებლად ვაღებ კარებს.
საშუალო სიდიდის დარბაზში უამრავი ცარიელი მაგიდაა და მხოლოდ ერთ მაგიდასთან ზის მამაკაცი.
დაახლოებით ჩემ ხელა.
წინ კალვადოსის სავსე ბოთლები უდევს და ვფიქრობ, რომ მის დაცლას მარტო აპირებს.
არ ვიცი,რატომ,მაგრამ უამრავი ცარიელიადგილოს მიუხედავად, მაინც მასთან ვჯდები.
უაზროდ  შემომხედა.
კაშკაშა, მუქი ლურჯი თვალები შემომანათა. ძალიან სასიამოვნო სახის ნაკვთები ჰქონდა. აუცილებლად, ფრანგია-მეთქი, გადავწყვიტე გონებაში.
-შენთან ერთად დალევა შეიძლება?-თითქმის უაქცენტო ფრანგულით ვკითხე და ოდნავ შევიშმუშნე, არ მინდოდა გამებრაზებინა.
-ოჰ, ეს ფრანგი ქალები,-ჩაილაპარაკა თავისთვის ქართულად, მე კი გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
ქართველი იყო.
შუაგულ პარიზში, ცარიელ კაფეში მე ჩემი თანამემამულე ვიპოვნე.
-ვიტყოდი უფრო ქართველი ქალები, - ღიმილით მივუგე.
-ოჰო,-წაუსტვინა,-დამთხვევების არ მჯერა,მაგრამ ჩვენს შეხვედრად გაუმარჯოს! - ჭიქა ჰაერში ასწია და მაშინვე მოიყუდა.
მიმტანს ვთხოვე სასმისი ჩემთვისაც მოეტანა. მისი ორაზროვანი მზერა დავაიგნორე, ჭიქა კალვადოსით გავავსე და მეც დავლიე.
პირველად გავსინჯე.
მწარე,მაგრამ სასიამოვნო.
ვაღიარენ,დაღლილობა შემოსვლის თანავე გადამავიწყდა.
-პირველად სვამ? - ღიმილით მკითხა,-ქართულ ღვინოს მაინც არ ჯობია.
-მე კიდევ ქართულ ღვინოს ბევრად მირჩევნია, -არ გამომპარვია გაბრაზებული მზერა, რომელიც ჩემმა სიტყვებმა გამოიწვია მასში. როგორც ჩანს, პატრიოტია.
-შენ სულელი ხარ.
-შენ კიდევ ზედმეტად პატრიოტი.
-არა, მე სიმართლის თქმა მიყვარს. ქართული ჭაჭა სულ სხვაა.-თვალი ჩამიკრა.
-რატომ სვამ? -დავინტერესდი მე.
-შენ რატომ შემომიერთდი? - იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და ოდნავ ჩემსკენ გადმოიხარა. ახლა უფრო კარგად ჩანდა მისი თვალები, რომლებიც დანახვის თანავე შემიყვარდა.
-საინტერესო ხარ და იმიტომ. - გამოვუტყდი. მან გაიღიმა. ჯერჯერობით მთვრალი არ იყო,მე კიდევ ერთმა ჭიქა კალვადოსმა ოდნავ დამქანცა.
-რას გამოექეცი პარიზში?! - ჭიქები შეავსო,თან თვალს არ მაშორებდა.
-მეგობრებს,პრობლემებსა და ხმაურს.
-ხმაურს?
-მუდმივად ერთმანეთის ლანძღვას,გაკიცხვას,შურს,ბოღმას, ეგოისტობას..ყველაფერ იმას,რასაც ჩვენი ქვეყანა იტევს.
-შენ რაღაც ძალიან არ გიყვარს საქართველო, - თავი გააქნია და შემომხედა. საყვარელი იყო იმ მომენტში, ძალიან საყვარელი.
-უფრო ქართველები, - დავეთანხმე.
-და რატომ? - ჭიქა აიღო და ჩემსას მიუჭახუნა,-შენ რომ ძალიან არ გიყვარს იმ ქართველებს გაუმარჯოს.
მეც მხიარულად მივუჭახუნე და გამოვცალე.
-შენ რას გამოექეცი?
-მე ისევ უკან ვბრუნდები, ხვალ დილით.-მეწყინა,მაგრამ არ შევიმჩნიე,-დამიჯერებ, რომ გითხრა შენს საპოვნელად მოვედი-მეთქი?
-არ დაგიჯერებ, - გავუცინე და თვითონაც ამყვა.
-ახლა შენ თქვი რას გაუმარჯოს, - მომმართა.
-შენი აქ ჩამოსვლის მიზეზს.
-გაუმარჯოს!
მესამე..
მეოთხე..
მეხუთე..
და მეც დავთვერი,მაგრამ არა ისე, რომ ნაბიჯები ამრეოდა, ან სიტყვები დამვიწყებოდა,უბრალოდ დავთვერი და ვუყურებდი მას, ვისი სახელიც ჯერ კიდევ არ ვიცოდი.
-რამდენი წლის ხარ? - მკითხა მოულოდნელად,-მოიცა გამოვიცნობ..თვრამეტი?
-რა?-მოულოდნელობისაგნ შევყვირე,-ასეთი პატარა?
-რა, არ გაგიხარდა?-გაიცინა,-მეთქი,გავახარებ, პატარა ციფრს დავუსახელებ,მაგრამ სიმართლე გითხრა ძალიან ბებრის შთაბეჭდილებას ტოვებ.
-ახლა მოგხვდება, - გავბრაზდი და ტუჩები მოვმუწე.-ოცდაოთხი წლის ვარ.
-ძალიან საყვარელი ხარ.
-შენ რამდენის ხარ?-მისი კომპლიმენტი დავაიგნორე, სინამდვილეში კი  ძალიან მესიამოვნა.
-ეჰ,-ხელი ჩაიქნია.-დავბერდი.
-მაინც?
-ოცდაექვსი.
-მართალი ხარ, ძალიან დაბერდი.-ხარხარი ამიტყდა. მან ისევ ჭიქები გაავსო და შემდეგი სადღეგრძელოს თქმისათვის მოემზადა.
-კალვადოსს გაუმარჯოს, - თქვა თუ არა სიცილი დავიწყე.-"ტრიუმფალური თაღი",იცი?
-ჟოანისა და რავიკის საფირმო სასმელი. - თავი დავუქნიე და ტკბილი მოგონებების გახსენებისას გამეღიმა.
-თავიდან წაიკითხე, ზუსტად ტრიუმფალური თაღის ქვეშ,დადექი და გადაიკითხე. დამიჯერე, სულ სხვანაირი შეგრძნებაა. - მომიჭახუნა და გადაჰკრა. მეც მას მივბაძე.
უკვე კარგად შეზახორცებული ვიყავი და ხელისგულები მაგიდაზე დავაწყვე.
-რატომ შევხვდით ერთმანეთს? - ვიკითხე.
-დამთხვევების არ მჯერა, ალბათ ბედი იყო.
-ბედისწერაც დამთხვევაა.
-არ არის. - თითი დამიქნია მან.
-კი,არის. შენ რისი გჯერა, ახლა ვიღაც ზის და წერს შენს ბედს, რომ დღეს პარიზში,კაფეში, შეხვდებოდი ქართველ გოგოს?
-არა,-გამიღიმა მან,- მე დღეს პარიზში,კაფეში შევხვდებოდი ძალიან ლამაზ ქართველ გოგოს.
-მადლობა,-დავიმორცხვე. -და მაინც,დამთხვევაა.
-რა არის შენი სახელი?! - მითხრა მან. მის კითხვაზე ხარხარი აგვიტყდა ორივეს. უკვე საათი იქნებოდა გასული,რაც ვსვამდით,ჩვენ კი მხოლოდ ახლა დავინტერესდით ერთმანეთის სახელებით.
ნეტავ,ესეც ბედისწერის ნაწილია?
-ცირა მქვია, - ზიზღით წარმოვთქვი ჩემი სახელი.
-რატომ ასეთი სიძულვილი?
-არ მიყვარს და იმიტომ. რატომ უდნა დაარქვა ბავშვს ცირა?
-ლამაზია.
-ნუ მატყუებ,საზიზღრობაა.
-ქართველებთან ერთად ქართული სახელებიც არ გიყვარს?-ნაწყენი ხმა ჰქონდა. ხომ ვთქვი.
ზედმეტად პატრიოტია.
-ჩემი სახელი არ მიყვარს.
-არადა, ლამაზი სახელი გაქვს. - გამიღიმა,-ისეთი, ზუსტად შენ რომ უნდა გერქვას.
-გაჩერდი ახლა,-ხარხარი ამიტყდა.
-რას უწუნებ? არ მითხრა ახლა, გოიმობააო.
-ზუსტადაც ეგ არის.
-ვინ გითხრა ეგ, შენმა „ძერსკი“ დაქალებმა, თუ შენით დაასკვენი?-არ ვიცი,მომეჩვენა თუ არა,მაგრამ მის ხმაში აშკარა გაბრაზება იგრძნობოდა.
-შენ არც კი იცი, როგორი დაქალები მყავს.
-ძნელი მისახვედრი არაა.-სიაგრეტს მოუკიდა. ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო ის სიგარეტთან ერთად, რომ ლამის დავდნი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
-შენ რა გქვია? - სხვა თემაზე გადავიტანე, რადგან არ მსურდა იმის ყურება,თუ როგორ ბრაზდებოდა,როდესაც ქართველებს არც თუ ისე კარგად ვიხსენიებდი.
-დემეტრე.
-მოგწონს?
-ძალიან..
-შენი სახელი დიდ მეფეებს ერქვა, ჩემი კი ვის? მეგრელ ქალებს? - ცინიზმით ვიკითხე.
-ახლა მეგრელები არ გამილანძღო,თორემ გაგაგდებ აქედან. -საყვარელი სანახავი იყო ის. პატრიოტი დემეტრე. -და მერე რა მოხდა თუ შენი სახელი მეგრელ ქალებსაც ჰქვია?
-გლეხური სახელია.
-ისე ნუ მაჩვენებ თავს,როგორიც არ ხარ. ძალიან გეტყობა ამ ყველაფრით, როგორ გაქვს თავი  მობეზრებული, - სიგარეტი ჩააქრო.-გლეხური არა ის კიდევ..
-როგორი ვარ მე, დემეტრე?! - თვალებში ჩავხედე.
-ისეთი,როგორიც მე მგონიხარ. - ფართოდ გამიღიმა,-არ მკითხო ახლა,მაინც არ გიპასუხებ. როცა დრო მოვა, შენ თვითონ მიხვდები.
-როდის მოვა ეგ წყეული დრო?! ეგ ხომ მხოლოდ მიდის?!
-შენთვის აუცილებლად მოვა..
-ხვალ მიდიხარ, ხომ?
-გწყინს?
-ძალიან.
-მეც მწყინს,მაგრამ შენთვის კარგი იქნება. ბევრ რამეს მიხვდები.
-მაგალითად? -დავინტერესდი.
-ადამიანების დაფასებას.
-არ დაიწყო ეს ბანალური ტექსტები, - ხელი ავიქნიე,-მე იქ არავინ მელოდება,ვისაც ჩემი დაფასება სჭირდება.
-კი,გელოდება. - ნერვიულად გაიცინა, -შენი ქვეყანა.
-მე საქართველოში არაფერი დამრჩენია.
-და თუ გეცოდინება, რომ მე იქ ვიქნები?! მაშინაც?! - ამ კითხვისას თავი დავხარე და ჩემს თითებს ნერვიულად ვაწვალებდი.
რატომ მოქმედებდა ის ასე ძალიან?!
-შენ დაგავიწყდები. -ჩემი აწყ'ლიანებული თვალები მივანათე.
-ჩემს მაგივრად ლაპარაკობ?-წარბები შეჰკრა,-მე შენ არასოდეს დამავიწყდები.
-საქართველოში შენ გამოც ვერ დავბრუნდები..
-ასეთი რა გატკინა ამ პატარა ქვეყანამ?
-ჩემი თავი შემაძულა.
-შენი თავი შენ თვითონ შეიძულე. - მომახალა.
-ჩემს მაგივრად ლაპარაკობ? - ცალი წარბი ავუწიე. გაიღიმა,მაგრამ ძველებურად არა.
ჭიქები შეავსო, გამომიწოდა,გამოვართვი, მომიჭახუნა.-ყველა ცირას გაუმარჯოს, შენი თამადობით. -ორივემ ერთდროულად გადავკარით.
ზედმეტი მომივიდა.
-ცირა..-ჩემი სახელი ასე ლამაზად ცხოვრებაში არავის არ წარმოუთქვამს. ტანზე ჟრუანტელმა დამიარა, მეუცხოვა..ჩემი სახელის გაგონებისას ყოველთვის ზიზღი მეუფლებოდა, ვკომპლექსდებოდი,ახლა კი პირიქით..-ხედავ რა მშვენიერია?!
-ვხედავ..
-ცირა, შენ ძალიან არასწორი ხარ.
-შენ პატრიოტი ხარ,დემეტრე.
-ეს რას ნიშნავს შენს ენაზე? გოიმობას? - ირონიულმა ხმამ ოდნავ გამაღიზიანა,ან ურალოდ გული დამწყდა,რომ მასზე არც ისე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე.
-არ გიხდება ირონია.
-შენ „ძერსკობა“. - ვალში არ დამრჩენია,-მიპასუხე გოიმობაა?
-არა, არ არის. უბრალოდ ზედმეტად ხარ ჩაციკლული.
-და არ გაინტერესებს რატომ?!
-ვაჟკაცი ხარ და იმიტომ. -გავუღიმე.
-ეგეც შეიძლება,-ტუჩის კუთხე ჩატეხა. ღმერთო, რა საყვარელია!
შემდეგ იყო რამდენიმე წამიანი დუმილი..
-სოხუმიდან ვარ..მაგიტომ ვარ მასეთი. ისეთი ხალხის გაზრდილი ვარ, სხვა გზა არც მაქვს რომ არ ვიყო.
-შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ - გულწრფელად შევაქე.
-ხვლად დილით მივდივარ. -თემა შეცვალა, მე დავიძაბე.-თუ გადაწყვეტ დაბრუნებას მომძებნე.იკითხე, დემეტრე დადიანი.
-აი,თურმე რა..-წავუსტვინე,-მეგრელი ხარ.
-მერედა, ცუდია ეგ?
-ჩემს ყველა სიტყვას არასწორად ნუ იგებ.-მოჩვენებითი გაბრაზებით ხელები გულ-მკერდზე გადავიჯვარედინე.
-მომენატრები.
ხმა უჩვეულო გაუხდა. თემასაც გადაუხვია.
რატომ არის ასეთი გულწრფელი, მშვიდი, სასიამოვნო და საოცარი ადამიანი?
-შეგიძლია ჩამოხვიდე.
-შენც შეგიძლია.-თვალი ჩამიკრა.
-მე არ მინდა..
-რისი გეშინია ასე ძალიან?
-ძველი შეგრძნებების..
-თუ ძველია,წესით არც უნდა გეშინოდეს.
-რთულია.
-ურთულესი.-თავი დამიქნია,-მაგრამ შენ ძლიერი ხარ.
-ეს ბანალური ტექსტები არ გინდა-მეთქი,ჩემთან.
-როდესაც სიმართლეს გეუბნები,ნუ იზაფრები.
ორივეს გაგვეცინა.
რა იქნება, როდესაც წავა?
მეტკინება?
ძალიან?
აუტანელი გახდება?
-შენ არ მოგენატრები?-მოულოდნელი კითხვისგან ოდნავ დავიბენი.
-შენი აზრით?
-მაწამებ,ხო?
-მეც მომენატრები.
-თენდება...-აღნიშნა მან,მე გვერდით გავიხედე. ფანჯრიდან ძალიან ლამაზად მოჩანდა ამომავალი მზე. თანდათან როგორ ანაწილებდა სხივებს პარიზის ქუჩებში.
-და ბოლოს..-თქვა მან,-სიყვარულს გაუმარჯოს.
ჭიქები ხმაურიანად მივუჭახუნეთ ერთმანეთს.
მიმტანი გაოცებით შესცქეროდა რამდენიმე ერთეულ კალვადოსის ცარიელ ბოთლებს.
მე მას ვუყურებდი.
ერთი ღამის გაცნობილ დემეტრე დადიანს.
თვალები ცრემლებით ამევსო.
რთული ყოფილა იმის გაანალიზება,რომ ეს დღე დავიწყებას მიეცემოდა.რომ წავიდოდა,ცოლს შეირთავდა,შვილები ეყოლებოდა და მე საერთოდ არ გამიხსენებდა.
წამოვდექით. ერთდროულად.
ანგარიში გაასწორა.
ჩემთან ახლოს დადგა და თვალებში ჩამაშტერდა.
-მეშინია შენი შეყვარება,-ამ სიტყვების გაგონებისას პირველი ცრემლი ჩამომიგორდა. მომიახლოვდა,ისე,რომ მილიმეტრები მაშორებდა მის სხეულს.-მგონია,რომ ერთ დღეს მეც ისევე შემიძულებ,როგორც საკუთარ თავს..
-არასოდეს შეგიძულებ,-გავუღიმე.
-ნუ გიყვარდები...
-აქ ნუ დამტოვებ..
-მაშინ წამომყევი,-ორივე ხელის ცერით ცრემლები მომწმინდა.
-არ შემიძლია.
-როცა შეგეძლება,მაშინ მოდი.-თმებზე მომეფერა.
-ჩემთვის აღარ გეცლება..სხვა გეყოლება.
-ცირა..-მომეხვია.ხელები მჭიდროდ მოვხვიე,არ მინდოდა გაშვება. ის ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი სხივი იყო.
-დამიკავშირდი ხოლმე -ამოვილუღლუღე.
-ეიფელთან დადექი და ისე დაგირეკავ,-გაიცინა. ჯანდაბა,შემიყვარდა მისი სიცილი...
-მეც მეშინია შენი შეყვარება..
შემდეგ იყო დასამშვიდობებელი კოცნა თავზე,შუბლზე და ორივე ლოყაზე.

გადიოდა დღეები.
მენატრებოდა.
ტრიუმფალურ თაღთან ვიდექი და "ტრიუმფალურ თაღს" ვკითხულობდი.
დილას,შუადღეს,საღამოს მუდმივად იმ კაფეში ვიყავი,სადაც დემეტრე გავიცანი.
მუდმივად კალვადოსთან ერთად.
იმ მაგიდაზე,იმ სკამზე,სადაც ის იჯდა.
შემიყვარდა..
...
ეიფელთან ვიდექი,'მესენჯერზე' რომ დამირეკა.
-გახსოვს,რომ გითხარი შენს საპოვნელად მოვედი-მეთქი?! არ მომიტყუებიხარ..
დემეტრემ შემცვალა.
მე ადამინების დაფასება ვისწავლე.
მთლიანად შევიცვალე.
ის ღირებულებები შევიძინე, რომელსაც არაფრად ვაგდებდი.
რამდენიმე საათმა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება.

* * *
-გახსოვს,რომ მითხარი,როდესაც შეძლებ მაშინ მოდიო?!-ჩავყვირე ტელეფონში,-შევძელი,დემე..

_________
ვიცი, რომ ბევრი რაღაც გაურკვეველია, თუ რატომ არ უყვარს ცირას საქართველო და ქართველები,მაგრამ მოდი ეს ამბავი თქვენს ფანტაზიას მივანდოთ ან უბრალოდ ისე დავტოვოთ,როგორც არის..
ძალიან მიყვარს ეს ისტორია. იმიტომ,რომ ზედმეტად ჩემია.
მადლობა, რომ წაიკითხეთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ლინეტა

ვვააჰჰ ერთი ნახვით შეყვარების დავიჯერე
ცირაა
როგორ მიყვარს ეს სახელი.
რა მტკივნეული იყო სოხუმი
და როგორი კარგი ხარ შენ ❤️

 



№2  offline წევრი პენელოპე

სტუმარი ლინეტა
ვვააჰჰ ერთი ნახვით შეყვარების დავიჯერე
ცირაა
როგორ მიყვარს ეს სახელი.
რა მტკივნეული იყო სოხუმი
და როგორი კარგი ხარ შენ ❤️

მადლობები :***

 



№3 სტუმარი ევრიკა

სასიამოვნო და ლამაზი.
კარგია,ძალიან.
ბევრი ემოცია გამოიწვია.
დიალოგებითაა აწყობილი..
ყოჩაღ.. ♡♡♡

Momewona dzalian,sayvarlobaa...
velodebi kodev shengan rames ))

 



№4  offline წევრი პენელოპე

ევრიკა
სასიამოვნო და ლამაზი.
კარგია,ძალიან.
ბევრი ემოცია გამოიწვია.
დიალოგებითაა აწყობილი..
ყოჩაღ.. ♡♡♡

Momewona dzalian,sayvarlobaa...
velodebi kodev shengan rames ))

ევრიკა,მადლობა..
მეც ველოდები ჩემი თავისგან რამეს :დ

 



№5 სტუმარი snouii

_^
მართლა ძალინ სასიამოვნო წასაკითხი იყოოო ... 《♡

 



№6  offline წევრი პენელოპე

snouii
_^
მართლა ძალინ სასიამოვნო წასაკითხი იყოოო ... 《♡

♡♡♡♡

 



№7 სტუმარი სტუმარი დეფნე

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. რა კარგი იყო

მეორე ნაწილი რომ დაწერო არა? კარგი გამოგივა. უმაგრეაი ხარ

 



№8 სტუმარი Anjela devdariani

Martla momecona

 



№9  offline წევრი პენელოპე

სტუმარი დეფნე
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. რა კარგი იყო

მეორე ნაწილი რომ დაწერო არა? კარგი გამოგივა. უმაგრეაი ხარ

მადლობა.
მეორე ნაწილი არ ექნება,სამწუხაროდ.. :*

Anjela devdariani
Martla momecona

მიხარია :*

 



№10 სტუმარი სტუმარი მალენა

მეორეჯერ ჩავიკითხე უკვე.
♡♡♡♡

 



№11  offline წევრი პენელოპე

სტუმარი მალენა
მეორეჯერ ჩავიკითხე უკვე.
♡♡♡♡

♡♡♡♡♡

 



№12  offline წევრი khatia khatia

ყოჩაღ კაი იყოოო

 



№13  offline წევრი პენელოპე

khatia khatia
ყოჩაღ კაი იყოოო

მადლობა♡☆

 



№14  offline წევრი ჟიზელი

ჩემი სახელია ცირა ,მაგრამ მე მიყვარს ჩემი სახელი. წლების წინ ვერ ვიტანდი, რატომ უნდა დაარქვა ბავშვს ცირა? :))))
მაგრამ მერე მივხვდი,რომ მე სხვა სახელი ვერ მერქმეოდა,სხვა სახელი არ მომიხდებოდა.

 



№15  offline წევრი პენელოპე

ჟიზელი
ჩემი სახელია ცირა ,მაგრამ მე მიყვარს ჩემი სახელი. წლების წინ ვერ ვიტანდი, რატომ უნდა დაარქვა ბავშვს ცირა? :))))
მაგრამ მერე მივხვდი,რომ მე სხვა სახელი ვერ მერქმეოდა,სხვა სახელი არ მომიხდებოდა.

მეც ძალიან,ძალიან მიყბარს ეს სახელი. ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent