შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხახვი და ლუდი (სრულად 18+)


22-08-2018, 22:08
ავტორი Alice76
ნანახია 3 525

ხახვი და ლუდი (სრულად 18+)

ძალიან არეული ადამიანი ვარ . ცხოვრებას ერთი შეხედვით აკურატულად ვალაგებ,სიურპრიზებს ვერიდები და ფრთხილად ვირჩევ ყველაფერს,რაც ჩემი ასარჩევია,თუმცა...
არეულობა ისე მდევს თან,ამის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია.არეულობა ჩემს 21 წლის ცხოვრებას ედება არა პირადი,ოჯახის ან სასიყვარულო ისტორიების დრამიდან გამომდინარე,არამედ იმიტომ,რომ უღმერთოდ ხელმრუდი ვარ,როგორც ბებიაჩემი იტყოდა. მას შემდეგ,რაც შემთხვევით,თმის შეღებვისას საღებავის არასწორად შეზავება მოვახვედრე და ბებოც 2 თვე მკურნალობდა დამწვართმებს,თუმცა შეჭრას მაინც ვერ აცდა. პრანჭია ლანა ბებოს მეტიც ხომ არ უნდოდა ,მაშინვე გადავიდა საყვარელი შვილიშვილის სტატუსი ჩემს 12 წლის დაზე,რომელსაც დის უბედურების არაფერი ეტყობა. გადამლაშებას თავს თუ დავანებებ,ოჯახში საკმაოდ პატივსაცემი პოზიცია მიკავია,იმის გათვალისწინებით,რომ სწავლისადმი სიყვარულის წყალობით გრანტები და სტიპენდიები არ მაკლდა,შესაბამისად განსაკუთრებით მამა ამაყობს თავისი “ვაჟკაცით”,რომელიც ასე უფრთხილდება ოჯახის ბიუჯეტს და საწყალი თავს იკლავს სწავლით,რომ ოჯახს კისერზე არ დააწვეს.ამის გამგონე ყოველთვის მორიდებულად ვიღიმი და მიხარია,რომ მამა ვერასდროს გაიგებს ჩემი თავგანწირული ,მუდამ წიგნებში ჯდომის მიზეზს- მეტი საქმე არ მაქვს . დიახ,არც მოზარდობისას და არც ახლა,მეგობრებით დიდად ვერ დავიტრაბახებდი,გარეთ ბოდიალი და “ბირჟა” მეზიზღება,არც ისეთი გამორჩეული ნიჭი მაქვს ,რომ იმით დავკავდე,შეყვარებული არ ვიცი რა ხილია და აბა მეტი რა მეკეთებინა?ვიჯექი და ცხოვრების ინტერესს წიგნებით ვივსებდი.საბოლოოდ კარგად კი შემობრუნდა ჩემი უსაქმურობა,უნივერსიტეტი იურისტის წოდებით წარჩინებით დავამთავრე,მაგისტრანტიც გავხდი და ადვოკატის თანაშემწეობაც მოვასწარი,სისხლის სამართლის განხრით,თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი თვეა და იმ საწყალ კაცსაც მგონი უკვე უჩნდება საღი აზრი,რომ თანაშემწე კიარა შემწეობაც ვერავისთან გამომდის.მიზეზი კი ისევ ზემოთ ნახსენები ჩემი მუდმივი დაუკვირვებლობაა წვრილმანების მიმართ. ოჯახში კარგა ხანია იცოდნენ ,რომ ჩემთვის არც რაიმე ბასრი უნსა ენდოთ,არც ცხელი,არც ცივი და მითუმეტეს არაფერი ცოცხალი,მაგალითად ლეკვი,რომელიც ცხოვრების ნატვრად გადამქცეოდა ჩემი ზაზუნას სიკვდილის შემდეგ,მაგრამ სამწუხაროდ,ჩემები შეცდომებზე სწავლობდნენ.ოჯახისგან განსხვავებით კი ჩემმა ახლად გამომცხვარმა უფროსმა-ადვოკატმა ირაკლი ჯორბენაძემ არაფერი იცოდა და დამავალა კიდეც ყავის მომზადება. ამის შემდეგ ,უკვე 3 დღეა სახლში იმყოფება ხელებისა და მარცხენა ბარძაყის დამწვრობით. მეორე მხრივ,კარგი შედეგიც კი ჰქონდა ამ ამბავს-ბატონმა ირამაც დაისვენა და მიიღო ნანატრი შვებულება და მე ხომ საერთოდ. ერთი დადებითი თვისება ნამდვილად მაქვს- საკუთარ თავს იუმორით ვუყურებ,რაც არ უნდა დამემართოს,ვიცინი,თუ ძალიან არ მტკივა რა თქმა უნდა,ასე გადამაქვს სინდისის ქენჯნა და იმის ფიქრსაც ვეშვები,რატომ გამაჩინა განგებამ ასეთად,ტვინი ნამდვილად რომ ნორმალურად ფუნქციონირებს,ვიცი(დედაჩემმა წამიყვანა გამოკვლევაზე 3 წლის წინ,როდესაც შემთხვევით მისი ტელეფონი თამაშის შემდეგ ნაგვის ურნაში ჩავაგდე).
ასეა თუ ისე,ჯერ ჯერობით ცოცხალი ვარ და მარტო ცხოვრებაც გამომდის,ალბათ უფრო იმიტომ,რომ სახლში არაფერს ვამზადებ,გარდა ყავისა და ჩაისა,რომლებსაც ჩემთვის მშვენივრად ვაკეთებ,უბრალოდ ბატონ ირაკლის არ გაუმართლა,ბასრი საგნებიც არ მაქვს და სადმე თუ რამეს წამოვკარი ფეხი,მაგასაც გადავიტან.
მარტო ერთი წელია ვცხოვრობ,მას შემდეგ,რაც ჩემი ბიძაშვილი- გიგა,რომელთან ერთადაც 4 წელი ვცხოვრობდი,როგორც იქნა ,ინება ღმერთმა და მოაშორა თბილისს. არ ვიცი სხვებთან რა ხდება,მაგრამ მე ჩემს ერთადერთ ბიძაშვილთან განშორების შემდეგ ბევრს ვტიროდი,სიხარულისგან. როგორც იქნა უდროოდ გაჩენილი შვილობილი,რომელსაც დღე და ღამ ვუვლიდი ბიძაშვილური მოთმინებით,ფესვებს დაუბრუნდა ბათუმში და მეც სხვა,ნაკლებად საძულველ ბინაში გადავედი ქირით და გავიგე,რა ყოფილა მშვიდად ცხოვრება. მას შემდეგ ჩემებსაც ვეღარ გამოუვიდათ ვინმე ნათესავის შემოსახლება ჩემთან და დავრჩით ბედნიერად მე და მე.
ორშაბათს ბატონ ირაკლის ვურეკავ და დამნაშავის ხმით ვკითხულობ მის მდომარეობას,რაზეც აშკარად გაბუსხული მპასუხობს,რომ კიდევ არ მოშუშებია და ხელს ვერაფერს კიდებს.უზომო მწუხარება გამოვთქვი,თუ რამით შემიძლია დახმარება-თი გავთიშე ტელეფონი და ბედნიერად წავუცეკვე. ამის მეტჯერ ვერ გამოვა ირაკლის დაწვა,მაგრამ ეს დღეები მაინც მშვენივრად დავისვენებ. სოფელში წასვლა არც მიფიქრია,ჩემებისთვის რომ მეთქვა დასვენების მიზეზი,სირცხვილის კოლიდორს მომიწყობდნენ და კარგადაც დამცინებდნენ,ამიტომაც სახლში დარჩენა და ერთადერთი მეგობრისთვის-ანათვის დარეკვა გადავწყვიტე.
-რაო,პანდორა,როგორ ხარ?-სიცილით იღებს ანა ყურმილს-რას აფუჭებ?
-რამდენჯერ უნდა ვთქვა,მასე რომ მეძახი,წინასწარ მთარსავ და იმიტომ მემართება ათასი უბედურება-საწყლად ამოვთქვი-აი უკვე დავითარსე და დღეს რაც მოხდება ,შენი ბრალი იქნება.
-კარგი,შურა-მაშინვე მოიფიქრა უარესი
-ალექსანდრა!-ვუთხარი მშვიდი ხმით და თემა მაშინვე გადავიტანე სანამ სანდროს ან ალიკას დამიძახებდა-დღეს გამო,მცალია.
-კაი ერთი,მე მცალია თუ არა,ეგ უნდა მკითხო-შეიცხადა,თითქოს ბაბულიკა ბიჭი ვიყავი და თავს იფასებდა
-ვიცი რომ ორშაბათობით არ გაქვს ლექციები და გამოეტევი თუ არა?-ანა თანჯიმანი იყო,სახლიდან მუშაობდა ,ჩემი არ იყოს,კაცებს მისგანაც შორს ეჭირათ თავი, იყო,დედუქციაც აღარ სჭირდებოდა იმ ფაქტს,რომ ეცალა.
-კარგი,საჭმელს მე მოვაყოლებ,შენ არაფერი იჩალიჩო იცოდე.
-როდის მოხვალ?
-გლდანიდან რამდენი ხანი უნდა დიღმამდე მაგას მიამატე გოგოს რამდენი ხანი სჭირდება გამზადება-მომიჭრა და გამითიშა,მალე მეთქი რომ არ მეთქვა.
ერთ საათს გმირულად ველოდე ანას,შემდეგ მუცელმა ეული მგელივით რომ დაიყმუვლა,ვიფიქრე, რატომაც არ შემიძლია,გავაკეთებ ამ ერთხელ რამეს-მეთქი.
კარტოფილი ყველაზე მარტივი გამოსავალია,შეწვა სარისკოა,მოხარშვა-შედარებით მარტივი. დავფრცქვენი კარტოფილი,ჩავყარე ქვაბში ,ავანთე გაზი და მორჩა! კმაყოფილმა გავიაზრე,რომ ყველაფერი მარტივია და ტყუილად მძაბავენ. გათამამებულმა გადავწყვიტე საიდანღაც გამოძებნილი ხახვიც ჩამემატებინა გემოსთვის და ფრცქვნა დავიწყე. ყველას შესდის თვალში ხახვის მწველი ნაწილაკები და ეტირება,მე კი დანა უხერხულად ავუსვი ხახვს და მთელი ანათალი მოვითავსე თვალში.
თავიდან ვიფიქრე,დიდი არაფერი,თვალს მოვიბან -მეთქი,მაგრამ ორ წამში თვალის წვამ მთლიადან ამაცახცახა. შეშინებული დავრბოდი სამზარეულოდან სააბაზანოში, ვიგინებოდი ხახვის დედის მისამართით და თავს ვერაფრით ვეხმარებოდი. აგონიამ როცა გადამიარა და ტკივილიც სტაბილური გახდა,გადავწყვიტე როგორმე აფთიაქში ჩავსულიყავი და ფარმაცევტისთვის რამე მეთხოვა,ექიმამდე ასე ვერ მივაღწევდი. სელპაკის ერთჯერადი ხელსახოცი ავიფარე ცალ თვალზე,პიჟამის შორტის და მაიკის ამარამ მხოლოდ ინიტომ შემოვიცვი ჯაკეტი,რომ თავს მეტად ვეღარ დავიზიანებდი და აკვნესებული გავვარდი გარეთ,თან ვცდილობდი თვალის გუგა ისე მჭეროდა,ეს დაწყევლილი ხახვი რომ არ მოხვედროდა.გადარეული ციკლოპივით მივრბოდი და რამდენიმე კორპუსის შემდეგ დალანდულ აფთიაქში შევვარდი.ცალი თვალით დავინახე,რომ ორი ფარმაცევტის წინ თითო-თითო ადამიანი იდგა,ერთი ხანში შესული ქალი,ფურცლით ხელში,მეორე ახალგაზდა ბიჭი. ბებოს აშკარად ეტყობოდა,რომ ჯერ ახლა იწყებდა წამლების მარაგის შევსებას,ამიტომაც,ბიჭს დავუდექი უკან და ადგილზე ცქმუტვა დავიწყე. დაძაბული მეორე თვალიდანაც ცრემლები მომდიოდა,რამდენიმე წუთიანი ჩუმი ბუტბუტის შემდეგ კი ბიჭი მაინც არ ინძრეოდა ადგილიდან,ფარმაცევტი გოგონაც აშკარად რაღაცას დიდი მონდომებთ და საფუძვლიანად უხდნიდა. გვედით მოვიხედე,ქალის უკანაც რიგი დამდგარიყო,ამოვიკვნესე. რა ჯანდაბას ყიდულობს ამისთანას? გავივლე გონებაში და ახლოს მივიწიე,იქნებ მიხვდნენ,რომ სხვა მომხმარებლები არსებობენ?
-გააჩნია ზომას...-იდუმალად ჩურჩულებდა გოგონა-იქს ელისთვის საუკეთესო მაინც დურექსია,იცით,პატარა ზომებზე მისი თხელი სტრუქტურის გამო კარგად არ თავსდება...
-მაგაზე არ იდარდოთ-მომესმა დაბალი,ხავერდოვანი და აშკარად ინტუმურად დაყენებული ხმა.
ცალი წარბი ავწიე და თითქმის გადამავიწყდა აუტანელი წვა,ნელ ნელა ხარშავდა ჩემი ხახვით შეკმაზული გონება,რა სახის პროდუქციაზე იყო საუბარი.
-ზომასთან პრობლემები არ იქნება-განაგრძო მამაკაცის ხმამ- მთავარია ქალბატონზე ვიფიქროთ,ხორკლებიანი უკეთესი იქნება,როგორც გამოცდილებამ მაჩვენა-ეს რომ თქვა,წამით გამოიხედა და მივხვდი,იცოდა,რომ მესმოდა.
აქ ხალხი ცუდად ვართ,ესენი კიდევ... გონებაში ათასი გამოსალანძღი სიტყვა მომაგონდა და სიბრაზისგან უარესად ამეწვა ორივე თვალი-ახლა ნახე ამათ რაები ჩავუტარო- ვუთხარი თავს და ჩავახველე
-უკაცრავად-ამოვიკნავლე .მთლად ისე მტკიცედ არ გამოვიდა,როგორც დაგეგმილი მქონდა ,თან ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა,გეგონება ეს-ესაა ტიტანიკს უყურაო - ისა... თუ არ შეწუხდებით,იქნებ... ისა ... დაუჩქაროთ,სერიოზული პრობლემა მაქვს და ...
ბიჭმა ღიმილით გადმომხედა,აშკარად ფიქრობდა,მისი საუბრის გამო იყო,ადგილზე რომ ვერ ვისვენებდი,მაგრამ როგორც კი ჩემს გადმოვარდნილ თვალებს შეხედა,გაოცებულმა გაიწია და ფარმაცეტი გოგონა გამოაჩინა,რომელსაც პრეზერვატივების ასორტი ეჭირა ხელებში. გაწითლებულმა ბიჭის მისამართით ჩაიბუტბუტა,ერთი წუთით დამელოდეთო და ისეთი გაცისკროვნებული მომიბრუნდა, რა გნებავთო,გეგონება ხახვი კიარა ბრილიანტი ჩამვარდნოდა თვალში.
ვითარება ავუხსენი და თვალის წვეთები მომაწოდა,ახლავე ჩაიწვეთეთ და თუ ნამცეცი არ გადმოვარდა ცრემლთან ერთად ,ექიმს უნდა მიაკითხოთო. ამით გულგადაქანებულმა აფთიაქის კარს როგორც კი გამოვცდი,მაშინვე გავხსენი ფლაკონი და ვცადე როგორმე თვალთან მიმეტანა,თუმცა ნორმალურად თვალს ვერც კი ვახელდი,ამ გაწამაწიაში ვიღაც წამომადგა თავზე.
-დაგეხმარებით- ისევ ის ხმა,პრეზერვატივებიანი ბიჭი-გონებაში ასე მოვნათლე.
უკვე ხახვის გამო კიარა ისეც ვტიროდი,ვსლუკუნებდი ჩემი უნიათობის გამო.
-მგონი ვერ გამოვა,თვალს ვერ ვახელ- ამოვიხავლე და მიუხედავად იმისა,რა დღეშიც ვიყავი,წარმოვიდგინე რას ვგავდი ამ დროს.
-მოიცადე,მოდუნდი- მითხრა მშვიდად,ხელით მიმართულება მომცა და კედელთან მიმაყენა-ერთი წამია საჭირო-თქვა და ლოყაზე ხელი მომითათუნა,ახლოს მოვიდა და სახეზე ვიგრძენი მისი სუნთქვა. დახუჭული ცალი თვალიც სასწრაფოდ დავაჭყიტე,მან კი უცბად თავი გადამიწია,ქუთუთო დამიჭირა და მიბრძანა არ გაინძრეო,პარალელურად თვალში სითხე ჩამაწვეთა. ავფართხალდი,მაგრამ მალევე მივხვდი,რომ სითხე არ მწვავდა და გავიტრუნე.
-მეორეშიც ჩაგაწვეთებ-გამაფრთხილა-გაღიზიანებული გაქვს.
ღრმად ვსუნთქვდი და ცრემლების ღვრას განვაგრძობდი,სანამ ისევ არ დაიხარა ჩემსკენ. სახეზე თითები ამისვა და რაღაც დამანახა
-ხედავ? პატარა ხახვიც დაიბადა,გილოცავ -ახარხარდა.
მეც გამეცინა. სიცილ ტირილით გადავუხადე მადლობა.
-არაფრის,მხედველობა როგორ გაქვს?-მისი მზრუნველობა მესიამოვნა,მაგრამ მერე გამახსენდა პრეზერვატივების გამო რა დღეშიც ჩამაგდო.
-ნორმალურად ვხედავ- ვუპასუხე ,სინამდვილეში კი ჩემთან ახლოს დახრილის სახესაც ვერ ვარჩევდი კარგად-დამეწმინდება მალე.წავალ სახლში,მადლობა კიდევ ერთხელ.
მოვბრუნდი და სანამ რამეს მეტყოდა,მთელი ძალით მოვგაზე.ორ წამში ფეხი ამოშვერილ ფილაქანს წამოვკარი და რაღაცას რომ არ დავეჭირე,მთელი ძალით დავაფერთხებდი ძირს ჩემს საამაყო ცხვირს.ჰაერში გამაჩერა ვიღაცია ხელმა და გასწორებულს უკნიდან მომხვია მკლავები.ამოვიკნავლე,უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი.
-რისი შეგრცხვა,გეთქვა,სახლამდე მიგაცილებდი-გავიგე ისევ მისი ხმა.უკვე ხმაზე ვცნობდი და ეს ნერვებს მიშლიდა,თუმცა მისი ახლოს ყოფნა ინდენად მომწონდა,თავის გათავისუფლება არ მიჩქარია.შევბრუნდი და ვეცადე ნორმალურად მესუნთქა,სახეში ვუყურებდუ,ნელ ნელა მართლა იწმინდებოდა გამოსახულება და თვალების ადგილას ცისფერს ვხედავდი,კანის ფერი თეთრი უნდა ყოფილიყო,თმები ისედაც ვიცოდი- შავი.
-ვერ გხედავ- ვთქვი საშინლად გულდამწყდარმა,მან ი ისევ გადაიხარხარა.ამჯერად აღარ ავყოლილვარ სიცილში.
-რა გაცინებს? ასე რომ დავრჩე?
-არ დარჩები ასე-თქვა დარწმუნებით- მე ექიმი ვარ,ექიმებს უნდა დაუჯერო,ასე რომ ახლა წამოდი სახლში,მალე შეძლებ ჩემს დანახვასაც,არ იდარდო,ისე არ მოხდება,ერთხელ მაინც რომ არ დაგანახო ჩემი ნანატრი სახე-თქვა და ისევ განაგრძო სიცილი. რანაირად დავიჯერო ახლა რომ ეს ექიმია?
-მე სულაც არ მითქვამს შენი დანახვა მინდა მეთქი- ვთქვი კუშტად და ნერვები ამეშალა ,თავს რომ ვიმართლებდი,მან ხომ ისედაც მშვენივრად იცოდა ,ამას რომ არ ვგულისხმობდი
-წამოდი,დაგეხმარები-მომიჭრა,წელზე ხელი მომხვია და ისე წამაპროწიალა-აბა,სად ცხოვრობ?
-13- ე კორპუსი- თვალები უიმედოდ მიმოვაცეცე-აქ სადღაც უნდა იყოს,ყვითელია.
-ყველა კორპუსი ყვითელია აქ.
-ახლოს ზაპოშნიკის ბუტკაა- წამოვაყრანტალე
-ხო,ვხედავ- ამოთქვა სიცილით და დაამატა-ძალიან ნელა დადიხარ,მე კი მეჩქარება.
-გული უსიამოვნოდ შემეკუმშა,მეგონა... არ ვიცი რა მეგონა,უფრო ის ვიცი,რომ არ მეგონა,ჩემი თავიდან მოშორება თუ უნდოდა.მაშინ რაღას მომყვებოდა? ალბათ შევეცოდე - დავასკვენი ბოლოს და ის იყო შეპასუხებას ვაპირებდი,რომ ჰაერში აღმოვჩნდი-მეჩქარება-განაგრძო დაბალი ხმით-სახლში მალე უნდა მიგიყვანო,თორემ შენ ,როგორც ჩანს,უსიამოვნებებში სინათლის სიჩქარით ეხვევი.
აღარაფერი მითვამს,გავიტრუნე და არც იმაზე ვფიქრობდი,50 კილო რომ მძიმეა და დაიღლებოდა.არც იმაზე,როგორი სახე ჰქონდა,მხოლოდ დაბუნდულად რომ ვარჩევდი,არც სირცხვილი და უხერხულობა მაწუხებდა,მხოლოდ უცნაური,მზის სუნი მომდიოდა ,ვიცოდი მზის კიარა,მისი კანის იყო,ვიცდოდი,ასე აშკარად არ უნდა დამტყობოდა,როგორ მსიამოვნებდა ეს სუნი,მაგრამ აღარაფერს ვაქცევდი ყურადღებას,მხოლოდ იმას ვცდილობდი,რაც შეიძლება მეტად მომესწერო ამ არომატის შესრუტვა. ეღიმებოდა,ვერ ვხედავდი,მაგრამ ვგრძნობდი,ეს კი იმდენად უცნაური იყო,თან მეშინოდა,ამავდროულად კი თავდავიწყებით და უკანმოუხედავად მინდოდა ამ გრძნობაში გადაშვება. ამ დროსაც ჩემმა საკმაოდ საჭირო ჩვევამ მიშველა და ირონიით შევხედე საკუთარ მდგომარეობას,გამეცინა-ასეთი რამ ჯერ არ დამიტრიალებია ჩემი მოუხერხებლობით.თითქოს მიხვდა რაზეც ვიღიმოდი- მაინც როგორ მოახერხე?- მკითხა ისე,თითქოს მამას მიყავდა პატარა გოგონა და სიყვარულით ტუქსავდა ატირებულს- როგორ აღმოჩნდა ხახვი თვალში?
ტუჩის კუთხეები ჩამოვწიე იმის ნიშნად,რომ თავადაც არ ვიცოდი- ვთლიდი და დანა ასხლტა,ნაფრცქვენი კი პირდაპირ თვალში მეტაკა-ჩავიცინე ჩემი ბედის გახსენებაზე.
-კარგია- თქვა სერიოზულად.
ვერ გავიგე რა იყო კარგი,ბევრი რამ შეიძლება ყოფილიყო კარგი,მაგალითად ის,რომ თითები არ დავიჭეი დანით,ან ის,რომ ხახვი მომხვდა თვალში და არა თვითონ დანა... ან ის,რომ ამის გამო მე და ის შევხვდით. გამახსენდა,რომ სახელი არ ვიცოდი,ვფიქრობდი როგორ მეკითხა,როცა შეირხა და მეც ციდან მიწაზე აღმოვჩნდი. სადარბაზოსთან ვიყავით,გული საშინლად დამწყდა და თვითონაც ვერ გამეგო,ასე ძალიან რატომ არ მინდოდა,რომ წასულიყო. ის იყო მადლობა უნდა მეთქვა,როგორც იქნა,ხმა ამოიღო
-თავს გაუფრთხილდი- მითხრა ხავერდოვნად,მისი ხმა ისე მოქმედებდა,თითქოს ვენაში შეყავდა ვიღაცას.
-არ ამოხვალ?-ამოვთქვი და სასიამოვნოდ გაოცებულმა ,ტაში დავუკარი გონებაში ჩემს თავს - აი ასე ალე,მიაწექი,ხომ არ უნდა დააობოს,რაც აფთიაქში იყიდა-ეს უკვე თავხედობდა შინაგანი მე. გავწითლდი და ხმამაღლა დავამატე- მძიმე ვარ,შენ კი ამდენი ხანი მატარე,მადლობა იმ მცირედით მაინც ხომ უნდა გადაგიხადო,რომ დასვენება შემოგთავაზო.
სამწუხაროდ მის რეაქციებს ვერ ვხედავდი,მომიწია გავჩუმებულიყავი და უხერხულად დავლოდებოდი მის პასუხს.
-მადლობის გადახდას მარტო მაგით აპირებ? დივანზე დამსვამ ?- იცინოდა
-დაგსვამ და მერე რამეს მოვიფიქრებ კიდევ- ვთქვი და როცა მივხვდი,რა ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცა მის გონებას ამ სიტყვებისთვის,სახეზე ცეცხლი წამეკიდა.-თუ გეჩქარება,არაუშავს-დავამატე სასწრაფოდ,ემანდ არ იფიქროს,მეხვეწებაო.
-მხედველობა როგორ გაქვს? -მომიახლოვდა და ხელის მსუბუქი ბიძგით ლიფტისკენ მიმაბრუბა,თავად გვერდულად დამიდგა და ლოყაზე სუნთქვა ნაზად მეხებოდა-გეტყობა ჯერ კიდევ ვერ ხედავ,თორემ სახლში არ მიმიპატიჟებდი
-რატომ?- ვკითხე გაოცებულმა- ასეთი საშინელი ხარ?
-პირიქით- გულიანად იცინოდა- თუ დამინახავ,ვიცი საკუთარ თავზე პასუხს აღარ აგებ
მინდოდა გავბრაზებულიყავიასეთი სითავხედისთვის,მაგრამ უნებურად ავყევი და ძალიანაც მომწონდა მასთან აშკარა ფლირტი.
-გპირდები ნაზად მოგეპყრობი,თუნდაც მხედველობა აღმიდგეს-ვუთხარი სერიოზულად ,ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი,მისი წამოზრდილი თმის კულული ხელში მოვიქციე და დავამატე- არ გატკენ,პატარა.
აკაკანდა,მისი სიცილი აქამდეც ხომ მესმოდა,ამაზე კი მეც ამიყოლოა,ისე იცინოდა,შეუძლებელია ვინმეს მოესმინა და თავადაც არ გასცინებოდა.
-არც კი იცი რაში ჰყოფ თავს-მითხრა სიცილისგან ჩახლეჩილი ხმით-რომელი სართული? მითხრა და ლიფტში შევიდა,შემდეგ კი მეც შემაწოწიალა.
-მეთერთმეტე.
ჩემი სახლის კარი ღია დამეტოვებინა,კარტოფილი,რომელსაც ვხარშავდი,შემწვარიყო და უკვე ბოლსაც უშვებდა,პრეზერვატივებიანმა ბიჭმა იმარჯვა,მე დივანზე წამომასკუპა,თვითონ კი რაღაცას აჩხაკუნებდა. ცოტა ხანში ჩემთან მოვიდა
-ქვაბი გადასაგდებია,არა უშავს,მაინც ჯობია არასდროს გამოიყენო,კარტოფილი-გამოსატირებელი,ხახვზე კი შური ვიძიე-დავჭერი და ნაგავში ჩავყარე,რომ ვეღარასდრის შეძლოს მოკარება-ვიგრძენი გვერდით მომიჯდა. თვალები დახუჭული მქონდა და მის მიერ მანამდე მოწვდილ ცივ საფენებს ვიდებდი. თავი სავარძლის საზურგეს მივადე და უკან გადავწიე,საფენები უკეთ რომ დამედო,თან ვიღიმოდი. უცბად ძალიან ახლოს ცხელი სუნთქვა ვიგრძენი,თავი უნდა წამომეყო,მაგრამ შუბლზე დადებულმა ხელმა გამაკავა,ამავდროულად კი ყელზე შეხება ვიგრძენი. ძალიან ცხელი და ისეთი ყოვლისმომცველი,მთელს სხეულში მომენტალურად გაიფანტა და კანი დამიბუჟა.ვიგრძენი,ბუსუსებმა როგორ დამაყარა,ისიც დაინახავდა,რადგანაც ჩემს ტუჩებთან ჩაიცინა. ძალიან მსუბუქად შემეხო და ხელი იმ ადგილას ჩამომისვა,სადაც წამის წინ მაკოცა. უაზროდ გახევებული ვიჯექი,ვერაფერს ვახერხებდი გარდა იმისა ,რომ მეგრძნო-ისევ ცოცხალი ვიყავი.ამას მთელი სიძლიერით მომუშავე გული ადასტურებდა,რომელიც ისეთ ხმას გამოსცემდა,თითქოს ევედრებოდა ბიჭს,კიდევო. მანაც გაიგო და გულთან უფრო ახლოს დაიწყო მოძრაობა.თავის აწევის საშუალებას ერთი ხელოთ არ მაძლევდა,მეორეთი კი იმას აკეთებდა,რაც თავს საერთოდ მაკარგვინებდა.ჯაკეტის ქვეშ ხელი შეაცურა და თხელი მაისურის გარედან მომეფერა მკერდზე. ალბათ ეგონა,რომ ბიუსჰალტერი მეცვა,ვინაიდან მივხვდი,თავი მანაც დაკარგა,როდესაც ჩემი მკერდი თითქმისბარიერის გარეშე შეიგრძნო,სუნთქვა უფრო გაუხშირდა და თითქოს ეს მის გეგმებში არ შედიოდაო ,დანანებით ამოიგმინდა და ტუჩებზე დამეტაკა .მეორე ხელიც მიაშველა პირველს,ჯაკეტი მთლიანად გამხადა და მეც თავისუფლად ავწიე თავი,წელი ავიზნიქე და მის პირდაპირ გავჩერდი. საფენები ჩამომცვივდა თვალებიდან და წამით გავახილე,მხოლოდ წამით დავინახე მისი თვალები,შემდეგ ისევ დაბრუნდა გაცრეცილი ფერები და მეც ინსტინქტს მივენდე-მის ხელებს ავყევი და ზემოდან აღმოვნჩნდი. ხელები მაისურის ქვეშ შეაცურა,წელზე ნაზად მიმოატარა და მკერდისკენ წაიღო. ჩემს ქვემოთ სიმაგრე კოდევ უფრო ცხადად ვიგრძენი,ტუჩები მოვძებნე და კოცნის სრულ უცოდინრობის მიუხედავად შევუცურე ენა პირში. ამან სულ გაახელა,სრულად ცარიელ გონებაში მხოლოდ იმის გაფიქრება მოვასწარი,აქ დასრულდა ჩემი უბიწო ცხოვრება მეთქი,როდესაც კარზე გაბმული კაკუნი გაისმა და ჩემმა ერთადერთმა დაქალმა დაუფიქრებლად ჩამცა ზურგში დანა -სანამ იმის გააზრებას მოვასწრებდი,რომ სამყაროში კარი,სახლი და სხვა ადამიანები არსებობენ,ანამ ღია კარი შემოაფრიალა “შაურმა მოვიტანეს” ძახილით,შემდეგ კი შედგა და გულწრფელი ინტერესით დააკვირდა მის წინ დივანზე წამოსკუპებულ უცნობ ბიჭს და მასე წამოსკუპებულ მეს. ახალგახელილი თვალები ისევ მებინდებოდა,ხოლო დახშული გონება ახლა იწყებდა გაანალიებას,თუ რა მოხდა. მოულოდნელად წამოვხტი და ჩემს ქვემოთ მყოფს დავხედე,არც ის იყო ჩემზე უკეთეს დღეში -პერანგის ღილებს იკრავდა,როგორც ჩანს,არასწორად,ეს რა,მე გავუხსენი?ბოლოს ღილება შეეშვა და ფეხზე წამოდგა ,ამ დროს ანამ გაურკვეველი ხმა ამოუშვა და სააბაზანოში შევარდა. ვერ მივხვდი რაზე აზმუვლდა ჩემი დაქალი,სანამ ბიჭის მოქმედებებმა არ მიმახვედრა-თავისი ქურთუკი მოჩხრიკა და წინ აიფარა-გასაგებია ანას რეაქცია,ბიჭი ფარმაცევტს ზომასთან დაკავშირებით არ ატყუებდა,რასგან ჩემი გასიებული თვალებითაც მშვენივრად ვამჩნევდი ევერესტს. აღარ ვიცოდი,რა მეთქვა,გახევებული და ანერვიულებული ხმას ვერ ვიღებდი.
ისევ თვითონ იმარჯვა და მოხერხა თავდაჯერებულობის დაბრუნება
-შენი დაქალია?-მკითხა და მომიახლოვდა
თავი დავიქნიე,მგონი მეტირებოდა,რა გატირებს ქალო,ალე? თავი ხელში უნდა ამეყვანა ან თავში ხელი.
-ახლა ჯობია წავიდე,უნდა აუხსნა - მითხრა სრულიად დამშვიდებულმა და გაღებული კარისკენ მიბრუნდა-დროებით ალე-ერთადერთხელ შემობრუნდა,მეგონა მაკოცებდა,მაგრამ შენც არ მომიკცვდე-ლოყაზე წამჩქმინტა. სანამ რამეს ვეტყოდი,უკვე კიბეზე ფეხის ხმაც მიწყდა.
-რა სწრაფია,იმედია ყველაფერში არა-ჩავილალარაკე მუდამ მზადყოფნაში მყოფი ენის წყალობით და “ანა გამოდის”ძახილით სამზარეულოში შევლასლასდი.
ანა ჩუმად მოდიოდა,ჩუმად და მტანჯველად ნელა.მისი არ მრცხვენოდა,მისი არასდროს არაფერი მომერიდებოდა,უნივერსიტეტის პირველი კურსიდან განუყრელები ვიყავით,როდესაც ორივე სტუდენტური დასაქმების ფარგლებში შევხვდით ერთმანეთს და აღმოვაჩინეთ,რომ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით.მე საკუთარი თავის მცხვენოდა,რადგან მეგობარმა შემომისწრო ბიჭთან,რომლის სახელი კიარა,სახეც არ ვიცოდი,აღწერა ისევ ანასთვის უნდა მეკითხა,ზოგადი წარმოდგენისთვის,ყველაფერთან ერთად ეს ბიჭი მაშინ გავიცანი,როდესაც აფთიაქში პრეზერვატივებს ყიდლობდა და 20 წუთში უკცე ჩემს სავარძელში მოკალათებულს ენას ვუტრიალებდი პირში.-ასეთი არ ვარ-ამოვთქვი საწყლად- რა ჯანდაბა დამემართა? სად წავიდა ჩემი ცნობიერი და არაცნობიერი?
-ანამ როგორც იქნა სამზარეულომდე მოაღწია ,ეტყობა რწმუნდებოდა,რომ ჩემი პორნოვარსკვლავური წარმოდგენა დამთავრებული იყო.
-მოყვები? -მკითხა და მის ხმაში გაკიცხვა რომ არ ვიგრძენი,გულზე ძალიან მომეშვა.
-ლუდი დამჭირდება,წამო ჩავიდეთ რა-წამოვდექი და ანას შევხედე,ნელ ნელა უკვე ადამიანური მზერა მიბრუნდებოდა,თუმცა თვალი საშინლად რომ მექნებოდა,ეჭვი არ მეპარებოდა
-რა მოგივიდა გოგო,თვალში გაგარტყა?-სიცილისგან ხმა უცახცახებდა ანას-ისე იქნევდა ,არ გამიკვირდება-ბარის მაგიდაზე გადაწვა ჩემი ეგრეთ წოდებული მეგობარი.
-მორჩი?-ვკითხე,როცა სული მოითქვა-იმას არაფერი მოურტყია-კვლავ დავაიგნორე მისი სიცილი-ხახვის დაჭრისას მომიხდა პატარა ინციდენტი,ისეთი არაფერი,წამო რა.ანამ ცრემლები მოიწმინდა და ხმა დაისერიოზულა
-შენ აქ იყავი,მასე ხალხს დააფრთხობ და თან ნამდვილად გეყო შენ ტრამვები,ახალი არ გინდა,რომელი ლუდი წამოვიღო?
-ესტრელა,ბევრი-ახლა ეს თუ მომიყვანდა ხასიათზე.
-ძალიან ცუდად ხარ თუ ძალიან კარგად? -მკითხა ისევ
-არ ვიცი- ვთქვი გულახდილად,ძალიან ყოველ შემთხვევაში.
თავი მობილიზირებული ჯარისკაცივით დაიქნია და 5 წუთში აქ ვარო დამიბარა.
მე და ანას ასეთი შეთანხმებ გვქონდა: დალევა და მოწევა მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლებოდა,როცა ძალიან ცუდად ან ძალიან კარგად იყო რომელიმე ჩვენგანი. ეს წესი მკაცრად მოქმედებდა ,ვინაიდან ორივე მივიჩნევდით,რომ თუკი ადამიანი ჩვეულებრივ ,არაფრით გამორჩეულ დღეებში სვამდა და ეწეოდა,ესეიგი ლოთიც იყო და მწეველიც. ჩვენი სინდისი და ჯანმრთელობა ამ წესის წყალობით დაცული იყო . დღეს კი სრული აღმაფრენა და ფიასკო ერთდროულად განვიცადე,ანამ ეს იცოდა.
-შენი ჩიფსები არ ქონდათ- პარკებით ხელში შემოვარდა ანა-სემიჩკა და დორიტოსები ვიყიდე-ამოლაგებას შეუდგა,მე კი ჭიქები და საფერფლე გადმოვაძვრინე,თან კარი ჩავკეტე,ახლა თვით თორი რომ შემოვარდნილიყო თავისი მეხებით,არც მისი ნახვა მენდომებოდა,სხვების მითუმეტეს.პრეზერვატივებიანი ბიჭი კი ვიცოდი,რომ არ მოვიდოდა.
ვიდრე ანა მკითხავდა,მოკლედ მოვუყევი ყველაფერი და სანამ ყბა ჩამოვარდნილი მიყურებდა,აციმციმებული თვალებით,პარლამენტიდან ერთი ღერი ამოვაძვრინე და მჭმუნვარე სახით გავუკიდე-შეხე,ავნერვიულდი და გავუკიდე-გავიკრიჭე და ხველება ამიტყდა,თვეები იყო,რაც არც ძალიან ცუდად ვყოფილვარ,არც ძალიან კარგად.-ვით მოვიქეცი,არა?
ანას თვალებში არაფერი ჩანდა,თითქოს სიტყვებს ეძებს და არ იცის სახით როგორ გამოხატოს ემოციაო,ცოტა ხანში ნელა დაიწყო
-21 წელია თავს იგიჟებდი,მეც კი ნაკოცნი მაქვს ბიჭისთვის ,მაგრამ შენ სათოფეზე არ იკარებდი არავის,ვისაც ნუ ხო ხვდები-თვალებით დაბლა მანიშნა და მივხვდი ,მამაკაცის ორგანოზე მიმანიშნებდა,მითომ მორიდებული გოგონა იყო და თქმა უჭირდა,მივხვდი საითაც მიდიოდა და ღიმილი შემეპარა-მეგონა წესიერი დაქალი მყავდა და თურმე ვცდებოდი,მადლობა ღმერთს! შენ ხარ მაგარი!-თითქმის ყვიროდა ანა-ეგრე რა,მიაწექი დაო,მაგარი ბიჭი კი იყო,არ მიკვირს,იმაზე უფრო გავბრაზდებოდი,რომ არ გეკოცნა და რამე... ნუ ახლა მთლად ასე ბიჭი არ უნდა გაგეთელა მაგრამ ამდენი ითმინე ქალნა და მესმის-თავადაც აიღო ერთი ღერი და სივრცისმიერი მზერით ,ფეხი ფეხზე გადადებულმა გამოცდილი ქალივით განაგრძო-კაცებს ასე უნდათ,ხელი კარგად უნდა ჩაჰკიდო და არ გაუშვა,სანამ არ მიხვდება,რომ წასასვლელი არ აქვს... ჩემო ალიოშა,ბედი გაგეხსნა,აწი დატკბი სიყვარულის მორევში ცურვით და იცოდე ბავშვები არ დამანახო,შენთან ერთად გეგმები მაქვს მე ჯერ კიდევ. -თვალები რომ გამიფართოვდა,მოეშვა ფილოსოფოსურ-ქალურ საუბარს და იკითხა-რა თქვი,რა ჰქვიაო?
ოპა
ჰეჰ
დამავიწყდა,რომ სახელი არ ვიცი. უფრო სწორად,მეგონა ანას დაავიწყდებოდა,რომ დამავიწყდა ,მაგრამ მაგას ვინ რას გამოაპარებს.
ტანჯული სახე მივიღე,ის კიდევ კვლავ სიცილისთვის მოემზადა და პასუხა არც კი დალოდებია,ისე შეაზანზარა ფანჯრები
-აი როგორაა იქ,ევროტურში?-ამოთქვა შესვენებისას-პლასტმასის ყვერიო-კვლავ გადასასანდა-ეგ ხარ,გოგოს ვერსია. სახელი რომ არ იცი ეგ უკვე სხვა ლეველია,იმან მაინც გკითხა?- უცბად სერიოზულად მომიბრუნდა-უნდა დაინტერესებულიყო,ეს მნიშვნელოვანია.
ჩავფიქრდი,ვერ გავიხსენე,რომ სახელი ეკითხოს,გული დამწყდა,მაგრამ წასვლამდე... წასვლამდე სახელით მომმართა,აბა საიდან გაიგო?
-არ უკითხამს,იცოდა-ვთქვი ორჭოფულად
ანამ ლუდი მოსვა და ჩაფიქრდა
-ესეიგი არ გკითხა,მაგრამ იცოდა,მდა. ანუ სადმე დაინახა ,შენ კარზე ხომ არ აწერია? იქნებ კომპზე ან რვეულზე... თავისუფლად შეეძლო,სადმე ენახა,შენს ბინაში იყო...-ანა დადიოდა და ბუტბუტით ამოწმებდა ადგილებს,სადაც პრეზო-მენს(ასე ინება ანამ მისი გადანათვლა) შეეძლო ჩემი სახელი ენახა. ბოლოს მეც ავყევი,მაგრამ ხელმოსაჭიდი ვერაფერი ვნახეთ.
-იქნებ უთხარი და არ გახსოვს-მეათასედ მკითხა
-არა-მეც მეათასედ ვუპასუხე იგივე-რომ ეკითხა მეც ვკითხავდი და საერთოდ,ყველაფერი იდეალურად მახსოვს,რაც მითხრა და არ გამომრჩებოდა.
პასუხად ლუდი მოწრუპა,ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მეც მერამდენედ შევეკითხე
-როგორი იყო?
თავი გადაარიალა და ამოიხრა
-მეც ვერ დავინახე წესივრად,დამაბნიეთ ამხელა ქალი-ფხუკუნი ამიტყდა იმის გახსენებაზე,როგორ შევარდა სააბაზანოში ეს მითომ მაგარი გოგო-სიმპატიური და რამე რომ იყო ,ეგ კი აშკარაა,მგონი დაკუნთულიც ,ეგ შენ უფრო გეცოდინება-თვალები გველურად დააწვრილა.
მე კი აღარ მინდოდა გახსენება,უცნაურ მონატრებას და ტანჯვას ვგრძნობდი,მის მიერ მოცემულ სველ პაკეტებსაც,რომლებიც თვალებე მელაგა მანამდე,მსოფლიო საგანძურივით დავყურებდი. საშინლად მინდოდა,მალე მოსულიყო და არსად არასდროს აღარ წასულიყო.
-როგორ მინდა ვნახო-ამოვიკნავლე-რა მეშველება,რომ აღარ შევხვდეთ? იქნებ იფიქროს,ერთი ახურებული გოგოა და კარგად იყოსო... ან იქნებ სულაც არ მოვეწონე და მხოლოდ ვალდებულად იგრძნო თავი,დამხმარებოდა...
ანას ზმუილმა ტირადა შემაწყვეტინა
-არ გინდა რა ეს გოგოსავით ტირილი-ტუჩები აბზიკა-გასაგებია,რომ აფთიაქში თავი ვალდებულად ეგრძნო და დაგეხმარა,მაგრამ არამგონია მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მიზნით დაგტაკებოდა ასე ,მითუმეტეს მისი ღირსება წამომხტარიყო და შენი ძუძუებიც აშკარად არ იყო სამკურნალო-დაასრულა კმაყოფილმა ,მე კი საერთოდ არ მიგრძვნია სირცხვილი და ამან ცოტა შემაშფოთა .
-როგორ შეიძლება ვიპოვო?-მეორე საკითხს დავუბრუნდი,რომელსაც ანა აქტიურად განიხილავდა. ხელჩასაჭიდი არაფერი გვქონდა,თითების ანაბეჭდის აღება რომ შემომთავაზა ჩემი დუნდულებიდან,მერე მივხვდი ,რომ ჯობდა,ამაზე საერთოდ არ მეფიქრა,გონებაში მიხაროდა კიდეც,რომ არც მიწერის და არც სადმე მისი ნახვის შესაძლებლობა არ მქონდა,თორემ უკანასკნელი იდიოტივით ავეკიდებოდი. ღამის თორმეტი იქნებოდა,როდესაც მთქნარება ამიტყდა და მივხვდი,უნდა დაგვესვენა,ერთი და იგივეს ლაპარაკით უკვე ანაც დაღლილი იყო ,თუმცა აღტკინებული უაზროდ ეძებდა ფეისბუქზე ბიჭებს სახელწოდებით “ზედმეტად სიმპატიური”, “პრეზ-იდენტი”,”ძუძუს ხამი” და წუწუნებდა ლუდი არააო. ვიცოდი,ასე ადვილად არც ის დაიძინებდა,არც მე,ამიტომ შევთავაზე,კიდევ გვეყიდა. გაციებული შაურმები,რომლებიც ანამ მხოლოდ ინიტომ მოაყოლა,რომ იცის ,ვერ ვიტან,ნაგავთან ერთად ჩავიტანეთ და უბნის ცუგებს ვაჭამეთ,შემდეგ გეზი 24 საათიანი მარკეტისკენ ავიღეთ. გზად ის აფთიაქი მომხვდა თვალში,რომელთანაც მოხდა ჩემი უკუღმართი გაცნობა და ანასაც ვანიშნე,აქ მეთქი.
-ფარმადეპო? -ისე შეიცხადა ანამ,დავეჭვდი,ხომ არ მეშლებოდა-აქ მამიდაჩემი მუშაობს-გაიბადრა და შეჩერდა-თუ იმ ბიჭმა ბარათით გადაიხადა ან სასაჩუქრე აქვს,ხვალვე გავიგებთ სახელს,გვარსა და ოჯახურ მდგომარეობას,აეე რანაირი ადვოკატი ხარ აბა შენ? უჯიშო იურისტი,ისევ მე თორემ... შემთვრალ დაქალს ღიმილით ვუყურებდი თან ვფიქრობდი,მინდოდა თუ არა,მისი ვინაობა მცოდნოდა
-არ ვიცი-ვთქვი და სიარული განვაგრძეთ-რომ ვიპოვო ,რა რო? თუ ჩემი ნახვა უნდა,თავას მოვა,იცის,რომ ვერ ვიპოვი,მხოლოდ მას შეუძლია ჩემთან მოსვლა.მე რომც ვიცოდე,ვინაა,ეგ არ შემიძლია.
ანას დუმილი თანხმობას ნიშნავდა.
ლუდი ვიყიდეთ და კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ,4 საათზე დავიძინეთ,დილით კი ანას ხმამ გამაღვიძა-9 საათზე ამდგარიყო და ციბრუტივით ტრიალებდა
-წავედი მე,ლექცია მაქვს 11 ზე და გამეორებაც უნდა მოვასწრო,აბა შენ იცი,დაუფიქრებლად არავინ ჩაზასო-თვალი ჩამიკრა.ისე მეძინებოდა,პასუხი ვერ გავეცი-დაგირეკავ მერე-მომაძახა და მე ისევ ძილში გადავეშვი. დღის 2 საათზე გამეღვიძა,ალკოჰოლისგან და თამბაქოსგან ერთიანად გამომშრალი მქონდა ყელიც და მთელი სხეულიც. 2 ბოთლი წყალი დავლიე და სააბაზანოში შევიკეტე,თან ჩემს უფროსს ვლოცავდი,ამდენი ხანი რომ სტკიოდა ხელები .
სააბაანოს სარკეში სამედიცინო შემოწმების შემდეგ დავასკვენი,რომ თვალი ნორმალურ ზომას დაბრუნებოდა,მხედველობაც ჩვეულებრივი მქონდა. ხახვთან დაკავშირებული რაიმე სუპერ-ძალაც არ გამჩენია,ისევ ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდებოდი. ეს საშინლად მწარე აზრი აღმოჩნდა-მენატრებოდა. მინდოდა მოსულიყო და აერია ყველაფერი,ცრემლებიც კი წამომცვივდა და გაკვირვებული შევეხე სველ ლოყებს. ყველაზე საშინელი ის იყო,რომ არაფერი მესმოდა და ვერ ვხვდებოდი,როგორ უნდა მეშველა ჩემი საყვარელი მესთვის.
ბატონი ირაკლის გოდებამ კიდევ ორ დღეს გასტანა,შემდეგ კი დამირეკა და მომახსენა,ადვოკატს ჭკუა სჭირდება და არა ხელებიო,რაც ნიშნავდა,რომ ხუთშაბათს დილით ისევ მის ბიუროში უნდა გამოვჭიმულიყავიდა შუამდგომლობები მეწერა. ასეც მოვიქეცი. ჩემი დანახვა ირაკლის რატომღაც არ გახარებია,ფრთხილად ჩამომართვა ხელი და მახარა,საკუთარი ოთახი გექნება და იქ იმუშავებო. ჭკვიანურია,სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ჩემთვისაც უფრო კომფორტულია-გაჯგიმული მოვეწყე ჩემს “კაბინეტში” ,რომელიც ერთი უკომპიუტერო კომპიუტერის მაგიდისა და სკამისგან შედგებოდა,საცოდავი თარო სათვალავში არ ჩამითვლია,მაგრამ მე მომწონდა!
შიდა ნომერზე ირაკლიმ დამირეკა-ასეთი სიფრთხილე უკვე სიმხდალეა,ღმერთო!
-ალექსანრა,ასოციაციის წევრი ხომ ხარ შენ? -ადვოკატთა ასოციაციაზე მეკითხებოდა,თანხმობის შემდეგ გააგრძელა-მოკლედ,აქაც ბევრი საქმეა დაგროვილი,მე დღეს ვერსად გავალ,ქალაქის პროკურატურაში გადი და კლიენტი ილოდება, დიმიტრი შკუბულიანი,ავტოსატრანსპორტო შემთხვევა,დიდი არაფერი,მიდი და საპროცესო გააფორმეთ,ხომ იცი როგორცაა,დღესვე თუ მოასწრო პროკურორმა სასამართლოში შეტანა,ბარემ პროცესზეც მიდით,დიმიტრის უთხარი ყველაფერზე დიახ თქვას და 2000 ლარით გამოძვრება,გასაგებია? ზარალზე კიდე ავანაზღაურებ-თქო ,არ დაავიწყდეს. გაიგე?ორდერი ლელას გამოართვი.
-დ-დიახ- ვთქვი აღელვებულმა,მარტო პროცესზე ჯერ არ გავუშვივარ,რა ხდება,კიდევ ხომ არ მივაწვა რამე?-მადლობა ბატონო ირაკლი
-ახლავე წადი,12 ზეა შეხვედრა დანიშნული.
ყურმილი დავდე და 1-2 კვადრატულმა რისი საშუალებაც მომცა,წავიცეკვე-ადვოკატი ალექსანდრა შველიძე,აპა,როგორია?
12 ის ნახევარზე პროკურატურასთან ვიცდიდი,დიმიტრი შკუბულიანის ნომერი ამოვქექე საქმიდან და დავურეკე
-გისმენთ-ახალგაზრდა ბიჭის სასიამოვნო ხმა იყო
-გამარჯობა,თქვენი ადვოკატის ,ირაკლის თანაშემწე გაწუხებთ,ირაკლიმ ყველაფერი მოაგვარა და დასაბოლოვებლად მე გამომიშვა,ხომ გახსოვთ,12 ზე პროკურატურასთან უნდა მობრძანდეთ-ჩამოვურაკრაკე
-რა? აუ. ამის დედა ... უი ბოდიში- ყურმილს გაკვირვებულმა დავხედე და ნომერი გადავამოწმე-ალო,კი კი მე ვარ დიმიტრი,დღეს თუ იყო აღარ მახსვოდა,სად უნდა მოვიდე?
მისამართი ჩავაწერინე და პროფესიონალისათვის შესაფერისი მოთმინებით დავილოდე,ჩემდა გასაკვირად მალე შავი ფერის ჩემთვის გაურკვეველი მარკის(ავტომობილებში დიდად ვერ ვერკვევი) ავტომანქანა მოწყვეტით გაჩერდა პროკურატურის შესასვლელთან მდებარე სადგომთან და მძღოლიც გამოჩნდა. ამ ბოლო დროს ყველაში მას ვეძებდი,ასაკიც ემთხვეოდა და სიმაღლეც თითქოს,მომიახლოვდა და ხელი ჩამომრთვა.არა,ის არ იყო.
-ირაკლიმ აქამდე რატომ მტანჯა თავისი სახით?-გაიკრიჭა დიმიტრი,რომელიც საკმაოდ სიმპათიური აღმოჩნდა კრიმინალის თაობაზე,თუმცა რაღა კრიმინალი,ავარია ,რომელსაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა,ისიც თავად დიმიტრის ძმაკაცის,რომელიც,როგორც დიმა ამბობდა,ბიულეტინზე გაუშვეს და აქეთ მადლობებს აყრიდა.
პროკურორთან ასასვლელი საშვები ავიღეთ და უჩა გიგუას კაბინეტისაკენ გავემართეთ,რომელიც ,როგორც აღმოჩნდა,კიდევ 4 სხვა პროკურორს ეკუთვნოდა,ძალიან მოლაპარაკე პროკურორებს. ხმაურში ძლივს მოვახერხეთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება და დაღლილები დაველოდეთ სხდომის ჩანიშვნას გვერდით შენობაში მდებარე სასამართლოში,რადგან უჩა დიდად მონდომებული იყო,მალევე მოეშორებინა საქმე და მაშინვე გააქანა შუამდგომლობა მოსამართლესთან. სხდომა 6 ის ნახევარე ჩაინიშნა,2 საათიანი შუალედუ კი მე და დიმამ საუბარსა და სასადილოში ტკბილეულის ჭამაში გავლიეთ.
-ესეიგი მაგას ვიტყვი და ვსო?
-კი,ჯერ სხდომას გახსნის,გკითხავს რაღაცებს ,რაც მანდ დაგიწერე და შენც უპასუხებ რომ შენ ხარ ნამდვილად დიმიტრი და ბლა ბლა ბლა ,ყველაფერზე სწორი და ამომწურავი პასუხი გაეცი,არ გინდა იმაზე საუბარი,რასაც არ გკითხავს,თავი მშვიდად გეჭიროს,მერე უჩიკა წარადგენს თავის ნაცოდვილარ შუამდგომლობას,ჩვენც დავეთანხმებით,შენ იტყვი რომ ძალადობა და მოტყუება არ ყოფილა შენს მიმართ და მორჩება 15 წუთში- დავამშვიდე დიმიტრი,რომელიც ღელავდა და შიშობდა,ვაითუ რამე ისე არ ვთქვა და “გამსროკონო”
-რა დებილი ხარ-გულახდილად ვუთხარი და ორივემ გავიცინეთ. სხდომა ჩემს მიერ აღწერილი სცენარით განვითარდა და დიმაც სრულიად გაუსროკავი ამესვეტა სასამართლოდან გამოსულს.
-გვიანია უკვე,წამო გაგიყვან-კაი ძველი ძმაკაცივით გამკრა მხარი და მანქანისაკენ წავიდა. თავი დიდად არ განომიდია,მე ხომ ახლოს ვხოვრობდი,დიღმის მასივი იქვე იყო და მეტი მეტი,2 წუთით დაეგრძელებინა დიმას მარშრუტი.
მისამართი ვუკარნახე და გაბადრული სახე უფრო გაებადრა-მაგ კორპუსში ჩემი ძმა ცხოვრობს,ძმაკაცი რა,უმაგრესი კაცი,ხოარ იცნობ? დემე ბარათელი .
დავფიქრდი და ვინაიდან არც ისეთი კომუნიკაბელური და ხალისით აღსავსე ვიყავი,რომ მეზობლები მეცნო,თანახ ბინაში ერთი წლის გადასულიც არ ვიყავი,თავუ გავაქნიე.
-ახლა საზღვარგარეთ მოუწია წასვლა,მაგარი კაცია,რომ შემოვუვლი ამის მერე შენც გნახავ ხოლმე-თქვა აღტაცებით და მეც არ მიმიღია ეს ,როგორც მამაკაცის ფლირტი ,არც რაიმე უსიამოვნო ნოტი შემიმჩნევია მის ხმაში.დავფიქრდი და მივხვდი,მე და დიმა მშვენიერი მეგობრები გავხდებოდით,რაც მთავარია,თავად აშკარად ეტყობოდა,ჩემთან მეგობრობა სურდა. -კარგი იქნებოდა-ვუპასუხე ღიმილით და სიმწრით გავიფიქრე,რა იქნება პრეზო-მენიც დიმასავით ყოფილიყო და ცოტაოდენი ყურადღება გამოეჩინა. ამ დროს მივხვდი,ალბათ არც არასდროს მოინდომებს ჩემს ნახვას და თუ მოინდომებს,მხოლოდ კონკრეტული ,მიწიერი მიზეზით-მეთქი. დიმას მხნედ გავუღიმე და გავაფრთხილე,ჯარიმა ერთ თვეში გადაეხადა,ამის შემდეგ კი მანქანისან გადმოვედი და სახლისკენ გავეშურე.
შაბათამდე დრო საოცრად გაიწელა.სამაახურში ადვილად ვახერხებდი ფიქრების დახშობას,მაგრამ სახლში დაბრუნებისას ჩემი ცხოვრება უკვე აუტანლად მეჩვენებოდა.მივხვდი,რომ იმ უცნობის მიერ შემოტანილი უცხო და ნათელი ფერები აკლდა გაზაფხულის არც თუ ისე ნათელ დღეებს და მით უმეტეს,ღამეებს. აქამდე სათავგადასავლო და ფენტეზის ჟანრის მოყვარულმა საყვარელი წიგნი”მეტრო” გვერდით მოვისროლე და სამუშაოს შემდეგ სახლში დრო მელოდეამების ყურებით გამყავდა. საკუთარი თავის მცხვენოდა,მაგრამ თან ვერაფერს ვახერხებდი,მინდოდა სადმე სიყვარული მეგრძნო,ის გრძნობა დამელანდა რამენაირად , რომელიც იმ ბიჭმა დამიტოვა,გონებაში პირობითი სახელიც რომ ვერ მოვუფიქრე და ანას მოგონილ პრეზო-მენად დარჩა.
შაბათს გვიანობამდე მეძინა,რადგან დილის 5 საათამდე კორეულ დრამას ვუყურებდი და სანამ ბოლო სერია არ დამთავრდა,ჩემი დავიმართე.
გაღვიძებულმა მაგარი ყავა გავიკეთე და მორიგი ფილმი ჩავრთე. ისტორიის შუა ნაწილში ვიყავი ჩაფლული,სადაც გოგონა იგებდა,რომ მისი საყვარელი ბიჭი მკვლელი და ნარკოდილერია,როდესაც კარზე გაბმული კაკუნი გავიგე. ასე მხოლოდ ანა მიკაკუნებდა. კაცმა რომ თქვას,გაზის კაცისა და ანას მეტი არც არავინ აკაკუნებდა,გაზის კაცი კი მხოლოდ სამჯერ და ძლიერად არტყამდა კარზე საწერ კალამს.
-თვით ვენერა გამომეცხადა-ჩაიფრუტუნა ანამ ჩემი მოკლე და გაბურძგნული თმის დანახვისად-შენაა ძმა-მოწყვეტით მაკოცა ლოყაზე-ჩაფიქრებული ვარ ,იმდენად ბევრი მაჩომენი ირევა შენს კორპუსთან,რაშია საქმე?
მხრები ავიჩეჩე “მერავიცი” გამომეტყველებით.
-ნევერმაინდ,შენ ხომ შენი მარსის ერთგული ხარ -ვენერა და მარსი,ახლა გასაგებია,საით უმიზნებდა-ალბათ არ გამოჩენილა,რადგან შენ ყელზე ვერც ზასოსებს ვამჩნებ და ვერც სახეზე გეტყობა კმაყოფილება-ჩემს ჩუსტებში ჩაყო ფეხები და მაცივრისკენ წალასლასდა
.-ისე,ამ ბოლო დროს არაფერი მოგსვლია და ხომ კარგად ხარ?
ანას შეკითვა მართებული იყო. ეს დღეები ისე გავიდა,შარში არ გავხვეულვარ,ეგ კიარა,ფეხიც კიარ მიმირტყავს არაფრისთვის.
- როგორ გითხრა,ცოტა მოვიწყინე კიდეც -გავუცინე
-პანდორობიდან ვენერობაზე გადახვედი,უნდა აღვნიშნოთ-წარბები აათამაშა.
-ეგ სულაც არაა ძალიან კარგი ან ცუდი ამბავი-მეც მინდოდა დალევის მიზეზი გვქონოდა,მაგრამ ეგ არასაკმარისი იყო.
-მაშინ მოვძებნოთ რამე-მოუსვენრად მიხურა მაცივრის კარი,სადაც ერთდადერთი დამჟავებული იოგურტი იდო-საღამომდე დრო გაქვს და მიდი რა რამე დაიმართე ,შენ ადვილად გამოგდის.
წარბები ავწკიპე-სულ მე მემართება და ერთხელ შენ დაიმართე,არ შეიძლება?
-ნწ,მე დაკვირვებული და გაწონასწორებული ქალი ვარ-ყელი მოიღერა და ცისფერი თვალები შემომანათა.ანა ძალიან ლამაზია.ჩემზე ოდნავ დაბალს უფრო ქალური ფორმები აქვს,მე მასთან შედარებით გამხდარი ვარ და ვერც უკანალს ჩამოვდებ ასე დიდებულად,როგორც ის.ქერა თმები წელამდე ეყრება,მე მუქი წაბლისფერი და მოკლედ შეჭრილი მაქვს.სახის ნაკვთები თეთრი და მომრგვალებული აქვს,დედაჩემმა პირველად რომ ნახა ანა,გერმანულ თოჯინავს გავსო,თქვა. მე კი დედას აზრით პოლტერგეისტს ვგავდი,ყოველ შემთხვევაში,ასე მეძახდა.
-მერლინის საცვალს ვფიცავ,დღეს რამე უნდა მოვიფიქროთ-ანას ასეთი აჟიტირება ცუდად მენიშნა,ფილმის დამთავრება შევთავაზე ,იქნებ მერე მოვიფიქროთ მეთი,რომ არ დამთანხმდა,იმით გავამხნევე,რომ ამ დროის განმავლობაში შესახლოა რამე უბედურება შემმთხვეოდა.წუწუნით დამთანხმდა და 5წუთის ჩართული ფილმი ისევ კაკუნმა გამაწყვეტინა. ეს გაზის კაცი არ იყო. მე და ანამ ერთმანეთს შევხედეთ,ალბათ ის უბედურება თუ იქნებოდა,ანას რომ დავპირდი.
კარის გაღებისას დიმიტრი შემრჩა ხელში.სახე გაბადვროდა,ალბათ იმით გახარებულს,რომ სწორად მოვიდა,ხელები გაეშალა და ჩემს ჩახუტებას აპირებდა,მეც ოდნავ გაკვირვებული მივეგებე. დიმამ თავზე ხელი გადამისვა,ანას მსგავსად კრიტიკულად შეათვალიერა ჩემი ვრცხნილობა და დაუპატიჟებლად შემოვარდა სახლში.ანა სამზარეულოში გასულიყო და იქიდან იჭყიტებოდა. ორივე მოუთმენლად ველოდით,რა უბედურება მოიტანა დიმამ,მაგრამ იგი სავარძელში გაიშოტა და გამომიცხადა,როგორ ვიცი მეგობრების დავიწყება. ანა სასწრაფოდ გამოვარდა სამალავიდან
-თქვენ ალიოშ....ალეს მეგობარი ხართ? -ცხვირი აიბზუა-მეგობარი მე ვარ,თქვენზე კი არაფერი უთქვამს.
დიმა მისკენ მიტრიალდა და ისე დააკვირდა,თითქოს კროსვორდს ხდნიდა
-არც ჩემთან უთქვამს,რომ შენ მისი მეგობარი ხარ და რა გამოდის,არ ხარ?-უპასუხა ბოლოს
ანა გაწიწმატდა
-ალე,ვინაა ეს ბიჭი? მართლა მეგობარია?-მომიბრუნდა თვალების ბრიალით
დავფიქრდი,რომ მეთქვა არა მეთქი,დიმას ვაწყენინებდი,არადა კარგი და გულღია ბიჭი იყო,რას ვერჩოდი,კი რომ მეთქვა,ანას რა გაუძლებდა,მე რატომ არ ვიცოდიო. ბოლოს ისევ საშუალო ავირჩიე-კი,ახალი მეგობარი.
ანა აფრუტუნდა,დიმამ კი კმაყოფილმა განაცხადა,ყავა მომიდუღეო. ოქროს მარაგიდან შოკოლადიც მოვიტანე და გავუმასპინძლდი.
-შენი ნახვა მომინდა,აქვე ვიყავი და... -გემრიელად ჩაკბიჩა რძიანი შოკოლადის ფილე-ხომ გითხარი ,ჩემი ძმაკაცი ცხოვრობს აქ,დემე. ხოდა დღეს ჩამოდის,აღნიშვნის პონტში წვეულებას ვუწყობთ და თქვენც მოდით-ანას გადახედა-მეგობრობასაც გავიმტკიცებთ,თან მეზობლები ხართ და არ უნდა იცნობდეთ ერთმანეთს? -ანას დაინტერესება დაეტყო
-შენი ძმაკაცის ჩამოსვლა ძალიან კარგი ამბავია?-იკითხა ეშმაკურად
-ძალიან კარგი კიარა,საუკუნის მოვლენაა,5დღეა წასულია,5 დღე ებრძვის უკრაინელ ქალებს და გმირულად უკან ბრუნდება,მეტიც, არცერთი ბავშვი არ ახლავს თან ,ამაზე კარგი რა უნდა იყოს?- გადაიხარხარა.
-ჩვენ მერე რა ხეირი-მივუბრუნდი ანას- ჩვენთვის უნდა იყოს რამე ძალიან კარგი
-ანუ მარტი ასეთ შემთხვევაში სხვამთ? -ადვილად მიგვიხვდა დიმა-მოიცა დავფიქრდე
-მოდი ამას ცოლობას ვთხოვ ერთი დღით-მიუბრუნდა ანას,მე კი ვიფიქრე,ამხელა კაცი რამ ააცანცარა მეთქი,მერე მივხვდი,ანა მოეწონა და ბავშვურად ცდილობდა ყველაფერი თამაშში გადაეყვანა-ავღნიშნოთ,ხვალ დავშორდეთ და ეგეც ძალიან ცუდი ამბავი.
ანას შევხედე,მეგონა უბოდიშოდ გამოუცხადებდა,ში* გაქვთ ბატონოო,მაგრამ ანას თვალები გაბრწყინებოდა-გენიალურია!-წამოიყვირა და დიმას ხელით ანიშნა-მიდი,ხელი მთხოვე.
ისიც მორჩილად დაიხარა და მე შემომხედა მიშველეო. მიმდინარე მოვლენებით გამოთაყვანაბულმა ძლივს მოვიაზრე,რომ ბეჭედი უნდოდა,დავფაცურდი და კარადაში ბებიაჩემის ნაჩუქარი ,მწვანე თვლიანი ბეჭედი დავლანდე. იცოდე არ დაკარგოთ და დამიბრუნეთ,ლანა თირკმელს ამომკვეთს,ეს რომ დავკარგო.
დიმამ გამომართვა და დიდი მონდომებით წარმოთქვა:
-ო,ჩემი საყვარელო... ანას შეხედა
-ანაბელ-გაინაბა ანა
-ანაბელ,უკვე 20 წუთია შენი სიყვარულით ვიტანჯები,გაიგე,აღარ ძალუძს ჩემს გულს,აიტანოს კიდევ ერთი ფეთქვა უშენოდ,გთხოვ,გახდი ჩემი მეუღლე .
ვერ გავუძელი და ვიდეო გადავიღე,თან სიცილით ვიჭაჭებოდი ანას განაბულ სახეზე,რომელმაც “მიჯნური” ხუთი წუთით აწრუწუნა და ბოლოს დათანხმდა,ბეჭედმა კი მისი მარჯვენა არათითი დაამშვენა.
-ამ ყველაფრის შემდეგ დალევა ნამდვილად მჭირდება,როდის ჩამოდის შენი ძმაკაცი-შევღაღადე დიმას
-საღამოს 10 სკენ დავხვდებით აეროპორტში,რომ მოვალთ დაგირეკავთ და ჩამოდით,მესამე სართულია,ბინა 13 . -ეს 13 ები რაღა უბედურებაა?
-კარგად,ჩემო ცხოვრება-მიუბრუნდა დიმა ანას-მალე ისევ ერთად ვიქნებით
-გასწი-გადაიკისკისა ანამ.
ჩემს მეგობარს მთელი შაბათი დღე ვერაფერს ვუხერხებდი,აჟიტირებულმა მთელი ჩემი გარდერობი გადმოყარა,საკმარისად მოკლე და თვალისმომჭრელი კაბა რომ ვერ ნახა,ისევ მე მიმალანძღა და ქოთქოთებდა,ახლა რა ჩავიცვაო.სახლში გასვლა ეზარებოდა.
-რა დაგემართა -დიმასგან გადარჩენილ შოკოლადს მივირთმევდი მშვიდად-კარნავალი კიარაა,ვიღაც დემე ჩამოდის უკრაინიდან,ინგლისის დედოფალი კიარა,არ გიფიქრია,რომ გადაპრანჭვა ნამეტანია?-მერამდენედ ვუმტკიცებდი,თავად კი ვფიქრობდი,რომ შავი შარვალი და თბილი ზედა ზედგამოჭრილი იყო სხვისი ძამაკაცის დასახვედრად. მიდგებოდი შენთვის კუთხეში და მოწრუპავდი ლუდს,კაციშვილიც ვერ შეგამჩნევდა,მაგრამ ანას ამის გაგონებაც არ უნდოდა
-იქ ბევრი ბიჭი იქნება,ბევრი დიმიტრას ნაირი უცოლო და სიმპატიური ბიჭი,არ გინდა ოდესმე შენც გაიცნო ნორმალურად ვინმე,თან რო ხედავდე ვინაა და ესეთები რა-წამკბინა
-შენ მგონი შენი საქმრო დაგევასა-თემა სასწრაფოდ ჩემს მოედანზე გადმოვიტანე-თან რა უცებ დანებდი,მაგისთვის იპრანჭები ასე გაგიჟებული?
-დიახაც-სიამაყით თქვა ანამ-მომეწონა,ჯერ რა მხრები აქვს,განიერი და რაღაცნაირი,მერე ტუჩები.ხო,ხელები დამავიწყდა ,თან როგორი მხიარულია-ერიჰა,მგონი დაერხა.
-ერთი ნახვით შეგიყვარდა,ჯული?-ანასგან განსხვავებით,ორიგინალურ მეტსახელებს ვერ ვიგონებდი. ეშმაკურად მივაცქერდი,თავად კი თავი აიქნია,კარგი სექსუალური პარტნიორი იქნება,მეტიარაფერიო,გეგონება კაცის ერექციის დანახვისას თვითონ არ იყო,ზმუილით რომ გარბოდა დასამალად.
-ამას ჩავიცვამ,რა ვქნა,უგემოვნო და მუდო დაქალი მყავს,შარვლის იქით ვერ მიდის-ტანზე მიიტოლა ჩემი მაღალწელიანი მუხლებგამობრდღვნილი ჯინსი-აუ ახლა პატარა მექნება
მართლაც ცოტა პატარა ჰქონდა,ზუსტად იმ ადგილას,სადაც მე ზომებით ვერ ვიამაყებდი,სამაგიეროდ ანას საამაყო უკანალი კიდევ უფრო გამომწვევად აიბზიკა. კმაყოფილება დაეტყო სახეზე ,მე კი ჩემს უკანა ნაწილზე გაწელილ შარვალს უსიტყვოდ დავემშვიდობე.
-შენ რას იცვამ?-ისე მკითხა,თითქოს “ეშმაკი ატარებს პრადაში” რომ მირანდაა,ის იყო.
-რავი შავ შარვალს ჩავიცვამ-ჩვეულებრივი მაღალწელიანი შარვალი გადმოვიღე -და ამ ზედას-ფუმფულა სპორტულ ზედაზე მივანიშნე,რომელიც სასწრაფოდ გამომტაცა ხელიდან
-ამ ტოპს ჩაიცვამ,ხმას არ ამოიღებ და მაკიაჟსაც გაიკეთებ-თითის აწევით დამამუნჯა.
9 საათისთვის მორთულ-მოკაზმული ვიჯექი სავარძელზე იქ,სადაც “ჩემი ბიჭი” იჯდა და ჩაფიქრებული ვაწვალებდი თმას-საშინლად მეწურებოდა გული და ჰაერი მაკლდებოდა. არ მინდოდა ბიჭებია ნახვა,არცერთი ბიჭის. ისინი ის არ იქნებოდნენ,მსგავსიც კი,მე კი ყველაში მას ვეძებდი,იმედგაცრუება აღარ მინდოდა,მაგრამ ანას ვერ გადავურჩებოდი,თუ არ წავიდოდი,ასეთი რამ ბუნებაში ვერ მოხდებოდა. ტელეფონის ზუზუნმა გამომარკვია,დიმა იყო
-რას შვები ცოლისდავ? ემზადებით? გოგოების ამბავი რომ ვიცი,11 სთვის გელოდოთ?
-მე თუგინდა ახლავე მოვალ,შენი საცოლეა გამოსათრევი რომ გაგიხდება-სიცილით მივხედე ანას
-მაგას მე მოვუვლი,უკვე ჩემი გოგოა და ჩემ მინდას ვასწავლი-დიდის ამბით დააყენა ხმა დიმამ-მიეცი ტელეფონი აბა
აცანცარებულ ანას ტელეფონი მივაწოდე
-გისმენ,მომავალო მეუღლევ,რამ შეგაწუხა?... აჰამ ესეიგი სახლში აღარ? და ჩვენ როგორ მოვაგნოთ? ... ამიტომ აგირჩიე შენ-ბოლოში ნაზად მიაძახა და გაუთიშა. კითვისნიშნიანი მზერით მივაჩერდი
-მოკლედ,ძმაკაცი ადრე ჩამოსულა,სახლში კიდევ გადაიფიქრეს,ბევრი ხალხი გროვდებაო და სადღაც კლუბში იხდიან.
-აუ რა კლუბი,ღადაობ? ეგეც ახლა სამამულო ომიდან არ დაბრუნებულიყოს-თვალები გადავატრიალე. ხალხა გართობა უნდოდა ,5 დღის წასული ძმაკაცი კი მიზეზ იყო.
-ჩვენი ნიშნობაც ხომ უნდა აღვნიშნოთ,დაგავიწყდა?-სერიოზულად აღნიშნა ანამ-ბოლო-ბოლო,მეჯვარე ხარ,მეტი რა ჩემი ფეხები გინდა?
-როგორ უნდა წავიდეთ? მანქანა არც შენ გყავს არც მე,ტაქსით ვიწოწიალოთ? არც კი ვიცით ნორმალურად,რა კლუბია და სადაა-ახალი მიზეზი გამოვძებნე
ანამ თვალები მილულა
-ჩემი ბიჭი წაგვიყვანს,მითხრა მოგაკითხავთ,ჩემი ცხოვრების სიყვარულს ასე ვერ დავტოვებო. -ესენი უკვე აღარ ხუმრობდნენ.
-კარგი,ჯანდაბას-დავნებდი
-უკვე მალე მოვა,მოდი პომადა წაისვი და ეს ფანქარიც-სარკესთან მიმაჩოჩა-და შენი ფეხები რომ არ გამოაჩინო,თავს მოგაჭამ,გაიძრე ეგ უბედურება-შარვალზე მანიშნა და თავად გამომიტაბა ის მოკლე ქვედა ბოლო, თავისი გაბუშტული უკანალი რომ ვერ ჩაატია-ამას იცვამ და არ მეკამათები!-სულ როგორ მაჩუმებდა? ახლა მთელი საღამო უხერხულად უნდა ვიყო.ჯანდაბას. ბათინკები ამოვიცვი და ტყავის ქურთუქუ მოვიცვი. მე მზად ვიყავი,ანა მითუმეტეს. წარამარა ფანჯარაში იხედებოდა,ჩემი ტელეფონიც მალე აზუზუნდა,თავხედურად დასტაცა “საპატარძლომ” ხელი და უპასუხა-ხო ცხოვრება ,მოხვედი? ახლავე.
ჩანთა აიღო და მე გადმომხედა
-წავედით,ძალიან კარგად ვარ! მეტი რა მიზეზი გვინდა?
მისი განწყობა მეც კი გადმომწვდა,ლიფტით ჩავედით და მანქანა დიმას გამოყოფილი თავით ვიცანით. ანა პირდაპირ თავით ჩახტა მანქანაში,წინა სავარძელზე მოთავსდა,მოღალატე. ჩავჯექი უკან და უკმაყოფილოდ შევხედე მოჟღურტულეებს
-შენი ძმაკაცი სადაა? იცის,რომ ოჯახდები?-ანა თითქმის სიყვარულით ეკითხება დიმას
-მართლა,მაგაზე,მოკლედ...-დიმას ანერვიულება დაეტყო-ჩემებს ვუთხარი ცოლი მომყავს მეთქი-გაიკრიჭა უხერხულად-ანუ შენ ძაან არ დაიგრუზო ან რამე მასეთი,ვიფიქრე,უფრო რეალური იქნებოდა.ანუ ყველას გონია ,რო მართლა საცოლე ხარ და დღეს უნდა გაგაცნო და რამე.-გაჩუმდა და ანას გახედა,რომელიც ერთ წამს გაშტერდა,მერე კი სრულიად ბედნიერმა გამოაცხადა,მართლა ცოლად მოგყვები ასეთი ბრწყინვალე გონების პატრონი რომ ხარო.
კიდევ გააბეს საუბარი,მე აღარ ვუსმენდი და ვეჭვობ,თავადაც დაავიწყდათ,იქ რომ ვიყავი. სევდიანად გავხედე მიმავალი მანქანიდან თბილისს. ყველაფერი უფერულია,თითქოს უნიჭოდ აღმართული სცენა ყოფილიყო დეკორაციებით. რომ დავფიქრდი,რა მეშველება მეთქი,სანუგეშო ვერაფერი მოვიფიქრე.
კლუბში პირველად ვიყავი,შესვლისთანავე მივხვდი,რომ უკანასკნელად. საშინელი სუნი იდგა და ადამიანთა ყაყანს საშინელი მუსიკაც ვერ ფარავდა. სასწრაფოდ გავყევი დიმას მაგიდისაკენ და არყის ბოთლი ცუდად მომხვდა თვალში-ლუდი არ არის? -ვკითხე დიმას-მაგის გარდა ვერაფერს ვსვამ.
-აუ ლუდი ტო,დამავიწყდა-თავში ხელი შემოირტყა-მოვატანინებ,დემეც არ სვამს არაყს.მართლა,სადაა დემე?-მიუბრუნდა მის უკან მდგარ ბიჭს,რომელიც რატიდ გამაცნო.
-მამამისთან ავიდა,ვნახავ ბარემო-თვალით ზევით ანიშნა,რაც ალბათ იმას ნიშნავდა,რომ უცნობი დემეს მამა სადღაც ზემოთ იჯდა.
-აუ ახლა ეგ საქმეზე დაუწყებს ლაპარაკს -ამოიწუწუნა დიმამ და ლუდის მოსატანად გავარდა.
მაგიდასთან დავჯექი ანას გვერდით და ვუსმენდი,როგორ აფრქვევდა ანა ტყუილებს მისი და დიმას უძირო და მოულოდნელი სიყვარულის შესახებ. გოგონები მოღუშულები უსმენდნენ,ბიჭები კი იცინოდნენ,დიმამ ზუსტად თავისნაირი გიჟი იპოვაო.
ლაღი და თავისუფალი ანასგან განსხვავებით,ადამიანთა გარემო მე საერთოდ არ მსიამოვნებდა. აქამდე მსგავს გარემოში მხოლოდ კლასის ქეიფზე აღმოვჩნდი და იმის მერეც თავს ვარიდებდი კვლავ უაზრო ქეიფებზე წოწიალს. მეგობრების გარემო კარგია,მე ანასთან საათობით შემეძლო ლაყბობა,მაგრამ მხოლოდ მაშინ ,როდესაც სხვა არავინ იყო. ეს ადამიანები კი არც ჩემი მეგობრები იყვნენ და მგონი ბევრი არც ერთმანეთის,უბრალო ნაცნობები იყვნენ,რომლებიც ერთმანეთს იშველიებდნენ მოწყენილ ცხოვრებასთნ გასამკლავებლად. ერთმანეთის ცუდიც აინტერესებდათ და კარგიც,თუმცა არა იმდენად,რომ გულამდე მიეშვათ.დინებას მიჰყვებოდნენ და მე კი ისეთი გრძნობა მქონდა,რომ ეს მორევი იყო,რომელშიც მეც მითრევდნენ,მიუხედავად იმისა,რომ განცალკევებით ვცურავდი.
-რა იყო,სარი გადაყლაპე?-ჩურჩულით შემომხედა ანამ
-ხო იცი ,რო ვერ ვარ ხოლმე ასეთ სიტუაციაში-შევიშმუშნე და კაბა ჩამოვიქაჩე
-ხოდა,უნდა მიეჩვიო-თვალებს მიბრიალებდა-შენ გგონია. მე ეგრევე დავფანატდი ამ სასტავით?მაგრამ მსახიობობა კაი გასართობია-თვალი ჩამიკრა და ამყევიო მანიშნა.
უცბად გვერდით მოძრაობა ვიგრძენი და ჩემს გვერდით რბილი დივანი ჩაიზნიქა-ვიღაც ყმაწვილი ლუდის ჭიქით ხელში მიღიმოდა.
-არ სვამ-არ მკითხა,მითხრა-ორსულად ხარ? ეს უკვე კითხვა იყო. თვალები დავჭყიტე,გეგონება ყველა სხვა შემთხვევაში ადამიანმა უნდა დალიოს.
-უკვე დავლიე,შერლოკ.
გაიცინა,სიცილი უხდებოდა,გარუჯული კანი და თეთრი კბილები ჰქონდა. თავს კითხვა დავუსვი,საძმაკაცოში ყველა დაკუნთული რატომაა მეთქი.
-გიყურებდი და ერთი ჭიქა დალიე,სულ ეგ ხარ?-მივხვდი,რომ მიწვევდა და არ წამოვეგე
-შენ რა,გინდა,რომ დავთვრე?
-რატომღაც მგონია,რომ მთვრალი უფრო მხიარული ხარ და ეგ კაბაც არ შეგაწუხებს-თვალით ჩემს ხელებზე მანიშნა,რომლებიც კაბისთვის ჩამევლო.
-ეგ კი მართალია-ვაღიარე და კაბას ხელი ვუშვი-მაიტა-გავუღიმე და ლუდი გამოვართვი.
აშკარად ესიამოვნა,გვერდით მომიჯდა და საუბარი გამიბა.თორნიკე ერქვა,წყალბურთს თამაშობდა და სამეფო კარის თამაშების ფანი იყო.
-ყველა წიგნი მაქვს-ამაყად ვთქვი-და სერიალი ახლოსაც ვერ მოვა,ჯობია წაიკითხო.
-მათხოვებ? კამაზით რომ მოვიდე,მგონი გავზიდავ.-
ხო,მართლაც დიდი წიგნებია .
-არ გათხოვებ-მოვუჭერი-მაინც არ წაიკითხავ და მერე ღმერთმა იცის,დამიბრუნებ თუ არა.
-უკვე მიცნობ-გაიბადრა-იცი,არ მინდა ცალმხრივად შემიყვარდე და იქნებ მოგეწონო,ა?
კარგი იქნებოდა,გული მომეწურა იმის გაფიქრებაზე,რომ ასეთი საყვარელი ბიჭის მიმართ მეგობრულ სიმპათიაზე მეტს არ ვგრძნობდი.
-უკვე შემიყვარდა სხვა-დანანებით ვამცნე და როცა გავიაზრე რა ვთქვი,სასოწარკვეთილი დავფიქრდი,რომ სიმართლე წამომცდა. პრეზომენი მიყვარდა. რანაირად?
-ცუდია-სახე მოექუფრა-მაშინ ვიმეგობროთ და იმედი ვიქონიოთ,რომ არ შემიყვარდები ან შენ გადაგიყვარდება
-ნეტა გადამიყვარდეს-ისევ წამომცდა სიმართლე და გამეცინა.
-შენ თუ ვინმე გიყვარს და ის გაიგნორებს, ყოფილა და რაღას გიყვარს-გადაიხარხარა,მეც ავყევი.
ამ დროს მის გვერდით ვიღაც ჩამოჯდა,თორნიკეს რაღაც გადაულაპარაკა და ისიც წამში დამემშვიდობა,საქმე მაქვსო.გული დამწყდა,არადა რაღაცნაირად გამამხიარულა.
-აო ჩემზე ნამდვილად ვერ იტყვი-თქვა ხმამ და შევხტი. ხმა!
შევბრუნდი და სიბნელეში მხოლოდ მაღალი სილუეტი,შავი თმა დათეთრი კანი გავარჩიე.მერე რა,ის იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში მეგონა,თუ სადმე შემხვდებოდა,ბედნიერებისგან ათას ნაწილაფ დავიშლებოდი,ათასჯერ წარმოვიდგინე,როგორ ვეუბნებოდი,რომ მომენატრა და ისიც გადარეული მკოცნიდა,მაგრამ საპირისპირო მოხდა. ჩემში უცნობმა მხეცმა გაიღვიძა და ჩემთის ჯერ უცნობმა სიძულვილმა დამიარა. სიძულვილი,რომელსაც იმიტომ გრძნობ,რომ ძალიან გიყვარს.აქ იყო,ჩემთან ,ამდენი ხანი ველოდი,ვტიროდი კიდეც,მე!ვტიროდი! ახლა კი გამომეცხადა და არ ვარო ამტკიცებს.სამაგიერო უნდა გადამეხადა.
გონება ავამუშავე,მივხვდი,რომ ეგონა მაშინვე ვიცნობდი,ეგონა და ელოდა ამას.ღიმილით მიყურებდა და ჩემს ფეხებსაც ხარბად ათვალიერებდა.თუკი იცოდა,რომ ვიცნობდი,ესეიგი ისიც ეცოდინებოდა,რომ ველოდი.მაშინ აქ რაღას მომადგა ამდენი დღის შემდეგ,თანაც ხალხით სავსე ადგილას? ესეიგი შემთხვევით მოვხვდით ერთად და მოსვლას თავად არ გეგმავდა.გულდაწყვეტილი ვფიქრობდი,რომ საყვედურის თქმის უფლებაც არ მქონდა,ვერანაირად ვერ ვაგრძნობინებდი,რომ გაბრაზებული ვიყავი და მენატრებოდა,ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი მოვიძიე-თავი გამედებილებინა.გადავწყვიტე,არაფრით გამემხილა,რომ პირველივე ხმის ამოღებისას ვიცანი.
მადლობა მოვუხადე კლუბის დაბალ განათებას,სადაც არ ჩანდა რა მეწერა სახეზე. მომენტალურად შევიცხადე
-გილოცავთ-ნაგლად გავიღიმე და ლუდი მოვსვი-მაგრამ რაში გჭირდებათ ამის მტკიცება?
ვიცოდი,იმას ელოდა,რასაც მე მთელი კვირა წარმოვიდგენდი-მის ხმას მაშინვე ვიცნობდი და ათას ჰორმონად დავდნებოდი,მაგრამ ასე ადვილადაც ვერ გამოვა.
ეტყობა,დალაგებული სიტყვები აერია,რადგან ერთ ხანს ჩუმად იყო.
-ასე ჯობია-თქვა ბოლოს-სანამ გოგოს გავიცნობ,ვეუბნები რომ არ ვარ,რამე ცუდი რომ არ იფიქრონ-გაიცინა. გოგოებს სათუთი ბუნება გაქვთ და პირველ რიგში ცუდს ფიქრობთ.
-მითომ გამოძვრა.
-ბოდიში,მაგრამ თუ რამე ცუდი არ ხარ,ამის მტკიცება აზრადაც არ მოგივა,რამე სხვა მოიფიქრე შემდეგისთვის.
ჩემსკენ მოიწია-მაკვირდებოდა,ვეცადე სახეზე გულგრილობის მეტი არაფერი დამტყობოდა,თვალი არ ავარიდე,მითომ სასხვათაშორისო ინტერესით შევაცქერდი.
-მაშინ ახლიდან-მითხრა მკაცრად და ჩემი ხელი აიღო-დემეტრე,შენ?
გადავწყვიტე,არაფრით გამემხილა,რომ პირველივე ხმია ამოღებისას ვიცანი.
-ალექსი-ვუთხარი და მობეზრებით გამოვგლიჯე ხელი. რატომ მოვიდა მაინცდამაინც ახლა,ამდენ ხალხში,მარტო ნახვა არ უნდოდა? ისევ წავედი ფიქრებში
-თორნიკეს საიდან იცნობ?-ხმაში სიბრაზე გარეოდა,მასთან ერთად ხარ?
ის იყო უნდა მეთქვა,აქ გავიცანი მეთქი,თავში რაღაცამ რომ წამომარტყა. დემეტრე-დემე. ესეიგი ეს იყო უკრაინელ ქალებს გადარჩენილი დიმას ძმაკაცი. პრეზო მენი იყო ,5 დღე რომ უკრაინაში ქერა ლამაზმანებთან ერთობოდა და ერთხელ არ გავხსენებივარ. ან რა ვალდებული იყო?შეიზლება ეს კარგიც იყო,თუკი ქვეყანასი არ იმყოფებოდა,ჩემთან ვერ მოვიდოდა,ძალიანაც რომ ნდომებოდა ეს მეტიც,თუკი დიმას სიყვებს დავუჯერებდი,პრეზომენი ჩემი მეზობელი იყო,თავში ბევრი რამ დამილაგდა,მაგრამ ამავდროულად ახალი კითხვების კორიანტელი წამოვიდა.ასეა თუ ისე,არჩეულ კურსს უკვე ვეღარ გადავუხვევდი.
-კი,თოკამ დამპატიჟა.
-საიდან იცნობ?
-წყალბურთიდან,ქალთა ნაკრებში ვარ-ასეთი სასწაული საიდანღა მომაფიქრდა?
წარბებუ აწკიპა
-ერთად ვცურავთ ხოლმე,ჩემზე გაცილებით ძლიერია-განვაგრძობდი მეზღაპრეობას-მე სად შემიძლია მაგდენი,თოკა ნამდვილი ტარზანია ოღონდ წყალში.-იდუმალად მივიწიე მისკენ-შენი ძმაკაცია?მგონი მოვწონვარ,არ ვიცი ზუსტად,შენი აზრით მოვწონვარ?
-თორნიკეს ცოლი და შვილი ყავს-გამომიცხადა და ნაცრისფერი თვალები დამიბრიალა-ათი შვილი და რომც არ ყავდეს,დამიჯერე,ვერ მოეწონები-დაამატა კმაყოფილად.
-რა? არამზადა!ცოლი ყავს? აბა მე რას მიფათურებდა ხელებს გასახდელში-აღვშფოთდი და სიამოვნებით მოვავლე თვალი მის გაოგნებულ თვალებს. ვიცოდი,ჩემი ტყუილი ისეთი იყო,ფეხები საერთოდ არ ჰქონდა,არათუ მოკლე,მაგრამ მისი წვალება მსიამოვნებდა,ეს იყო მთავარი.
თორნიკესაკენ გაიხედა,რომელიც მხიარულად ლაპარაკობდა უკვე სხვა გოგონასთან და წამოიწია. მივხვდი,რომ შარში გავეხვეოდი,რომ არ მემოქმედა.
-ვიხუმრე შე კაცო-ხელოვნურად გავიცინე-ალბათ მისი ცოლისძმა ხარ ან რავიცი რამე მასეთი.მსგავსი არაფერი ყოფილა,უბრალოდ ძალიან დაინტერესდი და მეც გაგეღადავე-კბილები გამოვაჩინე.
უეცრად აღმოვაჩინე,რომ ძალიან ბრაზობდა. ხოდა მშვენიერია,მიხვდეს როგორია როცა გგონია რომ დაგივიწყა,როცა ფიქრობ,რომ შენზე კიარა,სხვაზე ფიქრობს და არც კი აგონდები. თავი ვეღარ შევიკავე
-პრეზერვატივებს უკრაინისთვის იმარაგებდი?-გამოვცარი კბილებში.
უკვე ასადგომად გამზადებული მკვეთრად შემობრუნდა და თვალებში ჩამხედა. გაბრაზება,რომელიც ასე მეხმარებოდა,სადღაც დამტყდარიყო,მისი ადგილი კი სურვილს დაეკავებინა. ფიქრი რა მოსატანია,სუნთქვა მიჭირდა,გაურკვეველი სურვილი გონებას მიბინდავდა და თავს ძლივს ვიკავებდი,მისთვის ხელი რომ არ დამევლო და სადმე მოფარებულში არ გამეთრია,
-თავი აკონტროლე ალე,თავი!- შევუძახე თავს და ცივი ლუდი გადავყლურწე.ის კი მიყურებდა და მიყურებდა,ხმას არ იღებდა.სეროზული მზერა,რომელიც ჩემთან ძალიან ახლოს მოსულიყო ნელ-ნელა ეშმაკურით იცვლებოდა. ბოლოს გადაიხარხარა-დამტროლე!-წამოდი-ხელი ჩამავლო და მოტრიალებულ ანას მხოლოდ ის ვანიშნე,არ გაბედო და უკან არ გამომყვე მეთქი.
შენობიდან სწრაფად,ხელჩაკიდებულმა გამიყვანა და მალე ავტომობილში შემჩურთა,თავად მძღოლის ადგილას მოთავსდა და ჩემი სახლისკენ აიღო გეზი. ხმას არცერთი არ ვიღებდით,მისკენ შებრინების მეშინოდა,როცა ვუყურებდი,ჩემი ნორმალური აზროვნება სადღაც ქრებოდა და მის ადგილს გარყვნილება იკავებდა.თვალს მაინც ხშირად ვაპარებდი.ყბის ძვალი გამოკვეთილი ჰქონდა,როცა იღიმოდა,ჰოლივუდი მახსენდებოდა.ტუჩები მსხვილი ჰქონდა,ცხვირი იმაზე კარგი,ვიდრე ვიოცნებებდი,წარბები და ცხვირი ერთმანეთთან საოცარ სინთეზს ქმნიდა და მის გამომეტყველებას არწივისას ამსგავსებდა.ჩემგან განსხვავებიტ,გზიდან ერთხელაც არ გამოუხედავს,იჯდა და თავისთვის იღიმოდა,მუქარაჩამდგარი თვალებით.
ჩემ კორპუსთან მანქანა შეაჩერა და არც დამლოდებია,ისე შევარდა ჩემივე სადარბაზოში.მეც გადავბობღდი და უკან ავედევნე,აბა სად წავსულიყავი?
სადარბაზოში შესულს იქ არ დამხვდა,პანიკა დამეტაკა. წავიდა? ლიფტის ეკრანი 11-ს აჩვენებდა,უკანასკნელ იმედს ჩავებღაუჭე,რომ უკვე ავიდა. გამალებით დავაჭირე თითი გამოძახების ღილაკს და მეთერთმეტე სართულამდე მხოლოდ იმას ვფიქრობდი,იქ რომ არ დამხვედროდა,რა მექნა.
არ დამხვდა. ლიფტთან ჩავიმუხლე და ცოტა წამოვიტირე .კარგი,ცოტა არა,ცრემლების ღვარღვარით ავწიე ტანი და ქურთუკის ჯიბეში გასაღებს დავუწყე ძებნა. ჯანდაბა!ესეც მივიწყებული უბედურება. უკვე მთელი კვირაა არაფერი დამმართნია ჩემი დაბნეულობის გამო და ერთბაშად ამომშხამდა. მეორე გასაღები მშვიდად განისვენებდა დედაჩემთან,კახეთში.
ტანსაცმლის ჯიბეები რამდენჯერმე ამოვიტრიალე,თითქმის გავიხადე.არსად იყო,სასოწარკვეთილმა გაბრაზებით მივატყი ჩემი ბინის კარს ფეხი და სახელური ჩამოვწიე. რა თქმა უნდა,გაიღო. როგორ ვერ მივხვდი! ელვა-შესაკრავიანი ჯიბიდან გასაღები თავისით ვერ ამოძვრებოდა,ვიღაც დაეხმარა.
ეს ვიღაც სავარძელზე წინანდელ ადგილას იჯდა და კმაყოფილი იყურებოდა.გულზე მომეშვა
-არ მეგონა,ამდენ ხანს თუ იწვალებდი-გაიცინა და მუხლებზე ხელი დაირტყა-მოდი-თვალებითაც მანიშნა მეტი კონკრეტიკისთვის.
წავლასლასდი და აცრემლებული ჩავესვენე მოპირდაპირე სავარძელში-მეგონა,წახვედი-ამოვიტირე.
სახე დაისერიოზულდა
-კარგი რა,რა გატირებს-წამოდგა და ჩემ წინ ჩაიმუხლა-კიდევ ხახვი დაჭერი?-ხელებში ჩემი სახე მოიქცია და ცოტა ხანი მიყურებდა,მერე მაკოცა. ჯერ ერთ თვალზე,მერე მეორეზე. დასველებული ტუჩები გაილოკა და ლოყებზე გადმოვიდა-ზღვის წყალს გავს-აგემოვნებდა ცრემლებს დეგუსტატორივით.როგორც იქნა,ტუჩებამდეც მოვიდა და ჩამაფრინდა.მთელ სხეულზე ეკლებმა დამაყარა,ხმამაღლა ამოვისუნთქე და კისერზე მოვხვიე ხელები,წამით მოვწყდი მის ტუჩებს და ყელში ჩავყავი ცხვირი-მზე!
ხელში ამიტაცა და თავად მოთავსდა ჩემ ადგილას,მოკლე კაბა ამიეწია და უკანალზე ხელები მტკივნეულად მომიჭირა,შემდეგ წელზე გადავიდა და გააფთრებული მეფერებოდა-მომენატრე-ამოთქვა და ბიუსჰალტერის მოჭერისგან გამათავისუფლა. მაშინვე ვიგრძენი მკერდზე ცხელი ხელები და ძუძუსთავებზე მოჭერა. ყელიდან რაღაც ხმა ამომივიდა და ისევ მის ტუჩებს მივმართე ჩასახშობად. უცბად მომწყდა,გვერდით გადამსვა ფა კარისკენ გაემართა. ერთ შეშლილ წამს ვიფიქრე,მიდის-მეთქი,მაგრამ კარი გადარაზა-წინა შემთხვევა გაახსენდებოდა.ისევე სწრაფად ამიტაცა,როგორც დამსვა და თვალებში ჩამაჩერდა- ვერ გავჩერდები - მხოლოდ ეს თქვა და საძინებლისაკენ გაემართა.ხელში აყვანილს მეფერებოდა,საწოლთან როგორც კი მივედით,დაჯდა,თავიდან ზემოთ მომიქცია,რამდენიმე წამი შემაჩერდა,თითქოს მიმახაოვრებსო და გადამაბრუნა,წელზე დამაწვინა. კაბა და ტოპი წამში გამხადა,უკვე შეხსნილი ბიუსჰალტერი თავისუფლად მომაშორა და მკერდზე ჩამავლო ტუჩები. ნელა, ენის წრიული ტრიალით აგემოვნებდა ძუძუსთავებს,მე კი მთელი სხეულით ვკანკალებდი სიამოვნებისგან. მინდოდა,მისთვისაც მიმენიჭებინა იგივე განცდა,მაგრამ აზრზე არ ვიყავი ეს როგორ გამეკეთებინა და ვერც ვინძრეოდი. მკერდის შემდეგ კოცნის ხაზი მუცლამდე დაიყვანა,შემდეგ სწრაფად ამოვიდა ზემოთ,ტუჩებზე ენა ამისვა და ხელი ტრუსის ქვეშ შემიცურა. ვიცოდი,სირცხვილი უნდა მეგრძნო,მაგრამ უცხო ,ცხელი მუხტების გარგად ვერაფერს ვგრძნობდი და მხოლოდ ის მინდოდა,არასდროს გაჩერებულიყო . სხეული თავისით მეკლაკნებოდა,ის კი ამით აღტაცებული უფრო აჩქარებდა რიტმს. ჩემსკენ ახლოს მივიწიე და კისერში ჩავაფრინდი,შემდეგ ტუჩებში,გაგიჟებული ვაგემოვნებდი მის ყურებსაც კი,ამოიგმინა,ხელი შეაჩერა ტრუსიც გამაძრო,თავადაც ,როგორც იქნა მაისური გადაიძრო და წამით მომწყდა. გაშტერებული ვუყურებდი მის ტანს,ვფიქრობდი,რომ თითოეული მისი ნაწილი მინდოდა ერთად და ცალ-ცალკე. შარვალი და ტრუსი ერთად გაიძრო და უნებურად ხელები თვალებზე ავიფარე. ბოლო-ბოლო,ანას მიერ დალინკული პორნო-გიფების მეტი არაფერი მქონდა ნანახი. გაიცინა და აფარებულ ხელებზე მაკოცა-შემომხედე-მთხოვა და მეც მის თვალებს შევაჩერდი. დაჟინებული მიყურებდა,ხელებს კვლავ დაასრიალებდა ჩემს სხეულზე,თვალმოუშორებლად გადამიწია ფეხები და შუაში მომექცა,სულ ახლოს მოვიდა,კოცნას არ ჩქარობდა,თითქოს სექსი უკვე თვალებით დაეწყო. ძლიერი ბიძგი ვიგრძენი,მოულოდნელად უკან დავიწიე ,მაგრამ ძლიერად ვეკავე,ბოლომდე შემოვიდა და თვალები სიამოვნებისაგან დაეხუჭა.ამოიოხრა,შეშინებული ვიყავი მოულოდნელი ბიძგით,მაგრამ მისი სიამოვნება მსიამოვნებდა,გონებიდან შიში სწრაფად გაიძურწა,მის ნელ რიტმს ავყევი და ჩემდაუნებურად ვკვნესოდი.თითქოს თავს იკავებდა,მიფრთხილდებოდა და ამის გამო ნაცრისფერ თვალებში სიამოვნებდა და ტანჯვა ერთად ერეოდა,დროის შეგრძნების უქონლობის გამო,ვერ ვიაზრებდი,რამდენი ხანი გრძელდებოდა ასე,მხოლოდ ის ვიცოდი,რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე მინდოდა ყოფნა.ტემპს აუჩქარა და მივხვდი,მანამდე როგორ მინდობდა,მოულოდნელად მომშორდა,მუცელზე მაკოცა და შარვალს მიწვდა. ჯიბიდან პრეზერვატივების შეკვრა ამოაძვრინა-შენთვის ვინახავდი-დაბოხებული ხმით მითხრა და ავად ჩაიღიმა. ერთი ცალი ამოაძვრინა ,კბილით გახია და ჩემკენ წამოვიდა,ფეხებით საწოლის კიდესთან მიმწია და თან რეზინი წამოიცვა,პრეზო მენი მთელი თავისი ბრწყინვალებით! ჩქარა შემოვიდა და ძლიერი ბიძგები გააგრძელა,ალბათ ვყვიროდი,თუმცა რა თქმა უნდა არა ტკივილისგან,თითები დაბლა ჩააცურა და სიამოვნების მეორე ტალღა დამეტაკა,თვალები დახუჭა და მეც თავს ნება მივეცი,სადღაც სხვაგან გადავყოლოდი. ფეხებიდან დაბუჟება ვიგრძენი,რომელიც სწრაფად მომედო მთელს სხეულზე და შეუჩერებელ კანკალად იქცა,ვყვიროდი რომ არ გაჩერებულიყო,მისი გმინვა როცა გავიგე,მივხვდი,რომ ვთავისუფლდებოდი.
მთელი სხეულით ზედ დამემხო და ღრმად სუნთქავდა,ოფლით დანამულ შუბლს ვგრძნობდი ლოყით,მე ამომხტარი გულის უკან დაბრუნებას ვცდილობდი,თან ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს სატვირთომ გადამიარა. გვერდით გადაგორდა და მკლავებში მომიქცია. ცოტა ხანს ასე ვიყავით,ნაზად მეფერებოდა ზურგზე და გაუთავებლად მკოცნიდა.შემდეგ ფრთხილად გამწია და ცოტა ხანს დამელოდეო დამიბარა. სააბაზანოში შევიდა და გავიგე წყალი როგორ მოუშვა,უკან გამობრუნდა და ჩემს დანახვაზე გაეღიმა- წამოვდექი და გაშტერებული ნაბიჯს ვერ ვდგამდი.მომიახლოვდა,მთელ სხეულზე ხელები ამატარა, ხელში ამიყვანა და სააბაზანოსკენ წავიდა. ცხელი ოხშივარი იდგა და ჯაკუზი წყლით იყო სავსე. ჩამაწვინა და სასიამოვნოდ მომედო ცხელი წყალი სხეულზე
-მეც მალე მოვალ-თვალი ჩამიკრა და კარში გაუჩინარდა. უკან დაახლოებით ხუთ წუთში დაბრუნდა,ზეწრით ხელში და სარეცხ მანქანაში შეუძახა.მე ამ დროს იმაზე ფიქრით ვიყავი გართული,ნეტავ სულ ასე დედიშობილამ იტანტალოს -მეთქი.
-წინ მიიწიე-მიბრძანა და ჩემს უკან მოთავსდა,ზურგით მივეყრდენი და ვიგრძენი რაღაც მერჭობოდა
-კიდევ ვერ დაწყნარდა?-ვთქვი სიცილით
-ამას რა დააწყნარებს-სიამაყით გამოაცხადა-მიეჩვიე,დღე და ღამ ამას უნდა ეფერო იცოდე,ძალიან მომთხოვნია
-ხელი ზურგს უკან წავიღე და ცხოვრებაში პირველად შევეხე ასოს-გამიმართლა,დიდია-კმაყოფილმა ვთქვი-ცივ ნიავს არ მივაკარებ,სულ თბილად მეყოლება-ამდენი გარყვნილება თუ იმალებოდა ჩემში,რას წარმოვიდგენდი
-ხელს თუ არ მოაშორებ,მეორე რაუნდი გელოდება და არ მგონია მზად იყო-მითზრა და მკერდზე მომავლო ორივე ხელი,ისე ეთამაშებიდა,როგორც ბავშვი ფუმფულა სათამაშოს.
მეც მორჩილად დავაწყე ხელები და დავფიქრდი,რომ სრულყოფილად ბედნიერი ვიყავი,ალბათ იმიტომ ,რომ მომავალი საერთოდ არ მადარდებდა.
-ჩემი ხახვი-მოფერებას განაგრძობდა და ყელში მაკოცა
უცბად გამახსენდა,რომ მთელი კვირა შეკითხვა მაწუხებდა
-ჩემი სახელი საიდან იცოდი? იმ დღეს,პირველად-ვკითხე და შევბრუნდი.
-მართლა ვერ ხვდები?-გაიცინა-აქამდე მეგონა,რომ იცოდი,შენი მეზობელი რომ ვიყავი.
-წარმოდგენა არ მქონდა
-არ მიკვირს-თვალები აატრიალა-შენ ისეთი დადიხარ ყოველთვის,გვერდით ტროლი რომ მოგიდგეს,ვერ დაინახავ-ცოტა ხანს ჩაფიქრდა და განაგრძო-დიდი ხანია ვიცი შენი სახელიც და საერთოდ,დილით რას ჭამ,ეგეც ვიცი .
გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
-მახსოვს,პირველად შემოდგომაზე შეგამჩნიე,ლიანას მაღაზიაში რაღაცას ვყიდლობდი,დაფეთებული გამხდარი გოგო რომ შემოვარდა და ლიანას ჰკითხა,მობილური აქ ხოარ დამრჩაო.ლიანამ ზარი გაგაშვებინა და იქ იყო,ტკბილეულის თაროზე დაგიდია. მაშინ ისე მომეწონე,გამოგყევი და შენთან ერთად ლიფტსაც დაველოდე მესამე სართულზე ასასვლელად,მაგრამ არც კი შეგიმჩნევივარ,დედაშენს დაურეკე და უმტკიცებდი,სააბაზანოში ვიყავი და ვერ გავიგე როდის რეკავდიო.მერე უკვე გაკვირდებოდი და მაღაზიაშიც ხშირად გამჩნევდი,დილაობით მინერალურ წყალს ყიდლობდი,კლასიკურად გეცვა და სულ გეჩქარებოდა, საღამოობით რამე ტკბილს არჩევდი და ქუჩაშივე ჭამდი,სანამ სახლში ახვიდოდი,3 ძაღლს მაინც ეფერებოდი და ტკბილეულს უყოფდი. ბევრჯერ დავაპირე ,როგორმე დაგლაპარაკებოდი,მაგრამ სულ მეგონა,რომ ასე ვერ გამომივიდოდა,ჩვენი შეხვედრა ისეთი უნდა ყოფილიყო,როგორიც იყო-არახელოვნური.
ჩუმად ვუყურებდი,ვნანობდი,აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე,ვაიდა საერთოდ ვერ გამეცნო?ვაიდა ეს ბუნებრივი შემთხვევა არ დამდგარიყო?გადავწყვიტე,არასდროს აღარ ვყოფილიყავი ისეთი გამოჩერჩეტებული,როგორიც აქამდე ვიყავი.ვგრძნობდი,ის ჩემთვის იმდენად ძვირფასი იყო,არაფრით დავუშვებდი,სუსტი და დაუფიქრებელი ვყოფილიყავი.ასე დამთავრდა ჩემი არეული ყოფა და ყველაფერი ქაოსურად დალაგდა.
მეორე დილიტ კიდევ ერთი სასწაული გამოვცადე-მის სურნელში,მასზე აკრულს გამეღვიძა.ხელები ჩემთვის მაგრად შემოეხვია და ეძინა.ჩემს შერხევაზე თავადაც გაახილა ნაცრისფერი თვალები,რომლებიც დილით სასწაულად დაწმენდოდა.მასთან შედარებით თავი მახინჯი მეგონა,წარმოდგენახც არ მინდოდა,წუხანდელის შემდეგ რას ვგავდი.
ცოტა ხანს ხმაამოუღებლად ვეფერებოდით ერთმანეთს,მის ტუჩებს ვწუწნიდი და გადავწყვიტე,რომ რაციონში შოკოლადმა ადგილი დათმო დემეს ტუჩების სანაცვლოდ.სადღაც ტელეფონმა დარეკა,უცბად გამახსენდა,რომ მშობლები მყავდა და ერთიანად ავწიტლდი
-ვაიმე-გველნაკბენივით წამოვხტი და მობილურს იატაკზე მივაგენი
საბედნიეროდ,გამოტოვებული ზარები არ იყო და ახლაც ანა რეკავდა.ამოვიოხრე,საწოლთან დავბრუნდი და ვუპასუხე
-დიმა მიყვარს-წამოიკივლა,როგორც კი „ალო“ დამცდა-წუხელ ისეთები მოხდა,მოკლედ ეს ვინ ყოფილა-განაგრძობდა ანა,რომელსაც საბედნიეროდ აღარ ახსოვდა,რა ვითარებაში დავტოვე გუშინ-მართლა მიყვარს,მგონი შევიშალე.
დემეს გადავხედე,რომელსაც ესმოდა ანას წივილი და ეშმაკურად იღიმოდა.ანას წიოკს ცოტახანი ვუსმინე,როცა დაამთავრა,მეც ამოვიღე ხმა
-მე კიდევ დემეტრე მიყვარს,დემე-პრეზო-მენი!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მარი

სახელი ცოტა გაფრთხობს თავიდან მაგრამ მშვენივრად იკითხება საბოლოო ჯამში ისტორია, სახალისო და მსუბუქია

 



№2  offline აქტიური მკითხველი grafo

დიდი, არა უზარმაზარი მადლობა ამ სიამოვნებისთვის.
ცრემლებამდე ვიცინოდი. ძალიან კარგი და გამართული ნაწერი იყო, შინაარსიც, დახვეწილი იუმორი, რაც ჩემი სუსტი წერტილია.
თითქოს ხო ჰგავდა სხვა ისტორიებს, არაფერი განსაკუთრებული, ჩემთვის საყვარელი ბანალური დასასრულით, მაგრამ მაინც გამორჩეული იყო, მართლა.
ჩემი ხახვი :D :D.

 



№3 წევრი Alice76

ძალიან დიდი სტიმული და ბედნიერებაა ჩემთვის,დიდი მადლობა კომენტარებისთვის და მით უმეტეს,დადებითი კომენტარებისთვის❤️ მაინტერესებს შენიშვნებიც,სულ პირველი დამთავრებული ისტორიაა,რომელიც ერთი ამოსუნთქვით დავწერე,თუმცა იმდენად მომწონს ეს გრძნობა,რომ აუცილებლად გავაგრძელებ. მადლობა და კიდევ ველი შეფასებებს ❤️

grafo
დიდი, არა უზარმაზარი მადლობა ამ სიამოვნებისთვის.
ცრემლებამდე ვიცინოდი. ძალიან კარგი და გამართული ნაწერი იყო, შინაარსიც, დახვეწილი იუმორი, რაც ჩემი სუსტი წერტილია.
თითქოს ხო ჰგავდა სხვა ისტორიებს, არაფერი განსაკუთრებული, ჩემთვის საყვარელი ბანალური დასასრულით, მაგრამ მაინც გამორჩეული იყო, მართლა.
ჩემი ხახვი :D :D.

იცი,ძალიან გამაბედნიერე ????❤️❤️

 



№4  offline მოდერი ლუნი.

ძაან მომეწონა.
იდეალური ისტორია იყო
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№5 წევრი Alice76

ლუნი.
ძაან მომეწონა.
იდეალური ისტორია იყო

მადლობა❤️ დიდი სტიმულია

 



№6  offline აქტიური მკითხველი grafo

მე სათაური ძალიან მომეწონა. ჯერ რომ დავინახე გვერდი ავუარე, მერე ისევ ზევით ავუყევი, მეთქი რა ხახვი :D :D.
იუმორი, ბედნიერი დასასრული და ეგაა, მკითხველის სიყვრულიც და სტიმულიც შესაბამისად :*.

 



№7 წევრი Alice76

grafo
მე სათაური ძალიან მომეწონა. ჯერ რომ დავინახე გვერდი ავუარე, მერე ისევ ზევით ავუყევი, მეთქი რა ხახვი :D :D.
იუმორი, ბედნიერი დასასრული და ეგაა, მკითხველის სიყვრულიც და სტიმულიც შესაბამისად :*.

ძალიან დიდი მადლობა❤️

 



№8  offline ადმინი შამანი

+18 რომ წავიკითხე,ისე წავიკითხე რამე ისეთი არ გამოვაქვეყნო მეთქი,მერე ისე გადავიქანცე ვერც გამოგიქვეყნე და ვერც კომენტარი დავწერე,მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ხოდა...
რაღაცნაირად 'ფილოსოფიურიც' არ იყო,არც დაძაბულობა,ინტრიგა.აი თითქოს აქ გავრცელებული ისტორიების მსგავსი,მაგრამ აი ისე იყო დაწერილი თითქოს უბრალო იყო,მაგრამ სასიამოვნოდ წასაკითხი,ცოტა იუმორისტულიც და კარგი ამბავი იყო გადმოცემული.თბილი და ტკბილი.
მომეწონა მე!
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



№9 წევრი Alice76

შამანი
+18 რომ წავიკითხე,ისე წავიკითხე რამე ისეთი არ გამოვაქვეყნო მეთქი,მერე ისე გადავიქანცე ვერც გამოგიქვეყნე და ვერც კომენტარი დავწერე,მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ხოდა...
რაღაცნაირად 'ფილოსოფიურიც' არ იყო,არც დაძაბულობა,ინტრიგა.აი თითქოს აქ გავრცელებული ისტორიების მსგავსი,მაგრამ აი ისე იყო დაწერილი თითქოს უბრალო იყო,მაგრამ სასიამოვნოდ წასაკითხი,ცოტა იუმორისტულიც და კარგი ამბავი იყო გადმოცემული.თბილი და ტკბილი.
მომეწონა მე!

+18 ყოველი შემთხვევისთვის მივაწერე,მერე არ მომეკითხოს-მეთქი :D ძალიან მიხარია,რომ წაიკითხე და აზრი გამოხატე,კომენტარების დამსახურებით მივხვდი,რომ წერა უნდა გავაგრძელო <3 დიდი მადლობა

 



№10  offline მოდერი Life is Good

ხოოო smile ეხლა რა ხდება...აი რა იყო იციი? მე საიტზე არც ისე ხშირად ვკითხულობ ისტორიებს დროის უქონლობის გამო ეხლაც სამსახურში ვარ და წავიკითხე ერთის რჩევით smile" სახელს და გვარს არ დავასახელებ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეაოო" laughing არ ვარ ჯანმრთელად...ხო რისი თქმა მინდოდაა...კარგი იყო...ლაღად" უნერავდა" იმედია ეს ფრაა არ გეწყინება ჩემი საყვარელი ფრაზაა.. ძალიან ვისიამოვნე...მე და იუმორს შესანიშნავი დამოკიდებულება გვაქვს და ამ მზრივ ერთი ორჯერ იმხელა ხმაზე გადავიხარხარე "ვაი შენს პატრონსო" უეჭველი ესე თქვეს smile წარმატებები და რავიცი ძალიან გაგვახარებ ისევ და ისევ თუ შემოგ თავაზებ შენს სასაიამოვნოდ წასაკითხ ნაშრომებს.

 



№11 წევრი Alice76

Life is Good
ხოოო smile ეხლა რა ხდება...აი რა იყო იციი? მე საიტზე არც ისე ხშირად ვკითხულობ ისტორიებს დროის უქონლობის გამო ეხლაც სამსახურში ვარ და წავიკითხე ერთის რჩევით smile" სახელს და გვარს არ დავასახელებ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეაოო" laughing არ ვარ ჯანმრთელად...ხო რისი თქმა მინდოდაა...კარგი იყო...ლაღად" უნერავდა" იმედია ეს ფრაა არ გეწყინება ჩემი საყვარელი ფრაზაა.. ძალიან ვისიამოვნე...მე და იუმორს შესანიშნავი დამოკიდებულება გვაქვს და ამ მზრივ ერთი ორჯერ იმხელა ხმაზე გადავიხარხარე "ვაი შენს პატრონსო" უეჭველი ესე თქვეს smile წარმატებები და რავიცი ძალიან გაგვახარებ ისევ და ისევ თუ შემოგ თავაზებ შენს სასაიამოვნოდ წასაკითხ ნაშრომებს.

ისე გამახარე,ვერც კი გადმოვცემ :D <3 ეს ისტორია საცდელივით იყო,მაინტერესებდა რამდენად შევძლებდი გადმოცემას და მადლობა რომ არ დაიზარე და შთაბეჭდილება დაწერე <3 წერას აუცილებლად განვაგრძობ ,თქვენი წყალობით❤️❤️❤️

 



№12 სტუმარი სტუმარი barbare

mshvenialurad wer sixarulo<3 ar shewyviyo wera..

 



№13 წევრი Alice76

სტუმარი barbare
mshvenialurad wer sixarulo<3 ar shewyviyo wera..

დიდი მადლობა❤️ მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით❤️❤️❤️

 



№14  offline წევრი ჟიზელი

აუ პრეზო-მენიო და აი,იქ რომ გადავფიჩინდი,ვეღარ მოვიყვანე იმის მერე სახე მწყობრში :დდდდ
ძაააან ღადაობა იყო და შენც ძაან კარგი ხარ ❤
ქიფ გოინგ დუდ ❤

 



№15 წევრი Alice76

ჟიზელი
აუ პრეზო-მენიო და აი,იქ რომ გადავფიჩინდი,ვეღარ მოვიყვანე იმის მერე სახე მწყობრში :დდდდ
ძაააან ღადაობა იყო და შენც ძაან კარგი ხარ ❤
ქიფ გოინგ დუდ ❤

მიუ <3 კატასავით ვკრუტუნებ ამ კომენტარზე ❤️

 



№16  offline წევრი Katherine Darsy

ძალიან მომეწონა. გამართული და აზრიანი ნაწერი გაქვს, რაც ამ ბოლო დროს იშვიათობა გახდა :) ველოდები შენს სიახლეს ❤️

 



№17 წევრი Alice76

[quote=Katherine Darsy]ძალიან მომეწონა. გამართული და აზრიანი ნაწერი გაქვს, რაც ამ ბოლო დროს იშვიათობა გახდა :) ველოდები შენს სიახლეს ❤️[/quote
დიდი მარლობა,მართლა,თითოეული კომენტარი ცალკე მასხავს ფრთებს ❤️❤️❤️

 



№18  offline მოდერი Queenofmoon

უსაყვარლესი ისტორია იყოო:) აი რამდენი ვიცინე თან.. აუცილებლად უნდა წერო და ხშირად გაგვანებივრო ახალ-ახალი ისტორიებით:) ველი ახალ ისტორიას მოუთმენლად heart_eyes

 



№19 წევრი Alice76

Queenofmoon
უსაყვარლესი ისტორია იყოო:) აი რამდენი ვიცინე თან.. აუცილებლად უნდა წერო და ხშირად გაგვანებივრო ახალ-ახალი ისტორიებით:) ველი ახალ ისტორიას მოუთმენლად heart_eyes

დიიდი მადლობა❤️❤️❤️ აუცილებლად გაგანებივრებთ❤️

 



№20  offline წევრი უცნაური მე

რატომღაც სათაურიდან გამომდინარე არ მინდოდა წაკითხვა. მერე ჯგუფში ვნახე ერთი ორი პოსტი და წავიკითხე..
აქამდე სად ვიყავი ნეტა?!
ძალიან მაგარი იყო ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიით <3
პრეზომენზე ავყირავდი :დდ
დახვეწილი ნაწერი და იუმორი..
ყოჩაღ! ❤️

 



№21 წევრი Alice76

უცნაური მე
რატომღაც სათაურიდან გამომდინარე არ მინდოდა წაკითხვა. მერე ჯგუფში ვნახე ერთი ორი პოსტი და წავიკითხე..
აქამდე სად ვიყავი ნეტა?!
ძალიან მაგარი იყო ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიით <3
პრეზომენზე ავყირავდი :დდ
დახვეწილი ნაწერი და იუმორი..
ყოჩაღ! ❤️

ცოტა უცნაური სათაური ავარჩიე კიი :დდ დიდი მადლობა,რომ წაიკითხე ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent