შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილუზიური სივრცე - ის რაც შენშია (სრულად)

24-08-2018, 09:59
ნანახია 868

ილუზიური სივრცე - ის რაც შენშია (სრულად)

ჩაბნელებული, უფანჯრო, უკარებო, თეთრად კედლებშეთითხნილი ოთახის შუაგულში, ფეხმორთხმით მჯდარი, თმადაუვარცხნელი, ცამეტიოდე წლის გოგონა, ზარივით წკრილა, ტონალობაუცვლელი ხმით, უწყვეტ რეჟიმში გაკივის. თუმცა მისი კივილი არავის ესმის. ის ხომ ილუზიაში ჩაკარგული სულია, უსხეულო, უხმო, უემოციო, სული და სხვა არაფერი... მაგრამ მან არ იცის, რომ სულია. გოგონას მეხსიერებაში მოფარფატე, განვლილი ცხოვრების ფრაგმენტები, გულის ძლიერ რითმთან ერთად მელოდიანარევ საშინელებას ქმნის, ყოფიერებით აუტანელ, უმოქმედო, ნირვანანარევი ოთახის გაურღვევლი კედლების უსაშველო აკუსტიკა. გოგონას თვალებს ძილი არ ეკარება. ის კივის, უცვლელი ტონალობით, უწყვეტად კივის, მაგრამ ეს კივილი არავის ესმის...

***
თებერვლის ღამეა. ქარი გულის შემღონებლად დათარეშობს კედლებს მიღმა, აშკარად პრემიერა აქვს, მთელი გრძნობით ახეთქებს არემარეს ახალ, გრძნობა აშლილ მელოდიას. ხეები ბანს აძლევენ და რაც უფრო მეტად შედის ქარი აზარტში, სამყაროც მით მეტად იხრის ქედს მის წინაშე. ოთახში დედა შემოდის.
-რატომ არ გძინავს? - ამბობს ის და საბანს მისწორებს.
-მუსიკას ვუსმენ.
-რა მუსიკას?
-ქარის მუსიკას დედა. - იღიმის. -ამაღამ ჩემთან დარჩები?
-არა, წასასვლელი ვარ. - ისმის მისი სევდიანი ხმა.
-ისევ?
-ხო. შუბლზე მკოცნის, ერთხელ კიდევ მისწორებს საბანს. მისი ცრემლი ჩემ სახეს ეხება, მაგრამ არ ვიმჩნევ. მერე ოთახიდან გადის.
წარმოსახვითი სამყარო, იმ იდეალური ქმედებებით არის გაჯერებული, რაც ადამიანებს ასე გვაკლია, მაგრამ, უნდა შეგეძლოს არ დაიკარგო შენსავე შექმნილ სამყაროში. სულის გამუდმებული კიჟინა და სიყვარულის ფარული წამები, გულის გაშავთეთრებული ნაოჭები.... არ გაძღა უნიჭო ცხოვრება წამებით.

***
უფანჯრო ოთახის შუაგულში ფეხმორთხმით მჯდარი, თმადაუვარცხნელი გოგონა ისევ ტონალობა უცვლელი ხმით, უწყვეტ რეჟიმში გაკივის.

***
შაბათ საღამოს მე და ელენამ გადავწყვიტეთ, სამსახურის დასრულების შემდეგ მთაწმინდის პარკი დაგვეპყრო.
-შევისვენოთ. - ამბობს სიარულით ქანცგაწყვეტილი ელენა. ცოტა სულის მოთქმის შემდეგ. ჯიბიდან სიგარეტს იღებს და მაწვდის.
-აღარ ვეწევი.
-ოჰ, როდის აქეთაა?
-მას შემდეგ, რაც ჩემი ეშმაკი შვებულებაში გავიდა. - ელენა გულიანად იცინის. მეც მეღიმება.
-რა ხდება იმ ბიჭთან დაკავშირებით? - მეკითხება და კარგად გადამუშავებულ თამბაქოს კვამლს, სახეში მაბოლებს.
-ბოლოს, რომ ვნახე ასე მითხრა შენ ეშმაკს გავაცილებ და მოვალო, მას მერე არ მინახავს. - ელენა მიყურებს. დაჟინებით მიყურებს. მერე ორივეგ ულიანად ვხარხარებთ.
-შეშლილი ხარ.
-როგორ არ იქნები შეშლილი იმ სამყაროში, რომლის არც ერთ წესსა და კანონს არ იზიარებ.
-შენი ფსიქოანალიზმი როდის გადის შვებულებაში?
-არასოდეს! - მერე გზას უხმოდ ვაგრძელებთ.

***
უფანჯრო ოთახის შუაგულში ფეხმორთხმით მჯდარი, თმადაუვარცხნელი გოგონა ისევ ტონალობა უცვლელი ხმით, უწყვეტ რეჟიმში გაკივის. ბაც ნათებად ქცეული ილუზიური ყოფა აუტანლად მძიმე ხდება.

***
ფანჯრის წინ ვზივარ, გარეთ მოცეკვავე წვიმის წვეთებს ვუცქერ, ჰაერში თითქოს შიშის სუნი ბატონობს, დედა მახსენდება. დიდრონი თვალები, მღვრიე, ისეთივე მღვრიე, როგორც წვიმის წვეთების ნაღვლიანი ტანგო. ფერმკრთალი სახე და მასზე ოსტატურად მოხატული ვარდისფერი კაპილარები. ტუჩები, ლამაზი, სავსე, სასურველი. თმები... მშვიდ ფერებში გადაწყვეტილი თავსაფარი, კოხტად აქვს თავზე მორგებული... მიყვარს ეს თვალები... ღრმა, მოუსვენარი ფიქრებით სავსე... შიშის სუნი სულ უფრო მძაფრდება, უკვე ცხვირის ნესტოები მეწვის, თვალებიც მეცრემლება..ჩემში, სადღაციდან ყრუ კივილი მესმის. სმენას ვძაბავ, ხელის გულები მეოფლება, პირი მიშრება. ის ისევ კივის... კადრი... ჩაბნელებული, უფანჯრო, უკარებო, თეთრად კედლებშეთითხნილი ოთახის შუაგულში, ფეხმორთხმით მჯდარი, თმადაუვარცხნელი ცამეტიოდე წლის გოგონა, ზარივით წკრიალა, ტონალობა უცვლელი ხმით, უწყვეტ რეჟიმში გაკივის, თუმცა მისი კივილი არავის ესმის. ის ილუზიაში ჩაკარგული სულია... უსხეულო, უხმო, უემოციო, სული და სხვა არაფერი... მაგრამ მან არ იცის, რომ სულია. გოგონას მეხსიერებაში მოფარფატე, განვლილი ცხოვრების ფრაგმენტები, გულის ძლიერ რითმთან ერთად მელოდიანარევ საშინელებას ქმნის, ყოფიერებით აუტანელ, უმოქმედო, ნირვანანარევი ოთახის გაურღვევლი კედლების უსაშველო აკუსტიკა. გოგონას თვალებს ძილი არ ეკარება. ის კივის, უცვლელი ტონალობით, უწყვეტად კივის, მაგრამ ეს კივილი არავის ესმის... ვცდილობ სხეულიდან მომავალ კივილის ხმას ყურადღება არ მივაქციო, დედის პორტრეტის წარმოდგენით ხმის ჩახშობის მცდელობას, ისევ გოგონას განწირული კივილი არღვევს. გამოსახულება წამებში იმსხვრევა. გოგონა ისევ კივის, ჰაერში შიშის სუნი მძაფრდება...

***
როგორც კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩავჯექი მყისიერად დავხუჭე თვალები, ყურები ყურსასმენით დავიხშე და ასე გადავწყვიტე ყოველგავრი უსარგებლო ინფორმაციისთვის ამერიდებინა როგორც თვალი ასევე ყური.
მთელი გზა ამ მდგომარეობაში გავატარე. თვალებზე დაწოლილი სიმძიმე სიამოვნებას მანიჭებდა, ტვინი თითქოს გამომირეცხეს და ყოველი უჯრედი პასიურ მდგომარეობაში გადავარდა.
ეს შესანიშნავიიყო. ბაგე ღიმილნარევი. თითქოს საკუთარი სხეული დავტოვე და ზემოდან დავცქერდი საკუთარ თავს. გზა... სურვილი გზის არდასრულებისა, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა არ სურდა როგორც გონებას ასევე სხეულს. გზის ბოლოს კი ჩასაფრებული მელოდა ჩემი ბავშობა...
ახლაც ზუსტად ისე მიცემს გული, როგორც წლების წინ. ახლაც ისე განვიცდი მოჩვენებების არსებობას, როგორც ადრე. თუმცა, ახლა არ მეგებება შენი ხმა ისე, როგორც ადრე. სახლის ყველა კუთხეში შენხარ, შენი ხმა, შენი სახე უკვე წაშლილი მაგრამ მაინც ხარ...
მონატრებული სახლის მონატრებული სუნი. სიძველით გაჟღენთილი ხის იატაკი და ჭერი. როგორ მიყვარს ეს სუნი. ვდგავარ ვეებერთელა სახლის ცარიელ კედლებს შორის, ხელებგაშლილი და მთელი სიძლიერით ვყნოსავ მონატრებულ ჰაერს. ჩიტების ნაცნობი მელოდია ისევ აღწევს დახურულ დარაბებში.
სისხლი მიდუღს. საწოლზე მოწყვეტით ვეშვები.
სივრცე
თვალს ვახელ, ისევ ვხუჭავ, ვახელ, ვხუჭავ. მტკივა. ვერაფერს ვხედავ.. წვიმს. ნისლი ბატონობს სამყაროზე და მხოლოდ წარმოსახვით ბილიკს მივუყვები. უცნაური სიჩუმეა. შემაძრწუნებლად საშიში. ვცდილობ გავიხსენო ბოლოს როდის და სად ვნახე სულიერი არსება. ამაოდ. მარტო ვარ. ისევ. მოგონებები ერთიანად გადაირეცხა. სივრცე. მხოლოდ, მე და სივრცე. ნისლიან საშინელ სიჩუმეში დაკარგული უსინათლო გოგო. გამხდარი, მშიერი, ჭუჭყიანი. მოხეტიალე... მოულოდნელად ვეცემი, ფეხი მიცურდება. ახლა უფრო ბნელა. შუბლზე სისველეს ვგრძნობ, სისხლი. ისევ გავიტეხე თავი.
-არის აქ ვინმე? - ვკითხულობ ჩუმად. სიჩუმეს მხოლოდ ჩემი ხმა არღვევს. -არის აქ ვინმე? - ამჯერად უფრო ხმამაღლა ვკითხულობ. ჩემი ხმა წამიერად არღვევს მთელ ამ საშინელ სიჩუმეს და ექო სივრცეში ნელ-ნელა იკარგება. იქვე ვწვები სადაც ვეცემი და მეძინება...

მცივა. თვალს ვახელ, ისევ ვხუჭავ, ვახელ, ვხუჭავ. მტკივა. ცხელა. მზეს ვერ ვხედავ თუმცა მის სითბოს ერთიანად შეიგრძნობს ჩემის ხეული, სასიამოვნოდ ვივსები სითბოთი და მგონი ბაგეს ღიმილიც მიპობს. გონებას ისევ ამაოდ ვებრძვი. არც ერთი მოგონება მხოლოდ სივრცე. საშინელი სიჩუმით გაჯერებული მე და სივრცე. წამიერ ღიმილს ისევ სასოწარკვეთა ანაცვლებს ჩემ სახეზე. ხელს თავზე ვისვამ. შემხმარ სისხლს უხეშად ვიგლეჯ და ახლა ქავილთან ერთად ტკივილსაც ვგრძნობ. ძალიან მწყურია. სმენას ვძაბავ მაგრამ ისევ სრული სიჩუმე. ისევ წარმოსახვით ბილიკს მივუყვები, ამჯერად მეტად წელში გამართული. არც ვეცემი მხოლოდ გამხმარ, გახურებულ ქვიშასვ გრძნობ ფეხის გულებზე და წვას. სულის მოსათქმელად ვჯდები.
-არის აქ ვინმე? - პასუხი ისევ არ არის. შიმშილისა და წყურვილისაგან გონებას ვკარგავ...

თვალს ვახელ, ისევ ვხუჭავ, ვახელ, ვხუჭავ. მტკივა. ისევ წვიმს. მცივა. სხეულს ძლივს ვიმორჩილებ და გზას ვადგები. ამჯერად აღარ ვფრთხილობ. რა აზრი აქვს. მაინც ვერაფერს ვხედავ. მაინც მარტო ვარ ამ წარმოსახვით, ნისლით დაფარულ სივრცეში. აღარ მშია. შიმშილის შეგრძნება დავკარგე. ახლა მხოლოდ წყალი მინდა. ერთი ყლუპი წყალი. მერე გონება მინათდება. ორივე ხელით პეშვს ვკრავ და წვიმას ვუშვერ. წვიმამ გადაიღო. ირონია. ისევ ძალიან მწყურია.

თვალს ვახელ. უფრო სწორად ვცდილობ გავახილო. საკუთარ ქუთუთოებს გამალებით ვებრძვი დანებებას არ ვაპირებ. უნდა გავახილო. მტკივა. როგორც იქნა საბოლოოდ ვიმორჩილებ და თვალებს ფართოდ ვახელ. არაფერი. ისევ თეთრი სივრცე. თვალის კუთხეში ცრემლს ვგრძნობ. შიშის სუნით გაჟღენთილ ცრემლს.

- ელისაბედ. - მესმის ძალიან შორიდან. ყურადღებას არ ვაქცევ. ალბათ შიმშილისგან ჭკუიდან ვიშლები. - ელისაბედ. - ამჯერად უფრო ახლოდან მესმის. თვალს ვახელ და ვცდილობ ნისლიდან მომავალი ხმის მიმართულება გავარკვიო. - ელისაბედ. - ახლა უკვე გვერდიდან მესმის მისი ხმა.
- ხო დედა. - ვღრიალებ და შეშინებული ვხტები საწოლიდან. ზუსტად ერთი წამი მჭირდება რეალობის აღსაქმელად...
ყოველთვის ასე ხდება როცა ბავშვობაში ვბრუნდები...
იყო იქ სადაც ხარ და ამავე დროს არ იყო - ეს ძალია ნრთულია. დრო მტაცებელია და ის ჩვენზე ნადირობს. ყოველთვის გაუსწორე ცხოვრებას თვალი და ისეთი დაინახე როგორიც არის და ბოლოს, რომ გაიცნო გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და მერე.... გაუშვი...
სივრცე არაფერია თუ არა წარმოსახვა ყოველივე იმისა რაც შენშია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 ადმინი შამანი

სამწუხაროდ ბოლო დამატებული შენი "სრულად" დადებული ისტორიები ვეღარ წავიკითხე,მაგრამ აი ამას უსიკვდილოდ წავიკითხავ! სულ რომ არაფერი ფოტო აქვს ისეთი,მე ხო იცი მსგავსი შინაარსის რაღაცაზე ელეთმელეთი მემართება,ჩემთან ვაიგივებ ეგრევე bowtie joy innocent მოკლედ ვიწყებ კითხვას! heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

შამანი
სამწუხაროდ ბოლო დამატებული შენი "სრულად" დადებული ისტორიები ვეღარ წავიკითხე,მაგრამ აი ამას უსიკვდილოდ წავიკითხავ! სულ რომ არაფერი ფოტო აქვს ისეთი,მე ხო იცი მსგავსი შინაარსის რაღაცაზე ელეთმელეთი მემართება,ჩემთან ვაიგივებ ეგრევე bowtie joy innocent მოკლედ ვიწყებ კითხვას! heart_eyes

ანინე მიყვარხარ მე შენ ????

№3  offline მოდერი სალანდერი

ხანდახან მგონია, რომ გული გიგრძნობს როცა "ვინმეს" ძალიან სჭირდები.
თემასაც გული გიგრძნობს და ყოველთვის ზუსტად იცი, რა უნდა წერო და როდის.
ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა ახლა, მაგრამ იცი შენ ისედაც.
მადლობა ❤

სალანდერი

... მიყვარხარ

№5 სტუმარი სტუმარი სიბილა

მზაფრავს ასეთი კივილი,რომელიც აუტანელ დუმილს მოასწავებს...

სტუმარი სიბილა
მზაფრავს ასეთი კივილი,რომელიც აუტანელ დუმილს მოასწავებს...

მაგრამ ასეთი კოვილი თითქმის ყველა ადამიანში ბუდობს და მისი სიძლიერე მისმიერ განვლილ ცზოვრებაზეა დამოკიდებული ❤

№7  offline მოდერი tasusuna

სივრცე არაფერია თუ არა წარმოსახვა ყოველივე იმისა რაც შენშია.
***
უფანჯრო ოთახის შუაგულში ფეხმორთხმით მჯდარი, თმადაუვარცხნელი გოგონა ისევ ტონალობა უცვლელი ხმით, უწყვეტ რეჟიმში გაკივის.
***
გოგონას მეხსიერებაში მოფარფატე, განვლილი ცხოვრების ფრაგმენტები, გულის ძლიერ რითმთან ერთად მელოდიანარევ საშინელებას ქმნის, ყოფიერებით აუტანელ, უმოქმედო, ნირვანანარევი ოთახის გაურღვევლი კედლების უსაშველო აკუსტიკა
****
ბრავო! ❤️❤️

tasusuna

მადლობა ანასტასია ❤

ძალიან გამახარე ❤

№9 სტუმარი სტუმარი სიბილა

ჰალუცინოგერი
სტუმარი სიბილა
მზაფრავს ასეთი კივილი,რომელიც აუტანელ დუმილს მოასწავებს...

მაგრამ ასეთი კოვილი თითქმის ყველა ადამიანში ბუდობს და მისი სიძლიერე მისმიერ განვლილ ცზოვრებაზეა დამოკიდებული ❤

სწორედ განვლილი ცხოვრებაა...კივილის მშობელი, მისი ყოველი დღის მოგონება კივილის თითოეული წამია..შენი ისტორია ისეთი ნამდვილია, ტაოსმომგვრელი

№10  offline წევრი ჰალუცინოგერი

მიყვარს შენი მრავალხაზოვაბი შეფასებები ❤

№11 სტუმარი Qeti qimucadze

Ise gaizardeee, ukve chamoyalibebuli avtori xar, gmerto chemo suli gamiyineee, ise metkinaaaaa, titqos me chamesmis cametiode clis gogonas kivili, zalian kargiaaa, yochagg, imdenad emociuria rom axlac jruanteli mivlisss, aq xshirad agar shemovdivarr, ramodenime avtori darcha visi cakitxvac migirsss, amitom mixaria rom es sababi gamimitkicdaaaa, carmatebebii

ეს ბავშვობის დროინდელი ჩარჩენილი ტკივილებია, რომლებიც ადამიანს სამუდამოდ ებეჭდება გონებაში და შემდეგ მთელი ცხოვრება არ ასვენებს. კივილი ჩვენი პროტესტია იმ მოვლენებისადმი, რომლებიც თავს გადაგვხდა, სულიერი სამყარო ლაქებით დაფარა და ავად თუ კარგად, აქამდე მოგვიყვანა. წარმოსახვითი სამყაროს შექმნაც ძალიან კარგია, ზოგჯერ იმ საშინელ წარსულს და აქამდე მოტანილ ნაიარევ თავს გვავიწყებს, მაგრამ როგორც თავად ამბობ, ხანგრძლივი დროითაც დამღუპველია. რეალობიდან წარმოქმნილი სულიერი სამყარო და მერე იმ სულიერ სამყაროს დაჯახებული რეალობა-ეს ბრძოლაა და ნამდვილი კოშმარი ადამიანში. რა უნდა გითხრა, გარდა იმისა, რომ ღრმა ხარ და ძალიან ემოციური მწერალი. წარმატებები blush

№13  offline წევრი ჰალუცინოგერი

ქეთი იმერლიშვილი

მადლობა ქეთი ❤

ბევრს ნიშნავს შენი სიტყვები ჩემთვის. თითოეულ სიტყვასა და ემოციას სწორად გაუსვი ხაზი. არც მიკვირს, მხოლოდ მიხარია რომ ასეთი მკითხველი მყავს ❤

Qeti qimucadze
Ise gaizardeee, ukve chamoyalibebuli avtori xar, gmerto chemo suli gamiyineee, ise metkinaaaaa, titqos me chamesmis cametiode clis gogonas kivili, zalian kargiaaa, yochagg, imdenad emociuria rom axlac jruanteli mivlisss, aq xshirad agar shemovdivarr, ramodenime avtori darcha visi cakitxvac migirsss, amitom mixaria rom es sababi gamimitkicdaaaa, carmatebebii

ქეთი მომენქტრე და მიხარია რომ ჩენთან ხარ ❤

№14  offline წევრი Lineta

მე გაბუტულია
ახლა რომ ნახა !!!
ჩემი ნება რომ იყოს შენ და სალანდერს დაგაჯენდით და საათობით გალაპარაკებდით.
მე კი უბრალიდ დავჯდებოდი და ვუსმენდი მსოფლიოში ორი იდენტური ადამიანის საოცარ დიალოგს და მივხვდებოდი რომ ორი "შეშლილი" გენიოსის მოსმენაზე დიდ "კაიფს" ვერაფერი გამოიწვევს.
საშინლად, საზიზღრად და აუტანლად მომწონს შენი აზრები. ❤️

№15  offline წევრი ჰალუცინოგერი

Lineta
მე გაბუტულია
ახლა რომ ნახა !!!
ჩემი ნება რომ იყოს შენ და სალანდერს დაგაჯენდით და საათობით გალაპარაკებდით.
მე კი უბრალიდ დავჯდებოდი და ვუსმენდი მსოფლიოში ორი იდენტური ადამიანის საოცარ დიალოგს და მივხვდებოდი რომ ორი "შეშლილი" გენიოსის მოსმენაზე დიდ "კაიფს" ვერაფერი გამოიწვევს.
საშინლად, საზიზღრად და აუტანლად მომწონს შენი აზრები. ❤️

ლილე რა საყვარელი ხარ ❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent