შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"Cat City" (თავი 3)


24-08-2018, 13:53
ავტორი Farvana
ნანახია 191

სხეული ნელ-ნელა უახლოვდებოდა მილიკას,გაიქცა მაგრამ სად თვითონაც არ იცოდა,უბრალოდ გარბოდა.ყველგან თავშესაფარს ეძებდა,შემთხვევით გამოქვაბული დაინახა და შიგნით შევარდა.გამოქვაბულში უგზო უკვლოდ გარბოდა,შემთხვევით ფეხი რაღაცას წამოსდო და წაიქცა.თავი ქვას დაარტყა და გაითიშა.როდესაც გაიღვიძა,გამოქვაბულის კედლებზე ჩირაღდნები იყო ანთილი,რომლეიც გამოქვაბულის სიღმრისკენ მიდიოდა.თავიდან ყოყმანობდა,არ უნდოდა შიგნით შესვლა,მაგრამ როდესაც საზარელი ღმუილის ხმა გაიგონა შევიდა.გზას მიუყვებოდა,კედლებზე კი ათასი ნახატი იყო გამოსახული.გამოქვაბულის შუაგულში როგორც კი მივიდა სამარხი დაინახა.გარშემო კი ათასნაირი ძვირფასეულობა ეყარა.სამარხთან მივიდა და არსებული წარწერები წაიკითხა,გამოქვაბულში საშინელი გვრგვინვა გაისმა,კედლებმა ზანზარი დაიწყო.მილიკას გული საშინლად ხმამაღლა ცემდა,აქედან გაქცევა უნდოდა,ნელ-ნელა უკან დაიხია,მაგრამ გამოქვაბულის კარები ჩაიკეტა,მილიკამ საშინელი ხმით კივილი დაიწყო.თან კიოდა,თან ტიროდა.
-ნუ ტირი გოგონა,მე შენ არაფერს დაგიშავებ!
მილიკამ ცრემლები შეიმშრალა და ქალს ახედა,თავიდან მოჩვენება ეგონა და თავი ისევ ხელებში ჩარგო.შემდეგ კი თითქოს აღარ ეშინოდა და თავი ზემოთ ასწია.ძალიან ლამაზი ქალი იყო,ნამდვილ ქალღმერთს ჰგავდა.ოქროსფერი თმები კოჭებამდე სვდებოდა,თვალები ზღვასავით ლურჯი ჰქონდა.მის წინ სრულიად შიშველი იდგა,სხეულს მხოლოდ მისი ულამაზესი თმები უფარავდა.მილიკას ყურადღება თმებმა მიიქცია,თვალს ვერ წყვეტდა,მასაც სურდა ასეთი ლამაზი თმები.სიტყვებს თავი მოაბა და ფაბედა ეკიტხა ვინ იყო?
-მე ქალღმერთი მილიკა ვარ.
-ქალღმერთი მილიკა?
-მამაშენმა სახელი ჩემს პატივსაცემად დაგარქვა.
-მეგონა,რომ ლეგენდა იყო.
-ყველაფერი რაც ხალსხ ლეგენდა ქვია სინამდვილეა.ყველაფერს თავისი საფუძვლები აქვს.
-შეიძლება გთხოვოთ?ამ კუნძულზე დამტოვებთ?
-მხოლოდ ერთი პირობით.
-რა პირობით.
-მე შენი დახმარება მჭირდება მილიკა.
-მე რაში უნდა დაგეხმაროთ?
-მოქალაქეები ცოდავენ,ისინი საშინელ დანაშაულს სჩადიან,ბავშვებს მწირავენ მე კი ეს არ მომწონს.
-ისინი ბავშვებს კატას სჭირავენ და არა თქვენ.
-მილიკა,კატა იგივე ქალღმერთი მილიკაა ანუ მე.მათ არასწორად გაიგებს ყველაფერი,თავის დროზე როცა ამ ქალაქს დახმარება ესაჭიროებოდა კატის სახით გამოვეცხადე მათ და დიდი უბედურება თავიდან ავაცილე.შემდეგ კიდევ ერთხელ დავეხმარე,როდესაც მამაკაცებმა საჯაროდ დაიწყეს თექვსმეტი წლის გოგონებზე ნამუსის ახდა.მას შემდეგ დაიწყო ქალაში ბიჭების შეწირვა მსხვერპლად.ახლა კი მინდა,რომ ეს ყველაფერი დასრულდეს.
-მაინცდამაინც მე რატომ?
-შენ არცერთ მათგანს არ გავხარ,ჩემსა და შენს შორის იმაზე დიდი კავშირია ვიდრე შენ გგონია.
-მე რა უნდა გავაკეთო?ჯობია თქვენ ამცნობოთ მათ ამის შესახებ,ისინი თქვენ უფრ მოგისმენენ ვიდრე მე.
-არა მილიკა,ეს მაზე საშიშია ვიდრე შენ გგონია.ისინი მე არ მომისმენენ,მათ სასწაულების და მითუმეტეს ჩემი აღრ სჯერათ,მათ იმ წყეული კატის სჯერათ.
-მაშინ მე უფრო არ დამიჯერებენ.
-ვიცი ჩემო ძვირფასო.შენ ჩემს ძალას მოგცემ,როცა საჭირო გახდება ამ ძალას მიიღებ და იმ მოქალაქეებს დასჯი,რომლებიც აღარ დაემორჩილებიან კანონს.მათ მთავარ მოედანზე ქანდაკებასთან დასჯი.შენი გადასაწყვეტია თუ როგორი სახით გააკეთებ ამას.
-აქამდე ვინც დააშავე ისინიც?
-არა მხოლოდ მომავალი წლიდან ვინც ამას გააკეთებს,მანამდე კიდევ ერთხელ ვამცნობ გამოსწორების შესახებ,შემდეგ კი შენ მიხედა მათ.
-ძალა რამდენად საშიშია?
-ძალიან საშიშია,შესაძლოა შენ ვერაფერი იგრძნო,მაგრამ ხალხი შეხედავს და იგრძნობს.შენ კი მხოლოდ ხალხის მხრიდან ზიზღს იგრძნობ.დროთა განმავლობაში მიხვდები თუ როგორი ურჩხული და მონსტრი ხარ,მაშინ კი შენი თავი შეგძულდება.
-ამას მირჩევნია იქ დავბრუნდე.
-იქ მამაშენი და ხალხი მოგკლავს,არჩევანი შენზეა.
-არჩევანსაც კი არ მაძლევ.
-მართალი ხარ.ახლა კი დროა გამოქვაბული დატოვო.
-არა,იქ „რომპოა“ და ის მე მომკლავს.
-ის არაფერს დაგიშავებს.ხალხს არ ერჩის.
-რა?ჩვენთან ლეგენდები დადის მის შესახებ.
-ვიცი,ესეც ჩემი შეთხზულია,არ მინდოდა ჩემი აკლდამა ვინმეს ეპოვა.
-მაშინ მე რატომ მომეცი უფლები?ქალღმერთი სადღაც გაუჩინარებულიყო,აღარსად ჩანდა.მილიკამ გამოქვაბული დატოვა,იცოდა რომ არ უნდა შინებოდა,მაგრამ გულს მაინც საშინლად უღრღნიდა რაღაც.გარეთ გამოვიდა,სადაც ურჩხული დახვა.მაგრამ მილიკას სახეზე შიშის მაგივრად გაოცება და სიხარული იყო ასახული.თვალები რამოდენიმიჯერ დაახამხამა,როდესაც დარწმუნდა,რომ არ ელანდებოდა მონატრებული სხეულისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
-ენეს.მხოლოდ ეს სიტყა თქვა და ბიჭის მკერდზე მიესვენა.ბიჭმაც ხელები მოხვია გოგონას და მთელი ძალით აიკრა სხეულზე.
-მილიკა მაინც მოხვედი.
-რა თქმა უნდა ენეს.
-არ შეგეშინდა?
-შემეშინდა,მაგრამ შენი დაკარგვის უფრო.


დღევანდელი დღე

სემმა და ლარამ არაჩვეულებრივი ღამე გაატარეს.დილით ტურისტების ხმამ გააღვიძათ.სახლისკენ წავიდნენ,იცოდნენ,რომ მშობლები გაუბრაზდებოდნენ,ისეთ ყვირილს დაუწყებდნენ მთელი ქალაქი გაიგონებდა.მაგრამ არცერთს არ აინტერესებდა,დღეს საღამოს ექვსზე სამუდამოდ დატოვებდნენ ამ საშინელ ადგილს,ერთხელ და სამუდამოდ გათვისუფლდებოდნენ ტანჯვისგან.ძალიან მხიარულები და ბედნიერები მიაბიჯებდნენ.სახლში მისულს დედამ მაშინვე ყვირილი დაუწყო.
-სემ,ამიხსენი გუშინ მთელი ღამე სად იყავი?
-...
-სემ გამეცი ხმა თორემ გეფიცები სამუდამოდ სახლში გამოგკეტავ.
-უკაცრავად,ქალბატონო მილიკა,მაგრამ გავიზარდე.უკვე თითქმის ოცდაერთი წლის ვარ.შენ უფლება აღარ გაქვს მიმითითო რა უნდა გავაკეთო.ეს ჩემი ცხოვრებაა და რასაც მინდა იმას გავაკეთებ.
-როგორც ჩანს იმ პატარა კახპამ ტვინი აგირია.
-ტვინი არავის აურევია,უბრალოდ დავიღალე შენი უაზრო საქციელით.ისე მექცევი თითქოს ორი წლის ვიყო,ორი წლისასაც კი არ ექცევიან ასე.რა დავაშავე ასეთი,რომ არ მაძლევ უფლებას საკუთარი ცხოვრება ავიწყო?
-არაფერი დაგიშავებია,უბრალოდ დრო მჭირდება,რომ შევეგუო შენ მარტო ცხოვრებას.გპირდები,როგორც კი ოცდაერთი წლის გახდები ნებას მოგცემ და იქ წადი სადაც გინდა,მანამდე კი გთხოვ სახლში დარჩი
-მაინდამაინც ეს დაწყევლილი ასაკი რას აიჩემე?
-ალბათ ასეა საჭირო,უბრალოდ გთხოვ მანამდე არსად წახვიდე და მერე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წადი.
სემი ოთახში გაბრაზებული ავიდა,დედა გულწრფელი ჩანდა,მაგრამ ის მის არცერთ სიტყვას აღარ მოუსმენს.დაიღალა მისი წესებით.ჩანთაში ტანსაცმელები და საჭირო ნივთები ჩაყარა და სახლიდან ადრიანად გაიპარა.ექვს საათმდე ნანგრევებზე ელოდა,მანამდე ერთ-ერთ მეთევზესთან გარიგება დადო.
-მინდა,რომ კუნძულზე გადამიყვანოთ.
-იქ ჩვეულებრივი ადამიანები არ მიდიან.თანაც იქ ყოფნა საშიშია,კუნძულზე ფეხი არავის დაუდგამს.
-თქვენ ხომ მიდიხართ იქ?
-მხოლოდ,რამდენიმე კილომეტრით ახლოს.
-მომისმინეთ კარგად გადაგიხდით,გთხოვთ.
-არ ვიცი.
-თანხა დაასახელეთ.
-სამიათასი ევრო.
-საღამოს ექვსზე მოგიტანთ.
სემმა ნივთები ადგილზე დატოვა,თვითონ სახლში წავიდა და ამდენი წლის ნაგროვები თანხა აიღო,თანხა დაახლოებით ოთხაათასი ევრო იყო.მთელი თანხა აიღო სანაპიროსკენ წავიდა.ცოტა ადრე თანხა მისცა კაცს და მეგობარს დაელოდა.ექვსზე ლარა გამოჩნდა,მაგრამ მას ბარგი არ ჰქონდა.
-მაპატიე სემ ვერ წამოვალ.
-ლარა,შენ ხომ თქვი რომ მოდიოდი.
-ვთქვი,მაგრამ რაღც მოხდა,ვწუხვრა ვერ წამოვალ.
-კარგი არაუშავს,მარტო წავალ.
-შენც დარჩი იქ სახიფათოა.
-არ ვაპირებ ამ დაწყევლილ ადგილას დავრჩე.ჩემთან ერთად არ მოდიხარ,ამიტომ ერთი სურვილი შემისრულე,როდესაც გკითხავენ იცი თუ არა სად წავედი მოატყუე და არაფერი უთხრა მათ.
-აუცილებლად!
მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობნენ,სემი ნავში ჩაჯდა და შორიდან უყურებდა მეგობარს,რომელსაც სახეზე რამდენიმე წვეთი მოსდიოდა.მოუთმენლად ელოდა,როდის მივიდოდა დანiშნულების ადგილას.მეთევზემ სანაპიროზე დატოვა,თვითონ კი ადგილს მაშინვე მოშირდა.სემმა კუნძულს თვალი კარგად შეავლო,ქალაქთან შედარებით უფრო დიდი იყო.სანაპიროზე იდგა და საშიშს ვერაფერს უყურებდა.კუნძულის სიღრმეში შევიდა,ეძებდა კვალს,,რომელიც ურჩხულის არსებობას დაამტკიცებდა,მაგრამ ვერაფერი იპოვა.ღამდებოდა ამიტომ დროზე უნდა ეპპოვა რაიმე თავშესაფარი,სანაპიროდან არც ისე შორს გამოქვაბული იპოვა და იმ ღამით იქ დარჩა.
მთელი ღამე ქალბატონი მილიკა ოტახიდან ოთახში დადიოდა,ქალიშვილს ელოდებოდა,მაგრამ არ ჩანდა.დიდხანს ელოდა,როჯერმაც მტელი ქალაქი შემოიარა,მაგრამ ვერსად იპოვა.მილიკას გაახსენდა,რომ გოგონა ბოლოს ლარასთან იმყოფებოდა,ცოლ-ქმარი ფილიპოვიჩების ოჯახს ესტუმრა.
-გამარჯობა რინა.
-ცოდვის შვილებს რა უნდათ ჩვენგან?
-სემს ვეძებ და ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ ლარამ იცის.
-რატომ უნდა დაგეხმაროთ?იქნებ გვსურს რომ თქვენი ქალიშვილი დაიკარგა?
-ვიცი,რომ არ გსურს.შენც იცი თუ ვერ ვიპოვი რაც მოხდება.
-მართალი ხარ,მხოლოდ ჩემი სურვილების გამო დაგეხმარები.ლარაა!!
-გისმენ დედა რა მოხდა?
-სემის მშობლები არიან და აინტერესებთ იცი თუ არა სად არის სემი?
-არა არ ვიცი.
-ლარა შენ და სემი გუშნი ერთად იყავით მთელი დღე,დავიჯერო არაფერი უთქვამს?
-არა ქალბატონო მილიკა,ერთი სიტყვაც არ უთქვამს.
-შეგიძლიათ წახვიდეთ,ძალიან მინდოდა თქვენი დახმარება,მაგრამ არ ვიცით სადაა,ასე რომ ნახვამდის.ქალმა კარები მაშინვე დაკეტა და სახლში გაცოფებული შევიდა.მილიკა და როჯერი სახლში დაბრუნდნენ,ძალიან ნერვიულობდნენ გოგონაზე.
-როჯერ სად უნდა წასულიყო?
-წარმოდგენა არ მაქვს.
-აქ რომ იყოს მალე ვიპოვიდთ,მაგრამ აქ არ არის.
-საზღვარს ვერ გადაკვეთდა,წარმოდგენა არ აქვს სად არის.
-სად უნდა წასულიყო?
-ერთადერთი ადგილი სადაც იქნება კუნძულია.
-მაშინ უნდა წახვიდე და სემი უნდა დააბრუნო.მხოლოდ ორი კვირა გვაქვს.
-მომისმინე ერთი კვირა მივცეთ,თან ამ დროში იმ დაწყევლილ წამალს ვიპოვი და მისი დაბადებისდღისთვის მოვემზადებით.
-მართალი ხარ,შემდეგ უფრო მეტად ექნება ჩვენი ნდობა.
-ჯობია ეხლა დასაძინებლად წავიდეთ.
სემმა გამოქვაბულში დაიძინა,კოშმარები კვლავ განუახლდა.უყურებდა ძველებურ სახლს,რომელიც ხისგან იყო აშენებული.სახურავიც ძველებური და ნახევრად ჩანგრეული იყო.სახლის სახურავზე კი ვიღაც იდგა,რომელიც ქალს ჰგავდა.მისი თვალები წითლად ანათებდა,თითქოს ფოსფორი ქონებოდეს ჩასხმული.სახლიდან ცოტა ხანში ქალი გამოვარდა,რომელმაც გარეთ გოგონა გამოათრია და იქვე მიაგდო.გოგონა ჩვიდმეტი წლისა თუ იქნებოდა.სახურავზე მდგომი სილუეტი გაუჩუნარდა,სახლიდან მალე საშინელი კივილის ხმა გაისმა,ქალი გარეთ გამოვარდა და მთვარი მოედნისკენ გაიქცა.ქალი ნელა მიუყვებოდა გზას და ღიღინებდა,ისევ უცნაური და გაუგებარი სიტყვებით.ქალი ქანდაკების წინ დაემხო და მას დახმარებას სთხოვდა.ქალი მიუახლოვდა,თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა.ქალი კანკალმა აიტანა,შეშლილივით კიოდა,პირიდან რაღაც ხმებს უშვებდა,არც ზმუილი,არც ყმუილი,არც ბღავილი,არც ტირილი იყო.რაღაც უცნაური და საზარელი ხმა იყო.რას უყურებდა მის თვალებში ასეთს,რომ ასე იტანჯებოდა?ქალის სხეულმა ფართხალი დაიწყო,გაუჩერებლად ფართხალებდა.ქალი კი მომღიმარი სახით დაჰყურებდა.ცოტა ხანი უმზირა ქალის სხეულს შემდეგ კი ხმლის ერთი მოქნევით თავი წააცალა.მოჩქეფარ სისხლში თითი ჩაყო და პირში ჩაიდო,შემდეგ კი კვლავ სიჩუმე ჩამოწვა,სიჩუმეს მხოლოდ ქალის კვლავინდებური ღიღინი არღვევდა.მაშინვე წამოხტა და ყვირილი დაიწყო,ყველგან დედას ეძებდა,მაგრამ გაახსენდა,რომ მისგან შორს იყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent