შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოპულარული სიყვარული (თავი 2)


25-08-2018, 13:03
ავტორი ეთუ
ნანახია 272

პოპულარული სიყვარული (თავი 2)

თეთრი კედლები. ერთადერთი რასაც ვხედავ თეთრია.არანაირი ფერი. ვერ ვხდები სად ვარ, რატომ ვარ. ვცდილობ ძალა მოვიკრიბო, მაგრამ არაფერი გამოდის. თეთრს ლოგინზე ვეხეთქები და თავს ხელებში ვრგავ. სად უნდა ვიყო? სახლი არ არის, არც სასტუმრო, არც სკოლა, საავანდყოფოც კი არ არის. უცებ მახსენდება, ვიცი თეთრი რასაც ნიშნავს. ვდგები და მინდა დავრწმუნდე, რომ ახალა საგიჟეთში არ ვარ. უცებ კარი იღება (რაღათქმაუნდა თეთრი) და ქალი შემოდის. - შენით წამოხვალ ფსიქოლოგთან?!-მეკითხება ძალიან ამაყად. ღმერთო! არ არსებობს! მის პოპულარობა მართლა საგიჟეთშია? მაინც მინდა, მინდა დავრწმუნდე რომ მტყუანი ვარ. -სად ვარ? - ვეკითხები ქალს აკანკალებული ხმით. ქალი ვიღაცას ეძახის და ოთახში ორი თეთრებში ჩაცმული კაცი შემოდის. ხელს მკიდებენ და ფსიქოლოგის ოთახში ვჩნდები. გაგიკვირდებათ და აქ ფერებს ვხედავ! არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიღიმი. არ მეგონა, როდესმე ნარინჯისფერი თუ მომენატრებოდა ( ვერ ვიტან ნარინჯისფერს). ვივიწყებ ფერებს და ფსიქოლოგს ვუყურებ. შოკში ვარ! წინ მიზის ლიკა. კეკეს დედა. - ქალბატონო ლიკა, აქ რატომ ვარ? -ვუსვამ შეკითხვას. ჩაიხითხითა და ბოხი ხმით მეუბნება: - როგორც იცი მე კეკეს დედა ვარ. შესაბამისად გავიგე, რომ პოპულარობას ვიღაც გოიმი არჩიე. არც დავფიქრებულვარ ისე მოგიყვანე აქ. დროა შენი გემოვნება შევამოწმოთ და გამოვასწოროთ. -ე.ი. თუ გემოვნებას შევიცვლი გამიშვებთ? - ვეჩრები ლიკას. -აბა რა! -მეუბნება დაუფიქრებლად. ვფიქრობ, თეთრებში არ შემიძლია, აქ გაძლება წარმოუდგენელია. თუმცა ჯერ კიდევ შოკში ვარ. სიყვარულის გამო საგიჟეთში ვარ??? მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა მომეწონა? და ეს ნორმალურია? არარსებობს. აქედან უნდა გავიდე, რადაც არ უნდა დამიჯდეს. მაგრამ ჩემი ბაჩი?? გამბედაობას ვიკრებ და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილის სათქმელად ვემზადები. -მე.... მე.... მე უბრალოდ....- ვეღარ ვასრულებ ტყუილს. - რის თქმას ცდილობ?- მაჩერებს ლიკა. - მე არ მიყვარს ბაჩი.- სწრაფად ჩავიჩურჩულე. -მართლა? -დიახ. იცით... რეაქცია მაინტერესებდა. -კარგი. დღესვე გაგიშვებთ.
უკვე სკოლაში ვარ. უკან კეკე და ნატი მომყვებიან. საგიჟეთზე არავინ ლაპარაკობს და მეც კარგად ვგრძნობ თავს სანამ.... ის ჩემს წინ დგას და მაცდურად მიღიმის. თავს ვერ ვიკავებ და მეც იგივეს ვაკეთებ. კეკე ხელს მკრავს და თვალებით მანიშნებს რას აკეთებო. ისევ საგიჟეთი, თუ ბაჩისთვის რამის თქმა? მგონი ჯობია ბაჩის დაველაპარაკო. სხვა გზა აღარ მაქვს, ძალიან არ მინდა მაგრამ ვამბობ: - რა იყო? პირველად დაინახე ჩემნაირი სილამაზე და თვალი გაგიშტერდა? - ვახლი სწრაფად. არაფერს ამბობს. ამის ყურება აღარ შემიძლია. მისი თვალები ბრაზობენ, მაგრამ ვერაფერს ამბობენ. ღმერთო, ნამდვილი ჯენლტმენია! საკმარისია, მეტი აღარ შემიძლია! - მე შენ მიყვარხარ! - ვამბობ და მის სახეს ვეღარ ვხედავ. წინ ნატი დგას და პირდაღებული მიყურებს. უკან ჩაბჟირებული კეკე. მარჯვნივ ლიკა თეთრი ხალათით და ხელში ნემსით ( არვიცი ნემსი რატომ უჭირავს), მარცხნივ კი თათა, ის თითს ჩემკენ იშვერს და ბოლო ხმაზე ყვირის: მის ბანძი! არა! არა! არა!
-არაააააა! -ვხტები ლოგინიდან. მოიცადე, ეს მხოლოდ სიზმარი იყო? ამდენი სიზმარში ვინერვიულე? თვალზე ტირილისათვის გამზადებულ ცრემლებს ვიწმენდ და ლოგინზე ვჯდები. თავს ხელებში ვრგავ და ვფიქრობ. ახლა რაღა ვქნა? შეიძლება საგიჟეთში არ მოვხვდე თუ ბაჩის ავირჩევ, მაგრამ სიზმრის ბოლო სცენა გამეორდება. არა, ეს არ მინდა. ვმშვიდდები და თავში ახალ გეგმას ვხაზავ. გეგმის პუნქტები ასეთია: 1. მოვერიდოთ ბაჩის; 2. თუ შევხვდით არ შევხედოთ თვალებში; 3. არ ვიფიქრო ბაჩიზე. ღრმად ვსუნთქავ და ვდგები. დიდ კარადას ვხსნი და ვიღებ თეთრ თხელ სახელოიან ჯემპრს და შავ შორტს. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაა ვიღებ წითელ შლაპას და თავზე ვიკეთებ. მინდა გრანდიოზული ვიყო და თან ყურადღება გადავიტანო. ჩემი ოთახის კარს ვხსნი და დერეფანში გავდივარ. დედაჩემის ოთახთან მივდივარ და ვხედავ, რომ კარი ცოტათი ღიაა. დედაჩემის ხმა მესმის, როგორც ჩანს ტელეფონზე ლაპარაკობს. - არა, მაგის ხსენებაც არ მინდა. მაგრამ კატო უნდა ნახოს. - და კიდევ ერთი პრობლემა. მამა ჩამოდის. დედამ და მამამ 3 წლის წინ იჩხუბეს. მე დედას მხარე დავიჭირე და მამა გაბრაზდა, მაგრამ რა მექნა დედა მართალი იყო. ერთი წლის წინ შერიგება უნდოდა, თუმცა მივწერე რომ ამაზე საუბარი “ლაივში” აჯობებდა. კარგი ამბობენ ზოგი ჭირი მარგებელიაო. ახლა შემიძლია, რომ ამაზე ვიფიქრო და არა ბაჩიზე. ყავას ვსვამ და დედაც გამოდის. - დე წავედით? -ვეკითხები. - კი. ასე ადრე რატომ ადექი? -რავი. - არ მინდა ვუთხრა რაც ხდება. მისი რჩევების თავი არ მაქვს, თავი სულ სამსახურში გონია და ადვოკატი არ მჭირდება. ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით. სკოლაში შევედი. ხელში ტელეფონი მიჭირავს და სანამ კეკეს და ნატს ვნახავ ინსტაგრამს ვათვალიერებ. უცებ კი ჩემი გეგმის ყველა ნაწილს ვარღვევ. ეს უკვე მეტისმეტია! წამის ერთ მესამედში ბაჩის ვეჯახები, რომელიც წიგნს უყურებდა და ვერ დამინახა. მეორე მესამედში კი თავს ვწევ და თვალებში ვუყურებ. ბოლოს კი ნატის ხმა მესმის:- გოგო ნახე-ეუბნება კეკეს- ის უმეცარი ისევ კატოს დაეჯახა. - ამბობს და სწრაფად მოიწევს ჩვენსკენ. ახლა რა ვქნა? ამ შემთხვევაში მინდა გამოსავალი მოვძევნო და ვამბობ: - უი ბაჩი, ბოდიში რა, ჩემი ბრალია ინსტაგრამში ვიყავი ჩამძვრალი. ვამბობ და პასუხს არ ველოდები ისე მივდივარ გოგოებთან. -შენ ნოემალური ხარ? - დაიწყო ნატმა. - კაწ! სიცხე ხო არ გაქვს? - შუბლზე მადებს ხელს - იმას ბოდიში მოუხადე?
-მართლა ჩემი ბრალი იყო და რა მექნა?- თავს ვიმართლებ.
-რა და რასაც ადრე შვებოდი.
-მაგალითად გეთქვა “თვალები რისთვის გაქვს?” ან “ გირჩევნია წინ იყურო” ან...
-უკვე ზედმეტი მოგდის! - ვაჩერებ კეკეს- იცი, აჯობებს ადამიანი ტანსაცმლით არ განსაჯო.
-ვაიმეე! ამას ვინ ამბობს? შენ რა სულ გამოშტერდი?- უკვე გაცოფებული ნატი აბუზული მიყურებს.
-ვინ გამოშტერდა კარგად ვხედავ. -ვამბობ და კლასისკენ მივიწევ. თვალები ცრემლით მევსება. გზაში ნათელა მასწი მხვდება და მეუბნება : - ვაუ! ჰავ არ იუ კატერინა? აი მისს უ. სი იუ ტუმოროუ. - როგორც კი გაიარა ჩავიხითხითე. ხასიათი გამომიკეთდა, ნუ ცოტათი მაინც. გაკვეთილზე შევდივარ და ცარიელ მერხზე ვჯდები. ნატი და კეკე ბოლოში აბუზულები დაახდნენ. ახლა ბაჩი შემოვიდა. დიდი ყურადღება არ მინდოდა მიმექცია და წიგნს დავხედე. უცებ კი ბაჩი ჩემს გვერდით ზის. როგორც ჩანს სხვაგან არ იყო ადგილი. -ბოდიში, თუ არ მოგწონს ჩემს გვერდით რომ ზიხარ.-მეუბნება და თვალებში მიყურებს- უბრალოდ სხვაგან არ იყო თავისუფალი ადგილი. -მე ვერაფერს ვეუბნები. მხოლოდ ვუღიმი. პირველი ქიმიაა. ჩვენი მანანა მასწი მოდის და ამბობს: -მოგესალმებით ბავშვებო. დღეს სამუშაოს წყვილებში შეასრულებთ. თქვენი გვერძემჯდომი თქვენი მეწყვილე იქნება. - ამის გაგონების შემდეგ, ცოტათი გავმხიარულდი. ბაჩი ჩემი მეწყვილე იყო. ბაჩიმაც გაიღიმა და გამომხედა. თავი დავხარე და ჩავიხითხითე. - თქვენი დავალებაა, რომ სკოლის ლაბორატორიაში, რიგ-რიგობით ჩაატაროთ ცდები. პირველები იქნებიან.... ბაჩი და კატო. თქვენ მეშვიდე ფაკვეთილზე დარჩებით ცდის ჩასატარებლად პირველ ლაბორატორიაში. წარმატებები ბავშვებო. - ამბობს მანანა.
სიხარულისგან მეცხრე კი არა, უკვე მეათე ცაზე ვარ. უკან კი კეკე და ნატი კვდებიან სიცილით. თუმცა მე ყურადღებასაც არ ვაქცევ. კლასში შემი დამრიგებელი შემოდის. მათემატიკის მასწავლებელია. -გამარჯობა ბავშვებო! როგორც იცით ჩვენი სპორტის მასწავლებელი ორი თვით წასულია. წარმოგიდგენთ მის შემცვლელს ირაკლი ჭელიძეს.- ამბობს და იღიმის. არარსებობს. კარი იხსნება და გაბადრული მამაჩემი შემოდის. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისათვის.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Gmerto Shen mishvele mamamiss ra jaxnaba unda mand???

 



№2  offline წევრი Farvana

კარგია,მე ძალიან მომეწონა მამის გამოEჩნა.ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს მამის და შვილის ცუდი ურთიერთობაა და შენტან იმედია ასე არ იქნება.
--------------------
ფარვანა

 



№3  offline წევრი anuchki

ღმერთო ბოლოზე გულიანად გამეცინა კარგი იყო როდის დადებ შემდეგ თავს?

 



№4  offline წევრი ეთუ

ხვალ დილით დავდებ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent