შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყის შვილი [სრულად]


26-08-2018, 13:35
ავტორი ელპინი
ნანახია 2 666

ტყის შვილი [სრულად]

მზე კარგა ხნის გადასული იყო გორაკებს იქეთ. მოიისფრო, ოდნავ ვარდისფერში გარდამავალ ღრუბლებს დაეფარა ცის თაღი. ცეცხლის კვამლი იკვალავდა გზას ზემოთ, ცისკენ. ნაპერწკლები იყრებოდა და შეშის ტკაცუნი არღვევდა ტყეში გამეფებულ სიჩუმეს. ფოთლების მკრთალი, დაბალხმიანი შრიალი ისმოდა, ასევე.
ქალი იქვე, ხის მორზე იჯდა. სხეული ოდნავ უცახცახებდა სიცივისგან. ოქტომბერი იწურებოდა, შემოდგომის სიო ძვალსა და რბილში ატანდა. გათოშილ ხელებს ერთმანეთს უხახუნებდა და ხანდახან ცეცხლს მიუშვერდა, ხოლმე. ცხვირს ყელზე მოხვეულ არც ისე სქელ შარფში მალავდა. ძირს დაყრილ ფიჩხებს ცეცხლში ყრიდა თანდათან.
- აქ რა გინდათ, ტყის შვილო?
ქალი ბოხმა ხმამ შეაშფოთა, თვალი ოდნავ გააპარა ჩრდილისკენ.
- მე… მე… მე ტყეს ვაფარებ თავს. - დაიბნა ქალი. ფეხზე წამოხტა სხარტად, უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. შეშინებულს ჰგავდა.
- ვიცი, ვიცი. განა, ტყის შვილს არაფრის გამო გიწოდებდი? - ღიმილით უთხრა კაცმა. ცეცხლისკენ დაიხარა, შეშა შეუნთო, კარგად ააგიზგიზა და ჰაერში საამო სითბო დატრიალდა უცებ.
- მე, იცით… - რცხვენოდა ქალს, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, რომ სათქმელი ეთქვა.
- ჰო, ვიცი, ვიცი. ნუ შფოთავ, ტყის შვილო, ნუ. - კაცი შორიდან ამშვიდებდა ქალს, რომელსაც თვალებზე ლიბრი გადაკვროდა.
- მე აქ ვცხოვრობ, აი, უყურეთ იმ ქოხს. - ხელი მოპიდაპირე მხარეს გაიშვირა ქალმა. ძველისძველი ქოხი იყო, რომელსაც სადაც იყო, საძირკველი გამოსცლოდა. ადრე, წლების წინ მონადირეები იყენებდნენ.
- ჰო, ეგ კი ვიცი, მაგრამ აქ რატომ ცხოვრობთ? განა, რა გაგიჭირათ ასეთი ცხოვრებამ, აქ ყოფნა რომ გარგუნათ? - კაცი ხის მორზე, ცეცხლთან ჩამოჯდა, უკვე კარგად შებინდებულიყო. ერთი-ორი ვარსკვლავი მოჩანდა ცაზე.
- ცხოვრება ისეთი უკუღმართია, ბატონო, რომ არ ელოდები, ზუსტად იმ დროს დაგიშენს წიხლებს. ლაფში ჩაგაფლობს ისე ღრმად, ამოსვლას ვერ შეძლებ. - ქალი მთლიანად სევდას მოეცვა, უკვე კარგად აწყლიანებული ჰქონდა თვალები. ცეცხლის ალი ირეკლებოდა მის ირისებში.
- ეს კარგი, ფილოსოფიაა. თქვენ მაინც არ მითხარით, აქ რატომ ცხოვრობთ? - კაცი ხანდახან აპარებდა ხოლმე თვალს ქალისკენ. უცხო ჟრუანტელი უვლიდა სხეულში.
- თქვენ ვერ მიხვდით, რომ მე, ჯერ კიდევ ამ ლაფში ვარ, ბატონო? - ქალის ბაგეები სევდიანმა ღიმილმა გააპო.
- ოჰ, ტყის შვილო, ოჰ.
ერთ ხანს ისხდნენ ჩუმად, ცეცხლს მისჩერებოდნენ და წუთისოფლის ამაოებაზე ჩაფიქრებულიყვნენ, თითქოს. საათმა ბრუნვა შეწყვიტა, წამი გაჩერდა, დროში გაირინდნენ. რაზე ფიქრობდნენ, მხოლოდ ღმერთმა უწყოდა.
- წამოდით ჩემთან, შეგიფარებთ. - უეცარი იყო კაცის სიტყვები. ქალმა სახტად ახედა, თვალებში ათასი კითხვა ეკითხებოდა.
- რისთვის? განა, თქვენ ღმერთი ხართ ჩემი დახმარება, რომ მოგინდათ? - კაცისგან ოდნავ მოშორებით ჩამოჯდა ქალი.
- ადამიანები ერთმანეთს ვეხმარებით, ტყის შვილო.
- ადამიანი? რა ქმნილებაა, დაფიქრებულხართ? ხშირად რომ ამბობენ, ერთ მხარეს ეშმაკი ჰყავს და მეორე მხარეს ანგელოზიო, ადამიანს ორივე მხარეს ეშმაკი ჰყავს, დამიჯერეთ. - თითქოს, ქალი სხვა კუთხით ანახებდა კაცს ადამიანის ცნებას. გული დასერილი ჰქონდა, ცხადი იყო.
- ოჰ, ადამიანი ისეთი ქმნილებაა ტყის შვილო… ზოგჯერ, ცხოველიც ჯობია. - ღიმილით ჩაილაპარაკა კაცმა.
- რა მოსატანია ცხოველთან შედარება? სულ სხვაა, არც ერთი სულიერია ადამიანზე არარაობა.
- მაშ, თქვენ ადამიანი არ ხართ, ასე ხელაღებით რომ საუბრობთ? - კითხვა შეაპარა კაცმა.
- ჰო, სამწუხარო ისაა, რომ ვარ მეც და თქვენც. ღმერთმა დაგვსაჯა, რომ ჩვენ ადამიანები ვართ.
- აბა, წამოხვალთ, ტყის შვილო? - ისევ გაუმეორა კითხვა კაცმა.
- არა, რას ბრძანებთ. - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ქალმა.
- დაფიქრდით... - არ ეშვებოდა კაცი.
- არა, არა, მადლობა. - ქალი მაინც უარზე იყო. თუმცა, შინაგანი ხმა აიძულებდა წამით მაინც გაეფიქრა, რომ გაჰყოლოდა. იმ წუთას, გაორება იყო მასში.
- ტყის შვილო, აბა, როდემდე უნდა იყო აქ? - ის კითხვა დაუსვა კაცმა, ქალს რომ არ ჰქონდა პასუხი.
- ალბათ, სანამ ვიცოცხლებ.
- და საკვები?
- მაქვს, ხოლმე. ვიცოცხლებ რამით. - სევდიანი ღიმილით უთხრა ქალმა.
- ჯიუტი ხარ, ტყის შვილო.
ქალს აღარაფერი უპასუხია. კაცი ფეხზე წამოდგა, ქალიც მაშინვე. თითქოს, სახლიდან სანუკვარ სტუმარს ისტუმრებდა. გული მაინც ეფლითებოდა ქალს. უცნაურ გრძნობას შეეპყრო იგი.
- მაშ, წავედი მე, ტყის შვილო. ღმერთმა გამძლეობა მოგცეს. - მშვიდობიანად გაისტუმრა კაცი ტყის შვილმა. გულში რაღაც ნაწილი ჩაწყდა, თითქოს. აქამდე, არავის მოეკითხა და ახლა, უეცრად არსაიდან გამოჩენილი კაცი მისთვის ხსნა იყო, სხივი იმედის. იცოდა, რომ ისევ მოუწევდა მასთან შეხვედრა და ცოტაოდენ ღიმილს გვრიდა ეს ფაქტი.
არც იმ ღამით უძინია მშვიდად, ისევ აწუხებდა კოშმარები. ოფლში გაწურულიყო და ძილში ბორგავდა.
თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა, ტემპერატურას აეწია და სხეულიც უცახცახებდა. კანკალს აეტანა ქალი.
გამთენიის ხანს გაეღვიძა. დილის სუსხი იყო. ბუნებაც ახლა იღვიძებდა და ჩიტების საამო ჭიკჭიკი ისმოდა. ტყის შვილს თვალები შეშუპებული ჰქონდა.
- ისევ ეს კოშმარი. როდის უნდა დავაღწიო თავი… - სინანულის ბგერები აღმოხდა ქალს. თავში ხელები წაიშინა და გოდებას მოჰყვა.
ცოტა ხანში ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა. ტყეში დადიოდა ხილის საკრეფად და ცოტაოდენ საკვებს ასე იღებდა.
- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, ტყის შვილო. - კაცის ბოხი ხმა ისევ მისწვდა ქალის ყურთასმენას.
- ასევე, თქვენც. - სასიამოვნო ღიმილი მოედო ქალს პირი-სახეზე.
- ტყის შვილო, ეს საკვები გყოფნის? მხოლოდ ხილი? ახლა შემოდგომაა, საცაა აცივდება. ზამთარი რომ მოვა, რით უნდა გაიტანო თავი? - აშკარად ღელავდა კაცის ტყის შვილზე და გული შესტკიოდა.
- ღმერთის წყალობით. - იყოს ქალის სიტყვები. თან, ხილს კრეფდა და ძველ, გაფუჭებულ კალათში აწყობდა.
- განა, ღმერთი ისეთია, რომ ახლა, აქ საკვებს გაგიჩენთ? ან, ახალ სახლს?
- კი, არის.
ტყის შვილის ღრმა რწმენამ გაოცება მოჰგვარა კაცს.
- წამოდით, ტყის შვილო. შეგიფარებთ. მე ცუდი განზრახვა არა მაქვს. - კაცი ისეთი წრფელი იყო, რომ ტყის შვილს ეჭვიც არ შეჰპარვია ამაში.
- რა საკვირველია, არა, ბატონო.
კაცმა თავი გააქნია.
- სიჯიუტე ზამთარს ვერ გადაგატანინებთ. - ოდნავ გაუმკაცრდა ხმა.
- იქნებ, ზამთრამდეც ვერ ვიცოცხლო?
- განა, სიცოცხლე ასე მოგბეზრდა, ტყის შვილო?
- დიახ. - მტკიცე იყო ქალის სიტყვები.
კაცმა ისევ თავი გააქნია. თან, გული ეფლითებოდა. იცოდა, რომ წელს ავი ზამთარი იქნებოდა და ქალი ამას ვერ გაუძლებდა.
- წელს ავი ზამთარი იქნება. აი, იმ მთის ფერდობებიდან… - ხელი გაიშვირა კაცმა მის პირდაპირ. - შეიძლება, ზვავი ჩამოწვეს.
- ვინ თქვა ეს? - იკითხა ქალმა.
- სოფლის მაცხოვრებლები ამას ლაპარაკობენ მთელი წელია, ტყის შვილო. არც ზაფხული გვქონდა ცხელი დღეებით სავსე, წვიმები და ღრუბლიანი ამინდები. საშიშია.
ქალმა ვეღარაფერი თქვა. თუ მართლა ასე მოხდებოდა, იცოდა, ვერ გადარჩებოდა.
- ასე ვერ გაძლებთ. - კაცმა კიდევ ერთხელ გაუმეორა.
- ალბათ.
- წამოდით ჩემთან, შეგიფარებთ. - არ ეშცებოდა ტყის შვილს. აშკარა იყო, მისი დახმარება სურდა.
- რახან არ იშლით და თქვენი თქმითაც ვერ გავძლებ, მაშ, წამოვალ.
ღიმილი გაუკრთა კაცს სახეზე, მართლა გაუხარდა, გულით.
- მგონი, თქვენი სიჯიუტეც მეორე ხარისხოვანი გახდა.
- მადლობა, ბატონო.
- ნოდარი, მე ნოდარი მქვია. - კაცს ახლა გაახსენდა, რომ მისი სახელი არ უთქვამს.
- მე, როგორც თქვენ ამბობთ - ტყის შვილი.
- გიყურებდით, ხოლმე, მაგრამ არც ერთხელ მოვსულვარ თქვენამდე აქამდე.
- მე კი, თქვენ არ მინახიხართ აქამდე.
ერთად დაადგნენ ქოხისკენ გზას, ცოტაოდენი ხილის შეგროვება მოესწრო ტყის შვილს.
- იმედია, დღესვე წამოხვალთ და კიდევ ერთი დღის გატარებას არ აპირებთ აქ. - სიცილით თქვა კაცმა.
- სხვა რა გზა მაქვს. - გაიცინა ტყის შვილმაც.
- მეტად მოხარული ვარ.
- მადლობა, ბატონო.
ტყის შვილს რამდენიმე ნივთი ჰქონდა ქოხში, ყველაფერი თან წაიღო. ტყეს დაემშვიდობა. თითქოს, სულიერი ყოფილიყო. მადლობაო გულში ჩაილაპარაკა და ფოთლებიც, იმ დროს აშრიალდა მისტიურად. ტყის შვილი იმდენად შეჩვეულიყო ამ ადგილს აგერ უკვე, რამდენიმე თვის მანძილზე, წასვლაც არ უნდოდა, თითქოს. ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
ნოდარის სახლის გზას ერთად დაადგნენ, ხმა არც ერთს გაუღია. ტყის შვილი მშვიდად მიჰყვებოდა უკან კაცს.
საკმაო გზა იყო სახლამდე. ტყეში კიდევ გაიარეს ცოტა მანძილი და გზატკეცილზე გამოვიდნენ. ქალი აქ, რა ხანია არ ყოფილა. რაც ტყეში ცხოვრობდა, იქედან გამოსვლაც არ უცდია.
- სალამი, ნოდარ. - შორიახლოდან მიესალმა მოხუცი, ჭაღარათმიანი, ხელებდაკოჟრილი კაცი ნოდარს.
- სალამი, უხუცესო. - ხელი ჩამოართვა უხუცესს ნოდარმა.
- ქალი ხომ არ შეგირთავს? - ტყის შვილზე მიანიშნა ნოდარს. ქალმა დაიმორცხვა, თავი უხერხულად იგრძნო და ერთ ადგილზე აიწურა.
- რას ბრძანებთ, უხუცესო. სტუმარია ჩემი. - ნოდარი თავს კიცხავდა გულში, რომ ქალს უხერხულობა მის გამო შეექმნა.
- აჰ, გასაგებია. საიდან არის? - უხუცესის ინტერესები დიდი იყო.
- ახლო სოფლიდანაა. აგერ, - ხელი კალათისკენ გაიშვირა ნოდარმა. - ხილის საკრეფად გამოვიდა და რომ შეაგვიანდა, ვიფიქრე, რამე ხომ არ დაემართა - მეთქი და გამოვედი. შინისკენ მივდივართ.
- კარგი, ნოდარ, კარგი. მაშ, მშვიდობა არ მოგაკლოთ ღმერთმა.
- გვესტუმრეთ, უხუცესო. - თავი დაუკრა ნოდარმა.
- კი, კი, გეახლებით აუცილებლად. - უხუცესი გაშორდა, წინ გაუძღვა მათ და თავის გზას დაადგა.
- ტყის შვილო, მაპატიე, რომ თავი უხერხულად იგრძენით.
- რას ამბობთ, ბატონო.
ნოდარს აღარაფერი უთქვამს, გზა გააგრძელეს. არც ისე ახლოს იყო მისი სახლი, საკმაო დრო დასჭირდათ მისასვლელად. ყველას თვალები მათ მისჩერებოდა. ეგონათ, ნოდარმა ცოლი შეირთო. სოფლის მაცხოვრებლებში ჭორი უცებ ვრცელდებოდა და დედაკაცები თითქოს, სპეციალურად გამოდიოდნენ მათ დასანახად.
- ნოდარ, ვისია ეს მშვენება ქალი? - ლიას ხმამ შეაჩერა ისინი.
- სტუმარია ჩემი, ლია.
- ოჰ, ძალზედ სასიამოვნოა. ჭეშმარიტად ლამაზია ეს ქალი, ნოდარ.
- გვეჩქარება, ლია, საქმეები გვაქვს. - როგორღაც თავი დაიძვრინა ლიასგან ნოდარმა. ტყის შვილი ჩუმად მიჰყვებოდა გვერდით, ხმას არ იღებდა დამორცხვილი.
- სოფელი ერთი დიდი ჭორიკნების ბუდეა, ლია კიდევ, მათი თავიქალი. - აუხსნა ნოდარმა. - ხვალ შეიძლება შენი ცოლად შერთვაც დამწამონ, ტყის შვილო. ათასი რჯულის ხალხი ცხოვრობს აქ, ერთმანეთზე საუბარი უყვართ, ვითომ საქმე დალეულიყოს.
- ყველა სოფელში ასეა, ნოდარ. სოფელი - ერთი პატარა დასახლებაა, სადაც ყველამ იცის ყველაფერი. ხალხს არაფერი ეპარებდა. ათას ჭორს აგორებენ. არცაა გამორიცხული, აქაც რომ ასე იყოს. - ტყის შვილი უხსნიდა ნოდარს, რადგან იცოდა კაცი უხერხულად გრძნობდა თავს, მის გამო რომ ამდენჯერ შეაწუხა თუნდ მზერამ, თუნდ საუბარმა.
- დიახ, ასეა, ასე.
გზა გააგრძელეს ისევ. ცოტა მანძილი იყო უკვე დარჩენილი.
ნოდარი უცოლშვილო იყო. დედასთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ გარდაეცვალა უკვე, წლები იყო. სახლი საკმაოდ დიდი იყო, ორსართულიანი. ნოდარი შეძლებული იყო და არც უჭირდა.
ჭიშკარი ხმაურით შეაღო, ტყის შვილი წინ შეატარა და სახლში შეუძღვა.
- მობრძანდი, გეთაყვა. კეთილი იყოს შენი ფეხი.
მოშინაურდა ქალი სახლში, ნოდარი ცდილობდა დისკომფორტი არ შექმნოდა მას. ყველაფერს თვალს ავლებდა იგი, მიხვდა რომ ნოდარი მარტო ცხოვრობდა და სახლიც კარგად დასალაგებელი იყო. განა, სხვა რა უნდა გაეკეთებინა და სხარტად წამოდგა ფეხზე. ნოდარს ნივთები სთხოვა და ლაგებას შეუდგა. დაუზარელი იყო ქალი.
- ტყის შვილო, მე სამჭედლოში მივდივარ. შენ რაც მოგესურვოს, ის ქენი. არ მოგერიდოს. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. - აშკარა იყო, ნოდარს დიდი ნდობა ჰქონდა ქალისადმი და იცოდა, არც იმედები გაუცრუვდებოდა. ქალმა პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია და ისევ გააგრძელა თავისი საქმე.
შუა დღე თითქმის გადასულიყო ნოდარი, რომ შინ დაბრუნდა.
- შუადღე მშვიდობის, ტყის შვილო.
- თამარი. - სახელი ახლაღა უთხრა ქალმა ნოდარს.
- ოჰ, რა ლამაზი სახელი გრქმევიათ, დიდი თამარ მეფის. - ღიმილით აღნიშნა ნოდარმა.
თავი დაუკრა ქალმა.
- ყველაფერი როგორ ბზინავს. - აღტაცებული ხმით თქვა ნოდარმა. - შესანიშნავია. ნამდვილად აკლდა ქალის ხელი ამ სახლს. სადილიც მოგიმზადებიათ. ასე ცოტა ხანში როგორ მოასწარით ყველაფერი, თამარ?
- სხვა ვერაფრით გეხმარებით, რაც შემიძლია, სულ ესაა, ნოდარ. - მკრთალი ღიმილი ესახა ქალს სახეზე.
- მეტად მოხარული ვარ.
თამარმა სუფრა გაშალა, მადიანად შეექცნენ ორივე სადილს.
- უჰ, როგორი გემრიელია ყველაფერი. - პირი ჩაიტკბარუნა ნოდარმა.
- მადლობა, ბატონო.
- შესანიშნავად გამოგდის მზარეულობაც.
თამარს გულის სიღრმეში უხაროდა ნოდარის სიტყვები, მაგრამ ცდილობდა, თავშეკავებული ყოფილიყო.
- მე ისევ სამჭედლოში უნდა წავიდე, თქვენ კი, გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა ან ის, რაც გსურთ. - ნოდარი წამოდგა, თამარს დაემშვიდობა და სამჭედლოს გზას დაადგა.
გზაში თამარის თვალებზე ფიქრობდა, რომელშიც სევდა და ტკივილი ნათლად იკითხებოდა. ცხადი იყო, ქალის ოდნავ გაღიმებული სახე, ვერ ჯაბნიდა მის შინაგანს და თვალებში დაგროვილი სევდის მარცვლები სულ კიაფობდა. ფესვებს იდგამდაო, თითქოს. არ უნდოდა თამარისთვის ზედმეტი კითხვები დაესვა. იცოდა, ოდესმე ყველაფერს უამბობდა ქალი და ელოდა. ათასი კითხვა უტრიალებდა თავში, მაგრამ არც ერთზე ჰქონდა პასუხი. ერთი განსაკუთრებით აინტერესებდა - რატომ ცხოვრობდა თამარი ტყეში?
- ნოდარ… ნოდარ. - უკნიდან ეძახდა ნოდარს მეზობელი, მაგრამ ისე იყო ფიქრებში გართული, არაფერი გაუგია.
- ნოდარ… დამელოდე, კაცო. - ძლივს წამოეწია და მხარზე ხელი დაჰკრა გამოსაფხიზლებლად.
- რა ხდება, შალვა? რამ შეგაწუხა?
- მე კი არა, ამდენი ხანია გეძახი და სიტყვა როგორ ვერ გაიგე, კაცო. - გაკვირვებული ლაპარაკობდა შალვა.
- აჰ, ფიქრებში ვიყავი.
- ეს ფიქრები იმ ქალს ეძღვნება შენთან რომაა, ნოდარ? - შეპარვით ჰკითხა შალვამ.
- არა, არა. სამჭედლოში რაღაცები მჭირდება, იმაზე ვიყავი ჩაფიქრებული, საიდან მომეტანა… - იცრუა ნოდარმა.
- ძალიან ლამაზი ქალი კია, ისე. - დიდებით აღნიშნა შალვამ.
ნოდარს სისხლი გაეყინა, შიგნეული აეწვა. ნამდვილად არ ესიამოვნა შალვას სიტყვები და ხელები მომუშტა.
- სტუმარია ჩემი, შალვა და აქ, სტუმრის დაფასება ყველაზე მეტად ვიცით. როგორც მე მცემ პატივს, ისე უნდა სცე მასაც. - მკაცრი იყო ნოდარის სიტყვები.
- ოჰ, ოჰ, განა, რა ვთქვი ასეთი, რომ გაბრაზდი? - ცხვირი აიბზუა შალვამ. სოფელში ყველამ იცოდა მისი დამოკიდებულება ქალებისადმი, ხარბი იყო. სად არ უნახავთ და ვისთან ერთად. ათასჯერ შეირცხვინა თავი.
- შალვა, კარგს იზამ, თუ ჩემი სტუმრისგან შორს დაიჭერ თავს. - ცხადი იყო, რომ ნოდარი თამართან მიკარების უფლებას ისედაც არ მისცემდა შალვას, მაგრამ მისი სამჭედლოში ყოფნისას, ვინ იცის, რას მოიმოქმედებდა შალვა.
- ჰო, ჰო, რა თქმა უნდა.
- ახლა კი წავედი, მაგვიანდება სამჭედლოში.
- ფიქრებს არ გადაყვე, ნოდარ. - სიცილით უთხრა შალვამ და ნოდარს ჩამორჩა. მზაკვრული ფიქრები იპყრობდა მის გონებას, რომ ქალი ენახა.
ნოდარი მთელი საღამო სამჭედლოში იყო, თან ფიქრებს ვერ იშორებდა თავიდან, ვაი თუ შალვა სახლში მივიდესო. ბოლოს, რომ ვეღარ მოითმინა, ჩაიცვა და სახლის გზას დაადგა. უკვე, შებინდებული იყო. თამარი დაძინებული დაუხვდა, გადაიღალა ალბათო - იფიქრა. ერთ ხანს უყურა თამარს, რომელიც მშვიდად შფოთავდა. ქალი ძილშიც ულამაზესი იყო, მაგრამ სახეზე ტკივილი მაინც გამოსახვოდა. ნოდარმა თავი გააქნია, თითქოს, ფიქრები უკუაგდო და სამზარეულოში გავიდა. ივახშმა, მერე კი, ტელევიზორის ყურებისას, დაღლილს ჩაეძინა.
ალბათ, სამი საათი იქნებოდა რომ გაეღვიძა. თამარის ხმა ესმოდა, რომელიც ძილში შფოთავდა და ყვიროდა. ისევ კოშმარი ესიზმრებოდა ქალს. ნოდარი საჩქაროდ წამოხტა ფეხზე და თამართან მივიდა. მის გამოფხიზლებას ცდილობდა. წყალი აპკურა სახეზე ქალს.
- თამარ, თამარ, გამოფხიზლდი. რა დაგმართნია? - შეშინებული იყო კაცი.
- თამარ. - ყვიროდა ქალის სახელს.
ხუთი წუთიღა და თამარმა თვალები გაახილა. სულ ჩაწითლებული ჰქონდა.
- მერამდენე ღამეა, ღმერთო. - დაბალი, სუსტი ხმით ამოთქვა.
- კარგად ხარ, თამარ? შემაშინე. - წრფელი იყო ნოდარის სიტყვები.
- დავიტანჯე, ნოდარ. ამ კოშმარმა დამტანჯა, რაღა უნდა ვქნა, არ ვიცი. ყველაფერი მტკივა, სული მერთმევა სხეულიდან, ნოდარ. - ძალაგამოცლილი ლაპარაკობდა ქალი. ნოდარს გულზე მიხუტებოდა და ცრემლებად იღვრებოდა.
- რა გესიზმრა ასეთი? რამ შეგაწუხა? დიდი ხანია ეს ხდება შენს თავს? - შეწუხდა ნოდარი, გული დაეფლითა კაცს ქალის დამწუხრებული სახის შემყურეს.
- ჩემი გოგონა, ნოდარ. მეძახის - წამოდი ჩემთანო, მაგრამ უცებ ვიღაცას მიჰყავს და მისი ტირილის ხმა მესმის - მიშველე დედიო. - უკვე ბღაოდა ქალი, არაამქვეყნიურ ხმას უშვებდა პირიდან. ნოდარის მაისურის საყელოს ჩასჭიდებოდა და კაცს ეხუტებოდა თან.
- ჩუ, თამარ. დამშვიდდი, დაწყნარდი… - ცდილობდა ნოდარი ქალის დამშვიდებას, მაგრამ ამაოდ.
- ექვსი თვე, რაც ტყეში ვცხოვრობდი, ეს კოშმარი არ მასვენებდა, ნოდარ. ახლაც არ მასვენებს. მტკივა, ნოდარ, მტკივა.
- ვიცი, ვიცი. თავს ძალა დაატანე. სადაა შენი გოგონა, თამარ? - გულში რაღაც ჩაწყდა კაცს ამ კითხვაზე, თამარს კი ეგონა, გულზე ბასრი დანა დაარჭვეს ისევ.
- ღმერთთანაა, ნოდარ. ჩემი ანგელოზი თავისთან წაიყვანა ღმერთმა. - ქალი ცახცახს აეტანა, ძლივს იმორჩილებდა სხეულს.
- ეს როგორ? - კითხვები უჩნდებოდა ნოდარს.
- შვილი მუცლადყოფნის დროს მომაშორეს, ნოდარ. შევცდი, შეცდომა დავუშვი და ღმერთმა არ მაპატია. ახლაც ასე მსჯის. მე ისიც არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩემი შვილი. შეცდომას რაღა გამოასწორებს, ნოდარ…
ნოდარმა ქალს ხელები შემოჰხვია, გულში ჩაიხუტა, თმაზე კოცნიდა და ამშვიდებდა. მთელი არსებით ტკიოდა იგი.
- განა, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, თამარ?
- გახსოვს, რომ გითხარი ადამიანი ყველაზე ბოროტი ქმნილებაა - მეთქი.
- კი, მახსოვს, თამარ.
- მე ადამიანმა, ჩემმა მსგავსმა არსებამ გამწირა. სოფელში, ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ ვმუშაობდი. მე სულელს, ბატონი შემიყვარდა და შეცდომა დავუშვი. ოღონდ მისთვის ერთხელ მომეკრა თვალი და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. ჩემს თავს ვებრძოდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მერე შევცდი, მის სასარგებლოდ გამომიყენა. რომ დავორსულდი, მიხაროდა, სხვა თუ არავინ და არაფერი, შვილი მეყოლება მისგან სამახსოვროდ - მეთქი, მაგრამ არ მაცადეს, ნოდარ. შვილი მომაშორეს. ჩემი ანგელოზი გოგო. იქ რაღა გამაჩერებდა, წამოვედი და ტყეს შევაფარე თავი. მტკივა, ნოდარ. ჩემი შვილი, ჩემი დაშვებული შეცდომა, ყველაფერი მტკივა, ნოდარ. - ქალის ტირილის ხმა ისმოდა ოთახში, ცრემლებად იღვრებოდა და საცაა მილეულიყო. ნოდარს ისე ეკვროდა გულ-მკერდზე, თითქოს, მასთან პოულობდა ხსნას და იმედს.
- თამარ, შეცდომის დაშვების უფლება ყველას გვაქვს. განა, რა ქმნილებები ვართ ჩვენ ასეთი, შეცდომა რომ არ დავუშვათ. ამ შეცდომებზე ვითვისებთ და ვსწავლობთ. ამ ყველაფრის მერე, შენ ხომ ისწავლე, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება. იცი ეგ რამდენს ნიშნავს, თამარ? რატომ გგონია, რომ ყველა სრულყოფილი უნდა იყოს? იმისთვის არსებობს ტალახი, რომ იქედან ამოსულმა უკვე, ბევრი რამ იცოდე და ისევ არ ჩაეფლო. - ნოდარი სიტყვებს გონებაში იკრებდა, ყველანაირ ხსნას ეძებდა ქალისთვის.
- ჩემი შვილი მტკივა, ნოდარ. სხვა არაფერი იმდენად… ჩემი ანგელოზი გოგო, ნოდარ. - შვილის დაკარგვისგან გამოწვეულ ტკივილს, ვერაფერი უნელებდა ქალს.
- ვიცი, თამარ, ვიცი. განა, რა გვიბოძა ღმერთმა ადამიანებს შვილზე უკეთესი? - ნოდარი თამარს ეფერებოდა და ამშვიდებდა.
- აღარაფერი დამრჩენია წუთისოფელში, რისთვისღა უნდა ვიცოცხლო, აღარ ვიცი.
- ყველას რაღაც მისია გვაკისრია და როცა ამ მისიას ვასრულებთ, მერე აღარაფერი გვრჩება აქ.
- ეჰ, ნოდარ, გული დასერილი მაქვს, მალე სულ შეწყვეტს სუნთქვას, ვიცი. მე რაღა უნდა გავაკეთო აქ… - იმედგადაწურული იყო ქალი. არადა, ნოდარს უნდოდა ეთქვა, რომ სჭირდებოდა. მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ქალისადმი უცნაური გრძნობა გააჩნდა. უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო და ამ უზარმაზარ სახლში, მასთან ერთად ეცხოვრა. ნოდარმა ამ წამს გაიაზრა, რომ თამარი უყვარდებოდა. შალვას სიტყვებიც რომ გულზე მოხვდა, ამის ბრალი იყო. ერთიანად შეეპყრო თამარის არსებას იგი.
- გულს გაგიმრთელებ, თამარ. მე გპირდები ამას. - მტკიცე იყო კაცის სიტყვები. მიახვედრა, რომ ქალი მისთვის ცოტას არ ნიშნავდა. თამარიც არ შორდებოდა ნოდარს, ეხუტებოდა და სითბოს გრძნობდა. თან, მშვიდდებოდა.
ჩუმად ამბობდა - ჩემი ანგელოზი გოგონაო, მაგრამ ნოდარსაც ესმოდა და კაცს ფეხქვეშ ძალა ერთმეოდა. გული უკვდებოდა ასეთი თამარის შემყურეს. ახლა მიხვდა, თამარის თვალებში დაბუდებული სევდის და ტკივილის მიზეზი რა იყო.
თამარს ნოდარზე მიხუტებულს დაეძინა, დააწვინა ქალი. იქვე, დივანზე ჩამოჯდა, თვალი არ მოუხუჭავს, უყურებდა და უცნაურ გრძნობას შეეპყრო იგი. ლტოლვას გრძნობდა მისდამი და თავს ვერაფერს უხერხებდა. მიხვდა, რომ პირველივე ნახვისას ჩაუვარდა გულში თამარი და ეშინოდა, ქალს მისგან წასვლა არ მოენდომებინა. თავზარდამცემი იყო მისთვის ეს ფიქრი.


***
მოსაღამოვდა, ნოდარი კი ისევ არ ჩანდა. თამარი ანერვიულებული იყო, იქნებ, რამე უჭირსო. საათის წიკწიკიც გამაყრუებლად ისმოდა, ნოდარზე ფიქრის მეტს ვერაფერს აკეთებდა ქალი. ამ დღეების განმავლობაში, ერთიანად მოეცვა მისი გონება და გული კაცს. გასაქანს არ აძლევდა. განა, ნოდარი ამაზე ნაკლებს განიცდიდა ქალის მიმართ? ორივემ იცოდა, რომ უხილავი გრძნობები აკავშირებდათ ერთმანეთთან. მხარ-ბეჭის შეხებაც საკმარისი იყო, უცნაური თრთოლვა აიტანდა ორივეს.
თამარმა ქუთუკი მოიცვა, სამჭედლოს გზას დაადგა, აქამდეც ბევრჯერ იყო ნამყოფი. იცოდა, რომ ნოდარს ბევრი სამუშაო ჰქონდა ხოლმე, მაგრამ მაინც ნერვიულობდა.
- ნოდარ, აქ ხარ? - ფრთხილად შეაღო სამჭედლოს კარი.
- აქ რამ მოგიყვანა, თამარ? - გაკვირვებული იყურებოდა ნოდარი და მუშაობა მიატოვა.
- ვნერვიულობდი, რომ დაგაგვიანდა. - გამოუტყდა ქალი და თან, დაიმორცხვა.
- თამარ, თამარ... - ღიმილი გამოესახა სახეზე ნოდარს. - რა დამემართებოდა, რომ ნერვიულობდი. ვმუშაობდი, ბევრი საქმე მქონდა დღეს. შუადღესაც ამიტომ ვერ მოვედი სახლში სადილზე. უჰ, კი მომშივდა ისე.
ქალსაც ეღიმებოდა ნოდარის შემყურეს. ქურთუკი მოიცვა ნოდარმა, ყველაფერი დაკეტა სამჭედლოში და სახლის გზას დაადგნენ.
- ცოტა აცივდა. ზამთარი მალე მოვა. დიდი თოვლი იქნება წელს.
- ზოგი ადამიანი როგორ გავს ზამთარს, სულში ცივა სულ, თითქოს, მაგრამ მაინც იღიმის. ჰგონია, რომ ვერავინ დაინახავს მის ზამთარს და კარგად მალავს, მაგრამ თვალები ჰყიდის ადამიანს, მხოლოდ თვალები.
- იცი, რომ შენს თავზე ლაპარაკობ ახლა, თამარ?
- არ დავფიქრებულვარ.
ნოდარმა უეცრად ცას ახედა.
- თამარ, ორი ვარსკვლავი ჩამოვარდა ერთდროულად. სურვილი ჩაიფიქრე. - სწრაფად უთხრა ქალს.
ორივემ თვალები დახუჭა და ღმერთი ზეციდან იღიმოდა თითქოს, მათი სურვილები ერთმანეთს რომ დაემთხვა.
- ღმერთმა ქნას, ახდეს.
- ღმერთმა ქნას, ახდეს.
ერთდროულად თქვა ორივემ, გაიცინეს.
- თამარ, შეჩერდი ერთ წუთს.
ხელით მხარზე შეეხო ნოდარი. - და იქნებ, ახლა ამის დრო არაა, მაგრამ ვიცი, რომ უცნაური გრძნობა მიპყრობს ყოველთვის, როცა შენ გიყურებ.
- ნოდარ. - ქალი ერთ სიტყვაში ატევდა ყველაფერ იმას, რასაც განიცდიდა.
- თამარ, განა გჯერა ჩემი? ხომ მენდობი?
- სიყვარული უცებ მოდის, ვერც კი იაზრებ ისე და გულში, გონებაში, სულში, ყველაფერში გისახლდება. მთელი შენი ქვეცნობიერი, მხოლოდ იმ ერთს დასტრიალებს თავს. გგონია, რომ სამყარო მის გარშემო ბრუნავს.
ნოდარი უცებ ლოყაზე ეამბორა თამარს, ქალი აცახცახდა, სუნთქვა შეეკრა, შიგნეული აეწვა. გულში ჩაიკრა ნოდარმა ქალი.
- ალბათ, ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრა, ტყეში რომ გიპოვე მე და არა, სხვამ.



ძალიან სხვაგან წავედი, რა.
ჰოდა, ესეც გამოვცადე.
მე კი ძალიან მომენატრეთ, დანარჩენი - თქვენთვის მომინდია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი სალანდერი

ეს აქ და დავიწყე კითხვა ❤

 



№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
ეს აქ და დავიწყე კითხვა ❤

მიყვარხარ.

 



№3  offline მოდერი სალანდერი

ელ, გახსოვს რომ გეუბნებოდი, ძან მიტყდება აქამდე რომ დრო დავკარგე და არ გკითხულობდი_მეთქი?
ახლა აღარ მიტყდება.
დაახლოებით ორი თვე არაა, რაც სულ თავიდან დავიწყე შენი "კითხვა" და მერწმუნე, ყველაზე მძაფრად მე ვგრძნობ რამდენად გაიზარდე.
ჯერ ერთი ის სტილი რომელზეც გეუბნებოდნენ რომ "ტკეპნიდი" და ჩვენ ვიცით რომ ეს ასე არ არის, თუმცა ისიც ვიცით გვერდიდან როგორ ჩანს ვაფშე მოხსენი ბოლო ნაწარმოებებს.
მოკლედ ახლა მაგ სტილის კრიტიკოსებსაც რომ დაეკეტათ სალაპარაკო, გამისწორდა ცოტა ძან.
ამ ისტორიაზე რა გითხრა ელ?
ხომ იცი რამდენად "ჩემებური" იყო რაღაცები.
ისიც იცი რამდენად "არაჩემებური" იყო რაღაცები.
ისიც იცი როგორ ბანალურობად აღიქმება ჩემთვის სიყვარულის თემა და როგორ მომწონს შენი თვალებით დანახული ბანალურობა ეგეც უკვე გითხარი.
შენ უნდა წერო, იმიტომ რომ ეს შენც უკეთესს გხდის და შენს შემოქმედებასაც.
ამას მე გეუბნები და მგონი არასდროს რომ არ მომიტყუებიხარ ხაზგასმა არ სჭირდება.
ვამაყობე მე შენით რა!
წერე რა!
მეტი წერე რა!

 



№4  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
ელ, გახსოვს რომ გეუბნებოდი, ძან მიტყდება აქამდე რომ დრო დავკარგე და არ გკითხულობდი_მეთქი?
ახლა აღარ მიტყდება.
დაახლოებით ორი თვე არაა, რაც სულ თავიდან დავიწყე შენი "კითხვა" და მერწმუნე, ყველაზე მძაფრად მე ვგრძნობ რამდენად გაიზარდე.
ჯერ ერთი ის სტილი რომელზეც გეუბნებოდნენ რომ "ტკეპნიდი" და ჩვენ ვიცით რომ ეს ასე არ არის, თუმცა ისიც ვიცით გვერდიდან როგორ ჩანს ვაფშე მოხსენი ბოლო ნაწარმოებებს.
მოკლედ ახლა მაგ სტილის კრიტიკოსებსაც რომ დაეკეტათ სალაპარაკო, გამისწორდა ცოტა ძან.
ამ ისტორიაზე რა გითხრა ელ?
ხომ იცი რამდენად "ჩემებური" იყო რაღაცები.
ისიც იცი რამდენად "არაჩემებური" იყო რაღაცები.
ისიც იცი როგორ ბანალურობად აღიქმება ჩემთვის სიყვარულის თემა და როგორ მომწონს შენი თვალებით დანახული ბანალურობა ეგეც უკვე გითხარი.
შენ უნდა წერო, იმიტომ რომ ეს შენც უკეთესს გხდის და შენს შემოქმედებასაც.
ამას მე გეუბნები და მგონი არასდროს რომ არ მომიტყუებიხარ ხაზგასმა არ სჭირდება.
ვამაყობე მე შენით რა!
წერე რა!
მეტი წერე რა!

ღმერთმანი.
გული გამისკდა სერიოზულად. ხომ იცი, რა მემართება ასეთ რაღაცებზე. ავნერვიულდი, რა.
ჰო, მახსოვს რაც მითხარი და არა მარტო ეგ, ყველაფერი მახსოვს ჩვენი.
ახლა ამ ბოლოზეც დაიწყება იგივე, მგონი და ვერც ამას "წაიკითხავენ".
და რა აუცილებელია მაინც?
შენ ხომ "კითხულობ".

ძალიან მიყვარხარ მე შენ!
მე ვამაყობ შენით, ჩემით, ჩვენით.
მადლობა!

 



№5  offline მოდერი tasusuna

იისფერო ზამთარო,
ძალიან მიხარია, რომ არსებობ ❤️
ყველანაირი სიყვარულის მწამს,ასეთის კი,განსაკუთრებით ❤️
შენებური სიყვარული კი,ყოველთვის კოსმოსურია ❤️
ელ,რა კარგი ხარ ❤️

 



№6  offline ახალბედა მწერალი ელპინი

tasusuna
იისფერო ზამთარო,
ძალიან მიხარია, რომ არსებობ ❤️
ყველანაირი სიყვარულის მწამს,ასეთის კი,განსაკუთრებით ❤️
შენებური სიყვარული კი,ყოველთვის კოსმოსურია ❤️
ელ,რა კარგი ხარ ❤️

ტასო, საოცარი გოგო ხარ შენ!
და რა კარგია, რომ გესმის ყველაფერი.
კოსმოსური გოგო ხარ შენც, ძალიან მაგარო მწერალო.

მიყვარხარ.
ძალიან დიდი მადლობა!

 



№7  offline წევრი მარიკუნაა♥️

როგორ ბედნიერებას განიჭებს წერა, ანა:)
ყოველ ნაწერში თავიდან ვგრძნობ და მეც ვბედნიერდები...
ეს რაღაც ახალი იყო და ძალიან მომეწონა!

უნდა წერო ბევრი შენ.
იმიტომ, რომ ეს ისაა, რაც ნამდვილად გამოგდის და გაბედნიერებს,
ბევრი უნდა წერო!

მიყვარხარ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№8  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მარიკუნაა♥️
როგორ ბედნიერებას განიჭებს წერა, ანა:)
ყოველ ნაწერში თავიდან ვგრძნობ და მეც ვბედნიერდები...
ეს რაღაც ახალი იყო და ძალიან მომეწონა!

უნდა წერო ბევრი შენ.
იმიტომ, რომ ეს ისაა, რაც ნამდვილად გამოგდის და გაბედნიერებს,
ბევრი უნდა წერო!

მიყვარხარ♥️

მარიკუნა,
ძალიან ძვირფასი ხარ შენ ჩემთვის, ხომ იცი.
და ყველაზე მეტად გაფასებ ჩვენი უსახელო ურთიერთობის გამო.

ძალიან მიყვარხარ მეც!
და მადლობა.

 



№9  offline წევრი სიბილა

მეც ასე სადღაც წავედი, თუ შენ გამოგყევი რავი...გული მისკდებოდა ცუდად არ დამთავრდესთქო..ახლა მშვიდად ვარ)))და ველი ახალ ნაწარმოებებს..ებსთქო)))

 



№10  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სიბილა
მეც ასე სადღაც წავედი, თუ შენ გამოგყევი რავი...გული მისკდებოდა ცუდად არ დამთავრდესთქო..ახლა მშვიდად ვარ)))და ველი ახალ ნაწარმოებებს..ებსთქო)))

მიხარია, რომ წაიკითხეთ და დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის.
ხანდახან, ცუდი დასასრულები უადგილოა.

ღმერთმა ქნას, მალე დავბრუნდე ახალი ნაწარმოებებით.

 



№11  offline წევრი სიბილა

ელპინი
სიბილა
მეც ასე სადღაც წავედი, თუ შენ გამოგყევი რავი...გული მისკდებოდა ცუდად არ დამთავრდესთქო..ახლა მშვიდად ვარ)))და ველი ახალ ნაწარმოებებს..ებსთქო)))

მიხარია, რომ წაიკითხეთ და დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის.
ხანდახან, ცუდი დასასრულები უადგილოა.

ღმერთმა ქნას, მალე დავბრუნდე ახალი ნაწარმოებებით.

heart_eyes

 



№12  offline წევრი Mtirala

გულის სიღრმეში - ყველა ტყის შვილები ვართ.

რასაც გვინდა იმას ვამჩნევთ, ხოლმე...
ეს წერის სტილი სასწაული იყო.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№13  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Mtirala
გულის სიღრმეში - ყველა ტყის შვილები ვართ.

რასაც გვინდა იმას ვამჩნევთ, ხოლმე...
ეს წერის სტილი სასწაული იყო.

ძალიან მომენატრე, პატარა.
შენც, შენთან საუბარიც და ჩვენი ყველაფერი!

ჰო, მეც მომეწონა ეს ახალი რაღაც.
და უზარმაზარი მადლობა!

 



№14 სტუმარი სტუმარი ნათია

ეს ის ნაწარმოებია რომელიც ღრნად აფათურებს ხელს ჩვენს გულში, გადატანილ კოშმარებში, რომლებმაც სინათლეში გამოსვლა მოვახერხეთ, ჭაობიდან გამოსვლა და მიხარია რომ მეც მყავს ჩემი ნოდარი,ასე ,იმდენად ჩემი იყო რომ აღსარებაც დავწერე, მადლობა ელ რომ არსებობ და ასე წერ,

 



№15  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი ნათია
ეს ის ნაწარმოებია რომელიც ღრნად აფათურებს ხელს ჩვენს გულში, გადატანილ კოშმარებში, რომლებმაც სინათლეში გამოსვლა მოვახერხეთ, ჭაობიდან გამოსვლა და მიხარია რომ მეც მყავს ჩემი ნოდარი,ასე ,იმდენად ჩემი იყო რომ აღსარებაც დავწერე, მადლობა ელ რომ არსებობ და ასე წერ,

ნათია, საოცარი გოგო ხარ შენ!
მიხარია, რომ ასე გულში ჩაგწვდა ყველაფერი და იგრძენი. მაგარი გოგო ხარ, რომ თავი დააღწიე ამ ჭაობს და ფეხზე დგახარ.

პირიქით, მადლობა, რომ ჩემთან ხარ, საოცარო გოგოვ!

 



№16 სტუმარი Qeti qimucadze

Isev grznobebis qartexili, gmerto chemo elpinnn, sheni minori, sxvis majorsac ki sjobss

 



№17  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Qeti qimucadze
Isev grznobebis qartexili, gmerto chemo elpinnn, sheni minori, sxvis majorsac ki sjobss

ქეთი, შენი სიტყვები სულ უხარია ჩემს გულს.
ძალიან მაგარი გოგო ხარ და მიხარია, რომ ჩემს გვერდით ხარ!

უღრმესი მადლობა.

 



№18  offline მოდერი Girl with pretty smile

ანა,შენი ტკივილი ვიგრძენი.
მეტი რა ვთქვა არ ვიცი,მაგრამ ის ვიგრძენი რაც ყველაზე მეტად გტკივა.
ხომ სხვა იყო,მაგრამ მასშიც იყო შენეული რაღაც.
ის,რაც უკვე თვალდახუჭულმა,შემიძლია ყველა ისტორიაში ვნახო.
მაპატიე,ეს პატარა კომენტარი.
მაგრამ იცოდე,იმაზე მეტი ვიგრძენი,ვიდრე უნდა მეგრძნო!
მიყვარხარ!

 



№19  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Girl with pretty smile
ანა,შენი ტკივილი ვიგრძენი.
მეტი რა ვთქვა არ ვიცი,მაგრამ ის ვიგრძენი რაც ყველაზე მეტად გტკივა.
ხომ სხვა იყო,მაგრამ მასშიც იყო შენეული რაღაც.
ის,რაც უკვე თვალდახუჭულმა,შემიძლია ყველა ისტორიაში ვნახო.
მაპატიე,ეს პატარა კომენტარი.
მაგრამ იცოდე,იმაზე მეტი ვიგრძენი,ვიდრე უნდა მეგრძნო!
მიყვარხარ!

ანი,
ყველაზე პატარა გოგო,
ყველაზე დიდი გულით!
ძალიან მიხარია, ხომ იცი.

მიყვარხარ, ანი.
და მადლობა დიდი!

 



№20 სტუმარი სტუმარი shalo

:)))))))))

 



№21  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი shalo
:)))))))))

 



№22  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ძალიან მომეწონა <3 წარმატებებიი <3

 



№23  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ტერიკო74
ძალიან მომეწონა <3 წარმატებებიი <3

ძალიან გამიხარდა თქვენი აქ ხილვა.
დიდი მადლობა. <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent