შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აჩრდილთა საჩუქარი (სრულად)


27-08-2018, 13:34
ავტორი Alice76
ნანახია 3 630

აჩრდილთა საჩუქარი (სრულად)

(1) ცეცხლოვანი სახელის კვალდაკვალ

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარ სამმართველოს აჰყურებდა. აქამდე მოდიოდა ამდენი ხანი,მთელი ცხოვრება!თან ისე,რომ ერთხელაც არ უფიქრია გზიდან გადახვევა.ღრმად ჩაისუნთქა,პერანგის საყელო შეიაწორა და შენობისაკენ წავიდა.
ლუკა ლომიძე იურისტი იყო,სისხლის სამართლის სპეციალობით.სტუდენტობისას პარალელურად სამხრდრო სამსახური ჰქონდა მოხდილი და მესამე კურსიდან,მისი სამხედრო ნაწილის უფროსის წყალობით,ვაკე-საბურთალოს სამმართველოში მუშაობდა გამომძიებლის თანაშემწედ. ეს ინას ნიშნავდა,რომ ანაზღაურების გარეშე დასდევდა გადახდის აპარატებისა და მანქანის სარკეების ქურდებს. მაგისტრატურაზე ჩაბარების შემდეგ,იმაზე ფიქრისას,თუ რა უნდა ეკეთებინა შემდეგ,გადაწყვიტა,რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა, თავისი საქმის პროფესიონალი გამხდარიყო.
განაგრძობდა გამომძიებლის ბრძანებების შესრულებას და გულმოდგინედ,თავაუღებლად იყო ჩაფლობილი საყვარელ საქმეში,ანაზღაურების პრობლემა კი დიდად არც აწუხებდა-ფულის მიღება არ იყო ის მიზანი,რისთვისაც გამოძიების ორგანოში აღმოჩნდა.არა,იგი არ უარყოფდა ცხოვრების მატერიალურ კეთილდღეობებს და არც უარს ამბობდა მათზე,უბრალოდ ლუკას მამას წარმატებული ბიზნესი ჰქონდა,რაშიც დედაც აქტიურად იყო ჩაფლული და ერთადერთ შვილსაც არაფერს აკლებდნენ,ამდენად ლომიძეს არაფერი უშლიდა ხელს,მიზნისკენ პირდაპირ ევლო.
სამსახურისგან თავისუფალ დროს ლუკა სპორტდარბაზში ვარჯიშსა და მეცადინეობაში ატარებდა.არ სვამდა,არ ეწეოდა და ვინაიდან მისი ასაკის ბიჭებისგან ცხოვრების ეს სტილი შორს იდგა,მეგობრები მხოლოდ სამსახურში ჰყავდა.
ასეთი განდეგილობა ყოველთვის არ იყო სასიამოვნო-ერთხელ უბანში ძველმა ნაცნობმა ბიჭმა,რომელიც მთვრალი იყო,მიმავალ ლუკას მზეთუნახავი დაუძახა. ლუკამ მაშინ გაიგო,სინამდვილეში რამხელა ძალა ჰქონდა-ერთხელ დაარტყა თემურას და ეს უკანასკნელი დღესაც ემალებოდა.
თავდაუზოგავი ვარჯიშის გამო უშველებელი სხეული ჰქონდა,ხანდახან იცინოდა კიდეც,როგორი დამფრთხალი ათვალიერებდა ხალხი,როდესაც სამსახურში ფორმით მიდიოდა.
მისი ცხოვრება ჩვეულებრივ,სიურპრიზების გარეშე მიდიოდა,ისე,როგორც თავად ჰქონდა დაგეგმილი.
ერთ დღეს,შესვენებაზე ლუკა ყავას სვამდა და ვიღაცის დატოვებულ გაზეთს კითხულობდა,როდესაც თანამშრომელი-ლიკა მიკაკუნდა და გადასცა,რომ განყოფილების უფროსი იბარებდა.
-ლუკა,ძვირფასო-გაინაზა ლიკა-მგონი მე შენი მახარობელი ვარ-ახლოს მიიწია და ყურთან უჩურჩულა-გამომძიებლობას იმსახურებ.
ლუკა ჩაფიქრდა,ლიკას თუ დაეჯერებოდა,ესეიგი,ბოლოს და ბოლოს,მიაღწია თავისას,მაგრამ ლიკას ცოტა რამ თუ დაეჯერებოდა,ამიტომ სასწრაფოდ დაემშვიდობა და თამაზ ნიკოლაძის კაბინეტისაკენ გაემართა.
-შემოდი-გაისმა მისი კაკუნის პასუხად და კაბინეტში შესული ლუკა თამაზის მიერ მითითებულ სავარძელში მოკალათდა.
თამაზმა შესავლების გარეშე დაიწყო
-დიდი ხანია გაკვირდები,ეს შენც კარგად იცი,ლუი.ვიცი,შენ ბევრს მიაღწევ,ამიტომაც დიდი ხანია ვაჭიანურებ შენს გაშვებას.-ლუკას უსიამოვნოდ გასცრა,თუმცა ნაადრევი დასკვნებისაგან თავი შეიკავა და თამაზს თავი დინჯად დაუქნია,რომელმაც საუბარი განაგრძო-აქ შენს დატოვებას ვეღარ შევძლებ,ვიცი,დაგატორმუზებ.ხვალ მთავარ სამმართველოში მიდი,13 საათზე შეხვედრა გაქვს. კონსტანტინე კაკაბაძე გაგესაუბრება.
ლუკამ გაოგნება ვეღარ დამალა-კაკაბაძე არა მარტო გამოძიების ორგანოთა თანამშრომლებისათვის იყო ცნობილი-იგი მთავარი სამმართველოს უფროსი იყო და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც კარგად იცნობდნენ.იმასაც იაზრებდა ლუკა,რომ მთავარ სამმართველოში იგივე სახის გამოძიების წარმოება არ მოუწევდა,რასაც აქამდე თამაზი ავალებდა. გულში მისთვის უცნობი მღელვარება და ბედნიერება იგრძნო.
-ხვალ,13 საათზე-გაიმეორა ღიმილით. თამაზი წამოდგა და ხელი გაუწოდა - სამწუხაროდ გიორგის ჩემთვის ვიტოვებ,ვიცი უშენოდ გაუჭირდება,მაგრამ ასეა საჭირო.
ლუკამ ხელი მხურვალედ ჩამოართვა უფროსს და თვალებით მადლობა გადაუხადა.
კაბინეტიდან გამოსულს ისეთი გრძნობა ჰქონდა,თითქოს სხეულზე უჩინარი ფრთები გამოება. თავისი სამუშაო ოთახისკენ გაემართა,სადაც თავის მაგიდასთან მჯდომი გიორგი დახვდა-მეგობარი ნაღვლიანად იღიმებოდა
-ლიკამ მითხრა,მე კიდევ არ დავიჯერე-ამოიოხრა-ისეთი გაღრეჭილი მოძრაობ,თითქოს თამაზმა ცოლობა გთხოვა
ლუკა შეეცადა გამამხნევებელი სიტყვები მოეძებნა,მაგრამ ასეთი რაღაცები არ გამოსდიოდა. გიორგი სამმართველოში პრაქტიკებზე ერთი წლის უკან მოვიდა.ამ დროს ლუკა უკვე საკმაოდ გამოცდილი იყო და გიორგიც მას ისე მიეკედლა,როგორც სენსეის.ამის შემდეგ ნებისმიერ საქმეს ერთად აკეთებდნენ და თავისდაუნებურად გადაიქცნენ სტაჟიორ-მეწყვილეებად.
-მეც გამომძიებელი ვიქნები მომავალი კვირიდან,ოღონდ-აქ-ჩაიბურდღუნა გიორგიმ
-ისეთი სახე გაქვს,თითქოს ცოლი მომყავს-გაიცინა ლუკამ-რაიყო ,განა მარსზე გადამიყვანეს.
-როგორც იქნა გვეღირსა-წამში გამოცოცხლდა გიორგი-მე კიდე მეგონა,ტრეფიკინგის მსხვერპლობას ვერ ავცდებოდი.
-ვნახოთ-თქვა ლუკამ და ფიქრებით დანიშნულ შეხვედრას აღარც მოშორებია.
12 საათსა და 30 წუთზე,მთავარი სამმართველოს შენობის შესასვლელში იდგა და საშვს ელოდებოდა. მესამე სართულზე ასულს ლამაზი,შავგვრემანი ქალი შეეგება და კაკაბაძის კაბინეტთან მდგარ სავარძელთან მიაცილა.
-აქ დაიცადეთ,ბატონო ლუკა. როგორც კი ბატონი კოტე გათავისუფლდება,მაშინვე გაცნობებთ- ლუკას შავ თვალებს სიამოვნებით მოავლო მზერა,უკანა ტანის მშვენიერი რხევით გაშორდა და მოშორებით მდგარ თავის მაგიდას მიუჯდა,დაახლოებით 10 წუთში უკან დაბრუნდა და აცნობა,რომ კაკაბაძე ელოდებოდა.
ლუკა აუჩქარებლად მიუახლოვდა კარს,ჩაისუნთქა და კაბინეტში შევიდა.

კონსტანტინე კაკაბაძე სრული,მაღალი კაცი იყო. ლუკას შესვლისას ფეხზე წამოდგა და მაგიდას მოშორდა. ხელის ჩამორთმევის შემდეგ ფართო კაბინეტში მდგარ სავარძელში მოთავსდა და ლუკას საპირისპიროდ მდგარზე მიანიშნა.
-შენზე უკვე საკმაოდ ბევრი მსმენია-გაღიმება ,რა თქმა უნდა ,არც უფიქრია-თამაზმა დამარწმუნა,რომ საკმაოდ სერიოზულად უდგები საქმეს და გამოცდილებაც გაქვს.-გაჩუმდა და ლუკას მიაჩერდა,ამ უკანასკნელმა კი გაიფიქრა,ალბათ რამე უნდა ვთქვაო
-დიახ,ორი წელია თამაზთან ვმუშაობ,ეს ის საქმეა,რომელიც შემეფერება.
-ალბათ იცი,რომ ჩვენთან საქმე წვრილმან ქურდებს და თაღლითებს არ ეხება.
-დიახ,ზუსტად ამიტომ ვარ აქ.
-რატომ გინდა აქ მუშაობა?-აქამდე ლუკასთვის არაერთ გასაუბრებაზე დაუსვამთ მსგავსი შინაარსის კითხვა,თუმცა ამ შემთხვევაში კაკაბაძეს ეტყობოდა,რომ ეს ფორმალური კითხვა არ იყო და ნამდვილად აინტერესებდა-კრიმინალი გძულს? თუ გინდა,საინტერესო და გმირული ცხოვრება გქონდეს?
ლუკა ჩაფიქრდა,ნამდვილად იცოდა,რომ გამომძიებლად მუშაობა გმირობას სულაც არ ნიშნავდა,პირიქით,ამ ადგილას კიდევ უფრო მეტი ხაფანგი იყო ,ვიდრე სხვაგან.
-სიძულვილი არ მახასიათებს-ჩათვალა,რომ გულახდილი უნდა ყოფილიყო-არც დამნაშავეები არ მძულს და არც მათი დაჭერისგან ვიღებ სიამოვნებას.გმირობა არაა,როდესაც მკვლელს ან მოძალადეს იჭერ,გამოძიება უკვე ჩადენილი დანაშაულის გახსნაა,შესაბამისად,უკვე მომხდარს ვერაფრით შევცვლი.ამიტომაც ვფიქრობ,რომ ამ საქმის კეთებით გმირი ვერ გავხდები. მე მსიამოვნებს ამოვხსნა ყველაფერი,რასაც ადამიანი ჩაიფიქრებს,მსიამოვნებს მოტივის გაგება და კიდევ ის,რომ სამყაროში წონასწორობას ვადგენ.ყველა ქმედებას აქვს შედეგი,ვინც ამას არ იაზრებს,დაისჯება,მე ცხოვრების კიდევ ერთი მექანიზმი გავხდები.
კოტე ჩაფიქრებული უყურებდა,ლუკამ გაიფიქრა,ალბათ ზედმეტი მომივიდაო.
-და ბოროტება? არ გჯერა,რომ ბოროტებას ებრძვი?
-ბოროტება მართლაც არსებობს და იგი ადამიანების საშუალებით გადმოდის ჩვენს რეალობაში.ზოგი უმკლავდება მას და არ უშვებს,ზოგი ცდუნებას ვერ უძლებს. ვინც ვერ უძლებს,იმათთვის ვართ სწორედ ჩვენ-უნდა გავძლებინოთ ,რომ მეტად აღარ გაბოროტდნენ-ვერ მიხვდა ოფიციალური საუბარი როდის გადავიდა ფილოსოფიურში.
-როგორ ფიქრობ,იამაყებ იმით,რასაც აქ გააკეთებ?
-ალბათ არა-ჩაფიქრდა ლუკა-ყველაფერს ორი მხარე აქვს და ყოველთვის მექნება სანანებელი,რაც არ უნდა სწორად გავაკეთო საქმე,მაგრამ ის ენერგია,რომელიც შინაგანად მაწუხებს,ამ საქმეში უნდა გავლიო,ისე ვერ მოვისვენებ-დაასრულა ლუკამ და მიხვდა,რომ სრულიად გულწრფელი იყო.
კონსტანტინე წამოდგა და იქვე მდგარი გამჭირვალე ბოთლიდან რაღაც სითხე ჩამოასხა ორ ჭიქაში,ერთი ლუკას გაუწოდა
-კეთილი იყოს შენი მობრძანება ჯოჯოხეთში-პირველად გაიღიმა კაკაბაძენ ,ჭიქა ასია სადღეგრძელოს ნიშნად და ერთი ყლუპით გამოსცალა. ლუკას გამშრალი ყელი სასიამოვნოდ ჩასწვა ვისკიმ.
მუშაობას მეორე დღიდან შეუდგა,მისი მეწყვილე -ნოდარ ბერიძე, 45 წლის მამაკაცი იყო,გამხდარი,საშუალო სიმაღლის ,სათვალითა და შეწუხებული გამოხედვით. როდესაც ლუკა პირველად დაინახა,ისეთი სახე ჰქონდა,თითქოს გაიგო,ცოლი მეათე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ.
-კოტეს რამდენი ვეხვეწე-ლუკას თავისი მაგიდა უჩვენა,ოთახში მხოლოდ ორნი იყვნენ-ვინმე დაღვინებული მინდა მეთქი,არა შენ ცუდად არ გაიგო,მაგრამ ერთი წელში 3 ნაპარნიკი გამექცა,აღარ შემიძლია-დაღლილი სახით ჩაესვენა სავარძელში-ან შენ რამ მოგიყვანა აქ,ამიხსენი,ასეთი კარგი ბიჭი ხარ,ახალგაზრდა,ცხოვრება წინ გაქვს.
ლუკა ფიქრობდა რა ეპასუხა,როდესაც ნოდარის ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენთ-მობეზრებულად უპასუხა მან-ხო შალვა,რა ხდება?
დარწმუნებული ხარ? ესეიგი გერმანია. რა ჯანდაბა უნდა,ორი დღის უკან იაპონიაში იყო,გამაგიჟებს ეგ ალქაჯი.მთავარია აქ არ იყოს,იმათმა მოუარონ-თქვა და გათიშა.
-მოკლედ,ბევრი რომ არ ვახალტუროთ,მალევე გაგაცნობ ქვეყნის ნომერ პირველ “ვიძმას”(ალქაჯი,კუდიანი),მოდი.
ლუკა ნოდარს მიუახლოვდა ,რონელიც კომპიუტერში იქექებოდა,ბოლოს მიაგნო, რასაც ეძებდა და ფოტო გახსნა. ლუკა გამოსახულებას დააკვირდა-იზოლატორში გადაღებული ფოტო იყო,დაახლოებით 20 წლის ასაკის გოგონას აბრა ხელში ეკავა და დაბღვერილი უყურებდა კამერას. თმები ძალიან მოკლე ჰქონდა,გადაპარსული და ოდნავ წამოზრდილი,თაგვისფერი.ვარცხნილობის შემდეგ ყურადღებას თვალები იპყრობდა ცივი,საშინლად ცივი ,დიდი ცისფერი თვალები მუქარით იმზირებოდნენ ,პატრონს კი ისინი გარშემო შავი ფანქრით შეეღება.ტუჩები მსხვილი და გაფითრებული ჰქონდა,ცხვირი თითქოს გამოეთალათ,თითმის არაბუნებრივად სწორი ნაკვთები ჰქონდა. ეტყობოდა,ფოტო ზაფხულში იყო გადაღებული,ამოღებული,უმკლავებო მაისური ეცვა,გამხდარი,ოდნავ დაკუნთული მხრები და მკვეთრად ამოწეული ლავიწის ძვლები მოუჩანდა. ლუკა ინტერესით მიიწია მონიტორთან,ნოდარი როცა დარწმუნდა,რომ ლუკამ კარგად დაინახა “ვეძმა”,საუბარი დაიწყო.
-ეს “გოგო” -თითები მოხარა სარკაზმის საჭვენებლად-წელიწადნახევრის უკან ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში მიაბრძანეს ოფიცრებმა-აშკარად ეტყობოდა,მთელი გულით ვერ იტანდა ეკრანზე გამოსახულს-ჩუმად იყო,ერთი სიტყვაც არ ამოუღია,როგორც პატრულის იფიცერმა თქვა,სასაფლაოს დარაჯმა დაიჭირა,როდესაც საფლავს თხრიდა,ხო-დააზუსტა ლუკას გამომეტყველების დანახვისას-ეს ერთი ბეწო,50 კილო გოგო,თხრიდა და ამოთხარა კიდეც მეტრა-ნახევარი,სანამ მიუსწრებდნენ. თავიდან ქურდი ეგონათ,ვინმეს ჩაყოლებულ რამეს რომ ეძებდა,მერე სატანისტიც მიამატეს,მაგრამ თვითონ არაფერს ამბობდა,ვერც დამტკიცდებოდა,რომ რამე ისეთი იყო,რასაც მოიპარავდა და სატანისტური რიტუალის მსგავსიც არაფერი ეტყობოდა იქაურობას,მოკლედ მაშინ ადვილად გამოძვრა,პირობითი მისცეს და იმის მერე 2-3 თვე აღარ გამოჩენილა,მაგრამ-ამოიოხრა-მერე დაიწყო,რაც დაიწყო.ყველაფერს მე ვერ მოგიყვები,საქმის მასალები ბოლო სართულზეა სეიფებში,გასაღებს მოგცემ და ერთი-ორ დღეში გაეცნობი.
-ორი დღე?-ჩაიცინა ლუკამ
-თუ აჩქარდები,107 ტომია-მწარედ გამოთქვა ნოდარმა-ეს გოგო ეშმაკია დედამიწაზე,ხომ გაგიგია,ქალიაო ეშმაკი,ზუსტად ამის ნახვის მერე მოიგონეს ეგ გამოთქმა.
ლუკას ინტერესი კლავდა,რა გააკეთა ამისთანა ამ გოგონამ,ზრდასრული კაცის ფსიქიკა ასე რომ მოარყია,გადაწვიტა ახლავე დაეწყო კითხვა
-სხვა საქმე თუ არაფერი გვაქვს,გავეცნობი
-სხვა საქმე?-ჩაიცინა ნოდარმა-მხოლოდ ეს საქმე გვექნება მე და შენ,დამიჯერე,საკმარისზე მეტიცაა.
ლუკამ გასაღებების აცმა გამოართვა ნოდარს და ბოლო სართულზე ავიდა,სადაც სეიფები იყო ჩამწკრივებული. ადვილად მონახა საქმის ნომერი და იქვე მდგარ მაგიდას მიუჯდა,რომელსაც ერთი საცოდავი სანათი ამშვენებდა.
ალქაჯს ნიფა ცეცხლაძე ერქვა.მშობლები-ალექსანდრე ცეცხლაძე და ნატა გიორგაძე სრულიად ჩვეულებრივი ხალხი იყო-მამა ლექტორი იყო და უნივერსიტეტში ისტორიას ასწავლიდა,დედა-ექიმი,დერმატოლოგი. ტომები სავსე იყო გამოძიებისას ამოღებული ინფორმაციით-ნიფას სკოლიდან,უნივერსიტეტისდან ,საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო ადგილებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით,საბანკო ანგარიშებით,ყველა იმ ადამიანის გამოკითხვის ოქმებით,ვისაც გოგონასთან რაიმე კავშირი ჰქონია,თუმცა ეს ყველაფერი მის 18 წლამდე ცხოვრებას ეხებოდა,ამის შემდეგ იწყებოდა მაკულატურა,რომელსაც ძნელად თუ გაუგებდი თავსა და ბოლოს-კრიმინალური დაჯგუფებები,ტრანსნაციონალური საბუთები,ინტერპოლის ამონაწერები,ბრალად კი გოგონას მთელი სისხლის სამართლის კოდექსი ედებოდა-ძირითადად თანამონაწილეობაზე მითითებით.ქურდობა,ძარცვა,ყაჩაღობა,საფლავის წაბილწვა,საკუთრებაში შეჭრა,მკვლელობის მცდელობა,საბუთების გაყალბება... საგონებელში ჩავარდნილ ლუკას მაინც ვერ გაეგო,თუ რა კავშირი ჰქონდათ ამ ბრალდებებს ერთმანეთთან და რა იყო ის საერთო კვანძი,რაც მას საქმეში გაარკვევდა. ნოდარისათვის კითხვების დასმა არ ეპიტნავებოდა,ინტერესი კი კლავდა,ამიტომ გადაწყვიტა მთელი ღამე სამმართველოში გაეტარებინა და ყველაფერი წაეკითხა.
დილით ერთ-ერთ ტომზე ჩაძინებულს თავზე ვიღაც წამოადგა-რომელიღაც თანამშრომელი სეიფში საქმეს ეძებდა.
-შენ რა,მთელი ღამე აქ იყავი?-გაოცებულმა ჰკითხა 30 წლამდე მამაკაცმა.
ლუკა სწრაფად წამოდგა და მთელ მაგიდაზე გადაფანტული ტომები აკრიფა
-საქმეს ვეცნობოდი-თქვა მოკლედ.
კაცმა საქმის ნომერში ჩაიჭყიდა
-ოოო,შენ ხარ ის ახალი,ალქაჯის საქმეზე -გაეცინა-წარმატება ძმაო,იმედი მაქვს,ნოდარასავით გაგიჟებულს არ გნახავ.მე ილია ვარ
-ლუკა-უთხრა და ხელი გამოითავისუფლა,რომ ჩამოერთვა.
-რა გაარკვიე ერთ ღამეში?-ჰკითხა და დააყოლა-ნოდარის წყალობით ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით,გაუთავებლად წუწუნებს,ასე რომ არ მოგერიდოს.
ლუკამ იგრძნო,რომ მისი ნდობა შეიძლებოდა
-ყველაფერი ძველ ნივთებთანაა კავშირში,ეს გოგო შეშლილი კოლექციონერივითაა,თითქოს უამრავ ძველ ,ხან ძვირფას,ხან ჩალის ფასის ნივთებს ეძებს,არა მარტო აქ,მთელი მსოფლიოს მასშტაბით,მაგრამ მოუხელთებელია.
-ხო,მარტო სურათები აქვთ ამათ-გაიცინა ილიამ-მაგასაც მაშინ პოულობენ,მაგას რომ უკვე საქმე გაკეთებული აქვს და კოკტეილს სვამს აღსანიშნად.
-უამრავ კრიმინალს იცნობს,მთელი მიწიშქვეშა საქმიანობა ეცოდინება.
-კი,ნარკობარონებსაც კი იცნობს -აღფრთოვანებული საუბრობდა ილია-ოღონდ მარტო იმის დამტკიცება შეიძლება,რომ იცნობს. ბრალში კი ყველაფერი უწერიათ,რასაც ეს ხალხი საქმიანობს,მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს,მაგ გოგოს მარტო იმას დაუმტკიცებენ,რასაც არ ფარავს.
-მინისტრის მკვლელობის მცდელობა-წარბები შეჭმუხნა ლუკამ
-ხელოვნებისა და კულტურის მინისტრის,მაგ ქალთან სერიოზული სპორი ექნებოდა.
ლუკა ჩაფიქრდა,აწ უკვე ყოფილი მინისტრი-ევა საჯაია გამოკითხვის ოქმში მხოლოდ იმას ამბობდა,რომ ეს შეშლილი გოგო სახლში მიუვარდა და ხანჯლით აკუწავდა,დაცვას რომ არ მიესწრო,გოგონა კი დაცვის წევრებს გაუსხლტა და იმის შემდეგ არც არავის უნახავს.
-ეგ ქალიც არ ამბობს ბევრ რამეს-თქვა ბოლოს.
-ეს საქმე სავსეა მასეთი ხალხით,ნოდარაც სულ მაგას არ გაიძახის? არავინ არაფერს ამბობსო
-ხოდა გავარკვევთ-თქვა მტკიცედ.
-წადი ახლა,ცოტა დაისვენე-თანაგრძნობით უთხრა ილიამ-წელიწადზე მეტია დასდევენ,როგორმე ცოტა ხანიც გაძლებს უთქვენოდ.
ლუკამ თავი დაუკრა და დაემშვიდობა,რამდენიმე ტომი კაბინეტში ჩააყოლა,სადაც ნოდარი დახვდა.
-მოხვედი უკვე?-ქაღალდებიდან თავი არ აუწევია ,ისე მიმართა
ლუკამ გამარჯობა უთხრა,კითხვაზე პასუხს რა აზრი ჰქონდა?
ნოდარი დაახლოებით ნახევარი საათი იქექებოდა ქაღალდებში,შემდეგ გიგანტური სათვალე მოიხსნა ,თვალები მოიფშვნიტა და წამოდგა
-შენთვის საჩუქრები მაქვს.
ლუკამ,რომელიც ნიფა ცეცხლაძეზე ფიქრით იყო გართული და 90-ე ტომს ფურცლიდა,წარბები გაკვირვებით აწია
ნოდარნა მაგიდიდან საშუალო ზომის პაკეტი აიღო და იქიდან კაბურიანი იარაღი ამოაძვრინა.
-კოტემ მითხრა,შენთვის წამომეღო საწყობიდან-თითქოს თავს იმართლებდა მორცხვად ჩაიღიმა.
ლუკას ბედნიერი ღიმილი გადაეფინა,იარაღი მისი პირველი და ერთადერთი სიყვარული იყო.ნოდარს ჩამოართვა,ბუდიდან ამოიღო და ხელი სიყვარულით გადაუსვა,თუმცა მეწყვილემ ტკბობა დიდხანს არ აცალა
-კიდევ არის რაღაც-სურათის ჩარჩო გაუწოდა,მასში კი ის სურათი იყო ჩასმული,კომპიუტერში რომ აჩვენა ნოდარმა-ნიფა ცეცხლაძე მოღუშული ანათებდა ცისფერ თვალებს.
-ეს რაარის?-ლუკამ თვალი აარიდა გამოსახულებას,რომელიც რატომღაც აბნევდა.
-მეგობრები ახლოს უნდა გყავდეს,მტრები უფრო ახლოს-დამრიგებლურად დაუქნია თითი-ამ გოგოს საკუთარ ცოლზე გაცილებით მეტ დროს ვუთმობ,შენც უახლოეს ქალზე მეტად უნდა შეისწავლო. დამიჯერე,ცოტა ხანში ძილშიც კი მოგელანდება.
ლუკამ სურათი მაგიდაზე დადო და შეაცქერდა.
-ლამაზია.
ნოდარს შეშფოთებული ღმუილი აღმოხდა
-თავიდან ის სამიც მასე ფიქრობდა.
-რა მოუვიდა წინა სამს? რატომ გაიქცნენ?-ლუკას ნოდარის ნათქვამი გაახსენდა
-ორი ჩემი ნაპარნიკი იმით შეშინდა,რომ მაგ ქაჯს უდიდესი სანაცნობო წერე აქვს და ბევრ გავლენიან ხალხს იცნობს,რომლებიც,თუ საკმარისად მამაცი არ ხარ,ჩასვრამდე შეგაშინებენ. ერთი კი,ბოლო,შენზე რამდენიმე წლით უფროსი იყო,ისე უყურებდა გოგოს,როგორც სათამაშოს. სულ იმას გაიძახოდა, მაგ ძუკ*ას გამოვიჭერ და მივცემ რაც უნდა,ანუ კაცის ალერსსო .
ნოდარი დადუმდა,თითქოს მოგონებებში გადაეშვა
-მერე რა დაემართა?-ლუკას იმის გაფიქრებაც არ სურდა,რომ წინა მეწყვილემ სურვილი აისრულა,სიბრაზე ერთიანად მოაწვა.
-რამდენიმე კვირის უკან ჩიტებმა ამბავი მოიტანეს,რომ კუდიანი გურიის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა,მეც ვუთხარი ლევანს-აჰა,ასე რომ გინდოდა წადი და მიეალერსე მეთქი. წავიდა,მთელი არსენალი წაიღო თან,რამდენიმე საათი კონტაქტზე იყო,ბოლოს მაშინ დარეკა,სოფელში რომ შედიოდა. იმის მერე კავშირი დავკარგეთ.ღამითაც რომ არ დარეკა,ჯგუფი გავაგზავნე.დილით დააბრუნეს,ტალახში ამოსვრილი და აცახცახებული,თვალებში ისეთი შიში ედგა,მაშინ დავრწმუნდი,რომ ეგ გოგო მართლა კუდიანია.მარტო იმას გაიძახოდა,გზა ამებნა,არაფერი ვიციო. მეორე დღეს გათავისუფლდა და მონასტერში წავიდა,მგონი ახლაც იქაა-დაამთავრა თხრობა სიცილით.
ლუკას თავში უამრავი კითხვა უტრიალებდა,მაგრამ არც ის იცოდა,საიდან დაეწყო.
-როგორ ახერხებს ყოველთვის ასე გამოძრომას?
-ეშმაკი ეხმარება-სერიოზულად თქვა ნოდარმა-თუმცა,არის ლოგიკური ახსნაც-გარეგნობას ხშირად იცვლის,ათასი ყალბი პირადობა აქვს და საშიში ნაცნობობა ჰყავს.მაშინ,გურიაში სოფლის ერთმა მცხოვრებმაც კი არ გათქვა,ყველა ამბობდა,არავინ დაგვინახავსო,არადა ზუსტად ვიცი,იქ იყო.ხალხი ხელს აფარებს,იდიოტების ბრბო.
ლუკა ჩაფიქრდა და კვლავ ნიფას ფოტოს მიაპყრო მზერა,საიდანღაც უნდა დაეწყო და ნელ ნელა გარკვეულიყო ამ უთავბოლო საქმეში,ნოდარს ეტყობოდა,რომ ჯერ ბევრ რამეს არ ეტყოდა.მეწყვილეებს შორის ნდობა ჯერ არ ჩამოყალიბებულიყო,მაკულატურა კი თითქმის არაფრის მომცემი იყო.
-მის მშობლებს უნდა გავესაუბრო-ცეცხლაძეს და გიორგაძეს-დინჯად თქვა ლუკამ
ნოდარს აღელვება დაეტყო.
-ხო,ალბათ კარგი იქნება თუ თავადაც გაივლი ამ გზას,ბევრი რამ უნდა შეიტყო.რაღაცებს ახლავე გეტყვი,რაც მე ვიცი-დასერიოზულდა და თითქოს ორჭოფობდა,ეთქვა თუ არა,ბოლოს გააგრძელა-მშობლებს დღე და ღამ რომელიმე ჩვენიანი უთვალთვალებს,თუმცა ახლოსაც არ გაკარებია ის დემონი. სამაგიეროდ ხშირად ურეკავს და ეჭორავება.
-ლუკა გაკვირვებით წამოიწია-მათი ტელეფონი ისმინება?
-რა თქმა უნდა,მაგრამ საქმეში მაგაზე არაფერია,იმიტომ რომ მაგ გზით არ გაგვიგია-უკმაყოფილოდ უპასუხა ნოდარმა-სადღაც ერთი წლის უკან დამირეკა ნატამ-დედამისმა და ბედნიერმა გამომიცხადა,ნიფამ დარეკა და კარგადააო,გეგონება ბებიამისი ვიყო.მოკლედ,ამ შენ ნიფას დაუბარებია დედასთვის ,ჩემთვის დაერეკა და გადმოეცა ფრიად მნიშვნელოვანი რამ-მიბოდიშებდა და წუხდა შექმნილი ვითარების გამო-ნოდარს ხმა ისე აუთრთოლდა,ეტყობოდა ამის გახსენებაზე ისევ ბრაზობდა-ამის მერე კიდევ რამდენჯერმე დამირეკა ამ ნატამ,ხან რას მიბარებდა მისი შვილი,ხან რას-დაბადების დღეც მომილოცა ორი თვის წინ-ლუკას გაეცინა,თუმცა სასწრაფოდ ჩაახველა და შეეცადა სერიოზული სახე მიეღო.
-ყოველ ჯერზე ვამოწმებდით -მკაცრად გადახედა ნოდარმა-სახლის ტელეფონსაც და ორივეს მობილურს,კომპიუტერებს,ყველანაირი კომუნიკაციის ქსელზე ისხსნენ ჩვენები,მაგრამ შენც არ მომიკვდე.რომ ვამბობ,ალქაჯი და ეშმაკის მოციქულია მეთქი,დამცინიან...
ნოდარს ტირადა ილიამ შეაწყვეტინა,რომელიც დაუკაკუნებლად შემოვარდა
-ნოდარ,ძმაო,ამ ერთხელაც შემეწიე რა-საჩქაროდ მიეჭრა ნოდარს-მანქანები აღარაა და გამოძახებაა,გადაუდებელია თან,მალე თუ არ მივალთ მერე ადვოკატებიც მივლენ და ხოიცი რაც მოხდება,მიდი ძმაო,მათხოვე რაში.
ნოდარმა უკარება ქალივით აწია წარბები და სათვალე ჩამოისკუპა ცხვირზე
-არ გიშველის გოდება,ზარნაძე. ბოლოს მანქანა რომ გათხოვე,ორი დღის შემდეგ მომიყვანე.წადი და სხვა ვინმე გააცურე-ყურსასმენები გაიკეთა და მეტი დამაჯერებლობისათვის ზურგი აქცია ილიას.
-ჯანდაბა,ბებერი მძორი-ილია ლუკას მიუბრუნდა-ლუი,მიშველე რა,ხო ხედავ აქ ყველა უგულოა.ჩემი მანქანა ცოლს ვათხოვე .
ლუკა ამ დროს თავაზიან უარს იტყოდა,თუმცა სანამ რამის გააზრებას მოასწრებდა ,მანამდე წამოსცდა თანხმობა და გასაღებიც მიაწოდა.
რა დაემართა?თავის მანქანას საკუთარ თავს ძლივს ანდობდა,არათუ დილით გაცნობილ თანამშრომელს.მეგობარ გიორგისაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჰქონდა მისი მანქანის ტარების პატივი,ახლა რაღა ეტაკა? თავი დაჰიპნოზებულივით გაიქნია და თითქოს მზერა იგრძნო,რომელიც მაგიდაზე დადგმული ფოტოდან მოდიოდა. ილია მადლობების ძახილით უკანმოუხედავად გავარდა.
რადგან მანქანა მის განკარგულებაში არ იყო,ნიფას მშობთან გასაუბრებაც გადაიდო,საღამომდე ყველა ტომი გადაათვალიერა,თუმცა ახალი ბევრი ვერაფერი გაიგო.ნოდარს იმის მერე ხმა აღარ ამოუღია და მალევე წავიდა “რაღაც საქმეზე” ,საიდანაც კარგა ხანს არ დაბრუნებულა. უძილო ლუკას გაახსენდა,რომ სახლში წასვლის დრო იყო,ილია კი არა და არ ჩანდა. ნომერიც არ იცოდა. გონებაში ათასჯერ გამოლანძღა საკუთარი თავი და გადაწყვიტა ტაქსით წასულიყო და თავის საყვარელ ავტომობილზე ფიქრი როგორმე შეეწყვიტა. ახლადშეძენილი იარაღი სეიფში შედო,თხელი ქურთუკი მოისხა და ოთახში შუქი ჩააქრო. მისი მეორე სამუშაო დღე დასრულდა.
საავტომობილო გზაზე გამოსულმა უკანა ჯიბე მოსინჯა და აღმოაჩინა,რომ კიდევ უფრო სულელი იყო,ვიდრე თავად ეგონა-საფულე მანქანაში დარჩენოდა,მთელი მისი ბიუჯეტი ჯიბეებში ჩარჩენილი ხურდები იყო,რომელიც 60 თეთრს შეადგენდა,სამარშრუტო ტაქსისთვისაც კი არ ეყოფოდა.ერთი პირობა იფიქრა,გიორგის ან ვინმეს დავურეკავო,მაგრამ გადაიფიქრა-ყოველთვის ერჩია,საკუთარი პრობლემა თავადვე მოეგვარებინა.
გაჩერებამდე მივიდა,თებერვლის სუსხი მის თხელ ქურთუკში ატანდა და საყელო აიწია,გვერდით მდგარ შუახნის ქალს მიუბრუნდა
-უკაცრავად,საბურთალოზე აქედან მიდის რამე?-გაჩერებაზე ასვეტილ ეკრანზე მიუთითა,სადაც ავტობუსის ნომრები და განრიგი ეწერა
-მგონი 34 შვილო,მძღოლს კითხე მაინც.
ავტობუსი 12 წუთში მოვიდა და მძღოლმაც ქალის ვარაუდი დაადასტურა. ლუკას უკვე ლოლოები ეკიდა,როდესაც ავტობუსში ავიდა.ხელებზე ორთქლებით დაჯდა სავარძელზე და მოდუნდა. ვარაუდით მიხვდა,რომ დიდხანს მოუწევდა აქ ჯდომა და მგზავრების თვალიერება დაიწყო.
მტირალა ბავშვის და მისი სექსუალური დედის შემდეგ მზერა მძინარე მოხუცზე გადაიტანა,რომელიც მის მოპირდაპირედ იჯდა,იმის უკან,ასევე ავტობუსის სვლის საპირისპიროდ,გოგონა იჯდა,რომელსაც უშველებელი წიგნი აეფარებინა და ჯინტერესით ჩაეყო ცხვირი. წიგნს შავი ,უწარწერო და გაცვეთილი ყდა ჰქონდა,ამიტომ ლუკამ ვერ დაადგინა რა წიგნი იყო და ისევ გოგოზე გადავიდა. გამჭირვალე მინებიანი,სავარაუდოდ საკითხავად გამიზნული სათვალე ლამის ნახევარ სახეს უფარავდა,თბილი შავი ქუდი ჩამოეფხატა ქერად,თითქმის თეთრად შეღებილ თმებზე,რომლებიც მხრებამდე წვდებოდა. გრძელი შავი მოსასხამი და ამავე ფერის შარვალი ეცვა. ის იყო,შემდეგ მგზავრზე უნდა გადადულიყო ლუკა,გოგონამ ჩანთისაკენ რომ წაიღო ხელი და უშველებელი ფანქარი ამოაძვრინა,მერე წიგნი მუხლებზე დაიდო და წიგნში შენიშვნების კეთება დაიწყო.მარცხენა ხელით წერდა,მარჯვენით კი ცხვირს იფხანდა ჩაფიქრებული. ლუკამ სახეზე შეხედა,რომელსაც აქამდე სანახევროდ წიგნი უფარავდა და მოულოდნელობისგან შეირხა-ნიფა? წარმოუდგენელ და გიჟურ აზრად მოეჩვენა ,რომ გოგონა,რომელიც ყველას გერმანიაში ეგონა,მთავარ სამმართველოსთან ახლოს ავტობუსით დაკატაობდა.
-მთელი დღეა მის ფოტოს ვუყურებ,ნოდამა მითხრა ძილში მოგელანდებაო,მაგრამ ალბათ ცხადშიც არაა გამორიცხული-ჩაფიქრდა და მიხვდა,რომ თუ ნაჩქარევ დასკვნებს გამოიტანდა და ადამიანს უმიზეზოდ დააკავებდა ავტობუსში,მისი ახლადგამომცხვარი კარიერა დასამარდებოდა. გადაწყვიტა,გოგონას დაკვირვებოდა და თუ საჭირო გახდებოდა,უკანაც გაჰყოლოდა.ნიფას სახე უკვე სრულყოფილად იცოდა,მაგრამ გოგონას ისევ აეფარებინა უშველებელი წიგნი ,ამიტომ ვერ დააკვირდებოდა.
ტელეფონს ჩააფრინდა და სასწრფოდ ნოდარის ნომერი მოძებნა
-სასწრაფოდ მჭირდება ინფორმაცია,ხომ არ გადმოკვეთა ნიფამ საზღვარი,თუ შეძლებ გაარკვიე-მისწერა იმის იმედით,რომ ნოდარი მოკლეტექსტურ შეტყობინებებთან მწყრალად არ იყო.გოგონას გახედა,წამით თითქოს მოეჩვენა,მიყურებსო მაგრამ ის ისევ წიგნში იყო ჩაფლული.
ტელეფონმა 5წუთში დაიწკარუნა.
“გუშინ დილით,სანამ არ ვკითხავ სასაზღვროს,მანამდე...”მეტი აღარ წაუკითხავს,სწრაფად ახედა გოგოს,მაგრამ მისი ადგილიცარიელი იყო. ავტობუსი შედგა და ლუკა მიხვდა,გაჩერებაზე იყვნენ.წამოდგა და თვალი სამ კარს მოავლო,სულ წინ,მძღოლის გვერდით მდებარე კართან იდგა ნიფა,სათვალე შეეხსნა და მხიარულად უყურებდა ლუკას,მეორე წამს გაღებულ კარში გაუჩინარდა.ლუკა გონს სწრაფად მოეგო,მასთან ახლოს მდებარე კარის დახურვას დაასწრო და თავადაც ჩავიდა უკაცრიელ გაჩერებაზე.გოგონას შავი სილუეტი უკვე ქუჩის მეორე მხარეს მირბოდა.ლუკამ ამოიოხრა და დაედევნა.

ქოშინით ჩამოჯდა რომელიღაც სკვერში ,საათს დახედა 9-ს უჩვენებდა,2 საათი ეძებდა ? უკვე კარგად შეღამებულიყო და ვერც კი შეამჩნია აქამდე,როგორ გაყინვოდა ყველაფერი.გოგონა მაშინვე აორთქლდა,როგორც კი კორპუსებს მიაღწია,მრავალბინიან,ერთმანეთთან მიდგმულ შენობებში ადვილი იყო შეუმჩნევლად გაძრომა,ლუკას ეს ესმოდა,მაგრამ არ ნებდებოდა. 9 საათამდე,მერე მიხვდა,აზრი აღარ ჰქონდა.
გიორგის დაურეკა,რომელიც 10 წუთში გაჩნდა მასთან.
-მეგონა კვდებოდი-გიორგის ხმაში ღიმილი იგრძნობოდა-სხვა პონტში არ დარეკავდი.
ლუკამ,რომელიც თბილ სალონში მოთავსდა, სახე ხელებით მოისრისა
-საშინელი დღე იყო.მგონი თამაზი მომენატრა.
გიორგიმ გადაიხარხარა და მანქანა დაძრა
-ეგ არ უთხრა თორე ისეთი დაღვრემილი დადის ამ დღეებში,შეიძლება მოგიტაცოს და სხვა განყოფილებაში შენაშვების სახელსაც ვეღარ მოიშორებ.
-ათას განყოფილებაში ნათრევი რაღად ვუნდივარ?-აჰყვა ლუკაც.
-წამო სადმე დავლიოთ-შეპარვით ჰკითხა გიორგიმ.იცოდა,ლუკა იშვიათად სვამდა
-ეგ მართლა მჭირდება-ამოიოხრა ლუკამ და მეგობარმაც ყიჟინით დააჩქარა სვლა.
მიუხედავად დაღლილობისა,ძილის სურვილი საერთოდ არ აწუხებსა,ბარში შესულებმა მაშინვე შეუკვეთეს ლუდი ,შემდეგ კი ბრენდი და საჭმელიც მიამატეს.
ლუკას შეგრძნება არ ტოვებდა,რომ ცისფერი,თითქმის ყინულივით გამჭირვალე თვალები უყურებდნენ,ამისგან დაძაბულს გათავისუფლება სურდა და ალკოჰოლს მიეტანა. მალე სხვა მზერა იგრძნო,რომელიც შავ თვალებს ეკუთვნოდა მოპირდაპირე მაგიდიდან. ეშხიანი გოგონა მისთვის თვალმოუშორებლად წამოდგა,აშოლტილი ტანის რხევით მიუახლოვდა ლუკას და მუსიკიც ხმაში ხმამაღლა ჰკითხა
-ვიცეკვოთ? -თამამი ხმა ჰქონდა.
წამოდგა და გოგოს წელზე ხელი მოხვია.უკვე საკმაოდ შემთვრალი იყო
-კი,ოღონდ აქ არა-ავად უპასუხა ლუკამ და გიორგის სწრაფად გახედა.
მეგობარი უსიტყვოდ მიუხვდა და ხელი გაუწოდა,შეხვედრამდეო.ხელში 100 ლარიანი მოეკუჭა. ლუკამ თვალი ჩაუკრა და დაემშვიდობა.

შავგვრემანი უკვე ტაქსიშიც კი მომთხოვნი იყო.ბარძაყზე ხელს უჭერდა ლუკას და თითებს ასრიალებდა,ვნებიან მზერას არ აშორდებდა.
ლუკა უყურებდა მკერდზე,ფეხებზე,ყელზე,ყველგან სახის გარდა.
სახლამდე ძლივს მოითმინა. შავგვრემანი მისაღებში გააშიშვლა,დივანზე გადააწვინა და უკნიდან მიეფერა.ცოტახანს მკერდზე ეფერა,შემდეგ შარვალი გაიხსნა და მის გაუხდელად შეუერთდა ქალის სხეულს. დაბინდულ გონებაში სიამოვნებამ დაისადგურა,მოდუნდა,თვალები დახუჭა. ქალმა კვნესას უმატა,მალე აკივლდა,ლუკა კი სულაც არ ცდილობდა მის დანდობას,რაღაც აკლდა,მთავარი აკლდა. ქალი შემოაბრუნა და თვალებში ჩახედა-შავი,თვალი მოაშორა და დახუჭა-ყინულისფერი,ორივე ერთად .მანამდე მუქარით მომზირალნი ახლა ანცად უყურებდნენ როგორც ჯერი-ტომის. თვალები სხვა დროს შეაშფოთებდა,მაგრამ ამ მომენტში სიამოვნების ახალი ტალღა მოიტანა.რამდენიმე ბიძგიც და ამ თვალებზე თვალსახუჭულმა მომზირალმა გაათავა. მხოლოდ ამის შემდეგ დახედა ქალს,რომელიც გასავათებული,მაგრამ დიდად კმაყოფილი უყურებდა.
საშხაპეში შავგვრემანიც შეჰყვა და გამომწვევად დაუდგა წინ
-შენი სახელი? -ჰკითხა სიცილით და წლის ჭავლს შეუდგა,მკერდი მიაბჯინა მამაკაცს. -აზრი? -გაიფიქრა ლუკამ და თავისი სახელი უთხრა,მკერდი მოუსრისა და ვნების მოწოლა კვლავ იგრძნო.
-მე სოფია-ტუჩებთან უჩურჩულა
-სოფია-თითქოს დააგემოვნა ლუკამ-საწოლში დამელოდე,სოფია.
ქალმა დამჯერი მოსწავლესავით დაუქნია თავი და აბაზანიდან პირსაწმენდი გაიყოლა.
საძინებელში დაბრუნებულ ლუკას ქალი უკვე მოთენთილი და ძილში წასული დახვდა,მაგრამ ცხელი ხელების შეხებამ ის მალე გამოაფხიზლა,წინ კიდევ ბევრი რამ ელოდა.

დილით ზარმა გააღვიძა,უცხო ნომერი ურეკავდა. სწრაფად აიღო
-ლუკა,ძმაო,ილია ვარ-არხეინად ლაპარაკობდა ზარნაძე,თითქოს წინა დღით ლუკას ცალი წინდა ეთხოვა და არა ავტომობილი-გუშინ კაი ხანი დაგვჭირდა ,ვერ გამოვაღწიე,შენი მისამართი მითხარი,მოვალ და სამმართველოში ერთად წავიდეთ,ოქეი?
ლუკამ მისამართი უკარნახა და გათიშა.სოფია წასულიყო,მისი აქ ყოფნა მხოლოდ გაფანტული დამცავი საშუალების გახეული ქაღალდებით დასტურდებოდა.ლუკას თავი უბრუოდა,თუმცა ბახუსს ძლიერად არ გრძნობდა.წამოდგა და სამზარეულოში ყავის გაკეთებას შეუდგა. მშობლებისაგან უკვე კარგა ხანია,განცალკევებით ცხოვრობდა,რაშიც მამამისი გაუპროტესტებლად ეხმარებოდა. გარდერობიდან ერთ-ერთი უბადლოდ გატკიცინებული პერანგი გამოიღო და მზადებას შეუდგა.ილიას მოლოდინში ყავას ზანტად სვამდა,როდესაც ჟურნალების მაგიდაზე გადაკეცილი ქაღალდი შეამჩნია.ალბათ შავგვრემანი დატოვებდა ნომერსო,გაიფიქრა და ქაღალდის ნაგლეჯი აიღო,თუმცა ამ დროს ილიამაც დარეკა და სასწრაფოდ გავიდა სახლიდან. ფურცელი ინსტიქტურად პიჯაკის ჯიბეში ჩაიდო მობილურთან ერთად.
სამსახურში მისულს ერთი აზრი უტრიალებდა-როგორმე ეპოვა გზა,ნიფას კვალს დადგომოდა ,გრძნობდა,მშობლები უნდა ენახა. ნოდართან სწრაფად შევიდა
-გუშინ... -მისალმების გარეშე შეაჩერდა ნოდარი-საიდან მიხვდი?
ლუკამ ამოიოხრა.თავისი ფიასკო უნდა ეღიარებინა
-ავტობუსში ვნახე.სანამ დავრწმუნდი,რომ ის იყო,აორთქლდა.ბევრი ვდიე,მაგრამ-ხელები გაშალა სიცარიელის აღსანიშნავად.
ელოდა ნოდარი აყვირდებოდა,შეშფოთდებოდა,გული შეუღონდებოდა ან მეოთხე სართულიდან გადახტებოდა,მაგრამ მას მსგავსი არაფერი მოუმოქმედებია. უბრალოდ ამოიოხრა და თანაგრძნობით შეხედა
-ყოჩაღ,რომ აღიარე.ალბათ პირველი ხარ,ვინც ეგ ქნა.
-როგორ თუ ვაღიარე?
-ცეცხლაძე წარამარა ყველას თვალში ედება,ერთია ვერავინ იჭერს-მობეზრებით თქვა ნოდარმა-მეც მქონდა მისი ხილვის ბედნიერება,ახალ წელს.
ლუკას თვალები შუბლზე აუვიდა
-ეგ რატომ არ ვიცოდი?-ნოდარზე გაბრაზდა,გამოდის,რომ ნიფაზე არც არაფერს ამბობდა და მხოლოდ მშრალად უყვებოდა მეწყვილეს მცირე დეტალებს.როგორ შეძლებდა ლუკა საქმის არსის გაგებას,თუკი თავად ნოდარი იტყუებოდა?
-უნდა მეთქვა და ვაპირებდი კიდეც-დამნაშავის სახე მიიღო ნოდარმა-უბრალოდ ეს ისეთი სირცხვილია... ამდენი ხანია დავდევ,ის კი თვითონ მომადგა სახლთან,იცოდა,რომ იარაღი მანქანაში დავტოვე და ... წარმოგიდგენია,მისი დაჭერის სურვილიც კი არ მქონდა,ისე მელაპარაკებოდა,გეგონება ჩემი სამივე ბავშვი მაგას მოენათლოს... თავაზიანად მომიკითხა,მომიბოდიშა,ამდენს გაწვალებთო,წარმოგიდგენია,როგორი თავხედია? ათასი ტყუილი მითხრა,დაუჯერებელი ტყუილები,ბოროტებას ვებრძვი და თქვენ ამას ვერ იაზრებთ,არ შემაჩერებდითო.უფროსწორად არ შეეცდებოდითო. ყველა სიტყვა მახსოვს... დამემუქრა კიდეც,მე ვერ დაგიცავთ,თუ თქვენამდეც მოვლენო.იმის მერე ყოველ დღე კოშმარები მესიზმრება-ნიფა ხან ჩემ ცოლს კლავს,ხან შვილებს,ხან მე მიყრის დანას-მშვიდად დაწყებულო საუბარი ნოდარმა ლამის ქვითინით დაამთავრა.ლუკა გახევებული ისმენდა მის გოდებას.
-კი მაგრამ,ვინ მოაღწევსო?
-რა?-შესძახა ნოდარმა
-მან გითხრა ვერ დაგიცავთ,მოაღწევენო,ანუ თვითონ კიარა,სხვები,ვისზე ლაპარაკობდა?
-არ დაუკონკრეტებია...უფრო სწორად,ამის გაგონებაზე გავცეცხლდი და მანქანისაკენ წავედი იარაღისთვის,რა თქმა უნდა,ჩემი ლოდინი არ დაუწყია.ალბათ თავის კრიმინალ მეგობრებზე მეუბნებოდა,საქმეში მარტო ხომ ვერ იქნება.
-და რას საქმიანობს? ანტიკვარევის სიყვარულის მეტი მის ქმედებებში არ იკვეთება,ხო, და მკვდრებიც უყვარს-დაამატა ბოლოს.
-სამაგიეროდ,თავისი უნიკალური ჭკუით ბევრ სხვას ეხმარება-ლუკამ ყურებს არ დაუჯერა,ნოდარმა უნიკალური თქვა?-კანონიერი ქურდები ამას არასდროს აღიარებენ,მაგრამ მათი წვრილი ხელქვეითები საუბრობენ,რომ ნიფას დახმარებით ბევრი საქმე გვარდება,მაგალითად ფულის გათეთრება,ნარკოტიკების გადაზიდვა და ღმერთმა უწყის კიდევ რა!
-ეგენი ვარაუდის დონეზეა
-გამოძიებაც მაგიტომაა და არა სასამართლო სხდომა!-მკაცრად თქვა ნოდარმა-ეგენი დამტკიცებული რომ მქონდეს,ახლა უკვე მსჯავრდებული იქნებოდა და მეც ამომასუბთქებდნენ.
ცოტა ხანს ორივე თავიანთ ფიქრებში იყო წასული
-ცეცხლაძეების ოჯახში წავალ საღამოს-თქვა ლუკამ მტკიცედ და მობილური ამოიღო. ფურცელი,რომელიც მას გადმოჰყვა,ფრიალით დაეცა დაბლა.ლუკამ მივიწყებული ნაგლეჯი აიღო და გაშალა
“აბა დამიჭირე!” ეწერა ზედ. ლუკა მიხვდა,რომ შავგვრემანი ამას არ დაწერდა და ერთიანად წაეკიდა ცეცხლი.
უკვე გაურკვეველი იყო,ვინ ვისზე ნადირობდა.ფურცელი ფრთხილად დაკეცა ,უნდა დარწმუნებულიყო.
საღამომდე ფიქრებში ჩაფლული გამუდმებით ნიფაზე ფიქრობდა.მის ფოტოს შესცქეროდა და დაასკვნა,რომ აქ გოგონა თავს არ გავდა- თვალებოთ ყველაფერს ჭამდა.მაშინ,როდესაც ავტობუსში მისი ნამდვილი მზერა დაინახა,ამ ფოტოს ვეღარ ეგუებოდა. სურათი სანაგვე ურნაში მოისროლა და ნიფას მშობლების სახლისაკენ გაემართა.
მისდა გასაკვირად,კარი მალევე გაუღო 40-ს ცოტა გადაცილებულმა ქალმა,რომელიც თბილად უღიმოდა
-გისმენთ?-ღიმილით მიმართა ნატამ კარში ასვეტილ ლუკას
-მე გამომძიებელი ლუკა ლომიძე გახლავართ,რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენს შვილთან დაკავშირებით მიუგო ლუკამ და საბუთები აჩვენა ქალს,რომელსაც ყურადღება არ მიუქცევია მათთვის,ისე შეიპატიჟა ლუკა
-მობრძანდით,კარგ დროს მოხვედით,ახლა ვაპირებდით ვახშმობას
ლუკა უხერხულად შეიშმუშნა
-ბოდიში შეწუხებისათვის,ბევრ დროს არ წაგართმევთ
-დრო რამდენიც გინდათ,იმდენი გვართვით,ბევრი გვაქვს-სავარაუდოდ სამზარეულოდან სიცილით შემოვიდა კაცი.ლუკა მას შეაჩერდა,აშკარად ნიფას მამა იყო.ნატას თაფლისფერი თმა და თვალები ჰქონდა,მხოლოდ სახის დახვეწილი ნაკვთებით შეიძლებოდა ნიფასთან კავშირის გავლება,ალექსანდრეს კი ნიფა თითქოს სპეცშეკვეთით დაემზადებინა-თვალების ფერი და გამოხედვაც კი ნიფას აგონებდა,კაცის თვალებშიც იგივე იყო-თითქოს მან რაღაც ძალიან სახალისო იცოდა და სხვებს არ უმხელდა,თმა თაგვისფერი ,ალაგ-ალაგ გაჭაღარავებული ჰქონდა.
-ჩემი მომზადებული ლაზანიაც უნდა გასინჯოთ,დაღლილი ჩანხართ-კაცმა კეძი მაგიდაზე დადო და ლუკას მოუბრუნდა ხელგამოწვდილი
-ალექსანდრე ცეცხლაძე
-ლუკა ლომიძე-ხელი შეაგება და გამალებით დაიწყო ფიქრი,თავი როგორ დაეძვრინა. ალექსანდრეს ხელი არ გაუშვია,ისე დაიძრა მაგიდისაკენ და ლუკაც უნებურად უკან მიჰყვა. საბოლოოდ ცეცხლაძეებმა თავისი გატანეს და ლუკა ერთხანს ჩუმად ჭამდა ლაზანიის ნაჭერს.
-რაც მართალია, მართალია,გემრიელია-გაიფიქრა და ხმა ამოიღო
-ნიფა,რატომ ნიფა?-როდესაც კითხვისნიშნიან მზერებს წააწყდა,დაამატა-რატომ დაარქვით ეს სახელი?
გოგონას ხსენებაზე მშობლებს სახე გაუნათდათ
-ეს კითხვა გამომძიებლებს ჯერ არ დაუსვამთ-კმაყოფილმა შეხედა ალექსანდრემ-ნეიფა,იგივე ნიფა ეგვიპტურ მითოლოგიაში ცეცხლოვანი სივრცის ქალემერთია.
ლუკამ მაინც ვერ გაიგო,რატომ უნდა დაარქვა შვილს ცეცხლოვანი ქალღმერთის სახელი
-ნიფნიფი როდესაც დაიბადა-თქვა ღიმილმორეულმა ნატამ-იმ ღამით საავადმყოფოში ცეცხლი გაჩნდა.ავადმყოფები სულ სირბილით გაიყვანეს იქიდან,თუმცა სამშობიარო ფლიგელს არ მოსდებია ცეცხლი და ნიფაც და მეც მშვიდად ვიყავით.
-მანამდე ნატას სხვა სახელი ჰქონდა მოფიქრებული-სიტყვა ჩამოართვა ალექსანდრემ-ლიზა,მაგრამ ამ მოვლენის შემდეგ ორივემ გადავიფიქრეთ,ნიფა ნამდვილად განსაკუთრებულ სახელს იმსახურებდა.
-სახელი ნამდვილად გაამართლა-წამოსცდა ლუკას. ორივე ინტერესით შეაჩერდა. თემა სასწრაფოდ შეცვალა
-ნიფა ხშირად გეკონტაქტებათ? არ უხსენებია მიზეზები,რის გამოც იმალება და ...-სიტყვებს არჩევდა,რატომღაც არ უნდოდა მათი განაწყენება-პოლიციასთან გამოჩენას უფრთხის?
-რა თქმა უნდა-სერიოზულად თქვა ალექსანდრემ-ჩვენ შვილს რაც კი ბრალდება არსებობს,ყველაფერი წაუყენეს. ნიფა კი დამნაშავე არაა,არც გიჟი,ამიტომაც იმალება.
ლუკამ სხვა მხრიდან მიდგომა გადაწყვიტა
-და საქმიანობა,რასაც ის ეწევა?საფლავები,ძველი ნივთები და მათი გაქურდვა,ეს რაში სჭირდება?
-იძულებულია,ისე ვერ გადარჩება-მტკიცედ თქვა ნატამ
-კი მაგრამ,რისგან?
-არ ვიცით-გულწრფელად თქვა ქალმა-მაგრამ რახან ნიფა ამბობს,ესეიგი ასეცაა-ამოიოხრა და გააგრძელა-ნიფა ძალიან მხიარული და გულღია ბავშვი იყო,კარგად სწავლობდა,მეგობრები ჰყავდა და ენერგიის დაუშრეტელი წყარო იყო. 18 წლის რომ გახდა,პირველად მოინდომა ჩვენს გარეშე დასასვენებლად წასვლა,უნივერსიტეტის პირველი კურსი უკვე დახურული ჰქონდა და იქაურ მეგობრებთან ერთად ერთ-ერთი კურსელის სოფელში წავიდა. ყოველდღე გვირეკავდა და გვიყვებოდა ამბებს-სოფელი ყაზბეგთან ახლოსაა,ღვთისხელო-ასე ჰქვია,გვიყვებოდა ეკლესიის ნანგრევებზე,ძველ გამოქვაბულებზე,თამარ მეფის დროინდელ აკლდამებზე-აღფრთოვანებული იყო,ერთ დღეს კი მოულოდნელად დაბრუნდა სახლში,მომწყინდაო გ ამოაცხადა და ხმა აღარ ამოუღია იქაურ ამბებზე. ამის მერე კოშმარები დასჩემდა,ვიცოდით,ყველაფერი იმ სოფელთან იყო კავშირში,მაგრამ არაფერს გვეუბნებოდა,ღამე ყვირილით იღვიძებდა და შეშინებული გვეხუტებოდა-ნატას ხმა აუთრთოლდა,თითქოს ძალა დაკარგაო,გაჩუმდა,მის მაგივრად კი ალექსანდრემ გააგრძელა.
-ვიცოდი,მისტიური ამბები იზიდავდა,ამიტომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნი წამოვუღე-ძველისძველი,მისტიურ არსებებზე ინფორმაციით სავსე,ვიფიქრე,თუკი რამით იყო შეშინებული,ამაზე ინფორმაციის გაგება დახმარებოდა შიშების დაძლევაში. წიგნში დრუდებზე ეწერა-კოშმარების გამომწვევ არსებებზე,მათი დამარცხების სხვადასხვა მეთოდებზე.ეს ნიფას ბრძოლის ხასიათზე მოიყვანდა.ასეც მოხდა-ზაფხულის მთელ დღეებს,როგორც თავად ამბობდა,დამპალი დრუდების განდევნას ახმარებდა-საწოლთან უამრავი თილისმა ჩამოიკიდა,რომლებიც,წარმოდგენა არ მაქვს,საიდან მოიტანა,მაგრამ ეს მას შველოდა-ღამე მშვიდად ეძინა და სიცოცხლის ხალისიც დაუბრუნდა. ერთ დღეს კი,უკვე ზაფხულის მიწურულს,სახლში გადაპარსული თავითა და ხელში თავისი გრძელი,საკრავით დამაგრებული თმით გამოგვეცხადა.მისი თქმით,ასე ახალი დასაბამი მისცა თავის სულს.
-ამის მერე მალევე დააკავებდნენ-ჩაფიქრებულმა თქვა ლუკამ
-დიახ-თავი დაიქნია ნატამ-ნიფა ამის შემდეგ ნამდვილად ძუ მგელს დაემსგავსა,გათავისუფლებული სახლში ცოტა ხნით დაბრუნდა და გვითხრა,რომ ძალიან ვუყვარვართ და როცა შეძლებს,ისევ ჩვენთან იქნება.თუმცა სულ ჩვენთანაა,ახლაც-ცრემლი მოერია.
ლუკა მიხვდა,რომ მეტი კითხვა აღარ უნდა დაესვა.მადლობა გადაუხადა ვახშმისათვის და კარში გასვლამდე ერთი რამ გაახსენდა.
-ნიფას ნაწერს ხომ ვერ მაჩვენებდით?-მიხვდა,რომ სიმართლე უნდა ეთქვა-წერილი მივიღე და მინდა ვიცოდე,მისგანაა თუ არა.
ერთმანეთს გადახედეს და ნატა დინჯად გაემართა ერთ-ერთი ოთახისაკენ,უკან პატარა ბლოკნოტით ხელში დაბრუნდა და ლუკას გაუწოდა-შეგიძლია წაიღო,ვფიქრობ,თუ წერილი მოგწერა,ენდომება ესეც ნახო-უთხრა ღიმილით.
გაკვირვებულმა ლუკამ ბლოკნოტი ჯიბეში ჩაიდო და სწრაფად დაეშვა კიბეებზე.
სახლში მისულმა ბლოკნოტი მაგიდაზე დადო,მაცივართან მივიდა,ბოთლით ცივი წყალი გამოიღო და გამოცალა,შემდეგ ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო,დახრილ წარწერას დახედა-“აბა დამიჭირე” . წარწერა მხიარულად უყურებდა.ჯიბეში საგულდაგულოდ შეინახა ,ქურთუკი სკამზე გადაკიდა და ბლოკნოტს მიუბრუნდა.
პირველ ფურცელზე შავი მელნით გამოეყვანა წარწერა
“უკუღმართის ნოტბლოკი”,მეორე ფურცლიდან კი ერთმანეთთან დაუკავშირებელი წინადადებები იყო გამოყვანილი,როგორც ჩანს,მათ დამწერს ისინი სხვადასხვა წიგნებიდან და გამოთქმებიდან ამოეკრიფა.ლუკამ ზოგიერთი წინადადება ამოიცნო კიდეც.წარწერები თავიდან მხიარული იყო და ზოგიერთი მათგანი ნიფას სათავისოდაც გადაეკეთებინა “კაცის ქონება-ჭკუა-გონება” ,”გაჭირვებულ კაცს ბატარეა აღმართშიც დაუჯდებაო”, “ორშაბათი იწყება შაბათს”, “მაღალი ეფექტურობით არასწორი მიმართულებით მოძრაობას უმოძრაობა სჯობს “, “ჯოხი ახსენე,ძაღლი ხელში დაიჭირეო” და მრავალი უცნაური ამონარიდები, შემდეგ წარწერები თითქოს უფრო სერიოზულდება -“ადამიანს ეძლევა იმედი და იგი მას სათბურივით იყენებს...” “მთელი ჩვენი რეალობა შედგება განუწყვეტელი ბრძოლით მათ შორის ,რაც იყო ნამდვილად და რისი გახსენებაც არ გვინდა” ... ნიფას წარწერები ამბობდნენ,რომ მას იმედი სჭირდებოდა,რაღაცას ებღაუჭებოდა,თითქოს ორ სამყაროს შორის იყო გახლეჩილი და აქედან ერთის დავიწყება სურდა, აქა-იქ წარწერების ნაცვლად უცნაური მონახაზები და ფიგურები იკავებდნენ ფურცლებს,ამ დეპრესიული და გაურკვეველი ნაწილის შემდეგ ერთი ფურცელი მხოლოდ ერთ,მთელ გვერდზე მკვეთრად გაფერადწბულ წარწერას ეკავა “სიმართლე გამოქანებული ტროლივით დამეჯახა!”
ამ წარწერის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ფურცელზე გრძელდებოდა შემოქმედება,რაც ძირითადად მოიცავდა თავად დამწერის შეხედულებებს გაურკვეველი ხალხის მიმართ: “ბოროტები თუ არიან,სადმე კეთილებიც უნდა იყვნენ,მე მათ მოვძებნი” ; “ფამილარი-მგონი მინისტრს ჰყავს,ტელევიზორში ვნახე”, “კარგად დალაგებული გონებისთვის სიკვდილი არაფერია,თუ არა ახალი თავგადასავალი” .
ლუკა იმდენად გაიტაცა წარწერების კითხვამ,დილის 5 საათზე მოეგო გონს. ბევრ რამეს ფიქრობდა ერთად და მისი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებიდან რომლის სჯეროდა,თავადაც არ იცოდა. ნიფას მშობლების მონაყოლს და ამ წარწერებს თუ შეანამებდი,საკმაოდ ლოგიკური გამოდიოდა,რომ იმ ზაფხულს სოფელში დასვენებისას გოგონას რაღაც ისეთი შეემთხვა,რამაც მისი ფსიქიკა შეარყია,მაგრამ მეორე მხრივ ლუკას რატომღაც სჯეროდა,რომ ნიფა სრულიად ჯანმრთელი იყო და გონებაც საღი ჰქონდა. დამდეგ დღეს მის კურსელებს მიაკითხავდა.
დილით სამსახურში არც გასულა,პირდაპირ სახელმწიფო უნივერსიტეტს მიაშურა,არქეოლოგიის ფაკულტეტის დეკანატში სწრაფად გაარკვია სასურველო სტუდენტის ლექციათა განრიგი და კმაყოფილი დაელოდა პირველ საათს,როდესაც ნუცა პაპუას ლექცია უმთავრდებოდა. ფეისბუქზე მოძებნილ სურათს უყურებდა,რომ გოგონა ადვილად ეცნო. 13:05 წუთზე კოლიდორში საუბარში გართული შეამჩნია-გრძელ თმებს წამდაუწუმ მხარსუკან იყრიდა და გრძელ წამწამებს საჭიროზე ხშირად აფახუნებდა. თებერვლის თვისათვის ზედმეტად თხლად ეცბა-ტოპი,მოკლე ქვედაკაბა და ხორცისფერი კოლგოტი.ერთადერთი,რაც მცირე იმედს აჩენდა,მოკლე ტყავის ქურთუკი იყო . ლუკა დინჯად მიუახლოვდა.
-ნუცა თქვენ ხართ?
ვინაიდან გარშემო ბევრი გოგონა იყო,ყველა მას შეაჩერდა.ნუცას სახე შეეფარკლა და კეკლუცურად უპასუხა
-და შენ ვინ ხარ?-ლუკას შავი თვალები,მსხვილი ტუჩები,თლილი ნაკვთები და ძლიერი სხეული ქალებში ყოველთვის დიდ ინტერესს აღვივებდა.
-თუ შეიძლება მარტომ გავაგრძელოთ საუბარი,და გეტყვი-მოკისკისე გოგონათა ურდოს გადახედა ლუკამ
ნუცა უსიტყვოდ გაჰყვა,
კიბეებთან შეჩერდნენ.
-მე გამომძიებელი ლუკა ლომიძე ვარ,ნიფასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა მაქვს-უცბად არეულ გოგონას მიაჩერდა
-ნიფა? ნიას გულისხმობთ? მასე არავინ ეძახდა მშობლებისა და ლექტორების გარდა-თქვა მან და დაამატა-თუმცა მაგ შეშლილზე რაც ვიცოდი,უკვე ყველაფერი ვუამბე გამომძიებლებს.
-შენ უამბე,რომ ნიტას კარგად არ იცნობდი და ერთხელ შენთან იყო სოფელში სხვა კურსელებთან ერთად,საიდანაც შენთვის გაუგებარი მიზეზით მალევე წამოვიდა.სულ ესაა?
გოგონა ჯიქურ ჩააჩერდა თვალებში და თავი დაუქნია-მეტი არაფერი ვიცი
-უცნაურია,მე კი ნიფას დღიური ვიპოვე,სადაც წერს,რა გააკეთეთ შენ და შენმა მეგობრებმა-წარმოდგენა არ ჰქონდა,რატომ ამბობდა ამას,მაგრამ გრძნობდა,რომ ეს სწორი გზა იყო. ნუცა ერთიანად აილეწა,თვალები აუწყლიანდა და გასასვლელისაკენ დაიძრა.ლუკამ გზა გადაუღობა და მკაცრად უთხრა-ხომ იცი,ჯობია შენი ნებით მითხრა,თანაც ნამდვილად გირჩევნია რომ მე მითხრა.სხვა გამოძიებისათვის ხელის შეშლისთვის ან ცრუ ჩვენებისათვის წაგიყენებდა ბრალს,მე-დავფიქრდები მაინც. გოგონა უფრო აკანკალდა შიშისგან,მაგრამ თავს მოერია და თავი დაუქნია
-წამოდი,აქ ვერ ვისაუბრებთ-უთხრა ლუკამ და გასასვლელისკენ შებრუნდა.
უნივერსიტეტთან მდებარე სასადილოსკენ წაიყვანა გოგონა,თან ცდილობდა თავი დაერწმუნებინა,რომ ნიფათი ასეთი შეპყრობილი იმიტომ იყო,რომ ეს მისი პირველი მნიშვნელოვანი საქმე იყო.
სასადილოში ყავა და ჩაი შეუკვეთეს და მათი მოტანის შემდგომ ლუკა დაჟინებით მიაცქერდა მდუმარე ნუცას.
-გისმენ-თქვა ბოლოს,როცა მიხვდა,რომ გოგონა ხმას არ იღებდა
-პირველ კურსს ვხურავდით-ოხრას ამოაყოლა ნუცამ-უკვე ბოლო კვირას ჯგუფელები შევთანხმდით,სადმე ერთად წავსულიყავით,ვარიანტს ბევრი აქტიურად განიხილავდა,ნიას კი არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია,სანამ მე არ ვთქვი,ჩემს სოფელში წავიდეთ,ყაზბეგშია და სახლშიც არავინ იქნება ჩვენს გარდა მეთქი.ნიამ სახელი მკითხა და ღვთისხელო რომ გაიგო,მაშინვე გამოცოცხლდა,მაგას რომ არ მოენდომებინა ძალიან,არ მგონია სხვები დათანხმებულიყვნენ ჩემს წინადადებას. მალევე წავედით,მახსოვს ნიამ ერთი ჩემოდანი ძველი წიგნები წამოიღო,ბიჭებს ათრევინა-გაეცინა ნუცას-დროს საკმაოდ კარგად ვატარებდით,თუმცა ნიასნაირი ბედნიერი არავინ იყო-სხვადასხვა ნანგრევებში დაეხეტებოდა,თხრიდა კიდეც,სახლში ერთხელ ადამიანის ძვალიც კი მოიტანა და გამოაცხადა,მეშვიდე საუკუნისააო.მუზეუმში წაღებას აპირებდა,თავისი ბიძა მუშაობს თუ რაღაც მასეთი... საღამოობით წიგნებში იჯდა და ფეხებზე იკიდებდა ჩვენ თხოვნებს,მოსულიყო და ცოტა დრო ერთად გაგვეტარებინა. განსაკუთრებით რატი ეხვეწებოდა,მგონი მაშინ ნია მოსწონდა,მაგრამ 5წუთით თუ მიიქცევდა მის ყურადღებას. ერთ დილით რატიმ და ნინომ ყველა შეგვყარეს,ნიაც იქ იყო. რატი აღტაცებით განიხილავდა ნინოს იდეას,რომ სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე მთაზე,არა უფრო გორაკზე წავსულიყავით ერთი ღამით,საძილე ტომრებით და რამე,იქ ძველისძველი,ალბათ ქრისტიანობის შემოსვლამდელი ნანგრევები იყო,წარმართული ღმერთისმაგვარი ტიპის-ნუცამ წარბები შეჭმუხნა-ასთაროთის ტაძარივით,თუმცა ეგ რატის შეეშალა,მერე დავგუგლე და სულაც არ იყო წარმართული ღმერთი,დემონის სახელია ეგ-გააჟრჟოლა - ნიას თავიდან ინტერესი დაეტყო,მაგრამ მაგ სახელის ხსენების შემდეგ წარბები შეჭმუხნა,რაღაც არ გავს კარგი ღმერთის სახელსო,თუმცა რატიმ და ნინომ ყველა აგვიყოლიეს და ჩვენც ნია არ მოვასვენეთ,ამ ერთხელ მაინც დაგვითმე დროო.ისიც ბოლოს დაგვთანხმდა და შუადღისით გადავწყვიტეთ წასვლა. სანამ წავიდოდით,ნინომ ჩუმად შეგვკრიბა გოგოები,ნიას გამოკლებით -ლუკა უსიამოვნოდ იშმუშნებოდა,რამდენჯერაც ნუცა გოგონას ნიას ეძახდა,ყურზე უხეშად და მისთვის შეუფერებლად ხვდებოდა-გვითხრა,რომ მაგარი გასართობი მოიფიქრა და უნდა დავხმარებოდით. ინტერნეტში რაღაც ღმერთების გამოძახების რიტუალისთვის მიუგვნია-ქათმის ბუმბულებით და მთელი ამბებით,თქვა,რომ ნიას,რომელიც დღედაღამ ასეთ ადგილებში დაძვრებოდა,ნამდვილ გასართობს აჩვენებდა,მგონი ეჯიბრებოდასავით. ჩვენც დავთანხმდით,არც კი მიფიქრია რომ ნია შეშინდებოდა ან რამე მასეთი,სულ სხვა ტიპი იყო.ბიჭებიც დავიხმარეთ და მეზობლის ერთი საცოდავი ქათამი გავასაღეთ,ბუმბულები და სისხლი იყო საჭირო,კიდევ სანთლები ,სასაფლაოს მიწა და ქალწულის თმა
-ლუკა გაოგნებული უსმენდა,ძალიან უნდოდა ამ ყველაფრისათვის სკეპტიციზმით შეეხედა,თუმცა გაოგნებასა და ინტერესს ვერაფერს უცერხებდა
-სასაფლაო გზად უნდა გაგვევლო,ეგ პრობლემას არ წარმოადგენდა,თმის გაწირვა კი არცერთ გოგოს არ ეპიტნავებოდა.ყველა ისეთი აჟიტირებული იყო... ჩვენი სამზადისის პერიოდში ნია სახლში იყო და თავის ოთახში გამოკეტილი კითხულობდა,საბოლოოდ გადაწყდა ,რომ თმა მისთვის მოგვეჭრა . რატიმ ითავა ეგ ამბავი და უკვე სახლიდან გასვლისას ნიას ჩუმად მიეპარა უკნიდან და თმა მოაჭრა. ნიამ ერთი მაგარი ჩაუთაქა და ეს ბიჭურ სისულელედ ჩათვალა...
საღამოსთვის უკვე ადგილზე ვიყავით,იქაურობა არანაირად არ იყო საშიში,ერთი ჩვეულებრივი შემაღლებული ადგილია ,მოშორებით ტყე იწყება და მდელოზე ყვავილებია მოდებული.
ნანგრევებთან გავშალეთ საძილე ტომრები,წამოღებული საჭმელი და ბევრი სასმელი,ძალიან კარგად ვერთობოდით,ყველა მხიარულად იყო,უკვე კარგად დაღამებულზე ნინომ გვანიშნა დროაო და ჩვენც “ინგრედიენტების” ამოლაგებას შევუდექით,ნინომ კი ნიას ამაყად მოახსენა,რასაც ვაპირებდით. ნია ცხარედ ცდილობდა ჩვენს გადარწმუნებას,გვიმტკიცებდა რაღაცები წავიკითხე და არაფერი წერია ამ ღმერთზეო. რაღაც სხვაშია საქმე და რაც არ იცით,ნუ აკეთებთო.ამაზე სიცილი დავაყარეთ,მშიშარა დაუძახეს. ისიც დადუმდა და გულხელდაკრეფილი მოგვაჩერდა-თქვენ რაც გინდათ ის ქენით,მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებო და მოშორებით დადგა. ნინო ტელეფონში იჭყიტებოდა და ყველაფერს ინსტრუქციის მიხედვით ასრულებდა-ცეცხლი დავანთეთ,ფიალაში ქათმის სისხლი გადავასხით და ბუმბულები ცეცხლზე დავყარეთ,საზიზღარი სუნი იდგა.სანთლები დავანთეთ და გარშემო შემოვალაგეთ,ნიავიც კი არ იძვროდა,ყველაფერი ხელს. გვიწყობდა თითქოს... ბოლოს ნინომ ბორძიკით ამოიკითხა რაღაც შელოცვა,20 ჯერ მაინც სცადა,სანამ გამართულად წაიკითხავდა და ცეცხლზე ნიას თმები დაყარა. ამის შემდეგ ცოტა აირია სიტუაცია... ყველა სანთელი ჩაქრა,ერთბაშად... ვიცი სისულელეს ვამბობ,ალბათ დამთხვევაც იყო,არ გეგონოს მასეთების მჯერა ან რამე...მაგრამ ნია თითქოს ძალიან შეაშინა ამან... თითქოს კიარა,კივილი მორთო,გეგონება მართლა ის ვიღაც ასთაროთი დაინახაო... მის დამშვიდებას შევეცადეთ,მაგრამ აიტეხა,სახლში უნდა წავიდეო,შუაღამე იყო,სასაფლაოებზე სიარული არავის ეპიტნავებოდა,ნიასნაირად არავინ იყო შეშინებული და ვეჩხუბეთ კიდეც ,ასეთი ისტერიკების მოწყობისთვის. ამან უფრო გააბრაზა,თავის ჩანთას ხელი დაავლო და სახლის გზას დაადგა. რატი დაედევნა,გამოგყვებიო მაგრამ ნია გამწარებული უკიოდა,ფეხი არ გამოადგა,თორემ აგკუწავო. რატის ყველაზე მეტად მოხვდა,მაგან მოაჭრა თმა და ნიაც რა თქმა უნდა მიხვდა ბოლოს,რისთვისაც მოაჭრა. ბოლოს წავიდა... ცოტა ხანში რატიმ ვეღარ მოითმინა და უკან გაჰყვა,მაგრამ როგორც მერე თქვა,ნია სახლამდე არ უნახავს,ალბათ იმიტომ,რომ რატი სასაფლაოს მოერიდა,ნია კი იმ გზით წავიდოდა.
ლუკას კითხვები ერეოდა თავში
-იმ ღამით სხვა არაფერი მომხდარა? ნიფა მშვიდობით მივიდა სახლამდე?
-ჩვენ არაფერი გაგვიგია,მთელი ღამე გავათენეთ საუბარში,დაძინება არცერთს გვიფიქრია,ტელეფონი არ იჭერდა და ვერც ნიას დავურეკავდით,ვერც-რატის. ბოლოს უკვე სიცილით ვიხსენებდით ნიას გაგიჟებას და თავს ვიმშვიდებდით ,რომ რატი მალე დაეწეოდა და ორივე ერთად მივიდოდა სახლში.
-მაგრამ რატის ის არ უნახავს სახლამდე-თქვა ლუკამ
-მეტიც,სახლში მისულს ნია არ დახვდა,დილით მოგვიყვა უკან დაბრუნებულებს,ნია გამთენიისას მოვიდაო.თავად მთელი ღამე ეძებდა,ეძახდა მაგრამ ვერაფერი... დაბრუნებული ნია თურმე ერთიანად გაწეწილი და აკანკალებული იყო.რატისთვის სიტყვაც არ უთქვამს,ისე ჩააბარგა თავისი ნივთები და ჩვენს დაბრუნებამდე წავიდა თბილისში...
-სულ ესაა? ნიფა შემდეგ აღარ გინახავს?
-როგორ არა,ერთი წელი ისევ დადიოდა უნივერსიტეტში,მაგრამ ძალიან იშვიათად,სწავლას მოუკლო და ძირითადად მხოლოდ გამოცდებზე მოდიოდა. სიმართლე გითხრა,ყაზბეგიდან დაბრუნებულებმა,დანარჩენებმაც შევწყვიტეთ კავშირი... იმ ღამის მერე სასწაული კოშმარები დამჩემდა... დაახლოებით ნახევარი წელი ყოველი ღამე საშინელი იყო... ალბათ ქვეცნობიერში დამელექა ეს რიტუალი და მერე მოძიებული ინფორმაცია. მგონი სხვებსაც იგივე სჭირდათ,რადგან ყველა უხალისოდ გამოიყურებოდა,საუბარსაც თავს არიდებდნენ,ორი ბავშვი საერთოდ გადავიდა უნიდან,ახლაც არ ვიცი,სად არიან.
-კოშმარებში რას ხედავდი?-წამოსცდა ლუკას და გაკვირვებულ ნუცას მიაჩერდა
გოგონას აშკარად უჭირდა ენის მობრუნება
-არაუშავს,რაც არ უნდა იყოს,არ შეგრცხვეს-გაამხნევა ლუკამ
-სხვადასხვა არსებებს... იცი ცოტა რთულია ახნა,საიდან მოიგონა ჩემმა ტვინმა ასეთი რამეები,მაგრამ... ხშირად ვხედავდი გამხდარ,შიშველ,საშინლად მახინჯ კაცს...ხელში გველი ეჭირა... მგონი რაღაც მახინჯი ფრთებიც ჰქონდა... ყველა სიზმარში ჩემსკენ მოდიოდა და რაღაცებს მპირდებოდა... სხვა არსებებიც ბლომად იყო-ნერვიულად გაიცინა ნუცამ-რაც კი საშინელებათა ფილმები მინახავს,ყველა ერთად შეიკრიბა.
ლუკა ერთხანს ჩუმად იყო,მოსმენილის გააზრებას ცდილობდა,შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო,ნუცას სწრაფად დაემშვიდობა,ანგარიში გადაიხადა და მანქანისკენ გაეშურა. მანქანის გვერდითა სავარძლიდან ნიფას ბლოკნოტი აიღო,ცოტა ხანს ეძება და ბოლოს მიაგნო-ნიფას მიერ დახარული გამხდარი,უსახო კაცი.დრაკონისმაგვარი ფრთები ჰქონდა,შემდეგ თითქოს მიემატებინათ კიდევ ორი ფრინველის ფრთა.ხელში დაკლაკნილი ქვეწარმავალი ეჭირა.ლუკას ცივმა ოფლმა წამოასხა.
-შეუძლებელია!-დაიჩურჩულა და თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო.
მთელი დღე დაცარიელებული თავით დადიოდა.ეცადა,კვლავ რამე ხელჩასაჭიდი ეპოვა,მაგრამ ფიქრევს თავს ვერ უყრიდა. სამმართველოში ყურყუტის შენდეგ მიხვდა,რომ მისი გონება გადატვირთვას საჭიროებდა,ამიტომ სპორტდარბაზს მიაშურა. 2 საათიანი გამალებული ვარჯიშის შემდეგ ფიზიკურმა შრომამ ფიქრებს უკან დახევა აიძულა. სხეული საერთოდ არ დაღლოდა,მაგრამ სასიამოვნოდ გაბუჟებოდა და გრძნობდა,ბოლო დღეების განმავლობაში პირველად გემრიელად და სრულყოფილად დაიძინებდა. 10 საათზე სახლში მისულს მაშინვე ჩაეძინა.

(2) ოდისეა

-კუდიანი კვლავ ცოცხს მოაჯდა- მოღუშულმა ამცნო დილით ნოდარმა-ევროპოლიციის ანგარიში მოვიდა,წუხელ იყო ოსლოს აეროპორტში,თუმცა,რა თქმა უნდა,მალევე აორთქლდა და მეტი არაფერი იციან.მაგ გოგოსთან შედარებით სააკაშვილი მოგონებაა.
-ოსლოში რა შეიძლება უნდოდეს?
-გერმანიაში რამდენიმე დღის უკან ვიღაც კაცი გააცურა,სასტუმროს ნომრიდან პირდაპირ ცხვირწინ აწაპნა რაღაც ბეჭედი-შუბლი მოისრისა ნოდარმა-ალბათ ოსლოშიც რამე მასეთი უნდა-ყვავის ანტიკვარული გამხმარი ფეხი ან ვიკინგების დროინდელი ბროშკა,ერთი ვიცი-იქიდან ხელცარილი არ დაბრუნდება.ნორვეგიელებს კი გავუგზავნე რაღაც შეტყობინებასავით,გავაფრთხილეთ მარა მგონი სულ ფეხზე დაიკიდეს. ქართველებზე უკვე რეაქია აღარ აქვთ.
ლუკამ გაიფიქრა,რომ ნოდარი უკვე თავადვე იყო დაღლილი და საქმეს მონდომებით აღარ უყურებდა,იგი თითქოს დანებებოდა გოგონას ეშმაკთან თანამშრომლობის იდეას.თავად უნდა შემოებრუნებინა საქმე,თორემ ნოდართან ერთად უსასრულოდ მოუწევდა წრეზე სიარული.
იმ დღეს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დარეკა,გოგონას სურათი,აღწერილობა,სავარაუდო ჩაცმის სტილი-ყველაფერი თავიდან გაუმეორა მორიგეებს,მკაცრად გააფრთილა,რომ ყველა თანამშრომელისთვის აეხსნათ საქმის მნიშვნელობა და ყველა მიახლოვებული ასაკის გოგონა გულდასმით შეემოწმებინათ,მისი სურათები კი გამოსაჩენ ადგილას გამოეკრათ.თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში მეორე დღეს თავად მივიდა. იგივე დარიგებები თანამშრომლებს პირადად მისცა,მთელი მონდომებით უხსნიდა,რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ ვერ დააკავებდნენ,დროულად მაინც ეცნობებინათ მისი ქვეყანაში შემოსვლა.დაცვის თანამშრომლებთან გაცილებით მეტ ხანს შეყოვნდა. თბილისში,თავის ბინაში ღამის ორ საათზე დაბრუნდა და მაშინვე უსიზმრო ძილში გადაეშვა.
თითქოს ნიფამ ზუსტად ამოიცნო მისი გეგმებიო,დღეები ისე გადიოდა,მასზე არანაირი ცნობა,არავითარი ინფორმაცია არ მოდიოდა. ნოდარიც კი ბედნიერად იღიმებოდა,იქნებ ეს საქმე არქივში ამატანინონ და ბედნიერად ცხოვრების ნება მონცენო,ლუკას კი ყველაზე მეტად ამის ეშინოდა.
უნებურად ყინულისფერ თვალებს ევედრებოდა,რომ დაბრუნებულიყვნენ. გრძნობდა,თუ ამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანდა,მთელი ცხოვრება მოეწამლებოდა.
მარტის დღეები უაზრო ძიებაში გადიოდა,რამდენიმე სხვა გამომძიებელს დაეხმარა ლუკა,ერთი სხვა საქმეც დააწერეს,მაგრამ გახარებულ ნოდარს გადაულოცა და კვლავ ნიფას ტომებში იქექებოდა.
ერთ,უჩვეულოდ მზიან და თბილ დილას სახლიდან გამოსულმა ლუკამ კარის სახელურში გაჩხერილი ბარათი შეამჩნია.
ბარათის ერთ მხარეს ოკეანესთან გაშენებული ქალაქის ფოტო იყო გამოსახული, ლათინური ასოები “Capri” იუწყებოდა,რომ ეს იტალიის ერთ-ერთი ცნობილი კუნძულის ფოტო იყო,ბარათის მეორე მხარეს კი ქართულად გაკეთებული დამრეცად დაწერილი წარწერა იყო.ლუკას გული შეუფრთხიალდა,როგორც იქნა! თითქოს მონატრებოდა რაღაც ან ვიღაც.
“ეს ის კუნძულია,რომლიდანაც ოდისევსს ნოზები უხმობდნენ” იუწყებოდა ნიფას წარწერა.
ლუკა სიხარულით გაბრუვდა. ყველა ეჭვი ,რაც მას ჰქონდა ,მართლდებოდა-ნიფა არ გაჩერდებოდა,მას კიდევ უამრავი უცნაური რამ ჰქონდა ჩასადენი და რაც მთავარია,გოგონა ლუკას იცნობდა. რატომ დააინტერესა ლუკამ ასე ძალიან ან რატომ ენდობოდა მას,ვერ გაეგო,მაგრამ მეორე მხრივ ფიქრობდა,რომ ნიფა სულაც არ ენდობოდა,არამედ ეთამაშებოდა.მთავარი კი მაინც სხვა რამ იყო-გოგონა გამოჩნდა! ლუკამ წარმატებით დააიგნორა გონების სიღრმეში გაჩენილი აზრი,რომ მას ნიფას დაჭერა კი არა,მის კვალში ყოფნა უნდოდა.მას შემდეგ,რაც ეს საქმე მასთან აღმოჩნდა,ლუკას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და თითქოს მანაც დაინახა,რა უღიმღამო იყო ყველაფერი ადრე.
-ოდისევსს ნოზები უხმობდნენ,ეს რას ნიშნავს-ფიქრობდა სამსახურში მიმავალი.რგორც კი კაბინეტში შევიდა,მაშინვე მიუჯდა კომპიუტერს და ოდისევსზე ინფორმაციის მოძიებას შეუდგა. ჰომეროსის “ ოდისეაზე” და ტროას ომზე სმენოდა,თუმცა წაკითხული არ ჰქონდა და წვრილმანებიც არ იცოდა. რატომღაც გული უგრძნობდა,რომ ნიფა ოდისევსს ლუკას პროტოტიპად იყენებდა,ხოლო ნოზს-თავისად.ის მომენტი აინტერესებდა,სადაც ნოზების სიმღერა იყო აღწერილი,მაგრამ ვებ-გვერდებზე ძირითადად ოდისევსის დახასიათებებს აწყდებოდა.
“მითოლოგიუეი ოდისევსი ღმერთის-ჰერმესის შთამომავალი იყო,ამ ღმერთისაგან მიიღო მან მემკვიდრეობით გონება,მოხერხებულობა და პრაკტიკულობა”.... “მთავარი ისაა რომ ოდისევსი მთავარ ადგილზე აყენებს გონიერებას და არა მხეცურ ძალას” -ოდისევსის თვისებებში ,სხვა მითოლოგიური პერსონაჟებისგან განსხვავებით,მის ფიზიკურ ძალაზე მეტად გამოკვეთილი იყო სიბრძნე და სიეშმაკე.-ესეც ასე,ესეიგი ნიფა მომიწოდებს,რომ მხეცური ძალა გვერდით გადავდო და ოდისევსივით მოვიქცე?-გონებაში სვამს კითხვას ლუკა.
ბოლოს,თითქმის მთლიანი “ოდისეის” ნაწყვეტ-ნაწყვეტ წაკითხვის შემდეგ აწყდება ნოზებსაც:
“მუზების შვილებმა, ნოზებმა მათი დედებისგან მიიღეს სიმღერისა და დაკვრის საოცარი ნიჭი.

მათი დაკვრა და გალობა ხიბლავდა და აჯადოებდა,იზიდავდა მსმენელებს.

მოხიბლულები ცვიოდნენ ამ მონსტრების კლანჭებში და ეს მონსტრები ჭამდნენ მათი გალობითა და დაკვრით მონუსხულებს.

მაგრამ გონიერმა ოდისევსმა ცვილით დაუცო ყურები კომპანიონებს. თვითონ ის მისივე თხოვნით მიაბეს გემის ანძაზე და ასე გადაურჩნენ ოდისევსი და მისი ამხანაგები მაცდური მონსტრი ნოზების ხიბლს.

ოდისევსმა მოისმინა მონსტრი ნოზების საოცარი გალობა ისე,რომ არ ჩაუვარდა კლანჭებში მათ.”
ლუკა მთელი საათი ფიქრობდა
-თუკი ნოზში ნიფა თავის თავს გულისხმობს,რა გამოდის,მაფრთხილებს,რომ იგი მონსტრია და მისგან თავი შორს დავიჭირო? -ეს იდეა სწრაფადვე უარყო,გოგონასი უკვე საკმაოდ ესმოდა,რომ მიმხვდარიყო-ასეთ უაზრობას არ გამოაგზავნიდა. ოდისევსი ჭკვიანია-ეს ერთი-თავიდან დაიწყო ლუკამ
ნოზი-მაცდური . ხაფანგში ითრევს,მაგრამ თუკი თავად სურს ლუკას ხაფანგში გაბმა,ამაზე ხომ აღარ გააფრთხილებდა.
“ოდისევსმა მოისმინა ნოზების საოცარი გალობა ისე,რომ არ ჩაუვარდა კლანჭებში მათ”
მისი სიმღერა უნდა მოვისმინო,მაგრამ მის ახლოს ხაფანგია?-ეს აზრი სარწმუნოდ ეჩვენა და ჩაებღაუჭა- თუკი ვერ მივალ,მაშინ ისეთი საშუალება უნდა იყოს,შორიდან რომ ვუსმინო მას-თავი ანძაზე მივიბა და ვუსმინო-თვითონაც ვერ გაეგო,ამას სერიოზულად ფიქრობდა თუ არა.
ახალი კითხვები გაუჩნდა.რახან გოგონა მითოლოგიური ქარაგმებით ელაპარაკებოდა,სხვა გზა არ ჰქონდა,მეტად უნდა განათლებულიყო ამ საკითხში.
საძიებო სისტემაში ახლა მხოლოდ ნოზები ჩაწერა.
“ყველაფერი მითიური არსებების შესახებ”, “ გოგონათა გუნდი ნოზებივით მღერის” , “მუზის ქალიშვილები” და სხვა ათასნაირ სტატიას დაუყვა.ის იყო,უკვე ხელი უნდა ჩაექნია,ძიების შედეგების მეოთხე გვერზე შემდეგი სათაური დაინახა “ როგორ მოვძებნოთ ნოზები ან დავეკონტაქტოთ მათ”-ზუსტად ისაა რაც მე მჭირდება-გაკვირვებულმა წაიბურტყუნა და დააკლიკა.
სტატია ძალიან მოკლე იყო,უმოკლესი,ავტორს ერთადერთი წინადადება დაეწერა “ სულ მალე ის თავად მოგძებნით თქვენ” . ერთი წამი იფიქრა,რომ მოეჩვენა ,მეორე წამს რომ უბრალო დამთხვევა ,მესამე წამს კი სტატიის თარიღს და ავტორის სახელს ახედა-2018 წლის 13 მარტი,ნეიფა.
ხმამაღლა შეიკურთხა,გონსმოსულმა კი ნოდარს გახედა,რომელიც წარბაწეული უყურებდა. შეეცადა აღელვება არ დატყობოდა ,სტატიის ლინკი თავის ტელეფონში გააგზავნა,საიტის ისტორია წაშალა და საპირპარეშოს მიაშურა.ერთი ორჯერ ცივი წყალი შეისხა და სარკეში ჩაიხედა-ეს გოგო უკვე ჭკვიდან შლიდა.უკვე მზად იყო,ნოდარის ნათქვამი დაეჯერებინა ეშმაკის მოციქულობაზე,რომ საღმა აზრმა აჯობა-სრულიად მარტივი იყო საიტის გაკეთება და მასზე კონკრეტული ინფორმაციის მოთავსება. თუკი ნიფა მიხვდებოდა ( და ამის მიხვედრას რა უნდოდა),რა კითხვები გაუჩნდებოდა ლუკას მისი ბარათის მიღების შემდეგ,სულ ადვილად შეეძლო გაეთვალა,რომ ინტერნეტში მოიძიებდა ამას და სტატიის სათაურიც დააინტერესებდა.
-სულ არ არის პარადოქსი-საკუთარ თავს შეუძახა სარკეში-თქვა,რომ დამიკავშირდება,ესეიგი მას უნდა ველოდო.
როგორც წესი,იარაღს სეიფში ტოვებდა,ბორკილებს-მანქანაში. ახლა ორივე ქამარზე ჩამოიკიდა და სახლისაკენ გაემართა. ერთი სული ჰქონდა,გოგონა როგორმე მოეხელთებინა და მისგან პასუხები მიეღო.
სახლში მთელი საღამო მოუსვენრად მიმოდიოდა.ერთი საათი ივარჯიშა კიდეც გულის გადასაყოლებლად,სტეიკი გაიკეთა და ჭურჭლის დარეცხვას აპირებდა,როდესაც მისაღებში მდგარ ტელევიზორს მოჰკრა თვალი-ჩართული იყო და გაურკვეველ,ძალიან არეულ გამოსახულებებს აჩვენებდა.თავად კი კარგად ახსოვდა,რომ ტელევიზორი სახლში მოსვლის შემდეგ არ ჩაურთავს და მანამდეც გამორთული იყო.ფრთხილად დაიძრა მისაღებისკენ,ქამრიდან გამზადებული იარაღი ამოიღო და სახლის ყოველი კუნჭული შეამოწმა.ყველაფერი წესრიგში იყო.მისაღებს მიუბრუნდა,ის იყო უბნდა ეღიარებინა,ნერვების ბრალიაო,ტელევიზორიდან შხრიალთან ერთად გოგონას ხმა მისწვდა
-ხომ ამბობდი იმუშავებსო? ახლა არ მითხრა,რონ ოსლოში ამდენი ხანი ტყუილად ვიყურყუტე იმ...-შხრიალმა ხმა გადაფარა,თუმცა მალევე უფრო დაიწმინდა. გახევებულ ლუკას მეორე ადამიანის ხმა მოესმა
-უნდა ესმოდეს,შეიძლება ვერ გვხედავს,მაგრამ უნდა ესმოდეს-წრიპინებდა ვიღაც-ეგ შენი ნორვეგიელი ტყის მცველი კი ეტყობა მთლად სუფთასისხლიანი არ იყო-დაამატა უკმაყოფილოდ,ლუკამ ივარაუდა,რომ მეორე,წრიპინა ხმა კაცს ეკუთვნოდა,სავარაუდოდ ხანშიშესულს.
-ესმის რო? -გოგონამ ხმას აუმაღლა-ლუკააა,გესმის?
ლუკა შეხტა და მიმოიხედა. პარანიოკივით აკვირდებოდა ყველაფერს,თითქოს ვიმნეს აღმოაჩენდა.ფიქრობდა,ვინ შეიძლებოდა გახუმრებოდა ასე. ნახევარ წუთში სუნთქვა დაარეგულირა,იარაღი ჩაბღუჯა,რომლის ცივმა მეტალმაც დაამშვიდა,ტელევიზორში გოგონა ისევ მეორე ხმას მიმართავდა
-სულ დაკარგე ფორმა, ზუკო,აბა ეს რა არის? ამაში მოგეცი ორმოცდაათი ცალი დემნთელი? არადა ლუკა ლომიძეს უნდა ველაპარაკო,ნელ-ნელა უნდა შევამზადო...
-ვერაფერი გამიგია-ამოიკრუსუნა ზუკოდ წოდებულმა-შეიძლება გამოსახულება ვერ გამომსვლოდა მთლად კარგად,მაგრამ ხმა...
-გამოსახულება ვითომ რატომ არა?-მომთხოვნად ჰკითხა გოგონამ
-ძვირფასო,ფეის-თაიმი კი არაა ,როცა გინდა,სადაც გინდა ანარეკლი გაუშვა.ეგ ძლიერ ინგრედიენტებს და მაგს მოითხოვს,მე ჯერ ვსწავლობ...
-აჰა,120 წელია ხო?
-მარკუს პირველი 935 წელი იყო მოწაფე!
-კარგი,კარგი-მოლბა გოგონა-და ხმა რაღატო არაა?
-შეიძლება ჩვენი ხმა მიდის,მაგრამ სახლში თუ არაა,რანაირად გაგვცემს იქედან პასუხს...
-არადა ,მეგონა მიხვდებოდა .რა გაეწყობა,მაშინ უნდა შევწყვიტოთ და მერე გავაგრძელებთ,იცოდე ის 50 დენ...
-სახლში ვარ-დაიქუხა ლუკამ და თავადაც გაუკვირდა,ასე მხნედ როგორ გამოუვიდა.
რამდენიმე წამს ეკრანში მყოფი ხმები დუმდნენ,ბოლოს ზუკომ ამოიღო ხმა:
-თავს იფასებდი მერე თუ რა ხდება?-თქვა ბურტყუნით
-კარგი ზუკო მოიცა,ლუკა შენ ხარ?-გაისმა გოგონას გახარებული ხნა
-დიახ-თქვა ლუკამ და ეცადა არ ეფიქრა იმაზე,რომ ტელევიზორს ელაპარაკებოდა
-მე ნიფა,სასიამოვნოა.
ლუკას ძარღვები დაებერა
-ბევრი დრო არ გვაქვს,ამიტომ ვეცდები,მოკლედ გითხრა. საქართველოში ვარ,მაგრამ არ მომძებნო,ძალიან სახიფათოა,ასევე,მიხარია შენ რომ დაგნიშნეს,რადგან ნოდარს ვერაფერს ვაგნებინებ და იმათ ხო საერთოდ... მისმენ?-დაწმუნდა და განაგრძო-ძალიან მინდა შენი ნახვა,ვგრძნობ,რომ უნდა მოგიყვე რაღაცები,მაგრამ ახლა ვერა... ცოტა არეული დროა. დაიმახსოვრე,არ დაიჯერო ყველაფერი რასაც დაინახავ და დაიჯერე ის,რასაც შეიძლება ვერ ხედავდე. ისინი შენთანაც მოვლენ,ჩემს ნოტბლოკში ვინც არიან ,ღამე ,მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები,დაგეხმარო.დამპალ დრუდებს კარგად ვიცნობ... იცი,რატომღაც ყველა შენ დაგტრიალებს ამ ბოლო დროს,კეთილიც და ბოროტიც... ვერ გამიგია,რატომ შენ,მაგრამ ახლა მთავარი ისაა,რომ არ შეგეშინდეს,გპირდები,ყველა შენ კითხვას ვუპასუხებ . ეცადე ეს დღეები მარტო არ დარჩე,მშობლებთან წადი. სიყვარული და სითბო დაგეხმარება. ლუკა? -ისევ დაეჭვდა ,უსმენდა თუ არა
-კი,აქ ვარ-ხმა ჩახლეჩოდა ლუკას.ნიფა!გოგონას უჩვეულო ხმა ჰქონდა,თითქოს გიზიდავდა,გათბობდა და გარწმუნებდა,რომ მასთანს სიმყუდროვე და სიყვარული გელოდებოდა.ლუკას სურვილი გაუჩნდა,თავადაც ტელევიზორში შეეღწია,რომ ნიფასთან ყოფილიყო,მაგრამ გაბრუებული თავი სწრაფად გაიქნია,ოდისევსი და ნოზები ამოუტივტივდა გონებაში.
-როდის შევძლებ შენს ნახვას?გოგონას მოეხერხებინა და უშუალო,ძველი მეგობრების მაგავსი მუხტი გაეჩინა საუბარში.
-მაგას მერე შეგატყობინებ,გპირდები,ასე აღარ გავწელავ,მაგრამ ნელ ნელა უნდა გაიგო რაღაცები,თორემ შეიძლება გარეკო... ყველაფერი გახსოვს,რაც გითხარი?
-ლუკამ თავი დაიქნია და მერე მიხვდა,რომ ვერ დაინახავდა-კი დაამატა სასწრაფოდ-ეგ არ ნიშნავს რომ შევასრულებ,მაგრამ მახსოვს
-უფ-ჩაიფრუტუნა გოგომ -კაცები.თავადვე გაგახსენდება ყველაფერი,როცა დაგჭირდება-დაჰპირდა ბოლოს-ერთი რამ მაინც დამიჯერე.შენ სახლში მაშინ, შავგვრემანი რომ გყავდა-მრავალმნიშვნელოვნად ჩაახველა-კარი ღია დაგრჩა და მეც შემოვედი. ისე იყავით გართულები,მოკლედ თავიდანვე,ავტობუსში დავინახე როგორ დაგტრიალებდა ერთი იმათიანი ,ხოდა მასე ვერ დაგტოვებდი,გაგაწამებდნენ.იმ დღეს რამე დაბნეულობას იგრძნობდი-მაგათი ბრალია,პარკი ერთი თუ გადაგეკიდა,მთელი დღეები გამოქლიავებული ივლი,მოკლედ სახლამდე გამოგყევი და ის წვინტლიანი მოვიშორე,მარა მივხვდი ასე ადვილად არ მოგეშვებოდა და ქურთუკში თილისმა ჩაგიდე. დრუდების გასადევნიც მანდ დავდე,მაგიდის ქვემოთ რომ ჟურნალებია,ერთ-ერთში დავმალე. თუ დრუდები მოვლენ სიზმარში და მე მგონია,რომ მოვლენ,შეიძლება სიშორის გამო ვერ დავახვევინო,ამიტომაც გაითვალისწინე და მშვიდი ძილისთვის ბალიშის ქვეშ დაიდე. ვიცი,კუდიანივით ვლაპარაკობ,მაგრამ შენც კარგად ხედავ,სამყაროში ზოგი რამ ისე არ მუშაობს,როგორც ამტკიცებენ. დემონები დიდად ვერაფერს დაგიშავებენ,ისევ ადამიანებს უნდა ვერიდოთ-დააბოლოვა ფიქრიანად-ევა საჯაიას არ ენდო,ვფიქრობ ეგეც მოინდომებს შენთან დაახლოვებას. მაგისი ფამილარი კიდევ სათოფეზე არ მიიკარო,ან თუ გაიკარებ ტყვია დააჭედე,დიდად დამავალებ...
-ბოდიში,მაგრამ შენი ლაპარაკიდან ნახევრის მნიშვნელობაც არ ვიცი,ნიფა-მშვიდად მიუგო ლუკამ-ან უნდა ამიხსნა,ან ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე წავალთ ორივე.
-აჰ,ხო-ნერვიულად თქვა ნიფამ-შენ ჯერ კიდევ იმდენი რამ არ იცი,ფაქტრობრივად მაგლივით ხარ! მოკლედ,ჩემს წიგნაკში რაც წერია,ყურადღებით წაიკითხე და რასაც ვერ გაიგებ,ინტერნეტში მოიძიე...-ამ დროს მეორე ხმა გაისმა,რომელიც დუდღუნებდა,მთელი საღამო თუ გინდოდა,ასი დემნთელი მაინც უნდა მოგეცაო.
-...რაც მთავარია,ფამილარი! ევას ფამილარი მისი კატაა,მაგაზე საზიზღარი არსება უბრალოდ ... -გოგონამ ჩაისუნთქა-ეგ კატა ასწავლის მაგ ქალს ყველაფერს,როგორ რა რიტუალი უნდა გააკეთოს,რა მოიძიოს,ვის როგორ დამართოს კიბო და ა.შ. არ მიახვედრო,რომ რამე იცი,მალე დაგიკავშირდება.ახლა წავ...
-თქვა ნიფამ და არც აცია,არც აცხელა,ისევე გაქრა მისი ხმა,როგორც გამოჩნდა,ლუკას ცოტა დრო დასჭირდა,სანამ გონს მოვიდოდა და ყველაფერს გადახარშავდა,დაახლოებით ნახევარი წუთი სიჩუმეში იდგა,მერე ტელევიზორში შხრიალი კვლავ გაისმა და ნიფას ხმა ისევ მისწვდა,ოღონდ მას არ ელაპარაკებოდა,გაცხარებით ელაპარაკებოდა ზუკოს
-ასეთი სიხარბე გაგონილა? მეგობრები მაინც არ ვიყოთ,ადამიანთან დამშვიდობებაც არ მაცალე,გეგონება ლევიათანი მოგდევდა,იქნებ რა კითხვა ჰქონდა ან რა უნდა ეთქვა!?
-მაცადე ხო,კარგი! ღმერთებო! კონცენტრირებას ვცდილობ და დაუკავშირდები იმ შენ ლუკას,შენი შეყვარებულია?
-უჯიშო მაგი ხარ!ლუკა! ლუკა აქ ხარ?
ლუკა თავს კიდევ უფრო სულელურად გრძნობდა
-რამე დაგავიწყდა ნიფა?
-არა,უბრალოდ მაინტერესებდა,რამე ისეთი ხომ არაა,რაში დახმარებაც შემიძლია?
-კარგი იქნებოდა,თუ მოხვიდოდი და ჩამბარდებოდო,თუ შეგიძლია,რა თქმა უნდა.
ნიფამ წკრიალა ხმით გაიცინა
-აბა რას ამბობ,გამომძიებელო!მასე ხომ მთელი მხიარულება დაიკარგება.
-ოდესმე მორჩები ამ დაწყევლილ ფლირტს?-გაისმა ისევ ზუკოს ბუზღუნი
-მაგ გრძელი ენით ას გნომს დავაპურებდი-წაისისინა ნიფამ და ლუკას მიმართა
-სხვა თუ არაფერი,წავედი მე,მშვიდობიან ღამეს გისურვებ და აბა შენ იცი,რაც დრუდებზე გითხარი,არ დაგავიწყდეს.მაშინვე ჩავდებდი შენს ბალიშში,მაგრამ... -ეტყობა შავგვრემან სოფიას გულისმობდა
-დროებით ,ნიფა-ჩაილაპარაკა ლუკამ
ამის შემდეგ ნიფა და ზუკო დაახლოებით ერთ წუთს საუბრობდნენ გასამრჯელოს თაობაზე და ხმაც მიწყდა.
ლუკა მაგიდასთან მივიდა და ქვედა თაროდან ჟურნალები აიღო. იანვრის ნომერში იდო ჩვეულებრივი ფურცელი,რომელზეც ძალიან ჩახლართული ფიგურა გამოეყვანათ. ქაღალდი იმავე ადგილას დააბრუნდა-უნდა შეემოწმებინა,ნიფა მართალს ამბობდა თუ არა. პატარა ბლოკნოტში ასახული არსებები თუ მის სიზმრებშიც მოვიდოდნენ,ესეიგი ნიფა გიჟი არ იყო.ლუკას ძალიან არ უნდოდა,ნიფა გიჟი ყოფილიყო.
იმაზე მარტივად ჩაეძინა,ვიდრე ეგონა.მშვიდი და ტკბილი სიზმრები ნახა-ყინულისფერი თვალები ლღვებოდა და ნელ ნელა სითბო ეპარებოდა. თვალებთან ერთად უკვე ხმაც მისი თანამგზავრი გახდა-წკრიალა,ჩამთრევი,მიმზიდველი და ძილისმომგრელი. დილით ძალიან ეცადა,რამე ცუდი გაეხსენებინა,პატარა საშიში არსება მაინც,მაგრამ არაფერი ეშველა.
დაძმარებული წავიდა სამსახურში და მთელი დღე უაზრო ფიქრში გალია. ევა საჯაია და მისი კატა სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ ერთ-ერთი ინტერნეტსტატიის ფოტოში,სადსც მინისტრის არასამსახურეობრივ საქმიანობაზე იყო საუბარი. საჯაია თავისუფალ დროს მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ნივთების ძიებაშიც კი მონაწილეობდა,მისი დედის კუთვნილ მუზეუმში ხშირად ატარებდა დროს და თავის კატას გვერდიდან არ იშორებდა. არაფერი განსაკუთრებული.
ნოდარს გახედა,რომელიც მშვიდად ახარისხებდა ქაღალდებს და შიგადაშიგ ფერად ნიშნებს აკრავდა. მის მაგიდაზე საათი მონოტონურად წიკწიკებდა,გვერდით ოთახიდან ყრუდ შემოდიოდა ტელეფონის წკრიალი
ლუკამ მაგიდაზე ჩამოდო თავი,რომელიც თითქოს ფიქრისგან გადიდებოდა,თავს ებრძოდა,რომ არ ჩაეთვლიმა,როდესაც
ნოდარს მსუბუქი წამოყვირება აღმოხდა.ლუკამ თავი წამოწია და მიაჩერდა.ნოდარის მზერა კარისაკენ იყო მიმართული,თუმცა სხეული არაბუნებრივად მოშვებოდა. ყელში,ზუსტად შუაში ისარი ჰქონდა გარჭობილი,ბლანტი სისხლის შხეფები პერანგს მეწამულად უფერავდა.ლუკამ კარისაკენ გააპარა მზერა,სადაც პატარა მშვილდ-ისრით ხელში კმაყოფილი იყურებოდა ნიფა. მშვილდი დაუშვა და ლუკასკენ. მიბრუნდა-ყინულოვანი თვალები ბოროტად უელავდა
-შენ რა,მართლა დაიჯერე,რაც გითხარი?-ხარხარებდა.ნელ ნელა მისი სილამაზე,ხმის წკრიალა ნოტები გაქრა,ხარხარიც თითქოს კაცის გახდა. ლუკას ყვირილი უნდოდა,მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა,ადგილიდანაც კი ვერ იძვროდა,გახევებული უყურებდა,როგორ იქცეოდა ნიფას სხეული გამხდარ,მაღალ არსებად -მართლა გჯერა,რომ სიკეთე არსებობს?-თქვა უკვე კაცად ქცეულმა-ნელ ნელა დრაკონის ფრთებს შლიდა და ლუკამ მის მკლავზე ჩამოსრიალებული ქვეწარმავალი დალანდა.
-ნუ რამდენჯერ უნდა იყოს ერთი და იგივე-ნიფას ხმა მეორე მხრიდან მოესმა.მიბრუნდა და გოგონა ისეთი დაინახა,როგორიც ავტობუსში იყო-ცოცხალი,ანცი თვალებით,ოღონდ იმ განსხვავებით,რომ პარიკი არ ეკეთა-თმები მოკლედ ,მხრებს ზემოთ ჰქონდა შეჭრილი და მათში თაგვისფერი ერეოდა მუქ ქერაში-არავითარი ახალი სცენარი,ან ამ შუადღისით საიდან მოხვედით? -ნიფა ლუკას მიუბრუნდა-გაიღვიძე,ეს შენი სიზმარია.
ლუკა რეფლექსურად წამოხტა და კარს შეაჩერდა.ნოდარმა თავი ასწია და გულგრილად მიაჩერდა
-ცოტას ხვრინავ.თავი ცუდად გედო ალბათ.
ცხოვრებაში პირველად გაუხარდა ამ კაცის ამჟავებული სახის დანახვა.
-ესე იგი,ნიფა მართალია,დრუდები თუ რაცაა,არსებები რომლებიც კოშმარებს იწვევენ და ის რაღაც დემონი თავისი გველით-ეს სხვა რეალობა ნამდვილია-სახლისაკენ მიმავალი ლუკა უცნაურ აღტკინებას გრძნობდა-ყველაფერი არ დაიჯერო,რასაც ხედავო,ნიფამ გამაფრთხილა.მგონი ან ის არაა შეშლილი,ან მეც შეშლილი ვარ.
საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა,რომ ეს არეული სამყარო მოსწონდა,გაცილებით რეალური და მძაფრი,ვიდრე აქამდე აჩვენებდა თავს ლუკას. შიშს საერთოდ არ გრძნობდა,ნიფას ნახვის სურვილი კლავდა-გოგონა ახალი სამყაროს გასაღები იყო.
სახლში მისულმა ფურცელი მოძებნა ჟურნალებში,ბალიშის ქვეშ დადო და სიზმარში ნანახ გოგონაზე ფიქრში ჩაეძინა.
მომდევნო დღეებში ყოფილ მინისტრზე ინფორმაციის მოძიებას მოანდომა-ევა საჯაია ბევრ აქტივობაში იყო ჩართული-არქეოლოგიური ექსპედიციები,მუზეუმები,ფესტივალები-ყველაფერი მისი ორგანიზებით ეწყობოდა, რელიქვიების გამოფენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აწყობდა ,რომელთა ტრანსპორტირებაც სახელმწიფო ბიუჯეტით ხდებოდა,თუმცა ამაში არავინ ხედავდა რაიმე ცუდს-ევა ქართულ საგანძურს მთელ მსოფლიოს აცნობდა ,ამიტომაც ერთ -ერთი დაფასებული და პატივსაცემი ქალი იყო ქვეყანაში. ლუკასთვის საოცარი იყო ის ფაქტი,რომ ქალს რისთვისაც არ უნდა მოეკიდა ხელი,ყველაფერი ბრწყინვალედ გამოსდიოდა,უმნიშვნელო ,ძველი თავადის აკლდამაც კი ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილად გადააქცია. საოცარი იყო მანამდე,სანამ ნიფას უჩვეულო სიძულვილი არ გაახსენდა ევას ერთადერთი სიყვარულის და ოჯახის წევრის-კატის მიმართ. კატას იზი ერქვა,დედალი იყო და ლუკასთვის გაუგებრად დიდხანს ცოცხლობდა-ევას ძველისძველ ფოტოებზე იზი ისეთივე იყო,როგორც ახლა-კუპრივით შავი,მწვანე თვალებით და მედიდური გამოხედვით. ნიფა მას ფამილარს ეძახდა,თუკი ეს სიმართლე იყო,მაშინ გამოდიოდა,რომ ფისო იზი იყო დემონი,რომელიც მსახურობდა ჯადოქარს(ამ ლოგიკით,ყოფილი კულტურის მინისტრი ჯადოქარი გამოდიოდა) და როგორც შუამავალი,პატრონს სატანურ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემდა. ამის სანაცვლოდ,ევას სული სიკვდილის შემდეგ ეშმაკს ეკუთვნოდა,რადგან სწორედ ესაა ფამილარის მსახურების ფასი.
ლუკას ამ ყველაფერზე ცოტათი ეცინებოდა-თან იმიტომ,რომ აფსურდი იყო,თან -თავადაც რომ სჯეროდა ამ აფსურდის.
ნიფას ტელევიზორული მონოლოგიდან მესამე დღეს გოგონას კიდევ ერთი ნათქვამი ახდა: ევა საჯაია მთავარ სამმართველოს ესტუმრა. იგი თავად კოტეს კაბინეტში მოთავსდა და როგორც დაზარალებულმა,განაცხადა,რომ საქმის მსვლელობის გაცნობა სურდა.
ამის გამგონე ნოდარმა თვალები აატრიალა და უარესად დაძმარა სახე.
-გეგონება თავი გაიგიჟა ჩვენი დახმარების მცდელობით.რაღაც იშვიათია ,დაზარალებულს ასეთი წყალი ჰქონდეს ჩაგუბებული პირში! არაფერს არ ამბობს და ყოველ მეორე დღეს კი დაბრძანდება აქ,საქმის მსვლელობა და ჩემი ფეხები!
-ვალდებულები ვართ -შეაპარა ლუკამ-უარს ვეტყვით და პროკურორს მიაკითხავს,რომელიც რა თქმა უნდა...-ნოდარმა ხელის აქნევით გააჩუმა ,ვიციო.
-მაგიტომაც მივიტან იქ ჩემს პატივცემულ უკანალს,შენსასაც წავაყოლებ და დავდებ იქ,ხან კოტემ ურტყას წკეპლა,ხან ევამ.
-ყველაფერს მოვახსენებთ და თუ უნდათ,მათრახი აუღიათ,ეგ არ მაშინებს-მტკიცედ თქვა ლუკამ და კოტეს კაბინეტისაკენ აიღო გეზი.
ევა საჯაია კოტეს ერთ-ერთ ძვირფას სავარძელზე მოკალათებულიყო და გატრუნულ იზის ეფერებოდა.კატამ ლუკას შესვლისთანავე წამოიწია მის უკან რაღაცას ავად შეანათა თვალები.ნოდარიც მალევე შემოძვრა და დიდის ამბით მოიკითხა ყოფილი მინისტრი.
-მიხარია ასეთი მშვენიერების დანახვა,მიუხედავად იმისა,რომ ამის მიზეზი ფრიად უსიამოვნო შემთხვევაა-გაწელა ნოდარმა
კოტეს გვერდით სავარძელს მიუჯდა და რახან მეტი ადგილი აღარ რჩებოდა,ლუკა იძულებული გახდა კატასა მის პატრონს მიჯდომოდა გვერდი.გატრუნული იზი ზანტად შეირხა,ლუკასკენ მიცოცდა,მაგრამ შუა გზაზე გადაიფიქრა და ისევ პატრონის კალთას დაუბრუნდა.
-მკვლელობის მცდელობას უსიამოვნო შემთხვევას ნამდვილად ვერ დავარქმევდი-ავად გაიღიმა ევამ. 45 წლის ქალის კვალობაზე ზედმეტად ახალგაზრდულად და ლამაზად გამოიყურებოდა-ხანდახან იმასაც ვფიქრობ,რომ გოგონას დაჭერა არც კი გნებავთ,ბატონებო.
-რას ბრძანებთ-ნერვიულად ჩაიცინა ნოდარმა-მაგ ალქ... ნიფას გამოჭერა ლამის ცხოვრების მიზნად გადაგვექცა,თუმცა სულსწრაფობა არ ივარგებს,როცა საქმე ცეცხლაძეს ეხება.
-აქ იმისთვის ვარ,რომ მაინტერესებს,ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოძიებამ მცირედით მაინც თუ წაიწია-ლუკას გადახედა საჯაიამ,აშკარად მისგან ელოდა პასუხს
-თქვენ საქმეს რაც შეეხება-დაიწყო ლუკამ-უამრავი უზუსტობის გამო,ბრალის წარდგენა რომ მოხერხდა, ეგეც სასწაულია.მოწმეები მხოლოდ იმას ადასტურებენ,რომ ნიფა ცეცხლაძე თქვენს სახლში ნახეს,ოღონდ არა თქვენი,არამედ თქვენი კატის ოთახში.ამას ადასტურებს-ლუკამ საქაღალდეს ჩახედა-თქვენი დამლაგებლისა და 4 დაცვის წევრის ჩვენება. ასევე ადასტურებენ,რომ მას ხელში ხანჯალი ეკავა,თუმცა ოთახში შესვლისას თქვენზე დავდასხმა არ უცდია,პირიქით- გეუბნებოდათ,რომ კატას მოშორებულიყავით.ამას ალბათ ადასტურებს ვიდეო ჩანაწერიც,რომელიც თქვენი სახლის კამერამ დააფიქსირა და რომლის გადმოცემაც თქვენ არ ისურვეთ...
-მასში ჩემი ცხოვრების პირადი დეტალებია,რომლებიც არ მსურს,ვინმესთვის გახდეს ცნობილი,ამასთან,კამერებზე ნიფას შემოსვლა არ ჩანს-სისინით გამოსცრა ევამ-და მაინც,სად დაინახეთ უზუსტობა გამომძიებელო?
-უზუსტობა მდგომარეობს იმაში,რომ ნიფას თქვენი მოკვლა რომ ნდომებოდა,აღარ დაგიწყებდათ ხვეწნას,გაიწიეთო. ამასთან,თქვენი ჩვენება სრულად ეწინააღმდეგება თქვენივე მომსახურე პერსონალის ჩვენებებს.
-ჩემი ჩვენების შეფასება მოსამართლის კომპეტენციაა და არა თქვენი,თქვენ...
-მტკიცებულებები უნდა მოვიპოვოთ,რომლებიც შემთხვევის ადგილიდან უნდა ამოგვეღო,რაზეც თავადვე განაცხადეთ უარი-გააწყვეტინა ლუკამ -ხოლო სასამართლოს ნებართვის შემდეგ თქვენს საკუთრებაში შემოსვლისას ექსპერტებმა ვერ იპოვეს ვერაფერი,რაც დაამტკიცებდა,რომ ნიფა საერთოდ იქ იყო,არათუ ხანჯალს გასობდათ.
-მგონი თქვენ გამომძიებლის მაგივრად ნიფას ადვოკატი მოგიწვევიათ-ღიმილით მიუბრუნდა ევა კოტეს,რომელიც ლუკას თვალებით ბურღავდა.
-მე რა თქმა უნდა,არ ვამართლებ და ხელს არ ვაფარებ ნიფას,ამ გოგოს მრავალი სხვა დანაშაული აქვს ჩადენილი,რომელთათვისაც პასუხს აგებს ,მაგრამ თქვენი მკვლელობის მცდელობის ბრალდებას პროკურორი ვერ შეინარჩუნებს-მშვიდად თქვა ლუკამ-მე,როგორც ობიექტურ პირს,მევალება აღმოვაჩინო მტკიცებულებები,რომლებიც დაადასტურებენ საქმეში პირის ბრალეულობას,მაგრამ მათი არარსებობის შემთხვევაში არ შემიძლია თავად გამოვიგონო ისინი.
საჯაია დადუმდა და მზერა ნოდარზე გადაიტანა. მათი ორთაბრძოლით პირდაღებული, ნელ ნელა ცდილობდა სიტუაციიდან გამოსავალი მოეძებნა და უაზროდ იცინოდა.
-აბა,ლუკა,რასამბობ,რა სამხილების გამოგონება... მაგას კიარ ითხოვს ქალბატონი ევა... მას უბრალოდ ეშინია იმ კუდიანის... ვაიდა ისევ მიადგეს...
-საკმარისია-თქვა კოტემ და ლუკას გამანადგურებელი მზერით შეხედა-როგორც მოისმინეთ-მიუბრუნდა ევას-გამოძიებაში ახალი არაფერია,თუკი რამე სიახლე იქნება,ამის შესახებ გაცნობებთ.
საჯაია გამწარებული წამოდგა,იზი ფრთხილად აიყვანა და დაუმშვიდობებლად გაიჯახუნა კარი.
-აზზე ხარ ახლა ვინ გადაიმტერე?- შეაჩერდა ნოდარი-და მეც გამრიე. რა გინდოდა,მაგ გოგოს ისედაც ბევრი ბრალდება აქვს,რომლით დაიჭერენ რა მნიშვნელობა აქვს ,ერთი გამაგებინე. დაიჭერენ მკვდრების და ცოცხლების გაქურდვისთვის და ეს ქალი მაინც კმაყოფილი იქნება,სამართალი პურს ჭამს და დაიშლებიან.მარა არა! ხო უნდა შეეპასუხოს!
-ლუკა მართალია-თქვა კოტემ დინჯად და ორივე გაკვირვებული მიაჩერდა-დღემდე ვერავინ ეუბნებოდა მაგ ქალს,რომ თავისივე ჩასვრილ საქმეზე აქ პრეტენზიებით არ მოსულიყო.მეც კი პირადი ნაცნობობიდან გამომდინარე ვერიდებოდი,მაგრამ ეს უნდა თქმულიყო-სავარძლიდან ადგა,მაგიდას მიუჯდა და საქმეს მიხედეთო გამოუცხადა პირდაღებულ ნოდარს და კმაყოფილ ლუკას.
ოთახში დაბრუნებულს ნოდარმა მშვიდად მიმართა. თითქოს კოტეს კაბინეტში თაგვის როლი დატოვა და მელის სახე დაიბრუნა
-სიმამაცე კარგია,მაგრამ ბევრ უსიამოვნებებს მოგიტანს.
იმ დღეს ხმა მეტად აღარ ამოუღია.
ლუკა ერთხანს საქმეში უაზროდ იქექებოდა,შემდეგ კი ნოდარისაგან მალულად ნიფას ბლოკნოტი ამოაძვრინა ჯიბიდან და უკვე დაზეპირებული ფრაზების კითხვას მოჰყვა. ერთ-ერთ გვერდზე წითლად მიწერილი სიტყვები მოხვდა თვალში,რომლებიც მანამდე არ შეუმჩნევია.შუბლშეჭმუხნულმა დახედა წარწერას
“18.03.18. მიდი ცვრისგორაზე 19:00” . ლუკა ცოტა ხანს იმაზე ფიქრობდა,აქამდე როგორ ვერ შევამჩნიეო,მერე დანებდა იმ აზრს,რომ ვერც შეანჩნევდა,რადგან ახალი დაწერილი იყო. საგონებელში ჩავარდა,შესაძლებელი იყო თუ არა ნიფას ახალი წარწერა გაეკეთებინა,წითელი მელნით,როდესაც ბლოკნოტი მთელი ეს დრო ლუკას ქურთუკში იდო. იქნებ არ იდო,ვიღაცამ აწაპნა,შიგნით ჩაწერა და უკან დააბრუნა? მაგრამ ნიფას ხელწერა იყო,გოგონა კი ახლოს ვერ მივიდოდა მასთან,ბოლო ბოლო,მისვლა თუ შეეძლო,ტელევიზორიდან აღარ დაუწყებდა ლაპარაკს. ლუკას მტკიცედ სწამდა,რომ წიგნაკს მისი ჯიბე არ დაუტოვებია,თუმცა იმაზე ფიქრს თავი დაანება,საიდან გაჩნდა წარწერა და მის შინაარსს დაუკვირდა. 18 მარტი ხვალინდელი დღე იყო,შესაბამისად ნიფას სურდა,რომ ამ დღეს ლუკა ცვრისგორაზე მისულიყო,საღამოს შვიდ საათზე.
ესეგი,პაემანი!
მთელი ის დღე ავტომატურად აკეთებდა მომაბეზრებელ საქმეს,ის,რასაც აქამდე მთელი სულითა და გულით აკეთებდა,აუტანელ მოვალეობად გადაქცეულიყო. რამდენიმე მოწმისა და ერთი ყაჩაღობაში ბრალდებულის გამოკითხვის შემდეგ სამსახურიდან სპორტდარბაზში გაემართა.ამჯერად ვარჯიშმა ფიქრები სრულად კიარ განდევნა,არამედ დაალაგა. მთელი დღე ტანჯვად ქცეულ კითხვაზე- რა უნდა ექნა გოგონას ნახვისას ,პასუხი თავისთავად ამოტივტივდა. აქამდე ვერ გაეგო,როგორ მოქცეულიყო-ეთქვა თუ არა ნოდარისთვის,ეცადა თუ არა გოგონას დაკავება, წაეყვანა თუ არა ოპერატიული ჯგუფი... ახლა კი ზუსტად იცოდა,რომ გოგონასთვის უბრალოდ უნდა მოესმინა. მისთვის ბორკილების დადება რომც მოეხერხებინა,ამით საქმეს მხოლოდ გააფუჭებდა.ნიფას ნახვის სურვილი კი ისე გაჯდომოდა ძარღვებში,ვერაფრით იჯერებდა,რომ ბოლოსდაბოლოს ეს მოხდებოდა.
სახლში მისულმა ძლივს დაიძინა,მომდევნო დღეს კი ყოველ წამს საათს წყევლიდა,რომელიც შელოცვილივით ნელა მოძრაობდა.
ცვრისგორა თბილისიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე სოფლის-ნისლიანის ტერიტორიაზე არსებულ პატარა ნანგრევებიან ადგილს წარმოადგენდა,სადაც ლუკა სამმართველოდან ერთი საათით ადრე გამოქცეული მივიდა. სოფელში ნახევარსაათიანი ბოდიალის შემდეგ ერთმა მწყემსმა მიასწავლა ცვრისგორასკენ გზა,თან გაბრწყინებულმა ახარა,მანქანით ბოლომდე ვერ ახვალ,ფეხითაც მოგიწევს სიარულიო.
ლუკამ იარაღი ყოველი შემთხვევისათვის ქამარში ჩაიდო,ქურთუკი მოისხა და დარჩენილ გზას ფეხით გაუდგა. ნისლიანი სილამაზით არც ისე გამორჩეული სოფელი იყო,სახელს ამართლებდა და ნისლი ყველგან მოდებულიყო,მარტის სუსხი იგრძნობოდა,მაგრამ სიცივე ლუკას გახურებულ სხეულს სასიამოვნოდ ედებოდა. 18:30 საათზე უკვე ცვრისგორის ნანგრევებში მიმოდიოდა. ფიქრობდა,თუ როგორ გამოჩნდებოდა გოგონა-მასავით ფეხით მოვიდოდა,მართლა ცოცხათ მოფრინდებოდა,თუ ტელეპორტაციის გამოყენებით პირდაპირ ცხვირწინ დაუდგებოდა.ამ ფიქრებზე ეცინებოდა და მუცელში სასიამოვნოდ უვლიდა მოლოდინი.
უკვე კარგად დაბინდებულიყო,როდესაც მის მიერ გამოვლილ გზაზე მოძრაობა შენიშნა.ვიღაც რის ვაი-ვაგლახით მოგორავდა აღმართზე და წარამარა იკურთხებოდა. უდროოდ გამოჩენილს მტრულად შეხედა ლუკამ-შეიძლება გოგონა დამფრთხალიყო და აღარ გამოჩენილიყო. ახლოს მოსული უკეთესად შეათვალიერა და უბოდიშოდ მიანათა ტელეფონის სანათი-მასზე გაცილებით დაბალი,დაახლოებით 30-60 წლის კაცი ამოჰყურებდა.სავარაუდო ასაკში ასეთი შუალედი ლუკას თავში იმან გამოიწვია,რომ კაცს მართლა ვერაფერზე შეატყობდი,რამდენი წლის იყო,ერთი იმის თქმა შეიძლებოდა,რომ არც ახალგაზრდა იყო,არც ბებერი,ჯაგრისკვით გაფშეკილი მუქი ქერა თმა ჰქონდა,თვალები,ტუჩები და ცხვირი პუტკუნა ლოყებში ჩაკარგვოდა.სინათლის წყაროს ხელით იჩრდილავდა და მძიმედ სუნთქავდა,ტანზე ძალიან უცნაურად ეცვა,თითქოს ასიოდე წლის წინანდელი წვეულებიდან გამოქცეულიყო.
-ლუკა ლომიძე?-დაიჭყიპინა და ლუკამაც წამში იცნო ხმა -მე ზუკო ვარ,ცეცხლაძემ გამომგზავნა,უფრო სწორად,მთხოვა,მოვსულიყავი. ცეცხლი ეცა მაგას მართლა,აქ რომ მოგვათრია.
-თვითონ სადაა?-გაწბილებულმა იკითხა ლუკამ
-რა ენაღვლება,ზის სახლში ბუხართან და ჩაის ხვრეპავს ალბათ,რავიცი,ჩემს ჩაის,ჩემს ბუხართან-დაამატა ბოლოს
-და თქვენი სახლი სადაა?
-ჩემი ერთ-ერთი სახლი-ამაყად გაიჯგიმა-ლონდონში.
ლუკას თვალები შუბლზე აუვიდა
-ანუ ნიფა ლონდონშია? მეგონა ვნახავდი
-ნახავ კიდეც-ამოიოხრა ზუკომ-ეს სხვათა შორის კაი ძვირი დაუჯდა,ასეთი ჯადოქრობის ჩადენისათვის ძვირფასი მასალა მჭირდება,მაგრამ რა ენაღვლება,წავა მიაქურდავს ვინმე მილიონერს და ეგარი. გაიწი ერთი-ლუკა ხელით მიწია და პირდაპირ ჰაერს მიაჩერდა,ხელებით რაღაცას ეპოტინებოდა,ზომავდა,უთათუნებდა,თითქოს ჰაერში რაღაცას ეძებდა.
ლუკა იდგა და უყურებდა,იცოდა უკან არ დაიხევდა და არც აღარაფერი გააოგნებდა,ამიტომ კითხვების დასმას მოეშვა და მშვიდად დააკვირდა ზუკოს ცოდვილობას
-სხვათა შორის,ვინმეს კაცი ეგრე მოწონებოდეს,მე არ მინახავს-თან ლაყბობდა ზუკო-გასაგებია,სიმპათიური ხარ და რამე,ხმაც ისეთი გქონდა ის უბედური ლამის დადნა,მაგრამ ლონდონში უნდა გაპროწიალოს ამხელა კაცი,ან შენ არ გეზარება?
-არა-ღიმილით უთხრა ლუკამ. ესეიგი,დადნაო?-საქმეზე უნდა მელაპარაკოს
-ასეთი აჟიტირებული ჯერ არ მინახავს-განაგრძობდა მაჭანკლობას-მგონი როგორც იქნა ვიპოვეო იძახდა. რავიცი,შენ რომ შემოგხედავს კაცი,იფიქრებს კაი საქმრო იპოვაო,მეტი რა?
ლუკას ამ კითხვაზე რა თქმა უნდა არ ჰქონდა პასუხი,ნიფა რომ სიყვარულის გამო არ მოინდომებდა მის ნახვას,ამას ხვდებოდა,აბა რა აღმოაჩინა გოგონამ მასში ასეთი?
ზუკომ წამოიყვირა
-ეგრე ,აი თუ ვერა,ვიპოვე-ლუკა ინტერესით მიაჩერდა ჰაერს
-რა იპოვე?
-ჭიის ხვრელი.
-...
-ანუ ხვრელი რა,სივრცესა და დროში. ეს ორივე მატერიაა,ყველა მატერიას საღაც აქვს ხვრელი. ამ ხვრელის მეორე ბოლო კიდევ ლონდონშია,ზუსტად ჩემს სახლში-დაამატა კმაყოფილმა. ახლა ცოტა იქით მიიწი,ეს უნდა გავადიდო.
ზუკო საქმეს შეუდგა,ჩაახველა,სახელოები დაიკაპიწა,რაღაც მოძრაობების კეთებას მოჰყვა ხელებით,თან ჩუმად ბუტბუტებდა,ბოლოს ჯიბიდან ამოღებული მინის ბოთლიდან ციმციმა ფხვნილი მიმოაბნია იქით.ნელ ნელა მის წინ ჰაერი შედედდა და მართლაც რაღაც გამჭირვალე წრეწირი გამოჩნდა,რომელიც მანამდე იზრდებოდა,სანამ ადამიანის სიმაღლის არ გახდა. ზუკომ მოდენილი ოფლი ხელის ზურგით შეიმშრალა და ლუკას გახედა
-ძაან სასიამოვნოც არაა,მთავარია დროც არ გამრუდდეს,თორე დაგვერხა და ეგაა -გაიკრიჭა. ხელი მომკიდე,თორე სადმე სხვაგან გადაგისვრის და ისევ ჩემი საძებნი გახდები.
ლუკამ კოტიტა ხელზე წაავლო ხელი,ზუკომ მაგრად ჩაავლო
-აბა,სამ თვლაზე. ერთი,ორი,სამი...
ბლანტ ჰაერში ორივემ ერთად შეაბიჯა.

(3) ნახევარგუშაგი

ლუკას მომენტალურად შეუგუბდა სული.ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და წამის მეასედით დაავიწყდა კიდეც,ვინ იყო და სად მიდიოდა.სრულ წყვდიადში ერთადერთი რასაც გრძნობდა,ზუკოს ფუმფულა ხელი იყო,რომელიც უჩვეულოდ ძლიერად ჩაბღაუჭებოდა.ცოტა ხნის გასვლის შემდეგ(თუმცა დრო პირობითად უწოდა ლუკამ ,რადგან თითქოს ვერ გრძნობდა რამდენი ხანი მიდიოდნენ,ან დრო თუ მიედინებოდა საეთოდ),სხვა გრძნობის ორგანოებსაც გამოუჩნდათ საქმე-ძლიერმა ქარმა დაუბერა და თან გაურკვეველი ჩურჩული მოჰქონდა,თითქოს მილიონობით,არა,მილიარდობით ადამიანი ერთად ჩურჩულებდა.სახეზე ათასი სხვადასხვა ფერის სხივი ეტაკებოდა,ლუკა ფიქრობდა,რომ დღეები ან თვეები მიდიოდა,მეორე წამს კი ეგონა,რომ მისი აქ შემოსვლიდან წამიც კი არ გასულიყო.ფეხქვეშ ვერაფერს გრძნობდა,სრულ უწონადობაში იყო მაგრამ ნაბიჯების გადადგმა არ უჭირდა.გაოცებულმა შენიშნა,რომ არ სუნთქავდა. ბოლოს ზუკოს ხმა შორიდან მოესმა,თითქოს გვირაბის ბოლოდან ეძახდა
-მაგრად დადექი,ახლა წაგკრავს...
ზურგზე მოულოდნელად ბიძგი იგრძნო და მეორე წამს პირდაპირ სახით დაენარცხა იატაკს.

-არა უშავს,უარესებიც მოსვლიათ-მოესმა ზუკოს ხმა და ტანსაცმლის ფერთხვით წამოდგა,იატაკი საშინლად მტვრიანი იყო-ერთი პირდაპირ ფანჯარაში ეტაკა და დედაბერს დაენარცხა-აგრძელებდა ზუკო,მაგრამ ლუკა აღარ უსმენდა.მისგან რამდენიმე ნაბიჯში მდგარ ნიფას უყურებდა,რომელიც გაბრწყინებული შესჩერებოდა.ცისფერი თვალები თითქოს გალურჯებოდა და უციმციმებდა
-როგორ იმგზავრე? მაგარი იყო ხო? მეც კი არ ვყოფილვარ ჭიის ხვრელში,ამბობენ საოცარი შეგრძნებააო-ლუკას ამაზე პასუხი არ ჰქონდა,ფიქრობდა,რომ თავისი ზედმეტად ადამიანური ენით ამის გადმოცემა არ შეეძლო.
-საოცარი იყო-თქვა ბოლოს და გოგონას მიაჩერდა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა,რომელიც ზუკომ დაარღვია
-აბა ნიფა,მე გარეთ ვიქნები და იცოდე ჩემი ჰონორარის გარეშე აქედან წასვლა არც კი გაბედო!
ნიფამ მდუმარედ გააყოლა თვალი ოთახიდან გაგორებულ კაცს.
-ჩაი გინდა?-მიუბრუნდა ლუკას-დაღლილი ჩანხარ.
ლუკამ თავი დაუქნია და იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა,რომელსაც მტვრის კორიანტელი აუვიდა.
-ალბათ,კითხვები გექნება-უზარმაზარი ფინჯნებით ხელში მიუახლოვდა ლუკას გოგონა და ერთი მიაწოდა-გნომის კენკრის ჩაია,ბოლომდე დალიე,გონებას საოცრად წმენდავს-სადანღაც უცნაური ფორმის ნამცხვრები გამოაძვრინა და ლუკას წინ დაუდო,თავადაც დაჯდა.
ლუკამ ზრდილობის გამო აიღო ერთი ცალი,მაგრამ ინანა,რადგან ქვასავით ნამცხვარმა უკანა კბილი საჭვოდ აუტკაცუნა.
-საჭმლის პროექცირება ჯერ კაგად ვერ გამომდის-დამნაშავესავით გაიღიმა გოგონამ
-შეგიძლია,ამიხსნა..-ლუკა სიტყვებს ეძებდა-ეს,ყველაფერი... რას ნიშნავს.
-ხო ვიცი,იმაზე კარგად უმკლავდები ყველაფერს,ვიდრე წარმოვიდგენდი. როგორც თავად მიხვდებოდი,ჩვენი სამყარო,როგორ ვთქვა,სრულებით განსხვავებულია იმისაგან,რაც მთელი გააზრებული ცხოვრება გეგონა-ლუკამ თავი დაუქნია-ადამიანი ამის შემხედვარე ჯერ ფიქრობ,რომ გაგიჟდი,მერე მართლა გულით გინდა,რომ გიჟი იყო და ეს ყველაფერი რეალობა არ იყოს,მაგრამ ბოლოს მაინც ხვდები,რომ თვალდახუჭული ცხოვრება აღარასდროს გენდომება-სამყარო ,მთელი მისი სიკეთითა და ბოროტებით როცა გენახება,მერე ხვდები,რომ გაგიმართლა კიდეც. თავიდან ძალიან განვიცდიდი იმას,რომ ჩვეულებრივად,მყუდროდ ცხოვრებას ყველანაირი მაგების,დემონების,მკვდრების სულების,ანგელოზების-მოკლედ ყველაფრის გარეშე ცხოვრებას ვეღარასდროს შევძლებდი.სირაქლემის პოზიცია უფრო უსაფრთხოდ მეჩვენებოდა,მაგრამ ეს სამყარო თავს თუ ოდესმე დაგანახებს,უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.შენი ცხოვრება ვეღარასდროს იქნება ისეთი,როგორიც იყო,ლუკა.
ბიჭი დაფიქრდა და მიხვდა,რომ ზუსტად ეს უნდოდა-აქამდე ვერც იაზრებდა,როგორ სძულდა ერთფეროვნებაში გახვეული,წრეზე მოძრავი კაცობრიობა.
-რატომ მაიცდამაინც მე?წესით ჩემგანაც უნდა გარბოდე,მე ხომ შენი ციხეში გამოკეტვა მევალება.
-ჯერ ერთი,ციხეში ვერ გამომკეტავ-თქვა ამაყად გოგონამ-და მეორე,მე კარგა ხანია მეორე ნახევარს ვეძებ.
ლუკას თვალები შუბლზე აუვიდა და გოგონამაც სასწრაფოდ დაამატა
-იმ მეორე ნახევარს არა,ანუ ისე კიარ იფიქრო... მოკლედ თავიდან დავიწყებ:
როგორც ვიცი, ის ისტორია,რომელიც კურსელებთან ერთად გადამხდა,უკვე ცნობილია შენთვის-როგორ გამოიძახეს იმ ბატისტვინებმა ასთაროთი.მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა,ვისზე იყო საუბარი. ასთაროთი ერთ-ერთი უძლიერესი დემონია.ის,ასე ვთქვათ,ელჩივითაა-იქაურობას,ანუ ეგრეთ წოდებულ ჯოჯოხეთსა და ჩვენ სამყაროს შორის კავშირს სწორედ ეგ აკონტროლებს თან ,რამდენადაც დემონებს შორის მეგობრობა შეიძლება,ბელზებუბის-კიდევ ერთი “ბედ ესსის” ძმაკაცია.ანუ რა ხდება,როცა აქაურობიდან სულს ან დემონს გამოიძახებ,ეს ასთაროთი,რამდენიმე სულის სანაცვლოდ თავის “ძმაკაცებს” უფლებას აძლევს,იქაურობიდან ვინც უნდა ის გამოაყოლონ გამოძახებულ სულს,ამდენად,გამოძახების გარეშე ასთაროსი კარის გახსნას ვერ შეძლებს,მაგრამ თუკი გაიხსნა-ანუ აქედან ვინმე იდიოტმა დემონებთან ჭორაობა მოინდომა,მაშინ ვისაც უნდა,ის გამოყვება,რა თქმა უნდა,ასთაროსის თანხმობით.

მაშინ არა უბრალო სული ან დემონი,არამედ თავად ასთაროსი გამოიძახეს,ამხელა ძალის დემონის გამოძახებისას კი ორი სამყაროს დამაკავშირებელი პორტალი საოცარი სიძლიერისაა და შეიძლება თავად ასთაროსმაც ვეღარ გააკონტროლოს და სულების და დემონების მთელმა ურდომ მოგაზოს იქიდან. რა თქმა უნდა,ჩემი კურსელების ნაირი იდიოტი ბევრია და ალბათ მილიონჯერ მაინც ეცდებოდნენ ასთაროსის გამოძახებას , უშედეგოდ,მაგრამ ჩვენ შემთხვევაში,როგორც მერე გავარკვიე,გამოძახების რიტუალს ძლიერი ჯადოქრული სისხლის მქონე ატარებდა-ნინო შუვლინი. ეჭვი მაქვს,რომ თავადაც წარმოდგენა არ აქვს,მაგრამ ბებიამისი ძლევამოსილი შამანის წევრია და ამავდროულად დიდი ცოდნისა და ძალის მქონე ჯადოქარი.ამიტომაც გამოვიდა ყველაფერი ასე-ასთაროსს მწვანე აენთო და მასთან ერთად კიდევ მრავალ სხვას და ვინაიდან ჩემი თმა იყო გამოყენებული რიტუალისათვის,მევე აღმოვჩნდი მისთვის წითელი იქსიკით მონიშნული შესაწირი. თუ ვინებებდი,სიცოცხლეშივე შემეძლო,მისი მსახური გავმხდარიყავი,მაგრამ სიკვდილის შემდეგ არჩევანი ჩემზე აღარაა-ჩემი სული მას ეკუთვნის,მე მარტო მოვკვდე და დანარჩენი თავისით მოხდება-მწარედ ჩაიცინა გოგონამ და ლუკას შეშფოთებულ სახეზე დაამატა-მაგრამ,არსებობს ჩემი სპეტაკი სულის დაძვრენის შესაძლებლობაც,ამაზე მოგვიანებით. იმ ღამეს ,საშინლად შეშინებული გავვარდი სახლში,ვერაფერს ვხვდებოდი,მაგრამ ვრძნობდი,რომ ჩემს გარეშე სასოწარკვეთილება და წყვდიადი არაბუნებრივი სიმძაფრით ჩამოწვა. სასაფლაოზე ისე გავედი,ვერც კი მოვტვინე,სად მივდიოდი. ცოტა ხანი ვერაფერს ვხედავდი და ვისმენდი,შიშს ყველა გრძნობა გამოერთო ,მაგრამ მერე ჩემ გარშემო მოძრაობებს უბრალოდ ვეღარ ავარიდებდი თავს-მიწა ირხეოდა,მთელი მისი ზედაპირი ისე მოძრაობდა,თითქოს უხილავი ადამიანების რაზმი ბარავდა,მერე კი ჯერ ხელები დავინახე-ადამიანის,ოღონდ ხორცის გარეშე.ისეთი,როგორიც საფლავებშია-ჩვეულებრივი ჩონჩხები. ნელ ნელა მოძვრებოდნენ ,თავი,ტანი,ფეხები- საითაც არ უნდა გაგეხედა,ყველგან იგივე ხდებოდა. პანიკაში ჩავარდნილი ხეზე ავძვერი-დღესაც არ ვიცი,მაშინ ასე ადვილად როგორ ავძვერი იმ ნაძვზე-გაიცინა-აკანკალებული ვაკვირდებოდი.იმდენად საოცარი სანახაობა იყო,შიშიც კი დამავიწყდა. ზოგიერთმა მთლიანად ამოძრომა მოახერხა,ზოგი კი თავის ნარჩენებს ეძებდა მიწაში და ბურტყუნებდა,კი,ხმა ჰქონდათ-ოღონდ არა ისეთი,როგორიც ჩვენ-ხმა თითქოს ჰაერში ჩნდებოდა .როცა ყველა ამოვიდა ან სხვებმა ამოიყვანეს,ზოგი განცალკევებით დადგა და უმისამართოდ დაიწყო ყურება,ბევრი კი პატარ-პატარა ჯგუფებად დანაწილდნენ და მხიარული საუბარი გააბეს-ზოგი იმას ყვებოდა,რომ ბედნიერად ცხოვრობდა სამოთხეში,ზოგი ბურტყუნებდა,განსაწმენდელს არ მაღირსეს გაცდენაო,უმეტესობა კი მწარედ აღწერდა,რა საშუალებებით აწამებნენ ჯოჯოხეთში და რამდენი დარჩათ მოსანანიბელი. ჩემი ხის დაბლა საკმაოდ მხიარული ჯგუფი იყო შეკრეფილი. ერთი ჯერ კიდევ შემორჩენილ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცის ჩონჩხი საჭმელზე ლაპარაკობდა
-ჩემები არაფერს მაკლებენ,იმხელა ქონება კი დავუტოვე რო უნდა ვახსოვდე მაინც,აბა! ყოველ თვე ისეთი საჭმელები მომდის,ბევრს აღდგომაზეც რომ არ ესიზმრება...
-სხვები შურით ჩურჩულებდნენ და წლებია წანდილის და მოხარშული კვერცხის მეტი არაფერი გვიჭამიაო,ბუზღუნებდნენ.

ეს გარდაცვლილთა ნეშტები მათმა იმქვეყანაში გადასულმა სულებმა გამოაცოცხლეს. ეს არ გეგონოს მთლად ციდან დედამიწაზე ჩამოფრენა და სხეულში ჩასახლება-მათი სულები ისევ იქ იყო,სადაც მანამდე,მაგრამ ნინოს მიერ შექმნილი დიდი მუხტის წყალობით,სულებსა და მათ ძველისძველ ჭურჭლებს შორის გარკვეული კავშირი აღდგა და ისინი სამყაროს ამ გზით დააკავშირა. მთელი ღამე ვერ შევძელი ხიდან ჩამოსვლა,მხოლოდ გამთენიისას დაუბრუნდნენ თავიანთ საფლავებს და მეც სახლისაკენ გავქანდი,თბილისში როგორ დავბრუნდი,წესივრად არც მახსოვს. იმ ღამის შემდეგ ამეკიდა დემონების და ავი სულების მთელი არმია. თავიდან ჩემს გადაბირებას ცდილობდნენ,ამან რომ არ გაჭრა-შეშინებას.კარგადაც გამოსდიოდათ,სანამ მამაჩემმა ის წიგნი არ მომიტანა.თავადაც ვერ ხვდებოდა,რამხელა საგანძური გადმომცა მაშინ. თვალები ამეხილა და მივხვდი,რომ თუ არ ვიბრძოლებდი,სამუდამოდ განწირული ვიყავი. ამ წიგნის წყალობით შევიტყვე ფამილარებზეც და მათი ამოცნობის ნიშნებზე. იმ დროსთვის,როდესაც აქაური სამყაროს შესწავლას ვიწყებდი,შევამჩნიე,რომ გამუდმებით შავი კატა დამყვებოდა უკან. ერთხელაც შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში იმ ავსულს-მინისტრის ფისუნიას.ეგ იყო,მითვალთვალებდა. ბელზებუბის ყურმოჭრილი მონაა და ევა საჯაიასაც თავის ჭკვაზე ატრიალებს. იმ უტვინოს ჰგონია,კატა ეხმარება და სანაცვლოდ არაფერს მოსთხოვს -გაიცინა ნიფამ-მაგ ქალს პატივმოყვარეობის და ნარცისიზმის სენი აქვს,გაუმაძღარია,სწორედ მაგიტომ ამოირჩია ბელზებუბმა-ევას დახმარებით ახერხებს თავისი გეგმების განხორციელებას. ევა ყველაფერს თავში უდგას- ნარკოტიკების გადაზიდვა,ტრეფიკინგი,ავადმყოფობები,სიძულვილის თესვა ქართველებში. სიზარმაცე და გაუმაძღრობა-ის ,რაც ერის სულიერად დაცემის საუკეთესო საშუალებაა.
-ქართველების?-იკითხა ლუკამ
-აჰამ-თავი დაუქნია გოგონამ-წმინდა მიწებს ემტერებიან.იმ ერს,რომლებიც ყველაფრის ფასად იცავენ რწმენას-ქართველები ასეთები არიან,ყოველ შემთხვევაში,იყვნენ-დაამატა ჩუმად-ევა კი ზუსტად ამას ახერხებს უკვე ნახევარი საუკუნეა,ქვეყანას შიგნიდან ალპობს.
-ნახევარი საუკუნეა? 45 წლის არაა?
-ოფიციალურად,კი. მაგრამ სანამ მინისტრის ნიღაბს აიკრავდა და უმწიკვლო ქალის იმიჯს მოირგებდა,მანამდე მიწისქვეშა საქმიანობას ეწეოდა-მისი ფისუნია კი ყველაფერსში ეხმარება,იმასაც ასწავლის,ახალგაზრდობა როგორ შეინარჩუნოს. ჩემი გამოთვლებით ევა ასი წლის მაინც იქნება,თუ მეტის არა.
ლუკა ყურებს ვერ უჯერებდა,ნიფა კი თხრობას აგრძელებდა.
-მას შემდეგ,რაც ასთაროთის დასაკლავ თხად გადავიქეცი,ყველგან ვეძებდი ადამიანებს,რომლებსაც რაღაც წარმოდგენა მაინც ექნებოდათ იმასთან დაკავშირებით,რაც ჩემ თავს ხდებოდა.საოცარი სამყარო აღმოვაჩინე-მეგონა თავზე მოხვეული დემონები ბოროტების მეტს არაფერს მომიტანდნენ,მაგრამ გავიცანი ჯადოქრები,მაგები,უხუცესები,ცოდნის მცველები... არა მარტო ადამიანები,ჯადოსნური არსებებით სავსეა მსოფლიო და მათ შორის,ჩვენი ქვეყანა. მათ იმედი გამიჩინეს,რომ ჯერ განწირული არ ვიყავი . თუკი სულის გადარჩენა მინდა,მაშინ უნდა მეკისრა მისია,რომელიც ბოროტ ძალასთან მუდმივ ბრძოლას გულისხმობს. ეს მაშინ შევიტყვე,როდესაც წინასწარმეტყველს შევხვდი-დანიელს. მან მითხრა,რომ ზეცაში სწორედ ასე იყო განსაზღვრული ჩემი ბედი,თუმცა ვინაიდან ადამიანს არჩევანის საშუალება აქვს,თავად უნდა გამესაზღვრა,გავხდებოდი თუ არა ღამის გუშაგი.მაგარი არჩევანი კი მომცეს-ჩაიცინა ნიფამ-მეორე ვარიანტი ჯოჯოხეთში გამგზავრებაა.რაც შეეხება ჩემს მეორე ნახევარს,მარტივია-ღამის გუშაგობას მხოლოდ ერთი ვერ შეძლებს.იმისათვის,რომ მისია შესრულდეს,ჩემი ძალა,რაც არ უნდა გავძლიერდე,არ ეყოფა. ძალას აქვს როგორც მამაკაცური საწყისი,ისე ქალური სასრული. ამ ორი ბოლოს გაერთიანების გარეშე გუშაგობას ვერ შევძლებ. ან ორივე იქნება,ან არცერთი.
-გინდა თქვა,რომ მეორე გუშაგი მე ვარ?-გაეცინა ლუკას.
-დანიელმა მითხრა,რომ მეორე გუშაგის ბედიც დაწერილია იმათ მიერ-თითი ზემოთ აწია-მაგრამ ამ შემთხვევაშიც არჩევანი თავად პიროვნებაზეა. შენ იმისთვის გაჩნდი ამ ქვეყნად,რომ გუშაგი იყო,მაგრამ თუ ეს არ გენდომება,ჩემგან განსხვავებით ჯოჯოხეთში არ გიკრავენ თავს.თანაც,ჯერ მხოლოდ ვვარაუდობ,რომ შენ ხარ მეორე გუშაგი,ზუატად არ ვიცი.შენამდე უამრავი ადამიანი შევამოწმე,მაგრამ ასეთ საუბრამდეც კი არ მოვსულვართ. ავტობუსში შენი ენერგია ვიგრძენი,ამიტომაც გადავწყვიტე,გამომეცადე. ბედი ხომ სწორედ ასეთია-სადაც არ ელოდები,იქ იპოვი.
-და როგორ დარწმუნდები,რომ ნამდვილად ის ვარ,ვინც გგონივარ?
-რადგანაც ჩვენ ერთი რაღაცის ორი ნაწილი უნდა ვიყოთ,სწორედ ჩვენ შორის კავშირი უნდა გამოიცადოს-გოგონამ გულზე დაკიდებული პატარა ქისიდან ორი ფლაკონი ამოიღო-ეს სწორედ დანიელმა მომცა.მითხრა რომ ერთში კოწახურის ნაყენია,ხოლო მეორეში-საწამლავი,რომელიც სასტიკ ტანჯვას,აუტანელ ტკივილს იწვევს.ფლაკონებიდან ერთს მე ვირჩევ,სრულიად შემთხვევითობის პრინციპით,შენ კი მას სვამ. თუკი მე გაუაზრებლადაც კი შენს სასიკეთოდ ვიმოქმედებ,ანუ ნაყენს ავირჩევ,ესეიგი -შენ შენ ხარ,მე-მე-გაიღრიჭა ბოლოს-მაგრამ მე დარწმუნებული ვარ,რომ შენ ხარ გუშაგი.
ლუკას გონების საღი ნაწილი შოკში ჩავარდა ,მაგრამ თავი მოთოკა. გაახსენდა,რა გამოიარა,სანამ ნიფასთან მოვიდოდა და მიხვდა,უკან ვერ დაიხევდა.
-ამოირჩიე-თქვა მტკიცედ.
ნიფა გაფართოებული თვალებით მიაჩერდა-დროზე,სანამ გონს მოვსულვარ!
ოთახში ზუკო შემოცუხცუხდა,რომელიც ეტყობა აქამდე გარედან აყურადებდა,ნიფას უკან ამოუდგა და ინტერესით წაიგრძელა კისერი. ნიფამ ორივე ფლაკონი მაგიდაზე დადგა, სწრაფად აიღო ერთ-ერთი და ლუკას გაუწოდა. ლუკას ნოდარის ნათვამმა გაუელვა თავში,რომ მას სიმამაცე უსიამოვნებებს მოუტანდა და დაუფიქრებლად გადაყლურწა მეწამული სითხე.

ზუკო და ნიფა
თვალებგაფართოებულები მიაჩერდნენ,ლუკას ოფლმა დაასხა მაგრამ არაფერიც არ მოხდა.
-რამდენ ხანში უნდა ემოქმედა?-იკითხა ბოლოს
გოგონამ მიუახლოვა და აღფრთოვანებული მიაჩერდა. ღიმილით აიღო მეორე ფლაკონი და თვალისდახამხამებაში დალია. ტუჩები მოიკოკა და ალაპარაკდა
-არ იმოქმედებს,იმიტომ რომ ორივე კოწახურის ნაყენია-თქვა კმაყოფილმა-ეს იყო შენი გამოცდა.მგონი ვიღაცამ წააგო-მხიარულად მიუბრუნდა ზუკოს,რომელმა ჯიბეები მოიქექა და ნიფას ხელში მონეტები ჩაუწკრიალა,თან ბუზღუნებდა,შენთან სანაძლეო არ უნდა დადოს კაცმაო.
-მომატყუე-ჩაილაპარაკა ლუკამ
-აბა რამენაირად ხომ უნდა გამომეცადე-მხრები აიჩეჩა ნიფამ-მართლა საწამლავს ხოარ მოგცემდი. უკვე ვიცოდი,რომ შენ ხარ რჩეული-თავიდან ეჭვი გამიჩნდა.იმ ღამით,შავგვრემანი როცა გესტუმრა-ვერ ინელებდა ნიფა და ლუკას ამაზე ჩაეღიმა-მერე,როდესაც გაგესაუბრე,ამაში უფრო დავრწმუნდი და გადავწყვიტე რამენაირად გამერკვია,ადვილი არ ყოფილა,მგრამ მთლად საწამლავის დალევაც არ დამჭირვებია. დანიელის მოძებნასაც დრო დასჭირდა,დარწმუნებას უფრო მდტი,ბოლოს დამთანხმდა და შენი დაბადების თარიღის და ადგილის მეტი არაფერი დასჭირვებია,ეგ რომ გაერკვია.მთავარი მისი მოთაფვლა იყო.
-მაინც მომატყუე-მკაცრად უთხრა ლუკამ.
-საჭირო იყო და იმიტომ-არ დანებდა ნიფა
-ამის მერეც რომ დაგჭირდეს,მომატყუებ ესეიგი?-უარესად გაბრაზდა ბიჭი
-თუ საჭ... არა! რასამბობ,ახლა უკვე დაამტკიცე,რომ მამაცი და ჭკვიანი ხარ,ქველი და ასეთები რა,როგორც წინასწარმეტყველებაშია.
-ანუ აქამდე არ იცოდი,მამაცი და ჭკვიანი რომ ვიყავი? თუ ...
-საკმარისია-ამოიკივლა ზუკომ და ნიფას მიუბრუნდა- აქ არც სატელევიზიო შოუა და არც თავშესაფარი,მე ალბანეთში უნდა დავბრუნდე და თუ არ შეწუხდებით,მიბრძანდით.თქვენი ცოლ-ქმრული გარჩევები კიდევ ღამისთვის შემოინახეთ.
-ცოლ ქმარი არა მაზლი!-აღშფოთდა ნიფა-უბრალოდ პარტნიორები ვართ-ლუკას შეხედა-ხომ ვართ?
-არ ვიცი-გამომწვევად უპასუხა ლუკამ-იქნებ რამე მოგატყუო და შეგამოწმო...
ზუკომ იგივე მოძრაობების კეთება დაიწყო და როდესაც ჭიის ხვრელი კვლავ გამოჩნდა,მოუთმენლად მიაჩერდა ლუკას-წამოდი თორემ ლონდონიდან თავად მოგიწევს გაღწევა.
ლუკა ნიფას მიაჩერდა,რომელიც გულდაწყვეტილი უყურებდა
-აღარ მოგატყუებ-ამოღერღა გოგონამ ბოლოს-და მალე გნახავ. საქმეებზე უნდა გელაპარაკო-დაამატა ზუკოს მზერით გაწითლებულმა-ბევრი საქმე გვაქვს.
-ჩემი ტელევიზორის ეკრანი შენთვის მუდამ ღიაა-გაუცინა ლუკამ,გოგონას თვალი უკანასკნელად შეავლო და კვლავ უწონადობაში შეაბიჯა.

(4) გულით ირწმუნე ჯადოქრობის

ამის შემდეგ ნიფა ორი კვირა,სამი დღე და 5 საათი არ არ გამოჩენილა. სპორტდარბაზიდან გამოსული ლუკა საათს დაჰყურებდა და ფიქრობდა,კიდევ რამდენი ხანი გაბედავდა დრო ნიფას გარეშე გასვლას. გოგონას ნახვის სურვილი კლავდა,მისი ხმის მოსმენა ენატრებოდა და ერთადერთი,რაც ახარებდა,სიზმრები იყო,სადაც ნიფა ხშირად სტუმრობდა,ოღონდ არა ისე ცხადად,როგორც მაშინ,სამსახურში რომ ჩაეძინა.
ამ სიზმრებიდან ლუკას მხოლოდ გოგონას თვალები და მისი კანი ახსოვდა. თვალები დაჟინებით უყურებდნენ,ხოლო თბილი კანი მაგნიტივით იზიდავდა.ლუკა გაღვიძებულიც კი ცხადად გრძნობდა ნაზი კანის სურნელს და გემოს. ამით სასიამოვნოდ იტანჯებოდა,თუმცა მამაკაცს სხეული ცალკე აწუხებდა და სიზმრებით აღგზნებულს უკვე ვეღარ იმორჩილებდა.
ის იყო,მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო,ქალის ხმა რომ მოესმა
-არ არსებობს,ლუკა?
ტანზე მოტკეცილ სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობული მაღალი,შავთმიანი ფიგურა მოუახლოვდა.ლუკას ქალი თითქოს წინა ცხოვრებიდან ახსოვდა
-სოფია-თქვა ხმადაბლა და მისკენ გადაწეული ქალი გადაკოცნა
-იცი,შენზე გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ დაგინახე და ჰოპ,გადამიარა-გაინაზა სოფია
-გაბრაზებული?
-არ დამირეკე...ნომერი დაგიტოვე და არ თქვა,არ მინახავსო! მაცივარზე, მაგიდაზე და სააბაზანოში დავდე ბარათები!
ლუკა დაფიქრდა,ვინმეში ხოარ ავერიეო და მერე გონება გაუნათდა! ნიფა მის ბინაში იყო!
სასიამოვნოდ მოედო ის ფიქრი,რომ ბარათები გოგონამ აწაპნა და ამდენად,სოფიასთან ლუკას კავშირი გაართულა,ესე იგი ეჭვიანობდა?
-თუმცა ისევ შემხვდი,ეს უკვე განგებაა-განაგრძობდა ქალი და ვნებიანად მიანათა თვალები
ლუკამ საათზე დაიხედა-2 კვირა,3 დღე და უკვე 6 საათი... სხეული უხურდა-ქალი უფრო მიუახლოვდა და შავი თვალები მიანათა - ამ ტანსაცმელში ძალიან სექსუალური ხარ,ვეჭვიანობ კიდეც,ყველა გოგო შენ გეპრანჭება... -მიიწია და ყელში აკოცა. ლუკას მთელი თავშეკავება ერთიანად წალეკა მოზღვავებულმა ვნებამ. ქალს დაბოხებული ხმით უთხრა,დაჯექიო,თავადაც მანქანაში მოთავსდა და ცოტა ხნის სიარულის შემდეგ რომელიღაც სადგომზე გააჩერა. სოფია მომთხოვნად დაეტაკა ტუჩებზე და ლუკამ ერთი ხელის მოძრაობით მოიქცია ქალი ზემოდან,რომელმაც მოხერხებულად გაიძრო სპორტული შარვალი და რიტმულად მოძრაობა დაიწყო. ლუკამ ამოიგმინა,ქალის მოძრაობები არ აკმაყოფილებდა და მეორე საბარძელზე გადააწვინა,ზემოდან მოექცა და მთელი სიძლიერით დაეუფლა.
სახლში მისულმა უჩვეულო სიცარიელე იგრძნო.
შხაპი მიიღო და დაიძინა. ყინულოვანი თვალები უყურებდნენ, ახლოს მიკარება ვერ შეძლო,არც წკრიალა ხმა არ მოეფერა და არც ნაზი კანი,მხოლოდ ყინული მისჩერებოდა.
ორი კვირა,ოთხი დღე და 4 საათი... უკვე ეჭვი ეპარებოდა,რომ ნიფასთან მთელი მისი საუბარი ფანტაზიის ნაყოფი იყო. საქმეს ისეთივე სიბეჯითით აკეთებდა,მაგრამ გარემო ტანჯავდა- ნაცრისფერი მოსდებოდა გზებს,შენობებს,სამმართველოს ,მის წინ მაგიდასთან გამოჯგიმულ ნოდარს. ლუკას ერთი მულტფილმი გაახსენდა,სადაც ფიგურები ქაღალდზე ცხოვრობდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ,რომ ქაღალდის 2 განზომილების გარეთ მთელი სამყარო იყო. ლუკამ იფიქრა,მეც ერთ-ერთი ფიგურა ვარ,რომელმაც ფურცლიდან ამოსვლა მოახერხა,მაგრამ ისევ უკან დააბრუნესო.

ნოდარის ტელეფონი აწკრიალდა.მწივანა ხმამ ლუკა გამოაფხიზლა და ნოდარს მიუგდო ყური,რომელმაც უხალისო დუდღუნით აიღო ყურმილი
-ალო,გისმენთ... ვინ? საიდან რეკავთ რა საშინელი ხმაურია... ლუკა ლომიძე? შიდა ნომერი საიდან გაიგეთ? თუ მასთან საქმე გაქვთ ადექით და მობილურზე დაურეკეთ... -ცოტა ხანს კიდევ უსმინა და მერე თვალების ბრიალით მიუბრუნდა ლუკას-შენი ნათესავი რეკავს?ზუკო-და ყურმილი ისე გაუწოდა,თითქოს ნეხვის ბუზს იგერიებსო.
ლუკა სინათლის სიჩქარით მიიჭრა ტელეფონთან და ნოდარს გამოსტაცა
-ზუკო?შენ ხარ?
-ლუკა-კაცის წრიპინა ხმამ ლუკას გული ჯადოსნურად გამოაღვიძა-ნიფასგან მალულად გირეკავ,თუ გამიგო,მომკლავს.
-რა ხდება?აქ რატომ რეკავ?
-არ ვრეკავ,ტელეკინეზური კავშირია,ცოტა ამიცდა და მაგიტომ აღმოვჩნდი მაგ უჟმურ ვიღაცასთან...-ლუკა მიხვდა,რომ ნოდარს ყურები დაცქვეტილი ჰქონდა და თავს აიძულა,დამშვიდებულიყო.
-როგორაა ლელა?ამდენი ხანი სადაა დაკარგული?
-ვინ ლელ... აა მაგასთან ვერ საუბრობ ხო... როგორაა და ორი კვირა სადღაც იყო დაკარგული,3 დღის უკან დაბრუნდა ლონდონში და გამოაცხადა,რომ ბევრი რამ გაიგო და შენთვისაც მალე უნდა ეთქვა,მარა ნიფასთის მანდ მოსვლა ეგეთი ადვილი არაა,მკვდარი თუ ცოცხალი ამაზე ნადირობს,მოკლედ ემზადებოდა,წამოვიდა კიდეც გუშინ,მაგრამ რამდენიმე საათში უკან დაბრუნდა და კითხვებზე არ მპასუხობდა,შენ ნახე?
-არა,მე არ მინახავს-ლუკას თავისი გუშინდელი ცოდვა გაახსენდა და დასხცა იმის გახსენებაზე,რომ მასზე მოხტუნავე სოფია შეიძლება ბედის რაიმე უკუღმართული იუმორის წყალობით ნიფას დაენახა.
-გუშინ მალევე წავიდა,დილით მომადგა,1-2 საათის უკან და ისევ მანდ ჩამოსვლას აპირებს ,უნდა შეაჩერო...
-რატომ,რას აპირებს?-ლუკამ ნოდარის ჩახველება დააიგნორა
-ილია ჭავჭავაძე უნდა ამოთხაროს.
-ილია ჭავჭავაძე რატომ უნდა... მოიცა რა?
-არის დასაბუთებული ვარაუდი,რომ ილია ცოდნის მცველი იყო,ამდენად მასვე ჩაატანეს ერთ-ერთი ბეჭედი,რომლებიც სპეციალურად მცველებისათვის მზადდებოდა. ნიფას ეს ბეჭედი სჭირდება,უფრო სწორად ორივეს გჭირდებათ,მაგრამ ამას მარტო ვერ გააკეთებს. ცოდნის მცველები წმინდანები არიან და მათ საფლავებს დიდი ძალა იცავს,ნიფა ვერ შეძლებს ... უშენოდ... -დაამატა ბოლოს
-რითი წამოვიდა?
-თვითმფრინავით. პორტალის გაკეთება მთხოვა,მაგრამ გიჟი კიარ ვარ ეგ მექნა,ასე ცოტა დრო მოვიგე.
-კარგი, ზუკო. აუცილებლად მოვძებნი და გადავცემ,რომ ძალიან ნანობ,დავარწმუნებ,რომ შეგირიგდეს.
-რა?... ა ჰო,სულ მავიწყდება სადაც მუშაობ.
-უნდა წავიდე.
-იჩქარე.
ლუკამ რაღაც მოუბოდა ნოდარს,შურდულივით შევარდა მანქანაში და მთაწმინდის პანთეონისაკენ გაეშურა მთელი სიჩქარით.
ნიფა ლონდონის დროით მინიმუმ 11 საათზე გამოფრინდებოდა,რაც თბილისის დროით 1 საათს ნიშნავდა, ამას დამატებული ფრენა... ლუკა გამალებული ფიქრობდა და იმ დასკვნამდე მივიდა,რომ ნიფა თბილისში ჩამოსვლას თუ მოასწრებდა,ეს ახლახან მოხდებოდა.
მთაწმინდის პანთეონთან უამრავი ხალხი ირეოდა,ბავშვები აქეთ-იქით დარბოდნენ და ყოველ კუთხეში მოჭიდავეებივით ჩახვეული შეყვარებული წყვილი იდგა.
ლუკას სიგიჟედ მოეჩვენა ის ფაქტი,რომ ნიფა ახლა ,ამ დროს აპირებდა დიდი ქართველი მოღვაწის და წმინდანად შერაცხული ადამიანის საფლავის გახსნას.ალბათ შეღამებას დაუცდისო ბოლოს დაასკვნა,მაგრამ მაშინ რატომ ჩქარობდა? ზუკოს პორტალი სთხოვა,ესეიგი ეჩქარებოდა.
ჭავჭავაძის საფლავს მიუახლოვდა . შემოფარგლულ ფართო ადგილს ქანდაკება და უკან ტაძრის სვეტები ამშვენებდა. საერთო ჯამში,ლუკას აზრით,ზედმეტად მოშიშვლებული ადგილი იყო საფლავის გასაქურდად. უცბად გაუელვა გონებაში,რომ აქ ნიფას შესაჩერებლად კიარა,დასახმარევლად გამოიქცა . და კიდევ მის სანახავად. როდის გადაიქცა სამართალდამცავიდან საფლავების მქურდავად? რაში სჭირდებოდა საერთოდ ნიფას ეს ბეჭედი?
მოეჩვენა,რომ ვიღაც დაჟინებით უყურებდა, მიმოიხედა და სკამზე არხეინად მჯდომი ნიფა დაინახა,რომელიც ყავას მიირთმევდა და დროდადრო სულს უბერავდა. ბიჭი მისკენ გაემართა და გვერდით მიუჯდა,ლაპარაკის დაწყებას არცერთი არ ჩქარობდა.
გოგონამ გვერდით დადებული პაკეტიდან მეორე ყავა ამოაძვრინა და ლუკას გაუწოდა.
გაკვირვებულმა გამოართვა,ესეიგი იცოდა,რომ ლუკა აქ იყო.გაკვირვებაც დიდად არ ეტყობოდა.
-აქ მარტო წამოხვედი,მეგონა უკკვე პარტნიორები ვიყავით-თქვა ლუკამ და ყავა მოსვა,რომელიც უგემრიელესი აღმოჩნდა,თითქოს ბავშვობის მოგონებები ამოუტივტივა მისკა გემომ,რატომღაც დედა გაახსენდა.
-ვიცოდი,რომ მოხვიდოდი,ზუკო ენის ტლიკინში პირველობას არავის უთმობს-უკმაყოფილოდ თქვა გოგონამ. იმასაც გეტყოდა,რომ თბილისიდან დავბრუნდი გუშინ იქ. შენი ნახვა წუხელ გადავიფიქრე,ლონდონიდან რაღაც უნდა წამომეღო. აბა,როგორ გრძნობ თავს?
ლუკამ კიდევ მოსვა ყავა და ერთიანად გათბა.
-მომენატრე-წამოსცდა უცბად. სულაც არ აპირებდა ნიფასთან ახლა მონატრებაზე ლაპარაკს,თუმცა როგორც ჩანს ზუკოს სენი მასაც გადასცებოდა.
გოგონამ წარბები აწია
-ვითომ რატომ?
-შენ,ყველაზე ნაზი კანი გაქვს და კიდევ ხმა.შენს ტუჩებზეც ვფიქრობდი-ლუკას ცნობიერმა ცოტა ხანს პირდაღებულმა უყურა სიტუაციას და ბოლოს გონება დაკარგა. -ეს,რაებს ვამბობ...
ნიფა კმაყოფილი უყურებდა და დაკითხვას განაგძობდა
-საიდან იცი როგორი კანი მაქვს,არც კი მომკარებიხარ!
-სიზმრებში... სიზმრებში გეხებოდი... ჯანდაბა,რა ხდება?
-წუხელ ქალთან რომ იყავი,შენი შეყვარებულია?
-არა,უბრალოდ რამდენჯერმე სექსი გვქონდა,მე მგონია,რომ შენ მიყვარხარ.
გოგონამ თვალები ჭყიტა.
ლუკა ნიფასკენ მიიწია.ახლა,როცა ყველაფერი უნებურად დაფქვა,აღარაფერს ერიდებოდა.როგორ იქნა ნატვრა აისრულა და გოგონას ყელზე შეეხო,თავი ახლოს მოუწია და თვალებში ჩააცქერდა,თბილ ოკეანეში იყურებოდა
-მინდიხარ,შენს გარდა ვერაფერზე ვფიქრობ-ვნებით დაბოხებული ხმით უთხრა ლუკამ და ხელი ნიფას წელზე ჩააცურა.გოგონა ერთ ხანს გარინდებული იყო,თავადაც მოწყვეტილიყო რეალობას,მაგრამ როგორც კი ლუკას ხელი მაისურის ქვეშ იგრძნო,მაშინვე გამოფხიზლდა,გვერდით გაჩოჩდა და ამოიწრიპინა
-ბოდიში.
-რისთვის?-ლუკას კვლავ მისი სურნელი უღიტინებდა ცხვირში
-სიმართლის ელექ დაგალევინე-თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.
ლუკამ თავში სისხლის მოწოლა იგრძნო
-ნიფა,რატომ ?-გაბრაზება თვალებზე მოაწვა,
გოგონამაც არ დააკლო თვალების ბრიალი
-ჩემს მომავალ მეწყვილეზე ყველაფერი უნდა ვიცოდე!
-რატომღაც ყველაფრის მაგივრად შეყვარებულებზე მისვამ კითხვებს.
ნიფას თვალები დაუწვრილდა-საქმისადმი ნამდვილად ერთგული ხარ,შენი მეწყვილე გაგიჟებული მუშაობს,წელზე ფეხებს იდგამს,შენ კი სადღაც მივიწყებულ მანქანების სადგომზე .... იმასშვები-ზიზღით მოკუმა ტუჩები
-შენ რა,ეჭვიანობ?
გოგონამ ქედმაღლურად ჩაიცინა
-სისულელეა! უბრალოდ ძლივს მოვახერხე ევას ჯაშუშების მოშორება,დილით ყვავები დამდევენ,ღამით-ღამურები,იცი რად დამიჯდა შენამდე მოღწევა?-ჰკითხა გაწიწმატებულმა და მოკლე თმის კულული ქუდში შეიჩურთა
-მერე მოსულიყავი ,ვინ დაგიშალა-გულწრფელად გაუკვირდა ლუკას.
-მოვედი კიდეც!-წამოიძახა უარესად გაბრაზებულმა და უცბად ერთიანად წამოწითლდა-მანქანასთან მოვედი...-აღარ გააგრძელა
-ნიფა მე...
-არ იფიქრო,რომ მე,როგორც შენი მეწყვილე რამეს გიკრძალავ,ამის უფლება მე არ მაქვს და არც მწყინს...
ლუკამ გოგონას ლოყაზე მოსდო ხელი და ყელზე ჩამოუსვა
-აქამდე რატომ არ ჩანდი?
ნიფას უდარდელობის ნიღაბი წამში ჩამოირეცხა, სახეზე წამოწითლდა და თვალების ცეცებას მოჰყვა
-ჩვენი ერთად ყოფნის თემას ვაგვარებდი... ღმერთო სულ სხვანაირად რატო გამოდის ნათქვამი,როდესაც ჩვენ გვეხება... ანუ ერთად ყოფნა ისე შევძლოთ,იზიმ რომ ვერ გაიგოს და საერთოდ ვერცერთმა კუდიანმა. შენს ბინაში რომ ვიყავი მაშინ-დაეტყო,ისევ სოფია გაახსენდა და სიბრაზე გაუკრთა თვალებში-ზედმეტად ახლოს ვიყავით მთელი ის საღამო და მერე ძლივს გამოვძვერი.

ლუკა მხოლოდ იმიტომ უსმენდა,რომ მისი ხმა სიამოვნებდა
-აქამდე როგორ ხვდებოდნენ ჩვენს ერთად ყოფნად?-მის ლავიწებზე თამაშს განაგრძობდა
-აა-ქამდე ხედავდნენ ,ჩვენი ენერგია როდესაც ერთდება,სხივებს გამოსცემს და ბნელი არსებები ეგრევე გრძნობენ... ლუკა გაჩერდი რა ეგრე ვიბნევი
ლუკამ თავი გაიქნია და თითები ისევ ყელზე ააცურა
-განაგრძე,რაღაცას ყვებოდი.

გოგონა სხარტად წამოხტა და ბოლთის ცემას მოჰყვა,ლუკა რომ ვერ მიწვდიმოდა
-ახლა ანდრომედეს ამულეტი დავამზადებინე-ყელზე ჩამოკიდული კულონი დაანახა- აზზე არ არიან,საერთოდ აქ რომ ვარ.ახლა კი საქმეს მივხედოთ-მისკენ მიმავალი ლუკა რომ დაინახა ილია მართლის საფლავისკენ გავარდა .
-იმ ალქიმიკოსს სადაც ვნახავ,იქვე მივაკლავ.ეს არის,გვერდითი მოვლენები არ ექნებაო? კაცი აღგზნებული ირემივით მეტაკა...
-რას ბუტბუტებ-ამოუდგა ლუკა გვერდით და ხელკავი გამოსდო
-ერთი მხრივ კარგიცაა,მგონი წესივრად არ გემახსოვრება-ორჭოფულად გადახედა -ახლა 4 საათია,8-მდე უნდა მოვიცადოთ ,მაგ დროს დაცვა იცვლება,მანამდე კი უნდა ივარჯიშო.
-რაში?
-საგნების აწევაში-საფლავზე დადებულ მძიმე ქვას გახედა გოგონამ-ეგეც მამაკაცური ძალა.
-ნიფა-ჩაიცინა ლუკამ-ძალა ნამდვილად მაქვს,მაგრამ არა იმდენი,რომ ეს შევძლო.
-ხელებით კიარა გონებით-დააზუსტა გოგონამ -წამოდი
ჰოთ-დოგები მიირთვეს და შემდეგი 3 საათი და 30 წუთი ნიფა უშედეგოდ უმტკიცებდა ლუკას,რომ მის ხელისგულზე დადებული კენჭის აწევა შეეძლო.
-მთავარია ეს წარმოიდგინო და ნამდვილად დაიჯერო,მარტივია,აკადემიაში მასწავლეს და პირველივე ცდაზე გამომივიდა.
-ალბათ ჩემს სისხლში ჯადოქრული არაფერი ურევია
-არც ჩემსაში-თავი გაიქნია გოგონამ-ადამიანები ყველაზე ძლევამოსილი არსებები არიან სამყაროში-რასაც ისინი ირწმუნებენ,რეალობა ხდება.ასე რომ ადამიანად ყოფნა საკმარისზე მეტია ჯადოქრობის ჩასადენად.აწევ ამ დაწყევლილ კენჭს?
ლუკა, უკვე მერამდენედ,უნახავივით დააცქერდა კენჭს,გონება დაძაბა,წარმოიდგინა,როგორ აფრინდა იგი გოგონას ხელიდან და ჰაერში დაეკიდა.სადღაც გონების სიღრმეში მისმა არაცნობიერმა დაიჯერა,რომ ეს მართლაც შესაძლებელი იყო. კენჭი სწრაფად აიჭრა ცაში,შემდეგ კი ტყვიასავით დაწშვა უკან და შორი-ახლოს მდგარ მელოტ მამაკაცს დაეცა თავზე.
ნიფა და ლუკა ხედით აღფრთოვანებულები იყურებოდნენ სივრცეში და ცდილობდნენ,ღიმილი არ დატყობოდათ აბრჭყვიალებულ სახეზე.
დარჩენილი დრო ლუკა ჯერ ქვების,შემდეგ კი ნიფას ჰაერში ფარფატით ერთობოდა. ნიფამ დამწუხრებით აღნიშნა,რომ მძიმე საგნებს ასე კარგად ვერასდროს აწევდა,მაგრამ სამაგიეროდ თავი ანუგეშა,რომ ლუკაზე ჭკვიანი იყო.
8 საათისათვის ნიფა ილიას საფლავთან იდგა,ლუკა კი შორიახლოს მიმოდიოდა
-იცოდე,ქვა იგივენაირად დააბრუნე,რომ ვერ მიხვდნენ-მოახლოებულს მეათასედ წაუჩურჩულა გოგონამ-როცა ბეჭედს ავიღებ,აქ მთელი ჯოჯოხეთი და სამოთხე ერთად შეიყრება,ასე რომ არ დაიბნე.
ლუკამ თავი დაუქნია და ისევ გაშორდა. როგორც კი დაცვა ჯიხურისაკენ გაემართა,ლუკა ქვას მიაშტერდა ,ცოტა ხანში მარმარილომაც ამოიწია და ჰაერში დაიწყო ლივლივი. ნიფა სწრაფად გასხლტა ,ქვას მოეფარა და თავი ორმოში ჩაყო. ბიჭს გვერდით გახედვის ეშინოდა,ქვა თუ დავარდებოდა,ნიფასაგან აღარაფერი დარჩებოდა.
ნახევარი წუთიც და ნიფა უკან ამოძვრა,ლუკას თავი დაუქნია და დასაკლავად განწირული ბაჭიასავით მოკურცხლა. ბიჭმა ქვა ადგილზე დაანარცხა და მას მიჰყვა.
-სად მივრბივართ?
-სადმე შენობაში!
-ჩემი სახლი?
-მანქანა სადაა?
ლუკამ გოგონას ხელი ჩაჰკიდა და მანქანისკენ გადაუხვია,რომელსაც ორ წუთში ქოშინით მიადგნენ.
ნიფამ ჯიბიდან მარკერი ამოაძვრინა და ლუკას ვერცხლისფერ რაშზე რაღაც სიმბლოლოები მიაჯღაბნა
-ეს რაარის-აღშფოთებულმა დახედა ლუკამ
-მაღლა აიხედე-ანიშნა ნიფამ.
მთელი ცა შავი ღრუბლებით დაფარულიყო და უკვე წინწკვლას იწყებდა-ვიღაცები მაგრად გავაბრაზეთ-ჩაიკაპარაკა კმაყოფილმა,ესენი კი იმისთვისაა,რომ სანამ გზაში ვიქნებით,ვერ გვიპოვონ,მაგრამ ჯერ-ჯერობით შენს სახლშიც ვერ მივალთ. სანამ გადაუვლით ცოტა ხანი უნდა დავიმალოთ.
-საიდან გაიგებენ,რომ მაინცდამაინც ჩვენ ავიღეთ?ან საერთოდ ვისზეა საუბარი?
-იმიტომ,რომ ვთხოვე და არ მომცეს-გამოსცრა ნიფამ-ანგელოზები. ღვთის მაცნეები და ასე შემდეგ-უკვე ისხდნენ და ლუკამ მანქანა დაძრა-ილიას ბეჭედში დიდი ცოდნაა,რომელსაც ნებით არ მაძლევენ.მე კიდევ ქვეყნის საქმე მაქვს,გვაქვს-შეასწორა -მაგათ ჭკუაზე ვერ ვივლით.

ლუკამ გეზი ქალაქის გარეუბნისკენ აიღო.
-აქ სადმე სასტუმრო ვნახოთ,ერთი ღამე გადავიტანოთ,მერე როგორმე დავაწყნარებ-თქვა ნიფამ და ლუკაც ერთ-ერთ ძველ სასტუმროსთან შეჩერდა.

მისაღებში ახალგაზრდა,ტატუებით აჭრელებული გოგონა დახვდათ,რომელმაც საღეჭი რეზინის ღეჭვით ჰკითხა ლუკას
-ცალ-ცალკე გნებავთ თუ ერთად?-და ნიფას მტრული მზერა მოავლო
-ერთად-უპასუხა ლუკამ.
ნიფამ მუჯლუგუნი გაჰკრა
-ანგელოზებს და დემონებს გამოვექეცით,ერთად უნდა ვიყოთ,თანაც ჩემი თანამგზავრი კარგად უნდა ჩავკოცნო-დაამატა ბედნიერად და მერე მიხვდა,ნიფას ელექ ისევ მოქმედებდა.ნიფა აილეწა.
-მოსაწევი ასწორებს-ზანტად გაიღიმა გოგონამ და გასაღები მიაწოდა.
თანხა გადაიხადეს და ნომერში ავიდნენ.მოცუცქნულ ოთახში ერთი ორადგილიანი საწოლი და მაგიდა იდგა,ორი სკამით.
-შენ სკამზე იძინებ-შეუღრინა ნიფამ.
-ჩემი ბრალი არ არის,შენ დამალევინე ის საწამლავი და შენვე დაიძინე სკამზე თუ გინდა-უდარდელად უთხრა ლუკამ და საწოლზე გადაწვა.
ნიფა დემონსტრაციულად ჩამოჯდა სკამზე და ფრჩხილები გულდასმით დაითვალიერა. სიჩუმე ლუკას მუცლის ხმამ დაარღვია.გოგონამ წარბები აწკიპა
-მშია-თავი იმართლა.
-მერე გააჩინე საჭმელი-მხრები აიჩეჩა და საზურგეს მიეყრდნო.
ლუკამ ტელეფონი მოიმარჯვა და რესტორნების აპლიკაციებს დაუყვა,ერთ საათში ორივე გემრიელად კბეჩდა ჰამბურგერებს.
-ხომ ვამბობდი-თქვა პირგამოტენილმა ნიფამ-ადამიანები მშვენივრად ჯადოქრობენ.

გოგონას მალევე აუტყდა მთქნარება და უდარდელად დაეშვა საწოლზე.
-გემრიელი საჭმლის სანაცვლოდ,ნება გეძლევა,აქ დაიძინო,თუკი ელექს მოქმედებას აღარ გრძნობ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაურეკე იმ შენ სალომეს თუ სოფიკოს.
ფეხსაცმელები და ქურთუკი გაიხადა და საბანში შეძვრა.ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ საბნიდან შარვალიც გადმოაგდო.
ლუკამ ჩაიღიმა,მაისური გადაიძრო და საწოლისაკენ დაიძრა. გაიგო ,როგორ გადააგორა ყელში ნერწყვი გოგონამ . შარვალიც სწრაფად გაიძრო და ნიფას შეუერთდა,რომელსაც საბანი ფარივით ჩაებღუჯა.
-იქნებ ცოტა მეც მიწილადო-დაქაჩა ლუკამ-დავიფარებ და გულიც აღარ გექნება ცუდად.
ნიფამ ამზერილმა გადახედა
-რამდენიც გინდა იმდენი წაიღე,მცივანა მაინც არ ვარ -და საბანს ხელი უშვა.
ლუკასაც ეს უნდოდა,მოქაჩა და გოგონა ტრუსისა და მოკლე მაისურის ამარა დარჩა. ხარბად ააყოლა ფეხებს თვალი და თეძოებთან ცოტა ხანს შეჩერდა. გოგონა უარესად გაწითლდა და ახლოს მიიწია,რომ როგორმე საბანში შემძვრალიყო. ლუკამ მისი კანი იგრძნო და ვეაღარ მოითმინა.სწრაფად მოავლო ხელი ,თავისკენ შეაბრუნა და ფრთხილად შეეხო ტუჩებზე.გოგონას ტანზე წერტილები აეშალა,წინააღმდეგობის არაფერი ეტყობოდა და გათამამებულმა ბიჭმა ენითაც დააგემოვნა მისი ტუჩები. ხელები შიშველ თეძოებზე აატარა და მაგრად ჩასჭიდა.ნიფამ ამოიოხრა და მიეტმასნა. ლუკას ხელები უკვე მკერდამდე ავიდნენ და მომთხოვნად უჭერდნენ.წამში გადააძრო მაისური და ბიუსჰალტერი შეუხსნა. ზემოდან მოექცა და ხარბად აგემოვნებდა ნანატრ კანს.ნიფა უღონოდ გამოსცემდა დაბალ ბგერებს,ლუკას ზურგზე დააცოცებდა ხელებს და ნაზად ასობდა ფრჩხილებს. გონებაამღვრეული ბიჭი უკვე კონტროლს კარგავდა და ნიფას სახცვლის ფხრეწის ხმა გაისმა. გოგონამ თვალები ჭყიტა და ლუკას მიანათა,რის პასუხადაც ლუკამ ორივე დაუკოცნა და დაწყებულ საქმეს მიუბრუნდა. ფეხებს შორის მოექცა და თავადაც გათავისუფლდა საცვლისგან. საშინელი სურვილი კლავდა,მალე შეერთებოდა ნიფას...
-ნიფა,ნიფა-იმეორებდა არეული და გოგონას მკერდს უკოცნიდა. ხელით მოსინჯა დასველებული,ნაზი და თბილი ადგილი ფეხებსშორის და ნელა შეუერთა სხეული ნიფას აკანკალებულ სხეულს. გოგონამ ამოიგმინა,სიმწრის ცრემლი გადმოუგორდა ლურჯად მოელვარე თვალებიდან. ლუკა მიხვდა,რომ უნდა ეფრთხილა და მოზომილი ბიძგით კიდევ უფრო ღრმად შევიდა ,ბარიერი მოსპო და ნელა ამოძრავდა. ნიფა თვალებგაფართოებული აგემოვნებდა სრულიად ახალ შეგრძნებას და ტკივილთან ერთად უზომო სიამოვნებას გრძნობდა. ფაქტი,რომ ლუკა და
ის ერთი მთლიანობა იყვნენ,თავს აკარგვინებდა. ბიჭმა მოძრაობა ააჩქარა,თან გაუჩერებლად კოცნიდა სურნელოვან სხეულს,თითებით ეხმარებოდა გოგონას ზენიტისათვის მიღწევაში,როდესაც ნიფას სხეული დაიკლაკნა,თავადაც მისცა თავს უფლება,მასთან ერთად შესულიყო უწონადობაში.

დილით მზის სხივებმა გააღვიძა,რამდენიმე წამით იაზრებდა,რომ საკუთარ ბინაში არ იმყოფებოდა და ნიფას მშვიდი ფშვინვაც მისწვდა მის ყურებს. გოგონა მოკუნტულიყო,მოკლე თმები სახეზე ჩამოშლოდა და ცალი ხელით ლუკას მკლავს ჩაფრენილიყო. ცოტა ხანს არ განძრეულა,ხარბად ათვალიერებდა გოგონას თითოეულ ნაკვთს,შემდეგ ვეღარ მოითმინა,ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა. სიზმრებში მყოფმა ნელა შეარხია წამწამები და დანისლული ლაჟვარდისფერები შეანათა მომღიმარს. ლუკამ მთელ სხეულზე აატარა თითები და ძილისგან გამობუშტული ტუჩები დაუკოცნა.
-თავს როგორ გრძნობ?
-თითქოს ტროლი დამეტაკა-ამოილუღლუღა ნიფამ
-რამე გატკინე?-თვალებში შეშფოთებული შეაჩერდა
-მატკინე,ხო-წაიბურდღუნა გოგონამ-მაგრამ ოდესმე ხომ უნდა მტკენოდა,თანაც მერე აანაზღაურე-დაამატა ეშმაკურად.
-ამხელა გოგო ქალიშვილი ხარ გოგო?
ნიფამ შეიცხადა
-ბოდიში,ვერ მოვასწარი,დემონები დამდევნენ.
-ახლაც დემონები დაგდევენ-გაეცინა ლუკას ,გულში კი საოცარ სიამაყეს და სიამოვნებას გრძნობდა,რომ ნიფა მხოლოდ მას ეკუთვნოდა. გულში მადლობას უხდიდა ყველანაირ ბნელ აჩრდილს,რომელთა დამსახურებითაც გაიცნო ნიფა. უნებურად ბოროტებამ ლუკას ფასდაუდებელი საჩუქარი უძღვნა.
-ახლა სხვანაირადაა-წაილუღლუღა გოგონამ-და საერთოდ,ქალიშვილობა თუ გრეხია,ახლა გავიგე.
-არაა-ნიკაპი აუწია და აკოცა-უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი,ისეთი დამოუკიდებელი ხარ. კანონიერ ქურდებთან ძმაკაცობ,დემონებთან მიდი-მოდიხარ-ზემოდან მოექცა.
-სულაც არ ვძმაკაცობ,საქმიანი ურთიერთობაა-ლუკას ტუჩებმა გააჩუმა და გათავისუფლებულმა ამოიკნავკა-სააბაზანოში გამიშვი,მალე მოვალ რა.
-არა,ჯერ იყავი ნიფნიფ-ჩაიცინა ლუკამ და უარესაც დააწვა წამოწითლებუკ გოგონას
-დედაჩემს მოვკლავ...გამიშვი რაა
ლუკა უკმაყოფილოდ გადმობრუნდა და სიცილი დააყარა ნიფას,რომელიც წამომდგარიყო და მაისურით ცდილობდა სხეულის დაფარვას.
-აქედან ვერ ამოშლი-თითი საფეთქელთან მიიტანა ლუკამ .

სასტუმროდან შუა დღისით გამოვიდნენ. ნიფა ჩაფიქრებული ჩანდა
-კარგად ხარ?-ხელი ჩაჰკიდა ბიჭმა
-ჰა? კი ... გაბრიელს უნდა დაველაპარაკო
-გაბრიელი ვინაა?-ლუკას მუცელში აქამდე უცნობმა მხეცმა იწყო გაღვიძება
-ანგელოზი. სხვებთან შედარებით შემწყნარებელი. როგორმე უნდა მოველაპარაკო.
-მარტო არ გაგიშვებ-მტკიცედ უთხრა ლუკამ.
-ეკლესიაში მივდივარ,იმქვეყნად კიარა-გაიცინა გოგონამ-შენ გარეთ დამელოდე .
-ეკლესიაშია? მღვდელი ან რამე მასეთია?
-სხეული არ აქვს შტერო. უნდა ვილოცო და გამომეცხადება რა.
ლუკამ გადაწყვიტა მეტი არაფერი ეკითხა.
სამების ეკლესიასთან მივიდნენ ,ნიფა შიგნით შევიდა,ლუკა კი გარეთ ჩამოჯდა.გედების ცქერით გართულს წამოადგა თავზე გოგონა
-მოგვარებულია,წუხანდელი ღამე უნდა მოვინანიო,სამარხვო დღეებში ვიმარხულო და ლოცვები ვიკითხო,ზეცაც მომიტევებს.
-მაგას მართლა იზამ?-წარბები აწია ლუკამ
-წუხანდელის მონანიება ცოტა გამიჭირდება და დანარჩენს ,კი-თვალი ჩაუკრა და გასასვლელისაკენ დაიძრა.
ლუკა სახლში დაბრუნდა,ნიფამ ამულეტების მთელი კოლექცია ჩაუდო ჯიბეში და დაუბარა მალე დავბრუნდებიო.ასეც მოიქცა-წიგნებით სავსე სამხედრო ზურგჩანთით მოადგა და გამოუცხადა,რომ ყველაფერი უნდა წაეკითხა,რის შემდეგაც აკოცა და ისევ გაუჩინარდა. ამჯერად მხოლოდ ის დაუბარა,რომ შავგვრემნებისგან შორს თუ არ დაიჭერდა თავს,ყავაში ციანიდს შეურევდა.
მთელი კვირა ლუკას ცხოვრება

სამსახურისა და წიგნების კითხვისაგან შედგებოდა. ნიფა არსად ჩანდა,სამაგიეროდ მისი არსება ყველგან იგრძნობოდა-ბინაში მიმობნეულ უცნაურ საგნებში,წიგნებში გაკეთებულ წარწერებში,ლუკას სიზმრებში.
ახალ სამყაროს ნელ-ნელა ეცნობოდა და უფრო და უფრო დიდი ინტერესით იფლობოდა მასში. გოგონას მონატრება უჰაერობასავით მოსდებოდა მის სხეულს,ფიქრებს კი ისევ ნიფას დატოვებული ათასგვარი წიგნით აფრთხობდა.
პარასკევ დილას სამსახურში მისულს გაბრწყინებულმა ნოდარმა აცნობა,რომ ნიფა ცეცხლაძის საქმეზე პროკურატურას სისხლისსამართლებრივი დევნა შეეჩერებინა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.
-მაგათსას რას გაიგებ-მხრები აიჩეჩა ნოდარმა ლუკას კითხვაზე-ეტყობა სხვა საქმე გამოუჩნდათ თან მაგ დემონმა მგონი აქაურობას თავი დაანება,პოლონელებს კი აწაპნა რამდენიმე ძველმანი,მაგრამ მაგაზე იმათმა იჭყლიტონ ტვინი.
შაბათს კი მისი ტელევიზორი ისევ ალაპარაკდა,ოღონდ მხოლოდ ზუკოს ხმით
-ნიფა გაქრა-ამოიწრიპინა კაცმა-მიწამ ჩაყლაპა,სისხლის შელოცვითაც კი ვერ მოვძებნე.
ლუკას ტვინში მეხი გავარდა.

(5) ძვლების ხმა

-ერთი კვირაა არ ჩანს-აღელვებულმა მიაყარა ზუკომ-მაგრამ ვიფიქრე თავისებურად დაიკარგა მეთქი,მაგრამ დანიელიც რომ დამიკავშირდა და ნიფა მოიკითხა,მერე ძებნა დავუწყე...
-დანიელი? წინასწარმეტყველი?
-კი,მოკლედ ნიფა არსად ჩანს,დანიელს ხილვა ჰქონდა და ფიქრობს,რომ ნიფა საფრთხეშია.
ლუკას მთელი სხეული უცნობმა ინსტიქტმა მოიცვა. ზუკოსთვის ყურადღება აღარ მიუქცევია,დაუფიქრებლად გავარდა გარეთ. წარმოდგენა არ ჰქონდა,ნიფა სად უნდა ეძებნა,მაგრამ ძებნას ახლავე თუ არ დაიწყებდა,მისი სხეული და გონება ერთად აფეთქდებოდა.

გიორგისთან დარეკვა დააპირა,ბოლოს და ბოლოს ორივე გამომძიებლები ვართო,როდესაც მანქანასთან მისულმა მასზე წამოსკუპებული წითური კატა შეამჩნია,რომელიც აუღელვებლად ილოკავდა თათებს.
-აქედან ჩაეთრიე -ხელი აუქნია ლუკამ-თორემ ზედ სტიკერად გაგაკრავ.
კატამ თვალები ზანტად დაახამხამა და კნავილით მიმართა
-როცა მოვინდომებ,მაშინ ჩამოვალ,გამომძიებელო.
ლუკას იასეთი გრძნობა დაეუფლა,თითქოს თავში ბოძი ჩაარტყეს.
-იზიბინმა გამომგზავნა-განაგრძო კატამ ,წინა თათებს დაეყრდნობილი წითელი თვალებით ბურღავდა ლუკას-შენი ნახევარი მასთანაა და სიკვდილამდე იქ დარჩება,რაც შეგეხება შენ,იზის შემოთავაზება აქვს.
-შემოთავაზება?-გამოსცრა გონს მოსულმა ლუკამ-მოდი ჩემს შემოთავაზებას გაგაცნობ: ახლავე წამიყვან მასთან და შენი ნაწლავები შენშივე დარჩება.
კატამ ამოიკრუტუნა.
-იმ გოგოს მაინც ვერაფრით დაეხმარები,მალე ბატონის საკუთრება გახდება,შენ კი იზის პატარა თხოვნას თუ შეასრულებ,მთელი ცხოვრება და მერეც ,უზრუნველად იქნები,არაფერი მოგაკლდება.

ლუკამ გადაწყვიტა,სანამ კისერს მოუგრეხდა,მეტი ინფორმაცია გაეგო კატისგან.
-რა უნდა იზის ჩემგან?
-საზრიანი ყმაწვილი-კატამ გაიღიმა კიდეც-შენგან სულ ცოტა,რამდენიმე წვეთი სისხლი. იმისთვის,რომ შენთან მაგიური კავშირი გაწყდეს . გგონია ნეიფა გიყვარს? ეს მხოლოდ ანგელოზების მიერაა დაგეგმილი,სიყვარული არ არსებობს,ღმერთმა გრძნობები იმისთვის შექმნა,რომ ადამიანები უკეთ მართოს.
-მივცენ სისხლს-სწრაფად დაეთანხმა ლუკა-ოღონდ იზის,პირადად.
კატა ავად ასისინდა
-გგონია,დემონის გაცურებას შეძლებ,ადამიანო? გადაწყვიტე,ან ნებით მომცემ სისხლს და დასაჩუქრდები,ან ძალით წავიღებ და მოკვდები.
-სცადე-შეუღინა ლუკამ
კატამ სისინს უმატა და უეცრად ზომაში ზრდა დაიწყო.მანქანიდან ჩამოხტა,ეშვები ჩამოზრდოდა და კლანჭები სამართებელივით უელავდა.ხერხემალი ამოეზნიქა და მალები ეკლებივით გამოუჩნდა. რამდენიმე წამის შემდეგ ლუკას წინ ფუმფულა ფისოს ადგილას ურჩხული იდგა. ლუკამ კაბურიდან იარაღი ამოიღო,მიზანში ამოიღო მხეცი და ის იყო,ტყვია უნდა დაეჭედებინა,რომ მისკენ დაძრულ არსებას ისარმა გაუგლიჯა მკერდი. მხეცმა დაიღრიალა და მიწაზე დაიკრუნჩხა,თითქოს უხილავი ალი ედებოდა მთელს სხეულზე,რადგან ნელ-ნელა ნაცრად იქცა და ბოლოს ჰაერში გაიფანტა.
-ტყვიით ამათ ვერაფერს დააკლებ-მოესმა უკნიდან ბოხი ხმა,შებრუნდა და მშვილდ-ისრად მომარჯვებული,მაღალი,დაკუნთული ქერა მამაკაცი დაინახა,რომელსაც ღიაოქროსფერი თმები მხრებზე დაუდევრად ჩამოშლოდა.
-კიდევ არიან?-იკითხა ისე,რომ მშვილდი არ დაუშვია.
-ლუკამ თავი გააქნია და იარაღი შეინახა.
ქერამ ერთ ხანს ათვალიერა გარემო და თავადაც მხარზე მოიკიდა მშვილდი,ლუკასკენ დაიძრა.
-მე დანიელი ვარ,ნიფას მეგობარი.
ლუკას გონება ამუშავდა. მას ნიფას მიერ ნახსენები წინასწრარმეტყველი რატომღაც გადაპრუტუნებულ,თეთრწვერა მოხუცად წარმოედგინა და არა ჟურნალიდან გადმომხტარ მოდელად,რომელიც პარალელურად სამსახიობო კარიერას ეწეოდა.
მის მუცელში კვლავ მიძინებული ურჩხული წამში გამოფხიზლდა და აღრიალდა-ესეიგი ნიფა ამასთან დაბრძანდებოდა?
-ლუკა-მტრულად ამოსცრა.
-ნიფა დაკარგე,
ვეუბნებოდი,შენგან შორს ყოფილიყო, მაგრამ არ დამიჯერა-ნიშნისმოგებით შეათვალიერა კაცმა ლუკა და გულზე ხელები დაიკრიფა-ამის გამოა,ახლა მისი სიცოცხლე რომ ბეწვზე კიდია. მე მის სხეულში ჩასახლებული ბელზებუბი დავინახე,თუ არ ვიმოქმედებთ,ასეც მოხდება.
ლუკას სხეულში აღუვლებული ურჩხული სასწრაფოდ მოითხოვდა ამ ძალათ წინასწარმეტყველის უმი გულისნ მირთმევას.
საუბედუროდ დანიელი მართალი იყო,ნიფას დაცვა ვერ შეძლო
-რა უნდა გავაკეთო?-ხმა ჩაწყდომოდა
დანიელმა კიდევ ერთხელ დაზვერა გარემო და მზერა ლუკას მანქანაზე გააჩერა
-გზაში აგიხსნი,დაახლოებით ვიცი სად შეიძლება ჰყავდეთ.
მანქანაში ჩასხდომისთანავე დანიელმა გვერდულად გადაკიდული ჩანთიდან ძველი ქაღალდი ამოაძვრინა და გაშალა,თბილისისა და მისი შემოგარენის ჩრჩილნაჭამი რუკა აღმოჩნდა. ლუკას ცხვირწინ დაუდო და ალაპარაკდა
-აქ წითლად ის ადგილებია მონიშნული,სადაც რიტუალების ჩატარებაა შესაძლებელი იქ არსებული ენერგეტიკული ველის გამო. ნიფასაგან 3 რამ უნდათ: ნინოს და მის კატას მაგიურად დამუხტული ,უსულო სხეული,რათა თავიანთი ბატონის განსხეულება შეძლონ,ასთაროსს-სული,რომლის წაღებაშიც ეს ორი დაეხმარება,ხოლო სრულიად ბოროტებას-ის,რომ ნიფამ ღამის გუშაგობა ვერ შეძლოს. წინა გუშაგების მსახურობა გასულ ათასწლეულში დასრულდა,ამ ათასწლეულში ისინი შენ და ნიფა უნდა ყოფილიყავით,ასეა დაწერილი, მაგრამ თუკი ეს არ მოხდება,ლუციფერისათვის ერთ-ერთი წმინდა მიწა პირდაპირ ლანგრით იქნება გამზადებული. შენი სისხლი ,ისევე როგორც შენი მეორე ნახევრის,იმისათვის სჭირდებათ,რომ ნინომ დალიოს-ლუკას ზიზღნარევ გაკვირვებაზე კი დაამატა-ამით შენი და ნიფას ძალას,რომელიც წარმოდგენაც კი არ გაქვს,ერთად რამხელა ენერგიის მატარებელია,ნინოში გადავა,შესაბამისად იგი დემონურ ძალას შეიძენს. მართალია თქვენ ძალას ნათელი საწყისი აქვს,მაგრამ შავი მაგიის დახმარებით გამოსრუტული წყვდიადად იქცევა.
-ხელი როგორ უნდა შევუშალოთ?-ამოღერღა ლუკამ
-ვინაიდან უცოდინრობის გამო გუშაგები ჯერ ვერ შეძლებენ ერთად ბრძოლას,ჩვეულებრივი ადამიანივით მოგიწევს ბრძოლა-ჩანთიდან ტყვიების შეკვრა ამოიღო-შენი ტყვიები ამოიღე და ესენი ჩადე,ერთი ნინოსთვის შემოინახე.
ლუკამ მითითება შეასრულა,ტყვიებზე მისთვის გაუგებარი სიმბოლოები იყო ამოკაწრული.
-ნიფას ადგილსამყოფელს ამ რუკისა და შენი ინტუიციის საშუალებით დავადგენთ-გააგრძელა დანიელმა-ხელი მიმოატარე და სადაც სითბოს ან წვას იგრძნობ,გააჩერე. შენ და ნიფას ძლიერი კავშირი გაქვთ,ამდენად უნდა იგრძნო.
ლუკა რუკას დააშტერდა და ეჭვნარევი მზერით მიმოატარა რუკას.
-თვალები დახუჭე-ურჩია წინასწარმეტყველმა,თუმცა აღარ მოუწია,რადგანაც ხელის გულზე ჯერ ჩხვლეტა,შემდეგ კი წვა იგრძნო,ადგილს დააკვირდა და წარწერა ამოიკითხა
-ორჯონიკიძეების საგვარეულო აკლდამა?
-ხო,ძველი რუკაა და მაშინ მხოლოდ თავადების საკუთრება იქნებოდა ეს მიწა,ახლა ალბათ სასაფლაოა. წავედით.

-მანამდე ერთ ადგილას უნდა შევიარო-ლუკამ მანქანა სწრაფად დაძრა და მისი განყოფილების იარაღის საცავისაკენ აიღო გეზი.

მიწისქვეშ მდებარე ფართო აკლდამაში,რომელიც რამდენიმე ოთახისგან შედგებოდა,ქალის ჩუმი ბუტბუტი ისმოდა. შავ მოსასხამში გახვეული ფიგურა დიდ ,ვერცხლის ფიალასთან დახრილიყო და აღელვებული საუბრობდა
-დიახ,მბრძანებელო. იმ ბიჭის სიახლი სულ მალე გვექნება,სავსემთვარეობასაც აღარაფერი უკლია...ამ ღამით აღსრულდება თქვენი ნება... გოგონას სულს თავად მე მივართმევ ასთაროსს... გავხლიჩო? კიმაგრამ,მას მთლიანი სული უნდა... გასაგებია,მომიტევეთ უმეცრებისთვის...
ქალს ბუტბუტი აკლდამაში შემოვარდნილმა კაცმა გააწყვეტინა,რომელსაც ეშვები მოუჩანდა ,მაღალს და გამხდარს თვალები ჩაცვენოდა,ეტყობოდა დიდხანს მორბოდა,მაგრამ არათუ ღრმად,საერთოდ არ სუნთქავდა
-მეორე გუშაგი გაექცა იმ უტვინოს! წინასწარმეტყველმა წმინდა ისარი ესროლა და ახლა ჯოჯოხეთში ყმუის.
ქალმა ავად დააკვესა თვალები
-გოგონას მიხედეთ-მეორე ოთახისაკენ გაიქნია თავი-მოამზადეთ,მალე უნდა დავიწყოთ,ბიჭს მერე მოვუვლით.

აკლდამის ცივ მარმარილოზე დაბმული ნიფა მხოლოდ თვალების ტრიალს ახერხებდა. მოჭერილი თოკები კანს აცლიდა და სისხლი სდიოდა,მაგრამ ბრძოლას არ წყვეტდა,თავზე კაცი რომ წამოადგა ღიმილით
-რატომ წვალობ,შენი გემრიელი სისხლი დასაღვრელი ნამდვილად არაა-უთხრა,ტუჩები მოილოკა და სისხლმდინარ მაჯაზე ენა აუსვა. ვამპირს გააჟრჟოლა და თვალები წითლად აუელვარდა-იქნებ ევამ ნება დამრთოს,ცოტა გაგეთამაშო ,სანამ...
აკლდამის კარი აფეთქების ტალღამ შემოანგრია,კვლავ ფიალისაკენ დახრილი ევა კედელს შეანარცხა,ხოლო ვამპირს ასხლეტილი ქვა მოხვდა ყბაში და გვერდით გადააგდო.
მტვერსა და ბოლში ორი მამაკაცის ფიგურა გამოიკვეთა-ერთა მშვილდი ჰქონდა მომართული,მეორეს ორივე ხელში ცეცხლსასროლი იარაღები ეკავა.
ლუკამ მეორე ოთახში მწოლიარე სხეული შენიშნა და დაუფიქრებლად გაემართა მისკენ.
ევა წამოდგომას ცდილობდა,დანიელი თავზე რომ დაადგა
-ცუდად იქცევით,ქალბატონო-საყვედურით უთხრა მან და მშვილდი მოზიდა,რა დროსაც ხელში რაღაც დაეტაკა-გაავებული შავი კატა მხარზე ააცოცდა,კაწრავდა და ნელ-ნელა ზომაში იზრდებოდა
-ყოჩაღ,იზი-დაიჩურჩულა ქალმა და სანამ წინასწარმეტყველი ურჩხულის მოცილებას ცდილობდა,დანით ხელი გაიჭრა,სისხლით იატაკზე რთული ფიგურა მოხაზა და დაიკივლა
-ბატონო,დახმარება გვჭირდება,გუშაგი აქაა...-დანიელს გადახედა,რომელიც კვლავ იზის მოცილებას ცდილობდა და გააგრძელა-რიტუალს ვიწყებ.
მტვრიან და ნამტვრევებით სავსე ოთახში ტომარა მოძებნა,კედელში ჩატანებულ უხილავ კარში გასხლტა და სამლოცველოში შევარდა.

დანიელს სახეზე ჩაფრენილი ურჩხული დაუნდობლად კაწრავდა,მშვილდი სადღაც გავარდნოდა და მოკლე მახვილით ცდილობდა იზის მოგერიებას. წამით მოახერხა ურჩხულის თავის ორივე ხელით დაჭერა და გასროლია ხმა გაისმა-ლუკამ ტყვია მხეცს შუბლში დააჭედა.

ევა სანთლებია დანთებას მორჩენილიყო და უკანასნკელ შტრიხებს აკეთებდა,როდესაც ცივი ხმა მოესმა
-მაშინვე უნდა მომეკალი-გააფთრებულ ნიფას ხანჯალი ჩაებღუჯა,უკან კი ორივე მამაკაცი ამოსდგომოდა.
-ყველაფერი მორჩა,ერთხელაც კი თუ გაინძრევი,ტყვიას დაგაჭედებ-ლუკას იარაღი მოემართა და სიძულვილით უმიზნებდა.
ევამ აქეთ-იქით მოავლო თვალი,ის იყო გაიფიქრა,გაქცეულიყო,რომ სამლოცველოში მყოფთა სმენას უცნაური ჩხარუნის ხმა მისწვდა,რომელიც თანდათან ძლიერდებოდა.
რამდენიმე წამში სამლოცველოში ჩონჩხების მთელი ამალა შემოცვივდა-ბატონს მსახურისათვის მკვდართა არმია გამოეგზავნა,რომელიც გაავებული შემოევლო სამეულს,თავდასხმას არ ჩქარობდნენ ,უფრო სწორად-გოგონაზე თავდასხმას,მისი სხეული უვნებელი უნდა დარჩენილიყო,მამაკაცები კი მთელი ძალით იგერიებდნენ უსულო სხეულებს და ევასათვკს აღარავის ეცალა.
ქალმა ისარგებლა სიტუაციით,საკურთხეველთან დანთებული ცეცხლისაკენ მიბრუნდა,მასში მუქი ქერა თმის კულული ჩააგდო და შელოცვის ბუტბუტს მოჰყვა. ნიფა,რომელიც გამალებით უშენდა ფეხებს ერთ-ერთ სკილეტს,მოცელილივით დაეშვა და თვალები აატრიალა.
-არა!-დაიღრიალა ლუკამ,ხელში შერჩენილი ძვლები მიმოყარა და ნიფას მივარდა. გოგონა არ რეაგირებდა,თვალები გათეთრებოდა და უცნაურად ძაგძაგებდა.
-დანიელ-მხეცივით აყმუვლდა ლუკა-ევა !
-დანიელმა იდაყვი ჩასცხო ტანსაცმელშერჩენილ მკვდარს და ევასაკენ გაიხედა
-უნდა დამაზღვიო,ისე ვერ დავუმიზნებ!
ლუკამ გოგონას ფრთხილად დაადებინა თავი და ჩონჩხის ზღვაში გადაეშვა.
დანიელმა მშვილდი მოზიდა,დაელოდა წამს,როცა შეძლებდა მიზანში ამოღებას. აქეთ იქით ირწეოდა,რომ ლუკას მიერ მიმოყრილი გაძვალტყავებული ხელ-ფეხი არ მოხვედროდა.
-სულ ერთი წამი... ერთ წამს მაცადეთ...-თქვა კაცმა და ცალ თვალი მოჭუტა,მშვილდი გაასწორა და ისარი იმედიანი მზერით გააცილა.
მოჩურჩულე ევამ ჩხვლეტა იგრძნო,რასაც აუტანელი წვა მოჰყვა მკერდში. მოძრავი ტუჩები სიკვდილის ხელებმა დაუდუმეს და მხოლოდ ის მოასწრო,გულში გარჭობილი ისარისათვის დაეხედა.

-აქედან უნდა გავიდეთ-დაიყვირა ლუკამ და ნიფა ხელში აიტაცა-კიდევ უფრო მრავდებიან!
-გასასვლელი ჩონჩხებითაა სავსე-დაუყვირა დანიელმაც
-ყუმბარა,ხომ მოგეცი ყუმბარა!?
დანიელმა თავისი ნაჭრის ჩანთა მოხრიკა და ყუმბარა ამოაძვრინა
-მოხსენი და შორს გადააგდე,გასასვლელისკენ-უკარნახა ლუკამ.
კაცმა ყუმბარას თავზე მიმაგრებული ბეჭედი მოხსნა და ჩონჩხის მასისკენ ისროლა,უკან მობრუნსა,დაბლა დაწვა და ცალი თვალით ნიფასაკენ გაიხედა,რომელიც ლუკას დაბლა დაეწვინა და მთელი ტანით ეფარებოდა. გამაყრუებელმა ხმაურმა და აფეთქების ტალღამ ლუკას წამით ყველა გრძნობის ორგანო გამოურთო. ყურები საშინლად უწიოდა,თავზე რაღაცები ეცემოდა,ნებისყოფის მთელი მარაგის გამოყენება დასჭირდა,რომ ნიფა კვლავ ხელში აეყვანა. ყვირილით მოძებნა დანიელი და ყუმბარით გამოთავისუფლებული გასასვლელისაკენ დაიძრა.

-რატომ არ იღვიძებს?-ნიფას ნერვიულად გახედა აქოშინებულმა ლუკამ,რომელიც გამწარებული ჩაფრენოდა საჭეს,სახეზე ნაკაწრებით,მტვრითა და სისხლით ამოსვროდა.არც დანიელი იყო უკეთეს დღეში.
-მისი სული ახლა სავარაუდოდ სხეულს მოშორებულია,თუმცა არა იმდენად,რომ ჭურჭელმა სიცოცხლე შეწყვიტოს. ნიფა ახლა გასაყარე დგას,თუკი უფრო შორს წავა,მობრუნებას ვეღარ შეძლებს.მაგრამ იგი ჭკვიანი გოგოა,მიხვდება.
-რამენაირად უნდა დავეხმაროთ-სასოწარკვეთილება ნელ-ნელა ხელებს ხვევდა ლუკას.
-დაუძახე,შეიძლება გაიგოს,თქვენი კავშირი განზომილებებს შორისაც მოქმედებს,სავარაუდოდ.
-ნიფა!-დაიღრიალა ლუკამ და დანიელი შეხტა
-ჯანდაბა,გონებაში დაუძახე,გონებით მოიხმე!
ლუკამ მთელი ძალით მოინდომა,რომ ნიფასათვის თავისი ფიქრები მიეწვდინა.
-არ შეწყვიტო,გამუდმებით მოუხმე. შეიძლება თავიდან იფიქროს რომ...
-ვცდილობ და იქნებ გაჩუმდე-დანიელმა უკმაყოფილოდ გაიხედა ფანჯარაში-
-აბა როგორაა საქმე?-ვერ მოითმინა ბოლოს-რამეს გრძნობ?
ლუკამ თვალები აატრიალა
-შენი მოკვლის სურვილის მეტს ვერაფერს.
-საერთოდაც,ცოტა რომ დაფიქრებულიყავი და ფრთხილად გემოქმედა,ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.
-რას ნიშნავს ფრთხილად მოქმედება?-აფეთქდა ლუკა
-სექსუალური მოთხოვნების დათრგუნვას-წაუსისინა დანიელმა-ნიფასთან ისეთი ძლიერი კავშირი დაამყარე,რომ ნიფას ამულეტმა ვეღარ იმოქმედა. იმ სასტუმროს ნომერში ისე კაშკაშებდით,დემონები პოპკორნით ხელში გამოემართნენ. ნიფას მისდიეს და როგორც კი დრო იხელთეს,წაიყვანეს კიდეც.
-მე რავიცოდი,სექსი თუ ამაკაშკაშებდა,ან შენ საიდან იცი?-აღშფოთდა ბიჭი
-ნაცნობმა დემონმა მითხრა.
-რანაირი წინასწარმეტყველი ხარ,დემონებთან მეგობრობ და...
-არ ვმეგობრობ,უბრალოდ ვიცნობ-ხმას აუწია დანიელმა
-ღმერთო ჩემო,არ მოკეტავთ? მეძინება-უკანა სავარძლიდან ნიფას უკმაყოფილო ხმა გაისმა.

(6) გუშაგობის დასაწყისი

ლუკა სამზარეულოში ყავას ამზადებდა,წყლის თვითადუღებას ცდილობდა,გონებას ძაბავდა,მაგრამ ჩაიდანი ერთხელ შეზანზარდა და იმის მერე თავი აღარ შეუწუხებია.
-ჯანდაბას-წაიბურტყუნა ბიჭმა და ჩაიდანი გაზზე შემოდგა-ნიფა,გამოდი ბოლოსდაბოლოს,გუშაგი ხარ თუ ქალთევზა?-დაიძახა უკმაყოფილოდ,გოგონა უკვე ერთი საათი იყო,აბაზანაში ნებივრობდა.
რამდენიმე წუთში ნიფა თმების მშრალებით გამოვიდა და მაგიდასთან ლუკას წინ დაუსკუპდა . წარბაწეული შეაჩერდა გაზზე მოთუხთუხე ჩაიდანს
-კიდევ ვერ გამოგდის,არა? საერთოდ არ მეცადინეობ და რანაირად გამოგივა. ციპელიუსის ნათქვამსაც ერთ ყურში უშვებ,მეორედან კი ათავისუფლებ.
-ვმეცადინეობ,მაგრამ იმაში,რაც საჭიროა,ეს კი ასეც მშვენივრად დუღდება -თქვა ლუკამ და წყალი ფინჯნებში ჩამოასხა.ოთახში ყავის სურნელი დატრიალდა.
-ყველაფერი საჭიროა,ღამის გუშაგი უნდა იყო,სასაფლაოს დარაჯი კიარა. ოროსნობას თუ გააგრძელებ,სხვა ნახევარს ვიპოვი-თქვა გოგონამ ამზერით და ყავას სული შეუბერა-რა სურნელი აქვს! -თვალები მილულა.
-არამგონია ასე გაგიადვილდეს-თვალები მოჭუტა ბიჭმა
-აკადემიაში ლექციებს აცდენ,დავალებებს არ ასრულებ, მაგიის აკადემიაში გაგიჩალიჩე ადგილი და შენ კიდევ ფეხებზე იკიდებ. რომ იცოდე,მომავალი ათასწლეული ბოროტი ტიპების დევნის მეტი არაფერი უნდა აკეთო და თუ ასე გააგრძელებ,გამოცდებშიც ჩაიჭრები,გამომძიებლობასაც ცოცხალი თავით არ ეშვები-გოგონამ ყავა მოსვა და გემრიელად მოილოკა ტუჩები-როდის აქეთ გამოგდის ყავის გაკეთება?
ლუკამ ბოლო კითხვა დააიგნორა
-გამოცდებს შენც ხომ აბარებ,იმეცადინებ და მერე ჩამაბარებ. მეც ვისწავლი.ეგარი!
ნიფამ ყავის დიდი ყლუპი მოსვა და დაფუფქული ენის გამო პასუხი ვეღარ დაუბრუნა. ცოტა ხანი ენაზე ინიავებდა ხელს,სიჩუმე კვლავ ლუკამ დაარღვია
-ერთი კვირის უკან სად იყავი? სახლში 3 საათზე რომ დაბრუნდი.
გოგონამ თვალები ააფახუნა
-დედასთან ვიყავი,ხომ გითხარი ?
-აჰამ,და იმ დღიურში რას წერ,გაუხსნელობის ჯადო რომ დაადე?
-ბევრ რამეს,რაც არ მინდა,რომ იცოდე-გოგონამ დაეჭვებით მოჭუტა თვალები და თავი გაიქნია.
-მაინც რა არ გინდა,რომ ვიცოდე?
-ის,რომ დანიელი წერილებს მიგზავნის ხოლმე,კიდევ რომ მინდა ცოლობა ბერმუნდის სამკუთხედში მდებარე მისტიკის სასახლეში მთხოვო,კიდევ იმას,რომ სანამ ამას არ გააკეთებ,არ გაღირსებ იმის მოსმენას,თუ რა ძალიან მიყვარხარ...
ლუკას კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა,ნიფა კი აგრძელებდა იმის ჩამოთვლას,თუ რას უმალავდა ლუკას
-კიდევ,რომ არ გეუბნებოდი,პირველად ვის ვაკოცე,იმიტომ არ გეუბნებოდი,რომ დანიელს ისედაც ვერ იტან და...-გოგონას წამით თვალები დაეწმინდა და ყავას ჩახედა-სიმართლის ელექ! შე ...
-როდის აკოცე დანიელს?-დაასწრო ლუკამ
-ადრე,ბევრად ადრე,სანამ შენ გაგიცნობდი,ერთი წლის უკან ალბათ ,ან მეტი...ღმერთო,ვერ გადამირჩები!-გოგონამ ყურებზე ხელი აიფარა,ხმამაღლა სიმღერა დაიწყო,ლუკას კითხვები რომ ვერ გაეგონა და სააბაზანოში გავარდა. ლუკამ კარის დაკეტვას მიუსწრო, გოგონა ხელში ატაცებული მიათრია საწოლამდე,ყურებიდან ხელები ჩამოაღებინა და გაუკავა.
-ჯერ არ დამისრულებია,პატარა მატყუარა-ტუჩებზე დააცხრა და მწარედ უკბინა.
-ლუკა,გაჩერდი-ამოიკნქვლა გოგონამ და წელი ამოზნიქა
-მართლა გინდა,რომ გავჩერდე?-ეშმაკურად ჰკითხა ბიჭმა
-არა,მაკოცე.
ლუკამ გრძელი კოცნით დააჯილდოვა
-კიდევ რა გინდა,რომ ვქნა?
-გაიხადე,მომეფერე და მკერდზე რომ მკოცნი ხოლმე,ეგრე გააკეთე...
გოგონა გრძელი სიის ჩამოთვლას აგრძელებდა,ლუკამ ბოროტულად ჩაიღიმა და შეკვეთის შესრულებას შეუდგა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline ადმინი შამანი

რაღაც საინტერესო ჩანს,მოვგვიანებით წავიკითხავ აუცილებლად და დავწერ აქ ყველაფერს heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



№2  offline აქტიური მკითხველი grafo

არ მჯერა, რომ შევძელი და წავიკითხე :).
სულ "პრეზომანი-ს დამსახურებაა, რომ კითხვა არ/ვერ შევწყვიტე და არც ვნანობ.
ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ეს ის ჟანრია რაც სამწუხაროდ ჩემგან ძალიან შორს არის და ყოველ დღე ვპირდები საკუთარ თავს, რომ მითოლოგიაში რამეს ჩავუჯდები, მაგრამ დაპირება დაპირებად მრჩება.
მე მგონია, რომ ეს აქამდე არ მითქვამს სხვებისთვის, მაგრამ შენ გეტყვი რომ მწერალი ხარ, მართლა!
იცი, მე "უვიცა" რა მომეწონა?! ამის დედაც როგორ ავხსნა...აი, ამ ჟანრზე რომ დაწერე, გეტყობა რომ ბევრი გაქვს ამ ტემაზე წაკიტხული, ერკვევი მითოლოგიაში და ეს შენი ისტორია ამ ჟანრის თანამედროვე ბესტსელერების შენეული გახმოვანება კი არა, ახლებურად, მხოლოდ შენებურად დაწერე. პირველი აბზაციდან მიმიტოვებია საიტზე მსგავსი ისტორიები, იმიტომ რომ ხელოვნურობა შემიტყვია. თუნდაც სახელები. ავტორები სპეციალირად არჩევენ უცნაურს, რომ უფრო დონე იყოს, ჩემზე კი უარყოფით გავლენას ახდენს. წყალივით იკითხებოდა შენი ეს ჩახლართული ისტორია. ხელოვნური, გაწელილი, არაფერი არ იყო. ძალიან მომეწონა ისიც, რომ დოზირებულად იყო ინტიმი. გემრიელად გასდევდა თითქმის მთელ ისტორიას ლუკას და ნიფნიფის უხილავი ცეცხლი.
კიდევ დავწერდი ბევრ რამეს, მაგრამ ეს ჟანრი ჩემი თემა არ არის და სისულელე გამოვა.
წარმატებები და ხშირად ვუსურვებ საკუთარ თავს შენს ისტორიებს :*.
პ.ს. თუ მოახერდებ, პირადში მომწერე ხოლმე როცა ახალ რომანს დადებს, მე შეიძლება ჩავუქროლო და გამომრჩეს.

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Agfrtovanebuli varr, yochaggg, aset janrshi da aseti magarii

 



№4  offline წევრი cida12

საინტერესო იყო❤️❤️ წარმატებები შენ❤️

 



№5  offline წევრი Alice76

Qeti qimucadze
Agfrtovanebuli varr, yochaggg, aset janrshi da aseti magarii

ძალიან მიხარია,რომ მოგეწონა ❤️❤️❤️

cida12
საინტერესო იყო❤️❤️ წარმატებები შენ❤️

დიდი მადლობა❤️❤️

 



№6 სტუმარი სტუმარი Chikochiko

მართლა ღირდა გათენებად. აუ რა მასიამოვნე. ზოგადად ვგიჟდები მისტიკურ და ფენტეზის ჟანრზე. ჩუმად ვხითხითებდი ბედნიერი. ძალიან კარგად წერ, იუმორი გაქვს საოცრად დახვეწილი. სიმართლის ელექსირზე რაც მე ვიფხუკუნე ჩუმად, ლამის ბავშვი გავაღვიძე:დდ
წერე რაც შეიძლება მეტი და ხშირად, რა თქმა უნდა ხარისხიანი და კარგი. წარმატებებს გისურვებ❤

 



№7  offline წევრი Alice76

სტუმარი Chikochiko
მართლა ღირდა გათენებად. აუ რა მასიამოვნე. ზოგადად ვგიჟდები მისტიკურ და ფენტეზის ჟანრზე. ჩუმად ვხითხითებდი ბედნიერი. ძალიან კარგად წერ, იუმორი გაქვს საოცრად დახვეწილი. სიმართლის ელექსირზე რაც მე ვიფხუკუნე ჩუმად, ლამის ბავშვი გავაღვიძე:დდ
წერე რაც შეიძლება მეტი და ხშირად, რა თქმა უნდა ხარისხიანი და კარგი. წარმატებებს გისურვებ❤

ბედნიერი ვარ ასე რომ მოგეწონა და თან ამ ჟანრის მოყვარული ხარ ❤️❤️ ვერ გადმოვცემ,რამხელა სიხარულია,როდესაც თუნდაც ერთი ადამიანი ასე აფასებს ჩემს ნაშრომს❤️ დიდი მადლობა

 



№8 სტუმარი სტუმარი life is good

ხოო :)) ვერაფერს გეტყვი გარდა იმისა რომ საშინლად მომეწონა :* მაგარი გოგო ხარ შენ და ძალიან მიხარია რომ გამოჩნდი.სხვა დანარჩენის თქმა და ისტორიის განხილვა...ჩემი მხრიდან ზედმეტიაა რადგან უკვე აღნიშნეს შენი ნიჭიერების შესახებ და მე ამ ჟანრში ისე ვარ როგორც თხა ბიბლიოთეკაში. დავამატებ ერთს: ძალიან მაგარი ხარ :)წარმატებები და გელი ისევ და ისევ...:* :*

 



№9  offline წევრი Alice76

სტუმარი life is good
ხოო :)) ვერაფერს გეტყვი გარდა იმისა რომ საშინლად მომეწონა :* მაგარი გოგო ხარ შენ და ძალიან მიხარია რომ გამოჩნდი.სხვა დანარჩენის თქმა და ისტორიის განხილვა...ჩემი მხრიდან ზედმეტიაა რადგან უკვე აღნიშნეს შენი ნიჭიერების შესახებ და მე ამ ჟანრში ისე ვარ როგორც თხა ბიბლიოთეკაში. დავამატებ ერთს: ძალიან მაგარი ხარ :)წარმატებები და გელი ისევ და ისევ...:* :*

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️ კიდევ ერთი მიზეზი ხარ,რის გამოც დავწერ ❤️❤️

 



№10 სტუმარი ERLA

მიუხედავად იმისა რომ გამთენიისას წავიკითხე,ვერ მოვიფიქრე რა დამეწერა.წერე...❤️არაფრის თქმა აღარაა საჭირო

 



№11  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვერც კი წარმოიდგენ მსგავსი სინაარსის ისტორიებზე როგორ ვაბოდებ.. არადა ამ საიტზე უიდვიათესია მსგავსი ისტორიების ნახვა ცომ საერთოდ და მერე კიდე ასეთი მაგარი ისტორიის აღმოჩენა მილიარდში ერთია...
ძალიან მაგარია იმედია არ შეწყვეტ წერას და მსგავს ისტორიებს კიდევ შემოგვთავაზებ..
ამ ისტორიით კი ძალზედ ვისიამოვნე.. მადლობა შენ ამისთვის <3

 



№12  offline წევრი თ.მ

ძლიიივს ვიპოვე ასეთი შინაარსის კაარგი ისტორია❤️❤️❤️ვგიჟდები ისე მიყვარს❤️დიდი სიამოვნებით ველი შენს სხვა ნამუშევრებს????????????????

 



№13  offline წევრი Alice76

ანი ანი
ვერც კი წარმოიდგენ მსგავსი სინაარსის ისტორიებზე როგორ ვაბოდებ.. არადა ამ საიტზე უიდვიათესია მსგავსი ისტორიების ნახვა ცომ საერთოდ და მერე კიდე ასეთი მაგარი ისტორიის აღმოჩენა მილიარდში ერთია...
ძალიან მაგარია იმედია არ შეწყვეტ წერას და მსგავს ისტორიებს კიდევ შემოგვთავაზებ..
ამ ისტორიით კი ძალზედ ვისიამოვნე.. მადლობა შენ ამისთვის <3

დიდი მადლობა ,რომ წაიკითხე და რომ მოგეწონა,ეგ ისე მაბედნიერებს,ვერ წარმოიდგენ <3 აუცილებლად დავბრუნდები ახალი ისტორიით❤️❤️

თ.მ
ძლიიივს ვიპოვე ასეთი შინაარსის კაარგი ისტორია❤️❤️❤️ვგიჟდები ისე მიყვარს❤️დიდი სიამოვნებით ველი შენს სხვა ნამუშევრებს????????????????

ვნერვიულობდი,რომ არავის გემოვნებაში არ ჩაჯდებოდა:dd მიხარია,რომ ამ ჟანტის მოყვარული ხარ და თან მოგწონს <3333 დიდი მადლობა ,ჩემს ისტორიასაც უყვარხარ,”ატვეჩაი “ვარ :დდდ ❤️❤️

ERLA
მიუხედავად იმისა რომ გამთენიისას წავიკითხე,ვერ მოვიფიქრე რა დამეწერა.წერე...❤️არაფრის თქმა აღარაა საჭირო

დავწერ ბევრს და ის გამაძლიერებს,რომ შენნაირი მკითხველი მყავს????

 



№14  offline წევრი ჟიზელი

ვუაჰ...კარგი რამე იყო, "პატარა ხახვი დაიბადას" მერე, ამას გულგრილად ვერ ჩავუარე და შემოვქანდი. მინდა გითხრა,რომ დიდი სიამოვნებით დაველოდბი შენს მესამე მარგალიტს ^^

 



№15  offline წევრი Alice76

ჟიზელი
ვუაჰ...კარგი რამე იყო, "პატარა ხახვი დაიბადას" მერე, ამას გულგრილად ვერ ჩავუარე და შემოვქანდი. მინდა გითხრა,რომ დიდი სიამოვნებით დაველოდბი შენს მესამე მარგალიტს ^^

დიდი სიამოვნებით დავწერ შენთვის❤️ მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის❤️

 



№16 სტუმარი alamaria

მართლა ძალიან კარგი იყო ამ ჟანრში!
მეც მომეწონა, უბრალოდ არ ვიცი მე დამაკლდა ბოლოს იმ გამომძიებლებს რა ბედი ეწიათ ანუ როგორ მოიცილეს,როგორ იმართლეს თავი რომ ასე ჩამტავრა ცოტა ამაზეც რომ დაგეწერა..
თორემ ნიფას და ლუკას ისტორიამ კიდაფარა ყველაფერი და კარგი იყო! კარგა ხანია ასეთი არ წამიკითხავს ამ საიტზე.წარმატებები! ფავორიტ ლისტში ხარ <3

 



№17  offline წევრი Alice76

alamaria
მართლა ძალიან კარგი იყო ამ ჟანრში!
მეც მომეწონა, უბრალოდ არ ვიცი მე დამაკლდა ბოლოს იმ გამომძიებლებს რა ბედი ეწიათ ანუ როგორ მოიცილეს,როგორ იმართლეს თავი რომ ასე ჩამტავრა ცოტა ამაზეც რომ დაგეწერა..
თორემ ნიფას და ლუკას ისტორიამ კიდაფარა ყველაფერი და კარგი იყო! კარგა ხანია ასეთი არ წამიკითხავს ამ საიტზე.წარმატებები! ფავორიტ ლისტში ხარ <3

მადლობა ასეთი შეფასებისთვის❤️❤️ გამომძიებლების ამბავი მგონი თავადაც გადამავიწყდა ისე გავერთე ;დდდ უფრო სწორად მოკლად დავწერე,აღარ განვავრცე რატომღაც :dd

 



№18  offline წევრი Timea25

კარგად ვიხალისე, მომწონს ეს ჟანრიც.
თან თუ ავტორი გარკვეულია საკითხებში.
მადლობა

 



№19  offline წევრი Alice76

Timea25
კარგად ვიხალისე, მომწონს ეს ჟანრიც.
თან თუ ავტორი გარკვეულია საკითხებში.
მადლობა

ძალიან მიხარია,მადლობა შენ❤️

 



№20 წევრი უცნაური მე

შოკში ვარ..
თავიდან კითხვა რომ დავიწყე ისე დაიწყო ასეთ განვითარებას ვერც წარმოვიდგენდი..
ვგიჟდები ფენტეზის ჟანრის ისტორიებზე და ეს ისტოროაც ჩაიწერა საუკეთესოთა სიაში ჩემთვის..
წინა ისტორიაზეც აღვნიშნე და ახლაც გეტყვი დახვეწილი ნაწერი და იუმორი შესანიშნავად გაქვს გადმოცემული ყველა დეტალი..
უბრალოდ შენ ძალიან მაგარი მწერალი ხარ და გული დამწყდა მეტი რომ არაფერი გაწვს დაწერილი..
თუმცა დიდი იმედი მაწვს წერას არ შეწყვეტ..
რადგან ისე მაგრად წერ რომ სურვილი მაქვს დაუსრულებლად ვიკითხო..
შესანიშნავი იყო..
ძალიან ვისიამოვნე..
ყოჩაღ!
❤️❤️❤️

 



№21  offline წევრი Alice76

უცნაური მე
შოკში ვარ..
თავიდან კითხვა რომ დავიწყე ისე დაიწყო ასეთ განვითარებას ვერც წარმოვიდგენდი..
ვგიჟდები ფენტეზის ჟანრის ისტორიებზე და ეს ისტოროაც ჩაიწერა საუკეთესოთა სიაში ჩემთვის..
წინა ისტორიაზეც აღვნიშნე და ახლაც გეტყვი დახვეწილი ნაწერი და იუმორი შესანიშნავად გაქვს გადმოცემული ყველა დეტალი..
უბრალოდ შენ ძალიან მაგარი მწერალი ხარ და გული დამწყდა მეტი რომ არაფერი გაწვს დაწერილი..
თუმცა დიდი იმედი მაწვს წერას არ შეწყვეტ..
რადგან ისე მაგრად წერ რომ სურვილი მაქვს დაუსრულებლად ვიკითხო..
შესანიშნავი იყო..
ძალიან ვისიამოვნე..
ყოჩაღ!
❤️❤️❤️

ვერც კი წარმოიდგენ,რამდენს ნიშნავს ჩემთვის ამგვარი შეფასება. წერა აქამდე არ მიცდია,მკითხველი ვიყავი და ახლა მივხვდი,რამდენს ვკარგავდი თქვენი,მკითხველის სახით❤️ ახალ ისტორიას რაც შეეხება,ვცდილობ დრო გამოვნახო და მალე დავასრულო,დიდ ყურადღებას მოითხოვს და ვგრძნობ,თუ მთლად არ ჩავეფალი,ისე არაფერი გამოვა,არ მინდა გაგაწბილოთ❤️❤️❤️

 



№22  offline წევრი naattii

მოწინავე ადგილი დაიკავა ჩემს საყვარელ ისტორიებში, შენი სამივე ისტორია საოცარია და სიამოვნებით დავუცდი მეოთხეს ❤

 



№23  offline წევრი Alice76

naattii
მოწინავე ადგილი დაიკავა ჩემს საყვარელ ისტორიებში, შენი სამივე ისტორია საოცარია და სიამოვნებით დავუცდი მეოთხეს ❤



ძალიან მიხარია,ყველა პატარა თუ დიდი კომენტარი მიბიძგებს,მეტი ვწერო❤️❤️

 



№24 სტუმარი ტინა

ძალიან მომწონს შენი ისტორიები.მეც ვწერ ხოლმე რაღაც რაღაცეებს და უფრო მეტად კრიტიკულად ვუდგები სხვის ნაშრომებს.არცერთი შენი ისტორია არ გავს ერთმანეთს,ფრაზებსა და სიტყვებს ვგულისხმობ.ამ საიტზე გამოქვეყნებული ერთი და იგივე მწერლის სხვადასხვა ნაშრომი შეიძლება საინტერესოდ მომეჩვენოს შინაარსობრივად მაგრამ იმდენად ერთნაირ ფრაზებს იყენებენ რომ კითხვის გაგრძელების სურვილი მეკარგება.შენთან კი ეს არ ხდება.ველი მოუთმენლად ახალ ისტორიას და ვისურვებდი "ხახვი და ლუდისნაირად" სახალისოს.წარმატებები

 



№25  offline წევრი Alice76

ტინა
ძალიან მომწონს შენი ისტორიები.მეც ვწერ ხოლმე რაღაც რაღაცეებს და უფრო მეტად კრიტიკულად ვუდგები სხვის ნაშრომებს.არცერთი შენი ისტორია არ გავს ერთმანეთს,ფრაზებსა და სიტყვებს ვგულისხმობ.ამ საიტზე გამოქვეყნებული ერთი და იგივე მწერლის სხვადასხვა ნაშრომი შეიძლება საინტერესოდ მომეჩვენოს შინაარსობრივად მაგრამ იმდენად ერთნაირ ფრაზებს იყენებენ რომ კითხვის გაგრძელების სურვილი მეკარგება.შენთან კი ეს არ ხდება.ველი მოუთმენლად ახალ ისტორიას და ვისურვებდი "ხახვი და ლუდისნაირად" სახალისოს.წარმატებები


მადლობა ასეთი შეფასებისთვის❤️ “ხახვი და ლუდი” ჩემი პირველი “შვილია” და ძალიან კარგ ხასიათზე მყოფმა დავწერე,როგორც კი მსგავს რამეს ვიგრძნობ,ალბათ თავისთავად გამოცხვება მისნაირი ისტორია:დდ ❤️

 



№26  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ოჰ, ელის!
შენ ნამდვილად აღმოჩენა ხარ ჩემთვის. არ მეგონა ამ ჟანრს მარგოსნაირად ვინმე თუ დაწერდა, მაგრამ გამაოცე.ნამდვილად კარგად გამოგივიდა. ყველაფერი მომეწონა ეს დემონები, აჩრდილები, ჩონჩხები, ზუკო, იზიც კი. ნიფაზე ხომ გადავირიე.
მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს თუ გაითვალისწინებ. წესივრად არა რაა. აი ისე საშინლად ხვდება ყურს გული შემიწუხდა. და ჰო, "ბიძგებით შევიდა მის სხეულში", უკეთესად შეგიძლია სექსის აღწერა, ვიცი. აბა წარმატებები. მესამესაც წავიკითავ მანამ, სანამ ახალს დაწერ.

 



№27  offline წევრი Alice76

ლორელაი
ოჰ, ელის!
შენ ნამდვილად აღმოჩენა ხარ ჩემთვის. არ მეგონა ამ ჟანრს მარგოსნაირად ვინმე თუ დაწერდა, მაგრამ გამაოცე.ნამდვილად კარგად გამოგივიდა. ყველაფერი მომეწონა ეს დემონები, აჩრდილები, ჩონჩხები, ზუკო, იზიც კი. ნიფაზე ხომ გადავირიე.
მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს თუ გაითვალისწინებ. წესივრად არა რაა. აი ისე საშინლად ხვდება ყურს გული შემიწუხდა. და ჰო, "ბიძგებით შევიდა მის სხეულში", უკეთესად შეგიძლია სექსის აღწერა, ვიცი. აბა წარმატებები. მესამესაც წავიკითავ მანამ, სანამ ახალს დაწერ.

ბიძგებით ვიცინი ახლა :DDDD რა ვქნა,ისიც კი მიხარია,წესიერად-ზე რომ მითითებთ :/ გრაფომაც მითხრა და ახლა წერისას სულ ვუკვირდები,სადმე არ გამეპაროს :დდ სექსის სცენებიც ნამეტანი გამომოვიდა,ვაღიარებ:დდ ეგეც მიხარია,ვსწავლობ ყველაფერს და ბედნიერი ვარ,რომ ასე კარგად მიმიღეთ ❤️❤️❤️

 



№28 სტუმარი სტუმარი barbare

sayvarlebii :D mshvenialuro iyo.. shuagamit kitxvisas ki ufro realurad da mistiurad agviqvi titoeuli momenti :D

 



№29  offline წევრი Alice76

სტუმარი barbare
sayvarlebii :D mshvenialuro iyo.. shuagamit kitxvisas ki ufro realurad da mistiurad agviqvi titoeuli momenti :D

ძირითადად მაგ დროსაა დაწერილი :D მიხარია,რომ მოგეწონა❤️

 



№30  offline წევრი triniti

Vaime ra iyo es ...arckivicodi aq rame msgavsis wakitxva tu shemezlo...agfrtovanebuli var....emovias ver vitev ....jer xom mteli am drois manzilze makankalebda...dazabulobis piki mqonda ...ise ganvitarda movlenebi erti wutit ver movwydi...ertiamosuntqvit wasakitxi istoriaa....shegiyvaret me shen da sheni saocari personajebi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent