შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ყველა'ფერი ხარ (თავი 1)


27-08-2018, 18:56
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 375

ჩემი ყველა'ფერი ხარ (თავი 1)

კადრებად ვხედავ რამდენიმე საათის წინ მომხდარ უბედურებას, მესმის ჩემი განწირული ყვირილი, თუ როგორ ვთხოვდი საყვარელ მამაკაცს თვალი გაეხილა და ჩემთან დარჩენილიყო, ვხედავდი, როგორ მესვენა მკლავებში და როგორ ებრძოდა სიკვდილს, შემდეგ გონებაში მიტივტივდება საავადმყოფოს საშინლად თეთრი სინათლე და წამლებისგან გაჟღენთილი თეთრი, პრიალა კედლები, საწოლის თავთან მდგარი აპარატი, რომელიც რამდენიმე დარტყმის გამოტოვებასთან ერთად საშინლად წრიპინებს.
უეცრად ვფხილდები და აზრზე მოსვლის შემდეგ ჩემს წინ მწოლიარე ანდრეას ვუყურებ, რომელიც თვალებგახელილი მშვიდად მიყურებს
-ღმერთო ჩემო - სკამიდან ადგომის თანავე ძლიერ თავბრუს ხვევას ვგრძნობ და ფეხზე მყარად დგომისათვის საწოლის კიდეს ვეჭიდები - ანდრეა - საყვარელ სახელს ვამბობ და თვალცრემლიანი საყვარელი მამაკაცის სხეულს ვეხუტები - როგორ შემაშინე
-მია - მის სხეულს ვცილდები და საწოლთან მდგარ სკამზე ვჯდები მარჯვენა ხელზე ხელს ვკიდებ -თვალები რას გიგავს? ღმერთო ჩემო, ახლა არ მითხრა, რომ მთელი ეს დრო აქ იყავი - გაკვირვებული ვუყურებ
-შენი აზრით, მაშინ, როცა შენ აქ იყავი თანაც ასეთ მდგომარეობაში, აქედან წავიდოდი? გეგონა, რომ აქ დაგტოვებდი? - საყვედურით ვეუბნები და ფეხზე ვდგები - წავალ სხვებს შევატყობინებ - კარებისკენ მივდივარ
-ყველამ იცის უკვე, რომ გავიღვიძე და ცოცხალი ვარ, ჩემთან მოდი რა - მესმის მუდარით სავსე ხმა, ვუახლოვდები და მის გვერდით საწოლზე ვთავსდები
-ძალიან მომენატრე - ვეუბნები და თავს მის ყელში ვრგავ
-მეც მომენატრე ძალიან, წეღანდელისთვის ბოდიში, უბრალოდ არ მინდა, რომ ჩემს გამო ასეთ მდგომარეობაში იყო, ხომ გესმის? თანაც სანერვიულო არც არაფერი იყო
-რას ნიშნავს სანერვიულო არაფერი იყო? - ვდგები - იცი მაინც რა გადავიტანე? იცი რა დღეში ვიყავი? არ იცი და ვერც ვერასოდეს გაიგებ, რადგან არ მოგიწევს საყვარელი ადამიანის ყურება, რომელიც სისხლისგან იცლება, იცი როდის მოვკვდი? მაშინ, როცა ჩემი უსუსურობით შენს გადარჩენას უყველაფროს ვცდილობდი, მაშინ როცა მკლავებში მესვენე და ამაოდ ვითხოვდი დახმარებას - გაბრაზებული ავდექი და პალატა დავტოვე
დერეფანში ბავშვები იყვნენ, რომლებიც ჩემს დანახვაზე მომიახლოვდნენ,
-როგორ არის?
-მშვენივრად, ისე კარგად, რომ სისულელეებს აყრანტალებს და როგორც ყოველთვის ახლა ასეტ მდგომარეობაშიც განაგრძობს ჩემი ნერვების მოშლას - ვპასუხობ ანის და სკამზე ვჯდები
-კი, მაგრამ რა მოხდა?
-ისე ლაპარაკობს, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, სანერვიულო არც არაფერი იყოვო გესმის?
-კარგი მია, მასე იმიტომ გეუბნება, რომ ცოტა გაგამხნევოს, ხომ იცი, რომ არ უნდა შენი ნერვიულობა
-შევალ ცოტახნით - ამბობს თორნიკე და პალატაში შედის.
-მია, არ გინდა სახლში წაგიყვანო? დღეს მაინც დაისვენე რა, ისედაც მთელი ერთი კვირა აქ ხარ
-არა ანი, არაფერი არ მინდა, ეს აქამდეც გითხარი და კიდევ ერთხელ თუ მეტყვი, იცოდე ძალიან გეჩხუბები, ახლა უფრო მინდა მასთან ყოფნა, ასე, რომ სანამ არ გამოწერენ აქედან ფეხს არ მოვიცვლი.

დაახლოებით ერთ საათში პალატაში ვბრუნდები, ანდროს სძინავს, ამიტომ სკამზე ვჯდები, თავს საზურგეზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ, ზუსტად ერთი კვირაა რაც საავადმყოფოს კედლებს არ გავცდენილვარ, დღე და ღამე მასთან ვიყავი და ყოველ წამს ველოდი მის გამოღვიძებას, მაგრამ როგორც ხედავთ ზუსტად მაშინ გამოფხიზლდა როცა შემთხვევით ჩამეძინა
-რა იდიოტი ხარ ანდრეა ნეტავ იცოდე, ან რა გადავიტანე ეგ მაინც, რომ იცოდე, მაგრამ რომ იცოდე აზრი? ანდა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ გადარჩი, როგორ მიყვარხარ ნეტავ იცოდე
-ვიცი მია, მეც ძალიან მიყვარხარ
-არ მეგონა თუ გეღვიძა - ვეუბნები და ატკიებული თავი მის ხელს დავადე
-გთხოვ მეტი აღარ ინერვიულო რა, ხომ ხედავ ახლა კარგად ვარ და შენც ჩემს გვერდით ხარ, წეღანდელისთვის ბოდიში რა, მეგონა, რომ ასე შევძლებდი და დაგამშვიდებდი. მიყვარხარ - ხელზე მკოცნის და თავზე მეფერება
-კკარგი არაფერია, მტავარია, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა, წავალ ბავშვებს სახლებში გავუშვებ და თან საჭმელსაც მოგიტან
-მალე დაბრუნდი რა, მოვიწყინე მარტომ

დერეფანში გავედი და ბავშვებს დავაძალე, რომ წასულიყვნენ
-რამე თუ დაგჭირდათ ეგრევე დამირეკეთ კარგი?
-კარგი დამიანე, ოღონდ ხვალ რომ მოხვალთ ანდრეას ტანსაცმელი წამოიღე რა ბარემ, ცოტა მოწესრიგდეს
-კარგი არაა პრობლემა

პალატაში ხელში საჭმლით დავბრუნდი
-აუ გთხოვ არ მითხრა, რომ საზიზღრობა წვნიანია
-სულაც არაა საზიზღრობა, ძალიან გემრიელია
-მაშინ შენ ჭამე
-ანდრო, ეს შენთვისაა, რომ მშიოდეს მეც შევჭამდი, ასე, რომ დამშვიდდი
-რამეს მაინც ჭამდი ეს ერთი კვირა - მითხრა და პირველი ლუკმა გადაყლაპა
-კი როგორ არა - ვიცრუე
-რატომ მატყუებ?
-ანდრო არ მინდა ჭამა კარგი?
-იცოდე თუ არ შეჭამ მეც აღარ შევჭამ
-კარგი ჭამე და მერე მე ვჭამ
-არა, მასე არ გამოვა პატარა ქალბატონო
-ანდრო - ვდგები და თეფშს მაგიდაზე ვდებ, ანდროსკენ უცებ ვტრიალდები და თავბრუსხვევის გამო თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ დავეცე
-მია,კარგად ხარ? - გულის რევის შეგრძნება მაქვს და სასწრაფოდ საპირფარეშოში შევდივარ - მია მოვდივარ
-არა ანდრო არ ადგე -ვყვირი საპირფარეშოდან, წამებში ანდროს ერთ ხელს წელზე ვგრძნობ, თმას უკან მიწევს და სველ ხელს შუბლზე მადებს, 2 წუთში ჩემს თავს სარკეში ვუყურებ, ჩაშავებული და ჩავარდნილი თვალები, არეული თმა, დაღლილი სახე აშკარად ყველაფერზე მეტყველებს, პალატაში ანდროსთან ერთად ვბრუნდები და ექიმიც იქ მხვდება
-ექიმო ნახეთ რა სჭირს, არაფერს არ ჭამს, არც სძინავს, თქვენ მაინც უთხარით რამე
-დამშვიდდით ანდრეა, თქვენ ჯობია თქვენს ადგილზე დაბრუნდეთ, რადგან არ ხართ ჯერ გამოჯანმრთელებული
-ანდრეა რატომ ადექი? ჩემს თავსაც კარგად მივხედავდი
-ჰო, გეტყობა როგორც მიხედე შენს თავს
-კარგი ნუ მეჩხუბები, ყველაფერი რიგზეა, კარგად ვარ

გასინჯვის შემდეგ ამბობს, რომ ზედმეტმა ნერვიულობამ, გადაღლილობამ, შიმშილმა ერთიანად გამომფიტა და ასე თუ გაგრძელდებოდა სავალალო შედეგამდეც მივიდოდი, ექთანს დაავალა, რომ ჩემთვის საჭმელი მოეტანა
-დიდი მადლობა, დანარჩენს მე მივხედავ - ეუბნება ანდრეა
-თქვენს თავსაც მოუფრთხილდი ანდრეა, შენთვის არ შეიძლება ბევრი მოძრაობა
-კარგით ნუ ღელავთ

ექთანს საჭმელი შემოაქვს და ისევ უკან გადის
-ახლა ზედმეტ ხმას არ გავიგებ ისე შეგაჭმევ საჭმელს გასაგებია? და მერე მშვიდად დაიძინებ - ხმა არც კი ამომიღია ისე დავყევი ანდრიას სურვილს, ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევის ძალაც კი არ მქონდა
საჭმელი ვჭამე და ანდრიას გვედით დავწექი
-თავი გტკივა? -მკითხა და თმაზე მოფერება დამიწყო
-ცოტა
-წამალს მოვატანინებ
-არა, არ გინდა, კარგად ვარ, უბრალოდ ვიწვები ცოტა ხნით და გამივლის
-მიყვარხარ მია და ა დავუშვებ იმას, რომ რამე დაგემართის თანაც ჩემს გამო, ერთადერთი ხარ ვის გამოც მიხარია გადარჩენა და ცხოვრების გაგრძელება, მიხარია, რომ შენს ადგილზე მე არ ვარ, მაგრამ გული ორმაგად მტკივა შენ, რომ ასეთ დღეში გხედავ, გთხოვ მაპატიე, რომ ჩემს გამო ამდენი გადაიტანე, არ დაგიმსახურებია ეს ყველაფერი. ხომ მაპატიებ? - მის გულუბრყვილო კითხვაზე გამეღიმა, შევნიშნე, როგორ მოიწმინდა ორად ორი კურცხალი, მის ცრემლებზე გული შემეკუმშა და უფრო მაგრად მოვეხვიე
-საპატიებელი არაფერია და მსგავსი რამ აღარასოდეს მითხრა კარგი? მიყვარხარ და შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ რაც საჭირო იქნება... -შებლზე ვკოცნი და ტკბილ ძილს ვუსურვებ

მალევე ჩაეძინა, მძინარეს ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ადამიანი, რომელიც გვერდით მეწვა ყველაფერს მერჩივნა, იმაზე მეტად მიყვარდა,ვიდრე ვინმეს ვინმე ოდესმე ჰყვარებია, ვგრძნობდი რამხელა სიყვარული მაკავშირებდა ამ ადამიანთან და ვგრძნობდი, რომ ამ სიყვარულს ვერასდროს ვერავინ შეეხებოდა.
ადამიანი, როგორი ბინძური სულის მატარებელიც არ უნდა იყოს მაინც იმსახურებს სიყვარულს, უნდა იგრძნოს სიყვარულის ძალა, ამას კი მხოლოდ მაშინ მიხვდება, როცა გაანალიზებს, რომ იპოვა ის, ვინც უნდა, რომ მის გვერდით იყოს, მაშინ, როცა მისდაგასაკვირად აღმოაჩენს, რომ ვიღაცაზე ზრუნვა შესძლებია, მაშინ, როცა დაფიქრდება იმაზე, თუ სად იყო აქამდე, რას აკეთებდა საერთოდ და რისთვის ან ვისთვის არსებობდა?


და, ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა, როცა ვიღაც გიყვარს, როცა აცნობიერებ, რომ ყველაზე სათუთ და ძლიერ გრძნობას შენს გულში გრძნობ და ხვდები, რომ ბედნიერი ხარ, ბედნიერი ხარ, იმის გამო, რომ იქ ზემოთ მჯდარმა თეთრწვერა მოხუცმა მოგცა ნიჭი იმისა, რომ სიყვარული შეგძლებოდა, და თანაც განა მარტო შეგძლებოდა, არამედ გეგრძნო ის, მარცხნივ მფეთქავ ორგანოში.




ნეტავ იცოდეთ ახლა როგორ როგორ ძალიან ვნერვიულობ, როცა ისტორიას ასატვირთად გავგაზვნი და ნერვიულობით დაველოდები თქვენს შეფასებას, პირველი ისტორიაა, რომლის წერაც ასე უბრალოდ დავიწყე და ისტორია, რომელზე იმედებს ვამყარებ, აქამეც დამიწერია ჩემთვის რამდენიმე მაგრამ ბოლომდე და ნახევრამდეც კი ვერც ერთი მიმიყვანია, არ ვიცი რას იტყვით ამაზე, შეიძლება უბანალურესია, შეიძლება დაულაგებელი, გაუაზრებელია, მაგრამ რაც არის არის, ვბედავ და ვანთავსებ საიტზე, მოხარული ვიქნები თუ კომენტარების სახით პირდაპირ მეტყვით რა მოგწონთ და რა არა, ან საერთოდ მოგწონთ თუ არა (ღირს თუ არა გაგრძელება ამას თქვენი კომენტარებით გადავწყვეტ, მოკლედ ამ ტავში ჯერ ისეთი არაფერია რაც დაგაინტერესებს ადამიანს, მაგრამ გპირდებით თუ გავგრძელე მაქსიმალურად ვეცდები, რომ საინტერესო იყოს, და თავებსაც საკმაოდ გავზრდი, რადგან რამდენიმე თავში მინდა ისტორიის დასრულება).
მოკლედ ვბედავ და ვაგზავნი თქვენთან ერთი ამოსუნთქვითскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი nathali lifhonava

მომეწონა,გააგრძელე აუცილებლად
არ ღირდა ამდენ ნერვიულობად<3
ბოლომდე მოგყვებიი<3
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 



№2  offline წევრი Gimilis gogo

nathali lifhonava
მომეწონა,გააგრძელე აუცილებლად
არ ღირდა ამდენ ნერვიულობად<3
ბოლომდე მოგყვებიი<3

მიხარია რომ მოგეწონა და მადლობა <3 <3

 



№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

Dzalianac kargia warmatebebi<3

 



№4  offline წევრი Gimilis gogo

სტუმარი მარიკო
Dzalianac kargia warmatebebi<3

მადლობა დიდი <3

 



№5 წევრი უცნაური მე

კარგია.. ასე განაგრძე.. მე მომეწონა და შემდეგ თავსაც დაველოდები <3

 



№6  offline წევრი Gimilis gogo

უცნაური მე
კარგია.. ასე განაგრძე.. მე მომეწონა და შემდეგ თავსაც დაველოდები <3

დიდი მადლობა <3 ვფიქრობ გავაგრძელებ

 



№7  offline წევრი cida12

ძალიან კარგი ისტორიაა heart_eyes აუცილებლად გააგრძელე და წარმატებები შენ heart_eyes

 



№8  offline წევრი Gimilis gogo

cida12
ძალიან კარგი ისტორიაა heart_eyes აუცილებლად გააგრძელე და წარმატებები შენ heart_eyes

მადლობა ♥ ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ და ასე გავაგრძელო

 



№9 სტუმარი სტუმარი anuchki

Dzalian momewona.ai siyvarulic amas qvia gogo erti kvira rom sheyvarebuls gverdit ejdomeba ukve isini ganuyrelebi Arian,bevri ase AR izamda.mokled dzalian monewona Da axal tavsac veli male. amdens nu berviulob

 



№10  offline წევრი Gimilis gogo

სტუმარი anuchki
Dzalian momewona.ai siyvarulic amas qvia gogo erti kvira rom sheyvarebuls gverdit ejdomeba ukve isini ganuyrelebi Arian,bevri ase AR izamda.mokled dzalian monewona Da axal tavsac veli male. amdens nu berviulob

დიდი მადლობა ♥ აუცილებლად გავაგრძელებ და რაც შეიძლება მალე დავდებ შემდეგ თავსაც ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent