შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ყველა'ფერი ხარ (თავი 2)


29-08-2018, 22:07
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 235

ჩემი ყველა'ფერი ხარ (თავი 2)

რამდენიმე დღეში მე და ანდრეამ მეგობრებთან ერთად საავადმყოფოს ცივი და წამლით გაჟღენთილი კედლები უკან მოვიტოვეთ. მასთან ერთად მის სახლში ვარ და ვუვლი, მეც კარგად ვგრძნობ თავს, აღარ ვგავარ მოჩვენებას, როგორც ამას ანი იტყოდა ხოლმე. რაც შეეხევა ანდრეას ბევრად უკეთ არის, მისი ძმა დამიანეც დროის უმეტეს ნაწილს მასთან ერთად ატარებს, ყველამ დავივიწყეთ ის ერთი კვირა, რომელიც ყველასათვის მძიმე და დამღლელი იყო, მართალია, ხანდახან შეგვახსენებს თავს, მაგრამ ახლა ყველას ერთმანეთი გვერდით გვყავს და მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვფიქრობთ.
ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა, მე ჩემს სახლში დავბრუნდი, სადაც მამა და ჩემი და მელოდნენ, სამსახურსაც დავუბრუნდი, ცნობისთვის არქიტექტორი ვარ, ახლა კი სამსახურში ვზივარ და მაგიდაზე გადაშლილ ქაღალდებს საცოდავაფ ვუყურებ
-ღმერთო საიდან დავიწყო? - ვეკითხები ჩემს თავს და ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს შორის "ესა-მესა" გათვლით ვარჩევ და მუშაობას ვიწყებ.
-გისმენ ანდრო - ვპასუხობ ამღერებულ ტელეფონს
-ჩემო გოგო სად ხარ?
-სამსახურში შენ სად ხარ?
-შენი კაბინეტის წინ ვდგავარ და არ ვიცი შემომიშვებ თუ არა
-მეხუმრები ხო? -კარისკენ მივდივარ და ვაღებ, მაგრამ იქ არავინ მხვდება -აქ ხარ ხო? ძალიან კარგ ხასიათზე ხარ? - ვეკითხები გაბრაზებული და კარებს ძლიერად ვხურავ
-მე ძალიან მომწონს ეს კარი და თუ შენ სხვა გინდა, ამას ჩემს სახლში გადავიტან - ზურგს უკან მესმის ეს ხმა თუ ტელეფონში ვერ ვხვდები, ამიტომ შესამოწმებლად უკან ვტრიალდები და კარში მდგარ ანდროს ვხედავ
-ჰელოუ, შეიძლება შემოვიდე ქალბატონო მია? - მეკითხება ოფიციალური მიმართვით, რაზეც მეცინება და ჩასახუტებლად მისკენ ვიწევი - მმ, რა სურნელია, ჩემი ბროწეული ხარ - მეუბნება და თმაში ცხვირს ჰყოფს.
-ანდრო - ვეძახი, მაშინ, როცა ვხვდები, რომ ჩემს გაშვებას აღარ აპირებს
-არ გაგიშვებ - უფრო მეტად მიკრავს, ბოლოს როგორღაც ვთავისუფლდები და სავარძელში ჩემს წინ ვსვამ
-აბა თავს როგორ გრძნობ? - ვეკითხები და ყავისფერ თითქმის მოშავო თვალებში ვუყურებ
-ძალიან კარგად, კომპანიაშიც ვიყავი დღეს, მთელი ეს დრო დამიანე აგვარებდა საქმეებს, ახლა კი მეც ჩვეულ რიტმში დავიწყებ მუშაობას
-ანდრო, რაღაც უნდა გითხრა - ვეუბნები რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ -ოღონდ არ გაბრაზდე კარგი?
-მშვიდობაა? -მეკითხება და ოდნავ წინ იხრება
-საავადმყოფოში, როცა იყავი, დედაშენი მოვიდა, აქამდე ვერ გითხარი, რადგან ბოლომდე არ იყავი გამოჯანმრთელებული და მეშინოდა, ხოდა ახლა გეუბნები, რომ ძალიან ნერვიულობდა და არ გინდა დაურეკო?
-არა მია, არ დავურეკავ და საერთოდ არ მინდა მასზე საუბარი, გგონია რაც გააკეთა მაგის მერე ოდესმე გავიხედები მისკენ? ნერვიულობდა და ინერვიულოს, ახლა ფიქრობს თავის შვილზე? მაშინ სად იყო, როცა მამას სიკვდილის მერე მე და დამიანე მარტოები დაგვტოვა? მაშინ სად იყო, როცა ღამეებს ვათევდით, რომ შიმშილით არ დავხოცილიყავით? სად იყო მიპასუხე, სად იყო მაშინ როცა ყველაზე მეტად გვჭირებოდა? - აწყლიანებული თვალებით ისე შემომხედა თითქოს პასუხს ჩემგან მოელოდა
-კარგი მაპატიე, არმინდოდა ასე გამეღიზიანებინე, უბრალოდ თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ უნდა მეთქვა
-კარგი შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ არ მსიამოვნების მაგ ადამიანის გახსენება
-ყველაფერი კარგადაა - უკნიდან მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე, ჩემამდე მოსულ მენთოლისა და თამბაქოს შერეული სურნელი აღწევს, რომელიც მაბრუებს
-შენები როგორ არიან?
-გაუხარდათ ჩემი დაბრუნება, ელენას სწავლობს მამა კი მუშაობს
-ხო ახლა ცოტახნით შენს თავს მათ ვუთმობ
-უკაცრავად, მაგრამ ახლა ისეთი დაკავებული ვარ, რომ შენ მიისაკუთრებ თუ ჩემებს დაუთმობ ჩემს თავს ეგ შენ გადაწყვიტე - ვეუბნები და მუშაობას განვაგრძობ
-ანუ ჩემთვისაც არ გცალია?
-ნწ -თავს ვიქნევ და კარისკენ წასულ ანდრეას ვუყურებ
-ოქეი - ვითომ ნაწყენი ხმით მეუბნება და ის ისაა უმდა გავიდეს, რომ ვაჩერებ, მასთან მივრბივარ
-რაღაც დაგავიწყდა - ვეუბნები და ველოდები როდის მაკოცებს, მაგრამ როცა ვამჩნევ, რომ არაფერს აპირებ, ფეხის წვერებზე ვიწევი და მოწყვეტით ვკოცნი - ახლა შეგიძლია წახვიდე - თვალს ვუკრავ და უკან ვბრუნდები, როცა ხელზე ანდრეას ხელს ვგრძნობ, რომელიც 180 გრადუსით მაბრუნებს და მკოცნის
-აი ახლა შემიძლია წავიდე - ცერა თითს ქვედა ტუჩზე მისვამს და შუბლზე მკოცნის

საღამოს 7საათამდე თავაუწევლად ვმუშაობ, სამსახურიდან გამოსვლის და ტაქსიში ჩაჯდომის შემდეგ ანის შეტყობინება მომდის
-"ხომ გახსოვს, რომ ზეგ დამიანეს დაბადებისდღეა?"
-"რა თქმა უნდა მახსოვს"
-"იტყუები, მაგრამ არაუშავს, იმიტომ მოგწერე, რომ გითხრა, ზეგ 7საათისთვის ჩვენს რესტორანში მივდივართ"
-"როდის დაგეგმეთ და მე ახლა რატომ ვიგებ ამას?"
-"რადგან ამ წამს მოვიფიქრეთ მე და დამიანემ, მე შენ მოგწერე, დამიანე კი ბიჭებს ეტყვის"
-"ოქეი, მაგრამ შენ და დამიანე?"
-"არა, არაფერი იფიქრო იცოდე, თორემ მოგკლავ და მეც გამოგყვები მერე თან, ტელეფონზე ველაპარაკებოდი და მაშინ მითხრა"
-"ოქეი, ბათ მაიმც საეჭვოა"
-აქ გამიჩერეთ - ვეუბნები ტაქსის მძღოლს და ფულს ვაწვდი
სადარბაზოში ისე შევდივარ, რომ ტელეფონიდან თავს არ ვწევ და ანის მოწერილ შეტყობინებას ვკითხულობ
-"იცოდე მოგკლავ"
-ნუ მემუქრები შენი ცისფერი თვალების ჭირიმე" - ვაგზავნი მესიკს და უეცრად რაღაცას ვეჯახები
-ჯანდაბა შებლი - ცალ ხელს შუბლზე ვიდებ, მეორეთი კი ძირს დავარდნილ ტელეფონს ვიღებ, სანამ ლანძღვას დავიწყებ ანდროს ხმა მესმის
-აბა პატარა ქალბატონო, ვის წერ მასეთი ბედნიერი სახით?
-ანდრეა კარგი რა - ვწუწუნებ და ერთი თავით მაღალს ქვემოდან ვუყურებ
-ასე წუწუნით თუ გაგიხარდებოდა ჩემი ნახვა გეთქვა და უფრო მალე გნახავდი - მეუბნება სიცილით და წამის მეასედში მკაცრ გამომეტყველებას იღებს - ვინ არის? - მეკითხება და მე დაბნეული ვერ ვხვდები ვისზე მეუბნება, შემდეგ მზერას მობილურზე რომ ვამჩნევ ვხვდები, მობილურს ჯიბეში ვიდებ - არავინ
-კარგი -ღიმილით მეუბნება და თვისკენ მიზიდავს, ცოტა ნაწყენმა ახლა უნდა გავიფიქრო, ასე უცებ, როგორ შემეშვამეთქი, რომ ტელეფონს ჯიბიდან მაცლის და ცალ ხელს მაღლა წევს და სმსების წაკითცვას იწყებს
-ანდრეა, მომეცი გთხოვ -ვეუბნები მაგრამ უკვე გვიანია, თანაც ტელეფონს მიბრუნებს და ღიმილით ამბობს - ისე, ანი სარძლოდ კარგი ვარიანტია არა? ნეტავ დამიანე რას ფიქრობს მასზე?
-ანდრეა არ გაბედო და არაფერი არ თქვა არც ერთთან თორემ ხმას აღარ გაგცემ მთელი ცხოვრება - ვეუბნები და კიბეზე ვჯდები
-კარგი ხმას არ ამოვიღებ გპირდები, ახლა კი მიდი სახლში ადი, თორემ გვიანია - შუბლზე მკოცნის - მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ -ფეხზე დგება მეც მაყენებს და სახლში ავდივარ
სახლში ავედი და მე და ელენამ სახლის დალაგება დავიწყეთ თავიდან ბოლომდე
-ანდრო როგორ არის? - მეკითხება და თან გასარეცხ ფარდებს ახლით ანაცვლებს
-კარგად არის, სამსახურსაც დაუბრუნდა. შენი საქმეები რიგორ არის? ეს დღეები სახლში კი ვარ, მაგრამ ხომ ხედავ ვერც ერთხელ ვერ დაგელაპარაკე ნორმალურად
-კარგად ვარ, ერთი სული მაქვს როდის დავამთვრებ პირველ კურსს, ეგრევე დასასვენელად წავალ
-მანამდე ერთი თვეა დარჩენილი, თანავ ჯერ გამოცდები უნდა ჩააბარო ხომ არ დაგავიწყდა? - სიცილით ვეუბნები და ბოლო დასალაგებელ ადგილას სამზარეულოში გავდივართ
-მგონი მამა მოვიდა - ამბობს ელენა და შემოსასვლელში გადის, საიდანაც უკან მამასთან ერთად ბრუნდება
-მამა როგორ ხარ? - ვეკითხები და იმ პარკს ვუყურებ, სადაც სავარაუდოდ ჩემი ტორტი იმალება
-მია მე აქ ვარ, პარკში კი არ ვზივარ - სიცილით მეუბნება და პარკს მაგიდაზე დებს
-როგორი იყო დღევანდელი დღე? - ვეკითხები და ტორტს ყუთს ვაცლი, შემდეგ თეფშებზე ვანაწილებ, მანამდე კი ელენა ყავას ადუღებს
-ძალიან დავიღალე დილიდან პროკურატურაში ვარ, ანდრეა როგორ არის? - მეკითხება და მაგიდასთან ჯდება
-კარგად არის, სამსახურსაც დაუბრუნდა, სხვათაშორის დღეს ვნახე და მოკითხვა გადმომცა თქვენთაბ
-კარგია, დიდი ხანია არ მოსულა, უთხარი რომ შემოგვიაროს
-კარგი, უი მართლა ზეგ დამიანეს დაბადენისდღეა და თუ დამაგვიანდათ არ ინერვიულოთ
სამზარეულოს დალაგებაში მამაჩემიც გვეხმარევა ცოტას, დასრულების შემდეგ კი ერთმანეთს ვემშვიდობებით და ოთახებში შევდივართ. ზოგადად ადვოკატი მამები ხომ მკაცრები არიან შვილების მიმართ, მაგრამ მამაჩემი ასეთი არაა, დედას გარდაცვალებამდე უფრო თბილი და გახსნილი იყო, მაგრამ ახლაც არ გვაკლებს სითბოს და ყურადღებას, უბრალოდ დედას გარდაცვალებამ მისი რაღაც ნაწილი ჩაკეტა. მათი სიყვარულის საშინლად მშურდა, ყოველთვის მინდოდა მამას მსგავსი ადამიანი შემხვედროდა, ისეთი, რომელსაც ძალიან ვეყვარებოდი, აი ახლაც, როცა დედა 8 წელია რაც აღარ არის მამა მხოლოდ მისი სიყვარულით ცხოვრობს.
დავწექი და ანდრეას დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა,ვიფიქრე, რომ უკვე ეძინა და მეტჯერ აღარ დამირეკავს, დაღლილობამ საშინლად იმოქმედა და მალევე ჩამეძინა.

ტილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს და ისე ვპასუხიბ, რომ ადრესატის ვინაობას არც კი ვუყურებ
-გისმენთ
-დილამშვიდობისა, ზუსტად 7საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგომის დროა - მესმის ანდროს ენერგიული ხმა
-დილამშვიდობისა, მაგრამ ხომ იცი, რომ 7ზე კი არა 8ის 15 წუთზე ვიღვიძებბ არა?
-კარგი ამ ერთხელ გამონაკლისი დავუშვათ, აბა დღეს რას აპირებ?
-რავი სამსახურში წავალ, მაგრამ მანამდე დედას საფლავზე ავალ, ხომ იცი აქამდე კვირაში ერთხელ მაინც ავდიოდი და ბოლო დროს მომხდარი ამბების გამო ვეღარ ავედი
-გინდა გამოგყვე?
-არა, რა საჭიროა
-კარგი მაშიმ გთხოვ იქ რომ მიხვალ არ ინერვიულო რა
-კარგი, უნდა გავთიშო ეხლა, თორემ დამაგვიანდება, მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ
მობილურს ვთიშავ და სააბაზანოში შევდივარ, მომზადების შემდეგ ტაქსის ვიძახებ და დაახლოებით ნახევარ საათში საფლავთან ვარ უკვე, იქაურობას ვაწესრიგებ, დედას საყვარელ ყვავილს ვარდებს იქვე ვდებ, იქვე მუხლებით ვდგები და ცივი ქვიდან მომზირალ დედას ვუყურებ, ყველა მეუბნება დედის ასლი ხარო, მასაც მუქი ყავისფერი თმა და ღია თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ზუსტად ერთი და იგივე მოყვანილობის ტუჩები და ცხვირი.
-მენატრები - ვეუბნები და ცრემლები დაუკითხავად იწყებენ თვალებიდამ დენას -ძალიან მენატრები - თავს ხელებში ვრგავ, ვერაფერი ვერ ანელებს მის წასვლას, დროის გასვლასთან ერთად უფრო მეტად და მეტად მენატრება.
-მია - უკნიდან მესმის ანდრეას ხმა, ცრემლებს ვიწმენდ და შეძპებისდაგვარად დალაგებული სახით უკან ვბრუნდები, ჩემთან მოდის და გვერდზე მიჯდება
-არ ინერვიულო კარგი? - მეუბნება და ხელებს მხრებზე მალაგებს, აქამდე შეკავებულ ცრემლებს ვეღარ ვყლაპავ და ხმამაღალი ტირილი მივარდება, თავს დაბლა ვხრი, ანდრო კი მიხუტებს და თავზე მეფერება - ჩუ ჩემო პატარა, ყველაფერი კარგადაა მე შენს გვერდით ვარ
-ხანდახან ისე ძალიან მინდა ხოლმე რომ ჩემთან იყოს, ხანდახან ისე ძალიან მენატრება ხოლმე
-ვიცი, რომ გენატრება პატარავ, ვიცი მაგრამ გთხოვ არ შემიძლია, რომ ასეთს გიყურო
ცოტახანში დამშვიდებული ფეხზე ვდგები და ანდროსთან ერთად უკან ვბრუნდები, მანქანაში ხმას არც ერთი ვიღებთ, სამსახურში მივყავარ და სანამ მანქანიდან გადავალ მაჩერებს
-შეგიძლია დღეს ჩემთან დარჩე?
-კარგი მაგრამ რა ხდება?
-არაფერი უბრალოდ მომენატრე
-კარგი -მხრებს ვიჩეჩავ და შენობაში შევდივარ

წინა დღის მსგავსად დღესაც მთელი დღე ვმუშაობდი, შესვენებაზე ანის დავურეკე და შევუთანხმდი, რომ ხვალ ერთად გავიდოდით დამიანეს საჩუქრისათვის, შემდეგ კი ელენას დავურეკე და ვუთხარი რომ დღეს ანისთან დავრჩებოდი
საღამოს საქმეებს რომ მოვრჩი ანდროს დავურეკე, მითხრა, რომ 2 წუთში მოვიდოდა და დაბლა დავლოდებოდი, შენობა დავტოვე და ანდროს მანქანაც წინ გამიჩერდა, მანქანაში ისევ ჩუმად ვიყავით
-მოვედით - გამომაფხილა ანდროს სიტყვებმა და მანქანიდან გადავედით
სახლში შესვლის თანავე გავიხადე ფეხსაცმელი, რომელმაც საშინლად მატკინა ფეხები და მისაღებში დივანზე დავჯექი, დაღლილმა თავი უკან გადავწიე და თვალები დავხუჭე
-არ გშია?
-არა -ვპასუხობ თავაუწევლად
-კარგი და ყავა?
-არაფერი მინდა, ეს ორი დღე ძალიან დავიღალე და ახლა მხოლოდ განტვირთვა მინდა, მეტი არაფერი
-კარგი - ამბობს ანდრეა და ხელში ავყავარ
-რას აკეთებ? - თვალებს ვახელ
-უნდა დავისვენოთ ხომ ასეა? -ოთახში შევყავარ და საწოლზე მაწვენს მეორე მხრიდან თვითონ მიწვება და მეუბნება, რომ დავიძინო
-მეხუმრები ხო? - ვეუბნები და ვდგები
-არაა - სერიოზული ხმით მპასუხობს და თვალებს ახელს
-კარგი დავიძინოთ - მაისურს და შარვალს ვიხდი და საწოლის კიდეზე ვწვები
-და შენი ტანსაცმელი?
-ტანსაცმლით ვერ ვიძინებ - ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ, მაგრამ წამის მეასედში ხელს მკიდევს მუცელზე და თავის სხეულზე მაკრობს
-რას აკეთებ? - მისკენ ვბრუნდები მაგრამ ხმის ამოღების საშუალებას აღარ მაძლევს რადგან შეუსვენებლად იწყებს ჩემს კოცნას
-შენც ხომ ეს გინდოდა არა? - ზემოდან მექცევა და ისე მიყურებს
-არა - ვამბობ და მის ტუჩებს ყელზე ვგრძნობ
-მაშინ მე მინდა


დილით ვიღვიძებ და გვერდზე მწოლიარე ანდრეას ვხედავ
-დილამშვიდობისა
-დილამშვიდობისა - ვამთქნარებ
-ყავა? - მეკითხება და ტუმბოდან ფინჯნით ყავას მაწვდის
-მადლობა - ოდნავ სემოთ ვიწევი თხელ საბანს ზედ მჭიდროდ ვიფარებ, რაც ანდროს არ გამორჩენია და ფინჯანს ვართმევ, სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავს და თხელ სითხეს კიდევ ერთხელ ვუშვებ ყელში

რამდენიმე საათში მე და ანი სავაჭრო ცენტრში დავდივართ და საჩუქარს ვარჩევთ, მთელი ეს დრო კი იმაზე მელაპარაკება, რომ მას დამიანე არ მოსწონს და მითუმეტეს არც უყვარს, მე კი სპეციალურად ვუშლი ნერვებს, ანი დამიანე და ანდრო ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ მე კი ძმები მაშიმ გავიცანი, როცა მათ სამეგობროში ანის დაქალის სტატუსით წარვდექი, მაშინ საშინლად მაღიზიანებდა ანდრეას თვითკმაყოფილება, უამრავჯერ მქონია მასთან პრობლემა, მაგრამ როგორც ხედავთ ახლა ერთად ვართ, ვერ ვიტყვი, რომ ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო რადგან მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, უბრალოდ ერთ წრეში ვტრიალებდით. დამიანეს საჩუქრის მერე მე და ანიმ საღამოსთვის კაბები ვიყიდეთ და სახლებში დავბრუნდით, ჯერ სამი საათი იყო, ამიტომ ძილი გადავწყვიტე
-მია ადექი დაგაგვიანდება - მესმის ელენას ხმა და ძლივს ვკადრულობ თვალების გახელას
-რომელი საათია? - ვეკითხები და თავს ბალიშიდამ ვწევ
-6ის ნახევარია
-კარგი ვდგები
7ის ნახევარზე ანდრომ უნდა გამომიაროს და მეც ერთ საათში თავიდან ბოლომდე ვასწრებ მომზადებას, როცა მირეკავს დაბლა ჩავდივარ
-არაჩვეულებრივად გამოიყურები -მეუბნება და მკოცნის
-შენც ასევე - ვეუბნები და მანქანაში ვჯდებით, ჩემს ვერცლისფერ კაბასთან შეხამებულ თეთრ კეტებს სასწაულაფ უხდება მისი სკომინგი და კმაყოფილების ღიმილი მიპყრობს
რესტორანში 10 წუთის დაგვიანებით შევდივართ და ყველას ყურადღებას ვიპყრობთ, იუბილარს ვულოცავ საჩუქარს ვაძლევ და ანის გვერდით თავისუფალ ადგილს ვიკავებ
-ადგილი შეგინახე
-გიჟი ხარ და ეს წითელი კაბა უმაგრესად გიხდება - მის გვერდით ვჯდები, რამდენიმე ჭიქა წითელ ღვინოს ვსვამ და სასიამოვნოდ გაბრუებული რამდენიმე ცეკვას ანდრეასთან ერთად ვასრულებ, მთელი საღამოს განმავლობაში გვერდზე მაგიდიდან ვიღაც ქერა ქალის დაჟინებულ მზერას ვგრძნობ, ანის ვეკითხები ხომ არ იცნობთთქო და უარის ნიშნად თავს აქნევს, მეც აღარ ვინტერესდები მისით და გართობას ვაგრძელებ, რამდენიმე საათში ძალიან ვიღლები, წასვლას ვაპირებ და მინდა რომ ანდრეა გავაფრთხილო მაგრამ ვერსად ვამჩნევ, ამიტომ წასვლამდე მოსაწესრიგებლად საპირფარეშიში მივდივარ, მივუახლოვდი, თუ არა ვიღაც ქალის ხმა მესმის, რომელიც სავარაუდოდ შეყვარებულს ელაპარაკება, თანაც საკმაოდ გაღიზიანებული, ამიტომ შესვლა მერიდება და უკან გამობრუმებას ვაპირებ როცა მამაკაცის ხმა მესმის
-რამდენჯერ უმდა გითხრა, რომ შემეშვა? ის რაც იყო ჩვენს შორის წარსულს ჩაბარდა, ახლა მე შეყვარებული მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან გთხოვ თავი დამანებე - გაკვირვებული ვშეშდები და კედელ ვეყრდნობი, რომ არ დავეცე, რადგან მამაკაცის ხმაში ანდრეა ამოვიცანი
-არ მაინტერესებს შენი სეყვარებული, გირჩევნია მალევე დაშორდე
-რას ქვია დავშორდე?
-ის, რომ ადრე თუ გვიან დაშორება მოგიწევს, აი ამის გამო - ვერ ვხვდები რას გულისხმობს რადგან რიგორც ჩანს რაღაცაზე მიანიშნებს -ჰო, ანდრეა, ბავშვის გამო, რომელსაც შენგან ველოდები - ეს სიტყვები მესმის თუ არა საშინელი თავბრუსხვევა მაიძულებს სახელურს ჩავეჭიდო, კარები იხსნება და ორივე ერთდროულად იხედება ჩემსკენ
-მია? - გაკვირვებული ანდრეა მიყურებს, მის უკან კი იმ ქერა ქალს ვცნობ, რომელიც გვერდზე მაგიდიდან მაკვირდებოდა
-ე.ი ბავშვი არა? კარგი ბედნიერებას გისურვებთ - ვამბობ და უკან ვბრუნდები, ანდრეას ხელი მაჩერებს - არც კი გაბედო ანდრეა, ნუ მეხები -ხელს უხეშად ვიშორებ -არაკაცი ხარ - ბოლოს იტყვებს ვეუბნები და დარბაზში ნივთების ასაღებად ვბრუნდები, ვიღებ და გარეთ გავდივარ როცა დამიანე და ანი ერთდროულად მეწევიან და მაჩერებენ
-მია რა ხდება?
-შენს ძმას ჰკითხე - მის ხელსაც უხეშად ვიშორებ და ტაქსიში ვჯდები...




ესეც მეორე თავი, ვიცი რომ ბევრი შეცდომა იქნება რადგან ატვირთვის დროს რაღაცეები შევცვალე თანაც ისე რომ აღარ გადამიხედავს. თქვენმა კომენტარებმა ძალიან გამახარა და დიდ მადლობა გიხდით ასეთი სითბოსთვის, თავი საკმაოდ გავზარდე (მგონი), იმედია მოგეწონებათ, მადლობა კიდევ ერთხელ და ველი თქვენს შეფასებას... ♥скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი დარინა

ყველაზე ბანალურიი ბავშვით კაცის მანიპულირებაა, თან რომ არ უსმენენ და რომ გარბიან, გაჩერდი კაცო იქნებ რისი თქმა უნდააა, მე ძალია მომწონს ანდროო და იმედია ყველაფერი გაირკვევაა.

 



№2  offline წევრი Gimilis gogo

დარინა
ყველაზე ბანალურიი ბავშვით კაცის მანიპულირებაა, თან რომ არ უსმენენ და რომ გარბიან, გაჩერდი კაცო იქნებ რისი თქმა უნდააა, მე ძალია მომწონს ანდროო და იმედია ყველაფერი გაირკვევაა.

ჰომ... მაგრამ რთულია როცა საყვარელ კაცზე მასეთ რამეს გაიგებ, თანაც იმის მერე რაც გადაიტანეს. არ ვიცი არ ვიცი.. ბევრი მასეთი პრობლემა და შეცდომა მექნება, ვეცდები შედმეგ თავებში გამოვასწორო, მადლობა შენიშვნისათვის ♥

 



№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

ოჰოო დაძაბვაც ესეთი უნდა ძალიან კარგია<3

 



№4  offline წევრი Gimilis gogo

სტუმარი მარიკო
ოჰოო დაძაბვაც ესეთი უნდა ძალიან კარგია<3

მადლობაა ♥♥

 



№5  offline წევრი anuchki

ოხ ანდრია გააბრაზა მია. ასეთი მოსიყვარულე წყვილს რომ გამოუჩნდება ვიღაცა იდიოტი ქალი და ეუბნება ბავშვი გვეყოლებაო და ამას გოგო ისმენს ნამდვილად შოკია იმ საწყალი გოგოსთვის.დაძაბვაც ამას ქვია კარგად ვითარდება მოვლენები.ძალიან მომეწონა და შოკირებული ვარ ანდრეას გამო ეს რა გააკეთა ცუდი ბიჭი heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№6  offline წევრი Gimilis gogo

anuchki
ოხ ანდრია გააბრაზა მია. ასეთი მოსიყვარულე წყვილს რომ გამოუჩნდება ვიღაცა იდიოტი ქალი და ეუბნება ბავშვი გვეყოლებაო და ამას გოგო ისმენს ნამდვილად შოკია იმ საწყალი გოგოსთვის.დაძაბვაც ამას ქვია კარგად ვითარდება მოვლენები.ძალიან მომეწონა და შოკირებული ვარ ანდრეას გამო ეს რა გააკეთა ცუდი ბიჭი heart_eyes heart_eyes heart_eyes

აბა აბა ჩვენი ანდრიკო :)) მაგრამ რას ვიზავთ მალე ყველაფერი გახდება ცნობილი. მადლობაა ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent