შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფია იუპიტერზე [სრულად]


29-08-2018, 23:22
ავტორი ელპინი
ნანახია 2 496

სოფია თეთრი ანგელოზი იყო. ცეცხლისფერი თვალები, მოცისფრო ტუჩები და სწორი ცხვირი მისი ნიშა იყო.
სოფია იუპიტერზე დაიბადა. იქ, სადაც სიცოცხლე არ სუფევდა, მაგრამ მისებური ჟანგბადით აცოცხლებდა. გალაქტიკაში მზის ადგილს თვითონ იკავებდა და ყვითელი სიელვარე დაჰკრავდა გაფითრებულ კანს. თითქოს, ავადმყოფი გეგონებოდა ამ სიყვითლის გამო, მაგრამ ნეტარად მოსდებოდა მისი სხეულის თითოეულ უჯრედს. დინჯი, მყარი ნაბიჯებით დადიოდა. ამაყად, თან. თვალები დანისლული ჰქონდა ხოლმე. თუმცა, ცდილობდა ტკივილი არ დასტყობოდა ფიზიკურად. შინაგანად ქარცეცხლი ტრიალებდა მის ორგანიზმში.

***
- სახლში წავიდეთ, რა. დავიღალე მე. - წუწუნით თქვა სოფიამ და თითები გაატკაცუნა. ფურცლები რომელსაც ჩაჰკირკიტებდა, გადადო გვერდზე.
- ცოტა ხანიც და დავასრულებ, სოფია.
- მაინც და მაინც ექვს საათში ნახატის დასრულება რატომ მოგთხოვა ლევანმა?! - მობეზრებულად აიქნია ხელი სოფიამ და კითხვისნიშნიანი თვალებით მიაჩერდა თამთას.
- დეტალებში არ ვეძიები, ხომ იცი. ჩემი სამუშაო რაცაა, ვასრულებ. - მშვიდად უპასუხა თამთამ.
- არადა, მაინტერესებს, თამთა.
- ეს ბავშვური ინტერესები ვეღარ მოიშორე, სოფია?!
- ვიცი, რომ ყველაფერი იცი. სამი თვეც არაა, რაც აქ ვმუშაობ და ამდენ ხანს ვერ მიხვდი, რომ ვერა?! - კისკისით თქვა სოფიამ.
- ოჰ, სოფია, სოფია. ერთი შეხედვით, მშვიდი, წყნარი ჩანხარ. არადა, სხეულში ცეცხლი გინთია. პირველივე ნახვაზე შეგატყვე.
სოფია ფეხზე წამოდგა და ატლასის, წელში გამოყვანილი კაბა მხრებიდან ჩამოიგდო. ნელა, მოხდენილად და ნაზად იხდიდა. თამთა იჯდა და ხატავდა ლევანის შეკვეთას, არც ერთი სახის ნერვი შეტოკებია, მიჩვეული იყო უკვე. სკამზე მოხდენილად დაჯდა სოფია, ფეხები ერთმანეთს გადაადო, თავი ოდნავ უკან გადასწია, თვალები დახუჭა და ხმამაღლა, მკაცრად თქვა:
- გადადე ეგ ნახატი, ჯერ მე დამხატე. - მკაცრად თქვა სოფიამ.
ტუჩებზე ხელი გადაიტარა თამთამ სწრაფად, მსუბუქი, ეშმაკური ღიმილი გაუკრთა.
- თამთა! - ხმის ტონი უფრო გაუმკაცრდა სოფიას.
- ასე თამამად, სოფია. როგორ გაზრდილხარ. თუმცა, თავიდანვე ასეთი იყავი და მხოლოდ მე გიცნობდი. - ხატვა არ შეუწყვეტია თამთას. სოფიასთვის შეუმჩნევლად, თვითონაც აცახცახდა. ფეხები და ხელები ერთდროულად გაეყინა. წამიერთად სოფიას სილამაზის შეეშინდა ისე, როგორც აქამდე ხდებოდა ეს. დაცვარულ შუბლზე ხელის ზურგი მოისვა.
- ნუთუ, ჩემი დახატვა არ გინდა, თამთა?!
- მაშინ, როცა ეს მე მომინდება და არა - შენ!
- არადა, შენც გინდა, თამთა. - დარწმუნებულმა თქვა სოფიამ.
- დამიმტკიცე! ხომ ხედავ, მე ხატვაც არ შემიწყვეტია. - ღიმილით თქვა თამთამ. თავს აჩვენებდა სოფიას.
სოფია ფეხზე წამოდგა, ბიუსჰალტერი შეიხსნა, მკვრივი მკერდი გამოუჩნდა და თვითონვე დაენისლა თვალები.
- თამთა, ვიცი, გაგიჟებ!
- დარწმუნებული ხარ, სოფია. თავდაჯერებულობა ჩემგან ისწავლე. - უმეტყველო სახე ჰქონდა თამთას. სოფიას მისი უმოქმედობა აგიჟებდა ხანდახან. ათასჯერ სცადა მისი გამოწვევა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა იმ პირველი შეხვედრის შემდეგ… თამთა თითქოს, გულგრილობას იჩენდა მის მიმართ. არადა, მთელი არსებით შეეპყრო იგი სოფიას.
აუტანელი იყო ქალი, მაგრამ განსხვავებული.
სოფიამ იცოდა, რომ თამთას ადგილზე, სხვები გონს დაკარგავდნენ, მაგრამ ამ წუთს, მხოლოდ მის წინ მოლბერტთან მჯდარი ქალი აინტერესებდა.
- სოფია, სოფია. - ჩაიცინა თამთამ. გაორებული იყო. ერთი სული ჰქონდა, შეხებოდა სოფიას მხურვალე კანს, მაგრამ თავის თავს ებრძოდა. - ეს, ასე არ ხდება.
სოფიას არაფერი უთქვამს, უკანასკნელი საცვალიც მოიშორა სხეულიდან, სრულიად შიშველი იდგა თამთას წინ. კანი დახორკლილი ჰქონდა, სუნთქვა გახშირებული და ცხადად ეტყობოდა ყველაფერი.
თამთა ფეხზე წამოდგა, სოფიასთან მივიდა.
- შენ ცხოვრებაში იმხელა მიზეზი გავხდი, ამას ვერ გააკეთებ სხვასთან, ხომ იცი?! - თავდაჯერებულად ჩაილაპარაკა, თითების ბალიშები ნაზად ჩამოუსვა სოფიას მხარს და კანი დაეშანთა ქალს, თითქოს, ცეცხლი წაჰკიდებოდა. სოფია გიჟს გავდა, შიგნეული ეწვოდა, სისხლი უდუღდა. სოფიას უნდოდა, კიდევ შეხებოდა თამთა მის სხეულს.
- თამთა, მკლავ ასე და მანადგურებ. შენც მალავ. უფრო სწორედ, დამალვას ცდილობ, მაგრამ არ გამოგდის. - სოფიამ სასოწარკვეთილმა თქვა. გულზე ხელს იჭერდა. თითქოს, ისარს ესროდნენ ან ტყვიას.
- ფასი არ გაქვს ჩემთვის, სოფია. მე უნდა მინდოდე, მე უნდა გაშიშვლებდე და არა, შენი ნებით. ასე ვერაფერს გახდები ჩემთან. უსარგებლო ნივთს გავხარ, სხეულით მოვაჭრეს და გინდა, რომ შენი სხეულის შესანიშნავი ფორმებით დაეპატრონო ჩემს გულს და გონებას. გგონია, მარტივია, არა?! - ცალყბად ჩაიცინა თამთამ. სოფიას ტკივილნარევ რეალობას აჯახებდა და არ აქცევდა ყურადღებას იმას, რომ გულს ტკენდა ქალს. თვითონაც სტკიოდა. თუმცა, ემოციების დამალვა კარგად გამოსდიოდა. ცდილობდა, მედგრად მდგარიყო. - შენ ჩემზე უგონოდ ხარ შეყვარებული, სოფია! - ამაყად დაასრულა ქალმა.
სოფია სულიერად სუსტდებოდა თამთას ყველა სიტყვაზე, უხეშად ედებოდა ტვინის ყველა უჯრედს და თავს უსულო არსებად მიიჩნევდა. ერთ წამში იდეალური სოფია, სულიერად დასუსტებულმა მემ ჩაანაცვლა.
მან მისი სული მეს მიყიდა.
ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნდა, ასე იაფად ჩააბარა შინაგანს.
- თამთა, აქ მტკივა. - ხელი გულზე მიიდო. - შენს თითოეულ ნათქვამ სიტყვას ჰაერში ვიჭერ, გულში ვიხუტებ და ვეფერები. და ახლა, ამ სიტყვებით ბოლომდე გამანადგურე, გესმის?!
- სოფია, შენი თავის ფასი ისწავლე!
- გთხოვ, ამ ერთხელ მომეცი უფლება.
სასოწარკვეთილი ხმით თქვა სოფიამ და თამთას სახეზე ხელები აატარ-ჩამოატარა, როცა მის თვალებში თანხმობა ამოიკითხა. გული გაუჩერდა ლამის. სადაცაა, მომკვდარიყო. თავს კარგავდა და თამთას არსებას ერთიანად შეეპყრო იგი.
- მეც ვგრძნობ, სოფია, მაგრამ ასე არ მინდა. შენს სხეულს ნუ მომყიდი. მე უნდა მომინდეს, გესმის?!
ქვემოდან ახედა თამთას, ხელი მხარზე აატარა და წამით ორივეს შეეკრა სუნთქვა. სკამს ხელი მოჰკიდა სოფიამ და კედელს მიანარცხა.
- ამის დედაც, ნუ იქცევი ასე, თამთა! ნუ თამაშობ! - კბილებში გამოსცრა. სახეზე ხელებს ისვამდა და მერე, თვალებზე მიიჭირა თითები.
- ჯანდაბა, ამის დედაც.
ბოლო ხმაზე დაიყვირა თამთამაც, მაგრამ ემოციებისგან მაინც ვერ დაიცალა. უნდოდა სოფია, მაგრამ არა ისე, როგორც სოფიას. მის გაშიშვლებულ სხეულს უყურებდა. სოფიამ ტანი აამოძრავა. მისი შესანიშნავი ტანის მრგვალი ფორმები, ირგვლივ გამეფებულ სიმყუდროვესთან აბსტრაქტს ქმნიდა.
- მოდი აქ! - დაიყვირა თამთამ. კატეგორიული იყო მისი ხმა. სოფია მისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა.
- ხომ გინდოდა… - თამთა ქალის ბაგეებს დაეკონა. ხელებს მის სხეულზე დაატარებდა, უცხო ჟინი იპყრობდა. გაშმაგებული ცდილობდა დაპატრონებოდა ქალის სხეულს.
არ ჩერდებოდა სოფიაც, ტანს ნაზად ანარნარებდა და აგიჟებდა თამთას. თვითონაც, გიჟდებოდა. საბოლოოდ ნადგურდებოდა. იცოდა, თამთას გრძნობა, რომ არ ჰქონოდა მის მიმართ, არც ხელით შეეხებოდა. გონს აკარგვინებდნენ ერთმანეთს თითოეული მიხვრა-მოხვრით, ჭკუიდან შეშლილიყვნენ და გონებაც დაბინდული ჰქონდათ. რაღაც უხილავს, მაგრამ არაორდინალურს და სიგიჟეს მართებდნენ ერთმანეთს.
სოფია გიჟი იყო და თამთა, კიდევ უფრო გიჟი.
- ამის დედაც, სოფია. თავს ვიკავებდი, მაგრამ ეს შენი ტანის ფორმები, ტუჩები… იდეალური ხარ, სოფია, მაგრამ შინაგანად სუსტი! შენს გაძლიერებას ვცდილობდი წეღანდელი სიტყვებით, მაგრამ არ გამომივიდა. ისევ შენმა სილამაზემ მიტირა დედა. ჯანდაბა, ჯანდაბა! - კოცნის დროს აღელვებულმა თქვა თამთამ და შუბლი სოფიას შუბლს მიაბჯინა.
- თამთა. - ნარნარა ხმით ამოიკვნესა ქალმა. თვალებგაშტერებული უყურებდა და დნებოდა იქვე. საშინელ მდგომარეობაში იყო. უკონტროლო გამხდარიყო.
- თამთა, შენ ძლიერი ხარ, იდეალურიც! - ტუჩებზე ენა გადაიტარა და წუთის წინ შეწყვეტილი კოცნის გამო, ლომკა დაწყებოდა უკვე.
- ოჰ, სოფია, სოფია, მგონი, ჭკუიდან მშლი. - სიამოვნებისგან თვალებმიბნედილმა ამოილუღლუღა თამთამ და ხელი სოფიას მხარზე აატარა. სახე მისი მხრისკენ წაიღო და ტუჩებით ნაზად აკოცა. ცდილობდა, არ ეტკინა, მაგრამ ყველაზე ცხოველურ გრძნობას შეეპყრო იგი. ახლა ლავიწზე შეახო ტუჩები, კანის სურნელი შეისრუტა.
- ნეტავ იცოდე, რა იდეალური ხარ!
ამოილაპარაკა მშვიდად და სხეულში სითბო ჩაეღვარა სოფიას. ახლა თვითონ დაუყვა თამთას სახის ყველა წერტილს და უკოცნიდა. ცდილობდა, დრო გაეწელა, რომ დიდ ხანს ეგრძნო ქალის კანის გემო და სურნელი.
- არც ახლა დამხატავ, თამთა? - ღიმილით თქვა.
- სხვა გზას არ მიტოვებ, სოფია.
მოლბერტისკენ წავიდა თამთა, ფუნჯები აიღო, ნელა ხატავდა სოფიას, რომელიც უკვე, სკამზე ჩამომჯდარიყო.
- შეიშალე, სოფია. - სიცილით თქვა თამთამ.
- შეშლილი ვარ, გიჟი - არა და მხოლოდ შენ მხედავ ასეთს.
- რატომ შეგიყვარდი?
- თამთა, თამთა… რომ ჰკითხო, არ ეძიება ზედმეტად საკითხებში. რამდენი კითხვა გაქვს?
- შენ რას ფიქრობ, მე მიყვარხარ?
- ერთი ვიცი, რომ ჩემ გარეშე არაფერი და არავინ გახდები. - კმაყოფილი ღიმილით თქვა სოფიამ.
- ასე დარწმუნებული ხარ?
- კი.
- რატომ? - ეჭვნარევად ჰკითხა თამთამ.
- ვიცი.
სოფია ფეხზე წამოდგა, თამთა ხატვას აგრძელებდა. ფანქრით ნელა ხაზავდა ქაღალდზე, თითქოს, რეალურად ეხებოდა სოფიას სხეულს და ცდილობდა, არაფერი ეტკინა მისთვის.
სოფიამ ამოიოხრა და კბილები ერთმანეთს დააჭირა. ერთ ნაბიჯი წინ გადადგა, მაგრამ თამთას ხმამ შეაჩერა.
- არც ერთი ნაბიჯი! - კატეგორიული იყო მისი ხმა.
- მოგიახლოვდები. - ხმაში თხოვნა შეეპარა სოფიას.
- არა, მანდ დარჩი!
- რომ მოგიახლოვდები და ვერ შემეხები, უფრო გადაიტან გრძნობებს ფურცელზე. - კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სოფიამ.
- ნახატი მელაპარაკება, სოფია.
- ასეთი რეალური გამოვედი? - თამთას ნათქვამმა ღიმილი მოჰგვარა სოფიას.
- მე ყოველთვის კარგად ვხატავ.
- თუმცა, არა - რეალურად. - ამაყად თქვა სოფიამ. - მიდი, ნახატს დაელაპარაკე, თამთა.
- უსულოა, სოფია.
- აკი, რეალურიაო. - ტუჩი აიბზუა სოფიამ.
თამთა წუთით შეყოვნდა. სოფიამ, თითქოს, ყურები დაძაბა და სმენა მიაპყრო ქალს. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
- ლამაზი ხარ, უგონოდ ლამაზი! სხეულის ყველა წერტილი უღმერთოდ ლამაზი გაქვს და ეს ცეცხლისფერი თვალები, რომელიც ვნებისგან ღელავს, ჭკუის შემშლელია.
თამთა ფეხზე წამოდგა, სოფიასკენ წავიდა, ტუჩებზე გაშმაგებული ეცა და ისე კოცნიდა, თითქოს უკანასკნელი ყოფილიყო. ეგონა, ვინმე წაართმევდა მის თავს, მეტი უნდოდა, რომ არ გაგიჟებულიყო. თუმცა, უკვე, გიჟზე მეტი იყო. სოფიამ შეშალა, მისი სხეულის შეგრძნებამ გააფრენინა.

***
- ნაბეღლავი, თუ შეიძლება.
პახმელიიდან ჯერ არ გამოსულს, თავი გასკდომაზე ჰქონდა. გუშინ ისე დათვრა, ისიც არ ახსოვდა, რის გამო. სწრაფად იყიდა და მაღაზიიდან აჩქარებული ნაბიჯით გამოვიდა, ვიღაცას, რომ შეასკდა შუბლით. თვალები ძლივს გაახილა. ისედაც ატკივებული თავი, უფრო ასტკივდა და ხელის გულით დაიზილა შუბლი.
- ვერ დაგინახე. - უკმეხად მიუგდო ორი სიტყვა ქალმა და ამაზე უფრო განრისხდა.
- უჩინარს ვგავარ? - ტუჩი აიბზუა სოფიამ.
ქალის სახის ნაკვთებს აკვირდებოდა, არ დაუმორცხვია და არც თვალი მოუცილებია მისთვის, არცერთი ნერვი შეტოკებია.
- არა, მაგრამ ნახატს ვუყურებდი და არ მეცალა შენთვის შემოსახედად. - უხეშობას არ ეშვებოდა ქალი.
- გამატარე. - მკაცრად არ უთქვამს სოფიას. რატომ, თვითონაც არ იცოდა.
- მოიცადე, პახმელიაზე ხარ, ალბათ. კოკა-კოლა გიშველის, მენდე.
- მეზარება უკან მიბრუნება. - ხელი აიქნია მობეზრებულად.
- მე გიყიდი, სანაცვლოდ, სამსახურზე დამთანხმდები.
სოფიას გაუკვირდა და თვალებგაფართოებულმა ახედა. ახლაღა გაახსენდა, რომ გუშინ სამსახურის დაკარგვის გამო დალია გათიშვამდე.
- ორივე შემთხვევაში - შენ აგებ. - მხრები აიჩეჩა სოფიამ.
- თამთა.
თლილი, გრძელი თითები ჰქონდა თამთას, სოფია აკვირდებოდა და სწავლობდა მის ყველა ნაწილს. წვრილი წელი ჰქონდა ქალს.
- სოფია. - ხელი გაუწოდა სოფიამ. ამაყად ასწია თავი და გაიღიმა.
- მალე მოვალ, აქ იყავი.
ხელი არ ჩამოურთმევია თამთას, მაღაზიაში შევიდა და მალევე დაბრუნდა უკან.
- გალერეაში წავიდეთ.
- რატომაც არა.
თამთას მანქანისკენ წავიდნენ და მალევე მივიდნენ გალერეასთან. ქალს თვალს არ აშორებდა სოფია, უცნაურ გრძნობას შეეპყრო იგი. ერთი სული ჰქონდა, ქალის ხორბლისფერ კანს შეხებოდა და მისი სურნელი შეეგრძნო. სავსე მკერდი ჰქონდა ქალს, დეკოლტედან იმშვენებდა თავს.
- ორი უშაქრო ყავა, ლანა და არავინ შემაწუხოს. - მისაღებში დაუბარა პერსონალს თამთამ.
სოფიას წუთით გაუკვირდა, საიდან იცოდა თამთამ, რომ უშაქრო ყავას სვამდა.
- მაშ ასე, დამხმარე ასისტენად აგიყვან და ფაქტობრივად, მთელი ჩემი საქმის მიხედვა შენ მოგიწევს. - მობეზრებულად თქვა თამთამ, ნახატებს აწყობდა თან.
- მხატვარი რომ ხარ, მივხვდი, მაგრამ ასე მარტივად უცხოს რომ იყვან სამსახურში, რომლის მიმართ ცოტაოდენი ნდობაც არ გაგაჩნია, რას ფიქრობ?!
- თვალები გაგცემენ, სოფია. - თვალი ჩაუკრა თამთამ.
- ანუ, დღის უმეტესი ნაწილის შენთან გატარება მომიწევს?! - პირი გააწკლაპუნა სოფიამ.
- კი და თუ საჭირო იქნება, გალერეაში დაღამებაც.
- თანახმა ვარ.
- ისედაც ვიცოდი.
ფეხზე წამოდგა სოფია, თამთასკენ წავიდა, მთელ სხეულში ჟრუანტელი უვლიდა, თავს უცნაურად გრძნობდა. თითქოს, ერთი პატარა მორცხვი გოგო იყო, რომელმაც ახლა გამოიჭირა თავი, რომ თამთა მოეწონა. სულ სხვანაირად გრძნობდა თავს. უყურებდა ისე, როგორც არასდროს არც ერთი მამაკაცისთვის და თუნდაც, ქალისთვის შეუხედავს. მათემატიკის ფესვიანი განტოლებასავით იყო მისთვის თამთა, ბევრი წვალების შემდეგ, რომ ამოხსნიდი და ბოლოს, სიხარულით, სად წახვიდოდი, რომ არ იცოდი. უნდოდა მის ნაზ და ნატიფ თითებს მისი უყველაფრო თითებით შეხებოდა და მუხტი გადმოეტანა თამთასგან. იმ წამიდან დაიწყო ყველაფერი, როცა მოუთმენელმა მის ფაფუკ, რბილ და ტკბილ ტუჩებს უცებ შეეხო და სკამზე დამჯდარი თამთა, ერთ ადგილზე გახევებული დატოვა. ორივეს სითბო სხეულში ჩაეღვარა და გულთან რაღაც უცნაურმა გაჰკრათ. სოფია თამთას ტუჩებს მოშორდა, ენა გადაისვა და პირი გააწკლაპუნა.
- რას მივაწერო ეს სითამამე, სოფია? - არც ერთი მიმიკა ჰქონდა სახეზე გამოსახული თამთას, არც ხმის ტონალობაში ეკითხებოდა რამე.
- ჩათვალე, მადლობა გადაგიხადე. - თვალი ჩაუკრა სოფიამ.
- ახლა მეც გადაგიხდი მადლობას.
ფეხზე წამოდგა თამთა. წინ დაუდგა სოფიას, მისი სახისკენ მიიწევდა, სუნთქვას აფრქვევდა. მოულოდნელად მარჯვენა ხელით სილა გააწნა სოფიას და მერე ტუჩებზე მსუბუქად შეეხო.
- ჯერ მწარე, მერე - ტკბილი. - ღიმილით თქვა თამთამ.
ორივე წამში იცვლებოდა. ერთი შეხედვით ნაზი რომ იყო, მეორე წამს ეშმაკს ემსგავსებოდნენ უხამსი ქცევებით.
თამაშობდნენ.
რაც ჩანდა, არც ერთი იყო ისეთი.
უყურებდნენ ისეთს, როგორებიც ჩანდნენ, მაგრამ მათ შინაგანს არავინ იცნობდა.


***
- თამთა, სადმე წავიდეთ, რა. - ყოველდღიური რუტინისგან დაღლილიყო სოფია.
- არ მცალია, შენ წადი თუ გინდა. - ხატვა არ შეუწყვეტია თამთას. ამ ბოლო დროს, ისედაც ბევრი შეკვეთები ჰქონდა.
- თამთა! - ხმა გაუმკაცრდა სოფიას.
- ხო, სოფია, ხო.
- წამოდი! - კატეგორიული იყო მისი ხმა.
- არა - მეთქი, ვმუშაობ.
- თამთა!
- კარგი, ხო. და სად წავიდეთ?
- მთაწმინდაზე. - ტაში შემოჰკრა სოფიამ.
- კარგი, დავასრულებ მალე.
- მერე დაასრულე, ახლა წავედით.
სოფიამ ხელი მოჰკიდა თამთას და გალერეა დატოვეს. მანქანაში ჩასხდნენ და მთაწმინდის გზას დაადგნენ.
გრილი სიო ქროდა, ცა პირქუში იყო. შავი ღრუბლები გაწოლილიყო, ბინდს დაესადგურებინა, ღამდებოდა. ვარსკვლავები მკრთალად ანათებდა.
სოფია ტუჩებზე შეეხო თამთას, მანქანაზე შემომსხდარიყვნენ, წინ. სამყაროს მოსწყდა ორივე და სადღაც სხვაგან გაფრინდნენ. იუპიტერზე.
იქ, სადაც სოფია მარტო დაიბადა და მარტო ცხოვრობდა აქამდე, მაგრამ ახლა თამთა უვსებდა დანაკლისს. სხეულის ყველა ნაწილი ეშანთებოდათ ერთმანეთის შეხებისგან.
ნატიფ თითებს დაატარებდა თამთა სოფიას სხეულზე, აგიჟებდა ქალს და გიჟდებოდა თვითონაც.
- თამთა…
- გტანჯავს ჩემი სიყვარული და გტკივა ჩემი შეხება, მაგრამ ისე უღმერთოდ გიყვარვარ, ყველაფერზე ხარ თანახმა. ამასაც იტან.
- ხო, თამთა. მანადგურებს ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ უკვე, შეშლილი ვარ.
სოფია მანქანიდან ჩამოხტა, საბარგული გახსნა და ნახატი გადმოიღო.
- რაღაც უნდა გაჩვენო. - თამთას წინ დადგა.
- მაჩვენე.
სოფიამ ნახატს ქაღალდი შემოახია და თამთასკენ შეაბრუნა.
- შენ დახატე? - გაკვირვებულმა თქვა თამთამ.
- ხო. - თავი დაუქნია სოფიამ და გაიღიმა.
- აქამდე რატომ არ მაჩვენე?
- არ ვიცი.
ნახატი ხელში დაიჭირა თამთამ, ყველა წერტილს აკვირდებოდა. არ იყო ისეთი შესრულებული, როგორსაც თვითონ ხატავდა, მაგრამ სოფიამ თამთასთვის შეძლო.
- თითქოს, გაცოცხლებული ვარ.
- ვეცადე. - ღიმილით თქვა სოფიამ.
- გამოგივიდა კიდეც.
სოფიას სახე ხელის მტევნებით დაიჭირა თამთამ და ტუჩებზე მომთხოვნად კოცნიდა. ორივეს აჩქარებული სუნთქვა ისმოდა და ერთმანეთს აკვროდნენ.
- ჩემი ხარ, თამთა. - ამოიგმინა სოფიამ.
მკერდი შესამჩნევად აუდ-ჩაუდიოდა და თმებზე ეფერებოდა.
- სიცოცხლის ენერგია ხარ, თამთა. - ვერ ჩერდებოდა სოფია. უნდოდა, შეუჩერებლად ემეორებინა ქალისთვის, რომ სრულყოფილება იყო მისთვის და უღმერთოდ შეყვარებული მასზე.
- არ ვიცი, ან როდის შემიყვარდი, ან როდის გაჩნდა ჩვენ შორის ეს ყველაფერი…
თამთამ დაასრულა საუბარი და სოფიას მხარს თავი ჩამოადო.
ვარსკვლავები აკაშკაშდნენ და გრილი, სასიამოვნო სიო ქროდა.

***
იუპიტერზე ახალი არსება დაიბადა. სოფიას მეორე ნაწილი - თამთა, რომელიც ისეთივე მზე იყო გალაქტიკაში, როგორც თავად სოფია.


გზა ხსნილია...
და ვიცი, მხოლოდ ერთი ადამიანი მიხვდება ამას.
გელოდებით მეც, სოფიაც, იუპიტერიც და საზღვრებს გარეშე ცხოვრებაც.



№1  offline მოდერი სალანდერი

❤❤❤❤❤❤ პირველი

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
❤❤❤❤❤❤ პირველი

ძალიან მიყვარხარ!

 


№3  offline წევრი Kalina

ჯერ არ მჯერა, ეს ნაწერი შენი რომაა:)))
არ მჯერიხარ, ანა.
დედას გეფიცები, ასეთი გაოგნებული არასოდეს ვყოფილვარ.
მიუხედავად იმისა, რომ ემოციები დამაკლდა.
თვითონ ის საკითხი, რომელსაც თითქოს ასე ლაღად მიუდექი, შოკში მაგდებს!

არ მჯერა, რომ შენ ხარ!
ძალიან ვამაყობ შენით და ძალიან მიყვარხარ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline ადმინი ელპინი

მარიკუნაა♥️
ჯერ არ მჯერა, ეს ნაწერი შენი რომაა:)))
არ მჯერიხარ, ანა.
დედას გეფიცები, ასეთი გაოგნებული არასოდეს ვყოფილვარ.
მიუხედავად იმისა, რომ ემოციები დამაკლდა.
თვითონ ის საკითხი, რომელსაც თითქოს ასე ლაღად მიუდექი, შოკში მაგდებს!

არ მჯერა, რომ შენ ხარ!
ძალიან ვამაყობ შენით და ძალიან მიყვარხარ♥️

მარიკუნა,
ძალიან ადრე, აი, დასაწყისში მახსოვს გითხარი - ვერასდროს დავწერ მსგავს რამეს - მეთქი,
და ახლა, ის დროა, ყველაფერი, რომ უნდა ვცადო.
ეს სილაღე, ცოტა მეც მაშინებს, მგონი.

ისეთ სიტუაციაში დავწერე,
რა გამოვიდა არც მე ვიცი ნორმალურად, მაგრამ ცდად ღირდა, რა.

ძალიან მიყვარხარ, მარიკუნა
და დიდი, უზარმაზარი მადლობა შენ!

 


№5  offline მოდერი სალანდერი

ჯანდაბა ანნა, ჯანდაბა ანნა, ჯანდაბა.
სერიოზულად?
არა არა, იდეაში მე ხომ ყველა შენს "მე_ს" ვიცნობ მაგრამ.
ჯანდაბა ანნა. ოკეანე ხარ_მეთქი რა, ვერ ამოგწურავ_მეთქი და მართალი ვიყავი.
ვაიმე.
ანნა, კარგი რა პატარა.
ასე სწრაფად ნუ იზრდები.
ჯანდაბა ანნა, ჯანდაბა. დაუსრულებლად დავწერდი ახლა ამას რომ შეიძლებოდეს.
ეს უკვე ახალი სიტყვაა, ახალი ნაბიჯია, ახალი სტილია, ახალი შენი "მე_ა"
ეს საერთოდ სხვა თემაა, სხვა ნაბიჯია ელ.
შენ მშვენივრად იცი რომ ახალი ნაბიჯია და თან რთული, მაგრამ პატარა დიდი გოგო ვერ იქნები და ვერც ოკეანე იქნები სირთულეების რომ გეშინოდეს.
გეფიცები ტო, პირველად დამემართა რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ.
იცი ახლა შენს კითხვებზე პასუხი მაქვს ჰო.
რა ქენი და გაიზარდე.
მიქარე? - მინდა მთელი ცხოვრება ქარავდე.
ძალიან მომწონს რომ არ ერიდები ჩარჩოს რღვევას.
ახლა თამამად შეგიყვან ჩემი "მეამბოხე" მწერლების სიაში.საყვარელი მწერალი ხომ აქამდეც იყავი.
არა, მართლა ძან გამაოცე რა.
პროსტო შენგან და ამხელა ნახტომი.
არა მე ხომ ვიცოდი მაგრამ ასე სწრაფად?
არა რა, ხომ ვამბობ სწრაფად იზრდები და მალე ვეღარ შემოგწვდები, მაგრამ ვის ადარდებს.
ჯანდაბა ანნა.
კარგი რა.
პროსტო წერე რა.
ყველა სტილში რა.
შენი თავი ყველგან გამოსცადე რა.
არაფერს მოერიდო რა.
არ შეწყვიტო განვითარება რა.
ეძიე საკუთარი თავი, კიდევ უფრო სიღრმეში რა.
უბრალოდ არ გაჩერდე რა.
წერე რა.
წერე.

ჰოდა გავიგე მე ყველაფერი.
მართლა რა

 


№6  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ჯანდაბა ანნა, ჯანდაბა ანნა, ჯანდაბა.
სერიოზულად?
არა არა, იდეაში მე ხომ ყველა შენს "მე_ს" ვიცნობ მაგრამ.
ჯანდაბა ანნა. ოკეანე ხარ_მეთქი რა, ვერ ამოგწურავ_მეთქი და მართალი ვიყავი.
ვაიმე.
ანნა, კარგი რა პატარა.
ასე სწრაფად ნუ იზრდები.
ჯანდაბა ანნა, ჯანდაბა. დაუსრულებლად დავწერდი ახლა ამას რომ შეიძლებოდეს.
ეს უკვე ახალი სიტყვაა, ახალი ნაბიჯია, ახალი სტილია, ახალი შენი "მე_ა"
ეს საერთოდ სხვა თემაა, სხვა ნაბიჯია ელ.
შენ მშვენივრად იცი რომ ახალი ნაბიჯია და თან რთული, მაგრამ პატარა დიდი გოგო ვერ იქნები და ვერც ოკეანე იქნები სირთულეების რომ გეშინოდეს.
გეფიცები ტო, პირველად დამემართა რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ.
იცი ახლა შენს კითხვებზე პასუხი მაქვს ჰო.
რა ქენი და გაიზარდე.
მიქარე? - მინდა მთელი ცხოვრება ქარავდე.
ძალიან მომწონს რომ არ ერიდები ჩარჩოს რღვევას.
ახლა თამამად შეგიყვან ჩემი "მეამბოხე" მწერლების სიაში.საყვარელი მწერალი ხომ აქამდეც იყავი.
არა, მართლა ძან გამაოცე რა.
პროსტო შენგან და ამხელა ნახტომი.
არა მე ხომ ვიცოდი მაგრამ ასე სწრაფად?
არა რა, ხომ ვამბობ სწრაფად იზრდები და მალე ვეღარ შემოგწვდები, მაგრამ ვის ადარდებს.
ჯანდაბა ანნა.
კარგი რა.
პროსტო წერე რა.
ყველა სტილში რა.
შენი თავი ყველგან გამოსცადე რა.
არაფერს მოერიდო რა.
არ შეწყვიტო განვითარება რა.
ეძიე საკუთარი თავი, კიდევ უფრო სიღრმეში რა.
უბრალოდ არ გაჩერდე რა.
წერე რა.
წერე.

ჰოდა გავიგე მე ყველაფერი.
მართლა რა

აი, უნამუსო ვიყო, შენ ხო ყველაზე კარგად იცი, რა მემართება ამ დროს?!
ჰოდა, ძაან ცუდად ვარ, მგონი.
გიჟი ხარ, ჰო!
აი, წარმოიდგინე, მე რომ ჩემი ახალი მე ვიპოვე და მერე, შენგან ასეთი სიტყვები მოვისმინე...
ვაჰ ჩემი, არ ვარ კარგად ტო. ვინმემ წყალი მაპკურეთ სერიოზულად.

ხო გითხარი, რატომაც მომინდა ეს დამეწერა.
ცოტა მეშინია, რომ ასე გავბედე და ამდენი.
თან, ასე ღიად, თამამად და ლაღად.
მეგონა, მივქარე მაგრად და არასწორი იყო. ჰოდა, ისე ვარ ახლა, აი, ფრთები გამომესხმება მალე და მართლა გავაფრენ გეფიცები.
ნუ, ამის მერე, ვიცი რომ არასწორად არ გამიკეთებია, რა.
ჯიგარი ხარ შენ, ხომ იცი!

მოკლედ, ძაან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ეს იქ, სადაც ძაან ბევრს ვტლიკინებ ხოლმე.

ძალიან მიყვარხარ!
და მადლობა!

 


№7  offline წევრი Lineta

ელ პინ
შენი ისტორიები წამიკითხავს.
არცერთზე დამიწერია კომენტარი.
ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის არ იყო.
იდეალური იყო!
პირადად ჩემთვის ასე იყო.
ბოდიში მაგრამ არცერთი წინა ისტორია ამის კაპიკადაც არ ღირს ჩემთვის.
ბრავო!

 


№8  offline ადმინი ელპინი

Lineta
ელ პინ
შენი ისტორიები წამიკითხავს.
არცერთზე დამიწერია კომენტარი.
ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის არ იყო.
იდეალური იყო!
პირადად ჩემთვის ასე იყო.
ბოდიში მაგრამ არცერთი წინა ისტორია ამის კაპიკადაც არ ღირს ჩემთვის.
ბრავო!

ლილე, თუ ლინეტა,
აუ, ძაან ჯიგარი ხარ, რა.
აი, ბოლო წინადადებების გამო, განსაკუთრებით. ვაფშე რომ არ მოგერიდა და არ გაგიტყდა ჩემთვის მაგის თქმა, აი მაგარი გოგო ხარ მაგიტომ!

ძალიან დიდი მადლობა და მართლა მიხარია, რომ მოგეწონა!

 


№9 სტუმარი სტუმარი ნანა

ვფიქრობდი კომენტარი გამეკეთებინა თუ არა... ახლაც არ ვარ დარწმუნებული... არ დამვიწყებიხართ და ვკითხულობ სიახლეებს, მაგრამ მგონი საიტზე შემოტევაა თემის... შენი თავი ყველა ჟანრში უნდა მოსინჯო, საინტერესოა ექსპერომენტები, თუმცა... არ არის ეს ჩემი... ვერ ვგრძნობ და რასაც ვერ ვგრძნობ ვერ ვიღებ...

 


№10  offline ადმინი ელპინი

სტუმარი ნანა
ვფიქრობდი კომენტარი გამეკეთებინა თუ არა... ახლაც არ ვარ დარწმუნებული... არ დამვიწყებიხართ და ვკითხულობ სიახლეებს, მაგრამ მგონი საიტზე შემოტევაა თემის... შენი თავი ყველა ჟანრში უნდა მოსინჯო, საინტერესოა ექსპერომენტები, თუმცა... არ არის ეს ჩემი... ვერ ვგრძნობ და რასაც ვერ ვგრძნობ ვერ ვიღებ...

რა თქმა უნდა, მისაღებია თქვენი აზრი, ქალბატონო ნანა.
მე მაინც მიხარია, რომ წამიკითხეთ და აზრიც დააფიქსირეთ.
დიდი მადლობა ამისთვის.

თუმცა, მე იმაზე დიდი გამოცდილება მივიღე ამით,
ვიდრე მეგონა მივიღებდი.

 


№11  offline წევრი სიბილა

We're. Da. Wertili. Wkw

WO w wow wow. Es mindoda metqva

 


№12  offline ადმინი ელპინი

სიბილა
We're. Da. Wertili. Wkw

WO w wow wow. Es mindoda metqva

ძალიან დიდი მადლობა!
სხვა რა უნდა გიპასუხოთ, მართლა არ ვიცი. :)

 


№13 სტუმარი ნია

ეს თემა რატომ აიტაცა ყველა იმ ავტორმა რომელიც ასე მომწონდა :-(

 


№14  offline ადმინი ელპინი

ჰალუცინოგერი
ელ :-) აფეთქება იყო!!! დიდი და მოულოდნელი აფეთქება.
რა ვქნა ვერ ვტოვებ შენ სიახლეებს ყურადრების გარეშე, დავინახე, მოვკალათდი, მოვემზადე გრძნობებისა და ემოციების ფრქვევისთვის. მაგრამ ელ. ჯანდაბა ანა. ღიმილიმი ვერ მოვიშორე. თურმე მეამბოხეც ხარ. ❤
ყოჩაღ ანა. იდეალურო ხარ ი დ ე ა ლ უ რ ი...

ანი, სალანდერსაც ვუთხარი და შენც გეუბნები, რომ ამის დაწერა იმის მერე მომინდა, რაც შენთან კომენტარები ვიხილე.
ჯერ არ ვაპირებდი, ასე მალე.
თუმცა, გეგმაში კი მქონდა.

მართლა ვნერვიულობდი, არასწორიც მეგონა, მაგრამ შენი სიტყვების მერე, უფრო დავრწმუნდი რომ არც შევმცდარვარ.

აუ, ძალიან მიხარია. აი, მართლა.
მადლობა, რა.
მართლა, ძალიან დიდი მადლობა, ანი!

ჰალუცინოგერი
ნია
ეს თემა რატომ აიტაცა ყველა იმ ავტორმა რომელიც ასე მომწონდა :-(



კარგი ავტორის გაქანების არეალი შეუზღუდავია. წერე ანა. წერე რაზეც გინდა.

და კიდევ გენიოსებად არ იზრდებიან, გენიოსებად იბადებიან. შენ კი გენიოსი ხარ პატარავ❤

ნია, შეზღუდული არ ვარ. მიხარია, რომ მოგწონდი, ან ისევ მოგწონვარ.
რა ვიცი...
მე ვწერ იმაზე, რაზეც მინდა და თუ ეს ვინმესთვის მიუღებელია, ვთვლი, რომ ჩემი პრობლემა აღარაა.
ჩემი პატივისცემა და დამოკიდებულება ყველამ იცის მკითხველისადმი. :)

ანი, შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ!
მადლობა, კიდევ ერთხელ.

 


№15  offline ადმინი ელპინი

ჰალუცინოგერი
ელპინი
ჰალუცინოგერი
ელ :-) აფეთქება იყო!!! დიდი და მოულოდნელი აფეთქება.
რა ვქნა ვერ ვტოვებ შენ სიახლეებს ყურადრების გარეშე, დავინახე, მოვკალათდი, მოვემზადე გრძნობებისა და ემოციების ფრქვევისთვის. მაგრამ ელ. ჯანდაბა ანა. ღიმილიმი ვერ მოვიშორე. თურმე მეამბოხეც ხარ. ❤
ყოჩაღ ანა. იდეალურო ხარ ი დ ე ა ლ უ რ ი...

ანი, სალანდერსაც ვუთხარი და შენც გეუბნები, რომ ამის დაწერა იმის მერე მომინდა, რაც შენთან კომენტარები ვიხილე.
ჯერ არ ვაპირებდი, ასე მალე.
თუმცა, გეგმაში კი მქონდა.

მართლა ვნერვიულობდი, არასწორიც მეგონა, მაგრამ შენი სიტყვების მერე, უფრო დავრწმუნდი რომ არც შევმცდარვარ.

აუ, ძალიან მიხარია. აი, მართლა.
მადლობა, რა.
მართლა, ძალიან დიდი მადლობა, ანი!

ჰალუცინოგერი
ნია
ეს თემა რატომ აიტაცა ყველა იმ ავტორმა რომელიც ასე მომწონდა :-(



კარგი ავტორის გაქანების არეალი შეუზღუდავია. წერე ანა. წერე რაზეც გინდა.

და კიდევ გენიოსებად არ იზრდებიან, გენიოსებად იბადებიან. შენ კი გენიოსი ხარ პატარავ❤

ნია, შეზღუდული არ ვარ. მიხარია, რომ მოგწონდი, ან ისევ მოგწონვარ.
რა ვიცი...
მე ვწერ იმაზე, რაზეც მინდა და თუ ეს ვინმესთვის მიუღებელია, ვთვლი, რომ ჩემი პრობლემა აღარაა.
ჩემი პატივისცემა და დამოკიდებულება ყველამ იცის მკითხველისადმი. :)

ანი, შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ!
მადლობა, კიდევ ერთხელ.


კეთილი იყოს შენი მობრძანება ანნა❤

მეამბოხეთა სიაში. :დ ♡

 


№16 სტუმარი სტუმარი xxx

აი ძალიან მომრავლდით რა...
ეს კარგი ავტორებიც რომ ამ თემებს ეხებით... სხვა თემა არ მოიპოვება?

 


№17 სტუმარი სტუმარი xxx

მართლა ასეა. საწყენად ან ცუდად კი არ ვამბობ, კარგი ხარ, ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, მაგრამ ეს ისტორია, როგორ ლამაზადაც არ უნდა წერდე ხიბლს კარგავს თემის გამო. თავს ისე იფუჭებ როგორც ეს ჰალუცინოგერმა გააკეთა მაგრამ მაინც გკითხულობთ. მანერა გაქვთ განსაკუთრებული და ალბათ ამიტომ ვერ გელევით.

 


№18  offline ადმინი ელპინი

სტუმარი xxx
მართლა ასეა. საწყენად ან ცუდად კი არ ვამბობ, კარგი ხარ, ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, მაგრამ ეს ისტორია, როგორ ლამაზადაც არ უნდა წერდე ხიბლს კარგავს თემის გამო. თავს ისე იფუჭებ როგორც ეს ჰალუცინოგერმა გააკეთა მაგრამ მაინც გკითხულობთ. მანერა გაქვთ განსაკუთრებული და ალბათ ამიტომ ვერ გელევით.

მესმის, რა თქმა უნდა. ყველას სხვადასხვა აზრი აქვს ამ საკითხზე და ძალიან დიდ პატივს გცემ, მაგრამ რადგან ავტვირთე, ესე იგი ვთვლი, რომ საჭირო იყო დამეწერა.

მიხარია, თუ მკითხულობ და მოგწონს. წერის სტილიც გამახსოვრდება, თან.
ძალიან დიდი მადლობა!

 


№19 სტუმარი Qeti qimucadze

Am temaze arsad arafers vkitxulob, gamaoce elpin, imdenad lagad da aragamagizianeblad gaqvs dacerili, titqos yvelaferi normaluriaa, dasacyisi shoki iyo, miuxedavad imisa rom, armomcons am shinaarsiiis istoriebii, magrad gamogividaa, yochaggggg, ai zaliain izrdebi yovel safexurzee

 


№20  offline ადმინი ელპინი

Qeti qimucadze
Am temaze arsad arafers vkitxulob, gamaoce elpin, imdenad lagad da aragamagizianeblad gaqvs dacerili, titqos yvelaferi normaluriaa, dasacyisi shoki iyo, miuxedavad imisa rom, armomcons am shinaarsiiis istoriebii, magrad gamogividaa, yochaggggg, ai zaliain izrdebi yovel safexurzee

ქეთი, ძალიან მიხარია, რომ წამიკითხე და მოგეწონა.
თავიდან, ეს ჩემი ლაღი დამოკიდებულება ამ თემისადმი, მეც მაშინებდა, მაგრამ ბოლოს, ზედმეტად კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით.

უღრმესი მადლობა, მიხარია რომ მკითხულობ და ჩემს გვერდით ხარ.
საოცარი გოგო ხარ შენ, ქეთი!

 


№21 სტუმარი სტუმარი ნიტა

ვიღაცას მაგონებ :-)

 


№22  offline ადმინი ელპინი

სტუმარი ნიტა
ვიღაცას მაგონებ :-)

საინტერესოა. :)
და ვის?

 


№23 სტუმარი სტუმარი ნიტა

ჰალუცინოგერს

 


№24  offline ადმინი ელპინი

სტუმარი ნიტა
ჰალუცინოგერს

ოჰო. :დ

 


№25 ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ელპინ, ეს არის ახალი სიტყვა შენს შემოქმედებაში. მომწონს, რომ ასეთი გაბედული ხარ და არ უშინდები რისკებს. ასე გააგრძელე, კარგად ვითარდები.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№26  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ელპინ, ეს არის ახალი სიტყვა შენს შემოქმედებაში. მომწონს, რომ ასეთი გაბედული ხარ და არ უშინდები რისკებს. ასე გააგრძელე, კარგად ვითარდები.

ქეთი, უღრმესი მადლობა. ძალიან მიხარია შენი ასეთი დამოკიდებულება. ♡

 


№27  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ეს
ისეთი ისტორიაა
როდესაც..
სიტყვები უბრალოდ
ზედმეტია!
აი ასე უბრალოდ უნდა
წაიკითხო და
დამუნჯდე!
ყოჩაღ!!!!

 


№28  offline ადმინი ელპინი

ტკბილიწიწაკა
ეს
ისეთი ისტორიაა
როდესაც..
სიტყვები უბრალოდ
ზედმეტია!
აი ასე უბრალოდ უნდა
წაიკითხო და
დამუნჯდე!
ყოჩაღ!!!!

ვა-ი-მე!
არა, ხო ძალიან პატარა მითხარი, მაგრამ რამხელა მნიშვნელობის, იცი?
ძალიან მიხარია, თუ ასეა, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ახალი იყო.

დიდი, დიდი მადლობა, რომ წამიკითხე და მოგეწონა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent