შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (1თავი)


31-08-2018, 10:17
ნანახია 1 724

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (1თავი)

გონების სრულ ჩამოყალიბებასთან ერთად, მტანჯავს არაფრისმომცემ რეალობაში ჩემს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, დაუსრულებელი ძიება, მცირე პერიოდით თავისუფლად სუნთქვა და საბოლოოდ ძლიერი დარტყმა, კვლავ მწარედ დამარცხებისა.
ადამიანები ხშირად ვკიცხავთ უფალს, ჩვენივე უბედობის გამო, ვგმობთ, რადგან ვთვლით, ამაში სწორედ მისი ხელი ურევია. ვტირით, რადგან გვგონია მას ჩვენი არ ესმის, ვსაყვედურობთ კიდეც უსამართლო ხვედრის გამო. სინამდვილეში სად არის უფალი?! მწყემსი ყველასი და ყველაფრისა?! სად არის მისი სულგრძელობა?! რატომ იტანჯებიან ადამიანები?! რისთვის შექმნა მან სამყარო, თუ მის მიერ დატოვებულ სამოთხეში, ამდენი უსამართლობა, ცილისწამება, მკვლელობა და დაუსრულებელი ბოროტება ასე თამამად იპარპაშებდა, უბრალო ადამიანებს შორის. ადამიანებს შორის, რომელნიც ერთხელ მოდიან და მაშინაც ტანჯვით გადიან მათთვის განკუთვნილ გზას. ადამიანი ყველაზე უსუსურია უფლის მიერ შექმნილ ქმნილებათა შორის. უმეტეს წილად მათი გონება ვეღარ აღიქვამს რეალობას, ისინი იკეტებიან მათ მიერ შექმნილ არარეალურ სამყაროში და ასე უმოქმედოდ ატარებენ სიცოცხლის ყოველ წამს. ხშირად მეც ასე ვიქცევი და თავს უფლებას ვაძლევ ვიცხოვრო ოცნებით, რადგან იქ კარგად ვარ, თავისუფალი, წარმატებული, ბედნიერი და ძლიერი ქალი. ხშირად ისეთ პასუხებს ვეძებთ, რომელიც ძალიან ახლოსაა, მაგრამ არც ოცნებაა ხშირ შემთხვევაში იდიალური. ზოგჯერ ფიქრი უკუგვაგდებს რეალობაში და სწორედ ამ დროს ვხვდებით, რადგან უფალმა ამ ქვეყნად ჩემი მოვლენა გადაწყვიტა, ესე იგი უფლება არ მაქვს ვიყო მის მიმართ უმადური; ესე იგი უნდა ვიცხოვრო მანამ, სანამ სიკვდილის ანგელოზი ჩემთან მოფრენას არ გადაწყვეტს. ცხოვრება ჩემ ხელშია, მე უნდა გამოვიყენო დრო, რომელიც უფალმა მიბოძა. არ უნდა დავეხეტებოდე გზააბნეული სულივით, არაუშავს, თუ ველური ბუნება დაჩოქებას მაიძულებს. თუ შემიძლია წაქცეულმაც ძალა ვიპოვო და ტკივილის მიუხედავად ისევ წამოვდგე - მარცხიც დავივიწყო და დამარცხებულიც - მაშინ, მე მგონი წარმატების კარგი შანსი მაქვს. ცხოვრებას უნდა ვებრძოლო, რათა აქეთ ვაქციო თანამებრძოლად.
„დიდი ხანია ხელმოცარული შემოქმედის ცხოვრებით ვცხოვრობ. ძალა არ მაქვს ჩემს განცდებს თავი მოვუყარო და ისე გადმოვცე ყველაფერი. მარტო, ჰაერში გამოკიდებული, პატარა ღრუბელივით ვარ, რომელსაც სურს, რომ წვიმა მოუვლინოს სამყაროს, მაგრამ იმდენად უსუსურია, რომ ამის ძალა არ შესწევს. სიოს დავემსგავსე, რომელიც ყველა ცდის მიუხედავად გრიგალად ვერა და ვერ გადაიქცა; ღამეს, რომელიც მამლის ყივილის გარეშე იქცა დღის სინათლედ; ოკეანეს, რომელიც დიდი ხანია ისეთი მშვიდია, რომ დაავიწყდა ბობოქარი ტალღების არსებობა; ვასკვლავს, რომელიც იმდენად სუსტად ასხივებს, რომ იშვიათად ამჩნევენ. ამ ყველაფერმა თავი მოიყარა ჩემში და ნებისმიერი ცდის მიუხედავად მაინც ვერ ვახერხებ, გაზრდასა და გაძლიერებას. სადაც გავიხედავ ყველგან მარტოობის დიდი ოთახი მელოდება. გულში გავიფიქრებ, „ერთხელაც იქნება შევძლებ უკეთესად ცხოვრებას“, მაგრამ მანამ, დიდი თეთრი ოთახიდან, რომელსაც არც კარი აქვს და არც ფანჯარა - გასასვლელი უნდა ვიპოვნო და გავიქცე. გავიქცე იქ, სადღაც, სადაც მელიან, სადაც ადრე თუ გვიან მაინც მივაღწევ. არასოდეს დავბრუნდები ამ სამყაროში. არარეალურ სამყაროში, მოვითხოვ არ გამიღიმონ რადგან ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, რომ ისინი მხოლოდ აჩრდილებიღა დარჩნენჩემთვის და მზე რომ ჩავა აჩრდილიც მიიმალება. ვეღარ მატრიალებს ცხოვრება თავის ჭკუაზე. ვეღარ ჩამძირავს ოკეანე, რადგან ვაიძულებ დამემორჩილოს და წყლის ზედაპირზე მატივტივოს“. ჩემი ცხოვრება სავსე იყო უსახელო ნაბი*ვრებით, რომლებმაც ის ვერ მიიღეს რისი სურვილიც კლავდათ, დროა ვიმოქმედო...
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
ერთ ჩვეულებრივ, სხვებისაგან არაფრით გამორჩეულ საღამოს, საყვარელი ავტორის პატრიკ ზუსკინდის„ამბავი ერთი მკვლელისა“-ს კითხვით დაღლილი, სოციალურ ქსელს მივუჯექი და საიტიდან საიტზე უთავბოლოდ დავიწყე ხეტიალი. თვითონაც არ ვიცი რას ვეძებდი, სიმართლე ვთქვათ და არაფერს, დროის გაყვანა მსურდა, რაც სამსახური დავკარგე მას შემდეგ დრო ისე იწელება ყოველ საღამოს სიცოცხლის უკანასკნელი ღამის დადგომაზე ვოცნებობ. თემიდან ვუხვევ, მოკლედ სოციალურ საიტზე დავძვრებოდი და ათასგვარ საინტერესო რამეს ვაწყდებოდი. მოულოდნელად კი ერთ-ერთი გამომცემლობის სრულ დოსიეს წავაწყდი და კითხვა დავიწყე. საინტერესო იყო, მისი დაარსებიდან დაწყებული დღემდე ყველაფერი იყო მოთხრობილი. ის, თუ რამხელა ზრდა ჰპოვა ამ გამომცემლობამ. ის, თუ რამდენი ახალბედა მწერალი აღმოაჩინეს და რამდენს შეუწყეს ხელი წინსვლასა თუ განვითარებაში. ამ ბოლო პერიოდში, ხშირად მაწუხებდა ნერვების დაუმორჩილებლობა, უეცრად ვიგრძენი, როგორ ამიდუღდა სისხლი და ყელში წნევა მომაწვა; თითოეულ ნერვს ვგრძნობდი და იმასაც ვხედავდი, თუ როგორ დეფორმირებას განიცდიდა სახის ყოველი ნაკვთი. ეს სიბრაზის გამოხატულება იყო, მე ხომ ასე ძალიან მაწუხებდა ნერვების სისუსტე. მაშინვე წერილი გავამზადე და მის არც მხატვრულობაზე და არც სიტყვათა წყობის სისწორისათვის არ მიმიქცევია ყურადღება. რაც აზრად მომივიდა ის დავწერე და გაგზავნას ისე მივეცი არც გადამიკითხავს. შემიძლია ჩვენ ქვეყანაში, მეტად გავრცელებული, ინგლისური ტერმინი „kopy-paste“ გამოვიყენო და ეს წერილი გაგაცნოთ.. .
„წიგნისდაბეჭვდამხოლოდგამოჩენილადამინებსშეუძლიათ.რასიტყვითახალგაზრდაპოეტებზე,რომლებსაცმშვენიერიშემოქმედებააქვთ, მაგრამსპონსორისარყოლისგამომათინიჭიცადაშემოქმედებაცუკვალოდიბადებადაქრება.ამბიციაშინუჩამომართმევთმაგრამთუამწერილსგამოეხმაურებით,შემიძლიაისეთიპოეზიამოგაწოდოთ, თუგნებავთპროზა, რომთუგრძნობები, გონებადაკეთილისაქმისკეთებისსურვილინამდვილადგაგაჩნიათგულგრილივერდარჩებით.პირადადმემოწონსთქვენიგამომცემლობადაუამრავიწიგნიმაქვსთქვენსმიერდამუშავებული.მაგრამმსოფლიოლიტერატურასისედაცჰყავსმკითხველიცადამყიდველიც, ჩვენზე, ქართველებზეიფიქრეთ, იმახალგაზრდებზე,რომლებიცოცნებასვერისრულებენ, ჩვენკრიტიკაგვსურს,რადგანესარისწარმატებისადაწინსვლისსაწინდარი, თუმცაკრიტიკამდე,ჯერსაზოგადოებამდეუნდამივიდესის,რასაცვქმნით, იმედიადაინტერესდებით“ .
როგორც ხედავთ, გამარჯობის დაწერაც კი დამვიწყებია. ეს იმის ბრალია, რომ უეცარმა სიბრაზემ თავბრუ დამახვია. ნეტავ ვისზე გავბრაზდი? საკუთარი თავის რეალიზება თუ დღემდე ვერ მოვახერხე, ეს ხომ მხოლოდ ჩემი ბრალია. არასოდეს მიცდია, იმ ბედის შეცვლა, რომლითაც ასეთი უკმაყოფილო ვარ დღემდე. მოკლედ, პასუხმა არ დააყოვნა და საკმაოდ თბილი წერილი მივიღე. წერილის ბოლოს კი მისამართი და მენეჯერის სახელი და გვარი ეწერა. რჩევა, მივსულიყავი მოცემულ მისამართზე და წარმედგინა ჩემი ნაწერები „ვინ იცის იქნებ წიგნადაც იქცეს“ ამ სიტყვებით დასრულდა ეს წერილი.
უკვე გვიანი იყო, კომპიუტერი გამოვრთე და დასაძინებლად გავეშურე, მაგრამ ძილი არა და არ მოეკარა ჩემ აღელვებულ გონებას. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უკვე მესმოდა ხმები, თუ როგორ იბეჭდებოდა ჩემი პირველი წიგნი, ეს ხომ სასაცილოა... აზრები ქაოსურად დამტრიალებდა თავში და ჩემდაგასაკვირად ისეთი წინადადებების კორიანტელი დატრიალდა, რომ ვგრძნობდი სიხარულისგან ჭკუიდან ვიშლებოდი. მინდოდა ავმდგარიყავი და ეს ყოველივე ჩამენიშნა, მაგრამ ჩემ გვერდით მეგობარს მშვიდად ეძინა და მისი სიმყუდროვის დარღვევა არ ვისურვე. მოკლედ, საკუთარ თავთან ბოიკოტი გავმართე. დაიძინე ვეჩხუბებოდი ჩემ აღელვებულ შინაგან მეს, ის კი დამცინოდა, რა დროს ძილია, გაიღვიძე, ხელი გაანძრიე და ის გააკეთე რაც უნდა აკეთო. როგორ მეჯავრება საკუთარ თავთან ამგვარი ჭიდილი, თითქმის მუდამ მამარცხებს. კარგი მივალ, ვეუბნებოდი ჩემ თავს, რამოდენიმე საათის წინ როგორი დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში, ახლა კი, თითქოს შიშმა შემიპყრო. თუმცა ისიც მახსოვდა, რომ წარმატებისათვის როგორც არ უნდა გადამედო თავი, თუ მარცხის შიში დამეუფლებოდა, ყოველგვარი მცდელობა ამაო იქნებოდა; ის გზნებას გამიქრობდა, ხელ-ფეხს შემიკრავდა და წარმატებასაც ხელიდან გამომაცლიდა. ამ ფიქრებში წასულს, კვლავ გამახსენდა წერილის შინაარსი, ისინი პოეზიას არ ბეჭდავენ, (ეს წერილში შენიშნვის სახით ჩამიწერეს) მე კი, სწორედ ამ კუთხით უფრო მომწონს ჩემი შემოქმედება. რაც შეეხება მოთხრობებსა თუ რომანებს, ამ მხრივ, ერთი ორი თუ მექნებოდა საინტერესო და ემოციურად დატვირთული, მაგრამ არამგონია მისი მოცულობის სიმწირის გამო დაინტერესებულიყვნენ. გონებაში თვალი გადავავლე თუ რომლის წაღება შეიძლებოდა. სამი ნაწარმოები ამოვარჩიე, შედარებით უკეთესად რომლებსაც ვთვლიდი და საკუთარი თავით კმაყოფილს ჩამეძინა კიდეც...
მეორე დილით, ავდექი თუ არა, ტანჯული ღამის სიზმრები ცხელი აბაზანით ჩამოვირეცხე. ძლიერი ყავა დავლიე. ზოგადად არ მჩვევია სარკის წინ დიდი დროის გატარება, არც ამჟამად ჰქონია გამოპრანჭვის მცდელობას ადგილი. ჩვეულებისამებრ ამოვიცვი შარვალი, კედები, მაისური, დავავლე ხელი ჩემს სამ მოთხრობას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით დანიშნულების ადგილისაკენ გავეშურე. გზაში ათასგვარი მისალმება მოვიფიქრე, თუმცა ვიცოდი, იქ მისულს, უმალ დამავიწყდებოდა თითოეული სიტყვა და რამე სისულელეების რახარუხს მოვყვებოდი, მაგრამ აჩქარებული პულსისთვის ყურადღება, რომ არ მიმექცია, გასართობად სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ ცხოვრების მომავალი ეტაპის წინა საფეხურზე აღმოვჩნდი. კიბესთან შევჩერდი, ღრმად ჩავისუნთქე და უჩვეულო სითამამით შევაღე კარი. გული დავიმშვიდე, ყველაზე უარეს შემთხვევაში გეტყვიან, გმადლობთ დაგიკავშირდებით. მისაღებში მენეჯერი ვიკითხე და მისი ოთახის კარისაკენ მიმითითეს. ორჯერ დავაკაკუნე და შევედი. - გამარჯობათ! მივესალმე და უარესად დავიძაბე. დაბრძანდით! თბილად მიმიღო, ალბათ შენიშნა ჩემი ზედმეტად აღელვება. რბილ სავარძელში ფრთხილად ჩავესვენე და კითხვების მოლოდინში საკუთარი გულისცემის მელოდია ლამის დავიზეპირე. მომაწოდეთ! მიმითითა საქაღალდეზე, რომელიც ხელში მაგრად ჩამებღუჯა. მორცხვად გავუწოდე, მაგიდის კუთხეში ისე დადო არც გადაუშლია, ეგეც შენ გავიფიქრე გულში. შესაძლოა არც კი გადაშალონ, შენ კი უკვე ბედნიერი სიბერეც წარმოიდგინე. შენ დოსიეს არ გამაცნობ? მეკითება ამ ახალგაზრდა, საკმაოდ სანდომიანი სახის მქონე ქალბატონი, წამიერი პაუზის შემდეგ კი სხაპასხუპით ჩამოვურაკრაკე ჩემ შესახებ რაც კი საჭირო იყო.
-ძალიან კარგი ნინა.-მეუბნება ღიმილით. -სე იგი გინდა, რომ შენი წიგნი დაიბეჭდოს.
-დიდი სურვილი მაქვს! -ვპასუხობ კონკრეტულად. სიმართლე გითხრათ, თავის გამოჩენა საუბრით არასოდეს მეხერხებოდა და არც მიყვარდა, პასუხებს შეკითხვებზე მუდამ კონკრეტულს ვიძლევი და არ ვიწყებ შემოვლითი ისტორიებით მის გავრცელებასა და გალამაზებას.
-შეგიძლია მითხრა შენი საყვარელი ავტორი? მეკითხება ზედმეტად დაკვირვებით.
-ნეტა რისი ავტორი, გავიფიქრე ჩემთვის, ხელოვნებაში ხომ უამრავი ჟანრი და მიმდევრობა არსებობს, ბოლოს კი ვპასუხობ.-პატრიკ ზუსკინდი.
-რატომ? -ეს კითხვა ცოტა მეუცნაურა, თუმცა გადავწყვიტე მაინც გულახდილი პასუხი გამეცა.
- უბრალოდ მომწონს
-დოსიეში აღნიშნავ რომ პოეზიას შენ ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. შეგიძლია ერთი, რომელიმე ლექსი წაიკითხო? -აი, აქ კი ვგრძნობ, როგორ ვიჭედები, სუსტი წერტილი მიპოვნა, ვეუბნები ჩემს შინაგან მეს.
- ვგიჟდები პოეზიაზე, თუმცა ვერასოდეს ვკითხულობ, საკუთარ ლექსებსაც კი.
- კარგი, არაუშავს, თავისუფალი ხარ.-მითხრა ოდნავ გამკაცრებული იერით და ფეხზე წამოდგა. კარამდე რა თქმა უნდა არ მიმაცილებდა, მაგრამ წამოდგომაც მესიამოვნა, ეს ხომ ადამინის მიმართ პატივისცემის გამოხატვის ერთ-ერთი მანიშნებელი თვისებაა. თავი დავუკარი, მადლობა მოვახსენე დროის გამოძებნისათვის და იმედგაცრუებულმა მივიხურე ზურგს უკან კარი, კიბე ჩავირბინე თუ არა და ჰაერი შევისუნთქე, ბორდიულთან შევდექი და ცას ავხედე, მორჩა, ჩაიარა, გავიფიქრე და გზას გავუყევი. ჯიბეში არც-თუ ისე ბევრი ფული მქონდა. ხომ აღვნიშნე უკვე, რომ ორი თვეა სამსახურის გარეშე დავეხეტები. ფეხით გავისეირნე თბილისის ქუჩებში, თუმცა კი ფერადი ფასადების გარდა სხვა სანახავი არაფერი იყო. რაღაც უცნაური ფერებით შეღებილი ბარი შევნიშნე და გადავწყვიტე შევსულიყავი, ამ თამამი ნაბიჯის შემდეგ ერთი ჭიქა ლუდი მინდოდა დამელია და სიგარეტისთვის ღრმა ნაფაზი დამერტყა. კუთხის მაგიდას მივუჯექი და ლუდი მოვითხოვე. მიმტანმაც ქართველებსათვის შეუფერებელი პუნქტუალობით, ორ წუთში ლუდი და საფერფლე მომიტანა. სიგარეტს მოვუკიდე, ლუდი მოვსვი. ნეტა რა მოხდება?! ჩემთვის ვფიქრობდი. კარგი რა, რა უნდა მოხდეს, ვპასუხობდი საკუთარ კითხვას. ლუდი ჩავცალე, ფული გადავიხადე და გარეთ გამოვედი. უკვე ბინდდებოდა. ავტობუსში ავედი და ერთ-ერთ მეგობართან გავეშურე. არ ვაპირებდი მისთვის რამის თქმას. უბრალოდ შინ მისვლა ჯერ არ მინდოდა. ჩემი დანახვა რა თქმა უნდა ძალიან გაუხარდა. მე ხომ, ძირითადად სიხალისე და სილაღე შემქონდა ყველა ოჯახში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს მართლა ასე იყო. ცოტა ვიჭორავეთ, საინტერესო თუ უინტერესო თემებზე და სახლისაკენ გავეშურე. მივედი თუ არა, საძინებელში შევედი, კომპიუტერი ჩავრთე და ელ. ფოსტა შევამოწმე, ისეთი არაფერი დამხვდა, რამოდენიმე შეტყობინება. ისიც სხვადასხვა აქციების შესახებ. მოკლედ ცოტა ხანს ისევ ახალ მოთხრობას მივუჯექი, მაგრამ შევატყე, რომ აზრები მეფანტებოდა და რაღაც არარეალურ სისულეებს ვწერდი, კომპიუტერი გადავდე და „ამბავი ერთი მკვლელისას“ კითხვა განვაგრძე, თვალები ამტკივდა, შუქი ჩავაქრე და მართლაც უცოდველი ბავშვივით ჩამეძინა.
ამ დღის შემდეგ, ყოველი დილა ელ. ფოსტის შემოწმებით იწყებოდა, თუმცა ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია არ მხვდებოდა. ნელ-ნელა აღელვება ჩვეულ უხასიათობაში გადადიოდა, გაღიზიანება კი პიკს აღწევდა. კონკრეტული პასუხის ცოდნით, თუნდაც ეს უარყოფითი ყოფილიყო, უფრო მშვიდად ვიქნებოდი. გაურკვევლობა კი ბოლოს მიღებდა, უძილობა ენერგიას მთლიანად მაცლიდა, ჭამის მადაც დამეკარგა და ბოლოს, უკვე მხოლოდ ყავითა და სიგარეტით შემოიფარგლებოდა ჩემი დღის რაციონი. დროსთან ერთად, დავიწყებას ეძლეოდა ის გაელვება, რამაც ამხელა იმედი ჩამისახა, სული ამიფორიაქა და სიცოცხლის მიზანი დამისახა.
სამსახურს ამაოდ ვეძებდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ საინტერესო ვერაფერი ვიპოვე. მე კი უინტერესო სამსახურით გადაღლილი ვიყავი, უსაქმურობა მწვერვალს აღწევდა. არც წერის სურვილი მქონდა, არც გართობის. საერთოდაც, სახლში ყოფნის გარდა არაფერი მინდოდა, ძილი და ნაკლები ფიქრი. ერთი სიტყვით, ოცდახუთი წლის გოგონასათვის მეტად შეუფერებელ ცხოვრებას ვეწეოდი. ასე გაგრძელდა სამი თვის განმავლობაში. სარკეში როცა ჩავიხედავდი, ყოველ ჯერზე, არშემდგარ, არარეალიზებულ, ხელმოცარულ მწერალს ვხედავდი, რომელსაც სურდა საკუთარი თავი იმ სფეროსათვის მიეძღვნა, რაც მას ასე აბედნიერებდა. თუმცა საჭირო არც ხალხს ვიცნობდი და არც ამის ფინანსები გამაჩნდა. ერთ საღამოს, მეგობრებმა, ძალის გამოყენებით გამიტანეს სახლიდან და დალევა მაიძულეს. მათი მიზანი, ჩემთვის, სიცოცხლის დაბრუნების სურვილი გახლდათ. სწორედ მათთან ერთად ვატარებდი საღამოს, როცა ჩემ ტელეფონზე ზარი გაისმა, იქედან კი დაუჯერებელი ამბავი შემატყობინეს. შოკირებულმა დავკიდე ტელეფონი და კარგა ხანს სიტყვას ვერ ვამბობდი. შეშინებულმა მეგობრებმა კითხვები დამაყარეს, ბოლოს, როგორც იქნა, თავი ხელში ავიყვანე და გაურკვევლად ამოვილუღლუღე.-გამოვიდა, დამიბარეს და ბედნიერებისაგან ჩავიკეცე. სასმელს გვიანობამდე მივეძალეთ და მეორე დილას, ძლიერი თავისტკივილით გავიღვიძე. ბანაობამ და ცხელმა ყავამ, რომელიც დილის განუყოფელ მოქმედებაში შედიოდა, აზრზე მალე მომიყვანა და გამომცემლობაში გავარდი. ამჯერად უფრო თავისუფლად შევაღე კარი და პირდაპირ მენეჯერის კართან შევჩერდი. ჩვეული კულტურით ორჯერ დავაკაკუნე და კარი შევაღე. ქალბატონი ლალი ფეხზე ადგომით შემეგება და გადამეხვია. სავარძელში ჩამსვა და ცივი წყალიც შემომთავაზა, მილოცავდა, რადგან მისი აზრით, მე თანამედროვე ლიტერატურის ამომავალი მწერალი ვიყავი. საოცარი სიტყვებით მამკობდა და წარმატებას მპირდებოდა. დამუნჯებული ვისმენდი ამ ყველაფერს, ვერ მოვდიოდი გონს, ეს ყოველივე, ჩემ თავს თუ ხდებოდა.
-თანახმა ხარ? -მეკითხება ბოლოს.
-თანახმა რაზე? -დაბნეული ვეკითხები, რადგან მართლა ვერ მივხვდი ამ კითხვის არსს.
-ჩვენთან თანამშრომლობაზე. -ამაყად მითხრა და წელში უფრო გაიმართა.
-რა თქმა უნდა. -ვუპასუხე ღიმილით.
-მაშ წარმატებები! ყველაფერი ჩვენ მოგვანდე.
-ის მაინც მითხარით, რომლის დაბეჭდვას აპირებთ.
-სამივეს! -მოკლედ და კონკრეტულად განმიცხადა.
-მშვენიერია. ეს არ მითქვამს, უბრალოდ გავიფიქრე, ტელეფონის ნომერი მომაწოდა და ნებისმიერი საკითხის მოგვარებას დამპირდა, რაც კი შემაწუხებდა. კარამდე მიმაცილა და ღიმილიანად დამემშვიდობა. სანამ მისი კაბინეტიდან გასასვლელ კარამდე მივაღწიე, მესმოდა, როგორ აჩურჩულდა მომუშავე პერსონალი. ეს ის გოგოა, ეს ხომ ის არის, პატარა ყოფილა, მივხვდი რომ გაეგოთ ჩემი „ნიჭის“ შესახებ. გამეღიმა და ამაყად გამოვედი გარეთ. მაშინვე მეგობრებს დავურეკე და თავბრუდამხვევი გართობის ღამე მოვაწყეთ. გონების წასვლამდე ვერთობოდით, თითქოს ეს გამოსაშვები საღამო იყო და ჩვენც, სკოლის ასაკს ახლა ვემშვიდობებოდით. ცეკვისგან დაღლილი, კუთხეში იატაკზე დავჯექი და სიგარეტი გავაბოლე. გვერდით ლილე მომიჯდა, ის ჩემ საუკეთესო მეგობართა შორის - საუკეთესო მეგობარი იყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი უცნაური მე

ენ, გამეხარდა ამის დანახვა..
აუცილებლად წავიკითხავ ისევ ❤️
შენ ხარ შეუდარებელი ❤️
წინ დიდი სიამოვნება მელოდება ❤️

 



№2  offline ადმინი ჰალუცინოგერი

უცნაური მე
ენ, გამეხარდა ამის დანახვა..
აუცილებლად წავიკითხავ ისევ ❤️
შენ ხარ შეუდარებელი ❤️
წინ დიდი სიამოვნება მელოდება ❤️



მადლობა ❤

 



№3  offline მოდერი სალანდერი

შესავალი საოცრება, პერსონაჟის სახელი ფავორიტი.
ნაწყვეტები რომლებიც ამოვიკოპირე და გაგრძელებას ველი ❤
იმაზე კარგია, ვიდრე ველოდი.

 



№4  offline ადმინი ჰალუცინოგერი

სალანდერი
შესავალი საოცრება, პერსონაჟის სახელი ფავორიტი.
ნაწყვეტები რომლებიც ამოვიკოპირე და გაგრძელებას ველი ❤
იმაზე კარგია, ვიდრე ველოდი.



❤ პატარავ მაინც აქ ხარ? :-)

 



№5 სტუმარი სტუმარი xxx

მგონი დაბრუნება გადაწყვიტე ❤

 



№6  offline ადმინი ჰალუცინოგერი

სტუმარი xxx
მგონი დაბრუნება გადაწყვიტე ❤


და როდის წავედი ??? :-)

 



№7 სტუმარი სტუმარი xxx

ხომ იცი რაც ვიგულისხმე ავტორო

 



№8  offline ადმინი ჰალუცინოგერი

სტუმარი xxx
ხომ იცი რაც ვიგულისხმე ავტორო


მე უბრალოდ სხვა და სხვა თემებს ერთნაირად ვეხები სულ ესაა ❤

 



№9  offline წევრი სნობი

ანი რა ვქნა რა. ძალიან განსხვავებული თხრობა გაქვს. იდეალური ❤

 



№10  offline ადმინი ჰალუცინოგერი

სნობი
ანი რა ვქნა რა. ძალიან განსხვავებული თხრობა გაქვს. იდეალური ❤


მადლობა სნობი ❤

 



№11  offline წევრი სიბილა

მდა, მხიარულება იწყება,ვატყობ,შემდეგიიი, კაია

 



№12  offline ადმინი ჰალუცინოგერი

სიბილა
მდა, მხიარულება იწყება,ვატყობ,შემდეგიიი, კაია



ხომ მიცნობ? როცა თავებით ვწერ ისტორიას ყოველ დღე განებივრებთ და არ გალოდინებთ ❤

 



№13  offline წევრი სიბილა

ჰოდა, გოუ ბეიბი, გოუ

 



№14  offline ადმინი ჰალუცინოგერი

სიბილა
ჰოდა, გოუ ბეიბი, გოუ


❤❤❤

 



№15 სტუმარი Usaxo

ხო.... აი ეს კიდევ ახვა ჟანრია აშკარად. არის რამე რაშიც ბედი არ გიცდია?
ძალიან კარგად იკითხება

 



№16  offline ადმინი ჰალუცინოგერი

Usaxo
ხო.... აი ეს კიდევ ახვა ჟანრია აშკარად. არის რამე რაშიც ბედი არ გიცდია?
ძალიან კარგად იკითხება


ნებისმიერი თემა და ჟანრი ამოუწურავია :-)

 



№17 სტუმარი სტუმარი life is good

ეს ისტორია რატომ მაქვს წაკითხული...:)) თავიდან დებ?

 



№18  offline ადმინი ჰალუცინოგერი

სტუმარი life is good
ეს ისტორია რატომ მაქვს წაკითხული...:)) თავიდან დებ?


ადრე იყო საიტზე მართალი ხარ. :-)

 



№19 სტუმარი სტუმარი life is good

ჰალუცინოგერი
სტუმარი life is good
ეს ისტორია რატომ მაქვს წაკითხული...:)) თავიდან დებ?


ადრე იყო საიტზე მართალი ხარ. :-)

აზრზე ხარ რა ფანი გყოლივარ და შენ კიდევ არ იცოდი :))ზეპირად ვიცი შენი ისტორიები...ხო ვნახე და მეთქი ხომ არ მეჩვენება ...სერიოზულად დავფიქრდი და რომ გეთქვა არა გენაცვალე გეშლებაო მზად ვიყავი გამეჭედა

 



№20  offline ადმინი ჰალუცინოგერი

სტუმარი life is good
ჰალუცინოგერი
სტუმარი life is good
ეს ისტორია რატომ მაქვს წაკითხული...:)) თავიდან დებ?


ადრე იყო საიტზე მართალი ხარ. :-)

აზრზე ხარ რა ფანი გყოლივარ და შენ კიდევ არ იცოდი :))ზეპირად ვიცი შენი ისტორიები...ხო ვნახე და მეთქი ხომ არ მეჩვენება ...სერიოზულად დავფიქრდი და რომ გეთქვა არა გენაცვალე გეშლებაო მზად ვიყავი გამეჭედა


ადრე ანი ჩიხლაძის ნიკით ვწერდი მერე ჰალუცინოგერი გავხდი :-)
გამიხარდა რომ იცანი. მართლა ❤

 



№21  offline წევრი Lineta

ანიი
აი ისეთი წინადადებები იყო, რომ უნდა ამოიწერო და ხშირდ წაიკითხო.
საოცარი დასაწყისია და რაღათქმაუნდა მოუთმენლად ველი შემდეგ თავს არადედამიწელო ❤️

 



№22  offline ადმინი ჰალუცინოგერი

Lineta
ანიი
აი ისეთი წინადადებები იყო, რომ უნდა ამოიწერო და ხშირდ წაიკითხო.
საოცარი დასაწყისია და რაღათქმაუნდა მოუთმენლად ველი შემდეგ თავს არადედამიწელო ❤️


მადლობა ლილე. მიყვარხარ მე შენ ❤

 



№23  offline წევრი ქეთათო4

ჩემი "შეშლილი" მწერალი ხარ შენ❤
გელოდებოდი დიდიხანია და აიი ძალიან მომენატრე!
არ ხარ შენ აქაური, ოღონდ მართლა!
ასე კარგად გამოხატო ყველაფერი ძაან იშვიათია.
ხოდა შენ ეს იშვიათობა გაქვს გამჯდარი.
მიყვარხარ და ველოდები შემდეგ არაამქვეყნიურ თავს!❤

 



№24  offline ადმინი ჰალუცინოგერი

ქეთათო4
ჩემი "შეშლილი" მწერალი ხარ შენ❤
გელოდებოდი დიდიხანია და აიი ძალიან მომენატრე!
არ ხარ შენ აქაური, ოღონდ მართლა!
ასე კარგად გამოხატო ყველაფერი ძაან იშვიათია.
ხოდა შენ ეს იშვიათობა გაქვს გამჯდარი.
მიყვარხარ და ველოდები შემდეგ არაამქვეყნიურ თავს!❤


შეშლილი მწერალი :)
მადლობა დილით ჩაგახუტებ :)

 



№25 სტუმარი ნია

რომ იცოდე როგორ ძალიან მომენატრე <3 ეს ისტორია წაკითხული მაქვს, მაგრამ მაინც დავიწყე ხელახლა. ძალიან აკლია ჩემს ყოველდღიურობას შენი იმ ტიპის პერსონაჟები, რომლებზეც ვგიჟდები და მიმიხვდები რასაც ვგულისხმობ :დდ

 



№26  offline ადმინი ჰალუცინოგერი

ნია
რომ იცოდე როგორ ძალიან მომენატრე <3 ეს ისტორია წაკითხული მაქვს, მაგრამ მაინც დავიწყე ხელახლა. ძალიან აკლია ჩემს ყოველდღიურობას შენი იმ ტიპის პერსონაჟები, რომლებზეც ვგიჟდები და მიმიხვდები რასაც ვგულისხმობ :დდ



აუ ნია ❤
ხშირად ვფიქრიბ შენზე მართლა და დღეს ამ ისტორიას რომ ვდებდი გავიფიქრე თუ წაიკითხავს ნეტათქო. როგორ გამახარე იცი? ❤
მადლობ რომ ისევ ჩემთან ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent