შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის რეალობა {სრულად}


1-09-2018, 03:39
ავტორი სალანდერი
ნანახია 1 913

ღამის რეალობა  {სრულად}

შემოდგომის პირველი დღეა, უფრო სწორად ჯერ კიდევ ღამე.
როგორც კი ოცდათერთმეტი აგვისტოს თორმეტ საათს სცდება ეზოში ჩავდივარ.
- პირველ სექტემბერს გილოცავ. - ღიმილით ამბობს და მეც რამდენიმე წუთი, ჩუმად ვაკვირდები.
- მადლობა, მეც გილოცავ. - ვამბობ და ნაბიჯს ვდგამ.
ისიც უკან მომყვება, რამდენიმე წუთი მივდივართ მდუმარედ.
არცერთი არაფერს ვამბობთ, არადა ორივეს გვინდა საუბარი.
ვიცი რომ გვინდა. ვიცი, რომ იცის, რომ გვინდა.
- დღემ როგორ ჩაიარა? ხმადაბლა მეკითხება და ცდილობს ჩემს გადადგმულ ნაბიჯებს, როგორღაც გაუთანაბროს თავისი, თუმცა მაინც უკან მრჩება.
- უაზროდ.
- რატომ?
- უბრალოდ.
- არ გინდა ვილაპარაკოთ?
- მინდა, მთელი დღეა მინდა.- ვეთანხმები, თუმცა ნაბიჯს უფრო ვუჩქარებ.
- მერე ვერ დამელაპარაკე?
- არ ვიცოდი.
- რა არ იცოდი მიმი?
- არ ვიცოდი რაზე მელაპარაკა და არც ის ვიცოდი, რომ ლაპარაკი მინდოდა.
- ნუ გარბიხარ, ამომივარდა გული. - ქოშინით ამბობს და მანიშნებს რომ გავჩერდე.
მეც ვემორჩილები. არა და რა უცნაურად ჟღერს ჩემგან, სიტყვა "მორჩილება".
- რა ჯანდაბა გჭირს? ვერ გცნობ. - მეკითხება, როგორც კი არეული სუნთქვის დამშვიდებას ახერხებს.
- დავიღალე, იმაზე უფრო ვიდრე წარმოგიდგენია.
- ვიცი პატარა, მოდი ნანგრევებისკენ წავიდეთ. - პასუხს არ ელოდება, ისე იბღუჯავს ჩემს თითებს საკუთარში და ორი უბნის გასაყარზე მოქცეული, ნანგრევებისკენ მივყავარ.
- შენც ცუდად ხარ ხო? - ამჯერად მე ვკითხულობ, თუმცა არც ნაბიჯს ანელებს და არც ჩემკენ იხედება.
- ჰო, არც მე ვარ მწყობრში.
- რა გჭირს?
- ვიცვლები, რამდენიმე მე_ს შორის, სწორის პოვნას ვცდილობ.
- რაში გჭირდება?
- ალბათ გავიზარდე და დროა ერთი ვიყო.
- მე ასეთი მომწონხარ.
- მაგრამ სამყაროში მხოლოდ მე და შენ არ ვართ.
- და რა ჯანდაბის გამო არ ვართ, მარტო მე და შენ?
- ასე უინტერესო იქნებოდა.
- არ იქნებოდა.
- მოდი აქ დავჯდეთ. - ერთ-ერთ მოზრდილ ქვაზე ჯდება და მეც გვერდით ვუჯდები.
- რატომ იქნებოდა უინტერესო? - გულუბრყვილო პირველ კლასელივით ვეკითხები და წამითაც არ ვფიქრობ, რომ შესაძლოა თავი მოვაბეზრო.
- იცი პატარავ? არსებობს რაღაცები, რასაც მხოლოდ იმიტომ აქვს ფასი, რომ მუდმივი არ არის.
- მაგალითად სიცოცხლე არა?
- თუნდაც.
- მორჩი რა ფილოსოფოსობას.
- წარმოიდგინე რა სასიამოვნოა წყალი, როცა გწყურია და როგორი გულისამრევი ხდება როგორც კი დიდი დოზით მიიღებ.
- რას გულისხმობ?
- ჩვენი ურთიერთობა იმიტომ არის ისეთი, როგორიც არის, რომ ზედმეტი არ არის.
- მარტო ჩვენ რომ ვიყოთ, ერთმანეთი მოგვბეზრდებოდა და დაგვღლიდა არა? - ვერაფრით ვახერხებ იმედგაცრუების დაფარვას.
- არა, მაგრამ სწრაფად წავიკითხავდით ერთურთს, მერე კი უბრალოდ დამყაყებული იქნებოდა ჩვენი ყოფა, სიახლისა და ცეცხლის გარეშე. ჩვენ ამ დამპალ სამყაროზეც კი ვერ გავიცინებდით.
- ვერ დავცინებდით სამყაროს, რომელშიც ჩვენ გარდა არავინ იქნებოდა. - ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით ვეთანხმები.
- ჰო, ახლა კი უყურე, ამხელა სამყაროში, ჩვენ კიდევ გვაქვს ჩვენი სამყარო, სადაც მარტო ჩვენ ვართ და საიდანაც დიდ სამყაროს დავცინით. - ღიმილი უთამაშებს სახეზე.
- მაინც დავიღალე. მომაწევინე რა.
- შენ არ ეწევი და ჯობია ტელეფონს უპასუხო. - ჯიბეში აწკრიალებული პატარა მოწყობილობისკენ მანიშნებს თვალით.
მობილურს ჯიბიდან ვიღებ და განათებულ ეკრანს დავყურებ.
- ნინია, უპასუხებ? - ვამბობ და მავედრებელ მზერას ვესვრი.
- ხომ იცი, რომ ვერა, პატარავ. - დამნაშავე ბავშვივით ხრის თავს და რადგან მისი, ასეთ მდგომარეობაში ყურება არ შემიძლია, ტელეფონს თავად ვხსნი.
- მიმი სად ხარ, ინტერნეტი რატომ გაქვს გათიშული?
- ვსეირნობ.
- ამ შუა ღამით?
- ჰო.
- სად სეირნობ?
- ჩვენთან ნანგრევებში.
- შენ გააფრინე გოგო? ამ შუა ღამით რა გინდა მანდ, ათასი უბედურება ხდება ისედაც, მითხარი სად ხარ, მამაჩემს გამოვიყოლებ და სახლში მიგიყვანთ.
- არ მინდა. - მშრალად ვპასუხობ.
- რა არ გინდა მიმი?
- მარტო არ ვარ.
- მართლა?
- ჰო.
- დამიფიცე აბა.
- შენ თავს ვფიცავარ ნინი, მარტო არ ვარ.
- გამაგონე აბა მისი ხმა, ვისთან ერთადაც ხარ.
- არ შემიძლია, შენ მისი არ გესმის.
- იმიტომ, რომ მას, ხმა არ აქვს, იმიტომ, რომ ის, შენი წარმოსახვის ნაყოფია, იმიტომ, რომ ისევ მოჩვენებას ელაპარაკები. - ხმას თანდათან უმატებს და ბოლოს აშკარად ყვირილში გადასდის.
- ნუ ამბობ ამას.
- გააფრინე. - ისევ ხმამაღლა აგრძელებს საუბარს.
- ჰოდა შემეშვი. - სწრაფად ვთიშავ ტელეფონს და ამჯერად თვალებით ვევედრები კიდევ ერთი სიგარეტი მომცეს.
ისიც უჩუმრად უკიდებს, კიდევ ერთ ღერს და მაწვდის.
- შენი ძმა რამდენი წლისაა? - მოულოდნელია მისი კითხვა.
- ოთხის.
- მას კვანტურ ფიზიკას ასწავლი?
- რა?
- მიპასუხე. - მზერა უმკაცრდება.
- რა თქმა უნდა არა, ბავშვია, რა ესმის კვანტური ფიზიკის.
- მაგრამ ნინის, მაინც უხსნი ჩემს შესახებ და ჩემი არსებობის დანახვას ასწავლი.
- ეს სხვა რამეა.
- ორი იდენტური რამ არის, შენ ერთ ადამიანს არ უხსნი რაღაცას, რადგან იცი რომ ვერ გაიგებს, მაგრამ მეორეს უხსნი. ისე მე თუ მკითხავ, შენი ძმა უფრო ჩაწვდება კვანტურ ფიზიკას, ვიდრე ნინი ჩემს არსებობას.- ირონიული ღიმილი უფარავს, თვითკმაყოფილ სახეს.
- შენ ვერავინ გხედავს.
- შენ "ვერავინ" ხარ? - სწრაფად ეცვლება მიმიკა და ახლა ღიმილის მაგივრად, ბრაზი ეტყობა სახეზე.
- თუ ეს არის საჭირო, იმისთვის რომ შენ გხედავდე, მაშინ ჰო,მე "ვერავინ" ვარ და ძალიან მომწონს ეს.
- ისე გიფიქრია რომ შესაძლოა გიჟი ხარ?
- გიჟი ვარ იმისთვის რომ შენი მესმის?
- ჰო.
- შენც ხომ გესმის ჩემი?
- ჰოდა მეც გიჟი ვარ იქნებ?
- ჭკვიანები უჩვენოდაც ბევრნი არიან.
- მაინც რამ დაგღალა მიმი?
- სიძლიერემ.
- სუსტი გინდა იყო?
- არა.
- აბა რა გინდა.
- მინდა, მინდოდეს და შემეძლოს რომ სუსტი ვიყო.
- რატომ არ შეგიძლია?
- არ მასწავლეს.
- და რა გასწავლეს.
- ყველაფერი სისუსტის გარდა.
- ვინ გასწავლა?
- მამამ.
- ბრაზობ მასზე?
- ძალიან.
- იმიტომ, რომ სუსტი არ გაგზარდა?
- იმიტომ რომ არჩევანის უფლება არ მომცა.
- რას აირჩევდი?
- ასეთი ვიქნებოდი, სიძლიერეს ავირჩევდი.
- მაშინ რას ითხოვ?
- არჩევანის უფლებას.
- რატომ აქვს ამას, ამხელა მნიშვნელობა?
- ახლა რომ მტკივა, საკუთარ არჩევანს დავაბრალებდი და არა მამაჩემს.
- ბავშვივით იქცევი ზოგჯერ.
- იქნებ დაკარგულ ბავშვობას ვინაზღაურებ.
- აქ და ახლა?
- მხოლოდ შენთან.
- რატომ?
- იმიტომ რომ არ მრცხვენია.
- ჩემი თუ საკუთარი თავის?
- შენი, ანუ საკუთარი თავის.
- კიდევ ვისი არ გრცხვენია?
- სხვა ყველასი მრცხვენია.
- ღმერთის?
- მისიც.
- რატომ?
- რადგან მას რცხვენია ჩემ გამო.
- ეს ვინ გითხრა?
- ყველამ.
- მაგრამ "ყველა" არ არის ღმერთი.
- თუმცა ღმერთი "ყველასია" და მე "ყველა" არ ვარ.
- მაბნევ. - ნერვიულად ქაჩავს სიგარეტს.
- შენგან ვისწავლე პატარავ. - მისივე ფრაზას ვიმეორებ და მეღიმება.
- იქნებ მაინც დალაპარაკებოდი ღმერთს?
- მე ახლაც ამას ვაკეთებ და მოვრჩეთ ღმერთზე საუბარს.
- კარგი პატარავ. - უდარდელად მეთანხმება.
- შენ რა გჭირს?
- ზღვარზე ვარ.
- ზღვარზე?
- ჰო, მგონი ადამიანურობას ვკარგავ, ან ვიბრუნებ. არ ვიცი ზუსტად, მიმიხვდი შენ თვითონ რა.
- საკუთარ თავში სინათლის სხივებს პოულობ და გაოცებს არა?
- ვერ ვეგუები.
- იმიტომ, რომ გეშინია.
- ასე არ არის, მე მშიშარა არ ვარ და შენ მშვენივრად იცი ეს.
- არ ხარ, მაგრამ შენ ყოველთვის გეშინოდა საკუთარი თავის ბოლომდე გაცნობის.
- შეიძლება.
- შენ არც შეგეძლო ამის გაკეთება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მე არ გყავდი.
- რა თავდაჯერებული ხარ პატარავ, ესეც ჩემგან ისწავლე? - თვითკმაყოფილი ღიმილი ეფინება სახეზე.
- მეც ვერ ვიპოვი ჩემ თავს, შენი დახმარების გარეშე.
- გამიშიფრავ? - გამომცდელად მიყურებს.
- შენ თვითონ ვერ ხვდები?
- ვხვდები, მაგრამ მიყვარს, როცა ჩემ აზრებს ახმოვანებ.
- ვცდი.
- ყურადღებით გისმენ. - იდაყვებით ეყრდნობა მუხლებს და ზემოთ მოქცეულ მუშტებზე ნიკაპს ადებს.
- შენი თავის შეცნობა, ღია ოკეანეში ჩაყრილი ფაზლის აწყობას ჰგავს. ყველა ნაწილისთვის გიწევს ღრმად ჩაყვინთო და საკმაოდ დიდი წვალების შემდეგ ამოიტანო, თუმცა რომ ამოიტან, აღმოაჩენ რომ ეს ის ნაწილი არ არის, რომელიც ახლა, ამ წუთს გჭირდება და გიწევს ისევ ოკეანეში მოისროლო, რადგან ზემოთ არავინ გყავს ისეთი, ვისაც შენი ფაზლის ნაწილს ანდობ.საბოლოო ჯამში კი ისე გამოდის, რომ შესაძლოა ერთი და იგივე ნაწილი ათასჯერ ამოიტანო, სხვა კი მუდმივად ოკეანეში დარჩეს. სწორედ ამიტომ გჭირდება ის ვინც, პაზლის უკვე ამოტანილ ნაწილებს საიმედოდ შეგინახავს და მაშინ როცა ეს ნაწილი დაგჭირდება, შეგახსენებს რომ უკვე გაქვს.
- გადამითარგმნე როგორც ადამიანს. - ხმადაბლა ამბობს თუმცა მისივე მზერით ვხვდები რომ ისევ ყველაფერი გაიგო, მხოლოდ ჩემი გახმოვანებული, მისივე მოსაზრების მოსმენა სურს.
- წარმოიდგინე შენი პიროვნება რომ ნაწილებად დავშალო და ოკეანეში ჩავყარო. რა არის ადამიანი? ადამიანი მისივე ემოციები და გრძნობებია, ამიტომ თუ მე შენ ნაწილებად დაგშლი ზღვაში მოვისროლი შენს სიძლიერეს, სისუსტეს, სევდას, თავმოყვარეობას, თავდაჯერებულობას და ა.შ.
- მერე? - აშკარად კმაყოფილია საუბრით.
- მერე როცა საკუთარი თავის ძიებას იწყებ და ოკეანეში გადაყრილი ნაწილების, რაღაც ნაწილი ამოგაქვს, ხვდები რომ ახლა ეს ნაწილი არ გჭირდება. მაგალითად ავიღოთ რომ ძალა ამოიტანე, შენ კი მნიშვნელოვანი ადამიანი გყავს გარდაცვლილი და სისუსტე გჭირდება იმისთვის რომ იტირო, გული ამოირეცხო. ასეთ დროს ძალა სრულიად ზედმეტია და შენც უკან მოისვრი, იქ სიღრმეში დამარხავ და სანამ ისევ არ დაგჭირდება, ან ისევ შემთხვევით არ ამოიტან ზედაპირზე არ გაგახსენდება. მაგრამ როცა მე გყავარ შეგინახავ, მე მოგცემ სისუსტის და ტირილის უფლებას, მაშინ როცა სხვები გეტყვიან "მაგრად დადექი_ს" მაგრამ როგორც კი დაასრულებ, მაშინვე შეგახსენებ რომ ძალა გაქვს და პაზლის სხვა ნაწილები უნდა ვიპოვნოთ რომ ძალაც იქ ჩავსვათ სადაც საჭიროა. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ თავმოყვარეობაზეც, შენ ის ამოიტანე მაგრამ ყურებამდე შეყვარებული ხარ და ახლა ეს თავმოყვარეობა სრულიად ხელის შემშლელი ხდება შენთვის, მე შეგინახავ და შეგახსენებ რომ გაქვს. - სწრაფად ვწყვეტ საუბარს.
- რატომ გაჩუმდი? - ინტერესიან მზერას მაპყრობს და მოუსვენრად აცეცებს თვალებს.
- სულ აიხორკლე, გცივა?
- ჰო ცოტა, შენ ვერ შენიშნე, მაგრამ გვაწვიმს.
- მცივანა, სულ გცივა, ჰა ჩემი სპორტული ჩაიცვი. - წელზე მოხვეულ მოსაცმელს სწრაფად ვაწვდი.
- შენ?
- ხომ იცი რომ არასდროს მცივა და ეგ არც კი მაცვია.
- ვიცი ჰო ვიცი. - ღიმილით მართმევს და გამხდარ სხეულს ჩემს მოსაცმელში მალავს.
- გესმის?
- ხმაურია ხო?
- ჰო.
- შენები მოდიან.
- ნეტა ოდესმე გვაცადონ საუბარი. - მეტისმეტად სევდიანად ვლუღლუღებ.
- დღესასწაული არ ჩაიშხამო პატარავ, ისევ შევხვდებით ხომ იცი.
- ვიცი.
- მიმი, კარგად ხარ დე? - დედაჩემის ხმა ჩამესმის ყურებში და სასწრაფოდ ვბრუნდები მისკენ.
- კი დე, ვლაპარაკობდით.
- ლაპარაკობდით ვინ და ვინ მიმი? - ნინის ხმა მესმის დედას ზურგს უკან, თუმცა პასუხს არ ვაძლევ.
დედაჩემი გაღიმებას ცდილობს, თუმცა უგემურად ემანჭება სახე.
- წამოდი დე, სახლში წავიდეთ დაისვენებ და ყველაფერი კარგად იქნება.
- ახლაც კარგად არის.
- ჰო, მაგრამ უკეთ რომ იყოს.
- დედა შენ არ გესმის.
- მესმის დედა, მესმის, მაგრამ უკვე გვიანია, დავემშვიდობოთ და წავიდეთ.
- შენ მას ვერ ხედავ, მისი არ გესმის და ნუ იქცევი ისე თითქოს მართლა ემშვიდობები. დედა მე გიჟი არ ვარ.
- რა თქმა უნდა დე, შენ გიჟი არ ხარ, შენ განსაკუთრებული ხარ, ისიც განსაკუთრებულია და იმიტომ გაუგეთ ერთმანეთს.
- მართლა? - ბავშვივით მიხარია "მასთან" შედარება.
- რა თქმა უნდა დე, ბოდიში მოუხადე ჩვენ მაგივრად და წავიდეთ უკვე, გვიანია.
- წადი პატარავ და არაფერი გააფუჭო, მომავალ შეხვედრამდე. - გული მეწურება რომ საუბარს ვერ ვასრულებთ, თუმცა მაინც ვდგები ფეხზე და დედაჩემის ხელს ვეყრდნობი.
- მოსაცმელი არ ჩამოვხსნა? - გულუბრყვილოდ კითხულობს ნინი.
- არა, ეცვეს მცივანაა, სახლამდე ცოტას მაინც გაათბობს. - ნინი რაღაცის თქმას აპირებს, თუმცა დედაჩემი თვალებით ანიშნებს რომ სასწრაფოდ გაჩუმდეს და სამივე ერთად, სიბნელეში მივუყვებით ნანგრევებს.

. . .
დღეები სწრაფად ცვლიან ერთმანეთს. იმ საღამოს შემდეგ, დედამ ვიღაც ქალი მომიყვანა. მან თქვა რომ ფსიქოლოგი იყო და რაღაც აბები დამინიშნა.
მოვუყევი "მასზე", ჩემს მეორე მე_ზე რომელსაც შევხვდი და ვესაუბრე, მაგრამ ცოტა მოვუყევი.
ყველაფერს ვერ გაიგებდა, ის ხომ ადამიანია.
დედაჩემსაც მოვუყევი, მაგრამ მივხვდი რომ ვერ გაიგო, ადამიანია რა, ეპატიება.
აბები დამინიშნეს.
დალევა არ მინდოდა,მაგრამ მითხრეს რომ სხვა შემთხვევაში გარეთ, მის სანახავად აღარ გამიშვებდნენ.
რა იყო მერე?
აბებს ვიღებდი და ვიძინებდი.
და მეძინა.
მეძინა.
ისევ მეძინა და არაფერი სხვა.
პირველ ოქტომბერს სხვანაირად გავიღვიძე.
თვალები გავახილე თუ არა, ჩემივე გაყვითლებული თითები მომხვდა თვალში.
ფეხზე წამოვიჭერი და სარკესთან მივედი.
გალეული სხეული შევათვალიერე.
ჩაშავებული უპეები და ჩასისხლიანებული თვალის გუგები.
ისედაც მუქი ფერის ვენები, ახლა სვირინგებივით მემჩნეოდა გაფითრებულ კანზე.
- მართლა შეშლილს გავხარ იდიოტო. - სიცილით ვთქვი და ჩაცმას შევუდექი.
იმ დღეს ყველაფერი სხვანაირად კარგად იყო.
მე კარგად ვიყავი. ასე თქვა ოჯახმა, ასე თქვეს მეზობლებმა, ასე თქვა ექიმმა. ადამიანები არიან, ეპატიებათ.
კარგი დღე იყო.
კარგი კვირა და კარგი ორი კვირა.
"გამოვჯანმრთელდი"
მას ვეღარ ვხედავდი.
არ იყო.
არ მოდიოდა.
ვბრაზობდი რომ "გამოვჯანმრთელდი".
ვერ ვიტანდი ვერაფერს ირგვლივ.
მერე თავი მოვთოკე. "ჯანმრთელად" ცხოვრება უნდა მესწავლა.
ახლა მეც ადამიანი ვიყავი და ყველაფერი მეპატიებოდა.
ერთი თვეც კარგი იყო.
ყველა კმაყოფილი და ჩემს ირგვლივ მოტრიალე.
ნანგრევებშიც ვიყავი.
ერთ მაღალ ლოდზე მიკი'დებული ჩემი მოსაცმელიც ჩამოვხსენი.
ჩემს თავსაც დავცინე.
ჯერ "ავადმყოფს", მერე "ჯანმრთელს".
ყოველი თვის პირველ რიცხვში მაინც მივდიოდი ნანგრევებში.
მივდიოდი ჯანმრთელი და ნორმალური.
ერთი პლიუსი კი აღმოაჩნდა "ჯანმრთელობას" კუდში არავინ დაგსდევს და ნაბიჯებს არავინ გიკონტროლებს.
და ისევ პირველი სექტემბერი.
ჩემი ნანგრევებისკენ ჯანმრთელი და ნორმალური მივიჩქარი.
იქაა. ის არის და ნამდვილად იქ ზის.
- ჯანდაბა, ისევ გავაფრინე, უბედნიერესი ვარ მაგის დედაც. - თითქმის ხმამაღლა ვყვირი და ვუახლოვდები.
- მომენატრა შენთან ლაპარაკი.
- გამარჯობა, მეც. - დაბნეულად ამბობს და ფეხზე დგება.
- სად იყავი აქამდე?
- შენ?
- ჯოჯოხეთში. "გამომაჯანმრთელეს" და ვეღარ გპოულობდი.
- ვერც მე. - ჩუმდება, მეც ვჩუმდები და რა.დენიმე წუთი ორივე ცას ვუყურებთ.არა და მეოცნებე არცერთი არ ვართ დამეფიცება.
- შენი მოსაცმელი დაალპო წვიმამ. - თვალებით მანიშნებს, ლოდზე მოცმული ზედატანისკენ.
- რატომ არ წაიღე?
- სხეული არ მქონდა, ჩვენ ერთმანეთის სიზმრებში დავძვრებით.
- ანუ? - პირველად ვერ ვხვდები რას მეუბნება.
- ანუ მე ახლა რეალური ვარ.
- შენ სულ რეალური იყავი იდიოტო.
- ჰო, მაგრამ ფიზიკურად ვგულისხმობ.
- დაჯექი. - მხარზე ხელს ვადებ, მერე საკუთარ მაჯას ვადებ ორ თითს, რომ პულსი თანდათან დავირეგულირო.
- რა გამოდის ახლა, რომ აქამდე მესიზმრებოდი?
- აქამდე ერთმანეთს ვეძებდით, ერთი მთლიანის ორი ნაწილი, რომელთაც ერთმანეთი ისევე ჭირდებათ, როგორც დანარჩენ სამყაროს ჭირდება მათი უერთმანეთობა.
- ჩვენ როგორ მოვიქცევით?
- ხან ჩვენ ვისიამოვნებთ, ხან მათ ვასიამოვნებთ. - ნაცნობი ირონიული ღიმილი უფარავს ბაგეს.
- მათ რატომ უნდა ვასიამოვნოთ?
- ჩვენი პატარა სამყარო, მათ დიდ სამყაროში არსებობს, ამიტომ ზოგჯერ თავისი წილიც უნდა გადავუგდოთ ქირად.
- ანუ ვიცხოვროთ ხან ჩვენთვის და ხან მათთვის?
- სწორედ.
- სრულ ამბოხზე რას იტყვი?
- დაგვამარცხებენ.
- ცდადაც კი არ ღირს?
- ახლა არა.
- მერე?
- როდის მერეა რომ მომავალს გეგმავ?
- კარგი ჰო. - ვამბობ და ისევ ჩემი მობილურის ზარი გვირღვევს სიმყუდროვეს.
ჯიბიდან ვიღებ ტელეფონს და განათებულ ეკრანს დავცქერი.
- დედაჩემია. - ისევე ვამბობ როგორც ერთი წლის წინ ნინის ზარზე.
- ვუპასუხო? - ამჯერად თვითონ მეკითხება.
- გაიგებს?
- მის ენაზე კი. - მპასუხობს, მეც ტელეფონს ვაწვდი და მართლაც ელაპარაკება რამდენიმე წუთი.
- მალე მოვლენ. - მეუბნება და მობილურს მიბრუნებს.
- ისევ გაგვაწყვეტინეს საუბარი, რა წესია? - თითქმის ვბურდღუნებ.
- შეეშინდათ.
- ხომ იციან რომ გამოვჯანმრთელდი, რაღას დამდევენ?
- თვითკონტროლი უნდა ისწავლო პატარავ, ნუ აგრესიულობ.
- კარგი ჰო. - სწრაფად ვჩუმდები და მას ვაკვირდები. - მართლა, შენი თავი როგორ გავაცნო? რა ვუთხრა, ვინ არის_მეთქი?
- ვინ ვარ? ისე გააცანი როგორც შენ მიცნობ.
კიდევ მინდა რამდენიმე კითხვის დასმა, მაგრამ მოახლოებული ნაბიჯების ხმა, მაიძულებს გავჩუმდე.
- გამარჯობა ახალგაზრდებო. - დედაჩემის ხმა არღვევს სიჩუმეს და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანს ვხედავ, სავარაუდოდ ჩემ მეგობრებს და "კეთილის მსურველბს"
- გხედავენ. - თითმის ჩურჩულით ვეუბნები და ვიცი რომ მხოლოდ ის გაიგებს.
- მე მხოლოდ შენ "მხედავ" ისინი უბრალოდ მიყურებენ.- ჩემს ყურთან ახლოს ამბობს და შემდეგ უკვე ხმამაღლა ესალმება ახლად მოსულებს.
- თქვენ ვინ ხართ?
- ეტყვი? - ისევ ჩემკენ გადმოაქვს მზერა.
- ის. . . ის. . . - სიტყვებს თავს აშკარად ვერ ვუყრი.
- უბრალოდ უთხარი, ვინ ვარ შენთვის. - მისი ხმა მესმის და მამშვიდებს.
- ის ჩემი მეგობარია, ნაწილია, მეორე მე_ა. სულის მეგობარია, იმ სულის აქამდე რომ არსებობაც არ წარმომედგინა.
- და მაინც? - გაოცებული მიყურებენ, ვინაობის დადგენის მოლოდინით.
- ის ჩემი სამოთხეა, ამ ჯოჯოხეთში. - თავდაჯერებულად ვამბობ.
რამდენიმე წუთით მაკვირდებიან, ხან მე, ხან "მას" კიდევ ცოტა ხანს ვლაპარაკობთ და რადგან "მის" რეალურობაში და შესაბამისად ჩემს "ჯანმრთელობაში" რწმუნდებიან გვტოვებენ.
- მე ვარ სამოთხე? - იდიოტურად თვითკმაყოფილი გამომეტყველება აქვს.
- თავში არ აგივარდეს ნაბი'ჭვარო, უბრალოდ დაბნეულობისგან წამოვაყრანტალე. - მეცინება.
- დაკვირვებიხარ რომ დაბნეულობისას ბევრ სიმართლეს ამბობ შენდა უნებურად?
- მოკეტავ? - მოჩვენებითი გაღიზიანებით ვეკითხები.
- როგორია შენი სამოთხე?
- მასში უბრალოდ ისეთი ვარ როგორიც ვარ.
- მასში?
- შენს თვალებში. მანდ დანახული საკითარი ანარეკლი არ მეუცხოვება, სწორად მიყურებ.
- მე გხედავ, როგორც შენ მხედავ მე.
- ეს ცუდია თუ კარგი?
- ეგ მცნებები ხომ პირობითია, მთავარია მე მომწონს.
- მეც.
- წავიდეთ, თორემ შენი "ჯანმრთელობა" ვეღარ გვიშველის, ღამის სამი სრულდება უკვე და ისევ მოგიძებნიან.
- ყოველთვის შემიძლია დაგელაპარაკო ხომ?
- რა თქმა უნდა.
- თუ ვერ გიპოვი?
- მაშინ სარკეში ჩაიხედე და ილაპარაკე.
- შენ ასე იქცევი?
- ასე მოვიქცევი.
- ახლა მართლა ჯანმრთელი ვარ?
- ახლა იმაზე უფრო ავადმყოფები ვართ, ვიდრე აქამდე, მაგრამ ჩვენ გარდა ვერავინ გაიგებს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ერთმანეთი გვყავს და ჩვენ ვიცით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.





ვიცოდი,
ვგრძნობდი,
მჯეროდა,
უკვე მეც მიყვრს წვიმა და შენ...
კარგია,
თქვი,
ამოთქვი,
ვიცოდი,
ვგრძნობდი,
მჯეროდა

თუ არ მჯეროდა და არ გგრძნობდი რატომ შემოვბოიალდებოდი შემოდგომის პირველი ღამის წვიმიან ამ დროს.

ქება - დიდედა რა საჭიროა.

ხომ იცი რომ გგრძნობდი

 



№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ადამიანები არიან, ეპატიებათ.

მე მივხვდი,
გავიგე.
მართლა მივხვდი, რა.
აი, თავიდან კი გამიტყდა, მაგრამ ეგ არაფერი, ჰო.

მიხარია, რომ ამოხეთქე და დაიცალე, ალბათ.
კარგია!

რა გითხრა, არ ვიცი, მართლა.
მე ვიცანი.
გაშიფრვის დროს, რა დამემართა, უნდა გენახე. თუმცა, ისედაც ხომ იცოდი...

გაღმერთებ, ხომ იცი.
და ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

წერე შენ.
წერე, რა!

 



№3  offline წევრი მარიკუნაა♥️

მეამბოხევ, აქ ვარ.
ყოველ ჯერზე მიმტკიცებ იმას, რომ შეგიძლია შეძლო ის, რაც სხვებს არ ძალუძთ.
და რა მაგარი შეგრძნებაა, ალბათ, როცა გყავს ვიღაც ისეთი, რომელთანაც არაფრის ახსნა არ გჭირდება ზედმეტად და ბევრი ლაპარაკის გარეშე იგებს ყველაფერს.

როცა ვიღაც ასე გაღმერთებს.
კარგია, კარგი.

მომწონს მე ძალიან.
შენს დიალოგებზე ვგიჟდები!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№4  offline მოდერი სალანდერი

ჰალუცინოგერი
ვიცოდი,
ვგრძნობდი,
მჯეროდა,
უკვე მეც მიყვრს წვიმა და შენ...
კარგია,
თქვი,
ამოთქვი,
ვიცოდი,
ვგრძნობდი,
მჯეროდა

თუ არ მჯეროდა და არ გგრძნობდი რატომ შემოვბოიალდებოდი შემოდგომის პირველი ღამის წვიმიან ამ დროს.

ქება - დიდედა რა საჭიროა.

ხომ იცი რომ გგრძნობდი

მიყვარხარ.
ვიცი რომ გრძნობდი.
ისიც ვიცი რომ იცი.

ელპინი
ადამიანები არიან, ეპატიებათ.

მე მივხვდი,
გავიგე.
მართლა მივხვდი, რა.
აი, თავიდან კი გამიტყდა, მაგრამ ეგ არაფერი, ჰო.

მიხარია, რომ ამოხეთქე და დაიცალე, ალბათ.
კარგია!

რა გითხრა, არ ვიცი, მართლა.
მე ვიცანი.
გაშიფრვის დროს, რა დამემართა, უნდა გენახე. თუმცა, ისედაც ხომ იცოდი...

გაღმერთებ, ხომ იცი.
და ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

წერე შენ.
წერე, რა!

მეც მიყვარხარ პატარა. ძალიან მიყვარხარ.
ვიცი რომ გაიგე.
უნდა გაგეგო შენ.

მარიკუნაა♥️
მეამბოხევ, აქ ვარ.
ყოველ ჯერზე მიმტკიცებ იმას, რომ შეგიძლია შეძლო ის, რაც სხვებს არ ძალუძთ.
და რა მაგარი შეგრძნებაა, ალბათ, როცა გყავს ვიღაც ისეთი, რომელთანაც არაფრის ახსნა არ გჭირდება ზედმეტად და ბევრი ლაპარაკის გარეშე იგებს ყველაფერს.

როცა ვიღაც ასე გაღმერთებს.
კარგია, კარგი.

მომწონს მე ძალიან.
შენს დიალოგებზე ვგიჟდები!

მარიკუნა.
საოცარი გოგო ხარ შენ.
მართლა.
მადლობელი ვარ მე შენი.
და კი, საოცარი გრძნობაა. ❤

 



№5  offline წევრი Lineta

ხანდახან ვფიქრობ რომ შენ შენ არ ხარ.
ბრავო ❤️

 



№6  offline მოდერი სალანდერი

Lineta
ხანდახან ვფიქრობ რომ შენ შენ არ ხარ.
ბრავო ❤️

მადლობა.
ხანდახან არლბათ არც ვარ, მე, მე. ❤

 



№7  offline წევრი უცნაური მე

სალანდერ..
საოცარია შენი გრძნობით დაწერილი თითოეული სიტყვა..
შენს ნიკს რომ ვხედავ მიხარია..
რადგან ვიცი რაც მელოდება წინ..
უკიდეგანოდ ნიჭიერი ხარ!
ამიტომ სულ წერე რა.
მომწონხარ მე შენ ❤️

 



№8  offline წევრი naattii

- მე მხოლოდ შენ "მხედავ" ისინი უბრალოდ მიყურებენ.

აი გავგიჟდი, გავვოცდი, არ ვიცი რა ვიგრძენი, ვერასდროს წავიკითხავ შენ ნაწერს უბრალოდ და ერთი ხელის მოსმით, ისეთი აზრები გამოგაქვს რამდენჯერ ვუბრუნდები აღარ ვიცი, ადამიანი ვარ მეპატიება ❤❤❤

 



№9  offline მოდერი სალანდერი

უცნაური მე
სალანდერ..
საოცარია შენი გრძნობით დაწერილი თითოეული სიტყვა..
შენს ნიკს რომ ვხედავ მიხარია..
რადგან ვიცი რაც მელოდება წინ..
უკიდეგანოდ ნიჭიერი ხარ!
ამიტომ სულ წერე რა.
მომწონხარ მე შენ ❤️

უცნაურო, მაოცებ, მაბედნიერებ.
სიტყვების თქმა არ მინდება და ბანძი ბანალურობით იმის გაფუჭება რასაც ვგრძნობ შენი კომენტარის კითხვისას.
ასე ლაკონურობით რომ მმუხტავ.
მადლობა ❤

naattii
- მე მხოლოდ შენ "მხედავ" ისინი უბრალოდ მიყურებენ.

აი გავგიჟდი, გავვოცდი, არ ვიცი რა ვიგრძენი, ვერასდროს წავიკითხავ შენ ნაწერს უბრალოდ და ერთი ხელის მოსმით, ისეთი აზრები გამოგაქვს რამდენჯერ ვუბრუნდები აღარ ვიცი, ადამიანი ვარ მეპატიება ❤❤❤

ნათი ❤
სულ რომ შეგიძლია ჩემთან იყო, ამის გამო მარტო მადლობა საკმარისი არ არის ალბათ, ალბათ კი არა და ვიცი რომ არ არის.
მიხარია რომ აქ "ერთ სივრცეში" ვართ.
მაბედნიერებ მე შენ "ადამიანო" ❤

 



№10 სტუმარი Qeti qimucadze

Ratomgac am personajshi didi "shen" davinaxee, ici guli gaiaraaa, iq ver daetiaaa, cakitxvidan damtavrebamde jruanteli dadioda chem sxeulze, yochag salander, agfrtovanebuli var, me vigrzeni da ganvicade yvelaferiiii

 



№11  offline მოდერი სალანდერი

Qeti qimucadze
Ratomgac am personajshi didi "shen" davinaxee, ici guli gaiaraaa, iq ver daetiaaa, cakitxvidan damtavrebamde jruanteli dadioda chem sxeulze, yochag salander, agfrtovanebuli var, me vigrzeni da ganvicade yvelaferiiii

ქეთი, უღრმესი მადლობა.
ჰო ალბათ, აქ იყო "მე" არ ვიცი ❤
მიხარია რომ იგრძენი და რომ მოგეწონა ❤

 



№12 სტუმარი სტუმარი სიბილა

სრული ამბოხი როდის იქნება blush blush

 



№13  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი სიბილა
სრული ამბოხი როდის იქნება blush blush

არ ვიცი, მაგრამ იქნება ალბათ. ❤

 



№14 სტუმარი სტუმარი ნანა

არ გაპატიებ ეს თუ მხოლოდ წარმოსახვაა... კაი ახლა მინდა გკითხო,მე რომ ვფიქრობ და მგონია ის არის ხომ? მინდა რომ ის იყოს! მინდა რომ ჯანმრთელი და რეალური იყოს შენი სამყაროც და მეორე მეც... შენი ნააზრევი ისეთი სასიამოვნო წასაკითხია... იქ ვბრუნდებით სადაც გაგიცანი... გიპოვე... ლაღი, თავისუფალი, გიჟი... ჭკვიანი... მიყვარხარ ❤️❤️❤️

 



№15  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი ნანა
არ გაპატიებ ეს თუ მხოლოდ წარმოსახვაა... კაი ახლა მინდა გკითხო,მე რომ ვფიქრობ და მგონია ის არის ხომ? მინდა რომ ის იყოს! მინდა რომ ჯანმრთელი და რეალური იყოს შენი სამყაროც და მეორე მეც... შენი ნააზრევი ისეთი სასიამოვნო წასაკითხია... იქ ვბრუნდებით სადაც გაგიცანი... გიპოვე... ლაღი, თავისუფალი, გიჟი... ჭკვიანი... მიყვარხარ ❤️❤️❤️

არ არის მხოლოდ წარმოსახვა, არა, არ არის ❤
იმაზე რეალურია, ვიდრე აქამდე ნათქვამი თუ ნაწერი.
იქ დავბრუნდით? არ ვიცი, მაგრამ თუ დავბრუნდით არც ეგ არის ცუდი.
მეც ძალიან მიყვარხარ შენ, სულ რომ გესმის იმისთვის ❤
მადლობა ❤

 




როგორი ღრმა და საინტერესო ხარ, რა. ჩემთვის შენ ფიქრებით სავსე მოსიარულე სხეული ხარ, რომელიც ყველაფერთან ერთად რკინის ნერვების პატრონი და სიძლიერის ეტალონია. ამიტომ მიზიდავს შენი შემოქმედება, ჩემეული ხდება თითოეული ფრაზით, სიტყვით, აბზაცით...
ჩემივე ნაწარმოებიდან ("ინტერვიუ") ღმერთის ნათქვამ სიტყვებს გეტყვი, რომელიც კოტეს უთხრა:
შენც შეგიძლია, დაამარცხო სიკვდილი, თუ მოინდომებ!

მორჩა! აღარაფერს ვიტყვი, ან მეტი რაღა უნდა გითხრა?

 



№17  offline მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი
როგორი ღრმა და საინტერესო ხარ, რა. ჩემთვის შენ ფიქრებით სავსე მოსიარულე სხეული ხარ, რომელიც ყველაფერთან ერთად რკინის ნერვების პატრონი და სიძლიერის ეტალონია. ამიტომ მიზიდავს შენი შემოქმედება, ჩემეული ხდება თითოეული ფრაზით, სიტყვით, აბზაცით...
ჩემივე ნაწარმოებიდან ("ინტერვიუ") ღმერთის ნათქვამ სიტყვებს გეტყვი, რომელიც კოტეს უთხრა:
შენც შეგიძლია, დაამარცხო სიკვდილი, თუ მოინდომებ!

მორჩა! აღარაფერს ვიტყვი, ან მეტი რაღა უნდა გითხრა?

იმაზე მეტი მოთხარი, ვიდრე შეიძლებოდა ❤
უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის ❤

 



№18  offline წევრი ნეფერტარი

სალანდერ, მომავალო სცენარისტო,


სათაური "ღამის რეალობა" უნდა შეცვალო. სიტყვა რეალობა,- ქართულად ნიშნავს "სინამდვილეს". სიტყვა რეალობა არის უცხო ენიდან შემოსული ჟარგონი, რომელსაც ქართული ფესვი არ აქვს. მეორე, სიკვდილს, სინამდვილეს თვალს თუ გავუსწორებთ, ვერავინ ამარცხებს.
მომდევნო თაობებში შემორჩენილი ხსოვნა და შვილები (გენის სიცოცხლე შთამომავლობაში) არის ერთადერთი გზა, როგორღაც შემორჩე სააქაოს. როცა ასეთ ამოცანას სვამ, ძალიან ძლიერი პასუხი უნდა გქონდეს მოფიქრებული. თუ ასეა დამიდასტურე და წავიკითხავ შემდეგ. ასევე მინდა იცოდე, რომ მხოლოდ სიყვარული, არ არის სიკვდილის დამარცხების გარანტი. გალაკტიონის "მესაფლავე" გაიხსენე. მინდა უფრო მაღალ საფეხურზე გადახვიდე. რას შვრება შენი სცენარისტობის ამბავი? შენ აქ იმდენ დროს ატარებ, + სახეწიგნზე, რომ არა მგონია სცენარისტობაზე ფიქრის დრო გრჩებოდეს. :)

 



№19  offline მოდერი სალანდერი

ნეფერტარი
სალანდერ, მომავალო სცენარისტო,


სათაური "ღამის რეალობა" უნდა შეცვალო. სიტყვა რეალობა,- ქართულად ნიშნავს "სინამდვილეს". სიტყვა რეალობა არის უცხო ენიდან შემოსული ჟარგონი, რომელსაც ქართული ფესვი არ აქვს. მეორე, სიკვდილს, სინამდვილეს თვალს თუ გავუსწორებთ, ვერავინ ამარცხებს.
მომდევნო თაობებში შემორჩენილი ხსოვნა და შვილები (გენის სიცოცხლე შთამომავლობაში) არის ერთადერთი გზა, როგორღაც შემორჩე სააქაოს. როცა ასეთ ამოცანას სვამ, ძალიან ძლიერი პასუხი უნდა გქონდეს მოფიქრებული. თუ ასეა დამიდასტურე და წავიკითხავ შემდეგ. ასევე მინდა იცოდე, რომ მხოლოდ სიყვარული, არ არის სიკვდილის დამარცხების გარანტი. გალაკტიონის "მესაფლავე" გაიხსენე. მინდა უფრო მაღალ საფეხურზე გადახვიდე. რას შვრება შენი სცენარისტობის ამბავი? შენ აქ იმდენ დროს ატარებ, + სახეწიგნზე, რომ არა მგონია სცენარისტობაზე ფიქრის დრო გრჩებოდეს. :)

მადლობა რომ წამიკოთხრთ, იმ დასაწყისისთვისაც მადლობა, იცით თქვენ რამდენსაც ნიშნავს.
შენიშვნებისთვისაც მადლობა, გავითვალისწინებ ყველას, აუცილებლად.
სცენარისტობა? ახლა არ ვიცი. მგონი არ ვარ ამისთვის ჯერ. სხვა რამითაა ჩემი გონება დაკავებული.
გადავალ შემდეგ საფეხურებზეც, მაგრამ დრო მჭირდება.
ეს? არ იყო სიყვარულზე, არც სიკვდილზე და არც გაგრძელებაზე სიკვდილის შემდეგ.
ეს არ იყო ის ნამუშევარი რომლის გამოც რაიმეზე პრეტენზია მაქვს, უბრალოდ "ამოხეთქვები" მჭირდება ზოგჯერ, სანამ იქამდე მივალ.
მადლობელი ვარ მე თქვენი, ყველაფრისთვის ❤

 



№20 სტუმარი მიშელი

არვიცი რავთქვა ხანშოკშივარ

 



№21  offline მოდერი სალანდერი

მიშელი
არვიცი რავთქვა ხანშოკშივარ

❤❤❤❤

 



№22  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აი რავთქვა?
სიმართლე გითხრა არ გიცნობ.. არ ვიცი საიდან მოხვედი ან რამდენიხანია აქ ხარ და წერ... მაგრამ
მაგრამ...
იცი რა? ამის მერე როგორ უნდა გაჩერდე?! ანუ სულ უნდა წერო... წერო.. წერო...
განა იმიტომ რომ გამოგდის? არა რათქმაუნდა გამოგდის მაგას დავა არც უნდა..
უბრალოდ იმენა შენია რა..
განა ისე წერ რომ უბრალოდ გამაოცო.. ან მომეწონოს და დავიშიკო.. არა
არა
იცი როგორ წერ.. აი თხემიდან ტერფამდე რომ დაგივლის ჟრუანტელი!!!
აი ტვინიდან დაწყებული მთელს ორგანიზმში სისხლივით რომ დაედინება რაღაც ამოუცნობი გრძნობა ..
აი როკითხულობ და თან გულიც რომ გიჩერდება რაღაც მომენტში.. თოთოეული გააზრებული სიტყვა თუ წინადადება ახალ-ახალ გრძნობებს რომ იტევს და გადმოგცემს აი ასე წერ..
განა ეს ბევრია? არა ეს კიდევ არაფერია იმასთან რასაც მხოლოდ ვხედავ?
და გრძნობით რას ვგრძნობ?
უფფფ
ამაზე სიტყვებით ვერავღწერ...
ჰო და
უბრალოდ კიარ წერ რაღაც საოცრებას არაამქვეყნიურს ქმნი... რასაც როდესაც ვკითხულობ აი სადღაც გავყავარ შორს...
უბრალოდ ზედმეტად ღრმად წერ.. სულში ჩამწვდომია ჰო გაგიგია! ზუსტად ეგრე..
არვიცი მაგრამ ვაფშე სხვა ხარ... რამდენი მწერალი ვიცი .. რამდენის წამიკითხავს ... რამდენს გავუოცებივარ...
ბათ..
შენ
ახალი ხარ თუ ძველი... ერთი ვიცი რომ ყველაფერზე მეტი ხარ!!!
და დიახ კიარ გამაოცე !! შეუძლებელი შეძელი ჩემს თვალში! და კიდეც შეძლებ ალბათ დანარჩენ ახალ-ახალ ისტორიებს რომ დადებ!
სწორედ ამად მიღირდა ისევ დაბრუნება რომ ეს წამეკითხა.. რომ შენი ისტორიები მენახა!! ამად მიღირდა <3
ვაუ!!
წარმატებები!

 



№23  offline მოდერი სალანდერი

ტკბილიწიწაკა
აი რავთქვა?
სიმართლე გითხრა არ გიცნობ.. არ ვიცი საიდან მოხვედი ან რამდენიხანია აქ ხარ და წერ... მაგრამ
მაგრამ...
იცი რა? ამის მერე როგორ უნდა გაჩერდე?! ანუ სულ უნდა წერო... წერო.. წერო...
განა იმიტომ რომ გამოგდის? არა რათქმაუნდა გამოგდის მაგას დავა არც უნდა..
უბრალოდ იმენა შენია რა..
განა ისე წერ რომ უბრალოდ გამაოცო.. ან მომეწონოს და დავიშიკო.. არა
არა
იცი როგორ წერ.. აი თხემიდან ტერფამდე რომ დაგივლის ჟრუანტელი!!!
აი ტვინიდან დაწყებული მთელს ორგანიზმში სისხლივით რომ დაედინება რაღაც ამოუცნობი გრძნობა ..
აი როკითხულობ და თან გულიც რომ გიჩერდება რაღაც მომენტში.. თოთოეული გააზრებული სიტყვა თუ წინადადება ახალ-ახალ გრძნობებს რომ იტევს და გადმოგცემს აი ასე წერ..
განა ეს ბევრია? არა ეს კიდევ არაფერია იმასთან რასაც მხოლოდ ვხედავ?
და გრძნობით რას ვგრძნობ?
უფფფ
ამაზე სიტყვებით ვერავღწერ...
ჰო და
უბრალოდ კიარ წერ რაღაც საოცრებას არაამქვეყნიურს ქმნი... რასაც როდესაც ვკითხულობ აი სადღაც გავყავარ შორს...
უბრალოდ ზედმეტად ღრმად წერ.. სულში ჩამწვდომია ჰო გაგიგია! ზუსტად ეგრე..
არვიცი მაგრამ ვაფშე სხვა ხარ... რამდენი მწერალი ვიცი .. რამდენის წამიკითხავს ... რამდენს გავუოცებივარ...
ბათ..
შენ
ახალი ხარ თუ ძველი... ერთი ვიცი რომ ყველაფერზე მეტი ხარ!!!
და დიახ კიარ გამაოცე !! შეუძლებელი შეძელი ჩემს თვალში! და კიდეც შეძლებ ალბათ დანარჩენ ახალ-ახალ ისტორიებს რომ დადებ!
სწორედ ამად მიღირდა ისევ დაბრუნება რომ ეს წამეკითხა.. რომ შენი ისტორიები მენახა!! ამად მიღირდა <3
ვაუ!!
წარმატებები!

ვაიმე, ცოტა შოკში ვარ. მოიცა სული ჩავიბრუნო და გიპაუხო. თუმცა რა უნდა გიპასუხო ამხელა საოცრებაზე. რომ გამაბედნიერე გამახარე და მადლიერი ვარ ეგ ხომ ახალი და საინტერესო არ არის. ჯერ ერთი თვითკმაყოფილი ღიმილი ვერ ჩამოვიფერთხე სახიდან smiley მეორეც მგონი შენთვის პასუხის მოსაცემად, ჩემი სიტყვათა მარაგი მეტისმეტად მწირია. მიხარია რომ გამოჩნდი, როგორც მივხვდი საიტს დაუბრუნდი და მგონი ცოტა ძაან გამიმართლა რომ ჩემთანაც მოხვდი. ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველა სიტყვისთვის და ძალიან ძალიან გამაბედნიერე, მართლა. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent