შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი ტყუპისცალი (თავი პირველი)


1-09-2018, 22:46
ავტორი Farvana
ნანახია 253

მე და ჩემი ტყუპისცალი (თავი პირველი)

ოცდახუთი აგვისტო
ახალი ამბები.
გუშინ ოცდაოთხ აგვისტოს თბილისში ახვლედიანების „სასახლეში“ საზარელი მკვლელობა მოხდა.ოჯახის ყველა წევრი და მოსამსახურე პერსონალი ამოხოცეს.მკვლელობის ადგილას იმყოფებოდნენ თვითმხილველები,რომლებიც სრულ შოკს მოეცვა.რაც ახვლედიანების სახლში მოხდა სრული შოკი იყო.თითოეული ოჯახის წევრის გვამი საშინლად დასახიჩრებული იყო.მკვლელმა პირველად დავით ახვლედიანი მოკლა,რომელიც სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან კისერზე მობმული თოკით გადმოკიდა.ხალხი მათ ეზოში მაშინ შეიჭრა,როდესაც ნათია ბუცხრიკიძემ კივილი დაიწყო.მანქანებს აჩერებდნენ და მათი სახლისკენ გარბოდნენ,რადგან ამ სახლიდან კივილის და ზედმეტი ხმამაღალი სიტყვაც კი არ გამოდიოდა.თვითმხილველებმა კარგად შეამჩნიეს კატო ახვლედიანი,რომელმაც იარაღი ესროლა დედას და ადგილზევე მოკლა,შემდეგ სათითაოდ მიჰყვა მოსამსახურე პერსონალს და დახოცა,ბოლოს მისი პატარა ძმა გეგა გამოათრია და მუხლებზე დააყენა.იარაღი გაისროლა და ბიჭის სხეული უსულოდ დაეცა ძირს.თვითმხელველებს დახმარება სურდათ,მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად და გაუაზრებლად მოხდა,რომ ვერაფერი გააკეთს.მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა შეძლოდა ვიდეო მასალა გადაიღო,რომელსაც პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ.მკვლელობების დასრულების შემდეგ გოგონამ ადგილი დატოვა.ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მამაკაცის სხეული ჩამოხსნა და ოჯახის გვერდით დააწვინა.ხუთ წუთში სახლიდან კვლავ გამოვარდა კატო და მშობლების ცხედრებს ჩაეხუტა.პირიდან არამქვეყნიურ ხმებს უშვებდა,გამწარებული ბღაოდა და კიოდა.პოლიციამ ხელბორკილები დაადვეს და პოლიციის ავტომობილში ჩასვეს.პოლიციაში გადაყვანის შემდეგ გადაწყდა,რომ მას საგიჟეთში დააწვედნენ,მისი არასტაბილური მდგომარეობის გამო.
______________________________________
პოლიციაში მიყვანილს უთხრეს,რომ საგიჟეთში დააწვენდნენ.მისი მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკული იყო.გონებრივი მდგომარეობა შეამოწმეს,საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.მხოლოდ მისი ტყუპისცალის არსებობის ფაქტმა გადაწყვიტა მისი საგიჟეში გადაყვანის საკითხი.ორი დღე წინასწარი დაკავების საკანში გაატარა.ბევრი დამნაშავე შემოყავდათ,ნუ ძირითადად სასმლის,ავარიის,ნარკოტიკების და ათასი წვრილი ხულიგნობის გამო.ციხე იცოდა როგორიც იყო და უნდოდა იქ წასულიყო.ბოლო-ბოლო თეთრ საშინელ ფორმას არ ჩაიცმევდა.მეტი შანსი იქნებოდა იმისა,ვინმეს დამეგობრებოდა.საგიჟეთი ხომ მსოფლიოში ყველაზე საშინელი ადგილია.განსაკუთრებით მათთვის ვინც გიჟი არ არის.ცუდია,როდესაც გიჟი არ ხარ და ხვდები ადგილას,სადაც ჰაერიც კი დაავადებულია.საგიჟეთი ადგილია,სადაც ადამიანთა კანონი არ მოქმედებს.ადამიანებს არანაირი წრმოდგენა არ აქვთ რა ხდება მათ ირგვლივ.ისინი მხოლოდ წარმოსახვით ცხოვრობენ.ყოფილა შემთხვევა,როდესაც პაციენტი გამოჯანმრთელებულა და გაუშვიათ.მესამე დღეს სასამართლოს წარედგინა.ფსიქიატრმა გასინჯა,სიმართლე ითქვას მისთვის არც შეკითხვა დასუვამს,არც ხმის ამოღების საშუალება მიუცია,უბრალოდ დასკვნა გამოიტანა.გადაწყვეტილება უკვე ცნობილი იყო.კატოსთვის ახალი არ იყო.მას საგიჟეთში უშვებდნენ.იმავე დღეს გადაიყვანეს დაწესებულებაში.მისთვის ცალკე ოთახი გამოყვეს,რომელიც დანარჩენი პაციენტებისგან შორს იყო.პირველ დღეს ექთანმა გააცნო ყველაფერი.აუხსნა წესები,რომელსაც უნდა დამორჩილებოდა.
-იღვიძებ სირენის ხმის გაგონებისთანავე.ადგომისთანავე მიდიხარ წამლის პუნქტში და წამალს ადგილზევე სვამ.შემდეგ ისაუზმებ.სადილამდე შეგიძლია ეზოში იყო.თუ რაიმე ნიჭი გაქვს სპეციალურ ოთახში გაგიყვანთ და იქ გაატარებ დღეს.სადილის შემდეგ ფსიქიატრთან და დეტექტივთან გექნება შეხვედრა.ვახშამზე დროზე მოხვალ.შემდეგ კი დაიძინებ.ეს არის შენი განრიგი,ჯერჯერობით.თუ აქ დარჩები ყველაფერი შეიცვლება.რაც მთავარია,მკაცრად გეკრძალება პაციენტებთან მიკარება,სანამ ფსიქიატრი არ მიიღებს გადაწყვეტილებას.
მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ეზოში დარჩა.ეზოს თვალი მოავლო,საკმაოდ დიდი და საგიჟეთისთვის ზედმეტად ლამაზი მოეჩვენა.ირგვლივ ათასნაირი მცენარეები ხარობდნენ.განსაკუთრებით ლამაზი კუთხეებში მოთავსებული ვარდის ბუჩქები იყო.სხვადასხვა ყვავილები,მაღალი და ლამაზი ხეები.ისეთი გარემო იყო შექმნილი ადამიანს აქ მოსვლა და დარჩენა საკუთარი სურვილით მოუნდებოდა.გარემოს და ხალხს აკვირდებოდა.თითოეულ დეტალს სწავლობდა.ადამიანები ერთმანეთს არ ეკარებოდნენ,რატომღაც შორს დადიოდნენ.მხოლოდ სამხრეთის კუთხეში იჯდა ერთი წყვილი,რომლებიც გამუდმებით იცინოდნენ.ბევრი ახალგაზრდა ყავდათ.ზოგიერთი ხელებს უმისამართოდ აქეთ-იქით იქნევდა,ზოგი მთელი ხმით ყვიროდა,ზოგიც მღეროდა,ერთი სიტყვით ყველა თავის სტიქიაში იყო.რამდენიმე ახლგაზრდა შეამჩნია,რომლებსაც ეტყობოდათ,რომ მასავით იყვნენ აქ.არც ისინი იყვნენ გიჟები,უბრალოდ გარემოებების მსხვერპლნი გახდნენ.გარემოს თვალს ავლებდა,მისი მზერა კი ერთ-ერთ პაციენტზე გაჩერდა,რომელსაც სხვების მსგავსად არ ეტყობოდა ავადმყოფობა.სხვებიც იყვნენ მისნაირები,მაგრამ მან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.ისიც ცალკე იჯდა კუთხეში,სრულიად მარტო.სხვები ცდილობნენ ერთად ყოფილიყვნენ.ის კი სამყაროსგან შორს იყო,მას არ სურდა სხვებთან ყოფნა.ხელში მოლბერტი ეჭირა და ტილოზე ხატავდა.როგორ აინტერესებდა ვინ იყო.სამწუხაროდ,მასთან მისვლა და გაცნობა არ შეეძლო.ძლივს გაარჩია,რომ ქალი იყო.თმები საშინლად მოკლედ ქონდა შეჭრილი.ყურადღება მალევე მოაცილა,გააგრძელა ეზოს დათვალიერება,მაგრამ საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინა.უკვე თითოეული წერტილი დაიმახსოვრა.ვახშმამდე დიდი დრო იყო,დღეს ფსიქიატრთან არ შეიყვანდნენ.მის ექთანს სთხოვა შიგნით შეეყვანა.მისდა გასაკვირად დასთანხმდა და ოთახამდე მიაცილა.საშინელი სუნი იდგა.კედლები თეთრი ფერის,ფანჯრებზე გისოსები,თითქოს ვინმეს შეეძლოს აქედან გაღწევა.დერეფანში ორი-სამი მეთვალყურე მაინც იდგა.დერეფნები უზარმაზარი და წვრილი.კედლები დაობებული და ნესტიანი.მთელი საავადმყოფო გაჟღენთილი იყო ნესტის სუნით.ჰაერი ბინძური და საშინლად მძიმე.გარეთ ასეთი სილამაზე და სამოთხე,შიგნით კი ჯოჯოხეთი.ირგვლივ საშინელი ხმები ისმოდა.უცნაური კივილი,ღრიალი,ბღავილი და ტირილი.ისე იყო ერთმანეთში არეული ვერ გაარჩევდი რა,რა იყო.ოთახში მისულს არც ისე სახარბიელო მდგომარეობა დაუხვდა.კედლები თეთრი იყო.აქ იქ ჩამოშლილი.ისე იყო დაზიანებული,ოთახი საჭადრაკო დაფა გეგონებოდა.მხოლოდ ერთი რკინის ძველებური საწოლი იდგა.ასეთი საწოლი სოფელში ჰქონდა ნანახი.როგორ უყვარდა მასზე ხტუნავი,ხშირად უყვიროდა ბებია არ გაეფუჭებინა.როგორ მოენატრა ის დრო,როდესაც ოჯახი ყავდა.მათთან გართობა მოენატრა.ტკივილი და ტირილიც.ოთახს თვალი კარგად მოავლო,განსხვავებული და საინტერესო ვერაფერი იპოვა,საწოლზე გაწვა,რომელიც საკმაოდ მოუხერხებელი იყო.ყოველ გადატრიალებაზე საშინელ და უცნაურ ხმებს გამოსცემდა.თვალები დახუჭა და ჩაეძინა.როგორც ჩანს,ვახშამზე არ გააღვიძეს.საშინელი სირენის ხმა გაიგონა,რომელმაც ამცნო გაღვიძების დრო.მაშინვე წამოდგა და წამლების პუნქტში გაეშურა.საკითხავია რა უნდოდა იქ?უბრალოდ დღის განრიგს ასრულებდა.ჩადგა იმ უზარმაზარ რიგში,რომელიც ასე გულმოდგინედ ელოდა წამალს.ერთ-ერთი პაციენტი გაჯიუტდა და წამლების გამცემ გოგოს ჩხუბი დაუწხო.მინას მუშტებს ურტყამდა.ზედამხედველებმა წამალი პირში ძალით ჩატენეს,გაკოჭეს და წაიყვანეს.მისი რიგიც მოვიდა,წამალი და პატარა თეთრი ჭიქა მიაწოდეს.წამალი გადაყლაპა.შესამოწმებლად პირი გააღო,ენა ზემოთ-ქვემოთ აწია და ადგილს გაეცალა.კარგა მანძილის მოშორების შემდეგ პირიდან წამალი გამოიღო და გადააგდო.საინტერესოა სად დამალა.იქ სადაც პატარა წამალი დაეტეოდა.სასაუზმე ოთახში ჩავიდა,როგორიც დაწესებულებაა,ისეთივე საჭმელი ქონდათ,რაღაც წებოვანი ფაფა,ხილი,წვენი და პური.საუზმის შემდეგ რა თქმა უნდა ეზოში გავიდა.მოუთმენლად ელოდა სადილის მოსვლას.გამომძიებელს და ფსიქიატრს უნდა შეხვედროდა.დადგა ნანატრი დრო,უცებ ისადალა დ პირდაპი ფსიქიატრისკენ წავიდა.სჯეროდა,ვინმე ნორმალური შეხვდებოდა და აქედან გაიყვანდა.ექთანმა კაბინეტამდე მიაცილა.შიგნით დატოვა და თვითონ გარეთ დაელოდა.ელოდა,ომ ფსიქიატრი ორმოცდაათი-სამოცი წლის კაცი იქნებოდა.მაგრამ სადღაც ოცდაშვიდი-ოცდარვა წლის მამაკაცი დახვდა.მაღალი,შავგვრემანი,მუქი ყავისფერი თვალებით,რომელიც თითქოს შავში გადაიოდა.ერთი სიტყვით საკმაოდ სიმპატიური.მის გვერდით მასზე უფროსი დაახლოებით ოცდაჩვიდმეტი წლის კაცი იჯდა.მაშინვე მიხვდა ვინ,ვინ იყო.ცოტა არ იყოს იმედი გაუჩნდა.
-მობრძანდით!მანდ რას ელოდებით?
-არა არაფერს.
-კარგი,მაშინ დაბრძანდით დავიწყოთ.პირველ რიგში გაგეცნობით.მე დემეტრე კვარაცხელია ვარ,ოცდარვა წლის და მე თქვენი ახალი ფსიქიატრი ვარ.
-მე გიგა ჟღენტი ვარ,დეტექტივ-გამომძიებელი.მე ვარ ვალდბებული,ყოველი დეტალი,რომელსაც იტყვით მე გამოვიძიო.
-ერთი რამ მაინტერესებს.
-გისმენთ.
-მე ხომ უკვე გამსინჯეს არა?
-დიახ,მაგრამ არის რარაც საეჭვო ფაქტები,რომლებსაც ახსნას ვერ ვუძებნი.--გიგა--
-გასაგებია.
-მოდი მე შეკითხვებს დაგისვამთ,ხოლო გიგა ჩაინიშნავს.პირველ რიგში მინდა სულ პატარაობიდან დაიწყოთ.მოყვეთ თქვენი ხასიათის შესახებ.მანამდე გაგვეცანით.
-მე კატო ახვლედიანი ვარ .ოცდაერთი წლის.ვსწავლობდი(ვსწავლობ) ჯავახიშვილში,სამართლის ფაკულტეტზე.
-საინტერესოა,გამოდის რომ იცოდით რა შედეგი მოყვებოდ მკვლელობის ჩადენას?
-დიახ ვიცოდი.
-გააგრძელეთ.
-ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა რვა წლამდე.
-და რვამდე რატომ?
-ჩემი ძმა ხუთი წლის გახდა,აზროვნება დაიწყო.ყველაფერს აცნობიერებდა რაც მის ირგვლივ ხდებოდა.არ ვიცი რატომ,მაგრამ აშკარად ვძულდი.ყველაზე მეტად ვერ მიტანდა.მე ბავშვური გართობა მეგონა მისი ყველა ქმედება.დაბადების დღეებზე ყოველთვის საშინელ რაღაცეებს მჩუქნიდა.მე არ ვიმჩნევდი,თან ჩემი მშობლებიც მას იცავდნენ.ბევრჯერ დაუშავებია.ბევრი რამ გაუფუჭებია,ყველაფერს მე მაბრალებდა.რადგან უფროსი ვიყავი ყველაფერს მე ვასწავლიდი.ჩემს მეათე დაბადების დღეზე ბალიშის ქვეშ მკვდარი კატა დამიდო.ჩემმა კივილმა მთელი სახლი ააწიოკა.ჩემმა ძმამ ესეც მე დამაბრალა,თითქოს მე ვასწავლე.იმ დღიდან გავაცნობიერე ჩემი ძმის საქციელი და მას შემდეგ ვეღარ ვიტანდი.ყოველთვის ვცდილობდი თავიდან მომეშორებინა.ერთხელ ვცადე,მაგრამ გულმა არ მომცა ამის გაკეთების უფლება.სახლიდან შორს დავტოვე,მაგრამ უკან წამოვიყვანე.მთელი გზა ვეხუტებოდი,ძალიან შეშინებული და დათრგუნული იყო.მეც ეს მინდოდა,მაგრამ შემეცოდა.მას,რომ რამე მოსვლოდა თავს ვერ ვაპატიებდი.დედასთან და მამასთან ჩამიშვა,რა თქმა უნდა მათ დამსაჯეს,მაგრამ მე მხოლოდ ჩემი ძმის კარგად ყოფნა მაინტერესებდა.სულ არ მაინტერესებდა,თუ ინტერნეტთან და მეგობრებთან კონტაქტს ამიკრძალავდნენ.მხოლოდ სამი თვე მომიწია ასე ყოფნა.შემდეგ დავუბრუნდი ცივილიზებულ სამყაროს.მას შემდეგ,ძალიან უჟმური გავხდი ყველას ვეჩხუბებოდი ვინც რამეს ვეტყოდი.ჩემი ძმის საქციელმა გამათამამა.ვინც ცუდს ლაპარაკობდა ჩემზე ყველას ისე ვექცედოი,როგორც საჭირო იყო.ჩემს დაჩაგრულ სკოლელებსაც ბევრჯერ დავეხმარე.ჩემს ძმასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე,ბევრჯერ ეცადა ჩემს შემორიგებას,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.არ ვიცი შემორიგების ასეთი სახე ქონდა თუ კიდევ უნდოდა ჩემი გამწარება,ჩემს ოტახში შეიპარა,ჩემი ნივთები აიღო და გადამიყავრა.ტანსაცმელი დამიწვა.მიწაზე მაპატიე მოხაზე და ისე.რა თქმა უნდა გავბრზადი,მაგრამ არაფერი მითქვამს.რამდენიმე დღეში მთაში მივდიოდით და იქ ვასწავლიდი ჭკუას.ღამით ტყეში დავტოვე.მე უკან დავბრუნდი და მშვიდად დავიძინე.დედაჩემმა და მამაჩემმა ძებნა დაუწყეს.ვერსად იპოვეს,რა თქმა უნდა შემეცოდა და ყველაფერი მოვუყვი.ბევრი ვეძებეთ,იმ ადგილას სადაც დავტოვეთ არ დაგვხვდა.ტყეში ყველგან მგლების ყმუილი ისმოდა,საშინელი ღამე იყო.ბუების და ჭოტების კივილი აყრუებდა ყველაფერს.ძალიან მეშინოდა,როგორ მინდოდა ჩემი ძმა არ დამეტოვებია?ბევრი ძებნის შემდეგ დათვის ბუნაგში ვიპოვეთ,საბედნიეროდ ზამთარი იყო და დათვს ეძინა.ჩემი ძმა ფთხილად გამოიყვანეს.მასთან მივედი ჩასახუტებლად,მაგრამ მშობლებმა მომაცილეს.არც ჩემი ძმა მეკარებოდა.მეორე რესვე დავბრუნდით უკან და ფსიქოლოგთან მიმიყვანეს.მისი გადაწყვეტილებით ძნელად აღსაზრდელთა სკოლაში გამიშვეს.ყველაზე საშინლად ალბათ,მე მექცეოდნენ.ყველა მამცირებდა,ვიცი ძლიერი გავხდი და გიკვირთ თავს რატომ არ ვიცავდი,მაგრამ სურვილი აღარ მქონდა.ჩემს ძმაზე ვფიქრობდი,ძალიან მინდოდა მისი ნახვა.ყველაზე მეტად ახლა მისი ჩახუტება მინდოდა.მისი პატარაობა,გამახსენდა.სამი წლის ვიყავი,მაგრამ მისი პატარა თითები მახსოვს.მახსოვს როგორ ვეთამაშებოდი მათ.მომენატრა ის დრო,როდესაც მე და გეგა კარგად ვიყავით.სკოლას ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი.აქ გაძლების სურვილი ორმა ადამიანმა მომცა.ნინა ლაშხმა და მარიამ ძნელაძემ.ნინა ჩემნაირი გოგონა ყო.მასაც იგივე ქონდა დაშავებული რაც მე.ოღონდა იმ განსხვავებით,რომ ის კლასელს მოექცა ცუდად.მე და ნინა დავმეგობრდით.ნინა მამაჩემის მეგობრის სანდროს შვილი აღმოჩნდა.ძალიან გამიხარდა,ძია სანდრო ხშირად მოდიოდა ჩვენთან.ნინასაც ხშირად ვნახავდი(როდესაც აქედან გავაღწევდით).მარიამი დამლაგებელი ქალი იყო.დაახლოებით სამოცი წლის.ორივეს ისე გვექცეოდა,როგორც საკუთარ შვილიშვილებს.ჩუმად მოქონდა ჩვენთვის ტკბილეულობა.ორივეს მასთან ყოფნა გვიყარდა.ჩვიდმეტი წლის ასაკში ჩემ და გასკვირად მშობლებმა წამიყვანეს.გეგას ყველაფერი მოუყოლია,რასაც „მიჩალიჩებდა“.ბევრი უხვეწნია ჩემ გამოშვებაზე.ძალიან გამიხარდა ჩემი ძმის ასეთი ქცევა.ყოველთვის ვიცოდი რომ ვუყვარდი.სახლში მისული,მასინვე ჩემი ძმის ოთახში გავიქეცი.შევვარდი და მთელი ძალით ჩავეხუტე.მთელი ნახევარი საათი ვეხუტებოდი,სანამ არ გავგუდე.არ ვიცი მე მეჩვენებოდა თუ ასე იყო,მაგრამ ერთ წელში გაზრდილა.ვერავინ იფიქრებდა თოთხმეტი წლის თუ იყო.მიუხედავად ამისა,ლოყები დავუკოცნე და მის საწოლზე წამოვგორდი.ყველაფერი გავიხსენეთ,რის გამოც ერთმანეთს ვაწყენინეთ.ყველაფერი ვაპატიეთ და ცხოვრება გავაგრძელეთ.ნინას ერთი წელი დააგვიანდა.სანდრო ძიას მეც და გეგაც ვეხვეწებოდით,მაგრამ არაფრით არ გამოიყვანა.მისი გამოსვლის დღეს,მეც და გეგაც ველოდით.როგორც იქნა გამოვიდა.ერთმანეთს მონატრებულებმა ჩავეხუტეთ.ჩემი ძმა გავაცანი,ძალიან მოეწონა და მალევე დამეგობრდნენ.ჩვენ სამნი მალე საუკეთესო მეგობრები გავხდით.ალბათ იცით,ბიჭის ცხოვრებაში თექსმეტი წელი,როგორი წელიცაა.მთელი წლის მანძილზე მე და ნინა ხან ერთი გოგოდან მოვათრევდით დალურჯებულს,ხან მეორეს.ხშირად დავცინოდით,მის დალურჯებულ კისერზე.თავიდან ბრაზდებოდა,შემდეგ კი გყვებოდა სიცილით იგუდებოდა.შემდეგ,როგორც ჩანს,ძამიკოს მექალთანეობა დასრულდა.ერთი გოგო ძალიან მოსწონდა,გიჟდებოდა.მერი ერქვა,ძალიან ლამაზი და ნაზი გოგო იყო.გარეგნულად ასე ჩანდა,მაგრამ ბიჭები,როგორც კი უახლოვდებოდნენ მის კლანჭებს აჩენდა.ჩემი ძმა სიყვარულის ცეცხლით იწვოდა,ადგილს ვეღარ პოულობდა.მე და ნინას შეგვეცოდა და გადავწყვიტეთ,ჩვენ მოგვეგვარებინა მისი პრობლემა.სიყვარულის ახსნაში ჩვენ დავეხმარეთ.მისი ბინის წინ ცეცხლიტ დავწერეთ „მიყვარხარ!“.თავიდან მერი ხმას არ ცემდა.ჩვენ გვეგონა ყველაფერი ტყუილად ვიწვალეთქო,მაგრამ თურმე კიბეებზე ჩამორბოდა.ჩემს ძმას გახარებული შეაფრინდა.ერთმანეთს კოცნა დაუწყეს,მე და ნინა ერთმანეთშ გაკვირვებულები ვუყურებდით.მერი,რომელიც ორ მეტრიან კლანჭებს იყენებდა ბიჭების მოსაშორებლად ახლა ჩემს ძმას კოცნიდა.ნუ იმ ღამის პოლიციაში გათენება კი მოგვიწია,მაგრამ წვალებად ნამდვილად ღირდა.მეოთხე წევრი შემოემატა ჩვენს სამეგობროს.თავიდან მე და ნი მერის თვალს არ ვაცილებდით,დეტექტივებივით უკან დავყვებოდით და ვუთვალთვალებდით..კატოს სახეს ცრემლები ასველებდა,მთელი მონოლოგის პერიოდში გაუაზრებლად მოდიოდა მისი თვალებიდან ცრემლები.
-ამ ისტორიაში ერთხელაც არ გიხსნებია შენი ტყუპისცალი.
-დიახ,ის ამ დროს ჩვენთან ერთად არ იყო.შემდეგ გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში.
-მაშინ დღეისთვის დავასრულეთ.ხვალ გავაგრძელებთ დანარჩენს.
-ნახვამდის!
ვახშამს მივუსწარი,ოთახამდე ისევ ექთანმა მიმაცილა.სანამ მივიდოდთ გადავწყვიტე გამეცნო.
-ისე აქ თუ უნდა ვიყო,არ ჯობია ერთმანეთს ვიცნობდეთ?
-შენ არ გაქვს უფლება ვინმეს იცნობდე.ყველა თანამშრომელს და პაციენტს აკრძალული აქვს შენთან მოახლოება.
-მითხარი,გეფიცები არავის ვეტყვი.
-მე სოფია მქვია.
-სასიამოვნია!შენ სულ ჩემი ექთანი იქნები?
-დიახ,მე თქვენი ექთანი ვიქნები.
-ძალიანაც კარგი.ამ ჯოჯოხეთში ერთადერთი კარგი ადამაინი ხართ.
-მადლობა.ეხლა კი ოთახში შედით.
-ნახვამდის!
საშინელ საწოლზე წამოწვა,თვალები დაჭყეტილი ქონდა,სანამ საჭირო პოზა არ მიიღო მანამ არ ჩაეძინა.დილით ისევ სირენამ გააღვიძა.სადილამდე ეზოში იყო,ისევ იმ უცნაურ გოგონას უყურებდა,როგორ აინტერესებდა ვინ იყო.საშუალება,რომ ქონოდა ეხლავე მასთან გაჩნდებოდა და ყველაფერს კითხავდა.სადილი გემრიელად მიირთვა და ექიმის კაბინეტისკენ გაეშურა.ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო.იმედი ჩაესახა,რომ აქედან გავიდოდა.ბოლო-ბოლო მისი ფიცი ქონდა შესარულებელი.ჰო,ფიცი დადო იმ დღეს,როცა მშობლები მოუკლეს.აუცილებლად დაიჭერდა მარიას და ჭკუას ასწავლიდა,სამაგიეროს ზუსტად ისე გადაუხდიდა,როგორც მისას მოექცა.კაბინეტისკენ კვლავ სოფია მიაცილებდა.ჯერ არ იყვნენ მოსულები,ამიტომ ოთახში დაელოდა.მხოლოდ ახლა დააკვირდა ოთახის კედლებს,რომლებიც ფერადი და ლამაზი იყო.ოთახში მდივანი და რამდენიმე სკამი იდო.ცოტა ხანს დააგვიანდათ,კატო კი ფეხის ბაკუნით და ხელების ფშვნეტით ირთობდა თავს.როგორც იქნა მოვიდნენ.
-ბოდიში დაგვიანებისთვის.
-ვიდეო მასალა გადავამოწმე,სიმართლე უნდა ითქვას.ბაღის ბავშვიც კი მიხვდება,რომ შენ მკვლელი არ ხარ.ჩვენ გვჯერა შენი ტყუპისცალის არსებობის.
-ძალიან კარგია,მაშინ სასამართლო დავნიშნოთ.
-სამწუხაროდ,ყველაფერი ისე მარტივად არ არის როგორც გგონია.საკმარისი მასალა არ არის,თანაც ვიღაცამ ვიდეოები წაშალა.თუ არის სადმე ისიც შეცვლილი სახით.მხოლოდ ჩვენ გვაქვს მისი ორიგინალი სახე.
-ცუდია.
-ჯობია გავაგრძელთ.
-რაღა აზრი აქვს?ისედაც ვერაფერს ვშვებით.
-რაღაც იქნება რაც გამოგვადგება სამხილად ან მოწმედ.ეხლა შენს დაზე მოყევი.
-ჩემი და პირველად დედამ მაშინ ახსენა როდესაც რვა წლის ვიყავი.მას მერე სულ იძახდა,რომ მე ტყუპისცალი მყავდა.მამა არ უჯერებდა.ეუბნებოდა:
-ნათია გეყოს.შენც კარგად იცი რომ მხოლოდ ერთი გოგონა გვყავს და ისიც კარგად იცი,რომ ექოსკოპიაზეც ასე გითხეს.
-მეყოსს!შენ რა გესმის.შენ ხომ ცხრა თვე მუცლით არ გიტარებია.შეიძლება ექოსკოპიამ და მშობიარობამ აჩვენა,რომ ერთი იყო,მაგრამ მე ვიცი,რომ ორნი იყვნენ და ერთი მშობიარობის დროს ექიმმა მომპარა.
-სასაცილოა ექიმმა,რომელმაც გამშობიარა ჩემი საუკეთესო და ბავშვობის მეგობარია.ასე,რომ ვთქვათ ტრუსიკის ძმაკაცია და შენ გგონია ის ამას გააკეთებდა.მე გამიკეთებდა?არა არასოდეს.შენ ჩემი ძმაკაცები არასოდეს მოგწონდა ,განსაკუთრებით ვალე.
-არაფერიც შენი ძმაკაცები მომწონს,მაგრამ ვალე ნამდვილად არ მომწონს.მან ჩემი შვილი მოიპარა.
-კარგად იყავი.მე შენი მოსმენის ნერვები არ მაქვს.ხვალამდე სახლში არ მოვალ.
-რააა?! ყოველთვის მსგავსი დიალოგებით ჩხუბობდნენ.ამ ჩხუბს ხშირად ვუსმენდი.არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს ამის მჯეროდა.ხშირად ჩემს ფიქრებში ათას ისტორიას ვთხზავდი სადაც მე და ჩემი ტყუპისცალი და ვმონაწილეობდით.ყოველთვის ვოცნებობდი რომ და მყოლოდა.ვოცნებობდი რომ მე და ის ერთად ბევრ თავაგადასავალს გავივლიდით.სკოლაშიც დამეხმარებოდა და საერთოდ კარგი იქნებოდა,რომ მე და მყოლოდა და ეს ოცნება ამიხდა.დედას ნათქვამი მართალი აღმოჩნდა.მე და ნამდვილად მყავდა.
-და საიადან გაიგეთ??
-ალბათ გახსოვთ.დაახლოებით 2 წლის წინ ****** საავადმყოფოში გინეკოლოგიაში ექიმი დააკავეს.რომელსაც ბრალად ბავშვების გაყიდვა ედებოდა.
-დიახ მახსოვს.
-სწორედ იმ კაცმა ამშობიარა დედაჩემი.ის კაცი მამაჩემის ძმაკაცი ვალე იყო.დედამ რაც ეს ამბავი გაიგო მამაჩემს უყვიროდა ხომ გეუბნებოდი ის არისთქო.მამა მეორე დღეს სადღაც წავიდა,რომ მოვიდა დედას უთხრა რომ ციხეში იყო.კაბინეტში შეიყვანა.ალბათ მე რომ არ გამეგო,მაგრამ ერთი საიდუმლო ადგილი ვიცოდი.კარადის უკან გამოჭრილი იყო კედელი და იქ დავიმალე და მათ ლაპარაკს მოვუსმინე.
-ნათია დღეს ციხეში ვიყავი და ვალე ვნახე.
-და რა გითხრა?
-რა მითხრა!ამის კითხვას საერთოდ როგორ მიბედავ!ამდენი წელი მატყუებდი!
-რააა?!საიდან მოიტანე რომ გატყუებდი.
-აბა კარგად დაფიქრდი იქნებ,სანამ ცოლად მოგიყვანდი რაღაც ჩაიდინეეე
-არა მე არაფერი არ ჩამიდენია(დედა ტიროდა.ძალიან შემეცოდა)
-არ დაგიშავებია(მამამ ისე გადაიხარხა ძვლები გამეყინა შიშისაგან).სანამ ცოლად მოგიყვანდი ვალესთან გქონდა ურთიერთობა,მისგან დაფეხმძიმდი.იმ დროს ძალიან უჭირდა და ვერ გაბედა,რომ ცოლად მოეყვანე.თან როცა გაიგე როგორც ცხოვრობდა სახეში შეგიფურთხებია და უშვერი სიტყვებით გილანძღია.შენ მაშინ გამიცანი ვალემ,როცა ჩემთან მოგიყვანა.ერთ საღამოს კი ძალიან მთვრალი ვიყავი და საწოლში შემომიგორდი.ერთი თვის შემდეგ კი მითხარი,რომ ფეხმძიმედ იყავი.ამიტომ ვერ იტანდი ვალეს,გეშინოდა რომ სიმართლეს იტყოდა.მე არ მწყდება გული რომ ამდენი წელი საკუთარ ძმაკაცის შვილს ვზრდიდი.მე ის ისე მიყვარს როგორც საკუთარი და მას მისი კა*ხპა დედის შეცდომას არასოდეს ვეტყვი და სხვათა შორის ისიც მითხრა,რომ მეორე ქალიშვილი მართლა გყავდა.მაგრამ მან წაიყვანა.უნდოდა რომ ერთი ქალიშვილი მაინც გაზრდილიყო მასთან.მამა გაბრაზებული გარეთ გავარდა და დედა ოთახში მარტო დატოვა.
-დედა საშინლად ტიროდა.მუხლებზე დაეცა მთელი ოცი წუთი ასე იყო.ძალიან შემეცოდა მინდოდა მასთან მივსულიყავი და მაგრად ჩავხუტებოდი.მაგრამ მე თვითონაც შოკში ვიყავი.გამოდის მამა რომელიც ამდენი წელი მზრდიდა ნამდვილი მამა არ არისს?მაგრამ ის მაინც ჩემი მამა იყო მან გამზრდა.როდესაც ვტიროდი ის მამხირულებდა.ყოველთვის ჩემს გვერდით.დედაზე მეტადაც კი ზრუნავდა ჩემზე.ამიტომ ის არის ჩემი ნამდვილი მამა და არა კაცი,რომელმაც და მომპარა.წამართვა და რომელზეც ამდენი წელი ვოცნებობდი.ძია ვალე ყოველთვის მომწონდა როდესაც მოდიოდა სულ ვეთამაშებოდი,მაგრამ ეხლა ყველაზე მეტად მძულდა,მან ჩემი და მოიპარა და მასთან დამაშორა.
-შენმა მშობლებმა თუ გააკეთეს რამე იმისთვის რომ შენი და ენახათ?
-მამა ორი კვირა ხმას არ ცემდა დედას.დედა სულ ემუდარებოდა,რომ შერიგებოდა.მაგრამ აბა როგორია როდესაც იგებ რომ საყვარელმა ქალმა მოგატყუაა თან ვისთან ძმაკაცთან.მაგრამ როგორც ჩანს მამას მოწყინდა და დედას შეურიგდა.ერთი თვე ხმა არ ამოუღიათ ამ თემაზე არც ჩუმათ და არც ისე.შემდეგ კი მამა ჩემთან მოვიდა დასალაპარაკებლად.
-კატო,უკვე დიდი ხარ და შეიძლება ამის თქმა მაგრამ ახლა რასაც გეტყვი ძალიან გატკენს მაგრამ იცოდე რომ მე ყოველთვის შენ გვერდით ვარ და ყოველთვის დაგეხმარები.
-გისმენ მამა,მითხარი.
-ჯერ დაჯექი.
-კარგი ეხლა დაიწყე.
-კატო მომისმინე.ალბათ გახსოვს დედა რომ იძახდა კატოს ტყუპისცალი ყავსო.
-კი როგორ არ მახსოვს სულ ეჩხუბებოდი რომ ცრუობდა და ეჩვენებოდა.
-ვიცი მაგრამ ვნანობ.რაც დედამ თქვა მართალია შენ ტყუპისცალი გყავს.
-ანუ ეს კარგი ამბავია და ამაში რა უნდა მეტკინოს.(თავს ვიკატუნებ თითქოს არაფერი ვიცი)
-კატო ძალიან გთხოვ აღარ შემაწყვეტინო.მომისმინე,იცი ამის თქმა ცოტა რთულია მაგრამ მაინც უნდა გითხრა.
-ვიცი მამა შენ ჩემი ბიოლოგირი მამა არ ხარ.ისიც ვიცი რომ ჩემი ბიოლოგიური მამა ძია ვალეა.
-მოიცა შენ საიდან იცი?
-შენი და დედას ლაპარაკს მოვუსმინე და მინდა იცოდე რომ შენ ხარ ჩემი ნამდვილი მამა და არ ის . მამა ჩამეხუტა და სახე სულ დამიკოცნა.
-მიხარია შენგან ჩემო გოგო ამის მოსმენა.
-იცი რა მამაა.ისე ურიგო არ იქნებოდა ჩემი და მოგვეძებნა და ერთად გვეცხოვრა.
-კარგი მაგრამ მან იცის რომ მისი მამა ვალეა.
-არა უშავს,როცა გაიგებს შენ როგორი ხარ შენც შეგიყვარებს.
მამამ იმ დღეს კულონი მაჩუქა.წარწერით პრინცესა.ყველაზე მეტად მიყვარდა,აქ კი მომხსნეს და შეინახეს.ერთადერთი რამ დამრჩა მშობლებისგან,მინდა რომ დამიბრუნდეს.მამას იმ დღესვე ვთხოვე ჩემი დის მოძებნა.მამა ვალესთან მივიდა,მაგრამ არაფერი თქვა სად წაიყვანა ბავშვი.ერთი გვითხრა,რომ მასთან აღარ ცხოვრობდა.ბავშთა სახლებში,საავადმყოფოებში და ყველგან სადაც ბავშვებს მიიღებდნენ შევამოწმეთ.ვერსად ვიპოვეთ.ხუთი ტვის განმავლობაში ვერაფერი გავაკეთეთ,კერძო დეტექტივიც დაიქირავა მამამ,მაგრამ ვერც მან მოძებნა.ერთ დღეს ოჯახი თბილისის ზოოპარკში ვიყავით სასეირნოთ,თითქმის მთელი ქალაქი შემოვიარეთ იმ დღეს.ჩემმა ძმამ აიჩემა სუპერმარკეტში შესვლა და ჩიფსების ყიდვა.მეც მინდოდა რაღაცეები,მე და ჩემი ძმა სექციებში დავრბოდით და რაც გვყვებოდა ყველაფერს ვყრიდით შიგნით.ჩემი ყურადღება გოგონამ მიიქცა,ჩემი ტოლი იქნებოდა,მე და ჩემს ძმას გვიყურებდა,თუ როგორ ვავსებდით კალათას.თვითონ მხოლოდ პური იყიდა და წავიდა.შემეცოდა,მინდოდა შოკოლადები მიმეცა,მაგრამ მეც არ მქონდა თანხა გადახდილი.საკუთარი ფული ჯიბეში მქონდა,რამდენიმე ცალი ავიღე და ფული გადავიხადე.ჩემი ძმა კუდივით ამეკიდა,მშობლებს მოუსწრიათ ტანხის გადახდა და უკან დაგვედევნენ.ხიდამდე ვირბინე,ბევრი ვეძებე,მაგრამ ვერ ვიპოვე.გამვლელებს ვეკითხებოდი,მაგრამ უხეშად მიშორებდნენ.ერთ-ერთ მათხოვარს ვკითხე და მან მიპასუხა.
-შემთხვევით გოგონა,ხომ არ გინახავ?დაახლოებით ჩემი ტოლი,დაძონძილი ტანსაცმელი აცვია,სახეზე კი კაპიშონი აქვს ჩამოფარებული.
-იცი,რა გოგონა,ეგ გოგო დიდი ხანია აქ არის.ის ყოველთვის აი იმ ბინებთან,რომ ბუნკერებია იქ იძინებს და მგონი თვქენ მას ძალიან გავხართ.
მისი ბოლო სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,მეც და გეგაც ბინებისკენ გავიქეცით.მალევე ვიპოვეთ.პურს გემრიელად შეექცეოდა,გვერდით პატარა ლეკვი ყავდა,პურს მასაც უყოფდა.მასთან მივედი და შოკოლადები მივეცი.სახეზე,რომ შევხედე,მხოლოდ მაშინ გამახსენდა,მათხოვრის ნათქვამი.გაკვირვებული და გახარებული ვიყავი.და რომელსაც ვეძებდი,ჩემს წინ იჯდა.ისიც გაოცებული თვალები მიყურებდა.გონს მალე მოვეგე და მაგრად ჩავეხუტე.სულ არ მაინტერესებდა,რომ ნაგვის სუნი ასდიოდა.ხელებით მომიშორა და გაბრაზებული სახით შემომხედა.
-შენ ვინ ხარ და რა გინდა?
-მე შენი ტყუპისცალი ვარ.
-მე და ან ოჯახი არ მყავს და არც მსურს მყავდეს.
-კარგი რა?ამას რატომ ამბობ?ჯერ ეს ერთი ერთმანეთს ძალიან ვგავართ-გაჭრილი ვაშლებივით,ნებისმიერი მიხვდება,რომ ტყუპები ვართ.
-მერე რა,რომ ვგავართ?მე არ მინდა და?წადი.
-მე მინდა და.იცი რამდენხანს გეძებე?აქედან მანამ არ წავალ სანამ შენც არ წამოხვალ.
-რატომ უნდა წამოვიდე?მე ხომ არავის ვუნდოდი?
-საიდან მოიტანე?
-აბა ქუჩაში რატომ ვარ?პატარაობიდან აქ ვიზრდები.
-მომისმინე დედამ და მამამ არ იცოდნენ.საავადმყოფოში გაგყიდეს.
-ხო იცი დავიჯერე.
-წამომყევი და იმ ექიმს გაჩვენებ ვინც ასე მოგექცა.თან ეხლა ციხეში ზის.დააპატიმრეს იმის გამო რაც ჩაიდინა.
-ვთქვათ დაგიჯერე მერე?
-მერე ის რომ შენ ჩემთან ერთად წამოხვალ და იმ დამსახურებულ ბედნიერებას და ოჯახს მიიღებ რაც გეკუთვნოდა.
-ვთქვათ დაგთანხმდი?შეიძლება მიკი წამოვიყვანო?
-რა თქმა უნდა შეიძლება.
-მაშინ წამოვალ.
-ჯერ გამეცანი.მე კატო მქვია,ეს ჩვენი ძმა გეგაა.
-მე მარია მქვია და ის უფროსია თუ უმცროსი?
-უმცროსი.
-ცუდია,ყოველთვის უფროსი ძმა მინდოდა.
-რა ვქნათ ჩვენ დავიბადეთ პირველები.ეხლა კი წავიდეთ,დედას და მამას შენი ნახვა გაეხარდებათ.მანქანამდე ძლივს მივედით,დედა და მამა ცოფებს ყრიდნენ.
-გოგო თქვენ სულ გააფრინეთ ხო?სად გარბოდით რომ გარბოდით?
-დედიკო იცი ჩვენ ვინ ვიპოვეთ?
-კი ვუყურებ გეგას,რომელსაც ხელში პატარა ლეკვი უჭირავს.
-კიდევ ვიღაც ვიპოვეთ.
-მორჩი ამდენ ტლიკინს და დროზე თქვი.
-ნათია,შვილს რანაირად მიმართავ.მიდი თქვი ჩემო პრინცესა.
-მამიკო მე ჩემი დაიკო ვიპოვე.გეგას და ჩემს უკან ამოფარებული მარია გამოვიყვანეთ და მშობლებს წარვუდგინეთ.მამაჩემი როგორც წესი გაოცებით დიდად ვერ გაოცდა,მაგრამ მაშინვე მარიასთან მივიდა გულში ჩაიკრა.
-ძალიანაც კარგი,გამოდის ორი პრინცესა მეყოლება.
მამა პატარა ბავშვივით ბედნიერი იყო.ყოველთვის უნდოდა მეორე ქალიშვილი,მაგრამ საუბედუროდ დედას გეგას მშობიარობის შემდეგ საშვილოსნო ამოკვეთეს.ახლა კი ბედნიერი იყო,მართალია პატარა და ლოყებ ფუმფულა არ იყო,მაგრამ მაინც უხაროდა.დედა როგორც იქნა გონს მოეგო,ნელი ნაბიჯებით წამოვიდა მარიასკენ.მის წინ გაჩერდა,რაღაცას ფიქრობდა,შეიძლებოდა თვალს ავლებდა როგორი იყო,არ ვიცი.უცებ სახე გაუბრწყიდა და ჩაეხუტა.მარიას ძალიან ბედნიერი სახე ჰქონდა.მანქანაში ჩავსხედით და სახლში წავედით.გზაში მისი ისტორია მოგიყვა.ორი წლის ასაკიდან ქუთაისში ქუჩაში იზრდებოდა,ციგნები ზრდიდნენ.შემდეგ კი მისი გაყიდვა მოინდომეს.თერთმეტი წლის ასაკში მათგან გამოიქცა,როგორღაც აქამდე ჩამოვიდა და ქუჩაში დაიწყო ცხოვრება.მთელი ამ ხნის მანძილზე თავს მათხოვრობით ირჩენდა.ბევრი შეურაცყოფა და ტკივილი გადაიტანა.რამდენიმეჯერ სცემეს.სახლში როგორც კი მივედით მარიას ჩემი ტანსაცმელები ვათხოვე,ჩემს ოთახში მამას მეორე საწოლი შემოვატანინე.ჩემი ოთახი ძალიან მოეწონა.ძალიან ბედნიერი ვიყავი,ღამის ორ-სამ საათამდე ვჭორიკნობდით,ძილი საერთოდ აღარ მინდოდა.მამამ მისთვის ახალი ოთახი მოაწყო,მაგრამ მარიამ ჩემთან დარჩენა ამჯობინა.მას ნინა გავაცანი,ძალიან მოეწონა და დამეგობრდნენ.მომავალი სარძლო მერიც გავაცანით,თავიდან ეჭვის თვალით უყურებდა.ყოველ ფეხის ნაბიჯზე უთვალთვალებდა.მერე რომ მიხვდა კარგი გოგო იყო თავი დაანება.გეგას ხშირად ვაწვალებდით,ერთმანეთისგან ვერ გვარჩევდა და ხშირად ხდებოდა ჩვენი ხუმრობების მსხვერპლი.
-ამ ხნის მანძილზე იყო აგრესიული?
-არა არასოდეს.ის მხიარული და ძალიან წყნარი იყო ჩემგან განსხვავებით.ის მხოლოდ მკლელობამდე ორი დღით ადრე შეიცვალე.
-კონკრეტულად რაში გამოიხატა მისი ცვლილება?
-ძალიან ბევრ რამეში.უფრო უხეში და მკაცრი გახდა.ნელ-ნელა მე მემსგავსებოდა.უფრო და უფრო იკეტებოდა.მე აღარაფერს მეუბნებოდა.ვთხოვდი რამე მაინც ეთქვა,მაგრამ თავს მარიდებდა.ერთხელ მიყვირა კიდეც,რომ მისი ცხოვრება ჩემი საქმე არ იყო და ცხვირს ნუ ვყოფდი.ყყოველ ღამე სადღაც დადიოდა,დილით კი მთვრალი მოდიოდა,სასმლის სუნად ყარდა.ერთ დღეს უნივერსიტეტიდან ვბრუნდებოდი როდესაც მანქანით ვიღაცა ამედევნა.ყურადღება არ მიმიქცევია.კუთხეში შევუხვიე და გზა გავაგრძელე.ეს სისულელე რატომ გავაკეთე არ ვიცი.პირიქით ამ დროს ხომ პირდაპირ ხალხთან ერთად უნდა იარო? ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და გამომყვნენ,დამეწიეს და ჩემი დაჭერა სცადეს,მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ თვრამეტი წლის ასაკიდან კრივზე და კარატაზე დავდივარ.ადვილად გავუსწორდი.ერთ-ერთმა კისერში რაღაც გამიკეთა და გავითიშე.მერე რაც მოხდა არაფერი მახსოვს.თვალი რომ გავახალი მხოლოდ სიბნელე იყო.კარი გაიღო და იქედან ვიღაც შემოვიდა.სინათლე აანთო.თვალებს ვერ ვახელდი,როგორ იქნა გავახილე და ნანახისგან გავგიჟდი.ჩემს წინ ჩემი და იდგა და იცინოდა.გაოცებული ვიყავი.როდესაც ვკითხე თუ რა ხდებოდა უბრალოდ კიდევ უფრო ხმამაღლა და შემზარავად გაიცინა.
-მარია აქ რა ხდება ?
-რა უნდა ხდებოდეს მოგიტაცეს.
-ხომ მაგრამ შენ რა შუაშია ხარ?
-მე ვარ მათი მეთაური.მე დავავალე რომ მოეტაცებინე.
-რა?რატომ?
-იცი რატომაც.
-საიდან მოიტანე,რომ ვიცი?რატომ მომიტაცე მიპასუხე?რამე დაგიშავე და არ ვიცი?
-რამე დამიშავე?ყველაფერი დააშავე.
-ყველაფერი? მაინც რა დავაშავე?
-შენ დაგიტოვეს, ხოლო მე გამაშვილეს.მთელი ცხოვრება ტანჯვაში გავატარე.ვიღაც კაცმა მიშვილა,რომელიც ყოველდღე მცემდა,მიყვიროდა და მეჩხუბებოდა.სახლში ხშირად მკეტავდა,მაგრამ გაქცევას ვახერხებდი.ბოლო გაქცევისას სახლში აღარ დავბრუნდი და დღეს და ღამეს ქუჩაში ვატარებდი.დალევა მოწევა და ათასგვარი სისაძაგლე ქუჩაში ვისწავლე.შემდეგ ერთი კაცი გამოჩდა, რომელმაც თავის ბანდაში მიმიღო.გამწვრთნა და ნამდვილ ქურდად მაქცია.ნელ-ნელა მის რეალურ ბინზნესში, ნარკოტიკების გასაღებაში ჩავერთე, და ეს ყველაფერი შენ გამო.პირველი შენ რომ დაბადებულიყავი ახლა მე ბედნიერი ვიქნებოდი.
-ხომ აგიხსენით სიტუაცია?მტკიცებულებებიც გაჩვენეთ და რა ჩემი ბრალია მე თუ მეორე დავიბადე?მე მინდოდა რომ შენ წაეყვანეთ და ჩემთვის დაეშორებინე? რა სისულელეა.ყოველთვის ვოცნებობდი ,რომ და მყოლოდა შენ კი მეუბნები ,რომ ჩემი ბრალია.საიდან მოიტანე, რომ ჩემმა მშობლებმა გაგაშვილეს?მათ ორი წლის წინ გაიგეს რომ არსებობდი და ყველაფერი გააკეთეს შენს მოსაძებნად.მთელი ხუთი თვე გეძებდით და შემდეგ შემთხვევით გადაგაწყდი სუპერმარკეტში.მათხოვარმა მითხრა,სადაც იყავი და როგორ მგავდი.
-დიახაც ,შენმა მშობლებმა გამაშვილეს და მიმაგდეს. შემთხვევით გადამაწყდი არა?იქნებ საკაზად შემოვედი იმ მაღაზიაში?ის მათხოვარი ჩემი ბანდის წევრია და დახმარება ვთხოვე.ყველაფერი მოწყობილი იყო.
-ჩემმა მშობლებმა არა, მაგრამ ალბათ ჩვენმა ბიოლოგირმა მამამ კი გაგაშვილა.სხვათაშორის ასე გავიგეთ შენი არსებობის შესახებ.
-რას ნიშნავს ბიოლოგიურმა მამამ ბატონი დავითი ხომ ჩვენი მამააა...
-არა ის ჩვენი ნამდვილი მამა არ არის.დედა სანამ მამას ცოლად გაყვებოდა მანამდე მამის ძმაკაცათან ვალესთან იყო.მისგან დაფეხმძიმდა.მაგრამ მან არ ისურვა ბავშვის გაზრდა.დედამ კი მამა მოატყუა და გამოიყენა.ეს ყველაფერი ორი წლის წინ გავიგეთ, როცა ვალე დააკავეს.მან შენ მოგიტაცა და წაგიყვანა.მამას უთხრა რომ მას უნდოდა ერთი ქალიშვლი მაინც ყოფილიყო მასთან.
-ყოჩაღ ძალიან კარგ ისტორიებს თხზავ.თავიდან რატომ არ თქვი?იმიტომ რომ ტყულია.შენი არცერთი სიტყვის არ მჯერა.
-თუ არ გჯერა წადი ციხეში და მოინახულე ვალე.კითხე წლების წინ რა მოხდა და მერე ხომ დამიჯერებ?
-წავალ მაგრამ მას შემდეგ რაც შენს ოჯახს ამოვხოცავ.
-არა,შენ ამას არ გააკეთებ.მათ შენთვის არაფერი დაუშავებიათ.თუ შურისძიება გინდა მე მომკალი და მათ თავი დაანებე.ძალიან გთხოვ არ გინდა.
-იცი რა ძალიან მომწონს რომ მეხვეწები.უფრო კარგად შემეხვეწე და შეიძლება გადავიფიქრო.
-რაც გინდა იმას გავაკეთებ შენს ნებისმიერ სიტყვას დავემორჩილები, ძალაინ გთხოვ მათ არაფერი დაუშაო.
-არა,არ გამოგივიდა,ამიტომ გადავიფიქრე.მათ აუცილებლად დავხოცავ.
-მარია არ გინდა ძალიან გთხოვ.მარიაა! სინათლე ჩააქრო და წავიდა.დიდხანს ვყვიროდი ,რომ მათთვის არაფერი დაეშავებინა.ხელების გახსნა ვცადე, მაგრამ ამაოდ.დიდხანს ვიჯახირე.კუთხემდე ფოფხვით მივედი.იქ კი ბასრიანი საგანი ვიპოვე.თოკი გადავჭერი და გამოვიქეცი.საბედნიეროდ ჩვენი სახლის სარდაფში აღმოვჩნდი,კარები გავაღე.ეზოში გავვარდი,იმედი მქონდა, რომ მარიას ჯერ არავინ დაეხოცა.მაგრამ შევცდი,როცა გამოვედი პოლიცია მათ ცხედრებს ამზადებდა წასაყვანად.მათკენ გავიქეცი,მათ წინ ჩავიმუხლე და მათ სხეულებს ჩავეხუტე დახმამაღლა დავიწყე ბღავილი.არ ვიცი რამდენხანს ვიყავი.არც ის მახსოვს პოლიციამ როგორ წამიყვანა.როგორც იქნა გონს მოვედი და პირველი რაც მითხრეს ის იყო,რომ დაკავებული ვიყავი ჩემი ოჯახის ამოხოცვის გამო.სასამართლოზე ხმას ვერ ვიღებდი არც შევწინააღმდეგებივარ,არც თავის დაცვა მიცდია.მათ საერთოდ არ ვუსმენდი ჩემი გონება სხვაგან დაქროდა,მაგრამ კარგად გავიგე როგორ თქვეს ,რომ ფსიქიატრიულში გადამიყვანდენ.შემდეგ იმ ექიმს შევხვდი, რომელიც მხოლოდ თვითონ ლაპარაკობდა.მე ერთი სიტყვის თქმის შანსიც კი არ მომცა.
-თქვენი დის შესახებ პოლიციამ როგორ ვერ გაიგო?ის ხომ თქვენს გვარზე იყო რეგისტრირებული?
-არა.მამამ ვერ შეძლო საბუთების მოგვარება.მის ნამდვილ საბუთებს ეძებდა, მაგრამ ჩემი და იმიზეზებდა რომ ისინი ქუჩაში დაკარგა.
-ანუ არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს რომ შენი და არსებობს.
-რათქმაუნდა არსებობს, გლდანის მერვე დაწესებულებაში ვალე ზის.შეგიძლიათ მიხვიდეთ და მას კითხოთ ის კი პასუხს აუცილებლად გაგცემთ,ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს.
-ამას ჩავინიშნავ და გავარკვევ.რამდენიმე დღე ,შეიძლება თვეც კი დასჭირდეს ამის გამოძიებას.მაგრამ იმედი ვიქონიოთ,რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.ერთი კვირა არ ვიქნები.დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებთ.
-დანარჩენს ?კიდევ რა დარჩა მოსაყოლი ?ყველაფერი მოგიყევით.
-დარჩა რაღაცეები რაც უნდა მოყვე.
-როგორც გნებავთ.
-სოფია შეგიძლია პაციენტი თავის ოთახში წაიყვანო. ოთახისკენ ნელ-ნელა წავიდა,ოთახამდე,სანამ მივიდოდით სოფიამ უთხრა,რომ სხვაგან გადაიყვანეს.მისი ახალი ოთახი წინასთან შედარებით უფრო მყუდრო და საინტერესო იყო.ყოველ შემთხვევაში თეთრი ფერი მაინც არ იყო.კედლები მაინც ჩამონგრეული,რაღაც მათემატიკური ამოცანები და უცნაური ხაზები იყო გამოსახული,ზოგან თავის ქალები ეხატა.ყველაფერი კი წითელი ფერით იყო შესრულებული,თავიდან ფანქარი ეგონა,შემდეგ კი აღმოაჩინა,რომ სისხლი იყო.ოთახი ძალიან არ მოეწონა,მაგრამ წინას სჯობდა.თავს თავისუფლად გრძნობდა.სოფიას მადლობა გადაუხადა და საწოლზე წამოგორდა.ვახშმისთვის სასადილოში ჩავიდა,მისდა გასაკვირად „უცნობი“ იმ მაგიდასთან იჯდა,სადაც ის ჯდებოდა.გაეხარდა,შანსი მიეცა გაეცნო და მისი აწიოკებული ინტერესი დაეკმაყოფილებინა.მისკენ წავიდა და მის წინ დაჯდა.თავზე მაშინვე ზედამხედველი დაადგათ.
-შეგიძლიათ ერთად ივახშმოთ,მაგრამ თვენი ხმა არ გავიგო.
საზიზღარი ზედამხედველი,მხოლოდ ეს გაიფიქრა და ვახშმობა დაიწყო.ზედამხედველს დაუძახეს და მაშინვე საუბარი გააბა.
-ძალიან მაინტერესებს ვინ ხარ?
-ჩუმად ივახშმე და წადი.
-ძალიან გთხოვ,პირველივე დღიდან ინტერესით ვკვდები და მაინტერესებს ვინ ხარ?თან გეტყობა რომ ნორმალური ხარ.მითხარი ვინ ხარ რა?
უცნობმა ვახშმობა მაშინვე დაასრულა და წავიდა.კატო პასუხის გარეშე დატოვა,ახლა ყველაზე მეტად გაუმძაფრდა ინტერესი.ყველაფერს გააკეთებდა და მაინც გაიგებდა ვინ იყო.მალევე დაასრულა ვახშამი და დასაძინებლად წავიდა.დილით გაიღვიძა და წამლები მიიღო.საუზმის შემდეგ სოფიამ უთხრა,მის სანახავად იყვნენ მოსული.აინტერესებდა ვინ იყო,ვინ უნდა მისულიყო მასთან?არავინ.ნათესავებთან ურთიერთობა ქონდა.შეხვედრა ეზოში განცალკევებულ ადგილას მოხდა.ელოდა ადამიანს,რომელმაც მისი ნახვა მოინდომა.როგორც კი დაინახა თვალები სიხარულით გაუბრწყინდა და მისკენ გაიქცა.მთელი ძალით შეაფრინდა,გოგოს სუსტმა სხეულმა ვერ გაუძლო და ძირს დაეცა.საინტერესოა?რატომ არ იფიქრა,რომ მისი საუკეთესო მეგობარი ნინა იქნებოდა?ძალიან გაუხრდა,სიხარულისგან მეგობარს ლოყებს უკოცნიდა.
-გავიგუდე გოგო!
-ნინაჩკაა,როგორც იქნა მოაღწიე ჩემამდე.სად იყავი გოგო აქამდე?
-მამაჩემმა ამიკრძალა შენთან მოსვლა.მითხრა რომ შენგან ცუდ ჩვევებს ავიღებ.არ უნდა მისმა შვილმა მშობლების მკვლელთან იმეგობროს.
-რა?მოიცა შენ ამის გჯერა?გჯერა რომ მე დავხოცე ისინი?შენ მაინც იცი,რომ ეს მე არ ჩამიდენია და არც შემეძლო რომ ჩამედინა.
-არა,კატო მე არ მჯერა,მაგრამ ის ვიდეო.ჩემს მშობლებს იმ ვედიოსი ჯერათ.
-რა ვიდეო,რაზე ლაპარაკობ.
-მედიამ ვიდეო აჩვენა სადაც ჩანს,როგორ კლავ შენს ძმას.როგორ სასტიკად უსწორდები ყველას.
-რაა.მე არ ვარ ის ჩემი ნაგავი დაა.მან ყველაფერი მომიწყო.შენც იცი,რომ მე მათ არაფერს დავუშავებდი ან რატომ უნდა მომეკლა ისინი?
-ალბათ იმიტომ რომ გამოსასწორებელ სკოლაში ჩაგსვეს და ძალიან ბევრჯერ დაუშვეს შენთან შეცდომა.
-გამოდის რომ ჩემი არ გჯერა და მედიის გჯერა.კარგი მაშინ ჩვენ სალაპარაკო აღარ გვქონია.ჩათვალე ჩემთის მკვდარი ხარ.
-კატია მე მჯერა შენი.ჩემს მშობლებს არ სჯერათ.
-მართლა?შეგეძლო მათთვისაც აგეხსნა ყველაფერი.თავი დამანებე.აქედან გაეთრიე.
-კატია გეყოს......კატია ჩემთან გეგა იყო მოსული.
-რა?შენ რა დამცინი?ჩემი ძმა რომელიც მკვდარია საფლავიდან წამოდგა?ჩემი ძმით ნუ მანიპულირებ!
-არაფერსაც არ ვმანიპულირებ.მართლა იყო გეფიცები.ორჯერ შევწუხდი როცა ვნახე.მთელი ნახევარი საათი ხმას არ ვიღებდი.
-და რით დამიმტკიცებ რომ ჩემი ძმა ნახე?
-იმით რომ მან თქვენი საიდუმლო სიტყვა მითხრა,რომელსაც დაკარგვის დროს იყენებდით.
-და რა სიტყვააა?
-ფარვანა
-შეუძლებელია. ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო.უნდოდა მთელი ხმით ეტირა,მაგრამ არ გამოსდიოდა.მხოლოდ ცრემლები ასველებდა მის სახეს.თითქოსხმის ამოღების უნარი წართმეოდა.მაინც ვერ იჯერებდა ნინას ნათქვამს,იქნებ ნინას მოეჩვენა?ნინა მივიდა და ჩაეხუტა.მეგობარს ამშვიდებდა,ყოველთვის გამოსდიოდა,განსაკუთრებით მაშინ მშვიდდებოდა,როდესაც ვინმე თმებზე ეფერებოდა.ნინამ შეძლო მისი დამშვიდება,მაგრამ ეხლა ხელახალი ტალღა იწყებოდა ემოციების,რასაც ეტყოდა კატოს,მას შემდეგ კიდევ უფრო ცუდად გახდებოდა.
-კარგი არ იტირო ძალიან გთხოვ.მან რაღაც მითხრა.მთხოვა შენთვის გადმომეცა.
-რა გითხრა?
-ბევრი რამ.
-მაინც.
-დამიჯერე ეს ძალიან არ მოგეწონება.
-უკაცრავად მაგრამ დრო ამოიწურა წასვლის დროა.-სოფია-
-ძალიან გთხოვ ამას ჩემს საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს.გთხოვ ამით შეიძლება აქედან გავიდე.
-კარგი როდესაც დაასრულებთ დამიძახეთ.
-მადლობა.ეხლა კი მოყევი ნინა.
-ჩემს ოთახში შემოიპარა ძალიან შემეშინდა მინდოდა,რომ მეკივლა მაგრამ პირზე ხელი ამაფარა.ძალიან ძლიერია და ძ შეცვლილია.უფრო უცნაური და საშიში გამომეტყველება ჰქონდა.ორჯერ შევწუხდი.შემდეგ როცა მოვსულიერდი ყველაფრის მოყოლა დაიწყო.
-ნინა ჩემს დასთან ვერ მივდივარ,რადგან ყველა მნახავს ეს კი არ მაწყობს.მომისმინე ჩემს დასთან მიხვალ და ეტყვი რომ იქ საგიჟეთში დარჩეს ყველანაირად ეცადოს,რომ გარეთ არ გამოვიდეს.ამას მის სასიკეთოთ არ ვამბობ.ვიცი რასაც გააკეთებს თუ გამოვა.უთხარი რომ მარიას თავი დაანებოს.თუ გამოვა მაქსიმალურად შორს დაიჭიროს მისგან თავი.თუ მას შეეხება,მოვკლავ და იცოდეს რომ ხელი არ ამიკანკალდება.
-ასეთი რატომ ხარ?მას ხომ საკუთარ თავზე მეტადაც კი უყვარხარ ან საერთოდ როგორ გადარჩი?
-ვუყვარვარ?სასაცილოა,ბავშვობაში ჩემი მოშორება სცადა.
-ხო მაგრამ გამოსწორდა,ჩემთან როცა იყო სულ შენზე ლაპარაკობდა,ყოველთვის მშურდა თქვენი.
-მას არაფერი გამოასწორებდა,ის ისეთივეა როგორიც ადრე.
-იმაზე მიპასუხე,როგორ გადარჩი.
-ყველაფერი მოწყობილი იყო?უბრალოდ ილუზია.
-ილუზია?ეს ყველაფერი ხალხმა ნახა და ვიდეოზეც გადაიღო ამას როგორ ახსნი?
-მარტივად.მხოლოდ კაფსულის გახეთვა,იარაღის გასროლა და ჩემი წაქცევი იყო საჭირო.
-და კატომ რა დაგიშავა რომ ასე მოექეცი?
-ძალიან ბევრი რამ დააშავა.
-სასაცილოა ყოველთვის შენ აშავებდი და მიუხედავად ამისა მაინც შენ გვერდით იყო.ასე როგორ მოექეცი?
-ისე მოვექეცი როგორც საჭიროა და კიდევ გადაეცი რომ მიხარია მშობლების დახოცვა და რომ თავისუფალი ვარ. მხოლოდ ეს მითხრა და წავიდა.ძალიან ვწუხვარ.
-დრო ამოიწურა თქვენი წასვლის დროა.
-კარგი.ნახვამდის კატია და იცოდე რომ მე შენი ყოველთვის მჯერა და თუ დახმარება დაგჭირდება ყველანაირად ვეცდები რომ დაგეხმარო.
-მადლობა.სასადილოში უნდა გასულიყო,მაგრამ არ გავიდა,ახლა მარტო ყოფნა და ყველაფრის გაანალაზიება ჭირდებოდა,სოფიას თხოვა და გაუშვა.იმაზე ფიქრობდა,რომ მისი ძმა ცოცხალი იყო,მაგრამ მას არ ჭირდებოდა,არ უყვარდა.მაგრამ ის ამას ვერ დაიჯერებდა,შეიძლება ერთმანეთს ცუდად მოექცნენ,მაგრამ ყველაფერი აღიარეს და გამოასწორეს.მას სჯეროდა მისი ძმა ტყვედ იყო,მარია აიძულებდა ამ ყველაფრის თქმას.მისი ვარაუდი გეგას ბოლო სიტყვებმა გაამყარა „მიხარია მშობლების დახოცვა და რომ თავისუფალი ვარ. ტყუილია,მას მშობლები ყველაზე მეტად უყვარდა,ყველაფერს აკეთებდა,რომ მათთან ყოფილიყო.კატოს ბევრჯერ დააშორა მშობლები,ეგოისტივით იქცეოდა და ახლა უხარია მათი სიკვდილი?არა.რატომ დაამატა,რომ თავისუფალია?რაში სჭირდებოდა?ალბათ იმიტომ დაამატა,რომ კატო მიმხვდარიყო.მისი ძმა მის მხარეს იყო.მალე უნდა გასულიყო აქედან,რაც შეიძლება მალე უნდა დაეხსნა ძმა.
-გპირდები ძამიკო აქედან თავს დავიხსნი და დაგეხმარები.დაგაბრუნებ და ისევ ერთი ოჯახი ვიქნებით.შურს ვიძიებ ჩემი მშობლების გამო.გპირდები ამას შევასრულებ. კარებში სოფია შემოვიდა.მოწყენილი სახე ჰქონდა.
-სოფია რა მოხდა ასეთი სახე რატომ გაქვს?
-თქვენი ფსიქიატრი დემეტრე და გამომძიებელი გიგა ციხის მიმავალ გზაზე მკვდრები იპოვეს.
-შეუძლებელია,ისინი ვერ იქნებიან,ალბათ,რაიმე შეცდომაა.
-არანაირი შეცდომა,მათი გვამები ოჯახის წევრებმა უკვე ამოიცვნეს.
-არა,ეს იყო ერთადერთი შანსი აქედან წასვლის.
-მომისმინე ვიცი დავაშავე, მაგრამ შენი და იმ გოგოს საუბარი მოვისმინე შემიძლია მივცე ჩვენება.
-არა,სოფია შენც ისევე გაგისწორდებიან, როგორც მათ,არ გინდა.ჩემს გამო ამდენი ხალხი არ უნდა იხოცებოდეს.
-და კიდევ ახალ ფსიქიატრს დაგინიშნავენ.მინდა გაგაფრთხილო ის კაცი ძალიან საშიში და ბოროტია მას არ უყვარს როდესაც ვინმე მართალია ყველაფერს გააკეთებს რომ აქედან არ გახვიდე.
-დეტექტივს?მას არ დამინიშნავენ?
-სამწუხაროდ არ ვიცი.
-მადლობა სოფია.ესღა მაკლდა.შანსი მქონდა აქედან წავსულიყავი ახლა ჩემმა დამ დემეტრე მოკლა და შანსი დამიკარგა.არ მაინტერესებს რას ცდილობს ის კაცი ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავაჯერო ჩემს უდანაშაულობაში.ეზოში იჯდა და სივრცეს ათვალიერებდა,თვალში უცნობი მოხვდა,როგორ აინტერესებს ვინაა,აუცილებლად რარაც უნდა მოიფიქროს და ნახოს თორე ისე ვერ გაჩერდება.მისდა საბედნიეროდ გოგონა ცალკე მდგომ ფარდულში ცხოვრობდა.გადაწყვიტა,გოგონას საღამოს სტუმრებოდა.ღამით ფანჯრიდან ჩუმად გადაიპარა,ტერიტორია დაზვერა.ახლოს მყოფ ხესთან დაიმალა,ძირს გაწვა და ფოფხვით დაიწყო ფარდულისკენ სვლა.კარები ოტახიდან აღებული საღწით გააღო და შიგნით შევიდა.თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს და გაითიშა.თვალების გახელისას უცნობი დაინახა,რომელსაც სახეზე ათასი ფერი დასთამაშებდა.
-როგორ ხარ?
-კარგად ვარ მადლობა.
-ძალიან კარგი,მაშინ აქედან წადი.
-მოიცა რატომ უნდა წავიდე?ამდენი ვიწვალე და შენ გგონია ეხლა აქედან წავალ?ძალიან ცდები.
-რა გინდა ჩემთან.არც სასადილოში მომეშვი.ვერ გავიგე ლე*ბოსელი ხარ?
-რა საიდან მოიტანე რომ გიყურებ ან ეგეთი ვარ?
-რახან თავი ძირს მაქვს დახრილი ,ეს იმას არ ნიშნავს ,რომ ვერ ვხედავ ან არ მესმის.ეხლა აქედან წადი.
-არა.
-რატომ არა?რა გინდა?
-მაინტერესებს ვინ ხარ და აქ რატომ ხარ? გეტყობა რომ გიჟი არ ხარ.
-ბევრ კითხვას სვამ აქედან წადი
-არა არსად არ ვაპირებ წასვლას.დროზე პასუხი მითხარი.
-რა ჯიუტი ვინმე ხარ.არ გეტყვი და გადი აქედან სანამ დაცვისთვის არ დამიძახებია.
-ჩემი წასვლა რომ გინდოდეს შემოსვლისთანავე დაუძახებდი მათ.
-როგორც ჩანს არ მომეშვები.
-არა,არანაირად.მითხარი რატომ ხარ აქ?
-როგოც ჩანს სხვა გზას არ მიტოვებ.პირველ რიგში მე მაია დათიაშვილი ვარ დეტექტივ-გამომძიებელი და მართალი ხარ მე გიჟი არ ვარ.გარემოებების და ჩემი ბინძური ოჯახის სურვილების მსხვერპლი გავხდი. მთელმა სანათესაომ იცის, რომ შეურაცხადი ვარ.ასეთ ადამიანს კი კომპანიას არავინ ჩააბარებს სამართავად.
-რატომ არ უნდათ რომ შენ მართო კომპანია?
-მეშინია რომ მათიანი არ იყო.არ ვარ დარწმუნებული რომ სანდო ხარ.არ ვიცი იქნებ აქ მათი მიზნების განხორცილებისთვის ხარ?
-საიდან მოიტანე რომ მათიანი ვარ?ჩემი აქ ყოფნის მიზეზი ყველამ იცის და შენ როგორ არ იცი?
-ვიცი,მაგრამ ის მკვლელობა მოწყობილი იყო.
-შენ საიდან მიხვდი რომ მოწყობილია?
-ნებისმიერი დეტექტივი მიხვდება რომ მოწყობილია.
-კარგი ეხლა თქვი რატომ ხარ აქ?
-ჩემი საქმინობის გამო.
-რას გულისხმობ?
-ახლავე აგიხსნი.მსოფლიოში უმსხვილესი ნარკოდილერის საქმეს ვიძიებდი.
-მას საქართველოსთან რა კავშირი აქვს?
-ძალიან დიდი კავშირი აქვს.ჩვენს ქვეყანას ტრანზიტად იყენებს.აქ შემოდის მისი ნაწარმოები ნარკოტიკები და შემდეგ ბარიგები ანაწილებენ.ბარიგები კი ნამდვილი პროფესიონალები არ არიან.თავგზა აბნეული ახალგაზრდები არიან,რომლებიც ფულის საშოვნელად ყველაფერს გააკეთებენ.ეს კაცი წლებია ამ საქმეშია.მან ძალიან ბევრს დაუნგრია ცხოვრება.მას ბარიგები ისე იცნობენ როგორც „დაფლულ ვეფხვს“ ,მისი სახელი არავინ იცის.ყველა გამომძიებელი ვინც ამ საქმეზე მუშაობდა მისი ვერც სახელი გაიგო და საერთოდ ვერაფერი.ზოგიერთი კი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.მე კი შევძელი და მისი სახელი გავიგე.მას ჯონ კრუგერი ქვია.ამასთან ისიც გავარკვიე რომ თბილისში ჩამოდიოდა მისი დაქვემდაბარების ქვეშ მყოფი კომპანია უნდა შეემოწმებინა.კომპანიის სახელი ვერ გავარკვიე.კიდევ ერთი რაც გავარკვიე ის იყო რომ მის ყველა ბინძურ საქმეს მისი ქალიშვილი ხელმძღვანელობს.ამან გამოძიება შეაფერხა.უფროსმა შვებულებაში გაგვიშვა.ჩემს სახლში უნდა წავსულიყავი ,მაგრამ იქ მისვლა არ მიყვარდა.ისევ კომპანიის მართვაზე დამიწყებდნენ ლაპარაკს.სახლში მისულს მეგონა რომ ყველა მე დამიწყებდა ჩიჩინს,მაგრამ ყველა თავის სტიქიაში იყო და სახლის გალამაზება-მოწესრიგებით იყვნენ დაკავებულები.პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი.ისეთი დაღლილი და გამოფიტული ვიყავი ამ საქმით ორი დღე ოთახიდან არ გავსულვარ.მესამე დღეს ჩემი ძმა მოვიდა და მითხრა,რომ რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად ლამაზად უნდა ჩამეცვა.
-რა საჭიროა ლამაზად გამოწყობა?ვინმეს ველით?
-დიახ,ჩვენი კომპანიის მფარველი მოდის და დროზე ჩაიცვი ქვემოთ გველიან.
-მფარველი?ჩვენს კომპანიას მფარველი არ ყავს.
-ვერ ვხვდები მამამ შენ რატომ უნდა გადმოგაბაროს მმართველობა როცა არაფერი იცი კომპანიის შესახებ.კომპანიას ჯონ კრუგერი მფარველობს.ეხლა კი დროზე ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა.კომპანიას რომელსაც ვეძებდი მამაჩემის კომპანია იყო.გამოდის ნარკობიზნესში მამაჩემი და მთელი ჩემი ოჯახი იყო ჩართული.მაშინვე ჩემს ხელმძღვანელს დავუკავშირდი და ყველაფერი მოვახსენე.საქმის გაგრძელება მან ჩაიბარა.საათნახევარში ჩემს ოთახში თეთრ ხალათიანი ხალხი შემოვიდა.მათ ჩემი წაყვანა უნდოდათ,მაგრამ ამის ნება არ მივეცი.დამამშვიდებლი დიდი დოზა გამიკეთეს და ისე წამიყვანეს.
-რა მოხდა ?რატომ წაგიყვანეს?
-ხელმძღვანელი მათ მხარეს იყო.ჩემს მშობლებს დაურეკა და ყველაფერი უთხრა.ერთადერთი გზა იმისთვის რომ მათთვის ხელი არ შემეშალა ჩემი აქ გამომწყდევა იყო.
-ადამიანის დამშვიდება არ გამომდის.ერთი რაღაც მაინტერესებს.შენ თქვი რომ „ჩემს მიერ მოწყობილი მკვლელობა“ მოწყობილი იყო,შეგიძლია ამის დამტკიცება?და დამეხმარები?
-ჩემს სიტყვას აღარანაირი ძალა არ აქვს.მე გიჟი ვარ და ჩემს სიტყვას არავინ დაუჯერებს,ძალიან ვწუხვარ.ეხლა კი შენი წასვლის დროა.არ მინდა ჩემს გამო შარში გაეხვა.
-მე შარში ისედაც გახვეული ვარ.
-კარგი,მაგრამ არ მინდა ჩემიც დაგემატოს.ფრთხილად გადი.
-მადლობა რომ მენდე.
-წადი. ოთახიდან გამოვედი და ჩემს ოთახში ისე ჩუმად დავბრუნდი როგორც შევედი.შემდეგი დღეები ახალ ფსიქოლოგს ველოდი ,მაგრამ ჯერ არ ჩანდა.ნელ-ნელა აქაურობას შევეჩვიე.სოფიას დავუმეგობრდი.მაიასთან მისვლას ვცდილობდი მაგრამ არ მიშვებდნენ და მეც თავი დავანებე.სოფია ძალიან კარგი გოგო აღმოჩნდა.ყველაფერი მოვუყევი.მან კი მითხრა,რომ ჩემი უდანაშალობის თავიდანვე სჯეროდა.
-სოფია ჩემი რატომ გჯერა?
-ერთი რაღაც ვერ გავიგე.
-რა?
-შენს დას სხვანაირი აღნაგობა აქვს, თან ვიდეოშიც ჩანს რომ მკვლელობის დროს შავი ტანსაცმელი აცვია.როცა შენ გამოდიხარ ფერადი ტანსაცმელი გაცვია.თანაც ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ სახლიდან როგორ გამოვიდოდა?!
-ისინი არ იძიებენ არ აინტერესებთ, მათ დამნაშავე ჰყავთ და მორჩა, ჩემი დაც მოისყიდდა ხალხს.
-მაგრამ ამით შეგიძლია დაამტკიცო.ეს ფაქტი ახალ ფსიქოლოგთან გამოიყენე.
არ ვიცი ასე რატომ მეხმარება.მგონია მარიას მხარესაა.ყველაში ეჭვი შემაქვს ვერავის ვენდობი,მაგრამ რაღაცნაირად კეთილი გოგოა და ჩემში ნდობას იწვევს.როგორც იქნა მოვიდა ახალი ფსიქოლოგი.მეგონა მე დამიძახებდა ,მაგრამ სულაც არა.ერთი კვირის განმავლობაში არ მოვუკითხივარ.შემდეგ როგორც ჩანს ჩემს საქმეს გადააწყდა და მიმიყვანეს.ესეც ახალგაზრდა მამაკაცი იყო დაახლოებით ოცდაშვიდი წლის.საკმაოდ სიმპატიური,მაგრამ უზრდელი,ოთახში შესულს არც მომესალმა,არც დაჯდომა მთხოვა,მაგრამ მის წინ სკმაზე წამოვსკუპდი.
-უკაცრავად,მაგრამ თქვენთის არ მომიცია ნება რომ დამჯდარიყავით. მაშინვე ავდექი,ვიცი ძალიან წყნარად ვიქცეოდი, მაგრამ ეს მხოლოდ იმის გამო რომ ჩემთან ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონოდა და მალე გავეშვი.თორემ ასეთი უხეშობისთვის საკადრის პასუხს გავცემდი.
-ეხლა შეგიძლიათ დაჯდეთ.თქვენს ისტორიას გავეცანი სადაც ამტკიცებთ რომ უდანაშაულო ხართ.მაგრამ მე თქვენი არ მჯერა.ბევრი მტკიცებულება არსებობს.შეიძლება წინა ფსიქოლოგი თქვენით მოიხიბლა და ამიტომ დაგიჭირათ მხარი,მაგრამ მე ვერ მომატყუებთ.
-მე უდანაშაულო ვარ.ჩემმა დამ ჩაიდინა და მე დამბრალა.
-გაჩუმდი!მე შენთვის ლაპარაკის უფლება არ მომიცია.საინტერესოა თურმე ტყუპისცალი ჰყოლია.არანაირი სამედიცინო,იურიდიული თუ სხვა ჩანაწერი არ არსებობს,რომ შენ და გყავს თან ტყუპისცალი.ამაზე რა პასუხს გამცემ?
-როგორც ჩანს თვალების პრობლემა გაქვთ,თორემ მანდ წერია.
-უხეშობ კიდეც?!ვინ ხარ რომ ამდენს ბედავ.იცი რომ ჩემზეა დამოკიდებული შენი აქედან წასვლა?
-ვიცი და ისიც ვიცი რომ არ გიყვართ მართალი ხალხი.ყველაფერს გააკეთებთ აქედან რომ არ წავიდე.მაგრამ აქედან გავალ რადაც არ უნდა დამიჯდეს.მე თქვენი არ მეშინია და არც იმისი რომ აქედან ვერ გავალ და იცით რას ვფიქრობ ჩემმა დამ მოგისყიდათ.აქედან გავალ და შენც და მასაც პასუხს მწარედ მოგთხოვთ.
-გეყოს!(იმხელაზე იყვირა სკამიდან შევხტი)საკმარისი ილაყბე.ეხლა მომისმინე.მე არავის არ ვერჩი თუ დამნაშავეა აქ ვტოვებ თუ არა და ვუშვებ.შენ კი დამნაშავე ხარ ამიტომ აქედან არ წახვალ.
-საერთოდ არ მეშინია თქვენი ყვირილის.რატომ არ იბრძვით სიმართლის დასადგენად თუ ასეთი სამართლიანი ხართ?წადით თბილის ციხეში და ვალე მოინახულეთ და მერე მითხარით ვარ თუ არა დამნაშავე.მე მივდივარ და მანამ არ დამიძახოთ სანამ სიმართლეს არ გაარკვევთ.კარები მთელი ძალით გამოვიჯახუნე და ჩემი ოთახისკენ წავედი.ნამდვილი ხეპრე.ჯერ არაფერი გაურკვევია და დამნაშავედ მთვლის.თან ზრდილობაც არ აქვს არც გამეცნო და არც მომესალმა.ნა*ძირალა!


____________________________________
მოგესალმებით,ეს ისტორია უკვე ერთხელ მედო საიტზე,მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა და უზუსტობა მქონდა.ადმინისტრაციას ვთხოვე და წამიშალეს.გადავწყვიტე თავიდან გადამეხედა და ჩამესწორებინა,ბევრი რამ შევცვალე,მინდა,რომ სიტუაციები ცოტა რეალურს გავდეს და არა ფანტაზიას.იმედი მაქვს თავიდან წაკითხვა არ შეგეზარებათ და ახალი ვერსია უფრო მოგეწონებათ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი nini

maia Datiashvili mamidachemiA :D :D :D

 



№2  offline წევრი Farvana

nini
maia Datiashvili mamidachemiA :D :D :D


დედა რა ტელეპატი ვყოფილვარ?? smile smile
--------------------
ფარვანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent