შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებობენ თუ არა გველები მოფერებაზე (სრულად)


2-09-2018, 11:23
ავტორი Alice76
ნანახია 4 084

ოცნებობენ თუ არა გველები მოფერებაზე (სრულად)

ქრისტინე ვარდიძე უცნაური გოგონა იყო. სწავლის დაწყება აბედნიერებდა,არდადეგებს ვერ იტანდა,სამსახურში ყოფნა ერჩივნა სახლში ნებივრობას და გამოცდებზე გიჟდებოდა.
ამ უკუღმართობას თავისი მიზეზი ჰქონდა: დასვენებისას სახლში მარტოობისგან გამოშტერებული საყვარელ საქმესაც ვერ აკეთებდა,თუკი გამოცდების პერიოდი იყო,მხოლოდ ამ დროს უყვარდა სახლში ყოფნა,რადგან სამეცადინო მოწყენის საშუალებას არ აძლევდა.სამსახურში კი ,ადამიანებით გარემოცული აკეთებდა ყველაფერს,რაც აბედნიერებდა- ყავას სვამდა და კმაყოფილი კითხულობდა უამრავ მოთხრობას. უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას სწავლობდა,ოჯახის წევრები შორს ჰყავდა და თავისი პროფესიის გარდა არც არაფერზე ფიქრობდა.
კრისს მწერლობა სურდა. უნდოდა ეწერა ბევრი,ყველაზე და ყველაფერზე და ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინა,თუმცა ეს ჯერ ვერ გამოსდიოდა,მისგან დამოუკიდებელი ერთი საზიზღარი მიზეზის გამო.
უნივერსიტეტიდან პრაქტიკებზე ერთ-ერთ ცნობილ ,ქალებზე ორიენტირებულ გამომცემლობაში აღმოჩნდა რედაქტორის თანაშემწის თანამდებობაზე,პრაქტიკის დასრულების შემდეგ,ვინაიდან რედაქტორს მხოლოდ ის შემორჩა გაუქცეველი, თანამშრომლად აიყვანეს და ხელფასიც დაუნიშნეს.
რედაქტორი -გია ნებიერიძე ,47 საშინლად ავი კაცი იყო. ხმელ-ხმელს,მაღალს და ნახევრად გამელოტებულს ყველაფერი სძულდა,რაც ქალებს ეხებოდა და კრისს დიდი ეჭვი ჰქონდა,რომ ცოლიც მხოლოდ ფორმალურად ჰყავდა ამ ქალთმოძულე არსებას. გია საკუთარი სტამბის გახსნასა სპორტული ჟურნალის გამოცემაზე ოცნებობდა (რა თქმა უნდა, მალულად), მაგრამ ქალთა გარემოს ვერაფრით დააღწია და ამით უკმაყოფილომ გადაწყვიტა ჯავრი თანაშემწეებზე ეყარა.
გოგონები ცრემლების ღვარღვარით გარბოდნენ გიასგან და ჟურნალის სახსენებელი ზიზღდებოდათ,მაგრამ არა კრისი.
იგი გიას შეტევებს თვალების ტრიალით იშორებდა და კაცს უყვავებდა, ნერვიულობის გამოა, ეგ თავი რომ გიპრიალებსო.
გია კი მის ცინიზმს იტანდა,ცოცხალი თავით არ აღიარებდა ,მაგრამ გოგონა თავის საქმეს კარგად აკეთებდა-რედაქციებში შემოსულ რომანებს კითხულობდა,ახარისხებდა და რომელიც მოეწონებოდა,გიას უგზავნიდა გამოსაქვეყნებლად.აგრეთვე,სხვადასვა სოციალურ ქსელში ჟურნალს წარმატებით უწევდა პოპულარიზაციას.
კრისს მხოლოდ კითხვა არ აკმაყოფილებდა,წერა ჰაერივით სჭირდებოდა,მაგრამ მის უფროსს ამის გაგონებაც კი არ სურდა.
-ჯერ უნდა იკითხო,რაც შეიძლება ბევრი,როცა მზად იქნები ,მე თვითონ გეტყვი.-გაბეზრებული აყვირდებოდა ხოლმე გია და გოგონას სიტყვის თქმას აღარ აცდიდა.
ამდენი სასიყვარულო მოთხრობების გადამკიდე,რომლებსაც დღე და ღამ კითხულობდა კრისი,შეყვარებული წყვილების ფობია დაემართა-სადაც კი ხელჩაკიდებულ,ან უარესი,ჩახუტებულ ხალხს ხედავდა,იმ ბებოს ემსგავსებოდა,ცალი ფეხი სამარეშ რომ აქვს და მაინც ტუჩაპრუწული აკრიტიკებს “თანამედროვე ახალგაზრდობას”,შეყვარებულიც კი აღარ უნდოდა და გაცხარებული წყევლიდა გიას მისი ტანჯვისთვის.
თუმცა ამ პატარა უსიამოვნების მიღმა,ქრისტინეს ძალიან მოსწონდა თავისი საქმე- ლექტორივით ასწორებდა ახალბედა მწერლების ნაშრომებს,ზოგს შენიშვნებსაც უწერდა და გიასგან მალულად უგზავნიდა უკან.
რამდენიმე ავტორმა იმდენად აღაფრთოვანა,რომ წერა კიდევ უფრო მოუნდა და მათი ახლოს გაცნობის სურვილიც გაუჩნდა,ასე გამოჩნდა მის ცხოვრებაში გრინჩი.
გრინჩი სათავგადასავლო და ძალიან სასაცილო მოთხრობებს წერდა,რომელიც,რა თქმა უნდა ჟურნალის სხვა სტილის გამო ვერ ქვეყნდებოდა და კრისსაც მისი უკან გაგზავნა უხდებოდა,თუმცა თავად მადლობას უხდიდა უცნობ ავტორს,რომელსაც ფსევდონიმად შობის მოძულე მწვანე არსების სახელი აერჩია,ერთფეროვნებას რომ უფანტავდა და გამუდმებული სასიყვარულო ინტრიგებისგან გამოთაყვანებული აზრზე მოყავდა.
გრინჩი არ ნებდებოდა,ყოველ კვირა აგზავნიდა ფოსტით პატარ-პატარა მოთხრობებს,რომლებზეც ქრისტინე ჩასუსტებამდე იცინოდა,თუმცა გია მაინც ვერ დაითანხმა,ამიტომაც გადაწყვიტა გრინჩის მიერ მითითებულ მაილზე მიეწერა.
07.05.2017
“ ძვირფასო გრინჩ
გამომცემლობა “ალმასიდან” გიკავშირდები,მე ქრისტინე ვარდიძე ვარ,რედაქტორის თანაშემწე.გწერ იმიტომ,რომ შენი ყველა მოთხრობა წავიკითხე და ჩემი სახით გიჟი ფანი გყავს.ძალიან მინდა მეტი გავიგო შენზე,შემდეგ ისტორიას როდის გამოაგზავნი?
იმედია მომწერ,რადგან სტალკერობა არ მეხერხება,არადა მომიწევს.
პ.ს. რედაქტორი ვერაფრით დავითანხმე,შენი ნაშრომები გამოექვეყნებინა,ამბობს ჟურნალის თემატიკაში არ ჯდებაო.”
მისდა გასაკვირად,გრინჩმა იმ საღამოსვე უპასუხა და წერილში აღნიშნა,რომ უკვე ისეთი მაგარი ტიპი ვარ,ფანებიც მყავსო,თან დაამატა ,აქამდეც არ ვუკლებდი მაგრამ ეგ ფაქტი ასწორებსო. გრინჩს თავისი ერთადერთი ფანის გაცნობა სურდა და ამიტომაც კრისი სოციალურ ქსელში მოძებნა და მიმოწერა გაუბა. ბოლოს კრისი ისე მიეჩვია გრინჩის მწვანე გამოსახულებას “ფეისბუქზე”,ერთი დღეც ვერ ძლებდა აწ უკვე საუკეთესო მეგობრის გარეშე. თავად სურვილი არ გამოუთქვამს და კრისმაც არ სთხოვა,შენი ნამდვილი ვინაობა მითხარი ან ფოტო მანახეო-გრინჩი ასეთი მოსწონდა,უბდალოდ მწვანე და ძალიან მხიარული.
რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ გრინჩმა პირველად დაურეკა და იმის შემდეგ ენა აღარც გაუჩერებია,ახალგაზრდა გოგონას მოუსვენარი ხმა ლაპარაკობდა ყველაფერზე-მეზობლებზე,მაღაზიის გამყიდველებზე,კრისის “თავკვერცხა” უფროსზე,ოჯახის წევრებზე... და ბოლოს უკვე კრისის საიდუმლო სიყვარულზე.
რა თქმა უნდა,ეს ბოლო გრინჩის მდიდარი ფანტაზიით იყო გაზვიადებული. კრისს მეტი საქმე არ ჰქონდა,ვინმე ფარულად ჰყვარებოდა,საკუთარი თავი ზედმეტად უყვარდა ამისთვის.
გრინჩის აკვიატება კი იმან გამოიწვია,რომ ერთხელ დაუფიქრებლად წამოსცდა,რომ მისი უნივერსიტეტელი ბიჭი მოეწონა.იმ საღამოს გრინჩი ლაღად ელაყბებოდა ბიჭებზე და კრისმაც უპატიებელი შეცდომა დაუშვა:
-აუ ,ერთი ბიჭი მომეწონა დღეს უნიში.
გრინჩმა ყურები ცქვიტა.
-რას ქვია, მოგეწონა,ძალიან თუ ისე რა? სიმპატიურია? ცოლი და შვილი ხო არ ყავს, პირველი ეგ უნდა გაარკვიო,მერე შეყვარებული და ბოლოს გეი ხომ არაა,ყველაფერს რომ გაარკვევ მერე შეიძლ...
-გრინჩ! შეანელე-ამოიოხრა კრისმა-განა ხვალ ცოლად მივყვები,უბრალოდ მომეწონა რა.
-შენ რომ ვინმე მოგეწონა,ეგ უკვე ისეთი სასწაულია,მიმიქარავს მოსეს ზღვის გაყოფა-აგრძელებდა გრინჩი.-მიდი მომიყევი ,რა ქვია?
აქ კრისმა მეორე უპატიებელი შეცდომა დაუშვა.
-თორნიკე,მგონი თოკას ეძახოდნენ.
-გვარი?-გრინჩი უჩვეულოდ სერიოზული იყო
-არ ვიცი,ვახ! უბრალოდ გარეგნულად მომეწონა,კარგად არ ვიცნობ,გოგოები ჭორავდნენ და მაქედან გავიგე სახელიც.შემეშვი რა გრინჩ,მიდი ხო მიყვებოდი რაღაცას...
-რაო მერე,რას ამბობდნენ გოგოები?-გაწელა და სულაც არ აპირებდა თემის შეცვლას.
-ათას რამეს ...
-იცოდე თუ არ მეტყვი,შობას ჩაგაშხამებ,ახალ წელსაც და აღდგომასაც მივაყოლებ!-იმუქრებოდა გრინჩი
კრისმა ამოიოხრა.
-ამბობენ,რომ მაგარი გველი ტიპია,გოგოებს თან ენაგლება და თან მაგრად ახვევს თავბრუსო,თავს აყვარებს და მერე ეუბნება რა ჩემი ბრალია,რომ შეგიყვარდითო...
-საინტერესოა-გრინჩი აღფრთოვნებული ჩანდა უცნობი თოკათი- ესეიგი უნის მაჩოა .
-კი და ამიტომაც არ ვაპირებ ცალმხრივად კიარა,ნახევარცალმხრივადაც კი მის შეყვარებას და ნუ მიჩხიკინებ...
-რომელ ფაკულტეტზე სწავლობს? სახელმწიფო უნივერსიტეტი ხო?
-გრინჩ,რაში გაინტერესებს?
-ჩემთვის მინდა,დაკმაყოფილდი? დავიმატებ,შევიყვარებ და მერე თავს მოვიკლავ,მერე შენს ჟურნალშიც მოხვდება ჩემი ისტორია და პოპულარული გავხდები...გრინჩი აგრძელებდა ზღაპრების მოგონებას
-მგონი ფიზიკას სწავლობს.
-აჰა,გასაგებია.
გრინჩს მთელი 3 დღე აღარაფერი უკითხავს,შემდეგ კი კრისს პირდაპირ სამსახურში დაურეკა და დააცხრა.
-შენი ბიჭი ვიპოვე!
-რა ჩემი... რაა? შენ რა ,მთელი ეს დრო მაგას ეძებდი?რანაირად-აღფოთდა კრისი მაგრამ ბოლოს ინტერესმა მაინც სძლია.
-მოკლედ,თოკუნა სხირტლაძე-სატელეფონო ოპერატორივით სხარტად გააბა გრინჩმა- თოკაკო,იგივე თოკა-ყველა გოგონა სხვადასხვანაირად უკომენტარებს ფოტოებზე,ერთმა ფისოც კი მიუწერა ,მაშ! რაც მთავარია,შეყვარებული არ შეინიშნება პერიმეტრზე,გოგონების ფოტო ბევრი უდევს,მაგრამ მოდელების ,ძილითადად დიდტრა*ების .ძლიერ პოპულარული და უფრო ძლიერ სექსუალურია,მაღალი,მხრები -განიერი,თმა-ცოდვილი ღამესავით შავი,თვალები -მწვანე როგორც რამე მწვანე...-გაიღრიჭა.
-გრინჩ,ეგენი ხო ისედაც ვიცი...
-მერე რა,სრულყოფილად მოვიძიე ინფორმაცია და სრულყოფილადვე უნდა გადმოვცე-განაგრძო-ტუჩები-მსხვილი,მლავებზე-კუნთები,მუცელზე -პრესი,თვითშეფასება-მაღალი-გრინჩმა ამოიოხრა-სრულყოფილია! საშენოა ზუსტად!
-კარგი რა,რატომ ცდილობ ,რომ ვიღაც მექალთანე თოკა შემაყვარო?ან რა იცი,იმას მოვეწონები?
-ფეხის ზომა იცი რამდენი აქვს?-წაუყრუა გრინჩმა.
-ფეხის ზომა საიდანღა გაიგე,ღმერთო! -წამოიყვირა გაოგნებულმა კრისმა.
-46 სანტიმეტრი...
-ფეხის ზომა თუაქვს 46 ,მაშინ უნდა შემიყვარდეს,აბა!
-ძვირფასო გაუნათლებელო მეგობარო-ტკბილად წაიმღერა გრინჩმა-ამბობენ,რომ თუ კაცს ფეხის ტერფი დიდი აქვს,მაშინ... ნუ ხო ხვდები...-კრისი გამოშტერდა და ხმა არ ამოიღო-მაგრამ შენ რას მიხვდები,მოკლედ მამაკაცის ღირსებაც დიდი ექნება რა ,თოკას ფეხის ზომას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ წინ დიდი სიამოვნება გელის!-დაასრულა კმაყოფილმა.
კრისმა გადაიხარხარა.
-ეგ შენი ჰიპოთეზა თუ შეგიმოწმებია სადმე?-იცოდა ,რომ გრინჩი მხოლოდ საუბარში იყო ასეთი გულადი.
-კი,პორნოებს ვუყურე და ჯერ ტერფებს ვაკვირდებოდი,მერე იმეებს,მერე ისევ ტერფებს და...-კრისს სული შეუგუბდა სიცილისგან-დავასკვენი,რომ პორნოებში პატარატერფიანებსაც დიდი აქვთ-დაასრულა გრინჩმა.
-არ მინდა სამსახურში თოკას ზომებზე საუბარი-დაუცაცხანა მოსულიერებულნა კრისმა.
იმ დღის შემდეგ გრინჩი ყოველ დღე თოკას ქებაში იყო,თუ კრისი ყველანაირად ცდილობდა,ბიჭი თვალში არ მოხვედროდა,შემთხვევით კიდევ არ შემომეწონოსო,გრინჩი პირიქით,თორნიკეს აჩრდილად იქცა,ბიჭმა ვაჟიშვილობა როდის და სად დაკარგა,ეგეც გაარკვია. კრისს წარმოდგენაც კი არ უნდოდა,საიდან მოჰქონდა გრინჩს ეს ინფორმაცია.

ერთ მშვენიერ დღეს გიამ კრისს გამოუცხადა,რამე დაწერეო. გოგონას შუბლზე ასული თვალების დანახვისას კი დაუმატა,ზღაპრების მოგონება არ დაიწყო,სასიყვარულო თემაზე უნდა იყოსო. სიტყვა “სასიყვარულო” გიამ ისეთი ზიზღით გამოთქვა,კრისი მიხვდა,რომ რედაქტორი მასზე უარეს დღეში იყო.
გოგონა ფრთაშესხმული წავიდა სახლში , ჩანთა მიაგდო და პირდაპირ ლეპტოპს მიუჯდა.
-უნდა დავწერო! ღმერთო!-წიკვინით უხდიდა უფალს მადლობას ,მიუხედავად იმისა,რომ ფიქრობდა,წერა მისი საქმე იყო,ჯერ ერთი მოთხრობაც კი არ დაეწერა,ძირითადად ჩანახატებს ქმნიდა,ისიც მხოლოდ საკუთარ თავზე.
ეიფორიის შემდეგ იმაზე დაიწყო ფიქრი,რა დაეწერა. თავისი სამსახურის გადამკიდე უკვე ყველანაირი ისტორია იცოდა-ცუდი ბიჭი და კარგი გოგო და პირიქით,მდიდარი ბიჭი და ღარიბი გოგო,საყვარლებიანი ქმარი ,მოღალატე შეყვარებული.... უსასრულოდ ფიქრობდა და უსასრულოდვე ჰქონდა პასუხი,რომ ასეთი უკვე წაეკითხა,მას კი სურდა, თავისი პირველი პირმშო განსაკუთრებული ყოფილიყო.
სამ საათიანი თავის მტვრევის შემდეგ შეწუხებულმა ამოიღმუვლა
-ვერაფერს დავწერ!ან საიდან მოვიტანე,რომ წერა შემიძლია,უნიჭო ხოჭო ვარ!-მოთქვამდა და იცოდა,წუწუნი არ უშველიდა,გიას დაჰპირდა,ხვალ პირველ თავს ჩაგაბარებო,უფროსის დაცინვას კი ვერ აიტანდა.
საკუთარ თავთან საუბარი გააბა
-კარგი,ქრისტინე,ახლიდან დავიწყოთ.რაზე არ დაუწერიათ აქამდე?
-ყველაფერზე დაუწერიათ,სხვანაირი განსაკუთრებულობაა საჭირო და არა გამორჩეული ისტორია!
-ხო,ამიტომაც მთავარია დავიწყო ,რაღაც თემაზე შევჯერდე და იქიდან დავიწყო,მერე თავისით მოვა.მაგრამ რაზე?
-ადექი და საკუთარ თავზე დაწერე,ისტორია ქრისტინეს მიუძღვენი.
-მერე ეგ არ ტეხავს?პირველად ვწერ და ისევ ჩემ თავზე ...
-მაგრამ ყველა მხატვრული ნაწარმოები რაღაც დოზით მაინც ავტობიოგრაფიულია,რაზეც არ უნდა წერდეს ავტორი,პერსონაჟებში თავისი ფიქრები გადმოაქვს,ასე რომ არ ტეხავს.
-მთავარი გმირის ადგილას ჩემს თავს ავიღებ და ჩემი ცხოვრების დეტალებსაც ჩავსვამ,ოღონდ,რა თქმა უნდა ფანტაზიასაც გამოვიყენებ შემდეგ,მგონი ეს იდეა მომწონს.
-კი,ფანტასტიკური დეტალები ოღონდ არ დაგავიწყდეს,რომ ისტორია სასიყვარულო უნდა იყოს.
-ჯანდაბა,მთავარი დამავიწყდა,ანუ მოთხრობაში ვინმე უნდა შემიყვარდეს.რა გაეწყობა,გრინჩის მოძიებული ინფორმაცია თორნიკეზე გამომადგება.
კრისმა გადაწყვიტა,თავისი და თორნიკეს სასიყვარულო ისტორია დაეწერა,სახელები შეამოკლა და კმაყოფილმა დაწერა ქრისტიზე და თოაზე . მოთხრობაში გოგონა
უნივერსიტეტში ფიზიკას სწავლობდა,პარალელურად კი კურიერად მუშაობდა იაპონურ რესტორანში და უიმედოდ მოსწონდა კურსელი ბიჭი,რომელიც ვერც კი ამჩნევდა,მაგრამ პირველივე თავში ქრისტის მოულოდნელად ეწვევა ბედნიერება-ნატვრა უხდება და თოას იცნობს,როდესაც გოგონა შემთხვევით მისი დედის სახლში მიიტანს სუშის.მოთხრობაში ბიჭი ისეთივეა,როგორც რეალობაში,იმ განსხვავებით,რომ გაცილებით თბილია და თავიდანვე იჩენს ინტერესს ქრისტისადმი,ყველანაირი ბოროტი ხუმრობების გარეშე.
მოთხრობა კრისს საკმაოდ ლაღი გამოსდიოდა,ამიტომ ბედნიერმა დაამთავრა პირველი თავი და მეორე დღეს აღელვებულმა მიუცუნცულა უფროსს.
-გადავხედე,არაუშავს- მობეზრებილმა უთხრა ბოლოს გიამ,როდესაც კრისმა მეასედ ჰკითხა,რას ფიქრობო.
-ანუ,გამოაქვეყნებ? -გული აუჩქარდა გოგოს.
-ის ვიღაც თოა მართლა გიყვარს?-უკმეხას ჰკითხა გიამ-მე უფრო ჭკვიანი მეგონე.
კრისი აილეწა.
-არა,ეგ ფანტაზიაა,ვერაფერი მოვიფიქრე და ჩემი თავი იმიტომ ჩავსვი,დანარჩენი ფანტაზიაა-წამოსცდა.
-გამოვაქვეყნებ,ოღონდ იმ პირობით,რომ დაასრულებ,მერე მუზა დამეკარგა და ეგეთები არ გამაგონო-თქვა უფროსმა და ხელის აქნევით ანიშნა,ახლა თავი დამანებეო.
კრისი ფრთაშესხმული გავარდა უნივერსიტეტში და შუადღეს კვლავ რედაქციაში დაბრუნდა.
რედაქტორი ადგილზე არ იყო,ამიტომაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა-ანიმ დრო იხელთა და კრისს მიუცუცქდა.
-კრისუნია-ვირთხუნია-დაიწყო მოთაფლული ხმით-ახლა ხომ თავისუფალი ხარ? გივიკო არაა და არც მოვა დღეს,უნდა შემეწიო.
კრისმა თვალები აატრიალა.
-რამდენჯერ უნდა გითხრა ანი,შენი სტატიები თავად მოამზადე,საქმე ისედაც ყელამდე მაქვს-ქაღალდები აუფრიალა ცხვირწინ-შენ რაღას აკეთებ ახლა ისეთს,რომ ვერ იცლი?
-განა ვერ ვასწრებ-მუდარით შეხედა ანიმ-დავწერ,მე თვითონ მოვამზადებ,მაგრამ ისეთ ადგილას უნდა მივიდე ინტერვიუსთვის,სული ამომხდება...
-ანუ შენს მაგივრად მე ამომხდეს სული?-გაიცინა კრისმა.
-მოკლედ,ლელა სანაიასთან მაქვს ინტერვიუ და ეგ ქალო იცი რითია საინტერესო გიას აზრით? ქვეყანაში ყველაზე მეტი გველის დედიკოა.
კრისი დაიბნა.
-ეგ რანაირად,რას გულისხმობ?
-არაფერსაც არ ვგულისხმობ,გველებს იშინაურებს და სახლიც სავსე აქვს ათასნაირი ჯიშის ქვეწარმავლოთ...-ანის გააჟრჟოლა-ხომ იცი,რომ პანიკურად მეშინია მაგეების,გთხოვ რა,გადამარჩინე,კითხვებს გაგატან და ეგაა,შენ მარტო მისვლა და ჩაწერა მოგიწევს.
კრისი ბოლოს დაჰყაბულდა,საუბედუროდ,ადამიანები ეცოდებოდა ხოლმე.
ერთ საათში დიღომში,უშველებელი კერძო სახლის წინ ისდგა და წარბაწეული რეკავდა ზარს კარზე,უფრო კარიბჭეზე ,თან გარემოს ათვალიერებდა. გველების დედიკო აშკარად მდიდარი იყო.
-ოჰ, ეს მდიდრები!-ჩაიბურტყუნა კრისმა-მეტი რომ აღარაფერი დარჩათ გასაკეთებელი,გველები მოზიდეს სახლში.
კარი მალევე გაუღო ფორმიანმა ხანშიშესულმა ქალმა,სავარაუდოდ,მოსამსახურემ და სახლში შეუძღვა.
ლელა სანაია მისაღებში ,სავარძელში გადაწოლილი ნებივრობდა და ბოკალით წითელ ღვინოს წრუპავდა. კრისმა ჩაახველა და ქალიც მობრუნდა.
-ქალბატონო ლელა,მე ...
-ვიცი,ძვირფასო-ნარნარად წამოდგა ქალი - ინტერვიუსთვის ხარ,მახსოვს.მოდი ,ჩამოჯექი და ვისაუბროთ,ოღონდ ქალბატონოს გარეშე,ლეა დამიძახე.
კრისმა მითითება შეასრულა და ანის კითხვები ამოაძვრინა ჩანთიდან. ლეას შეაცქერდა,ულამაზესი ქალი იყო,გრძელი შავი თმა და მწვანე თვალები ერთად ბზინავდნენ,სავსე წითელი ტუჩები ჰქონდა და ვერაფრით იფიქრებდი,რომ 40 წლის იყო.
-აქ ჩემს შვილებზე სასაუბროდ მოხვედი,ხომ? -გაიღიმა ქალმა და ვიღაც კაცს დაუძახა-ლევან,თუ შეგიძლია,აიშა მოიყვანე,სტუმარს მიესალმოს,დანარჩენებს მერე განახებ-მიუბრუნდა კრისს .
აიშა ადამიანის ბარძაყის სისქის ყვითელი გველი აღმოჩნდა,რომელსაც ზრდასრული კაცი რის ვაი-ვაგლახით სწევდა. თვალები ზანტად შეანათა ყბაჩამოვარდნილ კრისს და პატრონის კალთაზე გადაწვა.
-აიშა ჩემი მეორე შვილია,პირველი გველუკა 23 წლის უკან მეყოლა,17 -ის ვიყავი და აზრზე არ ვიყავი,ბავშვი როგორ გამეზარდა . ან როგორ გავბედე დაორსულება, თავად ვიყავი პატარა გველი-გაიცინა.
კრისი უკვე შოკირებული ფიქრობდა,რომ ქალი უბრალო შეშლილი იყო და ფიქრობდა,რომ თავად აჩენდა გველებს .
-პირველი შვილ მართლა შვილია-გადაიხარხარა კრისის სახის დანახვაზე -ვაჟი,მაგრამ სახელი გველი მას სრულიად შეეფერება.
კრისმა გადაწყვიტა კითხვებს მინრუნებოდა,რადგან გაშტერებული ჩუმად ყოფნა მობეზრდა.
-რატონ გიყვართ გველები ასე განსაკუთრებულად? ჩვეულებრივ,ხალხი ძაღლს ან კატას იყოლიებენ,ცხოველებს,რომლებსაც მოფერება უყვართ.
-გველები ბავშვობიდან ჩემს გვერდით არიან-უპასუხა ლეამ-მამაჩემი ზოოპარკში მუშაობდა და მეც მივყავდი ხოლმე,განსაკუთრებით მიზიდავდნენ -სიყვარულით შეხედა აიშას და ხელი გადაუსვა-თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ,როგორ სიამოვნებთ მოფერება,არაფრით გაგრძნობინებენ,მაგრამ გიჟდებიან სითბოსა და სიყვარულზე.
კრისი იმაზე ფიქრობდა,რანაირად უნდა მიხვდე,გველს მოფერება უნდა თუ არაო,რომ ლეამ უცბად ხმამაღლა დაიძახა:
-დაგინახე,რომ შემოხვედი და ტყუილად მისრიალებ უკან ჩუმად,შემოდი !
კრისმა ინსტიქტურად ღია კარისკენ გაიხედა და გაშრა-შემოსასვლელში თორნიკე სხირტლაძე იდგა და ირონიულად იღიმებოდა.
-ლელა,საყვარელო დედა ,კი არ გემალებოდი,უბრალოდ თავს გარიდებდი-ხელგაშლილი გადაეხვია დედას ბიჭი-ახალი სარძლოს კასტინგია ისევ?-ჯერ ისევ გახევებულ კრისს შეხედა და კარგად აათვალიერა-რა დაემართა,შენიანებიდან რომელიმე ხომ არ მიეპარა და უკბინა.
კრისმა გაიფიქრა,დროზე უნდა ვუშველო თავსო,თოკა კი აგრძელებდა.
-ისე,ამასაც არაუშავს ,მაგრამ წინა ჯობდა.
-თოკა,ნუ იქნები ასეთი ცალტვინა,შვილო. მისნაირი გოგო შენთვის არ გამემეტება...
-კარგი რა ,შეხედე როგორი მიყურებს-თავი გვერდით გადახარა ბიჭმა-უკვე გაიმეტე,ალბათ შოკიდან ჯერ ვერ გამოვა.
ლეას რაღაც უნდა ეთქვა ,მაგრამ კრისმა ბოლოსდაბოლოს გადაყლაპული ენა ამოყლაპა.
-მართალია,შოკირებული ვარ,ამსიგრძე ენებიც თუ არსებობდა,რას წარმოვიდგენდი-უკვე დამშვიდებული მიაჩერდა ბიჭს. რატომღაც ადრე,ალბათ გრინჩის გავლენით,ეგონა,რომ თუკი სხირტლაძეს ოდესმე დაელაპარაკებოდა,უზომოდ მოხიბლული დარჩებოდა,მაგრამ მწარედ შეცდა.
ლეამ გადაიხარხარა,თოკას კი ავად დაუწვრილდა თვალები
-ალბათ ჩემი გიჟი ფანი ხარ და ახლა არ იცი,ყურადღება როგორ მიიქციო-განაგრძო ვარიანტების განხილვა,თუ რატომ იყო კრისი იქ.
გოგონა ლეას მიუბრუნდა.
-ინტერვიუს დასრულების შემდეგ ფოტოები უნდა გადავუღო თქვენს გველებს,როგორც შევთანხმდით.თუ შეიძლება ამასაც გადავუღებ-თავი თოკასკენ გაიქნია-იშვიათი ეგზემპლარია.
ეგონა,ზედმეტი მოუვიდა,მაგრამ ლეა უარესად ახარხარდა
-თოკა,ეს გოგო მართლა მომწონს.
კრისმა კმაყოფილმა გაიღიმა და თვალებანთებულ ბიჭს შეაცქერდა.
-ესეიგი ჟურნალისტი ხარ? ახლა არ მითხრა რომანებსაც ვწერო-თვალები მოჭუტა-“ის მე თავისი ძლიერი ხელებით შემეხო და მეც აღვიგზენი”-გამოაჯავრა და ახარხარდა.
-საიდან იცი როგორი მოთხრობები იწერება ჟურნალებში,თუ არ კითხულობ?-კრისს კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა,როდესაც უცბად თავში რაღაცამ გაუელვა და გააშეშა
“მოიცა,ლეას ინტერვიუ იგივე ნომერში დაიბეჭდება ,რაშიც ჩემი მოთხრობა,ალბათ ქალი იყიდის კიდეც ერთ ნომერს სადაც მისი სურათებიც იქნება. თუ ლეა ნომერს იყიდის,გამოდის,რომ სახლში ექნება და ამ გველმა,რომელიც ჩუმ-ჩუმად რომანებს კითხულობს...შეიძლება წაიკითხოს!დამერხა!”
ის იყო თოკა პასუხის დაბრუნებას აპირებდა,კრისმა რომ წამოიყვირა,რაღაც გამახსენდა და სასწრაფოდ უნდა მოვრჩეთ ინტერვიუსო. თორნიკე უბოდიშოდ მისწია,კვლავ ლეას მიუბრუბდა და კითხვების დასმა განაგრძო,შეიტყო,რომ ყოველწლიურად გველის ნაკბენისაგან უფრო ცოტა ადამიანი კვდება,ვიდრე-ფუტკრისაგან,ამდენად,ლეას თქმით ხალხს ფუტკრები უფრო უნდა სძულდეს,ვიდრე საწყალი გველები,ასევე კრისი 16 ივლისს დაპატიჟებული იქნა სხირტლაძეების სასახლეში ,რადგანაც ყველამ ზარ-ზეიმით აღნიშნონ გველების საერთაშორისო დღე. ამ დროის განმავლობაში თორნიკე სავარძელში მჯდომარე ჩუმად უყურებდა გოგონას,რომელსაც ეგონა,რომ ბიჭს თვალებში მწვანე რენტგენები ეყენა,რადგანაც თავს სრულიად შიშვლად გრძნობდა.
დასასრულს კრისმა უზარმაზარ,გველებით სავსე ოთახს სურათები გადაუღო,ერთ-ერთი გველით ხელში ევაც აღბეჭდა,25-ვე გველის მოკლე ისტორია მოისმინა, მადლობა გადაუხადა გველების დედას და გულგადაქანებულმა მოცოცხა რედაქციისაკენ -გია უნდა შეეჩერებინა ,რომ მისი მოთხრობა არ გამოექვეყნებინა.
გაჩერებაზე მდგარს ცხვირწინ თანამედროვეობის შედევრი ავტომობილი აესვეტა და შავი მინებიდან მწვანე სხივებმა გამოიჭყიტეს,რასაც მთლიანად თვითკმაყოფილი სახის გამოჩენა მოჰყვა. თოკამ მანქანის მინა ჩამოსწია და ისე დააკვირდა გოგონას,თითქოს პირველყოფილს უყურებსო.
-შენ ესეიგი ღარიბი ხარ?მანქანა არ გყავს?-დაუყვირა ,თუმცა არც ისე შორს იდგა და მიყრუებულ გაჩერებაზეც ხმაური არ იყო. კრისმა გონებაში აწყვეტილი მხეცი დააკავა და მშვიდად უპასუხა
-ზოგზოგიერთებისაგან განსხვავებით,ლუკმა-პურს თავად ვშოულობ,დიახ.
-რაღაც არ გეტყობა,რამე პურის მაგვარს შოულობდე-ისევ აათვალიერა ბიჭმა-რამდენი კილო ხარ,25? მეზობლებმა მაინც გაჭამონ რამე.
კრისმა გადაწყვიტა ნერვები არ მოეშალა და ცივად მიერთვა თორნიკე სხირტლაძის ხორცი.
-სამაგიეროდ შენ გეტყობა კაი ცხოვრება-ღიმილით მიუგო-ლოყებზეც და ენაზეც.
ეს ნაწილობრივ ტყუილი იყო,ბიჭს შესანიშნავი გარეგნოჰა ჰქონდა,მაგრამ გემოვნებაზე ხომ არ დავობენო,თავი იმართლა კრისმა-ეს მდიდრები ყველაფრის გადიდების ოპერაციას რომ იკეთებთ-მრავალმნიშვნელოვნად დაწია თვალები დაბლა-რაღაც-რაღაცები რომ დაგემოკლებინათ,არ იქნებოდა ურიგო.
თორნიკე დათმობაზე წავიდა,რათა გოგონას ყურადღება მოედუნებინა.
-წამოდი,გაგიყვან,მაინც იქით მივდივარ,სადაც შენ.
-შენ რაიცი,მე სად მივდივარ?
-ღარიბები სამსახურში დადიან,შენი სამსახური კიდევ ის ბრილიანტი თუ რაღაცაა,ვიცი სადაცაა,ჩემი ძმაკაცია რედაქტორი.
-47 წლის კაცია შენი ძმაკაცი?-კრისს დასცხა.
-ხო,გია ჯერ მამაჩემის ძმაკაცი იყო,მერე ჩემი,მაგარი ხუმარა კაცია.
კრისი ვერაფრით დაიჯერებდა გიას ხუმარობის ამბავს
-რა მნიშვნელობა აქვს,მანქანაში გველებს არ ვუჯდები.
თორნიკეს ბევრი ხვეწნა,რა თქმა უნდა,არ დაუწყია.
-არ მესმის ამ გოგოებს რატო გევასებათ თავის დაფასება,აბა კარგად მეყოლე!
მანქანა ნელა დაძრა და ხელი დაუქნია.

კრისი გაგიჟებული შევარდა რედაქციაში და ანის ჩამწერი აპარატი მიუგდო,შემდეგ კი გიას კაბინეტის კარი შეაფრიალა.
საბედნიეროდ გია იქ დახვდა და წარბაწეულმა მიუთითა კარისკენ.
კრისმა თვალები აატრიალა,კარი ისევ მიხურა და გარედან დააკაკუნა.
-შემოდი-გამოსძახა კმაყოფილმა -აბა,რა გნებავს? ანის ისევ დაეხმარე და შენვე დაისჯები მის მაგ...
-კი,კი,ვიმსახურებ!-სწრაფად დაეთანხმა კრისი-მოთხრობა ჯერ არ გამომიქვეყნო,ღირსი არ ვარ!
გიამ თვალები მოჭუტა
-გეშინია,თორნიკემ არ წაიკითხოს?
კრისს სხეული დაუბუჟდა და წამით მეტყველების უნარი დაკარგა.
-ძალიან უიღბლო ხარ,ხო-კმაყოფილმა გაიღიმა გიამ-თორნიკეს ვიცნობ და შენც ისე სრულყოფილად აღწერე...
-ესეიგი,იცოდი?-აღშფოთდა კრისი-აბა რაღატომ აქვეყნებ?
-მერე რა მოხდა-მხრები აიჩეჩა-კარგადაა დაწერილი და ქალებსაც დააინტერესებთ. თუ არ გინდოდა,რაღას წერდი?
-გია,გივიკო,ჩემო გიუნა- ახლოს მიჩოჩდა გოგონა-ეგ არ გამიკეთო,ყველაფერს დაგიჯერებ,შენს თმებზეც აღარ ვიხუმრებ,ყავასაც კარგს გავაკეთებ ხოლმე ,ოღონდ...
-რომც მინდოდეს,ვერ დაგეხმარები,ზეგ ოთხშაბათია,მოთხრობა კორექტირებისთვის გავაგზავნე,სხვა ალტერნატივაც არ გვაქვს გამოსაქვეყნებლად,ასე რომ უნდა შეეგუო და ილოცო,შენმა თოამ არ ნახოს.
-ჩემი თოა სულაც არაა - აღშფოთდა კრისი-გამოაქვეყნე კარგი,მაგრამ ავტორი არ მიუთითო. ფსევდონიმი,გრინჩიც ხომ ასე იყენებს... მაგალითად მე ვიქნები... -კრისი ჩაფიქრდა.
-ამება?-მიეშველა გია.
-თავტოპალა-ვალში არ დარჩა-მე ვიქნები ფენიქსი. აი ასე,გამოდგება.
-რაღაც არ მახსოვს ,ცეცხლიდან აღმდგარიყავი-წარბები შეჭმუხნა რედაქტორმა-მგონი ისევ აბეზარი ციყვი ან რამე მას...
-შენი იუმორის შესახებ მსმებია-დაასწრო გოგონამ,მაგრამ ახლა მისი ფრქვევის დრო არაა,რომ წაიკითხოს და ნახოს მე ვარ,ის გველი იფიქრებს,რომ მიყვარს,მაგას კი მირჩევნია მყრალას გავყვე ცოლად.(მყრალა თანამშრომელი იყო,რომელიც რედაქციაში ხელოსნის ფუნქციას ითავსებდა და ოთახში მისი შემოსვლისას აირწინაღი ხდებოდა საჭირო).
ბოლოს და ბოლოს,გია დასთანხმდა და კრისს ცოტაოდენი იმედი მიეცა,რომ ამ სიტუაციას დაუძვრებოდა.
საღამოს,3 დღიანი დაკარგვის შემდეგ,გრინჩმა დაურეკა.
-გრინჩ,სად ეგდე? ახლა მჭირდებოდი და დაიკარგე,გირეკავდი და გამორთული გქონდა.
-რილექს თაფლო,სადღაც მომიწია გამგზავრება,სადაც ტელეფონი და ინტერნეტი არ იყო.
-შუასაუკუნეებში?
-დაახლოებით-გაიღრიჭა და ჰკითხა-რა დაგემართა?
კრისმა მოუყვა,თუ როგორ დაწერა მოთხრობა თორნიკეზე და თუ რისი ეშინოდა ახლა. გრინჩი მდუმარედ უსმენდა.
კრისს ეგონა,აჟიტირდებოდა ,როდესაც გაიგებდა,რომ მან თოკა გაიცნო,მაგრამ გრინჩი უჩვეულოდ სერიოზული ჩანდა. -რეალურ ადამიანებზე წერა არც ისე კარგი იდეაა,გამომიგზავნე,უნდა წავიკითხო.
ნახევარ საათში გრინჩმა ისევ დაურეკა,ჩაფიქრებული ჩანდა.
-შენ წერ,რომ ქრისტი სამსახურის გამო აღმოჩნდა თოას დედის სახლში და ასე გაიცნო ბიჭი...
-ხო,უცნაური დამთხვევაა,რეალურადაც მასე მოხდა,მაგაზე მეც ვიფიქრე მაგრამ ახლა მისი გაცნობა კიარ მაშინებს,არამედ ის,რომ ეგ თვითკმაყოფილი გიურზა წაიკითხავს.
-არა,კრის... როგორ გითხრა,შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს,რასაც ახლა ვიტყვი,მაგრამ ეჭვი მაქვს,რომ შენ უნარი გაქვს,რასაც დაწერ,რეალობად აქციო...
კრისმა გადაიხარხარა
-გარგო რა,გრინჩ! ახლა ღადაობის დროა? რამე ისეთი მაინც მოიფიქრე,რომ დავიჯერო...
-ხომ იცი,მოფიქრება არ მიჭირს და გაცურება რომ მინდოდეს,რამე უფრო დამაჯერებელს მოვიფიქრებდი-ფრთხილად ლაპარაკობდა გრინჩი-უნდა შეამოწმო.
-რა?-კრისი ყურებს არ უჯერებდა-რა დროს ეგაა,ან რა უნდა შევამოწმო?
-ახალი თავი დაწერე,დღესვე და გამომიგზავნე, ერთმა ადამიანმა მაინც უნდა წაიკითხოს,რომ ახდეს...
-გრიინჩ!
-მისმინე,სერიოზულად გეუბნები,ახლა თორნიკე სხირტლაძე არაა ის,რაზეც უნდა ვიფიქროთ! დაწერე რამე ისეთი,რაც ცუდ შედეგს ვერ გამოიწვევს... მაგალითად ხვალ მოთოვს... არა,ეგ არ გამოდგება,ივნისია... მაშინ,დაწერე,რომ შენი მეგობარი დიანა ხვალ ლატარეას მოიგებს,ჯეკ პოტს!
-დიანა ვიღაა?
-მე! დიანა მქვია,გრინჩი რომ დაწერო,შეიძლება არ იმოქმედოს...
კრისი იმას ფიქრობდა,როგორ შეჩვეულიყო იმ აზრს,რომ მას გრინჩი არ ერქვა.
-კრის,მისმენ? უნდა დაწერო! დანარჩენი კი ისეთი დაწერე,შემთხვევით რომ ახდეს,არაფერი პრობლემა რომ არ მოიტანოს,გაიგე?
კრისი ცოტა ხანს ფიქრობდა,რომ ამ გიჟურ იდეას თუ შეასრულებდა,ესეიგი დაიჯერებდა გრინჩის ამბავს და თავადაც შეშლილი აღმოჩნდებოდა,მეორე მხრივ,მეგობარი უჩვეულოდ სერიოზული იყო და ის ნდობა,რაც მის მიმართ გააჩნდა,უარის თქმის საშუალებას არ აძლევდა.
-კარგი ,ჯანდაბას,დავწერ-ამოიოხრა.
გრინჩმა გამარჯვების ყიჟინა დასცა-მიდი,ახლავე დაიწყე და მერე გამომიგზავნე.
გრინჩის იდეა მართალია გიჟური იყო,მაგრამ მეორე მხრივ სიუჟეტის განვითარებაში დაეხმარა-თორნიკეზე დაწერა არ უნდოდა,ვერც მის თბილ ხმაზე და ლამაზ თვალებზე დაწერდა,იმიტომ,რომ ჯერ ერთი,ეშინოდა,რომ წაიკითხავდა,მეორეც,რაც იგი გაიცნო, ფიქრისას კარგი არაფერი ახსენდებოდა,გარდა მისი აკუწვის მანიაკური სურვილისა. მკითხველებს კი დაქალების თემა თითქმის ისევე დააინტერესებდათ,როგორც შეყვარებულისა.
ბევრი წვალების შემდეგ შეაკოწიწა სიუჟეტი,სადაც ქრისტის საუკეთესო მეგობარი ლატარეას იგებს ,კრისს თანხა არ დაუზუსტებია,მხოლოდ ჯეკ-პოტი მიუთითა,დანარჩენ ნაწილში კი აღწერა,თუ როგორ ხარჯავენ მეგობრები ფულს-თითქმის ყველა ქალური ოცნება ერთ თავში მოაქცია. გადახედა და კმაყოფილმა გრინჩსა და გიას გაუგზავნა.
გრინჩმა შუაღამეს დაურეკა.
-მომეწონა! მართლა,წერის ნიჭი გაქვს.შენი საქმე მორჩი,ახლა ჩემი ნაწილი უნდა შევასრულო.
-რა ნაწილი?-დაიბნა კრისი
-ლატარეას ტუალეტის ქაღალდით ხომ ვერ მოვიგებ? ბილეთი უნდა ვიყიდო,ზეგაა გათამაშება...
-გრინჩ,ამიხსნი,საიდან მოგაქვს ასეთი აზრები?-ერთხელაც გაიბრძოლა.
-როცა დრო მოვა-სერიოზულად უპასუხა გოგონამ.
მთელი მეორე დღე კრისი მეგობარზე ფიქრს ვერ წყვეტდა. მიუხედავად იმისა,რომ ის და გრინჩი დიდი ხანია მეგობრობდნენ,კრისმა არაფერი იცოდა მასზე. დიანა რომ ერქვა,ერთი დღის უკან გაიგო ,არც ასაკი (მხოლოდ ხმით ხვდებოდა,რომ ახალგაზრდა იყო),არც ის,მშობლები თუ ჰყავდა ან საქმიანობდა რამეს,სწავლობდა თუ მუშაობდა,გინჩის მხოლოდ გრძნობები იცოდა-რომ შეყვარებული არ იყო,შავი მოცხარის ნაყინი უყვარდა და წერის შემდეგ ყველაზე მეტად მოგზაურობა იზიდავდა. მაგრამ მაინც,თან ყველაზე კარგად იცნობდა მას,თან არაფერი გაეგებოდა საუკეთესო მეგობრის ცხოვრებაზე.
-საიდან მოიტანა,რომ ასეთი რამ შესაძლებელია? იქნებ გიჟია და საგიჟეთში ნებას რთავენ,მოთხრობები წეროს და ინტერნეტი გამოიყენოს.-ეს აზრი გულს უხეთქავდა და თავიდანვე დიდი წითელი იქსი დაასვა გონებაში და “აკრძალულია საფიქრალად” სახელით ტვინის მივიწყებულ კუნჭულში გადამალა. სხვა გზა არ ჰქონდა,ის უნდა ეფიქრა,რომ გოგონა ამხელა ფანტაზიის გამო რეალურად იჯერებდა მსგავს რამეებს.
გინჩი დიდ ხანს არ ჩანდა,ოთხშაბათს მისი მოთხრობა პირველად დაიბეჭდა და კრის ბედნიერების მაგივრად გულის პრანჭვები დაეწყო,მთელი კვირა ელანდებოდა თოკა მისი დამცინავი გამოხედვით და როცა ბიჭი შემთხვევით უნივერსიტეტში გადაეყარა ,პირველივე კარში შევარდა,რომელიც საბედნიეროდ გოგონების საპირფარეშო აღმოჩნდა.
ის იყო ამოისუნთქა და იმაზე ფიქრობდა,მიცნო თუ არაო,კარი რომ გაიღო და სხირტლაძემ უბოდიშოდ შემოაბიჯა. კრისი აალებული შეაჩერდა.
-ეს ქალებისაა,ვიცი რომ შენთვის რთულია კითხვა,მაგრამ გარეთ კაბიანი ქალი ახატია და მაგით მიხვდი ხოლმე.
თორნიკემ წაუყრუა.სიგარეტი ამოიღო,მოუკიდა და გოგონას მიაჩერდა.
კრისმა გადაწყვიტა,ყურადღება არ მიექცია და სარკეში თმების სწორება დაიწყო.
-ტუალეტში რატომ მემალები?-ინტერესით მიაჩერდა ბიჭი და ნახევრად გაპობილი ტუჩებიდან ბოლი ნელა გამოუშვა.
კრისი ჭარხალს დაემსგავსა,მაგრამ მაინც არ დანებდა.
-ტუალეტში ხალხი შენგან დასამალად კი არა,რაღაც საქმის გასაკეთებლად შედის,ასე რომ მიბრძანდი და დამაცადე,ჩემი საქმე გავაკეთო.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა
-გააკეთე მერე ვინ გიშლის.
-აქ შენი ყოფნა არ შეიძლება ,მაგრამ ვიცი რომ ვერაფერს გაგაგებინებ,ასე რომ ...-გოგონამ დემონსტრაციულად გადაიგდო ჩანთა ზურგზე და კარისაკენ დაიძრა.
-რამდენიც არ უნდა უარყო,ვიცი რომ დამემალე,ქრისტი-კრისს ფეხები მოუდუნდა,”მოთხრობა წაიკითხა თუ ისე მეძახის ამ სახელს?” ორივე თანაბრად შესაძლებელი იყო.-აღელდი და თვალს ვერ მისწორებ-განაგრძობდა უდარდელად-მგონი,ერთი ნახვით შეგიყვარდი.
კრისმა ნერვიულად გადაიხარხარა.
-დამიჯერე,შენი სიყვარულის გარდა სხვა ბევრი საფიქრალი მაქვს,ასე,რომ ტყუილად იღლი ტვინს ფიქრით,ისედაც ბევრი არ შეუძლია,ხომ ხედავ...
-აი მე კი ძალიან დამევასე-მოულოდნელად ანთებული შეაჩერდა ბიჭი-კისერზე რომ არ მეკიდები,მომწონს ,თან გარეგნულადაც არა გიშავს,ცოტა უკან მოიმატე და ეგაა,შეგიძლია ეგრეც გააგრძელო,ვითომ არ მოგწონვარ,რაღაცნაირად აღმაგზნებს...
-უკარება გოგოს არ ვთამაშობ-სწრაფად უთხრა ახლა ფერდაკარგულმა-მართლა არ მომწონს შენს სიახლოვეს ყოფნა და თუ შეიძლება,ნუ ინტერესდები.
სწრაფად გავარდა გარეთ და ამოვარდნილი გული იმ დღეს ვერც დაიმშვიდა.
-დამერხა,ვსო,ჯერ ახლა ჰგონია,რომ მიყვარს და თუ წაიკითხა,ხომ საერთოდ... ან დედამისი მაინც ხომ გადახედავს ჟურნალს... არა,ლეა არ გამცემს...ან რატომ მადარდებს,რას იფიქრებს,ეგონოს,რომ მიყვარს და იყოს!
შაბათ-კვირა უიმედოდ ელოდა გრინჩს,რომ როგორმე დამშციდებულიყო მეგობართან საუბრით,მაგრამ გრინჩი მიწამ ჩაყლაპა.
ორშაბათს,,გამთენიისას ძლიერმა კაკუნმა გააღვიძა. თავიდან მეზობლების ნათესაობა მოიკითხა ძილ-ბურანში მყოფმა,მაგრამ მერე მიხვდა,რომ მის კარზე აკაკუნებდნენ გაბმულად.
შეშინებული წამოხტა-საათი 7-ს უჩვენებდა
-ვინ ჯანდაბაა ამ დროს?
ყოველი შემთხვევისთვის სამზარეულოს დანა აიღო და კარში გაიჭყტა-წინ უზარმაზარჩანთიანი გოგონა იდგა,გრძელი ,ქერა,თითქმის თეთრი თმები აფრიკულ სტილში დაეწნა ,მაღალს და გამხდარს მოკლე შორტები და ტოპი ეცვა ,შესაშური გარეგნოჰა ჰქონდა. კრისმა კარი გააღოდა პირდაღებული შეაჩერდა,ლოგიკითა და ინტუიციით ხვდებოდა,ვინ შეიძლება ყოფილიყო.
გოგონა ღიმილით შეაჩერდა და ხელები გაშალა
-მიესალმე დედიკოს!და ეგ დანა შენვე შეიჭვი სადაც გინდა.
-გრინჩ!-კრისი ვერ იჯერებდა,რომ მეგობარი,რომელიც იდუმალად და თავგამოდებით არ ამხელდა თავის ვინაობას თუ არა,გარეგნობას მაინც,ასეთი ლამაზი გოგო იქნებოდა. რა თქმა უნდა,იცოდა რომ მწვანე და ბანჯგვლიანი არ იქნებოდა,მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ და გრინჩი ისე შევარდა სახლში,თითქოს საკუთარი ყოფილიყოს. სამგზავრო ფეხსაცმელი გაიხადა და კუთხეში მიყარა,გიგანტური ჩანთა,რომელიც უჩვეულოდ მსუბუქად მოისროლა,ბრაგვანით დაეხა იატაკზე.
-გრინჩ,რა გეტაკა?ახლა არ მითხრა რომ კიბო გაქვს და კვდები ან რამე მასეთი...
-ვიცი,ერთი კვირა არ ვჩანდი და უზომოდ მოგენატრებოდი,მაგრამ ვერ მოგართვი,კიბო არ მაქვს და ჩემი მონატრების საშუალებაც აღარ მოგეცემა...
-ეგ რას ნიშნავს ? ხშირად გნახავ ხოლმე?-დაბნეულად გაიღიმა.
-კი,აქამდე დედაქალაქში გადმოსვლას ვერ ვახერხებდი,უკვე დიდი ხანია მინდა შენი ნახვა,მაგრამ ჩემები... როგორ გითხრა,მთლად ჩვეულებრივი ხალხი არაა და არც ბინის ქირის გადახდას დამიწყებდნენ,კიარადა საერთოდ ვერ გაიგებდნენ ბინის ქირა და უნივერსიტეტი რაარის..
კრისმა გადაწყვიტა ,არ ჩაძიებოდა.მთავარია,რომ გრინჩი მასთან იყო.
-ახლა რამე შეიცვალა?-ჰკითხა და გვერდით მიუჯდა სავარძელში გაშოტილს.
-კი,აღმოჩნდა,რომ ჩემი დაქალი მწერალია.
-მე?მერე?-დაიბნა კრისი.
-კარგი,ეტყობა მაინც არ შეუშვი მაშინ თავში და ახლიდან გეტყვი და გეხვეწები,ბოლომდე მაცადე:-ამოისუნთქა და დაიწყო.
-მწერლებს თანამედროვე სამყაროში უწოდებენ ხალხს,რომელიც წიგნებს წერს,მაგრამ ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა სხვა იყო-ადამიანთა შექმნიდან და ცნობიერის წარმოშობიდან ნელ-ნელა იხვეწება მათი ძალა.თუკი თავდაპირველად ზეცა ბანანების ჭამის მეტ საქმეს არ გვანდობდა,ინტელექტის განვითარების შედეგად,სხვადასხვანაირი საჩუქარი დავიმსახურეთ-ლოგიკა,აზროვნება,ინტუიცია,ქვეცნობიერი . ზოგიერთი ადამიანი ახლაც ბანანის ჭამის დონეზეა-ჩაიცინა გრინჩმა-მაგრამ ვინც საკუთარი სულის განვითარებას უთმობს სიცოცხლის ძვირფას წუთებს და არა ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას,ეძლევა ჯილდოც-ღვთაებრივი სიბრძნე,რაღა თქმა უნდა ზომიერი. ასე რომ,რაც უფრო მეტად ცდილობს ადამიანი,ასე ვთქვათ,საკუთარი თავის,ანუ სამყაროს შეცნობას და ამას ხორციელი მოთხოვნილებების დათრგუნვის საფუძველზე აკეთებს,მას წინ უფრო და უფრო ფართოდ ეშლება სინამდვილე. როგორც ამბობენ,აბსოლუტური ჭეშმარიტება ადამიანის გონებისთვის მიუღწეველია,მაგრამ ბოლო-ბოლო იმას მაინც მოახერხებ,რომ ახალ ლეველზე გადახვიდე და მაიმუნად არ დარჩე.
გრინჩი ჩაფიქრდა
-სად ვიყავი?ხო,მწერლები. ადამიანების ის კატეგორია,რომელიც მასობრივ აზრს არ იზიარებს და დამოუკიდებლად იწყებს მსჯელობას,სწორედ მათ ეძლევათ შესაძლებლობა,რომ აღმატებით ხარისხში ავიდნენ,ანუ დაკვადრატდნენ რა და ახალი ცოდნა და რაც მთავარია,ნიჭი მიიღონ. ეს ნიჭი შეიძლება იყოს ნათელმხილველობა,წინასწარმეტყველება,მაგიაც კი,მთავარი კომპონენტი ისაა,რომ შენი გონება არ დააცო და შემხვედრ სიმართლეს თამამად გაუსწორო თვალი.ეს არც ისე მარტივია,სიმართლე ცოტა შემთხვევებშია სასიამოვნო,ამიტომაც არ ეძლევა ყველას.
კრისი გამოშტერებული უყურებდა ფილოსოფოსად ქცეულ გრინჩს და ვერაფრით ვერ ხვდებოდა,რას ემსახურებოდა მეგობრის მონოლოგი.
-ხოდა,ვინც მოახერხა ეს და გამოცალკევდა გუნდური აზრიდან-განაგრძობდა გრინჩი-მათ ზეცამ სხვასასხვა ნიჭი უბოძა,იმიტომ კი არა,რომ კეთილები არიან და დაეხმარნენ,უბრალოდ სჭირდებოდათ. სწორედ ასე გაჩდნენ ბედის მწერლებიც-ზეციდან იმის კონტროლი,თუ რა როგორ უნდა მოხდეს,რთულია,იმიტომ,რომ უფალმა ადამიანის თავისუფლება ბრძანა,მაგრამ რაღაცები მაინც უნდათ,რომ გააკონტროლონ,პრინციპში,რას ერჩი,ეს ხალხი თუ არ გააკონტროლე,სამოთხეშიც ამოგივარდება...მოკლედ ასე გაჩნდა პირველი ბედის მწერალი-ანგელოზი ჩამოფარფატდა ციდან და რომელიღაც ბრძენი ბაბუა დააჯილდოვა უნარით-რასაც დაწერდა,რეალურად აღსრულებულიყო.ჩასჩურცულებდნენ მწერალს რაც თვითონ უნდოდათ და ვუალია-აღსრულდა ნება ღვთისა.ასეთი მწერლები ხშირად არ სჭირდებოდათ,მაგრამ მაინც ხო დასჭირდათ,ამიტომაც ლუციფერმა-ერთ დროს ქერუბიმთა დასის წარმომადგენელმა, იფიქრა,მე რაღატო დამტოვეს თამაშგარეთო,ეგრე რო იყოს ყველაფერი და მარტო იმათი ნება სრულდებოდეს,მე რა აქ მატყლს ვჩეჩავო?და თვითონაც გააგზავნა ძმაკაცი დემონი ,რომელიც ქალის სხეულში ჩასახლდა და ცოტახანში დედობრივი ბედნიერებაც იგრძნო-გაჩნდა ქამბიონი-ადამიანისა და დემონის შვილი,რომელშიც სწორედ ის შესაძლებლობები ჩააყოლეს,რაც ბედის მწერლებს მიენიჭათ კეთილი დეიდა ან ბიძია ანგელოზებისგან. გასაგებად ვლაპარაკობ?
-არა-მიუგო კრისმა,გრინჩმაც უდარდელად განაგრძო
-კარგია,მაგრამ ეშმაკი რისი ეშმაკია,რამე რომ დამატებით არ ეჩალიჩა-ანგელოზების მიერ დასაჩუქრებული ბაბუების მწერლობის ნიჭი სიკვდილის შემდეგ წყდებოდა,არანაირი უფლებამონაცვლე და შვილიშვილი ამას არ იბარებდა,ქამბიონებს კი ეს ნიჭი სისხლით გადაეცემათ.გენეტიკური თავისებურებების გათვალისწინებით ყველას არა,მაგრამ ზოგიერთს-კი.ახლა იმის თქმა მინდა,რომ შენი დიდდიდდიდდიდდიდდიდდიდი ბაბუა ქამბიონი-მწერალი იყო და შემთხვევით შენ დემონის დიდი შვილიშვილივით ხარ.-კმაყოფილმა დაასრულა თხრობა გრინჩმა.
კრისმა ამოიოხრა
-და რას ემსახურება მთელი ეს ფანტაზია,ქალბატონო დიანა?-ჰკითხა ნერვებაშლილმა-დემონის სისხლი მაქვს და სამოთხეში ვერ მოვხვდები?ან საიდან მოიტანე,რომ მე ვარ მაინცდამაინც,არაფერი არ ახდა ,რაც დავწერე!თორნიკესთან შეხვედრა უბრალო დამთხვევა იყო,უბედური დამთხვევა.
გრინჩი გაიბარდა
-როგორ მიყვარს,როცა ადამიანებს ვუმტკიცებ,რომ მწარედ ცდებიან!
გოგონამ მძიმე ჩანთა მოაჩოჩა და კრისს ცხვირ წინ დაუდო
-გახსენი!
კრისმა ეჭვით შეათვალიერა ჩანთა,მოელოდა,რომ გრინჩი მის შეშინებას გეგმავდა და ამიტომ მოიფიქრა ეს ყველაფერი-დიდ აფიორას ამზადებდა და მერე კრისის სახის დანახვისას ახარხარდებოდა. ფრთხილად გახსნა ჩანთა და ჩაიჭყიტა.
ჩანთაში ფული იდო,ბევრი ფული,მთელი ადგილი ფულს ეკავა,კრისი დაახლოებითაც კი ვერ მიხვდა,რამდენი შეიძლება ყოფილოყო.თვალებგაფართოებულმა ახედა გრინჩს,რომელმაც წამოიძახა
-ჯეკ პოტ!
...დაუჯერებელია,ალბათ გრინჩი მდიდარია,უზომოდ მდიდარი ან ეს ფული ყალბია...-კრისი ყველანაირ არგუმენტს ეძებდა,მაგრამ ყველა უაზროდ ეჩვენებოდა.მაინც,ყველნაირ აფსურდს დაიჯერებდა იმის გარდა,რომ დემონის შვილთაშვილთაშვილი იყო.
-კიდევ არ გჯერა ,არა?-დუმილი დაარღვია გრინჩმა-შეგიძლია კიდევ რამე დაწერო,რაც დღესვე შემოწმდება.
-არ მინდა შემოწმება,აღარაფერს დავწერ-აღელვებულმა წამოიყვირა გოგონამ-უბრალოდ შევეშვები და ცხოვრებას გავაგრძელებ...
-სილაში თავჩაყოფილი?-გრინჩმა წარბი აწია-მე სხვანაირს გიცნობ.ასეთ შესაძლებლობებს გაექცევი და მოსაწყენად იცხოვრებ მხოლოდ იმის გამო,რომ შენს ცხოვრებაში რაღაც წესის მიხედვით არ მიდის?ხომ გითხარი,სამოთხეში ისე ვერ მოხვდები,თუ...
-და ვინ მომახვედრებს სამოთხეში დემონის შთამომავალს?-ვერ წყნარდებოდა კრისი და ის უფრო აშფოთებდა,რომ გრინჩის ნაამბობი მისმა არსებამ დაიჯერა და ტვინი უშედეგოდ ცდილობდა საპირისპიროს დამტკიცებას,
-ააჰ,მაგის გეშინია?-გაიბადრა გრინჩი-მაგაზე არ იდარდო დაიკო,შენი სული სუფთაა, მხოლოდ სხეულს გადმოჰყვა სისხლი და სხეულის სიკვდილთან ერთად შენი დემონური ნაწილიც აორთქლდება. მხოლოდ პირველი ქამბიონის სული იყო ბნელი,მისი შთამომავლების სულები ანგელოზების“ფაბრიკიდანაა“.
კრისმა ვერ დაიჯერა,მაგრამ გულზე საგრძნობლად მოეშვა. გახევებული იყურებოდა ოთახში.
-მაშ,კიდევ ვამოწმებთ თუ გჯერა?-გამოცოცხლდა გრინჩი
-ვამოწმებთ-კრისმა ლეპტოპი აიღო-იმავე ისტორიის გაგრძელება დავწერო?
-არაა საჭირო,მთავარია რამე დაიწეროს-უდარდელად მიუგო გოგონამ-პატარა ისტორია მაგალითად იმაზე,რომ მაგალითად დღეს რამე ისეთი მოხდება რაც ორივეს წაგვადგება,მე არ მომტეხო პონტიდან,იცოდე.
კრისი ცოტა ხანს ჩაფიქრდა.
-დავწერ,რომ დღეს გია დამირეკავს და მეტყვის,რომ დასვენებას ვიმსახურებ.
-მერე მე რას ვიგებ მაგით?
კრისი აღშფოთდა
-ჯეკ პოტი მოგაგებინე,უმადურო,თან თუ სამსახურში წავედი,მთელი დღე მარტო ყოფნა მოგიწევს.
გრინჩი ჩაფიქრდა.
-და სულ რომ დაანებო თავი მაგ სამსახურს?ნახევარი მილიონი გვაქვს-მრავალმნიშვნელოვნად ანიშნა ჩანთაზე და დაამატა-ეს შენი დამსახურებაა და ფული შენიცაა.
კრისი აირია,ვერაფრით ვერ გაითავისებდა,რომ ნახევარ- მილიონერი იყო,ამაზე მეტად იმასაც კი ირწმუნებდა,რომ დემონის სისხლი ჰქონდა.
-მე...მე,არ ვიცი,მირჩევნია ჩვეულებრივად განვაგრძო ცხოვრება,ასე მომწონს-თქვა ბოლოს-მაშ,რა დავწერო?
-დაწერე რაც თქვი,გია გათავისუფლებს ხოლმე?
-არავითარ შემთცვევაში!
-ანუ,თუ გაგათავისუფლებს,დაიჯერებ?
კრისმა თავი დაუქნია,მალევე დაწერა მოკლე ისტორია და გრინჩს წააკითხა.
-სამსახურში ვაგვიანებ უკვე.ნახევარ საათში უკვე იქ უნდა ვიყო-თქვა,როდესაც გრინჩი კითხვას მორჩა.
-ნუ დარდობ,დაგირეკავს-არხეინად მიუგო გოგონამ და საჭმელი მინდაო გამოუცხადა.
ყიყლიყოებბს მიირთმევდნენ,როდესაც კრისის ტელეფონი აწკარუნდა,გია რეკავდა. გულის გადმოტრიალების და ისევ გადატრიალების შემდეგ,კრისმა მოახერხა პასუხი გაეცა.
-ვირთხა,-ჩასძახა ყურმილში გიამ-ძალიანაც არ მიეჩვიო,მაგრამ დღეს მე არ ვიქნები,ასე,რომ შეგიძლია,შენც არ მობრძანდე.
კრისმა მხოლოდ მაშინ გაიაზრა,თუ რა ხდებოდა მის თავს.
გრინჩი გამარჯვებული ყვიროდა და სავარძელზე ხტუნაობდა,კრისი გაშეშებული იდგა და გაურკვეველი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-დაუჯერებელია-მხოლოდ ტუჩებს ატოკებდა გოგონა და დაუსრულებლად იმეორებდა ამ სიტყვას.
დაწყნარების შემდეგ გრინჩმა განაცხადა,რომ იდეა დაებადა:
-ნახევარი მილიონი რამეში უნდა დავხარჯოთ,წამოდი,ყველაზე ძვირადღირებული ტანსაცმელი ვიყიდოთ,მერე ყველაზე მაგარ სასტუმროში წავიდეთ,მერე იმ სასტუმროს კლუბიც ექნება...
-გრინჩ,ჩემს მოთხრობაში ზუსტად მასე დავწერე-გაიღიმა კრისმა.
-ვიცი,მერე რა?სიამოვნებას ვერ მივიღებთ,თუ?სალონშიც უნდა მივიდეთ-გადახედა გოგონას-ეგ გაფშეკილი თმები უნდა მოათვინიერო და მოკლედ,ყველაფერს ნელ-ნელა მოვიფიქრებთ!
კრისს ამ იდეაში ცუდი არაფერი მოეჩვენა და მეგობრის ნებას დაჰყვა.
თბილისში ტანსაცმლის დიდი არჩევანი არ იყო,მაგრამ კრისს და მით უმეტეს,გრინჩს,ძალიან სიამოვნებდათ ის ფაქტი,რომ რაც მოუნდებოდათ,ყველაფერს იყიდიდნენ. ბოლოს ,როცა მიხვდნენ,რომ ამდენ რამეს ხელით ვერ ატარებდნენ,ინტერნეტში პირადი მძღოლი მოძებნეს და (გრინჩის აკვიატებით) მრჩეველიც თან მიაყოლეს. ეტყობა,როდესაც ფული უხვადაა,ყველაფერი წამებში გვარდება,რადგანაც ერთ საათში მძღოლიც ჰყავდაც და მრჩეველიც-გადაპრანჭული,გაურკვეველი სქესის არსება-ლეკა,რომელიც მოდურ რჩევებს აძლევდათ და მათ ნაყიდ აუარება ნივთს ეზიდებოდა.ლეკამ გრინჩისგან წკიპურტიც კი მიიღო,როდესაც მას მოახსენა,რომ მისი „ბათინკები“ ბულზზე არ მიდიოდა.
ნაშუადღებს გოგონები სალონში აღმოჩნდნენ,სადაც კრისს სტილისტმა ავანგარდული ვარცხნილობის გაკეთება დაუპირა,რომელსაც გრინჩიც აქტიურად უჭერდა მხარს-ნახევრად გადაპრსული თმები ღია წითელი საღებავით,მაგრამ გოგონამ რის ვაი-ვაგლახით გადაარწმუნა და მხოლოდ გრძელი თმის დავარცხნა და ღია ტონალობებში გაფერადება გადაწყვიტა.
საღამოხანს კრისი საკუთარ ანარეკლს უყურებდა-მოკლე,მწვანე კომბინიზონში გამოწყობილს შავი საზაფხულო ფეხსაცმელი ამშვენებდა და მუქ ფერებში გადაწყვეტილი მაკიაჟი მეამბოხე იერს სძენდა. ღია მწვანე თვალებს შავი კონტური უფრო გამოარჩევდა,ტუჩისფერი საცხი კი მის მსხვილ ტუჩებს უფრო მეტ მოცულობას სძენდა
-ახლა თოკა აქ რომ იყოს,ეგრევე ოთხ ბავშვზე დაგაორსულებდა-გადაულაპარაკა მის გვერდით ასვეტილმა გრინჩმა,რომელსაც მოკლე შავი ქვედაკაბა და შავი,მაქმანებიანი ზედა ამშვენებდა,რომელიც რეალურად გაუმჭვირვალი მხოლოდ მკერდის მიდამოში იყო-წამოდი,სასტუმროში მივდივართ.
ცენტრალურ უბანში განთავსებული სასტუმროს ლუქს ნომერში ბოდიალის და აღტაცებული ყიჟინის შემდეგ,რასაც სავარაუდოდ ბალიშები და ერთი-ორი ძვირფასი ნივთი შეეწირა,გოგონები სახურავზე განთავსებულ ღია აუზთან მოთავსდნენ და შამპანურის წრუპვით მომავალ გეგმებს განიხილავდნენ.
-შეგიძლია საკუთარი გამომცემლობა გახსნა,თუ მაინც და მაინც ჟურნალისტობა გინდა-ლაყბობდა გრინჩი,თუმცა კრისს ერჩივნმა,ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ცხოვრება ერთმანეთთან შეეთავსებინა,რატომღაც ეგონა,რომ ასე უფრო მძაფრად იგრძნობდა სიამოვნებას-თუ არა და,სხვა რამეში გამოიყენე შენი ნიჭი,აი,მაგალითად პრეზიდენტად რომ ნინა წკრიალაშვილი მოვიდეს,მაგარი ღადაობა იქნება...
-გრინჩ,მე არ მინდა გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს ჩვენს ხუმრობებს,ამიტომ,უნდა ვიფრთხილოთ და რაც მთავარია,ამის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს,თორემ ცუდად დამთავრდება-უკვე მერამდენედ იმეორებდა კრისი-ჯობია ის გავაკეთოთ,რაც სიკეთეს მოიტანს-მოწყალებას ვინც თხოულობს,უცბად კარგი სამსახური გამოუჩნდეს,ვინც დაავადებულია,განიკურნოს,თუმცა არამგონია,ბედზე ასე თამაში შეგვრჩეს,ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვეცადოთ,განგებამ თავისი საქმე თავად აკეთოს.
გრინჩი უკმაყოფილოდ დაეთანხმა.
-მართალი ხარ ,ხო...არ ვარგა ასე თამაში,ბებიაჩემიც სულ ამას ამბობდა-ეს პირველი შემთხვევა იყო,როდესაც გრინჩმა საკუთარ ოჯახზე საუბრობარი დაიწყო-ჩემი დიდი ბებია წყლის ალი იყო.-თქვა უეცრად.
კრისმა გადაწყვიტა,მეტი რაღა უნდა გამიკვირდესო და მშვიდად ჰკითხა:
-ეგ რას ნიშნავს?
-ბაბუაჩემის სოფელთან ახლოს ერთ ტბაში ცხოვრობდა,წყლის ალები მხოლოდ სავსე მთვარეობისას ხდებიან ხალხისათვის ხილულნი,ჩემი სოფელი აქედან ძალიან შორსაა-აღარ დააკონკრეტა გრინჩმა-ინტერნეტი გასულ წელს გახდა მისაწვდომი და ეგეც მე მოვინდომე...-ცოტა ხანს ჩაფიქრდა-ჩემს დიდ ბაბუას ტყეში შემოაღამდა და შემთხვევით შემოესმა სიმღერა,რომელიც ტყის სიღრმიდან მოდიოდა,ხმას მისდია და დაინახა ქვაზე წამომჯდარი ულამაზესი ქალი,რომელიც არაამქვეყნიურ ბგერებს გამოსცემდა. მაშინ არ მიჰკარებია,მაგრამ ყოველ ღამე მიდიოდა და უყურებდა ვერცხლისფერთმიან არსებას,რომელიც სევდიანად მღეროდა,ბოლოს იმდენად გაგიჟდა მისი სილამაზით,რომ ვერ მოითმინა და მიუახლოვდა. როგორც ბებიაჩემი ამბობს,სწორედ იმ ღამეს ჩაისახა და რამდენიმე კვირაში დაიბადა კიდეც. დედამისმა ბავშვი მამას გადასცა და უთხრა,რომ გაეზარდა და სიმართლე არ დაემალა. იმის შემდეგ გადარეული კაცი ყოველ ღამე ეძებდა ქალს,მაგრამ ვეღარ იპოვა,ბებიაჩემი კი სწრაფად იზრდებოდა. რამდენიმე წელში 20 წლის გოგონას გარეგნობა ჰქონდა და ისეთადვე დარჩა.სოფელში ყველა ერიდება ამაზე საუბარს,მაგრამ ბებიაჩემი ახლა ჩემზე ახალგაზრდულად გამოიყურება,ოფიციალურად ჩემმი ბიძაშვილია-გაიცინა გრინჩმა-ყველაფერი მან მასწავალ,რაც კი რამე ლეგენდა,მითი თუ მოსაზრება არსებობს...ხომ ხვდები,რატომ არ მყავს ჩვეულებრივი ოჯახი...-გოგონა დადუმდა და შამპანური მოყლურწა.
-ხო-გააგრძელა კრისმა-რომ გითხრა,რას ამბობ,მიკვირს მეთქი-აღარ დაასრულა და მრავალმიშვნელოვნად გაიღიმა.
-ჩემი ოჯახის გამო ყოველთვის გარიყული ვიყავი-მოიღუშა გრინჩი-დღესასწაულებზე არსად მეპატიჟებოდნენ,ერთხელ,11 წლის ვიყავი,საშობაო მეჯლისში მინდოდა მონაწილეობის მიღება,ხოდა ერთმა ჟიურის წევრმა წამოაყრანტალა-ეს ხომ შეშლილების გოგოაო.იმის მერე შობას ვერ ვიტან.
კრისმა იფირა,რამე გამახნევებელი უნდა ვუთხრაო.
-სამაგიეროდ,მაგ შენი შეშლილობის წყალობით ახლა ნახევარი მილიონი გაქვს.
გრინჩი გაიბადრა.
-ეგ კინაღამ დამავიწყდა,წამო სასტუმროს კლუბში წავიდეთ!
კრისი მანამდე კლუბში მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი და ისიც იაფფასიან,აღგზნებული ადამიანებით სავსე სივრცეში,ამიტომაც ინტერესი კლავდა,რა იყო „ნამდვილი კლუბი“.
„ნამდვილ კლუბში“ შესვლისთანავე გოგოები მიხვდნენ,რომ განხვავება კლუბებს შორის მცირე იყო და იციც ფასებში-იგივე გულისამრევი სუნი,მთვრალი(ან უარესი)ხალხი და ყურისწამღები მუსიკა.
-„ვი დენც თუგედერ“ კაი,მაგრამ ეს „დენცია“ ვითომ?-გრინჩმა დაკლაკნილ გოგოზე მიუთითა და ბარის მაგიდისკენ გაიქნია თავი-წამო,იქიდან კაი სუნი მომდის.
ბარში ლუდი შეუკვეთეს და შემაღლებულ სკამებზე წამოსკუპდნენ.ის იყო,კრისს უნდა ეთქვა,ცალკე კუპე ავიღოთო,რომ გვერდით ვიღაც მიუჯდა და ყურში ჩაჰყვირა.
-არ მეგონა,აქ ღარიბებიც თუ ჩითავდნენ,ისეც მე დამდევ?
კრისს სიძულვილმა დაუარა ძვლებში,თორინიკე კი განაგრძობდა:
-ამ ლუდის საფასურს ვინ გადაგიხდის? არაბი ბიზნესმენი?
გოგონას სიბრაზემ გადაუარა და უჩვეულო ნეტარებამ მოიცვა,ტვინში გეგმა წამის მეასედში დაესახა.
-გიურზა,შენ რა,ოჯახში კლუბის ფულებსაც გაძლევენ?-ღიმილით შებრუნდა და თან მობილური დააძვრინა-ყველა გველს ასე ანებივრებენ?
-დაახლოებით,მაგალითად მიუს-აფრიკულ შავ კობრას დღეში უფრო მეტს ახარჯებენ,ვიდრე შენ ოდესმე შენი არაბი მეგობარი გადაგიხდის-თორნიკეს თვალები ავად უციმციმებდა,კრისზე კი მისი ბინძური ხუმრობა საერთოდ არ მოქმედებდა,გოგონა წერით იყო გართული.შიგადაშიგ საუბარში მხარს უჭერდა ბიჭს
-აჰამ,ბევრს არ მიხდიან...-განაგრძობდა მობილურში ცხვირჩაყოფილი.მოულოდნელად შიშველ ფეხზე შეხება იგრძნო,სწრაფად აიხედა და ირონიულად მომზიმარი თორნიკე შერჩა.
-მერე,უფრო სარფიანი კლიენტები მოძებნე-თორნიკეს ხმაში დაძაბულობა გაჟღერდა,
-რა?-აჰხედა გოგონამ-ა,კი,ვმუშაობ მაგ თემაზე...-თორნიკეს ხელი ორი თითით ასწია და მკვდარი ტარაკანივით გადადო.
თორნიკე დაბნეული შეაცქერდა გოგონას და ფიქრობდა,რატომ არ აბრაზებდა მას ეს საუბარი,როდესაც კრისმა წამოიყვირა:
-გრინჩ!მოდი აქ,რაღაც უნდა გაჩვენო-სიმპათიურ ბიჭთან მოსაუბრე გოგონა სწრაფად შემობრუნდა და კრისს გაწვდილი მობილური ჩამოართვა-წაიკითხე,გეთაყვა-კმაყოფილი ღიმილი აიკრა კრისმა.
გრინჩი გაოგნებული შეაცქერდა თორნიკეს და სრული ერთი წუთი პირდაღებული უყურებდა,შემდეგ კი,თითქოს გონს მოეგოო,სწრაფად ჩააცქერდა ეკრანს და ათი წუთი არ მოშორებია.კრისი გაბადრული მიაჩერდა თოკას.
-რაღაცას მეუბნებოდი,მგონი.
თორნიკე სწრაფად დაუბრუნდა ფორმას.
-ესე იგი,ვაჭრობ,არა?ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდი თუ ჯერ-ჯერობით ისეც ახერხებ?
კრისს თითქოს დამცავი რგოლი გადაჰკვროდა,არაფერი აბრაზებდა და გონებით დასახულ გეგმას დასტრიალებდა.
-რას გულისხმობ,თორნიკე?თუ სწორად მივხვდი,სხეულით ვაჭრობას,რაც ალბათ იმიტომ ამოგიტივტივდა გონებაში,რომ სექს-მუშაკებთან დიდ დროს ატარებ და სხვანაირი ურთიერთობა ვერ წარმოგიდგენია. ალბათ ვაჟიშვილობა 17 წლის ასაკში დაკარგე,გამოძახებული ქალბატონის საშაუალებით-გონებაში გრინჩი დალოცა მოძიებული ინფორმაციისთვის. ამჯერად თორნიკე გაწითლდა ყურებამდე.
-არ ვიცი ,ასეთი აზრები საიდან მოგაქვს-ენა ამოიდგა ბიჭმა ბოლოს-მე ის ვიგულისხმე,რომ შენი მოთხრობა გაყიდე სარფიანად.
კრისი მიხვდა,რომ ბიჭს მოთხრობა დიდი ხნის წაკითხული ჰქონდა,მაგრამ ამაზე უკვე იმდერნი ედარდა,რატომღაც გულთან ახლოს არ მიიტანა.
-ჩემი მოთხრობა ჩვეულებრივი ისტორიაა,რომელიც კარგად გაიყიდება-აიჩეჩა მხრები-მაგრამ არც ისე,რომ სიმდიდრე მომიტანოს,გრინჩი-თავით ანიშნა-ჩემი მეგობარია მდიდარი.
თორნიკეს თითქოს დაძაბულობა მოეხსნა.ის იყო,რაღაც უნდა ეთქვა,რომ გრინჩი ჩაეკვეხა.კრისს ტელეფონი დაუბრუნა და აღფრთოვანებულმა უთხრა-ჩემი უგენიალურესი!
თითქმის მაშინვე კლუბში მუსკის ხმა მიწყდა და სიჩუმე მიკროფონის ხმამ დაარღვია,რომელშიც გოგონა საუბრობდა:
-მოგესალმებით...საყვარლებო და ცხოვრებებო-აშკარად ალკოჰოლისგან არეული სიტყვებით საუბრობდა მიკროფონთან მდგომი-ძალიან ვწუხვარ,რომ ცეკვას მოგწყვიტეთ და ბევრ სხვა რამესაც...-მრავალმნიშვლეოვნად გადაიკისკისა-მაგრამ ფრიად მნიშვნელოვანი განცხადება მაქვს....-გოგონას დაასლოკინა და განაგრძო-ბევრი ვფიქრობთ,როგორი სასურველი და ყოვლისმომცველად დამაკმაყოფილებელია ბიჭი სახელად თორნიკე...მწვანეთვალება გველუკა...-სლოკინი-მაგრამ,მე,როგროც გაწბილებულმა მომხმარებელმა,უნდა აღვნიშნო,რომ მთლად ასე უხარვეზოდაც არაა საქმე...ანუ პატარა-სიტყვა გაწელა მომხსენებელმა-მართლა პატარა,მაგრამ ამავდროულად დიდი პრობლემა! -თვალებით თორნიკე მოძებნა და ხელი გაიშვირა-სხირტლაძის სხეულის გარკვეული ადგილების ზომა!
თორნიკე ფეხზე წამოხტა და მიცვალებულივით გაფითრდა.
წარმოიდგინეთ-გოგონა გვერდით გადაიხარა,თითქოს რაღაცას იხსენებდა-სტანდარტული ზომის სოსისი დავჭრათ ათ ტოლ ნაწილად და შემდეგ მისი ერთი ნაწილი კიდევ ათ ტოლ ნაწილად!აი ასე,ზომა ზუსტად ესაა.-გაბადრულმა დაამთავრა,მიკროფონი მიაგდო,სცენიდან ბარბაცით ჩამოვიდა და ხალხში დაიკარგა.ყველა თორნიკეს უყურებდა,აქა-იქ სიცილის ხმა გაისმა,თუმცა მალევე მუსიკა ჩაირთო და ცეკვას მიუბრუნდნენ.
კრისი სახეგაბრწყინებული მიაჩერდა თავზარდაცემულ თორნიკეს.
-თორნიკე სხირტლაძე,ნეტავ ვინაა ასეთი პატარა პრობლემით?
-მე...-ალეწილი ბიჭი სიტყვებს ვერ პოულობდა-ამ გოგოს არ ვიცნობ.
-აჰამ,ალბათ სხვა თორნიკეზე ამბობდა,რომელიც ძალიან გგავს-ამოიკრუტუნა გოგონამ და გრინჩს მალულად ხელი ჩაურტყა.
თორნიკეს პასუხი აღარ გაუცია,გასასვლელისაკენ გავარდა და განცხადების პატრონის ძებნას შეუდგა.
დილით სასტუმროს ნომერში კრისმა საშინელი ბახუსით გაიღვიძა.ყელგამომშრალი პირველი ხუთი წუთი წინა ღამის აღდგენას ცდილობდა და როდესაც გაიხსენა,გაბადრული წამოდგა-თორნიკეზე გამარჯვების აღსანიშნავად მან და გრინჩმა დილის სამ საათამდე იზეიმეს,ზეიმი კი უსასრულო სადღეგრძელოებს მოიცავდა კრისის ნიჭის მიმართ.
გრინჩს გადახედა,რომელსაც გათიშულს ეძინა ,გიასთან დარეკა და უბოდიშოდ ამცნო,რომ ნაბახუსევზე იყო და „დეი ოფს“ იღებდა,მისაღებში გავიდა და საუზმე შეუკვეთა,რომესაც ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ ტელევიზორის წინ შეექცა.ახალი ამბები დიდად არ უყვარდა,მაგრამ როგორც ჟურნალისტი, გულისყურით უსმენდა მათ ყოველ დილით.
ამ შემთხვევაში უკვე შუადღის გადაცემა-„ყვითელი ამბები“ გადიოდა და წამყვანი აღელვებული ამცნობდა მაყურებელს:
-ცნობილი ქართველი ბიზნესმენის,ვახტანგ სხირტლაძის ვაჟი-თორნიკე სხირტლაძე კვლავ სკანდალში ეხვევა. სასტუმრო“პენტ-ჰაუსის“ კლუბში თორნიკეს მიმართ უცნაური ბრალდება ჟღერდება-გოგონა,დეა ახალკაცი მთელი კლუბის გასაგონად შეურაცხჰყოფას აყენებს ბიჭს ,რის შემდეგაც,მეორე დილითვე სხირტლაძეების ადვოკატები გოგონას სასამართლოშ
ი უჩივიან სახელის შემბღალავი ცნობების გახმაურების გამო და კომპენსაციას ითხოვენ,რაც მათივე განმარტებით,მოიცავს განაცხადის სახალხოდ უკან წაღებასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ორმოცდაათი ათასი ლარის ოდენობით,“ყვითელი ამბები“ მოვლენების განვითარებას ელოდება,რომლებსაც აუცილებლად გაგანდობთ.
კრისი დენდარტყმულივით წამოდა.
-როგორ არ ვიფიქრე იმ საწყალ გოგოზე? რა ადამიანი ვარ ახლა მე!?-გაჰკიოდა სასოწარკვეთილი-ესეც დემონის შთამომავალი,იმის მაგივრად,რომ ეს ნიჭი სიკეთეში გამომეყენებინა,ორი ადამიანი გავაუბედურე,ვინღა შემიშვებს ახლა სამოთხეში...
-ჰეი,ჰეი!რამე ინდური სერიალის ჩაწერა მიმდინარეობს და მე არ ვიცი?-გრინჩი თვალების ფშვნეტით გამობარბაცდა საძიებლიდან-რამ შეგაშფოთა,დიაცო?
კრისმა მოკლედ უამბო,თუ რა გამოიწვია მისმა ნაწერმა.გრინჩი ცოტა ხანს ჩუმად ფიქრობდა,შემდეგ კი ალაპარაკდა:
-ხო,ასე მესამე პირებზე გადასვლა ჩვენი მხრიდან გაუფრთხილებლობა და სისასტიკე იყო,ასეთ რამეს მეორედ აღარ ვიზამთ,ახლა დავმშვიდდეთ და გამოვასწოროთ.
-კი მაგრამ,რანაირად?ვერ ხედავ,რა ამბავი აიწია?-კრისი სასოწარკვეთილი იყო.აქამდე საკუთარი თავის მიმართ ასეთი ზიზღი არ გამოეცადა.
-გოგონამ გამოაცხადოს,რომ მსახიობია და ეს ხუმრობა ანონიმურად შეუკვეთეს,რაშიც ასი ათასი ლარი გადაუხადეს და ამ გაუგებრობის გამო,მზადაა ჰონორარი დაზარალებულს გადასცეს.ჰონორარი მალულად დაერიცხება ანგარიშზე,ჰოპ!
კრისმა გადაწყვიტა,ბოლოჯერ განესაზღვრა უცნობი ადამიანის ბედი და გრინჩის მითითებებს მიჰყვა. საღამო ხანს ტელევიზორში მართლაც გაისმა დამწუხრებული გოგონას ხმა,რომელიც ხმააკანკალებული ამბობდა,რომ არ ეგონა,ეს უწყინარი ხუმრობა ასეთ აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა,საშინლად წუხდა მომხდარზე და მზად იყო,ჰონორარი თორნიკე სხირტლაძესთვის გადაეცა.ამ უკანასკნელმა კი ფულად თანხაზე დიდსულოვნად განაცხადა უარი და მხოლოდ ბოდიში დაიტოვა თავისთვის.
თუმცა ეს არ აღმოჩნდა დასასრული.
ოთხშაბათ დილას ,6 საათზე კრისს გაახსენდა,რომ თავისი მოთხრობის გაგრძელება არ დაეწერა,ამასთან,გიასაც აღარ შეუხსენებია,შესაბამისად,მისი ცხოვრების რადიკალურად შემობრუნების გამო მოთხრობაზე დიდად არ უფიქრია.ვინაიდან ის და გრინჩი ამ უკანასკნელის მოთხოვნით,კვლავ სასტუმროში განისვენებდნენ,კრისი ნომერში მდებარე კომპიუტერს მიუჯდა და უღიმღამო გაგრძელება დაწერა-თოა დაქალთან ერთად დროსტარების გამო წაეჩხუბა ქრისტის და ორი გვრიტი ამჟამად განშორების ფაზაში იყო.
უიმედოდ გააგზავნა ახალი თავი გიას მეილზე-ჟურნალი დღეს იბეჭდებოდა და სავარაუდოდ,გიას რისხვა დაატყდებოდა თავს,9საათზე კი სამსახურში ხელოვნური ღიმილით გამოცხადდა.
-შენი ნაცოდვილარი მივიღე-მიუგო გიამ დანახვისთანავე-თუ ასე გააგრძელებ,ან მკითხველი ჩამოიცხრჩობს თავს,ან ჩვენი ჟურნალი. კრისმა ამოისუნთა,უარესს ელოდა,გაცილებით უარესს.
ასე საშინლად თავი არასდროს უგრძვნია.იცოდა,რომ თორნიკემ მისი მოთხრობა წაიკითხა,მაგრამ ახლაღა მიხვდა,რომ აქამდე მისი მღელვარების მიზეზი ეს სულაც არ ყოფილა-ბიჭი უბრალოდ აღელვებდა და ამ გრძნობას სახელს ვერაფრით უფიქრებდა.
ლეასთან მისი ინტერვიუს ერთი დეტალი გაახსენდა ,სადაც ქალს ეკითხებოდა,როგორ გრძნობდა,როდესაც მის გველებს მოფერება სჭირდებოდათ.
-სწორედ ამიტომ მიყვარს ეს არსებები ასე ძალიან,მე მგვანან-ამბობდა ქალი-თუკი მათ სიყვარული აკლიათ,ძაღლებივით კი არ მოგიცუცქდებიან მოსაფერებლად,საკბენად გამოიწევენ-შენი გულგრილობის გამო დაგსჯიან.როცა მათ მოფერება ესაჭიროებათ,მაშინ არიან ყველაზე ულმობლები.
„თოაც გველია“ უნებურად გაიფიქრა გოგონამ და გულში უჩვეულო სითბოსთან ერთად საშინელი შეშფოთება იგრძნო,თავს აიძულებდა,რომ ბიჭზე არ ეფიქრა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მოთხრობის შემდეგი თავის წერას სამსახურშივე შეუდგა და ამჯერად დიდი ფიქრი აღარ დასჭირვებია-უჩვეულოდ მარტივად აღწერა,თუ როგორ ენატრებოდა ქრისტის თოას ნახვა და რამდენად სჭირდებოდა ბიჭის მწვანე მზერა.
გრინჩს აკვიატებული ჰქონდა,რომ მას და კრისს მსოფლიო შემოევლოთ და გოგონას ნიჭზე მეტი გაეგოთ,მაგრამ ამ უკანასკნელს ქალაქის დატოვება არ სურდა. თითქოს რაღაც იჭერდა და თავსაც არ უტყდებოდა,რომ ეს რაღაც თორნიკე იყო. სამაგიეროდ გრინჩი მაშინვე მიხვდა.
-შე კვერცხუნია,ბოლოს მაინც დაგევასა,არა?
კრისმა უნიჭოდ შეიცხადა.
-რანაირად უნდა „დამვასებოდა“?სულ სამჯერ ვნახე...
-ესეიგი,ითვლი რამდენჯერ ნახე?-ღიმილს ვერ იკავებდა გრინჩი.
კრისმა ამოიოხრა.
-რაც არ უნდა იყოს,ჩემი და მისი შეხვედრები,ასევე ინტერესი,რომელიც მან გამოიჩინა,ჩემი მოთხრობის დამსახურებაა და არა ნამდვილი სურვილის...
-რა სისულელეა!-წამოიძახა გრინჩმა-შენ მხოლოდ ფაქტების შექმნა შეგიძლია,გრძნობები მხოლოდ ადამიანთა სულებს ეკუთვნის და შენ მათ ვერასდროს ვერ შეცვლი!აი,მაგალითად,იმ გოგონას,დეას,კი ათქმევინე ის გენიალური რაღაც,მაგრამ შემდგომში სინანული შენ არ გამოგიწვევია. ტელევიზიაში სიტყვები ,რომლებიც მან წარმოთქვა,შენი დაწერილია,მაგრამ არა ის მწუხარე მზერა,რაც მას ჰქონდა. ასეთი ყოვლისშემძლეც არ ხარ შე შტერო.
კრისმა უმჯობესად ჩათვალა,რომ არ გახარებოდა,თორნიკეს მართლა აინტერესებდა თუ არა.ბიჭი მასში უცნაურ გრძნობებს იწვევდა-თან ვერ იტანდა და თან საშინლად იზიდავდა,მას კი გაუგებრობა არ ეპიტნავებოდა.
-უბრალოდ ჯერ აქ დავრჩები,სამოგზაურო ხალისი არ მაქვს-თქვვა ბოლოს.
გრინჩი კიდევ რამდენიმე დღეს დარჩა და ბოლოს ბრაზილიაში გაემგზავრა ერთ-ერთი ტომის ცივილიზაციის ნანგრევების სანახავად,თან დაუბარა,რომ მალე დაბრუნდებოდა.
კრისის მოთხრობაც გამოქვეყნდა და მიუხედავად უმრავი ფულის ქონისა,გოგონა იმდენად უღიმღამოდ იყო,მხოლოდ სამსახურში დადიოდა,მისდასაუბედუროდ,ივნისიც გავიდა და ივლისის დასაწყისში გამოცდებიც მორჩა,რის გამოც თოკას ნახვის იმედი სრულად გადაეწურა.
მოთხრობის შემდეგი ეტაპის წერისას გადაწყვიტა,რომ ფაქტებზე არაფერი დაეწერა და მთელი თავი მთავარი გმირის საზიზღრად რომანტიკულ ფიქრებს დაუთმო,იმის სირცხვილიც კი არ აწუხებდა,რომ ამას გია წაიკითხავდა,თოაც და კიდევ ბევრი სხვა,ვინც საქმის კურსში იყო.
წერა საღამოს ცხრა საათზე დაასრულა,გაიზმორა და გასეირნება გადაწყვიტა.მარტო ყოფნას ვერ იტანდა და გრინჩის წასვლის შემდეგ ეს გრძნობა ორმაგად გაუმძაფრდა.
სახლთან ახლოს მდებარე პარკში საქანელაზე ჩამოჯდა და ფიქრი დაიწყოიმაზე,თუ საერთოდ რა უნდოდა ამ ცხოვრებისაგან.
-წინა ნომერში წავიკითხე,რომ გენატრები,იმის წინის წინაში-რომ გიყვარვარ-ბოხმა ხმამ სასიამოვნოდ დაუბუჟა თავი.
ნელა მიბრუნდა გვერდით,თორნიკე შორი-ახლოს იდგა და გამომცდელად აკვირდებოდა
-მაგარი შარი ხარ, ხო იცი-წარბები შეჭმუხნა ბიჭმა-არ ვიცი როგორ,მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ იმ დეას შემთხვევა შენი გაჩალიჩებულია-სიგარეტს მოუკიდა და რკინის ძელს მიეყრდნო.
კრისმა გაიღიმა.
-წარმოდგენა არ მაქვს,რაზე ლაპარაკობ,აქ საიდან გაჩნდი?
-გიას ბარსა-რეალის ბილეთები გავუჩალიჩე,სამაგიეროდ შენს დაწერილს მაშინვე მიგზავნის-კმაყოფილმა გაიღიმა და მობილური დააძვრინა.
-„ქრისტის წარმოდგენა არ ჰქონდა,თუ ეს აუტანელი ბიჭი ასეთი ძვირფასი აღმოჩნდებოდა მისთვის“-წარბაწეული კითხულობდა თორნიკე-„თუკი თოა თავიდან თბილი ეჩვენა,მისი მოსაზრება მალევე შეიცვალა,მაგრამ ამან უფრო დააინტერესა გოგონა ,ბიჭის გველური ბუნება გაცილებით მეტად იზიდავდა,ვიდრე ეგონა.გული სწყდებოდა,რომ თოას უსიამოვნების მიზეზი იყო და თავს ვერაფრით შველოდა,არც ის იცოდა,რა უნდოდა ცხოვრებისგან.არა,იცოდა-თოა,მხოლოდ თოა“-არტისტულად დაამთავრა ბიჭმა-იცი,რა მინდა ,რომ ახლა გავაკეთო?
კრისმა გაიფიქრა,ალბათ კოცნა უნდაო,მაგრამ სწრაფადვე დარწმუნდა ამ აზრის სისულელეში.ბიჭმა მარჯვენა ხელი გამოაჩინა,რომელზეც პატარა შავი გველი შემოხვეოდა.
-ეს მიუა,სწორედ ის მიუ,აფრიკული კობრა-გამოსცრა ბიჭმა-და ჩემი დამცირებისთვის სწორედ მიუს გამოვიყენებდი-ნელ-ნელა კრისისკენ დაიძრა-ნაკბენი ადამიანს რამდენიმე წუთში კლავს და სხეული ნახევარ საათში ხრწნას იწყებს.-საქანელის წინ ჩაიმუხლა,ავად ანთებოდა თვალები-ქალებისგან ასეთ რამეებს ვერ მოვითმენ,უნდა იცოდე,რომ ჩემთან მსგავსი ხუმრობა არ გაგივა-მიუს კუდი კრისს შიშველ ფეხზე ეხებოდა-აბა,პატიებას ითხოვ თუ მიუმიუ მოცოცდეს?
კრისმა ნერწვი გადაყლაპა და მის სახესთან დახრილ თორნიკეს დააცქერდა.
„თორნიკე,ისევე ,როგორც მიუ,გველია. ის მოფერებაზე ოცნებობს“ გაუელვა თავში და ბევრი აღარ უფირქრია,ისე დასწვდა ბიჭს ტუჩებზე.
წამში ათასი ჭიანჭველა ერთად აცოცდა გოგონას სხეულზე,სასიამოვნოდ ედებოდნენ მთელს ტანზე და თორნიკეს ტუჩებისგან მოცილების საშუალებას არ აძლევდნენ. ბიჭს თითქოს მოქმედების უნდარი დაკარგვოდა,თუმცა მალევე მოეგო გონს, მარცხენა ხელი ყელზე მოავლო და გაგიჟებული აჰყვა კოცნაში. მალევე ფეხზე წამოაყენა ,მიუ ჯინსის ჯიბეში სხარტად ჩაიცოცა და მეორე ხელიც მოხვია,იქვე მდებარე ბავშვების სასრიალოს სვეტზე მიაყუდა და გოგონას სხეულის ყველა წერტილს მისწვდა,ისე რომ კოცნას არ წყვეტდა.კრისი კი გამალებული ეფერებოდა-თავზე,ზურგზე,ხელებზე,სახეზე,წვერზე-აქამდე უცნობ სიამოვნებას ჭარბად გრძნობდა. გაურკვეველი დროის შემდეგ თორნიკე ძნელად მოსწყდა ტუჩებიდან.
-ესე იგი,ეს პატიების თხოვნაა?-ტუჩებთან უჩურჩულა.
კრისმა თვალდახუჭულმა ჩაიღიმა.
-ვიცი,რომ მიუს კბილები ამოაცალეს,დედაშენმა მითხრა,როდესაც ფოტოებს ვუღებდი-დაიჩურჩულა .
-მაშინ პატიებისთვის უფრო მეტის გაკეთება მოგიწევს,იცოდე, მიუ არ მჭირდება,შხამი თავადაც ბევრი მაქვს.პირველ სიყვარულს მოგიწამლავ-დამცინავად მიუგო ბიჭმა.
კრისი წამში მოეგო გონს და ბიჭი უკან დასწია.
-საიდან მოიტანე,რომ მიყვარხარ,ან ის,რომ პირველი სიყვარული ხარ?
-გგონია,ჩემი ვაჟიშვილობის დაკარგვის ამბავი შეგრჩებოდა?შენზე ყველაფერი ვიცი,ისიც,ბავშვობაში მუწუკას რომ გეძახდნენ-კმაყოფილმა გაიღიმა.
-მუწუკა კიარა წინწკლიანი იყო,ცდებიან ეგ შენი წყაროები-გაწითლდა კრისი და სახლისაკენ შებრუნდა. ბიჭი უკნიდან მიეხუტა ,ყურთან აკოცა და ჩასჩურჩულა.
-მოდი ვნახოთ,მგონი ჩემი მუწუკა იქნები.
იმ ღამით კრისმა თვალი ვერ მოხუჭა.რატომღაც წამდაუწუმ ტელეფონს უყურებდა,თოას შეტყობინებას ელოდა,მაგრამ ამაოდ.ბიჭმა სახლამდე მიაცილა,კოცნით დაემშვიდობა და არც ის უთქვამს,შევხვდებითო,არც ნომერი გამოურთმევია და მითუმეთეს,არც ტკბილი ძილი უსურვებია.კრისმა საერთოდ არ იცოდა,ამ სიტუაციაში ბიჭები როგორ იქცეოდნენ,მაგრამ მინიმუმ იმას მაინც ელოდა,რომ თორნიკე მეორე დღეს მაინც შეეხმიანებოდა,თუმცა ამაოდ. მესამე დღეს კვლავ შურისძიება გადაწყვიტა,თუმცა ამჯერად უფრო გონივრულად დაგეგმა .ახალგამოგონილი, მოკლე ისტორია სწრაფად დაბეჭდა. გრინჩი კონტაქტზე არ გამოდიოდა,ამიტომაც რომელიღაც საიტზე იდუმალი სახელით დარეგისტრირდა ,მეტი სიმშვიდისათვის საიტი უცხოენოვანი აარჩია და ინგისურად დაწერილი ტექსტი განათავსა. იმედი ჰქონდა,რომ ერთი ადამიანი მაინც წაიკითხავდა მოკლე და სახალისო მოთხრობას. რამდენიმე ათეული ნახვის შემდეგ ისტორია წაშალა და გულდამშვიდებული დაელოდა დილის დადგომას,რომელიც ჩვეულებრივად დაიწყო,თუმცა სამსახურში ასე ძალიან აღარ გაუმართლა.
კომპიუტერში ცხვირჩაყოფილს თანამშრომელმა აუწყა,რომ ვიღაც ბიჭი გარეთ ელოდა. ტანში უსიამოვნოდ გასცრა,თუმცა მალევე დაიმშვიდა თავი,რომ თორნიკე ამ პაწაწუნა მოთხრობის ამბავს ვერაფრით გაიგებდა და ლაღად გავიდა რედაქციის შენობიდან. პირველი,რაც თვალში მოხვდა,კაშკაშა ვარდისფერი მანქანა იყო,მეორე-მის წინ მდგარი გაავებული თორნიკე.
სახეზე გაოცება აიკრა და ღიმილით გაეშურა ბიჭისაკენ.
-თორნიკე,რა სიურპრიზია!-გვერდით გადაიხარა და მანქანა კმაყოფილმა შეათვალიერა-მისი ნაწერი ერთი-ერთში ასრულებულიყო-თორნიკეს ნაფერები შავი მანქანა შავი აღარ იყო და ფარდისფრად ანათებდა.-მანქანა გადაღებე?-მიამიტურად შეაცქერდა.
-დაჯექი!-გამოსცრა კბილებში ბიჭმა და მძღოლის ადგილას უკმაყოფილოდ მოთავსდა.იმდენად სასაცილო სანახავი იყო შავ,კლასიკურ ტანსაცმელში გამიწყობილი ბიჭი ვარდისფერ მანქანაში,რომ კრისმა ვეღარ მოითმინა და გულიანად გადაიხარხარა.-ჩქარა!-დაუღრიალა ბიჭმა და გოგონამაც რედაქციისკენ მოკურცხლა.შუა გზაზე იყო,ჰაერში რომ აიწია და მიხვდა,გაება-თოკამ ხელში აიყვანა და მანქანაში ძალით ჩატენა. გოგონა მიხვდა,რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და ისევ თავდაპირველ გეგმას დაუბრუნდა-არაფრით გაემხილა,რომ ამ ვარდისფერ მშვენიერებაში მისი მხატვრული ხელიც იყო გარეული.
თორნიკემ მანქანა დაძრა და ცოტა ხანს ჩუმად და სწრაფად მიდიოდა,ბოლოს რომელიღაც პარკთან გააჩერა,სადაც ხალხი არ იყო და კრისს მიუბრუნდა.
-ჩემი მანქანა შეღებე.
კრისმა ახლა აღშფოთების ნიღაბი გამოჩხრიკა და აბობოქრდა.
-შენ რა ,გარეკე?რანაირად შევღებე,თუ საიდუმლო არაა?ან რაში მჭირდებოდა შენი მანქანის გადაღებვისთვის მეწვალა,ეგ იმდენი დაჯდებოდა,საკუთარს ვიყიდდი.
-საქმეც მაგაშია,რომ მეც ვერ გამიგია-კბილები ააწკარუნა ბიჭმა-მაგრამ ვიცი,შენს გარდა ამას არავინ იზამდა.ასე რომ ახლა თავად მოყევი ყველაფერი,სანამ ჯერ კიდევ კეთილი ვარ.-დადუმდა და დაელოდა გოგონას,რომელსაც ენაზე კლიტე დაედო.
-ესეიგი,არა?-კრისმა მხრები აიჩეჩა
-კარგი-ტუჩები მოკუმა და დაიწყო.-საღამოს მაქნანა ფარეხში დავაყენე,სადაც ვიდეოთვალი და სიგნალიზაციაა.დილით შევედი და ჩემი მანქანა-სიტყვა“ჩემი“ სასოწარკვეთით გამოთქვა-გადაღებილია,შენც ხედავ რა ფრად.ჩუმად-ხელით გააჩუმა კრისი,რომელიც რაღაცის თქმას აპირებდა-ვიდეო თვალი შევამოწმე და იცი რა ვნახე? ის,რამაც გამომა*ლევა-მანქანამ თავისით,ნელ-ნელა შეიცვალა ფერი. თავიდან მეგონა,რომ შევიშალე,ისიც ვიფიქრე,რომ მეძინა,დედაჩემს ეგონა,რომ ნარკოტიკი გავსინჯე და ჩავრჩი! ბოლოს იმასაც ვანახე ვიდეო და აი იმას ჩემნაირი არაფერი მოსვლია-მითხრა,რომ ვიღაც კუდიანმა გამიჩალიჩა.
კრისმა გაიცინა.
-და ეგ კუდიანი მე ვარ?-ხარხარებდა- რა ვიკუდიანო-მეთქი და შენი მანქანა გამახსენდა?
-ეგრევე შენ და დეას შემთხვევა გამახსენდით.გადავწყვიტე შენი კომპიუტერი შემემოწმებინა,ადვილად გავტეხე-ფიზიკოსი რომ ვარ,დაგავიწყდა ალბათ,ხოდა აღმოვაჩინე კიდეც პატარა საყვარელი მოთხრობა ვარდისფერ მანქანაზე.-გამარჯვებულმა დაასრულა თოკამ.
-სულ შეიშალე-ამოიოხრა კრისმა და თანაგრძნობით შეხედა და ახლა გინდა,რომ უკან გადავულოცო და შავი გავხადო?-თვალებზე უხილავი ცრემლი მოიწმინდა.
-ამ მანქანიდან მანამდე ვერ წახვალ,სანამ სიმართლეს არ მეტყვი-თორნიკე გაცეცხლებული იყო და სრულიად სერიოზულად ლაპარაკობდა.
-ვისხდეთ მერე-მხრები აიჩეჩა კრისმა-მე ფერიც მომწონს და კომფორტულიცაა,მანდ ჩიფსები გაქვს?-უკანა სავარძელზე გადაიწია და ჩიფსების შეკვრა გადმოაძვრინა,რომელიც თოკამ გამოსტაცა და ფანჯრიდან უძახა.
-შენ მე მომიტაცე-ვერ მოითმინა გოგონამ-ეს თავისუფლების აღკვეთაა და კანონით ისჯება,ასე რომ დიდხანს ვერ გამაჩერებ აქ.
-ვნახოთ-თქვა ბიჭმა და ხმა აღარ ამოუღია.
ერთსაათიანი დუმილის შემდეგ კრისმა დაიწყო ფიქრი,თუ რა ექნა.ისიც გაანალიზა,რომ ბიჭს არც ისე კარგად იცნობდა,რომ დარწმუნებული ყოფილიყო,ცუდს არაფერს ჩაიდენდა-„საშინლად გაბრაზებულია,მანქანის გამო მომიტაცა და ვინ იცის რას აპირებს“.გოგონას ნელ-ნელა პანიკა ეპარებოდა,თუკი აქამდე დარწმუნებული იყო,რომ თოა არაფერს დაუშავებდა,მანქანაში გაბატონებული დაძაბულობის წყალიბით, იმედი კრისის გონებიდან ნელ-ნელა იწრიტებოდა.
ეცადა,შეუმჩნევლად ამოეძვრინა მობილური და ვინმესთვის მიეწერა,ან ბოლო-ბოლო რამე დაეწერა სოციალურ ქსელში.მაშინვე წაიკითხავდნენ და გოგონაც გათავისუფლდებოდა,სულ რამდენიმე წინადადებაც ეყოფოდა .
ხელი ჯიბისაკენ წაიღო და მაშინვე ძლიერად მოუჭირა მაჯაზე რაღაცამ.თორნიკე ავად უყურებდა.
-არც კი გაბედო მობილურის ამოღება,ეგ აზრი თავიდან ამოიგდე,აქ მანამდე ვიქნებით,სანამ სიმართლეს არ იტყვი.არ ვიცი ის ჯანდაბა როგორ ქენი,მაგრამ ლოგიკური ახსნა ექნება.
-მე ვფიქრობდი, კუდიანი გეგონე-გულწრფელად გაუკვირდა კრისს ,მაგრამ მაშინვე ინანა ეს სიტყვებია-მოთმინება დაკარგულმა ბიჭმა ხელი სახეში წაავლო,ორივე ლოყაზე ძლიერად მოუჭირა და დაუყვირა-ნუ მეთქმაშები მეთქი!
კრისს გააკანკალა,საიდანღაც მოსულმა შიშმა იმდენად მოიცვა მთელი მისი სხეული,რომ კონტროლი დაკარგა. ძალიან იშვიათად ტიროდა,ახლა კი სხეული აუძაგძაგდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოუვიდა.შიგადა-შიგ ამოვარდნილ გულს სიტყვებს აყოლებდა.
-ბოდიში...მე არასდროს გაგეკარები,შორს ვიქნები...გეხვეწები,გამიშვი,მანქანასაც შევღებავ ,ოღონდ გამიშვი ,გთხოვ-ნერვიულად უთრთოდა ხმა და ცდილობდა თორნკესგან შორს მიწეულიყო.ბიჭმა თითქოს ხელები მოადუნა და გოგონაც სავარძლის კიდეზე მიიწია ,მოიკუნტა და თავი ხელებში ჩარგო.კანკალს ვერ იჩერებდა,იმასაც ვერ მიმხვდარიყო,ასე რატომ შეაშინა ბიჭმა,ალბათ იმიტომ,რომ არ ეგონა,თუ თორნიკე გაიმეტებდა და მასთან თავს დაკარგავდა და იმედგაცრუებამ აატირა.
ბიჭი ნელ-ნელა გონს მოდიოდა.
-ჯანდაბა!ამის დედაც-გოგონას დამნაშავედ გადახედა-კაი რა ,რა გატირებს,უბრალოდ გაშინებდი-ჰე,კრის !
-გამიშვი-ამოიკნავლა გოგომ ისევ.
-რა გატირებს გოგო!-ისევ წამოიყვირა ბიჭმა და რომ მიხვდა,გოგონა ზმუილს უმატებდა,ახლოს მიიწია-აუ კაი რა,ბოდიში,არ მეგონა ასე თუ შეგეშინდებოდა.
თავზე ხელი გადაუსვა და უცბად ,ცხოვრებაში პირველად თავი საშინლად დამნაშავედ იგრძნო,კრისის ტირილზე გულში რაღაცები ესობოდა და ფილტვებიც უარს ამბობდნენ მუშაობაზე.
-კრის,ბოდიში-ხელები ჩამოაღებინა და აწითლებულ სახეზე აკოცა-ტ*აკი ვარ,თან კაი მოზრდილი და ბანჯგვლიანი,თუ გინდა ტელევიზორში გამოვახადებ.ოღონდ ნუღარ ტირი რა. ან რატო არ მეუბნები ასე ცოცხალი თავით,განა რამეს დაგიშავებ,ეგ როგორ იფიქრე-მიიხუტა და თავზე ხელს უსვამდა,რაზეც კრისი უარესად ატირდა-ჩუ,ვსო,თუ არ გინდა,არ მითხრა. არ ვიცი,როგორ,მაგრამ ვიცი რატომაც ქენი ეგ.
გოგონამ სლუკუნი შეწყვიტა და მწვანედ აბრჭყვიალებული თვალები კითხვის ნიშნად შეანათა.
-ხო,არ მოგწერე და არ დაგირეკე,განა არ მინდოდა,მაინტერესებდა,რას გააკეთებდი.გოგოები მირეკავენ ხოლმე,ჩემს სახლთან მითომ შემთხვევით მხვდებიან,ფბ ზე მწერენ და რაღაც რუსულ სიმღერებს მილინკავენ-გაიცინა-შენ კიდევ მანქანა შემიღებე.
კრისმა ნერვიულად გაიცინა და ცხვირი სახელოთი მოიწმინდა.
-შურისძიების გამო არ შემიღებავს,უბრალოდ შენი გაბრაზება მინდოდა.
ბიჭს თვალები დაუმრგვალდა.
-ესეიგი,აღიარე.-გამარჯვებულმა გაიღიმა.
-კი-გოგონა ჩაფიქრდა-და ალბათ გეტყვი კიდეც ,როგორ გავაკეთე,მაგრამ ახლა -არა.მაგისთვის არცერთი არ ვართ მზად.
თოამ მდუმარედ დაუქნია თავი.
-მანქანას აღარ შეეხო,არც ჩემს „ძმაკაცზე“ იხუმრო-თვალებით დაბლა ანიშნა,კრისი გაწითლდა-ძაან ბრაზდება ხოლმე.დალშე რაც გინდა ის გამიკეთე,კაი?
გოგონამ დამჯერად დაუქნია თავი და მოუნდა,მიხუტებოდა,მაგრამ ვერ ბედავდა. ბიჭი მიუხვდა .მაგრამ არ ჩახუტებია-ნელა აკოცა ტუჩებზე,რაზეც კრისი კვლავ აკანკალდა. ფრთხილად აგემოვნებდნენ ერთმანეთს და გაიაზრა,რომ თოას გემო დედამიწის ზურგზე ყველაზე საოცარი რამ იყო,თითქოს ჯერ უცნობი სახეობის ტროპიკული ხილი გასინჯა,რომელიც თან ტკბილი იყო ,თან არა. იმაზე ფიქრობდა,ნეტა მე როგორი გემო მაქვსო,ბიჭი ნელა რომ მოშორდა და შესცინა.
-შენი წვინტლებიც გავსინჯე,მლაშეა და რაღაცნაირი-გადაიხარხარა,გოგონამ კი კვლავ ხელის ზურგი გაისვა ცხვირზე და უარესად აჭარხლდა.-უკვე აღარ ვიცი,“მუწუკად“ დარჩე თუ „წვინტლად“ გადაიქცე,ორივე შეგეფერება
კრისმა წაიყრუა,ამჯობინა,არ აყოლოდა და ასე უფრო ადვილად დაივიწყებდა ბიჭი ამ მეტსახელებს.მიეხუტა და დიდხანს იყო გაუნძრევლად,ძალიან დიდ ხანს.
თორნიკემ სახლში საღამოს 11 საათზე მიიყვანა,მანქანის კარი გაუღო და კარამდე მიაცილა.
-არ შემოხვალ?-მანამდე წამოსცდა კრისს,სანამ ენას კბილს დააჭერდა.
ბიჭმა გაიღიმა.
-ახლა არა,საქმეები მაქვს-გოგონას უკმაყოფილო სახეზე დაამატა-დედაჩემს დავპირდი,რომ მივიდოდი,წვეულების საკითხების განხილვა უნდა.
-წვეულების?დაბადების დღე აქვს?
-16 ივლისს ხომ შენც დაგპატიჟა,არ გახსოვს?-კრისმა გონება დაძაბა.
-გველების დღე თუ რაღაც მასეთი,ხო?ეგ ზრდილობის გამო მითხრა,განა მართლა...
-დამიჯერე,დედაჩემი ზრდილობის გამო არაფერს ამბობს-გაიცინა თოამ-თანაც,მოსაწვევები დაამზადებინა და შენც რომ გიგზავნის,თავად მითხრა.ეგ გველი ქალი ყველაფერს ეგრევე ხვდება.-ღიმილით აკოცა გოგონას და მოშორდა.
-ხო მართლა!-მანქანიდან გამოსძახა ბიჭმა-გრინჩიც დაპატიჟებულია.-სწრაფად მოწყდა ადგილიდან.
-გრინჩი საიდანღა გაახსენდა?-ჰკითხა თავს კრისმა და ჩაფიქრებული შევიდა სახლში,სადაც ხსენებული ქალბატონი მაგიდასთან მისკუპებული დაინახა.
-გრინჩ!-გახარებული მივარდა,მოეხვია და წააყარა-სულ ასე რატომ მაგდებ?გაერთობი და მიგავიწყდები ხოლმე.
გოგონამ პირში სუშის მოზრდილი ნაჭერი ჩაიგდო და უპასუხა.
-აღაფეღიც აღ მიზაზდე-გადაყლაპა და გააგრძელა-დღეს ათასჯერ მაინც მოგწერე,მანამდე ისეთ ადგილებში ვიყავი,ვერაფრით დაგირეკავდი,აუ რა მაგარი იყო იცი!?
კრისი მაგიდას მიუჯდა და სუშის ჭამასთან ერთად მეგობრის ბედნიერ ლაყბობას უსმენდა. გრინჩს მთელი ბრაზილია მოევლო,უამრავი ტომი მოენახულებინა და რამდენიმე ჯადოქარსაც გადაჰყროდა.
-ერთმა ყურები გამიდიდა,როცა ვუთხარი,რომ ბანქოში მატყუებდა-აღტაცებული ჰყვებოდა გრინჩი-იცი რამხელები გამიხდა?სპილოები შურით გასკდებოდნენ,მარა მერე ერთი ხელი მოვაგებინე და ისევ დამიპატარავა...მეგობრები გათენებამდე საუბრობდნენ,მხოლოდ შემდეგ წაუძინეს. კრისმა დილით მძინარე გრინჩი დატოვა და სამსახურში გაემართა,არ იცოდა გუშინდელი გაუჩინარების შემდეგ რა იქნებოდა.
გიას დანახვისთანავე მივარდა და ბოდიშები წააყარა.
-გივიკო,გუშინ მოულოდნელად მომიხდა წასვლა,ვერ დაგირეკე,რადგან ...
გიამ ხელის აწევით გააჩუმა.
-თორნიკემ დამირეკა ,მითხრა ,რომ მისი ბრალი იყო,შეგიძლია ტყუილების მოფიქრებით თავი არ შეიწუხო.
კრისი გაშტერებული გაბრუნდა უკან.
-ეს რაიყო?თორნიკემ ჩემზე იზრუნა?-გული სიხარულით შეუფართხალდა,თითქოს თავად ბიჭის არ გაეტაცებინოს მთელი დღით.
შუადღეს გრინჩმა დაურეკა და უკმაყოფილო აბუზღუნდა.
-ერთი გამაგებინა,რა დაგრჩენია მაგ ღვთისგან მივიწყებულ რედაქციაში?მთელი სამყარო გელოდება ,რომ გაიცნო და შენ კიდევ...
-გრინჩ,სანამ სამყაროზე გადავიდოდე,მანამდე საკუთარი თავი უნდა გავიცნო-მშვიდად უთხრა კრისმა-ჯერ არ ვიცი,რა მინდა და ამას უაზრო ბოდიალით ვერ მივხვდები.
-კარგი,ბატონო,როგორც გინდა-ამოიოხრა გრინჩმა-წვეულებაზე მაინც ხო წავალთ? 16 ორშაბათსაა,ესეიგი ოთხ დღეში...
-შენ რა იცი წვეულებაზე?-გაოგნდა კრისი,წინა ღამით არაფერი უთქვამს,რადგან არ იცოდა,წასვლა უნდოდა თუ არა,გრინჩი კი დააძალებდა.
-გუგამ მითხრა-მშვიდად მიუგო გოგონამ.კრისი უარესად აიფოფრა.
-გუგა? აზზე ხარ,რომ ერთი სიტყვაც არ გითქვამს მაგ გუგაზე,ვინაა ან საიდან იცნობ...მე კიდევ მგონია მეგობარი მყავს!-ვერ წყნარდებოდა.
-როგორ არ გითხარი ჩიტო,სასტუმროს კლუბში რომ ვიყავით,მაშინ გავიცანით,შენც კი იცნობ,თოკას ბიძაშვილია,ჩემს გვერდით იჯდა,სანამ შენ თოკუნასთან ჭიკჭიკებდი.მერე წავიდა მაგრამ მალევე დაბრუნდა და ჩვენთან ერთად სვამდა,მაგრამ შენ ისეთი გალიწინებული იყავი,რა გეხსომება.
კრისი ჩაფიქრდა,ბუნდოვნად კი ახსოვდა,რომ გრინჩი ვიღაც ბიჭს ეკურკურებოდა,მაგრამ ვერაფრით წარმოიდგენდა,რომ ის თოას ბიძაშვილი იყო და იმას უფრო ვერ წარმოიდგენდა,რომ გრინჩი მასთან კონტაქტობდა.
-მოკლედ-აგრძელებდა გოგონა-მაშინ ნომერი გამომართვა და რამდენჯერმე მომწერა,ჩემი გამგზავრებისას მთხოვა,იქიდან შევხმიანებოდი და მეც ვურეკავდი.-
-მერე თავში არ მოგსვლია,რომ ჩემთვისაც გეთქვა?
-ახლა ხომ გეუბნები-უდარდელად თქვა გრინჩმა-მასე რამდენი ბიჭი მომწერს,შენ ხომ არ დაგიწყებ „ვაიმე მომწერას“ ძახილს,ახლა უფრო სერიოზულ პონტში ვწერ და გითხარი კიდეც.
კრისი დანებდა
-კაი,ჯანდაბას!და წვეულებაზეც მაგან გითხრა ესეიგი?
-კი ,მითხრა თორნიკე კრისს ელოდება და მე -შენო.ორშაბათისთვის ბომბა ქალები თუ არ გავიჩითეთ,არ გაპატიებ.
კრისმა ამოიოხრა.
საღამოს ,სახლში ვახშმობისას კარზე კაკუნის ხმა გაისმა.გრინჩი დაფეთებული წამოხტა და კარისკენ გავარდა.
-ალბათ ჩამოვიდა!
კარგი გააღო და ცოტა ხანს საუბრობდა,შემდეგ ხმამაღლა დაიყვირა:
-სულ აქ შემოიტანეთ,იმედია დატევთ სადმე-კარიდან გაიწია და ხტუნაობას მოჰყვა.კრისის პატარა ბინას კი კურიერების არმია შეესია,რომელსაც აუარება ყუთი მოჰქონდა. მთელი ბინის გამოტენვის შემდეგ გრინჩმა მომსახურების საფასური გადაიხადა და ბედნიერი შემოუბრუნდა ჯერ კიდევ სარგადაყლაპულ კრისს.
-ჩვენი ტანსაცმელი ჩამოვიდა კრისუნა!
-ე-ეს-ენა დაება გოგონას-ეს ტანსაცმელია?სულ? მეორადების მაღაზიას ხსნი?
გრინჩმა წაუყრუა და ყუთების გახსნა დაიწყო.
-ესეც“არმანი“-წიკვინებდა სულშეგუბული-„ზუჰაირ მურადი“ -შეფუთულ ნაჭრებს ელვის სისწრაფით იღებდა.“ვეტმო!“, „დიოოოღ“-გაწელა და კიდევ დიდხანს არ გაჩერდა.კრისი ყუთებისგან დაკავებული სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და გულხელდაკრეფილი მიაჩერდა აჟიტირებულ მეგობარს.რამდენიმე საათის შემდეგ კრისის ბინა ტანსაცმლის შეშლილი კოლექციონერის გარდერობს დაემსგავსა-ყველა კუთხეში ტანსაცმელი,ფეხსაცმელი და ჩანთები ეყარა,ერთი კაბა ჭაღზეც კი იყო ჩამოკონწიალებული.
-ახლა სად უნდა დავიძინოთ,გენიოსო?-მმართა გრინჩს,რომელიც ემოციებისგან დაღლილი იატაკზე იჯდა და ზურგით კედელს ეყრდნობოდა.
-ჯერ დაძინებას არ ვაპირებთ!-მაშინვე წამოხტა გოგონა-ყველაფერს ვიზომებთ და ორშაბათისთვის ვემზადებით.
კრისმა თვალები აატრიალა და გაიფიქრა,რომ ამ ყველაფრის მოზომვას 4 დღე არც ეყოფოდა.
შაბათ დილით კრისს პირველად მიწერა თოამ.
-„მოსაწვევი მოგივიდა?“ -კრისმა მართლაც მიიღო გველების საზიზღარი ნახატებით აჭრელებული ბარათი,სადაც გულმხურვალედ ამცნობდნენ,რომ დაპატიჟებული იყო სხირტლაძეების ოჯახში მათი სანუკვარი არსებების დღის აღანიშნავად. იგივე ბარათი მიიღო გრინჩმაც .
კრისმა ამოიფრუტუნა-ეს გველი განა მოგიკითხავს ან გეტყვის მომენატრეო,გამორიცხულია... -პასუხის წერა დაიწყო.
-„მოვიდა,ბარათზე შენ ვერ გიპოვე,ეტყობა რომელიმე შენი და ან ძმა გეფარება?“
-„ჩემი მანქანა ისევ ვარდისფერია,დაგავიწყდა?“
გოგონას მხოლოდ ახლა გაახსენდა,რომ რამე უნდა დაეწერა.
-„მაგ საკითხზე ვმუშაობ.იქნებ ფული გადავიხადო და გადაღებონ?
-„აქ მაგას წესივრად ვერავინ იზამს,რომ შემძლებოდა შენ კი არ დაგელოდებოდი,ჭკუისკოლოფო“.
-„სანაცვლოდ რას მივიღებ?“-ფხუკუნებდა კრისი.
-„არ დაგგესლავ“.
ბიჭს მეტი აღარ მოუწერია და კრისმაც თავი აღარ გამოიდო,მოკლე მოთხრობა დაწერა და ახალგაღვიძებულ გრინჩს მიაჩეჩა წასაკითხად,რომელმაც თვალებგაფართოებულმა ჩაამთავრა კითხვა.
-შენ რა,მღებავად დაიწყე მუშაობა?-ეჭვით შეხედა-ესაა შენი ცხოვრების აზრი?
კრისმა ღიმილით მოუყვა,თუ როგორ იძია შური თოკას უყურადღებობაზე.აღფრთოვანებული გრინჩი მთელი დღე ხოტბას ასხამდა და სადაც არ უნდა შეფეთებოდა,5 წუთში ერთხელ ,აპლოდისმენტებით აჯილდოვებდა. ერთხელ,კრისი საპირფარეშოში მობილურში ცხვირჩაყოფილი დიდხანს შეჩერდა,გრინჩმა კი კარი შეუფრილნა და მორიგი ტაში მიუძღვნა „ბრავოს“ ძახილით.
-ადრე თუ გვიან,მოგიწევს ახსნა,მით უმეტეს,რომ ასე ძალიან მოგწონს-შეაპარა ბოლოს გრინჩმა.
კრისმა ამოიოხრა.ეს თავადაც მშვენივრად იცოდა,მაგრამ ადრე ხომ მასაც გიჟი ეგონა გრინჩი,როდესაც უთხრა,შენი ნაწერები რეალობა ხდებაო,არადა გრინჩი ძალიან უყვარდა.რას იფიქრებდა თოა,როდესაც სიმართლეს ეტყოდა? რა თქმა უნდა,იმას,რომ შეშლილი იყო და გოგონას კილომეტრზე აღარ გაეკარებოდა.
საღამო ხანს გრინჩთან ერთად სპა-სალონში წავიდა და გაოცებულმა აღმოაჩინა,რამდენი სასიამოვნო პროცედურა არსებულა დედამიწაზე,ხოლო სახლში გვიან დაბრუნებულ გოგონებს სახლის წინ,კიბეზე ჩამომჯდარი თორნიკე დახვდათ.
-ეს რა,გიპადიეზდებს?-გადაულაპარაკა გრინჩმა და ბიჭს მიესალმა ყვირილით-თორნიკე,როგორც იქნა,შევხვდით!
თოა სწრაფად წამოდგა და გოგონას ხელი გაუწოდა,გრინჩი კი მივარდა და გემრიელად ჩაეხუტა,ხელები ზურგზე დაუტყაპუნა
-შენი ვარდიფერი პანტერა როგორაა?
ბიჭმა თვალები მოჭუტა
-ამაში შენც ხარ გარეული?
-სამწუხაროდ,არა კრისმა თავად იყოჩაღა,აბა, მოგშორდებით მე და კრის,იცოდე დილის ექვს საათზე სახლში იყავი!
თქვა და კარი ღრჭვით შეაღო.თოა კრისს მიუბრუნდა.ცოტა ხანს სიტყვებს ეძებდა,შემდეგ დაიწყო.
-მთელი დღე მანქანის წინ ვიდექი,ტუალეტშიც კი არ გავსულვარ,კინაღამ ჩავიფსი...-არ გაუღიმია-ჩემს თვალწინ შეიცვალა ფერი,ჯერ მუქი ვარდისფერი გახდა,მერე წითელი, ,მუქი ლურჯი და ბოლოს შავი. უნდა ამიხსნა,კრის.
გოგონა აწრიალდა,ვერაფრით ხვდებოდა,როგორ აეხსნა.პირდაპირ რომ ეთქვა,ბიჭი არ დაუჯერებდა.
-წამო,სახლში შევიდეთ-თქვა ბოლოს-ეგრევე ვერ მოხერხდება ახსნა,მაგრამ განახებ,როგორ ვაკეთებ.
გრინჩი საძინებელში შეძურწულიყო,სამაგიეროდ მისი ყუთები ეყარა ყველგან.თორნიკემ გაოცებულმა მოავლო მზერა სახლს.
-გოგოები რა უცნაური ხალხი ხართ-თქვა და სავარძელში ჩაჯდა.კრისი წინ დაუჯდა.
-ყველაფერს აგიხსნი,ოღონდ დამპირდი,რომ არ შემაწყვეტინებ და კითხვებს არ დამისვამ,სანამ არ დავამთავრებ.-თოამ ნელა დაუქნია თავი-მაშ,კარგი. მითხარი,რა გინდა ყველაზე მეტად,შენი ოცნება,რომელიც ვერ ახდება?
-ოქროს თევზი ხარ?-გაიცინა ბიჭმა და კრისის სახეზე მაშინვე გაჩუმდა.
-აბა.გაქვს რამე ოცნება?-მოუთმენლად ჰკითხა გოგონამ. თოა ერთხანს ფიქრობდა,მერე ხმა ამოიღო.
-ირინა შეიკი მინდა ერთი ღამით.-თქვა სერიოზულად.
კრისმა ბალიში ესროლა და ის იყო,მაგიდიდან წიგნს დასწვდა,მაშინვე დააყოლა-კარგი,არ მინდა,სხვას მოვიფიქრებ!
გოგონამ ხელები გადააჯვარედინა და მოთმინებით დაელოდა.
ბიჭმა წამოიყვირა!
-მინდა,რომ პუტინი ტელევიზორში გამოვიდეს,პრესკონფერენციის პონტში რა და გამოაცხადოს,აქამდა მაგარი კვერცხი ვიყავი,ძაან ტრა*იო და ვინანიებ ყველაფერს,აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა და და მშვიდობაში მოიხმარეთო. მერე ბრძანოს,რომ იქიდან რუსეთის ჯარი გამოვიდეს და რამე.
კრისმა წარბები შეჭმუხნა.
-ეგ ძალიან ფართო მასშტაბიანია,მსგავსი არაფერი მიქნია და მგონი სახიფათოცაა...
-ესე იგი ვერა? აბა რაღას მეკითხებოდი.
გოგონამ ჯიქურ შეხედა,მობილური ამოაძვრინა და წერა დაიწყო,თან გადაულაპარაკა.
-ახლა მოისვენე და მაცადე.
ერთ საათში მოთხრობა დაწერა უბედურ პუტინზე და ბედნიერ ქართველებზე და თორნიკეს მიაწოდა.
-წაიკითხე!
ბიჭი ცოტა ხანს ჩუმად იყო,კითხვა რომ დაამთავრა,კრისს კრიტიკულად გახედა.
-რამდენიმე გრამატიკული შეცდომა გაქვს,აი -„ქონია“ კიარა ,ჰქონია,“დაჯდნენ“ არა, დასხდნენ...
-ვჩქარობდი!-აიფოფრა გოგონა-თანაც მაგას მნიშვნელობა არ აქვს,მორჩი კითხვას?
თორნიკემ თავი დაუქნია და მობილურში ქექვა დაიწყო.კრისი გადასწვდა,ხელიდან გამოგლიჯა და უთხრა.
-ახლა შეგიძლია წაბრძანდე,ხვალ ყველაფერს მიხვდები.
-მოიცა,სულ ესაა?აკი აგიხსნიო? მოთხრობა დაწერე და ეგაა? მერე ვინმეს გაუგზავნი,ანუ დაშიფრულივითაა და ამას ისინი მოაწყობენ?მარა პუტინამდე ვინ მივა კაცო...-ჩაფიქრებულმა გააშტერა მზერა.
კრისმა თავი გაიქნია.
-ხვალ მიხვდები,ახლა საშინლად მეძინება-საათი პირველს აჩვენებდა.
-ხოდა,თუ ხვალამდე ვერ მივხვდები,შენთან დავრჩები,მეც მეზარება წასვლა-თქვა და დივანზე გადაწვა-მოდი,შენც დაეტევი,რამე პლედიც მოაყოლე.
კრისმა ცოტა ხანს იფიქრა,შემდეგ კარადიდან პლედი ღიმილით გამოაცუნცულა და ბიჭის გვერდით მიიჭუჭყნა.თორნიკემ ხელები მოხვია,თავი ახლოს მიუტანა და აკოცა.განაბულ კრისს მასზე მიკრულს ჩაეძინა.
დილით საშინელმა ტკივილმა გამოაღვიძა-კისერი გაშეშებოდა და ზურგიც არ ჰქონდა უკეთეს დღეში,ცალი ხელი დაბუჟებოდა და უსიცოცხლოდ ჩამოეკიდა მკლავზე,როცა წამოიწია. თორნიკე გვერდით აღარ იყო,სანამ სხეულს იზელდა და იმაზე ფიქრობდა სად წავიდაო,სამსარეულოდან ყვირილი შემოესმა. გრინჩის ხმა იყო.
-ეგე,ნახე,იწყება!
კრისი ფართხუნით გავარდა ხმის მიმართულებით და გრინჩს და თორნიკეს წამოადგა თავზე,რომლებიც კომპიუტერის ეკრანს ჩასჩერებოდნენ.
გრინჩმა მოიხედა-კრის,მოდი,შენი ნაღვაწი სრულდება.
ახლოს მივიდა,რუსული ლაპარაკი შემოესმა-პუტინი მთელი მონდომებით ამტკიცებდა თავისი კვერცხობის ამბავს,ასევე ის რუსული სანანძღავი სიტყვებიც არ ავიწყდებოდა,რომელიც წინდახედულმა კრისმა მოთხრობაში ჩააქსოვა. ტრანსლაცია მალევე შეწყდა,როგორც ჩანს,არცერთ რუსულ საიტზე აღარ გადმოსცემდნენ პრეზიდენტის გამოსვლას,სამაგიეროდ მთელი მსოფლიოს პრესა ერთად შეიშალა და რუსეთის პირველი პირის სიტყვები ელვის სისწრაფით მოედო ინტერნეტ-სივრცეს.
გრინჩი გადაბჟირებული იყო,აქაიქ ისროდა აღფრთოვანებულ სიტყვებს,თორნიკეს კი ისეთი სახე ჰქონდა,თითქოს სადაცაა არწყევსო. როგორც ჩანს,მართლა ასე იყო,რადგან მალევე სააბაზანოში გაიქცა და უკან კარგა ხანს არ დაბრუნებულა. კრისმა ბოლოს ვეღარ მოითმინა და კარზე მიაკაკუნა.
-შემოდი-გამოსძახა ბიჭმა.
თორნიკეს ეტყობა ბევრი წყალი ესხა სახეზე-წვერი და თმა სულ სველი ჰქონდა და უნიტაზის თავზე თავჩაღუნული იჯდა. კრისი მიუახლოვდა,ბიჭმა სწრაფად ამოიხედა.
-ჩემი გეშინია?-ამოიკლანვა გოგონამ-ცუდს არაფერს ვაკეთებ,დემონი და ეგეთი კი არ ვარ,ჯერ მეც ახლა გავიგე,რომ ეს შემიძლია...
ბიჭმა ცოტა ხანს უყურა და ბოლოს ხმა ამოიღო.
-არ მეშინია კრის,რა სისულელეა-მიუგო თბილად-უბრალოდ,ასეთი რამის დაჯერება რთულია,ჩემი ტვინი თითქოს გადნა.თან ვიცი,რომ შეუძლებელია,თან ისიც ვიცი,რომ რეალობაა-მთელი ღამე ჩემთან იყავი,ტელეფონიც აღარ აგიღია,რომ ვინმესთვის რამე გაგეგზავნა,უბრალოდ დაწერე და ეგ ნაწერი ახდა. ახლა ვხვდები,დეას როგორ ათქმევინე,უნამუსო.
-ვიცი-თავი დახარა გოგონამ-ძალიან ვნანობ მაგას.
-მაგრამ მეორე მხრივ,ახლა ისეთი მაგარი რამ გააკეთე-ნელ ნელა აზროვნებას იბრუნებდა ბიჭი-ეგ ხო მე მოვიფიქრე!
კრისმა გაიღიმა.
-წამო,თორე გრინჩი მთელი ცხოვრება დაგცინებს.
მთელი დღე სამივე ინტერნეტში დაძვრებოდნენ,ათასგვარ ინფორმაციას დებდა ხალხი ქსელში. მთელი საქართველო თავდაყირა იდგა,ზოგი ბედნიერი იყო და წერდა,რომ როგორც იქნა,ქვეყანა ტერიტორიებს დაიბრუნებდა,ზოგი ამბობდა,რომ ეს პუტინის ტყუპისცალი ან კლონი იქნებოდა და გაუჩალიჩეს. ოფიციალური წერილი მხოლოდ საღამოს გამოჩნდა-რუსეთის პრეზიდენტი იტყობინებოდა,რომ ქვეყანაზე მოხდა კიბერ-ტერორისტული თავდასხმა და მისი გამოსვლა რეალური არ იყო.
-რა თქმა უნდა-აღშფოთდა გრინჩი-აბა მეტს რას იტყოდნენ. ეს რეზინის...-თოკას იქ ყოფნა გაახსენდა და ტუჩები მოკუმა.
-ჯარებსაც არ გაიყვანდნენ,მასეთი მარტივი ხომ არაა გრინჩ,ყველაფერს მოთხრობით ვერ მართავ.-წაიდუდღუნა კრისმა-არც ველოდი,რომ ასე მოხდებოდა,მთავარი ისაა,რომ რეალურადაც აღიარა და თოკამაც გაიგო,როგორ იცვლება მისი მანქანის ფერი.
-ხო,გული მაინც ხომ მოვიფხანეთ-გაუღიმა ბიჭმა გრინჩს და კრისს ხელი მოხვია-ახლა უნდა წავიდე,ხვალ წვეულებაა-ნელა აკოცა ლოყაზე და დაამატა-იქ ბევრი გველი იქნება,ჩემნაირი საყვარელი არა,არც დედაჩემის გველებს ვგულისხმობ,კარგად მოემზადე კრისუნ-გოგონებს დაემშვიდობა და კარი გაიხურა.
-რას გულისხმობს?-დაინტერესდა გრინჩი,რომელიც უკვე ფეხსაცმელებს მიბრუნებოდა,ბოლო სამი დღე ვერ გადაეწყვიტა,სამოცი წყვილიდან რომელი აერჩია.
კრისმა მხრები აიჩეჩა და გრინჩს სამზადისში შეუერთდა.
მეორე დღეს გიას დაეთხოვა,რომელიც,როგორც აღმოჩნდა,თავადაც მიდიოდა ლეას წვეულებაზე და ბევრი არ უბუზღუნია. მთელი დღე მზადებაში გავიდა,გრინჩმა იმდენი სტილისტი დაახვია,ეგონა საღამოს ქორწილი ჰქონდა,გრინჩი კი შეშლილი ორგანიზატორი იყო. წვეულება რვა საათისთვის იწყებოდა,მიუხედავად იმისა,რომ გოგონებმა მძღოლი დაიქირავეს,თორნიკემ თავი გამოიდო,თავად წაგიყვანთო. რვის ნახევრისთვის მორთულ-მოკაზმული მეგობრები სახლში ელოდნენ ბიჭს.
-აუ დავიღალე რა,მალე მოვიდეს-წუწუნებდა გრინჩი,რომელიც ცოცხალი თავით არ ჯდებოდა,კაბა დამეჭმუჭნებაო.ტანზე ვერცხლისფერი,თმის ფერთან საოცრად შეხამებული,გამჭირვალე მაქმანებით გაწყობილი კაბა ეცვა,რომელსაც გრძელი ჭრილი ჰქონდა ერთ მხარეს. მაკიაჟიც ღია ფერებში გადაეწყვიტა და თავის აფრიკულ ნაწნავებსაც გამომშვიდობებოდა-ულამაზესი მოვერცხლისფრო თმა წელს ქვემოთ სწვდებოდა და უცნაურ ბზინვარებას გამოსცემდა.
-დაჯექი მერე,ასე ქართლის დედასავით ხომ არ უნდა იდგე მთელი საღამო-თვალები აატრიალა კრისმა-გუგა ისედაც გამოქლიავდება,რომ დაგინახავს,კაბაზე ნაკეცი თუ გექნება,არა მგონია,მაგას დაუწყოს ყურება.
გრინჩი შეუვალი იყო.
-სრულყოფილად ლამაზი უნდა ვიყო,თოკასთან ერთად ეგეც მოვა და თავი მთლიანად უნაკლოდ უნდა ვიგრძნო,როდესაც ვნახავ-გოგონას ეტყობოდა,რომ სერიოზულად მოსწონდა ბიჭი.
-მანქანაშიც ფეხზე უნდა იდგე?-არ მოეშვქა კრისი.
-მაგ დროს უკვე შეიძლება მოვეშვა,მთავარი პირველი ეფექტია!-თავი ამაყად აწია გრინჩმა და ფეხი მოინაცვლა.
ცოტა ხანში თოამაც დარეკა,ვინაიდან გრინჩს ტრიუმფალური გამოსვლა სურდა,კრისი პირველი გაისტუმრა და დაუბარა,უთხარი ,ტელეფონი დარჩა და ახლავე ჩამოვა-თქო.
ბიჭები მანქანიდან გადმოსულები იცდიდნენ,კრისმა ბორძიკით გაიარა ქვაფენილი და მათ მიუახლოვდა. თორნიკე ღიმილით ათვალიერებდა-შავი, უბრეტელო და ლამაზი დეკოლტით გაწყობილი კაბა ეცვა,ხავერდის ნაჭერი მჭიდროდ ეკვროდა წელზე და კოჭებამდე ფარავდა,მკერდი სიარულისას მოჭერის გამო აუდ-ჩაუდიოდა,წითელი ტუჩსაცხი და ღია ფერის თვალის საღებავი ულამაზებდა სახეს,პატარა,ბრჭყვიალა საყურეები თვალებივით უციმციმებდა.
თორნიკემ წელზე ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა.
-კარგია,რომ ცემენტი არ გისვია-ტუჩები მოილოკა ბიჭმა-და ქალსაც გავხარ-დააყოლა კმაყოფილად.
კრისმა ჩაიფრუტუნა,ამისგან კარგს რას უნდა ველოდოო ,გუგას მიესალმა და გამოაცხადა,გრინჩს ტელეფონი დარჩა და ახლავე მოვაო. თორნიკეს ბიძაშვილი საკმაოდ სიმპათიური აღმოჩნდა,მაღალსა და შავგვრემანს იტალიელი მაჩოს იერი ჰქონდა,ცოცხალი შავი თვალები უელავდა,შემოტმასნული პერანგი კი დაკუნთულ მხრებს უჩენდა.
მალე გრინჩმაც ინება გამობრძანება. სადარბაზოდან ვერცხლისფრად გამოანათა და ისე წამოვიდა მანქანისაკენ,თითქოს მოდის ახალი აღმოჩენა ყოფილიყოს.გუგას აშკარად ეტყობოდა,რომ ვერ იჯერებდა,ასეთი გოგონა მართლა მასთან ერთად თუ იყო.
-აბა როგორ ხართ?-უდარდელად გადაიყარა თმები გრინჩმა,თოა გადაკოცნა და გუგას მიუბრუნდა,რომელიც აზრზე ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო,კრისი ფხუკუნებდა,თორნიკე კი თავს ისე იჭერდა,თითქოს მისი ბიძაშვილი იმბეცილივით არ იქცეოდა.-გუგა?-დაუძახა გრინჩმა და ბიჭიც ‘შეფხიზლდა-დიანა,ულამაზესი ხარ,დავდებილდი ,ტო!-გაიცინა თავი გაიქნია.
გრინჩმა ნეტარად გაიღიმა და მანქანაში შესკუპდა. უკანა სავარძელში მჯდომმა კრისმა გვერდით მჯდომ მეგობარს გადაუჩურჩულა.
-რა დაემართა? ანუ,გასაგებია ძაან ლამაზი ხარ,მაგრამ ადამიანი ასე გაშტერებულიყოს,არ მინახავს...
გრინჩმა ჩაიცინა.
-დაგავიწყდა,რომ ალის სისხლი მაქვს?თუ მამაკაცის მოხიბვლა უნდათ,ტყის ალები ისეთ ნათებას გამოსცემენ,რომ კაცები მათ გარდა ვერაფერს ამჩნევენ და ემონებიან.მართალია მე მასეთი ძალა არ მაქვს,მაგრამ ცოტ-ცოტა გამომდის-კმაყოფილი გასწორდა სავარძელზე.
სხირტლაძეების სასახლეში უამრავი ხალხი ირეოდა.მომსახურე პერსონალი ტყვასავით დარბოდა აქეთ-იქით. გაჩახჩახებული სახლის კარიბჭე გაეხსნათ და შესასვლელი გზა კლაკნილი სვეტებით მოერთოთ,რომლებზეც მინებში ჩასმული სანთლები იყო ჩამოკონწიალებული.
კრისს მანქანის კარი თოამ გაუღო და გადმოსულს ხელკავი გამოსდო. ღიმილით ჩაატარა ხალხის ზღვაში და დედამისს მიუახლოვდა.
-ლელა ,დედიკო-ლეა შემობრუნდა და თვალისმომჭრელად გაიღიმა-მწვანე ხავერდის,ტანზე მომდგარი კაბა ეცვა,ყელზე ერთ-ერთი შავი შვილობილი შემოეხვია და ნაზად ეფერებოდა-შენი ჟურნალისტი მოგიყვანე.
ლეამ გოგონას ხელი მოხვია,კრისმა თავი ძლივს შეიკავა,უკან რომ არ გამხტარიყო-გველმა დაისისინა და კისერი წამოწია.
-ქრისტინე,საყვარელო,გმადლობ,რომ გვეწვიე. ჩემი გველუნა ხომ არ გაბრაზებს?-თვალით თორნიკეზე მიანიშნა. კრისი დაიბნა,ესეიგი,ლეამ იცოდა მისი და თოას ჯერ კიდევ გაურკვეველი ურთიერთობის შესახებ,
-თვითონ უარესი გველია-კრისის მაგივრად უპასუხა ბიჭმა-ნუ დარდობ,კბენას ვერავინ დაასწრებს. ლეამ კმაყოფილმა გაიცინა,კრისს თვალი ჩაუკრა და მოუბოდიშა,სტუმრებს უნდა მივხედოო.
კრისმა გრინჩი მოძებნა, თავის ბიჭიანად და შენობისაკენ დაიძრა.სახლში შესულებს საოცარი სანახაობა გადაეშალათ- კედლებზე მიმაგრებული სხვადასხვა ზომის აკვარიუმებში გველები ნებივრობდნენ. ერთი ორ აკვარიუმში საცოდავი ,განწირული თაგვებიც დარბოდნენ,ყველაზე მეტად კი კრისი დარბაზის შუაგულში მოწყობილმა ჩუქურთმებიანმა აუზმა გააოცა,რომელშიც წყალმცენარეებს შორის მოსრიალე უამრავი გველი მოჩანდა.
გრინჩი აღტაცებული ათვალიერებდა სახლს და თავადაც გადაწყვიტა,რომ ასე მოეწყო მომავალი სასახლე.
სანახაობით გართულებს თავს ვიღაც წამოადგათ-მაღალი,ქერა გოგონა გამომწვევად ათვალაიერებდა გრინჩსა და კრისს.თორნიკე შორიახლოს საუბრობდა ვიღაც კაცთან,მართალია ,დაინახა გოგონა,მაგრამ საუბარი არ შეუწყვეტავს და ცალი თვალით უყურებდა კრისს.
-გამარჯობა,გოგოებო-გაწელა ქერამ-თუ შეიძლება,მოსაწვევები წარმოვადგინოთ,ლეას ვეხმარები აქაურობის კონტროლში,იცით,უამრავი დაუპატიჟებელი არსება მოდის,მხოლოდ იმიტომ,რომ ნამდვილ საზოგადოებას შეხვდეს.
გრინჩი აიფოფრა.
-ჩვენ აქ ლეას პირადი თხოვნით ვართ,თორნიკესთან და გუგასთან ერთად,ასე,რომ არ ვაპირებ,ქერა ოპოსუმს ვუმტკიცო,მაქვს თუ არა მოსაწვევი.
აშკარა თავდასხმამ გოგონა ოდნავ დააბნია.გრინჩი კრიტიკულად აათვალიერა.
-ამბობ,რომ აქ თოკამ მოგიყვანა?-გაიცინა-შეიძლება მის გემოვნებაში ჯდები,მაგრამ არც ისე,რომ პირადად შეეწუხებინა თავი-კრისს გახედა-ამას კი გუგა ისე ჩაუვლის,როგორც ცოცხს-ინტერესის გარეშე.
გრინჩი კბილებს ილესავდა,კრისი კი მშვიდად მიაცქერდა.
-თორნიკესთან ერთად მე ვარ,რაკი ასე დაინტერესდი.მოსაწვევები თან არ გვაქვს,მაგრამ ეგ შენი პრობლემა არაა.
-ზუსტად,რომ ჩემი პრობლემაა,მეუბნები,რომ თოკას მეგობარი ხარ?გგონია დაგიჯერებ?
-ნია,როგორ ხარ?-თორნიკე გვერდით ამოუდგა გოგონას და კრისს ხელი მოხვია.-ჩემი შეყვარებული უკვე გაიცანი?
ქერა წამით გახევდა ,ბოლოს ენა ამოიდგა.
-შეყვ... რა?-გაიცინა
-ერიჰა,ამას ყურშიც აკლია-ამოიოხრა გრინჩმა.-როგორც მახსოვს,საზოგადოების წმენდით იყავი დაკავებული და არ გინდა გააგრძელო? ადვილად გამოგივა,კარში გადი და პირდაპირ იარე.
გოგონამ დაბნეულმა გაიცინა,უამრავი საქმე მაქვსო,ამოიოხრა და ისევე სწრაფად გაქრა,როგორც გაჩნდა.
-ეს რა იყო?-გრინჩმა შოკირებული სახე მიიღო.
-გველები,რომლებზეც გაფრთხილებდით-მშვიდად უპასუხა თოამ და კრისს ხელი ჩასჭიდა.-წამო,ჩემს ოთახში ავიდეთ.
გოგონა დაიბნა.
-მერე ,გრინჩი?
-აჰ, ნუ ღელავ,წადი და მალე დაკარგე დასაკარგი-ხელი აიქნია გრინჩმა და გუგასკენ დაიძრა.
კრისი თოკას ხელს მიჰყვა და მეორე სართულზე ავიდა,სადაც გრძელი კოლიდორის ბოლო ოთახში აღმოჩნდა.
თოას საძინებელი მომცრო იყო,საერთოდ არ ჯდებოდა მთელი სახლის ბრწყინვალე სტილში-ბიჭს აქა-იქ უცნაური მექანიზმები ჩამოეკიდა,ერთი საეჭვოდ ჰგავდა რკინის დრაკონის ჩონჩხს. კრისმა ფეხსაცმელები გაიხადა და 46 ზომა შლოპანცებში შეჰყო ფეხები,რომლებიც იქვე ეყარა.
-გაგახაროს ღმერთმა-თქვა და საწოლზე თორნიკეს გვერდით მიუჯდა.
-მთავარია დედაჩემმა დაგინახა,რომ მოხვედი,ახლა შეგვიძლია,საერთოდ აღარ ჩავიდეთ დაბლა.
კრისს ეს იდეა საშინლად მოეწონა.
-მართლა?დედაშენს ასე რატომ უნდოდა,რომ მოვსულიყავი?
-მიხვდა,რომ თავიდანვე მომეწონე,მე კიდევ ბევრი არავინ მომწონს და ამას განიცდის.
-ესეიგი თავიდანვე-ტუჩები აიბზუა გოგონამ-აბა წინა ჯობდაო.
-გარეგნულად მართლა გჯობდა-მხრები აიჩეჩა ბიჭმა-მაგრამ როცა თქვა,რომ ტოლსტოის „იდიოტზე“ გიჟდებოდა,დედაჩემმა კინაღამ გველი მიუქსია.
კრისმა გადაიხარხარა.-მე დოსტოევსკის „ანა კარერინაზე“ მაბოდებს.-თოა სიცილში აჰყვა და საწოლზე გადაწვა. ამ დროს კრისის ტელეფონმა დაიწკარუნა.
„ის უჯიშო გველი ისევ დასრიალებს გარშემო და ნერვებს მიშლის,მიდი რა რამე მიჯღაბნე,ოღონდ მე არ წამაკითხო,მინდა ეს სიამოვნება პირველად „ლაივში“ ვნახო“
კრისი მიხვდა,რომ მეგობარი ქერა ნიას გულისმობდა. თოას მიუბრუნდა.
-ნია,ქერა გოგონა,ვინაა?
-ეჭვიანობ?-წარბი აწია ბიჭმა.
-არა-თავადაც გადაწვა საწოლზე-გრინჩს ნერვებს უშლის და მთხოვა რამე დავწერო.
-ნია თოდუა,დედაჩემთან მუშაობს,დიზაინერივითაა რა.
-ასეთი ბრაზიანი რატოა?
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა თორნიკემ-მგონი გუგა მოსწონს. მაგრამ გუგამ იცის,რომ ჩემთან იწვა,ასე რომ...
-რა?-აღშფოთდა კრისი.
-ხო,მერე რა?კაი მკერდი აქვს.ეგ ადრე იყო,არ იდარდო.
კრისმა გადაწყვიტა,არ ჩაღრმავებოდა,სამაგიეროდ გრინჩის თხოვნა სიამოვნებით შეასრულა და თორნიკეს წააკითხა.
-ბოროტი გოგო-ჩაიცინა და ზემოდან მოექცა-იქნებ დაგესლონ?
-ეგ გარკვევით დავწერე,რომ მხოლოდ შემოეხვევიან და არ უკბენენ.
ბიჭი ტუჩებზე დაწვდა და ხელი კაბაში შეუცურა,მაგრამ კრისი მოსწყდა და წამოდგა,
-წამო რა,მაინტერესებს,როგორ გამოვა.
დარბაზში დაბრუნებულები გრინჩსა და გუგას მიუახლოვდნენ და აქეთ-იქით ყურება დაიწყეს.
-დაწერე?-უჩურჩულა მეგობარმა.
კრისმა თავი დაუქნია. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სტუმრებს უცნაური სანახაობა გადაეშალათ თვალწინ.
ცენტრში მდგარი აუზუს წინ ქერა გოგონა უდარდელად ესაუბრებოდა მამაკაცს,როდესაც მისკენ საშუალო ზომის ცუგა დაიძრა. ძაღლს პატრონისაგან თავი დაეძვრინა და ყელზე მობმულ ჯაჭვს თან მიითრევდა. ნიას მიუახლოვდა და ფეხზე ალოკა,რომელმაც დაბლა დაიხედა და ძაღლი ფეხით გაწია,ფუმფულა ცხოველი კი არ მოეშვა და ახლა მეორე გვერდიდან მიუბრუნდა მოსაფერებლად. ასე კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა-ხან ერთ ფეხზე ადებდა ცხვირს,ხან მეორეზე,საუბარში გართული ნია კი ცხოველს ყურადღებას აღარ აქცევდა და ვერ შეამჩნია,როგორ შემოეხვია ჯაჭვი ფეხებზე.ამ დროს ძაღლის პატრონიც გამოჩნდა და დაიძახა:
-სამსონ,მოდი დედასთან!-გახარებული ცუგა სწრაფად გაიწია დედიკოსკენ და ჯაჭვიც თან წაიყოლა,რის შედეგადაც გოგონამ წონასწორობა დაკარგა,შებარბაცდა,მამაკაცს წაეპოტინა,მაგრამ მაღალი ქუსლი გადაუტრიალდა და იატაკის ზედაპირს ოდნავ აცდენილ აუზში ზურგით გადაეშვა.
გაბაყრუებელი წივილი წყლის დგაფუნმა ჩაახშო,ხალხი შეშფოთებით მივარდა გველებით სავსე აუზს,სადაც გოგონა განწირული ფართხალებდა.
-მომაშორეთ! არა.... ღმერთო,მიშველეთ! -წიოდა და აუზიდან ამოსვლას ცდილობდა.რამდენიმე წამში ვიღაც კაცი მიიჭრდა აუზისკენ,გოგონას ხელი ჩაავლო,მაგრამ მისი ამოწევისას თმაში გახლართული გველები დაინახა და ინსტიქტურად გაუშვა.
დაახლოებით ერთ წუთიანი ბღავილის შემდეგ ნია აუზიდან ამოათრიეს,ლეა თავად მიეჭრა გოგონას და ზედ შემოხვეული გველები ფრთხილად მოაშორა. ნია ვერ წყნარდებოდა,იგრიხებოდა და კიოდა,დაცოცავენო,სველი კაბა იქვე გაიძრო და ბიუსჰალტერიც მიაყოლა.შოკში მყოფი ვერ აცნობიერებდა,რომ ასობით თვალი უყურებდა. ბოლოს,როდესაც დაარწმუნეს,რომ ნაკბენი არ ჰქონდა,აკანკალებული გაიყვანეს ოთახიდან. გრინჩი სიცილისგან ჩაბჭირებულიყო და სულს ვერ ითქვამდა,არც დანარჩენი სამეული იყო უკეთეს დღეში.
-საშინელი სისასტიკეა-გადაულაპარაკა თოამ კრისს და აღფრთოვანებული შეაჩერდა.
-გმადლობ-მიუგო კმაყოფილმა გოგონამ.
სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ სტუმრები ლაყბობას დაუბრუნდნენ,ბედნიერი გრინჩი გუგასთან ერთად სადღაც დაიკარგა და კრისიც თორნიკეს საძინებელში დაბრუნდა ოთახის მეპატრონესთან ერთად.
-ბოროტებები საშინლად აღმაგზნებს-თვალებაციმციმებული მიაშტერდა ბიჭი და ლოყაზე მოეფერა-ამაღამ დარჩები-კითხვა არ დაუსვამს. საწოლზე ხელის კვრით დააწვინა და ფეხებზე ხელი ააყოლა,რასაც კაბაც აჰყვა.თეძოებამდე მივიდა და მოეფერა,გატრუნული კრისი ინტერესით აგემოვნებდა ახალ,სასიამოვნო შეგრძნებებს. ბიჭმა კვლავ მოინდომა ხელის ზემოთ აცურება,მაგრამ ვერ მოახერხა-მჭიდროდ მომდგარმა ნაჭერმა არ გაუშვა.
-უნდა გავხიო-წარბები შეჭმუხნა და ის იყო,ხელი მაგრად ჩაავლო კაბას,რომ კრისი გამოფხიზლდა,
-არა,არა,მოიცა!გრინჩი მომკლავს,ეს რომ გავხიო...თავად ვიზამ,გავიხსნი...
-მიდი,გაიხადე-კმაყოფილი გადაწვა ბიჭი.
გოგონა წამოდგა,ცოტა ხანს იფიქრა და ბოლოს ამოიბურტყუნა.
-მრცხვენია.
-მაშინ გავხევ,მე არ ვიცი,როგორ იხსნება ეგ გორდიასის კვანძი.
-კარგი,ჰო,მოიცა-კრისმა გაჭირვებით შეიხსნა თასმებიანი შესაკრავი და განწირულმა გადაიძრო კაბა.ვინაიდან ბიუსჰალტერი არ ეცვა,საცვლის ამარა დარჩა.
-მოდი-ჩუმად უთხრა თოამ და ხელში დასწვდა,გადააბრუნა და გვერდიდან მიუწვა,ხელებს ტანზე ასრიალებდა,თან შეუჩერებლად კოცნიდა. კრისს წამში დაავიწყდა სირცხვილი,ნამუსი და წესიერება. ამოიოხრა და ბიჭის სხეულს დაჰყვა.
ტკბილი სურნელი მთელი ღამის განმავობაში მშვიდ სიზმრებში ეჭრებოდა,ხოლო მუცლის ყრუ ტკივილი სასიამოვნოდაც კი ედებოდა მთელ სხეულზე.თოას მკლავები წამით არ შორდებოდნენ გოგონას.
დილით გაღვიძებულს ცოტა ხნით გაუჭირდა აღქმა,სად იყო,თუმცა მალევე დაიწყო ხელებით თოას ძებნა,რაც უშედეგოდ დასრულდა,სამაგიეროდ ქაღალდი მოხვდა თითებში,რომელიც სწრაფად აიფარა სახეზე და დაბინდული თვალებით გადაიკითხა. თოა ატყობინებდა,რომ ძალიან გაუჭირდა მისი დატოვება,მაგრამ გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და მისი გაღვიძება არ სურდა.ასევე,სთხოვდა,ცოტა ხანს დაეცადა და დაბრუნდებოდა.
კრისს სიბრაზემ დაუარა-პირველი ღამე მქონდა,ამან კიდე გადაუდებელი საქმეო,ასე,არა?
ფურცელი გადააბრუნდა და ტელეფონს დასწვდა,თუმცა სანამ წერას დაიწყებდა,ფურცლის მეორე გვერდზე წარწერა დალანდა . „ შურისძიება არც კი გაიფიქრო,მიყვარხარ“. მუცელი ამოუტრიალდა,ვერაფრით იჯერებდა,რომ თოამ ეს დაწერა,მაგრამ იმასაც ხვდებოდა,რომ ბიჭი ტყუილი იმედების მიცემით არასდროს იწუხებდა თავს. გაბრაზებამ წამში გადაუარა და გადაწყვიტა,დალოდებოდა,მაგრამ მერე გაახსენდა,რომ თოას დედის სახლში იყო,ამიტომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა კარი ვინმეს ან მთლად უარესი,თავად ლეას შემოეღო.
საჩქაროდ ჩაიცვა კაბა,ფეხსაცმელები წყევლა-კრულვით მოირგო , პატარა ჩანთას ხელი დასტაცა და ოთახიდან თავი ფრთხილად გაყო-სულიერის ჭაჭანება არ იყო. ნელა დაიძრა დერეფანში და თაგვივით ჩუმად ჩაუარა ოთახებს. კიბესთან მისულმა ამოისუნთქა-ერთი რაუნდი გავიარე-თქვა გონებაში და კიბის მოაჯირში გაიჭყიტა-კვლავ არავინ.ერთი გველიც კი არ დასრიალებდა. ჯეიმს-ბონდურად დაუყვა საფეხურებს და კარისკენ მოკურცხლა.მანამდე მირბოდა,სანამ თავი სამშვიდობოს-კარიბჭის გარეთ არ იგრძნო.
-ახლა რა ვქნა?ავტობუსში ასე გამოწყობილი ხომ ვერ ავალ,იმედია აქ სადმე ტაქსი იქნება-ბუტბუტებდა თავისთვის და სიცხისგან ავარვარებულ ასფალტზე მიბაკუნობდა. -ფული მაინც წამომეღო,რა შტერი ვარ! არა უშავს,სახლში მივალ და მერე მივცემ...
ვერც კი შეამჩნია,როგორ ამოუდგა გვერდით დაბურულმინებიანი მანქანა,რომელმაც მალევე გზა გადაუღობა და გაღებული კარიდან სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახმახი მამაკაცი გადმოვიდა.
-ქრისტინე ვარდიძე?-ბოხი,აქცენტიანი ხმით მიმართა ფორმიანმა.
-ა-არა.-კრისი მიხვდა,რომ ბიძიასთვის სიმართლე არ უნდა ეთქვა. კაცმა ჯიბიდან ფურცელი ამოიღო,დააკვირდა და ისევ გოგონას შეხედა.
-ქრისტინე ვარდიძე.-უკვე აღარ უკითხავს,წამში მასთან გაჩნდა ,დაავლო ხელი და უბოდიშოდ შეტენა მანქანაში.
კრისს ბევრი ღმუილი არ აცადეს,მანქანაში მყოფმა მეორე მამაკაცმა წამში დაუცო პირი წებოვანი ლენტით,ხელები და ფეხები ოსტატურად შეუკრა ბაწრით და მეტი დამაჯერებლობისთვის ტომარაც ჩამოაფხატა.
ყველანაირად გაშეშებულ გოგონას მხოლოდ უცხო ენაზე საუბარი ესმოდა,რომელიც რუსულს ჰგავდა,მაგრამ ერთი სიტყვაც არ ესმოდა.ვერანაირად ვერ დაადგინა,რა ენაზე საუბრობდნენ მისი გამტაცებლები.
რამდენიმე საათის შემდეგ,როდესაც კრისს თავი და შარდის ბუშტი ერთად უსკდებოდა,მანქანამ სვლა შეანელა და გოგონაც მალევე გადაათრიეს მანქანიდან. ხელში მამაკაცის ძლიერმა ხელებმა აიტაცა,მხარზე გადაიკიდა და დინჯად მოჰყვა სიარულს. კრისის ყურებს მძიმე კარის გაღების ხმა მისწვდა,რასაც კიდეც ცოტა ხანს ჰაერში რწევა მოჰყვა და გოგონაც მოწყვეტით დაეცა რბილ საგანზე. მალე ტომარაც მოაშორეს და დაფეთებულმა მიმოიხედა.
სრულიად ჩვეულებრივ ,საქმიან ოთახში იჯდა,დივანზე. ეტყობოდა,ვიღაც შეძლებული ადამიანის კაბინეტი იყო-ერთადერთი უცნაურობა ის შეამჩნია,რომ ფანჯრების მაგივრად კაბინეტს დიდი ეკრანი ჰქონდა,რომელიც ხან ტროპიკულ ტყეებს აჩვენებდა,ხან ოკეანის ხედებს.
მისი ერთ-ერთი გამტაცებელი მშვიდად დაუდგა წინ და ინტერესით მიაჩერდა. კრისმა წარბები აწია და ამოიზმუვლა.
-რამის თქმა თუ გინდა,ცოტა ხანს მოითმინე,დირექტორი ახლავე მოვა-ქართულად უთხრა მამაკაცმა და ოთახი დატოვა.
კრისი შეეცადა ლენტი მოეცილებინა,დაიკლაკნა,ტანი მაღლა აწია და ზურგს უკან შეკრული ხელები ,ტკივილის მიუხედავად,უკანა ტანის ქვემოდან გამოაძვრინა,ფეხები გადაადგა და წინ მოიქცია,ლენტი ერთი ხელის მოსმით აიხია და ტკივილზე წამოყვირა. ის იყო,ფეხებზე შეკრულ ბაწარს დასწვდა,რო კარი გაიღო და მასში დაბალი,გამხდარი ფიგურა გამოჩნდა.
-ერთი ამას შეხედეთ!-მხიარულად წამოიყვირა კაცმა და გაშეშებულ კრისს მიუახლოვდა-ლეო,მოდი ,გახსენი,ასე რატომ გამოსკვანჩეთ.
ხსენებული ლეო კარში გამოჩნდა,დანა მოიმარჯვა და აკანკალებულ კრისს შეკრული ბაწრები გაუხსნა.გოგონამ ხელები დაიზილა და ლეოს შეუბღვირა,რომელიც მდუმარედ დადგა კართან.შემდეგ მზერა წინ დასკუპებულ მამაკაცზე გადაიტანა-ქერა,ნახევრად გაჭაღარავებული ,სრიალა თმა თავზე გადაევარცხნა ,ალბათ სიმელოტის დაფარვის მიზნით.მქრქალი ცისფერი თვალები მოუსვენრად მისჩერებოდნენ გოგონას,ტუჩები ცბიერად მოეღრიცა.
-მიხარია შენი ნახვა,ქრისტინე!შენ არც კი იცი,როგორ მიხარია!
-თუ ასე ძალიან გინდოდათ,გენახეთ მერე,რა საჭირო იყო ეს „თრილერი?-უკმაყოფილოდ მიუგო გოგომ.
-ამისთვის ბოდიშს გიხდი-თავი დაუქნია კაცმა-უბრალოდ შენი მეგობრების გარემოცვა არ მომწონს და მათთან სიახლოვისას ვერ გნახავდი.
-ჩემი მეგობრები? ვის გულისხმობთ? -კრისს წარმოდგენა არ ჰქონდა,რას ბოდავდა კაცი.
-დიახ,დიანა,ლეა,თავად თორნიკეც კი,მან ხომ უკვე ყველაფერი იცის,თან შენს მიმართ გრძნობები აქვს... ისინი ხელს შეუშლიან შენი ნიჭის სათანადოდ განვითარებას.
კრისს გული მუცელში ჩაუვრდა. საიდან იცოდა ამ ბებერმა მელამ მისი ნიჭის შესახებ? ეს ცუდი იყო,ძალიან ცუდი.
-მე...არ ვიცი რა ნიჭზეა საუბარი. ერთი ჩვეულებრივი ჟურნალისტი ვარ,თუ რამე ისეთი დაიბეჭდა ჩვენს ჟურნალში,ეს მე არ მეხება...
-მშვენივრად იცი-გააწყვეტინა კაცმა და ტკბილად გაუღიმა-დიდი ხანია ვეძებ მწერალს,ალბათ მთელი ჩემი ცხოვრებაა. თითქმის ყველანაირი ნიჭის მფლობელი შევაგროვე-ისეთები,ვინც აზრებს კითხულობს,ვინც ნივთებს გონების ძალით სწევს,ვინც გონებას აჰიპნოზებს...ბევრი,ძალიან ბევრი ნიჭიერი მოვძებნე,მაგრამ მწერალი! თუკი მწერალია,რა საჭიროა ყველა დანარჩენი? შენი საგვარეულო დიდი ხნის წინ წარმოიშვა,შენი ახლანდელი გვარი მამაშენისაა,მაგრამ დედაშენი გვარად მწიგნობარია. ერთი ძალიან ცნობილი მწიგნობარი არსებობდა მეთვრამეტე საუკუნეში,ოღონდ არა ყველასათვის ცნობილი-მისი ნაწერის დამსახურებით დადო მეფე ერეკლემ გეორგიევსკის ტრაქტატი და მისივე ნაშრომების წყალობით მოეწყო კრწანისის ბრძოლა. რა თქმა უნდა,ყველა ფიქრობდა და ფიქრობს,რომ ეს მეფის მცდარი პოლიტიკის გამო მოხდა,მაგრამ ცდებიან-მწერალმა ყველაფერი იდეალურად გათვალა. ისე,როგორც მსოფლიოს მმართველ ორგანიზაციას უნდოდა. ანუ -ჩვენ-ხელი მოატარა ოთახს და სავარაუდოდ მხოლოდ ოთახს არ გულისხმობდა. მაშინ მწერალი ჩვენს მხარეს იყო და დაუჯერებელ საქმეებს ვატრიალებდით,მეოცე საუკუნის მსოფლიო ომებიც ნაწილობრივ მისი დაწერილია,მაგრამ მეტი ვეღარ მოესწრო-დღედაღამ წერის მიუხედავად,უკვე ძლიერ მოხუცი იყო და ბოლო წლებში სულ გამოჩერჩეტდა. ერთხელ,როგორც გადმოსცემენ,დაწერა,რომ ძროხა ჯადოქრობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს,რაც ,რა თქმა უნდა,ასეც მოხდა...ამდენად,ახალი მწერალი „მომავლის მჭედელს“(ასე ჰქვია ჩვენს ორგანიზაციას) მის შთამომავლებში უნდა მოეძია. ყველაზე-მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული-ყველა შენს წინაპარზე გვაქვს ინფორმაცია-რას ჭამდნენ,ტუალეტში როდის მიდიოდნენ და პირველ ღამეს როგორ ისიამოვნეს,მოკლედ,ყველაფერი! მაგრამ არავის გამოუვლენია ნიჭი. მიუხედავად ამისა,მოთმინებით ვიცდიდით და შენი დაბადების დღიდან გაკვირდებოდით,ისევე როგორც შენს დეიდაშვილებს. ჟურნალისტიკა რომ აირჩიე პროფესიად,თითქოს რაღაც მენიშნა,თუმცა წერის სურვილი არ გეტყობოდა-მხოლოდ კითხულობდი და კითხულობდი. წარმოიდგინე,რა ბედნიერი ვიყავი ,როდესაც ჟურნალში შენი პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა. გულუბრყვილოდ და ბავშვურად დაწერილი. იმ დღიდან შენი ყველა მოწყობილობა კონტროლდებოდა,ელექტრონული მადუღარაც კი!ამის ნიჭი ჩვენს ლეოს აქვს-სიყვარულით გახედა კართან მდგარს-ყველაფერს კითხულობდა,რასაც წერდი და ერთ დღესაც შენმა მეგობარმა ჯეკ-პოტი მოიგო!
იმ დღიდან ჩვენი ოჯახის წევრი გახდი და მომავლის მჭედელიც შენი თბილი სახლია.დღემდე გაცდიდი,შენს ნიჭს შეჰგუებოდი,გესწავლა და შენი შესაძლებლობები განგესაზღვრა,სანამ რუსეთის პრეზიდენტმა დიდსულოვნად არ აღიარა,რომ კვერცხია. მაშინ ბევრი ხალხი შეწუხდა და ბევრიც ვიწვალეთ,რომ სიტუაცია გამოგვესწორებინა.შენს დასჯასაც ისეთი ხალხი ითხოვდა,როგორ გადავარწმუნე,ახლაც არ ვიცი.თუმცა შენ აქ ხარ,ყველაფერი იცი და ვგონებ,ამის შემდეგ მსგავს გაუაზრებელ ნაწარმოებს აღარ ვიხილავ.
კრისმა ნერწყვი გადააგორა.მოსმენილი ინფორმაციით მთელი სხეული შოკურ მდგომარეობაში ჰქონდა. აკანკალებდა და იმაზე ფიქრობდა,რომ თავს თუ ვერ დააღწევდა,ეს ხალხი მას საშინელი უბედურებების ჩასადენად გამოიყენებდა. თითქოს მისი ფიქრები ამოიცნოო,დირექტორმა ტკბილად მიუგო.
-ჩვენი არ უნდა გეშინოდეს,საყვარელო. არც ბოროტებას ვქმნით და ხალხს უბედურებაში ვხვევთ,არა!ჩვენ რომ არ ვარსებობდეთ,კაცობრიობა ისეთივე უმეცრებაში დარჩებოდა,როგორც შუა საუკუნეებში იყო-ორფეხა,ბინძური ცხოველები და მეტი არაფერი.
-ომებს ადამიანებისთვის ბედნიერება თუ მოჰქონდა,არ მეგონა-წამოსცდა გოგონას.
კაცის თვალებში სიბრაზის ნაპერწკალმა გაიელვა,თუმცა კვლავ გაუღიმა.
-ახლა ზედმეტად დაღლილი ხარ იმისათვის,რომ რეალობა კარგად აღიქვა,ჩემი მოწოდებული ინფორმაციაც უნდა გადახარშო და მხოლოდ ამის შემდგომ გავაგრძელებთ საუბარს. ახლა ლეო გაგაცილებს-კაცი მისკენ დაიძრა და გოგონა მარიონეტივით წამოაყენა-დაისვენე და იფიქრე იმაზე,თუ რამდენად დიდი ჯილდო გიძღვნა განგებამ.
კრისი კომფორტულად მოწყობილ,ფართო ფანჯრებიან ოთახში შეასახლეს. ძვირფასი სასტუმროს ნომრის მსგავსად,ყველაფერი ჰქონდა,რაც ადამიანს შეიძლება დასჭირვებოდა-იქვე მოწყობილ ბარის სტილის სამზარეულოში საჭმელი და სასმელი უხვად იყო,აბაზანაც გაწკრიალებული და მდიდრულად მორთული ჰქონდა,ყველანაირი თავის მოვლის საშუალებით სავსე. დღეები გადიოდა,კრისმა უამრავი მოთხრობა დაწერა იმის შესახებ,თუ როგორ თავისუფლდებოდა ტყვეობიდან,მაგრამ ვერავის წააკითხებდა-ლეპტოპიც ჰქონდა,თუმცა ინტერნეტში შესვლისას თუკი ვინმესთან დაკავშირებას დააპირებდა,მოწყობილობა ავტომატურად უკან აბრუნებდა. დირექტორმა რამდენჯერმე სცადა მასთან გასაუბრება,მაგრამ გოგონა ჯიუტად დუმდა,საჭმელზეც უარი განაცხადა და მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა-„გამიშვით.“
24 ივლისს გოგონამ კვლავ უღიმღამოდ გაიღვიძა.ეკრან-ფანჯრებს მიაპყრო მზერა და ჩვეულებისამებრ,რკინის ფეხებიანი სკამი ესროლა,თუმცა უშედეგოდ-მინა გაუვალი იყო. აბაზანაში შევიდა და კარგა ხანს ცხელ წყალში ფიქრებს მიეცა. აგონდებოდა თოა,გრინჩი და უსაშველოდ ენატრებოდა საყვარელი ადამიანები. უკვე მერამდენედ წარმოიდგინა,რას აკეთებდნენ ისინი კრისის გატაცების შემდეგ-პოლიციელებს ჩვენებებს აძლევდნენ,ეძებდნენ თუ სახლში ელოდნენ,მათაც ასევე ენატრებოდათ,თუ ცხოვრებას აგრძელებდნენ...
ოთახში დაბრუნებულმა ხალათი მოიცვა და საწოლზე გადაწვა.კარის გაღების ხმა მოესმა,თუმცა არც კი შეუხედავს-არ მშია-ამოთქვა და გადაბრუნდა.პასუხი არ გაუციათ,ვიღაც ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა ,კრისმაც თვალები აატრიალა და მიბრუნდა.წინ ოც წლამდე ასაკის გოგონა ედგა,ერთ შეშლილ წამს იფიქრა,რომ გრინჩი წამოსდგომოდა,მაგრამ მალევე მიხვდა,რომ იგი უბრალოდ მონატრებულ მეგობარს მიამსგავსა-მასავით გრძელი,ვერცხლისფერი თმა ჰქონდა და იგივე ფორმის ტანი. გოგონა ფრთხილად დაიხარა და ხმა ამოიღო-ახლავე უნდა წავიდეთ!
კრისი წამოიწია და მიაჩერდა-ეს რა,დირექტორის ახალი ხერხია? ახლა რაღა უნდა,მგონი გასაგებად ავუხსენი,რომ არ ვაპირებ...
-აქედან,დირექტორისგან შორს,უნდა გამომყვე.
კრისმა ეჭვის თვალით შეათვალიერა.
-ვინ ხარ?
-ბევრი დრო არ გვაქვს,მე დიანას ბებია ვარ,ანა.
კრისს ის იყო,უნდა ეთქვა,რას ბოდავო,რომ გრინჩის მონაყოლი გაახსენდა-ბებიამისი ტყის ალის შვილი იყო და ასაკი არ ემატებოდა,ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ ეტყობოდა.გულში პატარა იმედი შეეპარა და წამოხტა-როგორ გავალთ?-ტანსაცმელს დასწვდა ,მაგრამ ანამ შეაჩერა.
-ჩაცმის დრო არაა,წამოდი,სწრაფად-კარი,რომელსაც კრისი ვერაფრით აღებდა,მარტივად გააფრიალა და გასხლტა.კრისმა ფეხსაცმელი ამოიცვა და თეთრი ხალათის ამარა ფართხუნით მიჰყვა უკან.
-დიანამ ყურადღება გადაატანინათ-ჩუმად საუბრობდა ანა და თეთრ დერეფანს ზვერავდა,ერთ-ერთ კარში გასხლტა,რომელიც,როგორც აღმოჩნდა,კიბესთან გადიოდა.
-მეთვრამეტე სართულზე ვართ,მოვახერხე და დაცვა მოვნუსხე,გრინჩმა კი ის ახმახი გათიშა სოკოს ფხვნილით,შენ რომ გაკონტროლებდა.კარგი რამეა-კიბეებზე თავპირისმტვრევით მირბოდნენ და გრინჩის ბებია შიგა და შინ სიტუაციას უხნიდა კრისს-დირექტორი ადგილზე არაა,ორი დღეა ველოდებით,რომ გასულიყო.ბევრი ხალხი წაიყვანა
თან,მაგრამ ბევრიც დატოვა,ძილ-ბურანის შელოცვა კი დიდხანს არ იმოქმედებს.
-საიდან იცით?დირექტორზე.-კრისი სამ საფეხურს გადაახტა.
-ეს ბებერი შეშლილი ჩემს მოხელთებასაც დიდი ხანია ცდილობს,ყველა ზებუნებრივი შესაძლებლობის მქონე თავისთვის უნდა,მაგრამ ვერ მივართვი. რამდენჯერაც ჩემთან მოვიდნენ,იმდენერ დავაჰიპნოზე და კარგადაც შევაშინე. ეგეთი რამეები გამომდის.როცა დიანა მოვიდა და მითხრა,რომ გაქრი,მაშინვე მივხვდი,ამის ნამოქმედარი რომ იქნებოდა. სულელმა გოგომ არაფერი მითხრა მანამდე,თორემ გაგაფრთხილებდი.
უკვე გასავლელში გავიდნენ და უზარმაზარი გალავნით შემოსაზღვრულ ეზოში აღმოჩნდნენ. ჭიშკართან ორი ახმახი იდგა.
ანამ და კრისმა მათთან მიირბინეს.
-ბიჭებო,აბა,როგორც შევთანხმდით-დათაფლული ხმით მიმართა ანამ და გრინჩის მსგავსად ვერცხლისფერი ნათება წამოვიდა მისგან,ოღონდ გაცილებით ძლიერი. მცველებმა დაბინდული მზერა შეანათეს და ჭიშკარი გამოაღეს.
გოგონები მთელი სისწრაფით გავარდნენ გარეთ.
-უნდა ვირბინოთ-გულამოვარდნილმა შეუძახა ანამ-აქედან ერთი კილომეტრის რადიუსში უცხო მანქანა ვერ შემოდის,მაშინვე ამჩნევენ რადარებით .
კრისი მთელი ძალღონით გარბოდა,როდესაც უკნიდან ხმა შემოესმა და მოძრაობაც შენიშნა. ის იყო,გაიფიქრა,მდევარი დაგვეწიაო,რომ გვერდით გორგოლაჭებზე ამხედრებულმა გრინჩმა ჩაუქროლა.
-რა ხალისია-უყურებდა კრისს მხიარულად-საგიჟეთიდან გამოქცეულს გავხარ-დაიყვირა გოგონამ და მოაძახა-არ გაჩერდე,ცოტაღა დარჩა !
ესეიგი,გრინჩი მასთან იყო. კრისს თითქოს ფრთები შეესხა და წამში დაავიწყდა ფეხების ტკივილი.
კიდევ რამდენიმე წუთის სირბილის შემდეგ თორნიკეს შავი მანქანა დალანდა,რომელიც ადგილზე ბღუოდა.
გოგონები მანქანას მივარდნენ და სწრაფად ჩასხნენ.
-მიდი,მიდი,მერე მოეხვიეთ და მერე იკოცნავეთ-არ დააცადა წინა სავარძელზე მჯდომმა გრინჩმა სიტყვის თქმა,როდესაც კრისი აღფრთოვანებული მიაჩერდა მძღოლის ადგილზე მოთავსებულ ბიჭს.
თორნიკემ უკვე დაქოქილი მანქანა სწრადად მოსწყვიტა ადგილიდან და ელვის სისწრაფით გავარდა წინ.
-ღმერთო!-ამოხდა კრისს-ეს მართლა მოხდა,თუ მესიზმრება?
-კაი რა,იმდენი ვიწვალეთ,მაგრად გამიტყდება,სიზმარი რომ იყოს-ამოისუნთქა გრინჩმა და უკან გადმობობღდა-მოდი ერთი მოგეფერო,შე ბატო,როგორ ვინერვიულე!
-კარგად ხარ? რამე ხომ არ დაგიშავეს?-თორნიკეს ხმა დაძაბვოდა,საჭეზე ხელები უკანკალებდა.
-არა,არაფერი,ჯერ ჩემს მოთაფვლას ცდილობდნენ-ამოიკნავლა გოგონამ.-როგორ მოახერხეთ?მეგონა,იქიდან თავს ვერ დავაღწევდი.
-იმათაც ეგრე ეგონათ და იმიტომაც მოადუნეს ყურადღება-კმაყოფილმა უპასუხა გრინჩმა-ბრაზილიიდან ბევრი საჭირო ნივთი წამოვაყოლე-ყველა კარის გამღები გასაღები,ფხვნილ-შტერია,მტრების მტერი ტოტი-გაუშვებ ამ ტოტს და ყველგან უღიტინებს იმას,ვინც არ გევასება.
-ეს ყველაფერი მარტოებმა მოახერხეთ?-აღფრთოვანდა კრისი.
-მე,ბებომ და თოკამ. შენობაში ამას ვერ წამოვიყვანდით-ზედმეტად თვალში საცემია ამდენი ხალხი და თან მანქანასაც ვერ დავტოვებდით ასე. ძლივს დავითანხმეთ,რომ დარჩენილიყო,უფრო სწორად,ბებიაჩემმა დააჰიპნოზა.
-მასე ნუ მეძახი-მეთქი,რამდენჯერ გითხრა-მხარი გაჰკრა ანამ.
-დირექტორი ისევ მომძებნის.-ჩაილაპარაკა კრისმა.
-მოგძებნის არა,უკვე გეძებენ სავარაუდოდ,ამიტომ აიღე ეს-მობილური მიაწოდა-და რამე დაწერე სასწრაფოდ.
კრისმა ჩქარ-ჩქარა მოიფიქრა სიუჟეტი,სადაც დირექტორს მოულოდნელად ამნეზია ემართება და ვერაფერს იხსენებს იმის გარდა,რომ კამჩატკაზე ცხოვრებაზე ოცნებობს. მისი ქვეშევრდომები კი უეცრად იაზრებენ,რომ თავისუფლები არიან და უკანმოუხედავად გარბიან.
გრინჩმა მოთხრობა წაიკითა და მიუგო.
-დასაწყისისთვის კარგია,ნელ ნელა ყველაფერს მივხედავთ,ხო,ისიც მიამატე,რომ ამ დაწყევლილი ორგანიზაციის ყველა მანქანა,თვითმფრინავი თუ ტანკი მწყობრიდან გამოვიდეს,თორე ყველაზე არ იმოქმედებს ეგ გათავისუფლება და შეიძლება დაგვეწიონ.
კრისმა მითითება შეასრულა.
რამდენიმე საათში თბილისში შევიდნენ. თორნიკემ მანქანა კრისის სახლთან გააჩერა. გრინჩი და ანა სწრაფად გადავიდნენ მანქანიდან,კრისი ვერ ტოკდებოდა.ბიჭმა მანქანა დაძრა.
მდუმარედ მიდიოდნენ ,სანამ ერთ-ერთ უცნობ კორპუსს არ მიადგნენ.
-გადმოდი-თოა მანქანიდან გადავიდა და კარი გაუღო.შემდეგ კარისკენ წავიდა,კრისიც უკან აედევნა.თან აქეთ-იქით იყურებოდა,ვინმემ არ დამინახოს და მართლა ხალათიანი გიჟი არ ვეგონოო. თორნიკე ჩუმად მიდიოდა კიბეებზე,ბოლოს მეოთხე საერთულზე შეჩერდა და ერთ-ერთი ბინის კარი გააღო.
-რა სჭირს?-ფიქრობდა მის უკან მიმავალი კრისი-ასე ცივად რატომ იქცევა,თითქოს კი არ გამიტაცეს,თვითონ ჩავუხტი მანქანაში.
სახლში შესულს ბიჭი შუა ოთახში მდგარი დახვდა.ბინა პატარა და მყუდრო იყო,თუმცა დაძაბულობა ჰაერში გამოკიდებულიყო.
-თოა,მაპატიე მაშინ რომ არ დაგელოდე-მიუახლოვდა გოგონა.
ბიჭი მდუმარედ უყურებდა. ენის ბორძიკით განაგრძო.
-ვიცი,ინერვიულებდი და ვწუხვარ,ჩემი ბრალია...-კვლავ არაფერი.
-აუ მეჩხუბე რა,მითხარი,რომ წვინტლა და მუწუკა ვარ,დამგესლე თუ გინდა,ოღონდ ეგრე ნუ მიყურებ-ხმა აუკანკალდა გოგონას.
თორნიკე მისკენ სწრაფად დაიძრა,ხელში აიტაცა და მაგრად მოეხვია. ცოტა ხანში მიწაზე დასვა,მაგრამ მკლავები არ მოუშორებია.კრისის თმაში თავჩარგული ჩუმად იდგა და არ ტოკდებოდა.კრისს ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა,თავადაც ძლიერად ეხუტებოდა საყვარელ სხეულს,არც დაღლას გრძნობდა,არც შიშს-მხოლოდ მონატრებას,მხოლოდ თოას და მის სიმხურვალეს დაეკავებინა მისი არსების მთელი თავისუფალი სივრცე. მხარზე წვეთი დაეცა,პატარა წვეთი.გაიფიქრა,რომ ალბათ გველები არა მხოლოდ მოფერებაზე ოცნებობენ,არამედ ხანდახან ტირიან კიდეც.




-----------------------
მოგესალმებით ახალი ისტორიით <3 იმედი მაქვს,ისიამოვნებთ. აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი,მოუთმენლად ველი თითოეულ თქვენგანს <333
ამ ისტორიის იდეა შამანმა ჩამაწვეთა,შესაბამისად ანინესვე ვუძღვნი და დიდი იმედი მაქვს,რომ მოეწონება :დდდ <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline ადმინი შამანი

ვინ არისო ყველაზე ბედნიერი ვინაო?! heart_eyes მე-ო! innocent და ყველაზე ამაყიც მე ვარ! ვსიო გავიფხორე! bowtie
როგორ გამაბედნიერე რა! heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



№2  offline წევრი Alice76

შამანი
ვინ არისო ყველაზე ბედნიერი ვინაო?! heart_eyes მე-ო! და ყველაზე ამაყიც მე ვარ! ვსიო გავიფხორე!innocent
როგორ გამაბედნიერე რა! heart_eyes

კრუტ❤️ თბილგულა ქალო

 



№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

გამიხარდა შენი ნიკიი scream heart_eyes
მართლა ძალიან!
აჩრდილთა საჩუქარს, რომ წავიკითხავ ამას ჩავუჯდები kissing_closed_eyes
რა მაინტერესებს, ეს იგივე ჟანრია თუ ?

 



№4  offline წევრი Alice76

ბელუ შეროზია
გამიხარდა შენი ნიკიი scream heart_eyes
მართლა ძალიან!
აჩრდილთა საჩუქარს, რომ წავიკითხავ ამას ჩავუჯდები kissing_closed_eyes
რა მაინტერესებს, ეს იგივე ჟანრია თუ ?


უჰუუ,მაგარია,ორივე რომ გაინტერესებს ❤️ კი,ესეც ფანტასტიკაა,ოღონდ ნაკლებად დატვირთული,აჩრდილთამ შედარებით❤️❤️

 



№5  offline მოდერი ბელუ შეროზია

Alice76
ბელუ შეროზია
გამიხარდა შენი ნიკიი scream heart_eyes
მართლა ძალიან!
აჩრდილთა საჩუქარს, რომ წავიკითხავ ამას ჩავუჯდები kissing_closed_eyes
რა მაინტერესებს, ეს იგივე ჟანრია თუ ?


უჰუუ,მაგარია,ორივე რომ გაინტერესებს ❤️ კი,ესეც ფანტასტიკაა,ოღონდ ნაკლებად დატვირთული,აჩრდილთამ შედარებით❤️❤️



არაუშავს იყოს ნაკლებად დატვირთული :)
სხვათა შორის სულზე მომისწარი :დდ საიტზე უკვე გადაღეჭილი მქონდა ყველაფერი და რაიმე ახალს ვეძებდიი.
და ჰოპ!
გუშინ შენ არ გიპოვე?
არა და მაინც არ მჯერა ადრე როგორ ვერაფერი გავიგე იმ ისტორიაზე
აი მეორე თავზე ვარ და სულ თვალებდაჭყეტილი ვკითხულობ joy

 



№6  offline წევრი Alice76

ბელუ შეროზია
Alice76
ბელუ შეროზია
გამიხარდა შენი ნიკიი scream heart_eyes
მართლა ძალიან!
აჩრდილთა საჩუქარს, რომ წავიკითხავ ამას ჩავუჯდები kissing_closed_eyes
რა მაინტერესებს, ეს იგივე ჟანრია თუ ?


უჰუუ,მაგარია,ორივე რომ გაინტერესებს ❤️ კი,ესეც ფანტასტიკაა,ოღონდ ნაკლებად დატვირთული,აჩრდილთამ შედარებით❤️❤️



არაუშავს იყოს ნაკლებად დატვირთული :)
სხვათა შორის სულზე მომისწარი :დდ საიტზე უკვე გადაღეჭილი მქონდა ყველაფერი და რაიმე ახალს ვეძებდიი.
და ჰოპ!
გუშინ შენ არ გიპოვე?
არა და მაინც არ მჯერა ადრე როგორ ვერაფერი გავიგე იმ ისტორიაზე
აი მეორე თავზე ვარ და სულ თვალებდაჭყეტილი ვკითხულობ joy

მიხარია,რომ მიპოვე :D❤️❤️ ძალიან თან:33 მოგწონს ლუკა ბატონი?:D❤️❤️

 



№7  offline წევრი naattii

რა კარგი იყოო, განსხვავებული სიუჟეტი, გამართული გრამატიკა, საოცარი პერსონაჟები. ფანტასტიური!!!

 



№8  offline წევრი Alice76

naattii
რა კარგი იყოო, განსხვავებული სიუჟეტი, გამართული გრამატიკა, საოცარი პერსონაჟები. ფანტასტიური!!!

დიდი მადლობა ,უძვირფასესეია ჩემთვის ეს შეფასება❤️❤️

 



№9  offline წევრი Firefly

აუუ რა კარგი იყოო????
--------------------
M.T

 



№10  offline წევრი Alice76

Firefly
აუუ რა კარგი იყოო????

❤️❤️❤️❤️

 



№11 სტუმარი სტუმარი თეა

ძალიან ვიხალისე და ვისიამოვნე.მაგარია????????

 



№12  offline წევრი Alice76

სტუმარი თეა
ძალიან ვიხალისე და ვისიამოვნე.მაგარია????????

მიხარია,დიდი მადლობა❤️

 



№13  offline მოდერი ბელუ შეროზია

Alice76
ბელუ შეროზია
Alice76
ბელუ შეროზია
გამიხარდა შენი ნიკიი scream heart_eyes
მართლა ძალიან!
აჩრდილთა საჩუქარს, რომ წავიკითხავ ამას ჩავუჯდები kissing_closed_eyes
რა მაინტერესებს, ეს იგივე ჟანრია თუ ?


უჰუუ,მაგარია,ორივე რომ გაინტერესებს ❤️ კი,ესეც ფანტასტიკაა,ოღონდ ნაკლებად დატვირთული,აჩრდილთამ შედარებით❤️❤️



არაუშავს იყოს ნაკლებად დატვირთული :)
სხვათა შორის სულზე მომისწარი :დდ საიტზე უკვე გადაღეჭილი მქონდა ყველაფერი და რაიმე ახალს ვეძებდიი.
და ჰოპ!
გუშინ შენ არ გიპოვე?
არა და მაინც არ მჯერა ადრე როგორ ვერაფერი გავიგე იმ ისტორიაზე
აი მეორე თავზე ვარ და სულ თვალებდაჭყეტილი ვკითხულობ joy

მიხარია,რომ მიპოვე :D❤️❤️ ძალიან თან:33 მოგწონს ლუკა ბატონი?:D❤️❤️



ვგიჟდებიი!

 



№14  offline წევრი Alice76

ბელუ შეროზია
Alice76
ბელუ შეროზია
Alice76
ბელუ შეროზია
გამიხარდა შენი ნიკიი scream heart_eyes
მართლა ძალიან!
აჩრდილთა საჩუქარს, რომ წავიკითხავ ამას ჩავუჯდები kissing_closed_eyes
რა მაინტერესებს, ეს იგივე ჟანრია თუ ?


უჰუუ,მაგარია,ორივე რომ გაინტერესებს ❤️ კი,ესეც ფანტასტიკაა,ოღონდ ნაკლებად დატვირთული,აჩრდილთამ შედარებით❤️❤️



არაუშავს იყოს ნაკლებად დატვირთული :)
სხვათა შორის სულზე მომისწარი :დდ საიტზე უკვე გადაღეჭილი მქონდა ყველაფერი და რაიმე ახალს ვეძებდიი.
და ჰოპ!
გუშინ შენ არ გიპოვე?
არა და მაინც არ მჯერა ადრე როგორ ვერაფერი გავიგე იმ ისტორიაზე
აი მეორე თავზე ვარ და სულ თვალებდაჭყეტილი ვკითხულობ joy

მიხარია,რომ მიპოვე :D❤️❤️ ძალიან თან:33 მოგწონს ლუკა ბატონი?:D❤️❤️



ვგიჟდებიი!

❤️❤️❤️

 



№15  offline წევრი ნეფერტარი

ბრავო!!! კარგი ხარ გოგონი! :)

 



№16  offline წევრი Alice76

ნეფერტარი
ბრავო!!! კარგი ხარ გოგონი! :)

მიიღეთ ჩემი უსაზღვრო მადლიერება :)❤️❤️❤️❤️

 



№17  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვსიოოოოო!!! შენ ჩემთვის ნომეს პირველი მწერალი ხარ დღეიდან ამ საიტზე.... ძალიან მაგარი იყო რა მართლა საოცრებააა... და გთხოვ ასეთი შინაარსის და ასეთი ჟანრის ისტორიები ბევრი დაწერეე და გაგვახარე ხოლმე... ძალიან მაგარი იყო ძალიააან ყველა დეტალით თუ პერსონაჟით ძალიან მაგარი იყო.... მადლობა ამ ისტორიისთვის <3

 



№18  offline წევრი Alice76

ანი ანი
ვსიოოოოო!!! შენ ჩემთვის ნომეს პირველი მწერალი ხარ დღეიდან ამ საიტზე.... ძალიან მაგარი იყო რა მართლა საოცრებააა... და გთხოვ ასეთი შინაარსის და ასეთი ჟანრის ისტორიები ბევრი დაწერეე და გაგვახარე ხოლმე... ძალიან მაგარი იყო ძალიააან ყველა დეტალით თუ პერსონაჟით ძალიან მაგარი იყო.... მადლობა ამ ისტორიისთვის <3

ძალიან დიდი მადლობა შენ!❤️ დიდი პატივია❤️❤️ აუცილებლად დავწერ ❤️

 



№19  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

კითხვა რომ დავიწყე, ვიფიქრე, არც ისეთი განსხვავებულია, როგორც მეგონქ-მეთქი. მაგრამ გრინჩი რომ გამოჩნდა და სიუჟეტმა ორიგინალურობა შეიძინა, გაიხარსა. აი გველებს რომ მივადექი, კმაყოფილს გამეღიმა. მისტიკა ჩემთვის უცხო არაა, განსაკუთრებით ტბის ალისა და მწიგნობარის ისტორია მომეწონა. ამ ლამაზი მოთხრობიდან შენი განათლებულობაც ჩანს, ინტელექტიც და წერის კულტურაც. უზომოდ სასიამოვნო წასაკითხი იყო. ვფიქრობ, რაღაცები უკეთესად გამოგივიდოდა, აი ნიას ეპიზოდი სრულიად უადგილო იყო, მით უფრო როცა მანამდე დეას ეპიზოდმა მიახვედრა ქრისტი, რომ სხვების ბედით თამაში არ შეიძლება. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ.მიხარია ასეთი ნიჭიერი მწერლის შემომატება ჩვენს ოჯახში.
იცოდე ჩემი სახით ერთგული მკითხველი გყავს.

 



№20  offline წევრი უცნაური მე

ღმერთო რა მაგარი იყო!
ძალიან მომეწონა..
ძალიან ვიმხიარულე..
გიჟივით ვიცინოდი :დდ
ყველაფერი მომეწონა აი სულ სულ ყველაფერი..
არაჩვეულებრივი ხარ!
რავქნა რომ არ მყოფნის და კიდევ მინდა ახალი და ახლი შექმნა?
მალე გელოდები რაა..
ძალიან მიხარია რომ აღმოგაჩინე და იცოდე რომ ეღთგულზე ერთგული მკითხველი გყავს ჩემი სახით ❤️❤️

 



№21  offline წევრი Alice76

ლორელაი
კითხვა რომ დავიწყე, ვიფიქრე, არც ისეთი განსხვავებულია, როგორც მეგონქ-მეთქი. მაგრამ გრინჩი რომ გამოჩნდა და სიუჟეტმა ორიგინალურობა შეიძინა, გაიხარსა. აი გველებს რომ მივადექი, კმაყოფილს გამეღიმა. მისტიკა ჩემთვის უცხო არაა, განსაკუთრებით ტბის ალისა და მწიგნობარის ისტორია მომეწონა. ამ ლამაზი მოთხრობიდან შენი განათლებულობაც ჩანს, ინტელექტიც და წერის კულტურაც. უზომოდ სასიამოვნო წასაკითხი იყო. ვფიქრობ, რაღაცები უკეთესად გამოგივიდოდა, აი ნიას ეპიზოდი სრულიად უადგილო იყო, მით უფრო როცა მანამდე დეას ეპიზოდმა მიახვედრა ქრისტი, რომ სხვების ბედით თამაში არ შეიძლება. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ.მიხარია ასეთი ნიჭიერი მწერლის შემომატება ჩვენს ოჯახში.
იცოდე ჩემი სახით ერთგული მკითხველი გყავს.

წერა იმიტომ დავიწყე,რომ ბოლოს მივხვდი,რამე უნდა გადმომეცა,მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა,რამდენ რამეს შევიძენდი თქვენი სახით ❤️❤️❤️ ძალიან ძვირფასი საჩუქარია მკითხველი,რომელიც კმაყოფილია ❤️

უცნაური მე
ღმერთო რა მაგარი იყო!
ძალიან მომეწონა..
ძალიან ვიმხიარულე..
გიჟივით ვიცინოდი :დდ
ყველაფერი მომეწონა აი სულ სულ ყველაფერი..
არაჩვეულებრივი ხარ!
რავქნა რომ არ მყოფნის და კიდევ მინდა ახალი და ახლი შექმნა?
მალე გელოდები რაა..
ძალიან მიხარია რომ აღმოგაჩინე და იცოდე რომ ეღთგულზე ერთგული მკითხველი გყავს ჩემი სახით ❤️❤️

მეც ბედნიერი ვარ,რომ შენნაირმა მკითხველმა მიპოვა❤️ აუცილებლად დავწერ ,სამსახურის გამო ვერ ვიცლი,თორემ ყოველ დღე ახალ-ახალს დავწერდი,ისე მახარებს თქვენი კომენტარები❤️

 



№22 სტუმარი mariska

აუ იმენა საოცრება ხარ ისეთი მაგარი რომარ ვიცი heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№23  offline წევრი Alice76

mariska
აუ იმენა საოცრება ხარ ისეთი მაგარი რომარ ვიცი heart_eyes heart_eyes heart_eyes

შეიძლება გავნარცისდე :O ძალიან გამახარე❤️❤️❤️

 



№24 სტუმარი Maybilline

ღმერთო ეს რა იყოოო?! გაოცებული და აღტკინებული ვარ. აი მართლა უმაგრესი იყო ყველაფერი. ეს ის მომენტია როცა სიტყვები მართლა არ გაქვს რომ შენი ემოციები გამოხატო. (გამოვხატო) მართლა არ ვიცი რა ვთქვა იმის გარდა რომ ეს ყველაფერი იდეალური იყო. უმაგრესი წერის სტილი გაქვს, მდიდარი ლექსიკა, პუნქტუაცია.. მოკლედ იდეალური ხარ.
მინდა რომ სულ წერო და წერო რომ მერე მე შემოვიდე აქ და შენი მოთხრობები წავიკითხო N რაოდენობით.
დიდი ხანია რაც ამ საიტზე ვარ მაგრამ დაახლოებით 5 ავტორი მყავს გამორჩეული. შენ ნამდვილად შედიხარ უკვე ამ ხუთეულში.

 



№25  offline წევრი Alice76

Maybilline
ღმერთო ეს რა იყოოო?! გაოცებული და აღტკინებული ვარ. აი მართლა უმაგრესი იყო ყველაფერი. ეს ის მომენტია როცა სიტყვები მართლა არ გაქვს რომ შენი ემოციები გამოხატო. (გამოვხატო) მართლა არ ვიცი რა ვთქვა იმის გარდა რომ ეს ყველაფერი იდეალური იყო. უმაგრესი წერის სტილი გაქვს, მდიდარი ლექსიკა, პუნქტუაცია.. მოკლედ იდეალური ხარ.
მინდა რომ სულ წერო და წერო რომ მერე მე შემოვიდე აქ და შენი მოთხრობები წავიკითხო N რაოდენობით.
დიდი ხანია რაც ამ საიტზე ვარ მაგრამ დაახლოებით 5 ავტორი მყავს გამორჩეული. შენ ნამდვილად შედიხარ უკვე ამ ხუთეულში.

ერთი სული მაქვს ახალი მოთხრობა დავწერო და რაც მთავარია,ბევრი ❤️ ძალიან გამახარე❤️

 



№26 სტუმარი სტუმარი barbare

sheudarebeli mshvenierebaa.

 



№27  offline წევრი Alice76

სტუმარი barbare
sheudarebeli mshvenierebaa.

ვაიჰ ❤️ დიდი მადლობა ❤️❤️

 



№28  offline წევრი mariam m.k

Hm ara es interneti coda urikinebs es mgoni unda gamefiqra xom ???? <3 ;) albat ki?! Aba kargi saocreba rom xar eg gitxari ukve abat ara?!?! Fantawia rom umagresi gaqvs arc eg xoda exe getyvi!! Hm mgoni shen pirveli adgilze xar chem favoritebshi eg ukve "gaiasnebulia" ar momwons es sityva ese rom iflangeba chemi gverdidan magram shen rogorc chemi favoriti iyos shentvis bevri istoria ara uamravi wamikitxavs am saitze magram shen ar vici martla jadoqari xar mgoni. jadoqari mwerali es saxeli mxolod chvens moxseniebashi rcheba marto chvens mesakutre var amitom chemi sherqmeuli mxolod chem natqvamad tu iarsebeb?!?! kargixar jadoqaro mweralo

 



№29  offline წევრი Alice76

mariam m.k
Hm ara es interneti coda urikinebs es mgoni unda gamefiqra xom ???? <3 ;) albat ki?! Aba kargi saocreba rom xar eg gitxari ukve abat ara?!?! Fantawia rom umagresi gaqvs arc eg xoda exe getyvi!! Hm mgoni shen pirveli adgilze xar chem favoritebshi eg ukve "gaiasnebulia" ar momwons es sityva ese rom iflangeba chemi gverdidan magram shen rogorc chemi favoriti iyos shentvis bevri istoria ara uamravi wamikitxavs am saitze magram shen ar vici martla jadoqari xar mgoni. jadoqari mwerali es saxeli mxolod chvens moxseniebashi rcheba marto chvens mesakutre var amitom chemi sherqmeuli mxolod chem natqvamad tu iarsebeb?!?! kargixar jadoqaro mweralo

ყოველთვის ვოცნებობდი ჯადოქრობაზე :D მართლა ძალიან დიდი მადლობა და ეს სახელი მაბედნიერებს ❤️ ამაზე კარგს ვერაფერს მეტყოდი❤️

 



№30  offline წევრი triniti

Ra kargoba iyo visiamovne kitxvit,zalian momewona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent