შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (4თავი)


3-09-2018, 14:03
ნანახია 914

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (4თავი)

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი სულაც არ აღმოჩნდა ცუდი თანამგზავრი. პირიქით, მშვენივრად აუწყო ფეხი ჩემი ცხოვრების რიტმს და მეხმარებოდა კიდეც ახალი ისტორიების მოძიებაში. წინააღმდეგი არ ყოფილა, როცა მასზე ბიოგრაფიული წიგნის შექმნა გადავწყვიტე. დეტალურად მიყვებოდა მისი ცხოვრების შესახებ, სასიამოვნო და თავგადასავლებით დატვირთული ცხოვრება აღმოაჩნდა. არც ისეთი უბიწო იყო, როგორიც წარმომედგინა. პირიქით, მისი ცხოვრება სავსე იყო მსუბუქი თავგადასავლებით. აღარ მიკვირდა თუ საიდან მქონდა ხასითში ამდენი დემონის არსებობა. გული იმდენად გადამიშალა, რომ მეც გადავწყვიტე ცხოვრების რაღაც ეპიზოდები მისთვის გამენდო. არ განვუკიცხივარ, როდესაც შეყვარებლს მეგობართან ვუღალატე. მისი აზრით, ეს უბრალო იმპულსი იყო, რომლის გაკონტოლებაც ვერ შევძელი. შეცდომას მრავალნაირი გზა აქვს, სწორად მოქმედებას - ერთადერთი, ამიტომ პირველი - იოლია, მეორე - ძნელი. მიზანს იოლად ააცილებ, ძნელად მოახვედრებ. ხანდახან გიწევს რამოდენიმეჯერ მოიგო ერთიდაიგივე ომი, საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. ცხოვრება დიდი სცენაა და გაცილებით ძნელია ამ სცენაზე ისე ითამაშო, რომ არ ინანო.
სასიამოვნოდ მიდიოდა დღეები მასთან ერთად, სვანეთის ულამაზეს მთებში დავეხეტებოდით, ვეცნობოდით იქაურ ადათწესებს. ლეგენდა სვანების უცნაურობაზე არც მთლად მონაგონი ყოფილა, თუმცა არც მთლად რეალობას შეესაბამებოდა. დედა ყოველ დღე მეუბნებოდა, შენ თავისუფალი ხარ და ეს თავისუფლება ბოლომდე უნდა შეიგრძნო, გამოიყენო და რეალობად აქციო. მე კი მის ამ სიტყვებზე, მხოლოდ და მხოლოდ პაულო კოელიოს შეხედულება მახსენდებოდა: „ თავისუფალი, იმისთვის რომ საშინლად მარტო ვიყო“. მთელი ჩემი არსებობა იქითკენ იყო მიპყრობილი, რომ მეტანჯა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. დაუსრულებლად ვიძირებოდი უკიდეგანო სივრცეში, რომლის კედლებშიც ვერ ვპულობდი ვერაფერს ხელჩასაჭიდს, ხელჩასაჭიდს, თუ რისთვის ან ვისთვის მებრძოლა, მე, ზოგადად გრძნობების, ემოციების ნაკლებობას განვიცდიდი, ეს იყო ჩემი პრობლემა. ქვეცნობიერი მუდამ მეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ყოველთვის გაურკვევლობაში ვიყავი და არ ვიცოდი, ოდესმე თუ შევძლებდი მეთქვა, „მე ბედნიერ ვარ“.
ბავშვობიდან მაწუხებდა აზრი, თუ რისთვის გავჩნდი. ცხოვრებისა და ბედისწერის უკუღმართობა, სამყაროს მტრული დამოკიდებულება ადამიანებისადმი, მათ შორის ჩემს მიმართ; ეს მაგიჟებდა, მტანჯავდა, მჭამდა და მიმონებდა. მეგონა ჩემი სიცოცხლის არსი წერაში მდგომარეობდა, რეალურად ასეც იყო. გამაჩნდა ნიჭი, მაგრამ არ შემეძლო მისი რეალიზება და ახლა, როდესაც წარმატების ზენიტში ვიმყოფებოდი და ნაწარმოებიც ასეთი მოთხოვნადი იყო, მე რომელიც ამაზე ვოცნებობდი, ახლა ისევ უემოციო, უკიდეგანო ზღვაში ვიძირებოდი. მაინც მეგონა თუ გავჩერდებოდი ცხოვრება აზრს დაკარგავდა. ბევრი ფიქრის შედეგად, შეიძლება საკუთარი თავი ისევ შემებრალოს, მე ხომ ყოველთვის ძლიერთა მსხვერპლი ვიყავი. ბოლოს, გადავწყვიტე, ყურადღება არ მიმექცია „თვალებისთვის, რომლებიც ვერაფერს ხედავენ და გულისთვის, რომელიც ვერაფეს გრძნობდა“, ასე რომ მას სრული თავისუფლება მივანიჭე. მე, იმ ბავშვს ვგავდი, რომელიც შურსიძიების მიზნით, სხვისი დასჯის ნაცვლად, საკუთარ თავს უფრო სჯიდა. მე უამრავ სახესა და ხასიათს ვფლობდი. თუმცა, თვითონ ვერ ვერკვეოდი, რომელი იყო ჩემი რეალური ქმედება. მე ჩავიძირე... ამჟამად ყველაფერმა მიმატოვა.
-დედა, არ დაივიწყო სად ვიმყოფებით, ვებნები ღიმილით დედის კეკლუცობით ცოტა არ იყოს შეშფოთებული.
- ზღვარს არ გადავალ. ამბობს სიცილით, შემდეგ კი ამატებს. -ისე შენც რომ გაპრანჭვოდი ვინმეს ურიგო არ იქნებოდა, მთელ დღეს წიგნებთან ერთად ატარებ. გარეთ მაინც გამოდი.
- აქ გასართობად არ ჩამოვსულვარ. გართობა იმდენი ვნახე უკვე ყელში მაქვს ამოსული, არც მამაკაცთან ურთიერთობა მინდა.
- გიყვარს? ამბობს და თვალს მარიდებს.
- ვინ? სასმლის მოზრდილ ყლუპს ნერვიულობის დაფარვის მიზნით ვწრუპავ.
- ჟურნალისტი.
- რატომ მისვამ ამ კითხვას, მისი სიყვარულის რამე შემატყვე?
- ნინა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო დავყავით მე და შენ ერთმანეთის გარეშე, მე მაინც დედაშენი ვარ, შენი თვალები ისეთი სევდიანია, მისი ყურება უკვე ტანჯვას წარმოადგენს ჩემთვის. მინდა ბედნიერი იყო.
-ბედნიერი ვარ. ვამბობ და ეშმაკურად ვუღიმი.
- თვალებში სიცოცლის სხივი საერთოდ არ გიჩანს.
- არ მინდა ამაზე საუბარი.
- კარგი, მაგრამ თუ გიყვარს, იბრძოლე, ხელიდან არ გაუშვა. ცხოვრებაში არაფერი მოგანიჭებს ისეთ სიამოვნებას რასაც ადამიანთან გრძნობის გაზიარება.
- გაგვიანდება, შენი სვანი მეგობარი გელოდება. დედა თავს მანებებს და მეგობართან ერთად უჩინარდება. მისი გასვლის შემდეგ სავარძელში მოწყვეტით ჩავესვენე და ვიგრძენი როგორ ჩამოგორდა თვალის კუთხეში ცრემლი, სასწრაფოდ შევიმშრალე და თავს ტირილის უფლება არ მივეცი. - მიყვარს?! ვეკითხები ქვეცნობიერს.-არ ვიცი!! მპასუხობს ჩემი დემონი. როგორ მძულს საკუთარ თავთან ამგვარი ჭიდილი.
იმაზე საუბარი თუ რამდენად უკმაყოფილო ვიყავი ბედის არქონით, ამ ისტორიას ძალიან მოსაბეზრებელს გახდის მკითხველისათვის. ამიტომაც ვეცდები უფრო საინტერესო თემაზე გადავიდე და ის მოგითხროთ, თუ როგორ გაგრძელდა შემდგომი მოღვაწეობა. თითქმის ერთწლიანი პაუზა მქონდა, როგორც შემოქმედებით, ასევე პირად ცხოვრებაში. დედამ ჩემს უმოქმედოთ ყოფნას რამოდენიმე თვე გაუძლო თუმცა შემდგომ კვლავ გაუჩინარდა და სვანეთის მიყრუებულ სოფელში მარტო დამტოვა. მისი საქციელი მტკივნეულად არ აღმიქვამს, ან როგორ მეტკინებოდა, როცა გრძნობებმა მიმატოვა. მისი ხელმეორედ გაუჩინარების შემდგე მთელ დღეებს ბუხრის პირას, წითელი ღვინით ხელში „მიკუჭული“ ვატარებდი, ბოლოს ეს სიჩუმეც ყელში ამომივიდა და ქალაქში დაბრუნება გადავწყვიტე. მეც მალევე მივატოვე სვანეთი და თბილიში დავბრუნდი. იქ ყოფნამ მაინც არანაირი შედეგი არ გამოიღო, უფრო და უფრო ვიძირებოდი მარტოობის სქელ ბურუსში, ამიტომაც აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნება გადავწყვიტე. უამრავ ლიტერატურას ვეცნობოდი, მინდოდა რეალობას ცოტახნით მაინც მოვცილებოდი და სხვების მიერ დახატული სამყაროთი მეცხოვრა. ეს მალევე მომბეზრდა, უმოქმედობისაგან თავის ტკივილები დამეწყო, და თითქმის ყოველდღიურად ვზრდიდი ალკოჰოლის რაოდენობას. საბოლოოდ კი, მასზე სრულიად დამოკიდებული გავხდი. ალბათ გაინტერესებთ რა ბედი ეწია ლილეს, ჩემ მეგობარს, ანაც ჩემ ყოფილ შეყვარებულს; არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. მათ შესახებ ინფორმაციას არ ვფლობდი. ამ პერიოდის მანძილზე, არასოდეს გამჩენია სურვილი მენახა ისინი, ვისაც ჩემი არსებობა არც-თუ ისე კარგად დავამახსოვრე.
ერთ საღამოს აღმოვაჩინე, რომ სასმელი გამითავდა და ბარში წავედი დასალევად. იქაურობა სავსე იყო უსაქმური თინეიჯერებით, რომლებმაც მხოლოდ ახლახანს გაუგეს გემო ეგრეთწოდებულ თავისუფლებას. უაზროდ სვამდნენ და ეწეოდნენ, ან რა ჰქონდათ სხვა საზრუნავი. ხარჯავდნენ მშობლების შრომით მოგროვებულ ფულს და ასე გართობაში გაჰყავდათ დრო. რა უფლება მქონდა სხვისი ცხოვრების განსჯა დამეწყო, როდესაც მე ამაზე ბევრად ცუდს ჩავდიოდი. ამის გაანალიზების უნარი ჯერ კიდევ შემრჩენოდა. ამიტომაც ბარი მოვათვალიერე, მყუდრო ადგილი შევარჩიე და დასალევი შევუკვეთე. კარგა ხანს ვსვამდი მარტო, მერე ვიღაც ლაწირაკი თავისი ჭკუით ამეკიდა, მაგრამ მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა და მალევე დამტოვა. მერე ვიღაცამ ავტოგრაფი მთხოვა, მეც სიამაყით მოვუწერე ხელი და ღიმილიანად გავისტუმრე. საკმაოდ მთვრალი ვიყავი, როცა ჩემს გვერდით მამაკაცის დაჯდომა შევნიშნე. მისკენ არ გამიხედავს, პირდაპირ და მოურიდებლად მივახალე .
-დაახვიე. ზოგადად ბილწსიტყვაობა ჩემგან არც-თუ ისე შორს იყო და თუ სასმლის სუნით ვყარდი, მაშინ კარგს, მითუმეტეს, ვერ გაიგონებდით ჩემი პირიდან. უცნობი, რომელსაც ასე პირდაპირ მივახალე, რომ თავი დაენებებინა, არა თუ ადგა, არამედ ჭიქა გამომტაცა და სასმელი დამიქცია. ერთი კი შევკივლე და მისკენ შევტრიალდი, რათა თავს დავსხმოდი, თუმცა ჩემდაგასაკვირად ყოფილი ბოიფრენდი შემრჩა და იქვე გავშეშდი. წამოდი, სახლში წაგიყვან, მითხრა მან, მეც დავემორჩილე და გავყევი. მანქანაში ჩამეძინა, ბუნდოვნად მახსოვს როგორ შემიყვანა სახლში და არც-თუ ისე ფრთხილად დამანარცხა საწოლზე.
- რაო უნდა გამკიცხო? თუ ხვალ ჩემ შესახებ უარეს რეპორტაჟს გაუშვებ, ამოვილუღლუღე და გონებაც დავკარგე.
მეორე დილას არაფერი მახსოვდა, თუმცა სამზარეულოში გუგას დანახვამ მომენტალურად დამიბრუნა რეალობის შეგრძნება.
- აქ რას აკეთებ?
- მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ყველაფერი კარგად გქონდა.
- როგორც ხედავ კარგად ვარ.
- გუშინდელზე რას იტყვი? არ გინდა მითხრა რა გემართება?
- არამგონია ჩემი ცხოვრება შენთვის საინტერესო იყოს.
- ნინა გეყოფა, წარსულში მომხდარის გამო, შენთვის ცუდი ნამდვილად არ მინდა.
- მადლობ, რომ გუშინ სახლში მომიყვანე, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი.
- ნინა მორჩი!
- რა გინდა გუგა? მივახალე სახეში და პასუხის მოლოდინში საშინელი სისუსტე ვიგრძენი. ეს კაცი ისევ ვნებას იწვევდა ჩემში და ვცდილობდი ამას შევწინააღმდეგებოდი.
- შენი შეცვლა შეუძლებელია.
- მაშინ ნუ ცდილობ ჩემში დაინახო ის, რაც არ არსებობს.
- მაგრამ მე, თავს ვერაფერი მოვუხერხე ნინა. მთელი ეს დრო, მხოლოდ შენზე ფიქრში, შენ მონატრებაში და შენ ტკივილში გავატარე. იმაზე ფიქრი მტანჯავდა, რომ ცხოვრება დამიმახინჯე, იმაზე ფიქრი, რომ დაგკარგე და იმაზე ფიქრი, რომ შენთან ყოფნა ძველებურად მინდა. შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ, არ გეტყვი იმას, რომ უშენოდ ყოფნა არ შემიძლია, ეს ტყუილი იქნება, მაგრამ მინდა, რომ ჩემთან იყო. სწორედ შენთან ვარ ის, ვინც მინდა ვიყო; თავდაჯერებული, ლაღი, მშვიდი, გადარეული, ბედნიერი, ნინა მიყვარხარ გესმის? მთელი ეს დრო მიყვარდი და შენზე ფიქრი ერთი წამითაც არ მომშორებია.
- მაშინ რაღას ელოდები, მე ხომ აქ ვარ, შენს წინ და შენი სურვილით ვიწვი.
- ამ ყველაფრის შემდეგ, მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია? მხოლოდ იმის, რომ ჩემ მიმართ უბრალო ვნებას განიცდი?! მივხვდი, ჩემგან რასაც ელოდა, თუმცა არ ვაპირებდი მის მოტყუებას, ამიტომ ვთხოვე წასულიყო. ერთი კი შემაკურთხა და კარი მიიჯახუნა. იქვე ჩავიკეცე და დიდი ხნის, საგულდაგულოდ შენახულ ცრემლებს გასასვლელი გავუთავისუფლე. გუგა მიყვარდა, თუმცა ჩემებურად, მაგრამ არა იმდენად, რომ მთელი ცხოვრება მისთვის დამეკავშირებინა. ის კარგი ადამიანი იყო, კარგი მეგობარი, კარგი საყვარელი, მაგრამ მე, მუდმივი პარტნიორი, რომელიც ჩემგან თუნდაც რაიმეს ახსნა-განმარტებას მოითხოვდა, არ მჭირდებოდა. მინდოდა გვერდით მყოლოდა მამაკაცი, რომელიც გამაბედნიერებდა და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვდა. ეგოისტი ვიყავი. ძალიან მალე მან, მშვენიერი ცოლი შეირთო და მე მას გულით მივულოცე, რადგან ნამდვილად ყველაფერს კარგს იმსახურებდა.
ცხოვრება უმოწყალოდ გარბოდა, ტოლს არ მიდებდა; მე კი ვატყობდი მასწრებდა კიდეც. ამიტომაც გადავწყვიტე, დრო, რომელიც ჩემთვის გაჩერდა და უჩემოდ განაგრძობდა სვლას, მოგზაურობაში გამეფლანგა. ბარგი შევკარი და ყოველგვარი პესიმიზმის გარეშე გავემგზავრე საფრანგეთში. ქალაქში, სადაც არავინ მიცნობდა და არც არავის ვიცნობდი. გადავწყვიტე საკუთარი თავი ბოლომდე შემესწავლა, განმეცადა ყველაფერი და გამეგო რეალურად რა მჭირდებოდა სულის სიმშვიდისათვის. სასტუმროში სადაც დავბინავდი, თავს ყოველმხრივ კომფორტულად ვგრძნობდი. დილას საკმაოდ ადრიანად ვიღვიძებდი, ძილის გაგრძელებას აღარ ვცდილობდი. გაღვიძებისთანავე საწოლიდან წამოვხტებოდი, პრაქტიკულ, სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი კი, პარიზის ქუჩებში სავარჯიშოდ მივემართებოდი. შემდეგ სასტუმროში ვბრუნდებოდი, სადილად, სასტუმროსთან ახლომდებარე მოკრძალებულ ბარს ვსტუმრობდი და მსუბუქ საკვებს შევექცეოდი. ხალხთან ურთიერთობით განვამტკიცე ენის ცოდნა. ფრანგულს ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, ამიტომაც არ მიჭირდა იქაურ ხალხთან ურთიერთობა. დაბალი ხალხის ფენას შევერიე და იქაურ მამაკაცებთან საერთო ენის გამონახვას ვცდილობდი. დავდიოდი პაემნებზე, თუმცა არავის ვაძლევდი ჩემთან ზედმეტად მოახლოების უფლებას. კაცების ხასიათის შესწავლა მსურდა და არა მათი საწოლში შეტყუება.
რამოდენიმე თვეში ენის ცოდნა გავიმყარე და ახლა, უკვე შემეძლო სამსახურიც მომეძებნა. ბევრი არ მიწვალია, ერთ-ერთ ჟურნალში დავიწყე მუშაობა. თავიდან მხოლოდ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ ვწერდი; თუმცა რედაქტორის კეთილგანწყობა მალევე დავიმსახურე, ერთი პაემნის წყალობით და წერის მხრივ სრული თავისუფლება მომანიჭა. ვწერდი ყველაფერზე რაც მომესურვებოდა, იქნებოდა ეს ლიტერატურა, მითები, მოდა თუ კიდევ ათასი სისულელე...
ღამღამობით კომპიუტერს მივუჯდებოდი და ავტობიოგრაფიულ წიგნს ვწერდი, სადაც ყოველგვარი მორიდების გარეშე, ავსახავდი ჩემ მიერ დაშვებულ შეცდომებს. წიგნი მთლიანად რეალობაზე იყო დაფუძნებული, რომელიც დაკარგულ სიყვარულს მივუძღვენი. გიოს მიმართაც, ჩემი გრძნობები, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როდესაც დავკარგე. თუმცა შეცდომა მეორედაც დავუშვი და სწორედ გუგას სიყვარულის გამო, მინდოდა ყველაფერი ფურცელზე გადმომეცა. მინდოდა, ის ვნება, სურვილი, ლტოლვა და გიჟური სიყვარული, რასაც მის მიმართ განვიცდიდი ლამაზ ისტორიად მექცია. ალბათ ვფიქრობდი, ოდესმე ამ წიგნს წაიკითხავდა და დაინახავდა, რეალურად რას ნიშნავდა მისი არსებობა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეცადა ჩემთვის სიმართლე დაენახვებინა, მე ეს არ ვისურვე და როცა ჩემგან წავიდა, მხოლოდ მაშინ გავახილე თვალები ფართოდ. გავახილე და მივხვდი, ცხოვრება სისულელეა, თუ შენ ცხოვრებაში გრძნობები არ არსებობს.
ახალი ნაწარმოების დასრულებისთანავე ლილეს დავუკავშირდი, რომელთანაც დიდი თხოვნა-მუდარა არ დამჭირვებია, უბრალოდ ვთხოვე, მასალას გამოგიგზავნი და გამომცემლობაში მიიტანე-მეთქი. ისიც დამთანხმდა და მეორე დღესვე, ახლად დამთავრებული ისტორია, თბილისში გავგზავნე. როგორც აქამდე, ახალმა წიგნმაც მოლოდინი გაამართლა და თბილისელებმა დიდი ინტერესით აიტაცეს.
ერთი წელი დავყავი საფრანგეთში, საბოლოოდ ბარგი ჩავალაგე და მშობლიურ ქალაქში დაბრუნება გადავწყვიტე. საკუთარი სახლი შევიძინე თბილისის გარეუბანში. ყოველთვის მსურდა გაცილებით მშვიდ ადგილას მეცხოვრა. რეალურად, არასოდეს მიყვარდა ხმაურიანი ქალაქები, თანაც ჩემი პროფესიის ადამიანს, მუდამ სიჩუმე და განმარტოვება მესაჭიროებოდა. ქალაქს ვარჩიე, ცოტა მოშორებით მომეწყო ბუდე, სადაც დარჩენილ წლებს წიგნების წერასა და სრულ მარტოობაში გავლევდი. მარტოობა ის ტაბუდადებული თემა იყო, რომელიც სულს მიჭამდა. რეალურად უამრავი ადამიანი მეხვია გარს, სინამდვილეში კი, ვისაც ვუყვარდი, ყველა ჩემივე წყალობით დავკარგე. გუგას ნახვის სურვილი, კიდევ უფრო გამიმძაფრა თბილისში ჩამოსვლამ. უკვე მისი არსებობისათვის წერტილის დასმა მსურდა, მინდოდა საბოლოოდ ამომეგდო გონებიდან, ამისათვის კი, მასთან ერთი ღამის გატარება მჭირდებოდა. საბოლოო სურვილისა და საწადელის ასრულება მსურდა, ეს რომ არ მიმეღო, ჩემი ცხოვრება იმ ეტაპზე გაიყინებოდა რა ეტაპზეც ამჟამად ვიყავი. წინ ვერასოდეს წავიდოდი, ვერაფერ ღირებულს ვერ შევქმნიდი, ცხოვრება ყოველდღიურ საშინელებად გადაიქცეოდა, მე კი ამას ვერ დავუშვებდი. ბევრი არ მიყოყმანია მას სამსახურში მივაკითხე, ისე, როგორც ურცხვი საყვარლები იქცევიან ცოლიანი მამაკაცების წინაშე. აქ რას აკეთებ? მითხრა დაბნეულმა, როცა მის კაბინეტში შევედი. ორი თანამშრომელი, რომელიც მასთან იყო, გარეთ გამოუშვა და კარი ბოლომდე მიხურა.
- მეგონა ჩემი ნახვა გაგახარებდა.
- მე კითხვა დაგისვი ნინა.
- კითხვა, რომელიც სრულიად უადგილო იყო, როგორ ფიქრობ რისთვის მოვედი?!
- თუ იმის გაგება გსურს, წავიკითხე თუ არა ჩემზე დაწერილი წიგნი, კი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უკვე არაფერს ცვლის.
- დარწმუნებული ხარ? შენი აღელვება სხვა რამეს მეტყველებს.
- ჩემი აღელვება იმის ბრალია, რომ მე უკვე ცოლიანი კაცი ვარ, ჩემმა ცოლმა კარგად იცის შენი არსებობის შესახებ, არ მინდა შენი მოულოდნელი გამოჩენის შესახებ შეიტყოს და ამის გამო ინერვიულოს.
- რატომ? სანერვიულოდ აქვს საქმე?
- ნუ მეთამაშები ნინა.
- კარგი რა გუგა, რა გემართება? სად გაქრა ის კაცი, რომელსაც ვიცნობდი? თავქარიანი, გადარეული, რომელიც ჩემ გამო ათას სისულელეს ჩადიოდა. მე არ ვითხოვ იგივე აკეთო, უბრალოდ ვერ ხვდები შენი ცხოვრება რამდენად მოსაწყენი გახდა? ერთფეროვანი, არაფრისმომცემი.
- გეყოფა ნინა, ძალიან გაბოროტდი, მაგივრად იმისა ცხოვრება შეცვალო და ბედნიერი იყო, გარშემომყოფებს შხამავ და ანადგურებ.
- თუ ჩემთან იქნები, ისეთი ვიქნები, როგორიც გინდოდა ვყოფილიყავი.
- არ გინდა, ეს უკვე არაფერს ცვლის. გთხოვ თავს ნუ დაიმცირებ და მეც კიდევ ერთხელ ნუ დამინგრევ ცხოვრებას. უბრალოდ წადი. რაღა უნდა მეთქვა, მივხვდი ჩემგან შორს ყოფნით გაცილებით მშვიდად იყო. ბოლო ცდა მაინც გადავწყვიტე, მაგიდაზე ჩემი ახალი მისამართი დავუტოვე და მისი კაბინეტიდან გამოვედი. არ მესიამოვნა მზერა, რომელიც მისმა თანამშრომლებმა გამომაყოლეს. თავი მეძავი მეგონა, დასახიჩრებული სულის მქონე მეძავი. გზაში ვფიქრობდი იმაზე, თუ რამხელა პატივს მცემდა ჩემი მკითხველი, იმაზე, თუ როგორ ვუყვარდი მათ, იმაზე, თუ რამდენად მენდობოდა ის გამომცემლობა, რომელმაც ჩემი პირველი წიგნი დაბეჭდა და მას შემდეგ არც-ერთი ნაწარმოების გამოქვეყნებაზე უარი არ უთქვამს. ვფიქრობდი ლილეზე, რომელიც მთელი ბავშვობა გვერდით მედგა და როგორაც შეეძლო მეხმარებოდა, ვფიქრობდი დედაზე, რომელმაც ორჯერ მიმატოვა, ვფიქრობდი დაზე, რომელიც წლებია არ მენახა და არც არასოდეს ვახსენებდი მის არსებობას. ვფიქრობდი იმაზე, თუ რამხელები იქნებოდნენ დისშვილები; რაც მთავარია, ვფიქრობდი გუგაზე, იმ კაცზე, რომელთანაც არასოდეს ვიყავი გულწრფელი, მათ შორის არც დღეს. მე ხომ მას უბრალოდ ვიწვევდი, არ მიცდია ჩემი გრძნობები გამენდო, უბრალოდ მისი გამოწვევა ისევე ვცადე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. რა იდიდოტი ვარ! გავბრაზდი საკუთარ თავზე. ის იყო ერთადერთი, ვის გვერდითაც შემეძლო უკეთ მეცხოვრა, შემეძლო ყველაფერი თავიდან დამეწყო და რაც მთავარია, იგივე შეცდომები აღარ დამეშვა. ამის შანსი ისევ გავუშვი, იმ არაფრისმაქნისი სიცოცხლის შემდეგ რაც უკვე გავიარე; შანსი გავუშვი, ხალხს მხოლოდ ჩემი წიგნები კი არა, თავად მე ვყავრებოდი.
წვიმიანი საღამო იყო. ახლადშეძენილ სახლში მარტო ვიჯექი და რაღაც ფსიქოლოგიურ გადაცემას ვუყურებდი. ამ ბოლო დროს, ძალიან მსიამოვნებდა მსგავსი გადაცემებისათვის დროის გამონახვა. სიგარეტს ვეწეოდი, გვერდით სასმლით სავსე ჭიქა მედგა. ამ ბოლო დროს, იშვიათად თუ დავლევდი, ასე, უბრალოდ დავისხამდი და მთელი დღის მანძილზე შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ჭიქა დამელია. იქვე საწერ მაგიდაზე კომპიუტერი ჩართული მქონდა, ყოველი შემთხვევისათვის, უეცარი სევდა თუ მომეძალებოდა. და რამის დაწერას მოვინდომებდი, ოთახი სავსე იყო წიგნის თაროებით, გასაკვირი ის იქნებოდა, ჩემი სახლი წიგნებით სავსე რომ არ ყოფილიყო. მაგრამ ეს მართლა ჩემი სიმდიდრე იყო. ის სუნი, რომელსაც ეს ძველი წიგნები ოთახში აყენებდა. აი რისი შეყნოსვა მაბედნიერებდა; უეცრად გადავიქცეოდი წიგნის პერსონაჟად და იმ დროში ვიწყებდი მოგზაურობას, რომელშიც მისი ავტორი მოღვაწეობდა. გამიტაცებს იმის აღწერა, თუ როგორ გამოიუყრებოდა ჩემი მყუდრო ბუნაგი, რომელიც საკმაოდ დიდი იყო ერთი ადამიანისათვის. საქმეზე გადავალ, იმ საღამოს, კარზე უეცარმა ზარმა ცოტა არ იყოს შემაშინა. მაინც ქალაქიდან მოშორებით ვცხოვრობდი, ბევრმა ფიქრმა გამიელვა თავში, თუმცა კითხვა, თუ ვინ იყო, მაინც დავსვი. კარის მეორე მხრიდან კი, სანატრელი ხმა გავიგონე. ეს გუგა იყო და ის ჩემთან მოვიდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი სალანდერი

უჰ, ველოდი ველოდი.
ფრაზები და ისევ ფრაზები.
ამ ფრაზების კითხვაში და გააზრებაში, შინაარსი ისე მეპარება, ვერ ვგებულობ ზოგჯერ.
სწრაფად განვითარდა მოვლენები, არ მჯერა მე ნინას სიყვარულის, გუგას მიმართ, უბრალოდ თავმოყვარეობა შეელახა რომ ასე მარტივად დაივიწყეს, თავის ეგოს დააკმაყოფილებს, როცა მიხვდება რომ გუგა ისევ იმას გრძნობს, რასაც ადრე მერე გაარკვევს თვითონაც უყვარს თუ არა.
ისე კი, ბევრს იბრძვის ნინა, საკუთარ თავთან და არ ვიცი, არ ვიცი, ვნახოთ რა გამოუვა.

 




სალანდერი
უჰ, ველოდი ველოდი.
ფრაზები და ისევ ფრაზები.
ამ ფრაზების კითხვაში და გააზრებაში, შინაარსი ისე მეპარება, ვერ ვგებულობ ზოგჯერ.
სწრაფად განვითარდა მოვლენები, არ მჯერა მე ნინას სიყვარულის, გუგას მიმართ, უბრალოდ თავმოყვარეობა შეელახა რომ ასე მარტივად დაივიწყეს, თავის ეგოს დააკმაყოფილებს, როცა მიხვდება რომ გუგა ისევ იმას გრძნობს, რასაც ადრე მერე გაარკვევს თვითონაც უყვარს თუ არა.
ისე კი, ბევრს იბრძვის ნინა, საკუთარ თავთან და არ ვიცი, არ ვიცი, ვნახოთ რა გამოუვა.


იცი რატომ მიყვარხარ? ხომ იცი რატომაც?
ზუსტად იმას აქცევ ყურადღებას რასაც უნდა მიაქციო. ❤
ვგიჟდები მე შენზე

 



№3  offline წევრი სიბილა

აი ვერ ვისწავლე რააა...რატომ ვერ დავაკომენტარებხოლმე სადაც საჭიროა...სად გაქრა ნეტა

 




სიბილა
აი ვერ ვისწავლე რააა...რატომ ვერ დავაკომენტარებხოლმე სადაც საჭიროა...სად გაქრა ნეტა


რა ხდება ? ❤

 



№5  offline წევრი სიბილა

ააააა აი ზემოთ კომენტებში დავწერე და სად ჩავარდა ნეტა, მინდოდა მეთქვა...კარგი თავი იყო და..და..(((

 




სიბილა
ააააა აი ზემოთ კომენტებში დავწერე და სად ჩავარდა ნეტა, მინდოდა მეთქვა...კარგი თავი იყო და..და..(((



მადლობა ❤
მიღებულია ❤

 



№7  offline წევრი სიბილა

relaxed kissing_closed_eyes relieved უფ, ნახე, ანუ

 




სიბილა
relaxed kissing_closed_eyes relieved უფ, ნახე, ანუ


❤❤❤

 



№9 სტუმარი სტუმარი მარიკო

ღმერთო ბოლოს შემეშინდაა ჰო სასაცილოა რაზე უნდა შემშინწბიყო? მე ბატს მეგონა რომ დასასრული იყო არ დაამთავრო რა მალე<3

 



№10  offline წევრი ჰალუცინოგერი

სტუმარი მარიკო
ღმერთო ბოლოს შემეშინდაა ჰო სასაცილოა რაზე უნდა შემშინწბიყო? მე ბატს მეგონა რომ დასასრული იყო არ დაამთავრო რა მალე<3



❤❤❤
ხვალ მთავრდება მარიკო ❤❤❤

 



№11  offline წევრი Lineta

ნინა კარგად "შეფუთულ" შხამს მაგონებს.
ან უფრო სწორად რომ გითხრა დროზერას.
ლამაზი, მიმზიდველი გარეგნობით რომ იტყუებს მწერებს და შემდეგ მშვიდად მიირთმევს.
გუგა ამ შემთხვევაში სულელი მწერის როლს ასრულებს მგონი.
და მაინც ნინა ისეთი საოცარია.
რა უნდა გითხრა ანი?
მადლობა რომ არსებობ და გვაძლევ საშუალებას ადამიანის ყველაზე ბნელი, გარყვნილი მხარეების დასანახად.
რატო მეფიქრებინება რომ ფსიქოლოგი ხარ?
ზოგადაად საოცრება ხარ და მიყვარხარ ❤️

 



№12  offline წევრი ჰალუცინოგერი

Lineta
ნინა კარგად "შეფუთულ" შხამს მაგონებს.
ან უფრო სწორად რომ გითხრა დროზერას.
ლამაზი, მიმზიდველი გარეგნობით რომ იტყუებს მწერებს და შემდეგ მშვიდად მიირთმევს.
გუგა ამ შემთხვევაში სულელი მწერის როლს ასრულებს მგონი.
და მაინც ნინა ისეთი საოცარია.
რა უნდა გითხრა ანი?
მადლობა რომ არსებობ და გვაძლევ საშუალებას ადამიანის ყველაზე ბნელი, გარყვნილი მხარეების დასანახად.
რატო მეფიქრებინება რომ ფსიქოლოგი ხარ?
ზოგადაად საოცრება ხარ და მიყვარხარ ❤️




ლილე, სანამ კომენტარს გავხსნიდი გული მიგრძნობდა რომ შენ უნდა დამხვედროდი. kissing_heart
რა გითხრა გარდა იმისა რომ ძალიან მათბობ თითოეული სიტყვით... და მიხარია რომ შენი სახით ჩემ ისტორიებს სწორი შემფასებელი შეემეტა kissing_heart kissing_heart

 




მოკლედ, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი მწერალი ხარ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არცერთი შენი ისტორია არ არის ერთმანეთის მსგავსი. მუდამ ახალი პერსონაჟები, მუდამ ახალი სათქმელი, მუდამ ახალი დასაფიქრებელი...

 



№14  offline წევრი ჰალუცინოგერი

ქეთი იმერლიშვილი
მოკლედ, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი მწერალი ხარ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არცერთი შენი ისტორია არ არის ერთმანეთის მსგავსი. მუდამ ახალი პერსონაჟები, მუდამ ახალი სათქმელი, მუდამ ახალი დასაფიქრებელი...



მადლობა ქეით ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent