შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,გურული ლამაზმანი" 10თავი


3-09-2018, 20:20
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 872

,,გურული ლამაზმანი

- არ მეგონა თუ.
- არ გეგონა თუ ამდენად მიხვედრილი ვიყავი?
-არა. არ მეგონა თუ ასე მალე მიხვდედობი ვინც ვიყავი.
- ყველაფერს იმაზე ადრე მივხვდი ვიდრე გგონია.
რატომ მოკლა ვახტანგმა შენი ცოლი?
- იმდენად კარგად არ გიცნობ, ჩემი ცხოვრების ყოველი დეტალი რომ მოგიყვე.
- მე შენი დახმარება მინდა.
-მე არ მითხოვია შენთვის დახმარება.
- კარგი.
_ ფეხზე წამოდგა გოგო.
- იცოდე თუ ოდესმე ჩემი დახმარება დაგჭირდება, გაიხსენე თუ როგორ გამოგიწოდე ხელი.
 შენ კი იმის მაგივრად რომ ჩემთან გეთანამშრომლა, წიხლი მკარი.
- არ გენდობი.
მგონია რომ ორმაგ თამაშს, თამაშობ.
- ვახტანგმა მამაჩემი მოკლა.
მეც ისე მსურს შურისძიება, როგორც შენ.
მეც ისე მატკინა როგორც შენ.
თუ ვახტანგს ხელში პირველად მე ჩავიგდებ, ნუ გექნება იმედი რომ მას შენ გადმოგცემ.
- შენ ვერ მოახერხებ მის ხელში ჩაგდებას.
_ გაბრაზებული წამოდგა ფეხზე.
- მე იმაზე ჭკვიანი ვარ ვიდრე გგონია, მანამ სამან შენ ჯერ კიდევ ვახტანგის, დაკვირვების ქვეშ ხარ მე მასზე ისეთი მასალები მოვიპოვე, რაც შენ არც კი დაგესიზმრება.
მე შენზე ყოველთვის ორი ნაბიჯით წინ ვარ.
_ბოროტულად ჩაიცინა მახარაძემ.
- მასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნებით ქალბატონო.
_ იმავე ღიმილით პასუხობს მეგრელიც.
- მე წავედი, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
- მოიცადე.
_ კარში გასვლას აპირებდა გოგო, თუმცა უეცრად კაკის სიტყვებმა შეაჩერეს.
- გისმენ?
- შენთან შემოთავაზება მაქვს, თუ ჩემს წინადადებას დათანხმდები გპირდები, მოგების შემთხვევაში ყველაფერს მოგიყვები.
- ვერ გავიგე? მე უნდა მოვიგო?
- თუ მოიგებ ყველაფერს მოგიყვები.
- რა უნდა გავაკეთი?
- დღეს საქართველოში კახაბერ კუხიანიძე ჩამოვიდა.
ის იმ ჩემპიონატის ფინალურ თამაშს ესწრება, რომელშიც შენ უნდა მიგეღო მონაწილეობა.
- შემდეგ?
- თუ დღეს საღამოს, რინგზე კუხიანიძეს დაამარცხებ გპირდები ყველაფერს მოგიყვები.
- შენ ნორმალური ხარ?
_ ჩაწითლებული თვალები შეანათა მეგრელს.
-რა იყო?
-იცი ის ვინ არის? მსოფლიო ჩემპიონია ,შვიდგზის გამარჯვებული.
-მერე ?
-რა მერე , შენ შემთხვევით იმ აცრის ნემსებს ხო არ დაერჭე ,  ხო კარგად ხარ? ..ხვდები რას მეუბნები?
- ლიკა მე შანსს გთავაზობ !
- შანსს? რა შანსს? შენ მე მთავაზობ შევებრძოლო, კაცს რომელმაც მრავალგზის ჩემპიონი დაამარცხა? შენ მთავაზობ, მე უბრალო მასწავლებელმა დავამარცხო, კაცი რომელსაც მსოფლიო ეთაყვანება?
შანსს, შანსს კი არა შენ სასიკვდილო განაჩენს მთავაზობ.
- თუ გეშინია იყოს.
- შიში რა შუაშია? უბრალოდ ხომ უნდა იცოდე ვისთან შერკინებას მთხოვ.
- ანუ?
-ანუ, მივიღებ მონაწილეობას.
_ დანანებით ჩაიქნია ხელი.
- ძალიან კარგი დღეს საღამოს გელოდები.
- შენ კაცი კი არა, ნამდვილი ჩუჩელა ხარ.
_ ერთი შეუბღვირა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.

- თავგოროხა იდიოტი, კაცი კი არა ნამდვილი სელაპია.
_ გაბრაზებულმა შეხსნა სახლის კარი, ჩანთა იქვე მოისროლა და დივანზე ჩამოჯდა.
- ვერაფერი გავიგე რაში აწყობს ჩემი გამარჯვება?
არა, თუ ჩემს ძალებში დარწმუნება, უნდა ისედაც დარწმუნდებოდა.
_ ნერვიულად მოიკვნიტა ქვედა ტუჩი.
- ახლა გამეთიშება ეს სასიკვდილე ტვინი, ნახე არაფერს ფიქრობს.
დეგენერატი.
რა იდიოტი ვარ.
მივხვდი, მივხვდი.
ღმერთო ჩემო მივხვდი.
_ ყვირილით წამოხტა ფეხზე.
- როგორ ვამაყობ ჩემი თავით, რა ნიჭიერი ვარ.
ალაჰმა დამლოცოს.
ნიჭიერების განსახიერება ვარ.
_ თავის ხელს ეამბორა და სამზარეულოში გავიდა.
ყავა გაიმზადა და ისევ მისაღებში დაბრუნდა.
- ეს ნინი გათხოვდა თუ სად გაქრა?
_ ტელეფონში მეგობრის ნომერი მოძებნა.
დარეკვა სცადა თუმცა ისევ გამორთული იყო, შემდეგ ნინის დედას დაურეკა, თუმცა როდესაც ქალის ნათქვამი, არ ვიცი შვილო, დიდი ხანია არ გამოჩენილა მოისმინა ანერვიულდა.
ისევ კახასთან გადარეკა, თუმცა ამჯერად არ უპასუხა.
- არა ეს ხალხი ნამდვილად გამაგიჟებს.
დედაჩემს მაინც დავურეკავ.
_ ამჯერად დედის ნომერის აკრეფა დაიწყო, როდესაც ვახტანგის ზარი შემოვიდა.
- ამას რაღა ჯსნდაბა უნდა?
_ მომაბეზრებლად აატრიალა თვალები.
- გისმენ?
- შეგიძლია დღეს საღამოს ჩემთან მოხვიდე?
_ მკაცრი ხმით ამბობს კაცი.
- არა, დღეს არ შემიძლია.
შეჯიბრი მაქვს.
- მე საქმე მაქვს.
_ ხმას უწევს.
- თქვენ წარმოიდგინეთ და მეც გამაჩნია პირადი, ცხოვრება.
რომ ვამბობ შეჯიბრი მაწვს, ესე იგი არ მცალია.
_ ხმა გაუმკაცრდა გოგოს.
- ლიკა შენ მგონი, ჯერ კიდევ ვერ ხვდები.
- რას ვერ ვხვდები? იმას თუ ვისთან მაქვს საქმე?
- რა გჭირს?
- არაფერი.
ხვალ გნახავთ.
_ ტელეფონი გათიშა და საძინებლოსკენ წავიდა.
წყალი მალევე გადაივლო, ზურგჩანთაში საჭირო ნივთები მოათავსა და სახლი დატოვა.

- ოჰ დაკარგული გამოჩნდა.
_ ღიმილით შეეგება, გასახდელში მყოფი ბაჩი.
- ბაჩან როგორ ხარ?
_ მონატრებულ მეგობარს გადაეხვია.
- როგორც გავიგე, დღეს კუხიანიძეს უნდა შეებრძოლო.
შენ ნორმალური ხარ?
_ მალევე მოიშორა გოგო.
- ახლა გაიგე ეგ?
- ლიკა ვიცი, სირთულეები რომ გიყვარს, მაგრამ.
ეს ხომ სასიკვდილო განაჩენია.
ხომ იცი მოგების, შემთხვევაშიც ამას არავინ არ გაპატიებს.
მას კიდევ დანებება არ უყვარს და არამგონია, იქედან ცოცხალი გამოხვიდე
- ნუ გეშინია.
ისეთს არაფერს გავაკეთებ, სანანებელი რომ გამიხდეს.
_ ნერვიულად ჩაიცინა მახარაძემ.


- შენ ნორმალური ხარ?
_ გაცეცხლებული ბაჩი წამოაგდა თავზე ლიკას.
- რა გინდა?
_ მომაბეზრებლად აატრიალა თვალები და გახეთხილი წარბის, დამუშავება დაიწყო.
- რატომ დანებდი?
- ბაჩი არ ვაპირებდი, მსოფლიო ჩემპიონის დამარცხებას.
თან შენ არ მეუბნებოდი, ამას არავინ გაპატიებსო? ახლა რა შეიცვალა?
_ ინტერესით ჩააჩერდა თვალებში.
- არ მეგონა, მასზე ძლიერი თუ აღმოჩნდებოდი.
- სიძლიერე არაფერ შუაში. დამინდო როგორც ქალი, არ გამოაჩინა ის ძალა, რაც სინამდვილეში აქვს.
თავიდანვე არ ვაპირებდი მოგებას.
შენ წარმოგიდგენია მაინც, როგორ აჭრელდებოდა ხვალინდელი პრესა?
- იმის გამო დანებდი, ხვალინდელ პრესაში რომ გაგჭორავდნენ?
- მე არ მსურს, ჩემს გამო კუხიანიძეს ვინმემ დასცინოს.
დიდი ხანი ვფიქრობდი, იმაზე თუ რა მოხდებოდა ჩემი გამარჯვების შემდგომ.
- ღმერთო შენ მიშველე.
_ ხელები აღმართა ჰაერში ბიჭმა.
- არასოდეს ფიქრობდი მომდევნო დღეზე, ახლა რა დაგემართა?
- დრო გადის, ადამიანები იცვლებიან.
აღარ ვარ ის ქარაფშუტა, ცანცარა გოგო.
ცხოვრებას სერიოზული თვალით შევხედე.
- შანსი გქონდა წარმატებული გამხდარიყავი, აღიარებას მოიპოვებდი.
მთელი 27 წელი, უჭკუო იყავი რაღა ახლა, მოგინდა დასერიოზულება და ჭკუის მომატება?
- სხვის უბედურებაზე, მოსული წარმატება არ არის კარგი.
ხომ იცი მე არ ვითხოვ აღიარებას, მთავარია მე ბედნიერად ვგრძნობ თავს, იმ საქმეში რასაც ვაკეთებ.
- ლიკა დებილი ხარ?
_ სერიოზული სახით გახედა გოგოს.
- ბაჩი ჩემი ნერვების შლას თუ შეწყვეტ, გპირდები ისეთ დღეში ჩაგაგდებ, დედაშენი კი არა საკუთარ თავს შენც ვერ იცნობ.
_ ერთი შეუღრინა და გასახდელი დატოვა.
- მაინც დებილი ხარ.
_ ზურგს უკან მოესმა ბიჭის ხმა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია.
- ყოჩაღ.
_ გარეთ გასულს ბედნიერი სახით ხვდება კაკი.
- კარგად ხარ?
_ გაკვირვება შეეტყო ხმაში.
- შენ ის გააკეთე რაც უნდა გაგეკეთებინა.
მიდი დაჯექი, დროა გაიგო სიმართლე.
- ვერაფერი გავიგე.
_ წარბს სწევს  მახარაძე.
- დაჯექი და ყველაფერს აგიხსნი.
- კარგი.
მაინც ვერაფერი გავიგე.
_ დაბნეულმა დაიკავა მძღოლის გვერდით ადგილო, ღვედი შეიკრა და ჰორიზონტს გაუსწორა თვალი.
- იცი, სინამდვილეში საერთოდ არ მინდოდა, ეს ბრძოლა მოგეგო.
- ვიცი.
_ ჩაეღიმა.
- რა იცი?
- შენ ჩემი გამოცდა გინდოდა, გინდოდა გაგეგო შემეძლო თუ არა დანებება, როდესც გამარჯვებასთან  ახლოს ვიქნებოდი.
შენ გინდოდა გაგეგო სინამდვილეში, რამდენად დამპალი, ან კეთილი სულის პატრონი ვარ.
გინდოდა გაგეგო, შემეძლო თუ არა ასე უბრალოდ გამეწირა, ყველასთვის სათაყვანო ადამიანი დამცირებისთვის...
- ნამდვილად იმაზე ჭკვიანი ხარ, ვიდრე მეგონა.
_ გაოცებ ვერ დამალა მეგრელმა.
- მიხარია თუ დარწმუნდი.
_ გულწრფელად გაუღიმა.
- კაკი.
_ მალევე სერიოზულდება მახარა.
- გისმენ?
- დარწმუნებული ხარ მამაჩემი მართლა ვახტანგმა რომ მოკლა?
- ვახტანგს არ მოუკლავს, ვახტანგის დავალებით მოკლეს.
- მამაჩემი ხომ არავის არაფერს უშავებდა, რა საჭირო იყო მისი თავიდან მოშორება?
_ თვალზე მომდგარი ცრემლი შეუმჩნევლად შეიმშრალა.
- როგორც ჩანს უშავებდა.
მოვედით.
- ეს რა ადგილია?
_ წამოიკივლა როდესაც სიბნელეში ვერაფერს ამჩნევდა.
- გადმოდი.
_ გოგოს ყვირილი დააიგნორა და მანქანიდან გადავიდა.
- ეჰ ლიკა, ლიკა ინტერეს რა ვუთხარი თორემ,
ნორმალური ადამიანი, ამ მეგრელს სადმე გაჰყვებოდა.
თან ამ სიბნელეში, აქ რომ დავიკარგო ცოცხალს ვერავინ მიპოვის.
აქ ალბათ მგლებიც არიან, ტურებიც და დათვებიც.
- ლომებიც არის.
_ სიცილით დაამატა კაკიმ.
- რა სასაცილოა, მოვკვდი სიცილით.
_ თვალები დააბრიალა ლიკამ.
- აქეთ წამოდი.
- ისე მეუბნება აქეთ წამოდიო, თითქოს ვხედავდე რამეს.
ვაიმე თავი.
_ ისევ წამოიკივლა როდესაც რაღაცას შეასკდა, რაღაცას არა უფრო ვიღაცას.
- მგონი ხეს დავეჯახე.
- ხე ნამდვილად არ ვარ.
უკან გამომყევი.
- ალაჰ დღეს გადამარჩინე და გპირდები, მეორედ არსად წავალ დაუფიქრებლად.
- აქ გაჩერდი.
_ ხელით აჩერებს გოგოს და მალევე უჩინარდება.
- არა ამას ნამდვილად ჩემი მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, ისე აქ რომ მომკლას ვინმე მომძებნის?
არა, არავის მოუვა აზრათ ჩემი აქ ძებნა.
ეს ტელეფონიც ახლა გაითიშა, ბედი მაქვსო მე უნდა ვთქვა.
_ უმისამართოდ დაიწყო ხელების ქნევა.
- ყოველთვის ამდენს ლაპარაკობ?
- ვაიმეეე.
_ შიშისგან ჰაერში შეხტა გოგო.
- არა, შენ ნამდვილად ჩემი სიკვდილი გაქვს გადაწყვეტილი.
- შენი სიკვდილი რაში მაწყობს?
- რა ვიცი მე.
- მიდი აქ დაჯექი, მე ყავას და პლედებს მოვიტან.
- რა სილამაზეა.
ღმერთო ჩემო, ასეთი არაფერი მინახავს.
_ გაფართოებული თვალები მოავლო ტერიტორიას.
- მოიცა ეს რა ადგილია?
ან ეს რომელი ტბაა?
რა სიმწვანეა, ეს გალავანიც როგორ უხდება აქაურობას.
განათებაც როგორი მრავალფეროვანია, როგოც სჩანს ამ მეგრელს მუქი ფერები უყვარს
ნეტა რატომ მიკვირს.
_ კომფორტულად მოთავსდა სარწეველა სავარძელში.
- სად წავიდა ამდენი ხანი? ნეტა ის ყავა აფრიკიდან მოაქვს?
- მოვედი.
_ მალევე წამოადგა თავზე.
- მადლობა ღმერთს.
- ინებე.
- აქ მარტო ცხოვრობ?
- აქ იშვიათად მოვდივარ, მხოლოდ მაშინ როდესაც განმარტოება მინდა.
- გასაგებია.
- პირველად აქ ვთხოვე ხელი ჩემს ცოლს.
- მგონი დროა მივიღო პასუხი კითხვაზე.
რა მოუვიდა შენს ცოლს?
- მგონი სჯობს ყველაფერი თავიდან დავიწყო.
მე და ფიქრიამ ერთმანეთი, სკოლის გამოსაშვებ წვეულებაზე გავიცანით.
ძალიან ლამაზი და საყვარელი იყო.
არავის გავდა, განსხვავებული იყო, ცანცარა მხიარული.
ზოგჯერ სერიოზულიც, ძალიან უყვარდა გართობა.
ერთი შეხედვით მოახერხა ჩემთვის თავის შეყვარება.
ის ისეთი ბავშვური და თამამი იყო, მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა რას წარმოადგენდი.
მთავარი იყო, მათან ისეთი ყოფილიყავი როგორიც სინამდვილეში ხარ.
ორ თვეში ვიქორწინეთ, მე იმ დროს უბრალო სტუდენტი ვიყავი.
- კლასელები იყავით?
- არა, ის ჩემი მეგობრის კლასელი იყო.
იმ დღეს უბრალოდ, დიმას მივაკითხე და ფიქრიაც იქ გავიცანი.
ძალიან ბედნიერი ოჯახი გვქონდა, ერთი წლის შემდეგ მონიკა გაგვიჩნდა.
ჩემს ცოლს ძალიან უყვარდა, მონიკა ბელუჩი და ბავშვს მისი სახელი დაარქვა.
ბავშვის დაბადებიდან, სამ წელში ფიქრია საკმაოდ შეიცვალა.
უხასიათო, ნერვიული და მკაცრი გახდა.
მისთვის არაფრის კითხვას არ ჰქონდა აზრი, რამეს თუ ვკითხავდი ეგრევე ყვირილზე გადადიოდა.
დილით ადრიანად გადიოდა, სახლში კი შუაღამით ბრუნდებოდა.
ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ მას შეიძლებოდა საყვარელი ჰყოლოდა.
მას საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდი, იმ პერიოდში საავადმყოფოში სანიტრად ვმუშაობდი.
შესაბამისად არ მქონდა იმდენი საშუალება, ვინმე დამექირავებია.
ჩემს მეგობარს ვთხოვე ფიქრიასთვის, ეთვალთვალა.
იმ დღეს ფიქრიას მამა გარდაიცვალა, გულის შეტევით.
- გულის შეტევით.
_ ჩაეცინა მახარაძეს.
- იმ დღის შემდეგ, ჩემი ცოლი კიდევ უფრო შეიცვალა.
ამ ჯერად სახლში ძალიან იშვიათად მოდიოდა, ამ ყველაფერს სტრეს ვაბრალებდი.
ძალიან უყვარდა მამა, ამიტომ არაფერს არ ვეუბნებოდი.
ჩემმა მეგობარმაც, ვერაფერი გაიგო ამიტომ გამოძიებას თავი დავანებე.
იმ დღეს მონიკა ხუთი წლის გახდა, ფიქრია დილით ადრიანად გავიდა.
მიზეზად ბავშვის საჩუქარი დაასახელა, იმ დღის შემდეგ ერთი კვირა მასზე არაფერი მსმენია.
ერთი კვირის შემდეგ კი, პოლიციიდან დამირეკეს მითხრეს რომ ჩემი ცოლი გარდაცვლილი იპოვეს.
ამ სახლში, სახლში სადაც მას პირველად ავუხსენი სიყვარული, სახლში სადაც ცოლობა ვთხოვე.
სახლში სადაც უამრავი ბედნიერი დღე გვაქვს, გატარებული.
თავი მოიკლა, იმ საწოლში მოიკლა თავი სადაც მისი უმანკოება მე ჩამაბარა.
_ თვალზე მომდგარი ცრემლი, ხელის გულით შემიმშრალა და სევდიანად გაუღიმა გოგოს.
- ძალიან ვწუხვარ.
- ერთი წლის შემდეგ ნამდვილი მიზეზი გავიგე, ვახტანგი დამიკავშირდა.
ფიქრიაზე ყველაფერი მომიყვა, ჩემთან თანამშრომლობა მოინდომა.
როდესაც უარი ვუთხარი, მონიკა გაიტაცა მას შემდეგ ვეძებ ჩემს შვილს თუმცა კვალს ვერ მივაგენი.
- შენგან რას ითხოვს? ან შენი ცოლის სიკვდილთან ის რა შუაშია?
- ის მასთან მუშაობდა, მისი აგენტი იყო.
ისინი აწყობდნენ, ტერაქტებს.
იშორებდნენ მათ ვისაც, სიტყვა ეთქმოდათ.
არ ვიცი რატომ დაიკავა ფიქრიამ მასთან საქმე, იქნებ აშანტაჟებდა კიდეც.
ბოლო საქმე, ვახტანგის ცოლის მკვლელის დაჭერა იყო.
იცი ვინ არის მისი ცოლის მკვლელი?
- ვინ?
- თავად ვახტანგი. როგორც გავიგე ფიქრიას მამა, მისი ცოლის  საყვარელი იყო.
ვახტანგმა ყველაფერი გაიგო, მოკლა ცოლი და შემდეგ მისი ცოლის საყვარელიც.
ფიქრიამ ეს ყველაფერი გვიან გაიგო, როდესაც ვახტანგთან მივიდა, უთხრა საქმიდან გავდივარ,  დაემუქრა სიმართლის გამჟღავნებით.
ვახტანგი კი ოჯახის ამოხოცვით ემუქრებოდა.
ფიქრიას დედა და  პატარა და გაიტაცა,
დიდი ხანი ეძებდა მათ მაგრამ ვერ იპოვა.
 ბოლოს ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა.
ეს ყველაფერი მას შემდეგ გავიგე, რაც ფიქრიას წერილი ვიპოვე.
- საკმაოდ დავიბენი, დრო მჭირდება გონებაში ყველაფერი დავალაგო.
ანუ ვახტანგმა, ფიქრიას მამა მოუკლა.
როდესაც შენმა ცოლმა ეს ყველაფერი გაიგო, საქმიდან გასვლა გადაწყვიტა, თუმცა იმის გამო რომ მას თქვენი, მოკვლით ემუქრებოდა და მისი ოჯახის წევრები გაიტაცა, სხვა გზა არ ჰქონდა და თავი მოიკლა?
- დიახ.
- ახლა სად არის მისი ოჯახი?
- როდესაც ფიქრიამ თავი მოიკლა, ისინი აღარ სჭირდებოდა და გაუშვა.
- ღმერთო შენ მიშველე.
_ გაგიჟებული წამოვარდა ფეხზე.
- დიდი ხანია ნინოს ვერ ვუკავშირდები, ვის არ დავურეკე თუმცა მისი ასავალ, დასავალი არავინ იცის.
ბოლოს როდესაც ვესაუბრე, მითხრა მამაშენი მოკლესო და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის.
სამსახურშიც არ იციან სად არის, არც დედამისმა იცის.
არა ახლა ნამდვილად გავგიჟდები, კიდევ კარგი ჩემი ძმა და დედა ლონდონში არიან.
- დამშვიდდი.
- როგორ დავმშვიდდე?
მე მგონია ჩემი მეგობარი, ფარულ თაყვანისმცემელთან ერთად გაიპარა.
თუმცა შეიძლება ის გატაცებული ჰყავთ.
- დარწმუნებული ხარ, დედაშენი და შენი ძმა ნამდვილად ლონდონში არიან?
- რა კარგად მამშვიდებ, ნამდვილად დამამშვიდებელი ხარ.
ნახე ახლა კიდევ ერთი თავსატეხი გამიჩინა.
მაგრამ არა, ვახტანგი მათ არ გაიტაცებდა, მაგრამ.
არა, ახლა ნამდვილად გავგიჟდები.
_ ნერვიულად დაიწყო სიარული.
- გალე, გალე დამეხმარება.
_ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო.
- არა ამ ტელეფონს, კაცი ვერაფერში გამოიყენებს.
სულ რატომ ითიშება.
- ნომერი თუ გახსოვს ჩემგან დარეკე?
- ვერ ვიმახსოვრებ ნომრებს, მხოლოდ ნინის ნომერი ვიცი.
წამიყვანე, ახლავე წამიყვანე გალესთან.
_ ხელი ჩაავლო ბიჭს.
- მე მეძებდი?
_ ზურგს უკან მოესმა ნაცნობი ხმა.
- გალე ვაიმე, გალე.
დარეკე ლონდონში დარეკე, აეროპორტშიც დარეკე.
ყველგან დარეკე, გაიგე სად არიან.
გაიგე თუ გაფრინდნენ.
მოიცა შენ აქ რას აკეთებ?
- ლიკა რომელი ერთი გავაკეთო?
ლონდონში დავრეკო, აეროპორტში, თუ იმაზე გიპასუხო აქ რას ვაკეთებ?
- დიმა, ღმერთო ჩემო რა იდიოტი ვარ.
როგორ დამავიწყდა შენი ნამდვილი სახელი.
ანუ არ იცი არა ვინ არის ტერორისტი?
_ თავში წამოარტყა ხელი ბიჭს.
- არა რა გველი გამიზრდიხარ უბეში.
მიდი ახლა დარეკე, დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ.
- გალე ჩემს მოთმინებას ნუ სცდი.
_ უკვე დიდი ხანია ტელეფონზე საუბარი დაასრულა, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავს ბიჭი.
- გალე.
_ მოთმინება დაკარგულმა დაიყვირა.
- არ არიან, ლიკა ისინი არსად არიან.
- რას ამბობ? როგორ თუ არ არიან?
_ ნერვიულად გაიცინა გოგომ.
- ანუ რას ამბობ, ჩემი ოჯახი ასე უბრალოდ აორთქლდა?
- ლიკა.
- გასაღები მომეცი.
- ლიკა.
- გალე ღმერთს ვფიცავ, ან ახლა გასაღებს მომცემ ან ორივეს ისეთ დღეში მოგაწყობთ, ტრავმატოლოგიურში ამოყობთ თავს.
- ლიკა.
- გალე მომეცი გასაღები, არაფერს ვიზავ.
უბრალოდ წავალ და ვახტანგს მოვკლავ, შემდეგ დავმშვიდდები.
მოვალ და ვილაპარაკოთ.
- ლიკა.
_ დაიყვირა ბიჭმა.
- კარგი ჰო, ვიხუმრე მართლა კი არ მოვკლავ.
ვაწამებ ცოტას.
კარგი ვჩუმდები.
_ ტუჩებზე ხელი აიფარა როდესაც გალეს, გაცეცხლებულ გამომეტყველებას წააწყდა.
- იქნებ.
- ლიკა.
- კარგი ჰო.
- იქნებ ისინი, ჩემს შვილთან ერთად ჰყავს.
- შეიძლება.
- კარგი ჰო, არ მოკლაო გავიგე არ ვკლავ, მაგრამ როგორ გავიგო სად ჰყავს ჩემი ოჯახი?
- ვიპოვით რაღაც გზას.
- კაკი შენ მთელი ორი წელი, ეძებდი შვილს ვერაფერი იპოვე და ახლა.
ახლა მას უკვე ოთხი ადამიანი ჰყავს, განა ვინაა ასეთი ამდენის უფლება რომ აქვს?
- შენ ხო მან რუსეთის აგენტობა დაგაბრალა, ჩემამდე რომ მოგეღწია?
- ჰო.
- ჰოდა თავად არის რუსეთის აგენტი.
- ალაჰმა კი არ უნდა დამლოცოს, უნდა დამწყევლოს ასეთი დებილი რომ გავჩნდი ამ ქვეყნად.
- უკვე დაგწყევლა.
_ ღიმილით ეუბნება გალე.
- ვიცი.




მოკლედ დავბრუნდი მე უნამუსო.
მაპატიეთ, მაგრამ უამრავი მიზეზი მქონდა რატომაც ვერ ავტვირთე.
ძალიან დიდი ბოდიში რა ❤
უღრმესი მადლობა თქვენ, ძალიან მაბედნიერებს თქვენი კომენტარები.
შენიშვნები, დადებითიც და უარყოფითიც.
აქვე ვიტყვი კიდევ ერთს, სალანდერ ჩემო კარგო უღრმესი მადლობა შენ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა რომ ამდენ შეცდომას გახვედრებ, შენ მაინც დაუზარავად მისწორებ ყველაფერს.
რის გამოც, ძალიამ, ძალიან დიდი მადლობა შენ.
შენ რომ იცოდე, როგორ ვცდილობ დავიხვეწო და ნაკლები შეცდომა მწონდეს იამაყებდი.
მოკლეს იმ შესწორებებს, შენიშვნებს ყველაცერს ვიღებ და ვწერ ჩემს პატარა რვეულში, შემდეგ კი ვამოწმებ ხომ სწორად ვწერ.
მოკლედ გამიგრძელდა სიტყვა, ძალიან დიდი მადლობა ყველას.
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Farvana

აეეე,ძალიან გამიხარდა,რომ დაინახე,ძალიან დაძაბა ყველაფერი,არ ვიცი მომდევნო თავამდე რა გაძლებს
--------------------
ფარვანა

 



№2  offline მოდერი gogona migraciidan

Farvana
აეეე,ძალიან გამიხარდა,რომ დაინახე,ძალიან დაძაბა ყველაფერი,არ ვიცი მომდევნო თავამდე რა გაძლებს


უნდა მოითმინო სხვა გზა არ გაქვს:დ
როგორ მიხარია რომ კითხულობ ❤

 



№3 სტუმარი Nia

Dzaan magaria dzaan dagagvianda am tavis dadeba imedia shemdeb tavsac ar daagvianeb moutmenlad veli daintrigebuli axal tavs

 



№4  offline მოდერი gogona migraciidan

Nia
Dzaan magaria dzaan dagagvianda am tavis dadeba imedia shemdeb tavsac ar daagvianeb moutmenlad veli daintrigebuli axal tavs


ძალიან დიდი ბოდიში, მქონდა მიზეზი რატომაც დავაგვიანე.
გპირდებით ასე აღარ დავაგვიანებ ❤

 



№5  offline მოდერი სალანდერი

ვაიმე ნიკი open_mouth მე შენიშვნები არ მაქვს!
შენს ლექსიკაში, ჩემს "გამოსაკიდებელს", კონკრეტულად ამ თავში ვერაფერს ვხედავ.
შინაარსი მთლიანად, ისეთია როგორც შენ ხედავ და არავის არაფერზე გამოკიდების უფლება არ აქვს, მე კიდევ ძან თვითკმაყოფილი ღიმილით ჩავიკიტხე და დიახ ვამაყობ შენით. ასოებში გაპარულ არეულობას რომ ვერ იპოვი, ისეთი ისტორია არ დევს საიტზე. ერთადერთი რა უნდა გითხრა, როცა დიალოგი და მოქმედება ერთ ადამიანს ეკუთვნის ახალი აბზაცი არ გინდა, მაგ.
" - უკვე დაგწყევლა. - ღიმილით ეუბნება გალე. " აი ასე.
ჰოდა სასწაული გოგო ხარ შენ, გგულშემატკივრობ და მოგყვები. heart_eyes

 



№6  offline მოდერი gogona migraciidan

სალანდერი
ვაიმე ნიკი open_mouth მე შენიშვნები არ მაქვს!
შენს ლექსიკაში, ჩემს "გამოსაკიდებელს", კონკრეტულად ამ თავში ვერაფერს ვხედავ.
შინაარსი მთლიანად, ისეთია როგორც შენ ხედავ და არავის არაფერზე გამოკიდების უფლება არ აქვს, მე კიდევ ძან თვითკმაყოფილი ღიმილით ჩავიკიტხე და დიახ ვამაყობ შენით. ასოებში გაპარულ არეულობას რომ ვერ იპოვი, ისეთი ისტორია არ დევს საიტზე. ერთადერთი რა უნდა გითხრა, როცა დიალოგი და მოქმედება ერთ ადამიანს ეკუთვნის ახალი აბზაცი არ გინდა, მაგ.
" - უკვე დაგწყევლა. - ღიმილით ეუბნება გალე. " აი ასე.
ჰოდა სასწაული გოგო ხარ შენ, გგულშემატკივრობ და მოგყვები. heart_eyes


ვაიმეეე შენ არ იცი როგორ დებილივით ვიღიმი ახლა, არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის.
მადლობა შენ, შენი წყალობით ვიხვეწები ნელ-ნელა.
ძალიან დიდი მადლობა შენ ❤

 



№7  offline მოდერი ბელუ შეროზია

ტკბილო
შემთხვევით შენს წინაისტორიას, "აგელოზი ეშმაკის ღიმილით" სხვა საიტზეც ხომ არ დებ ?

 



№8  offline მოდერი gogona migraciidan

ბელუ შეროზია
ტკბილო
შემთხვევით შენს წინაისტორიას, "აგელოზი ეშმაკის ღიმილით" სხვა საიტზეც ხომ არ დებ ?


კი ვდებდი თუმცა, ვეღარ შევდივარ იქ პაროლი დამავიწყდა :დდდდ

 



№9  offline წევრი nini :)

მთლიანად წავიკითხე 10 თავიიი..... იმდენად ჯნტერესში ჩავვარდი რომ ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის იქნებააა......
ველოდები და რაც შეიძლებბა მალე დადე

 



№10  offline მოდერი gogona migraciidan

nini :)
მთლიანად წავიკითხე 10 თავიიი..... იმდენად ჯნტერესში ჩავვარდი რომ ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის იქნებააა......
ველოდები და რაც შეიძლებბა მალე დადე


შევეცდები რაც შეიძლება მალე ავტვირთო ❤

 



№11  offline წევრი naniko mindia

Sheni danaxva yoveltvis uxaria guls
❤️❤️❤️❤️❤️Agar daigvianooo, veli shemdegs tavs zvirfaso
❤️❤️❤️❤️❤️❤️Warmatebebi
--------------------
lomidze

 



№12  offline მოდერი gogona migraciidan

naniko mindia
Sheni danaxva yoveltvis uxaria guls
❤️❤️❤️❤️❤️Agar daigvianooo, veli shemdegs tavs zvirfaso
❤️❤️❤️❤️❤️❤️Warmatebebi


ნანიკო შენი დანახვა მაბედნიერებს მე ❤

 



№13 სტუმარი ემმა

ყველაზეე კარგიი ხარრრ...

 



№14  offline მოდერი gogona migraciidan

ემმა
ყველაზეე კარგიი ხარრრ...


ძალიან დიდი მადლობა ❤

 



№15 სტუმარი სტუმარი იდუმალი

ჩემი ლაშიკო და ნინიკო,სიკვდილის წინ მაინც უთხრას იმ ბიჭმა ,რომ უყვარს,ა რა რა კეთილი ვარ
^^ფიქრიაზე^^ ახია რა ეტერორისტება შვილიან ქალს დაეგდე სახლი დაალაგე და საჭმელი გააკეთე.
აუ კაკი და მონიკა მეცოდება
ვაიმე მალე დადე ჩამოვიღვენთე ადამიანი...
ანუ გალე ლიკაზე უმცროსია??
ვაიმე გოგონავ რა კარგი თავი იყო და შემდეგი მალე დადე ,თორემ გაგიმეტებ სასიკვდილოდ

 



№16  offline მოდერი gogona migraciidan

სტუმარი იდუმალი
ჩემი ლაშიკო და ნინიკო,სიკვდილის წინ მაინც უთხრას იმ ბიჭმა ,რომ უყვარს,ა რა რა კეთილი ვარ
^^ფიქრიაზე^^ ახია რა ეტერორისტება შვილიან ქალს დაეგდე სახლი დაალაგე და საჭმელი გააკეთე.
აუ კაკი და მონიკა მეცოდება
ვაიმე მალე დადე ჩამოვიღვენთე ადამიანი...
ანუ გალე ლიკაზე უმცროსია??
ვაიმე გოგონავ რა კარგი თავი იყო და შემდეგი მალე დადე ,თორემ გაგიმეტებ სასიკვდილოდ


შენი კომენტარიდან გამომდინარე, ხშირი მკითხველი ხქრ.
ანუ გიცნობ, მაგრამ ვერ მივხვდი ვინ ხარ.
ნუ ეჭვი მაქვს ერთზე, შენ თუ ის ხარ გეტყვი რომ არ არის საჭირო იდუმალი იყო :დ
მიხარია რომ მოგეწონა, ლაშიკოსთან სხვა თემები მაქვს, ნუ ვნახოთ.
დიახ გალე ლიკაზე პატარაა.
მიხარია რომ კითხულობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent