შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (პირველი ნაწილი)

3-09-2018, 22:15
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 921

გაუჩინარებული (პირველი ნაწილი)

თავი პირველი
კოშმართა საუფლოდან მოვლენილი, ჯოჯოხეთური სიუჟეტები

მთელი სივრცე, მხოლოდ ნისლისფერ ბურუსს დაეკავებინა. არავინ იყო ჩემს გვერდით და თავგზააბნეული, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, თუმცა ვერაფერს ვხედავდი. ნაცრისფერი, უსუნო კვამლი, მთელი სიძლიერით მასკდებოდა სახეზე და უცეცხლოდ მწვავდა.
- ცუდი გოგო! - მომესმა ხრინწიანი, ჩახლეჩილი ხმა. შიშისგან, მთელი სხეული ამიკანკალდა. გამოუცნობი ფრინველების მახინჯმა კივილმა მოიცვა არემარე და მოულოდნელად, გაფითრებული, რუხი ფერის ხელი გამოიშვირა ვიღაცამ, რათა თავისი კლანჭებით დაეხოკა ჩემი კანის ყველა უჯრედი.
მხოლოდ კივილი გავბედე.
- ცუდი გოგო! - განმეორდა შიშისმომგვრელი ჰანგები. - წყეული გოგო, უმადური გოგო! - ყურთან მისი ტუჩის მოძრაობით აგორებული ტალღები მეტაკებოდა. ისტერიულად ვიხედებოდი ირგვლივ, თუმცა ვერაფერს ვხედავდი.
კვლავ აფართხალდა ნისლში ვიღაცის სხეული და მივხვდი, ჩემკენ აიღო გეზი.
- გოგონა, რომელიც ჩაძაღლდება - უერთდებოდა მისი ხმა შემზარავ კივილს და ორივე ერთად, გასაოცარი ტერორის უზარმაზარ ნოტებს ჰქმნიდა, რათა, შიშიგან გული გამხეთქვოდა და საბოლოოდ, მეც მათ დაწყევლილ არსებას შევრწყმოდი.
გავიქეცი.
არც კი ვიცოდი, საით მივრბოდი.
- მამა! - ვკიოდი თავგანწირული, თუმცა მამა არსად ჩანდა. ვიცოდი, აქ არ იყო და ვერც გამოჩნდებოდა თეთრცხენზე ამხედრებული, უზარმაზარი აბჯრითა და იარაღებით შემოსილი, ჩემი კოშმარის გასაქარწ....ბლად.
ძალიან შორს ვიყავი სახლისგან და ეს ფაქტი, ყველა საზარელ ფიქრს ასახმდა ფრთას.
-„ვერ გაიხარებ ვერასდროს,
ვერ გაექცევი სიკვდილს...
ვერ მოიპოვებ სიმშვიდეს
ვერ დასძლევ სულის შიმშილს“ - ყურში ჩამწიოდა მდევარი სიტყვებს. მეგონა, რომელიღაცა სოფლის დამპალი დედაკაცი გავაცოფე და ახლა საშვილიშვილო წყევლას მადებდა ზურგზე.
გაიქეცი საწყალო ჩემო თავო, მეტი მაინც არაფერი შეგიძლია.
გაიქეცი ისე, თითქოს გზის დასასრულთან გელოდება ყველა, ვინც კი ოდესმე გყვარებია.
- გოგონა, ცუდად ხარ? - მთელი ძალით დაიყვირა ვიღაცამ და მომწამვლელი მუსიკის ხმა გადაფარა.
სახეზე შევხედე. ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მეც ჩვეულებრივი ვიყავი და კლუბის მუსიკით გაბრუებულს, ყურები დამგუბებოდა.
- კარგად ვარ - ჩავიჩურჩულე, თუმცა ტუჩის მოძრაობით, მიხვდა რასაც ვგულისხმობდი და შემეშვა.
გარეთ გამოვედი.
სუფთა ჰაერი სახეზე შვებასავით შემომეხვია, თუმცა გვერდითი მოვლენები მაინც ვერ ამაცილა. მხოლოდ, ოდნავ მოფარებულ ადგილას მირბენა მოვახერხე და იმ წამსვე, ხის ძირში ამოვარწყიე შიში, რომელიც ჩემმა გულმა გადაატარა.
ნელი ნაბიჯით გავუყევი ლამპიონებგაძარცვულ ქუჩას.
ღამე ყველაფერზე რთული იყო.
მიჭირდა, ერთმანეთისგან მთვარის შუქზე მოცეკვავე ხის ფოთლებისა და ნამდვილი აჩრდილების გარჩევა. ამიტომ მეშინოდა უსაზღვროდ. მეშინოდა ისე, რომ მხოლოდ მამაჩემის ღიმილს ვნატრობდი, თუმცა აქ სანატრელი აღარაფერი დარჩენილიყო - მისი სითბო, ჰაერში შემონახულ ზამთრის სიცივეს ვერ გაფანტავდა...
უკვე მეათე დღე გასულიყო, რაც სახლში დიადი სკანდალი დავატრიალე და ისე გამოვიქეცი საკუთარი ბუნაგიდან, რომ ჩემი შეჩერებაც კი ვერავინ შეძლო. მთელი დღე, სამყაროს ხმაურსა და მამაჩემს გავურბოდი, ღამე კი მხოლოდ ცეკვა დამრჩენოდა. თვალდახუჭული ვუერთდებოდი მუსიკის აუტანლად მაღალ ხმას, იქამდე ვცეკვავდი, სანამ ოფლში გაწულს, გარიჟრაჟი არ დამატყდებოდა თავზე.
სახლში მივედი. თუმცა იმ ადგილს, სადაც ვცხოვრობდი, გაჭირვებით თუ დავარქმევდი სახლს. ყოველ ღამით, გათოშილს მეღვიძებოდა და მსურდა, მშობლების საძინებლისკენ ამეღო გეზი, რათა გაყინული ფეხები, დედაჩემის კალთისთვის მიმექცია გასათბობად.
მახსენდებოდა, რომ შორს ვიყავი სახლისგან.
ძალიან შორს და თან ძალიან ახლოს.
ოჯახიდან გამოქცევისა და დამალვის ყველაზე ეფექტურ გზასაც მივაკვლიე - ჩემი უბნის ერთ ყველაზე მიყრუებულ, უხალხო ადგილას ვცხოვრობდი და მაშინ, როცა მამაჩემი გაცხარებული მეძებდა ქვეყნის თითოეულ წერტილში, თავისი სამეზობლოლს გადატრიალება, აზრადაც არ მოსდიოდა. როგორც აღმოჩნდა, გაქცევის ყველაზე კარგი გზა, ახლოს მიმალვაა. ამ შემთხვევაში, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ როცა ყურისძირში ხარ, ვერასოდეს გიპოვნიან.
გულის სიღრმეში, ალბათ მსურდა, ვეპოვნე.
ერთი-ორს მაგრად დამიღრიალებდა, შემამკობდა სიტყვებით, როგორიცაა: უპასუხისმგებლო, დაუფიქრებელი, სულელი, ფსიქოპათი, უყურადღებო, ეგოისტი... მაგრამ დროთა განმავლობაში, დაავიწყდებოდა სიბრაზე, იმას იფიქრებდა, რომ მასთან ერთად ვარ და ესაა მნიშველოვანი. ერთხელ, ღიმილიც გამოეპარებოდა კოპებშეკრული სახიდან და ეს ღიმილი იქნებოდა შვება ყველაფრის შემდეგ.
თვალები დავხუჭე თუ არა, იმ წამსვე, რეალობასა და წარმოსახვას შორის გაჩხერილი, უზარმაზარი კადრები დამესხა თავს. წელში მოკაკული, ძაძებიანი ქალი ეკლესიის უზარმაზარი გალავნის წინ იდგა. ხელები კარიბჭეზე ჩაემბღუჯა მაგრად და მთელი ძალით კიოდა:
- ვაი მე! ვაი მე! - კანზე ნაოჭები ასხმოდა ცხოვრების სამკაულებივით და თითები დაკოჟრებოდა. სულისშემძვრელი იყო მისი განწირული კივილი, რომელსაც დროდადრო, თვალიდან მომავალი ცრემლებიც ერწყმოდა.
- ვაი ჩემს თავს! ვაი ჩემს თავს - აგრძელებდა გოდებას. გზაზე გამავალი ხალხი, ჯერ შორეახლოდან შესცქეროდა მის ვაებას, შემდეგ კი, დათრგუნულები, ნელი ნაბიჯებითა და თვალებშიჩამდგარი თანაგრძნობით უახლოვდებოდნენ და ეკითხებოდნენ, რა სჭირდა.
ქალი არაფერს პასუხობდა.
- დამიბრუნე! დამიბრუნე! - აგრძელებდა ყვირილს.
ღმერთთან შეთანხმება რომ შესძლებოდათ, ყველა ადამიანი აღიმართებოდა სხვადასხვა ეკლესიის კარიბჭესთან და გაუჩერებელად, არაადამიანურად დაუცაცხანებდნენ შემოქმედს. თუმცა დასაბრუნებელი ხალხი, ოხრად ესვენნენ ხის აკლდამებში, რომლებიც მალე მათ ხორცს შეეზრდებოდნენ და ერთად იქცეოდნენ მიწის მასად. უცნაურია, რომ ამ ცხედრიანი აკლდამების ცოცხალი პატრონები ღმერთის დაგმობის მაგივრად, მასთან დამეგობრებას არჩევდნენ... ლოცულობდნენ, ტიროდნენ, გრძნობდნენ, უკეთესები ხდებოდნენ.
მხოლოდ ეს ქალი ეჩხუბებოდა დაუსრულებლად და ცრემლით გადაჭედილი, იმედიანი თვალებით განაგრძობდა იმის მოთხოვნას, რაც წესით და კანონით, მისი საკუთრება უნდა ყოფილიყო იქამდე, სანამ თავად არ შეუერთდებოდა ცის ნათელ საფეხურებსა თუ მიწისქვეშეთის ჯურღმულებს.
მისი ყვირილი, მთვარისშუქგანდევნილ, ჩაბნელებულ ღამეს ერწყმოდა და ჯოჯოხეთურ იდუმალებას ასხივებდა, რათა ადამიანთა გულებისთვის გაეხსენებინა, რომ სიცოცხლის ბედნიერებასთან ერთად, არსებობს გამოუთქმელი ტანჯვაც, რომლის შეგრძნება, მხოლოდ ამ ქალის გლოვის გაგონებისას ხდებოდა შესაძლებელი.
ტელეარხიდან გადმონაშთი, ახალგაზრდა ქალის რობოტისებური ხმა კი მაყურებელს არაფრისმთქმელი გამომეტყველებითა და დაყენებული ხმის ტემბრით ამცნობდა, რომ სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა ვიღაცა... ვიღაც მნიშვნელოვანი, რომელსაც გაცხარებული მონდომებითა და სულის უღრან ტყეში მიძინებული, საშინელი წინათგრძნობით ეძებდნენ.
იმედს გავდა ის, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
იმედი ყველაფერი იყო ადამიანებისთვის და მისი პოვნა იქნებოდა რწმენის დაბრუნების მსგავსი.

ღამის მოჩვენებები და გოგონა, რომელიც თვალდახუჭული ცეკვავს

როგორც ყოველთვის, ღამით გამომეღვიძა. თავი ათასი კოშმარით მქონდა გადაჭედილი და წინა ღამის იაფფასიანი არაყიც რიგიანად მიმატებდა ტკივილს. არაფერი მიჭამია. მაცივარი გამომცარიელებოდა. მუცელი კი საჭმლის მოთხოვნის გამუდმებულ სიგნალს მაძლევდა. გაბრუებული ავდექი, ტანსაცმელი გავიხადე და ნელ-თბილი წყლის წვეთებს ჩემი სხეულის ყველა კუნჭული შევთავაზე.
გარეთ გავედი. ოდნავ ნესტიან ტანზე, ცივი სიო ისე შემომეხვია, გეგონება აისბერგისხელა ყინულები ჰქონოდა და ერთიანად ამაძაგძაგა. სუპერმარკეტში შევედი, ერთი სენდვიჩი და კოკა-კოლა ვიყიდე. გარეთ გამოსულმა, მიყრუებულ სკვერს მივაშურე. ერთი ამოსუნთქვით შევჭამე, რამდენიმედღის ნაშიმშილებივით.
ოთხ საქანელას ნიავი თავის ნებაზე აქანავებდა.
ჩემი და დამყავდა ხოლმე ადრე აქ. მაშინ, როცა ათასი სულისგან არ იყო ნახმარი და მისი გამძლეობაც არ იდგა ეჭვქვეშ.
ირწეოდა საქანელა...
ვიღაცა ბავშვი, გაყინული თვალებით შემომცქეროდა და ფეხსაც ვერ აწვდიდა მიწაზე. თითქოს, ავტომატურად ქანაობდა.
- მალე მოვა? - მკითხა ბავშვმა.
აქეთ-იქით გავიხედე. ნუთუ, მართლა მე მეკითხებოდა.
- სადაა დედაშენი? - გავოგნდი.
- ჩემს დას უნდა მოეკითხა - თქვა ბავშვმა. ყავისფერი, მტვრისგან ნაცრისფრადქცეული სათამაშო დათვი მიიხუტა გულზე.
- არ ჩამოვარდე - ფეხზე წამოვდექი, მაგრამ ახლოს მისვლის შემეშინდა.
გავოცდი.
ძალიან ჰგავდა ჩემს დას, თუმცა ჩაწითლებული თვალის უპეები, რამდენიმე არაბავშვური ნაოჭი და აკანკალებული მხრები, გამორიცხავდა, რომ შეიძლებოდა, ევა ყოფილიყო.
- შენი და სადაა?
- წავიდა და აღარ დაბრუნებულა. - დაიწყრიპინა საცოდავად და გადმოხტა. უმისამართოდ გაიქცა. თვალიც ვერ გავაყოლე, ისე სწრაფად გაუჩინარდა.
გიჟდები ჩემო თავო...
წამოვდექი და უმისამართოდ გავუყევი ქუჩას.
ღამე ყველაფერი ბევრად უფრო საშიში ჩანდა, თუმცა ამავდროულად, ყოველდღიური, დამღლელი ფერები რომ არ მეჩხირებოდნენ თვალებში, უჩვეულო სიმშვიდესაც ვგრძნობდი. ხეტიალმა, რომელიღაცა სახლის გალავანთან მიმიყვანა. ნაცნობი ადგილი იყო, აქ ოდესღაც ნამყოფი ვიყავი. ალბათ, წინა ცხოვრებაში, როცა ჩემი დის გაუთავებელი ტიტინი და ჩემი ძმის წუწუნი მესმოდა.
კარგი იყო წინა ცხოვრება.
მაშინ ყველაფერს რთულად ვუყურებდი, თუმცა არაფერი იყო სთული და დაუძლეველი, რადგან ოჯახი მყავდა. ოჯახი კი ჩემთვის განკუთვნილ ტვირთს, თავის კისერზე ინაწილებდა.
უზარმაზარი, რკინის ჭიშკარი, მწვანედ შეეღება ვიღაცას. გალავანი თეთრი ჰქონდა, მხოლოდ ჭიშკარი იყო მწვანე. ამ სახლის პატრონი ვერ იტანდა მწვანე ფერს. მე კი მის პატრონს ვერ ვიტანდი.
მოგონებები, ობობის ქსელში მხლართავდა, თავის ჭკუაზე მატრიალებდა და ისეთ კადრებს ატივტივებდა ჩემს ჩამკვდარ გონებაში, რაც არ შეიძლებოდა. არ უნდა გამხსენებოდა!
ერთხელ, მამაჩემი გახეთქილი წარბითა და ცხვირში შეტენილი სისხლიანი ბამბით მოვიდა სახლში. ჩემს და-ძმას ეძინათ. მე კი, დედაჩემთან ერთად ვიჯექი და ორივე მის დაბრუნებას ველოდით. მამაჩემის გარეშე, ძილი არც ერთს გვეკარებოდა. მახსოვს, დარცხვენილმა შემომხედა და მთხოვა, არ მენერვიულა.
- გაგიჟდი? 30 წლის ლაწირაკს როგორ ეჩხუბე ამხელა კაცი? - გაოგნებული და შეშინებული ეკითხებოდა დედაჩემი. თან ყველა უჯრას ედებოდა ისტერიულად და მაინც ვერ პოულობდა სპირტს, რომელიც ცხვირწინ ედო.
- მაგარი საცემი იყო - გაეცინა მამაჩემს. მე შემომხედა, ისევ შეეყინა სახეზე ღიმილი, რადგან ყველაზე ბავშვურ საქციელში გამოიჭირეს ყველაზე არაბავშვური კაცი.
იმ ღამეს, სახლის ფანჯრიდან, გაჭირვებით ჩავძვერი მიწაზე. მეზობელი ოთახიდან, ჩემს ძმას, ჭორიკანა მოხუცივით გადმოეყო თავი.
- სად მიიპარები? - მკითხა გაოგნებულმა.
- გეგი აბულაძეს ისეთი რამე უნდა დავმართო, რომ აზრზე ვერ მოვიდეს, ვინ დამართა და რატომ - ავუხსენი ჩურჩულით. ცოტა ძნელი იყო, მეორე სართულზე ჩურჩულის აწვდენა.
- მეც წამოვალ - თქვა და ისე მოუქნელად გადმობობღდა, მეგონა, კისერს მოიტეხდა.
- სანი, პიჟამა გაცვია?
- ჰო, ვინ დაინახავს ამ შუაღამისას, რა მაცვია?
- სჯობს საერთოდ ვერ დაგვინახონ.
ჩვენს უბანში, კერძო სახლები ჩამწკრივებულიყო ერთმანეთის გვერდიგვერდ და გამვლელი ბავშვები, ყოველთვის იმაზე მსჯელობით ერთობოდნენ, რომელი სჯობდა. ჩვენი სახლიდან, ნახევარი კილომეტრის სავალზე, აბულაძის უზარმაზარი კარიბჭე იყო - თეთრი და პრიალა. გეგონება, ვიღაცას მზინვარე მარმარილოებით გაეწყო და მიმზიდველად უხმობდა ყველა გამვლელს.
- რას ვაპირებთ? - მკითხა სანიმ.
პასუხად, ეშმაკურად ჩავიღიმე და მწვანე საღებავი ამოვიღე ჩანთიდან. ბევრი წვალება არ დაგვჭირვებია. დიდი მონდომებითა და სიხარულით მივაწერეთ: გეგი - ნამდვილი ღორი.
ეს იყო და ეს.
იმის მერე, მთლიანად შავად გადაღებეს კარი. მამაჩემი, რა თქმა უნდა, ეჭვმიტანილი არ ყოფილა. აბა, როგორ აკადრებდნენ 42 წლის კაცს მსგავსი სისაძაგლის ჩადენას? თუმცა ვინ იფიქრებდა, რომ ამ კაცს, ერთი ურჩი გოგონა ჰყავდა, რომელიც არავის აპატიებდა მამის წყენინებას.
ესეც მწვანე კარი. ახლა უცნაურად მშობლიური და საყვარელი მეჩვენებოდა.
მოულოდნელად, კარი გაიღო. მისმა ჭრიალმა დამიხშო ყურები და ნაცნობი ჩიტების აუტანელმა კივილმა ამიკანკალა მუხლები.
დანაოჭებული, ჭაღარა ქალი გამოვიდა მწვანე კარიდან და ღიმილით შემომხედა.
- მე შენ გელოდები... უკვე დიდი ხანია, რაც გელოდები - მომმართა და ხელი გამომიწოდა.
ხუთივე თითზე, საშინელი ბრჭყალები ჰქონდა.
თვალის კაკლები ღამის სიბნელეში დაჰკარგვოდა და თეთრად მანათებდა თავის მომაკვდინებელ მზერას.
- ყოველწამს გსტუმრობ, შენს სუნთქვაში ვარ ჩაბუდებული, შენი სიზმრები, ჩემი სახლია - მიმეორებდა ბოხი, ჩახლეჩილი ხმით.
უკან დავიხიე. ვერ ვიაზრებდი, რომ ეს ყველაფერი, რეალურად დამტრიალებდა თავზე.
შემოვბრუნდი და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი.
გავრბოდი რაღაც საზარლისგან, რომელიც ჩემს ზურგსუკან, შეუჩერებლად მომყვებოდა და ცდილობდა, თმაზე შემხებოდა ბასრი ბრჭყალებით.
- მამა! - დავიკივლე ერთხელ. ერთი დაძახებაც ხომ საკმარისი უნდა ყოფილიყო კაცისთვის, რომელიც ჩურჩულითაც იგებდა ჩემს დაზაფრულ მოხმობას?
გაუჩერებლად გავრბოდი. გავურბოდი საშინელ წინათგრძნობას, წყვდიადის კუნჭულებში მიმალულ აჩრდილებსა და იმათ, ვისთვისაც ოდესღაც მიმიყენებია ზიანი.
თავით ვიღაცას შევასკდი.
მომაკვდავივით ამოვიკვნესე და უკან გადავიხარე წასაქცევად განწირულმა.
მისი ხელები შემომეგებდნენ, მაგრად დამიჭირეს. მე კი გაცხარებული, უსიტყვოდ ვებრძოდი და ვუტყამდი.
- რა დაგემართა, რატომ მირტყამ? - მომესმა ადამიანური ხმა.
- მამა? - ვიკითხე გაუცნობიერებლად.
თვალებში ძლივს გამოვიხედე.
- არ ვარ მამა, მაგრამ მოხდა რამე? ვინმე მოგდევს? - მკითხა კაცმა.
მისი დანახვისას, ეგრევე განზე გავდექი, თუმცა არაფერი შემიმჩნევია.
უკან გავიხედე, პერიმეტრი გავაკონტროლე.
- არ ვიცი - ვუპასუხე და ცოტათი დავმშვიდდი. მემგონი, მართლა აღარავინ იყო მჩხავანა ფრინველისა თუ დამპალი მოხუცის მსგავსი.
საცოდავად ამოვიკვნესე და სულ აღარ მადარდებდა, ვიღაც უსიამოვნოს გადავეყარე თუ სასურველს, მთავარია, ადამიანი იყო.
- დაჯექი, სახლში გაგიყვან - შემომთავაზა და მანქანის კარი გამიღო.
- არა, მადლობ, ახლოს ვცხოვრობ. - თვალი ავარიდე მის კეთილგანწყობილ სახეს და საკუთარ თავზე გავბრაზდი, რადგან მადლობას ვუხდიდი.
- ცუდად ხარ? შენ
- არა.
- შენ ის გოგონა არ ხარ? კლუბში რომ ცუდად გახდა? - მკითხა გაოგნებულმა.
- კი, ეგ გოგონა ვარ - ვუპასუხე უხასიათოდ, თუმცა, გულის სიღრმეში, ადამიანის ნახვით გამოწვეულ ბედნიერებას, მაინც დიდი ჟრიამულით ხვდებოდა ჩემი ნატანჯი სული.
- ყოველ ღამით, კლუბში ჩემთან ერთად ცეკვავ, თუმცა თვალები მუდამ დახუჭული გაქვს - გამომიტყდა უხერხული ღიმილით.
გავაცნობიერე, რომ გეგის ველაპარაკებოდი და ცოტა არ იყოს, იმედი გამიცრუვდა, თუმცა ეგ არაფერი. მაინც ბედნიერად ვგრძნობდი თავს. - კლუბში... შენ? - ამოვილუღლუღე სირბილისგან დაღლილმა.
- ჰო. ერთად ვცეკვავთ ხოლმე, თუმცა მუდამ თვალები გაქვს დახუჭული და ფეხებზე გკიდია, ვინ გეცეკვება.
- ანუ მე კი არ ვცეკვავ შენთან ერთად, შენ ცეკვავ იმასთან, ვისაც საერთოდ არ აღელვებს გარშემომყოფები და თავისთვის ერთობა.
- გართობის არაფერი გეტყობოდა მაშინ - ცალი წარბი მაღლა აზიდა.
- ყველა თავისებურად ერთობა - თავი ვიმართლე. მართლა გასართობად მივდიოდი, თუმცა იქიდან, ათასობით ღამის კოშმარი მომყვებოდა თავზე შემომჯდარი.
- აქ ცხოვრობ?
- თითქმის.
- მაშინ, წესით უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს. სულ მინდა, მოვიდე და ვინაობა გკითხო, თუმცა ისეთი გასული ხარ, მერიდება შენი გამოყვანა. თავიდან მეგონა, რამე კლუბურ ნარკოტიკს გადაჰკრავდი და ისე ცეკვავდი ხოლმე. მერე მივხვდი, რომ უბრალოდ გოგონა ხარ, რომელიც მოდის, ცეკვავს, ცუდად ხდება და მიდის.
- ჰო, ეგეთი საინტერესო ცხოვრება მაქვს - საკუთარ თავზე გამეცინა.
- გეგი აბულაძეს იცნობ?
- ნეტა არ ვიცნობდე - ჩავიბურტყუნე ჩემთვის. - არა, არ ვიცნობ - ვთქვი მის გასაგონად.
- კარგი ტიპია, გაიცნობდა კაცი - მომმართა სიცილით.
- მაგარია საკუთარ თავზე მესამე პირში საუბარი - ვუთხარი ირონიული ღიმილით და სახლისკენ გავეშურე.
- რა გქვია? - მაინც არ მომეშვა.
- კეკელინა.
- რა გვარის ხარ კეკელინა?
- მემგონი, აღარ მახსოვს - ვუპასუხე დამცინავად, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ დავცინოდი.
- ნამდვილი ხარ თუ ამ შუაღამისას, ჰალუცინაციები დამეწყო?
- კლუბშიც ჰალუცინაციები თუ არ გჭირს ყოველდღე, ალბათ ნამდვილი ვარ.
- ანუ ნამდვილი ხარ. მოდი, გაგიყვან რაა. არ მინდა, ესეთმა გოგომ, ღამე მარტო იაროს.
- ღამე სულ მუდამ მარტო დადის ესეთი გოგო.
- გაგიჟდი?
- სიგიჟე ძალიან ზოგადი ცნებაა და ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს - დავამატე კისკისით. არ ვიცი, საკუთარ თავზე მეცინებოდა თუ ეს სიცილი უბრალოდ იმ ტირილის მაგიერი იყო, რომელსაც ჩემი უბადრუკი ჯირკვლები ვეღარ გამოყოფდნენ.
- დღესაც ხო არ წავიდეთ საცეკვაოდ?
- არ ვიცი, არ მგონია... უნდა წავიდე, ნახვამდის - ვუთხარი საბოლოოდ და ისე გამოვიქეცი, რომც სდომოდა, მაინც ვერ დამეწეოდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი Qeti qimucadze

Es daicye isevvv, mexuteze gacherdi mashinn, moutmenlad gelodebodii, mixaria rom agrzelebbbb, madlobaaa

№2  offline მოდერი სალანდერი

მეღადავები, თუ ხო?
ყველაფერს ველოდი ამის გარდა. წაკითხვამდე რომ ვწერ კომენტარს ხო ძან მაკლია მაგრამ გელოდი ტო.
დამავიწყდა სად ვიყავი, თავიდან უნდა ჩავყვე❤
მაგარი ტიპი რომ ხარ ხომ იცი და აღარ გეტყვი.
სიურპრიზიც მაგარი გამოგივიდა.

წაგიშლია ძველი თავები, ანუ ახლიდან ვიწყებთ.
მშვენიერი ❤

№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Qeti qimucadze
Es daicye isevvv, mexuteze gacherdi mashinn, moutmenlad gelodebodii, mixaria rom agrzelebbbb, madlobaaa

კი, ვაგრძელებ და თან ცოტა ეენი დავუმატე <3

სალანდერი
მეღადავები, თუ ხო?
ყველაფერს ველოდი ამის გარდა. წაკითხვამდე რომ ვწერ კომენტარს ხო ძან მაკლია მაგრამ გელოდი ტო.
დამავიწყდა სად ვიყავი, თავიდან უნდა ჩავყვე❤
მაგარი ტიპი რომ ხარ ხომ იცი და აღარ გეტყვი.
სიურპრიზიც მაგარი გამოგივიდა.

გაიხარე <3 შენც მაგარი ტიპი რო ხარ, ქე იცი ჩემგან :*
ამჯერად, სხვანაირია და მემგონი, მართლა სხვანაირი შთაბეჭდილებები გექნება :დდ

№4  offline წევრი შამხათი

ამას ვკითხულობდი ძველ ვერსიას და ძალიან მომწონდა. სიუჟეტი შეცვალე?

№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

შამხათი
ამას ვკითხულობდი ძველ ვერსიას და ძალიან მომწონდა. სიუჟეტი შეცვალე?

კიი, ცოტა შევცვალე

№6  offline წევრი უცნაური მე

საინტერესოა..
მე არ ვიცოდი ეს ისტორია და დიდი სიამოვნებით წავიკითხავ <3
დასაწყისი მშვენიერი..

№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

უცნაური მე
საინტერესოა..
მე არ ვიცოდი ეს ისტორია და დიდი სიამოვნებით წავიკითხავ <3
დასაწყისი მშვენიერი..

დიდი მადლობა უცნაურო შენ ^_^

№8  offline წევრი სიბილა

მეგონა მომბეზრდებოდა.მხოლოდ ეს თავი წავიკითხე,საკმარისია ,იმისათვის, რომ გაგრძელების წაკითხვა მომდომებოდა/

№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სიბილა
მეგონა მომბეზრდებოდა.მხოლოდ ეს თავი წავიკითხე,საკმარისია ,იმისათვის, რომ გაგრძელების წაკითხვა მომდომებოდა/

რატო გეგონა კაცო :დდდ
მიხარია თუ მოგეწონა <3

№10  offline წევრი სიბილა

ენ ჯეინი
სიბილა
მეგონა მომბეზრდებოდა.მხოლოდ ეს თავი წავიკითხე,საკმარისია ,იმისათვის, რომ გაგრძელების წაკითხვა მომდომებოდა/

რატო გეგონა კაცო :დდდ
მიხარია თუ მოგეწონა <3

დასაწყისმა შემაშინა, არ შევიმცნიე, გავაგრძელე და კაი ვქენი,რავარი კაცი ვარ, ეგ მარტო ცემმა ქმარმა იცის,ისე wink

№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ახლა გამეხარდა :დდდ ჩანაფიქრი მქონდა, რომ დასაწყისში, ცოტა საშიში ყოფილიყო.
მომიკითხე ქმარი <3
მე სიტყვაზე გენდობი, რომ კარგი ხარ!

აი, მეც მოვედი smile მოკლედ, დავიწყებ იმით, რომ ამ ისტორიას არაფერი აქვს საერთო ჩემს აწ უკვე იდეაში და გონებაში მყოფ "გაუჩინარებულთან" laughing ეს კარგია! ახლა, რაც შეეხება ისტორიას, მე ძველი ვერსია ნამდვილად არ წამიკითხავს, მაგრამ ვიტყვი, რომ ახლის დასაწყისი ძალიან ჩამთრევი და საინტერესოა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

№13  offline წევრი სიბილა

????????????????

❤️

№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ქეთი იმერლიშვილი
აი, მეც მოვედი smile მოკლედ, დავიწყებ იმით, რომ ამ ისტორიას არაფერი აქვს საერთო ჩემს აწ უკვე იდეაში და გონებაში მყოფ "გაუჩინარებულთან" laughing ეს კარგია! ახლა, რაც შეეხება ისტორიას, მე ძველი ვერსია ნამდვილად არ წამიკითხავს, მაგრამ ვიტყვი, რომ ახლის დასაწყისი ძალიან ჩამთრევი და საინტერესოა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

დიდი დიდი მადლობა ქეთი <3

№15 მოდერი ბელუ შეროზია

დავიბენი
ეს თავიდან.
მერე კომენტარებიდან მივხვდი, რაღაცებს.
მიხარია, რომ "გამოჩნდა გაუჩინარებლი"

№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ბელუ შეროზია
დავიბენი
ეს თავიდან.
მერე კომენტარებიდან მივხვდი, რაღაცებს.
მიხარია, რომ "გამოჩნდა გაუჩინარებლი"

მე ის მიხარია, რომ გაგახარე <3
აწი, აღარ დავაგვიანებ

№17 სტუმარი სტუმარი Liza

Axali tavi maledade raa❤

№18  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Liza
Axali tavi maledade raa❤

დღეს დავდებ ლიზა სავარაუდოდ ^_^

№19 სტუმარი სტუმარი Liza

Vuuumagaria^_^

№20  offline წევრი nathali lifhonava

აუუურასაოოცაარიაა scream
დასააწყისი სუპეერ innocent
ძველიარ წამიკითხავს მააგრამ
ეს რაღაც საოცრად მაგაარიააა
ვუიმეეისე მომეწონა ვეღარ ვითმენ
საოცრად გამართული ნაწერი
ერთ შეცდომასაც რომ ვერ უპოვი აი ეგეთი
ენნ ძაან მაგარი ხარ
სიმართლე გითხრა შენს ისტორიას პირველად ვკითხულობ;დ
ისე მომეწონა სხვებსაც წავიკითხავ აუცილებლად <3
ჩემიი სახით ერთგული მკითხველი შეიძინეეე <3
რაც შეეხება ამ ისტორიას
უზომოდ მომეწონა
მართალია ზოგი მომენტი ჩემთვის გაუგებარიც კი იყო;დდ
(ბავშვი რომ ვარ მაგის ბრალიაალბათ)
მაინტერესებს ეს რა ჟანრის ნაწერია?(თუ არდაგეზარა რომ მიპასუხო)
შემითრიაა
მოკლედ ველოდები მეორე თავს ტკბილო kissing_heart kissing_heart
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

№21  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

nathali lifhonava

უძალიანესად გამახარე, შენისთანა საყვარელი მკითხველი ბედნიერებაა ნებისმიერი ავტორისთვის. იმედია, სხვებიც მოგეწონება <3
ჟანრს რაც შეეხება, გადავწყვიტე, რომ ცოტა მისტიკა გამერია და ვინ იცის, იქნება თრილერის ერთი-ორი წვეთიც ჩავაგდო.
ასაკის ბრალი არაა თუ რამე ვერ გაივე. იმ ბავშვს თუ გულისხმობ, რომელიც საქანელაზე ქანაობდა, კიდევ ვიღაც მოხუცს, ეკლესიის კარიბჭესთან რომ მოთქვამდა ან საზიზღარ ურჩხულს, რომელიც ეცხადება დროდადრო, ეგ არაფერი. ჯერ ვერც უნდა გაგეგო, ეგრეა ჩაფიქრებული

№22 სტუმარი სტუმარი სოფია

რაღაცნაირი მძიმე გახდნენ შენი პერსონაჟები. ადრეც არ იყვნენ მსუბუქები, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად დაიგრუზნენ თითქოს. მოჩხუბარი კეკელინა უფრო მომწონდა ვიდრე გონება არეული. თუმცა შენი ნაწერები ისე მომწონს მაინც წავიკითხავ. ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად არ დააგვიანო.

№23  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი სოფია
რაღაცნაირი მძიმე გახდნენ შენი პერსონაჟები. ადრეც არ იყვნენ მსუბუქები, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად დაიგრუზნენ თითქოს. მოჩხუბარი კეკელინა უფრო მომწონდა ვიდრე გონება არეული. თუმცა შენი ნაწერები ისე მომწონს მაინც წავიკითხავ. ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად არ დააგვიანო.

მადლობა სოფია.
ეჰ, დამძიმდა ცხოვრება გენაცვალე, დამძიმდა smile

№24  offline წევრი nathali lifhonava

ენ ჯეინი
nathali lifhonava
აუუურასაოოცაარიაა scream
დასააწყისი სუპეერ innocent
ძველიარ წამიკითხავს მააგრამ
ეს რაღაც საოცრად მაგაარიააა
ვუიმეეისე მომეწონა ვეღარ ვითმენ
საოცრად გამართული ნაწერი
ერთ შეცდომასაც რომ ვერ უპოვი აი ეგეთი
ენნ ძაან მაგარი ხარ
სიმართლე გითხრა შენს ისტორიას პირველად ვკითხულობ;დ
ისე მომეწონა სხვებსაც წავიკითხავ აუცილებლად <3
ჩემიი სახით ერთგული მკითხველი შეიძინეეე <3
რაც შეეხება ამ ისტორიას
უზომოდ მომეწონა
მართალია ზოგი მომენტი ჩემთვის გაუგებარიც კი იყო;დდ
(ბავშვი რომ ვარ მაგის ბრალიაალბათ)
მაინტერესებს ეს რა ჟანრის ნაწერია?(თუ არდაგეზარა რომ მიპასუხო)
შემითრიაა
მოკლედ ველოდები მეორე თავს ტკბილო kissing_heart kissing_heart

უძალიანესად გამახარე, შენისთანა საყვარელი მკითხველი ბედნიერებაა ნებისმიერი ავტორისთვის. იმედია, სხვებიც მოგეწონება <3
ჟანრს რაც შეეხება, გადავწყვიტე, რომ ცოტა მისტიკა გამერია და ვინ იცის, იქნება თრილერის ერთი-ორი წვეთიც ჩავაგდო.
ასაკის ბრალი არაა თუ რამე ვერ გაივე. იმ ბავშვს თუ გულისხმობ, რომელიც საქანელაზე ქანაობდა, კიდევ ვიღაც მოხუცს, ეკლესიის კარიბჭესთან რომ მოთქვამდა ან საზიზღარ ურჩხულს, რომელიც ეცხადება დროდადრო, ეგ არაფერი. ჯერ ვერც უნდა გაგეგო, ეგრეა ჩაფიქრებული

გამაახარე შენ ჩემი კომენტარი უპასუხოდ რომ არ დატოვე
მიხარიხარ ^_^ <3 კარგოო
ძაან დამაინტერესა
ველოდები მეორე თავს გაგიჟებული;დ
ჰოჰოო ზუსტად ეგ ვერ გავიგე
ვნახოთ შემდეგ თავებში
ეგებაგავიგო რამე;დდდდ
<3
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

№25  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ყოველთვის გიპასუხებ, როცა ინტერნეტი მექნება ^_^
ადგილზეა მეორე ნაწილი ჩემო საყვარელო და შეგიძლია, წაიკითხო <3

№26 სტუმარი სტუმარი ნინი

უკაცრავად.. მე თქვენს ყველა შემოქმედებას ვკითხულობ ერთი რამ მინდა გკითხოთ.. თუ არ ვცდები ახაკი დაწყებული გქონდათ ახალი რომანი და 2 თავი წავიკითხე მხოლოდ.. და მერე უცებ გაქრა.. ძალიან დამწყდა გული.. :( კომენტარიც დავწერე რომ შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდებოდი. :( .. ისე ჩამითრია რომ ყოველ წუთს ვამოწმებდი ხომ არ დაიდო ახალი თავითქო.
.ბიჭს დაიჭერენ და ადვოკატად დაუნიშნავენ გოგოს.. ამ ბიჭს დას მოუკლვენ და ეს გოგო ჩუმად ეხმარება გამოძიებაში.აუ გთხოვ რომ გააგრძელო :(

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent