შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (დასასრული)


4-09-2018, 09:43
ნანახია 821

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (დასასრული)

კარგა ხანს იჯდა ისე, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის. მის გვერდით ჩუმად ვიჯექი და ველოდი როდის შემომხედავდა.
-მაინც რატომ ხარ ასეთი?! როგორც იქნა ეს გაუსაძლისი სიჩუმე დაარღვია და ცრემლიანი თვალებით შემომხედა. არასოდეს მენახა ის ასეთი სევდიანი, თითქოს წამით გაჩერდა გული. მაგრამ ვაიძულე დამმორჩილებოდა და სისუსტე უკუვაგდე, დღეს ისე, როგორც არასდროს მე მასთან საუბარი მჭირდებოდა, უეცარ სისუსტეს ვერ მივცემდი უფლებას დავემუნჯებინე.
- როგორი ვარ გუგა?
- იქნებ, ერთხელ მაინც დაახასიათო შენი თავი ნინა, ოღონდ ძალიან გთხოვ, ნუ იქნები ისეთი ცინიკოსი, როგორიც ხშირ შემთხვევაში ხარ, გულწრფელი იყავი, ერთხელ მაინც თქვი ის, რაც რეალობას შეესაბამება.
- მე არ ვიცი რა ვთქვა...
- ცრუობ!
- კარგი, კარგი გუგა. ვიცი, რისი გაგებაც გინდა. გაინტერესებს რატომ არ შემიძლია ვიყო კეთილი, თბილი, მოსიყვარულე და დადებითი. შენი აზრით, ეს ხომ ძალიან ადვილია, რა მიშლის ხელს? არც არაფერი, საკუთარი ეგოისტობა და ბოღმა, რომელიც მახრჩობს; სხეულში, რომელშიც ვცხოვრობ სული მეხუთება. მე ვარ გაუწონასწორებელი, უემოციო პირუტყვი, რომელმაც არ იცის გარშემომყოფების პატივისცემა და მათი გრძნობების დაფასება. მე ვარ ათასგვარ ნიღაბს ამოფარებული უსუსური არსება, რომელიც დაუსრულებლად იბრძვის წარმატებისაკენ და სანაცვლოდ კარგავს ყოველივე ღირებულს. მე ვარ თავაშვებული ადამიანი, რომელმაც ვერასოდეს შეძლო ყოფილიყო ვინმეს ერთგული. სინამდვილეში ლეში ვარ, ხალხისათვის საყვარელი მწერალი და რეალურად, უკვე დიდი ხნის მკვდარი. კმაყოფილი ხარ?
- როგორ შეგიძლია წერდე ასეთ წიგნებს და ცხოვრობდე მათგან საპირისპიროდ, როგორ შეგიძლია გადმოსცე ასე გრძნობით და ემოციით ყველაფერი მხოლოდ წიგნებში და რეალურ ცხოვრებაში მუსრს ავლებდე ყველაფერს, როგორ შეგიძლია იყო ერთდროულად ასეთი დახვეწილი და ამავე დროს აწყვეტილი, როგორ შეგიძლია ადამიანებს, ვისაც ასე უყვარხარ, გულს ტკენდე.
- ვიცი, ყველაფერი გინდა მითხრა, რაც გულში დაგიგროვდა. თუ ეს შვებას მოგგვრის კარგი, გისმენ, მაგრამ უნდა გაიგო არც მე ვარ უკეთ, თავის მართლებას არ დავიწყებ, უბრალოდ მინდა ცხოვრება თავიდან დავიწყო და თუ წარსულის შეცდომებს ხშირად გამახსენებ, უფლებას არ მომცემ წიგნის სუფთა ფურცელი გადავშალო, ვერასოდეს შევძლებ ცხოვრება სწორად გავაგრძელო.
ის მომიახლოვდა და ფრთხილად შემეხო, თითქოს ეშინოდა მოჩვენება არ ვყოფილიყავი და არ გავმქრალიყავი. მისი სხეული ჩემ სხეულს მსუბუქად ეხებოდა, თუმცა კარგად ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულისცემას, მერე ყურში ჩამჩურჩულა, რომ ვენატრებოდი და ვნებიანად მაკოცა. მე არ ვიყავი თავაშვებული, უბრალოდ ვნებიანი საყვარელი. მე ვიყავი ქალი, რომელიც იმ ღამემ სრულიად შეცვალა, როცა ალერსით დაღლილს შევატყვე ეძინებოდა, გულზე თავი დავადე და პირველად ვუთხარი მისთვის ნანატრი, ჩემთვის ჯერ ართქმული „მე შენ მიყვარხარ“ და მეც მასთან ერთად მშვიდმა ძილმა გამიტაცა...
როცა გავიღვიძე, გუგა ჯერ კიდევ ჩემს გვერდით იწვა და სიყვარულით სავსე თვალებით მიცქერდა. რა იყო? ვკითხე და ვაკოცე, ბედნიერი ვარ, მითხრა და გულში ჩამიკრა. ერთი კვირის მანძილზე, არც სამსახურში წასულა და არც ცოლთან. ჩემთან იყო და ჩემთან ყოფნით ტკბებოდა. დღის მანძილზე ათას სისულელს ვიგონებდით, ღამით კი სიყვარულით ვტკბებოდით. ვიცოდი, ეს რეალობისაგან შორს მყოფი, აკრძალული სიყვარული, მალე შეგვახსენებდა სიმართლეს, რაც ჩევნს ირგვლივ ტრიალებდა. ახლა ისე, როგორც არასდროს, ჩემს წინაშე მთელი სიმწვავით, ისმის კითხვა: რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას, თუ ისეთი უსუსური ვარ, ისე ვარ მოქცეული ბოროტების მარწუხებში, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია? ან იქნებ ასეთ ცხოვრებას საერთოდ არა აქვს აზრი? ნუთუ ცხოვრება მარტო ბუნებრივი, ბიოლოგიური პროცესია, ანუ დაბადება, მომწიფება, სიკვდილი მაშ, დავიბადეთ არაფრისათვის? ნუთუ აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ჩემი ბავშვობისდროინდელი განწყობა, რომ წინ რაღაც "დიადი" მელოდა? რომ რაღაც ისეთს გავაკეთებდი, რაც ყველასათვის სიკეთისმომტანი იქნებოდა? ჰქონდა თუ არა აზრობრივი საფუძველი ჩემ თანდაყოლილ მომავლის იმედს და თუ ჰქონდა როგორი? თუ ეს მხოლოდ ბრმა ვნების, ცხოველური ინსტინქტის გამომჟღავნება იყო? მაშ, ვინ ჩადო ჩემში სიკეთისათვის თავგანწირვის, მშვენიერებით აღფრთოვანებისა და სიცოცხლის წყურვილი? მაშ, რატომ მიყვარდა? თუ ეს მხოლოდ სანთლის ალისკენ, ფარვანასავით უაზრო სწრაფვა იყო, რატომ მაწვალებს ეს მარადიული კითხვა _ რა არის ცხოვრების აზრი? ნუთუ მხოლოდ გზის პირას ან გზის ბოლოს ჩასაფრებული სიკვდილი გვაიძულებს ამ კითხვაზე ვიფიქროთ? ან იქნებ განვლილმა, დაუბრუნებელმა წლებმა დაგვაფიქრა?!
ერთი კვირის შემდეგ, საშინლად შემაწუხა სინდისმა, მისი ქცევის გამო და ვთხოვე ცოლთან წასულიყო. დამთანხმდა, რადგან იცოდა მართალი ვიყავი, თუმცა პირობა მომცა, ყველაფერს მოვაგვარებ და ძალიან მალე მხოლოდ შენ გვერდით ვიქნებიო. მშვიდად გავუშვი, რადგან მისი მჯეროდა. ერთი თვის განმავლობაში, როცა დროს გამონახავდა, ჩემთან მოდიოდა, მე არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ვცოდავდი, ისედაც ვიცოდი, კარგს არ ვაკეთებდი, მაგრამ ბედნიერება სულ ახლახანს შემოვიდა ჩემში და მთელი სხეული გამითბო. ამიტომ ვცდილობდი მის შენარჩუნებას. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემ ტელეფონზე უცხო ზარი შემოვიდა.
-გისმენთ.
-გამარჯობა, ისმის ყურმილს მიღმა ახალგაზრდა გოგონას სასიამოვნო ხმა. ცუდი ინფორმაციის მოლოდინში სხეული მეოფლება. - მე ელენა ვარ, აგრძელებეს იგივე ხმა. -გუგას მეუღლე. ვგრძნობ როგორ მიმატა გულის ცემამ.
-გისმენ ელენა. შლივს ვუყრი ამ ორ სიტყვას თავს.
-შენთან საუბარი მინდა, სად შეიძლება რომ შევხვდეთ.
-ჩემთან სახლში რომ იყოს?
-კარგი აზრია, მეც არ მსურს საზოგადოების ბოროტმა მზერამ ჩვენ ორნი ერთად დაგვაფიქსიროს. დღეს შეგიძია დრო დამითმო?
-რა თქმა უნდა. ვპასუხობ დაბნეული. ორი საათიგაწყობს?
-ორისთვის შენთან ვიქნები. მისამართს ვაწერინებ და ყურმილს ვთიშავ, სხეულის ტემპერატურა ზღვარს საკმაოდ ცდება და თავში მოწოლილი სისხლი გულის რევის შეგრძNებას მიასმაგებს. სახლს საუცბათოდ ვაწესრიგებ და თავის მოწესრიგებას ვიწყებ. ტავში ათასგვარი ფიქრები მიტრიალებს და შეხვედრის მოლოდინში სხეულის დაძაბულობა პიკს აღწევს. როგორც იქნა თათქული დროც დადგა და კარზე ზარი გაისმა. გაუბედავად ვაღებ კარს და ტავს გაღიმებას ვაიძულებ, მერე შინ ვიპატიჟებ და მისაღებში შემყავს. ის კომფორტულად თავსდება სამზარეულოს მაგიდასთან. ქერა, ცისფერთვალება ძალიან საყვარელი სახის ადამიანია, დაძაბულობის დაფარვას ჩემი არ იყოს ამაოდ ცდილობს.
-დალევ რამეს? ვეკითხები საუბრის ოდნავ გაჭიანურების მიზნით.
-რამე ალკოჰოლურზე უარს არ ვიტყოდი, ამბობს და ნაძალადევად იღიმის. ორ ბოკალს შავი ღვინით ვავსებ და მის წინ უხერხულად ვთავსდები, ის ღვინოს სვამს, ლოდინი გაუსაძლისი ხდება და ჰაერშიც თითქოს საშინლად ჩამოცხა. -ალბათ ხვდები ჩემი მოსვლის მიზეზს. როგორც იქნა ეს გაუსაძლისობა ისევჩემმა სტუმარმა დაარღვია.
-დაახლოებით. თვალებით ღვინის ბოკალს ვაჩერდები. მე არ მინდოდა.
-გიყვარს? მაწყვეტინებს მოულოდნელად. ამ კითხვას არ ველოდი.
-მიყვარს. იღიმის.
-მეც მიყვარს. ვიღიმი. -ლამაზი სახლი გაქვს, თვალებს აქეთ-იქეთ ინტერესით აცეცებს.
-მადლობა.
-რატომ გადაწყვიტე გუგას ცხოვრებაში დაბრუნება?
-არაფერი გადამიწყვეტია. უკვე ხმა გამებზარა. ყველაფერი ჩემდაუნებურად მოხდა.
-ნინა. მის სასიამოვნო ხმაში უკვე სიმკაცრე იგრძნობა. -მას ყავს მეუღლე.
-ვიცი.ბოდიშს გიხდი.
-რისთვის?
-თქვენს ცხოვრებაში რომ არეულობა შემოვიტანე.
-ჩვენი ცხოვრება არც არსოდეს ყოფილა დალაგებული. იღიმის. მისი გონება იმდენად არის შენით დაავადებული რომ ჩემთვის ადგილი შენს გამოჩენამდეც ვერ გამონახა. მერეჩუმდება. - კიდევ დამისხი. ამბობს და ცარიელ ჭიქას მაწვდის. ჭიქას სასმლით ვუვსებ. -ისტერიკების მოსაწყობად არ მოვსულვარ. აგრძელებს საუბარს, მაგრამ არც მისი ცხოვრებიდან ვაპირებ წასვლას. ვგრძნობ როორ მატულობს ჰაერში დენთისსუნი, სხეულიც იმაზე მეტად მეძაბება ვიდრე აქამდე. - შენ უნდა წახვიდე მისი სხოვრებიდან. ამბობს ელენა და მისი ტონი არ გაქვს გატეხილი ქალის ტონს, ის ბრძანებლობს ბატონობს, ჩემზე ბატონობს ამას მთელი სიცხადით შევიგრძნობ.
-მე ის მიყვარს. ძლივს მოვახერხე ამ სიტყვების თმა. სათქმელი დასრულებული არ მქონდა როცა ელენამ ჭიქა იატაკზე დაანარცხა.
-შენ მისი ცხოვრებიდან გაქრები და თუ ასე არ მოიქცევი თავად ვიზრუნებ შენს გაქრობაზე. სხვა დროს მსგავს შემთხვევაში სავარაუდოდ თმით ვითრევდი მოწინააღმდეგეს ახლა კი მშვიდად ვუყურებდი მის შეშლილ სახეს და ვფიქრობდი იმ შემწყნარებლობაზე რამაც ჩემი გონება ასე უეცრად მოიცვა. მხოლოდ იმას ვფიქრობდი თუ რა მჭირდა. რატომ ვიყავი დღეს ისეთი მშვიდი, როგორც არასდროს. -ლამაზი ხარ, აგრძელებს ელენა უკვე დამშვიდებული ხმით. - შეიძლება ითქვას ძალიან ლამაზიც, წარმატებული ხარ, ხალხს უყვარხარ, ცნობილი ხარ, შეძლებ იპოვო სხვა პარტნიორი, დარწმუნებული ვარ ბევრს სურს შენთან ურთიერთობა. - იმედი მაქვს ჩვენი ეს საუბარი ამ ოთახს მიღმა არ გავა, გასასვლელს თავად ვიპოვი. თქვა მან და კარისკენ დაიძრა. მე ვიჯექი სამზარეულოს მაგიდასთან, ღვინის ბოკალით ხელში, უსასრულობაში ჩაძირული და საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი.
- არც კი ვიცი რა ვუთხრა, ის არასოდეს აკეთებს ისეთ რამეს, რომ გავბრაზდე. ხვდები რას ვამბობ? იდეალურად იქცევა და მეც უმიზეზოდ ვერ ვშორდები, მითხრა ერთ საღამოს.
- იქნებ სიმართლე უთხრა?
- გულს ძალიან ვატკენ.
- მაშინ არ ვიცი გუგა, თუ მისგან წამოსვლა გინდა, ეს შენ უნდა გადაწყვიტო, მე ვერ ჩავერევი.
- არ მინდა უშენოდ კიდევ ერთი დილა გამითენდეს, თუმცა მისი გულისტკენაც არ მინდა.
- იცი, მე ცოტა ხნით წასვლა გადავწყვიტე, შენც დროს მოგცემ, რომ ყველაფერი მოაგვარო.
- მიდიხარ?! და სად?! მე რატომ არ მითხარი?!
- სახლში, ჩემს დასთან.
- ხუმრობ?! ბოლოს როდის ნახე გახსოვს მაინც?
- რვა წლის წინ, მაგრამ მინდა ჩავიდე და ვნახო, მინდა ისევ შევახსენო, რომ პატარა და ყავს, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა; თუმცა ახლა, როცა გონს მოეგო, ცდილობს ცხოვრება ახლიდან დაიწყოს, ახალ ცხოვრებაში კი, პირველი ფურცელი სწორედ ჩემს ოჯახს მინდა დავუთმო.
- წინააღმდეგი არ ვარ, ძალიან გამახარე. ბავშივით მიკრავს გულში და სახეს მიკოცნის.
- ვიცი, ეს შენი დამსახურებაა. შენმა სიყვარულმა მთლიანად შემცვალა და ბედნიერი ვარ, ამ სიტყვებს ასე გულწრფელად პირველად ვამბობ.
- მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ!
რაც მჭირდებოდა, ცოტაოდენი ტანსაცმელი და პირადი ნივთები ჩავალაგე. მანქანაში ჩავჯექი და მშობლიური გურიისაკენ გავეშურე. ამ სოფელში, ბოლოს, რვა წლის წინ ვიყავი, სკოლა დავამთვარე თუ არა, სოფელზე და დაზე უარი ვთქვი და თბილისში გადავიხვეწე. დასთან არასოდეს მქონია კარგი ურთიერთობა; ის ჩემზე ათი წლით დიდი იყო. მის თვალში მე მუდამ გაუწონასწორებელი, პატარა გოგო ვიყავი, რომელსაც არასოდეს აინტერესებდა ოჯახური საქმეები და დღედაღამეს წიგნებთან ატარებდა. ცინიკურად უყურებდა იმ საკითხსაც, რასაც ჩემ მომავალზე ვამბობდი. მისი აზრით, ვერასოდეს შევძლებდი დამეწერა წიგნები და საერთოდაც ხელს მიშლიდა ოცნებაშიც კი. ამიტომ როგორც კი შანსი მომეცა, მასზე უარი ვთქვი და ყოველგვარი სინანულის გარეშე მისი ცხოვრებიდან გავუჩინარდი. ახლა კი, როდესაც ჩემ წარსულთან ასე ახლოს ვიყავი, საკუთარ თავში დარწმუნებული და ამაყი იმით, რომ მე ეს შევძელი, მასთან შეხვედრის არანარი შიში არ გამაჩნდა. დასთან ურთიერთობის მოგვარება მსურდა თუმცა, მისი უარის შემთხვევაში, ვიცოდი გულს ვეღარ მატკენდა მისი სიტყვები, მე უკვე მე ვიყავი, ოცნება ახდენილი, წარმატებული მწერალი. სახლის შესასვლელთან გავაჩერე ავტომობილი და ჟანგმოდებული „ჭიშკარი“ შევაღე. თითქოს არაფერი შეცვლილა და ყველაფერს ძველებური იერი შერჩენოდა. მხოლოდ სახლი მეჩვენა იმაზე მეტად შელახული, ვიდრე დავტოვე. ეს სახლი არასოდეს მიყვარდა. მასთან კარგი მოგონება არ მაკავშირებდა. ეზო ნახევრად გავიარე და სახლის ზღურბლზე უკვე შევნიშნე ჩემი და, რომელიც ჯერ ისევ ახალგაზრდა იყო, თუმცა სოფლის ყაიდას მასზე უკვე მოეხერხებინა მტანჯველი კვალის დატოვება. ტანჯვა ხომ ადამიანს მუდამ სახეზე აესახება, მისი ცივი სახის მიღმა კი, საკმაოდ ნათლად შეიძლებოდა ყოველი მისი განსაცდელის ამოკითხვა. თვალები მოიჩრდილა და როცა დარწმუნდა, რომ ნამდვილად მე ვიყავი, ჩემსკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა, მეც მის წინ გავჩერდი და თვალებში ჩავხედე. უხმოდ ამათვალერა. თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე შემისწავლა, მეც თვალი არ მომიშორებია მისთვის. ურყევი მზერით გავბურღეთ ერთმანეთი.
- არ გელოდი. ბოლოს ისევ მან დაარღვია სიჩუმე.
- მხოლოდ ამის თქმა შიგიძლია?
- შემოდი. შინ ისე შემიპატიჟა თითქოს ეს სახლი მხოლოდ მას ეკუთვნოდა, მე კი უბრალოდ გამვლელი ვიყავი, რომელიც წყლის დასალევად შეჩერდა. არაფერი შეუცვლია, გავიფიქრე შინ შესულმა, ისევ ძველი ხის მაგიდები და სკამები, ისევ ჩამონგრეული ჭაღი, გაშავებული ფარდები, გაჭვარტლული ჭერი, მოკლედ, საერთოდ არაფერი შეუცვლია ჩემს დას ამ რვა წლის მანძილზე. სახლში უჩვეულო სიჩუმე იდგა და მივხვდი ბავშვები სკოლაში იქნებოდნენ.
- შენი ქმარი სად არის? ვკითხე, როდესაც სადილი გააწყო.
- სამუშაოდ, გვიან მოვა. გაუხარდება შენი ჩამოსვლა.
- და შენზე რას მეტყვი?
- რა უნდა გითხრა ნინა, მიხარია რომ კარგად ხარ. არც კი ცდილობს თავლებში ჩამხედოს, თითქოს აქ არ ვიყო, თავისთვის უფრო ბურტყუნებს ვიდრე ჩემი მისამართით.
- მე არ მითქვამს რომ კარგად ვარ. წყლის ჭიქა შევათვალიერე და ისევ უკან დავაბრუნე.
- ლაქა აქვს? გამომტაცა ხელიდან.
- დამშვიდდი უბრალოდ შევათვალიერე. არ აქვს ლაქა. ოდნავ დამშვიდდა.
- შენ ხომ ყველაფერს მიაღწიე რაც გინდოდა.
- და შენ ეს არ გახარებს, არა? გულის სიღრმეში ვნანობაქ ჩამოსვლას მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებ.
- ნუ სულელობ, შეიძლება ადრე შენს ოცნებას უბრალო ახირებად ვთვლიდი და შენ შესაძლებლობას არ ვაფასებდი, მაგრამ შენი ყველა წიგნი შევიძინე ეს გაკმაყოფილებს?
- წიგნის შეძენა არ ნიშნავს საკუთარი დის სიყვარულს თეა, მაგრამ შენთან ჩხუბს არ ვაპირებ.
- შენ თავს შეხედე, ნამდვილი ქალი გახდი, კარგად გაცვია, ლამაზად გამოიყურები. მე შემომხედე, შენს ფონზე არარაობა ვარ.
- არარაობა არ ხარ და არც ჩემი ბრალია შენი ასეთ დღეში ყოფნა. შენ უნდა გეზრუნა ჩემზე, როცა დედამ მიგვატოვა, ამის სანაცვლოდ მუდამ მავიწროვებდი და ხელს მიშლიდი მესწავლა, ამიტომაც წავედი აქედან და ყველაფერს მარტომ მივაღწიე, ყველასგან დაუხმარებლად. გამზიარებელიც კი არავინ მყავდა.
- ხო, ვიცი ნინა, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი შენთან მიმართებაში, თუმცა უკვე ზრდასრული ქალი ხარ და ალბათ აჯობებს, წარსულის ქექვას თუ არ დაიწყებ.
- არც ვაპირებ, მე აქ დასთან ურთიერთობის აღსადგენად ჩამოვედი, თუ რა თქმა უნდა მასაც ენდომებოდა.
- ვფიქრობ ერთხელ გატეხილს ვეღარ გაამთელებ. ის ჩემზე ჯიუტი აღმოჩნდა, გამეღიმა.
- ისადილებ?
- არ მშია. წამოვდექი და ოდნავ თავბრუ დამეხვა, მაგიდას ხელებით ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ.
- ცუდად ხარ?
- უბრალოდ გზამ დამღალა. თუ წინააღმდეგი არ ხარ ცოტას დავისვენებ და შემდეგ უკან დავბრუნდები.
- შენს ოთახში ადი. ეს სიტყვები გულს ისე მომხვდა ცრემლი ვერ შევიკავე. -ხელი არ მიხლია. ამბობს თეა. არაფერი შემიცვლია, ყველა ნივთი ისევ ისე დევს როგორც ადრე. ძალიან მინდა რომ ვიტირო თუმცა არ მინდა ჩემი სისუსტე დავანახვო. მხოლოდ მადლობას ვუხდი და მეორე სართულისკენ ვიძრები.
- ნინა. მესმის ზურგს უკან, თეასკენ ვბრუნდები. ის მომიახლოვდა, თვალეცრემლიანმა დიდხანს მიყურა ბოლოს კი გულში ჩამიკრა ისე, როგორც ადრე ვოცნებობდი. კაბის კალთით ცრემლი შეიმშრალა მერე კიდევ გადამეხვია, ასე ერთმანეთში გადახლართულები ვიდექით და ორივენი ვქვითინებდით. მერე ჩემს ოთახში ავედი. კარები შევაღე თუ არა მთელი წარსული ჩემს თალწინ წამებში ფირად ქცეული ფილმივით დატრიალდა. გული სვაგვარად აძგერდა, საწოლზე მივწექი და ემოციებით დაღლილს მალევე ჩამეძინა კიდეც. კარგა შებინდებული იყო როდესაც გამეღვიძა, თმა შევისწორე და ქვემოთ ჩავედი, მისაღებში ოჯახის სრული შემადგენლობა დამხვდა. ბექამ, (ტეას მეუღლემ) გულწრფელად ჩამიკრა გულში და როგრც ადრე ახლაც თმა ამიჩეჩა.
- როგორ დახვეწილხარ. ამბობს ღიმილით. - როგორც იქნა გაიხსენე ხომ შენი ოჯახი?!
- ბევრი დრო გავიდა.
- ძალიან ბევრი, მოდი ვისადილოთ. მერე ბავშვებს ჩემი თავი გააცნეს. მათთან საერთო ენა მალევე გამოვნახე. უმცროსი ბიჭი საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა, თეამაც აღიარა რომ ირაკლი მე მგავდა, წერა უყვარდა და საინტერესო პოეზიას ქმნიდა. გოგო კი ექიმობაზე ოცნებობდა, თეას დავპირდი თუ სკოლის დასრულების შემდეგ თბილიში ჩემთან გამოუშვებდა, ორივეს სათანადო განათლებას მივცემდი. ბევრი ყოყმანის შემდეგ ამაზე დავითანხმე და ბავშვების ბედნიერებასაც საზღვარი არ ჰქონდა. სამი კვირის შემდეგ, თავი სუსტად ვიგრძენი, იმდენად სუსტად, რომ ჩემმა დამ ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ადგილობრივ ექიმთან მიმიყვანა. ეს ჩემ გეგმებში არ შედიოდა თუმცა არ გამკვირვებია ექიმის პასუხი ჩემს ფეხმძიმობასთან დაკავშირებით. ამას ბოლო პერიოდია თვითონაც ვგრძნობდი და პირველ რიგში ეს ჩემ ხასიათზე აისახებოდა, იმ მიმტევლობაზე სულგრძელობაზე, სიკეთესა და სიყვარულზე, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში განვიცდიდი. აი, ჩემი შანსი, გავიფიქრე ჩემთვის; აი ჩემი ახალი ცხოვრების პირველი ფურცელი. ბედნიერი ვიყავი, ძალიან ბედნიერი და ჩვეულებრივზე მეტად მშვიდი.
ყველას ცხოვრებაში დადგება დრო, როცა ერთხელაც, ღამე, უცებ გამოფხიზლდები კოშმარული ძილისგან და საკუთარ თავს დაბნეული კითხავ _ "რა მოხდა?" და მიხვდები, რომ მოხდა საშინელება, არა, საშინელებაზე მეტი _ ისე გავიდა "ცხოვრება", რომ არ გიცხოვრია, რადგან ვერ მიხვდი, რატომ გაჩნდი, რატომ იცხოვრე! ალბათ, ამიტომაა, რომ მრავალი ჩვენგანი ამ კითხვას თავს არიდებს, ემალება და მალვით ცდილობს ცხოვრებას მოუგოს. ეს თამაში შეიძლება მხოლოდ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გაგრძელდეს. უკანასკნელი წუთი მაინც ჩაგვაფიქრებს და ეს ზემოხსენებულ საშინელებაზე მეტია, რადგან უკვე ვეღარაფერს მოვასწრებთ. ეს აღარ მემუქრებოდა, ვიცოდი რისთვის ვიცხოვრე, ბევრი შეცდომის, ტანჯვის, იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც წამოვდექი მაშინ, როდესაც დავეცი და ცხოვრებას თვალებში ჩავხედე. ჩემი შვილი, ეს იყო ის, რის გამოც უნდა მეცხოვრა.
- ბავშვის მამა ვინ არის? მკითხა სახლში მისულს ჩემმა დამ.
- კაცი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.
- დასად არის ის, ან მთელი აქ ყოფნის განმავლობაში მასზე რატომ სიტყვა არ დაგცდენია? წამოვდექი და გარეთ გასვლა დავაპირე.
- ნინა ნუ ცდილობ საუბარს თავი აარიოდო.
- მას გუგა ქვია.
- და სად არის გუგა?
- თბილისში თავის ცოლთან. შევატყვე როგორ ეცვალა თეას ამის გაგონებაზე სახე.
- ცოლიან კაცს ხვდები?
- მასმანამ ვხვდებოდი სანამ ცოლს მოიყვანდა, ეს გრძელი ამბავია თეა, არმსურს ამაზე საუბარი.
- იცი რა ძნელია იყო მარტოხელა დედა?
- მე მარტოხელა არ ვარ.
- მაგრამ მას ხომ ცოლი ყავს. პასუხის გაცემას აღარ ვაპირებ. - მას როდის ეტყვი? არ მომეშვა თეა.
- მაშინ, როცა ვნახავ. თეამ საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა, მეც დასვენება მჭირდებოდა და საძინებელს მივაშურე. ორი კვირის შემდეგ, დას იმ პირობით დავემშვიდობე, რომ მალე ჩემ სანახავად თვითონ ჩამოვიდოდა და თბილიში დავბრუნდი. იმ საღამოსვე გუგა ვნახე, ძალიან მენატრებოდა და სხვა არაფერი მინდოდა მისი სიახლოვის გარდა. მისთვის ორსულობის შესახებ არაფერი მითქვამს, მინდოდა ცოლს ამ ამბის შეტყობის გარეშე გაშორებოდა. ალერსით დაღლილები საწოლზე ვიყავით გაშოტილები. ის ჩემ შიშველ სეულზე თითების ცეკვით იყო გართული.
- როგორც ჩანს კარგად გამოგკვება შენმა დამ. მეუბნება მოულოდნელად ღიმილით?
- მოვიმატე?
- კი და ძალიან გიხდება. შემდეგ კვირას სასამართლოში მივდივართ მე და ელენა. მოულოდნელად სუნთქვა მეკვრის და საუბრის გაგრძელების მოლოდინში სრულიად ვიძაბები. - ხელს ვაწერთ...
- ანუ?
- ანუ, ჩვენ აღარ მოგვიწევს დავიმალოთ... უეცრად ტირილს ვიწყებ, გუგა ღიმილით მიკრავს მკერდზე და მეც უცოდველი ბავშვივით მეძინება.
სამშაბათს, სწორედ იმ დილით, როდესაც გუგამ ხელი უნდა მოაწეროს განქორწინებას, ძილბურანში კარზე გაბმული ზარის ხმა მესმის და ძლივს ვახერხებ ძილს თავი დავაღწიო, ხალათი მოვიცვი და ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი კარებთან მივლასლასდი. კარს ვაღებ.
-დილამშვიდობის. ამბობს ელენა. მომენტალურად ვფხიზლდები.
- შემომიშვებ?
- რა თქმა უნდა. კარს ფართოდ ვაღებ.
- ის პირდაპირ სამზარეულოსკენ მიდის, კარადიდან ჭიქას იღებს და ონკანიდან წყალს ავსებს, სულმოუთქმელად ცლის ერთ ჭიქას და სკამზე ჯდება. - ბოდიში რომ ასე ადრიანად შემოგეჭერი.
- არაფერია. ვამბობ მე და მის წინ ვჯდები, არც კი ვიცი რამე უნდა ვკითხო თუ არა.
- ძალიან მიყვარს. ამბობს მოულოდნელად და ტირილს იწყებს, ვიგრძენი როგორ გამიჩერდა გული.
- ელენა.
- არაფერი თქვა. ვჩუმდები. მე ვიცოდი, ყოველთვის ვიცოდი, რომ მასზე დაოჯახება ყველაზე სულელური ნაბიჯი იქნებოდა. მთელმა ქალაქმა იცოდა თქვენი სიყვარულის შესახებ, თავიდანვე უნდა მცოდნოდა რომ ვერ გავდენიდი შენს არსებობას.
- ყველაფერი წინ გაქვს. მის ნუგეშს შევეცადე. იღიმის.
- ვიცი.
- ჩემთან რისთვის მოხვედი?
- სიმართლეს გეტყვი, წარმოდგენა არ მაქვს. მოულოდნელად ხმით გადაიხარხარა. ცოტა არ იყოს დავიძაბე. მინდოდა ერთხელ კიდევ მენახა ჯოჯხოთის მოციქული, რომელმაც ცხოვრება დამიმახინჯა. უხოდ ვისმენ მის შეურაწყოფას? - არაფერს მეტყვი? ამბობს ბოლოს.
- ჩემგან რისი მოსმენა გსურს. დგება და ახლოს მოდის, სხეული მეძაბება, მუცელზე მაშტერდება.
- იცის?
- რა? ვცდილობ მის მზერას თვალი ავარიდო.
- ბავშის შესახებ.
- არა. ვამბობ და თავს დამნაშავე ბავშივით ვხრი.
- რას ელოდები?
- ბავშით მანიპულირება არ მიფიქრია. იღიმის. ხუთი წუთი უხმოდ მიყურებს მერე ღრმად ამოისუნთქა, ცრემლი შეიმშრალა და გასასვლელისკენ დაიძრა. -ელენა. გაუბედავად ვეძახი. ჩემკენ ბრუნდება. - მაპატიე. ვამბობ ძლივს გასაგონად.
- იმედი მაქვს შენც ისევე დაიტანჯები, როგორც მე. ამბობს და კარებში უჩინარდება.

სასამართლომ ყოველკვარი სკანდალის გარეშე ჩაიარა, გუგა უკვე უცოლო კაცი იყო, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა. გადავწყვიტე მისთვის რომანტიული საღამო მომეწყო და ასე მეთქვა მომავალი შვილის დაბადების ამბავი. საღამოს, მხოლოდ ჩვენ ორნი ვისხედით მოკრძალებული სუფრის გარშემო. გუგამ ჩვენი ერთად ყოფნის სადღეგრძელოს შესმა გადაწყვიტა და ჭიქები შეავსო. სადღეგრძელო ვთქვით და მე სასმლისათვის პირი არ დამიკარებია, ეს არ გამოპარვია და ეჭვის თვალით შემომხედა.
- რა ხდება შენს თავს ნინა? ყველაფერი კარგად არის?
- არ მინდა დალევა.
- როგორც იქნა შეგვიძლია ერთად ყოფნის სადღეგრძელო დავლიოთ და შენ ამბობ რომ არ გსურს? უცნაურია, ამბობს ის და იჭვნარევი მზერით მათვალიერებს. -რამე მოხდა? აფორიაქებული მეჩვენები.
- რას იგრძნობ თუ გეტყვი რომ მალე მამა გახდები. გუგა შეშდება, ისეთ სახეს იღებს ერთი წამით ისისც კი დავუშვი რომ არ გაუხარდა. მერე თავი ხელებში ჩარგო, რამოდენიმე წამს უხმოდ, თავჩარგული იჯდა, ბოლოს კი ეს სიჩუმე მისმა გაუბედავმა ზლუქუნმა დაარღვია.
- მამა გავხდები? მეკითხება ჩაწითლებული თვალებით.
- ჰო. ამ განცხადებას მოჰყვა მღელვარება, სიხარულის ყვირილი, სუფრიდან აშლა და ვნების მორევის საწოლში გადატანა. მე ბედნიერი ვიყავი, რადგან საყვარელი კაცის გაბედნიერება შემეძლო, ბავშვი, რომლსაც მუცლით ვატარებდი, უკვე ჩემი ყველაზე დიდი საუნჯე იყო.
ცხოვრება თავის კალაპოტში დგებოდა. მე ვმუშაობდი, თუმცა მომავალ შვილზე ფიქრი აზრებს ხშირად მიკარგავდა და ახალი წიგნის დასასრულს ბოლო არ უჩანდა. სიმართლე უნდა ითქვას და ამის გამო, საერთოდ არ ვღელავდი. მე მყავდა ოჯახი, ოჯახი, რომელზეც დიდი ხანი ვვოცნებობდი. საყვარელი მამაკაცი, რომელიც მუდამ ჩემ გვერდით იყო და ყველა ჩემ სურვილს უსიტყვოდ ასრულებდა. ხშირად მოდიოდნენ ძველი მეგობრები, მათ შორის იყო ლილეც, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა ჩემი ბავშვი მოენათლა, მეც რა თქმა უნდა არც დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი. ის ხომ ყველაზე რეალური იყო, იმ ადამიანებს შორის ვინც გარს მეხვივნენ. ჩემი და გუგას საზოგადოებაში ერთად გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც პრესაში, ასევე ტელევიზიაში. ათასგვარ ჭორებს ავრცელებდა თბილისის ბომონდი, თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. რეალურად მე ვიყავი ქალი, რომელმაც ბევრი შეცდომის მიუხედავად, შეძლო ცხოვრების არსს ჩაწვდომოდა. ამოეხსნა ის ამოცანა, რასაც ამდენი წლის მანძილზე შესაფერისი ფორმულა ვერ მოუძებნა.
ის, რომ იყო ბედნიერი, სულაც არ ნიშნავს აკეთო ყველაფერი, რაც მოგესურვება. ცხოვრებაში მიზანი უნდა გაგაჩნდეს. შესაძლოა ეს მიზანი ვიღაცისათვის, უბრალოდ, კარგი ქმრის ყოლა იყოს, შესაძლოა ვიღაცის მიზანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა იყოს; ვიღაცის მიზანია იყოს უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, ვიღაცას უნდა ქვეყანა მართოს, ვიღაცისათვის კი სულაც არ აქვს მნიშვნელობა მისი ქვეყნის სათავეში ვინ იდგება, მისთვის მთავარია გემოვნებიან მუსიკას უსმინოს; ვიღაცას სურს მხატვარი გამოვიდეს, ვიღაცას კი საერთოდ არაფერი სურს მხოლოდ უნდა, რომ უფალმა მშვიდი ძილის საშუალება მისცეს. მე კი მსურდა, ბევრი მკითხველი ჰყოლოდა ჩემ წიგნებს და ამ მიზნით ვიცხოვრე, ასეც მოხდა და მაშინ, როცა ეს მიზანი შესრულებული იქნა, ცხოვრებამ ახალი მიზნის დასახვა მომთხოვა. არ ვიცი ღვთისაგან ბოძებული უნარით, თუ უბრალოდ ბედის გაღიმებით, მაგრამ მე, მეორე მიზანსაც მივაღწიე და დღეს უკვე ბედნიერი ცოლი და დედა ვარ. ახლა კი, მიზნად დავისახავ, ჩემი არსებობით გარშემო მყოფთ ბედნიერება და სიხარული მივანიჭო. მიზნად დავისახავ, ყველას დავავიწყო ჩემ მიერ დაშვებული შეცდომები და თუ მე, დედას მესამედაც მივეცი შანსი, ჩემ ცხოვრებაში შემოსულიყო და შვილიშვითან ყოფნით მისთვის ლამაზი სიბერე შემექნა, იმედი მქონდა, ასევე დიდსულოვნები აღმოჩნდებოდნენ ჩემ მიერ ბევრჯერ გულმოკლული ადამიანები და მათი ცხოვრების კარს ისევ გამიღებდნენ.
მცდარია გავრცელებული აზრი, თითქოს წარმატება ადამიანს რყვნის, ამპარტავან, თვითკმაყოფილ ეგოისტად აქცევს. რა თქმა უნდა რაღაც პერიოდის განმავლობაში, მანამ სანამ შენი ახალი ცხოვრების რიტმს ფეხს აუწყობ, შესაძლოა ასეც მოხდეს, დაბრმავდე და რეალურად მსჯელობის უნარი დაკარგო. თუმცა, თუ საბოლოოდ არ გადაეშვები თავაწყვეტილი ვნების მორევში, საპირისპირო ხდება - წარმატების შემდგომ, უმრავლეს შემთხვევაში, ადამიანი, თავმდაბალი, მიმტევებელი და კეთილი ბუნების ხდება. მე შევძელი ჩემ ქვეცნობიერში შეღწევა, დალუქული უჯრების გახსნა და ისტორიის განახლება, შევძელი ცხოვრებასთან ზავი დამედო და მანაც ყველა საჭირო კარი გამიღო...

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Srulyofili dasasruli hqonda<3

 



№2  offline წევრი Lineta

ანი
მომეწონა.
არა ძალიან მომეწონა დასასული.
მიხარია რომ ნინამ გაიმარჯვა თუმცაა
როგორც ჩემი უკუღმართი სალანდერი იტყოდა "ჰეფიენდი დაუკამყოფილრბლობის გრძნობას მიტოვებს".
ვფიქრობ ნინა უბრალოდ დანებდა. უბრალოდ მასის ნაწილად იქცა. იმ მასის სხვის ოჯახებს რომ ანგრევრნ, სხვა სრომ ტკენენ.
და მაინც ნინა გაცილებით ძლიერია ვიდრე გუგა, ლილე ელენა და სხვა დანარჩენი ყველა ერთად აღებული.
გუგა? გუგა უბრალოდ "მეპატარავება" ნინასთვის. ალბათ ძლიერი კაცია თუმცა ნინას მარტო ძლიერი არა მასზე ძლიერი ადამიანი სჭირდება გვერდით.
რა უნდა ვთქვა?
მარტო შენ შეგიძლია ის დაასსრული რომელიც არ მომწონს "მიმაღებინო" და სხვანაირი ნინაც მომეწონოს.
უფრო თბილი და უფრო მოსიყავრულე.
როგორი კარგი ხარ ნეტავ თუ იცი ❤️

 




Lineta
ანი
მომეწონა.
არა ძალიან მომეწონა დასასული.
მიხარია რომ ნინამ გაიმარჯვა თუმცაა
როგორც ჩემი უკუღმართი სალანდერი იტყოდა "ჰეფიენდი დაუკამყოფილრბლობის გრძნობას მიტოვებს".
ვფიქრობ ნინა უბრალოდ დანებდა. უბრალოდ მასის ნაწილად იქცა. იმ მასის სხვის ოჯახებს რომ ანგრევრნ, სხვა სრომ ტკენენ.
და მაინც ნინა გაცილებით ძლიერია ვიდრე გუგა, ლილე ელენა და სხვა დანარჩენი ყველა ერთად აღებული.
გუგა? გუგა უბრალოდ "მეპატარავება" ნინასთვის. ალბათ ძლიერი კაცია თუმცა ნინას მარტო ძლიერი არა მასზე ძლიერი ადამიანი სჭირდება გვერდით.
რა უნდა ვთქვა?
მარტო შენ შეგიძლია ის დაასსრული რომელიც არ მომწონს "მიმაღებინო" და სხვანაირი ნინაც მომეწონოს.
უფრო თბილი და უფრო მოსიყავრულე.
როგორი კარგი ხარ ნეტავ თუ იცი ❤️


მადლობა ლილე ❤
მიხარია, ძალიან მიხარია რომ ბევრი დეტალის გაშიფვრა მოახერხე.

მადლობ რომ ჩემთან ხარ

 



№4  offline მოდერი სალანდერი

მე ისა.
მგონი არაფრის თქმა არ მინდა.
მხოლოდ "მე ვარ გაუწონასწორებელი, უემოციო პირუტყვი, რომელმაც არ იცის გარშემომყოფების პატივისცემა და მათი გრძნობების დაფასება"
კიდევ რამდენიმე, მაგრამ ამან განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება.
იდეალური იყო, რისთვისაც შეიქმნა იმისთვის.
გელოდები. ❤

 



№5 სტუმარი სტუმარი სიბილა

ფანჯრებსმიღმა ეს საოცარი მოტკბო, ნოსტალგიური და შემოდგომისფერი ნიავი რომც არ იძვროდეს, მომეჩვენებოდა, ამ დასასრულის შემდეგ.მე ხომ ყველაფერი შესაძლებლად მიმაჩნია, როცა საქმეში ჩნდება ისეთი სასწაული, რომელსაც შენი შვილი ჰქვია სახელად. რომელსაც ასე ამაოდ ველი დღემდე და ნინას ვითო "დანებება"ც აქედან მოდის.მოხარული ვარ ნინას გამო...და შენს გამოც, ავტორო...კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაიკეჩა, შენს შემოქმედებაში.
მეც..გელი..ახლაი ამბებით.

გრამატიკული ამბები მე მაპატიეთ, ცოტას ვღელავდი და დაეტყოო))

 




სალანდერი
მე ისა.
მგონი არაფრის თქმა არ მინდა.
მხოლოდ "მე ვარ გაუწონასწორებელი, უემოციო პირუტყვი, რომელმაც არ იცის გარშემომყოფების პატივისცემა და მათი გრძნობების დაფასება"
კიდევ რამდენიმე, მაგრამ ამან განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება.
იდეალური იყო, რისთვისაც შეიქმნა იმისთვის.
გელოდები. ❤


იდიალურ-რისთვისაც შეიქმნა იმისთვის.
შენ ხარ იდიალური სალანდერ ❤

სტუმარი სიბილა
ფანჯრებსმიღმა ეს საოცარი მოტკბო, ნოსტალგიური და შემოდგომისფერი ნიავი რომც არ იძვროდეს, მომეჩვენებოდა, ამ დასასრულის შემდეგ.მე ხომ ყველაფერი შესაძლებლად მიმაჩნია, როცა საქმეში ჩნდება ისეთი სასწაული, რომელსაც შენი შვილი ჰქვია სახელად. რომელსაც ასე ამაოდ ველი დღემდე და ნინას ვითო "დანებება"ც აქედან მოდის.მოხარული ვარ ნინას გამო...და შენს გამოც, ავტორო...კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაიკეჩა, შენს შემოქმედებაში.
მეც..გელი..ახლაი ამბებით.

გრამატიკული ამბები მე მაპატიეთ, ცოტას ვღელავდი და დაეტყოო))


მიხარია რომ ისიამოვნე.

ჰო ვმუშოაბ არ ვიცი შემდეგი იატორია როგორი იქნება მაგრამ ვმუშაობ ❤

 



№7 სტუმარი ნია

ზუსტად ის ემოციები მივიღე ამ ისტორიის ხელახლა წაკითხვით, რაც ასე მაკლდა <3
შეიძლება ზედმეტად ბანალური ვარ, მაგრამ არ ვთვლი ნინას სისუსტედ მის ბედნიერებისკენ მობრუნებას. იქ სადაც სიყვარული და ორმხრივ გრძნობა იმარჯვებს, ჩემი აზრით სიძლიერეა და დიახ, ნინამაც და გუგამაც დაამარცხეს ყველა ის დემონი, რომელიც მათ უერთმანეთობისკენ უბიძგებდა.
ანი, საოცარო და უნიჭიერესო გოგო, ბევრი ესეთი ისტორია მინდა. მხოლოდ შენ შეგიძლია ესე მიმაჯაჭვო პერსონაჟების ცხოვრებას და ისე აღვიქვა ისინი, როგორც რეალურები <3

 




ნია
ზუსტად ის ემოციები მივიღე ამ ისტორიის ხელახლა წაკითხვით, რაც ასე მაკლდა <3
შეიძლება ზედმეტად ბანალური ვარ, მაგრამ არ ვთვლი ნინას სისუსტედ მის ბედნიერებისკენ მობრუნებას. იქ სადაც სიყვარული და ორმხრივ გრძნობა იმარჯვებს, ჩემი აზრით სიძლიერეა და დიახ, ნინამაც და გუგამაც დაამარცხეს ყველა ის დემონი, რომელიც მათ უერთმანეთობისკენ უბიძგებდა.
ანი, საოცარო და უნიჭიერესო გოგო, ბევრი ესეთი ისტორია მინდა. მხოლოდ შენ შეგიძლია ესე მიმაჯაჭვო პერსონაჟების ცხოვრებას და ისე აღვიქვა ისინი, როგორც რეალურები <3


ნია დაბრუნდი? ❤
ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი პატარა ❤
მომენატრე შენი ზღვა ემოციებით ❤

 



№9  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ენ,
მე ხომ ვიცი რისთვის, მაგრამ მაინც არ მემეტება.
შენ შექმენი ეს "მათთვის" და იყო "სრულყოფილი" დასასრული.

ზემოთ თქვა იდეალური იყო, რისსთვისაც შეიქმნა იმისთვისო.
მართალია, ჰო.
მე მაინც მოვედი აქამდე, მხოლოდ შენ გამო და ვერ ვისიამოვნე.
ხომ იცი, რატომაც...
ვერ ვიტან ნინას, დაკარგვას, ჩაძირვას, დაცემას.

ფრაზები ამოვინიშნე.
ბევრიც ვიცანი.
მხოლოდ, ამის გამო ღირდა.

ჰო და მიყვარხარ მე შენ!
გელოდები შენ ჩემთვის, შენთვის, კიდევ ერთისთვის და არა, "მათთვის".
მადლობა.

 



№10  offline წევრი ჰალუცინოგერი

ელპინი
ენ,
მე ხომ ვიცი რისთვის, მაგრამ მაინც არ მემეტება.
შენ შექმენი ეს "მათთვის" და იყო "სრულყოფილი" დასასრული.

ზემოთ თქვა იდეალური იყო, რისსთვისაც შეიქმნა იმისთვისო.
მართალია, ჰო.
მე მაინც მოვედი აქამდე, მხოლოდ შენ გამო და ვერ ვისიამოვნე.
ხომ იცი, რატომაც...
ვერ ვიტან ნინას, დაკარგვას, ჩაძირვას, დაცემას.

ფრაზები ამოვინიშნე.
ბევრიც ვიცანი.
მხოლოდ, ამის გამო ღირდა.

ჰო და მიყვარხარ მე შენ!
გელოდები შენ ჩემთვის, შენთვის, კიდევ ერთისთვის და არა, "მათთვის".
მადლობა.


ელ. ❤
მადლობა.❤
ჰო მართალი ხარ. ❤
იქნება.❤
ჩენთვის.❤
შენთვის.❤
და კიდევ ერთისთვის❤.

ჩვენთვის❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent