შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი ტყუპისცალი(თავი მეორე)


4-09-2018, 14:21
ავტორი Farvana
ნანახია 145

მე და ჩემი ტყუპისცალი(თავი მეორე)

ანდრეა(ახალი ფსიქიატრი)
კატომ კარები იმხელაზე გაიჯახუნა,კარები ანჯამებიდან კინაღამ ჩამოხსნა,დერაფანში გავარდა თითქოს მის სახლში ყფილიყოს და ისე ისეირნებდა,როგორც სურდა უკან ექთანი გაეკიდა,რომელიც მის გაჩერებას ცდილობდა.ანდრეა კი ცოფებს ყრიდა ამ გაუზრდელი გოგოს გამო.
-გაუზრდელი გოგო,როგორც ჩანს მოქცევის და ზრდილობის წესები არ ასწავლეს.მე აქ მის გამო უნდა ვიყო და მისი უდანაშაულობისთვის ვიბრძოლო,ის კიდევ აქეთ მეჩხუბება და შურიანი ხალხის ნაბოდვარს უსმენს.პატარა ქალბატონო ჭკუას გასწავლი,მე ვიქნები ის ადამინი ვინც ზრდილობის და მოქცევის წესებს გასწავლის.-სანდროოო!
კარებში თეთრებში გამხდარი ბიჭი შემოვიდა,რომელსაც თავი დახრილი ჰქონდა მორჩილების ნიშნად,თითქოს და კაცის ეშინოდა,შეიძლება არც ეშინოდა,უბრალოდ პატივს სცემდა.ამ გრძნობებიდან ვერცერთს ამოიკითხავდა მისი სახიდან,ყოველნაირად უემოციო და უსულო სახე ჰქონდა.საგიჟეთში ყველა „ჯალათს“ ეძახდა,როდესაც პაციენტებს ვერ იმორჩილებდნენ მას იძახებდნენ.ის მათთან ოთახში იკეტებოდა და ათას სისაძაგლეს უკეთებდა,იმდენ ხანს ყავდა პაციენტები,გარეთ გამოსულები გაშტერებულები იყვნენ.ისედაც ვერ აღქმულ სამყაროს კიდევ უფრო უცნაურად საშინლად უყურებდნენ.არავინ იცოდა შიგნით რას აკეთებდა ან რაში აინტერესებდათ,როდესაც პაციენტები უფრო მშვიდები ხდებოდნენ.მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა თუ რატომაა ანდრეას წინაშაზე ჯალათი თავ მოდრეკილი.
-გისმენთ ბატონო ანდრეა!ხმაც ისეთი ცივი,ბოროტი და გამწინავი აქვს,როგორიც ქმედებები,თვალები ხომ საერთოდ ცივი და მკვლელის.
-ჩვენი პაციენტი კატო ახვლედიანი მინდა,რომ სადამსჯელო ოთახში ერთი კვირით გამოკეტო.არანაირი თვითმომსახურების ნივთები,არანაირი საკვები და წყალი მიუტანო.არც ერთი თქვენგანი არ გაესაუბროთ,მხოლოდ ის გადაეცით,თუ ვინ გაუშვი იქ.
-ახლავე ბატონო ანდრეა.
-მოიცადე!გაფრთხილებ სანდრო მას,რომ ერთი პატარა ნაკაწრიც ჰქონდეს პასუხს შენ აგებ.იქ დატოვებ და შიგნით არ შეხვალ გასაგებია?!
-გასაგებია.სანდრომ კბილები ერთმანეთზე გაუსვა და საშინელი ხრჭიალის ხმა მოემა კარებტან მდგომ ექთან ბიჭს.რა თქმა უნდა შეეშინდა,აქ ყველას სანდროსი ეშინოდა,მაგრამ ახლა თვითონ იყო დაშინებული.როგორ უნდოდა კატოსთვის თავისებურად მიეხედა,მაგრამ ანდრეა გაიგებდა მისი საქმეების შესახებ და ციხეს ნამდვილად ვერ აცდებოდა.ორი ბიჭი გაიყოლა თან,დერეფანში გაცეცხლებული კატო დაინახეს,მის გვერდით სოფია იყო,მაშინვე ჩამოაშორეს და კატო წაიყვანეს.მთელი ძალით ოთახში მოისროლეს,თითქოს ნაგვის დიდი ტომარა ყოფილიყოს.ანდრეა კაბინეტში ბოლთას ცემდა,ბოლომდე არ ენდობოდა სანდროს.მის ერთგულ ექთანს კირილეს სთხოვა დახმარება,რომელიც ყველგან სადაც მიდიოდა თან დაყავდა.კირილე თვალს ადევნებდა,სანდროს საბედნიეროდ კატოსთვის ცუდი არაფერი დაუშავებია,მხოლოდ ოთახში ჩაკეტა.ანდრეამ გადაწყვიტა ის საბუთები მოეძებნა,რომლებიც გამომძიებელმა გიგამ და ფსიქიატრმა დემეტრემ შეადგინა.ფსიქიატრის ჩანაწერებს არქივში იპოვიდა.
-გამარჯობათ ქალბატონო ნინელი.
-გამარჯობათ!ქალმა ცხვრიზე დაკოსებული სათვალე შეატრიალა და ყმაწვილი კარგად შეათვალიერა.-სამწხაროდ ვერ გცნობთ!
-მე ახალი ფსიქიატრი ანდრეა აბაშიძე ვარ.
-გასაგებია!რა გნებავთ?
-მე დემეტრე თავართქილაძის ჩანაწერები მაინტერესებს კატო ახვლედიანთან დაკავშირებით.
-ახლავე გადავამოწმებ.კომპიუტერში რაღაცას ეძებდა დიდი ხანი არც დასჭირვებია.
-ვწუხვარ მაგრამ აქ საერთოდ არანაირი ჩანაწერებია კატო ახვლედიანის შესახებ.
-უკეთესად გადაამოწმეთ.
-მთელ ბაზაში მოვძებნე ,მაგრამ არ არის.
-ნახვმადის!უკმაყოფილო გამოვიდა გარეთ.ისედაც უჟმური ხასიათის მქონე,კიდევ უფრო გაუჟმურდა.დირექტორს სთხოვა დემეტრეს ოთახის გასაღებუ მიეცა.კარები შეაღო,ყველაფერი ისევ ისე იყო,როგორც ადრე.არაფერი იყო გადაადგილებული.კირილეს დახმარება სთხოვა და საბუთებს ძებნა დაუწყო.ვერაფერი იპოვა,ვერცერთი ჩანაწერი.გამომძიებელთანაც იგივე იყო.თითქოს თითოეული საბუთი რაც მოიძიეს გაქრა.კაბინეტში ნერვიულად დააბიჯებდა,საშინლად გაბრაზებული და გაცოფებული იყო.ახლა იძულებული იყო თავად მოეძიებინა ყველაფერი,ახლა გამომძიებლებს ვეღარ ენდობოდა.ყველაფერი თავად უნდა შეეკრა და გამოეძიებინა.ყველაფერს მეორე დღიდან დაიწყებდა.დილით ადრე გაიღვიძა,საყვარელ კაფეში გემრიელი კაპუჩინო შეუკვეთა და ადგილს მოწყდა.პირველად კაბინეტში მივიდა,სხვა პაციენტების საქმეები მოაგვარი და პირდაპირ გლდანის ციხისკენ წავიდა,სადაც ვალე დადიანი იჯდა.ციხის შესასვლელთან არ ისე დიდი ხანი დასჭირდა ლოდინისთვის.
-გისმენთ ვითან ხართ?
-მე ვალე დადიანის სანახავად ვარ მოსული.
-მისი ვინ ხართ?
-მე ფსიქიატი ვარ,მას აუცილებლად უნდა შევხვდე.
-გასაგებია,ნახვისთვის მხოლოდ ხუთი წუთი გექნებათ.
-ხუთი,არ მეყოფა.
-ეს ციხეა და გასართობი ცენტრ.აქ იმდენ დროს ვერ მოქცემთ რამდენიც გნებავთ.
-მის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ-ერთი დამნაშავის საქმეში,ძალიან გთხოვთ.
-ადმინისტრაციაში გავარკვევ და ახლავე გაგცემთ პასუხს.
-ადამიანი არ ხართ?ოჯახი არ გყოლიათ?ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ.
-შეგიშვებთ,მაგრამ სიტყვა არ დაგცდეთ სადმე.
-სამარე ვარ და კიდევ ჩამწერსაც შევიტან თუ შეიძლება.
კაცმა თავი გაქნია,მაგრამ მაინც შეუშვა.ერთ-ერთმა დარაჯმა ნახვის ოთახამდე მიაცილა და ოთახში დატოვა.სანამ ვალე მოვიდოდა ოთახს თვალი მოავლო,დიდად გასაოცარი და ლამაზი ნამდვილად არ იყო.ხალხით სავსე დარბაზი,სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ.მალევე შემოიყვანეს ვალე.მის წინ დასვეს და დატოვეს.
-თქვენ ვინ ხართ?მე არ გიცნობთ.
-მე ანდრეა აბაშიძე ვარ კატო ახვლედიანის ფსიქიატრი.გოგონას სახელის ხსნებაზე კაცს ფერი ეცვალა.სახე ათასფრად აუჭრელდა,აღარ იცოდა სად წასულიყო,უნდოდა კარები გაეგლიჯა და იქედან გაქცეულიყო.-რამე ხომ არ გაქვთ სათქმელი?
-იცით?ძლივს ამოთქვა მხოლოდ ეს ერთი სიტყვა.
-გისმენთ!ასეთი რა გაგახსენდათ?ანდრეა თვალებაცმციმებული უყურებდა კაცს,რომელსაც მიწაში ჩაძვრომა სურდა.
-კატო ახვლედიანი.
-დიახ,ეს გოგონა ამტკიცებს,რომ თქვენს მას და მის ოჯახს იცნობდით.ამბობს,რომ თქვენ მისი ბიოლოგიური მამა ხართ.მართალია თუ არა?
-ბიზნესმენი დავით ახვლედიანის შვილია?
-დახ.
-მაშინ სწორია,ის ჩემი ბიოლოგიური შვილია.
-ამას არ უარყოფთ?
-რატომ უნდა უარვყო?
-ეგ თქვენ იცით.
-მე არაფერი მაქვს დასამალი.
-მაშინ ისიც მაინტერებს ყავს თუ არა კატოს ტყუპისცალი.
-დიახ,მას მარია ჰქვია.
-ეხლა სად არის?
-სამწუხაროდ არ ვიცი.
-ის ხომ თქვენ წაიყვანეთ?
-დიახ წავიყვანე,მაგრამ ორი წლის ასაკში მისი გაშვილება მომიწია.
-ვის მიაშვილეთ.
-ჩემს ძველ ნაცნობს.
-ვინ არის თქვენი ძველი ნაცნობი?
-ამას ვერ ვიტყვი არ მინდა მარიას საფრთხე შეექმნას.
-მართლა?დავიჯერო ის გინდათ კატოს შეექმნას საფრთხე და საგიჟეში დარჩეს?
-არა არ მინდა.
-მაშინ მოყევით.
-გეტყვით!როდესაც ნათია მშობიარობდა,სასტიკად არ უნდოდა მე ვყოფილიყავი იქ,მაგრამ დავითმა მთხოვა და ვერ გავუტეხე.ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და არ გამოდიოდა.პირველი მარია დაიბადა,როდესაც ხელში ავიყვანე მაშინ გულში რაღაც უჩვეულო ვიგრძენი,ძალიან მიხაროდა,რომ მე ვიყავი პირველი,ვინც მის პაწაწინა სხეულს შეეხო.მიხაროდა ჩემი შვილი ჩემს ხელებში,რომ იყო.უსაზღვროდა ბედნიერი ვიყავი,იმ წუთას დავითის შემშურდა,მინდოდა ჩემი გოგონა და ჩემი საყვარელი ქალი ჩემს გვერდით ყოფილიყო,მაგრამ ნათიას სიტყვები,რომ მახსენდებოდა გული მიკვდებოდა.ბავშვი მინდოდა ჩემთან ყოფილიყო,სასწაული მოხდა და მათ მეორე ქალიშვილისც ეყოლათ.არავინ იცოდა,რომ ტყუპები ეყოლებოდათ,ამით ვისარგებლე და მარია მე წავიყვანე,ხოლო კატო მათ დავუტოვე.მართალია ნათია პირველივე დღიდან კიოდა ჩემი მეორე გოგონა მოიპარაო მაგრამ არავინ უჯერებდა.იქ მყოფი ექთნები მოვისყიდე და გავაჩუმე.ბავშვი სახლში წავიყვანე,მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი,ბავშვი ძალიან შეუყვარდათ,მათი დროის გამყვანად იქცა.ორი წელი მშვიდად ვცხოვრობდით.მამაჩემს სიმსივნე ჰქონდა,რაც თანხა მქონდა მას ვახარჯავდი,მაგრამ ნელ-ნელა მეწურებოდა.იძულებული გავხდი მსხვილ ნარკოდილერთან დამეჭირა საქმე და ფული მეშოვა,ბარიგის როლს ვასრულებდი.ერთი წლის შემდეგ გამოსვლა დავაპირე,მაგრამ მათ არ გამიშვეს.ბევრი ვეხვეწე,მაგრამ არაო.ბოლოს მითხრეს ისეთი რაღაცის გამო გამიშვებდნენ რის გამოც სიტყვას არ დავძრავდი.მათ ჩემი ქალიშვილი მოითხოვეს,თავიდან უარზე ვიყავი,შემდეგ კი დავთანხმდი.ის თანხა წელიწადნახევარი მეყო,შემდეგ კი ბავშვების გაყიდვა დავიწყე საავადმყოფოში,ორი წლის წინ კი დამაკავეს.
-ვინ არის კაცი,რომელსაც მიაშვილეთ?
-ჯონ კრუგერი.
-არც მიკვირს მარია თუ ნამდვილ ურჩხულად იქცეოდა.
-ის უღცხული არ არის.
-თქვენ რა იცით?ის ხომ ორი წლის ასაკში მიატოვეთ?
-ისინი დამპირდნენ ნარკომოვაჭრეობასთან კავშირს არ გააბამდა.
-როგორც ჩანს შეცდით,მან კავშირი კი არ გააბა,ამ საქმეში მთელი სულით და ხორცით ჩაიძირა.
-ვწუხვარ!კაცს სახეზე რამოდენიმე ობოლი კურცხალი ჩამოუვარდა.
-წუხილი უკვე გვიანი,მადლობთ იმისთვის,რომ პასუხები გამეცით,.ჩამწერი მოწყონილობა გამორთო და ციხე დატოვა.საკმაოდ მოსაღამოებული იყო და პირდაპირ სახლში წავიდა.მოგროვებული მასალები დაახარისხა,ჩამწერის რამდენიმე ასლი გააკეთა.კატოს საბუთებს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი და გადაწყვიტა კატოს საუკეთესო მეგობართან ნინასთან წასულიყო.სახლიდან პირდაპირ ნინასთან წავიდა.არც ისე რთული აღმოჩნდა მისი სახლის მოძებნა.შესასვლელჭიშკართან დაცვა შეხვდა.
-გამარჯობათ!
-გამარჯობათ!რა გნებავთ?
-ნინა უკლებას ნახვა მსურს.
-მასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვალთ თუ წინასწარ ჩაეწერეთ.
თუ ცაწერილი არ ვარ.
-მაშინ კარგად ბრძანდებოდეთ.
-აუცილებელი საქმე მაქვს.
-არავითრ შემთხვევაში,მიბრძანდით აქედან.
-ქალბატონს მაინც დაუძახეთ.
-მიბრძანდით!
-მაინც შევალ და თქვენ ხელს ვერანაირად შემიშლით.
-ვნახოთ.
ჭიშკრის მორთულებებში ხელი გაუყარა და კაცს მთელი ძალით დაარტყმევია თავი ჭიშკარზე,სანამ არ გაითიშა მანამ არ მოეშვა.ჭიშკარზე გადაძვრა და სახლისკენ წავიდა,მანამდე დაგდებულ კაცს ფეხი გაჰკრა და მიაძახა:
-ხომ გითარი მაინც შევალთქო.
კარები ხნის ქალმა გაუღო.
-გისმენთ შვილო რამ შეგაწუხათ?ანდრეა კარებში მაქსიმალურად იყო გაჩხერილი,რომ ქალს ძირს დაგდებული მამაკაცი არ დაენახა.
-ნინას ნახვა მსურს.
-მობრძანდი შვილო.ახლავე დავუძახებ.
-მისაღებ ჰოლში ელოდა გოგონას,მალე ერთ-ერთი ოთახიდან საშუალო სიმაღლის,ქერა თმებიანი გოგონა გამოჩნდა,რომელიც ნელი ნაბიჯებით ჩამოდიოდა კიბეებზე,ისე მოაბიჯებდა გეგონებოდა მიწაზე ფეხს არ ადგამსო.ძალიან ნაზი და სათუთი იყო.
-გისმენთ!მანანამ მითხრა გეძახდათო.
-დიახ,თქვენთან საქმე მაქვს.
-თუ გინდათ აქ ვისაუბროთ თუ არა და ჩემს ოთახში ავიდეთ.
-ჯობია თქვენს ოთახში ავიდეთ.
-გისმენთ!
-მე თქვენი მეგობრის კატოს გამო ვარ მოსული.
-მას რამე დაემართა?
-დამშვიდდით,მას არაფერი მოსვლია.
-აბა აქ რას აკეთებთ?
-მასზე მინდა რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ.
-დასვით.
-როდის და სად გაიცანით ერთმანეთი?
-ჩვენ გამოსასწორებელ სკოლაში გავიცანით ერთმანეთი.
-მასთან კარგი ურთიერთობა გქონდათ.
-რა თქმა უნდა.მე და ის საუკეთესო მეგობრები ვიყავით.
-რატომ დაუმეგობრდით მაინდამაინც მას და არა სხვა ბავშვს?
-მეც და ისიც ერთნაირ სიტუაციაში ვიყავით.
-კონკრეტულად?
-სკოლაში ბიჭი ვცემე,ვცემე უფრო რბილი ფორმა,არ ვიცი რა დავარქვა იმას რაც ჩავიდინე.ბიჭი მთელი სკოლის წინაშე კიბეებზე ვათრიე.ხუთი ნეკნი ჰქონდა გატეხილი,პლიუს ცხვირი,ლავიწის და ხელის ძვლები.
-კარგად გიმუშავიათ.იცნობდით თუ არა მის დას?
-რა თქმა უნდა ვიცნობდი,მასაც ისევე ვემოგობრებოდი,როგორც კატოს.
-იყო თუ არა აგრესიული.
-მე არასოდეს მინახავს გაბრაზებული ან მოჩხუბარი.
-გეგასთან როგორი ურთიერთობა ქონდა?
-ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა.
-მადლობა,საინტერესო ვერაფერი გავიგე.
-მოიცადეთ,კატომ არ გითხრათ?
-რა უნდა ეთქვა?
-აქ მისი ძმა გეგა იყო მოსული.
-ის მკვდარია და ვერ მოვდოდა.
-მეც ასე მეგონა,მაგრამ ის აქ იყო მოსული.
-რა გითხრა.
ნინამ ყველაფერი დეტალურად მოუყვა ანდრეას.ანდრეა ოთახში ბოლტას ცემდა,სახეზე კმაყოფილების ღიმილი აღბეჭვდოდა.უკვე შეეძლო კატოს გათავისუფლება,მაგრამ გეგას გამოჩენის დადასტურება შეუძლებელი იყო,ვერც კატოს იტანდა,რომ გამოცენილიყო და დას დახმარებოდა.
-კარგი სამხილი იქნებოდა,მაგრამ ჩვენ ვერ დავამტკიცებთ.
-ან დავამტკიცებთ.ნინამ ჰაერში ხელები გაშალა და კივილი დაიწყო.
-რა იყო ასეთი რა გიხარია?
-ყველგგან კამერებია დამონტაჟებული>
-ეს უკვე მომწონს.
-ჩავედით ვნახოთ.ძია მერაბ კარები გააღე რა?
-პატარა ქალბატონო ხო იცით რომ აქ ვერ შემოგიშვებთ?
-გპირდები თუ შემომიშვებ შვებულებაში დროზე ადრე გაგიშვებ.
-კარგი შემოდით.რა ეძებთ ისიც მითხარით.
-ექვსი სექტემრბის ჩანაწერები გვინდა.
-არაფერი არის.
-რას ნიშნავშ არაფერი არის?
-როგორც ცანს იმ დროისთვის გამორთული იყო კამერები.
-ფუ შენი.გაბრაზებულმა ანდრეამ ხელი მაგიდას ტელი ძალით დაარტყა და ოტახიდან თავგუდმოგლეჯილი გავარდა.დარჩენილი დღეები სამხილებს ეძებდა,მაგრამ უშედეგოდ,ვერაფერი იპოვა.ვერც ვიდეო იპოვა,რომელიც ყველა საიტიდან გამქრალიყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent