შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა 20


4-09-2018, 16:15
ავტორი mariia
ნანახია 283

არჩევანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა 20

არსებობისას ბევრ ვინმეს ეყრები გზად. დიახ...დიახ არსებობისას,რადგან როცა შენს ცხოვრებაში თითზე ჩამოსათვლელი ბედნიერი წუთები გქონია და იმდენად ცოტა,რომ გახსენებასაც ვერ ახერხებ,სწორედაც რომ მხოლოდ არსებობ. დინებას მიყვები. დინებას,რომელიც ხან მთელი სიჩქარით კლდეებზე პირდაპირ სახით განარცხებს და გაიძულებს ამ ტკივილს გაუძლო ხან კი მდორედ მიყავხარ. ისე მდორედ,რომ ვერც კი არჩევ ფეხს აყოლებ არსებობას თუ უბრალოდ წამი გაჩერდა და მასთან ერთად გაირინდე.

შეიძლება კი ადამიანები ამდენად ბოროტები ვიყოთ? შეიძლება?! შეიძლება კი არა ვართ! უმეტესობას მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს. ყველაზე საშინელი ძუ მგელიც კი არ მოექცევ ისე შვილებს როგორც ნუცას მოექცნენ. ძუ მგელიც კი ზრდის საკუთარ ლეკვებს და ტყეში უპატრონოდ არ ყრის.

რამდენად სუფთა შეიძლება იყო,რომ ეს აპატიო? ასეთი ანკარა ვერავინ იქნება. შეიძლება აპატიო, მაგრამ ურთიერთობა, რომელიც თავიდანვე გაწირეს ვეღარ აიწყობა.

სავადმყოფოს ფოიეში სკამზე ჩამომჯდარიყო. თვალი ერთი წერილისთვის გაეშეშებინა და ფიქრობდა. ფიქრობდა უკანასკნელ ექვს თვეზე, რომელიც იმდენად ხმაურით და დამანგრევლად მიდიოდა რომ შიში კალაპოტის კედლებს აზანზარებდა. ძლივს დაითანხმა ყველა,რომ სახლში წასულიყვნენ. მხოლოდ თვითონ და ლიზა დარჩნენ. ლიზა დედას არ სცილდებოდა პალატაში. საწოლთან სკამი მიეჩოჩებინა და ხელებჩაკიდებულს ეძინა დედასთან ერთად.ირაკლი ლამის ძალით გააგდო. თავისი პრობლემებიც თავზე საყრელად ქონდა ახლა კი თვითონ და მისი ოჯახი დაემატა კისერზე გამომძიებელს.
ნუცა ღამის წყვდიადს და სიჩუმეს ყავდა მოცული ფოიეში. მაინც როგორი სიმშვიდეა ღამით საავადმყოფოს კედლებში. დღისით დატრიალებულ ალიაქოთს ღამის სიმშვიდე ანეიტრალებს. თუმცა ესეც მოჩვენებითია, როგორც ყველაფერი სხვა. გარეთ სიმშვიდეა თუმცა შიგნით ყველა თავის ტკივილთან ერთად იტანჯება.

12 წლის იყო,როცა პირველად გაიგო და დაფიქრდა იმაზე თუ რატომ იყო ყოველთვის თამაზის მსხვერპლი. თავიდან ფიქრობდა,რომ რაღაცას აშავებდა ისეთ რასაც თვითონ ვერ ხვდებოდა მაგრამ მამამისი ამჩნევდა. შემდეგ მისი არ დაბადებული დის ან ძმის გამო ეგონა სჯიდა და ბოლოს როგორც იქნა გაიგო მიზეზი,როცა უგონოდ მთვრალმა დედამისი კედელს მიახეთქა და ქალს გული წაუვიდა,შემდეგ კი მასთან მიიჭრა ხელები მკლავებში ჩაავლო და აივნისკენ წაიყვანა ღრიალით და ლანძღვით.
- გამიშვი გთხოვ. არაფერი დამიშავებია- ბავშვს ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.
- არაფერი დაგიშავებია არაა?! შენ რო დააშავე იმდენი ვინ დააშავა?! საერთოდ რატომ დაიბადე? ჩემი და მაიას ცხოვრების დასანგრევად? რაც შენ გამოჩნდი იმის შემდეგ ცხოვრება დამენგრა. საყვარელი ქალი ჩემს მტრად იქცა. მხოლოდ შენ ადარდებ. შენს გამო გამომყვა ცოლად. შენს გამო იტანს ჩემს შეხებას. შენს გამო! იმ გოგოს გამო ვინც მისი შვილიც კი არ არის!! რო მისი შენდამი სიყვარული არა სანაგვეზე გაიყინებოდი. -აივნის კარები გამოაღო და ყინვაში გარეთ გააგდო. მთელი ძალით მიეჯახა რკინის რიკულებს. ხელი ძლიერად ჩაჭიდა,თორემ კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდებოდა. სახეზე ჩამოგდებული ცრემლები მალევე მოუყინა სიცივემ. - შენი ტირილი ვერაფერს შეცვლის. თუ ჭკუა გაქვს მთელი ღამე აქ დარჩი დაა თვალებში არ გამეჩხირო თორე რაც შენმა ნამდვილმა მშობლებმა ვერ გააკეთეს იმას მე ვიზავ და მოგკლავ. იქნებ საერთოდაც საქმე გამიადვილო და თავად მოიკლა თავი. -კაცმა კარები ძლიერად მიაჯახუნა. ცოტაც და შუშები ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოიმსხვრეოდა. ნუცა კი იმ ადგილს მიეყინა სადაც მიაგდეს. ისევ მარტო,ისევ სიცივეში გააგდეს უჯიშო ძაღლივით,ყველას რო ფეხებში ედება და სარგებელი არ მოაქვს.
- დედააა.... დედააა....- თავისთვის ჩუმად ზლუქუნებდა. მისი ხმა მხოლოდ იქვე ახლოს ტრიალებდა და ისევ მასთან რჩებოდა. - მართლა არ ვარ შენი შვილი??? დედაა... დეე... შენ თუ არა აბა ვინ არის ჩემი დედა?! - ტირილი ისტერიკულ სლოკინ ტირილში გადაუვიდა. ბოლოს როგორც იქნა მიყუჩდა. განა იმიტომ რომ დაწყნარდა. არა სიცივემ სულ გამოაცალა ძალა. ცოტაც და აუსრულებდა ამ კაცს სურვილს. თვალები ნახევარად დაეხუჭა,როცა კარების გაღების ხმა მოესმა.
- ნუცა?- ქალი შეშინებული და ნამტირალევი ხმა ჩაესმა. უცებ მიიკრა გულზე- ღმერთო ეს როგორ გააკეთა. ჩემო პატარა სულ გაყინული ხარ. ჩემი ბრალია დედი... მაპატიე ასეთი უმწეო დედა,რომ გყავს. - ქალმა აიყვანა ერთიანად გაყინული გოგონა. ჯერ ოთახში შეიყვანა ხელებით მთელი სხეული დაუზილა. შემდეგ კი ცხელ აბაზანაში ჩასვა. თან მთელი ეს დრო თავზე იმის ძახილით დატრიალება " ჩემი ბრალია. მაპატიე ასეთი დედა,რომ გყავს."
ამ დღეს გაიგო,რომ მისი ოჯახი მისი არ იყო. თუმცა ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია მაიასთან ამაზე. ამ პატარა გოგომ იმაზე მალე გადახარშა ყველაფერი ვიდრე ვინმე იფიქრებდა. თუ მისმა ნამდვილმა ოჯახმა სასიკვდილოდ გაიმეტა მაშინ რატომ უნდა სდომოდა მათი გაცნობა ან მოძებნა ან საერთოდ რატომ უნდა ეგრძნობინებინა მაიასთვის რომ ყველაფერი იცოდა. პირიქით ეს ქალი თავისი სუფთა სულით და ადამიანობით კიდევ უფრო შეუყვარდა. იმაზე მეტად ვიდრე ვინმეს უყვარს თავისი ნამდვილი დედა.

წარსულის მოგონებიდან სავადმყოფოში სასწრაფოდ შემოყვანილმა პაციენტმა გამოიყვანა.მიწყნარებული გარემოც უცებ ხმაურიანი გახდა. ახალგაზრდა გოგო შემოყავდათ მშობიარე ტკივილებით. ირგვლივ მხოლოდ სავადმყოფოს პერსონალი ეხვია თავს. ნუცამ თვალი გააყოლა გოგონას, რომელიც ტკივილისგან იკლაკნებოდა და საშინელ ხმაზე ყვიროდა.
უცებ შეიყვანეს რეანიმაციაში. ექიმი მალევე გამოვარდა უკან და სასწრაფოს ექიმს გამოელაპარაკა.
- არავინ მოგყოლიათ?- უცებ ექიმის ხმა მოესმა, რომელიც ექთანს ესაუბრებოდა.
- არა ექიმო. არავინ ყავს. თვითონაც თქვა ეს როცა სახლში მივედით.
- მასზე პასუხისმგებელი პირი მჭირდება. სასწრაფოდ საკეისრო კვეთა უნდა გავაკეთო თორემ ბავშვი მოკვდება და შესაძლოა თვითონაც. - კაცმა ფოიეს თვალი მოავლო ნათესავის ძებნაში. იქნებ ვინმე იყო ვისაც ვერ ამჩნევდნენ.
- რა ვქნათ ექიმო? ასე ჰომ ვერ დავტოვებთ?
- აუცილებლად ახლავე უნდა გავაკეთო თორემ ორივე დაიღუპება. მჭირდებოდა ვინმე ვინც არჩევანს გააკეთებდა. რთული სიტუაცია. შეიძლება დამჭირდეს ორიდან ერთი სიცოცხლე ვიხსნა. - კაცმა თავზე ხელი გადაისვა და უკან მიბრუნებას აპირებდა,როცა ნუცას ხმა გაიგო.
- გთხოვთ ორივე გადაარჩინეთ! - სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა.
- იცნობთ მას? თქვენი ახლობელია? - აღელვებული გოგონას დანახვა გაეხარდა ექიმს.
- ჩავთვალოთ,რომ კი.
- რას ნიშნავს ჩავთვალოთ?
- უბრალოდ გადარჩინეთ კარგი ორივე!
- შევეცდები ყველაფერი გავაკეთო რაც ჩემს კომპეტენციაშია. მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ უკიდურეს შემთხვევაში ვის მივანიჭო უპირატესობა.
- მე რატომ მეკითხებით... მე ხომ არავინ ვარ...დედას! - რატომღაც დაუფიქრებლად წამოისროლა სიტყვები. ახლა ის როგორც შვილი ისე ფიქრობდა. თუმცა წამშივე წამოიყვირა- შვილს! - როგორი ძნელია არჩევანის გაკეთება ასეთ დროს. დედა შვილის გამო არსებობს, შვილი კი დედის გამო.
- უკაცრავად ჩამოყალიბდით!
- გთხოვთ ორივე!ნუ მეკითხებით. მე არავინ ვარ მათთვის მაგრამ არ მინდა დედა შვილის გარეშე დარჩეს. შვილი კი დედის გარეშე. ისედაც ბევრი გაუბედურებული ადამიანი დადის ამ სამყაროში და მათაც ნუ დაუმატებთ. - ნუცას კვლავ წამოუვიდა ცრემლები.
- რადგან არ გვყავს პასუხიმგებელი ისე ვიმოქმედებ როგორც ვითარება მოითხოვს- ჩაილაპარაკა თავისთვის ექიმმა და უკან შებრუნდა.
- თქვენ ჰომ ფიცი გაქვთ დადებული. ვერ გასწირავთ ერთს მეორეს გადასარჩენათ. ორივეს უნდა დაეხმაროთ იცოცხლონ. - ექიმი შესასვლელთან შეჩერდა.ნუცას გამოხედა.და უთქმელად შევიდა რეანიმაციაში. ნუცამ კი რეამინაციის კარებთან გადაინაცვლა.

ოპერაცია იწელებოდა. ექთნები კი რეანიმაციიდან ხან გამორბიდნენ ხან შერბოდნენ სისხლის პაკეტებით. ნუცა კარებთან ახლოს მივიდა და პატარა სარკმლიდან შეეცადა დაენახა რა ხდებოდა. ბავშვი ყელზე ჭიპლარ შემოხვეული ამოყავდათ. ჭიპლარისგან გაანთავისუფლეს მაგრამ თვალები მაინც ძლიერად დაეხუჭა.პირი დაედუმა. გაქვავებულ ანგელოზის ქანდაკებას გავდა. ექიმმა ბავშვს ფეხებში ხელი მოკიდა და თავდაყირა დააყენა. რამდენჯერმე ტრაკზეც შემოსცხო. ჯერ ასე შეეცადა ბავშვის გონზე მოყვანას. შემდეგ მაგიდაზე დააწვინაა დაა გულის მასაჟი დაუწყო. ვერანაირად ცდილობდა მისთვის ხმა ამოეღებუნებინა.
- ექიმოო!!...- ექთნის დამფრთხალი ხმა აყვა აპარატის ზუზუნს, რომელიც გულის გაჩერებას იუწყებიდა. - დედას ვკარგავთ. - ექიმმა კიდევ ერთხელ ჩაბერა პატარას.- ექიმო დედა კვდება-მოაძახა ექთანმა.პატარამ უცებ ჯღავილი მორთო.
- კარგი გოგო ხარ- გაუღიმა ახალშობილს ექიმმა- ბავშვს მიხედეთ - გადაულოცა სხვა ექთნებს და დედას მიუბრუნდა. - ეპინეფრინი შეუყვანეთ.- ახლა ქალის გულის მასაჟი დაიწყო. აპარატზე არაფერი იცვლებოდა. - დეფიბლირატორი- დაიყვირა. მათაც სწრაფად მიაწოდეს და წამის მეასედში იგრძნო უგონო სხეულმა დარტყმა. - მოუმატეთ!- კვლავ განმეორდა. -კიდევ! კიდევ! კიდევ! რამდენიმე უშედეგო დარტყმისას კვლავ ყვიროდა. თან იმ უცნობის სიტყვები ჩაესმოდა ყურებში " თქვენ ჰომ ფიცი დადეთ. დაეხმარეთ ორივეს იცოცხლონ"
- ექიმო გეყოფათ- ექთანი ფრთხილად შეეცადა გაეჩერებინა.
- კიდევ მოუმატე!- არ შეუხედავს ისევ იყვირა. კვლავ ძლიერი დარტყმა და გარინდული სახეები, რომლებიც ეკრანს მიშტერებოდნენ და აი სწორმა ხაზმა ტეხილი ასწია. თითქოს ყველამ შვებით ამოისუნთქა. -ამას მიხედეთ- ექიმა დეფიბლირატორი გადაუწოდა. - ჭრილობა გაუკერეთ. რეანიმაციაში დატოვეთ 24სთ განმავლობაში. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული რამდენად უნდა შვილის გულში ჩაკვრა. - ექიმმა გეზი კარებისკენ აიღო და თან ნიღაბი მოიხსნა. გარეთ გამოსულს ნუცა შეეფეთა.- ბავშვს ინკუბატორში გადაიყვანებენ. დედა კი რეამინაციაში დარჩება. მათი გადასაწყეტია რამდენად უნდათ ერთად ყოფნა. მე რაც შემეძლო გავაკეთე. - რატომღაც თავი ვალდებულად ჩათვალა მისთვის ეთქვა ყველაფერი.
- აუცილებლად იბრძოლებენ და აი ნახავთ აქედან ერთად გავლენ- ღიმილით და აღელვებულმა ჩაილაპარაკა. ახლახანს ჰომ ახალი სიცოცხლე დაიბადა. მართალია მტკივნეულად მაგრამ მაინც ბედნიერება მოიტანა. ახალი სიცოცხლე ყოველთვის გაძლევს იმედს უკეთესი მომავლისა.
-ღმერთმა ქნას. - გამოეპასუხა ექიმი და გაეცალა. ნუცამ ისევ კარებს გახედა და იმედიანი მზერა ესროლა. გრძნობდა,რომ ორივე კარგად იქნებოდა.
-ნუცა..ნუცა...- ლიზა მასთან მიიჭრა.
- რა მოხდა?
- გთხოვ დედასთან შედი თორემ ვეღარ ვაჩერებ. გაიღვიძა და შენ გკითხულობს. ლამის ყველაფერი ამოიძრო რაც შეერთებული აქვს. ვუთხარი რომ დაგიძახებდი და ცოტა დაწყნარდა. - სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს.თან პალატისკენ წავიდნენ. შესულებს მაია საწოლზე წამომჯდარი დახვდათ და უკანასკნელ მილს იძრობდა კლავიდან.
- დედა რას აკეთებ?! - ნუცა მაშინვე მიიჭრა მასთან და უცებ დამშვიდდა. - ახლავე დაწექი. ლიზა ექთანს დაუძახე ესენი დაუმაგროს და დამამშვიდებელიც გაუკეთოს. - ქალი ნუცას სახეს მზერით ეფერებოდა.
- ისევ ჩემთან ხარ შვილო. - გაისმა ქალის მისუსტებული ხმა. - მეგონა წახვედი და დამტოვე.
- აბა სად უნდა ვიყო დედა? რა თქმა უნდა ჩემს დედიკოსთან ვარ, რომელიც ყოველთვის ძალიან მაშინებს.- ნუცა მიეფერა დედას და თან საწოლზე მოათავსა.
- თან ისევ დედას მეძახი. - ქალს ცრემლები ჩამოუგორდა. - გელაპარაკა? გითხრა რამე? შვილო მე უნდა გითხრა. ჩემგან უნდა გაიგო. შეგძულდები მაგრამ...-პალატაში ექთანი შემოიჭრა.
-დედა დაწყანრდი. ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. კარგი?- ქალმაც თავი დაუქნია და ექთანს საშუალება მისცა თავისი საქმე გაეკეთებინა. ქალს გადასხმის მილი შეუერთა. მკერდზე აპარატთან მიერთებული ხაზები მიამაგრა. საგულდაგულოდ გასინჯა. დამამშვიდებელიც გაუკეთა და ოთახი დატოვა.
-ლიზა შეგიძლია გახვიდე?- ნუცამ დას თხოვნის მზერა მიაპყრო
-კარგი. - კარგი გააღო და გარეთ გავითა.
- ნუცა...
- დე...- ქალს ხელზე ხელი შეახო.- მე ვიტყვი და მომისმინე კარგი? შენ დაისვენე მხოლოდ მომისმინე. რატომ გეშინია იმ კაცის?!
- ნუცამ მე...- ქალმა მაინც გააწყვეტინა.
- დედა მომისმინე. - დაიხარა და ლოყაზე აკოცა. - გახსოვს ის ღამე აივანზე,რომ გამაგდო და მერე ერთი კვირა სიცხისგან, რომ ვიწვოდი?
- მაგ დღეს რა დამავიწყებს- ქალმა ტირილით ჩაილაპარაკა.
- სწორედ მაგ დღეს გავიგე ყველაფერი- ქალს შიშის ელფერმა დაკრა.
- როგორ თუ გაიგე? რა ყველაფერი?
- დედა დამაცადე და მოგიყვები - ქალის მოუთმენლობაზე ჩაეღიმა.- თან მცემდა და თან იმას დამძახოდა ნაგავზე აყვანილი ხარო. ჩვენ შენი მშობლები არ ვართო. არ შემიძლია იმ ტკივილის სიტყვებით გადმოცემა რაც მაშინ ვიგრძენი. ათასი კითხვა მქონდა თავში. გული საშინლად მტკიოდა. გული არ დამწყვეტია ის რომ მამაჩემი არ იყო. გული იმაზე მტკიოდა,რომ მე შენი ნამდვილი შვილი არ ვიყავი. საშინელი საათები გავატარე მაშინ აივანზე. საკუთარ თავის და სიცივის ტყვეობაში. შეიძლება ეს რამდენიმე წუთი ან წამი იყო მაგრამ მე საუკუნედ მომეჩვენა. თითქოს სხეულიდან ისიც კი ამაცალეს რაც მფარავდა. სრულიად შიშველი დამტოვეს. არ მახსოვს ბოლო ფიქრი რა იყო როცა შენ გამოჩნდი ისევ ჩემს გონებაში სიმშვიდემ დაისადგურა. სიბნელეში ანგელოზივით შემოიჭერი ხელში ამიყვანე და სიბნელისგან მიხსენი. მთელი დღეები იმას დამძახოდი არ ვარ კარგი დედაო. მე კი სწორედ იმ წამიდან როცა აივანზე გამოხვედი მიგიღე როგორც ჩემი ნამდვილ დედად როგორც შენ გააკეთე ეს როცა პატარა გულში ჩამიკარი და შვილი მიწოდე. თავიდან მინდოდა გამეგო ვინ და რატომ გამიკეთეს ეს? მაგრამ მალევე შევწყვიტე ამაზე ფიქრი. რადგან ვფიქრობდი,რომ ამით იმ ადამიანს ვუღალატებდი ვინც შვილი მიწოდა. და მთელი არსებით შემიყვარა. არ იყო ღირსი მომეძებნა ის ვისაც მე არ ვუნდოდი. გადავწყვიტე შენთვის არაფერი მეთქვა. არ მინდოდა ამაზე გენერვიულა.
- შვილო ამდენი ხანი რამხელა ტკივილს ატარებდი. მე კიდევ ერთი წამითაც არ მიფიქრია,რომ რამე იცოდი. ისე იქცეოდი ამას აზრადაც ვერ გავივლებდი. -ქალმა სახეზე ხელები ჩამოუსვა და ცრემლები მოწმინდა.
- ეს იმიტომ დედა რომ მიყვარხარ. და იმ კაცის ნუ გეშინია.შენ მე არასდროს დამკარგავ. მე მას დაველაპარაკე და ნათლად ავუხსენი ყველაფერი. თუ ვერ გაიგებს ეს მისი პრობლემააა. სადაც უნდა იქ მოვიდეს და რა სიმაღლიდანაც უნდა იქიდან იყვიროს. სიმართლე ერთია. შენ ჩემი დედა ხარ და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის.
- შეგიძლია თხოვნა შემისრულო?- აცრემლებული თვალებით ახედა შვილს. მანაც თავი სწრაფად დაუქნია თანხმობის ნიშნად. - ჩამეხუტე ძლიერად. - გოგონას გაეღიმა და ქალს ძლიერად მოხვია ხელები. ორივეს ცრემლები ჩამოსდიოდა სახიდან, მაგრამ ეს ბედნიერების ცრემლები იყო. თითქოს ისევ ხელთავიდან იპოვეს ერთმანეთი და კიდევ უფრო შეუყვარდათ.

-ლიზა რას აკეთებ?- კარებთან ატუზულ გოგოს უკნიდან გამომძიებელის ხმა მოესმა. შეცბა. სწრაფად ცრემლები მოიწმინდა და უკან შემობრუნდა.
- არაფერს. დედას და ნუცას სიყვარულის საათი აქვთ და გული ამიჩუყდა. -შეეცადა თავისი ცრემლების მიზეზი დაეფარა.
- როგორც ჩანს ნელნელა გამოდიხარ ჭირვეული ბავშვის ასაკიდან და გოგო ხდები.- თავზე მიეფერა და თმები აუჩეჩა.
- ეი გეყოფა. - ხელი მოიშორა. - მე და შენ ჯერ კიდევ ვერ ვართ კარგად. მახსოვს შენი წკლიპურტები და მკვახე სიტყვები.
- არ მითხრა,რომ არ იმსახურებდი? - წარბი აუწია გოგოს.
- კარგი ჰო- დანებდასავით ლიზა. - შესვლა გინდა? - ზურგს უკან კარისკენ გაიშვირა თითი.
- კი ვნახავ სანამ სამსახურში წავალ.
- ჯერ ახლა არ წახვედით აქედან?! უკვე სამსახურში წასვლის დროა? - გაოცება ვერ დამალა გოგომ. -დაგენიძლავები არ გძინებია.
- მართალი ხარ- სიცილით დაეთანხმა გოგოს. - კოშმარებს ჯობია არ მეძინოს.- ბოლო თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა. - კარგი მათთან შევალ.-ლიზა გვერდით გაიწია და პალატაში შეუშვა ირაკლი.

****

გისოსებით დაცულ ოთხს კედელში მშვიდად იჯდა პატიმარი #1324 ახალი აღთქმა ქონდა გადაშლილი და გულმოდგინეთ ინტერესიანი მზერით ჩაჰყურებდა. საკანში ხმაურით მეორე პატიმარი შემოიყვანეს. დაცვა კარები გააღო და ლამის ცხვირ-პირის მტვრევით შემოაგდო.

-თქვენი დედა... წესიერად მომეპყარით თორემ აქედან რომ გამოვალ ყველას თავებს დაგაჭრით.-გისოსებზე ხელებს აბრახუნებდა. დაცვა კი ცინიკური ღიმილით შეჰყურებდა.

-გგონია აქედან ვინმე გაგიშვებს? იმდენი დანაშაული გაქვს ჩადენილი. ნარკოტიკები,მკვლელობა, გატაცება,ბავშვებით ვაჭრობა... გავაგრძელო თუ საკმარისია? გგონია სასამართლოდან ეგრევე გაგათავისუფლებენ? შენს აქ სამუდამოდ ყურყუტში უდიდესი წვლილი კი ჩვენს გამომძიებელს მიუძღვის- აღტაცებულმა ახსენა ირაკლი. მისი სახელის ხსენებაზე კიდევ უფრო აღშფოთდა კანკავა. დაცვა პატიმრებს მოშორდა.

- მე თქვენი გამომძიებელი ირაკლის -კიდევ ერთხელ მოეჯაჯგურა გისოსებს. 

- მაისურაძეს გულისხმობ?- ახალი აღთქმიდან თავ ამოუღებლად გააჟღერა პატიმარმა #1324-მა.

-დავუშვათ,რომ კი მერე? აქედან,რომ გავალ პირველი რასაც გავაკეთებ მას მოვკლავ. -მის სიტყვებზე 1324-ს ჩაეცინა. 

- მისი მოკვლა ასეთი იოლი,რომ იყოს ამდენჯერ არ გადამირჩებოდა. თუმცა ახლა შეცდომებს აღარ დავუშვებ. მას თუ არა მის სუსტ წერტილს ვეწვევი და სამაგიეროს ასე გადავუხდი. - სრული სიმშვიდიდთ განაცხადა 1324-მა.

-მისი სუსტი წერტილი? რა არის? მითხარი.-უცებ გვერდით მიუჯდა. 

- ეს შენ არ გეხება. უბრალოდ როცა გარეთ გავალ მაშინ ფულადი დახმარება დამჭირდება. 

-რამდენიც გინდა. საჭირო კაცები მყავს. ოღონდ ეგ გაბღენძილი სამართლიანი ტიპი დაჩოქებული მანახე და ფული არ დამენანება. გარეთ ხალხი მყავს. როდის გადიხარ?-შეეცადა წიგნში ჩაეხედა მაგრამ ამის უფლება არ მისცა და თავისკენ უფრო გასწია.

-რამდენიმე დღეში კომისიის წინაშე უნდა წარვდგე და ვემზადეები მე ხომ ღმერთის ნებით ვცდილობ უკეთესი გავხდე. -სატანას ღიმილმა გადაკრა. - შეწყალებას მივიღებ და პირველი რასაც გავაკეთებ შურისძიება იქნება. -ორივეს ავხორცულად გადახედა. 1324-მა კიდევ ერთხელ დახედა ახალ-აღთქმაში მოთავსებულ ფოტოს სადაც ირაკლი და ნუცა იყვნენ აღბეჭდილები. გოგონას ირაკლის სახეზე ხელები მოეთავსებინა,ბიჭს კი გოგონას წელზე. ორივე ერთმანეთს ბედნიერი ღიმილით შეჰყურებდნენ. 

*****

 "დედათქვენი მაღალ წნევებს ატარებს. მისი წნევა მუდამ კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. კიდევ გამეორების შემთხვევაში შეიძლება ინსულტი განვითარდეს. პაციენტს ესაჭირეობა სიმშვიდე პირველ რიგში და მკურნალობა. მოარიდეთ მძიმე ემოციურ ფონს."

 ექიმის სიტყვები ნუცას ყურში ჩაესმოდა. მისივე რჩევით კიდევ რამდენიმე დღე მოუწევდა მაიას დარჩენა სავადმყოფოში. 

გოგონა საავადმყოფოსთან არსებულ მაღაზიაში შევიდა. დილით ექთნებისგან გაიგო,რომ გუშინ შემოყვანილი დედაც და შვილიც კარგად იყვნენ. გადაწყვიტა გოგონასთვის რამე ეყიდა. მასთან კიდევ არავინ იყო ვინც მის ამბავს იკითხავდა ან საკვებს მოუტანდა. ნუცამ ჯიბეები ამოიქექა.  მაწონი,ბულკები და ორი ცალი ბანანი იყიდა. ამჟამად მისი ბიუჯეტი მეტს ვერ გაწვდა. ისევ საავადმყოფოს დაუბრუნდა და ახლახანს გადაყვანილ გოგონას პალატაში მორიდებულად შეიხედა დაკაკუნების შემდეგ. 

-მობრძანდით- გაუღიმა მწოლიარე გოგონამ. 

-მინდოდა გამეგო თავ როგორ გრძნობდით- ნუცა მთლიანად შევიდა კარებში და საწოლთან ახლოს დადგა. 

- თქვენ ის ხართ ვისზეც მიყვებოდნენ ექთნები? - ისევ ღიმილმა გადაკრა სახეზე გოგოს. 

- ალბათ ის ვარ. -გაუღიმა ნუცამაც.

-მადლობა. მგონი ცოტა უკეთ ვარ. ოდნავ მოძრაობა მიჭირს. მადლობა რომ ჩემზე ნერვიულობდი და იმ დროს როცა მჭირდებოდა ვიღაც მაინც იდგა რეანიმაციის კარებთან და მგულშემატკივრობდა. ამას ვერასდროს დაგივიწყებთ. 

- სამადლობელი არაა. საერთოდ არავინ გყავთ? ბავშვის მამა?- ნუცა შინაურულად ჩამოუჯდა საწოლთან. უცებ ენაზე იკბინა. -მაპატიე. ვინ ვარ რომ ასეთებს გეკითხები. 

- არა არაუშავს. დასამალი ჩემთან აღარაფერია. ყველამ ყველაფერი იცის თითქმის. ქმარი აღარ მყავს. მხოლოდ დედამთილი მყავს,რომელიც ახლა ციხეში ზის სამწუხაროდ. ის ერთადერთი იყო ვინც ტანჯვისგან მიხსნა და საკუთარი შვილი ჩემს გამო შემოაკვდა. 

- ციხეში? - კარგად დაფიქრდა და ციხის პატიმრები ერთი მეორე მიყოლებით დაუდგა თვალწინ- შეიძლება ვიცნობდე. იმედია არ შეგეშინდება თუ ვიტყვი,რომ ციხეში ვიჯექი.

- შენს თვალებში ერთი ბეწო სიბოროტეც კი არ არის. მნიშვნელობა არ აქვს იჯექი თუ არა. ციხე მხოლოდ დამნაშავერების ყოფნის ადგილი არაა. იქ უდანაშაულოც ბევრი ზის. -ნუცას მისი სიტყვები გულზზე მალამოდ მოედო. - ჩემს დედამთილს ნუნუ ქვია. 

-ნუნუ ბებო- ნუცას თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან. 

-იცნობ?

-კიი ჩემი მეგობარი იყო იქ ყოფნისას. დედასავით მექცეოდა. 

-მართალია ძალიან თბილი ადამიანია. როცა მისმა შვილმა გამაუპატიურა მერე ჩემს მიგდებას აპირებდა თუმცა შემთხვევით მან მიპოვა და სახლში წამიყვანა თავისთან. შვილი აიძულა ცოლად მოვეყვანე. შემდეგ ორსულად დავრჩი. ჩემმა ქმარმა ეს რომ გაიგო გაგიჟდა. არ მინდა ბავშვი,რომელიც გაუპატიურების შედეგად ჩაისახაო. არ მიყვარხარ და არც ეგ ბავშვი მინდაო. - გოგონას თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა. უცებ მოიწმინდა და თხრობა განაგრძო.- არც მე მინდოდა იმ სისაზიზღრის შედეგი ყოფილიყო ჩემი შვილი, მაგრამ ვერ გავბედე. ვერ მოვკალი....-ცრემლები მოიწმინდა და განაგრძო- ამ ამბის გაგების შემდეგ გარეთ გავარდა. სახლში იშვიათად იყო. დედა ნუნუ მარწმუნებდა რომ ეს ბავშვი აუცილებლად დაიბადებოდა. და მას მოსიყვარულე დედა და ბებია ეყოლებოდა.ყოველ ღამე გალეშილი მოდიოდა. ერთ ღამით გალეშილი მთვრალი მოვიდა. ოთახის კარები წიხლით შემოამტვრია. ახალი ჩაძინებული ვიყავი და შეშინებული წამოვხტი. უცებ თმებში მწვდა და ლოგინიდან ჩამომაგდო. შემდეგ კი ფორთვით გამიყვანა შესასვლელამდე. ჩემს ტირილზე დედას გაეღვიძა და ოთახიდან გამოვარდა. ჩემზე ხელი გააშვებინა. შემდეგ მათ დაიწყეს ჩხუბი. დედამისსაც კი არ ინდობდა. უცებ დედა ძალიან გაბრაზდა და შვილს ძლიერად ხელი კრა. იქვე მდგარ ტელეფონის მაგიდის წვეტს თავი ჩამოარტყა და გაითიშა. მალევე მის ირგვლის სისხლის გუბე დადგა. მივხვდით,რომ მოკვდა.  დედა ნუნუ ფეხზე წამოდგა სასწრაფო და პოლიცია ერთდროულად გამოიძახა. სასწრაფოს ჩემი თავი წააყვანინა გამოსაკვლევად ბავშვს რამე ხომ არ დაემართაო. პოლიციას კი თავად ჩაბარდა. 

- ნუნუ ბებო - ნუცას თვალები ცრემელებით აევსო. და მაინც რამდენი არაკაცი ამძიმებს დედამიწას. ნუცა გოგონასკენ მიიწია და შეძლებისდაგვარად ფრთხილად ჩაეხუტა. - როცა აქედან გაგწერენ ნუნუ ბებოს სანახავად ერთად წავიდეთ. გაეხარდება შვილიშვილის ნახვა. 

-რა თქმა უნდა. მადლობა ნუცა. - გოგონამაც ხელები მოხვია. ჭირმა ასე იცის. ადამიანებს აერთიანებს ან მათ რეალურ ბუნებას განახებს. გოგონამ ახალღა მიაწოდა ძირს დადებული პარკი. 

- აი ეს ვფიქრობ რომ მოგშივდებოდა. ცოტა შეჭამე. შენს გოგოს ძლიერი დედა სჭირდება.- ისევ აუჩუყდა გული ახალად გამხდარ დედას და გოგონას კვლავ მოეხვია. გოგონას,რომელიც ამ წამს მისთვის ყველზე ახლო გახდა. 

პარკიდან ბულკი ამოაძვრინა და ჩაკბიჩა. თან მომღიმარი თავლებიდან ცრემელები გადმოსცვივდა. მადლიერების ცრემლები.




ვიცი ხშირად იგვიანებს შემდეგი თავები, მაგრამ იმედი მაქვს გამიგებთ. ზოგჯერ იმდენ საქმეს ვეკიდები ერთად წერისთვის დროს ვერ ვნახულობ, მაგრამ როგორც კი მიცნდება დრო მაშინვე ვწერ. მადლობა მოთმინებისთვის და იმისთვის,რომ კითხულობთ. რაც შეეხება ამ თავს იმდენია ძალიან უინტერესო არ გამოვიდა. რაც შეეხება ახალ პერსონაჟებს ისტორიას სჭირდება რათა რამე ბუნდოვანი არ დარცეს. თუმცა ზოგი მათგანი არსებობას მაშინ შეწყვეტს როცა მათი დრო ამოიწურება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველა მკითხველს. როცა კომენტარი მხვდება ხოლმე და ვკითხულობ გული სიხარულით მევსება. მადლობა ტქვენ. მაბედნიერებთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ყოველთვის დიდი მოთმინებით დაველოდები ამ ისტორიას. ძალიან მიყვარს. მიუხედავად ამდენხნიანი ლოდინისა, მესმის შენი და მიხარია რომ მაინც ცდილობ დრო გამონახო საწერად.

 



№2  offline მოდერი ბელუ შეროზია

საინტერესო ისტორა ჩანს
დავიწყებ კითხვას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent