შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქოპათების დედოფალი (თავი4)


5-09-2018, 15:27
ნანახია 167

ფსიქოპათების დედოფალი (თავი4)

წინა თავში: ამ შეტყობინრბამ ისევ ტირილისკენ მიბიძგა.ღმერთო დამეხმარე. როგორ მოვიქცე? გონებამ და გულმა ისევ ბრძოლა გააჩაღეს. მთელი ცხოვრება გონებას ვუჯერებდი. საკმარისია. იმედია არ შევცდი.

თვალს ვახელ. ოთახში შემოღწეული მზის სხივები ხასიათს მიკეთებს. ვიხსენებ გუშინდელ მოგონებას, რომელიც სხვა მოგონებებს შეერია.ტელეფონს ვიღებ რომ დემეტრესთან დავრეკო და კარიც იღება.
-დილა მშვიდობისა ანკა!
-ალექს!-ვიღიმი და ტელეფონს გვერდზე ვისვრი.
-გაემზადე! აქაურობას თავს აღწევ!-იცინის ის.
-ღმერთმა როგორც იქნა ჩემი ვედრება შეისმინა!-მხარს ვუბამ სიცილში. ამ დროს კი ექიმი შემოდის და საუბარს იწყებს წამლებბზე. რის შემდეგ რომელი უნდა დავლიო. ალექსი მომღიმარი სახით ყურადღებით უსმენს. დასრულების შემდეგ კი თავს უკრავს იმის ნიშნად რომ ყველაფერი გაიგო.ექიმს მზერა ჩემსკენ გადმოაქვს.
-გამოჯანმთელებას გისურვებთ ანკა!-თეთრ ხალათიანი პალატიდან გადის , მას კი ტასო ანაცვლებს. გოგონა საუბარს იწყებს და 5წუთში ყველას სიცილისგან მუცლები გვეწვის. ვდგები და ალექსი ხელს მკიდებს რომ იატაკზე არ „გავიშხლართო“. ქვემოთ ჩავდივართ და მანქანაში ვსხდებით. იმ მანქანაში რომელმაც ცოტახნით პაციენტებზე ხელი ჩამაქნევინა.
****
ჩემს კორპუსთან მისულები მეკითხებიან ამოვიდნენ თუ არა ჩემთან მე კი უარით ვისტუმრებ.
სახლში ასული ვშიშვლდები, სააბაზანოსკენ მივიწევ,და უცებ წყლის ჭავლში ვყოფ თავს. 40 წუთის შემდეგ ონკანს ვკეტავ და პირსახოცშემოხვეული საკუთარ ოთახისკენ მივიწევ. ტელეფონს ვიღებ და დემეტრეს შეტყობინებას ვეჩეხები. მას ჩემთან შეხვედრა უნდა. მეც ვთანხმდები . ვუთხარი რომ ერთ საათში მასთან ვიქნები, და პირობას ვასრულებ. ახლა მის წინ ვდგავარ და მის თვალებში ჩაკარგული ვაცნობირებ თუ როგორ მომნატრებია. 12წელია არ მინახია , და ასე მგონია საუკუნეები გავიდა. ვიცოდი რომ მასაც ისევე ის კითხვა აწუხებდა რაც მე. მაგრამ ვერცერთს გვყოფნიდა იმის გამბედაობა რომ გვეკითხა.ჩემს წინ ის ბიჭი იდგა რომელიც,12წლის წინ მიყვარდა. მაგრამ ის უკვე გაზრდილი იყო.იგი ყველაფერს მეკითხება ,სად ვისწავლე ? რას ვშვრები? სად ვმუშაობ?როგორ არიან ჩემი მშობლები? მაგრამ იმას არა რაც ყველაზე მეტად აინტერესებს. ბოლოს ვეღარ ვითმენ და ვეკითხები, გაბზარული ხმით:
-ვინმესთან ურთირთობა გაქვს? -ის შეწუხებული მიყურებს და იღიმის.
-არა.შენ? -გამეღიმა. შვება ვიგრძენი.ცოტახანს ვდუმდი,შემდეგ კი ვუპასუხე:
-არა!-ის მომიახლოვდა ,მისმა ნაზმა ტუჩებმა ჩემი შუბლი დაასველეს. ირგვლივ ყველაფერი გაქრა. მხოლოდ მე და ის ბიჭი ვართ რომელმაც გული მატკინა, მაგრამ დღე არ გასულიყო რომ მასზე არ მეფიქრა.ბოლოს მომშორდა, გამიღიმა და მითხრა:
-უნდა წახვიდე!-გამიკვირდა,ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. "აგონია" მეწყება და ვცდილობ იმ ილუზიიდან გამოსვლას რომელიც ცოტა ხნის წინ შევქმენი , რათა სახლში მისვლა შევძლო.რა სულელი ხარ ანკა! როგორ შეიძლებოდა მე და ის ,ისევ ჩვენ ვყოფილიყავით!
ვემშვიდობები.
ვტრიალდები.
მივდივარ.
ვტოვებ.
უკან მიხედვის უფლებას არ ვაძლებ საკუთარ თავს და მთელო გზის განმავლობაში საკუთარ თავს კითხვებს ვუსვამ. კითხვები რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან და კვლავ ციკლურ მოძრაობას განაგრძობენ.
****
საკუთარ სადარბაზოსთან მისული ვაცნობიერებ თუ რა მალე გავიდა დრო. ლიფტის ღილაკს თითს ვაჭერ და ვცდილობ, არ დამეწყოს გრძნობების ღებინება.
****
კარებს ანერვიულებული ვაღებ და ჩემი ოთახისკენ მივდივარ. ოთახში სადაც როგორც წესი, საწოლის კიდესთან შენახული ჩემივე ცრემლები მელოდებიან, ახალი ტალღის დასამატებლად.
****

სილუეტრბად აღვიქვამ ირგვლივ ყველაფერს, და საკუთარ ოთახში შესული ვწვები საწოლზე .ავყურებ თეთრ მონაცისფრო ოთხ კედელს. თვალები ცრემლებით მევსება და ჩემს ირგვლივ უდიდესი ცრემლების ზღვა დგება. სადაც საკუთარი ტკივილის განუყოფელი ნაწილი ვხდები. საბოლოოდ სინამდვილის დამხვრჩვალი წყურვილი მკლავს და ვიხრჩობი. განა რამეში ან ვინმეში. ჩემსავე თავში ვკლავ არარსებულ ჩემსავე თავს.

****
თვალებს ვახელ და ოთახს ვავლებ თვალს. ვაცნობიერებ რომ ის მტკივნეული ამბავი სიზმარი არ იყო და ყელში ბურთი მებჯინება. ტირილს ვიწყებ. ცრემლები მოედინება და მალევე ჩემს ირგვლივ ცრემლების დაუსრულებელი ოკეანე იშლება. ტირილს ტელეფონის ზარი მაწყვეტინებს. ვდგები,ცრემლებს ვიწმენდ და შემოსასვლელში გავდივარ ტელეფონის ასაღებად. ალექსანდრეა.
-გისმენ!-ყველანაირად ვცდილობ არაფერი შემეტყოს მაგრამ ეს მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა.
-რახდება ანკა?
-არაფერი!-ვეუბნევი გაბზარული ხმით. ტელეფონს ვთიშავ და იქვე ვაგდებ. ვიკეცები და ცრემლებს ვაკავებ. ცრემლებს რომლებიც მოუთმენლად ელიან როდის გამოაღწევენ. თვალებს მწვავს და ვნებდები.ჩაკეცილი ვარ , ვტირი, ვიხსენებ მოგონებებს და უფრო მტკივა. მაინც რა არის მოგონება? თითქოსდა არაფერი მაგრამ სწორედ რომ მოგონებები იტევენ ტკივილს. ტკივილს რომელსაც ადამიანისთვის ზიანის მოყენება შეუძლია. რაც უფრო მეტია მოგონება მით უფრო მტკივნეულია იგი. და ჩვენც ადამიანები , მოგონებების ტყვეები ვართ. მოგონებები გვიმორჩილებენ, გვატყვევებენ, გვბოჭავენ და არ გვაძლევენ მოსვენებას.

****

კარზე კაკუნია, მაგრამ მე არ ვიძვრი. თითქოსდა არ მესმის. არ ვაქცევ ყურადღებას არაფერს. კაკუნი ბრახუნში გადადის და მეც მაფხიზლებს. ფეხზე ვდგები და კარისკენ მივდივარ გასაღებად. თავს ვირწმუნებ რომ იქ დემეტრეა. ბოდიშის მოსახდელად მოვიდა. მან ხომ მაწყენინა და მიხვდა. კარს ვაღებ და იმედები მიცრუვდება . კარს უკან ალექსია. ბიჭი რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ტელეფონი გავუთიშე. ცრემლები არღვევენ კედელს, კედელს რომელიც აღმართული მქონდა. ირგვლივ ყველაფერი იბურება. სილუეტებად აღვიქვამ ყველაფერს.ალექსი შემოდის, მეხუტება. ჩემს გამოფხიზლებას ცდილობს.მხრებზე ხელს მკიდებს და თავისი მიმართულებით მწევს მერე საპირისპიროდ. ბოლოს გონზე მოვდივარ და ალექსანდრეს ვეხუტები. ვხვდები რომ ახლა ყველაზე მეტად ეს მინდოდა. ვინმე გვერდით მყოლოდა ,ვინც ჩუმად იქნებოდა და თან ილაპარაკებდა, არ შემეხებოდა და თან შემეხებოდა.ალექსი ხელს მკიდებს და ოთახში შევყავარ.
-დაწექი ანკა! ფრთხილად!
ვწვები.
ალექსი საწოლზე ჯდება.მისი მტევანი მიჭირავს და ვწყნარდები. ახლა ვხვდები რომ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო. გაქცევას აღარ ვაპირებ, ეხლა არა. ბიჭი რომელიც ჩემ გვერდითაა ისაა ვისაც ველოდი, ამდენი ხნის განმავლობაში და მე მის დაკარგვას აღარ ვაპირებ. თვალებს ვხუჭავ და უცებ ილუზიების დიდ მორევში ვიძირები მაგრამ წინააღმდეგობას არ ვუწევ. ახლა მშვიდად ვარ და ბედს მივენდობი.ამჯერად მე აღარ ვქმნი ჩემს ბედს,მას სხვა ქმნის.
****

გამოღვიძებული ბიჭს ვეძებ, რომელიც სანამ ილუზიებში ჩავიკარგებოდი აქ დავტოვე. ოთახის კარი იღება და ალექსი შემოდის.ხელში ფორთოხლის წვენი უჭირავს. ჩემსკენ მოდის და მეხუტება მერე ხელში მაჩეჩებს წვენს და მეუბენევა რომ ბოლომდე უნდა დავლიო. მეც თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად და დალევას ვიწყებ.როცა ვამთავრებ ჭიქას იატაკზე ვდებ, ფეხზე ვდგები და მის წინ ვჩნდები.
-გიპოვე! მე შენ გიპოვე!
-რაა?- ბიჭი გაკვირვებული მიყურებს და ვერ ხვდება რა ხდება მის გარშემო.
-12 წელია ვეძებ შემცვლელს. იმას ვინც შეცვლის ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში. და მგონი გიპოვე!-ის მიყურებს ეღიმება და ჩემს ტუჩებს ეწაფება. მე კი თავს არ ვიკავებ და კოცნაში ვყვები. დღეს ყველაფერი შეიცვლება. ბიჭი ხელში მიტაცებს და საწოლზე მაწვენს. მე ვუღიმი და ვაგრძელებ. ვაგრძელებ ჩემი ცხოვრების შეცვლას! ტასო მეუბნევოდა რომ ჩემი სილამაზით ყველაფრის შეცვლა შემიძლია. ხოდა ვცვლი. ვივიწყებ იმ ადამიანს რომლის გამოც მთელი დღე ვტიროდი. მე შეცვლას ვაპირებ და წინააღმდეგობას ვეღარავინ გამიწევს! ჩემში იმ ანკას ვკლავ! და ახლა ახალი ანკა იბადება რომელიც ამბიციური, ამპარტავანი და შურისმაძიებელია! ახლა ყველა იმას მიიღებს რასაც იმსახურებს და პირველი დემეტრეა!

------------------------------------
მწერლის შენიშვნა : ჩემო საყვარელოო მკითხველებო! ესეც მეოთხე თავი.ვიცი პატარა თვია მაგრამ აქ უნდა შემეწყვიტა. შეიძლება შეცდომები მაქვს, გამორიცხული არაა . უბრალოდ ახალი დაწყებული მაქვს წერა და ახლა ვეჩვევი ყველაფერს. როცა თქვენს კომენტარებს ვკითხულობ ძალიან მიხარიაა ))) ველოდები თქვენს მოსაზრებებს ამ ისტორიაზე. მადლობა დიდი რომ კითხულობთ!!! და ჰომ კიდევ ღირს გაგრძელებად?скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent