შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (მეორე ნაწილი)


6-09-2018, 22:43
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 290

გაუჩინარებული (მეორე ნაწილი)

სკოლის დერეფანში მივაბიჯებდი ნელა, აუღელვებელად. რამდენიმე გოგონა ჩამწკრივებულიყო და ეშმაკურად მიღიმოდა. პერიმეტრი სუფთა იყო. არავინ დამიჭერდა ფაქტზე.
საპირფარეშოში შევედი.
ჩემი რამდენიმე მეგობარი ამაყად შემომცქეროდა და საძაგლად მომღიმარი ნიღბები გადაეკრათ სახეებზე. მეზიზღებოდა ეს ღიმილი. მეზიზღებოდა ის სკოლა და ყველაფერი, რაც ჩემს მაშინდელ ცხოვრებას უკავშირდებოდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ოდესღაც, ამ ყველაფრის ნაწილი კი არა, მოთავე ვიყავი.
- რა გინდათ? - ცახცახებდა საბრალო მარიამი, რომელიც ჩემს მეგობრებს, თავიანთ დამპალ საცეცებში მოექციათ და ყველა ერთად ჩასისინებდა საშინელ სიტყვებს.
- ცუდი გოგონა ხარ, რადგან ძალიან გრძელი ენა გაქვს - ვუთხარი აუღელვებლად.
- მე არაფერი მიჭორავია... მე არასოდეს ვჭორაობ - ათრთოლდა და თვალები აუწითლდა, ცრემლი შეეპარა მზერაში.
გამწარებული ვეძგერე. წელში ისე მოვკაკე, წინააღმდეგობაც ვერ გამიწია. შეუბრალებლად მივათრიე და უნიტაზთან დავაჩოქე.
- თუ არ აღიარებ, ფსელის დალევა მოგიწევს! - დავემუქრე.
- არ გინდა კეკე, გეხვეწები - ტირილით მევედრებოდა და მაქსიმალურ წინააღმდეგობას მიწევდა, რომ მთლიანად არ გადამეყუდებინა უნიტაზის სიღრმეში, საიდანაც საზიზღარი სუნი ამოდიოდა.
- აღიარე! - ამაზრზენად შეუვალი, ჯიუტი და დაუნდობელი ვიყავი. შორიდან რომ ვუყურებდი საკუთარ თავს, ფილმის ყველაზე ბოროტი პერსონაჟი მეგონა, რომელსაც, დასკვნით ნაწილში, უეჭველად მოუგრეხდა ვინმე კისერს.
- მხოლოდ ის ვთქვი, რომ ზედმეტად ბევრის უფლებას გაძლევენ, რადგან მდიდარი ოჯახი გყავს - წარმოთქვა გულამოსკვნილი ტირილით.
დავიბენი...
მივხვდი, რომ მართალი იყო.
ცოცხალთა ჯოჯოხეთი გამოვატარე მას და კიდევ სხვა ბევრს, ამიტომ, ცხოვრებაში, ბევრი მქონდა უპატიებელი ცოდვა. მაშინ, ჩემს მეგობრებს, თვალებით ვანიშნე, რომ წასვლის დრო იყო და დავეხსენი საბრალო გოგონას.
ადამიანი იმკის ყველაფერს, რაც დათესა და ცხოვრება არავის შეარჩენს ბოროტების პატარა მარცვალსაც კი.
კადრი უკითხავად გადაირთო მომდევნო სიუჟეტზე:
კედელსმიშტერებული ქალი, უძრავად იჯდა სკამზე. თვალსაც კი არ ახამხამებდა. მხოლოდ, დროდადრო ირწეოდა ისტერიულად და იმეორებდა ფრაზას:
- დამიბრუნე ჩემი იმედი! - არ ვიცი, შესაძლოა, ისიც ღმერთთან ცდილობდა შეთანხმების მიღწევას. სახეზე, რამდენიმე ნაოჭი ეტყობოდა მკრთალად. ხანში შესული იყო, თუმცა, როგორც იტყვიან, კარგად მოვლას მაინც შეენარჩუნებინა მისთვის ახალგაზრდული იერი. ტანზე, ბუნებრივი ბეწვისგან შეკერილი ქურთუკი ემოსა. გარედან არ ჩანდა, თუმცა სამკაულებით გადაევსო ხნიერი გულმკერდი.
აღარც ბრილიანტები უნდოდა...
მზად იყო, ოხრადდატრიალებული ცეცხლისთვის შეენთო თავისი ძვირიანი ტანისსამოსი, ოღონდაც თავისი იმედი დაებრუნებინა.
ქალი არ ყვიროდა, არც ტიროდა, არც გოდებდა.
უბრალოდ, ერთადგილას გაშეშებულიყო და ხელოვნურად მომართული მექანიზმივით, ერთი მიმართულებით ეზიდებოდა სხეული წინ და უკან. სახეც გაქვავებოდა. ერთი შეხედვით, კაცი იფიქრებდა, რომ მიმიკის ნასახიც არ ებადა, თუმცა გადმოუცემ ტანჯვას ასხივებდა მისი უსიტყვო სახე.
უცრემლოდ კიოდა, კივილის გარეშე მოთქვამდა, მოთქმის გარეშე იხოკდა სახეს და სახის დახოკვის გარეშე უჩნდებოდა შემზარავი ნაკაწრები სამუდამო ტკივილისა. გული, გამეტებით ამოეგლიჯა ვიღაცას მისთვის და სულში, გავარვარებულ მაზუთს უღვრიდნენ, რათა ვეღარასოდეს გასთეთრებოდა ცხოვრება.
- დამიბრუნე ის, რაც მე მეკუთვნის და ცხოვრების ბოლომდე, ჩემთვის იყო განკუთვნილი - ჩაილაპარაკა გულში.
სადღა ჰქონდა გული?
გული გაყინული ცხედარივით ესვენა მის წინ და აღარ სცემდა, აღარ სუნთქავდა. ლურჯად შეღებილიყო გულის თეთრი ბაგეები. კანი იმაზე თეთრი ჰქონდა გულს, ვიდრე ოდესმე.
ეს სითეთრე, არც თოვლის მსუბუქ ფანტელებს ჰგავდა და არც ბამბის სასიამოვნო გუნდას.
ეს იმაზე საშინელი თეთრი ფერი იყო, ვიდრე სიკვდილს შეიძლება მოსდევდეს გადაფითრებული ნისლის სახით.
ოთხკუთხა ყუთში მომწყვდეული, ახალგაზრდა ქალის რობოტისებური ხმა კი მაყურებელს არაფრისმთქმელი გამომეტყველებითა და დაყენებული ხმის ტემბრით ამცნობდა, რომ სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა ვიღაცა... ვიღაც მნიშვნელოვანი, რომელსაც გაცხარებული მონდომებითა და სულის უღრან ტყეში მიძინებული, საშინელი წინათგრძნობით ეძებდნენ.
იმედს ჰგავდა ის, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
იმედი ყველაფერი იყო ადამიანებისთვის და მისი პოვნა იქნებოდა რწმენის დაბრუნების მსგავსი.
- დამიბრუნე! - კვლავ გაისმოდა აუღელვებელი, ნელი სიტყვები ქალისა, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში წამოკივლებულ, საყვარელი ადამიანის სახელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩურჩულს.
აღარც ბრილიანტები სურდა...
აღარც რამე, მსგავსი სიმდიდრის.
მხოლოდ თავისი თვალმარგალიტის დაბრუნება უნდოდა, რომელიც სახლიდან გასული, ჯერ არ დაბრუნებულიყო შინ.
გამომეღვიძა.
საპირფარეშოში გავიქეცი და ათი წუთის განმავლობაში, გულისრევა არ მინელდებოდა.
განადგურებული გამოვედი...
სასწრაფოდ, პროდუქტით უნდა მოვმარაგებულიყავი, თორემ ჰაერით კვებას დიდხანს ვეღარ შევძლებდი(მადა მქონდა დაკარგული ამ ბოლო დროს).
შხაპი მივიღე, კაპიუშონიანი მაისური ჩავიცვი, მოღრუბლულ ამინდში, მზის სათვალე გავიკეთე ქაჯივით და მაღაზიაში ჩავედი... თითქოს, კარგად შენიღბული ვიყავი. სინამდვილეში კი, აშკარად მეტ ყურადღებას ვიქცევდი და სახეზე ნიღაბჩამოცმულს ვგავდი.
გარეთ გამოვედი და ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება თუ ის არ შემემთხვეოდა, რაც შემემთხვა. ისევ ჩავაყუდებდი ადამანებს ფეკალიებით გატენილ დამპალ წყალში თუ იქამდე მოვეგებოდი გონს, სანამ, ცოდვით გადატენილი ჩემი სახე ცოცხალ დემონს არ დაემსგავსებოდა?
ალბათ, ვერასოდეს გავიგებდი.
ახლა უკვე ყველაფერი ძლიერ გვიანი იყო და მონანიების გარდა, არაფერი დამრჩენოდა.
გულის სიღრმეში, ვგრძნობდი, ბოროტება როგორ მხვევდა თავის მშვენიერ, სასტიკსა და შემზარავ კლანჭებს. მისი სითბოს წიაღში, პატარა ნაკადულივით ვიღვრებოდი.
ნუთუ, მსიამოვნებდა მისი შეხება?
ნუთუ, საკუთარ გაუმაძღარ არსებას თუ მივუშვებდი თავის ჭკუაზე, კვლავ ბოროტების სამუდამო საყვარელი გახდებოდა? სიამოვნებით გაუნაწილებდა თავის სუნთქვასა და სხეულს, სანაცვლოდ კი გაუბედურებული ხალხის კვნესას მიიღებდა და ამ კვნესის გაგონებაზე, სიხარულით აენთებოდა ჩაბნელებული სული.
არაფრისმომცემი ფიქრები, სწრაფად გადაფარა დღის სინათლის ხილვით გამოწვეულმა მოულოდნელმა განცდამ. ასე მეგონა, ათასი წელი, ბნელ ჯურღმულებში ვიყავი გამომწყვდეული და მოღრუბლული მზის ოდნავი სინათლეც კი საშინლად მჭრიდა თვალს მუქ სათვალეში.
აქამდე, არასდროს ვაქცევდი ყურადღებას ჯანსაღ კვებას, მაგრამ იმდენი ბოსტნეული და უსაფუარო პური ვიყიდე, გარშემომყოფნი იფიქრებდნენ, რომ ყველაზე ჯანმრთელად ვიკვებებოდი(თუმცა, ერთმა ბლოკმა სიგარეტმა გააფუჭა მთელი ილუზია).
გარეთ გამოვედი. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ამდენი აღჭურვილობის თრევამ დამღალა და ორიოდე წუთით, მიწაზე დავდე პარკი.
- გამარჯობა კეკელინა - მომესმა გოგონას ხმა. დაფეთებულმა შევხედე. ისე ვიყავი აღჭურვილი, მშობელიც კი ვერ ამომიცნობდა.
სახე გამეყინა, ყბა მომეღრიცა და გამალებით ამიძგერდა გული.
- მიცანი ჰო? როგორ ვერა, ალბათ მიცანი - მიღიმოდა და ჩამქრალ თვალებს, ზიზღით მანათებდა სახეში.
- მარიამ? - კანკალით აღმომხდა. გარშემო მიმოვიხედე, არავინ იყო. ჩემი ტერორის სურვილით შემოსილი გარემო, მთლიანად დაცარიელებულიყო და აღარავინ დარჩენილიყო ჩემ საშველად.
- მიცანი - გამიმეორა ყურებამდე გაღიმებულმა. - შენი ნახვა მსურდა... სპეციალურად, შენს სანახავად მოვედი - თვალებს არ მაცილებდა, გამაღიზიანებელ ღიმილსაც არ იშორებდა სახიდან.
- მოგინახულებ ხოლმე... - გამოსცრა ერთმანეთსმიბჯენილი კბილებიდან.
შეტრიალდა...
თავთან, უზარმაზარი ჭრილობა გამოუჩნდა. თითქოს, ვიღაცას მთელი ძალით ჩაერტყა ცული თავში. სისხლით მოთხვრილ გახსნილ ჭრილობაზე, თმა აბლანდვოდა და ზედ მისწებებოდა.
სისხლი უხვ წვეთებად ბჟუტავდა და თავისფრად ღებავდა ასვალს.
დავიკივლე.
უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
დაფეთებული სირბილისას, ფეხი გადამიტრიალდა და ვერ მივხვდი, ტკივილისგან გავენთხე ძირს თუ კიდევ რომელიღაცა კოშმარმა დამიგო მახე. ჩემი კრახისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ნატკენი ფეხით წამოვჯექი და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე.
მიპასუხე, მიპასუხე, მიპასუხე - ვევედრებოდი.
„ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“ - მპასუხობდა ქალის საზარლად ერთფეროვანი ხმა.
- სანი, ოღონდაც მიპასუხე - ვთხოვდი ხმამაღლა და წამდაუწუმ ვურეკავდი.
„ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან...სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა ის, ვის პოვნასაც, იმედის დაბრუნების ფასი აქვს“ - მიმეორებდა გამუდმებით.
- გოგონა, პროდუქტი დაგრჩათ! - ჩემი ნივთებით ხელდამშვენებული მომდევდა ახალგაზრდა ბიჭი. - ცუდად ხართ? დაშავდით?
- არაფერია, ფეხი გადამიბრუნდა - ვთქვი და წამოვდექი. თვალებში შევხედე... აშკარად, ცოცხლის მზერა ჰქონდა.
ფეხი არ მტკიოდა. წამიერ დაბნეულობას, შიშსა და პანიკას დავაბრალე უეცარი ვარდნა.
- კარგად ხართ? დარწმუნებული ხართ?
- დიახ, დიდი მადლობა - ზრდილობიანად გავუღიმე და ჩემი შეფუთული პროდუქტი გამოვართვი.
- უცნაურად დაცარიელდა უბანი არა? - მკითხა გაკვირვებულმა.
- ჰო, არავინაა.
- ალბათ იმას ეძებენ, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
- უკაცრავად? - გავოგნდი მის საუბარზე.
- ვთქვი, რომ ალბათ ყველა უფრთხის მოღრუბლულ ამინდს.
- დიახ, რა თქმა უნდა - უკანმოუხედავად გავეცალე.
* * *
თავი ათასი სისაძაგლით მქონდა გადაჭედილი. მეშინოდა, ზოგჯერ არ მეშინოდა და ჩემს გულში მიმალულ მამაც გოგონას ვიხმობდი, რათა ყველა აჩრდილთან, ერთი-ერთზე დამდგარს, დაუღალავად ებრძოლა. ეს მამაცი გოგონა, ერთდროულად, უშიშარიცა და სასტიკიც იყო. მას არ ადარდებდა გარშემო მყოფი ადამიანები, გარდა ოჯახისა. პატარა, საზიზღარ რობოტს ჰგავდა, რომელიც ადამიანთა გასამწარებლად მოქოქილიყო და მხოლოდ ერთ პატრონს ემორჩილებოდა. მხოლოდ ერთი პატრონი უყვარდა, მხოლოდ მისი ღიმილი უღირდა მთელ სამყაროდ.
ხშირად, გაბედულობა და შიშის არ ქონა, ადამიანის უარყოფით მხარედ ქცეულა. ჩემს გაბედულ მეორე ნახევარს, ხალხთა ჩაგვრა უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. იმის კი არ ეშინოდა, რაც ამ ყველაფერს შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მათი ტკივილი, ერთბაშად მიჰქონდა ძარღვებში და უხალისდებოდა სისხლი, რომელიც დაცინვითა და ირონიით ჩქეფდა.
ის მონსტრი იყო.
მონსტრი, არაფერში მჭირდებოდა, ზიანს მაყენებდა და ამავე დროს, სასიცოცხლოდ მესაჭიროებოდა მისი დახმარება.
ზოგჯერ, მონსტრის პიროვნებად გარდაქმნის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ გამოაცალო ყველა საშინელი თვისება და დაუტოვო მხოლოდ ის, რაც სიცოცხლისთვის წაადგება.
ჩემი მონსტრისთვის კი სიმამაცე უნდა შემენარჩუნებინა, რათა დამხმარებოდა.
ასეთი ფიქრების შემდეგ, მივხვდი, რა მინდოდა ყველაზე მეტად - ისევ გოგონა გავმხდარიყავი, რომელიც თავს მიმზიდველად და სასურველად გრძნობს, თუნდაც ერთი ღამით. სასიამოვნოდ შევიმოსე, ორიოდე სამკაული ავიკინძე და ცოტაოდენი მაკიაჟიც წავითითხნე (თუმცა, როდესაც კლუბში მიდიხარ, ცეკვისას, ისე იწურები ოფლისგან რომ ზედმეტის წასმას მაინც არ აქვს აზრი, ისედაც ჩამოგერეცხება ადგილზევე).
დაცვის კაცმა ბავშვურად გამიღიმა და ხელიც მსუბუქად ჩამირტყა (წლებია, მიცნობდა). მგონი, ნელ-ნელა, ისევ ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდებოდი. ხალხმრავლობამ, დამძიმებული გული, ხალისითა და სიხარულით ამივსო.
მუსიკის პირველივე ჰანგებზე, თითისწვერებზე ამეზიდა სხეული. ჯერ რაღაც უცნაური მოძრაობები ვაკეთე, მელოდიის გახურებასთან ერთად კი მოძრაობები გიჟურსა და სწრაფ რითმებს ავაყოლე და ცოტახანში, პატარა მხეცს დავემსგავსე, რომელიც ცეკვისას, სამი ადამიანის ადგილს იკავებდა.
სურნელის მიხედვით ვხვდებოდი, რომ რამდენიმე ადამიანი მეცეკვებოდა თანმიმდევრობით. უკანასკნელის სურნელი კი ყველაზე მძაფრად ვიგრძენი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ის იკავებდა მოწინავე ადგილს. თვალი მუდამ დახუჭლი მქონდა, შესაბამისად, ადამიანებსაც არომატის მიხედვით ვცნობდი.
თვალები გავახილე.
მცოცავი განათება, თვალებს მჭირდა, თუმცა მაინც ვიცანი, რომ გეგი იყო.
- არ მეგონა, რომ ოდესმე, ჩემს დანახვას მოინდომებდი - ჩამყვრა ყურში.
- დალევა მინდა! - ვუპასუხე ყველაფრის მაგივრად.
ერთდროულად, დაიბნა და ამოუხნელი სიხარული გამოეხატა სახეზე.
- ამაზე მეტად, მგონი არაფერი გამხარებია ბოლო დროს - გაეცინა და ბართან მივედით. ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. კოქტეილის სახელს ვერასოდეს ვიმახსოვრებდი, გრძელი და რუსეთთან დაკავშირებული სიტყვა იყო. ცოტა არ იყოს, მრცხვენოდა ამ სასმელის სიყვარული, თუმცა მას ყველაფერი ჰქონდა, რაც მიყვარდა - ლიმონი, სიტკბო, სიმჟავე, არაყი.
ეს კი მაიძულებდა, წარმოშობაზე დამეხუჭა თვალი.
ახლაც ვერ დავიმახსოვრე მისი სახელი, თუმცა საკმაოზე მეტად გრადუსიანი იყო.
- ყველა ნორმალურ კლუბს ვსტუმრობ ქალაქში, თუმცა არასოდეს მინახავს, ვინმე შენნაირი სიყვარულით ცეკვავდეს - სამი ჭიქის შემდეგ გამომიტყდა გეგი.
- დღეს განსაკუთრებულად დავიღალე, თუმცა მადლობ, მიხარია რომ ვიღაცას ჩემი პრიმიტიული ცეკვა მოსწონს.
- ხუმრობ ხო? ქალებიც კი ერთმანეთს ასწრებენ, რომ გამოგიცეკვონ. შენ კი, თვალის გახელის ღირსადაც არ აგდებ არავის. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ისე ჩანს, თითქოს ყველას ეცეკვები და საბოლოოდ, არავინ რჩება გულდაწყვეტილი.
- ეგ უკვე საშინლად უცნაურია.
- რა არის უცნაური?
- ის, რომ ჩემგან გულდაწყვეტილი არავინ რჩება...
იმ ღამეს, იძულებული ვხდებოდი, თვალი გამეხილა, რადგან გეგის ვეცეკვებოდი და უხერხული იქნებოდა, გაუცნობიერებლად, დამატებით ათი პატრნიორი რომ გამომეცვალა. ორი საათის განმავლობაში, არც ერთი გავჩერებულვართ.
ცეკვა ყველაზე სწრაფად აახლოვებს ხალხს. მითუმეტეს, თუ ამ ცეკვებში, არც ერთი რომატიკული ელემენტი არაა და ორივე მხარე, ბავშვური მოძრაობების ფონზე ერთობა.
მოულოდნელად, ჩაბნელებულ დარბაზში, მზერა მხოლოდ ერთ, მოძრავ წერტილზე გავაშეშე და მას ავაყოლე თვალები გიჟურად.
ცეკვა შევწყვიტე... დავფეთდი.
სახეზეც დამეწერა, რომ თავზარი დამეცა.
გეგიმ, ხელების მოძრაობით მანიშნა, რა ხდებაო.
- მისმინე - მის ყურთან ახლოს მივწიე სახე - ახლა მაქსიმალურად უნდა მომეფარო და ისე გავძვრეთ გარეთ, რომ ხალხის იმ მონაკვეთიდან, ვერავინ დამინახოს - თითით ვანიშნე ჩრდილოეთი.
ცოტა არ იყოს, დათვს ჰგავდა.
ერთი შეხედვით, კარგი აღნაგობის ბიჭი იყო, თუმცა ხელებს რომ გაშლიდა და ყველა კუნთს აგიფრიალებდა ერთმანთის მიმდევრობით, საუცხოო აღნაგობის ბიჭად გარდაისახებოდა.
მაგრამ მე ის ყველა ვარიანტში უნდა შემძულებოდა.
თუმცა, ვხვდებოდი, რომ მეგობრობის რამდენიმე მარცვალი ჩამთესვოდა გულში და ეს ფაქტი, მომავალში, სიძულვილთან დაკავშირებით, ხელს შემიშლიდა.
- არ მითხრა, რომ შენი ახლანდელი, ყოფილი ან მომავალი შეყვარებული იყო - გასკდა სიცილით, როცა გარეთ გამოვედით - თუმცა, მომავალზე და ახლანდელზე, ნამდვილად არ გამეცინება.
- შეყვარებული გამოაკელი მაგ წინადადებას და ძმა ჩაამატე. - ამოვთქვი საცოდავად და გულზე მივიდე ხელი.
ვქოშნებდი არა დაღლილობისგან, არამედ აღელვებისგან.
ჯანდაბა! სიგიჟემდე მომნატრებოდა სანი და მისი დანახვით გამოწვეულ გულისცემას, ვერანაირი სტატუსის მქონე შეყვარებულის დანახვის გულისცემა ვერ გადაფარავდა....
ვერასოდეს!
- შენი ყოფილი, ახლანდელი და მომავალი ძმაა? - მკითხა გეგიმ.
- დიახ.
- მოიცა, ის ბიჭი... შენ? - ძალიან დაიბნა.
ვხვდებოდი, რომ არც ისე შესაშურად ვითარდებოდა ჩემი საქმე.
ცოტახანს, თავისთვის იმარჩიელა. გონებაში მოსიარულე ყველა ეჭვი, სახეზე ეხატებოდა უშეცდომოდ.
და ბოლოს ამოთქვა:
- კეკელინა! შენ კეკელინა ჯაფარიძე ხარ! თორნიკეს შვილი.
- one and only - დავაყოლე, რათა ცოტაოდენი იუმორი შემომეტანა, თუმცა არც ისე კარგი დრო დაემთხვა ამ ნიჭის გამომჟღავნების.
- ჩემი ბედის დედაც! - სახეზე შემოირტყა ხელები - კეკელინა ჯაფარიძე! - უკვე საკუთარ თავს უმეორებდა და უცნაურად გამოხატავდა გაოგნებასა და ბრაზს.
ჰო, კეკელინა ჯაფარიძე ვიყავი და ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდა ყველასთვის.
მთელი ის დრო, როცა გეგი ბედსა და საკუთარ თავს ეჩხუბებოდა, მე ისევ ჩემი ძმით გამოწვეულ გრძნობებზე ვფქირობდი.
დანახვამ გამანადგურა, მასთან საუბარი კი საბოლოოდ მომიღებდა ბოლოს.
ჯანდაბა! ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა და ამ გრძნობას, ჩემს სულში გამეფებული ქარიშხალი, გულის კედლებზე ჩამოსმული დიდი ბრჭყალები და არეული გონება, ერთდროულად მიდასტურებდა.
- ვაიმე, შენ...შენ! - ისევ გავიგონე გეგის გაორებული ხმა - შენ გეძებენ... - დამიმატა უკანასკნელად და ამ სიტყვამ, კიდევ უარესად დაიმონა ფიქრები. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 მოდერი სალანდერი

როგორ მომენატრე თურმე.
ისეთი თავი იყო, შენებური რა, არაფერი რომ არ აკლია და არაფერი რომ არ ეზედმეტება.
რად გინდა შენ ჩემი შეფასება, ხომ იცი რომ სულ აქ ვარ და მოგყვები "რა-ვ" ❤

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სალანდერი
როგორ მომენატრე თურმე.
ისეთი თავი იყო, შენებური რა, არაფერი რომ არ აკლია და არაფერი რომ არ ეზედმეტება.
რად გინდა შენ ჩემი შეფასება, ხომ იცი რომ სულ აქ ვარ და მოგყვები "რა-ვ" ❤

ვუაიმე, ჩემი წერის კოკობი ხარ <3
გაიხარე, გამრავლდი, დარჩი და არ მომაკლდე :დდ
მადლობა დიდი <3

 



№3  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

ვკითხულობდი "გაუჩინარებულის" პირველ ნაწილს და გული დამწყდა რომ გააუჩინარე :დდდ და იმედი მაქვს რომ ამასაც არ გააუჩინარებ :დ
ძალიან მომწონს შენი გიჟი კეკელინა თავის გეგიანად ???? პორნოებს ვუყურებ ხოლმე და ესეთები იქიდან ვიციო, გაოცებულ გეგის რომ ეუბნება, ეგ ნაწილი არ ამოიღო რა გთხოვ :დდ რაც მე მაგაზე თავის დროზე ვიხარხარე :დდ

 



№4  offline წევრი უცნაური მე

ძალიან მომწონს..
ყველაფერთან ერთად ხომ ძაან იდუმალი და ჩამთრევია..
ვერ ვხვდები ჯერ ბევრ რამეს..
მეტ განვითარებას ველოდები..
შენ კი რაგითხრა სხვაა??
საოცრად წერ ძალიან მომწონხარ! <3

 



№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ელ_ჯეიმსი
ვკითხულობდი "გაუჩინარებულის" პირველ ნაწილს და გული დამწყდა რომ გააუჩინარე :დდდ და იმედი მაქვს რომ ამასაც არ გააუჩინარებ :დ
ძალიან მომწონს შენი გიჟი კეკელინა თავის გეგიანად ???? პორნოებს ვუყურებ ხოლმე და ესეთები იქიდან ვიციო, გაოცებულ გეგის რომ ეუბნება, ეგ ნაწილი არ ამოიღო რა გთხოვ :დდ რაც მე მაგაზე თავის დროზე ვიხარხარე :დდ

ვაიმე, ჯიგარი ხარ, ეგ რომ გამახსენე, აუცილებლად ჩავსვამ, შენი ხანთრით :დდ
მიხარია, რომ კითხულობ და ჩემთან ხარ. პირობას ვდებ, გაუჩIნარებული, აღარ გაუჩინარდება <3

უცნაური მე
ძალიან მომწონს..
ყველაფერთან ერთად ხომ ძაან იდუმალი და ჩამთრევია..
ვერ ვხვდები ჯერ ბევრ რამეს..
მეტ განვითარებას ველოდები..
შენ კი რაგითხრა სხვაა??
საოცრად წერ ძალიან მომწონხარ! <3

უცნაურო შენ, დიდი დიდი მადლობა <3
ძალიან მიხარია, რომ მოგწონს ჩემი წერის სტილი და ვიცი, ჯერ ცოტა გაუგებარია რაღაცეები და მალე გასაგებად გავდარქმნი, იმედი მაქვს <3

 



№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

ვუიმე! scream
ვაიმე! scream
ძალიან მაგარი იყო!
ცოტა შემზრავიცი :დ (კეკელიანას მოჩვენებების წყალობით)
მაგრამ ამას ხო ცალკე ხიბლი აქვს.
სად გაწყვიტე რა ?
კითხვას, რომ ვიწყებ, არ მინდა დავამთავრო!
როდის იქნება შემდეგი ?

 



№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ბელუ შეროზია
ვუიმე! scream
ვაიმე! scream
ძალიან მაგარი იყო!
ცოტა შემზრავიცი :დ (კეკელიანას მოჩვენებების წყალობით)
მაგრამ ამას ხო ცალკე ხიბლი აქვს.
სად გაწყვიტე რა ?
კითხვას, რომ ვიწყებ, არ მინდა დავამთავრო!
როდის იქნება შემდეგი ?

შემდეგს ორ ან მაქსიმუმ, სამ დღეში დავდებ <3
ბედნიერი ვარ თუ მოგეწონა და ცოტა საშიში თუა, ეგეც მაწყობს :დდ
ძალიან ძალიან მიხარია შენი კომენტარი!

 



№8  offline წევრი Na❣Da

ცოტა დავიბენი და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️ ძალიან კარგად წერ და ინტერესი მკლავს.. :დ

 



№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Na❣Da
ცოტა დავიბენი და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️ ძალიან კარგად წერ და ინტერესი მკლავს.. :დ

ძალიან დიდი მადლობა <3

 



№10  offline წევრი nathali lifhonava

ვააიმეე
როგორი საინტერესო იყო შენ რომ იცოდე
(თან მეშინოდა და თან მეცინებოდა კიდევაც;დდდ)
scream გეგი და კეკელინა ერთად იქნებიან?
ოჰოო,ისევ დავიბენი;დ
არაუშავს,ეგ არაფერია შემდეგ თავებში იმედია გავიგებ რა ხდება კეკელინას თავს
^_^
როგორც ყოველთვის საოცარი თავიიყო
მაგრამ,მეპატარავა რატომღაც;დ
უფრო დიდ თავს ველოდებოდი;
იმედია შემდეგში გაზრდი
კარგი ხარძაალიან <3
საყვარელოოო kissing_heart kissing_heart
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 



№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

nathali lifhonava
ვააიმეე
როგორი საინტერესო იყო შენ რომ იცოდე
(თან მეშინოდა და თან მეცინებოდა კიდევაც;დდდ)
scream გეგი და კეკელინა ერთად იქნებიან?
ოჰოო,ისევ დავიბენი;დ
არაუშავს,ეგ არაფერია შემდეგ თავებში იმედია გავიგებ რა ხდება კეკელინას თავს
^_^
როგორც ყოველთვის საოცარი თავიიყო
მაგრამ,მეპატარავა რატომღაც;დ
უფრო დიდ თავს ველოდებოდი;
იმედია შემდეგში გაზრდი
კარგი ხარძაალიან <3
საყვარელოოო kissing_heart kissing_heart

დიდი დიდი მადლობა <3
რაც შეეხება, გეგის და კეკელინას, მაგას წინასწარ ვერ გეტყვი, არ მაქვს უფლება :დდ

 



№12  offline წევრი nathali lifhonava

ენ ჯეინი
nathali lifhonava
ვააიმეე
როგორი საინტერესო იყო შენ რომ იცოდე
(თან მეშინოდა და თან მეცინებოდა კიდევაც;დდდ)
scream გეგი და კეკელინა ერთად იქნებიან?
ოჰოო,ისევ დავიბენი;დ
არაუშავს,ეგ არაფერია შემდეგ თავებში იმედია გავიგებ რა ხდება კეკელინას თავს
^_^
როგორც ყოველთვის საოცარი თავიიყო
მაგრამ,მეპატარავა რატომღაც;დ
უფრო დიდ თავს ველოდებოდი;
იმედია შემდეგში გაზრდი
კარგი ხარძაალიან <3
საყვარელოოო kissing_heart kissing_heart

დიდი დიდი მადლობა <3
რაც შეეხება, გეგის და კეკელინას, მაგას წინასწარ ვერ გეტყვი, არ მაქვს უფლება :დდ

ჰოჰოო დაველოდოთმოვლენების განვითარებას;დდ
kissing_heart
დავაოკებროგორმე ცნობისმოყვარეოობასეენ;დდ smile smile kissing_heart kissing_heart
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 



№13 სტუმარი სტუმარი ნათია

სანამ კომენტარს დავდებ, ჩვევად მაქვს კომებს გადავხედო და იცი რა მიხარია?! ყველა ჩემი საყვარელი მწერალი რომ აქაა გამეცინა ბელუმ რომ თქვა სად გაწყვიტეო, არადა ლამის ინფაქტი მიმაღებინოს ისეთ ადგილზე იცის გაწყვეტა???? ხოდა ახლა თავს ვიმტვრევ რა დაემართა ამ გოგოს ან მარიამი რატომ გამოეცხადა ნაჯახ გარჭობილი ( საშინელებათა ფილმი გამახსენდა „ალისფერი პიკი“)და იქნებ ცოტა სინათლე შემოიტანო ჩემს ბურუსით მოცულ ტვინში თორემ მთლად დავიკარგეეეე (ხო რაიყო მეეც????)

 



№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნათია
სანამ კომენტარს დავდებ, ჩვევად მაქვს კომებს გადავხედო და იცი რა მიხარია?! ყველა ჩემი საყვარელი მწერალი რომ აქაა გამეცინა ბელუმ რომ თქვა სად გაწყვიტეო, არადა ლამის ინფაქტი მიმაღებინოს ისეთ ადგილზე იცის გაწყვეტა???? ხოდა ახლა თავს ვიმტვრევ რა დაემართა ამ გოგოს ან მარიამი რატომ გამოეცხადა ნაჯახ გარჭობილი ( საშინელებათა ფილმი გამახსენდა „ალისფერი პიკი“)და იქნებ ცოტა სინათლე შემოიტანო ჩემს ბურუსით მოცულ ტვინში თორემ მთლად დავიკარგეეეე (ხო რაიყო მეეც????)

ვაიმე ნათია, რა საყვარელი ხარ <3
სხვათაშორის, კი ამბობენ, სანამ არ წაიკითხავ, ვერ მიხვდებიო, მაგრამ შეფასებას როგორი ადამიანი უკეთებს, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, გეთანხმები.
არც კი ვიცი, რა გიშველო და რა ხერხებით დაგასპოილერო ისე, რომ ძაანაც არ დასპოილერდე :დდდ

 



№15 სტუმარი სტუმარი ნინი

უკაცრავად.. მე თქვენს ყველა შემოქმედებას ვკითხულობ ერთი რამ მინდა გკითხოთ.. თუ არ ვცდები ახაკი დაწყებული გქონდათ ახალი რომანი და 2 თავი წავიკითხე მხოლოდ.. და მერე უცებ გაქრა.. ძალიან დამწყდა გული.. :( კომენტარიც დავწერე რომ შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდებოდი. :( .. ისე ჩამითრია რომ ყოველ წუთს ვამოწმებდი ხომ არ დაიდო ახალი თავითქო.
.ბიჭს დაიჭერენ და ადვოკატად დაუნიშნავენ გოგოს.. ამ ბიჭს დას მოუკლვენ და ეს გოგო ჩუმად ეხმარება გამოძიებაში.აუ გთხოვ რომ გააგრძელო :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent