შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული სხვა ვარსკვლავიდან (თავი 4)


7-09-2018, 00:39
ავტორი Tamta Kurtskhalidze
ნანახია 116

სიყვარული სხვა ვარსკვლავიდან (თავი 4)

- თინა ეს შენ ხარ? არა დამიბრუნდეთ ჩემი თინა , რომელიმე სული ჩაგისახლდა? - სიცილი ვერ შევიკავე და ავხარხარდი
- ბიილ ჯერ არაფერი ვიცი. მეშინა, მეშინია რომ არაფერი გამოვა, ხომ გითხარი გოგოსთან ერთად იყო აივანზე, შეიძლება მეც გამომიყენოს.
- შენ ეგეთი გოგო არხარ თინა, შენ სულ სხვა ხარ, ბიჭისთვის არც კი გიკოცნია , შეყვარებულიც კი არ გყოლია თინა, ღმერთო ჩემოო - და სიცილი დაიწყო, მე ავყევი ოღონდ ნერვიულად, ტელეფონის ხმა გავიგონე, ლუკი იყო '' ცხრაზე სახლთან გამოგივლი. ლ''
- ბიიილ ადექი, სწრაფად მხოლოდ ერთი საათი მააქვს, რაუნდა ჩავიცვა? წამოდი, წამოდი ბილ ამარჩევინე რაიმე, მალე.
კოპლებიანი კაბა მუხლებს ოდნავ ზევით და ბათინკები, აი რა ამარჩევინა ბილმა, თმები უკან ერთ ნაწნავად გამიკეთა, ალუბლისფერი ტუჩსაცხი და სუნამო. მხოლოდ დედა დარჩა
- თინა სად მიდიხარ ესე გამოწყობილი? - მამა სამზარეულოში იჯდა და დედას უყურებდა როგორ უკეთებდა სადილს, მივედი ორივეს ვაკოცე და ბილის დამეხმარე მეტყველების უნარი დავკარგე სახით შევხედე
- დე მე და ბილიი გავისეინებთ, ფილმი უნდა ვნახოთ მალე მოვალ ძალიან არ დავიგვიანებ - კარგი, ფული გინდა?
- არა მაქვს, ყულბაში ჩამიგდე
- საყვარელო, ხვალ სადმე წავიდეთ კვირაა, თუნდაც ქალაქ გარეთ მე, შენ , დედამ და ბილიმ, წამოხვალ არაა ბილი? - მამა ბილისკენ შეტრიალდა და გაუღიმა, ცალი თვალით დედას უყურებდა როდის დაუდებდა თეფშზე სადილს.
- წამოვალ, რათქამუნდა - მამამ ტაში შემოკრა
- ძალიან კარგი, ხორცს მე შევწვავ .
ბილის სახლთან დავემშვიდობე, მოტოციკლეტმა კვეთაში შემოუხვია გზიდან გადავედი, ლუკი არ ჩანდა, მოტიციკლეტმა გააჩერა, ბიჭი მოტოციკლეტიდან გადმოვიდა და გამიღიმა, შავი ბუტილკა შარვალი და თეთრი მაისური ეცვა, იმდენად სიმპათიური იყო თვალი ვერ მოვწყვიტე, ზღაფრიდან გადმოსულ პრინცს გავდა
- თინა, როგორ ხარ? - ლუკი მომიახლოვდა და ხელი ხელზე მომკიდა, იმდენად შეპყრობილი ვიყავი მისით რამოდენიმე წამი ხმა ვერ ამოვიღე
- კარგად, ნუ მგონი კარგად ვარ, შენ ამით აპირებ წასვლას? - მოტოციკლეტისკენ ხელით ვანიშნე, მან კი გაიცინა
- მხოლოდ მე არა შენც თინა, წამოდი წავედით - ხელი მომკიდა, ადგილიდან არ დავძრულვარ
- არა, მეშინია.
- ჩემთან ერთად არუნდა გეშინოდეს, წამოდი - ბოლოს მაინც დავთანხმდი, სხვა გზა არ იყყო
- ხელი კარგად შემომხვიე - უკან გამოიხედა და გამომწვევად შემომხედა.
თავიდანნ დაძაბული ვიჯექი, ესე მეგონა სადმე მაინც გადავარდებოდით მაგრამ მივხვდი რომ ლუკი ოსტატურად ატარებდა, სიჩქარეს უმატებდა და უმატებდა, მე კი ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი და მეგონა რომ გავბრინდებოდი, პრინცთან ერთად რომელიც ისეთივე დაუჯერებელი იყო როგორც ეს წუთები. თავი მხარზე დავადე და მივხვდი როგორ დაეზაბა კუნთები ლუკს, მაგრამ არ მაინტერესებდა ეხლა ყველაზე დაცულად ვგრძნობდი თავს, გზა არ ილეოდა ნელ-ნელა ავდიოდით მაღალ გორაკზე, ხეები ჩვეთან ერთად მოქროდნენ, მთვარე კი უკან დაგყვებოდა. ბოლოს ლუკმა ტრიალ მინდორზე გაააჩერა, გავოცდი აქ ისეთი სილამაზე იყო, ქალაქის ხედი იშლებოდა, გარშემო ხეები იყო და ერთ ადგილას სადაც ჩვენ გავჩერდით ტრიალი მინდორი, ლუკმა მოტოციკლეთის ხუფი გააღო და პლედი და დიდი შეკვრა ამოიღო, ხელით მანიშნა პლედი გაშალეო, შეკვრიდა ბურგერები და კოლა ამოიღო, ჭიქა და თეფშებიც, კონტეინერში ყინურები ეყარა.
-ბურგერი, ხომ მითხარი ბურგერი მინდაო - გამიღიმა და პლედის მეორე მხარეს კოფორტულად მოთავსდა, იმდენად გამაოცა ესე მეგონა უკვე მიყვარდა
- ეს ყველაფერი ერთ საათში მოასწარი?
- კი ერთ საათში, ავიცოდი მართლა მნახავდი თუ არა, ცვალებადი ხასიათი გაქვს.
- ხო არც მე ვიცოდი, ეხლა აქ შენთან ერთად რომ მომიწევდა ყოფნა, ეს ბურგერი ვინ გააკეთა?
- მე, რათქმაუნდა.- ეშმაკურად შემომხედა - კარგი, კარგი ჩემმა დამ გააკეთა,გაუკვირდა წასაღბად რომ ვთხოვე გაკეთება, მაგრამ მაინც გააკეთა
- რამდენი წლისაა? - თან ბურგერის ჭამა დავიწყე
- თექვსმეტის, მე მამა და ჩემი ნიკოლი ერთად ვხოვრობთ - ბურგერი იმდენად გემრიელი იყო, ლაპარაკი არ მინდოდა, ლუკმაც დაიწყო ჭამა
- გემრიელია, უუუგამრელესია - ლუკმა გამირიმა და თავი დამიქნია, ბურგერის ჭამა დავასრულე და ვკითხე
- ჩემი სახლის მისამართი ან ნომერი როგორ გაიგე?
- ძნელი არაფერი თუ მოინდომებ.
შემდეგ მასსზე მიყვებოდა, დედა ორი წლის წინნ გარდაეცვალა და მამა ზდიდა ორივეს, მამამისზე და მის დაზე ლაპარაკისას თვალები უბრწყინავდა, დედაზე კი მოიღუშა და მალევე გადატანა სხვა თემაზე თემა, იმდენად თავისუფლად ვლაპარაკობდით მეგონა დიდი ხანია ვიცნობ თქო, ალბათ თვითოდანაც იგივეს განიცდიდა რადგან ყველაფერი მომიყვა მის ოჯახზე, ისიც რომ სკოლიდან გადმოსვლა მისი დის გამო მოიდომა, მისი და იქ კლასს ვერ ეგუებოდა და ჩენს სკოლაში გადმოვიდა, თვითონაც გადმოყვა მარტო რომ არ ეგრძნო თავი.
- შენ, შეენზეც მომიყევი?- ლუკმა ცნობისმოყვარული თვალებით შემომხედა
- მე, დედა და მამა ერთად ვხოვრობთ, დედმამიშვილი არ მყავს, მყავს საუკეთესო მეგობარი ბილი, რომელიც ყველას მირჩევნია- ლუკა ლაპარაკი შემაწყვეტინა
- მოიცა ბილი, ტკბილი? შენი შეყვარებული მეგონა - გამახსენდა როგორ მიტხრა ერთხელ, და სიცილი დავიწყე, ლუკი კი გაშტერებული მიყურებდა
- შეყვარებული რომ მყავდეს გნაავდი? ბილი ჩემი პატარაობის მეგობარია, მთელი ცხოვრებაა ვიცნობ თითქმის და მასს.. მას ბიჭები მოსწონს - ლუკი შოკირებული მიყრებდა
- მართლა? ღმერთო რა მაგარიაა - ეხლა მე გამიკვირდა
- რა არის მაგარი?
- არა არაფერი - გამიღიმა და კოლა დამისხა.
ერთი საათი კიდევ ვიყავით, შემდეგ ვთხოვე სახლში წავეყვანე უკვე თორმეტი სრულდებოდა, სახლთან რომ გადმოვედი ლუკიც გადმოვიდა შუბლზე მაკოცა
- მოგწერ.- და წავიდა
ღიმილით ვუყურებდი როგორ მიეფარა ქუჩას მოტოციკლეტი, ბილის მივწერე '' ბედნიერი ვარ, გჯერა? თ."
ცხოვრება სიურპრიზეებითა სავსე, ყველაფერი ბედის ბორბლის ბრალია როგორ და როდის შემოტრიალება არც კი იცი და ჩემო მკითხველო თუ ეხლა უბედური ხარ იცოდე რომ შენი დროც მოვა, მოვა დრო რომ შენც ბედნიერი იქნები, მე მჯერა ამის და შენც უნდა ირწმუნო, ცხოვრება სიურპრიზებითაა სავდე, უამრავი ფერადი სიურპრიზებით. მაგრამ... დიახ მაგრამ ყოველთვის არსებობს და შიში რომლიც უნდობლობითაა გამოწვეული.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Farvana

ძალიან მომეწონა,კარგი გოგო ხარ რომ დიდ ხანს არ აგვიანებ
--------------------
ფარვანა

 



№2 სტუმარი სტუმარი ანა

პერფექთ scream scream heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes wink შემდეგ თავს ველოდები heart_eyes heart_eyes

 



№3 სტუმარი სტუმარი მარი

როდის იქნება შემდეგი თავი

 



№4  offline წევრი Tamta Kurtskhalidze

სტუმარი მარი
როდის იქნება შემდეგი თავი

დილით❤️

 



№5  offline წევრი always-love

როდის დადებ შემდეგ თავს?❤️

 



№6  offline წევრი Tamta Kurtskhalidze

სტუმარი მარი
როდის იქნება შემდეგი თავი

არის უკვე შემდეგი თავი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent