შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსალოდნელი საფრთხე (თავი 6)

8-09-2018, 15:17
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 503

მოსალოდნელი საფრთხე (თავი 6)

გასაუბრებაზე კარს აღებს თუ არა, პირველად რასაც ამჩნევს, ზურაბის ქუდია, შემდეგ კი თავად ის.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - ირონიულად ამბობს მამაკაცი, კეპს იძრობს და მოტვლეპილ თავს აჩენს.
-აქაც ? - გაკვირვებას ვერ მალავს გოგონა.
-დიახ, აქაც, მაგრამ სამსახურზე სალაპარაკოდ არ დამიბარებიხარ.
-ღმერთო ჩემო ! - ფერი ეცვლება სახეზე, ოფლი ასხამს, სკამის თავს ეჭიდება ძირს რომ არ დაეცეს. მამაკაცს კი მიას მდგომარეობა თავდაჯერებულობას მატებს. ფეხზე დგება და გოგონას გარშემო წრეების დარტყმას იწყებს.
-ახლაც მახსოვს, როგორ შევახე შენს ყავიან ტუჩს თითი, ისიც რამდენიმე წამით, კინაღამ გავთავდი კაცი..
-ეს რა საოცარი სიტყვა აგირჩევიათ ! - ირონიის მორგებას ცდილობს მია, მაგრამ შესაბამის ხასიათზე ნამდვილად არაა.
-შენთან მინდა, ყველაფერს მოგცემ, თვით სისოცხლესაც კიი..
-თავს მოიკლავ ?
-თავს არა, მაგრამ... დანარჩენ ყველაფერს, მიაა... ვკვდები, ისე მინდა შენთან...
-კაი, ერთი...
-მხოლოდ ერთი დღე, ერთხელ ამოდი ჩემგან.
-შენთან ?
-საწოლში ყველანაირ სურვილს შეგისრულებ, თავს ქალღმერთად იგრძნობ, მია !
-ჩემს ღირებულებათა შესახებ გეტყობა, არაფერი გსმენია !
-ჩემს ბინას დაგითმობ ! - უცბათ ასწორებს - უფრო სწორედ, ერთად ვიცხოვროთ.
-სრულ ჭკუაზე ხააარ ?
-რამდენიმე საათი მაინც....
-ვაჭარს ვგავარ ?
-საათში 40 ათასს დოლარს გადაგიხდი.. მხოლოდ ერთი საათით მაინც მომეცი უფლება, შენი ნაწილი ვიყო.
-კარგად იყავით ! - კარებს თითქმის აღებს მზერის ნაპერწკლებით და სირბილით ეშვება კიბეებზე.
-მხოლოდ ერთი საათი.. ყველაზე ტემპერამენტიანი და ვნებიანი მამაკაცი ვარ, მია.. მენდე ! - ზურაბი ისევ აგრძელებს თავისას, დამაჯერებელ ტონს ოდნავაც არ უხმობს.
რომელი საუკუნეა ? კვლავ ყიდიან სხეულს, სიყვარულს, ღირსებასა და პრინციპებს ფულზე ? ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა..
დიახ, ყიდიან.. უბრალოდ კალენდართან ერთად ფასმაც გადაინაცვლა სკალის უკანა მხარეს.... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს; განა ესეც აქლემისა და ნემსის ქურდის ტოლობის მსგავსი არაა ?

***
სახლში მისულს ალიაქოთი ხვდება. მისი მშობლები დგანან შუა სამზარეულოში და დავობენ რასთან უფრო გემრიელია „სპაგეტი“ ხინკალთან თუ ლავაშთან. იმდენად არიან გართულნი თავსატეხით, შვილის შემოსვლას ვერც კი ამჩნევენ.
-რა ხდება, დე, მა ? - კითხულობს მია და მაცივრიდან ცივი წყალი გამოაქვს.
-რავი, იმდენი რამ გავაკეთე და ეს მამაშენი მაინც ყველაფრით უკმაყოფილოა.
-დაწყნარდით, რა .. ისედაც თავი მისკდება. რამე კალცის შემცველს თუ მაჭმევთ, კარგიააა, თუ არადა დავწვები..
-კალცი ?
-ჰო, დიდი ხანია წესიერად არ მიმიღია და აი ფრჩხილებიც მტყდება - ორივე მტევანს ფართოდ შლის გოგონა და ბოთლი პირისკენ მიაქვს.
-ნამცხვარი აიღე, ბევრი არაჟანი და კვერცხი ვუქენი.
-მადლობა - სამზარეულოდან გადის და თავის ოთახში შედის - აი, დედაც ასეთი უნდაა... რის ნამცხვრები, რის ხინკალი - თავისთვის ლაპარაკობს და საწოლზე ეცემა.. ფიქრების ხვეულა აქვს გონებაში, უნდა გათავისუფლდეს,მაგრამ გრძნობს, ძალიან რთულია.
სამსახურშიც არ მიიღეს, მთელი ფულიც დასვენებისას დახარჯა, ზურაბი არ ასვენებს... სადარდებელი არ ელევა..
იქნებ მართლა უნდა დათანხმებოდა მამაკაცის მაცდურ წინადადებას ? რა იქნებოდა ერთი საათი და იმდენი ფული, რამდენსაც წლები ვერ გამოიმუშავებს ?
-არა, რა... რამე უნდა მოვიფიქრო - საწოლიდან იწევა, ტანზე იხდის და გადასაფარებლის ქვეშ ძვრება. ამ დროს აჩიც ურეკავს, შენთან ახლოს ვარ, გამოდიო. მიაც დგება. სწრაფად იცვამს გრილ სარაფანს და გარეთ გადის.
-როგორ მომენატრე ! - ეხვევა მამაკაცი.
-ძალიან ცუდად ვარ, აჩი..
-მოდი, ჯერ ცივი წყალი დალიე და მერე ვისაუბროთ - ბოთლს აწვდის, გოგონა ართმევს თუ არა, ბოთლის ჭრის მთლიანად პირში იდებს და ერთი კვირის მწყურვალივით აცხრება წყალს.
-მე ხომ გითხარი, მასე არ დალიო - მეთქი - ეცინება აჩის.
-რატომ ? ორალურ სიამოვნებას გახსენებს ? - ეცინება მიას...

***
-შვილო, მურაბიანი წყალი არ გინდა ?
-არ მინდა, უბრალოდ სიწყნარე მჭირდება - მეორე გვერდზე ბრუნდება და თვალებს კიდევ უფრო ძლიერად ხუჭავს მია.
-მია, ნახავ სამსახურს, ნუ ნერვიულობ.
-არ ვიცი, დე.. არ ვიცი არაფერი..
-ტკბილი ძილი...

ძილი თვალთ არ ეკარება, გულიდან დაწყებული ფეხის თითამდე სხეულის ყოველი შიგანი თუ გარეგანი ნაწილი, დამძიმებია. თითქოს შორეულ გზაზე გაჭედილი, ვერც უკან დასაბრუნებელ გზას ხედავს, ვერ წინ წასასვლელს.
-ნეტავ, ყველაფერი ოდნავ მარტივი მაინც ყოფილიყო.. ოდნავ მარტივი.. ბევრს ვითხოვ, ღმერთო ?

***
ზაფხული სევდანარევად მიაბიჯებს დროთა ორბიტაზე. სამყარო ბევრისთვის თავიდან იწყებს დაბადებას, ცხოვრება თითქოს სხვა ტალღაზე გადადის და ფერადოვნებაც იზრდება. ბევრისთვის არსებობს რაღაც, რაც სექტემბერს ლამაზად ანახებს, ზოგი კი უბრალოდ გულხელდაკრეფილი ელოდება ამ დასაწყისს.
ზის მია ფანჯარასთან, უყურებს როგორ მიფრინავენ ჩიტები თბილი ქვეყნებისკენ და თითქოს თვითონაც უნდა, მიყვეს მათ, გაიზიაროს მათი გალაკტიკა, იგემოს განსხვავებული სუნი, შეხება და საერთოდ ყველაფერი განსხვავებული, მაგრამ ვერაფერს აკეთებს, გაშეშებული ზის და უბრალოდ უყურებს, თითქოს ხელ-ფეხი შეუკრეს და ინვალიდი გახადეს; გრძნობით, განცდით, გონებით ინვალიდი.
მაგრამ ბევრს არც ადარდებს, მეტიც ამის შესახებ არ იციან და ამის სურვილიც კი არ აქვთ.. ყველა თავისთვისაა და ყველაფერი თავისთვის..
წამიერად ფოთლებიც ერთ ადგილზე ჩერდება ან უბრალოდ გოგონას ეჩვენება ასე..
აჩი ? სად არის აჩი ?
არც არსად ... სად უნდა იყოს ? უბრალოდ მია არ ნახულობს ბოლო დროს, მის ზარებსაც ლაკონურად პასუხობს, სულ ეუბნება, რომ განწყობა არ აქვს, ხასიათზე ვერაა და იმ ყველაფერს, რასაც მის მდგომარეობაში მყოფნი ამბობენ.
აი, ახლაც რეკავს..

-მია, ძალიან, ძალიან მენატრები...
-აჩი... როგორი გათიშული ვარ, იცი ?
-გნახავ, იქნებ გამოგაფხიზლო..
-საქმეც ისაა, რომ არ მინდა, არ მინდა გამოფხიზლდებაა...
-მია, ასეთი საქციელი არ შეგეფერება... შენ ! შენნაირ მებრძოლ გოგოს !
-დავიღალე ! უბრალოდ შეიგნეთ, რომ დავიღალე და დასვენება მჭირდება.
-კი, მაგრამ..
-ასეთი რთულია იმის შეგნება, რომ დასვენება მჭირდება ?

იმედგაცრუებული და ცხოვრებისგან ყოველ გვერდზე დაკბენილი დიღმის ბაზრობაზე მიდის მია; უნდა რაიმე შეცვალოს საკუთარ , ოდნავი ფერადოვნება მაინც შეიტანოს ყოველდღიურობაში... გადაწყვეტს ძაღლი იყიდოს, როგორც ანტიკურობიდან ერთგულების ეტალონი და თანამედროვეობაში ჯოისთანაც გაცოცხლებული.
-ძაღლი, დიახ, ძაღლი მინდა.. მას მუდამ ვეყვარები, როგორიც არ უნდა ვიყო, რაც არ უნდა გავაკეთო...
-დიახ და რომელი ? - ეკითხება გამყიდვლი გოგონა.
-არ ვიცი..
-ააარჩიეთ.
-ის, რომელიც ყველაზე ერთგული იქნება, ყველაზე მოსიყვარლე და ბევრ ცუდს დამავიწყებს.
-ასე რომ შეიძლებოდეს... ნეტავ, შეიძლებოდეს..
-მე გეუბნებით, ძაღლი მინდა - მეთქი და უნდა ამარჩევინოთ, თქვენი მოვალეობაა - ხმას უწევს გოგონა.
-აი, ეს წაიყვანეთ მაშინ, ძალიან ლამაზი და საყვარელია იორკშირული ტერიერი - პატარა კიკინა ძაღლზე მიუთითებს გამყიდველი.
-უი, ეს მეც მომწონს და რა ღირს ?
-350 დოლარი.
-ძალიან ძვირია... ისე მომეწონა ძალიან და თუ ფულს ვიშოვი მოვალ. მადლობა - იმედგაცრუებას ახალი იმედგაცრუება ემატება. განა სხვა რა არის ცხოვრება ? იმედგაცრუებათა ცვალებადობის პროცესში იმედის მოლოდინი, დასაწყისი უკეთესი მომავალისა... ადამიამიანები ხომ არ ვკარგავთ იმედს გამოქვაბულიდან გამოსვლისას, მზის სინათლის დანახვისას და თავისუფალი ღიმილისას... ასეც უნდა იყოს, სხვანაირად ცხოვრება ყველანაირ აზრს დაკარგავდა.
მაგრამ ვეღირსებით რო სასურველ თუ არა მასთან მიახლოებულ მომავალს ? ეს ის კითხვაა, რომელიც გულის სიღრმეში თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს.

***
დილას უხასიათოდ დგება, ისიც კი არ იცის, რისი გაკეთება უნდა..
„ერთი დღე ვერ დამიგეგმავს და ცხოვრებას მივხედავ მე ?“- ეკითხება საკუთარ თავს და მაცივრიდან საყვარელი ნაყინი გამოაქვს, მის ლოკვას იწყებს და ახლაც აჩი ახსენდება.. მის გარეშე ხომ ყველაფრის გემო უფერულდება, ფერები მკრთალდება, თვით სამყაროს კი ანელებს სვლას...
უაზროდ აგრძელებს ნაყინის ლოკვას და ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს ენას იკრობს ცივი მატერია..
-ჯანდაბაა ! ასე არ შემიძლიაა... - საცაა ფიქრებით ჯურღმულისკენ წავიდეს, როცა კარის ხმა ესმის... - ღია დარჩენიათ ! ისევ ჯანდაბა და ჯანდაბა ! - ამბობს და ასადგომად ემზადება.
-ჯანდაბა ? - ამ დროს ოთახში გაღიმებული სახით შემოდის მამაკაცი, რომელსაც ხელში ზუსტად ის ჯიშის ძაღლი უკავია, რომლის ყიდვაც ცოტა ხნის წინ მიამ ვერ შეძლო.
-ვაიმე, ეს ძაღლი.. შენ საიდან ? - გაკვირვებას ვერ მალავს მია.
-მია, ზოგჯერ კითხვების დასმა უბრალოდ ზედმეტია - ლეკვს აწვდის შეყვარებულს და ოდნავ უკან იწევა, უნდა მის მონატრებულ მხიარულ მზერას დააკვირდეს, დატკბეს მისი ემოციებით და გაიზიაროს ისინი..
ცოტა ხანში ნაყინს ართმევს და თვითონაც უსვამს ენას, შემდეგ ისევ მიას აწვდის.. ძაღლს თავის მინიატურულ სახლში სვამს და გოგონას მჭიდროდ უახლოვდება..
-აჩი !
-მადლობა არ მითხრა ! - უღიმის მამაკაცი, წელზე ხელებს ხვევს და მთელი სხეულით იკრავს.. ბრუნდება სითბო, განცდა, ემოცია, რომელიც დიდი ხანია არ უგემიაა.. თითქოს ცხოვრება აჩის სიახლოვესთან ერთად სიცოცხლის მჩქეფარებით ივსება.
კისერზე ხელებს ხვევს სასურველ სხეულს და კიდევ უფრო ძლიერად ეკვრის, ფეხებს ოდნავ ხრის სათითაოდ და აჩის ფეხებს აბჯენს, ცდილობს თავიდან ბოლომდე შეიგრძნოს მამაკაცი, თითოეული უჯრედითა და ატომით.. აჩიც იმავეს გრძნობს, მონატრებას იმდენად შეუპყრია გოგონა მისთვის კიდევ მილიონჯერ სასურველი გამხდარა მისთვის და არ იცის როგორ მოთოკოს განცდები. შიშველ ხავერდოვან ბარძაყებს თითების ნარნარი მოძრაობით ეხება და ზემოთ წევს.. მიას პერანგის ქვეშ მიიწევს.. გოგონასაც იმდენად მონატრებია საყვარელი მამაკაცი, რომ უკვე სხეულს ძლივს იკავებს, რომ არ ჩაიკეცოს და განცდებისგან არ დაიცალოს. აჩიც ხვდება და ძლიერი მკლავებით აკავებს გოგონას, ანთებულ და თან მოულოდნელი სიამოვნებისგან ჩაცვენილ თვალებში უყურებს, შემდეგ კი დივნისკენ უბიძგებს, მასთან ერთად ეშვება დაბლიერ სივრცეში...
გოგონა ხელებს ყურებს ზემოთ აბჯენს, შემდეგ ოდნავ მოზრდილ თმაში უცურებს, აჩი მის ბაგეებს ძლიერად აცხრება, მია კი ლამისაა ჭკუიდან გადავიდეს... იმდენად ცხელა, გონია ცეცხლში იწვის, ოღონდ არა ჯოჯოხეთის ცეცხლში, არამედ სამოთხის ძლიერ ნათებაში.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი დარინა

ზურაბის ნაირი არაკაცები მარტო ფულით რომ ზომავენ ყველაფერს სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში ბევრი არსებობს, აჩი ძალიან მომწონს, ცხოვრებისეული ისტორიაა რაც მე ძალიან მომწონს.

№2  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

დარინა
ზურაბის ნაირი არაკაცები მარტო ფულით რომ ზომავენ ყველაფერს სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში ბევრი არსებობს, აჩი ძალიან მომწონს, ცხოვრებისეული ისტორიაა რაც მე ძალიან მომწონს.

ნამდვილად, არ მიყვარს ზღაპრების წერა.
მადლობა დიდი heart_eyes

№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

საინტერესოა

№4 სტუმარი ანანა

ძალიან მომწონს აჩისნაორი ადამიანები და მიკვირს ეს საერთოდ რაზე დაფიქრდა... მგონი ამაზე მეტად 15წლის გოგონები არიან ჩამოყალიბებული თავიანთ სურვილებსა და მიზნებში

№5  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

სტუმარი ლიკა
საინტერესოა

მადლობ
ანანა
ძალიან მომწონს აჩისნაორი ადამიანები და მიკვირს ეს საერთოდ რაზე დაფიქრდა... მგონი ამაზე მეტად 15წლის გოგონები არიან ჩამოყალიბებული თავიანთ სურვილებსა და მიზნებში

ასე მკაცრადაც ნუ განმისჯი მიას

№6 სტუმარი სტუმარი ნინე

ძალიან კარგია მართლა..
სერიოზულად სული შემიხუთა მიამ ... აი უბრალოდ ძალიან ძლიერი გოგოა ჩემთვის მართლა..
ყველაფრისდა მიუხედავად კიდე ბევრს უძლებს!
აჩი..
აჩი უბრალოდ თითით საჩვენებსლი ადამიანია! <3

№7  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

სტუმარი ნინე
ძალიან კარგია მართლა..
სერიოზულად სული შემიხუთა მიამ ... აი უბრალოდ ძალიან ძლიერი გოგოა ჩემთვის მართლა..
ყველაფრისდა მიუხედავად კიდე ბევრს უძლებს!
აჩი..
აჩი უბრალოდ თითით საჩვენებსლი ადამიანია! <3

დიდი მადლობა, მაგრამ ვნახოთ ..
ბოლომდე თითით საჩვენებელი მაინც არავინაა..

№8 სტუმარი სტუმარი ნათია

ar minda dashordnen iseti kargi wyvilia. mias simtkicit agfrtovanebuli var da es pauza albat ufro daexmarebat rom ertad iyvnen

№9 სტუმარი სტუმარი მაკო

მომწონს ჩემო კარგო მაგრამ საათში 40000ნამეტანია გენაცვალე????????????

№10  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

სტუმარი მაკო
მომწონს ჩემო კარგო მაგრამ საათში 40000ნამეტანია გენაცვალე????????????

ჰო, ნამეტანია და მაგიტომაცაა გაკეთებული აქცენტი.
ზოგი ადამიანი ბევრ რამეზე რომაა წამსვლელი, ანუ ძან ბევრის გადახდაზე და რომ ჰგონია ფულით ყველაფერი იყიდება.
პლუს მეორე საკითხია, მართლა გადაიხდიდა თუ არაა.
საქმე საქმეზე რომ მიდგება ადამიანი თავისი ბუნებით უკან ხომ იხევს ხოლმეე...

№11  offline წევრი kiota

“აქაც?”, თუ როგორი ღმერთის მადლ მოკლებულია გოგონა ავტორმა სულ ერთ სიტყვაში ჩააქსოვა, რომელსაც უბნის კაი ბიჭი, ჰიპსტერისა და ბომჟის უცნაური ნათქვლები აეკიდა. აშკარად მისი უფროსი. უფროსი აშკარად გარტყმაშია არაა რა ღირს სექსი. უფროსი აშკარად ა. მაგრამ ერთი შეხედვით ვერ იტყვი რამ წაართვა ამ ქათამას აზროვნების უნარი ამ გოგოს ტუჩიდან დორბლიანი თითით შემხმარი ყავის მოშორებამ თუ უბრალოდ სხვა სამყაროს ღმერთები ეკაიფებიან და ათამაშებენ როგორც ბარბის პატარა გოგონები შორეული ბავშობებიდან.
მელოტი აშკარად ხვრელის მონაა. მელოტი აშკარად გამო**ია. მკითხველი ვერ იგებს რა უნდა რეალურად ამ მოხუცს. უბრალო შეყოფა, სხვისი გაბედნიერება თუ თავისი ქონების ჰაი ჰარალეზე გაშვება. იქნებ სამივე ან იქნებ თვითონაც არ იცის რა უნდა, იქნებ ავტორმაც არ იცის რა უნდა ამ კაცს ამ მოთხრობაში.

აბზაცის ბოლოს ავტორი აშკარად ცდილობს მკვითხველის გაოცებას და მკითხველში კითხვისას გაჩენილი კითხვების გამოცნობას (აბა გამომიცანი) ალბათ თავისნაირ აუდიტორიას ელოდა… ცდილობდა რაღაც ბრუთალ ქილლ ფილოსოფიის შექმნას თუმცა ხელში დედამიწაზე მცხოვრები კაცის სტარტერ პაკ სიბრძნე გვრჩება, იქნებ ავტორმა თვითონაც არ იცის რა უნდა?

ტექსტი სავსეა ახალგაზრდული ამბოხებების ძალით, რომლითაც ძირითადად თინეიჯერი გოგონები ცდილობენ თავიანთი ეგოების მიჩუმებას და ჯერ კიდევ დაობენ და უმტკიცებენ თავიანთ სიმართლეებს არა ღმერთებს მაგრამ მათ ვისზეც ეჭვობენ რომ გადასარჩენები არიან, უნდათ რომ ხალხი შეანჯღრიონ, ხალხი გამოაღვიძონ, როცა გადასარჩენები თავად არიან.

აქაც. ავტორმა გადაწყვიტა ჩვეულებრივი ხალხის უსუსორბა საჭმლის ირგვლივ დაატრიალოს, რომ დაუკავშიროს...არ ვიცი, ვინმე დიდ ძიებს.”რომ იმისათვის ჭამ რომ იცხოვრო და არა იმიტომ რომ ჭამო”. ან სულაც არავის. მას თავის სათქმელი აქ. დაე ვაცადოთ.

მია მიაა. მია აცდენდა ბიოლოგის გაკვეთილებს და ობიან დერეფნებში ძველ ბიჭებთან ზასაობდა თუ ეს ძველი ბიჭები აცდენდნენ ნიას გაკვეთილზე და ვერ ისწავლა, რომ კალცი და ფრჩხილის მკვდარი მინანქარი ერთმანეთთან შუაში არაა.

მია გოგოშკაა. მას ფეხები უკანკალებს აღგზნებული უფროსის დანახვაზე. ის შეშდება და იცდის.

მაგრამ მიას აჩი ყავს. აჩი მოსიარულე ბარიგაა, დადის და ეპოქალურ გასხმებს უფასოდ არიგებს, ერთი მიასაც აჩუქა - “-ძალიან ცუდად ვარ აჩი -მოდი, ჯერ ცივი წყალი დალიე და მერე ვისაუბროთ - ბოთლს აწვდის, გოგონა ართმევს თუ არა, ბოთლის ჭრის მთლიანად პირში იდებს და ერთი კვირის მწყურვალივით აცხრება წყალს. ”.

აბზაცის ბოლოს მკითხველისთვის ნათელი ხდება რომ მია მინეტებს თავისუფლად ურახუნებს მაგრამ ერთ საათში 40კ$ მაინც არ გამოიმუშავა.

მია გოგოშკაა.

№12  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

kiota

ვაუ ! რამდენი გიფიქრია.. პერსონაჟთა შენეული აღქმა საინტერესოა, თუმცა რაღაცები ძალიან სუბიექტურია. მაგალითაად ის, რომ აჩი ბარიგაა.
ახალგაზრდული ამბოხების ძალები კი ნამდვილად ახასიათებს ჩემს პერსონაჟს, მაგრამ ბოლო გადაჭარბები შეფასება იყო. ამის საფუძველი მგონი არ გქონდა..

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent