შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უგულო (1 ნაწილი)


9-09-2018, 21:32
ავტორი Alice76
ნანახია 1 249

უგულო (1 ნაწილი)

-უნდა ვიცოდე,რა გრძნობაა,როდესაც გეშინია. ან რა ხდება ტვინში,როდესაც გიყვარს,გძულს ან წუხხარ... ან არსებობს კი ეს ყველაფერი? იქნებ სხვა ყველა გაგიჟდა და მხოლოდ მე დავრჩი საღ აზრზე? რაში მჭირდება ვიცოდე,როგორია სიყვარული? რადგანაც სხვებს უნდათ და აქვთ,იმას არ ნიშნავს,რომ მეც უნდა მინდოდეს...
ბაჩო საკუთარ თავთან საუბარს მიჩვეული იყო. იცოდა,მის გარდა დედამიწაზე ადამიანი არ არსებობდა,რომელიც გაიგებდა,თუ რას გულისხმობდა .
-სხვები სიტყვების მოსმენისას რეალობას ფილტრავენ,იმის გამოც,რაც მკერდში აქვთ-უთხრა თავს ადრე-უბრალო კუნთი კი არა,გული აქვთ,ეს საშინელი ორგანო კი ყველაფერს გარდაქმნის.აი,მაგალითად ქალს ეუბნები,რომ დღეს არ გცალია. იმის მაგივრად,რომ ქალმა ეგ სიტყვები გაიგოს ისე,როგორც არის-ანუ არ გცალია,იფიქრებს,რომ თავიდან იშორებ. ეს ყველაფერი დამპალიგულია.
ამიტომაც არ ენდობოდა არავის,საკუთარი თავის გარდა,ის ხომ ერთადერთი ადამიანი იყო ,რომელსაც გული არ ჰქონდა.
მართალია დედამისი ხუმრობით ამბობდა,რომ ტვინში რაღაც ვერ ჰქონდა და ამიტომ იყო მისი შვილი ასეთი უემოციო,მაგრამ თავად ბიჭმა იცოდა,რომ საქმე გულში იყო.
პირველად მაშინ შეამჩნიეს მისი უცნაურობა,როდესაც მეზობლის ძაღლმა მამამისის მოყვანილი ბაჭია მოუკლა.5 წლის იყო მაშინ და ყელგამოღადრულ ბაჭიას მშვიდად აკვირდებოდა.
- შენი საყვარელი ბაჭო ახლა ცაშია-უყვავებდა დედა პატარას და ეგონა,აინტერესებდა რა იყო სიკვდილი.თუმცა ბაჩომ სულ სხვა კითხვა დაუსვა-საყვარელი რა არის?
დიდ ხანს უხსნიდა მაკა შვილს სიყვარულის მნიშვნელობას,თუმცა ვერაფრით გააგებინა.
6 წლის ასაკში სკოლაში მიიყვანეს და ყველა ტიროდა მის გარდა.
ნელ-ნელა იზრდებოდა და ხვდებოდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო-სხვებს გოგონები მოსწონდათ,გაურკვეველი და მისთვის ამოუხსნელი მიზეზით ბიჭები მათ დასდევდნენ,ყვავილებს ჩუქნიდნენ და ცეცხლს უნთებდნენ ფანჯრების წინ. თავად კი იმასაც ვერ ხვდებოდა,ეს რისთვის იყო საჭირო.
დაახლოებით მხოლოდ მაშინ გაიგო,როდესაც კლასელმა გიომ უთხრა ვიღაც გოგოზე,რომ უყვარდა. გიოსაც ჰკითხა,რა იყო სიყვარული,მაგრამ ეს უკანასკნელი კითხვაზე სულ გამოშტერდა დაგაურკვევლად დაიწყო ბურტყუნი, გოგოს თემაა რა,ლამაზიაო.
ბაჩო ბევრ ლამაზ გოგოს იცნობდა,მაგრამ საერთოდ არ თვლიდა,რომ რახან ადამიანი ლამაზი იყო,რაიმე ბონუს გრძნობას იმსახურებდა .
ცოტა კიდევ რომ გაიზარდა,შემდეგ მიხვდა,რას გულისხმობდა გიორგი-ლამაზი ქალები სურვილს აჩენდნენ,რომელიც სხეულს საშინლად სიამოვნებდა,ხანდახან ისე,რომ ადამიანს გული თუ არჰქონდა,ამასაც დაავიწყებდა. ამიტომაც დედამიწაზე მისი ერთ -ერთი საყვარელი საქმიანობა სწორედ სექსი იყო.
მეორე,რაც უგულო ადამიანს შეეძლო ეკეთებინა,იყო ბიზნესი. ბაჩომაც მალე გადაიბარა მამის მცირე ღვინის საწარმო და ნელ-ნელა, ცივად და დინჯად შეუდგა საქმიანობას.
უმაღლეს სასწავლებელში არ ჩაუბარებია,მშობლების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად,იცოდა,რომ თავად უკეთ შეძლებდა განათლების მიღებას-ამისთვის ხომ უამრავი დრო,წიგნი და ფული ჰქონდა.
სწავლობდა მხოლოდ იმას,რაც აინტერესებდა და შესაბამისად,უბედურადაც არ უგრძვნია თავი-არასდროს უწევდა იმის კეთება,რაც არ სიამოვნებდა.
მაგრამ მაინც,მიუხედავად იმისა,რომ საკუთარ თავს ვერაფერს უწუნებდა ,უბედური არ იყო,ყველაფერი ჰქონდა,რასაც 25 წლის ახალგაზრდა კაცმა შეიძლება ინატროს,ბედნიერსაც ვერდაარქმევდა თავის ცხოვრებას. გონების სიღრმეში ყოველთვის იცოდა,რომ რაღაც აკლდა. ვინაიდან სასაუბროდ მხოლოდ ისევ თავი ჰყავდა,ვერც მას მოატყუებდა,უნდა ეღიარებინა,რომ უგრძნობი იყო,სრულიად უგრძნობი. მის ცხვირ წინ უცხო პლანეტელის ხომალდი რომ დასკუპებულიყო და იქიდან მწვანე შიმპანზეები გადმოსულიყვნენ,ყველანაირი გაკვირვებისა და მითუმეტეს ,შიშის გარეშე გაარკვევდა,საიდან მობრძანდნენ და თუ გააგებინებდა,წარმატებულ მოგზაურობასაც უსურვებდა.
ბევრი ფიქრის შემდეგ დაასკვნა,რომ დედამიწაზე ყველას რაღაც აკლდა და ბოლომდე კმაყოფილი ვერავინ ვერ იყო.
-ზოგს ფული აკლია,ზოგს ჭკუა... მე რომ გული მეკლდეს,არაფერი დაშავდება,რატომ უნდა ვიდარდო,როდესაც ასე უკეთესიც კია?


***
-ღმერთო ჩემო,ახლა რაღა მოხდა?-თვალები აატრიალა კომპიუტერის ეკრანს მიშტერებულმა თაიმ და მეგობარს შეხედა-ბელა ცრემლებად იღვრებოდა.
-იცი...-ამოისლუკუნა გოგონამ-იცი,რა მითხრა იმ ბიჭმა?
-ვინ ბიჭმა გოგო!?
-ჯიხურში ფოტოს გადაღება რომ უნდოდა-ამოვარდნილ გულს აყოლებდა-ცხვირი დიდი მიჩანს და აზრზე არ ხარ როგორ გადამიღო,ესეთი ცხვირი არ მაქვსო-გაწელა და ამოისრუტუნა.
-დაჯექი მოდი-თაი წამოდგა და მეგობარს წყალი მიაწოდა,რომელიც ყოველთვის მზად ჰქონდა ასეთი შემთხვევებისთვის-მერე მაგის გამო უნდა აზმუვლდე?
-ხო იცი,რომ მწყინს ეგეთები...
-შენ ყველაფერი გწყინს,გუშინ არ იყო,გულის წასვლამდე რომ ტიროდი კინოთეატრში?
-ფილმებზე ყველა ტირის-აღშფოთდა ბელა.
-“სასტუმრო ტრანსილვანიაზე?” -ხმას აუწია თაიმ და თვითონაც მოსვა წყალი-ასე მეც შენსავით გავგიჟდები,ჯობია არ ჩაგეძიო.
-ის ბაბუა შემეცოდა,ბოლოში რომ წააგო,ბავშვებიც ტიროდნენ-ტუჩები მოკუმა და შემდეგ არგუმენტს დაელოდა.
-ბავშვებს ძუძუ უნდოდათ ან ფისი,რავიცი,შენ რომელი გინდოდა?
ბელამ იფიქრა,იფიქრა და უარესად ატირდა.
-აუ ბოდიში რა,შენც რომ გაწუხებ ჩემი ამ უკუღმართობით.
-არ მაწუხებ-მოლბა თაი და ლოყაზე მიეფერა-უბრალოდ ვცდილობ გავიგო,რანაირი ადამიანი ხარ. იმას,რასაც ყველა იკიდებს,შენ ორმაგად აღიქვამ,ეგეთი არაფერი გამიგია.
-რა ვქნა,ხომ იცი რომ მაგას ვერაფერს ვუხერხებ.-ბელა მთელი ცხოვრება ასეთი იყო,ზედმეტად მგრძნობიარე და ემოციური,სხვანაირი თავი არ ახსოვს. ერთხელ მამამ უთხრა,რომ დაიბადე,იმხელა ხმაზე ტიროდი,ორი სართულით დაბლა გვესმოდა ხალხსო.
-ექიმმა რაო?გული როგორ გაქვს?-მეორე პრობლემა გაახსენა მეგობარმა.
-ისევ ისე,სწრაფად ფეთქავს და შენელებას არ აპირებს, ეტყობა,ორგანოებს ჩემპიონატი აქვთ.-საქმე იმაში იყო,რომ ბელას გული ორმაგი სიჩქარით მუშაობდა,ნორმალურ ადამიანზე გაცილებით სწრაფად და მართალია,ეს ავადმყოფობად არ იყო მიჩნეული,მაგრამ თუკი გოგონა ოდნავ უფრო აღელდებოდა,შემდეგ უკვე მისი გული ლამის ბოლს უშვებდა.
ბელა კი ყველაფერზე ღელავდა,თავადაც ვერ გაეგო ,რატომ,მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტად მიჰქონდა გულთან,ვიდრე ნორმალურ ადამიანებს. ეს ბევრს არ მოსწონდა და უმეტესობა ღიზიანდებოდა,ამიტომაც ბელას მეგობრები თითქმის არ ჰყავდა , თაის გარდა,რომელიც მოთმინებით იტანდა გოგონას ტირადებს უხეშ ტაქსის მძღოლებზე,მელოდრამების უგულო რეჟისორებზე,მოლარეებზე... და რა თქმა უნდა,
ბიჭებზე,რომლებიც თითქმის ყოველ მეორე დღეს ახლიდან უყვარდებოდა,მაგრამ აბა რომელ ბიჭთან შეინარჩუნებდა ურთიერთობას ასეთი ფეთიანი გოგო!?ერთხელ,როდესაც ბელას თითქმის ეღირსა კოცნა,მანამდე წაუვიდა გული,სანამ ბიჭს საქმის გაკეთება დასცალდა.რა თქმა უნდა,ამის შემდეგ ის საწყალი სათოფეზე აღარ ეკარებოდა.
-ხანდახან როგორ მინდა,ვერაფერს ვგრძნობდე-ამოიოხრა ბელამ-რა ბედნიერებაა,როდესაც არაფერი გაღელვებს და მშვიდად შეგიძლია იცხოვრო,ამ ოხერი ემოციების გარეშე.
-მერე მასეთ ცხოვრებას რა აზრი აქვს?-მხრების აჩეჩვით ჰკითხა მეგობარმა.-ემოციების გარეშე არამგონია,მიხვდე,რაარის ცხოვრება სინამდვილეში. ეგ იგივეა,მუზეუმში დინოზავრის ჩონჩხს უყურო-იცი,არსებობდა,ისიც იცი,როგორი იყო,მაგრამ ვერასდროს ნახავ მას ცოცხალს. ვერასდროს მიხვდები,როგორ დადიოდა,როგორ სუნთქავდა,რა იქნებოდა,უცბად მზერა რომ შენზე შეეჩერებინა...
-ხო,მაგრამ მუზეუმში ყოფნისას ეგ დინოზავრი რომ გაცოცხლდეს და დედა გიტიროს,აი ეგ შემთხვევა ვარ მე-გააწყვეტინა ბელამ.
თაიმ იფიქრა და ბოლოს პასუხად კბილები გამოაჩინა.
-რას იზამ ბელკა,უნდა მოითმინო,როცა ფეხებს გაფშეკავ,მერეც ეყოფა შენ გულს დასვენება-მხურვალედ გაამხნევა .
ბელამ თვალები აატრიალა და ისევ ფოტო-ჯიხურს დაუბრუნდა-ორივე მეგობარი კინოთეატრში მუშაობდა,თაის პოპკორნი და ბილეთები ებარა,ბელას-ჯიხური და საბავშვო ზონა,სადაც ალბათ აღწერაც ზედმეტია,რა დღეში აგდებდნენ ბოროტი ბავშვები.
საღამოს თაის სიცილის ხმა შემოესმა და კოლიდორში გაიჭყიტა-ბელა სრულყოფილად ბედნიერი იჯდა საბავშვო ზონაში და ,გულიანად იცინოდა მულტფილმ ”მაშა და დათვზე”.გარშემო ბავშვები უმეთვალყურეოდ ანგრევდნენ მთელ ზონას.
-ციყვო-დაუცაცხანა ჩურჩულით და ახლოს მიირბინა-რას აკეთებ?ადექი-ხელი წამოავლო და ააყენა-ახლა მენეგველს რომ დაენახე ,არ იცი რა მოხდებოდა? იღნავლებდი წელიწად ნახევარი მერე...
-მენეჯერმა დაინახა უკვე-გაისმა ბოხი ხმა-და შესაბამისად დასჯის-მაღალი ბიჭი მათკენ დაიძრა.
ბელას ფეხები აუკანკალდა. არა იმიტომ,რომ “მენეგველის” ეშინოდა,უბრალოდ ახალი უფროსი მთელი ერთი კვირაა უგონოდ მოსწონდა. მისი მზერის დანახვაზე ისე იბნეოდა,ხან პოპკორნს აბნევდა,ხანაც სათამაშო აპარატებს ეჯახებოდა. მენეჯერი კი ამ ყველაფერს მშვენივრად ამჩნევდა და რამდენიმე საათი დამატებით ამუშავებდა.
-ღმერთო,აქეთ მოდის,თაი რა ვქნა?-მზერაგაყინულმა უჩურჩულა.
-მე გეტყვი რა არ უნდა ქნა: 32 კბილი არ გადმოყარო და კისერზე არ დაეკიდო-დაიღრინა გოგონამ.
ამასობაში ბიჭმა მანძილი დაფარა და ბელას ირონიული მზერა მიანათა.
-იზაბელ,იცი,მგონი ახალი სასჯელის მოფიქრება მომიწევს-თავი გვერდით გადახარა-დღეს საღამოს,ფილმის პრემიერის წვეულებაზე ოფიციანტები გვაკლდება,ამიტომაც დარჩები და მიეხმარები.ფორმისთვის 7ზე ჩემს კაბინეტში შემოიარე,ჯერ არ მოუტანიათ-ბედნიერი ღიმილით გაშორდა გახევებულ გოგონებს.
-ღმერთო,მგონი აღარ მიყვარს,სიძულვილის ფაზა უფრო მალე დადგა ,ვიდრე ვფიქრობდი-ამოიღრინა ბელამ და გაცეცხლებულმა დაუცაცხანა ბავშვებს,ერთ ადგილას დასხედით,თორემ კაციჭამია ვარ და თქვენი მშობლები ვერ გიშველიანო.
ბელას კიდევ ერთი უცნაურობა
სჭირდა-ელვის სისწრაფით ეცვლებოდა გრძნობები- ერთ წამს თუ ფიქრობდა,რომ სიყვარულს გრძნობდა,მეორე წამს შეიძლებოდა მთელი მისი არსება სიძულვილს დაეკავებინა,მხოლოდ ერთი-ნეიტრალური მდგომარეობა არ გამოეცადა არასდროს.ადამიანები მას ხან მფარველ ანგელოზად აღიქვამდნენ უზომოდ დიდი და კეთილი გულის გამო,მაგრამ გოგონას ისეთი სიბოროტისგაკეთებაც შეეძლო,რომ ეშმაკი შოკში ჩავარდებოდა.
ზუსტად ეს მხარე უყვარდა მეგობარში თაის-ველური და შეუცნობელი.
იმ დღისით ბელამ გადაწყვიტა,ყველა ცოდვისთვის ერთად დაესაჯა “მენეგველი” და მეგობარიც დაიხმარა.
მათი გეგმა მარტივი იყო და საღამოს 4 საათისთვის სრულიად მზადყოფნაში მყოფები ელოდებოდნენ, როდის გავიდოდა ბიჭი სიგარეტის მოსაწევად. ეს დრო დადგა თუ არა,ბელა უფროსის ოთახში შეიძურწა და მაგიდაზევე აღმოაჩინა თმის ჟელე,რომელსაც „ბატონი გოგა“ გულმოდგინედ,ყოველ დილა-საღამოს ითხაპნიდა ხშირ და დაუმორჩილებელ თმებზე. ფლაკონი ფრთხილად გახსნა,შიგნით თეთრი ფერის ფხვნილი ჩაყარა და აღელვებულმა კარგად აურია ერთჯერადი კოვზით. სითხის ფერს დააკვირდა და კმაყოფილმა შენიშნა,რომ არ შეცვლილიყო,მხოლოდ შეუმჩნევლად ამღვრეულიყო. ჟელე თავის ადგილას დააბრუნა და გარეთ მოდარაჯე თაის დაურეკა.
-სიმშვიდეა?
-გამოდი,მალე მოვა-ხითხითით მიუგო მეგობარმა.

-აბა,გამოვიდა?-ნაკვთის გაუტოკებლად გადაულაპარაკა თაიმ დერეფანში მიმავალს.
-კი-ხელით სახეს ინიავებდა ბელა-კინაღამ მოვკვდი,მაგრამ ამად ღირდა,ახლა უნდა დაველოდოთ და არ შევიმჩნიოთ.
-არ მჯერა,რომ ეს აფსურდი გავაკეთეთ-ჩუმად ახითხითდა თაი.
-ყველაზე საინტერესო სწორედ აფსურდული იდეებია-თვალი ჩაუკრა გოგონამ და ბოროტი ღიმილით დაელოდა საღამოს .
წვეულება 8 საათზე იწყებოდა,ერთ-ერთ ძალზედ დაფასებულ და სიბერისაგან გამოჩერჩეტებულ რეჟისორს იმქვეყნად წასვლამდე კიდევ გადაეწყვიტა ფილმის გადაღება,რომელიც სასიყვარულო მრავალკუთხედს ეხებოდა. ფილმი დიდად არავის აინტერესებდა,მაგრამ ,ვინაიდან რეჟისორი საკმაოდ ცნობილი იყო,მის დასაფასებლად მთელი „მაღალი საზოგადოება“ შეკრებილიყო.აქ იყვნენ არა მხოლოდ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები,არამედ უბრალოდ შეძლებული და წარმატებული ადამიანებიც.
ბელამ ფორმა მოირგო,მოთმინებით მოისმინა ორგანიზატორის პანიკური დარიგება იმის შესახებ,რომ ყველაფერი იდეალურად თუ არ იქნებოდა,თავს მოიკლავდა და მათაც დახოცავდა და გაბადრული სახით შევიდა დარბაზში.
მისდა გასახარად,შამპანურების აქეთ-იქით ტარება ევალებოდა,ამდენად ხალხშიც გაერეოდა და თავისი გეგმის აღსრულებას პირადად ნახავდა.
8 საათზე ფილმის ჩვენებას თავდაღწეული,ნახევრად მიძინებული სტუმრების ტალღა დარბაზს მოედო. მათი იქ მისვლის მთავარი ნაწილი-გაპრანჭვის,დალევის და ყველაზე მდიდრად თავის მოჩვენების ეტაპი იწყებოდა,ამიტომაც სტუმრები გამოცოცხლდნენ და ლაყბობას მოჰყვნენ. ამაღლებულ სცენაზე რეჟისორი- რაინდი გუჯაძე არეულად საუბრობდა იმაზე,თუ როგორი ბედნიერი იყო და რომ კვლავ გაახარებდა მაყურებელს ახალი ფილმებით(ალბათ გაღმა მხრიდანაც გეგმავდა ფილმების გამოგზავნას). მის სიტყვებს არავინ უსმენდა,თუმცა რომც მოესმინათ,დიდი ალბათობით,ვერც გაიგებდნენ,მაგრამ როდესაც დაასრულა,მქუხარე აპლოდისმენტებმა გააყრუა იქაურობა.
როდესაც მოხუცი სცენიდან ჩამობობღდა,მისი ადგილი ახალგაზრდა,შავგვრემანმა და აშოლტილმა გოგონამ დაიკავა,მიკროფონში ჩაახველა და სტუმრებს მიესალმა.ამჯერად დარბაზი გაისუსა და გოგონას მიაჩერდა.
-მოგესალმებით,ვულოცავთ ბატონ რეჟისორს ახალი,შესანიშნავი ფილმის გამოშვებას და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით,ჩვენი კომპანია- „რედ ჰევენი“ გთავაზობთ , საუკეთესო ხარისხის ღვინით აღვნიშნოთ დიდი რაინდის კვლავ დაბადება. მიბრძანდით „წითელი სამოთხის“ მაგიდასთან და ღვინის დაგემოვნებასთან ერთად გადაიღეთ სახალისო ფოტოები ჯიხურში,რომელიც გვერდითვეა მოთავსებული.
შავგვრემანი სცენიდან სხარტად ჩამოხტა აღელვებულმა ბელამ სამივე შამპანურის ჭიქა გამოცალა,რომლებიც ხელში ეკავა და გვერდით მდგომ თაის თვალებგაფართოებულმა გადახედა,რომელიც თავადვე დასთანხმდა ოფიციანტობას,რათა გეგმის ასრულება არ გამოეტოვებინა.
-როგორ ფიქრობ,შეგვრჩება?-ნერვიულად გადახედა მეგობარს.
თაიმ მხრები აიჩეჩა.
-კამერები იქ არაა და არაფერი,საიდან უნდა გაიგონ?
უეცრად წინ უფროსი აესვეტათ და ორივე გოგონამ კინაღამ შამპანური გადმოასხა პირიდან.
კაცს თმის ფერი უკვე იმდენად შეცვლოდა,რომ ვეღარც იცნობდით-ურჩი,კულულა თმები მაკარონს მიუგავდა,ეტყობოდა,ჟელე დიდი რაოდენობით შეეზილა და იმის შემდეგ სარკეში არც ჩაეხედა,რადგან კვლავ თავდაჯერებული და ირონიული გამომეტყველებით დაბრძალნდებოდა. თაი უცნაურად ძაგძაგებდა-ალბათ შეკავებული სიცილის გამო და მალევე გაძვრა ხალხში,ბელა კი იმდენად გაოცებული იყო შედეგით,რომ ემოცია არც კი ეტყობოდა.
გოგამ ამზერით აათვალიერა გოგონა.
-იმ ღვინის კომპანიის ჯიხურთან მიდი,ეს ხალხი მითომ რამის აზრზე არის და აპარატზე სად დააჭირონ,ეგეც ვერ გაუგიათ.
-დავეხმარო?-გამოფხიზლდა ბელა და სცადა მოწოლილი სიცილი შეეკავებინა.
გოგამ თავისი მაკარონები ხელით გადაივარცხნა და ამოიოხრა,
-ვიცი,რომ აზროვნებასთან პრობლემები გაქვს,მაგრამ ამაში რა ნახე გაუგებარი? უნდა დაეხმარო,ხო-თვალები დაუბრიალა და სწრაფად გაცლილი გოგონა მზერით გააცილა.
ბელამ ხარხარით რომ გული იჯერა,ფოტო-ჯიხურს მიუბრუნდა და რამდენიმე ფოტოც გადააღებინა უვიც სტუმრებს,ის იყო,სიმპათიურ ბიჭს შეუძღვა ჯიხურში,“დაგეხმარებით“ ძახილით,რომ გვერდით მოძრაობა შენიშნა და გული უცნაურად ამოუტრიალდა,თითქოს მკერდიდან უნდა გამოხტესო.
ცივი,ბოხი ხმა გაისმა.
-ლევან,აქ თუ იყავი ,არ ვიცოდი-დაილაპარაკა მამაკაცმა და თითქმის ჯიხურში შემძვრალი ბიჭი უკან გამობრუნდა.
-ბაჩო?-წამოიყვირა ამ უკანასკნელმა-აქ საიდან ,ე?
ის იყო,ხელი უნდა ჩამოერთმია,ბელამ მზერა გააყოლა და ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა. თავი ძალიან ცუდად იგრძნო,თითქოს წამებში მისი მკერდის ყველა ძვალი გადაიმტვრა,გულის ცემა იმდენად გაუხშირდა,რომ თვალთ დაუბნელდა,უცნობს წესიერად ვერც კი მოავლო თვალი,მხოლოდ თვალები დაინახა და მაშინვე გონება დაკარგა.
...
-ბიჭის დანახვაზე გული არასდროს წასვლია-ანერვიულებული თაი ექიმს ესაუბრებოდა,საშინლად გაფითრებულ მეგობარს უყურებდა,რომელიც საავადმყოფოს საწოლზე იყო მისვენებული-ნუ,როდესაც რამე ისეთი ამაღელვებელი ხდებოდა,ხშირად სჭირდა ესეთები,მაგრამ ახლა როგორც იმ ლევანმა თქვა,კარგად იყოო და როცა ბაჩო მოვიდა,ეგრევე აყირავდაო...
-ეს აღელვებით გამოწვეული ვერ იქნება-ფიქრიანად შეაწყვეტინა შუახნის,თეთრხალათიანმა მამაკაცმა -20 წლის გოგონას გულის შეტევა დაემართა, ნამდვილი შეტევა,ამ ასაკში ასეთი შემთხვევა არც კი მქონია. სასწაულია,საერთოდ რომ გადარჩა.
თაი გახევებული ჩამოჯდა სავარძელზე.დიდ ხანს ხარშავდა მიღებულ ინფორმაციას,ბოლოს ამოილაპარაკა.
-გული მთელი ცხოვრებაა აწუხებს,მაგრამ მისი მკურნალი ექიმი ამბობდა,რომ ეს არ იყო დაავადება,უბრალოდ სწრაფად ცემსო...
-დაავადება არ აქვს,მართალია-დაეთანხმა კაცი-ყველაფერი წესრიგში აქვს,ვერაფრით გამიგია,ეს რამ გამოიწვია. სიმართლე გითხრათ,საფიქრალი გამიჩინა ამ გოგონამ. გული საოცრად ძლიერი აქვს,ყველაფერს აიტანს და ალბათ ორი ცხოვრებაც ეყოფა,ნორმალური ადამიანის გული წუთში 60-80 დარტყმას აკეთებს,იზაბელას გული კი 140-160-ს. ამგვარი დარტყმის სიხშირე მოხუცებსაც კი არ აღენიშნებათ,ეს საეთოდ სცილდება ყოველგვარ ლოგიკას, თუმცა შესაძლებელია და მისი სხეულიც ბუნებრივად აღიქვამს,მაინც,ასე არ შეიძლება,ეს არანორმალურია.
-ახლა რატომ გაუჭირდა მის გულს?-თაიმ ვერაფერი გაიგო ექიმის საუბრიდან.
-ამ პასუხის გაცემას მირჩევნია,მიწამ ჩამყლაპოს-ამოიოხრა კაცმა-მაგრამ არ ვიცი.
ბელამ რამდენიმე საათში გაიღვიძა,გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით,როდესაც ოთახში დაღლილი სახით და ყავის ჭიქით ხელში შემოვიდა თაი.
-გაიღვიძე!-მივარდა მეგობარს და ცრემლმორეული გადაეხვია.
ბელამ ძლივს მოშორებულ გოგონას გაოცებულმა შეხედა და გაიცინა.
-შენ რა,ცრემლებიც გაქვს?
-იცი,როგორ შემეშინდა?მეგონა მოკვდი და ეგაა-გაცხარდა თაი და ცრემლები სწრაფად მოიწმინდა-ცოტა ხანიც და გაიტრუპებოდი,მერე კი მართლა მომიწევდა ცრემლების ღვრა. ცოტა.-დაამატა ბოლოს.
-რა მოხდა?გულმა გაჭედა?-ამოიოხრა ბელამ.
-გაჭედა რომელია,შეტევა გქონდა,ნამდვილი,დიდი და მსუქანი შეტევა.
-ვერაფერი გამიგია-ჩაფიქრდა გოგონა-მშვენივრად ვიყავი...
-ის ბიჭი-წამოიძახა თაიმ-ის ვიღაც ღვინის კომპანიის დირექტორი დაინახე და ფეხებიც გაფშიკე ეგრევე.ექიმმა არაო,მარა ვიცი,მაგის გამო დაგემართა. იცნობ? რამე ხო არ გაწყენინა? თვითონ კი ამბობდა,არ ვიცნობო და ეგეთები,მარა მე რაღაც არ მჯერა,დამიმალე რამე?-საუბრის დროს მომენტალურად გაბრაზდა.
-ვინ დირექტორი ქალო ,რა მოგელანდა?-ეჭვით შეხედა ბელამ
-ის დირექტორი-გამოაჯავრა-რომ შეხედე და გულის შეტევა დაგმართა. არა,ისე სუპერმომხიბლავი კი არის,მაგრამ მაინც.
-ეგეთი არავინ მახსენდება-წარბი შეჭმუხნა გოგონამ-მხოლოდ ის მახსოვს,რომ ვიღაცას ფოტოს ვუღებდი და მერე საშინელი ტკივილი ვიგრძენი...
მეგობრებს საუბარი ექთანმა შეაწყვეტინა,რომელმაც აცნობათ,რომ მათთან მნახველი იყო.
-ვუთხარი,რომ თქვენი შეწუხება არ შეიძლებოდა ,მაგრამ დაჟინებით მოითხოვენ-ჩაიბუტბუტა ახალგაზრდა ქალმა
ბელა აიფოფრა
-თაი,არ მითხრა,რომ დედაჩემს დაურეკე!
აღშფოთებული თაის უარი მედდას ხმამ გადაფარა.
-არა,არა,დედათქვენი არაა,კომპანია „რედ ვაინის“ წარმომადგენელი გეახლათ,დირექტორის სურვილით სურს გაიგოს,როგორ ბრძანდებით.
-არ ვიცნობო,ესეიგი-წამოიძახა თაიმ-ახლავე მიგახრჩობდი,ისედაც რომ არ კვდებოდე-მუქარით მომუშტა ხელები.
ამ დროს პალატაში ის შავგვრემანი გოგონა შემოიჭრა,რომელიც წვეულებაზე სცენაზე ორატორობდა. მას ელენე ერქვა და დიდად დამწუხრებულმა მოიკითხა ბელა,უთხრა,რომ მისი მკურნალობის ხარჯებს კომპანია დაფარავდა,რადგანაც ბატონი ბაჩო ძალიან შეწუხებული იყო გოგონას მდგომარეობით და იმედს გამოთქვამდა,რომ ბელა მალე შეძლებდა გამოჯანმრთელებას.
-ეს რა იყო?-გაოგნებულმა ბელამ სივრცეს ჰკითხა გოგონას წასვლის შემდეგ.
.....
სარკიდან კვლავინდებურად გულგრილი მზერა მოსჩრებოდა,
-იმ გოგოს რაღაც აქვს,რაც მე მჭირდება-მიმართა ორეულს-ამას ყნოსვით ვგრძნობ. უნდა დავაკვირდე. მან რაღაც იცის,ან უნდა იცოდეს. გავგიჟდი,არა?-გადაიხარხარა და სარკის წინ დადგმულ სავარძელში უფრო კომფორტულად მოთავსდა,სკოჩი მოწრუპა-არა,სულ გიჟი ვიყავი.მაგრამ სიგიჟე საჭიროა,უამისოდ სიმართლეს ვერ დავადგენ. გრძნობები არ მაქვს,მაგრამ ინტუიციაც ხომ მსგავსია? ჩემს ერთადერთ გრძნობას ვენდობი. დავაკვირდეთ იზაბელს.
.....
ბელა საავადმყოფოდან მალევე გამოწერეს. ხარივით ჯანმრთელს აქ ვეღარ დაგაყოვნებთო და ერთ კვირაში კვლავ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა . ფოტო ჯიხურებში უამრავი ადამიანის სახეებს ასწორებდა,ეუბნებოდა,რომ კარგად გამოიყურებოდნენ,ხანდახან იმასაც,რომ მათი სიელმე აპარატის ბრალი სულაც არ იყო,თაისთან ერთად ჩუმად ახრამუნებდა პოპკორნს,ფილმით უკმაყოფილო მომხმარებლემს მშვიდად უხნიდა,რომ ის მისი გადაღებული არ იყო და არც იმის განსაზღვრა შეეძლო,რა ფასები იქნებოდა კინოთეატრის კაფეში. ადამიანები მისგან იმ ყველაფერზე ითხოვდნენ პასუხს,რითიც უბრალოდ უკმაყოფილონი იყვნენ და ვინმესთან გულის მოოხება სურდათ.
-ამათთვის სულ ერთია,ვის გამოლანძღავენ-გრძელი შაბათის ბოლოს ამოთქვა ბელამ-ერთი გამაგებინა,მე რატომ მეჩხუბებიან ფილმის უაზრო სიუჟეტზე?-მიუბრუნდა თაის-ან იმ ქალს რა უნდოდა,ბავშვმა მულტფილმზე იტირა და მორალური კომპენსაცია მომეცითო ,რომ მეუბნებოდა-ხელებს იქნევდა უმისამართოდ-ესეთები ალბათ მამაოებს ეჩხუბებიან,ღმერთმა მდიდარ ოჯახში რატო არ გამაჩინაო.
-შენ კიდე დაკიდება როდის უნდა შეიმეცნო?-თვალები აატრიალა გოგონამ და ჩანთა გადაიკიდა-წამო,წამო,გავიდეთ და შენთან დავრჩები,არ მაქვს ახლა ჩემების ნერვები.
-როდის მოიფიქრებ,რომ საერთოდ გადმოხვიდე?-მაშინვე გამოცოცხლდა ბელა-მარტო ვარ,დედაც წელიწადში ერთხელ ჩამოდის,გადმო და იყავი ბედნიერად რა-გაწელა ბოლოში.
-ვმუშაობ მაგ თემაზე-მოიღუშა გოგონა-რატომღაც მამაჩემს ჰგონია,რომ ცალკე გადასვლა ოცდაათი საყვარლის ერთად გაჩენას გულისხმობს.
მეგობრები ვარკეთილის მიყრუებულ უბანში მდებარე კორპუსში შედიოდნენ,როდესაც თაიმ წამოიძახა:
-აუ,სიგარეტი არ გვიყიდია,არა და, მინდა!
-კაი დროს გაგახსენდა-ამოიოხრა ბელამ და გასაღები მიაწოდა-ადი შენ და წყალი დაადგი ჩაისთვის,მე ვიყიდი.იცოდე,თუ გზაში გამაუპატიურებენ,ცოლად შენ მომიყვან!
თაიმ მლიქვნელურად მოუთათუნა ლოყაზე ხელი და სადარბაზოში გაუჩინარდა.
რამდენიმე კვარტალს იქით მდებარე მარკეტში „პარლამენტის“ ჩაჯიბვის შემდეგ ბელა სწრაფი სვლით გაემართა სახლისაკენ. გულის ცემას კვლავ გრძნობდა-ოდითგანვე ექიმი უმეორებდა,რომ ნორმალურ მდგომარეობაში ადამიანი ამას ვერ გრძნობს,ის კი ძილშიც კი ცხადად აღიქვამდა ამას-თითქოს სხვა ადამიანი იმყოფებოდა მის შიგნით და ასე ცხადად სწორედ მისი გულის ცემა ესმოდა. ჩაფიქრებულმა უკვე მეათასედ გაიმეორა-ასეთი ვარ და ვერაფერს შევცვი,თავის მტვრევა საჭირო არაა!-ის იყო,თავისს სახლის ქუჩაზე გადაუხვია,გაიაზრა,რომ დიდი ხანია,ვიღაც მოჰყვებოდა.
-აბა,მკერდო,ჩადი შენს ადგილას-დაიჩურჩულა-გადმოხტომა და გაფრენები არაა საჭირო,ალბათ ამ ადამიანს აქეთ აქვს გზა.
ნაბიჯს კიდევ უფრო აუჩქარა და პანიკა ერთიანად დაეუფლა,როდესაც საკუთარი სახელი გაიგონა:
-იზაბელ!
ელდანაკრავი შემობრუნდა და როდესაც შუა ხნის კაცი დაინახა,არც აცია,არც აცხელა,პოლიციაში დავრეკავო,დაიკივლა და მოკურცხლა.
ნაბიჯების ხმა აღარ გაუგია,სამაგიეროდ რამდენიმე ათეული მეტრის გარბენის შემდეგ ხსენებული მამაკაცი წინ აესვეტა და ხელი მაგრად ჩაჰკიდა. ის იყო,უნდა ეწივლა,მუდარა შემოესმა:
-დამშვიდდი,გეხვეწები,არაფერს დაგიშავებ-მის მკლავზე ჩაკიდებული ხელიდან სიმშვიდე მთელ სხეულში გავრცელდა და გოგონამ ამოისუნთქა. კაცს თვალი გაცილებით მშვიდად შეავლო- საშუალო სიმაღლის იყო,თავზე ცილინდრი ეხურა და ზაფხულისთვის შეუფერებლად ეცვა-გრძელი შავი ლაბადა შარვალსა და კოსტიუმს სანახევროდ უფარავდა,თავზე ცილინდრი დაესკუპებინა და წვრილი,ნაცრისფერი თვალებით შეშინებული გოჭივით უყურებდა ბელას.
-ლოცვა არ დაიწყო,რა -თავისუფალი ხელი ყელთან მიიტანა-გაიგებენ და შენთვისაც ცუდი იქნება და ჩემთვისაც.
გოგონა გამოშტერებული შეაჩერდა კაცს.
-აქ შენი გულის გამო ვარ-სწრაფად დააყოლა კაცმა-მაპატიე,ეს პრობლემა ჩემი ბრალია და აქ ამის გამოსასწორებლად ვარ.
ბელა დაფიქრდა და მიხვდა,რომ მთელი ცხოვრება ზუსტად ამას ელოდა-რომ ვინმე მოვიდოდა და აუხსნიდა,რა ხდებოდა მის თავს.
-მშვიდად ვარ-ამოღერღა ბოლოს და კაცმაც ხელი უშვა-რას ნიშნავს,შენი ბრალია?
-აქ ვერ გეტყვი!-ხელები გაასავსავა შეშინებულმა-წამოდი შენს სახლში,იქ დაცვას დავადებ.
ბელას სახლისკენ დაიძრა და გოგონაც უკან მიჰყვა,თან ფიქრობდა,ბოლო დონის გამოქლიავებული ვარო.
კაცი ჩქარჩქარა აუყვა კიბეებს და მესამე სართულზე ისე შესხლტა,თითქოს საკუთარ სახლში მიდიოდა. გოგონა მიხვდა,რომ კაცმა მასზე ბევრი რამ იცოდა და ამან არ შეაშინა,იცოდა,რომ საქმე შიზოფრენიკთან არ ჰქონდა,კაცი უცნაურ,დამამშვიდებელ ენერგიას ასხივებდა.
-ჩემი მეგობარია სახლში-უთხრა უკვე კართან მდგომს.
-ვიცი-თვალები დააცეცა ცილინდრიანმა-თამარი კარგი მეგობარია და საჭიროც-თქვა და ბინაში შევიდა.
თაი სამსაზრეულოში ფუსფუსებდა და კარის დახურვის ხმაზე გამოსძახა:
-მოიტანე?ახლავე მოვალ,მოწევა ჰაერივით მჭირდება...-მისაღებში შემოაჭრა და მამაკაცის დანახვაზე ადგილზე გაშეშდა-ბელ,რა ხდება?
ვინაიდან თავადაც არ ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი,გოგონა კაცს მიაშტერდა.
-ცილინდრა გვეტყვის-თქვა და სავარძელში ჩაეშვა. თაი გაოგგნებულ მზერას არ აშორებდა სტუმარს.
-ეგ მობილური აქედანაც მშვენივრად ჩანს-ამოიოხრა კაცმა და თაის გახედა-112-ოის მაგივრად 445 გაქვს აკრეფილი . არა,არაფერს დაგიშავებთ,დაჯექი თამარ და ორივემ ყურადღებით მომისმინეთ.
თაი რობოტივით დაეშვა სკამზე და კაცს მიაშტერდა,რომელიც ნერვიულად ცმუკავდა სავარძელში.
-მე სახელი არ მაქვს,მაგრამ რომ გაგიადვილდეთ,დავითი დამიძახეთ,ასე ჰქვია კაცს,რომლის სხეულშიც ახლა ვარ-თაი ბელასთან ახლოს მიჩოჩდა და მობილურზე დახმარების ნომერი სწორად აკრიფა-ერთი ჩვეულებრივი ანგელოზი ვარ-ამოიოხრა დავითმა-ახალშობილების გადანაწილება მევალება-ქვეყნები,ქალაქები,ოჯახები,ხომ იცით,რთული და შრომატევადი საქმეა,თან მაშინ სულების რეესტრიდან ახალი გადასული ვიყავი და ცოტა მიჭირდა...მოკლედ ხომ გესმით,მე რას წარმოვადგენ ახლა?-გოგონებმა თავი გაიქნიეს-ზეცას-სასხვათაშორისოდ დააზუსტა და განაგრძო-ჩვენს განყოფილებაში ადამიანის შესახებ თითქმის ყველაფერი მზადდება,მათ შორის გულები.ფიზიკური არა,რა თქმა უნდა,ეს უკვე ავტომატურად ხდება დედამიწაზე,კუნთის გარდა გულის შემადგენლობა სხვა ელემენტებსაც მოიცავს,მათ შორის-ზეციურს. გული ჩვენთან ერთ მთლიანად მზადდება და შემდეგ,განაწილებისას იყოფა-დედამიწაზე ერთი ნახევარი მამრობით სქესს ეკუთვნის,მეორე-მდედრობითს. მზადდება ასევე მამრობითი-მამარობითი და მდედრობითი-მდედრობითი გულები,მაგრამ ეგ ჩვენ არ გვეხევა,მასეთებს ცალკე განყოფილება ამზადებს. ხო,სად ვიყავი?არ დარეკო თამარ,მოიცადე,ხომ ხედავ,უბრალოდ ვსაუბრობ-თაიმ ტელეფონი ჯიბეში შემალა-მოკლედ,იმის თქმა მინდა,რომ ადამიანებს ერთიანი გული არ ეძლევათ,ბევრი მიზეზის გამო კანონი ასეთია,ჩვენს ვყოფთ უკვე დამზადებულ გულებს და სხვადასხვა ადამიანებს ვანიჭებთ.თქვენი კომპიუტერების მსგავსია-დააჭერ გაყოფას,შემდეგ ერთ დაბადებულს აძლევ ნახევარს,მეორე ნახევარს ინახავ ან მაშინვე უშვებ სხვაგან,გააჩნია ახალდაბადებულთა ბედის წესდებას. ჩვენთან დრო არ მოქმედებს,შეიძლება გულებს შორის სხვაობა მრავალი წელი იყოს ან არცერთი წამი,მაგრამ შედეგი ერთია-ორ ადამიანს ყოველთვის ერთი გულის თითო ნახევარი აქვს.-კაცი წამით შეყოვნდა და პირი დააღო,თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ვერ გამოსდიოდა,ბოლოს მოეშვა და ამოიოხრა-ერთდროულად მრავალი საქმის კეთება მიწევს,უნდა განვსაზღვრო,სულის წინა დამსახურებებიდან რა ეკუთვნის მომავალ ცხოვრებაში,ვისი შვილი და ვისი მშობელი შეიძლება იყოს,რამდენად ექვემდებარება ბოროტების ცდუნებას,შემდეგ პროცენტულად განვსაზღვრო,რა შანსები აქვს ჭეშმარიტების აღმოსაჩენად,ასპროცენტიანი შანსი არ არსებობს,მაგრამ ასის გარდა ბევრი პროცენტია და უნდა ითვალო და ითვალო...
-რაღაცას ამბობდით გულებზე-მოუთმენლად გააწყვეტინა ბელამ.
-ვამბობდი,ხო... ამერია-ცილინდრი მოიხადა,ცოტა ხანს ინტერესით შეაჩერდა და შემდეგ ისევ თავზე დააბრუნა-უმნიშვნელო შეცდომა მომივიდა ერთხელ,განაწილებისას... მოკლედ,ანუ იმას კი არ ვგულისხმობ,რომ ძალიანაც დავაშავე რამე... ალბათ არც ძალიან,არც ცოტათი.კარგი,უფრო ძალიან შემეშალა...
-ამოღერღე რა!-თაის მობილური დავიწყებოდა და კაცს მოუთმენლად მისჩერებოდა.
-შენ-მიაჩერდა ბელას-როდესაც შენზე გულს ვანაწილებდი,მაშინ ზეცაში ერთი ამბავი იყო,ვიღაცამ ისევ პოლიტიკოსის სული შემოუშვა ზემოთ და მეც დაბნეულმა შემთხვევით ისე გამოგიგზავნე გული,რომ გაყოფა დამავიწყდა. -კაცმა უცნაური,წვრილი ხმა გამოსცა და გოგონებს მიაჩერდა.
-რამდენი ხანია,რაც წამლები არ მიგიღიათ?-თანაგრძნობით მიმართა თაიმ-ექიმთან მაინც თუ იყავით,საერთოდ,იცით,რაები უნდა მიიღოთ?
კაცმა მობეზრებით გაატკაცუნა თითები და თაის ტუჩები თავისით შეწებდა ერთმანეთზე. რამდენიმე წუთს გოგონა შოკირებული ცდილობდა ბაგეების გახსნას,ბელაც არანაკლებ იყო შეშინებული,მაგრამ ცოტა ხანში ისევ მოისმა ტკაცუნი და მოლაყბე თაის პირმა ჩვეულებრივ განაგრძო ფუნქციონირება.
-ეს....ეს -გოგონა სიტყვებს ეძებდა,მაგრამ კაცმა არ დააცადა.
-ეს ურწმუნოობისათვის. თუ გნებავთ,კიდევ გამიგაცდევინებთ ზეციური ძალის შესაძლებლობებს.
ორივემ ერთდროულად გაიქნია თავი.
-შემეშალა,დიახ-თავი ამაყად აწია დავითმა-განა მარტო მე შემშლია,მაგრამ სხვები მაშინვე უფროსობასთან მიფრინავენ მომზადებული ახსნა-განმარტებით,შემდეგ არქანგელოზი ერთვება საქმეში,იქ დრო უნდა დააბრუნოს,ან ბედი გადაწეროს,უკვე გაგზავნილ მატერიას უკან ვერ დააბრუნებ,აქ ადამიანის დაბადების მომენტს მნიშვნელობა არ აქვს,ხომ ვთქვი,ჩვენთან დრო საერთოდ არ არსებობს...მიდის ვაი-უშველებელი და ისევ მესამე რანგზე გადმოგიყვანენ შეცდომისთვის,იქნები მთელი მარადისობა კუპიდონი და ვერც გასცდები მაგ საქმეს.არა ბატონო,ისევ ჩემით გამოვასწორებ-მეთქი და ასეც ვიქცევი. ახლა შესაფერისი დროა,ორივე ხვდებით რაღაც-რაღაცებს და მეც ადვილად შევძლებ ახსნას .
-მოიცა,მე რა შუაში ვარ?-წამოიძახა თაიმ-ჩემი გული წესრიგშია!
-შენს გულზე არც ვსაუბრობ,გოგონი-მომაბეზრებლად აიქნია ხელი კაცმა-ამის-თავი ბელასკენ გაიშვირა-ამის გული თუ მთელია,ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ,ესეიგი ვიღაცას საერთოდ არ აქვს მეორე ნახევარგული, ხომ?
-მეორე ნახევარი?-ბორძიკით თქვა ბელამ,ცივმა ოფლმა დაასხა-ვიღაცის გული მიზის მკერდში?-გულზე ისე დაიხედა,თითქოს შიგნით გიგანტური ტარანტული ზისო.
-ვიღაცის არა,შენი მეორე ნახევრის გული.-აიმზირა კაცი-ასე ვიღაცისას ვერ ჩაგიკვეხებენ,უბრალოდ გაყოფა დამავიწყდა და ეგარის ,რით ვერ გაიგეთ?
-მაგიტომაა,მთელი ცხოვრება რომ იტანჯება და გული აწუხებს? ემოციები? იცით მაინც,რა დღეში იყო მაგ თქვენი “პატარა შეცდომის” გამო?-აიფოფრა თაი.
-ან არ შეგეძლოთ,ეგრევე გამოგესწორებინათ,დრო დაგებრუნებინათ ან რამე...

გოგონებმა ისე დაიჯერეს კაცის მონაყოლი,რომ თავადაც ვერ გაიაზრეს.

-დროის დაბრუნება ძალიან სარისკოა და ასევე უფროსობისთვის ადვილად შესამჩნევი . შეიძლება მთელი. თქვენი ცხოვრება თავდაყირა დამეყენებინა და დამიჯერეთ,მაგას ისევ გულის პრობლემები სჯობია.-აღარ დააცადა დავითმა-გამოსწორებას კიდევ აგერ ახლა ვცდილობ. აქამდე მზად არ იყავით,სულ ვდებდი და ვდებდი,როდის დაღვინდებიან -მეთქი,მაგრამ ახლა უკვე ვეღარ გადავავადებ...
-რას ვერ გადაავადებთ?-გული კვლავ შეუფრთხიალდა გოგონას,თითქოს გარეთ გამოსვლას და ბრძოლას ითხოვდა.

-ან სამუდამოდ ასე უნდა დარჩე,ან უნდა მოვახერხოთ და შენი გული გავყოთ-შეპარვით უთხრა დავითმა.
-ეგ შესაძლებელია?-იმედიანად წამოიყვირა ბელამ-ის,ჩემი მეორე ნახევარი,ვინაა? ისიც ხომ აქ უნდა იყოს,რომ გული მივცე...მოიცა,ჩემი მეორე ნახევარი რომაა,ეგ იმას ნიშნავს,რომ ჩემი ქმარი უნდა იყოს?-ტუჩები უკმაყოფილოდ აბზიკა.
-მეორე ნახევრობა საერთოდ არ ნიშნავს ცოლ-ქმრობას-თავი გააქნია კაცმა-შეიძლება ცხოვრებაში ვერც კი ნახო შენი ნახევარი,მაგრამ მაინც ბედნიერად იცხოვრო. საქმე სხვა რამეშია- თუკი ორივე ნახევარი ერთადაა- მეგობრები არიან,მამა-შვილი თუ თანამშრომლები,ერთმანეთზე დადებითად მოქმედებენ,ცხოვრება გაცილებით იოლია,როდესაც შენი ნახევარი გვერდით გყავს. ეს ღმერთმა იმიტომ დააწესა,რომ ადამიანი მარტო არ იყოს და თუკი უფლის გზას დაკარგავს,თავი ეულად მაინც არ იგრძნოს. უფალი ასეთია,იმ შემთხვევებშიც კი ზრუნავს ადამიანებზე,როდესაც ისინი მას შორდებიან. ცოლ-ქმრობა სხვა რამეა,მართალია,ვცდილობთ ნახევრები ქალ-ვაჟს შორის გავანაწილოთ,მაგრამ ხალხი ზოგადად შტერია,თავიანთ ნახევარი კეთროვნებივით იშორებენ და სრულიად შეუფერებელ პიროვნებებს უკავშირებენ ცხოვრებას. ასეთები ხართ-უმადურები და ამპარტავნები,თავი ღმერთზე ჭკვიანი გგონიათ. ხანდახან მესმის კიდეც ლუციფერის-რთულია,ადამიანებს ვერ იტანდე,დიდი ნათელი ძალა გჭირდება,რომ დედამიწას უყურო და გული არ აგერიოს.
-დაასრულეთ?-გოგონები მობეზრებულად მისჩერებოდნენ სიტყვებად დაღვრილ კაცს,რომელმაც უკმაყოფილოდ მოკუმა ტუჩები,აშკარად კიდევ სურდა მონოლოგის გაგრძელება.
-ჩემს მეორე ნახევარზე ვსაუბრობდით-მოუთმენლად შეახსენა ბელამ-მინდა ვიცოდე,ვინაა,მივალ,დაველაპარაკები... საწყალი,ნეტა ძალიან უჭირს უგულოდ ყოფნა? ან ჩვენ კაი,დებილები ვართ და ეგრევე დაგიჯერეთ,მარა ის მითომ ასე მარტივად მოისმენს?
-არა,არა-ხელები გაასავსავა დავითმა-ჯერ არაფერი არ უნდა გაიგოს,საერთოდ ვფიქრობ,რომ სახიფათოა,მას რამე ვუთხრათ. შენ კიდევ სათოფეზე არ უნდა გაეკარო-შენი გულისთვის ძალიან საშიშია,წვეულებაზე რაც დაგემართა,თვითონაც მშვენივრად იცი,ეგეც ერთი წამით შეხვდი-წამოსცდა მაინც.
-წვეულებაზე?-თაი გამოცოცხლდა- ის ვიღაც ბაჩო რომ დაინახა,მაშინ მოიცელა და რა გამოდის-თვალები გაუფართოვდა-ისაა უგულო ნახევარი? ვახ! გავგიჟდები ,მართლა ვამბობ ,მეც მინდა მდიდარი ნახევარი,ჩემი ვინაა,მითხარი რა!-მიუბრუნდა კაცს.
-მაგის თქმა მე არ შემიძლია,ახლა გამოუვალი მდგომარეობაა და იმიტომ გესაუბრებით,თორემ ამის გამო შეიძლება საერთოდ ფრთები დამაჭრან-ხელები აუცახცახდა-თამარ,ამ საქმეში შენც გაქვს შენი მისია-შუამავალი უნდა იყო ბაჩანასა და იზაბელს შორის. მათი შეხვედრა არ-შე-ი-ძლე-ბა!-დაუმარცვლა მეტი დამაჯერებლობისთვის.
-მაშ,გაგვანდეთ გეგმა-დასერიოზულდა თაი.
კაცმა დაღლილმა მოისრისა შუბლი.
-კარგი,ცოტა უფრო კომფორტულად მოვთავსდეთ?ბევრი რამ გვაქვს განსახილველი,დედამიწაზე საჭმელი ყველაზე კარგი რამაა,გაქვთ?
გოგონები დაფაცურდნენ და რავ კი რამ მოიპოვებოდა სახლში,ყველაფერი მაგიდაზე გადმოალაგეს.
სამივე გემრიელად ილუკმებოდა შემწვარ კარტოფილს და სოსისებს,დავითის გასახარად,წითელი ღვინოც აღმოაჩნდა ბელას. კაცი განაბული წრუპავდა სასმელს,როდესაც თვალი ბოთლის ეტიკეტს მოჰკრა,ღვინო გადასცდა და ხველება აუტყდა.
-ეს...-ამოთქვა ბოლოს-“წითელი სამოთხის “ ღვინოა? საიდან გაქვს?
-იმ გოგომ გამომიგზავმა-მხრები აიჩეჩა ბელამ-მაგათმა წარმომადგენელმა,გამოჯანმრთელება აღნიშნეო თუ რაღაც მასეთი.
-იმ გოგომ კი არა,ბაჩანამ გამოაგზავნა-თქვა თაიმ-უცნაურად დაინტერესდა ბელკათი-შუბლი შეჭმუხნა-აქამდე არც გამხსენებია,რამდენჯერმე მოგიკითხეს უკვე,იქნებ იმანაც იცის?
-სეუზლებელია-დავითს ისევ პირი გამოეტენა-სემს გაღდა აღავინ ისის .
გოგონები ცოტა ხანს ჩუმად ისხდნენ,ბოლოს,როდესაც კაცს შესაჭნელი აღარაფერი დარჩა,გეგმაზე საუბარიც დაიწყეს.
დავითი ბევრ რამეს გაურკვევლად საუბრობდა,როგორც მეგობრები მიხვდნენ,მას ანგელოზის ძალის გამოყენებით შეეძლო,ბელას გული გაეყო,მაგრამ ეს ძალზე საშიში და მტკივნეული პროცესი იყო. ასევე,მეორე პრობლემა იყო ის,რომ ბაჩოს გულს ფოსტით ვერ გაუგზავნიდნენ-“ა,შენი გულიო”,ბიჭი თავად უნდა მისულიყო მათთან,რადგან გულის წინ და უკან ტარება არ შეიძლებოდა.
-როდესაც შენგან გამოვაცალკევებ,მხოლოდ რამდენიმე წუთი გვექნება იმისთვის,რომ ახალ ჭურჭელში ჩავდოთ,თორემ დაიღუპება.
-მერე,ავუხსნათ იმ ბაჩოს ,რომ იმისი გული გვაქვს-წამოიძახა თაიმ-დაგვიჯერებს და ძალიან კარგი,თუარადა დაიღუპოს ის გული,არ უნდა და ნუ უნდა...
-სულელი გოგო.-გააჩუმა კაცმა-გულის დაღუპვას შედეგები აქვს-როდესაც დედამიწაზე გული კვდება,სული ავტომატურად შორდება სხეულს,ანუ ფა-ფუ ,ბაჩანა. შენ რა ,ეს თამაში გგონია?
-კარგი ჰო,ბოდიში-აიფოფრა თაი-განა ანგელოზების აკადემია დავამთავრე,ღმერთო!
-ბაჩანა უნდა მოვიყვანოთ-წარბაწეულმა განაგრძო დავითმა-ოღონდ არ უნდა იცოდეს,რა ხდება . უცნაური ბიჭია,წარმოდგენა არ მაქვს,ამ ამბავს როგორ მიიღებს,წესით ვერაფერი ვერ უნდა იგრძნოს,მაგრამ სულიც ხომ აქვს. რაღაც დონის გრძნობები სულსაც გააჩნია,თუკი ზედმეტი ზეწოლა იქნება,სული აუცილებლად შეგვახსენებს თავს,ეგ კი უკვე საშიშია,ჩვენთვისაც კი შეუსწავლელი სფეროა.
-სული ხომ ყველას აქვს,რა არის მაგაში საშიში?-იკითხა ბელამ
-საშიში გულის გარეშეა. ბევრ ამბავს გული ფილტრავს და სულამდე არ უშვებს,ეს ხომ მეტად ფაქიზი მატერიაა. ერთადერთი რამ,რასაც უფალი თავად ამზადებს ადამიანისთვის. დანარჩენს ჩვენ ვაკეთებთ. სულს იმხელა შესაძლებლობები აქვს,ანგელოზებიც რომ ვერ ინატრებენ. ახლა წარმოიდგინეთ,ამხელა ძალამ ბარიერის გარეშე რომ გამოიღვიძოს... ყველაფერს წალეკავს! სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ ბაჩანას გული!
-კაი,ისა, დამშვიდდი-თაიმ მხარზე უხერხულად მოუთათუნა-არავის ვეტყვით და ფრთხილად ვიქნებით. ანუ ბაჩო მე უნდა მოვიტყუო?
-მოტყუება არ ერქმევა მაგას-ჩაფიქრდა დავითი-ზედმეტად ჭკვიანია. ისე უნდა გავაკეთოთ,როგორც თავად სურს.
-მას ჩემი ნახვა უნდა-წამოიძახა ბელამ. ორივე მისკენ შებრუნდა.
-არ ვიცი,როგორ,მაგრამ რაღაცებს ხვდება-თმის კულული ხელზე დაიხვია გოგონამ-აბა ამხელა კომპანიის დირექტორი რატომ დაინტერესდებოდა ჩემით? ის ელენეც სულ მირეკავს და მკითხულობს,კაი ბიცოლასავით. აქამდე აზრზე არ ვიყავი,მაგრამ თუკი მართალს ამბობ,ლოგიკურია,რომ ჩემი დანახვისას რაღაც ეგრძნო,ისევე ,როგორც მე ვიგრძენი,ამიტომაც დავაინტერესე. თავადაც ეცოდინება,რომ რაღაც ვერ აქვს,გამორიცხულია არ შეემჩნია საკუთარი უგულობა.
-მართალია-თავი დაიქნია კაცმა-შენი ნახვა და ყველაფრის გარკვევა უნდა,ამას შევთავაზებთ კიდეც,უფრო სწორად,თაი შესთავაზებს.
-რანაირად,წამო ჩემი დაქალი ნახე-მეთქი,ხომ არ ვეტყვი-წარბები ასწია გოგონამ.
-თუ გინდა,მასე უთხარი,როგორც შენ გაგიხარდება,მთავარია მოიყვანო,დანარჩენს მე ვიზამ. საქმე იმაშია,რომ მანამდე იზაბელლა არსად ნახოს,თორემ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება.
დავითმა კიდევ დიდხანს ისაუბრა გეგმაზე,უამრავი დეტალი განიხილა და ბოლოს პირდაპირ დივნიდან გაქრა სადღაც.
მარტო დარჩენილ გოგონებს ცოტა ხანს გაუჭირდათ კიდეც რეალობის აღქმა.
-იცი, ბოლომდე მაინც ცოტათი მეგონა,რომ ვიღაც გიჟი იქნებოდა,მაგრამ ამ კოპერფილდობამ ბოლო მომიღო-ბელამ იმ ადგილას,სადაც კაცი იჯდა,ხელით მოსინჯა ჰაერი.
-ხო მეც,მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერი ძალიან ლოგიკურად ჟღერდა. მხოლოდ ახლა გავიაზრე,რომ ეს ყველაფერი სიმართლეა.
გაშტერებულები უყურებდნენ ერთმანეთს.
-როგორია ბაჩო?-ხმა ამოიღო ბოლოს ბელამ და თაი შეხტა.
-ახლა არ მითხრა,ფეისბუქზეც კი არ მინახავსო-ენა ამოიდგა ბოლოს.
-ვნახე,მაგრამ ვერ ვიპოვე,ბაჩანა დვალიძე ხო?
-შეჩ,დაგეგუგლა მაინც-ხელები ასწია და ზეცას შეხედა-მოდი კომპთან,განახო... ან ტელევიზორში მაინც არ შეგხვედრია?
-რანაირად შემხვდებოდა ,არ მაქვს ტელევიზორი-გვერდით მიუჯდა მეგობარს და ეკრანს ჩააჩერდა.
-ა,დამავიწყდა-თაი პროფესიონალი ჰაკერივით გაჯგიმულიყო კომპიუტერთან-აჰა!- ეკრანი კარგად შეატრიალა,რომ ბაჩანა დვალიძე მთელი თავისი ბრწყინვალებით დაენახა დაქალს.
ბელას გული აღარ წასვლია,არც აჩქარებია,უცნაური რამ დაემართა-პირიქით,თითქოს ნელ-ნელა ჩერდებოდა და მუცელში ჩადიოდა.
აკვირდებოდა ბიჭის ნაცრისფერ თვალებს,რომლებიც საოცრად ეხამებოდნენ შავი ფერის თმასა და დაბალ წვერს. დაუდევარი სტილი ჰქონდა,ბელას ეგონა დირექტორი შარვალ-კოსტუმითა და საგულდაგულოდ გადავარცხნილი თმებით იწონებდა თავს,თუმცა ბაჩოს ჯინსის შარვალი და ღია ფერის ტყავის ქურთუკი ამშვენებდა ფოტოზე. ხარბად უყურებდა მკლავებს,რომლებიც ქურთუკის შიგნიდანაც მშვენივრად გამოიყურებოდნენ,კისერს,თითებს,ყურებს,ცხვირს-ყველაფერს თვალებიდან ისრუტავდა გოგონა,მეგობარს ლეპტოპი გამოჰგლიჯა და სხვა ფოტოებზე გადასვლა არც უფიქრია-იჯდა და უყურებდა ეკრანს.
-ერიჰა!-ფრთხილად გაწელა თაიმ და თვალების წინ ხელი გაუქნია-ქალო!
-ჰმმმ?-ამოიზმუვლა ბელამ.
-ახლა ოღონდაც თვითდაკმაყოფილება არ დაიწყო,მე თუ გინდა,სამზარეულოში გავალ და მარტო დაგტოვებ.
-თაი ფეხები დამიბუჟდა და მგონი სიცხე მიწევს...-კრიჭაშეკრულმა დაიჩურჩულა-ახლა გული გამიჩერდება. ეს ბიჭი მინდა! ახლავე და აქვე ! მომიყვანე თაი,გთხოვ!
უკვე შეშფოთებულმა თაიმ სწრაფად დაახეთქა კომპიუტერის ეკრანი.
-რა გჭირს გოგო,გამოფხიზლდი-ბელას დაბინდული თვალების დანახვისას უფრო გადაირია და ერთი გემრიელად გააწნა სილა-გონს მოდი,ბელ,მუ მაშინებ რა!
ბელამ ლოყა მოისრისა და თვალები ააფახუნა.
-რატო მირტყამ?-ცრემლები წამოუვიდა-ყველა უხეშად მექცევა,რა დავაშავე-აღრიალდა და დივანზე გადაწვა.
თაიმ გულზე ხელები დაიკრიფა და მორიგი შეტევის ჩაწყნარებას დაელოდა.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ბელა დამორცხვებული იხდიდა ბოდიშს.
-ახლა ხომ იცი,რაც მჭირს და ნუღა მიბრაზდები ,რა? მალე გავხდები ნორმალური და აღარ შეგაშინებ ხოლმე,ხომ იცი,როგორ მიყვარხარ.
თაი ცხვირაბზეკილი სცემდა ბოლთას.
-იმ ბიჭის ფოტოზე იმდენი დორბლი ჩამოგივიდა,მეზობლებს რემონტი გაუფუჭე-ამოიბუზღუნა-რა ჯანდაბა იყო,არ ამიხსნი?
ბელამ თმები აიჩეჩა და ხელს თავი ჩამოაყრდნო.
-თითქოს დამაჰიპნოზეს,მეძახდა, ან რაღაც მასეთი. აუტანელი სურვილი გამიჩნდა,რომ მასთან წავსულიყავი. ცოტაც რომ დაგეცადა,ალბათ მართლა გავვარდებოდი...
-მაგიტომ ამბობდა ის ქათმისფრთიანი ანგელოზი,რომ თქვენი შეხვედრა არ შეიძლება-სივრცეს გაუშტერა მზერა-ალბათ ის ნახევარგული,რაც მისი გაქვს,პატრონს ცნობს და ძაღლივით დასაბმელი ხდება. ფოტოზე ეს დაგემართა და პირისპირ რომ ნახო,მართლა რაღაც ცუდი დატრიალდება.
-გეგმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ-ჩაილაპარაკა ბელამ-ბაჩოს როგორმე უნდა დაუახლოვდე,ყველაფერი გაარკვიო მასზე და თუ შეძლებ,გამოელაპარაკე კიდეც.
-ის დავითი თუ ვინცაა,მალე მოვა ნეტა?
-კაცმა არ იცის,ყოველ შემთხვევაში,თუ მოვა,ჩვენ ხომ უკვე მზად უნდა დავხვდეთ?

თაიმ თავი დაუქნია და დაამთქნარა.
-წამო რა დავეგდოთ,ხვალ გოგა გამოდის შვებულებიდან და ვერ დავაგვიანებთ.ისე, ძაან საინტერესოა,რა მოუხერხა იმ თმებს?
გადაიხარხარეს-მაშინდელ წვეულებაზე მენეჯერს კიდევ დიდ ხანს უვლია გამაღიავებელწასმულს. მხოლოდ მაშინ მოგებულა გონს,როდესაც თავის კანი აეწვა და გაოგნებული გავარდნილა. იმის შემდეგ გოგონებს არც კი უნახავთ-შვებულებაში გავიდა და მთელი კვირა არ ჩანდა. როგორც “ეიჩ არ” -ში გაარკვიეს,პარასკევს ბრუნდებოდა.
-იქნებ მოეწონოს და დაიტოვოს კიდეც-თქვა ღიმილით ბელამ და საბანში შეძვრა-მაგრად გვაკლია,აღმოჩნდა,რომ სხვისი გული მაქვს და ეს სხვა ძალიან სიმპათიური ბიჭია,ჩვენ კიდევ გოგას თმებზე ვფიქრობთ.
-უმნიშვნელო რამეებზე ფიქრი საჭიროა,თორე ისე გადავიწვებოთ-ამოიჩურჩულა თაიმ-ხანდახან უბრალოდ უნდა მიუშვა რა... ცუდი ძილი.
- მწარე სიზმრები-სიცილით უპასუხა ბელამ და მეგობრები პარალელურ სამყაროებში გადაეშვნენ.

...
აივანზე იდგა და საკუთარ სხეულს უსმენდა. ყველაფერი საათივით წიკწიკებდა.
-ერთფეროვნება,ასეთი სწორი და ნორმალური , უბრალოდ საზიზღრობაა-მიმართა სივცრცეს. სიგარეტი მოქაჩა და ღამის ქალაქს გადედა-ამან მაინც მოშალოს რამე-ბოლი ამოისუნთქა და ჰაერში გააცილა-რამე გამიფუჭდეს,რაღაც შეიცვალოს და მეც ასეთი აღარ ვიქნები.
ცოტა ხანს ფიქრობდა,როგორი სურდა,ყოფილიყო, თუმცა ვერაფერი მოიფიქრა.
-ისიც კი არ ვიცი,რა მინდა-ამოიოხრა-იზაბელ,მგონი შენთან მინდა.

მხოლოდ გამთენიისას მიუბრუნდა საწოლს,მანამდე იჯდა,ეწეოდა და ფიქრობდა,რატომ უნდოდა ასე ძალიან გოგონას ნახვა. ეს სიყვარული არ იყო,ზუსტად იცოდა,მის სხეულს არ შეეძლო მსგავსი გრძნობის მიღება. სულ სხვა საჭიროებას განიცდიდა- უბრალოდ ხვდებოდა,რომ გოგონა უნდა ენახა და მისი ენერგია მიეღო. როგორც ვამპირს,გამოეწოვა სინათლე,რომელიც იზაბელს უხვად ჰქონდა. მერე კი იგრძნობდა ადამიანობას, დარწმუნებული იყო.

დილის 9 საათზე უკვე თავის კაბინეტში იჯდა და ჩაფიქრებული ჩასჩერებოდა ქაღალდებს. რამდენიმე წუთში კარზე კაკუნი გაისმა და მისი ასისტენტი-ელენე აღელვებული შემოვარდა.
-ბოდიში,დავაგვიანე,გარეთ ისეთი ამბავია...
-ახსნა საჭირო არაა-ამოიხედა ბაჩომ-ისედაც ჩანს,რომ დაგეძინა.
გოგონა გაწითლდა და თავი ჩაღუნა.
-დღეიდან ახალ ღონისძიებას ვგეგმავთ-განაგრძო ბიჭმა-იმ კინოთეატრში,მენეჯერს უკვე ვესაუბრე. ახალი არომატების პრეზენტაცია გვექნება,დანარჩენი შენ განსაზღვრე. ბოთლების ეტიკეტებზე ახალი სახეობების შესაბამისი სახელები დააწერებინე,მოკლედ მოიფიქრე და დღის ბოლოს გამაცანი.
-რა აქვს იმ გოგონას ასეთი,თავს რომ არ ანებებ?-ვერ მოითმინა ელენემ.
ბაჩომ ინტერესით ახედა.
-ეს შენ უნდა გაინტერესებდეს?
-უბრალო ცნობისმოყვარეობაა,ქალებს ზოგადად ასე არ დასდევ...
-როგორც ჩანს,ეჭვიანობ. სახის ყველა ნაკვთზე გეტყობა- უემოციოდ ამცნო ბიჭმა.
-მადლობა,რომ გამარკვიეთ,ბატონო ბაჩანა-გაცეცხლდა გოგონა-აბა,ისე როგორ მივხვდებოდი.
-ადამიანებს გრძნობები დიდ უსიამოვნებებში გხვევთ-მხრები აიჩეჩა ბაჩომ.
-დიახ და შენც ადამიანი ხარ. ადრე თუ გვიან,ამას მიგახვედრებს ის გოგო-წელში გასწორდა ელენე და კარისკენ შებრუნდა.
-საღამოს,თუკი სურვილი გექნება,ჩემთან მოდი-გულგრილად გააყოლა ხმა ბიჭმა-დღეს მცალია.
გოგონამ ნერწყვი გადაყლაპანდა კარში გასხლტა.


ბელა სამსახურში მისვლამ ძალიან გაამხიარულა. თაისთან ერთად გახარებულმა აღმოაჩინა,რომ გოგა ტყუილად არ იზრდიდა თავზე ბუჩქს-უცნაური ფორმის თავის ქალას ახლა გადაპარსული თმები უკვე ვეღარ უფარავდა და გოგონებიც,ხსენებული თავის დანახვაზე ჩაბჟირებამდე იცინოდნენ.
მორიგი შეტევის დროს გოგამ ვეღარ მოითმინა და მოხითხითე მეგობრებს მიუახლოვდა.
-თქვენ ორნი ისე მხიარულობთ,ალბათ უპრობლემოდ დასთანხმდებით კვირის “ივენთზე” მოხალისეებად მუშაობას-თვალები მოწკურა და მათ რეაქციას დააკვირდა. გოგონებმა გაბადრული სახეები შეანათეს და მშვიდად ჰკითხეს ,თუ რა ღონისძიებას ეხებოდა საუბარი.
-“რედ ჰევენის” დირექტორმა დამირეკა წუხელ და აქ მთელი კვირა სტენდი ექნებათ. მთხოვა,რომელიმე თანამშრომელი დამესაქმებინა სტენდზე,ანაზღაურებადი იქნება,მაგრამ გვიანობამდე დარჩენა არავის უნდა. ასე,რომ ,კონკია-ბელას შეხედა-თვითონვე დასთანხმდები თუ დაველოდო,სანამ რამეს დააშავებ?
გოგონებმა ერთმანეთს შეთქმულებივით გადახედეს.
-მხოლოდ სტენდი და მორჩა?-იკითხა თაიმ.
-კვირას წვეულებაც იქნება და თვითონ დირექტორთან ერთად მიიღებთ სტუმრებს. ასე მოუნდა,ცოტა უცნაური კი არის,თვითონ რაში სჭირდება ვიღაცებს ღვინო უსხას... მოკლედ,კარგა ბევრი შრომა გელოდება-ისევ ბელას მიაჩერდა.
-ხომ იცი,რომ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს-ცრემლი მოაწვა გოგონას-და მაინც ასე მტვირთავ,რა სიბოროტეა- თაოს ერთჯერადი ცხვირსახოცო გამოართვა და აზლუქუნდა-ამდენი მუშაობა ჩემთვის არ შეიძლება,არც არაფერი დამიშავებია...
-მე ვიქნები-მკაცრად შეხედა თაიმ კმაყოფილ გოგას,რომელსაც ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან-მოხალისე ვიქნები,ბელკამ უნდა დაისვენოს.
გოგამ მხრები აიჩეჩა და მოღუშული გაშორდათ.
-ადრე როგორი სიმპათიური იყო-ამოიფრუტუნა თაიმ-მგონი თმებთან ერთად თავდაჯერებულობაც გადაიპარსა. კაპასი ქალივით იქცევა . ან რას გადაგეკიდა?
-აზრზე არ ვარ-ცრემლები მოიწმინდა ბელამ-სულ მასე არ მექცეოდა? პროსტა ადრე მომწონდა და ვერ ვხვდებოდი რა გამოიმასქნებულიცაა.
-გოგას მეხი დაეცეს და ის ბაჩანა უკვე აშკარად მოქმედებს-ღვინო კინოთეატრში? მართალი ვიყავი,შენკენ მოიწევს ნელ-ნელა და თან არარომანტიკული მიზნებით.
-კარგად გამოვიდა მაინც-თქვა ბელამ-დავითმა ხომ თქვა,რომ შენ უნდა გაიცნო და დაუახლოვდე.
-მართალია,დაველოდოთ კვირას და მანამდე ყველაფერი კარგად დავგეგმოთ.


იმ დღეს ,სახლში მისულმა ბელამ მაგიდაზე პატარა მუყაოს ყუთი აღმოაჩინა. დაკეტილ სახლში ვიღაცას დაეტოვებინა,ზემოდან კი ბარათი იდო.
აკანკალებული ხელით გახსნა წერილი,რატომღაც ელოდა,რომ ბაჩანა დაუკავშირდებოდა,მაგრამ შეცდა.
“ ვწუხვარ,მაგრამ ჯერ-ჯერობით შენს ნახვას ვერ ვახერხებ. ბაჩანა ახლა უფრო მაწუხებს,ალღო კარგი აქვს და გადაწყვიტა,შენამდე მოვიდეს. მალე გნახავს კიდეც,შეიძლება სახლშიც კი დაგადგეს,არ ვიცი. დაცული უნდა იყო,ყუთში ჯვარი დევს და გაიკეთე,გულთან ახლოს გქონდეს დღე და ღამ,დამცავი ძალა აქვს და შენი გული გაუძლებს ცოტა ხანს,თუკი მოგიახლოვდება,ეცადე რაც შეიძლება სწრაფად მოიშორო . იმ შემთხვევაში,თუ არ მოგშორდება,ლოცვა დაიწყე,ოღონდ მხოლოდ ჩემი მისამართით და მოვალ. ყველანაირად ეცადე,ლოცვამდე არ მივიდეს საქმე. დ.”
გოგონამ გაოცებულმა ამოაძვრინა ყუთიდან ჯვარი და შეათვალიერა-დიდი ზომის იყო,ბრწყინავი,მწვანე თვები ამშვენებდა და მეტალისათვის დამახასიათებელი სიცივის მაგივრად ,უჩვეულო სითბოს გამოსცემდა. გულზე დაიკიდა და უცნაური სიმშვიდე დაეუფლა. ძილი მალევე მოერია და ტკბილ სიზმრებში გადაეშვა.


შავგვრემანს ზემოდან დაჰყურებდა. გოგონას გაოფლილ შუბლზე თმები მიწებებოდა,თვალები დაეხუჭა და ღრმად სუნთქავდა. ჯერ კიდევ მასში იყო , ნელ მოძრაობებს აკეთებდა, კიდევ ვერ დაეცხრო ვნება.
საღამოს მასთან მისულს გაცხოველებული დაეუფლა ,მაგრამ ვერაფრით აქრობდა უკმარისობას,რომელიც მის სულსა და სხეულს ცეცხლივით მოსდებოდა. გაღიზიანებული მოშორდა და სააბაზანოში გადაინაცვლა. უკან დაბრუნებულს ელენე უკვე ჩაცმულო დახვდა. გოგონამ თვალები შეანათა და მისი მზერის დანახვისას მცირე იმედის ნაპერწკალი ჩაუქრა. იცოდა,კაცი დარჩენას არ სთხოვდა,ამიტომაც სწრაფად დაემშვიდობა და სახლიდან გავარდა.
ბაჩანა ერთ ადგილას გაშტერებული იდგა. ფიქრებს აგემოვნებდა და ცდილობდა,მათთვის საერთო საწყისი ეპოვნა.
აივანზე გავიდა,ჩვეულებისამებრ სიგარეტს მოუკიდა და პატარა მაგიდიდან საქაღალდე აიღო,რომელიც სურათებით იყო სავსე.
აკვირდებოდა იზაბელის ყველა ნაკვთს-გრძელ,თლილ ფეხებს,გამოყვანილ წელს,პატარა მკერდს და სავსე ტუჩებს. თვალები გოგონას ყველა ფოტოში შეშფოთებული ჰქონდა-ოდნავ გაფართოებული,თითქოს მუდამ რაღაცის ეშინოდა. გრძელი,წითლად შეღებილი თმა ღაწვებს კიდევ უფრო უფერადებდა და დამკვირვებელს სურვილს უჩენდა,ლოყები დაეკოცნა. ყოველ შემთხვევადი,თავად ბაჩომ ასეთი სურვილი დაიჭირა გონების კუნჭულში. ამან სასტიკად შეაშფოთა,ხოლო იმ ფაქტმა,რომ რაღაცამ შეაშფოთა,კიდევ უფრო გადარია. ფურცლები მიმოყარა და ძველი სიცივის ნარჩენებს დაუწყო შეკოწიწება.
-ასე იმიტომ მემართება,რომ მას რაღაც აქვს. როდესაც ამ რაღაცას ავიღებ,კვლავ ძველებურად ვიქნები.
პრობლემა ის იყო,რომ ძველებურად ყოფნა არ უნდოდა,მაგრამ ახლებური ყოფაც არ მოსწონდა. არაფერი მოსწონდა,რასაც ვერ აკონტროლებდა.
სიგარეტის ნამწვი სწრაფად ჩასრისა საფერფლეში და ოთახში შებრუნდა.
-უნდა დავიძინო,დილამდე უნდა მოვითმინო,შემდეგ ვნახავ. გპირდები-საკუთარ თავს შეუძახა და საწოლს მიუბრუნდა. თეთრეული გამოცვლა და მისდა გასაკვირად,მალევე მოერია ძილი.


პარასკევს ბელა არ მუშაობდა.კინოთეატრის არასტანდარტული გრაფიკის გამო გოგონა კვირის სხვადასხვა დღეებში ისვენებდა. მივიწყებული უნივერსიტეტის გზას დაადგა და ლექციაზე მისული დარწმუნდა,რომ საერთოდ არ მონატრებოდა არაფრისმომცემი მონოლოგები .
-ფილოსოფიის შესწავლიდ მაგივრად ყველანაირ საღ აზრს გამოგაძრობს ეს ბებერი-გვერდით კურსელმა ამოიგმინა. ბელა გულში დაეთანხმა და მოთმინებით დაელოდა კიდევ ერთი საათის გასვლას.
შენობიდან გამოქცეული თავს იწყევლიდა,რას მოვდიოდი ,რომ მოვდიოდი,ისიც მეყოფა,ორი წელი რომ ბეჯითად დავდიოდიო,როდესაც გულში უცნაური მოჭერა იგრძნო.
ისტიქტურად მიიდო მკერდზე ხელი და გულისცემას დააკვირდა-ოდნავ შენელებულიყო.
-უფ,ალბათ ბებერი ლექტორები აღიზიანებს ერთ დიდ გულს-დაიბურტყუნა და ტკივილი უფრო ცხადად იგრძნო. დეჟავუს გრძნობა საიდანღაც ერთბაშად დაეტაკა-ამის მსგავსი ტკივილი მაშინ იგრძნო,კინოთეატრში,როდესაც ბაჩო დაინახა.
თვალები მოაცეცა და დაჟინებული მზერაც მაშინვე შენიშნა-ბიჭი გაჩერების სვეტს მიჰყრდნობოდა და ინტერესით აკვირდებოდა.
ბელა მიხვდა,რა ყოფილა,მომენტალურად რომ ხევდება ყველა კიდური. ფეხების გადადგმა ,გაქცევა უნდოდა,მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. თითსაც კი ვერ ატოკებდა.
გული თითქოს გაჩერდა,სული მოითქვა და ახალი სძლიერით მიაწყდა მკერდს. მოულოდნელმა დარტყმებმა გამოაფხიზლა.
-აბა ბელ,წადი,აი ასე,ნელა,არ იჩქარო-ჩურჩულით შემობრუნდა და უმისამართოდ წავიდა. ტელეფონში თაის ნომერს ეძებდა,მაგრამ აკანკალებული ხელები ვერ დაიმორჩილა.
-ჩვეულებრივი ბიჭია,ისე შემაშინა დავითმა,რომ მეც ავყევი ,არადა რა უნდა დამიშავოს... იდგა თავისთვის,მეც თუ შევძლებ და დავმშვიდდები,არაფერი მომივა. ისე,აქ რა უნდოდა?-ლოგიკური კითხვა დაგვიანებით მისწვდა გონებას.-ჩემთან მოვიდა ვითომ? ასე დადგა ძველი ბიჭივით და მელოდებოდა?-თავის აზრებზე გაეცინა-ალბათ რამე საქმე ჰქონდა,გამორიცხულია ასე უაზროდ მოსულიყო...
მეორე გაჩერებასთან მიეღწია. მოუსვენრად დაელოდა ავტობუსს,თან თვალებს აცეცებდა.
მიუხედავად დიდი შიშისა,გული დასწყდა,რომ ბიჭი ვეღარ დაინახა. მკერდში განუწყვეტელ ტკივილს გრძნობდა,უკვე ვეღარ ხვდებკდა,ეს ბაჩოს სიახლოვის ბრალი იყო თუ უბრალოდ აღელვების. ის იყო,ავტობუსი გამოჩნდა,გვერდით მაღალი ფიგურა ამოუდგა და გადაულაპარაკა.
-შენ ჩემი რაღაც გმართებს.
ბელამ გული უკვე სულ დაივიწყა,იფეთქოს რამდენიც უნდაო და ბიჭს შეაჩერდა.
ზემოდან დაჰყურებდა,დაჟინებული მზერით ბურღავდა და მისი სხეულის თითოეულ წერტილს წამებში სწავლობდა.
წყვილი უცნაური სანახავი იყო-ერთმანეთს ისე აკვირდებოდნენ,თითქოს ორივე ლუვრში გამოფენილი ექსპონატები ყოფილიყვნენ.
ბელას ავტობუსისკენ გაქანებულმა ვიღაც ქალმა გაძეძგილი ჩანთა უთავაზა გვერდში და “დათვალიერების ეტაპიც” ამით დასრულდა.
გოგონამ ჩალეწილი ნეკნები დაიზილა და წაილუღლუღა.
-ბოდიში,არ გიცნობთ,კრედიტ-ოფიცერი ბრძანდებით? სესხის დაფარვის დრო გადავავადე უკვე...
ბიჭმა მშვიდად შეხედა.
-აი სადღაც აქ-ხელი სხეულზე მოატარა-არის ის,რაც მე მჭირდება.
ბელა ავარვარდა.
-რას გულისხმობთ? როგორ კადრულობთ!? ახლავე მომშორდით-მიმოიხედა იმის იმედით,ვინმე გმირი ჩაერევა ჩვენს საუბარშიო,მაგრამ ყურსაც არავინ იბერტყაბდა. ბიჭი უფრო მიუახლოვდა და ხელი ჩასჭიდა. ბელამ გაიფიქრა,ახლა დავითის რჩევა უნდა გავითვალისწინო და ლოცვა დავიწყოო,თუმცა არ დასცალდა-მკერდში იმდენად დიდი ტკივილი იგრძნო,ორად მოიკეცა და ბაჩო ინსტიქტურად უფრო ჩააფრინდა.
-არა,გაიწიე,გადი!-დაიყვირა გოგონამ-შორს,მიდი,კიდე!
ბიჭმა უკან-უკან დაიხია და ბოძს შეეჯახა.-კარგია,მანდ იდექი-ამოისუნთქა ბელამ და გულზე ხელი მიიდო.
-ჩემი შეშინება არ შეიძლება-შესძახა ქოშინით-სუსტი გული მაქვს,ასე რომ ,მაქედანვე მითხარით,რა გნებავთ.
ბაჩო მიხვდა, გოგონა არ ტყუოდა და თითქოს სულის სიღრმეში იგრძნო,აზრი,რომელიც ქვეცნობიერში მწფდებოდა,მალე ცნობიერში გადმოინაცვლებდა.
გული-სწორედ ეს აკავშირებდა მასთან.
-იზაბელი ცუდად იტყუება-გაიფიქრა დინჯად-იცოდა,რომ მივაკითხავდი და როგორც კი დამინახა,მაშინვე დაიბნა. იცის,ყველაფერი იცის და მეც მეტყვის.
-ჩემი ნუ გეშინია-თქვა ხმამაღლა-ბოროტი არ ვარ,მაგრამ არც კეთილი ითქმის ჩემზე. დამშვიდდი და მომიახლოვდი,იცი,რომ სალაპარაკო გვაქვს.
ბელა უარესად ანერვიულდა. იცოდა,გამოსავალი აღარ ჰქონდა.თვალები დახუჭა და ლოცვა დაიწყო.
“დავით,შე მითომ ანგელოზო,აწიე ტრა*ი და მოდი...”
ბიჭი თვალებდაწვრილებული აკვირდებოდა გაშეშებულ გოგონას,რომელსაც ფეხები განზე გაედგა,თვალები მაგრად დაეხუჭა,ხელები შეეტყუპებინა და განძრევას არც აპირებდა.
უცბად მხარზე შეხება იგრძნო. მიბრუნდა და უცნაური,ცილინდრიანი კაცი დაინახა,რომელსაც ამინდისთვის ძალიან შეუფერებლად ეცვა.
-ჩემს დისშვილს რატომ აწუხებთ?-მკაცრად ჰკითხა დავითმა.
ბელამ მის ხმაზე თვალები გაახილა და ამოისუნთქა.
-დისშვილს? იზაბელს მხოლოდ დედა ჰყავს,რომელიც თავშესაფარში გაიზარდა,ბიძა ვერ იქნებით-უპასუხა ბაჩომ და ხელები მომუჭა.
კაცმა თვალები ზეცისკენ აღაპრო.
-უფალი,სულ ასეთები რატომ მხვდებიან? არ შეიძლება,ერთი გამოშტერებული ჩემთვისაც გაიმეტო?
ბიჭს სწრაფად ჩაუარა გვერდით და ბელას ხელი ჩაჭიდა.
-წამოდი,იზაბელ,გვეჩქარება-ადგილიდან მოწყდა და გოგონაც გაათრია.
ბაჩანა მაშინვე გაეკიდა,სწრაფი ნაბიჯებით მიჰყვებოდა,კაცის გრძელი მანტიის ზურგს შორიდანაც ამჩნევდა.
ამ უკანასკნელმა მოიხედა,წვრილი თვალები მოავლო და შესახვევში გაუჩინარდა. ბიჭი უკვე სირბილზე გადავიდა,რამდენიმე წამში აღმოჩნდა იმ აგილას,სადაც ცილინდრიანი გოგონათი გაუჩინარდა,ქუჩას თვალი მოავლო,მაგრამ უცნაური წყვილი მიწას ჩაეყლაპა.
-გარბიხართ,არა? ამით უფრო ამტკიცებთ ყველაფერს-გამოსცრა კბილებში.

.....
ბელას სული შეგუბვოდა. ერთ წამს თუ დავითი ვიწრო ქუჩაზე მიაპროწიალებდა,მეორე წამს საკუთარი სახლის სამზარეულოში აღმოჩნდა. ერთადერთი,რაც დროის უმცირეს მობაკვეთში აღიქვა,უცნაური შრიალი იყო,რომელიც აფრენილი ფრინველის ფრთების ხმას აგონებდა.
-სივრცის გარღვევა მოგვიხდა-დავითი ნერვიულად იხდიდა და იხურავდა ქუდს,თან მაგიდის გარშემო დადიოდა.-საიდან ხვდება ამდენს... მისი სული უფრო ფართო მასშტაბებს იკავებს... თუ ასე გაგრძელდა,შეიძლება ბარიერები მოსპოს,ეგ ბიჭი უკვე ძალიან სახიფათოა. თუ სხვებმა გაიგეს ,რა შეუძლია,ან შენ როგორიც ხარ,მე ვეღარ დაგიცავთ.
ბელამ გულისრევის შეგრძნება დაძლია და სკამზე ჩამოჯდა.
-ვინ სხვები,ამიხსენი ეგ რას ნიშვნავს?
დავითმა ამოიოხრა და თვითონაც დაჯდა.
-უკვე გითხარი,რომ ბაჩანას სული,გულის არ არსებობის გამო უფრო ძლიერია. თუკი ამის შესახებ ჯოჯოხეთში გაიგებენ და მისი ცარიელი ჭურჭლის შევსებას ეცდებიან. თუ გულის ადგილას წყვდიადი ჩაუნერგეს,რაც საკმაოდ მარტივია,ბაჩანა ეშმაკის მარჯვენა ხელად იქცევა. შენ კიდევ ყველა უწმინდური ერთად დაგეხვევა. ხუმრობა ხომ არაა,მთლიანი გული ლუციფერის საყვარელი ნუგბარია. ღმერთო,უნდა მეთქვა არქანგელოზისთვის,მესამე რანგი კი არა,პირდაპირ ქვესკნელში მისვრიან ამის გამო.
ბელა გამალებით ფიქრობდა.
-იქნებ ჯობდეს,ავუხსნათ ყველაფერი? ასე გაურკვევლად რომაა,შეიძლება უფრო მარტივად გასკდეს შენი საიდუმლო.
-არ ვიცი,ალბათ მართალი ხარ... ეს საიდუმლო აღარაა მას შემდეგ,რაც შენ და თამარს გაგანდეთ. თუ ერთმა ადამიანმა მაინც იცის,ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს. ეს ყოველთვის ასე იყო...
-თაის ვეტყვი,დაუკავშირდეს და უთხრას,რომ მალე შევხვდები-მტკიცედ თქვა ბელამ-თავად ჯერ ვერ შევძლებ,შენი ანგელოზობის ამბავი რომ ვიცი,შეიძლება უარესი მოუვიდეს,ამიტომ თაიმ უნდა შეამზადოს.
მეგობარს დაურეკა და სთხოვა,მასთან მისულიყო,რასაც ის სიხარულით დათანხმდა.
დავითი მალევე აორთქლდა,თაი კი საღამოს მოვიდა და ბელას მონაყოლი შუბლშეჭმუხნულმა მოისმინა.
-კიდვ კარგი,ისევ არ აპირქვავდი,ეგ უკვე წინსვლაა.
-უნდა დაელაპარაკო,ხვალ ხომ კინოთეატრში იქნება, მეც შორიახლოს ვიქნები და დარწმუნდება,რომ არ გავურბივარ.
-ძალიან სულელურად ჩანს ყველაფერი. ერთი შეხედვით არცერთი ვიცნობთ ერთმანეთს,მე კიდევ უნდა შევთავაზო,რომ დაიცადოს და სრულიად გაურკვეველ თემაზე სასაუბროდ მოემზადოს. თან აზრზე არავინ არაა ვის რა უნდა დავუმალოთ,მაგრამ მაინც უნდა გავაფრთხილო,რომ სიტყვა არავისთან დასცდეს. ნამდვილი აჯაფსანდალია.
-მიხვდება თვითონ,მთავარია იმედი ჰქონდეს,რომ გაერკვევა.


...
სმს-ის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან . დახედა-მივიწყებულ ნაცნობს მის შეტყობინებაზე ეპასუხა. “ესე იგი,ჩემი სიტყვები გაგახსენდა? თბილისშია,კერძო სახლი აქვს...” ქალს დაწვრილებით მიეწერა,როგორ უნდა მისულიყო სასურველ ადგილას.
მედეა 18 წლის ასაკში გაიცნო. ქალი მასზე გაცილებით უფროსი და გამოცდილი იყო. ხშირად მიდიოდა მასთან და უამრავ,უცნაურ ისტორიას უყვებოდა საწოლში უსაქმოდ ყოფნისას. ბაჩოს მასთან ყოფნა მოსწონდა, უფერულობას მედეას მონათხრობი ძალიან უხდებოდა. ბოლოს თავის მე-19 დაბადების დღეზე ნახა. ქალმა საჩუქრად გულის ფორმის გამჭირვალე ქვა აჩუქა და უთხრა:
-შენ უგულო ადამიანი ხარ,ეს ოდესმე დიდ უსიამოვნებებს მოგიტანს. მოძებნე შენი გრძნობები. ერთ ადამიანს ვიცნობ,ვინც ამაში დაგეხმარება. ვიცი,ახლა არ დამიჯერებ,მაგრამ შემდეგ,როცა დრო მოვა,მომწერე,გიპასუხებ.
მედეა მას შემდეგ აღარ გამოჩენილა,თუმცა ბაჩოს მისი სიტყვები ხშირად ახსენდებოდა.
სწორედ მან გამოიყვანა ბურუსიდან და ბიჭის მდგომარეობას სახელი დაარქვა-უგულობა.
წლების შემდეგ მედეას ნომერი რომ აკრიფა,დარწმუნებული იყო, ნომერი აღარ ფუნქციონირებდა ,ასეც რომ არ ყოფილიყო,ალბათ ქალს მისი სახელიც აღარ ეხსომებოდა .
თუმცა შეცდა-კითხვაზე,სად მოეძებნა თავისი გული ქალმა მალევე უპასუხა.

მისამართს კიდევ ერთხელ დახედა და თბილისის მიყრუებული გარეუბნისკენ გაემართა . ზღვასთან ახლოს,მოშიშვლებულ,ყოველგვარი მცენარისგან მიტოვებულ მიწაზე უამრავი ქოხის მაგვარი სახლები აეკოკოლავებინათ. ერთ-ერთი ქუჩის გაცრეცილ აბრას დააკვირდა და სასურველი სახელი რომ ამოიკითხა,მანქანიდან გადმოვიდა. ვიწრო ორღობეს დაუყვა და ბინდმოდებულ საცხოვრებლებს გადახედა.
თავად ის ფაქტი,რომ “მკითხავთან “ მიდიოდა,ნებისმიერ ბიჭს სირცხვილით გააწითლებდა,მაგრამ ბაჩოსათვის ეს გრძნობა უცნობი იყო-ყოველთვის იმას აკეთებდა,რაც საჭირო იყო და შესაბამისად,იმაზე ფიქრით არასდროს იწუხებდა თავს,რას იფიქრებდა ყველგან მოდებული საერთო საზოგადოებრივი სული.

ხალხი ეზოებში ირეოდა,უცხო ენაზე,ხმამაღლა საუბრობდნენ და ბაჩოს ისე უყურებდნენ,თითქოს თეთრი ყორანი ყოფილიყოს.
ერთ-ერთ მონგრეულ ღობესთან შედგა და დიდი ზომების მქონე ქალს მიაჩერდა,რომელსაც წყლით სავსე ვარცლი ეჭირა და ბიჭს ტუჩებმოკუმული აკვირდებოდა.
-ზეიბირს ვეძებ-უთხრა ხმამაღლა-იცით სადაა?
ქალი თევზივით მდუმარედ უყურებდა,უცბად იმხელა ხმაზე დაიყვირა,ლუკა ინსტიქტურად უკან გადახტა.
-ზეი!-ბაყაყისებრი ხმა ყურს ჭრიდა-ზეი!-ლამის ფანჯრის მინები დაიბზარა.
ბაჩოს ზურგს უკან კაცის ხმა მოემა,რომელიც უცნობ ენაზე უკმაყოფილოდ უყვიროდა ქალს.
ბიჭი შებრუნდა და მაღალი,გამხდარი კაცი დაინახა,რომელსაც ჭიანაჭამი,მინიმუმ ხუთი ზომით დიდი ტანსაცმელი ამშვენებდა. პირში ჩიბუხი გაეჩარა და ნეკა თითით ყურს იჩიჩქნიდა.ბაჩოსთვის ყურადღება არ მიუქცევია,ქალს ღობის იქიდან ცალი ხელის ქნევით რაღაცაზე ეჩხუბებოდა.
თავის მხრივ,ქალიც არ აკლებდა და ორმხრივ სროლაში მოყოლილი ბიჭი ხან ერთს უყურებდა,ხან მეორეს. ბოლოს ქალმა ხელი ჩაქნია,მიწაზე დადგმულ ვარცლს ხელი დაავლო და ბაჩოს მიუთითა თავით.
-ეგე,ზეი.
ბიჭი კვლავ კაცს მიუბრუნდა და მიმართა.
-შენთან მედეამ მომასწავლა.
ზეიმ ფრჩხილებზე დაიხედა,ერთი-ორი გამოისუფთავა და დაიღრიალა.
-შემო მერე,რას უდგახარ.
“ჭიშკართან” მივიდა და ფორმალურად დამაგრებული მავთულის საკეტი გადაწია. ხელი გაიქნია,უცხო სიტყვების ბუტბუტით.
ბაჩო აბალახებულ,პატარა ეზოში შევიდა და სახლისკენ მიმავალ კაცს გაჰყვა.
სახლი პატრონზე უფრო ბინძურიც კი იყო.
ზეი დაბალ მაგიდასთან ,სავარძელზე ჩამოჯდა და ბაჩოს საპირისპიროზე მიუთითა.
-აბა,რამ შეგაწუხა? მედეა რომ მიხსენე,აქედან უნდა მომესროლე,მაგრამ დამაინტერესე.
-მედეამ რამე დაგიშავა?-ბაჩომ ბანანის ქერქი გადადო სავარძლიდან და ჩამოჯდა.
-ბევრი საჭირო ნივთი ამახია-ბოროტულად ჩაიცინა კაცმა-თან კლიენტებსაც რომ მიგზავნის! არაუშავს,მაგას მე მივხედავ,შენ ის მითხარი,რატომ იგრძნობა შენი სული კილომეტრიდან.
-სული?-ბაჩო სულის ხსენებას არ მოელოდა-მე მეგონა,გულზე მქონდა პრობლემა.
-კარდიოლოგს ვგავარ?-ინტერესით მიაჩერდა კაცი.
-არა-გულწრფელად მიუგო ბაჩომ.
-აბა რა გული აგიტყდა,იმხელა ძალის სული გაქვს,სასწაულების ჩადენა შეგიძლია-საქმიანად მიუგო კაცმა-შეგვიძლია ვავარჯიშოთ და მერე მიხვდები,რასაც ვგულისხმობ.
-მედეამ მითხრა,რომ გული არ მაქვს.-თავისას იმეორებდა ბაჩო-და ისიც მითხრა,რომ მოძებნაში შენ დამეხმარები.
-გული არ გაქვს?-გამოცოცხლდა კაცი-მოიცა,ეს თუ ისაა,რასაც მე ვფიქრობ-წამოხტა და ბაჩოს მკერდზე ხელი დაადო. ცოტა ხანს თვალდახუჭული გაირინდა,შემდეგ ჩიბუხი მოისროლა და აღფრთოვანებული მიაჩერდა-ეგეთი რამე ვუდრიკ უგულოს მერე არ მომხდარა.ეგ კიდე ათასხუთასი წლის უკან მაინც იქნებოდა. ჯანდაბა,მედეას სადაც ვნახავ,იქვე ჩავკოცნი,კიდევ კაი ჩემთან მოხვედი...
-რატომ გიხარია?-ეჭვით შეაჩერდა ბაჩო და მოსვლა ინანა-მაგით შენ რა?
კაცი სწრაფად დამშვიდდა.
-ბევრი ფული დაგიჯდება შენი გულის დაბრუნება,აი ეგ მიხარია.
ბაჩომ არ დაუჯერა.
-შეგიძლია,გაიგო სადაა?
-რა თქმა უნდა,აბა რა-თავის ქნევას მოჰყვა კაცი-ერთი წუთით-ფარდებში გაუჩინარდა და უკან ოქროსფერი შანდლით დაბრუნდა,რომელსაც უამრავი გრეხილი ამშვენებდა . სამ სამაგრზე წითელი სანთლები დაამაგრა,ჩაახველა და ბაჩოს მიაჩერდა.
-ერთი ღერი თმა მომეცი-ხელი გაუწოდა. როცა მიხვდა,რომ ყოყომანობდა,დაამატა-მიდი,მიდი,არაფერი მოგივა. ასე მარტივად გავარკვევთ.
ბაჩომ თმა მოიწიწკნა და კაცმაც შავი ღერი ორი თითით ფრთხილად გამოართვა.
სანთლები აანთო და თმა სამივეზე გადაატარა. ოთახში დამწვრის სუნი გავრცელდა. ერთხანს თვალდახუჭული ბუტბუტებდა ,შემდეგ ხელი ხელს შემოარტყა და სანთლებს სული შეუბერა.
-ასე,სახელი გავიგე.
-მერე?-ბაჩო წინ წაიწია.
კაცმა საჩვენებელი,ცერი და შუა თითი ერთმანეთს გაუცაცუნა.
-შეგახსენებ,რომ ღარიბულად ვცხოვროვ.
ბიჭმა საფულე სწრაფად ამოაძვრინა,რაც კი ფული ელაგა,კაცს გაუწოდა და უთხრა.
-სახელი.
ზეიმ გაბადრულმა გადათვალა ნადავლი და ხმა ამოიღო.
-იზაბელი. იცნობ ასეთ ვინმეს?
ბაჩომ კმაყოფილმა გაიღიმა.
-დავუშვათ,ვიცნობ. როგორ მოვახერხო,რომ ჩემი გული გამოვართვა?
კაცმა მხერბი აიჩეჩა.
-ეგ მე არ ვიცი. სავარაუდოდ ანგელოზის საქმე იქნება. ადამიანი მაგას ვერ შეძლებს,თუმცა შენ ისეთი სული გაქვს... ავარჯიშე,მაგალითად შეეცადე წარმოიდგინო ეგ ქალი და შეიძლება ცხვირწინ დაისკუპო. შენ თვითონაც მშვენივრად იცი,რომ დიდი ძალა გაქვს. ან რა ჯანდაბად გინდა გული,ასე სამყაროს დაიპყრობ-თვალები აენთო კაცს-შემიძლია საჭირო ხალხი გაგაცნო,ოღონდ მერე არ დამივიწყო.
ბაჩო უკვე დიდი ხნის მიმხვდარი იყო,რომ ზეის ნდობა არ შეიძლებოდა. მადლობა გადაუხადა და სწრაფად გამოვიდა აშმორებული ქოხიდან.
ზეი დიდ ხანს იჯდა თავის გაცრეცილ სავარძელში და ფიქრობდა,უღირდა თუ არა სხვებთან დაკავშირება. ბნელ ძალასთან მხოლოდ ერთხელ ჰქონდა კავშირი და მაშინაც ისე შეშინდა,მთელი თავი და წარბებიც კი გაუთეთრდა. თუმცა ახლა სხვა საქმე იყო-ბიჭისნაირებს თავად ჯოჯოხეთის ბატონი ეძებდა.

უმისამართოდ მიჰქროდა გზაზე და გონებაში ზეის ნათქვამს იმეორებდა.
-რად მინდა გული? არ ვიცი რატომ,მაგრან მინდა. საჭიროა. ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ,ან სამყაროს მართვა რა ჩემ ფეხებად მინდა-სარკეში ანარეკლს გადახედა-ვერ მოვისვენებ,სანამ არ მივიღებ. იზაბელი! აი,რატომ მინდა ეგ გოგო ასე ძალიან.


--------------
მოგესალმებით <33
ისტორიების სრულად დადებას ვამჯობინებ ხოლმე,მაგრამ დროის უქონლობის გამო ახლა ჯობია,ნაწილებად გავყო. იმედია,მოგეწონებათ და ვეცდები,მალევე დავდო გაგრძელება <3
გამიზიარეთ შთაბეჭდილებები <333скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი makukuna

ეეეეეე, ეს რა უცნაური სიუჟეტია... გავგიჟდი... flushed
flushed

და შენ, რა მაგარი ვინმე ხარ... blush

 



№2  offline წევრი Alice76

makukuna
ეეეეეე, ეს რა უცნაური სიუჟეტია... გავგიჟდი... flushed
flushed

და შენ, რა მაგარი ვინმე ხარ... blush

წინ ბევრი დროსტარება გველის :D მადლობა ❤️❤️

 



№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

Umagresia magram imedia marto gulis gayofit are shemoifargleba mati urtuertoba

 



№4  offline წევრი Alice76

სტუმარი მარიკო
Umagresia magram imedia marto gulis gayofit are shemoifargleba mati urtuertoba

არა,რა თქმა უნდა ❤️ ბევრი რამ მაქვს დასაწერი ❤️

 



№5  offline წევრი უცნაური მე

აღფრთოვანებული ვაარ!!!
ყოჩაღ, ყოჩაღ, ყოჩაღ!!
ძალიან მომეწონა ძალიან ძალიან შენებური, შენი სტილი გაწვს ყველასგან გამორჩეული და სასიამოვნო..
ვგიჟდები ისე მომწონს!
არაჩვეულებრივი დასაწყისია და ვგონებ წინ დიდი ამბები გველოდება..
სულმოუთმენლად გელოდები.
მომწონხარ მე შენ <3

 



№6  offline წევრი Alice76

უცნაური მე
აღფრთოვანებული ვაარ!!!
ყოჩაღ, ყოჩაღ, ყოჩაღ!!
ძალიან მომეწონა ძალიან ძალიან შენებური, შენი სტილი გაწვს ყველასგან გამორჩეული და სასიამოვნო..
ვგიჟდები ისე მომწონს!
არაჩვეულებრივი დასაწყისია და ვგონებ წინ დიდი ამბები გველოდება..
სულმოუთმენლად გელოდები.
მომწონხარ მე შენ <3

ძალიან მახარებს და მეხმარება შენი კომენტარები ❤️ დიდი მადლობა და გპირდები,დიდი ამბები გველოდება :D :3

 



№7 სტუმარი სტუმარი Chikochiko

აუ რა კაი ვიღაცა ხარ. ვგიჟდები, ყველა ისტორია ერთიმეორეზე უკეთესი გაქვს. დიალოგები სასწაული და ფანტაზიის უნარი გაქვს შესაშური. სიცილის შეკავება შეუძლებელია ამ ისტორიების კითხვისას. კარგია ნაწილებად თუ ატვირთავ ისტორიას, ასე უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევ მკითხველში. იმედია დიდი ხანი არ გვალოდინებ❤

 



№8  offline წევრი ket-kat

ძალიან ნიჭიერი ხარ! აუცილებლად გააგრძელე და გთხოვ მალე დადე <3

 



№9  offline წევრი Alice76

სტუმარი Chikochiko
აუ რა კაი ვიღაცა ხარ. ვგიჟდები, ყველა ისტორია ერთიმეორეზე უკეთესი გაქვს. დიალოგები სასწაული და ფანტაზიის უნარი გაქვს შესაშური. სიცილის შეკავება შეუძლებელია ამ ისტორიების კითხვისას. კარგია ნაწილებად თუ ატვირთავ ისტორიას, ასე უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევ მკითხველში. იმედია დიდი ხანი არ გვალოდინებ❤

უზომოდ ბედნიერი ვარ ,რომ ასე მოგწონთ ❤️ გპირდებით,არ გალოდინებთ❤️❤️

ket-kat
ძალიან ნიჭიერი ხარ! აუცილებლად გააგრძელე და გთხოვ მალე დადე <3

ყველანაირად შევაფუცხუნებ თავს,რომ მალე დავწერო❤️ ძალიან დიდი მადლობა❤️

 



№10 სტუმარი სტუმარი ანკა

გადავირიე რა საინტერესოდ წერ და ზოგადად ასეთი საინტერესო ისტორია კარგახანია არ წამიკითხავს ასე გააგრძელე და მალმალე დადე გთხოვ

 



№11  offline წევრი Alice76

სტუმარი ანკა
გადავირიე რა საინტერესოდ წერ და ზოგადად ასეთი საინტერესო ისტორია კარგახანია არ წამიკითხავს ასე გააგრძელე და მალმალე დადე გთხოვ

აუცილებლად დავდებ ❤️❤️

 



№12  offline წევრი .M.A.R.I.

ზედმეტად დამშოკა
ვაუ ძალიან სხვანაირია
და ძალიან მაგარი წარმოსახვის უნარი გაქ
მაგრობაა~შემდეგს ველოდები მოუთმენლად მართლა *-*
აი ძალიან მომეწონა
ძედმეტად ძალიან ჩამითრია
ვაიმე მაგრობაა ძაან

 



№13  offline წევრი Alice76

.M.A.R.I.
ზედმეტად დამშოკა
ვაუ ძალიან სხვანაირია
და ძალიან მაგარი წარმოსახვის უნარი გაქ
მაგრობაა~შემდეგს ველოდები მოუთმენლად მართლა *-*
აი ძალიან მომეწონა
ძედმეტად ძალიან ჩამითრია
ვაიმე მაგრობაა ძაან

^^დიდი მადლობა მარი<33 მალე გავაგრძელებ ,ვეცდები სწრაფად დავდო❤️❤️

აქა-იქ შეცდომებია გაპარული,რა ვქნა,უნდა მაპატიოთ :დდ :( ექსტრემალურ სიტუაციაში ვწერ . ბაჩოს თუ ლუკა დავუძახე ,ეგეც არ გაგიკვირდეთ,გაიჭედა თავში :DDDD

 



№14 სტუმარი 1234

ამ ავტორზე ვგიჟდები უკვე! სამივე ისტორია საოცარი გაქვს და ესეც როგორ მომეწონა! მაოცებს შენი ფანტაზიის უნარი. საოცრად კრეატიული ხარ. ყველაზე განსხვავებული და საინტერესო ისტორიები გაქვს. ჩემი კი არა საიტის აღმოჩენა ხარ! მადლობა ამხელა სიამოვნებისთვის

 



№15 სტუმარი სტუმარი barbare

warmoudgenlad chamtrev, gasaocar da jadosnur istoriebs wer. bravo. mteli sulit da gulit velodebi meore nawils <3 warmatebebi.

 



№16  offline წევრი .M.A.R.I.

Alice76
.M.A.R.I.
ზედმეტად დამშოკა
ვაუ ძალიან სხვანაირია
და ძალიან მაგარი წარმოსახვის უნარი გაქ
მაგრობაა~შემდეგს ველოდები მოუთმენლად მართლა *-*
აი ძალიან მომეწონა
ძედმეტად ძალიან ჩამითრია
ვაიმე მაგრობაა ძაან

^^დიდი მადლობა მარი<33 მალე გავაგრძელებ ,ვეცდები სწრაფად დავდო❤️❤️

აქა-იქ შეცდომებია გაპარული,რა ვქნა,უნდა მაპატიოთ :დდ :( ექსტრემალურ სიტუაციაში ვწერ . ბაჩოს თუ ლუკა დავუძახე ,ეგეც არ გაგიკვირდეთ,გაიჭედა თავში :DDDD

მგონი იმდენად გულმოდგინედ ვკითხულობდი, ყოველი ბიჭის სახელის გაგონებაზე ბაჩო მეჩვენებოდა :დდ და გეპატიება ასეთი აღაცები, დიდად თვალში საცემი არ იყო ვფიქრობ..

 



№17  offline წევრი მარიკუნაა♥️

ეეე, რა მაგარია!
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№18  offline წევრი Alice76

1234
ამ ავტორზე ვგიჟდები უკვე! სამივე ისტორია საოცარი გაქვს და ესეც როგორ მომეწონა! მაოცებს შენი ფანტაზიის უნარი. საოცრად კრეატიული ხარ. ყველაზე განსხვავებული და საინტერესო ისტორიები გაქვს. ჩემი კი არა საიტის აღმოჩენა ხარ! მადლობა ამხელა სიამოვნებისთვის

ვაუ,დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის❤️ ძალიან ბევრს ნიშნავს ❤️❤️

სტუმარი barbare
warmoudgenlad chamtrev, gasaocar da jadosnur istoriebs wer. bravo. mteli sulit da gulit velodebi meore nawils <3 warmatebebi.

უდიდესი მადლობა ❤️❤️❤️

.M.A.R.I.
Alice76
.M.A.R.I.
ზედმეტად დამშოკა
ვაუ ძალიან სხვანაირია
და ძალიან მაგარი წარმოსახვის უნარი გაქ
მაგრობაა~შემდეგს ველოდები მოუთმენლად მართლა *-*
აი ძალიან მომეწონა
ძედმეტად ძალიან ჩამითრია
ვაიმე მაგრობაა ძაან

^^დიდი მადლობა მარი<33 მალე გავაგრძელებ ,ვეცდები სწრაფად დავდო❤️❤️

აქა-იქ შეცდომებია გაპარული,რა ვქნა,უნდა მაპატიოთ :დდ :( ექსტრემალურ სიტუაციაში ვწერ . ბაჩოს თუ ლუკა დავუძახე ,ეგეც არ გაგიკვირდეთ,გაიჭედა თავში :DDDD

მგონი იმდენად გულმოდგინედ ვკითხულობდი, ყოველი ბიჭის სახელის გაგონებაზე ბაჩო მეჩვენებოდა :დდ და გეპატიება ასეთი აღაცები, დიდად თვალში საცემი არ იყო ვფიქრობ..

მოვაჯადოვე და შეცდომები აღარ ჩანს :დდ❤️❤️

 



№19  offline წევრი Tamara Tamo

აუ რა საოცარ ისტორიებს გვიგონებს ეს გოგო. ქართული ფენტეზი შემაყვარე :) ძალიან ძალიან მომწონს

 



№20 სტუმარი სტუმარი ანი ანი

ღმერთო რა მაგარიააააა გავგიჟდიიიი..... ჯერ კიდევ პირდაღებული ვარ.... ეს რაარი..... არ დააგვიანო ხოლმე თორე ჭკუიდან გადავალ მალე დადე შემდეგი... ღმერთო რა მაგარი თავი იყოოოო...გავგიჟდი საოცარი სიუჟეტია.... ვგიჟდები შენზე რაა.... უბრალოდ საოცრებაა <3 როდის დადებ შემდეგს?

 



№21  offline წევრი Alice76

Tamara Tamo
აუ რა საოცარ ისტორიებს გვიგონებს ეს გოგო. ქართული ფენტეზი შემაყვარე :) ძალიან ძალიან მომწონს

ქართული ფენტეზი რომ მესმის და მერე მე რომ შეგაყვარე,ისე ვდიდგულდები :D ❤️❤️ დიდი მადლობა ამისთვის❤️

სტუმარი ანი ანი
ღმერთო რა მაგარიააააა გავგიჟდიიიი..... ჯერ კიდევ პირდაღებული ვარ.... ეს რაარი..... არ დააგვიანო ხოლმე თორე ჭკუიდან გადავალ მალე დადე შემდეგი... ღმერთო რა მაგარი თავი იყოოოო...გავგიჟდი საოცარი სიუჟეტია.... ვგიჟდები შენზე რაა.... უბრალოდ საოცრებაა <3 როდის დადებ შემდეგს?

მეც პირდაღებული ვარ შენს კომენტარზე:DD❤️❤️ ყველაზე მეტად მე მინდა,რომ მალე დავწერო:// არ ვიცი,როგორც კი მოვიცლი ,მაშინვე დავწერ ,რაც შეიძლება მალე❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent