შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი ტყუპისცალი (თავი მეოთხე)


10-09-2018, 14:11
ავტორი Farvana
ნანახია 147

მე და ჩემი ტყუპისცალი (თავი მეოთხე)

დილით სოფიამ კატო კვლავ ანდრეას კაბინეტში გაიყვანა.კატო ვერაფრით ისვენებდა ანდრეას ასე რომ შერჩა მისი წამმება,როგორღაც უნდა მოეხერხებინა და სამაგიერო გადაეხადა.გზაში გეგმებს აწყობდა,მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა.ნეტავ გარეთ იყოს,მაშინვე ასწავლიდა ჭკუას.კაბინეტში საკმაოდ მშვიდი სახით შევიდა,თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
-გამარჯობათ ბატონო ანდრეა.ისევ არ გასცა პასუხი.მართლა,რომ სჭირდებოდა ჭკუაზე მოყვანა.-შეიძლება დავჯდე?
-დაჯექი.
-რა საქმე გქონდათ?
-შენი და მაიას ურთიერთობაზე მინდა გელაპარაკო.
-არაფერი დაგვიშავებია,მე მასთან მხოლოდ ვმეგობრობ.
-მართალი ხარ მაგრამ უნდა შეწყვიტო.
-ვითომ რატომ?
-იმიტომ ,რომ ისედაც საფრთხეში ხარ.შენი დდა ყვეგანაა და თუ გაიგებს მაიაზე შენი აზრით ცოცხალს დატოვებს?ისედაც არ გვაქვს რამე და ეხლა ეს გვაკლია.
-მასთან ურთიერთობას არ შევწყვეტ.
-მაგასა..-მობრძანდით.
-ბატონო ანდრეა დირექტორმა დამავალა დღეს აქ დარჩეთ და პაციენტი ლაშა დევდარიანის საქმე მიხედოთ.
-შემძლია ხვალ მივხედო.
-დირექტორმა თქვა ხვალ სასამართლო აქვს და დღესვე მოაგვარასო,აქ დარჩეს მთელი ღამე და იმუშაოსო და კიდევ ნუ ვუყურებ კატოს ხშირად თქვენს კაბინეტშიო.
-გასაგებია.შეგიძლია წახვიდე.თავი საბუთებში ჩაწია,კატოსთვის რაღაცის თქმა უნდოდა კარებში გაჩხერილი რომ დაინახა წეხანდელი სტუმარი.-შეგიძლიათ წავიდეთქო.
-კატოც უნდა წამოვიდეს.
-წადი კატო,გაითვალისწინე რაც გითხარი.
კი,როგორ არა.
კატომ გასვლისთანავე დაიწყო გეგმის დასახვა,შეეძლო ამ ოთახში შეპარულიყო და ანდრეასთვის ჭკუა ესწავლებინა.მთელი დღე უაზროდ გაატარა,საღამოს ელოდა,როდესაც ბატონ ანდრეას ჭკუას ასწავლიდა.დარაჯები ღამით დერეფნებში არ დადიოდნენ,არც ძალიან აინტერესებდათ რამე თუ მოხდებოდა.ოთახში შეიკეტებოდნენ და თამაშობდნენ,მხოლოდ მაშნ გამოდიოდნენ გარეთ,როდესაც მთავარი დარაჯები მოვიდოდნენ.დერეფნებში ჩუად მიიპარებოდა,ანდრეა მდივანზე იჯდა პირში საწერკალამი ეჭირადა ლაშას საქახალდეს ჩაშტერებოდა.განა კითხულობდა?კარები ნელა მოკეტა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა.კატო უკნიდან მიეპარა და ამჯერად ანდრეას ოთახიდან აღებული შედარებით ბასრი ნივთი აიღო და კისერზე მოაბჯინა.
-ბატონო ანდრეა,როდესა რაღაცას ვერ ვაღწევ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ვნებდები.
-რატომ იფუჭებ შენს საქმეს,რა გინდა კატო?
-სამაგიეროს გადახდა,მინდა,რომ რამოდენიმე დღე იქ გაატარო.
-მე ფსიქოლოგი ვარ და იქ არ წამიყვანენ.
-თუ შენ დაწერ,ხელს მოაწერ რატომაც არა.
-არ დავწერ.დაცვაა?
-ნუ ღრიალებ!ნებით არ არ დაწერ,ძალით.ეხლა მიდი და დაიწყე ბატონო ანდრეა.
-იცი ერთი პრობლემა გაქვს,ვერასოდეს ვერაფერს ითვალისწინებ.
-რა ვერ გავითვალისწინე?
-ის,რომ მამაკაცი ვარ და შენზე მილიონჯერ ძლიერი ვარ,თან ეგ ბასრი საგანი პლასმასისაა.
-რა?ანდრეამ ხელი ხელში სტაცა და მთელი ძალით გამოგლიჯა ნივთი ხელიდან მდივანს შემოუარა და ხელი ზურგს უკან გადაუგრიხა.-კიდევ ხარ შურისძიების ხასათზე?
-მაინც ვიძიებ,შენ თუ გგონია ამით ჩემს შეჩერებას შეძლებ ცდები.ანდრეამ ხელი უფრო მოგრად მოუჭირა,კატოს ხელი სტკიოდა და სიმწრისგან იკლაკნებოდა.ბოლოს იმდენი ქნა ფეხი ამოარტყა და ძირს დააგდო.გადააჯდა და სახეში რტყმევა დაუწყო.ანდრემ ხელები გაუკავა და თავში თავი დაარტყა,კატომ თავი უბრალოდ გაარყია და ისევ ანდრეას მიუბრინდა.იმდენად არ მოისვენა კატომ,ანდრეამ ამოატრილა და ორივე ხელი ზურგს უკან შეუკრა.კატოს ხელები საშინლად ეწვოდა.
-ძალიან გთხოვ გამიშვი,ბოლო-ბოლო ქალი ვარ.
-ახლა ხარ ქალი?
-ძალა სქესს არ მიცვლის.
-აჰა ესეიგი ქალი ხარ არა?
-მოიცა რა ჯანდაბას აკეთებ.ხელი მომაშორე შე ბინძურო.
-არაფერსაც არ მოგაშორებ.ისე ვერ ჭკუა ვერ გასწავლე და იქნებ ასე მაინც გიქნა რამე.
-არ გაბედო თორე გეფიცები მოგკლავ.
-დაიცა შენ რა ქალიშვილი ხარ?
-რა შენი საქმე რა ვარ,ხელი გამიშვი.
-არა,არ გაგიშვებ.
-მიშველეთ?ტირილი დავიწყე,არ მინდოდა შემხებოდა.აქამდე ვინმესთან იმის გამო კი არ დავწოლილვა რომ ამ მხეცს ეხმარა ძალა ჩემზე.ფეხებს რაღაცას ვგრძნობდი.ტირილს უფრო მოვუმატე.ანდრამ კი სიცილს,რაც უფრო ვტიროდი უფრო მეტს იცინოდა,მაგრამ ეს სიცილი ბოროტი და სიამოვნებისგან მიღებული არ იყო,უფრო ჩემ დაცინვას გავდა.სიცილისგან ისე ჩაბჟირდა ხელი გამიშვა და ძირს ხოხვა დაიწყო.მე ნამტირალევი და გაკვირვებული ვუყურებდი.ვერ გამეგო რა მოხდა.არც შეისვენა რომ მეკითხა.მაგრამ ეხლა ისე ვიყავი გაბრაზებული სულ ფეხებზე მეკიდა მისი სიცილი.რაიმე მძიმე საგანი მინდოდა მეპოვა რომ მისთვის დამერტყა,მძიმე სგანი არა მაგრამ ბუნმბული ნამდვილად ვიპოვე ჩემს ფეხებში.ახლა მივხვდი რატომ იცინოდა,ბუმბულით მაწვალებდა.მისი მოკვლის სურვილი უფრო მეტად გამიჩნდა,მძიმე საგანი ავიღე და ჩასრტყამად მოვემზადე ,მაგრამ ისე საყვარლად იცინოდა შემეცოდა და თავი დავანებე.მის ამდენ სიცილზე მეც დავიწყე სიცილი და ერთად ვიგუდებოდით.იმდენად ავყევი სიცილში რომ ჩემი ფეხები მის წელზე მქონდა შემოწყობილი.სიცილისგან ის შევიცვალეთ ადგილი რომ ვერც კი გავაცნობიერე ისე აღმოვჩნდი მის მკლავებში.სიცილი შევწყვიტე და მის თვალებს დავუწყე ყურება.მას მწვანე თვალები ქონდა,რომელშიც მისი მთელი ცხოვრება იყო ასახული.იმდენად ლამაზი და ბედნიერი თვალები ქონდა ყურებას ვეღარ ვწყვეტდი.ჩემდა უნებურად თვალები ტუჩებისკენ გამექცა.საშუალო ზომის ვარდისფერი ტუჩები,იმდენად ვარდისფერი რომ ალაბთ,გეგონებოდათ თუჩსაცხი ესვა.შემდეგ ისევ მზერა მის თვალებზე გადავიტანე რომელიც ჩემს ტუჩებს უყურებდა.ჩემსკენ წამოიწია,მე უკან მინდოდა გავწეულიყავი მაგრამ მისმა მკლავებმა შემიშალა ხელი.ტუჩებისკენ ნელა მოიწევდა,წინააღმდეგობა აღარ გამიწევია.ძალიან მინდოდა მეკოცნა,ისევე როგორც მას,მისი ცხვირი ჩემსას ეხებოდა,მისი აჩქარებული გულის ცემა კარგად მესმოდა.არც ჩემი გული იყო თავის ადგილას,თვალები დავხუჭე იმის მოლოდინში რომ მაკოცებდა.მაგრამ კარებში დაცვა შემოვიდა და მისმა ძახილმა გამომაფხიზლა:
-ბატონო ანდრეა,ხომ არ მეძახდით?
-გმადლობთ გიორგი უკვე აღარ მჭირდება.
-ქალბატონი ამ შუაღამით აქ რას აკეთებს?
-მაინტერესებდა შეიძლებოდა თუ არა ვინმე გამოპარულიყო ოთახიდან.სხვათაშორის არცერთ თქვენგანს ყურადღება არ მიგიქცევიათ,სად ხართ და გარეთ რატომ არ ხართ?
-გასულები იყვნენ ბიჭები.
-გასულები კი არა თქვენს სამქე მიხედეთ და ეს მიაბრძანეთ თავის ოთახში...შენ ხვალ დაგელაპარეკები ქალბატონო.
თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.ძალიან მრცხვენოდა იმის რაც მოხდა,ლოყები სირცხვილისგან მეწვოდა.დაცვას უკან ჩუმად მივყვებოდი,გონება არ წყვეტდა მომხდარზე ფიქრს.ანდრეას თვალები და ტუჩები თვალწინ მედგა.ცხოვრებაში ისე არ მდომია ვინმეს კოცნა ,როგორიც ანდრეასი.დაცვას საშინლად ვლანძღავდი,ხომ შეიძლებოდა მაინც და მაინც იმ წუთას არ შემოსულიყო.მაგრამ არა რომ არ შემოსულიყო იქნებ და რა მომხდარიყო?ჩემი ფანტაზიები ჩაირთო და თვალწინ წარმომიდგა თუ როგორი იქნებოდა ანრეასთან სექსი.მაგრამ ფიქრებშიც ვინმემ რომ არ ჩამაშხამოს ყველაფერი არ შეიძლება.ჩემს წინ ჩემი ნაგავი დის სახე წარმომიდგა.ცინიკური სახე ჰქონდა,ბედნიერი იყო იმით რაც გააკეთა.მაგრამ რაღაც აკლდა მის სრულფასოვან ცხოვრებას,რაღაც უშლიდა ხელს რომ ჩემზე კიდევ უფრო მეტად დაეცინა.ვერ ვხვდებოდი რა იყო,ამიტომ ამაზე ფიქრს თავი დავანებე და დაძინება ვარჩიე.დილით საზიზღარმა ექთანმა გამაღვიძა.
-თქვენი ადგომის დროა.
-კარგით რა ხომ შეიძლება ცოტა ხანი მაინც მაცადოთ ძილი?
-ეს სასტუმრო არა.აქ ვერ იძინებთ იმდენ ხანს რამდენ ხანსაც თქვენ გნებავთ.დროზე ადექი.
-კაი ხო ვდგები.დღევანდელი დღე ალბათ ისევ ჩვეულებრივად ჩაივლიდა.გადავწყვიტე რომ მაიასთან მივსულიყავი,ჩემდა საბედნიეროდ დაცვამ გამიშვა.ვაჟბატონმა პირობა შეასრულა,ძალიან კარგია.
-პრივეტ მაია.
-დღეს ძალიან ბედნიერი ხარ.
-რა თქმა უნდა.მე ხომ აქედან მალე გავალ.
-ახლა გასაგებია.
-მოიცა შენ რა ხატავ?
-ჰო.
-ძალიან მაგარია,შეგიძლია მაჩვენო ნახატები?
-შიგნით დევს და ნახე.
ყველა ფოტო ვნახე ძალიან მომეწონა.განსაკუთრებით კი ერთი ნახატი,რომელზეც მამაკაცის სახე იყო გამოსახული.სახის თითოეული ნაკვთი ზუსტად იყო დახატული.ნახატი გარეთ გამოვიტანე და მაიასთან მივედი.
-იცი მაი,ეს ნახატი ძალიან მომეწონა.მაიას რომ დავანახე სახე შეეცვალა.ფერიც აღარ ედო.ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მკვდარი ნახა.
-მაი,რა მოხდა?ასეთი სახე რატ...
-მეორედ ასე აღარ მომმართო და ეს ნახატიც თავის ადგილას დააბრუნე.
-მაი,მაია რა დავაშავე ასეთი?
-უბრალოდ შიგნით შეიტანე.
-მაია ხომ იცი როგორი ჯიუტიც ვარ?!სანამ არ მეტყვი არ მოგეშვები და მითხარიი.ძალიან გთხოვ.
-არ მაინტერესებს,რამდენად ჯიუტი ხარ.ამაზე პასუხს არ გაგცემ.ეხლავე შიგნით შეიტანე.
გული ძალიან მომივიდა,და გაბრაზებულმა საწოლზე მივაგდე.მაისთან აღარ გავედი და ეზოს სხვა ნაწილში წავედი.

ანდრეა
ერთი რამ ვერ გავიგე,ნუთუ მართლა ვერ მიხვდა რომ ბუმბულით ვაწვალებდი?მაშინ ჩემთან ერთად სიცილს არ დაიწყებდა ჩემს მოკვლას ეცდებოდა.არა როგორ არ ცადა უბრალოდ გადაიფიქრა,საინტერესოა რამ გადააფიქრებინა? ალბათ ოდესმე გავიგებ,მაგრამ ის რაც შემდეგ მოხდა როგორ დამემართა?ქალთან ასეთ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ ,მაგრამ ასე არასოდეს არ დამმართნია.თითოეულთან მხოლოდ სექსი მინდოდა,მაგრამ მასთან არა.მასტან მინდოდა უფრო დიდ ხანს ვყოფილიყავი.უფრო მეტ ხანს შემეგრძნო მისი სურნელი,დიდხანს მესმინა მისი გულის ცემა.არასოდეს გამიმახვილების ყურადღება ისეთი დეტალებისთვის როგორიც თვალის ფერი ან თმაა.ეხლა კი მის თვალებს ვაკვირდებოდი რომელიც თაფლისფერია.თმაც ყავისფერი ,რომეიც თითქოს ქერაში გადადის.მისი ტუჩები განსაკუთრებულად მიზიდავდა.თითქოს ამ გოგოს მაგნიტი აქვს რომელიც მიზიდავს.ერთ წუთს შეუძლია იყოს უხეში,ქალი რომელსაც ვერავინ მიეკარება,მეორე წუთს კი ნაზი,მშვიდი და ვნებიანი.არ ვიცი ეს რაღაც უცნაური შეგრძნებაა,ახლა როდესაც ვფიქრობ გული ისევე ჩქარა მიცემს.კაბინეტში მაგიდაზე ფეხებ შემოწყობილი იჯდა,პირში კალამი ჰქონდა და თან ფიქრობდა.კალამი ისე შემოღრღნა ვერ გაიგო,სანამ პირში მელანი არ ჩაესხა,სწორდე მელანმა შეაწყვეტინა ფიქრი და თავის საქმე დაუბრუნდა. ლაშას საქმესთან ერთად მაიას საბუთებიც აიღო,მისი წერილი აგიდაზე დადო ისე,რომ მისთვის მარტივი მოსაძებნი ყოფლიყო,ხოლო სხვებისთვის შეუმჩნეველი.ხვალ წავავიდოდა და გაარკვევდა მაიას საქმე.
ჩემდა უნებურად კვლავ კატოზე ვფიქრობდი.ნეტავ რა მოხდებოდა დაცვა რომ არ შემოსულიყო.უკვე დაცვაზე მეშლებოდა ნერვები,რა უფლება ქონდა დაკაკუნების გარეშე რომ შემოიჭრა შეგნით?მაგრამ მე ხომ მას ვუძახოდი დასახმარებლად ანუ გამოდის რომ ჩემი ბრალია?!
-ხო შენი ბრალია,ზუსტადაც შენი.
-არაფერიც ჩემი ბრალი არ არის.
-დიახაც,შენიააა.
-თავს დამანებებ თუ რა გინდა.
-მინდა რომ ბედნიერი იყო.
-ამას შენ მეუნები?
-რატომ არ უნდა გითხრა?ბოლობოლო შენი ძმა ვარ.
-კარგი ერთი და შემახსენე როდესმე შენი აზრი გამითვალისწინებია?
-არა,არასოდეს და სწორედ ამიტომ ხარ ამ დღეში,რომ გაგეთვალისწინებია ახლა ბედნიერი იქნებოდი.
-ვერ ვხვდები რატომ უნდა გავითვალისწინო სულის აზრი.
-მე სული არ ვარ.რამდენჯერ უნდა გითხრა?
-აბა ვინ ხარ?
-მე შენი ეგო ვარ.
-ჩემი სახე რატომ არ გაქვს მაშინ?
-იმიტომ რომ შენ გსურს ასე.ერთხელ მაინც რომ მომისმინო და სულ გონებით რომ არიმოქმედო კარგი იქნება.
-რატომ?გონებით მოქმედება კარგია,ბევრი კარგი გადაწყვეტილების მიღებაში მეხმარება.
-მაგისთვის კარგია,მაგრამ არა იმისთვის რომ ვინმე გიყვარდეს და ზრუნავდე.
-რა აუცილებელია რომ ვინმე მიყვარდეს?მარტოც კარგად ვგრძნობ თავს.თვალების ცეცება დავიწყე,როგორც ჩანს ჩემი ეგო გაქრა.ყოვეთვის ასეთ იდიოტურ რჩევებს მაძლევს,ვითომ სიყვარულს კარგი მოაქვს ადამიანებისთვის.ტელევიზორში ხშირად ისმის ცამეტი წლის გოგომ თავი მოიკლა შეყვარებულის გამო,ან სულაც ჩემი ძმაკაცი კოკა ,დღედაღამე ქრისტინას დასდევს და საძმაკაცო სულ არ ახსოვს.იმ გოგოს გამო რამდენჯერ მოხვდა,რამდენჯერ იწვა საავადმყოფოში და მაინც არ ეშვება.არა რა კარგია რომ მარტო ვარ,არც არავინ მაწუხებს და არც არავის გამო მექნება პრობლემა.ამ სიტყვების შემდეგ გულში რაღაც უსიამოდ გამკრა,თითქოს ჩემი სურვილების საწინააღმდეგოდ ვფიქრობდი ან იქნებ ჩემი ეგო მართალია და მარტო ყოფნა სულაც არ მინდა.ამის მიზეზი კი ისაა რომ „საჩემო“ არ გამოჩენილა.ამ დროს თვალწინ ისევ კატოს ტუჩებმა გამიელვა,როგორ ძალიან მინდა რომ ვაკოცო.მაგრამ არა,ის პაციენტია და მე მისი ექიმი.ეს კი ჩემს წესებს ეწინააღმდეგება.დილით ადრე გამეღვიძა,გვერდები საშინლად მტკიოდა,როგორც ჩანს ამ წყეულ მდივანზე ჩამეძინა,ლაშას საბუთბი დირექტორს გავუტანე და სახლში გავიქეცი,რაც შეიძლებოა სწრაფად გადავივლე წყალი და მაიას მეგობრის სახლისკენ წავედი.კარები პატარა საყვარელმა გოგონამ გამიღო.
-გამარჯობა პატარავ,მე თამარ ბასილაძეს ვეძებ.
-დეე გეძახიან.
-კარგი სახლში შემოდი.გისმენთ შემობრძანდით.
-მადლობა.
-რა საქმე გაქვთ?
-თქვენმა მეგობარმა მაიამ გამომგზავნა.
-მაიამ?!გისმენთ,რა გნებავთ.
-ის საბუთები უნდა წავიღო რომელიც ორი წლის წინ მოგცათ.
-არ მესმის რაზე ლაპარაკობთ?
-ეს გამომართვით და წაიკითხეთ.
-მომეცით:“თამარ,ამ კაცს ის საბუთები მიეცი რომელიც წლების წინ მოგეცი.შეგიძლია მას ენდო.ვიცი ამ რამდენიმე სიტყვას არ დაიჯერებ და ტყუილი გეგონება.იცი მე გაპატიე რაც გააკეთე,არ მაინტერესებს რაც ჩვენს შორის მოხდა.შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ.ძალიან მიყვარხარ ჩემო დაიკო.“-საბუთებს ეხლავე მოვიტან,გამომართვით ეს არის ის საბუთები რაც მან მომცა.
-ძალიან დიდი მადლობა,ნახვამდის.ბევრი საბუთები იყო.ამდენი საბუთი ერთ კაცზე?როგორც ჩანს ამ გოგოს ყველაფერი ძალაინ კარგად მოუძევია.სანამ საავადმყოფოში მივიდოდი,სასამართლოში მივედი და სასამართლოს თარიღი მოვითხოვე.
-გისმენთ რა გნებავთ.
-მინდა რომ კატო ახვლედიანის საქმე განვაახლო.
-იმ გოგოს სასჯელი უკვე მიუსაჯეს ასე რომ.
-ახალი სამხილები არსებობს რომელიც მის უდანაშაულობას ამტკიცებს.ამიტომ მგონი ჯობია საქმე განვაახლოთ.
-კარგით,სამხილები მომაწოდეთ.
-სამხილებს მხოლოდ სასამართლოს დღეს ნახავთ.
-ეს ოქმი როგორ უნდა შევავსო?
-არ ვიცი.ჩაწერეთ რომ გვაქვს სამხილები და გვყავს მოწმეები.
-მათი სახეები და რაოდენობა უნდა აღვწერო.
-შეგიძლიათ ჩვენთვის დაუშვათ გამონაკლისი და მხოლოდ ზოგადად მიუთითოთ.ნახვამდის.
არც საბუთების და არც მოწმეების ვინაობას გავუმხელდი.კატოს და ყველგანაა,მას შეუძლია ყველაფერი გააყალბოს.მანქანაში ჩავჯექი საბუთები სამალავიდან ამოვიღე და საავადმყოფოკენ წავედი.კატოს საქმესმივხედე,ეხლა მაიას აქვს გიჟის წოდება მოსახსნელი.ჩემს კაბინეტში შევედი,სხვა სასამართლოს მივმართე მაიაზე გიჟის წოდების მოსახსნელად,მათ საბუთების ასლები გავუგზავნე,რომლებიც კარგად აღწერდა მის საქმიანობას.მისი ოჯახის კავშირს კრუგერთან და რაც მთავარა მისი გიჟად შერაცხვის საბაბს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent