შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმა ეშმაკთან [სრულად]

10-09-2018, 21:32
ავტორი ელპინი
ნანახია 1 350

წვიმა ეშმაკთან [სრულად]

მე რიონზე ვცხოვრობდი. ვცურავდი მასში და ვმოძრაობდი ისე, რის უფლებასაც მაძლევდა. ვსუნთქავდი მასთან ერთად. თითქოს, ჩემი ყველა სუნთქვა უკანასკნელი იყო, მისი დინების მსგავსად.
ვიღვიძებდი მაშინ, როცა რაღაც ჰქონდა სათქმელი, აურზაური ხდებოდა და გამეტებით ეხეთქებოდა თეთრ, დიდ ლოდებს ნაპირთან. მოვიდოდა, გამაღვიძებდა ხმაურით და მიყვებოდა. ლოდებთან მჯდარს, ფეხზე პატარა კენჭები მხვდებოდა. რიონი ამბობდა:
- კენჭები, რაც მამძიმებდა, ნაპირზე ამოვზიდე შენთან ლაპარაკისას. ახლა, შენ უნდა გააგრძელო!
რიონი ანდამატივით იზიდავდა კენჭებს, რომელიც მოძრაობის უფლებას უზღუდავდა ხანდახან და სუნთქვა ეკვროდა მას ისე, როგორც სულიერს.
და როცა უკვე გრძნობდა ჭიდილს რიონი კენჭებთან, დიდდებოდა და კენჭებს რიყავდა მისგან. უჭირდა, ბრძოლობდა, ჩემამდე მოსული უკანაც ბრუნდებოდა, იმიტომ, რომ ძალა ეცლებოდა, მაგრამ უკან არ იხევდა, ბოლომდე იბრძოდა და მაინც თავისუფლდებოდა სიმძიმისგან. მერე კი, მე უნდა მიმეხედა იმ კენჭებისთვის, რომ ის ისევ არ დამძიმებულიყო და თავისუფლად ემოძრავა, ესუნთქა.
- გაწვიმდი! შენი დედაც…
რიონს წვიმა ახლდა თან. თუ წვიმა არ იყოს, ჩვენ მთლიანობის მესამე ნაწილი გვაკლდა, მაგრამ ველოდით.
- გაწვიმდი! ამ ღამით მაინც, გთხოვ.
ცაში ავიხედე, არც ერთი ვარსკვლავი ციმციმებდა. შავი ღრუბლები ნეტარად გადაწოლილიყო თაღზე, შავლაქებიანი მთვარე მკრთალად მიმოდიოდა ღრუბლებში.
- მიდი, რა. დავმძიმდი, გესმის?! - სასოწარკვეთას ვგრძნობდი ჩემს ხმაში.
რიონი მოვიდა, კალაპოტს გადასცილდა, კენჭების გარეშე იყო ახლა. უბრალოდ, ჩემთან სასაუბროდ მოსულიყო და მეჩურჩულებოდა:
- იწვიმებს, ელინ! ჩვენ შევივსებით! - ღიმილით მითხრა.
რიონი ჩურჩულებს,
უკვე მისთვის და ჩემთვის,
ძალიან ჩუმად, ძალიან წყნარად.
ჩვენ ველოდებით წვიმას.
- არ წვიმს, რიონო, არა. მე სული დამეღალა, შევსებულია მთლიანად და დროულად თუ არ დავიცალე, გავსკდები და დავიღვრები. შენ შეგერევი, რიონო და სამუდამოდ შენს შვილად ვიქცევი. მერე გგონია ჩემ გარდა ვინმე გაიგებს შენსას?! ვის მოუყვები?!
რიონს პასუხი არ ჰქონდა, წვიმას უცდიდა მხოლოდ და ჩვეულ კალაპოტს არ სცილდებოდა, ავისმომასწავებელ სიმშვიდეს მოეცვა იგი.
- იწვიმებს, ელინ. დღეს არა, ხვალ და ეს ლოდინიც აღარ მოგიღებს ბოლოს.
ის ხმა გავიგონე, ვისგანაც თავის დასაღწევად ვიბრძოდი და ვის გამოც, აქ გადმოვედი საცხოვრებლად.
- გაგექეცი და მაინც დაბრუნდი, ეშმაკო. - ზიზღით ვუთხარი, სახისთვის არ შემიხედავს.
- მე არსად წავსულვარ. - სარკაზმით გაჟღენთილი ხმა გააჟღერა.
- ეშმაკი ხარ, შენ რა გაგეგება, საერთოდ?! - რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა წინ და მიახლოვდებოდა, ფეხის ხმით ვიგრძენი.
- მიდიან ადამიანები, ელინ, მაგრამ არა - ფიზიკურად. არამედ, გშორდებიან ისე, თითქოს, სულს გაგლეჯენ ხორციდან და ეს წასვლაა ყველაზე საშინელი. ეშმაკი კი, სულ შენთანაა. უბრალოდ, ვერ ამჩნევ მანამ, სანამ მას არ მოუნდება გამოჩენა. - დარწმუნებული ლაპარაკობდა. შემოვბრუნდი და მის თვალებს შევხედე. იმაზე ცივი იყო, ვიდრე მახსოვდა და ჩალექილი იყო ჩემს მეხსიერებაში.
- არ გაბედო და აქ არ მოხვიდე, რიონს შეეშვი! - მტკიცე იყო ჩემი ხმის ტონი.
- მე ეშმაკი ვარ, ელინ. მინდა თუ არა, ყველას და ყველაფერს ვტკენ. ნაბი*ვარი ვარ, გესმის?! - დაიღრიალა და დახშულ იოგებს გასაქანი მისცა.
- წადი, რა. - დავსუსტდი.
- არა!
- მე ხო მოგშორდი…
- მე დრო მოგეცი, რომელმაც ვერაფერი შეცვალა შენში, ამიტომ უკან დავბრუნდი ისევ. - ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე მაშინ, როცა მე სულიერი დაცემის გზას ვადექი.
- წადი შენი, ეშმაკო. ნუ მღლი, რა! - მე ტკივილი და სიძლიერე ერთდროულად მივლიდა.
- ელინ, ელინ… ყველა განსაკუთრებულს ჰყავს ეშმაკი. მე თუ არა, სხვა იქნებოდა.
- ნუ მართმევ, რა! - ხმა მერთმეოდა.
- ეშმაკი ეუფლება იმას, ვინც განსაკუთრებულია. - ალაპარაკდა ფილოსოფიურად, რომელიც ხშირად, უდროო დროს იცოდა, მაგრამ მაინც სიმართლე იყო.
- და არჩევნის უფლება განსაკუთრებულებს არ აქვს. ისინი შეიქმნენ იმისთვის, რომ იყონ ასეთები და არა - მოკვდავი ადამიანები. - გავაგრძელე მე. -
საიდან იწყება და სად მთავრდება ადამანი, ეშმაკო?! განა, რა მათი ბრალია თუ უბრალოდ მოკვდავები არიან, რომლებსაც არ ძალუძთ იყვნენ მარსზე. არიან დედამიწაზე, მასაში, ბრბოში, მოკვდავებში, უბრალოდ სუნთქვისთვის დაბადებულ ადამიანებში.
განა, რა დააშავეს ისეთი ადამიანებმა, რომ შენ, ეშმაკსაც აღარ მოგინდა მათში ჩასახლება და მხოლოდ, განსაკუთრებული ამოირჩიე. ეს დედა ნატირები, შენი ამორჩეული მაინც და მაინც მე რატომ აღმოვჩნი?! იქნებ, მე სხვა მინდოდა და სხვა მჭირდებოდა?! შენზე უფრო მსუბუქი ეშმაკი!
- ადამიანი იატაკის საწმენდი ტილოა, ელინ, რომელზეც დგებიან, ზედ ტალახს აწმენდენ, სიბინძურეს. იყენებენ ისე, როგორც და რისთვისაც უნდათ და მაშინ, რად მინდოდა მე ასეთი ყოფა, რომელსაც არც დასაწყისი მქონდა და არც დასასრული?! მე განსაკუთრებული ეშმაკი ვარ და ამოვირჩიე განსაკუთრებულებში განსაკუთრებული. - მკაფიო ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
- ჩემი და შენი ურთიერთობა ისეთივეა, როგორიც ადამიანისა და ღმერთის. მე შენ ეშმაკად მხდი, ადამიანებს ღმერთი - ანგელოზად. მე კი, შემიძლია, ჩემს ნებაზე ვმართო ანგელოზი, რომელიც ეშმაკთან ბრძოლის დროს ყოველთვის მარცხდება.
შენ ეშმაკი ხარ - უხორცო ავსული.
ანგელოზი - ფრთაშესხმული სისუსტე. ღმერთი - ჭეშმარიტი.
მე - განსაკუთრებული უკვდავი.
- გისწავლია რაღაცები ჩემს არ ყოფნაში, ელინ. - შემაწყვეტინა მონოლოგი და მომიახლოვდა. ჩემს წინ იდგა. რთული იყო იმის წაკითხვა, რას გრძნობდა.
- შემიძლია ადამიანი დავიმორჩილო. იფიქროს, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, სინამდვილეში კი, უბრალოდ გამოყენებადი. მე ვიმონებ მათ, ვმართავ ჩემს ჭკუაზე და ისინი ვერაფერს ხვდებიან. მე სიტყვებით თამაში შემიძლია და ანკესზე მარტივად წამოგება. როცა ისინი წინააღმდეგობას მიწევენ კონფლიქტში, ყოველთვის ჰგონიათ, რომ დავმარცხდები, მაგრამ მე პირველივე წარმოთქმული სიტყვიდან გამარჯვებული ვარ.
ისინი მხედავენ, მაგრამ ვერ "მკითხულობენ", რადგან მე - ამოუწურავი ვარ. ხედვა კი, ყველას შეუძლია. თვით ღმერთსაც, რომელიც ეშმაკთან ბრძოლაში მარცხდება.
- და შენ მხოლოდ ლაპარაკი შეგიძლია?! - შეუფარავად მკითხა.
- არა!
- მაშინ რატომ არ მოქმედებ და ისევ რიონს აფარებ თავს მალულად?!
- შენ ისევ არ გესმის, რომ რიონი ჩემი მეორე ნაწილია. - ხელი ჩავიქნიე უიმედოდ.
- წვიმა ისევ გიყვარს, ელინ?! - ხმა დაუთბა უეცრად.
- მესამე ნაწილია. - ღიმილით ვუთხარი.
- რაღაცები ისევ არ იცვლება.
- რისთვის დაბრუნდი, ეშმაკო?!
- მომენატრე! - ხელი ჩემი თმებისკენ წამოიღო, სახით დაიხარა და სველი ტუჩები ყელზე მომაკრო. ლავიწზე თითები გადაატარა. ჩავისუნთქე ფილტვების ტკივილამდე, მეგონა, სუნთქვა შევწყვიტე რამდენიმე წუთით. ხარბად ისუნთქავდა სურნელს.
- ეშმაკსაც აქვს გრძნობები, თურმე.
- გრძნობა გგონია, ელინ?! - ეჭვით მკითხა.
- კი, მგონია.
- სასწავლიც ბევრი დაგვრჩა. - თვალი ჩაგვიკრა.
რიონს გავხედე, თანდათან დიდდებოდა, კალაპოტს ცდებოდა და თითქოს, ეშმაკამდე მიღწევას და მის ჩათრევას ცდილობდა.
- რიონს უყურე, რა თამამია, ეშმაკთან ბრძოლა მოინდომა. - ირონიულად თქვა, წინ წაიწია, ცოტაც და თავად, მისი ნებით მოხვდებოდა რიონში.
- შეჩერდი, რას აკეთებ?!
- ჩემი ნებით მივდივარ.
- მას ნაბიჭვრები არ სჭირდება! - მკაცრად ვუთხარი.
- მე ერთხელ ჩასვლითაც მოვწამლავ და დავაბინძურებ მას, ელინ.
- შეეშვი, ეშმაკო. მე აქ ვარ, ჩემს ნაწილს შეეშვი. - დავიღრიალე.
- მშვიდად, პატარა, მშვიდად. - ჩვეული სარკაზმით გაჟღენთილიყო ხმა. - მე არაფერს დავმართებ მას. უთხარი, თვითონ ნუ მოდის ჩემთან. ნუთუ, აქამდე არ გითქვამს, რომ ბრძოლაში ეშმაკი ყოველთვის იმარჯვებს?!
- წადი შენი. - მე ისევ ვღრიალებდი, სხეულს ვათავისუფლებდი შინაგანი ქაოსისგან, რომელიც ყველა უჯრედს მოსდებოდა და სისხლს მოძრაობის უფლებას არ აძლევდა. არტერიები და ვენები საგრძნობლად დასუსტებულიყო.
- იყვირე ამის დედაც, თქვი, რატომ ხარ ჩუმად ეს დედა აფეთქებული?! მითხარი, რა გინდა, თქვი, ელინ, თქვი! - თვითონაც დაიღრიალა, ჩემთან მოვიდა და მკლავებზე ხელები ძლიერად ჩამჭიდა. ეშმაკს ეშმაკი შეეპყრო, სრულიად ავს მოეცვა მისი გონება და გული.
- წადი, შემეშვი, თავად მივხედავ ჩემს ცხოვრებას, ეშმაკო. ხედავ, მასუსტებ, ძალას მართმევ, ჩემში ჩემს ღმერთს ნუ მიკლავ, ეშმაკო. ნუ მაცლი ყველაფერს. მე წამოვედი შენგან, თავის დაღწევას ვცდილობდი, სადღაც ჯანდაბაში მოგისროლე და ისევ მოხვედი. ისევ მიწამლავ გონებას. ღმერთი არ მომიკლა, ეშმაკო! - ხმა წართმეული ვლაპარაკობდი, სხეულს სიმძიმისგან ვერ ვზიდავდი, მის მკლავებში ჩავვარდი ძალაგამოცლილი, თვალები დავხუჭე.
- მშვიდად, ელინ. ჩვენ განუყოფლები ვართ, პატარა! - მაინც არ ეშვებოდა, თავს არ მანებებდა, ჩემი არ ესმოდა.
- შენ გამო აღარ წვიმს, ეშმაკო. - ცრემლები წამსკდა მის მკლავებში მყოფს, სუსტად ვთქვი.
- იწვიმებს.
- დღეს მინდა, დღეს მჭირდება, ხვალამდე ვერ ვიცოცხლებ.
- ნუ ტირი! - მკაცრად მითხრა.
- ღმერთს სთხოვე - გაწვიმდეს. - მეც არ ვიცოდი, რას ვამბობდი აფექტში მყოფი.
ახარხარდა, ბოროტი სიცილის ჰანგები გამაყრუებლად ისმოდა.
- ელინ, ეს მართლა თქვი?! - სიცილს არ წყვეტდა.
- შენი დედაც, ეშმაკო. გაწვიმდეს, რა, სუნთქვა მეკვრის.
- იწვიმებს, პატარა.
- რიონს შეხედე, კარგადაა?
რიონი იყო უბრალოდ, შორიდან უცქერდა ყველაფერს, ტალღები მძიმე იყო, თითქოს ყველა უკანასკნელად მოძრაობდა და სულიერი გამოფიტვის გზას ადგა.
- კარგადაა, ელინ.
თვალები გავახილე და ცას ავხედე.
- გთხოვ, გაწვიმდი.
ისევ დავხუჭე თვალები, კანზე წვეთის დაცემა ვიგრძენი, ამოვისუნთქე.
- თავიდან ვიბადები, ეშმაკო. - ღიმილით ვთქვი, ფეხზე ავდექი და წვიმას ვგრძნობდი. ისეთი სიხშირით ეცემოდა კანს, წვაც კი მსიამოვნებდა.
- წვიმს, ეშმაკო, წვიმს. - ბედნიერებისგან ვიცინოდი, სიმძიმისგან ვთავისუფლდებოდი.
- ვივსებით, რიონო! - რიონს დავუყვირე, წვიმა მას უერთდებოდა, ჩემი ნაწილები მთლიანდებოდა.
- უყურე, წვიმს, ეშმაკო. შენთან მოწვინა, წეღან ტყუილად ვთქვი შენ გამო აღარ წვიმს - მეთქი.
მინდოდა მეყვირა და ყველასთვის მეთქვა, რომ წვიმდა მიუხედავად იმისა, ხედავდნენ თუ არა - ისინი. მე ვგრძნობდი, ისინი უბრალოდ ხედავდნენ. ესაა განსაკუთრებულების საჩუქარი.
ეშმაკი ჩემს უკან იდგა და მელოდებოდა. მასაც ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მე განვთავისუფლდი.
- წვიმის მელოდიას უსმინე, ელინ.
ამბავს გიყვება,
მის ტკივილს, მის წუხილს.
იქნებ რა უჭირს, რატომ დააგვიანა, გაიგე კარგად. - ხმადაბლა, ჩუმად მითხრა.
- ღირდა შენს ლოდინად. - სხეულზე დაცემულ წვიმის წვეთებს ველაპარაკებოდი და სახელებს ვარქმევდი. ნოტებივით წკაპუნობდა ჩემს კანზე, სასიამოვნო ჰანგებივით. - დო,
რე,
მი,
ფა,
სო,
ლა,
სი,
დო.
დო ისევ განმეორდა, ეშმაკო. ერთი დო - მოკვდა, მეორე - დაიბადა. - აბნეული ვლაპარაკობდი.
- მომავალ წვიმამდე ლოდინში, ბევრს ვისწავლით, ელინ. - ღიმილით მითხრა და თვალი ჩამიკრა.
- გილოცავ, რიონო. მე, შენ და წვიმა შევივსეთ! - დავიყვირე და ემოციებს გასაქანი მივეცი.
- ოჰ, ელინ, არ იცვლები ისევ, პატარა.

წვიმის "ბრალია", იცოდეთ, მაინც.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები ❤

№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები ❤

მიყვარხარ!

№3  offline მოდერი სალანდერი

შეიძლებოდა ასე ეწვიმა და შენ ნაწერი არ გამოგსვლოდა?
ამაზე მეტად ნაწერი გიგრძვნია?
ამაზე რეალური რამე ყოფილა შენთან? არა, არ ყოფილა.
ვიცი რომ არ ყოფილა. ვიცი იცი, რომ ვიცი.
იწვიმა.
რომ არ ეწვიმა დღეს? - დაელოდებოდი.
ღირს ლოდინად.
წვიმიდან წვიმამდე გაზრდად და იმ საუბრებად "ეშმაკთან".
უარყოფენ მას ვინც უყვართ, სჭირდებათ და ვისიც ეშინიათ.
მე მაონც ვფიქრობ რომ აქვთ პასუხები, შენს ათასობით კითხვაზე, რიონს, ეშმაკს, ან ორივეს ერთად.
მნიშვნელოვანი არაა ხომ იცი.
ეკამათები და "დასტყუებ".
იმაზე მეტი იცი, ვიდრე შეგეძლო, მაგრამ იმაზე ნაკლები თქვი ვიდრე იცი.
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.
იცი რა მოხდება როცა აღარ იწვიმებს? - შენს ოკეანეში "ჩაიძირები" შენივე ნებით და თავის შეცნობაც აქედან იწყება.
ამიტომ მომწონს რომ "მოგწონს წვიმა".
შენი სეზონებია მოსვლას გილოცავ, წვიმის გოგოვ.❤
ბევრი წერე.
რაც მეტს დაწერ მეტს "ამოიკითხავ"
სწრაფად იზრდები.
მიხარია მე.
ძალიან მიხარია ელ.
მიყვარხარ მე შენ, შენი ჩადინებებით და გადმოდინებებით.
წერე რა.
წერე.
შენთვის და "სხვებიც" გაგიგებენ. ან ვერა.
მაგრამ. . .
ცუდი სიტყვაა თუმცა საჭირო "მაგრამ" მაინც წერე შენ.

№4  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მე?!
მე, ახლა, წესით უნდა ვიღვრებოდე ცრემლებად, მაგრამ ისეთივე კმაყოფილი ღიმილი დამთამაშებს სახეზე ან მიახლოებული მაინც, როგორიც შენ გაქვს ხშირად.
მე მეტი არაფრის თქმა არ მინდა და არც შემიძლია, ხომ იცი.

ძალიან და უსასრულოდ მიყვარხარ!

ამ წვიმას შევინახავ.

№5  offline წევრი მარიკუნაა♥️

ეს ნაწერი იმდენად პირადულია, იმდენადაა გამოკვეთილი მისი ყველა თითქოსდა შეფარული გრძნობა, რომ ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ ოდნავ მაინც ჩავერიო და რაღაც სისულელეები ვთქვა.

იწვიმოს, ელ.
შენთვის იწვიმოს.
მეც მზეს დაველოდები♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№6  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მარიკუნაა♥️
ეს ნაწერი იმდენად პირადულია, იმდენადაა გამოკვეთილი მისი ყველა თითქოსდა შეფარული გრძნობა, რომ ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ ოდნავ მაინც ჩავერიო და რაღაც სისულელეები ვთქვა.

იწვიმოს, ელ.
შენთვის იწვიმოს.
მეც მზეს დაველოდები♥️

მარიკუნა,
ხომ იცი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ!
მინდა, რომ არასდროს დასრულდეს ის,
რაც მე და შენ გვაკავშირებს.

ძალიან მიყვარხარ!
მადლობა!

№7  offline წევრი buterfly

არ ვიცი რა დავწერო. იმდენად კარგად და სულში ჩამწვდომად წერ (ლიტონი სიტყვები არ გეგონოს).თითოეულ სიტყვაში თითქოს შენი სულის პატარა ნაწილს აქსოვ. გრძნობ ყველაფერს და მართლაც ეს გხდის განსაკუთრებულს. უნიჭიერესი ხარ. ❤❤

№8  offline ახალბედა მწერალი ელპინი

buterfly
არ ვიცი რა დავწერო. იმდენად კარგად და სულში ჩამწვდომად წერ (ლიტონი სიტყვები არ გეგონოს).თითოეულ სიტყვაში თითქოს შენი სულის პატარა ნაწილს აქსოვ. გრძნობ ყველაფერს და მართლაც ეს გხდის განსაკუთრებულს. უნიჭიერესი ხარ. ❤❤

რა უნდა გითხრა იმაზე მეტი, რომ ახლა, შენმა სიტყვებმა დილა გამილამაზა და გული გამითბო!
მიხარია ძალიან, უღრმესი მადლობა.
ნეტავ იცოდე, როგორ გამაბედნიერე!

№9  offline მოდერი Girl with pretty smile

ვფიქრობ-რა დავწერო?
ვცდილობ სიტყვებს მოვუყარო თავი
და ისე დაგანახო განცდილი გრძნობები,
როგორც შენ,ამ ისტორიით დაგვანახე ის
თუ როგორ გრძნობ წვიმას,რიონს და ეშმაკს.
ლურჯი შემაყვარე.
წვიმა შემაყვარე.
ახლა,რიონი შემაყვარე.
შენ და სალანდერმა,იმდენი მოახერხეთ,რომ რიონით გავხდი შეპყრობილი.
მის დანახვაზე ვბობოქრდები და მაშინვე მახსენდებით.
მოკლედ,როგორც ყოველთვის შეძელი,მაგრამ,ეს მაინც,რაღაც სხვა იყო.

მიყვარხარ ლურჯო.

№10  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Girl with pretty smile
ვფიქრობ-რა დავწერო?
ვცდილობ სიტყვებს მოვუყარო თავი
და ისე დაგანახო განცდილი გრძნობები,
როგორც შენ,ამ ისტორიით დაგვანახე ის
თუ როგორ გრძნობ წვიმას,რიონს და ეშმაკს.
ლურჯი შემაყვარე.
წვიმა შემაყვარე.
ახლა,რიონი შემაყვარე.
შენ და სალანდერმა,იმდენი მოახერხეთ,რომ რიონით გავხდი შეპყრობილი.
მის დანახვაზე ვბობოქრდები და მაშინვე მახსენდებით.
მოკლედ,როგორც ყოველთვის შეძელი,მაგრამ,ეს მაინც,რაღაც სხვა იყო.

მიყვარხარ ლურჯო.

ანი, ძალიან მიხარია, რომ ამდენად იგრძენი ყველაფერი და შეგიყვარდა ლურჯიც, წვიმაც და რიონიც.
ეშმაკი - არ გინდა, შენ არ ხარ მისთვის. :)

ძალიან დიდი მადლობა, ანი!
ბედნიერი ვარ, ხომ იცი...

№11 სტუმარი Qeti qimucadze

Elpin chemo nichiero gogo, vin mogca aset pataras chascvde aset sigrmewbs, gaugvizo adamians sindisi, igrznos danashauli, rom is adamianiaa, susti da zlieri, yochag atasjerrr, erti amosuntqvit cavikitxeee, hoda icvimos shentvis elpin, icekvos cvetebma shens mklavebze da daukras oqtavebit melodiaaa, ginda majori, tundac minori, icvimos shentvis elpin, aseti ram tu cvimisas gemartemaaa, dae icvimos, me mzes davelodebiiiiii, gakoce bevriiiii

№12  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Qeti qimucadze
Elpin chemo nichiero gogo, vin mogca aset pataras chascvde aset sigrmewbs, gaugvizo adamians sindisi, igrznos danashauli, rom is adamianiaa, susti da zlieri, yochag atasjerrr, erti amosuntqvit cavikitxeee, hoda icvimos shentvis elpin, icekvos cvetebma shens mklavebze da daukras oqtavebit melodiaaa, ginda majori, tundac minori, icvimos shentvis elpin, aseti ram tu cvimisas gemartemaaa, dae icvimos, me mzes davelodebiiiiii, gakoce bevriiiii

ქეთი, ჩემო საოცარო გოგო, ძალიან მაგარია, რომ ასე გესმის ყველაფერი და უზომოდ მახარებს ეს!
რაღა უნდა გითხრა არ ვიცი, მაგრამ ბევრი რამის თქმა მინდა. სიტყვები მეკარგება, გეფიცები.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, რა!
ახლაც წვიმს, ქეთი და წვეთები ცეკვავს ჩემს ხელზე. მელოდიაა ისეთი, სულს აგიყივლებს და ისევ, ორი დო.

მადლობა, მადლობა და კიდევ ათასი მადლობა, ჩემო საოცარო გოგო!

№13  offline წევრი tebea

ძალიან იშვიათად ვწერ კომენტარს,მაგრამ წლებია უკვე აქტიური მკითხველი ვარ..არ შემეძლო არ მეთქვა,რომ უნიჭიერესი ხარ,საოცარი ადამიანი,თითოეული ემოციით და გრძნობით დატვირთული,ყოჩაღ და წარმატებები ♥️♥️

№14  offline ახალბედა მწერალი ელპინი

tebea
ძალიან იშვიათად ვწერ კომენტარს,მაგრამ წლებია უკვე აქტიური მკითხველი ვარ..არ შემეძლო არ მეთქვა,რომ უნიჭიერესი ხარ,საოცარი ადამიანი,თითოეული ემოციით და გრძნობით დატვირთული,ყოჩაღ და წარმატებები ♥️♥️

თებეა,
მე როგორ მომწონს ეს სახელი რომ იცოდე.
და შენი გამოჩენა ძალიან გამიხარდა, ასეთი პატივი რომ მერგო.
უღრმესი მადლობა და მხოლოდ მადლობა არ ჰყოფნის იმას, რისი თქმაც ახლა მინდა, მაგრამ ემოციური აფექტის გამო არ შემიძლია.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, თებეა!

№15  offline წევრი buterfly

ელპინი
buterfly
არ ვიცი რა დავწერო. იმდენად კარგად და სულში ჩამწვდომად წერ (ლიტონი სიტყვები არ გეგონოს).თითოეულ სიტყვაში თითქოს შენი სულის პატარა ნაწილს აქსოვ. გრძნობ ყველაფერს და მართლაც ეს გხდის განსაკუთრებულს. უნიჭიერესი ხარ. ❤❤

რა უნდა გითხრა იმაზე მეტი, რომ ახლა, შენმა სიტყვებმა დილა გამილამაზა და გული გამითბო!
მიხარია ძალიან, უღრმესი მადლობა.
ნეტავ იცოდე, როგორ გამაბედნიერე!

შენი საოცარი ისტორიებით გაგვაბედნიერე ხშირად. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთო? უნიჭიერესი ხარ.❤

№16  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!
უზომოდ მიხარია,
მართლა.

№17 სტუმარი სტუმარი მარიამო

ნოტებივით წკაპუნობდა ჩემს კანზე, სასიამოვნო ჰანგებივით. - დო,
რე,
მი,
ფა,
სო,
ლა,
სი,
დო.
დო ისევ განმეორდა, ეშმაკო. ერთი დო - მოკვდა, მეორე - დაიბადა.

შენ მარადიულობა ხარ, ელ პინ.
თავად ხარ ის სასიამოვნო ჰანგები, რომელსაც უნდა რომ ყველამ უსმინოს. შენ არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.
ამოუწურავი მარადიულობა ხარ. შენ ანგელოზი ხარ, უკვდავი ანგელოზი, მფარველი ანგელოზი... საოცარი მუხტი გაქვს, ერთ სიტყვაზეც უკვე ვხვდები, რომ ნაწერის ავტორი შენ ხარ. გისწავლე, ელ პინ, მარადიულო და ამოუწურავო. გული გამითბე და კიდევ ბევრი დაწერე. არ დასრულდე არასდროს, ელ პინ. ისევ შეუძვერი სულში ადამიანებს და დაანახე რა ნაგავი არსებები არიან ისინი. მიყვარხარ, ელ პინ.

№18  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი მარიამო

მარიამ,
როგორ მიხარია და გულს თბილად მოედო ეს შენი სიტყვები, ნეტავ იცოდე. მართლა მალამოსავითაა, ნატკენ ადგილს რომ უცებ მოგიშუშებს. ძალიან მაგარი გოგო ხარ!
უღრმესი მადლობა და დაე, უსმინე შენც ამ ჰანგებს, თუ ამდენდად სასიამოვნოა შენთვის!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent