შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მ ე ტ ე მ ფ ს ი ქ ო ზ ი #1

10-09-2018, 23:59
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 4 410

შიშველ სხეულზე თლილი თითები მეხებიან და საკუთარ კვალს მიტოვებენ...თითის რბილ ბალიშებს,მხურვალე ტუჩები ენაცვლება და მთელს ორგანიზმში დავლილ თრთოლვას ხმამაღალი ოხვრით ვდევნი სხეულიდან.კეფას ძლიერად ვაჭერ ბალიშზე და თითებით ზეწარს ჩაფრენილი ვეღარ ვუძლებ ერთიანად მოხეთქილ ვნებას.მკვრივი საჯდომიდან,მუცლის გავლით, მკერდისკენ გაცოცებული თითები კი თავის საქმეს ზედმეტად პროფესიონალურად ასრულებენ.მაგიჟებენ, ვენებში სისხლს მიდუღებენ და მოუთმენლად ველოდები ნატვრად გადაქცეულ ჩვენი სხეულების გაერთიანებას...თითები მკერდიდან კისრისკენ ინაცვლებენ და ნაზად მეხებიან ძუძუსთავზე კი მისი კბილების ფრთხილ შეხებას ვგრძნობ და ეს პიკია...თავს ვერ ვიკავებ, საშინლად მინდა...უფრო მეტს მთხოვს სხეული, ის კი არ ჩქარობს და არც ნეტარი წამების შეწყვეტას აპირებს.გაბრაზებული თვალებს ფართოდ ვახელ...
-ამის დედაც!!!!ჯანდაბა ბარბარე გაგიჟდი?!
ოთახში,მით უმეტეს საწოლში ჩემს მეტი არავინაა..
მხოლოდ მე ვარ..ისევ და ისევ მე...მარტო, ის კი ჩემი სიზმრების ზედმეტად რეალური სტუმარია. რომელიც არც ერთ ღამეს არ მტოვებს მარტო...მოდის, მაგიჟებს და თვალებს ვახელ თუ არა ქრება...უკველოდ ქრება.კაცი, რომლის სახეც არ ვიცი როგორია...მხოლოდ თითები... თლილი,გრძელი ,თითები და ზედმეტად რბილი ტუჩები... ჩემს სიზმარში ჩემსავე სხეულს დაუნანებლად რომ უტოვებს მხურვალე კოცნებს... შემდეგ კი უკვალოდ ქრება.
პირველად ორი წლის უკან დამესიზმრა...ქალი. ხო...ახალგაზრდა და ალბათ ლამაზი ქალი, თუმცა ჩემს სიზმარში ის ზედმეტად შემზარავი იყო...სისხლით მოსვრილი სახე...ცივი, ლურჯი თვალები და თხელი...ზედმეტად თხელი ტუჩებით.მიყურებდა ბოროტი მზერით და მთელს სხეულში დავლილი შიშის იმპულსები ერთ ადგილზე ისე მყინავდა დაბეჩავებული...უსულგულო ტომარასავით ვგრძნობდი თავს.მიყურებდა დიდხანს და რაღაცას მიხსნიდა...არ ვიცი ,იქნებ მე მომეჩვენა რომ მისი გაცხარებული საუბარი რაიმეს ახსნა იყო ჩემთვის...არც ერთი სიტყვა არ გამიგია, ჩემი დახშული სმენა თითქოს ავტომატურად ბლოკავდა მისგან წამოსულ ფრაზებს და არ მაძლევდა საშუალებას გამეგო რას მთხოვდა ქერა...ან მოითხოვდა.ხშირად მოდიოდა და მოდის ქერა ქალი და რაღაცას მთხოვს...არ ვიცი ან მოითხოვს...ან უბრალიდ მელაპარაკება...შემდეგ, ქერა ქალს ის ანაცვლებს ...ის,ჩემი აღრეული ჰორმონების მთავარი მიზეზი და ეს ჯოჯოხეთი მანამ გრძელდება სანამ ძილიდან ფეთიანივით გამოფხიზლებული არ ვხტები საწოლიდან და შემდეგ დიდხანს ვცდილობ აღზნებული სხეულის ცივი წყლით დამშვიდებას.
საწოლზე გულაღმა გადავვარდი და გახშირებული სუნთქვის დარეგულირებას შევეცადე.რა უნდა ვქნაა?! არც ...ვერც ვერაფერი...რავქნა?! ფსიქოლოგთან ვიზიტებში დაკარგულმა დრომ და ფულმა ფუჭად ჩაიარა...მოძღვარმა კი ზედმეტად დასაფიქრებელი რამ მითხრა :თუმცა მის მერე აღარც გავსაუბრებივარ .მამა დიონისეს თქმით ჩემს სულს ბოროტი ებრძვის და სწორედ ამ "გარყვნილი ფანტაზიების" წყალიბით ცდილობს ჩემს დამონებას....დიდად მუხლებზე დავარდნილი მორწმუნე არ ვყოფილვარ მაგრამ ყოველთვის მწამდა იმ უზენაესი განგების, რამაც ჩვენ... ზე ცოდვილი ადამიანები მოგვავლინა დედამიწაზე და მოგვცა ყველაფერი რათა უზრუნველად გვეცხოვრა...რა ტ**აქში გავირჭობ უზრუნველ ყოფას როდესაც ჩემს სხეულს და სულს ბოროტი ეპატრონება და ცდილობს იმდენად დამიმონოს და გამანადგუროს რამდენადაც ჩვეულებრივ მოკვდავთთათვის შესაძლებელია?! მერე პირდაპირ კისრით რომ გამათრიოს ღრმა ჯურღმულისკენ ბიბლიაში ჯოჯოხეთის სახელით რომ იხსენიება და თავად დაცემული ანგელოზი დამხვდება იქ და ის გადაწყვეტს მე სიზმარში განცდილი ორგაზმის გამო უბრალოდ ტყავი გამაძროს და მარილი დამაყაროს თუ მოთუხთუხე კუპრის ქვაბში მომხარშოს...ჩემივე ნააზრევზე სიცილი ამიტყდა და საწოლიდან წამოვდექი...სწრაფად მოვძებნე საწერი მაგიდის უჯრაში საგულდაგულოდ გადამალული საქაღალდე და ხმაურუთ დავახეთქე მაგიდაზე.-რას ვიზამ?! მე შენ გიპოვნი ქალბატონო მოჩვენებავ...ჩემი საქაღალდე სავსეა სიზმარში ნანახი ქალბატონის ნახატებით და კიდევ იმ თითების მე ასე რომ მიყვარს...წამომცდა?! არა არ წამომცდა მიყვარს...

როგორც იქნა გავათენე ის ღამე და დილით უძილობისგან გაბეჩავებული გიჟივით გავვარდი სახლიდან...უნივერსიტეტიდან ორ კვირიანი დასვენება მქონდა ამიტომ ბევრი არ მიფიქრია და ჩემი ბიძაშვილის სახლის გზას დავადექი.მაკო ,ჩემზე 5 წლით უფროსია, დაოჯახებულია და პატარა ლილიანაც ჰყავს...ქერა კულულებიანი ანგელოზი.დიდი ოვაციებით შემხვდა თითქოს გუშინ აქ არ ვყოფილიყავი და საჭმელიც შემომთავაზა...ერთადერთი რაც მინდოდა ყავა იყო. ძლიერი ყავა და გამომძიებელი სიძის ნახვა რომელიც ბურდღუნით მიდი მოდიოდა ოთახიდან ოთახში და რაღაცას აპროტესტებდა.შემდეგ თავისი მელოტი თავი შემოყო სამზარეულოში და დამინახა თუ არა სახეც გაებადრა.
-ეს ვინ მოსულაა?!-ხმაურით მაკოცა თავზე და ხელი გადამხვია-როგორ ხარ კნაჭა?!
-რეზიი...
-ხო კაი... კნაჭა-გაიცინა ხმამაღლა და ფერდში ჩასარტყმელად მოქნეული ჩემი მუშტი აიცილა.
-მაკო რა უნდა შენს ქმარს?-ყურებამდე გაკრეჭილ ბიძაშვილს გადავხედე ყავა რომ გაემზადებინა და ახლა რეზისთვის ასხავდა ფინჯანში.
-რავიციი...რა გინდა რეზი?!-სიცილი აუტყდა მაკოს...ტკბილეულის ვაზა მაგიდის შუაგულში ჩადგა და თავადაც დაიკავა სკამი.დიდხანს ვფიქრობდი მეკითხა თუ არა რეზისთვის რამე..ნამდვილად არ მინდოდა გიჟი ვგონებოდი, მაგრამ არც ის მინდოდა რომ შანსი ხელიდან გამეშვა... იქნებდა სცოდნოდა რამე ამ ქალთან დაკავშირებით ბოლოს და ბოლოს გამომძიებელი იყო.თითების კანკალით ამოვაცოცე ჯინსის უკანა ჯიბეიდან ოთხად გაკეცილი თაბახის ფურცელი და ფრთხილად გავშალე ,მაგიდაზე დავდე და ერთმანეთთან ტკბილად მოჭუკჭუკე წყვილს მივაჩერდი.ველოდებოდი როდის მომაქცევდნენ ყურადღებას და დიდხანს არც დამჭირვებია ლოდინი მალევე გამომხედა ორივემ.მაკომ ჩემიდან მზერა ფურცელზე გადაიტანა და ისე დააკვირდა თითქოს მაგიდის შუაგულში უცხოპლანეტელი წოლილიყო
-ეს რა არის?-გაოცებულმა დაავლო ნახატს ხელი და უკეთ დააკვირდა-ხატვა დაიწყე ისევ?!-
"ისევ?!" "რას ნიშნავს ისევ?!"
-თუმცა ადრე გრაფიკაში ესე კარგად ვერ მუშაობდი..უფრო ფერწერისკენ იყავი-გაიცინა-კარგია...არა, შესანიშნავია ბარბი...ძალიან მიხარია ისევ რომ დაუბრუნდუ ხატვას ,რადგან შენი საქმეა პატარავ და შენი იურდიული...კი კარგია მაგრამ ...აუ არ ვიცი რაა...-ამოიწუწუნა და ნახატი რეზის გაუწოდა მოთმინებით რომ ელოდა თავის რიგს რათა თავადაც გამოეთქვა თავისი მოსაზრება.ნახატს უყურებდა და უცებ სახეზე გაკვირვება გამოესახა...დაბნეულმა გაომხედა ალბათ გამოლენჩებულის სიფათით რომ ვიჯექი და შემდეგ ისევ სურათს დახედა.
-ეს ვინ არის ბარბი?!
-რავიცი...-მხრები ავიჩეჩე-ქალია რაა..- და ისეთი სახით დავიწყე ყავის ფინჯანში კოვზის მორევა თითქოს და არაფერი მომხდარიყო.
-ქალი რომ არის მეც ვხედავ-გაეცინა მამაკაცს.-ანუ იცნობთქოო გეკითხები.
-არა...
-ჩემი მეზობელი თათულია...-წარბები შეყარა მამაკაცმა და მეც ყურები ვცქვიტე-ხოო გეუბნები ეგაა რაა...ჩათლახის შვილი ვიყო ეგაა...სად ნახე კიმაგრამ...
-რა თათული წარმოსახვით დავხატე-გავიცინე დაბნეულობის გასაფანტად.ახლა მთავარი იყო ტაქტიკურად მივდგომოდი და რეზიც ყველაფერს დაფქვავდა.-შეიძლება სადმე ვნახე კიდევაც ...თბილისი პატარ ქალაქია...
-რა ნახე გოგო...შენმა მტერმა ნახა-ახარხარდა სიძე.-ოცდაორი წლის წინ გარდაიცვალა...
და ეს რა იყო ოცით?! სიტყვები ექოსავით გაისმა სამზარეულოში...ფეთიანივით მიასკდა კედლებს...მოიარა მთელი ოთახი,დაიბყრო მთლიანი სივრცე და ბოლოს ისევ მაგიდასთან დაბრუნდა...ჩემს სმენას მისწვდა და ტვინში წითლად ამინთო განგაშის სიგნალი.ყავა გადამცდა და ისეთი ხველა ამიტყდა მაკოს მოწვდილი წყლის ჭიქისა და რეზის მოზრდილი ტორის ბეჭებში ლაზათიანი ბრაგუნის შემდეგ როგორც იქნა ამოვისუნთქე.ამის დედაც...
..ჩემი ღამეული სტუმარი რეზის მეზობელი
ვიღაც მკვდარი თათულია...ეგ ძუკნა!!!
-რამ მოკლაა...საწყალიი-ჩემს მაგივრად მაკომ დასვა კითხვა და ისე გამიხარდა ცოტა დამაკლდა არ ჩავხუტებობი და ის ფუმფულა ლოყები არ დამეკოცნა.
-ავარიას შეეწირა...თვრამეტი წლის იყო საწყალი-სახე დაუსევდიანდა რეზის-ჩემს გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა...ულამაზესი გოგო იყო მთელი უბნოს ბიჭები მაგაზე იყვნენ შეყვარებულები-გაეცინა-მაგრამ გამოჩნდა მერე ცოტნე ნაკაშიძე და ჩვენი თათულიც მიისაკუთრა...ამბობდნენ: დაქორწინებასაც აპირებდნენ თათულის ეგ ამბავი რომ არ შემთხვეოდაო.
-საწყალიი...-ამღვრეული თვალები ხელის ზურგით შეიწმინდა მაკომ და მე გადმომხედა.
-და ის ცოტნე თუ ვიღაც სად წავიდა? არ მითხრა ისიც მოკვდაო-ვკითხე ხმაში გარეული შესამჩნევი თრთოლვით და სხეული ისე დამეჭიმა თავი გასატყორცნად მოზიდული ლარი მეგონა.თითქოს გულმა ფეთქვა შეანელა და პასუხის მოლოდინში ყურებში ჩამესმოდა მისი იშვიათი ბაგა ბუგი.
-არა...არ მომკვდარა როგორც მე ვიცი-მხრები აიჩეჩა რეზიმ.-ამბობდნენ გერმანიაში წავიდაო არ ვიცი...რაში დამაინტერესებდა მისი ასავალ დასავალი პატარა ვიყავი ეგ ამბავი რომ მოხდა.
-ოცდაორი წლის უკან?-ჩემთვის ჩავილაპარაკე.
-რახდება ?შენ რა სახე გაქვს?-ჩემი გაფითრებული სახე არ გამოჰპარვია მაკოს -ცუდად ხარ?
-აბა რა იქნება ტიპმა მკვდარი ქალი დახატა და სადღაც ვნახავდიო ამტკიცებს-გაიკრიჭა რეზი.-მართლა რა სახე გაქვს ბარბარე?
-არაფერი...კარგად ვარ...-სახე ძლიერად მოვისრისე და უძილებისგან ისედაც ამწვარი თვალები უარესად ამეწვა.-არ მეძინა... ალბათ მაგისი ბრალია.კაი წავალ მე ხოო-სწრაფად წამოვდექი და მათი გაკვირვებული სახე დავაიგნორე...არც დავლოდებივარ ისე გიჟივით გამოვვარდი სახლიდან და სწრაფი ნაბიჯით გავუყევი ფილაქანს." ღმერთო რა ჯანდაბა მჭირს?! რა უბედურებაა..."ტირილი მინდოდა და ალბათ რომ შემძლებოდა სიამოვნებით მოვაღებდი პირს და ვიბღავლებდი მე კი ემოციები გამყინვოდა...ერთადერთი რაც ტვინში მიტრიალებდა უნდა მომეძებნა ზემოთხსენებული თათული და გამერკვია რა ჯანდაბად მოდის ჩემს სიზმრებში ყოველ ღამ...რაღა მაინც და მაინც ჩემთან მოდის?!სად ცხოვრობდა რეზიი?! საბურთალოზე...ხო საბურთალოზე...ჯანდაბა მისი მეზობელი თუ იყო და მოკვდა...მისი დაკრძალვის ადგილი სავარაუდოდ ორი შეიძლება მევარაუდა.ან, ვაკის სასაფლაო ან არა და საბურთალო...ოცდაორი წლის უკან საბურთალოს სასაფლაო არ იყო... ესეიგი ვაკე...ვაკის სასფლაო...ბევრი აღარც მიფიქრია ისე გავაჩერე ტაქსი და ჩემი შეშლილი სახის შემხედვარე დაბნეულ მძღოლს ვაკის სასაფლაოზე აყვანა ვთხოვე.ისე ნელა მიიზლაზნებოდა გადატვირთული მოძრაობის გამო ბებერი ტაქსის მძღოლი თავს ძლივს ვიმორჩილებდი მანქანიდან რომ არ გადმოვხტარიყავი და ფეხით არ გამეგრძელებინა გზა წყეული თათულის სამუდამო სამყოფელისკენ სადაც ოცდაორი წლის უკან ორი მეტრის სიღრმეში ჩაფლული უმოწყალოდ შეჭამეს მატლებმა და ახლა უსამართლო ცხოვრების გამო თავისი გამოცხადებებით მეც მიმწარებდა ყოფიერების ისედაც არასაკმარის წლებს...მივაღწიეთ კორდონებათ აღმართულ სასაფლაოსთან და მძღოლს ხუთლარიანი და თბილი მადლობა არ დავამადლე.თვალით გავაცილე მონგრეული მერსედესი და ასოთხმოცი გრადუსით შეტრიალებული გიჟივით გავვარდი ცენტრალური შესასვლელისკენ. ძებნა საიდან უნდა დამეწყო? მეც არ ვიცოდი...არც ის ვიცოდი საერთოდ რატომ ვეძებდი, მაგრამ მინდოდა და ამ მინდოდას თითქმის ორი საათი მოვანდომე. ბოლოს მივაგენო როგორც იქნა.

გაქუცული საფლავის ქვასთან, გამხმარი ვარდების თაიგული იწონებდა თავს ქვიდან კი ისე მიღიმოდა ქალბატონი თათული მისი ნარჩენების ამოთხრა და სანაგვეზე გადაყრის სურვილმა კისერში წამიჭირა...დიდხანს ვაკვირდებოდი შორიდან და ბოლოს გავბედე და გადავაბიჯე დაბალ მესერს...ბეტონის ღობეზდ ჩამოვჯექი და ქვას დავაკვირდი.რა უნდა მეთქვა?! განა რამის სათქმელად ვიყავი მოსული? მკვდართან ლაპარაკი და საქმის გარჩევა მხოლოდ გიჟების საქმეა...განა მე ნორმალური ვიყავიი?! არა...მეც გავგიჟდი... ამიტომ გამეცინა რომ დავინახე...თვალები ისევ ისეთი ცივი ჰქონდა როგორც ჩემს სიზმრებში, ჰოლივუდის ღიმილი კი ზედმეტად ხელივნური მომეჩვენა...სურთის გადაღების მომენტში წამით რომ გაითამაშებენხოლმე მომღიმარის როლს...ჯანდაბა...თათული...თათული ტაბატაძე! ჯიბეში სიგარეტის კოლოფი მოვიძიე და ერთ ღერს მოვუკიდე.
- შენი დედაც...მოვედი !-ამოვილაპარაკე ზიზღით..იმ წამს რაც ორგანიზმმა გამოუშვა სხეულიდან...ირონია ნარევი ზიზღი.შემდეგ კი ბაგეებიდან კვამლი გამოვუშვი და სწორ ზოლად მიმავალს თვალი გავაყოლე.სიწყნარე იყო ვაკის სასაფლაოზე...ზედმეტად იდუმალი და ბევრისმთქმელი სიწყნარე

№1  offline მოდერი tasusuna

არავის არ დავუთმობ პირველობას,
ახლა ავდგები და,
წავიკითხავ,
მანამდე იცოდე,
რომ საუკეთესო ხარ!

№2 სტუმარი სტუმარი უცნაური მე

ძალიან მომეწონება ვიცი.
როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ ფეფო..

№3  offline წევრი მირცა

ოუუ რაღაცც ძალიან საინტერესოო გელიის წინ ????❤️ უმაგრესი ხარ

№4  offline წევრი Kalina

ძალიან მომწონს და სამომავლო თეორიებიც უცებ მომაწვა,
იმედია შენ რომ იცი, ისეთი იქნება, თორემ არ გაპატიებ!!
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№5 სტუმარი სტუმარი ნანა

შენი სიახლეებში გამოჩენა სურვილს მიორმაგებს საიტს ხშირად ვესტუმრო ❤️ ვნერვიულობდი... იცი შენც... ვერავინ შეგცვლის, ყველას თავისი ადგილი აქვს აქ, შენ განსაკუთრებული! ❤️❤️❤️

№6 სტუმარი აბლაბუდა

ნიკოლოზი შეწყვიტე??

№7 სტუმარი სტუმარი ნინო

და ნიკოლოზი?

№8  offline წევრი დარინა

ყოველთვის ახერხებ ჩვენს გაოცებას, უკვე დამოკიდებული გავხდი ამ ისტორიაზეე, შენს ნიკს რომ ვხედავ თვალებში ვარსკვლავები მიციმციმებს უკვე ვიცი რომ წინ რაღაც ძალიან მაგარი გველოდებააა, ვგიჟდები შენზეეე.

№9  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

რავიცი აბა მოვედი და მგონი არ მოგწონთ smile ნინა...ნიკა...ეხ ნიკა დასჯილია და ცოტა ხანს ვერ ეღირსება დღის სინათლეზე გამოსვლა.დაუსრულებელია და რომ დავასრულებ მთლიანად დავდებ... smile

სტუმარი ნანა
შენი სიახლეებში გამოჩენა სურვილს მიორმაგებს საიტს ხშირად ვესტუმრო ❤️ ვნერვიულობდი... იცი შენც... ვერავინ შეგცვლის, ყველას თავისი ადგილი აქვს აქ, შენ განსაკუთრებული! ❤️❤️❤️

ნანიკოოო...მიხარიხარ

მარიკუნაა♥️
ძალიან მომწონს და სამომავლო თეორიებიც უცებ მომაწვა,
იმედია შენ რომ იცი, ისეთი იქნება, თორემ არ გაპატიებ!!
♥️

ხოო იქნება..იქნებაა smile

დარინა
ყოველთვის ახერხებ ჩვენს გაოცებას, უკვე დამოკიდებული გავხდი ამ ისტორიაზეე, შენს ნიკს რომ ვხედავ თვალებში ვარსკვლავები მიციმციმებს უკვე ვიცი რომ წინ რაღაც ძალიან მაგარი გველოდებააა, ვგიჟდები შენზეეე.

ჩემი გოგოო...მე კი შენს კომენტარს რომ ბხედავ მიხარიხარ სასწაულად...მადლობა შენ ამ სიხარულისთვის

სტუმარი უცნაური მე
ძალიან მომეწონება ვიცი.
როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ ფეფო..

არა ფორმაში ვერ ვარ მაგრამ ამ.ისტორიას ზუსტად ასეთი მონგრეული და დასტრესილი ვჭირდები...ისე ვერ დავწერ ისეთს როგორიც მინდა...დარჩეს დეპრესია მანამ სანამ დავასრულებ smile მერე იტყვის ვინმე ჩემზე ნორმალურიაოო

№10  offline მოდერი Someone wandering

რაა ვთქვა...ცოტნე და ბარბარე? ჰააა?
შემდშინდა ამ თათულის confounded joy
რეზი და მაკო რა საყვარლები არიან,ამ თავში რომ ''საყვარელს'' ვხმარობ ცოტა მიკვირს,მაგრამ ასეა astonished joy
ისეთი დაასაწყისია,დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი
ისიც ვიცი რომ ასაკს მნიშვნელობას არ ანიჭებ..აბა ცოტნე პროსტა გყავს?ის თითებიც წარმოსახვაა?
ავირიეე unamused
გეელიიით შენ და ახალ თავს sunglasses grimacing
''ერთი შანსი ორივესთვის'' არ დამვიწყებიაა sob smiling_imp

№11  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

Someone wandering
რაა ვთქვა...ცოტნე და ბარბარე? ჰააა?
შემდშინდა ამ თათულის confounded joy
რეზი და მაკო რა საყვარლები არიან,ამ თავში რომ ''საყვარელს'' ვხმარობ ცოტა მიკვირს,მაგრამ ასეა astonished joy
ისეთი დაასაწყისია,დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი
ისიც ვიცი რომ ასაკს მნიშვნელობას არ ანიჭებ..აბა ცოტნე პროსტა გყავს?ის თითებიც წარმოსახვაა?
ავირიეე unamused
გეელიიით შენ და ახალ თავს sunglasses grimacing
''ერთი შანსი ორივესთვის'' არ დამვიწყებიაა sob smiling_imp

იქნება ეგაც სრულად...ოღონდ მოგვიანებით...ხოო არ გწტყვი რა ხდება smile გაირკვევა ყველაფერი ნელ ნელაა...იმედია გამომყვებით heart_eyes

№12 სტუმარი სტუმარი ნინე

ვაიმეე აი ყველა ისტორია მაქვს სენი წაკითხული მაგრამ
მაგრამ ამან საერთოდ სხვა ემოციები დამიტოვა ... ნეტავ იმედები გამიმართლდეს და ისეთი იყოს როგორსაც ვგრძნობ...
საერთოდ განსხვავებული ისტორია ჩანს აი უკვე ვგიჟდები ოღონდ მართლა ძაან მომწონს ...
ჰოდა არდააგვიანო გელოდები მოუთმნელად !

№13 სტუმარი სტუმარი ნიკე

მიყვარს მისტიკა ^_^ ჯერ ყოველშემთხვევაში რაღაც მისტიური ჩანს . ღამით ვკითხულობდი და ცოტა დამბურძგლა :დ

როგორ მინდოდა დასრულების შემდეგ დამეწყო კითხვა, მაგრამ ჩემ მოუთმენლობას რა ვუთხარი :დ

არ ვიცი როგორ, თუმა ყოველთვის რაღაც ახალს გვთავაზობ მკითხველს. ყოველი სიახლის შემდეგ კომენტარებში მეორედ მოსვლა არის. :დ

ამ საიტზე საუკეთესო ხარ ! <3

№14  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

სტუმარი ნინე
ვაიმეე აი ყველა ისტორია მაქვს სენი წაკითხული მაგრამ
მაგრამ ამან საერთოდ სხვა ემოციები დამიტოვა ... ნეტავ იმედები გამიმართლდეს და ისეთი იყოს როგორსაც ვგრძნობ...
საერთოდ განსხვავებული ისტორია ჩანს აი უკვე ვგიჟდები ოღონდ მართლა ძაან მომწონს ...
ჰოდა არდააგვიანო გელოდები მოუთმნელად !

ჩანაფიქრი როგორიც არის ნეტა ისეთი გამოვიდეს მართლა:)) არ დავაგვიანებ ყოველ შემთხვევაში გაუთვალისწინებელი თუ არაფერი მოხდა...მაგალითად დამიჭირეს,ან მანქანამ გამიტანა ან ტვინი ამიფეთქდა smile სხვა შემთხვევაში აქ ვარ და ვუბერავ ცოტა სუსტად მაგრამ მოვიხოდები

სტუმარი ნიკე
მიყვარს მისტიკა ^_^ ჯერ ყოველშემთხვევაში რაღაც მისტიური ჩანს . ღამით ვკითხულობდი და ცოტა დამბურძგლა :დ

როგორ მინდოდა დასრულების შემდეგ დამეწყო კითხვა, მაგრამ ჩემ მოუთმენლობას რა ვუთხარი :დ

არ ვიცი როგორ, თუმა ყოველთვის რაღაც ახალს გვთავაზობ მკითხველს. ყოველი სიახლის შემდეგ კომენტარებში მეორედ მოსვლა არის. :დ

ამ საიტზე საუკეთესო ხარ ! <3

საუკეთესოსი რა მოგახსენო...ჩემზე ბევრად კარგები არიან...მადლობა დიდი ასეთი შეფასებისთვის heart_eyes მახარებთ.ხოო მისტიკა იქნება..."მეტამფსიქოზი" სამედიცინო ენაზე რეინკარნაციას ნიშნავს რომელსაც ჩვენი,ქრისტიანული სამყარო არ აღიარებს...მაგრამ მე ვაღიარებ და ცოტა კი არა ბევრად მჯერა...იმედი მაქვს ჯოჯოხეთში ერთ ადგილს დამიჯავშნის ბატონი გამგებელი smile...გაიხარეთ...მე რომ მახარებთ...მე ყველა მიყვარხართ და მართლა გაფასებთ...

№15 სტუმარი სტუმარი Solo

ფეფიკოო, იქნება დღეს ახალი თავი?

№16  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

სტუმარი Solo
ფეფიკოო, იქნება დღეს ახალი თავი?

kii sagamos...

№17  offline წევრი Tamara Tamo

ფეფოო, როგორ გამიხარდი ახალი ისტორიით....
აუ ძალიან ძალიან რომ გთხოვო, ნიკოლოზს არ დატოვებ იმ თავის გრძნობებთან მარტო? :)))) მათი ისტორია, მე პირადად, ძალიან მაგონებს ჩემს ცხოვრებაში 15 წლის წინ დაწყებულ-დასრულებულ, მაგრამ დღემდე გაელვებებით არსებულ ურთიერთობას. ვიცი რომ შენც იცი, რამდენი ოჯახიც არ უნდა შეიქმნას თავისი არაჩვეულებრივი მეორე ნახევრებით, ასეთი ძლიერი გრძნობები არსად არ ქრება. უბრალოდ, ერთმანეთისთვის დაბადებული ორი ნახევარი, უმნიშვნელოა რა მიზეზით, მაგრამ არ გახდა ერთი ფიზიკური მთლიანობა. გრძნობას ამით არაფერი აკლდება. ისეთი გამონაკლისია, როცა ზუსტად იცი მთელი შენი ცხოვრების ლაიტმოტივი იქნება და მხოლოდ იმის შეგრძნებაც კი გაყმაყოფილებს, რომ მსგავსი რამ შეძელი და განიცადე.

№18  offline მოდერი tasusuna

ეს არის საოცარი გოგოს გიჟური წამოწყება!

№19 სტუმარი სტუმარი ნანა

Tamara Tamo
ფეფოო, როგორ გამიხარდი ახალი ისტორიით....
აუ ძალიან ძალიან რომ გთხოვო, ნიკოლოზს არ დატოვებ იმ თავის გრძნობებთან მარტო? :)))) მათი ისტორია, მე პირადად, ძალიან მაგონებს ჩემს ცხოვრებაში 15 წლის წინ დაწყებულ-დასრულებულ, მაგრამ დღემდე გაელვებებით არსებულ ურთიერთობას. ვიცი რომ შენც იცი, რამდენი ოჯახიც არ უნდა შეიქმნას თავისი არაჩვეულებრივი მეორე ნახევრებით, ასეთი ძლიერი გრძნობები არსად არ ქრება. უბრალოდ, ერთმანეთისთვის დაბადებული ორი ნახევარი, უმნიშვნელოა რა მიზეზით, მაგრამ არ გახდა ერთი ფიზიკური მთლიანობა. გრძნობას ამით არაფერი აკლდება. ისეთი გამონაკლისია, როცა ზუსტად იცი მთელი შენი ცხოვრების ლაიტმოტივი იქნება და მხოლოდ იმის შეგრძნებაც კი გაყმაყოფილებს, რომ მსგავსი რამ შეძელი და განიცადე.

ორივე ხელით მხარს ვუჭერ განცხადებას
ერი ითხოვს ნინიას და ნიკას !
#ნინიადანიკადაიდოს
#პატარათბილისცენამაინც
#ავტორონუდაგვაიგნორებ

№20 სტუმარი სტუმარი autumn

მეც მინდა რომ "ერთი შანსი ორივესთვის " ნიკას და ნინიასთვის იყოს. ძალიან მინდა. უეცრად რომ აღმოჩნდეს რომ ნიკა და ლიზამ ერთმანეთს ვერ გაუგეს და დაშორდნენ , რა მოხდება? არც არაფერი ???????? ავტორო გვიჯიგრე რა ???????? პ.ს ლიზას ფანებო ჩუთ ????

№21  offline წევრი Tamara Tamo

სტუმარი ნანა
Tamara Tamo
ფეფოო, როგორ გამიხარდი ახალი ისტორიით....
აუ ძალიან ძალიან რომ გთხოვო, ნიკოლოზს არ დატოვებ იმ თავის გრძნობებთან მარტო? :)))) მათი ისტორია, მე პირადად, ძალიან მაგონებს ჩემს ცხოვრებაში 15 წლის წინ დაწყებულ-დასრულებულ, მაგრამ დღემდე გაელვებებით არსებულ ურთიერთობას. ვიცი რომ შენც იცი, რამდენი ოჯახიც არ უნდა შეიქმნას თავისი არაჩვეულებრივი მეორე ნახევრებით, ასეთი ძლიერი გრძნობები არსად არ ქრება. უბრალოდ, ერთმანეთისთვის დაბადებული ორი ნახევარი, უმნიშვნელოა რა მიზეზით, მაგრამ არ გახდა ერთი ფიზიკური მთლიანობა. გრძნობას ამით არაფერი აკლდება. ისეთი გამონაკლისია, როცა ზუსტად იცი მთელი შენი ცხოვრების ლაიტმოტივი იქნება და მხოლოდ იმის შეგრძნებაც კი გაყმაყოფილებს, რომ მსგავსი რამ შეძელი და განიცადე.

ორივე ხელით მხარს ვუჭერ განცხადებას
ერი ითხოვს ნინიას და ნიკას !
#ნინიადანიკადაიდოს
#პატარათბილისცენამაინც
#ავტორონუდაგვაიგნორებ

საერთოდ არანაირი მოთხოვნა არ მაქვს :))))) უბრალოდ მგონია, რომ დასრულდა ის ისტორია იმ რეალობით და ყველაზე სწორად. ჩემი ხედვა არც შეიცვლება და არც შეირყევა, როგორი სახითაც არ უნდა მოიფიქროს ფეფომ გაგრძელება. სხვა მკითხველისგან განსხვავებით, მეცოდინება რომ ასე არ ხდება და ისევ ლამაზი ილუზია იქნება.

№22  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

ხოო აქ ვარ და არ გაიგნორებთ...ისტორიას ჰქვია "მეტამფსიქოზი"...რაც შეეხება მოთხოვნებს ლიზა ნიკა..ნიკა ნონა...ზუსტად მაგ მოთხოვნების გამო მაგინეს კარგად...ისტორია წაიშალა რიგითი მიზეზების გამო და გატაცება უქ დამთავრდა სადაც დამთავრდა...ნადირობაც ისე დამთავრდა როგორც დამთავრდა და აგერ ახალი ისტორია და თუ სურვილი გაქვთ ისიამოვნეთ
..გამომყევით და გამახარეთ.თუ არ გაქვთ სურვილი ეგაც თქვენი კეთილი ნებაა...დანარჩენი ან მე უნდა წავსულიყავი საიტიდან ან ერთი შანსი ორივესთვის...ხოდა ის ერთი შანსი ჩემი იყო და გავწირე ისტორია.ძალიან დიდი მადლობა ვინც მკითხულობთ...გაინტერესებთ...ვინც არ მკითხულობთ და არ გაინტერესებთ...ძალიან მიყვარხართ,გაფასებთ,პატივს გცემთ,ხოდა თქვენი ჩემდამი პატივისცემა ის იქნება თუ დამაცდით ზუსტად ისე გავუბერო როგორც აქამდე.არ ვიცი...თქვენი გადასაწყვეტია.მადლობა დიდიი ყველას..."ერთი შანსი ორივესთვის" აღარ დაიდება.დასასრული წაიკითხეთ უკვე...ასე რომ არ ვიცი ...1უ იმას დავდებ რაც არ მგონია რომ მოხდეს მე წავალ...მადლობა და ბოდიში ვისაც გაწყენინეთ ედები გაგიცრუეთ და სურვილი აღარ გაქვთ გამომყვეთ და ჩემი დაწერილი რამე წაიკითხოთ...ბოდიშიიით heart_eyes

№23 სტუმარი სტუმარი autumn

Life is Good

ეს ერთი კითხვაც და შეგეშვევებით . და ძალიან გთხოვ გაურკვევლობაში არ დაგვტოვო . ის მაინც გვითხარი რომელი იყო რეალური დასარული .. პირველი ვარიანტი თუ მეორე, პირველის წაშლის შემდეგ რომ დადე?

№24  offline წევრი Tamara Tamo

მოგყვები თუნდაც ჯოჯოხეთში :))) ასეთი კარგი რომ ხარ...

სტუმარი autumn

მეორე ვარიანტი არ წამიკითხავს, აშკარად გამოვტოვე რაღაც მგონი :))

№25  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

მეორე უბრალოდ გაგრძელება მინდოდა მაგრამ არ გამოვიდა...დასასრული კი დავდე მანამდე რასაც რეალურად ეწერა დასასრული.

№26 სტუმარი სტუმარი autumn

Life is Good
მეორე უბრალოდ გაგრძელება მინდოდა მაგრამ არ გამოვიდა...დასასრული კი დავდე მანამდე რასაც რეალურად ეწერა დასასრული.

ანუ პირველი ვარიანტი იყო ის რაც შენ ჩაფიქრებული გქონდა და როგორი დასასრულიც შენ რეალურად გინდოდა ? მოკლედ გვიპასუხე ,გთხოვ, კი ან არა, თორემ დავიტანჯე მკითხაობით :დდ

№27 სტუმარი makukuna

შვილო, შენ სამი წლის ხარ? ვაიმეეე... rage

როგორ მოუხდება,ამ სიტუაციას, ბარათელის ერთი საყვარელი ფრაზა smile smile

№28 სტუმარი სტუმარი autumn

makukuna

და თქვენ რა გნებავთ? მე ავტორს ველაპარაკები და მიპასუხოს თუ არა კითხვაზე თავად გადაწყვეტს .

№29 სტუმარი makukuna

მე არაფერი მნებავს smile

უბრალოდ, ცხრაჯერ გიპასუხა და მეათეჯერ კითხვის დასმას, ხო არ ჯობდა, პასუხები ხელმეორედ გადაგეკითხა blush

ვახ...

№30 სტუმარი სტუმარი autumn

makukuna
მე არაფერი მნებავს smile

უბრალოდ, ცხრაჯერ გიპასუხა და მეათეჯერ კითხვის დასმას, ხო არ ჯობდა, პასუხები ხელმეორედ გადაგეკითხა blush

ვახ...

გადავიკითხე ეგ პასუხები და რომ ვერაფერი გავიგე , იმიტომ ვთხოვე ავტოტს კონკრეტული პასუხის გაცემა:) მომიტევეთ ჩემი მიუხვედრელობა ყველაზე გონიერებმა :)

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent