შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები (სრულად)


11-09-2018, 22:33
ავტორი Farvana
ნანახია 1 634

გრძნობები  (სრულად)

ალბათ ყველა ფიქრობს სოფელში ზაფხულში უჩვეულოდ გრილი და სასიამოვნოა.ყველა თავიანთი სოფლებისკენ მიეშურება,რათ დაისვენოს,განიტვრითოს დაღლილობისგან,ქალაქის ხმაურისგან და ყოველი სულიერი ტანჯვისგან.სოფელი თითქოს ანგელოზთა საუფლოა,რომელიც ადამიანს სიმშვიდეს და ჰარმონიას ანიჭებს.აქ ყველა ბედნიერი და ლაღია.ალბათ სასიამოვნოა,როდესაც დილით მამლის ყივილზე იღვიძებ,სასიამოვნო შეგრძნება,როდესაც იცი შენი საყვარელი ბებო გემრიელ საუზმეს ან სადილს დაგახვედრებს,გააჩნია სადამდე გინდა შენმა ძილმა და დასვენებამ გასტანოს.თუ კი სახლში მარტო ხარ,მაშინ ადრე უნდა ადგე,უნდა დათმო ყოველგვარი სიამოვნება და შენ თვითონ გაუმასპინძლდე საკუთარ თავს.სასიამოვნოა,როდესაც იცი შენი სოფლის ბოლოს გრილი და ლამაზი მდინარე მოედენება,იც რომ საღმოს აუცილებლად წახვალ და მდინარეზე გაერთობი ან დღის უმეტეს ნაწილს იქ გაატარებ.ღამით კი გვიანობამდე შემორჩები სოფლის „ბირჟაზე“,სადაც ყველა იყრის თავს.შეიძლება ვინმეზე ჭორაობენ,უფროსწორად მათი ცხოვრების ბავშვობის სასაცილი და სახალისო ისტორიებს ყვებიან,სულაც არ არის ჭორაობა..ყოველ საღამოს ბირჟაზე ახალგაზრდები მომდევნო დღის გეგმებს აწყობთ,თუ სად წახვალთ,დროს როგორ დახარჯავთ.თუ კი იცი,რომ შენი სოფლის გარშემო ტყეა,მაშინ იქ სეირნობას და ფილტვების სუფთა ჰაერით ამოვსებას არაფერი სჯობს.კარგია,ეს ყველაფერი მაგრამ სამწუხაროდ ჩემს სოფელში ეს არ არსებობს.დილით სიგრილის მაგივრად საშინელი სიცხე და ხვატია.მამლის ყივილის მაგივრად მანქანების საშინელი ხრიალის ხმა გაღვიძებს.აქაურობას სოფელი აღარ ჰქვია,ოჯახები სოფლის მეურნეობას რომ არ ეწეოდეს ჩვეულებრივი ქალაქი იქნებოდა.ქალაქს ხომ საშინელი სიცხე და ხმაური აწუხებს,ხოდა სწორედ ასეთი ჩემი სოფელიც. ამ სოფელში ქალაქელი სტუმრები იშვიათად ჩამოდიან,მხოლოდ ოჯახები ცხოვრობენ.მდინარეც გვაქვს,მაგრამ რად გინდა,იმდენი ნაგავი და ათსი საოჯახო ნივთი ყრია შიგნით ვერ ჩახვალ.შენი თვალით,რომ დაინახავ შგნით საქონლები,როგორ ბანაობენ და სვამენ იქ მისვლა ნამდვილად შეგძულდება.მოსახლეობამაც არ იცის მოქცევის წესები,გამოიყენებენ მდინარეს დაყრიან ათას ნაგავს და მიდიან.მდინარის გვერდით პატარა საყვარელი ტყეა,უცხო იფიქრებდა იქ მაინც შეიძლება შესვლა დროის გატარება.პიკნიკის მოწყობა,სეირნოდა და ლამაზი ხედების დათვალერება,მაგრამ ვინ გაცდის?ტყეს,როგორც კი მიუახლოვდები ქალისა და მამაკაცის კვნესა და ოხვრა ისმის.ეს პატარა ტყე ამ უგვანმა და გაუნათლებელმა ხალხმა ნამდვილ ბორდელად აქციეს.ღამით ქუჩაში „ბირჟაზე“ ვერ გახვალ,ვერცერთ სულიერ ადამიანს ვერ ნახავ რომელთან ერთადაც შეძლებ გართობას.მთელი ახალგაზრდობა სახლშია ჩაკეტილი და მთელი დღე ინტერნეტში არიან ჩამძვრალნი.დღისითთ გახვალ ნახავ სოფლის მთავარ ჭორიკანა ხალხს,რომლებიც სხვის ოჯახებზე კრიტიკით და დაცინვით ირთობენ თავს.ამას მირჩევნია სახლში ვიჯდე და რაიმე გემრიელი წიგნი წავიკითხო.აქ მცხოვრებ ადამიანს,რომელსაც გონება ცოტათი უჭრის აქედან წასვლა და გაქცევა მოუნდება,მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარს აქაურობა და დატოვება არ მინდა.სხვა გზა არ მაქვს უნივერსიტეტი მალე იწყება და აქაურობა უნდა დავტოვე,იმედს ვიტოვებ შაბათ-კვირას მაინც ჩამოვალ.ჩემი მშობლები მეცოდება ამ საშინელ ადგილას მარტო,რომ უნდა დავტოვო.მშობლების დიდი ხვეწნის და მუდარის მიუხედავად გადაწყვეტილი მაქვს ბიძაშვილის წინადადებას დავთანხმდე და მათთან გადავიდე თბილისში საცხოვრებლად.მშობლებს იმის კი არ ეშინიათ,რომ თბილისი დიდი ქალაქია და შეიძლება რამე დამემართოს,არამედ ბიძასთან და მის ოჯახთან დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემა აქვთ,რომელზეც სიტყვასაც კი არ ამბობენ.მე კი ისინი ძალიან მიყვარს განსაკუთრებით ჩემი ბიძაშვილი დავითი,მათთან რამოდენიმეჯერ ვიყავი და ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.ყოველთვის მოფერებით ნიაკუს მეძახდა,იმდენად შევეჩვია დედაჩემის დაძახებულ „ნიაზე“ აღარ ვაგონებდი.ჭექა-ქუხილის საშინლად მეშინია,ამიტომ ღამე დავითთან მეძინა ხოლმე.პატარა მობუზული ბავშვივით მუცელზე ავეკვრებოდი და ისე მეძინა.ყოველთვის,როგორც განსაკუთრებულს ისე მეპყრობა.ჩემი მშობლების აზრი ნამდვილად აღარ მაინტერესებს,იქ უნდა ვიყო სადაც თავს კარგად ვიგრძნობ.როგორც იქნა,საშინელი კვირა ჩაილია და ორშაბათს ბედნიერი ველოდი,ჩემი დათო მოვიდოდა და წამიყვანდა.მთელი ღამე საწოლში ვწრიალებდი,რომ ვეღარ გავჩერდი.სახლის სახურავზე ავძვერი და ცას დავუწყე ყურება.როგორც ჩანს აქაც ყოფილა სილამაზე,საინტერესოა მაინცდამაინც ამ ღამით რატომ გამიჩნდა აქ ამოსვლის სურვილი?აქამდე რატომ არ ამოვდიოდი?სახლის სახურავიდან ულამაზესად მოჩანდა ვარსკვლავებით გადაპენტილი ცა,თითქმის შუაში კი დიდი მთვარე ანათებდა არემარეს.ყველაფერი ისე ნათელი იყო დღე გეგონებოდა.ძალიან გრილოდა და მარტივად დამეძინა.
დილით მზის სხივებმა გააღვიძა,ნიაკოს სახეზე ტანგოს ცეკვავდნენ,თვალებისკენ განსაკუთრებული მოძრაობებით მიიწევდნენ.თვალები ზანტად გაახილა და მზეს გახედა,რომელიც დღე უჩვეოლ ლამაზი და დიდი იყო.გარემო მისი სინათლის და სხივების თამაშს ასე არასოდეს დაუმშვენებია,ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო,თვალს ვერ წყვეტდა.ნიას თვალები სახურავზე მოცეკვავე მზის სხივებზე გაეყინა.მთელი დღე იქ იქნებოდა,რომ არა საყვარელი ბიძაშვილის ბოხი ხმა,რომელმაც ამ უჩვეულოდ ლამაზ სამყაროს მოწყვიტა.ძალიან ეწყინდა დავითის მოსვლა კიდევ უნდოდა მზის სხივებისთვის ეყურა,მაგრამ ვინ აცადა?
-აბა ჩემი ლამაზი თოჯინა მზადაა?
-აღარ მოვდივარ.ხელები გადააჯვარედინა და ლოგინზე ემბრიონის ფორმაში მოიბუზა.ბიჭმა ლამაზი წითური თმები აუბურდა და თავზე აკოცა.შემდეგ მუცელზე მოუღიტინა,მართალია ნიაკოს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა,მაგრამ მაინც ცადა.გაბრაზებული გოგონა,რომლის მიზეზიც არ იცოდა,ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ შემოირიგა.
-დროზე აბრძანდი.ბარგი ჩაალაგე და წავედით.
-ჩალაგებული მაქვს.
-მაშინ წავედით.
მანქანაში მაშინვე ჩასკუპდა,ოჯახის წევრებს არ დამშვიდობებია,რადგან დაუშლიდნენ წასვლას და ხასიათს საშინლად გაუფუჭებდნენ.ბიძაშვილის გვერდით იჯდა,ფანჯარაში იყურებოდა და გარემოს ათვალიერებდა.ჯერ არ წასულა და უკვე საშინლად ენატრებოდა აქაურობა.თვალი მაღალ სახლზე გაუჩერდა,რომელმაც მისი ბავშვობის ტკბილი მოგონებები გაღვიძა.ამ სოფელში მხოლოდ ერთადერთი მეგობარი,ძმა,და,ბიძაშვილი,კლასელი,მეზობელი,მესაიდუმლე ლუკა სხირტლაძე ყავდა,რომელიც ძალიან ყავდა.ამ ბიჭმა მასზე ყველაფერი იცოდა,მისი ყველა საიდუმლო და ქალური ამბებიც კი.ყოველთვის ითვალისწინებდა მეგობრის რჩევებს და როდესაც მასაც დასჭირდა რჩევა არ გაითვალისწინა,მეგობრის შენიშვნას და გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქცია,გვიან მიხვდა,მაგრამ უკვე ნიაკო მის გვერდით აღარ იყო.ნამდვილად არარ თვლიდა საუკეთესო მეგობრად.საყვარელ სახლს თვალი მოაშორა და ფანჯარაში ყურება განაგრძნო,მალევე მიუჯდა ბიძაშვილი გვერდით და ადგილს მოწყდნენ.დავითმა თბილისში როგორც კი ჩავედით არ მოასვენა და მის საყვარელ კაფეში წაიყვანა.ამდენი ხნის სიარული შემდეგ დასვენება და გართობა სჭირდებოდათ.ნიას ძალიან მოეწონა კაფე,მყუდრო,ყავისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი.სასიამოვნო გარემომ ორივეზე იმოქმედა და მალე ჩიტივით დაფრინავდნენ გარეთ.მანქანა დიდი სახლის წინ გაჩერდა,იმდენად დიდი იყო ალვის ხის წვეროს წვდებოდა.ულამაზესი ეზოთი,სადაც უამრავი ხეები ხარობდნენ.ნია ყოველ კუთხეს ათვალიერებდა.სახლის გარშემო ნამდვილი ტყე იყო.ჩიტების ლამაზი ჭიკჭიკი აყრუებდა გარემოს,ხეებზე მათი პატარა და ლამზაი სახლები იყო აშენებული.ორი ხის ძირში ორმო გამოთხრილი,საიდანაც შიგადაშიგ ბაჭიები ძვრებოდნენ.ეზოში რამოდენიმე შველიც კი შენიშნა,თავი ნამდვილ სამოთხეში გეგონებოდა ადამიანს.ნიას ნანახი ჰქონდა,მაგრამ ყოველ მოსვლაზე ასე გაოებული უყურებდა.ყველაზე მეტად სიღრმეში მყოფ გალიაში მჯდოფ დათუჩასთნ უყვარდა თამაში.მართალია გაზრდილი იყო,მაგრამ ნიას მაინც უყვარდა.დათვსაც უყვარდა,ცხოველები,რომლებიც სახლში ყავდათ ადამიანების მიმართ კეთილ განწყობილნი იყვნენ.ნია ბიძას ყოველთვის თხოვდა მისთვის ჩამოეყვანა მგელი ან ვეფხვი.ბიძა კი ეუბნებოდა,რომ მათი გამოკვება რთული იქნებოდა,შესაბამისად ვერ მოითვინიერებდნენ.სახლიც ისითივე ლამაზი როგორიც ბუნება,სახლის შუაგულს ლამაზი ხის ტანი ამშვენებდა,ოჯახმა გადაწყვიტა უზარმზარი ალვის ხე არ მოეჭრათ და მის გარშემო აეშენებინათ სახლი,მხოლოდ სახურავის ადგლზე ჭრიდნენ ტოტებს,დანარჩენს ადგილას კი მწვანე ფოთლები ამშვენებდა.სახლშიც კი იგრძნობოდა სუფთა ჰაერი,არავის მოუნდებოდა ამ სახლიდან გასვლა.კიდევ ერთხლე დარწმუნდა ნია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში.თავისი ოტახი კარგად იცოდა სადაც იყო.თავისი გემოვნებით მოაწყო,ბუნებაზე და ცხოველებზე გიჟდებოდა.ოთახში საწოლის როლს ხეებზე დაკიდებული ჰამაკი წარმოადგენდა.საძინებლის ავეჯი მთლიანად ხეებისგან გამზადებული,დაუმუშავებელი ხის კუნძებისგან.ოთახის ოთხივე კედელზე დედამიწის სხვადასხვა ბუნება იყო გამოსახული.როგორც შეხვიდოდი ტროპიკული ჯუნგლების სილამაზით ტკბებოდი.სადაც მომღიმარი მაიმუნი ლიანაზე ქანაობდა.მის გვერდით საჰარის ტრამალები იწონებდა თავს,ულამზესი ყვითელი მდელო,სადაც სიცხისგან დაღლილი ლომები და ვეფხვები ისვენებდნენ.სადღაც კი თვის ბოკვერებს ეთამაშებოდა.მის მოპირდაპირე მხარეს კი მყინვარები იწონებდა თავს,რომლებიც ოტახს სინათლეს ჰმატებდა.დეტალურად ისე იყო ასახული ნამდვილი გეგონებოდა,მისი თვალისმომჭრელი თეთრი ფერი კი სიცივეს გაგრძნობინებდა.შესასვლელ კედელზე კი ავსტრალიის ულამაზესი ბუნება იყო გამოსახული,მოხტუნავე კენგურუთი,რომელსაც ჩანთაში თავისი შვილი ჰყავდა ჩასმული.ბამბუკის ხეებზე კი პანდები და კოალები დაძვრებოდნენ.ჭერზე ცვლადი ნათურებით გაკეთებული სილამაზე იყო,ღამით ვარსკვალები დაციმციმებდნენ ოთახს,დღისით კი მზის სხივებით იფარებოდა ოთახი.იატაკზე მწვანე მობიბინე მდელო იყო დახატული.ყველაფერი სამ დეში იყო გაკეთებული,რაც ადამიანს ამ ოტახის უკეთ აღქმის უნარს სძენდა.ოტახში ცოტა ადამიანი შედიოდა,მხოლოდ ნია და დავითი.სხვების შესვლა ყოვლად აკრძალული იყო.ამ ოტახს ნია მთელი ორი კვირის მანძილზე საკუთარი ხელით ხატავდა.ყველა დეტალი თავად გააკეთა.ვერ მისცემდა ნებას სხვას გაეკეთებია,ისინი ისე კარგად ვერ აღიქვამდნენ ბუნების ნამდვილ სილამზეს,ბუნებისგან წამოსულ იმ უსაზღვრო და ღრმა გრძნობებს რაც ნიას უყვარდა და აღიქვამდა.ხატვის პროცესში უბედნიერესი იყო,ყველა იმ გრძნობას განიცდიდა რაც სურდა.თავს ცხოველების ადგილას წარმოიდგენდა,რომლებიც ყოველდღე ტკბებოდნენ ამ სილამაზით.მათუ კეთილი შურით შურდა,ყველაზე მეტად სურდა აფრიკის კონტინენტზე ლომებთან ერთად და აფრიკულ ძირძველ ტომებთან ან ტროპიკულ ჯუნგლებში.მისთვის ბუნება ჰაერი,წყალი,საკვები,სიყვარული და საერთოდ ყველაფერი იყო.შეეძლო მთელი დღე ტყეში გაუნძრევლად მჯდარიყო.თითქოს მის სიყვარულს ცხოველებიც გრძნობდნენ,რამდენჯრე შესულა უღრან ტყეში და შეხვედრია საზრელი მგელი,რომელიც კბილების ღრჭიალით ცდილობდა მის შეშინებას,მაგრამ ნიას არ ეშინოდა.თიტქოს მგელმაც იგრძნო გოგოს უშიშრობა ნელ-ნელა დამშვიდდა და მისკენ ნელი ძუნძულით წავიდა.ფეხებთან დაუწვა და მოფერებას თხოვდა.გოგონამაც მოეფერა და ტყეში გააგრძელა სიარული,ამ სიბნელეში კი მისი მეწყვილე მგელი იყო.ერთად მიაბიჯებდნენ ორი უშიშარი მეგობარი.მგელს თითქოს ბედნიერება დასთამაშებდა სახეზე.საყვარელ ჰამაკში ჩაწვა და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა,მონატრებული ოთახის სურნელი ბოლომდე შეუშვა ფილტვებში.შემდეგ თვალები გააახალი და სიცილ-კისკისით ჩაირბინა სამზარეულო ოთახში,სადაც ნანო ბებოს გემრიელი კერძები უკვე გაეწყო.ბიძას და ბიცოლას ლოყები დაუკოცნა და მაგიდასთან დასკუპდა.გემრიელად ისადილეს და ყველამ საყვარელ ფილმს უყურეს,ვინ იცის რამდნეჯრ უყრეს „მოჩვენებებზე მონადირეებს“,ყველას საყვარელი ფილმია.მართალია იმ ღამით ჭექა-ქუხილი არ ყოფილა,მაგრამ ნია ბიძაშვილის ოთახში შეძვრა და მასთან დაიძინა.იცოდა,რომ აწი მასთან დაძინებას ვეღარ მოახერხებდა ხოლმე,მის ოთახში ყოველთვის ეყარა ქალის საცვლები და ბიუსჰალტერები.მექალთნე ბიძაშვილი ყავდა,მაგრამ მაინც ძალიან უყვარდა.სწორედაც ამიტომ იყო,რომ ნიას ოთახი სახურავში მოაწყვეს.დათოს მეგობრები ყოველთვის ამბობდნენ და ყოველთვის დასცინოდნენ ქალების გამო მაგრამ ნიას არცერთხელ უნახავს უცხო ქალი სახლში.არასოდეს,შეიძლება სხვაგან მიჰყვას,მაგრამ მათი საცვლები აქ რატომ ყრია?ამ კითხვაზე პასუხს ვერ იღებდა.ბიძაშვილსაც ვერ ეკითხებოდა,სირცხვილის გამო არა,არ უნდოდა მის ინტიმურ ცხოვრებაში ხელები ეფათურებინა,თან რა მისი საქმე იყო,ბოლო-ბოლო მისთვის ძმის ტოლფასი იყო.მთელი ერთი კვირა ბედნიერი დააბიჯებდა ულამაზეს სახლში.ყველა კარგად ექცეოდა,განსაკუთრებით ბიცოლა.მინახავს ბიცოლები როგორ ვერ იტანენ ძმიშვილებს,მაგრამ ამ ქალს საშინლად უყვარდა ნია,ალბათ იმის გამო,რომ ქალიშვილი არ ყავდა.არაერთხელ უთქვამს მისთვის:-„ჩემთვის ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარი ხარო“.ერთი კვირის შემდეგ ყველანი შეიცვალნენ,თვალებში ვერ უყურებდნენ გოგონას.ყველა ცდილობდა მისგან თავი მოერიდებინათ.ნიას კითხვაზე თუ რა ხდებოდა არავინ პასუხობდა.თავს ხრიდნენ და მაშინვე ეცლებოდნენ.

-მამა რამდენხანს უნდა იყვეს გაუგებრობაში?
-ახლა ვერ ვეტყვით.
-რას ნიშნავს ვერ ვეტყვით?მან უნდა იცოდეს.ის მათი ოჯახი იყო მამა.
-ვიცი ,ვიცი განა არ ვიცი?
-ჰოდა ავდგეთ ვუთხრათ,რამდენ ხანს უნდა დავუმალოთ.მაინცდამაინც ტელევიზიით ან ვინმეს ენით უნდა გაიგოს.
-ასე მარტივი სათქმელი არ არის,რატომ არ გესმის?
-მესმის,განა არ მესმის?მაგრამ მას უფლება აქვს იცოდეს.
-რა უნდა ვიცოდე?
-ნია.ეს ძალიან რთული სათქმელია.
-არ აქვს მნიშვნელობა როგორი სათქმელია დროზე თქვით ყველაფერი.
-ჩამოჯექი.
-არ არის საჭირო.
-დამიჯერე საჭიროა.
-აჰა,ეხლა კი თქვით.
-არ ვიცი ჩემო გოგო საიდან დავიწყო.არ ვიცი რა უნდა გითხრა,რაც უნდა მოხდეს,რაც არ უნდა იგრძნო,ერთი რამ ნამდვილად უნდა იცოდე.ჩვენ ყველანი შენ გვერდით ვართ,ყველას ძალიან გვიყვარხარ და არ მიგატოვებთ.ძალიან რთულია იმის ახსნა,თუ რა მოხდა ორი დღის წინ,ეს თემა არამარტო შენთვის არამედ ჩვენთვის,მთელი ოჯახისთვის ძალიან მტკივნეულია.ვიცი,რომ შენი მშობლები ძალიან გიყვარდა,ვიცი,რომ აწიც ასე იქნება.მინდა,რომ მშვიდად იყო,ვიცი მტკივნეული იქნება,მაგრამ უნდა გაუძლო,შენ ძლიერი გოგონა ხარ და ამას გაუძლებ.მე ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ.ორი დღის წინ ღამით ვირაც ნაძირალებმა შენი ოჯახი ამოხოცეს.
-პოლიციამ იცის ვინ არიან?გოგონას არანაირი ემოცია არ ჰქონდა სახეზე,არც ტკივილი,არც ცრემლი,არც სინანული,მის ყველა გრძნობა თითქოს სადღაც გამქრალიყო,ისინი უბრალოდ აღარ არსებობდნენ.ბიძა და ბიძაშვილი გაკვირვებულები უყურებდნენ მის ასეთ ცივ სახეს.
-ჯერ არა.ყველაფერი ბურუსით მოცულია.
-თქვენ ვინმეზე ეჭვი არ გაქვთ?
-სამწუხაროდ არა.გოგონა ჩუმად ადგა ფეხზე და ნელი ნაბიჯებით წავიდა ოთახისკენ.ისევ უემოციო სახე,ისევ ისეთი უგრძნობი.არასოდეს შეეძლო გრძნობების გამოხატვა,მეზობლებს არასოდეს უნახავთ მისი თვალიდან ჩამოვარდნილი ცრემლი.ყველას მიმართ უხეში და უგულო იყო.ამიტომაც იყო,რომ მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა.მხოლოდ მან შეძლო მისი გაგება.მხოლოდ მან შეძლო მის სიღრმეში ჩამძვრალიყო და სიმართლე გაეგო.მხოლოდ მან შეძლო მისი გული ცოტათი გაელღო,რა თქმა უნდა მის თვალწინ.მისი გული და თვალები ბედნიერებას სიხარულს ბიძის და მისი ოჯახის წინაშე გამოხატავდა.მხოლოდ ეს ორნი იყო ვინაც შეძლო მისი სულის და გულის სიღრმე შეეცნოთ.ოთახში შესულმა პატარა ჩანთში რამოდენიმე საჭირო ნივთი ჩააწყო და სახლი დატოვა.უკან არავინ მიყვებოდა,ყველამ იცოდა მისი უტეხი ხასიათის შესახებ,რაც არ უნდა შეწინააღმდეგებოდათ,მაინც თავსას გაიტანდა.ავტოსადგურამდე ტაქსით მივიდა,იქედან მისი სოფლის ავტობუსს გაჰყვა.სახლში ჩავიდა,სოფლელები ეზოში შეკრებილიყვნენ ყველა გლოვობდა უდიდეს დანაკლისს.ეს ოჯახი ყველას ძალიან უყვარდა.ეზოში შესულმა ხესთან ატუზული ლუკა დაინახა,რომელიც მეგობრებს ესაუბრებოდა.ყურადღება არ მიუქცევია სახლში შევიდა,ნაცნობმა სურნელმა ცხვირში სასიამოვნოდ მოუღიტინა,მაგრამ მალევე შეერია ყვავილების მძაფრი სუნი.მშობლების ცხედრებს ისე დაარტყა წრე,თითქოს ვინმე უცხო ადამინის პანაშვიდზე იმყოფებოდა.სახლიდან გამოვიდა,ყურში რამოდენიმე ჭორიკანას ხმა მოესმა:
„მშობლებს ისე დაუარა თითქოს არც არსებობდნენ“
„არაც არასოდეს ყვარებია ისინი და მეტს რას მოელოდით“
„ისიც არ გამიკვირდება ამ ძუ*ნამ თუ ამოხოცა მთელი ოჯახი“
ასეთი ათასგვარი ფრაზები ისმოდა,რა ტქმა უნდა მის ტვინში არცერთი შესულა.იმ წუთს ძალიან უნდოდა ყველა მათგანი მიეხრჩო და დაისვენებდა,მაგრამ არა,ისიც ეყოფოდა რა ცოდვის დადებასაც აპირებდა.ესეც საკმაოდ საკმარიი იქნებოდა მისთვის.ქუჩაში გასულმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი არემარეს ყველაფერი კარგად დაიმახსოვრა,ბოლოს თვალი ისევ ლუკაზე გაუშტერდა,რომელიც თვალს არ აშორებდა.ორივეს თვალებში იკითხებოდა ის საშინელი ტკივილი,მონატრება და სიძულვილი რასაც ორივე ამდენ ხანს ინახავდა.როგორ უნდოდა ნიას ხელები გაეშალა და ლუკას ჩახუტებოდა,მთელი დღე საშინლად ეტირა მის კალთაში და შემდეგ ბავშვივით ჩასძინებოდა.თავი გაასწორა და გზა გააგრძელა.ყველაზე მეტად ახლა მისი ოჯახის მკვლელების პოვნა სურდა.პირველი რაც უნდა გაეკეთებინა ბრძოლა უნდა ესწავლა,ვინმე კარგი მასწავლებელი ესაჭიროებოდა.რა ცუდია ბევრი მეგობარი რომ არ გყავს?ვინმე ხომ მაინც დაეხმარებოდა?თავში ერთმა აზრმა გაუელვა,მისი კლასელის მამა მონაწილეობდა ბრძოლა წესების გარეშე ან თავად ის კაცი ასწავლიდა ან ვინმე კარგ მასწავლებეს ურჩევდა.ფეხით ავიდა სოფოსთან,მის ძახილზე მალევე გამოვიდა გარეთ.
-ნიაკო?აქ რამ მოგიყვანა?
-ალექსანდრე ბიძიასთან მაქვს საქმე.სახლშია?
-კი ახლავე დავუძახებ.ვიზიარებ შენს მწუხარებას.
-მადლობა.
სოფო მამასთან წავიდა დასაძახებლად.ეზოს თვალი მოავლო,ისევ სეთი ლამაზი და მდიდრული იყო როგორიც ახსოვდა.ათ წლამდე სულ ამ ეზოში თამაშობდნენ,შემდეგ კი ერთმანეთს თითქოს აღარ ელაპარაკებოდნენ.ალექსანდრე მალე გამოვიდა.
-პირველ რიგში ვიზიარებ შენს მწუხარებას.
-მადლობა.
-სოფომ მითხრა საქმე აქვსო.
-დიახ,ვიცი რომ ოდესღაც ბრძოლა წესების გარეშე მონაწილეობდით.
-კი ვმონაწილეობდი.
-მინდა,რომ ჩხუბი ვისწავლო,პირველად თქვენ გამახსენდით,იქნებ იცნობდეთ ისეთ ვინმეს ვინც დამეხმარება?
-ჩხუბის სწავლა რად გინდა?პოლიცია მიხედავს ამ საქმეს.
-არა ძია ალექსანდრე,მათ თვალში ეს საქმე რამოდენიმე თვე იქნება,შემდეგ კი თაროზე შემოდებენ,მე კი ეს არ მაწყობს.ვინც ეს გააკეთა,უნდა დაისაჯოს.მე მხოლოდ დახმარებას გთხოვთ,მითხარით ვინმე,მეტი არაფერი მინდა.
-ჩემს მეგობარს დავურეკავ და ის მოგხედავს.
-სად ცხოვრობს.მისამართი მომეცით და მე მივალ იქ.
-ნომერზე მოგწერ.
-ძალიან დიდი მადლობა.ეს კი ჩემი ნომერია.
-არაფრის.
სახლი ალევე დატოვა,იმ წუთასვე მიიღო მისამართი და თბილისში დაბრუნდა.ბიძამ საკუთარი ანგარიში გაუხსნა და თანხის ნაკლებობას არ განიცდიდა,მართალია არასოდეს გამოუყენებია,მაგრამ ახლა სხვა გზა არ ჰქონდა.იმ ღამით ნაქირავებში დარჩა,ხვალიდან მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლებოდა,უნდა გამხდარიყო ისეთი როგორიც არავინ იყო.მარტო ბრძოლის სწავლა არაფერს ნიშნავდა.ამავდროულად ჰაკერიც უნდა გამხდარიყო.ყველაფერი დასალაგებილი და მოსაგვარებელი ჰქონდა.პირველ რიგში მისი ვინაობა,თუ მის მშობლებს ასე გაუსწორდნენ მასაც მოაკითხავდნენ,მართალია ეს კარგია მათ დასამარცხებლად,მაგრამ ჯერ არა.ჯერ მზად არ არის.მის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია უნდა გაქრეს.ახალი ცხოვრება ჭირდებოდა,ბიძის თვალებში არ უნდა მოხვედრილიყო,თორემ უკან დააბრუნებდა.მეორე მისი ბრძოლის სწავლა იყო.კრივი და კარატეს სწავლა მისთვის არაფერს ნიშნავდა.ძალიან სწრაფი და მოხერხებული უნდა გამხდარიყო,ამისთვის კი ყველაზე კარგი ვარიანტი ჩინეთში ჩასვლა და მათი საბრძოლო ტექნიკას სწავლა იყო.დილით ადრე გაირვიძა,მოემზადა,რომ დიმიტრი ღლონტს შეხვედროდა ბრძოლასთან დაკავშირებით.მალევე აღმოჩნდა შენობასთან სადაც საბრძოლო ილეთებს ასწავლიდნენ.ბრძოლას უფრო ბავშვები სწავლობდნენ ვიდრე დიდები.მაღალი მამაკაცი შემოეგება,რომელმაც დიმიტრის ოთახამდე მიაცილა.
-შემოდი,ალექსანდრე დამიკავშირდა.მოკლედ მითხრა რაღაცეები,კონკრეტულად შენ მოყევი.
-ბრძოლის სწავლა მინდა.
-არანაირი პრობლემა არ არის აქ გასწავლი.
-მე იმას ვგულისხმობ რომ საქართველოში არ მინდა.
-სად გინდა?
-გუშინ ღამით ვიფიქრე და მგონი ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი ჩინეთში წასვლა და მათი საბრძოლო ტექნიკის სწავლაა.
-ძალიან კარგია,მაგრამ ეს უკვე უმაღლესი საფეხურია,შენ კი ჯერ მზად არ ხარ.საერთოდ ერთი ილეთიც იცი?
-საერთოდ არ ვიცი.
-მაშინ ასე მოვიქცეთ,სამი-ოთხი თვე აქ დარჩი,თურაღაცეებს გასწავლი,თუ შეხედავ,რომ მზად ხარ წადი.
-კარგით,კიდევ რაღაც უნდა გკითხოთ.
-გისმენ.
-როგორც წესი ბრძოლა წესების გარეშე არალეგალურია და ის საშიშ ხალხთანაა დაკავშირებული.
-სწორია და რაში გაინტერესებს?
-მაინტერესებს იცნობთ თუ არა ისეთ ვინმეს ვინც დამეხმარება სახელის შეცვლაში და ახალ პირადობაში?
-სახელის შეცვლა კანონიერედაც შეგიძლია.
-ვიცი,მაგრამ მინდა,რომ ჩემს შესახებ ყველაფერი გაქრეს.მინდა,რომ ჩემი წარსული განადგურდეს.
-გინდა ახალი ადამიანი შეიქმნას შენი სახით?
-დიახ.
-ვიცნობ რამდენიმეს,მათ მისამართს მოგცემ,მაგრამ ჩემი სახელი არ ახსენო.დიდი ხნის წინ წამოვედი და არ მინდა ჩემზე რაიმე გაიგონ.
-აუცილებლად.
-შეგვიძლია დღესვე დავიწყოთ ვარჯიში.
-დღესვე?
-ბავშევბთან ერთად დადექი.
-თანხა?
-ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ,ეხლა მათთან ერთად დადექი და ელემენტრალურის სწავლა დავიწყოთ.


როგორი უცნაურია ცხოვრება,ადამიანს უამრავ თავგადასავალს გიმზადებს,ზოგიერთი ისეთი საინტერესო და მაცდუნებელია,რომ გაურკვევლად ეხვევი მახეში.შემდეგ გაგთელავს,გაგანადგურებას ყოველნაირ ძალას,სულიერ სიმშვიდეს,სიყვარულს,ბედნიერებას და სიხარულს ერთიანად გამოგაცლის.შენგან მოსიარულე ურჩხულს შექმნის,რომლის დანახვაც ყველაში ზიზღს იწვევს.არცერთი არ გადმოდგამს ნაბიჯს დახმარების ხელის გამოსაწოდებლად,არადა თვითონაც ამ დღეში მალე ჩავარდება,თვითონაც იგრძნობს ამ ტკივილს.მაშინ კი ნამდვილად ინანებს თავის საქციელს.“-ნეტავ რატომ არ დავეხმარე?მან ხომ ბევრი რამ იცის ცხოვრებაზე?ის ხომ დამეხმარებოდა?“ ასეთ უამრავ შეკითხვას დაუსვამს საკუთარ თავს და ეცდები სხვებსაც დაეხმაროს,მაგრამ სხვებიც ისივე კრავენ ხელს,როგორც მან კრა ოდესღაც.შეიძლება გამოსცადო ტანჯვა და ტკივილი,მაგრამ ვერაფერი დაგაკლოს.პირიქით,შენ უფრო გაძლიერდები და ახალ ნაბიჯებს გადადგამ ცხოვრების თავხედური ჩარევის ამოსაფხვრელად.ის ამას ვერ ითვალისწინებს,კიდევ ცდილობს გაგათელოს,მაგრამ ვერ შეძლებს,ერთხელ თუ დაამარცხე,შემდეგ სწავლობ მასთან გამკლავების წესებს და ადვილად ამარცხებ,მალე კი შენს ფეხებთან გართხმულია და თავად რჩება განადგურებული.ცხოვრების ახალ სამიზნეს კი ნია წარმოადგენდა,რომელსაც ჯერ მცირედი გამოცდა მოუწყო,როდესაც მეგობრების შეძენის სურვილი წაართვა,წააართვა სხვების მიმართ სიყვარულის გამოხატვა,მაგრამ როდესაც შეხედა ძლიერდებოდა და წინ მიიწევდა,ცხოვრებამ ოჯახი წაართვა.ის რაც მის საყრდენს წარმოადგენდა,შესაძლოა არ ამხელდა,მაგრამ ისინი სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და მზად იყო მათთვის სიცოცხლეც კი გაეწირა.ცხოვრებასაც ეგონა დააჩოქებდა და დაიმონებდა.მის წინ მუხლმოდრეკილ ნიას ისე გადაუვლიდა ურჩუბისთვის ვეღარსოდეს გასწორებულიყო,მაგრამ შეცდა.ამჯერადაც ნიამ აჯობა,კიდევ ერთხელ გადაუარა მის შემზარავ წესეს.კიდევ ერთხელ გათელა მისი მცნებები.რა თქმა უნდა არ დაუშვებს ნიას გამარჯვებას და კიდევ ბევრ საფრთხეს შეუქმნის,მაგრამ ის არ იცის,რომ უკვე დამარცხდა და მისი ყველა სუსტი წერტილი გათქვა.
ნია ბავშვებთნ ერთად დადგა კარატის მასწავლებელთან,ძალიან მარტივ ილეთებს სწავლობდა,ძალიან მობეზრდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,მიზნის მიეღწევისთვის თავდაუზოგავი შრომა იყო საჭირო.ნელ-ნელა უფრო გამხიარულდა,როდესაც ბავშვების შეძახილები და ყიჟინა ისმოდა.ძალიან მონდომებული იყო და მალევე შითვისა ილეთები.საათნახევრიანი შეუსვენებელი ვარჯიშის შემდეგ ,როგორც იქნა მწვრთნელმა შეასვენა.ხელცანთიდან წ*ლით სავსე მწვანე ბოთლი ამოიღო და მოიყუდა,სულ მოუთქმელად დალია.პატარა ბავშვი აშტერედებოდა,ნიამ იგრძნო,მაგრამ არ შეიმჩნია,ბავშვიც არ მოეშვა.
-რამე გინდა პატარავ?
-თვქენც სკოლაში გჯაბნიან და ამიტომ სწავლობთ კარატეს?
-ჰო სკოლაში მჯაბნიან და ჭკუა უნდა ვასსწავლო,შემდეგ სხვებს,რომ არ მოექცნენ ცუდად.
-მეც მინდა სხვების დაცვა,განსკაუთრებით მარის.
-მარი ვინ არის?
-ჩემს სკოლაში ერთი გოგონაა,ძალიან ლამაზია და მომწონს.ვიცი,რომ მასაც მოვწონვარ.
-მაშინ ყვავილები აჩუქე,გოგონებს ძალიან უყვართ მინდვრის ყვავილები.
-მართლა?
-რა თქმა უნდა.
-შენც გიყვარს?
-კი მეც მიყვარს.
-მაშინ შენც მოგიტან და მარისაც მივუტან.
-უთქვამთ,რომ ძალიან საყვარელი ბავშვი ხარ?
-არასოდეს,ყველა მახინჯს და უშნოს მეძახის.არც ვიცი ეს სიტყვები რას ნიშნას,მაგრამ ვხვდები,რომ ცუდია.
-ძალიან ცუდი სიტყვებია და მათ რამეს ეუბნები?
-არაფერს,ჩემთვის ჩუმად მივდივარ.
-არა,ეგრე არ შეიძლება,ვინც ეგრე გეძახის მიდი და ცხვირში მაგრად დაარტყი.
-მამიკოც მაგას მეუბნება.
-ხოდა დაუჯერე მამიკოს,ის ცუდს არ გეტყვის.
-მე შენ ძალიან მომწონხარ.ბავშვმა ლოყაზე აკოცა და გარეთ გაიქცა.თავისდაუნებურად გაეღიმა,ბავშვები ძალიან უყვარდა.მათთან არასოდეს უჭირდა თავისი გრძნობების გამჟღავნება.ბავშვები მისი სიცოცხლის ყველაზე ნათელი წერტილი იყო,მხოლოდ მათ შეეძლოთ ამ უდრეკი ადამიანის სახეზე ღიმილი გამოესახათ.ძალიან გაუხარდა ამ პატარა ბიჭთან საერთო ენის გამონახვა.პირველი დღის ვარჯიში ძალიან მარტივი ეგონა,მაგრამ შეცდა სახლს მისულს ხელები და ფეხები ისე ტკიოდა ვეღარ ინძრეოდა.ტკივილგამაყუჩებლების მთელი კოლოფი დალია და მდივანზე ჩაეძინა,სანამ კარზე ზარმა არ გამოაფხიზლა.კარებში ის პატარა ბიჭი იდგა,რომელიც ვარჯიშის დროს გამოელაპარაკა.
-რამე გინდა პატარა?
-შეიძლება დღეს შენთან დავრჩე?ძალიან გაუკვრდა ბიჭუნამ საიდან გაიგო მისი მისამართი ან მასთნ რატომ უნდა დარჩენილიყო?ამ შეკითხვებს მოგვიანებით გასცემდა პასუხს,მანამდე კი ბიჭუნა სახლში შემოუშვა.
-მართლა მე რომ შენი სახელი არ ვიცი?
-მე ნია მქვია შენ რა გქვია?
-მე ნიკოლოზი მქვია.
-ჩემი სახლის მისამართი საიდან იცი?
-როდესაც დარბაზიდან გამოხვედით უკან გამოგყევით.
-რატომ?
-იცით?მე არავინ მელაპარაკება.როგორც კი დამინახავენ მაშინვე გარბიან ჩემგან.
-რატომ შენ ხომ ძალიან საყვარელი ბიჭი ხარ?
-შეიძლება საყვარელი ვარ მაგრამ მთელ დღეს ქუჩაში მათხოვრობაში ვატარებ.სახლში მისულს კი მამაჩემი მართმევს ფულს და მცემს.შენ კიდე დღეს ძალიან კარგად მომექეცი ვიფიქრე,რომ დღეს შენთან დამტოვებდი,თუ არ დამტოვებ მაგასაც გავიგებ.
-არა ჩემო პატარა,შეგიძლია იქამდე დარჩე სანამდეც მოგინდება.
-ანუ დავრჩე?
-ჰო დარჩი,მაინც მარტო ვცხოვრობ.აი ამ ოთახში დაიძინებ შენ,თუ შეგეშინდება შეგიძლია ჩემთან მოხვიდე.
-ძალიან დიდი მადლობა.
ისედაც დაღლილის მარტოობისგან ეს ბავში ცხოვრების საჩუქრად მიაჩნდა.ბავშვები ყოველთვის უყვარდა,ეს ბავშვი კი მის თავს ახსენებდა.შეიძლება ვინმე არ სცემდა,მაგრამ მასავით გარიყული იყო საზოგადოებისგან.ნანობდა ყოველ წუთს,მეგობრების გარეშე გატარებულ დროს.მთელი ერთი ბავშვებთან ერთად ვარჯიშეობდა,სწრაფად აითვისა ილეთები და დიმიტრი იძულებული გახდა,შედარებით უფრო ძლიერ გუნდში გადაეყვანა.მისი საბუთები ერთ თვეში იქნებოდა მზად.ერთი თვის შემდეგ ახალი ადამაინი იქნებოდა,მართალია მისი მიზნები არ შეიცვლებოდა,მაგრამ მისი წარსულის რაღაც მომენტები გაქრებოდა.ნიკოლოზი გოგონამ თავისთან დაიტოვა.ყველანაირად ზრუნავდა მასზე.ბავშვი ორი დღე არ ჩანდა,არც კარატაზე მისულა ძალიან ნერვიულობდა.ბავშვს ძებნა დაუწყო მთელი ერთი კვირა ეძება,მაგრამ ვერ იპოვა.საღამოს პარკში სეირნობდა,როდესაც დაინახა ნიკოლოზი როგორ მიდიოდა ერთ-ერთი ბინისკენ.ბავშვს უკან გაჰყვა,ერთ-ერთში შევიდა,საიდანაც ყვირილის და გინების ხმა გამოდიოდა,რომელსაც ბავშვის ტირილი ერეოდა.კარები მთელი შეგლიჯათ,სადაც მამაკაცი ქამრით გამეტებით სცემდა ნიკოლოზს,ბიჭს ტუჩიდან და წარბიდან სისხლი მოსდიოდა.არცერთ მეზობელს არ აწუხებდა ბავშვის მწარე ქვითინი,არცერთი კარი არ გაღებულა და არავინ დახმარებია.მდიდარი მამიკოს შვილი რომ ყოფილიყო ხომ კარგად მიეხმარებოდნენ?ნიამ კაცს ხელი დაავლო და მთელი ძალით გადააგდო უკან,ბავშვი ხელში აიყვანა და კარებისკენ წავიდა,მამაკაცი თავს დაესხა და მთელი ძალით გადაარტყა ბეჭბეზე ქამარი,ნიამ ბავშვი ძირს დასვა და მთელი ძალით დაარტყა მუჭი სახეში,მუცელშიც ამოარტყა და იქაურობა ბავშვთან ერთად დატოვა.ბიჭი მთელი გზა გულზე აკრული სლუკუნებდა.ტუჩი საშინლად სტკიოდა.იმ ღამით თავისთან დაიწვინა,ბავშვს მშვიდად ეძინა,სახე კი ისე ჰქონდა დამახინჯებული გეგონებოდა თითქოს ოთხმოცი წლის კაცი ყოფილიყოს.მთელი ღამე ვერ დაიძინა ნიამ პატარა ბიჭს ეფერებოდა სახეზე თან მალამოს ადებდა,რომ მალე მოშუშებოდა.რაც შეიძლება მალე უნდა აეღო ახალი საბუთები და ეს ბიჭი ეშვილა,თორემ ვინ იცის ის კაცი რა საშინელებას ჩაიდენდა.ცხოვრებამ ნიასთვის საჩუქარი გაიმეტა და მას სიხარული აჩუქა,მაგრამ ის მოღალე ნაბ*ჭვარია,ვინ იცის რა მიზნებისთვის იყენებს ამ პატარა უცოდველ ბავშვს.დიდი ტანჯვით გავიდა ერთი თვე,დადგა დღე,როდესაც მის ნანატრ ცხოვრებას მიიღებდა.
-ბატონი დიმიტრი გეძახით.
-მადლობა,ღრმად ჩაისუნთქა და კაბინეტში შევიდა.-მითხრეს გიბარებდათო.
-მოდი დაჯექი.შენი საბუთები უკვე მზადაა,კიდევ ერთხელ გახდი საქართველოს მოქალაქე.შენი სახელი და გვარი იქნება ანასტასია ჯაყელი,ამ პირადობის მიხედვით შენ ახლა ოცდაერთი წლის ხარ და არა ცხრამეტის.რაც შეეხება შენ მშობლებს მათ ანა წერეთელი და კოსნტანტინე ჯაყელი ჰქვიათ,ისინი ოთხი წლის წინ გარდაიცვალნენ ავტოავარიის დროს,არ გყავს დედმამიშვილები.ეს არის შენი ახალი ისტორია,გარდა ამისა,გაქვს საცხოვრებელი ინგლისში,კერძოდ შოტლანდიაში.
-ძალიან დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი.არავინ დამეხმარებდა ისე როგორც თქვენ.
-ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს.ვარჯიშის საქმე როგორ მიდის?
-სიმართლე გითხრათ მინდა,რომ უფრო ძლიერ ჯგუფში გადამიყვანოთ ან იმათ ჯგუფში ვინც გაგყვათ საბრძოლველად?ძალიან მალე ვითვისებ და მერე ხელებს ტყუილა ვიქნევ აქეთ-იქით.
-მწვრთნელებს ვკითხავ და თუ დამთანხმდებიან გადაგიყვან და თუ მართლა ამ ტემპით სწავლობ ყველაფერს მაშინ კრივის ტექნიკის სწავლაც უნდა დაგაწყებიო და შემდეგ ერთი-ორჯერ გაგიყვან აკრძალულ ბრძოლებზე,რომ გადავამოწმოთ შენი ბრძოლის ტექნიკა და სიძლიერე.თანახმა ხარ?
-თანახმა ვარ.
ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა,ხუთ თვეში აითვისა კრივი და კარატე.ნიკოლოზი ტავისთან გადაიყვანა იმდენი მოახარხე მამისს სასამართლოს წყალობით წაართვა და იშვილა,ნიკოლოზი და ნია ძალიან კარგ დროს ატარებდნენ ერთად.ნიკოლოზმაც იცოდა,რომ აწი ანასტასია ერქვა და არა ნია,სთხოვა,რომ ქუჩაში ნია მისთვის არასოდეს დაეძახებინა.რინგზე საბრძოლველად თითქმის მზად იყო,მაგრამ რაღც უშლიდა ხელს.თავის თავში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო,დიმიტრი არ ეუბნებოდა ვის უნდა შებრძოლებოდა,თორემ მასზე რაღაცას მაინც გაარკვევდა და სუსტ წერტილებს ისწავლიდა.დიმამ წესები აუხსნა,რომელიც მაინც ახასიათებდა ამ ბრძოლას.ამ ბრძოლას MMA-ს ეძახდნენ,რომელზეც საკმაოდ მკაცრი წესები და შეზღუდვები მოქმედებს.აკრძალულია კბენა,დარტყმა საკვერცხეებში(ქალებისთვის),კისერში,კეფაზე,ხერხემალში,თვალში,ყურში,პირში,ნესტოებსა და სხვა დაუცველ ადგილებზე.ყველა წესი დაიმახსოვრა,მაგრამ მის ფსიქოლოგიაზე საშინლად მოქმედებდა მოწინააღმდის შეუცნობლობა.პირველ ბრძოლას მართავდა ძალიან ცუდად იყო,შინაგად ყველა ტკივილს გრძნობდა,სხეულის ნაწილები დაბუჟებული ჰქონდა.მზად იყო,მაგრამ მაინც ეშინოდა.პირველად გრძობდა ამ წყეულ გრძნობას,პირვეულად ეშინოდა რაღაცის.დიმიტრიმ ბრძოლის წინ გაამხნევა და რინგზე გააცილა.უყურებდა გოგონას ,რომელიც თავს გამეტებით იცავდა.მისგან ჯერჯერობით არცერთი დარტყმა წამოსულა,ტითქოს რაღაცას ელოდა,მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ შოკში იმყოფებოდა.პირველი რაუნდიც დასრულდა,მართალია ნია არ დაცემულა,მაგრამ ხელები ჰქონდა საშინლად მდგომარეობაში,მეორე რაუნდში საშინლად გამოსწორდა,მოწინააღმდეგეს ჯერ მარჯვნიდან,მერე მარცხნიდან,რამდენიმეჯერ დაარტყა ასე,შემდეგ კი გამეტებით ამოარტყა და ნოკაუტში ჩააგდო.გონგის ხმა გაისმა ნიამ გაიმარჯვა.თავდაუჯერებელი გოგონა მალე უშიშარ და მამაც გოგოდ იქცა.მის სახეზე გამარჯვების ღიმილი იყო გამოსახული.ნელ-ნელა მიიწევდა იმ მწვერვალისკენ,რომელიც დაისახა.სახლში ბედნიერებით აღსავსემ შეაბიჯა,ნიკოლოზი ახალ დედიკოს მაგრად ჩაეხუტა.რაც ამ ცხოვრებას უხალისებდა ნიკოლოზი და მისი წარმატება იყო.ამ თვეების განმავლობაში არცერთ გამომძიებელს არ გამოუძიებია მისი მშობლების სიკვდილი,არავინ დაინტერესებულა ამ საქმით.მათი საქმე თაროზე შემოდეს,მას მხოლოდ მტვერი და ობობები ნახულობდნენ,რომლებისთვისაც შესანიშნავ სახლს წარმოადგენდა.


ნია ნელ-ნელა იხვეწებოდა საბრძოლო სტილში,მაგრამ რაც არ ამშვიდებდა მისი დაუხვეწელობა იყო.მიაჩნდა,რომ ბრძოლაში ჯერ კიდევ არ იყო გაწვრთნილი.შეიძლება პირველი და მეორე ბრძოლები მოიგო,მაგრამ არ იცოდა მესამეზე რა მოხდებოდა.როდესაც მათი მომავალი მოწინააღმდეგეების შესახებ გაიგო თუ რამდენად ბევრი აკლდა მათ დონემდე.მართალია სწრაფად ისწავლა ყველაფერი,მაგრამ მხოლოდ კარატე და კრივი,თითოეული მათგანი კი კარგად იყო გაწვრთნილი ძიუდოში.საბოლოოდ გადაწყვიტა ევლო ძიუდოდზე და შემდეგ წასულიყო ჩინეთში,სადაც უკვე კარგად შეისწავლიდა საბრძოლო ტექნიკის უმაღლეს ფაზას.მას შემდეგ კი ყველაზე ძლიერი იქნებოდა,მისი გამოთვლებით საშუალოდ ორი წელი მაინც დასჭირდებოდა მის წვრთნას,მაგრამ უღირდა,თუ შეძლებდა და ამოუცნობ მტერს დაამარცხებდა რატომაც არა.კიდევ ერთი,რამ რაც უნდა ესწავლა ჰაკერობა იყო.ნამდვილად არ სურდა მის გვერდით ყოფილიყო ვინმე ვინც შეძლებდა ფულის სანაცვლოდ გაეყიდა მისი ინფორმაცია.ყველაფერი მხოლოდ მას უნდა გაეკეთებინა და ამ საქმეში არავინ გაერია.ერთადერთი ვიზეც ნერვიულობდა ნიკოლოზი იყო,არ იცოდა ბავშვი სად უნდა დაეტოვებინა ან კი ვინმე დაიტოვებდა?ამ გადაწყვეტილებაზეც უნდა ეფიქრა,მხოლოდ ისეთ ადამიანთან დატოვებდა ვინც მას დაიცავდა,ასეთი კი მხოლოდ დიმიტრი,რაღაცნაირად უნდა შეეპარებინა მისთვის და ბავშვი დაეტოვებინა.ერთი წელი გაატარა საქართველოში,რაც სჭირდებოდა ყველაფერი ისწავლა,ბავშვი დიმასთან დატოვა და აეროპორტში ელოდა მისი ჩასხდომის რიგს.თვითმფრინავში ჩამჯდარი ნერვიულობდა არ უნდოდა ბიჭუნას მარტო დატოვება,გულით და სულით მასთან იყო.ჩინეთში ერთ-ერთ სოფელში ჩავიდა გადაწყვიტა ბერებთან მისულიყო და მათთან ესწავლა,ისინი უფრო გამსჭვალულები არიან საბრძოლო ტექნიკაში ვიდრე ჩვეულებრივი მებრძოლები,წინათ ისინი ასწავლიდნენ,მათთან სიმშვიდე და სიწყნარე იქნებოდა.ერთადერთი რაც დასჭირდებოდა ქალაქში ჩამსვლა და ჰაკერის მოძებნა იქნებოდა.მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შეძლო იანის ჩინეთში ერთ-ერთი საუკეთსო ჰაკერის მოძებნა.არც ისე მარტივი აღმოჩნდა მისი დათანხმება,მაგრამ როდესაც ფული გჭირდება ყველაფერზე ხარ წამსვლელი.ნიას უფლება არ ჰქონდა ბერებთა სამყოფელში ყოფილიყო,ამიტომ მას მათი ერთ-ერთი მოწაფე წვრთინიდა.ძალიან კარგი მოწაფე გამოდგა არა მარტო ბრძოლაში,არამედ ჰაკერობაში,იანმა ერთ-ერთი ჩინური მსხვილი ბანკის გატეხვა დაავალა,რომელიც ჯერ ვერცერთმა გატეხა.იანს მასზე გახუმრება სურდა,მაგრამ როდესაც ნიამ გატეხა და მიზანი შეასრულა იანი გაშტერებული უყურებდა.თვალებს ვერ უჯერებდა.მისი შემდეგი ნაბიჯი იმ ადამიანების მოძებნა იყო ვინც მისი ოჯახი ამოხოცა.მათ შესახებ მცირე დეტალიც კი არ იცოდა.უკან საქართველოში მის სოფელში უნდა დაბრუნებულიყო და მათზე რამე მაინც ეპოვა.დღეები უბრალოდ მიყვებოდა ერთანეთს ვერაფერ საინტერესოს და გამოსადეგს ვერ გებულობდა,ვერც ნიკოს უკავშირდებოდა არადა როგორ ენატრებოდა პატარა ვაჟკაცი.იანი უყურებდა,როგორ მოწყენილი,გაბრაზებული და სახეზე ათასგვარი ემოციებით დადიოდა.
-ქალბატონო ანასტასია ვიცი არც ისე სანდო პირი ვარ,მაგრამ იქნებ გამანდოთ რა გჭირთ,იქნებ შემიძლია თქვენი დახმარება.
-მადლობა იან მაგრამ შენ ვერ დამეხმარები.
-იქნებ შემიძლია,ჩემს შესაძლებლობს ასე ცუდად რატომ აღიქვამ?
-ცუდად?მაშინ ჰაკერად არ აგარჩევდი.
-მე ჰაკერობა არ მიგულისხმია,სანამ აქამდე მივიდოდი ჩინურ დაზვერვაში ვმუშაობდი.შემდეგ კი საგამოძიება სისტემაში,ახლა ჰაკერი ვარ.თუ გგონია ფულის გამო ყველაფერს გავაკეთებ და შენს ნატქვამს სააშკარაოზე გავიტან ცდები,შეგიძლია მენდო,რაც შემიძლია მაქსიმალურად დაგეხმარები.
-მაშინ შენთვის სიმართლის თქმა მომიწევს და ეს არ მინდა.
-თქვი,ყველას აქვს საიდუმლო,რომლის გახელაც არ სურს,მაგრამ დგება დრო როდესაც მაინც გამოაშკარავდება.მე გისმენ.
-ჩემი მშობლების მკვლელს ვეძებ,მათ შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი.პირველ რიგში თუ დამეხმარები ნდა იცოდე ჩემი ნამდვილი სახელი,მაგრამ ვფიქრობ არაფერში გამოგადგება.
-რატომ?
-ჩემზე ყველაფერი წავშალე,ყველანაირი ინფორმაცია.
-ეგ არ არის პრობლემა შენი ფოტოსურათით მოვძებნე შეზე საჭირო ინფრომაციას.
-გასაგებია.
-მაშინ გადავიღოთ ფოტო და დავიწყებ ძებნას.
მალე მსოფლიოს ბაზებში ეძებდნენ მის შესახებ ინფორმაციას,პირველად საქართველოში ნახეს,ღა თქმა უნდა მასზე ყველაფერი წაშლილი იყო,იანმა მისი ფოტო მსოფლიოს ბაზებში დატოვა ჩაგდებული,მთელი ნახევარი საათი ვერაფერი გაიგეს,შემდეგ კი თითქოს და*კიდეს და ყურადღებას აღარ აქცევდნენ,როდესაც ფოტო გაჩერდა.ფოტო ბრიტანელ გოგონაზე გაჩერდა,რომელიც ჩვიდმეტი წლის დაკარგული იყო,ორი წლის ასაკში მოიტაცეს და მას შემდეგ ეძებდნენ.არც ამას ენდვნენ გადაწყვიტეს ანაბეჭდით შეემოწმებინათ,ფოტო მაინც შეიძლება შემცდარიყო,ბოლო-ბოლო ბავშვი ორი წლის იყო და სხვისასაც შეიძლება დამთხვეოდა,მაგრამ როდესაც ანაბეჭდიც დაემთხვა ნია შოკში ჩავარდა.პოლიციამ ყველა ღონე იხმარა გოგონას დასაბრუნებლად.გოგონა სახელად ამელია შოტლანდიაში მცხოვრები ბიზნესმენის შვილი იყო.ნიას ფეხებში ძალა წაერთვა,ვერ იჯერებდა რასაც კითხულობდა.ნუთუ მართლა მოიტაცეს და საქართველოში გააშვილეს?ნუთუ ამდენი წელი ტყუილში ცხოვრობდა?ხომ შეიძლება მისი მშობლებიც გარეულნი იყვნენ ამ საქმეში?არა ისინი ისეთი კეთილები იყვნენ,რომ შეუძლებელია მათ ვინმე მოეტაცებინათ ან თუნდაც ოჯახისთვის დაეშორებინათ.მათ იცოდნენ რას ნიშნავს შვილის დაკარგვა ისინი ამას არ გააკეთებდნენ.მუხლებზე დაეცა,თვალებიდან ცრემლის ნასახიც კი არ ჩამოსდიოდა.უბრალოდ ფიქრობდა,რა მოხდებოდა რომ არ წამოეყვანათ.ვერ შეხვდებოდა ამ ადამიანებს,ვერ იგრძნობდა იმ სიყვარულს,რომელსაც მშობლები აძლევდნენ.ვერ იპოვიდა ლუკას,რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა.რომ არ წამოსულიყო შესაძლოა უფრო მეტი მეგობარი ჰოლოდა,მაგრამ მხოლოდ ფულის და პრესტიჟის გამო.აქ კი მან ნამდვილი მეგობრობის გემო გაიგო.მაგრამ არც ნამდვილი მშობლების დაკარგვა უნდოდა,ვინ იცის ამდენი წელი როგორ იტანჯებოდნენ ქალიშვილის ძებნით,ალბათ ისიც უთხრე,რომ მოუკლეს.
მისი მშობლების მკვლელები ის ადამიანები იქნებიან ვინც ოდესღაც მოიტაცა და მშობლებს დააშორა,მაგრამ რას ერჩიან მას?რა დააშავა ორი წლის ბავშვმა როომ მოიტაცეს?ალბათ მშობლების გამო,ამით კი შეძლებს მათ პოვნას.ამ ინფორმაციით მკვლელთა რაოდენობა შემცირდა.ათას რამეზე ფიქრობდა ნიას გონება.ყველაზე უდრეკი და უგრძნობი ადამიანიც კი გრძნობდა ამ საშინელ ტკივილს.ტირილი უნდოდა,მაგრამ ვერ ტიროდა.იგრძნო,როგორ მოეხვია იანის მკლავები,მხოლოდ მაშინ მისცა თავს ბოლო ხმაზე ეტირა.გაუჩერებლად ტიროდა,იანის გულზე თავი ჰქონდა მიდებული და ბოლომდე დაიცალა.იანი თავზე კოცნიდა,მის დამშვიდებას სიტყვებით არ ცდილობდა,იცოდა,რასაც გრძნობდა,იცოდა ამ წუთს ვერაფერი დაამშვიდებდა.საშინლად გრძნობდა თავს,როგორ უნდოდა,სამყარადონ გამქრალიყო და ეს საშინელი ტკივილი არ ეგრძნო,რომელიც გულს ასე საშინლად უნაწევრებდა.ნახევარი საათის მანძილზე ტიროდა იანის გულზე,მთელი მაისური დაუსველა,ამდენი წლის ემოცია,ტკივილი,მოანტრება,სიყვარული,იმედი ერთ დღეს ამოიღო.ტირილისგან დაღლილსჩაეძინა,იანმა საწოლში ჩააწვინა,ნიას მის მკლავზე ხელი ისე ჰქონდა ჩაჭიდებული ალბათ მალე ხელს მოტეხდა.როგორც კი იგრძნო იანი მიდიოდა უფრო მეტად მოუჭირა და ხელი გულში ჩაიხუტა.იანიც მის ნებას დაყვა და ღამე მასთან დაიძინა.უნებურად ეფერებოდა ნიას წაბლისფერ თმებზე,რომელიც საშინლად რბილი მოეჩვენა,მისი თმების სუნს ბოლომდე შეიგრძნობდა.პატარა ბავშვივით ეძინა მის გულზე,ტუჩები საყვარლად გაბუსხოდა,იანს კოცნისკენ იწვევდა,მაგრამ ვერ ბედავდა,იქნებ არ სურდა ნიას.დაუკითხავად ვერ გაბედავდა და კოცნას ვერ მოპარავდა ან იქნებ მოეპარა,მაინც ხომ ვერ გაიგებდა?არა,ცუდი აზრების მოსაშორებლად თავი გააქნია და დაიძინა.დილით ნიას გაეღვიძა იანზე ადრე,ახლა ის უყურებდა მძირა იანს,რომელსაც მთელი ღამე ერთ პოზაში ეძინა.ძალიან ეწყინა,რომ ამის მიზეზი თვითონ იყო,მაგრამ წყენამ და საკუთარი თავის თვითგვემამ მაშნვე გაუარა როგორც კი მის ტუჩებს შეხედა.ბიჭისთვის არასოდეს უკოცნია,არც სურვილი გაჩენია,ყოველთვის ბოროტი თვალით უყურებდა,ადგებოდა და დიდი სიამოვნებით ჩაარტყამდა რაღაცას ოღონდ მათ არ შეხებოდა,ეხლა კი საშინლად უნდოდა.ზემოთ ნელა აიწია,არ უფიქრია,რომ იანს არ სურდა ან სულაც ეღვიძა.რას შეამჩნევდა იანის წვრილი თვალებიდან,ჩუმად მიეპარა მსხვერპლს და აკოცა,უფრო ტუჩები შეახო.მართალია არ უკოცნია,მაგრამ სასიამოვნოდ მოეჩვენა,თავი ზემოთ არც აუწევია.ძალიან გამოუცდელი იყო და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.მხოლოდ ტუჩებს ახებდა,როდესაც უკან დაიხია იანმა წელზე მოკიდა და თავისკენ მიიზიდა.ტუჩებზე დააცხრა,ნია ზემოდან მოექცა,ცდილობდა აყოლოდა,მაგრამ მაინც არ გამოუდიოდა.იანმა ითავა საკუთარ თავზე,მალე კი იმ სიამოვნების მორევში იყო,რომელსაც ასე საშინლად ვერ იტანდა.წყვილებზე გული ეროდა და რაც შეიძლებოდა შორს გარბოდა მათგან.ახლა კი თავად იყო ტყვე,მხოლოდ მაშინ მიხვდა „ორი დღის“ გაცნობილთან რა გრძნობაც აკავშირებდა.აქამდე ყველა გრძნობა გამოცდილი ჰქონდა გარდა სიყვარულისა,ახლა გულში უღიტინებდა,მუცელში ჭიები სასიამოვნოდ დარბოდნენ.აღარ სურდა მოცილებოდა,მაგრამ უაჰერობამ შეაწუხა,როდესაც თავი ასწია კიდევ ერთი გღძნობა დაეუფლა,სირცხვილის გრძნობა,ლოყები საშინლად ეწვოდა,არასოდეს არავის რცხვენოდა ახლა კი სად შემძვრალიყო არ იცოდა.ერთადერთი მშვიდი დასამალი იანის კისერი მოძებნა.ცხვირს მის კისერს უხახნებდა და ბოლომდე შეიგრძნობდა უცნაურ სუნს,რომელიც აბ ბიჭს ყოველთვის თნ ახლდა.პირველივე დღიდან ასეთი სუნი ჰქონდა,არც წყლის,არც შამპუნის,არც ჭუჭყის,არც სუნამოს,რაღაც სხვა,დიდი ხნის ძებნის შემდეგ მიაკვლია ბუნების სუნი,საშინელი მიწის სუნი ასდიოდა,თითქოს მიწაში იწვა და იქედან ახალი წამომდგარი იყოს.ზუსტად ისეთი სუნი ასდიოდა,როგორც გაზაფხულზე ასდის მიწას,მცენარეებს და ბუნებას.საშინლად მოსწონდა ეს სუნი,მიაგნო ადამიანს იგივე გრძნობებით რაც მას გააჩნდა.მთელი დღე შეეძლო ასე ყოფილიყო,მაგრამ საქმე არ აძლევდა მოსვენებას.მისი მისწრაფებები ახლა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო,სიყვარულისთვის და გართობისთვის დროს ყოველთვის მოძებნიდა,მაგრამ არა ახლა.საწოლიდან წამოხტა და აბაზანაში შევარდა.იანსაც არ გაკვირვებია მისი,უკვე უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს.ისევ ლეპტოპს მიუჯდნენ და ბილეთბი დაჯავშნენს ბრიტანეთის მიმართულებით შოტლანდიაში იქედან გადავიდოდნენ.პირველ რიგში მის ძველ ოჯახში უნდა მოხვედრილიყო და როგორმე სიმართლე გაეგო.თვითმფრინავში მოუსვენრად იმყოფებოდა,მთელი გზა ფიქრობდა როგორ უნდა მოხვედრილიყო ოჯახში ისე,რომ არავის ეეჭვა,იქნებ ირდაპირ ეთქვა,მაგრამ არა,რაღაც უნდა მოეფექრია.დეტექტივი,ყველაზე მეტად ახლა მათ დეტექტივი სჭირდებოდათ,ჩასვლისთანავე იანმა ნიას ბიოგრაფიაში ჩაამატა,რომ პროფესიით დეტექტივი იყო.მაღაზიებში გაიქცა,რაც შეიძლებოდა ფორმალური ტანსაცმელი იყიდა და შოტლანდიაში გასამგზავრებლად მოემზადა.ღამით ჰოტელში დარჩნენ,ცალ-ცალკე ოთახები აარჩიეს,მაგრამ ნიამ არ ისურვა მარტო ყფნა,ჩაძინებულ ინას შეუძვრა და გვერდით მიუწვა.თავი გულზე დაადო და მშივიდად დაეძინა.პირველად და უკანასკნელად ალბათ ხუთი თვის ასაკში გაიღიმა.მას შემდეგ მის სახეს ღიმილი არ მიკარებია,არც ბედნიერი ყოფილა,ყოველთვის მოღუშული და უბედურის შთაბეჭდუილებიით დადიოდა.ახლა კი იანს გულზე მძინარეს სახიდან ღიმილი არ შორდებოდა.მძინარეც კი ბედნიერებას ასხივებდა.დილით იანმა გაიღვიძა,თმებზე დაუწყო მოფერება,ზემოთ ვერ დგებოდა არ სურდა გოგონა გაეღვიძებინა.დილით გემრიელი საუზმე მიირთვეს და ავტობუსს გაყვნენ შოტლანდიის მიმართულებით.სახლის ჭიშკართან მისული საშინლად ცქმუტავდა,შესვლაც უნდოდა და არც უნდოდა.როგორც იქნა მცველმა შეიყვანა და კარებთან დატოვა.ზარი დარეკა,არავინ გამოეხმაურა.მეორეჯერ დარეკა კიდევ არავინ გამოვიდა.მესამეჯერაც დარეკა და ამჯერად გაბრაზებული ქალი შეეგება.სახლში შეიყვანა და მისაღებ ოტახში დატოვა,ცოტა ხანში ისევ გამოვიდა ქალბატონი და კაბინეტისკენ წაიყვანა.
-ბატონი ლუკასი გელოდებათ.
-გმადლობთ.
კაბინეტში ანერვიულებულმა შეაბიჯა,მამაკაცის წინ ჩამოჯდა.გამომძიებლის როლს ძალიან ცუდად ირგებდა.კაცს ეჭვიც კი შეეპარა,მაგრამ შემდეგ იფიქრა,რომ ალბათ ასე აგვარებდა პრობლემებს.
-გუშინ გესაუბრეთ და მაინტერესებს რას გააკეთებთ ჩემი შვილის საპოვნელად.
-მე ყველაფერს გავაკეთებ,რაც ჩემს ძალებს არ აღემატება,თუ საჭიროა,ამასაც გავაკეთებ.
-მანამდე თქვენი სახელი.
-მე ანასტასია ჯაყელი ვარ.
-უცანური სახელი და გვარია.
-მე საქართველოდან ვარ.თქვენი შვილის დაკარგვის ისტორიამ დამაინტერესა,ვერ ვიტან,როდესა საქმეები წლების მანძილზე რჩბა გაუხსნელი.მთელი გულიტ მსურს დაგეხმაროთ და შვილი დაგიბრუნოთ.ყველანაირად ვეცდები დამნაშავეები ვიპოვო და პასუხი ვაგებინო.პირველ რიგში რაც თქვენგან მჭირდება ნდობა,რა შეკითხვასაც დაგისვამთ მასზე სიმართლე უნდა მიპასუხოთ.მინდა,რომ მხოლოდ სიმართლე ილაპარაკოთ,თუ მომატყუებთ თქვენს შვილს ვერასოდეს ვიპოვი.
-მზად ვარ ყველა შეკითხვაზე გაგცეთ პასუხი.სიმართლე გითხრათ დიდი ხანია იმედი მაქვს დაკარგული,იმდენი წელია გასული,რომ შეიძლება ვერც კი იპოვოთ,ის ისეთი შეცვლილი იქნება.
-შეიძლება შეცვლილია,მაგრამ გამტაცებელს აუცილებლად ეცოდინება ვინ არის და სად არის.
-გეთანხმებით.
-თუ წინააღმდეგი არ იქნებით დღესვე დავიწყებ დაკითხვას.
-დაიწყეთ.
-მაინტერესებს გყავთ თუ არა მტრები.
-ჩემს სფეროში მომუშავეს ძალიან ბევრი მტერი ყავს.
-კონკრეტულად არ გახსენდებათ ვინმე ვისაც თქვენი შვილის გატაცება უნდოდა და ამით სარგებელს ნახავდა?
-არ ვიცი ვერ ვიხსენებ.
-როდესაც გაიტაცეს არ დაგკავშირებიათ ვინმე გამოსასყიდზე ან გაცვლაზე?
-არავინ,ჩემი შვილი წაიყვანეს და არაფერი მოუთხოვიათ.
-ძალიან უცნაურია,თუ ასე მოვყვებით ვიღაც ისეთი იყო ვისაც თქვენი ქალიშვილი სჭირდებოდა და არა თქვენი ქონება.ასეთი გამორჩეული მტერი აუცილებლად გემახსოვრებათ.
-არ მახსოვს!კაცმა მაგიდაზე გაშლილი ხელი დაარტყა და კაბინეტიდან გაუჩინარდა.
-არ ახსოვს!რაღაცას მალავს,რის გამოც აქედან წამიყვანეს,ამას მაინც გავარკვევ ბატონო ლუკას.ქართლად ჩაილაპარაკა სხვებს,რომ არ გაეგონათ.სახლი დატოვა და ირდაპირ თავისი ბინისკენ წავიდა,ასეთს რას უნდა მალავდეს ეს კაცი,რომ თქმისაც ეშინია,არა უშავს ნია მაინც გაარკვევს.მისთვის უკან დასახევი გზები დიდი ხნის წინ მოჭრა.
-იან სახლში ხარ?
-სად უნდა წავსულიყავი?
-მე რა ვიცი,იქნებ გასეირნება ან გართობა მოგინდა.
-ჩინეთში არ ვერთობოდი და აქ რა გამართობს?ნიამ მხრები აიჩეჩა.
-აბა რა გაარკვიეთ ქალბატონო ანასტასია?ნიას უცნაურად გაკრა გულში,მას ნია ჰქვია.გადაწყვიტა დალაპარაკებოდა და მისთვის სიმართლე ეთქვა,.ამდენ რამეში დაეხმარა და ახკა მის მიმართ ნდობის დაკარგვა უცნაური იქნებოდა.
-იან მინდა რაღაცაზე დაგელაპარაკო.
-ანუ რაღაც გაარკვიე.
-არა,მინდა ჩემზე სიმართლე იცოდე,აქამდე არ გენდობოდი და არ გიყვებოდი,მაგრამ ეხლა ყველაზე მეტად შენი მჯერა და მზად ვარ სიმართლე გითხრა.
-გისმენ.
-სინამდვილეში ნია მქვია,რა თქმა უნდა ქართველი ვარ,ჩემი მშობლები დახოცეს და დანრჩენი შენს იცი.მეტი დასამალი არაფერი მქონდა,მხოლოდ ვინაობა,ამას თუ ვინმე გაიგებს მაშნვე მომკლავენ და მკვლელი დაუსჯელი დარჩება.
-დამშვიდდი,ჩემი ნდობა შეგიძლია,შენ როგორ ფიქრობ,რახან ფულს ვიღებ ამას ვინმეს ვეტყვი და გაგყიდი?ცდები ამ სამყაროში მგონი ერთადერთი ვისიც არ უნდა გეშინოდეს და უნდა ენდობოდე.
-ძალიან დიდი მადლობა,ყველაზე კარგი ხარ.იცი რა ვიფიქრე?
-რა?
-დაღამებამდე კიდევ გვაქვს დრო და იქნებ გარეთ გავიდეთ.
-შანსი არაა,მე გარეთ გასვლას არ ვაპირებ.
-რატომ შენს წვრილ თვალებს დაცინებენ?
-უკაცრავად?ყველა ჩინელს ასე გვაქვს და ეხლა შენს გამო ნამდვილად არ გავიფართოვებ.შენ კიდე შეგიძლია მიხვედე და ბოტოქსი გაიკეთო და თორემ კოცნის დროს ასე მგონია ტუჩების მაგივრად კანს ვკოცნი.
-უკაცრავად მე საშუალო ზომის ტუჩები მაქვს და საერთოდ არ მჭირდება ეგ შენი ბოტოქსი,შენ რომ გაიკეთო გირჩევნია,ადამიანი რომ შემოგხედავს ასე იფირებს სახის მაგივრად მთლიანად შუბლი აქვსო.
-ახლა ჩემს სახეს დაცინი?კი ბატონო ვნახოთ თუ იპოვი შოტლანდიაში ჰაკერს ან საერთოდ თუ ეგეთი მახინჯი ვიყავი რატომ მოგეწონე?
-იმ წუთს დამიბრავდა თვალები.
-ეხლა რამ აგიხილა?
-აუ რა გინდა?რატომ არ მაცლი გართობას?
-მე გასართობი ვარ?
-ცოტათი.
-მაშინ ახლა მე გავერთობი.
-სად მიდიხარ?
-ჩინეთში ვბრუნდები,წავალ იქ მაინც არ დამიწუნებენ ქალები ჩემი სახის გამო.
-არა,არსადაც არ წახვალ.
-გამატარე,თორე გადაგივლი.
-მიდი.ხელები წელზე მოკიდა და გვერდზე მოისროლა,მაგრამ ნიასაც ჰქონდა ძალა,არ აცადა კარებში გასვლა ისე ეცა მკლავში და უკან სახლში შემოათრია,ძირს დაანარცხა და ზემოდან დააწვა მთელ სიგრძეზე.
-არსადაც არ წახვალ,აქ დარჩები.
-მიზეზი არ მაქვს აქ რომ დავრჩე.
-ამხელა ქალი მიზეზი არ ვარ?
-არა,სხვა მიზეზი მჭირდება.
ზემოთ აიწია და აკოცა.-არც ეს?
-არა.კიდევ ერთელ აკოცა,კიდევ უარი.
-აუუ,რა მიზეზი გინდა ასეთი,რომ დარჩე?ნიას სახე მოერყა მზად იყო კიდევ ეტირა,ოღონდ იანი არ წასულიყო.
-მითხარი რასაც ჩემს მიმართ გრძნობ და არ წავალ.
-ვერ გეტყვი არ შემიძლია.
-რატომ?
-იმიტომ რომ ჩემთვის მაგ სიტყვამ ძალა დიდი ხნის წინ დაკარგა,მხოლოდ ჩემს მეგობართან მიმართებაში ვიყენებდი მაგ სიტყვას.შენს მიმართ კი მეგობრულად ნამდვილად არ ვარ განწყობილი,უფრო მეტს ვგრძნობ.
-მაშინ ღმიწერე რას გრძნობ?
-კარგს,როდესაც შენთან ვარ ყველა გრძნობის და ემოციის გამოხატვა შემიძლია,სხვებთნ ჩაკეტილი ვიყავი,ყოველთვის მოხუშული და უბედური დავდიოდი.შენთნ კი ბედნიერი და მხიარული ვარ,სარკეში,რომ ჩავიხედები ხანდახან დებილივით ვიღიმი და ვიცი,რომ ამის მიზეზი შენ ხარ.ჩემს მეგობაღტანაც ვგრძნობდი დაახლოებით მსგავს,მაგრამ მასთნ ასეთი გახსნილი და თვისუფალი არ ვიყავი.არასოდეს გამჩენია მამაკცების მიმართ ინტერესი,ყოველთვის გავურბოდი.შენთან კი პირიქით ვარ,შენთან მიდა,მინდა,რომ სულ გკოცნიდე და სულშენ გეხუტებოდე.არ ვიცი ეს ჩემს გრძნობებს შენსმიმართ რამდენად გამოხატავს,მაგრამ ემ სხვანაირად აღწერა არ შემიძლია.
-შენ განსაკუთრებული ხარ და განსაკუთრებულად აღწერა,შენგან სიყვარულის ახნსა სხვანაირი ვერც იქნებოდა,ვერც ჩემგან.ერთმანეთშ საშინლად ვგავართ,ერთნაირი მისწრაფებები და სურვილები გვაქვს.ვერც მე ვიტან სიტყვა „მიყვარხარ“,იმდენჯერ ამბობენ,იმდენს ეუბნებიან თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა დაკარგვა.მე თუ მკითხავ არც არის აუცილებელი ამ სიტყვის გამოყენება,მტავარია ჩვენი ქმედებები ამტკიცებდეს ამას.
თავი გულზე დაადო და საღამომდე უსმენდა იანის გულისცემას,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისთვის ცემდა ასე განსაკუთრებულად და ხმამაღლა.ამდენი უბედურების შემდეგ მაინც იყო ბედნიერი,მაგრამ რაღაც აკლდა.მას ნიკოლოზი აკლდა,ბავშვი,რომელიც ძალიან შეუყვარდა,როგორ უნდოდა მისი ნახვა და გულში ჩაკვრა.როდესაც ყველაფეერი დასრულდებოდა საკუთარ თავს მისცემდა უფლებას ნიკოსთან და იანთან ერთად ბედნიერი ოჯახი ჰქონებოდა.
დილით ადრე გაიღვიძა,იანს სთხოვა ლუკასზე ინფორმაცია მოეგროვებინა.საინტერესო და გამოსადეგი ვერაფერი ნახეს.ისეთი რამეები იყო შეეძლო ყველას გაეგო.
-მოდი მისი საიდუმლო საბუთები ნახე.
საიდუმლო არაფერი აქვს,მაგრამ ერთი რაღაც ვერ გავიგე.ერთ-ერთ საბუთზე ამერიკელი სერიული დამნაშავის ვიქტორ მარტინეზის ხელმოწერაა.
-გამოდის მასთან კავშირი აქვს,მაგრამ არ მალავს და რატომ?
-წარმოდგენა არ მაქვს.
-ამას მე მივხედავ,დღესვე გავარკვევ აღარ ვაპირებ ამ სისულეებში დრო დავკარგო.
-წარმატებები!
სახლში ლუკაში არ დახვდა,გადაწყვიტა დალოდებოდა,იქამდე არ მოიცვლიდა ფეხს სანამ სიმართლეს არ გაარკვევდა ასე ცოტა აკლდა მიზნამდე და ხელიდან არ გაუშვებდა.მხოლოდ მისი სახელი სჭირდებოდა გასწორებით კი თვითონ გაასწორებდა ანგარიშს.საღამომდე დასჭირდა ცდა,მოსამასხურემ უთხრა წასულიყო,მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.სახლში მოსულ ლუკას სტუმრები მოყვა,მათ შორის ვიქტორიც იყო,ლუკასმა როგორც კი ნია დაინახა,მაშინვე კაბინეტში გაიყვანა.
-აქ ამ დროს რას აკეთებ?
-ამას.წინ საბუთი დაუდო,რომელზეც ვიქტრის ხელმოწერა იყო.-ამიხსნით, თუ რატომ გაქვთ ურთიერთობა სერიულ დამნაშავესთნ?
-ახლა ამის დრო არ არის,შენც შეხედე სტუმრები მყავს.
-სულ არ მაინტერესებს ვინ გყავთ.მინდა დაგეხმაროთ თქვენ კი თავს მარიდებთ,გუშნი არ იკადრეთ და პასუხი არ გამეცით,ამიხსენეთ როგორ ვიპოვი?თუ არ გსურთ მისი დაბრუნება და ამაში თქვენი ხელიც ურევია?
-საიდან მოიტანე?
-მაშინ გამეცით პასუხი.
-ხო,მართალი ხარ ერთადერთი ვისაც ჩემი შვილის წაყვანა შეეძლო ვიქტორია,საბუთებს თუ დააკვარდი ხელი მას შემდეგ გვაქვს მოწერილი რაც ამელია დაიკარგა.ამ კაცზე წლებია კომპრომისებს ვაგროვებ,მაგრამ არ არსებობს.ყველამ იცის,რომ დამნაშავეა,მაგრამ მაინც ვერ იჭერენ მტკიცებულება არ აქვთ.ყველამ იცის რითიც ვაჭრობს,მაგრამ ადგილს ვერმიაგნეს.
-მადლობა,რომ პასუხი გამეცით,დანარჩენს მე მივხედავ და შვილს იმაზე მალეთ ნახავთ ვიდრე წარმოგიდგენიათ ან იქნებ ნანახიც გყავთ.
-რას გულისხმობთ?
-მალე დაგიკავშირდებით სასიხარულო ამბით ბატონო ლუკას.
-მოიაცდეთ.ნიამ სასწრაფოდ დატოვა სახლი,უკვე იცოდა მკვლელი,მაგრამ ყველაზე საშინელება ის იყო,რომ მისი გამოჭერა რთული იქნებოდა,წარმოდგენა აქ ჰქონდა,როგორ უნდა ეპოვნა მისი სამალავი და მასზე მტკიცებულებები შეეგროვებინა.ისევ დ ისევ იანი,სხვა მშველელი მას არ ჰყავს.
-იან შენი მთელი ძალები უნდა გამოიყენო და ვიქტორზე რაიმე მნიშვნელოვანი უნდა მოიპოვო და კიდევ ჩემი წარსული უნდა აღადგინო.მიდა,იცოდეს სიკვდილის წინ ვის სახესაც დაინახავს და ჩემზე ფლობდეს ინფორმაციას.
-არის სერ!იანი მთელი ღამე ეძებდა,მაგრამ ვერაფერი იპოვა.ამ კაცზე ყველაფერი ნათელი იყო,მაგრამ მიუწვდომელი.როგორ შეიძლებდა აშკარა დამნაშავეს ვერ იჭერდე და მტკიცებულებას ვერ ნახულობდე?მხოლოდ ეს შეკითხვა უტრიალებდა მთელი ღამე ნიას.როგორ უნდოდა რამე მაინც ეპოვნა,მაგრამ ერაფერი ნახა.ერთადერთი გამოსავალი მასთან მისვლა და ყოყმანის გარეშე მოკვლა იყო,სხვანაიარდ მას ვერავინ ვერაფერს დაუმტკიცებდა.ჩანთიდან პისტოლეტი ამოიღო,შავი ტანსაცმელი ჩაიცვა და გარეთ გავიდა.იანი ლეპტოპთან აგვარებდა საქმეს,გააფრთხილა,რომ დილამდე მასთან არ შესულიყო და კარები ჩაკეტა.ფანჯრიდან გადახტა და ვიქტროის სახლისკენ წავიდა.ამ კაცს საკუთარი მისამართიც კი არ ჰქონდა დამალული.სახლი იმაზე კარგად ჰქონდა დაცული ვიდრე შეიძლებოდა.არ ეგონა პირველივე ჯერზე თუ გამოუვიდოდა შესვლა.ოთახებსშორის დერეფნებში დაიოდა,მაგრამ ვიქტორი ვერ იპოვა.სახლის გვერდით ფარდული იდგა,საიადანაც ხმა გამოდიოდა.ნელა მიიპარებოდა ფარდულისკენ,მისდა საბედნიეროდ არავინ გამოსულა ტერიტორიაზე და არავის დაუნახია.კარები ღია იყო,კარგად ისმოდა მოლაპარაკეთა ხმები.
-ბატონო ვიქტორ ტვირთი ხუთშაბათს დილით ჩამოვა,ადგილზე კი საღამოს იქნება,თუ გნებავთ თქვენც დაესწარით მის ჩამოღებას.
-თქვენ იცით,რომ მე ამ პროცესში მონაწილეობას არ ვღებულობ,მაგრამ არც თქვენ გენდობით.ჩემი ბიჭები გამოგყვებიან და ისინი იქნებიან ჩემი წარმომადგენლები.
-გასაგებია,ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერს.ნახვამდის!
ნია ადგილს მაშინვე მოშორდე,მან ახალი გეგმა დასახა.რატომ უნდა გამხდარიყო მკვლელი და ცოდვა აეკიდა?!მის ტვირთს ხელში ჩაიგდებდა და პასუხს მოსთხოვდა.ოთახში ჩუმად შევიდა,ფანჯარა დაკეტა.საწოლისკენ,რომ შემოტრიალდა ადგილზე გაქვავდა.
-სად ბრძანდებოდით ქალბატონო ნია?
-მე?
-ხო შენ,მე აბა ადგილზე ვარ.
-სამქე მქონდა,რაღაცეები გავარკვიე სხვათაშორის.
-გისმენ!
-გავიგე ვიქტორის ტვირთი ხუთშაბათს დილით ჩამოდის,აქ კი საღამოს იქნება.მე მინდა ადრე წავიდე და ჩამოსვლისთანავე გავაქრო.
-გგონია მარტო გააკეთებ?ამ საქმეს დაახლოებით ექვსი კაცი მაინც ჭირდება.
-მარტო წავალ და გავაკეთებ,არავის დახმარება მე არ მჭირდება,როდესაც ტელეფონზე ჩემგან შეტყობინებას მიიღებ თუ სად ვარ მაშინვე პოლიციას შეატყობინე და იმ ხალხს აიყვანენ.
-ჯიუტი ხარ,მარტო ვერ შეძლებ მეც წამოვალ.
-არა შენ აქ მჭირდები.
-მარტო არ გაგიშვებ,რამდენიმე მეგობარი მყავს აქ და დახმარებას ვთხოვ,მანამდე ორი დღე გვაქვს და კარგი გეგმის მოფიქრება შეიძება,მომეცი უფლება დაგეხმარო.
-ვნახოთ ვინები იქნებიან.
მყუდრო ადგილას შეიკრიბნენ იანი და ნია ადრე მივიდნენ,ელოდებდნენ იანის არჩეულებს.
-სად არიან ამდენ ხანს?
-მოითმინე ჯერ მხოლოდ ხუთი წუთია რაც აქ ვართ.
-მოიცა კიდევ დააგვიანებენ?
-შეიძლება.
-ღმერთო შენ მიშველე.
-დამშვიდდით მოვედით.
-ალელუია,კარგი რომ მოახწიეთ აქამდე.
-უხეშობას თუ არ მორჩბით წავალთ.
-აქ საჩხუბრად არ ვართ,ნია გააცანი რა გინდა და ისინი გადაწყვიტავენ წამოვლენ თუ არა.
-იან შენსავით წვრილი თვალები რატომ არ აქვთ?
-ნია გეყოს!მიხედე საქმეს.
-ე.ი ხუთშაბათს ვიქტორ მარტინეზს ტვირთი ჩამოაქვს,ეს კაცი წლების მანძილზე ამ საქმე სეწეოდა,არავინ იცის რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი,არც ის რამდენი ოჯახიი გააუბედურა.ვიცი რთულია დათანხმდეთ ადამაინს,რომელსაც არ იცნობთ.წამყვეთ იქ სადაც ცოცხლები შეიძება ვერ დაბრუნდეთ,მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცამ უნდა შეძლოს და ბოლო მოუღოს.ამ საქმეში მარტო ჩვენ არ ვიქნებით,როდესაც დავრწმუნდებით,რომ ვიქტორი ადგილზე იქნება იანი პოლიციას შეატყობინებს,ჩვენ მას შევაკავებთ და ფაქტზე დაიჭერენ.იმედი მაქვს მერეც არ იტყვის კავშირი არ მაქვსო.
-თავიდან არ ვაპირებდი,მაგრამ საკმარისზე მეტად გულახდილი ხარ.მაგ კაცმა ჩემ ძმას ცხოვრება წაართვა,მე ყველანაირად შენ გვერდით ვარ.
-ჩვენც შენ გვერდით ვარ.
-მაშინ დროა გეგმა დეტალურად განვიხილოთ.ტვირთი დანფერმილში ჩამოვა,შემდეგ მას აირდეში გადაიტანენ,ტვირთს თავის გამოსვლისას დავესხმებით.ადგილზე ბევრი დაცვა იქნება და ძალიან საშიშია.ტვირთს ორი თვენგანი ჯორჯი და კევინი წაიყვანს გლასგოში,დანარჩენები ვიქტორის გამოტყუებიას ვეცდებით.გეგმა მარტივი ჩანს,მაგრამ ადგილზე შესრულება რთული იქნება.იარაღები დაგვჭირდება,ყველანი მზად უნდა ვიყოთ,რომ ან ჩვენ მოგვკლან ან მათ მოვკლავთ.წარმატებები ყველას!იმედი მაქვს ყველაფერი გამოვა.ორი დღე იმიტაციას მოანდომეს.იანის ტუჩების მანამ არ მოშორდა,სანამ ბიჭები არ მოვიდნენ და ზემოთ არ „აატყავეს“.ყველანი მიემგზავრებოდნენ შოტლანდიის ულამაზეს ქუჩებში.როგორ სურდა ტურისტი ყოფილიყო და ეს სილამაზეები დაეთვალიერებინა,ყველაფერი ფოტოზე აღებეჭდა და წლების შემდეგ გაეხსენებინა.დანფერმილამდე ჩასულები გაჩერდნენ,ელოდნენ ტვირთს,რომელიც მალე წამოვიდა მათკენ.წინ ოთხი შავი მანქანა მიყვებოდა,უკან კი ორი.სანამ მანქანები მოვიდოდნენ დანიშნულების ადგილას ნია გზატკეცილზე გაწვა,მანქანის ქვეშ მომხვდარიყო და გზიდან გაეტაცებინა.შიშის საშინელი გგრძნობა ჰქონდა,მაშინვე გაუქრა როგორც კი პირველმა ავტომობიილმა გადაუარა,უფრო ემატებოდა ადრენალინის გრძნობა.ბოლო მანქანაც ხელში კაუჭი ჰქონდა მომზადებული,ტრაილერის შუა ნაწილზე გამოსდო და მაგრად აეკრა ქვემოდან.ბიჭები მოტოციკლებით ემზადებოდნენ,რომ მანქანები ჩამოეშორებინათ.ბევრი წვალების შემდეგ ტრაილერის გვერდით ნაწილზე მოექცა,ხელში პისტოლეტი ეჭირა და ნელა მიიწევდა ვიწრო ზოლზე.ბიჭები მოტოებით იგერიებდნენ ავტომობილებს და ცდილობდნენ გზიდან გადაეყვანათ.ვერცერთმა მცველმა ვერ შეხედა მანქანაზე მიმავალი გოგონა.მხოლოდ მოტოებზე იყვნენ გადართულნი,ნიამ იარაღაი მიადო ტრაილერის მძღოლს,კარები გააღო და მძღოლი ხელის მოქნევით ძირს გადმოაგდო.კაბინაში შეხტა და მანქანის მართვა განაგრძნო,შესახვევში შეუხვია და ტრაილერი ჯორჯს და კევინს გადაულოცა,მათ კი მანქანა გლასგოს მიმართულებით წაიყვანეს.დანარჩენები ახლოს მდებარე სოფელში შეიკრიბნენ.
-ყოჩაღ ბიჭებო,არ მეგონა ასეთი მარტივი თუ აღმოჩნდებოდა.ახლა ვიქტორის ჯერი დადგა.რამდენიმე ზარის შემდეგ მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა,ნიამ ყუტმილს ნაჭერი ააფარა და ისე გნაგრძნო საუბარი.
-ბატონო ვიქტორ თუ გსურთ თქვენი ტვირთი უვნებლად ჩაგბარდეთ გლასგოში უნდა მობრძანდეთ.
-არ ვიცი ვინ ხარ და არც ის ვიცი რაზე მელაპარაკები.
-რაზე გელაპარაკებით?
-იმ ტვირთზე კუბადან რომ ჩამოიტანეს ცოტა ხნის წინ,დაახლოებით ასორმოცდაათი კილო კოკაინი გაქვთ მგონი შიგნით და კიდევ რამოდენიმე ყუთი იარაღი,თუ არ ვცდები ავტომატური იარაღები გაქვთ და კიდევ სინთეტიკური ნარკოტიკებიც,წარმოდგენა არ მინდა რა მოხდება ამდენ ფულს ცეცხლი დაწვავს,ძალიან საშინელება იქნება არა?მე ძალიან მეცოდება ამდენი თანხის დაწვა და დავიჯერო ტქვენ არა?ან იქნებ თანხის გადაუხდელობს გამო სიკვდილზეც ხარ წამსვლელი?
-გაჩუმდი,მითხარი კონკრეტულად სად უნდა მოვიდე.გაფრთხილებ ძაღლები არ მოვიდნენ.არც მოთამაშე ხალხი მჭირდება.შევხვდებით მოვილაპარაკებთ და დავიშლებით.
-ძაღლები ვერც კი წარმოდიგენთ,როგორ მეზიზღებიან.ვერავინ წარმოიდგენს როგორ მსურს ყველა ერთად დავწვა.
-ნელ-ნელა ვთანხმდებით.შეიძება მომავალში კარგი პარტნიოერებიც კი ვიყოთ.
-არ ვიცი,მე უფრო უსაფრთხო გზებით გადმოტანილი მიღცევნია ვიდრე ასე ღიად და საჯაროდ.ხომ შეიძება ვინმე გაიგოს და მოიპაროს?
-სწორედ ამიტომ მჭირდება შენთან კავშირი,შენ მაგ პრობლემას მოაგვარებ მე კი იმდენ ფულს მოგცემ მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი გექნება.
-ტელეფონით საქმის მოგვარება არ მიყვარს,დროზე მობრძანდით გლასგოში,ნანგრევებზე მოდი.
-მოვდივარ და იცოდე არაფერი მიქარო.
-არ მეგონა ასე მარტივად თუ წამოეგებოდა.
-არამგონია მარტო მოვიდეს.
-ვიცი რომ არ მოვა.ხომ იცი სტუმარს მასპინძელი აუცილებლად უნდა დახვდეს.ეს ჩვენი ქვეყანა არ არის,მათი მასპინძელი კი „ძაღლები“ იქნებიან.ნეტავ იცოდნენ,როგორ კარგად გაუმასპინძლდებიან.ყოველი შემთხვევისთვის იარაღები მზად გქონდეთ,სანამ არ დავრწმუნდებიტ რომ ნამდვილად ვიქტორია,მანამდე არაფერს ვაკეთებთ.
იანს შეტყობინება გაუგზავნეს და გლასგოსკენ წავიდნენ.მალე შეურთდნენ მეგობრებს,პოლიცაც მობილეზებული იყო და კედლებთან იმალებოდნენ.მთელი შენობა ალყაში იყო.ტელეფონით გაკეთებული ჩანწერი დეტექტივს გადასცა.მალევე გამოჩნდა შავი ფერის ლიმუზინი.ნია პოლიციასთან ერთდ იმალებოდა,გასაუბრებაზე კი ჩანი უნდა წასულიყო.მალევე გადმოვიდა მაღალი,ხნის კაცი,რომელიც მოზრდილ წვერს ათამეშებდა,ბოროტი თვალებით უყურებდა იქ მყოფთ.
-მგონი თქვენ გესაუბრეთ.
-დიახ მე მესაუბრეთ.
-იცი უფრო ბოხი ხმა გქონდა.
-მართალი ხართ,პირზე ნაჭერი მქნდა აფარებული.
-გასაგებია,ყოჩაღ პირობას ასრულებ.ჩემმა ბიჭებმა გარემო შეამოწმეს არცერთი ძაღლი,არც ზედმეტი ხალხი.ძალიან კარგი ბიჭი ჩანხარ სხვა სიტუაციაში ალბათ შევთანხმდებოდით და ჩემთანაცგამუშავებდი,მაგრამ შენ მე გამქურდე და დამემუქრე კიდეც.კარგი იქნებოდა გაგეაზრებინა და მარტო არ მოსულიყავით.
-იქნებ ბატონო ვიქტორ გავითვალისწინეთ და აქ მარტო არ ვართ?
-მგონი ლუკასის სახლში გნახე.
-მართალი ხართ.
-რა თქმა უნდა მარტო ვერ მოვიდოდა,მას ხომ გოშიების მისევა უყვარს?
-არა,მისგან არ ვართ სამწუხაროდ,მაგრამ მის გამოც ვიძიებ შურს,იმის გამო რაც გამიკეთეთ და რაც ჩემს ოჯახს გაუეკთეთ.
-მგონი ადრეც მყავხარ ნანახი.
-დიახ,მაშინ ორი წლის ვიყავი,გამიტაცეთ და გამაშვილეთ.წლების შემდეგ კი ჩამობღძანდით საქართველოში და ჩემი ოჯახი ამოხოცეთ.ასეთი რა დაგიშავათ ჩემმა მშობლებმა?
-ნია ჟღენტი.საშინლად ხმამაღლა გაიცინა.-შევცდი ბიძაშენის სახლში,რომ არ მოგაკითხე და ეგ პატარა თავი ადგილზე წაგაცალე,მაგრამ არა უშავს ახლა მოვაგვარებ.მანამდე კი გეტყვი რატომ დავხოცე ისინი.ლუკას ძალიან უყვარდა თავისი ქალიშვილი,აღმერთებდა.ვერ ვიტანდი მის ბედნიერ სახეს,სწორედ შენს დაბდების დღეს დაიბადა ჩემი ქალიშვილიც,რომელიც დაავადების გამო გარდაიცვალა.ვერ ვიტანდი მამაშენი ბედნიერი რომ იყო.მისი ორი წლის ქალიშვილი გავიტაცე და შორს წავიყვანე,კერძოდ,საქართველოში.იქ მას ძებნას არავინ დაუწყებდა.ოჯახს მივაშვილე,რომელთაც შვილი ძალიან უნდოდათ.მამშენზე თანხის გამოძალვა მინდოდა,მაგრამ არა,მისი კომპანია უფრო გემრიელი ლუკმა იქნებოდა.ნელ-ნელა დავიწყე მისი კომპანიის ძირის გამოთხრა.ორ დღეში ხელში მექნება მისი საბუთები.მალე ღარიბი იქნება,რომელიც მუდმივად ხელგაწვდილი იჯდება ქუჩაში.შენმა გამზრდელებმა როგორღაც გაიგეს ლუკასის შესახებ.ამდენი წლის შემდეგ გადაწყვიტეს ნამდვილი მშობლებისთვის დაებრუნებინე,მე ამის საძუალებას არ მივცემდი.კარგი იქნებოდა იმ დღეს შენც იქ ყოფილიყავი,ამდენი თავის ტკივილი არ მექნებოდა.ყველანი დავხოც ევინც იმ დღეს სახლში იყო.ესეც შენი სიმართლე.იცოდე დღეს ბოლოჯერ სუნთქავ.
-ცდებით,ამ წუთს საკუთარი ხელებით გათხარე შენი საფლავი,მიწაც შენი ხელით დაიყარე.ამდენხანს ჩუმად მყოფი პოლიციელები გამოვიდნენ.დეტექტივს სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა,როგორც იქნა შეძლო და ყველაზე დიდი მგელი დაიჭირა.ვიქტორის სახე ცისარტყელას ჰგავდა.მაშინვე დააკავეს,ყველას ბორკილები დაადეს.ნიას სახეზე ღიმილი დარბოდა,სიხარულისგან აღტყინებულმა კევინს მაგრად ჩაეხუტა,ხმამღლა დაიწყო სიცილი და უაზროდ დახოტდა.პოლიციელების სახეზე ღიმილი იყო გამოსახული.შეძლო და შური იძია,მართალია ამდენი ბრძოლის სწავლა წყალში ჩეყარა,მაგრამ სხვების წინააღმდეგ გამოიყენებს.განა გაჩერდება?თავშიკიდევ ერთმა იდეამ გაუელვა,უნდოდა ბანდა შეექმნა და მათთან ერთად დაემარცხებინა მსოფლიოს დამნაშავეები.ბრიტანეთშ ორი თვე დარჩა.ლუკასმა სიმართლე სასამართლოს დღეს გაიგო,სახეზე იმდენი ემოცია ეწერა,ვერავინ მიხვდებოდა რას გრძნობდა.მისმა შვილმა სახლში მიკითხა მან კი ვერ იცნო,მისი ცოლს,რომ ენახა მაშინვე მიხვდებოდა.სიხარულის ცრემლები წამოუვიდა.მთელი სასამართლო იკავა თვი,რომ არ ამდგარიყო და ნიას ჩახუტებოდა.გარეთ გამოსულმა სუნთქვის საშუალებაც არ მისცა,ისე იკრავდა გულში.შოტლანდიაში ორი კვირა გაატარა,ყველა ის ადგილი მოინახა,რომლებიც აინტერესებდა.ღამეს იანთან ერთდ ტყეში ატარებდა.ცოცხალი მცენარეების სუნს ფილვებში ბოლომდე უშვებდა.მაქსიმალურად ტკბებოდა ამ სილამაზიტ.შეეძლო აქ ხშირად ჩამოსულიყო,მაგრამ მისი სახლი ყოველთვის საქართველო და მიყრუებული სოფელი იქნებოდა.
საქართველოში ბიძამისი ძმისშვლის ძებნით დატანჯული იყო,ყველგან ეძებდა,ორი წელი იყო გასული რაც მისი გოგონა არ ჰყავდა ნანახი.ნიკოლოზსაც საშინლად ენატრებოდა მისი „დედიკო“.ლუკა?მას ყველაზე საშნილად სურდა მეგობრის დაბრუნება,მისი ღიმილის ნახვა,როგორ უნდოდა მისთვის კვლავ რჩევები მიეცა.კვლავ გაბრაზებოდა ბალიშებით ეჩხუბა,ისევ დაეძინებია მასთან და მისი ცივი ფეხები მისი წელიდან ჩამოეყარა და ნია ძირს გადაეგდო.საქართველოში ყველა იტანჯებოდა,მაგრამ არ იცოდნენ მალე ელოდათ ბედნიერება დაკრგული შვილის ნახვისა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent