შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (მესამე ნაწილი)

11-09-2018, 22:47
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 197

გაუჩინარებული (მესამე ნაწილი)

- გეგი, თუ არ დაწყნარდები და შოკიდან არ გამოხვალ, უბრალოდ წავალ, რათა საკუთარ თავთან შეძლო გაოგნების ბოლომდე გამომჟღავნება - უკვე ნერვები ამეშალა, გეგონება, გაცოცხლებული კურტ კობეინი დაენახა.
- კარგი, დავწყნარდი - მომმართა რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ. - შენ მთელი ქალაქი გეძებს კეკელინა, იცოდი?
- უი არა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სახლიდან გაქცევის შემდეგ, ოჯახი ძებნას დამიწყებდა - გულხელი დავიკრიფე და ირონიულად გავუღიმე.
- შენ თორნიკეს შვილი ხარ!
- მადლობ, რომ გამახსენე. მამაჩემის ვინაობა აღარ მახსოვდა - კვლავ გადმოვღვარე ულევი ცინიზმის მდინარე.
- არ უნდა გამეგო ეს ყველაფერი გესმის? ახლა ჩემი ადამიანობის საკითხს აყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ. თუ წაგიყვან, თორნიკეს გაეხარდება, შესაძლოა, მუხლებში ჩამივარდეს ბედნიერებისგან და ფეხისთითები მიკოცნოს, თუმცა მეორე მხრივ, თუ ვერ გიპოვნის, უბედური იქნება.
- მეორედ, ასე აგდებულად მოიხსენიებ თორნიკეს და მერწმუნე, ისე მიგბეგვავ, მთელი წელი, წელში ვეღარ გასწორდები! - დავემუქრე ჩემზე ოცი-ოცდაათი სანტიმეტრით მაღალ ბიჭს - მუხლებში ჩაგივარდება და ფეხებს დაგიკოცნის კი არა, აქეთ არ დაგაკოცნინო მისთვის ფეხის ფრჩხილები, გასაგებია?
- ძალიან ხომ არ ტლიკინებ? - გაბრაზდა, თუმცა როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ ბრაზდებოდა და სიცილი ეპარებოდა ტუჩებზე.
- რა მნიშვნელობა აქვს. აქედან ვახვევ, სანამ ჩემს ძმას დავუნახივარ და შენ შეგიძლია, მთელს სამყაროს მოსდო, რომ მნახე. სამაგიეროდ, აზრზე არ ხარ, სადაც ვცხოვრობ.
- კეკელინა, შენთან ჩხუბს არ ვაპირებ. მართლა.
- მაგას არც გირჩევდი - გამეღიმა და სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი.
როდესაც მეგონა, რომ გეგი კლუბში შებრუნდა და გართობა გააგრძელა, სწორედ მაშინ ჩამესვარა ფიქრებში. ჩემს ნაბიჯებს აყოლებული, მანქანის ნელი მოძრაობა ვიგრძენი.
ამოვიოხრე და უკან მივიხედე.
იმ წამს, მართლა ვიმედოვნებდი, რომ გეგი ყოფილიყო, თორემ ისეთი მობეზრებული მყავდნენ, ღამის წყვდიადს დასაკუთრებული, ათასგვარი აჩრდილებდი, რომ მზად ვიყავი, ერთი მაგრად შემეკურთხა ყველასთვის.
დავწყნარდი. მართლა გეგი იყო და მორიდებულად მომღიმარი მიცქერდა.
- მთვრალი ხარ და მარტო ნამდვილად ვერ გაგიშვებ.
- შენც მთვრალი ხარ და მირჩევნია, მარტომ ვიარო, ვიდრე მანქანაში ჩაგიჯდე. მართალია, შორიდან თავზეხელაღებული ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, თუმცა სინამდვილეში, საკუთარი ბედი მედარდება.
- კარგი, რა გაეწყობა, შენი ფეხით მიცილება მომიწევს - მანქანიდან გადმოვიდა. ეს ბიჭი, ჩემზე ჯიუტი ჩანდა და მივხვდი, ვერაფერს გავაწყობდი.
- ნამდვილად არ ვარ ისეთი გოგო, ვისაც სახლში მიცილება სჭირდება გეგი - ამოვიოხრე და თითქმის თვალებში ჩავხედე.
- პირიქით, ისეთი ხარ, ვისაც დიდი სიამოვნებით აეკიდება ნებისმიერი მანიაკი.
- ამას კომპლიმენტად მივიღებ, თუმცა მანიაკი უკანასკნელია, რისი შიშიც შეიძლება მქონდეს - უსუსურად ამოვთქვი და ჩემს ცხოვრებაში დატრიალებული, უკანასკნელი მოვლენები გამახსენდა. საერთოდ, როგორ ვიდექი ორ ფეხზე ან როგორ ვახერხებდი უდარდელად სუნთქვას, როდესაც ხის ფოთლების მაგივრად, მრავალტოტიანი მონსტრები დამყვებოდნენ ფეხდაფეხ?
- ამ ჯაფარიძეებში ხომ ერთ ნორმალურს ვერ გამოარჩევ - ჩაიქირქილა უკმაყოფილოდ. მე კი ვორჭოფობდი, მაგრად მომედო მისთვის ყბაში თუ თავი შემეკავებინა.
ბოლოს, გადავწყვიტე, ძალიანაც არ გავკადნიერებულიყავი, რადგან ადამიანებზე ძალადობა, ძალიან ძვირად მიჯდებოდა.
- შეგიძლია წახვიდე გეგი - გავუღიმე ძალით. გამოვტრიალდი.
- არ შემიძლია - ამეკიდა.
- ვერ ვხვდები, რა გინდა?
- გეტყობა, რომ რაღაც გაწუხებს. იქნებ, დახმარება შემიძლია?
- ძალიან მეეჭვება.
- რატომ?
- მკვდრებს ვეღარ ეხმარებიან.
- მკვდარი ხარ? - ყველაზე სულელური პასუხი დამისვა, რაც კი იმ მომენტში შეეძლო.
- როგორ გამოიცანი?
- ვხუმრობ. სულიერად მკვდარი იგულისხმე?
- რა თქმა უნდა - გულწრფელად გავუღიმე და წამოვედი. ამჯერად, აღარ ამდევნებია. ნელა მივაბიჯებდი ღამის მშვენიერი ფერებით მოხატულ სამყაროში და ვიცოდი, ათასობით დამპალი წყვდიადის დემონი ნადირობდა ჩემზე, თუმცა ფეხებზე მეკიდა.
ახლა ნამდვილად ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, რადგან დღეს, ჩემი ძმისთვის მომეკრა თვალი და მისი დანახვა, ნებისმიერ დამთრგუნველ თრთოლვას გადაფარავდა. რამდენჯერაც არ უნდა გვეჩხუბა, რამდენი შეურაცხმყოფელი, უწმაწური სიტყვაც არ უნდა გვეკადრებინა ერთმანეთისთვის, ის მაინც ჩემი სინათლე იყო, რომელიც ყველა ნაბი*ვარ დემონს ამოსცხებდა უკანალში პანღურს და ჯოჯოხეთში შეაბრუნებდა თავით.
სანი თითქმის მამაჩემი იყო. ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი და მამაჩემზე გაცილებით სუსტი, თუმცა „თითქმის“ ხომ შესაფერისი სიტყვაა ადამიანების შესადარებლად?
ვაღიარებ, გაცილებით უკეთესი დღე მქონდა, ვიდრე სხვა დანარჩენი, რომელიც ძლიერი გაჭირვებით ჩამოვიტოვე უკან, თუმცა იგივეს ძილზე ვერ ვიტყვი. ჩვეულებრივ, რამდენიმე, შავთეთრი კადრი ირეოდა ერთმანეთში და გაფუჭებული რადიოს შხრიალს ჰგავდა სხვადასხვა ადამიანის ერთდროული საუბარი.
ახლა, უფრო გარკვევით ვხედავდი ტელევიზორში გამოკეტილ ქალს, რომელსაც თმის თითოეული ღერი დაევარცხა თანმიმდევრობით, თმის ფერი არც ძალიან ღია და არც ძალიან მუქი ჰქონდა. ალბათ, ბევრს ფიქრობენ ხოლმე თავიანთ ვიზუალზე, რომ ზედმეტად თვალშისაცემიც არ ყოფილიყო, თუმცა ეფექტურობა მაინც შეენარჩუნებინა. ყავისფერი თვალები ჰქონდა, ზოგჯერ ახამხამებდა და მუდამ ზომიერად მომღიმარი გამომეტყველებით აცნობდა მაყურებელს, რომ სახლიდან გავიდა და შინ არ დაბრუნებულა ის, ვინც ვიღაცეებისთვის, ზედმეტად ძვირფასი იყო.
კადრმა ნელა გადაინაცვლა კაცის თვალებზე. „ღმერთო, რა ლამაზი ლურჯი თვალები აქვს“ - ვფიქრობდი და ძილშიც კი ღიმილი იპყრობდა ჩემს დავრდომილ სხეულს. ისედაც თეთრი კანი, სახეზე შემაძრწუნებლად გადაფითრებოდა, სქელი ტუჩებიდან კი უკანასკნელ წვეთამდე გამოდევნილიყო ცხოვრების ტკბობის ყველანაირი კვალი.
ის გიჟს ჰგავდა... შეურაცხადს.
ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი, ცალ-ცალკე ათვალიერებდა ჭაობებს, ტყესა და მინდვრებს. კაცი კი, ერთდროულად ყველა მათგანთან ახერხებდა ყოფნას და თავისი მიმართულებითაც, უგზო-უკვლოდ დარბოდა.
ვიცოდი, რომ მას ფრენა შეეძლო.
-მერე აფრინდი და მაღლიდან შეათვალიერე ყველა კუნჭული - ტელეპატიურად ვცდილობდი, მისთვის ეს სიტყვები მიმეწვდინა. – აფრინდი, შენ ხომ ანგელოზი ხარ. ვიცი, რომ შეგიძლია ფრენა.
მაგრამ რას შეაგნებინებდი ანგელოზს, რომელსაც კვლავ ადამიანი ეგონა თავი?
და საერთოდ, რას შეაგნებინებდი ადამიანს, რომელიც გადარეულივით, თავისი ცხოვრების უკანასკნელ იმედს ეძებდა?
- დამიბრუნე! დამიბრუნე! დამიბრუნე! - მოთქვამდა კაცი უხმოდ. სურდა, მუხლებზე დაემხობილიყო და მთელი ძალით, თავისი იმედიანი გლოვის სულიშემძვრელი მძივარება დაენახვებინა მთელი სამყაროსთვის.
- დამიბრუნე! დამიბრუნე ის, ვისთვისაც დავიბადე, ვისთვისაც მოვევლინე ამ ქვეყანას. მხოლოდ ის დამიბრუნე, სხვა იმედი მე არ მჭირდება ამ სამყაროში. სხვა იმედი, არ არსებობს.
ზღვისფერი თვალები მოღრუბლვოდა და აღელვებული ტაღებივით გმინავდა. როგორ უნდოდა, მიწაზე განთხმულიყო, როგორ უნდოდა, თავისი სისუსტე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოემჟღავნებინა.
- ჯანდაბა! დათრგუნე ეს სიამაყე, დათრგუნე ეს დაწყევლილი სიამაყე და სიმწრისგან, მიწისჭამა დაიწყე. შენც ხომ ეგ გინდა? მიწის ჭამა გინდა, რადგან შენი იმედი, მიწაზე თუ აღარ დააბიჯებს, მიწაზე ხომ მაინც გდია? ჭამე ეს წყეული მიწა! იქნებ მიწამ მაინც გაგანდოს, მასში ჩამარხული საიდუმლოება.
სიცოცხლისთვის სჭირდებოდა იმედი.
ჯერ თავად უნდა მომკვდარიყო და შემდეგ გამქრალიყო ისიც თუ ბედისწერას ასე სურდა, მაგრამ პირიქით, არასდროს!
ერთი წამიც ვერ იცხოვრებდა სამყაროში, რომელშიც მისი სურნელი, სიცილი, თვალები არ იარსებებდა. არ სურდა. მისით საზრდოობდა, ჰაერის მაგიერ, მის სახელს სუნთავდა.
გამეღვიძა.
გული ისე მიფრიალებდა, წამოდგომისთანავე, კორსიზის სურნელი გავაფრქვიე მთელს სახლში. ახლა უკვე, სახლად აღვიქვამდი ამ ადგილს. მყუდრო და ლამაზი იყო.
ლეპტოპი გავხსენი. სანამ ათას სისულელეში შემომეხარჯებოდა ფული, პატარა, იაფფასიანი მანქანის ყიდვა შემეძლო და შემდეგ, ერთ ადგილას აღარ მომიწევდა გაუთავებელი ბოდიალი. დღის შუქსაც თამამად მივუშვერდი სახეს, აღარ შემაშინებდნენ მზის სხივები.
ცოტახანში, საუზმე გავიმზადე ჩემთვის. კვერცხი მოვიხარშე და ბოსტნეული მოვთუშე. მშვენიერი გურმანი ვიყავი. ზოგჯერ, ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარდა და ყველაფერი გამომდიოდა. ძალიან მამშვიდებდა კულინარია. ადრე ვფიქრობდი, საკუთარი ქმარ-შვილი თუ მეყოლებოდა, არასდროს ვიწუწუნებდი მათთვის სადილებისა და საუზმების მზადებაზე.
ახლა ძალიან მეცინებოდა ეგეთ ფიქრებზე, რადგან საკუთარი თავის მოვლაც კი ჭირივით მეზიზღებოდა. ამას დამატებული, კიდევ ორი ადამიანი ხომ, საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანდა, ისედაც სულით ავადმყოფს.
მომავალთან დაკავშირებული ყველა ამბავი, ძალიან ბუნდოვანი მეჩვენებოდა.
არის ხოლმე ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როცა საკუთარ თავს ვერ ხედავ 10 წლის შემდეგ. ასე მეგონა, რომ ვიღაც მჭირდებოდა, ვინც ერთ ადგილს ამაწევინებდა, მაგრად შემომილაწუნებდა სახეში და მეტყოდა: „შე იდიოტო, ცხოვრება თვალსა და ხელს შუა გეკუჭება. მიხედე მას, სანამ გვიანი არ არის!“
ასეთი დედა მყავდა...და მამაც...
ნუ, ზოგჯერ ალექსანდრეც.
მაგრამ გამოვექეცი მათ.
ასეთი განცდების, სიზმრებისა და გუშინ დანახული ჩემი ძმის გავლენით, ავდექი და მშობლიურ სახლთან მივიპარე. ეზო ქაოსში ჩაფლულიყო, მამაჩემის მანქანა არსად ჩანდა, თუმცა ბებიაჩემის ზურგს მოვკარი თვალი.
ფანჯარას მიყრდნობოდა.
წელში მუდმივად გამართული და ამაყად ნიკაპაწეული მიმზიდველი ქალი, ახლა საშინლად მოკაკული მეჩვენა. შემეშინდა, არ დავენახე.
9 საათზე, ჩემმა ძმამ ევა გამოიყვანა სახლიდან და სკოლაში წაიყვანა.
სანი ვერასდროს იღვიძებდა ადრე.
რა დაემართა?
ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩემი ძმა რამდენიმე წუთში, უკან მობრუნებული, კვლავ დავინახე ჩვენს ქუჩაზე. საეჭვოდ დადიოდა.
ავეკიდე.
ყველა შესახვევში უხვევდა და უკან ბრუნდებოდა. შემდეგ კი ახალ ქუჩაზე გადადიოდა, იქაც ყველგან ეჩხირებოდა.
აქეთ-იქით ლოთი კაცივით დაეხეტებოდა უმისამართოდ და მხოლოდ „სადა ხარ ჩემო სულიკო“-ს სიმღერაღა აკლდა მეტი დრამისთვის.
ნეტავ რა უნდოდა?
შეიძლება, შეყვარებულს დაშორდა და ფეხით სეირნობა შველოდა მის გაბზარულ გულს.
ცოტახანში კვალი დავკარგე.
ნერვებმოშლილი, ჩაფიქრებული მივაბიჯებდი, მანქანასთან მიყუდებული გეგი რომ დავინახე. მეგობრებს ელაპარაკებოდა.
ღმერთო ჩემო, როდის აქეთ იღვიძებს მთელი ქალაქი 9-ზე?
- ქალბატონო კეკელინა - დამიძახა სიცილით.
მივუახლოვდი.
- უფრო ხმამაღლა იყვირე, რომ ყველამ გაიგოს და დამინახოს - უემოციუოდ გავუღიმე და გავტრიალდი...
მაღაზიიდან ჩემი ძმა გამოდიოდა.
ფუ ამის!
გეგის შევხედე და მისკენ გავექანე. მისი რამდენიმე ძმაკაცი უხეშად გავწიე და გულში მოსიყვარულე საყვარელივით ჩავეკარი(თან ძალიან გრძელი იყო და ახტომა მომიწია).
გეგი გაქვავდა.
სრულმა სიჩუმემ დაისადგურა.
გულახდილად რომ ვთქვა, გეგიზე მთლიანად ვიყავი აკრული და წონასწორობის შესანარჩუნებლად, წელზე ფეხებიც შემოვაჭდე მაგრად.
ყველაფერი ისე ჩქარა გავაკეთე, მეცინა თუ მეტირა, აღარ ვიცოდი.
აქვე, შემიძლია დავამატო, მაღლა კარგი ჰაერი იყო.
როდესაც დავრწმუნდი რომ ჩემმა ძმამ ჩაიარა, ჩამოვეხსენი.
ისევ შოკში იყო ყველა.
- რაა? - საკუთარ თავს ჰკითხა ჩაფიქრებულმა გეგიმ.
- არ ვიცით - უპასუხეს ასევე შოკირებულმა მეგობრებმა.
- სასიამოვნო იყო თქვენთან ყოფნა. აბა, არ დავიკარგოთ - გავუღიმე და ხელი დავუქნიე.
წამოვედი.
ისტერიულად მეცინებოდა. აი ისე, როგორც აქამდე არასოდეს.
თან, მშვენიერი დღე გამთენებოდა, რადგან რამდენიმე ნამდვილი ადამიანი ვნახე და არც ერთ მათგანს არ უთქვამს უცნაური ფრაზები, უცნაური ფაქტების შესახებ.
გეგი გამომედევნა.
- კეკელინა! - დამიძახა ისევ ხმამაღლა.
- ღმერთმანი, გეგი! არ შეგიძლია, სხვა სახელით მომმართო, როცა იცი, რომ მთელი სამყარო ნადირობს ჩემზე?
- ლინა - მითხრა ხმადაბლა.
- არა, ლინა არა. - თავი გავაქნიე.
- კეკე?
- არც ეგ.
- კუკური?
- გეყოს რაა.
- კარგი თამარ, მაგრამ ის რა იყო, რაც წეღან გააკეთე?
- არაფერი ისეთი, ასე ვესალმები მეგობრებს - ვუთხარი სრული სერიოზულობით. უკვე ეჭვისთვალით ვუყურებდი იმფაქტს, რომ ასეთ სიტუაციებში, ხარხარისგან შემეძლო თავის შეკავება.
- ძალიან უცნაური ხარ.
- კარგი, ნახვამდის - თვალი ჩავუკარი (ეს რაღა ჟესტი იყო?)
- მისმინე...უბრალოდ, გარშემო მიმოიხედე.
- რაა?
- გარშემო მიმოიხედე.
მიმოვიხედე.
- მერე? - ვკითხე დამცინავად.
- უფრო დაკვირვებით.
უფრო დაკვირვებით მიმოვიხედე.
ამის დედაც!
ხეებზე, სადარბაზოებსა და შენობების კედლებზე, ჩემი სურათები იყო გამოჭიმული წარწერით „იძებნება“.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი nathali lifhonava

აუკარგიიყო
და ძალიანმიხარია
პირველირომვარ ჩემოგოგოოო ^^
ააუ კეკელინა რატოიძებნება?
ღმერთმანი...
მომწონს კარგიააააა heart_eyes
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

№2 სტუმარი en jeini

nathali lifhonava
აუკარგიიყო
და ძალიანმიხარია
პირველირომვარ ჩემოგოგოოო ^^
ააუ კეკელინა რატოიძებნება?
ღმერთმანი...
მომწონს კარგიააააა heart_eyes

chemo usayvarleso, me is mixaria, rom shen mogwons ❤️❤️
kekelina saxlidanaa gamoqceuli da ojaxi edzebs.

№3  offline წევრი nathali lifhonava

en jeini
nathali lifhonava
აუკარგიიყო
და ძალიანმიხარია
პირველირომვარ ჩემოგოგოოო ^^
ააუ კეკელინა რატოიძებნება?
ღმერთმანი...
მომწონს კარგიააააა heart_eyes

chemo usayvarleso, me is mixaria, rom shen mogwons ❤️❤️
kekelina saxlidanaa gamoqceuli da ojaxi edzebs.

ამჰ
კარგიარომ გამარკვიე
მეოთხე ნაწილს დაველოდები
ლააავვ❤️
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

№4  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

კუკური :დდდ აააა ცუდად ვარ :დდდ
არამქვეყნიურად მესაყვარლებიან გიჟი კეკელინაც და მისი გეგიც ❤

№5 წევრი უცნაური მე

ძალიან კარგია ძალიან.
ძალიან მომწონს ეს გიჟი კეკელინა. სახელსაც ახლა დავაკვირდი არავეულებრივად გაქვს არჩეული, ძალიან მომწონს<3
აუ გეგიზე ვაფანატებ.. კუკურიზე ჩავბჟირდი :დდდ
ისე ძალიან მინდოდა სანის შეხვედროდა.. მაინტერესებს მაგ ორის დიალოგი..
ველოდები ახალ თავს <3 <3

№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ელ_ჯეიმსი
კუკური :დდდ აააა ცუდად ვარ :დდდ
არამქვეყნიურად მესაყვარლებიან გიჟი კეკელინაც და მისი გეგიც ❤

გაიხარე ელუშკა <3

უცნაური მე
ძალიან კარგია ძალიან.
ძალიან მომწონს ეს გიჟი კეკელინა. სახელსაც ახლა დავაკვირდი არავეულებრივად გაქვს არჩეული, ძალიან მომწონს<3
აუ გეგიზე ვაფანატებ.. კუკურიზე ჩავბჟირდი :დდდ
ისე ძალიან მინდოდა სანის შეხვედროდა.. მაინტერესებს მაგ ორის დიალოგი..
ველოდები ახალ თავს <3 <3

ძალიან მახარებ ხოლმე უცნაურო შენ ^_^
მიხარია, რომ ისევ მოგაწონე თავი <3
სანისა და კეკელინას შეხვედრა, ალბათ იქნება. იმედი მაქვს smile

№7  offline წევრი შამხათი

წინა ვერსიაც მომწონდა და ესეც ძალიან მომწონს.

№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

შამხათი
წინა ვერსიაც მომწონდა და ესეც ძალიან მომწონს.

ძაან მომწონს შენი სახელი :დდ
მოხარული ვარ თუ მოგწონს. პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე და რაღაცეები შევცვალე, თუმცა მემგონი, შინაარსი იგივეა

№9  offline წევრი შამხათი

ენ ჯეინი
შამხათი
წინა ვერსიაც მომწონდა და ესეც ძალიან მომწონს.

ძაან მომწონს შენი სახელი :დდ
მოხარული ვარ თუ მოგწონს. პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე და რაღაცეები შევცვალე, თუმცა მემგონი, შინაარსი იგივეა

მადლობა, მეც მომწონს. შამხათი შუამდინარული მითოლოგიის გმირია, დიდი ამბები დაატრიალა იქ????
ზოგადად, როგორც ავტორი ძალიან მომწონხარ, შენი ისტორიებიც მიყვარს. წარმატებებს გისურვებ.

№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

დიდი მადლობა <3

№11  offline მოდერი ბელუ შეროზია

უუ რა კარგია!
როგორ ველოდი!
სანდრო შემეცოდა :(
ჰოო მომნატრებია კეკე :დ
მისი სიგიჟეებიც.
გელოდები ახალი და უფრო დიდი თავით kissing_closed_eyes

№12 სტუმარი სტუმარი ნათია

თამარს კუკური ჯობდა აშკარად;დდდ იმ პონტში იქნებოდა: გივი, ჩვენ ვართ გივი; დდდ კაი წყვილია . თან რა გიჟია ჩვენი გივ კიარადაკუკურიი დდდ ცუდად ვააარ. ალარ დაიგვიანოოო

№13 სტუმარი სტუმარი mariamo

dzaglebis moparvis scenari agar iqneba xo am variantshi :(

№14 სტუმარი სტუმარი ნინი

უკაცრავად.. მე თქვენს ყველა შემოქმედებას ვკითხულობ ერთი რამ მინდა გკითხოთ.. თუ არ ვცდები ახაკი დაწყებული გქონდათ ახალი რომანი და 2 თავი წავიკითხე მხოლოდ.. და მერე უცებ გაქრა.. ძალიან დამწყდა გული.. :( კომენტარიც დავწერე რომ შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდებოდი. :( .. ისე ჩამითრია რომ ყოველ წუთს ვამოწმებდი ხომ არ დაიდო ახალი თავითქო.
.ბიჭს დაიჭერენ და ადვოკატად დაუნიშნავენ გოგოს.. ამ ბიჭს დას მოუკლვენ და ეს გოგო ჩუმად ეხმარება გამოძიებაში.აუ გთხოვ რომ გააგრძელო :(

№15  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ბელუ შეროზია
უუ რა კარგია!
როგორ ველოდი!
სანდრო შემეცოდა :(
ჰოო მომნატრებია კეკე :დ
მისი სიგიჟეებიც.
გელოდები ახალი და უფრო დიდი თავით kissing_closed_eyes

ბელუუუ, გამახარე ძალიან <3
დაგიბრუნდები სულ მალე :*

სტუმარი ნათია
თამარს კუკური ჯობდა აშკარად;დდდ იმ პონტში იქნებოდა: გივი, ჩვენ ვართ გივი; დდდ კაი წყვილია . თან რა გიჟია ჩვენი გივ კიარადაკუკურიი დდდ ცუდად ვააარ. ალარ დაიგვიანოოო

კუკურის ვარიანტი მეც ძაან მომწონს, მაგრამ როგორ ვაკადრო? :დდდ

სტუმარი mariamo
dzaglebis moparvis scenari agar iqneba xo am variantshi :(

ძაღლის მოპარვა ცოტა მებავშვურა დიპლომიანი თვალით როცა შევხედე :დდდ
გპირდებიმ რომ ძაღლს გამოვაჩენ, ოღონდ ცოტა შეცვლილი სიუჟეტით :*

სტუმარი ნინი
უკაცრავად.. მე თქვენს ყველა შემოქმედებას ვკითხულობ ერთი რამ მინდა გკითხოთ.. თუ არ ვცდები ახაკი დაწყებული გქონდათ ახალი რომანი და 2 თავი წავიკითხე მხოლოდ.. და მერე უცებ გაქრა.. ძალიან დამწყდა გული.. :( კომენტარიც დავწერე რომ შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდებოდი. :( .. ისე ჩამითრია რომ ყოველ წუთს ვამოწმებდი ხომ არ დაიდო ახალი თავითქო.
.ბიჭს დაიჭერენ და ადვოკატად დაუნიშნავენ გოგოს.. ამ ბიჭს დას მოუკლვენ და ეს გოგო ჩუმად ეხმარება გამოძიებაში.აუ გთხოვ რომ გააგრძელო :(

უი ნინი, ჩემო კარგო, გეშლები ვიღაცაში. არასოდეს მქონია მსგავსი შინაარსის ისტორია

№16 სტუმარი სტუმარი ნინი

თქვენს გვერდზე ვიყავი და თითქმის ყველა წავიკითხე :( და ახალი დადებული იყო 2 თავი.. აუუ თქვენს გარდა არავისი წამიკითხავს :( რა ვქნა ახლა მეე :(

ნერვები მეშლება ახლა :დდ ისე ჩამითრია ღამეებს ვათენებდი.. როგორ მოკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი ამას რომ მოვრჩი მერე დავიწყე კითხვა :(((( უფ ნერვები .მომეშალაა :დდ

№17  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნინი
თქვენს გვერდზე ვიყავი და თითქმის ყველა წავიკითხე :( და ახალი დადებული იყო 2 თავი.. აუუ თქვენს გარდა არავისი წამიკითხავს :( რა ვქნა ახლა მეე :(

ნერვები მეშლება ახლა :დდ ისე ჩამითრია ღამეებს ვათენებდი.. როგორ მოკლათ ახალგაზრდა პრეზიდენტი ამას რომ მოვრჩი მერე დავიწყე კითხვა :(((( უფ ნერვები .მომეშალაა :დდ

უცნაურია ნინი, არ მახსენდება ასეთი რამე. ადვოკატებისა და ციხის თემა იმდენად უცხოა ჩემთვის, რომ ფიზიკურად ვერ შევძლებდი მსგავსი ისტორიის დაწერას.
ძალიან მიხარია, რომ ჩემს ისტორიებს კითხულობ, მოხარული ვარ :*
პრეზიდენტის მერე მემგონი "დამაბრუნე წარსულში" დავწერე.
მოიცა, ანამარია მქონდა დაწყებული, მაგრამ მანდ ფსიქიატრიულის თემა იყო და ეგვიპტის მითოლოგია

№18 სტუმარი სტუმარი ნინი

მოკლედ რა ხდებოდა იცი? თავიდან ასე დაიწყო ადვოკატს აუყვანენ ბიჭს..მერე და მერე გაირკვევა რომ ამ ბიჭს და მოუკლეს და უნდა იპოვნოს მკვლელი.. მოისყიდის გამომძიებლებს ეს ბიჭი ..ეს გოგოც ჩუმად ეხმარება გამოძიებაში.. ამ ბიჭმა არ იცის და სადაც მკვლელობა მოხდა იქ მივა ეს გოგო და ატდება სროლაა.. თითქმის გვარებით იყო მიმართვა ყველა შენს ნაწერში.. იცი რა მომწონს არაა რა ბავშვური და ამიტომ ვკითხულობ..ისეთი არაა რაა გულს ამოვიცლი მოგცემ და ვენებს გადავიჭრი .ხომ გეუბნები იმდენად ჩამითრია ყოველ წამს ვათვალიერებდი
.აუ სახელიც როგორ გამავიწყდა რაა ..შეიძლება მართლა მეშლება მაგრამ შენ ს გარდა არავისი წამიკითხავს კაცო :დდდ

№19  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ძაან უცნაურია, მსგავსი არაფერი დამიწერია, მაგრამ შევეცდები, გაგირვკიო ვისი იყო ეგ ისტორია და კომენტარებში დაგიწერ აქ :*

ნინო, ჩემო საყვარელო, "როგორ შემიყვარდა კრიმინალი" ჰქვია ისტორიას და ავტორი არა ენ ჯეინი, არამედ, ელ ჯეიმსია, რომელიც ასევე ძალიან კარგი ავტორი და კარგი გოგოა

№20  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

ნინი, ჩემო კარგო.. მე ვარ მაგ ისტორიის ავტორი. შემოდი ჩემ გვერდზე და იქ ნახავ, არსად არ გამქრალა. ორი თავის გარდა კიდევ 6 დევს და ახალიც მალე იქნება:) მადლობა რომ კითხულობ ჩემს ისტორიას და მოგწონს..

ენ ჯეინი

ნინო, ჩემო საყვარელო, "როგორ შემიყვარდა კრიმინალი" ჰქვია ისტორიას და ავტორი არა ენ ჯეინი, არამედ, ელ ჯეიმსია, რომელიც ასევე ძალიან კარგი ავტორი და კარგი გოგოა

დაო ❤

№21  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტყუპები ვართ მემგონი :დდდ ელ ჯეიმსი, ენ ჯეინი :დდ

№22 სტუმარი სტუმარი ნინი

თქვენ გაიხარეთ.. ჩემი გახარებისთვის რაც მაგაზე ვიდარდე :დდ მადლობა დიდი :*

№23 სტუმარი სტუმარი ნინი

მოკლედ იმდენს შვრებით შენ და ელ ჯეიმსი რომ ორივე ერთდროულად დადებთ ახალ თავს :დდდ ამასაც ვკითხულობ ველი სულმოუთქმელად :*

№24  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნინი
მოკლედ იმდენს შვრებით შენ და ელ ჯეიმსი რომ ორივე ერთდროულად დადებთ ახალ თავს :დდდ ამასაც ვკითხულობ ველი სულმოუთქმელად :*

გაიხარე <3
მალე დავდებ მე. უკვე დაწყებული მაქ წერა შემდეგი თავის და ელ ჯეიმსი მემგონი დღე-დღეზე ან საათ-საათზე დადებს. გუშინ თქვა რო ასატვრითი მაქვსო

№25 სტუმარი სტუმარი ნინი

გაიხარეთ როგორ მომწონხართ ორივე :*

№26 სტუმარი სტუმარი ნინი

აბა სადაა შემდეგი თავი :(

№27  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნინი
აბა სადაა შემდეგი თავი :(

დავდე ნინი <3

№28 სტუმარი სტუმარი ნინი

ელ_ჯეიმსი
კუკური :დდდ აააა ცუდად ვარ :დდდ
არამქვეყნიურად მესაყვარლებიან გიჟი კეკელინაც და მისი გეგიც ❤

შეენ როდის დადებ შემდეგ თავს ლამის გავგიჟდე ისე ველოდები :დდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent