შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უგულო (2 ნაწილი)


11-09-2018, 22:48
ავტორი Alice76
ნანახია 825

უგულო (2 ნაწილი)

ბაჩომ გადაწყვიტა, შემდეგში უფრო ფრთხილად ყოფილიყო. კმაყოფილი იყო,კინოთეატრში ღონისძიება რომ დაგეგმა-ასე ლეგალურად აღმოჩნდებოდა იზაბელის გვერდით.

-ყველაფერი კარგად გახსოვთ?-მეათასედ კითხულობდა დავითი. სამი შეთქმული ,როგორც ყოველთვის,ბელას ბინაში შეკრებილიყო.
-მე ვეუბნები,რომ ბელამ მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გადასცეს-დაიწყო თაიმ-ამას მანამ არ ვეტყვი,სანამ 6 საათი არ მოვა...
-მანამდე ფრჩხილებიც რომ დაგაძროს,არაფერს ეტყვი-გააწყვეტინა კაცმა.
-6საათზე-უდარდელად განაგრძო გოგონამ-ვაგზავნი ბელასთან,რომელიც სახლში დაელოდება ბაჩოს ,შენთან ერთად.
-შლიაპნიკ,შენ გვერდით ოთახში იქნები,და როდესაც მე ყველაფერს ავუხსნი,თუ დავითანხმე,გამოხვალ და თამაშში ჩაერვები-სიტყვა ჩამოართვა ბელამ.
-ამის შემდეგ ყველაზე რთული დაიწყება-თითების მტვრევით ამოთქვა კაცმა-იზაბელ,გეტკინება,მაგრამ უნდა გაუძლო.მე მანამდე თაგვებზე ვივარჯიშებ-კუთხეში მდგარ ყუთებს გახედა,საიდანაც განწირული წრუწუნი ისმოდა.
-აქამდე არ გაგიკეთებია?-წარბი აწია თაიმ
-თეორიულად ვიცი,მაგრამ გამომივა,ანგელოზი ვარ,ხომ არ გავიწყდება-ამაყად მიუგო დავითმა.-მე ყველაფერი გამომივა,თქვენ შეასრულეთ რაც გევალებათ,დანარჩენს საკუთარ თავზე ვიღებ.
-კარგი,მაშინ წავედი მე-საათს დახედა თაიმ-10 საათზე იქ უნდა ვიყო.შენ რა გადაწყვიტე,წამოხვალ?-მიუბრუნდა ბელას.
-არ ვიცი-უკვე მერამდენედ გაიმეორა გოგონამ და მკერდზე ხელი მიიდო-არამგონია გავუძლო.
-ხომ იცი,ჯობია ახლოს იყო,რომ ადვილად დაიჯეროს ჩემი ნათქვამი.არამგონია რამე დაგიშავოს,შენც დამამშვიდებლები დალიე და ეცადე არ ინერვიულო.
-ჯობია ახლოს იყო,კი-ფიქრიანად თქვა დავითმა-უნდა შეეჩვიოთ,ცოტა დრო გვაქვს ,მაგრამ ერთო ოთახში მშვიდად ყოფნა მაინც უნდა ისწავლოთ. 6ზე თუ წამოხვალთ,საკმარისი დრო მექნება,რომ ყველაფერი ავუხსნა,მოგამზადოთ და ზუსტად ღამის 12 საათისთვის დავიწყო გაყოფის პროცედურა.
-ეგრე ნუ ამბობ რა,ძალიან ცუდად ჟღერს-ამოისრუტუნა ბელამ და გააჟრჟოლა. თაი,როგორ გამოვიყურები?ძალიან ვნერვიულობ-მეგობარს მიუბრუნდა და თმების უაზროდ სწორებას მოჰყვა.
-იზაბელ,აქ შენი ნიშნობა არ ეწყობა,გული უნდა ამოგაცალო.-აღშფოთდა დავითი
-რავიცი,ისე მიყურებს ხოლმე...-გოგონამ სიტყვებუ ვეღარ მოძებნა და დარცხვენილი გაჩუმდა.

მეგობრები კინოთეატრისაკენ გაემართნენ. დარბაზში შესული ბელა თავის მკერდს უგდებდა ყურს-თუკი ბაჩო ახლოს იყო,წყლიდან ამოვარდნილი ზვიგენივით ხტოდა.
ბაჩო არსად ჩანდა,თუმცა მენეჯერმა ორივე სწრაფად შეამჩნია და შორიდან დაუძახა
-ბელკა,თაი მოდით აქ!
-ამას რა სჭირს?-ირონიული ღიმილით გადაულაპარაკა თაიმ.
-მგონი გამაღიავებელმა ტვინს მიაღწია-ჩაიფხუკუნა ბელამ .
უფროსს მიუახლოვდნენ და ინტერესით მიაჩერდნენ-გოგა ყუთებს აქეთ-იქით დაარბენინებდა თანამშრომლებს და საკმაოდ კარგ ხასიათზე ჩანდა.
-შესანიშნავი საღამო გამოვა,ეს ჩვენთვის მაგარი პიარია.ფრთხილად!-დაუღრიალა ერთ საცოდავ ბიჭს,რომელმაც ყუთი ზედმეტად მაგრად დადო ძირს-აქ ძვირფასი ღვინოა!დეგუსტაციისთვის საფრანგეთიდანაც კი ჩამოდიან.
-მოკლედ,შენ და ის ბაჩანა მაგრად ჩაბრატდით-აღნიშნა თაიმ სასხვათაშორისოდ.
-ხო,ვმეგობრობთ-ამაყად გამოაცხადა გოგამ-ამიტომაც აირჩია ჩვენი კინოთეატრი,მე რომ არა,ისევ ინდურ ფილმებს გაუშვებდნენ ალბათ...
გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და მრავალმნიშვნელოვნად აწიეს წარბები.
-ბაჩანა ზემოთაა,პირადად სურს თანამშრომლებთან გასაუბრება,თაი,შენ სტენდთან იდექი ეს ორი დღე,კითხვები აქვს შენთან,ამიტომ პირველი ადი,ბელაც გაიყოლე.
ბელამ დაიწკმუტუნა.
-რა იყო?-ხმა გაუმკაცრდა გოგას.
-არაფერი,ისა... ვიფიქრე,მოგეხმარებოდი და მერე ავალ კაცო,აქ მარტო ცოდო ხარ.-ამოღერღა ბოლოს.
გოგამ ეჭვით შეათვალიერა,ბოლოს თავი ყოყმანით გააქნია.
-ღვინის დაწყობა დაიწყე ,ბოლოს ადი ბაჩოსთან. თუ რამე გატეხე,იცოდე , იმავე ნატეხებით აგკუწავ.-ღიმილით გაშორდა გოგონას და თაიც გაიყოლა,რომელმაც დასაკლავად გამზადებული გოჭის თვალებით შეხედა მეგობარს.
ბელამ ჩუმად დაანახა ცერა თითები და ღვინის ბოთლებს მიუბრუნდა.

კაბინეტში მოკალათებული ელოდა გოგონას. იმ ცალტვინა მენეჯერს ძლივს შეაგნებინა,რომ თანამშრომლებთან გასაუბრება სურდა. გეგმა მარტივი იყო-გოგონას აღარ გაუშვებდა. მისი გათიშვაც რომ დასჭირვებოდა,მოიხელთებდა და შემდეგ იმაზე იფიქრებდა,გულისთვის რა მოეხერხებინა. თანაც,სავარაუდოდ იზაბელმა ბევრი რამ იცოდა,ასე რომ სანამ სრულად არ გაარკვევდა ვითარებას,გოგონა მისი ტყვე იქნებოდა.
კარი გაიღო და ფიქრებიდან გამოერკვა
თავტოპალა მენეჯერს გოგო მოეყვანა,ოღონდ სულ სხვა გოგო. აუცილებლად განრისხდებოდა,გული რომ ჰქონოდა.
-გამარჯობა,გოგა,ესეიგი,ეს თანამშრომელია,რომელმაც სურვილი გამოთქვა,ჩვენთვის დამატებით ემუშავა-დინჯად წამოდგა და აცმუკუნებულ თაოს ხელი ჩამოართვა-სასიამოვნოა,ერთხელ უკვე შევხვედრილვართ,ბაჩო.
-თაი-წიკვინით ამოთქვა გოგონამ-ჩემთვისაც.
ორივე გაბადრულ გოგას მიაჩერდა,რომელიც წასვლას არ ჩქარობდა.
-გმადლობ,რომ თავად იზრუნე თაის აქ მოსვლაზე,გავესაუბრები და მალევე დაგიბრუნებ-მიახვედრა ბაჩომ.
მენეჯერმა თავი სწრაფად დაუქნია,დანარჩენებიც მალე მოვლენო,მიაძახა და გაუჩინარდა.
ბაჩო სავარძელში ჩაეშვა და გოგონას მიაჩერდა,რომელიც წელში გასწორებული,უხერხული ღიმილით იყურებოდა აქეთ იქით.
-მიამბე,მოსწონს ხალხს ღვინის ახალი სახეობები?-ფრთხილად დაიწყო ბაჩომ.
დასჯილი ბავშვივით კვლავ ფეხზე მდგარი თაი ისე მიაჩერდა,თითქოს ბიჭი ჩინურად საუბრობდა.
-ღვინო? ა ,ჰო, ღვინო... კი,კი,ძალიან მოსწონთ. სულ დამატება უნდათ. ერთი ქალი სამჯერ დაბრუნდა სტენდთან და მერე ისე გამოთვრა,სამოთხეში ვარო იძახდა... რაღაცას მღეროსა წითელი სამოთხის სიტკბოებაზე-ნაძალადევად გაიცინა და ფეხი მოინაცვლა.
-შეგიძლია დაბრძანდე,ბევრი კითხვა მაქვს შენთან,ასე დაიღლები-თვალით სკამზე ანიშნა ბაჩომ.
-ბევრი კითხვა რაზე? მე არაფერი ვიცი,ღვინოს ვასხამ და ეგაა .
-იცი,რომ ღვინოზე არ უნდა ვისაუბროთ-მკაცრად უთხრა ბიჭმა.
-არა? აბა რაზე-წამოიყვირა და თვალები ჭერს მიაბჯინა.
-შენს მეგობარზე,კერძოდ იზაბელზე-მოთმინებით აუხსნა .
თაი ცდილობდა დავითის გეგმა გაეხსენებინა,მაგრამ ისე ნერვიულობდა,თავში ერთი სიტყვაც კი ვერ მოიძია. ბოლოს რიცხვი 6 დაიჭირა და ჩაებღაუჭა.
-6 საათამდე უნდა მოიცადო. ბელა აქაა,თვითონ ნახავ. აქ არ დაიბარო,მაგით ყველაფერს გააფუჭებ.
ბაჩო წამით ჩაფიქრდა. იცოდა,რომ გოგონა აქ იყო,მაგრამ დიდად არ სჯეროდა,რომ მასთან საუბარს მოინდომებდა. როგორმე აქამდე უნდა მოეტყუებინა.
თაი მიხვდა,რომ მხოლოდ ამ სიტყვებით ვერ დააჯერებდა.
-ბელამ მითხრა,რომ მას შენი რაღაც აქვს და ისიც მითხრა,რომ უნდა,დაგიბრუნოს. მაგრამ არ უნდა შეაშინო ,არ იჩქარო. საღამოს,6 საათზე ერთად წავალთ მასთან სახლში და ყველაფერს გაარკვევ,გპირდები-გოგონამ თავი რატომღაც იდიოტად იგრძნო.
-შენ,როცორც ჩანს,ბევრი რამ იცი-ახალი აზრი გაუჩნდა ბაჩოს. თუკი ბელას ვერ ათქმევინებდა,მისი დაქალი მაინც ეტყოდა რამეს.
თაი თითქოს მიუხვდა და ფეხზე წამოდგა.
-უნდა გვენდო,ჩვენ მხოლოდ კარგი გვინდა. ახლა წავალ და 6 სთვის ჩემთან მოდი. წვეულებაზ ვერ მოვხვდებით,როგორმე თავი უნდა დავაღწიოთ.
პასუხს აღარ დალოდებია,ისე გავარდა კარში.
-ინტუიცია-ბაჩომ თვალები დახუჭა-რას მეუბნება? მგონი ამბობს,რომ გოგო არ ტყუის.
რას ვიზამ,ამდენი ვილოდე და ცოტას კიდევ მოვიცდი.

დარბაზში დაბრუნებულმა თაიმ მეგობარს ყველაფერი ჩაუკაკლა. ბელამ გახარებულმა შეაქო და გეგმის გამეორებას შეუდგა მასთან ერთად.

საყვარელ საწამლავს ტუჩებიდან ისრუტავდა და გარეთ მდგარი ფანჯრის მიღმა აკვირდებოდა გოგონას. ინტერესით აგემოვნებდა უცნაურ აზრებს,რომლებიც მისი ცქრესისას ტივტივდებოდნენ-სილამაზესაც ხედავდა,სურვილსაც გრძნობდა,მაგრამ კიდევ იყო რაღაც სხვა,რისთვისაც სახელი ვერა და ვერ გამოეძებნა. თითქოს გოგონასგან მხოლოდ გული არ სურდა. იმ მესაკუთრეობამ,რომელიც იზაბელის სხეულში თავისი გულის არსებობამ გაუჩინა,საზღვრები გააფართოვა და ახლა რატომღაც ფიქრობდა,რომ გოგონაზე მთლიანად ბატონობის უფლება ჰქონდა.
ფიქრებში ჩაფლულს გვერდით ვიღაც ამოუდგა.
-ესეიგი,გოგო იპოვე-ჩახლეჩილი ხმა შემპარავად ჟღერდა.
ბიჭი სწრაფად გამოერკვა და გვერდით მდგომ ზეის გადახედა.
-არ მახსოვს,წვეულებაზე დამეპატიჟე-გამოსცრა და თვალებით ბელა მოძებნა. გოგონას უჩვეულოდ უფრთხილდებოდა მისი არსების უცნობი ნაწილი.
-ისეთი შემოთავაზება მაქვს,თავად ჩემთვის მოაწყობ წვეულებას-ღიმილით მიუგო კაცმა და ხელები დალაქული შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო-შენი ნახვა ერთ,ასე ვთქვათ ძალიან ძლიერ პიროვნებას უნდა-სიტყვებს არჩევდა-კაცმა რომ თქვას,მთელ მსოფლიოსაც განაგებს. შენი ძლიერი სული ძალიან გამოადგება,საჩუქრად კი მარადისულ ცხოვრებას გპირდება. ჰა,როგორია?
-შენი ნათქვამიდან ვერაფერი გავიგე და არც მინდა,რომ გავიგო-მოუჭრა ბიჭმა და ნამწვი გადააგდო-აქედან მოშორდი.
ზეიმ თავი დაიქნია,თითქოს ზუსტად ამას ელოდაო,ჯიბიდან უცნაური საგანი ამოიღო,რომელიც თითქოს მხოლოდ სინათლის სხივებისგაკ შედგებოდა და ბაჩოს თვალისდახამხამებაში ატაკა მკერდში.
ბიჭი უკან გადახტა და გულის ადგილას ხელი იტაცა. ცოტა ხანს ისე ისვამდა თითებს,თითქოს რაღაც ეტკინაო,შემდეგ კი თვალებამღვრეული შეაჩერდა ზეის.
-წამიყვანე მასთან-დაპროგრამებულივით წარმოთქვა .
-ო-ო,მანამდე რაღაც უნდა გააკეთო ბატონისთვის,მას ყელის ჩაკოკლოზინება უნდა-კაცი მხიარულად საუბრობდა,თუმცა მის ხმაში ძრწოლის ნოტები ვერ იფარებოდა.
ბაჩოსთან მიიწია და ყურში უჩურჩულა,შემდეგ კი სწრაფად გაიძურწა და მოშორებით მდგარ “ნოლ 6”-ში მოკალათდა.
ბიჭი დინჯად დაიძრა შესასვლელისაკენ და დარბაზში იზაბელი მოძებნა,რომელიც დარბაზში არა,მაგრაკ საპირფარეშოში აღმოაჩინა. ბელი ბედის უკუღმართობით მაინც და მაინც მაშინ იყო მარტო.
მისკენ მიმავალი ბაჩო რომ დაინახა,როგორც ყოველთვის,გახევდა და ტუჩების ცმაცუნი დაიწყო.
-აქ შემოსვლა არ შეიძლება-ამოიკიკინა. მისკენ მიმართული მზერა უცნაური და ძალიან საშიში ეჩვენა. გულმა მთელი სხეული მოიცვა და შიშის მარწუხები უდარდელად გადაატარა ყველა ნერვს.
ბიჭმა სწრაფად დაფარა მათ შორის არსებული მანძილი და სანამ გოგონა რამეს მოიმოქმედებდა,პირზე ხელი მიაფარა.
-იცოდე,მოგკლავ,თუ არ გამომყვები-მტკიცედ უთხრა ბაჩომ და თითქმის გონდაკარგული გოგონა სწრაფად გაათრია გასასვლელში.
თავისი მანქანისკენ არ წასულა,ყურში მოჩურჩულე ხმას გაჰყვა და ნახევარი საუკუნის ასაკის წითელ,დანჯღეულ მანქანაში შეაგორა გოგონას სხეული. თავად მძღოლის გვერდით დაჯდა და აღელვებულ ზეის მიაჩერდა.
-ახლა წამიყვან მასთან?
-ასეთი მარტივი თუ იქნებოდა ,რას ვიფიქრებდი -აღფრთოვანდა კაცი-მე მეგონა იმ ალქაჯმა ნაგავი შემომტენა.-მანქანა წვალებით დაქოქა და დაძრა-სიცარიელე ადვილად ივსება,ერთი ეგარი,ამის გულზე გამიჭირდება-გოგონას გადახედა-მარა ამ ბოლო დროს ყველაფერი კარგად გამომდის. აქამდე დამეძახა იმ დაწყევლილისთვის...
ბაჩოს მომლოდინე მზერით გადახედა. ბიჭი გაშტერებული იყურებოდა და სახე ოფლით დანამვოდა, მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა,თითქოს ამ უძრავი გარსის შიგნით დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა.
ზეის ბევრი არ უვლია,ნახევარ საათში ქალაქის არც თუ ძალიან მიყრუებულ ქუჩაზე შეუხვია და უზარმაზარ,მიტოვებულ შენობასთან შეაჩერა,რომელსაც ფანჯრები შემორჩენოდა,თუმცა მათ რაფებზე პატარ-პატარა ხეებს წამოეყოთ თავი. კედლები ხავსითა და სუროთი იყო დაფარული,თანამედროვე ნაგებობებს შორის უცნაური,პოსტაპოკალიფსური გარეგნობა ჰქონდა და მნახველში დროის შიშს იწვევდა.
გაჩერებისას ზეის ანტიკვარულმა მანქანამ გასროლის ხმა გამოუშვა,ამოიფრუტუნა და რამდენიმეჯერ მკვეთრად შეირყა,რაზეც უკანა სავარძელზე გადაწოლილი გოგონა წამში გამოფხიზლდა და დაფეთებული წამოხტა.
-სად ჯანდაბაში ვარ-მიმოიხედა და კარს ეცა,თუმცა ბაჩოს ხელმა შეაჩერა-შენ რა, სულ გადაირიე?-აწივლდა და ფრჩხილები ჩაასო-გამიშვი,თაიმ ხომ აგიხსნა ,უნდა დამლოდებოდი...-უკან გაცოცდა და ახლა მეორე კარს ეცა. ზეიმ დაასწრო და გადავიდა,გადმომძვრალ გოგონას წინ აესვეტა-აბა,ტკბილო,ეგეთებს არ ვართ-ხელი ლოყაზე მოუთათუნა,რისთვისაც სახეში პატარა მუშტი მოხვდა. თვითონაც არ დააკლო და ბელას ერთი გემრიელად უთავაზა .
-ეს ქალები რა სუ ტვინსა **ნამთ?-აღრიალდა და მეორე ხელი მოიქნია,თუმცა ჰაერში გაუშეშდა-ბაჩო იჭერდა,რომელსაც თვალები კვლავ დაბინდული ჰქონდა,მაგრამ უფრო აშკარად ეტყობოდა,რომ სხეული მომწამვლელ წყევლას ებრძოდა-
მთელი ტანით კანკალებდა და ჩასისხლიანებულ თვალებს გაჭირვებით ატრიალებდა.
ბელამ დრო იხელთა და ადგილიდან მოწყდა. გარბოდა და თან უჩვეულოდ სწრაფად ამუშავებულ გონებას ყურს უგდებდა.
-ასე ვერ გავექცევი,ხალხი არ ჩანს-ფიქრობდა გამწარებული-დამეწევიან,სადმე უნდა დავიმალო-არც აცია,არც აცხელა,პირდაპირ შენობის ეზოში შევარდა და ამწვანებულ კედლებს შორის გაუჩინარდა.
დადევნებული ზეი წამით შედგა და უწმაწური სიტყვების კორიანტელი დააყენა.
-ახლა სად ჩემ ფეხებში ვეძებო-ღრიალებდა და ბაჩოს უყურებდა-დროზე უნდა შევიყვანოთ,თორე ცოცხლად გამატყავებენ.-უცბად ფერი დაეკარგა-ეს გოგო რო დაიკარგოს,დედა მეტირება და შენც თან წაგიყოლებ-შენობაში შევარდა .
ბაჩო უკან მიჰყვა.
მიუხედავად იმისა,რომ ნაგებობას უამრავი დიდი ფანჯარა ჰქონდა და გარეთაც მზე ჩახჩახებდა,შიგნით წყვდიადი იყო გამეფებული. შესვლისთანავე ბიჭი შედგა და შებარბაცდა. დაბურული თვალები დაახამხამა და მიმოიხედა.
-აქ რა მინდა?-მიმართა სივრცეს. ზეი სადღაც გამქრალიყო,თუმცა მისი იქ ყოფნა ბიჭს არც ახსოვდა. როგორც ჩანს,მივიწყებულ შენობას ენერგია ჰქონდა,რომელიც ყველანაირ შელოცვას ხსნიდა და ბაჩოს ცარიელ გულში მოკალათებული წყევლაც გამქრალიყო.
ჯიბიდან მობილური ამოიღო,დახედა და ეკრანზე ვარდისფერი პანტერის გამოსახულებამ გამოანათა.
-ეს ვისია-ჩაიბუტბუტა და ეკრანს ხელი გაუსვა. გაჩენილმა ციფრეაბმა ამცნეს,რომ პაროლი იყო საჭირო.
ჯიბე კვლავ მოსინჯა და ახლა საკუთარი მობილური ამოაძვრინა. სანათი ჩართო და მიმოიხედა. უკან შებრუნდა-კარი არ ჩანდა.
თავი უხერხულად მოიფხანა და დაიძახა.
-არის ვინმე?-მხოლოდ საკუთარი ხმის ექომ უპასუხა.
წინ დაიძრა და გაძარცვულ დერეფანს გაუყვა. თითქოს მიმართულებას უცნობი გრძნობა აძლევდა,სწორედ ის გრძნობა,რომელიც მანამდე იზაბელის ნახვისას გაუჩნდა-რაღაც ეძახდა.
ინტუიციით გრძნობდა,რომ ჩამწკრივებული,დახურული კარები არ უნდა გაეღო.
ფანჯრები დალანდა და მათ მიაშურა,თუმცა მინის მიღმა მხოლოდ ბურუსი ჩანდა,თანაც ზედმეტად მაღლა იყო,რომ ჩაემსხვრია.
ისევ დერეფანს მიუბრუნდა და ცოტა ხანში ფაჩუნის ხმა მოესმა. მკვეთრად შემობრუნდა.თითქოს რაღაც დალანდა,მაგრამ ზუსტად ვერ გაარჩია.
-ვინ არის მანდ?-დაიძახა და პასუხას სირბილის ხმა მისწვდა ყურებამდე.ხმას სწრაფად მიჰყვა და კიდევ ერთ დერეფანში აღმოჩნდა. თავადაც გაიქცა და მობილური მოიმარჯვა-მკვეთრი სინათლე წინ მხოლოდ მცირე მანძილს უნათებდა,წყვდიადი თითქოს სხივებს შთანთქავდა.
რამდენიმე მეტრი კიდევ გაიარა და მოკუნტული სხეული გაარჩია.
გოგონას სახეზე გრძელი თმა ჩამოშლოდა და ცალი ხელი აეფარებინა,თითქოს ასე თავს დაიცავდა.
-იზაბელ? აქ რა გინდა?-ახლოს მიიწია და ხელი მოჰკიდა.
ბელამ წამოიკივლა და აფართხალდა .
-დამშვიდდი,რა ხდება,ამიხსენი.
-შენ მომიტაცე და მე მეკითხები?-აკანკალებულმა წამოიყვირა და მუშტები დაუშინა-საზიზღარი,უგულო არსება-როგორ მძულხარ,ნეტა იცოდე. აქ რატომ მომიყვანე?
ბიჭმა ხელები გაუკავა და მიაჩერდა.
-არ მახსოვს აქ როგორ მოვედი,მხოლოდ ის მახსოვს,რომ კინოთეატრთან ზეი შემხვდა.
-ზეი?-დაიჩურჩულა გოგომ და ფართხალი შეწყვიტა. გულის საშინელ ტკივილს თითქმის ვეღარც კი გრძნობდა-ის მყრალი იდიოტი?
-სად ვართ,იცი?-მშვიდად ჰკითხა ბიჭმა.
-რაღაც დამპალი და დიდი შენობაა-შიშით აკანკალებულმა მიმოიხედა-გასასვლელს ვეძებდი ,მაგრამ ვერ ვიპოვე. თან საშინელი სიბნელეა ყველგან,დაწყევლილი ადგილია-ესეიგი ,არ გახსოვს,ტუალეტიდან რომ გამიტაცე?-უნდობლად შეხედა.
-რატომ უნდა გამეტაცებინე,თაიმ ხომ მითხრა... ზეი-თქვა დინჯად-მაგან იცის,რომ გული არ მაქვს და ისიც იცის,შენ როგორიც ხარ. ალბათ რამე გამორჩენა ნახა.
-საიდან გაიგო,შენ უთხარი?-აღშფოთდა გოგონა.
-მე ვკითხე-ჩაუსწორა ბაჩომ-თვითონ მიხვდა.
-სულელურად მოიქეცი,არ უნდა გეთქვა...
-შენ არ მეუბნებოდი -თვალებში შეხედა და თითქოს ბელაც დამშვიდდა მისი წყნარი თვალებით-აქედან გაგიყვან,არ იდარდო.-ხელი მოჰკიდა და უკან წაიყვანა.
დიდხანს,მდუმარედ დადიოდნენ დერეფნებში,მაგრამ ყველა მათგანი ერთნაირი იყო,ზეი კი თითქოს შენობას გადაეყლაპა.
-რომელიმე კარი უნდა გავაღოთ-ამოიჩურჩულა ბელამ-ასე ვერაფერი გამოვა.
-არ შეიძლება-თქვა ბაჩომ დინჯად-რაღაც ცუდს ვგრძნობ იქიდან.
კვლავ უსასრულო ლაბირინთ გაუყვნენ,თან კედლებს კაწრავდნენ და მალევე აღმოაჩინეს,რომ წრეზე დადიოდნენ.
-ღმერთო,საშინელი ადგილია-გოგონა კანკალს ვერაფერს უხერხებდა,მთელი სხეული გულის არარითმულ,აუტანლად სწრაფ ცემას უსმენდა და ნორმალურ მოქმედებაზე უარს ამბობდა.ჩაიმუხლა და ცრემლების ტბა დააყენა.
ბაჩო ცდილობდა,რაიმე გამამხნევებელი ეთქვა,თავად შიშს ვერ გრძნობდა,მაგრამ თითქოს გოგონა იტანდა ორივეს სამყოფ სასოწარკვეთას. ამის გამო თავს დამნაშავედაც კი გრძნობდა.
თავადაც ჩაიმუხლა და მოეხვია. ჯერ უხერხულად მოხვია ხელები,შემდეგ მიხვდა,რომ სწორად იქცეოდა და თამამად მოიქცია მკლავებში.
ბელამ გაკვირვებულმა ამოხედა,ერთხანს თვალებში ჩააშტერდა და თავს უფლება მისცა,დამშვიდებულიყო.
ბიჭი მასზე ტრანკვილიზატორივით მოქმედებდა,ნელ-ნელა ,მონუსხული მზერით მიიწია ბაჩოს სახესთან და ცხოვრებაში პირველად შეასრულა ნორმალური კოცნა.
სასიამოვნოდ გაბუჟებული ვერ თმობდა პოზიციას,მანამდე იყო გატრუნული,სანამ ბაჩომ არ მოაშორა ტუჩები.
ბიჭი გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ,ტელეფონი იქვე ედო და მისი ნათება ნახევარ სახეს უკვეთავდა.
ბელას სახეზე სისხლი მოაწვა და თავისი თმისფერი გახდა.
-ბოდიში-დაიწრუწუნა და ინატრა,შუქი ჩაქრეს და აღარასდროს აინთოსო.
ბაჩო კვლავ ენაგადაყლაპული უყურებდა.
-რა ხდება,კარგად ხარ?-უხერხულად იკითხა გოგონამ.-ბაჩო?
ბიჭმა თვალები აახამხამა.
-რა უცნაურია,გულზე თითქოს რაღაცა მიჭერს-მკერდზე დაიხედა-და კიდევ რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს,შეშფოთებული არა ,სხვანაირი...
-გაკვირვებული?-მიეშველა გოგონა.
-ზუსტად!-გაიცინა ბიჭმა.-ასეთი არაფერი მომსვლია,მადლობა-ლოყაზე მოწყვეტით აკოცა,წამოაყენა და თმები გადაუწია-ვიცოდი,რომ დამეხმარებოდი-ახლაღა ხვდებოდა,რა იყო კმაყოფილება და სიხარული.
-შენ ხომ გული არ გაქვს-ჩაფიქრდა ბელა.
-დაგავიწყდა,რომ ჩემი გული შენთანაა? ალბათ რამე ისეთი ზეციური ამბავია-უთხრა ღიმილით-როდესაც შენთან ახლოს ვარ,გრძნობები მიბრუნდება.
-რომანტიკულად ჟღერს-გაიცინა გოგონამაც-თან თითქოს ვეჩვევი შენთან ყოფნას და გულიც აღარ მიმდის.
-ჩემი დანახვისას ქალებს ისედაც მისდით გული-საიდანღაც იუმორის გრძნობასაც მიეღწია ბიჭამდე-ყველაფერს მაგას ნუ დააბრალებ.
-რა საყვარელი ხარ-წამოსცდა ბელას და მაშინვე პირზე იტაცა ხელი - შემთხვევით მომდის ეს ყველაფერი-თავის მართლებას შეეცადა.
ბაჩომ ისევ გაიცინა და ხელი ფრთხილად მოჰკიდა.
-მგონი ერთად შევძლებთ აქედან გასვლას.-ჯერ უნდა გავიგოთ ზეიმ აქ რატომ მოგვიყვანა.
ბელას ანგელოზის ნათქვამი გაახსენდა.
-თუ დავითს დავუჯერებთ,მაშინ ზეიმ ეშმაკთან პაემანი მოგვიწყო-თქვა და თავადაც ვერ გაიაზრა საკუთარი სიტყვების მნიშვნელობა.

ბაჩო წარბშეკრული ფიქრობდა გოგონას ნათქვამზე. ზეიმ მასთანაც ახსენა ვიღაც ისეთი,ვინც მსოფლიოს მართავდა. ასევე,მის სულზე და იზაბელის მთელ გულზეც დაუსვა კითხვები. შესაძლოა,ბელი მართალიც იყო,მაგრამ რა უნდოდა ეშმაკს თბილისის მიტოვებულ ,აშმორებულ შენობაში?
-აბა სხვა სად უნდა იყოს?-იფიქრა და ვერ მოიფიქრა,სად შეიძლება მოსწონებოდა ლუციფერს ყოფნა.
-ჩვენ უკვე მახეში ვართ-თქვა უეცრად-აქედან მხოლოდ ერთი გასასვლელია,ისიც გარეთ არა.
გოგონას თვალები აუწყლიანდა.
-ოთახში უნდა შევიდეთ,ხომ?
-დიდი ეჭვი მაქვს,რომ ზეი უკვე კარგა ხანია შესულია. იმიტომ არ შეგვხვდა არსად. არ მგონია,სხვა გზა გვქონდეს.
-ალბათ,მნიშვნელობა არ აქვს,რომელში შევალთ-უთხრა ჩუმად ბელამ და თითები მაგრად მოუჭირა ბიჭის თბილ თითებს.
-ძალიან მინდა,რომ ეგ შიში მთლიანად მე წავიღო-შუბლზე აკოცა და თვალებში ჩააცქერდა-წარმოდგენაც არ მინდა,ახლა რას გრძნობ,მაგრამ ვიცი,რომ გაუძლებ. ჩემი გულიც შენ გაქვს,შიშთან ერთად ჩემი წილი იმედიც იქნება მანდ სადმე.
ბელამ აღელვებულმა ახედა.
-იქნებ იქიდან ვერც გამოვიდეთ,ამიტომაც მაკოცე,სანამ დროა,მინდა მოვასწრო-მისთვის უკვე სულ ერთი იყო,რას იფიქრებდა ბიჭი.
მთავარი სხვა რამ იყო-რამდენიმე წამით ყველაფერი გადაივიწყა,მხოლოდ ერთადერთი შეგრძნება ჰქონდა,რბილი,გლუვი და თბილი სხეულის შეგრძნება ტუჩებზე.
-სამ თვლაზე გავაღოთ-თქვა ბაჩომ,როდესაც მის ბაგეებს მოსწყდა.
-ერთი.
-ორი.
-სამი-სახელური ჩამოსწია და ყველაზე უარესის მოლოდინში ბელას წინ გადაეფარა.
სახეზე სუსხი სამართებელივით მიეჭრათ. არავინ გამოვარდნილა მათკენ,არც საშინელი სანახაობა დახვედრიათ,ოთახიც არ გამოჩენილა-კარიდან სულისშემხუთავად ლამაზი და ამავდროულად შემაშფოთებელი სილამაზე იშლებოდა- ჰორიზონტამდე გადაშლილი ტყე,მჭიდროდ მიბჯენილი ტყე,რომელიც მთლიანად გადათეთრებული იყო. სუსხი ძვალსა და რბილში ატანდა,ტემპერატურა იმდენად დაბალი იყო,რომ მაღალ ხეებს ყინული თეთრი მოსასხამივით შემოხვეოდა და ჰაერში ცივი სიჩუმის ხმას ტოვებდა. აწოწილი ნაძვების წიწვები მსხვილი ნემსებივით გამოეკვეთა წვიმას. ბაჩო და ბელა მონუსხულები შესცქეროდნენ თვალწარმტაც სანახაობას-მსგავსი რამ დედამიწაზე თუ არსებობდა,ვერც კი წარმოიდგენდნენ. ერთო წამით ისიც კი დაავიწყდათ,რომ ამ საოცარ ადგილას დანგრეული შენობის კარიდან აღმოჩნდნენ.
-ღმერთო,როგორ ცივა-ბელა კბილს კბილზე აწკარუნებდა,ჰაერტი პირიდან ორთქლად გამოსდიოდა-ეს ადგილი საშინლად ლამაზია,ნეტა სად ვართ?
ბაჩომ ხშირი ტყე ეჭვის თვალით დაზვერა.არავინ ჩანდა.
-არ დაგავიწყდეს,აქ საიდან მოვედით და ვინ მოგვიყვანა-იჩურჩულა ბიჭის ხმამ ბელას ყურთან,თუმცა თვალებგაფართოებულმა გოგონამ შენიშნა,რომ ბაჩო ტუჩებს არ ამოძრავებდა.
-რ-რა ... რა ხდება?-გოგონას ენა დაება-ახლა რა თქვი?
-არაფერი მითქვამს-მიაჩერდა ბაჩო.
-არ დაგავიწყდესო,საიდან მოვედითო...- უფრო გამოშტერდა ბელა.
-ეგ მგონი გავიფიქრე-წარბები შეჭმუხნა.
-რა მნიშვნელობა აქვს-სწრაფად თქვა გოგონამ,მიხვდა,რომ ახლა ეს მათი მთავარი საზრუნავი არ იყო-თუ ეშმაკთან შესახვედრად მოვედით აქ,გამოდის,რომ ეს მშვენიერი ადგილი...
-ჯოჯოხეთია-დაასრულა ბიჭმა.



-------------
დაგიბრუნდით ისევ მე :D <3
პატარა თავია,მაგრამ სამაგიეოროდ მალე მოვაცუნცულე <3
წაიკითხეთ და აზრი მომახსენეთ! <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გააააამოვშტერდი...... ადმინ არც კი ვიცი რა გითხრა... ჯანდაბა დავდებილდი....
მგონი ემოციებისგან ვგიჟდები :დ აშკარად მართლა გავრეკე...
ეს....
ჰუჰ......
ამ...
არც კი ვიცი რა იყო....
აი მართლა ვგიჟდები შენზე... როგორ მიყვარს ასეთი ისტორიები რო მაშტერებს და მერე 1-2საათი პირდაღებულს მტოვებს... საუკეთესო ხარ არ კი ვიცი ჩემი აღფრთოვანება როგორ გამოვხატო....
აუუუუ რა მაგარიიიიი იყოოოოოოოოოოოო ღმერთოოოოოოოო მართლა დავუსტვინე მგონი... მაგრამ არაუშავს :დ ისედაც არ ვიყავი ნორმალური :დ
აზრზე არ ვარ ვინ ხარ მაგრამ აშკარად ჩემი სიყვარული ხარ და ბედნიერი ვარ რომ გიპოვე :დ :დ :დ ხოდა ამ "ადმინით" რომ არ მოგიხსენიო ხოლმე ,ვერ ვიტან ამის ძახილს, რითი მოგმართო? :დ
არა მართლა შემიყვარდი... კი კი აშკარად ასეა :დ
შემდეგ თავს ველი მოუთმენლააააად <3 <3

 


№2 სტუმარი სტუმარი barbare

suli movitqvi axali tavis danaxvisas magram ise male da iset saintereso momentshi damtavrda isev davrchi uhaerod.. isev sulmoutqmelj velodebi shemdegs da imedia ar gamgudav <3

dzalian momwons ks idea, rom isinj ertmanets ase kargad ugeben... tandatan ise sheechvivnen ertmanets is ...c agar daschirdebat mgoni.. shemiyvarda orive, guls da suls mitboben. neta me rodis megirseba chemi gulis meorenaxevris povnaa? :/

 


№3  offline წევრი მარიკუნაა♥️

აააააა!!!
ძალიან მომწოოონს!!
რა გავაკეთო??♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline წევრი Alice76

ანი ანი
გააააამოვშტერდი...... ადმინ არც კი ვიცი რა გითხრა... ჯანდაბა დავდებილდი....
მგონი ემოციებისგან ვგიჟდები :დ აშკარად მართლა გავრეკე...
ეს....
ჰუჰ......
ამ...
არც კი ვიცი რა იყო....
აი მართლა ვგიჟდები შენზე... როგორ მიყვარს ასეთი ისტორიები რო მაშტერებს და მერე 1-2საათი პირდაღებულს მტოვებს... საუკეთესო ხარ არ კი ვიცი ჩემი აღფრთოვანება როგორ გამოვხატო....
აუუუუ რა მაგარიიიიი იყოოოოოოოოოოოო ღმერთოოოოოოოო მართლა დავუსტვინე მგონი... მაგრამ არაუშავს :დ ისედაც არ ვიყავი ნორმალური :დ
აზრზე არ ვარ ვინ ხარ მაგრამ აშკარად ჩემი სიყვარული ხარ და ბედნიერი ვარ რომ გიპოვე :დ :დ :დ ხოდა ამ "ადმინით" რომ არ მოგიხსენიო ხოლმე ,ვერ ვიტან ამის ძახილს, რითი მოგმართო? :დ
არა მართლა შემიყვარდი... კი კი აშკარად ასეა :დ
შემდეგ თავს ველი მოუთმენლააააად <3 <3

ასეთ ემოციებს რომ იწვევს ჩემი ნაწერი,არც კი მჯერა :O ძალიან დიდი მადლობა ანი,მეც ნამდვილად მიყვარხარ,მართლა:D ადმინი არც ვარ ,აქ ელისს მეძახიან :დდდ ან ალისა,როგორც გაგიხარდება <3 ფბ alice wonder ❤️❤️

სტუმარი barbare
suli movitqvi axali tavis danaxvisas magram ise male da iset saintereso momentshi damtavrda isev davrchi uhaerod.. isev sulmoutqmelj velodebi shemdegs da imedia ar gamgudav <3

dzalian momwons ks idea, rom isinj ertmanets ase kargad ugeben... tandatan ise sheechvivnen ertmanets is ...c agar daschirdebat mgoni.. shemiyvarda orive, guls da suls mitboben. neta me rodis megirseba chemi gulis meorenaxevris povnaa? :/

მთავარია,რომ არსებობს და ოდესმე იპოვი,ისე არ დაგტოვებდნენ :დ <3 ვწუხვარ პატარა თავის გამო,უბრალოდ დრო საერთოდ არ მაქვს,აი საერთოდ ;დდ გზაში დაწერილია ეს თავი ფაქტობრივად ❤️❤️ მაგრამ მალევე დავწერ❤️

მარიკუნაა♥️
აააააა!!!
ძალიან მომწოოონს!!
რა გავაკეთო??♥️

მიხარია ❤️❤️❤️ და ძალიან მიყვარხარ მკითველუნია <3

 


№5  offline წევრი უცნაური მე

აუ რა კარგი იყო..
ძალიან მაგრად აღწერ ყველაფერს მართლა, თან ვკითხულბ და თან ვუყურებ ყველაფერს.
ძალიან მომწონს შენი წერის სტილი და ეს ჟანრიც ერთ-ერთი საუკეთესო.
ბაჩო და ბელა ძალიან ძალიანომწონს.
კი ვხვდებოდი რომ ასე მალე არ მოხდებოდა გულიდ გაყოფა, მაგრამ საქმეში ლუციფერის ჩართვასაც არ მოველოდი :დდ
ზეი ნერვებს მიშლის.. :დდ
აღარ გამომიშტერო ეს ბაჩო კაცო :დდ სულ არ მომეწონა მსგავს სიტუაიციაში :დ კოდევ კარგი დიდხანს არ იმოქმედა იმ საწამლავმა.
ხოო სხვა რა გითხრა ელის, შესანიშნავი ხარ ❤️
ველოდები ახალ თავს <3

 


№6  offline წევრი Alice76

უცნაური მე
აუ რა კარგი იყო..
ძალიან მაგრად აღწერ ყველაფერს მართლა, თან ვკითხულბ და თან ვუყურებ ყველაფერს.
ძალიან მომწონს შენი წერის სტილი და ეს ჟანრიც ერთ-ერთი საუკეთესო.
ბაჩო და ბელა ძალიან ძალიანომწონს.
კი ვხვდებოდი რომ ასე მალე არ მოხდებოდა გულიდ გაყოფა, მაგრამ საქმეში ლუციფერის ჩართვასაც არ მოველოდი :დდ
ზეი ნერვებს მიშლის.. :დდ
აღარ გამომიშტერო ეს ბაჩო კაცო :დდ სულ არ მომეწონა მსგავს სიტუაიციაში :დ კოდევ კარგი დიდხანს არ იმოქმედა იმ საწამლავმა.
ხოო სხვა რა გითხრა ელის, შესანიშნავი ხარ ❤️
ველოდები ახალ თავს <3

ჰეჰეე ❤️ დიდი მადლობა , ვერ აღვწერ,როგორ მიხარია ❤️ ისე მინდა მალე დავწერო,ძლივს მძინავს :DD

 


№7  offline წევრი შამხათი

ამ ჟანრში ერთერთი საუკეთესო ხარ.

 


№8  offline წევრი Alice76

შამხათი
ამ ჟანრში ერთერთი საუკეთესო ხარ.

დიდი მადლობა!❤️

 


№9 სტუმარი დნდბდბ

დღეს დადებ,?

 


№10  offline წევრი Alice76

დნდბდბ
დღეს დადებ,?

სამწუხაროდ,ვერა/

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიკო

Deduu gamovshterdii aii arvici erti gijuri dgeebis momwons dzalia da ertic es

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

ოჰ, ალი'ჩ'ე, ალი'ჩე...:*.
ამოუწურავია შენი ფანტაზიის უნარი. რა ნიჭიერი და დახვეწილი ხარ!

 


№13  offline წევრი FLAWless

ძალიან მომწონს განსხვავებულია. ასე გააგრძელე

 


№14  offline წევრი Tamara Tamo

ისეთ საოცარ განწყობაზე მაყენებს❤️❤️❤️ მართლა დავიჯერო ლამის :)))))

 


№15  offline წევრი Alice76

სტუმარი მარიკო
Deduu gamovshterdii aii arvici erti gijuri dgeebis momwons dzalia da ertic es

მადლობა❤️
გიჟურ დღეებს მერე წავიკითხავ :დდ ჩემიანია ალბათ,ხო? :3

grafo
ოჰ, ალი'ჩ'ე, ალი'ჩე...:*.
ამოუწურავია შენი ფანტაზიის უნარი. რა ნიჭიერი და დახვეწილი ხარ!

როგორ მომენატრა შენი კომენტარი <3 ძალიან ვამაყობ ხოლმე გრაფ,როცა მაქებ ❤️❤️

FLAWless
ძალიან მომწონს განსხვავებულია. ასე გააგრძელე

დიდი მადლობა,გავაგეძელებ აუცილებლად ❤️❤️

Tamara Tamo
ისეთ საოცარ განწყობაზე მაყენებს❤️❤️❤️ მართლა დავიჯერო ლამის :)))))

უფრო ჩავეფლობით მალე ❤️❤️ ძალიან მიყვარხართ,ყველა მკითხველი ცალ-ცალკე❤️❤️

 


№16 სტუმარი eli

dzalian magaria, imedia, male iqneba shemdegi tavi.

 


№17  offline წევრი Alice76

eli
dzalian magaria, imedia, male iqneba shemdegi tavi.

ახლა დავამატე და მალე დადებენ ალბათ <3 <3

 


№18 აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესოდ წერთ.იმედია მალე დადებთ ახალ თავს.საინტერესოა რა გაქვს ჩაფიქრებული
--------------------
ლანა

 


№19  offline წევრი Alice76

La-Na
საინტერესოდ წერთ.იმედია მალე დადებთ ახალ თავს.საინტერესოა რა გაქვს ჩაფიქრებული

მადლობა❤️ დავდე უკვე ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent