შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (1)


11-09-2018, 22:55
ავტორი Moonlight17
ნანახია 174

მთვარის წითელი სონატა (1)

პროლოგი
***
არაფერი მახსოვს, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ფერები ერთმანეთში ირეოდა.
წითელი…
ლურჯი…
თეთრი….
დაგუბებულ ყურებში მხოლოდ აუტანელი წუილი იყო, რომელიც არ ჩერდებოდა და მელოდია, მელოდია რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა.
ჩემს წინ ჩამუხლულ ქერა ლამაზმანს ვუყურებდი რომელიც ცდილობდა ჩემთვის ხმა მოეწვდინა, მაგრამ ამაოდ. წუილი უფრო იზრდებოდა. უკვე საკუთარი სუნთქვის ხმა მაღიზიანებდა. ჰაერი ფილტვებში ბობოქრობდა.
მიმოვიხედე, იმის იმედით რომ იმას დავინახავდი რაც დამამშვიდებდა.
ესეც ვერ შევძელი…
***
ფურცლით გაჭრილი თითივით მეწვოდა ყველაფერი . ადამიანები შეცდომებს სწორედ მაშინ ვუშვებთ , როცა ინტუიციას არ ვენდობით და თავს ვატყუებთ , რომ ხომ შეიძლება ჩვენ ვცდებოდეთ და ყველაფერი სულ სხვანაირად , უკეთესად იყოს ?

არაფერი მახსოვს, 22 აპრილი იყო, შუაღამე.



1. უცნობი.
***
"ჩემები წავიდნენ უკვე სადხარ"
ტელეფონი ამიზუზუნდა.მუხლებზე დაგდებული ცალხელში ავიღე და წავიკითხე. ჩემი ლილუ მწერდა.
მოსაუბრე პერსონას გავხედე. მერე ბავშვებსაც გადავხედე და მივხვდი რომ კაი ხანი დაშლას არ აპირებდნენ. სკამზე მიკიდულ ჯინსის თხელ ქურთუკს ხელი დავალდე და გარეთ უხმაუროდ გავედი. საკამოდ ციოდა, ეგევე სუსხმა სიომ დამიბერა.
"გამოვედი და მოვდივარ. ჩაი გამიკეთე ვიყინები"
ტელეფონი საბოლოოდ გამეთიშა. არაუშავს. ყოვეშემთხვევაში იმაზე ნერვიულობაში არ ამომხდებოდა სული რამდენ შაქარს ჩამიყრიდა. ისედაც იცოდა. 2 და მორჩა.
პირველ ავტობბუსშივე ავედი. თავი ფანჯარას მივადე.მეძინებოდა. ყველაზე მეტად ტრანსპორტში ძილი მეზიზღება.
ღამე მაგისტრალი განსაკუთრებული ლამაზი იყო.შემოდგომის სიო კი მეტისმეტად მკაცრი მეჩვენებოდა, ამიტომაც ფანჯარა დავხურე.
დანიშნულების ადგილას 10 წუთში მივედი. გარშემო კაციშვილის ჭაჭანება არიყო. ტრაფარეტს შევხედე 11 დაწყებულიყო.
არც უნდა მიკვირდეს ვერის ბოლო დილაც არ გამოირჩევა ხალხმრავლობით.
ქოშინით წინ და წინ მივიწევდი. სიბნელის შიში?
რათქმაუნდა არ მქონდა .- ესეც ასე. - ჩემთვის ჩავილაპარაკე როცა ლილუს ოთახიდან სინათლე დავინახე. შესასხვევში თამამად შვუხვიე, მაგრამ იმ სითამამეს რავუთხარი?! ტყუილად კიარ მეუბნება ლილუ "ხელებში ფაფა გიჭირავსო.."
მსუბუქი შეჯახების გამო ქურთუკი ხელიდან გამივარდა.
უცნობი ხესავით იდგა. ალბათ ცოტა ნასვამი რომ ვყოფილიყავი ხედ ჩავთვლიდი. მაგრამ ამოძრავდა. დაიხარა, ქურთუკი ხელში აიღო.
"ოღონდ ახლა არ გაიქცე..."გავიფიქრე, ტელეფონი ქურთუკში მედო და ამას ვერანაირი ძვირადღირებული სხვა ტექნიკა ვერ შემიცვლიდა.
წელში გასწორდა. მუქი ფერის თმა ვერცხლისფრად ირეკლებოდა. სახე ბუნდოვანი იყო, მაგრამ აშკარად არაფერი დაეწუნებოდა.
უკნიდან შტვენა მომესმა. მივიხედე, უცნობმა კურტკა ხელში მომაჩეჩა და გაიქცა. შტვენის პატრონი კი უფრო და უფრო მომიახლოვდა.
- იოანე. - მშვიდად ამოვილაპარაკე და გადავეხვიე, როცა ვიცანი.
- მარიამ. - თავი მისალმებით დამიკრა და გამიღიმა - ასე გვიან მიდიხარ?
- ოჰ, ეგ მე უნდა გკითხო ლილუ ამდენხანს რომ მარტო დამიტოვე - გავეჯავრე და გავუცინე. კარებზე მიქაძემ დააკაკუნა. ამაზე ყოველთვის ნერვები მეშლებოდა. თვალები ავატრიალე და პირდაპირ შევაღე. შემოსასვლელში მაშინვე გაკრეჭილი ლილუ შეგვეგება და ცხელი ჩაი ხელში მომაჩეჩა. წყვილი ცოტახნით მარტო დავტოვე და მისაღებში გავედი. კედები ფეხების ერთმანეთზე შემორტყმით გავიხადე და თბილ ჩუსტებში მოვთავსდი.
ჰო რათქმაუნდა, თავს ისე ვგრძნობდი როგორც საკუთარ სახლში. საშინლად დაღლილი. ცოტახანში გვრიტებიც შემომიერთდნენ.
- რაიყო გოგო იმ კურსებზე ათენებ და აღამებ? - შემიბღვირა ლილუმ.
- რავქნა, ხომ იცი მჭირდება
- ხო.. - მიქაძსგან ეს 'ხოო' დაქალებს გაგვიკვირდა და ორივემ ერთნაირი სახით შვხედეთ. იოანემ წარბები აათამაშა და გადმომხედა. მიუხედავად მისი უაზრო ჟესტებისა, მაინც ისე მიყვარდა როგორც ოჯახის წევრი. (ლილუს გამო)
- იცი ლილუ, ჩვენს რიჟა გოგოს სატრფო ყავს - მისმა სიცილმა მთელი ოთახი მოიცვა. პირი გაკვირვებისგან დავაღე. ლილუ მიბღვერდა
- რეებს მიედ მოედები იო? - გაკვირვებულმა ვკითხე
- გგონია არ დამინახავს ის ბიჭი შენს ქურთუკს როგორ 'ეფერებოდა'? - თვალები ავატრიალე და თავში ხელი შემოვირტყი. მივხვდი რაზეც ანამიოკებდა.
- ჩემი სატრფო კიარა ვიღაც მანიაკი იყო. მემგონი შენ რომ არ გამოჩენილიყავი ჩემ ტელეფონს სამუდამოდ დავემშვიდობებოდი. - სრული სერიოზულობით ვუთხარი და გახსენებაზე ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე.
- აუუ ვერაა ეს - ხელი აიქნია მიქაძემ. ლილუ გაკვირვებული სახით შემოგვყურებდა ორივეს. ზედ ეწერა არაფრის აზრზე რომ არ იყო. - ტელეფონი კიარა მანიაკს შენი აზრით ტექნიკა იზიდავს? - მოკლედ რომ ვთქვა მაგარი დამცინა. მერე ლილუსაც მოვუყევი რაც ხდებოდა და ასე საათ ნახევარში იოანემაც დაგვტოვა.
- ჯაჭვლიანი რა ამბებშია გაიგე? - სიცილით მითხრა ლილუმ და გვერძე მომიწვა
- რა ამბებში?
- ჩვენი სკოლელი ანასტასია ტასუნა ხოიცი? მაგას დაპათხოდებია და მთელ ამბებში არიან.
- მოგცლია ერთი. ეხლა არ ვიძინებთ? - საცოდავი სახით შევხედე. საშინლად დაღლილი ვიყავი და გამოძინება არ მაწყენდა.
- საერთოდაც როგორ მომწონდა სანდრიკა რა.
- იოანე იეჭვიანეს გაჩერდი
- სად ხედავ აქ იოანეს, თუმცა მართალიხარ.
ლილუს ვიცნობდი როგორიც იყო. ზედაპირულობისგან ძლიან შორს, პირიქით. თუ უყვარდა გაფიქრებინებდა რომ ეს სამუდამო იყო.
ბოლოს როცა, ენები ორივეს დაგვეღალა, საბოლოოდ მივეცით ძილს.
***
- გოგო ადექი დავაგვიანებთ - ხელს ზურგზე მსუბუქად მირტყავდა ლილუ. ჯერ კიდევ ძილ ბურანში მყოფმა ამოვილუღლუღე
- მოიცა სად გექჩარება რა ..
12 წელია ამ ადამიანს ვიცნობ და მისგან წესიერი გაღვიძება არ მახსოვს.
- სკოლა მარიამ სკოლა!
მობუზულმა საბანი მთელი ძალით მივიკარი თხელ მაისურზე და თავი წამოვწიე. ლილუს ასეთივე სახით გავხედე.
- შანსი არაა - გადაბრუნდი და რბილ ბალიშზე თავი მსუბუქად დავდე. აღარაფერი უთქვია, მარა ვიგრძენი როგორ წამოდგა. ვიცოდი სკოლაში უჩემოდ არ წავიდოდა. და ისიც ზუსტად ვიცოდი ვის სანახავადაც გავიდოდა.
იოანე რათქმაუნდა.
რაღა დამაძინებდა. ნახევარ საათში ლოგინიდან წამოვფრინდი და იქაურობა მივალაგ მოვალაგე. მისაღებში თვალებდახუჭული გავედი როცა ხარხარი მომესმა.
- ოო კაი ლილუ რაა! - ავბუზღუნდი და ახარხარებულ იოანეს დავებღვირე.
- თმა რას გიგავს შეჩე.. -მიხვდა და სიტყვა არ დაასრულა.
- რასამბობ, ახალგაღვიძებული შენ ლამაზი მყავხარ - ავბუზღუნდი და ოთახში შევბრუნდი. სირცხვილი? რათქმაუნდა იოანესი არ მცხვენოდა. მითუმეტეს ლილუსი. თავისებური ვიყავი. იოანეც არიყო ისეთი ბიჭი გოგოზე რო თვალი გაურბოდეს, მაგიტომაც ვუჭერდი მხარს დაქალს.
მოვწესრიგდი და ახლა ჩვეულებრივად გავედი.
- ახლა ადამიანს გავხარ. - თვალი ჩამიკრა იოანემ. ნერვებს მიშლიდა უკვე. მათსავით მაგიდას მივუჯექი და ფხვიერი პეჩენია ჩავკბიჩე
- სკოლაში რატომ არ ხართ ქალბატონებო?
- მარიამს კითხე - შემომიბრუნდა ლილუ. სახე მოვღუშე
- წასულიყავი ვინ გაკავებდა.
- არა მარიამ რა.. თავს უნდა მიხედო. შეყვარებული გჭირდება - მიქაძის ამ ნათქვამზე ლუკმა გადამცდა. ლილუმ წყალი მომაწოდა.
- შენ ბიჭო ნორმალური ხარ? - ხელი ავუქნიე და საფირმოდ დავებღვირე. გასწორებული სახე ბოლოს როდის მქონდა, არც მე აღარ მახსოვს.
ლილუც სიცილში ყვებოდა იოანეს, მე კი სასაცილოს ვერაფერს ვხედავდი.
- კიდე ჩემს ნორმალურობაში გეპარება ეჭვი რომ 17 წლისა მარტო ხარ? - სახე შემეცვალა. ბიჭებთან ახლო ურთიერთობები ჩემი სტილი არიყო.
- გადი სკოლაში გაიარე იქნებ მოგეწონოს ვინმე.
- ჰაჰა.. რასასაცილოა - გავაჯავრე - სკოლაში ისეთი ბიჭები მყავს შენც კიზედ არ შეხედავ. - რაც მართალი იყო, იყო. არასდროს მყვარებია და არც მესმოდა ამ გრძნობის.
- არ მჯერა მაგის. შენ ხარ წუნია.
- მომბეზრდით ორივე! - ამოილაპარაკა ლილუმ და ჩვენს შორის მაგიდაზე ხელი დაარტყა. რათქმაუნდა ვხვდებოდი რომ დაქალი ჩემს მხარეს იჭერდა
- დიდიხანია სკოლა დაამთავრე იოანე და გიხარია?
- 2 წელია.
- ოჰ მადლობ კორექტირებისთვის. - ხელი ავუქნიე, ბოლო ლუკმაც შევჭამე და ჩემი კედები მოვძებნე- წავედი მე. ჩკუით იყავით - თვალი ჩავუკარი ლილუს და კარები გამოვიხურე.
ვერის ქუჩები ფეხით ჩავიარე. კაი ამინდი იყო და ტრანსპორტში დახუთვას სეირნობა მერჩივნა. ნოემბრის გრილი ნიავი, სასიამოვნო ფოთოლცვრნა, ულამაზესი იყო ყველაფერი. საჩემო ზუსტად.
რომ ვთქვა წვიმა და პესიმიზმისკენ მიდრეკილივარ თქო, ვერც მე დავიჯერებ მაგას.
მთელი დღე უაზროდ სახლში ვიწექი. ნაშუადღევს სანდრომ დამირეკა, გამომიარე და ვომეცადინოთო. ჩემდა გასაკვირად ერთადერთ ძმაკაცს უარი ვუთხარი და გათიშულმა გვერდი ვიცვალე. წიგნებში ჩაფლულს აღარაფერი მახსოვდა.
საერთოდაც ვისი გამოგონია ეს გამოცდები?!
- გამოდი საჭმელი მზადაა - კარები შემომიღო ნათიამ
(წდედაჩემმა) და გამიღიმა. საპასუხოდ მეც გავუღიმე. საწოლზე მიგდებული წიგნი დავხურე და ნელა წამოვიზლაზნე.
ვახშამზე ჩემი საყვარელი სერველადი იყო. დედაჩემმა იცოდა, ამაზე უარს არასდროს ვამბობდი. და არც არასდროს ცდებოდა.
ტელეფონი ამიზუზუნდა. ჯიბიდან ამოვიღე, მანამდე კი მეორე ხელით ხელსახოცი ავიღე და პირი მოვიწმინდე.
- მარიამ ხომ იცი არ მიყვარს, სუფრასთან მობილურით რომ ხარ. - ხო.. ეს ერთერთი ნამიოკი იყო იმისა რომ ტელეფონი თავის ადგილას უნდა დამებრუნებინა, მაგრამ უცხო ნომრის დანახვას ვერ გავუძელი
" ფრთხილად იყავი"
რას ნიშნავს ფრთხილად ვიყო?
ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის. ფარული შეტყობინება ცხოვრებაში არავის მოუწერია. ტელეფონი საკუთარ ადგილას დავაბრუნე. 5 წუთში ბოლო ლუკმაც გადავუშვი კუჭში და ოთახისკენ წავედი. მაშინვე ლილუს დავურეკე.
- ამწამს უნდა დამერეკა შენთვის - ისეთი გახარებული ხმა ჰქონდა გადავიფიქრე ჩემი უაზრო ცხოვრება თავზე მომეხვია
- აბა რახდება მიქარე რამე?
- აუ რა სულელიხარ.
- ვხუმრობ ვხუმრობ.. - საკუთარი სიტყვები უკან წავიღე, თორემ ხომ ვიცი ტელეფონში გამომიძვრებოდა.. ყურადღებით ვუსმენდი თან მიყრილ მოყრილ წიგნებს და რვეულებს ვალაგებდი.
- მიდი ეხლა კარგად გამოეწყე და გამოდი ჩემკენ
- რახდდება ადამიანო გამაგებინე.
- კლუბში მივდივართ.
ამის გარდა ყველაფრის გაგება მინდოდა. ასეთი რაღაცეები საჩემო არიყო. ყოველთვის 'ვიჩაგრებოდი'. ცხოვრებაში მგონი სულ 3ჯერ ვარ კლუბში ნამყოფი, ისიც ლილუს წავუთრევივარ ძალით. სანამ ხმას ამოვიღებდი, ტელეფონში მიქაძეს ხმა გაისმა
- ამას თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს და უნდა გაყვე რა. მე ბიჭებთან საქმეებიმაქ.
- რათქმაუნდა
ვეტყოდი მერედა არგაუშვათქო, მაგრამ მერე ლილუს აცრემლებულ ცისფერ თვალებს რა გაუძლებდა. ერთი დღესაც ავიტანდი.
ნახევარ საათში ჩვენს შეხვედრის ადგილზე ვიყავი.
ხო აქ ვხვდებდით ერთმანეთს ყოველთვის. გზაჯვარედინზე, რკინის სკამთან. შავი ქვედაბოლო და იისფერი ოდნავ ამოღებული ზედა მეცვა. რასაც ლილუზე ვერ ვიტყოდი. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. როგორც ყოველთვის. და სიმართლე გითხრათ მეამაყებოდა მისი სილამაზის. ნებისმიერ ბიჭს გონებას აურევდა რომ მოენდომებინა. მის გვერდით მე არაფერი ვიყავი. მაგრამ არც ვთლიდი საჭიროდ. ერთმანეთში შურის და დაჩაგვრის მომენტი არასდროს გვქონია.
ცოტახანში კლუბის წინ ვიყავით.
- იქნებ მივბრუნდეთ - სახე უხერხუალდ დავმანჭე და დაცვას შორიდან შევხედე.
- ოო წამოდი რა! - ხელი მომკიდა ლილუმ და წინ წამიყვანა. ლილუს დიდის შეხედულება ჰქონდა ასერომ პრობლემები არ შეგვქმნია დაცვაზე და ადვილად შევედით.
მაშინვე ყურები დამიგუბდა. წნევის ცვალებადობა, ან უბრალოდ ძალიან ხმამაღალი მუსიკა.
- მოგწონს? - ხმამაღლა მიყვირა ლილუმ რომ ხმა მოეწვდინა. თავი დავუქნიე. აბა ჰოარ ჩავაშხამებდი. ორივენი დახლთან მივედით და შემაღლებულ სკამებზე დავჯექით.
- ერთი მარტინი- ბარმენს ვუთხარი და გავუღიმე. ლილუ გაკვირვებული მიყურებდა "not bad"- სახით და საკუთარ ხილის კოქტეილს წრუპავდა.
- მადამ.. - ოჰო, ვიღაც არისტოკრატულადაც საუბრობს 21-ე საუკუნის ბარში? გაკვირვებულმა უცნობისკენ გავიხედე. შავი თმები აჩეჩვოდა. ლოყები ჩავარდნოდა და დიდი მწვანე თვალები ჩემკენ მოეპყრო. წამით ლილუს გავხედე. ის კი წინსვლის ნიშნად დამებღვირა. ისევ უცნობს მივუტრიალდი და გავუღიმე. აბა რამეთქვა.
- იცეკვებ? - ხელი გამომიწოდა. ლილუსკენ გახედვას ვაპირებდი, თუმცა იგივე ჟესტს გამიმეორებდა,
- იცით.. მე არ მეხერხება ცეკვა.. - მორცხვად ვუთხარი. რათქმაუნდა ემხერხება! მაგრამ კლუბში ყველას თანდასწრებით უცნობთან არ ვიცეკვებდი.
- რათქმაუნდა ეხერხება! - თავი გადმოწია ლილუმ და უცნობს ღიმილით უთხრა. ვიფიქრე ახლა ლილუს თხოვს ცეკვას თქო მაგრამ შევცდი.
უცნობი დაჟინებით ისევ მე მიყურებდა. რაღა მექნა. სკამიდან მსუბუქად ჩამოვხტი და უცნობს ხელი დავადე ხელზე. ცოტაარიყოს უხეშად გამიყვანა ცენტრისკენ და საკუთარ სხეულს ამაკრო არ მესიამოვნა მსუბუქად ვკარი ხელი და გავწიე, თუმცა მან ისევ მისკენ მიმიზიდა. ზედმეტად ნასვამი ვიყავი და ზედმეტად თავდაჯერებული უნდა ვყოფილიყავი ახლა, იმისთვის რომ მისთვის ფიზიკური წინააღმდეგობა გამეწია. ცეკვა განვაგრძეთ. ნელნელა სახეს აახლოვებდა. ვერგავააზრე ისე შეეხო მისი ტუჩები ჩემს კისერს. ეს არ მსიამოვნებდა. ზედმეტად ამაზრზენი იყო ჩემთვის.
- ვფიქრობ საკამრისია - მისი მოშორება ვცადე, თუმცა გააფთრებული უფრო და უფრო მაგრად მიჭერდა ხელს.
- მეცეკვე ლამაზო.
- არმინდა! - აღარაფერი უთქვია, მის ბინძურ სახეს უფრო და უფრო ახლოს წევდა. მე კი გაქცევის საშვალებაც კი არ მქონდა
- გაჩერდი არგესმის? - რაც შემეძლო ხმამაღლა ვთქვი და სხეულიც ჩემსას მოსწყდა. უფროსწორად გამოგლიჯეს
- ვერ გაიგე რათქვა? დაახვიე ეხლა აქედან! - ბიჭის ხმაში მძვინვარება იგრძნობოდა. კაპიშონი წამოეფარებინა. მისი სახის დანახვა მინდოდა, მაგრამ არ გამომდიოდა. არანაირი მოსალმება,უბრალოდ ხალხში გაერია და გაქრა. მადლობაც კი ვერ მოვუხადე. მწვანეთვალებას, რომელიც მე მეცეკვებოდა ხალხი მიესია და ცხვირიდან წამოსულ სისხლს წმენდდა. ლილუ მაშინვე ჩემთან მოვიდა და გარეთ გამიყვანა.
- ვინ იყო ის?
- რომელი ვინ იყო? - გაბრაზებულმა ვუთხარი და ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე. ეს ჩემი და ლილუს საიდუმლო იყო. კოლოფი გავუწოდე თუმცა უარის ნიშნად თავი გამიქნია. მხრები ავიჩეჩე და ერთი ღერი ტუჩებ შუა მოვიქციე, ჩავჯკუზე და მოვუკიდე. ლილუ ჩემს გვერდით ბარდიულზე ჩამოდა და ნერვიულად მიყურებდა.
- იოანეს დავურეკავ და წაგვიყვანს.
- მოვრჩები და მერე რა.. და არუთხრა რაც მოხდა
- როგორთუ არ ვუთხრა?
- არა დ ამორჩა ლილუ!
- კაი ხო.. და ვინ იყო?
- გგონია მე ვიცი? - ანერვიულებული ვიყავი. გამწარებული ვეწეოდი. არვიცი ეს მწვანეთვალებამ გამოიწვია თუ აგრესიულმა უცნობმა მაგრამ სრულ ჭკუაზე ნამდვილად არ ვიყავი


გამარჯობათ, შემოვუერთდი საიტს ჩემი ისტორიით. ამ ისტორიის ეგრედ წოდებული ‘ჩონჩხი’ აგებულია ნამდვილ ისტორიაზე. არ ვდებ იმიტომ რომ ვინმეს კონკურენცია გავუწიო, ვდებ რადგან უბრალოდ სურვილი მაქვს ხალხმა ნახოს რომ ასეთი ამბები რეალურად ხდება, რომ სურვილები სრულდება, რომ თითოეული ჩვენგანიც ცხოვრება რაცარუნდა ბანალურად უნდა გვეჩვენებოდეს თავგადასავალია, და რაღათქმაუნდა ყველას ინდივიდუალურად გააჩნია საიდუმლო, რომელსაც რაღაცის ან ვიღაცისგან მალავს.
ველოდები თქვენს შეფასებებს!!.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Ana Zazadze

Momewona dzalian kargi istoriaa velodebi axal tavs ????

Momewona dzalian kargi istoriaa velodebi axal tavs

 


№2  offline წევრი Moonlight17

Ana Zazadze
Momewona dzalian kargi istoriaa velodebi axal tavs ????

Momewona dzalian kargi istoriaa velodebi axal tavs


მადლობა დღეს დაიდება ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent