შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მ ე ტ ე მ ფ ს ი ქ ო ზ ი #2


12-09-2018, 00:21
ავტორი Life is Good
ნანახია 1 247

მ ე ტ ე მ ფ ს ი ქ ო ზ ი #2

{ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს. აქედან გამომდინარე, ცოდვა ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღიქმება არა როგორც დაღუპვა და ქაოსი, არამედ როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ძალა, რომელიც ახანგრძლივებს ჩვენს კოსმიურ მყოფობას და უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა „ჩვენი“ ახალი სხეულების ფორმირებისას.
"გარდავიცვალე მე, როგორც ქვა და მცენარედ ვიქეც, გარდავიცვალე მცენარე და ამ ქვეყანას მოვევლინე ვით მხეცთაგანი. გარდავიცვალე მხეცთაგანი და კაცად ვიქეც და სიკვდილის აღარ მეშინის. განა შეწყვეტს ჩემ აღზევებას გარდაცვალება? მოვა ჟამი და მომერღვევა კაცური სახე და ანგელოზთა არსებობით შევიმოსები. და რადგან ქვეყნად ყოველივე აღიგვება თვინიერ მისა, მე აღზევებით ანგელოზთაც აღვემატები, რომ გონებისთვის მიუწვდომელ არსად გადავიქცე". }

გვიანი შემოდგომის დღე იყო.ნიავი ,ხიდან ჩამოყრილ ხმელ ფოთლებს უდიერად დააფრიალებდა და ერთი ადგილისკენ მიერეკებოდა...ჰაერში, მოახლოებული ზამთრის სურნელი ტრიალებდა და ეს უარესად მიმძენდა ისედაც დამძიმებულ სულს...ყოველი წლის ამ დროს დეპრესიით ვეგებები ...ამოუცნობი ნოსტალგია მიმძაფრდება და სევდა ,ერთიანად მიქცევს თავის უხილავ კლანჭებში...თათული ლორთქიფანიძის საფლავი მასავით უსულო,მკვდარ და გაყვითლებულ ფოთლებს დაეფარათ...დახეთქილ მიწას თხელი ზეწარივით გადაჰფარებოდნენ თითქოს სიცივისგან იცავენო მიწისქვეშ მწოლიარეს...ვიჯექი და ამ დახეთქილ მიწას უაზრო თვალებით დავჩერებოდი. არ ვიცი რამდენი დრო იყო გასული,არც ის ვიცი რას ვაკეთებდი ახლა აქ, მაგრამ ცხადად კი ვგრძნობდი მანამდე ბოღმისა და სიბრაზისგან ათუხთუხებული სისხლი,ვენებში როგორ დამშვიდებულიყო...საოცარ შვებას ვგრძნობდი და ეს იმდენად სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა ჩემი სიზმრების სტუმარი ,საძულველი ქალბატონიც კი ზედმეტად ახლობლად მეჩვენებოდა და მისი სურათი დანახვის წამიდან ზიზღის მეტს რომ არაფერს მგვრიდა ამ მომენტში ზედმეტად თბილიც კი მომეჩვენე.ჩემი ხასიათის ასე ცვალებადობა ცოტა არ იყოს მაფრთხობდა...გული,წასვლას მკარნახობდა თუმცა გონება, ჯიუტად ჯაბნიდა გულს და მეც ადგილიდან ფეხის მოცვლის სურვილი აღარ მქონდა...ამეტირა...ჩემდა უნებურად ამეტირა და ტირილის მიზეზს ვერ მივხვდი...სახეზე ხელებ აფარებული ვიჯექი და უხმოდ ვაღვარღვარებდი მარილიან ცრემლებს.ძალიან შორს ვიყავი ბარბარე ფურცელაძის ხისტი ხასიათისგან...თითქოს ჩემს სხეულში სულ სხვა ადამიანი ჩასახლებულიყო..გულჩვილი და ზედმეტად ნაზი.არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, საკმაოდ ჩამობნელებულიყო სასაფლაოდან რომ წამოვედი და გზას ფეხით გავუყევი. საერთოდ არაფერს ვგრძნობდი,არც არაფერზე მეფიქრებოდა...ერთიანად აბურდული აზრები ტვინში ქაოსს რომ ქმნიდნენ ახლა ჩაწყნარებულნი,მყარად დალექილყვნენ და თავი სრულიად გამოცარიელებული მქონდა...აზრზე ჩემთვის უცხო მრავალსართულიანი სახლის სადარბაზოსთან მოვედი...ადგილი არ მეცნობოდა ეგ კი არა პირველადაც კი ვიყავი აქ, მაგრამ შინაგანად ზედმეტად ნაცნობი იყო..ფეხებმა თავისით ამიყვანეს მეორე სართულზე და თეთრ საღებავ აცლილ კართან შევჩერდი...კედელზე, ზარის ღილაკთან პატარა მეტალის ფურცელზე ვიღაცას ლამაზი ასოებით რომ ამოეტვიფრა "გურამ ლორთქიფანიძე".რას ვაკეთებდი აქ? ვინ იყო ჩემთვის გურამი? არც არავინ...


ზურგიდან, სუსტი ნაბიჯების ხმამ გამომარკვია და დაბნეული შევტრიალდი მოხუცი ქალისკენ რომელიც ცხვირზე დაკოსილი სათვალის ზემოდან ინტერესით მათვალიერებდა.
"როგორ დაბერებულა ნატალია" გონებაში გამიელვა და ისე შევკრთი თავადვე შემეშინდა რა ჯანდაბა მემართება? ან ვინ ოხერია ნატალია?!
-ვის ეძებ დედა?-თბილი ხმით მკითხა უცნობმა.
-ქალბატონ ნინოსთან მოვედი-საჩვენებელი თითით ზურგს უკან მდებარე თეთრი კარისკენ ვანიშნე.
-ნინო...ნინო რახანია აქ აღარ ცხოვრობს შვილო...თქვენ ვინ ხართ მისი?
"ამის დედაც ვინ არის ნინოო?! "ცოტა დამაკლდა არ ავღრიალებულიყავი. პასუხად კი ინტერესით მომზირალ ქალს საწყლად გავუღიმე და ჩემდაუნებურად წასცდა ბაგეებს.
-მისი შორეული ნათესავი...
-წლების უკან, სოფელში გადაბარგდნენ საცხოვრებლად-განაგრძო ქალმა და თან მოპირდაპირე კარის წინ შედგა,ჯიბიდან გასაღებების აცმა ამოაძვრინა და ერთ- ერთი გასაღები საკეტს მოარგო-ეს სახლი კი ასე დაკეტილია .არც აქირავებენ...არც მოდიან...უბრალოდ გამოიკეტეს კარები და წავიდნენ...-კარი ფართოდ შეაღო-მოდი შვილო, ჩაი დავლიოთ...გემრიელი ორცხობილები მაქვს. თან მომიყვები რამ გაგახსენათ ნინო.-ბევრი თავპატიჟი აღარ გამომიდვია მორიდებულად შევაბიჯე კარის ზღურბლზე და ოთახი მოვათვალიერე...ძველი რემონტი,საოცრად თბილი აურა და დარიჩინის არომატით გაჯერებული ჰაერი...აქ ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც ჩემს ბავშვობაში...ჯანდაბა...რა მემართებოდა არ ვიცოდი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს აქ უკვე ვიყავი ნამყოფი და თან არა ერთხელ...სად რომელი კარადა იდგა ისიც კი ვიცოდი და ჭერიდან დაშვებული რვა სანთლიანი ვერცხლის ჭაღიც ისევ ისე ამშვენებდა მაღალჭერიან სასტუმრო ოთახს.
-მოშინაურდი შვილო...-თბილად გამიღიმა ქალმა და ხელით გობელენ გადაკრული სავარძლისკენ მიმითითა...-შენი სახელი?
-ბარბარე...ხო ბარბარე ფურცელაძე.-საწყლად ამოვიკნავლე და ძველებურ სავარძელში ფრთხილად ჩავჯექი.
-ახლავე მოვალ ბარბარე...ჩაის და ორცხობილებს მოვიტან.
ნატალია,ფოსტლების ფლატუნით გაემართა სამზარეულოსკენ და ჭურჭლის რამოდენიმე წუთიანი რაკა -რუკის შემდეგ ვერცხლის ლანგარზე დაწყობილი ჩაის ფაიფურის ფინჯნებით და ორცხობილებით სავსე ვაზით დაბრუნდა.მაგიდასთან მიმიპატიჟა და ღიმილით შემომთავაზა მისი ნახელავის გასინჯვა რომელიც არაჩვეულებრივად გემრიელი აღმოჩნდა.
-რატომ გადავიდნენ ამ სახლიდან ხომ ვერ მეტყვით?-მორიდებით შევაპარე კეთილ მასპინძელს.რომელმაც დანაოჭებული მაგრამ ლამაზი თითებით, ჭაღარა თმა შეისწორა და სევდიანად გამიღიმა.
-ეჰ..რას გაიგებ...იმ ამბების მერე ნინო სულ ცუდად იყო ვეღარ უძლებდა იმ კედლების ცქერას სადაც მისი თათული გაიზარდა...ბოლოს კი გურამმა გადაწყვიტა სოფელში გადასულიყვნენ, ფიქრობდა იქაურობა დაეხმარებოდა უკეთ გახდომაში...თუმცა ბევრი არაფერი შეცვლილა...როგორც გავიგე, დღესაც ავადმყოფობს საერთოდ წაერთვა აზროვნება და ვერავის ვეღარ სცნობსო...აბა, შენ მითხარი რა ჰქვია მის სიცოცხლეს? !არსებობა არაფრისთვის..ხო არაფრისთვის ...
მისმა ნათქვამმა თითქოს გულში უხილავი ნემსების მთელი მიჭა ჩამარჭო და ეს იმდენედ მტკივნეული იყო ალბათ რომ არ მომრიდებოდა კივილს დავიწყებდი.
-ძალიან კარგი გოგო იყო ჩვენი თათული-სივრცეს გაუღიმა ქალმა...-თბილი,ხალისიანი,საყვარელი ...ყველა უყვარდა...ყველას სიყვარული ეტეოდა მის ციცქნა გულში..შენდეგ კი, უცებ გამოგვეცალა ხელიდან და მის მაგივრად დიდი ტკივილი და მოუშუშებელი იარები დაგვრჩა გულში...

ნერწყვი ხმაურით გადავაგორე კისერში და ცხელი ჩაი დავაყოლე.
-რა დაემართა?-ყველაფრის გაგება მინდოდა..ყველა დეტალის,ამომწურავი ინფორმაციის...ეს რომ არ გამეკეთებინა შესაძლოა გავგიჟებულიყავი...არა გიჟი უკვე ვიყავი მაგრამ შეიძლება უარესიც დამმართნოდა..
-მანქანა დაეჯახა-თვალზე მომდგარი ცრემლები ხელსახოცით შეიმშრალა ნატალიამ და ხელი ინსტიქტურად ისევ თმისკენ წაიღო.-ხოო უნივერსიტეტის წინ მანქანა დაეჯახა და გაიქცა..არცკი გაჩერებულა...მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინეს.არც დიდად მონდომებული მილიცია გვყავდა მაშინ..შენდეგ კი ჭორის დონეზე გავიგეთ მის მკვლელს თავი მოუკლავს...არ შემეცოდა,მეტის ღირსი იყო.რა იქნებოდა რომ გაჩერებულიყო და მიეხედა..იქნებადა მიესწროთ...
-მერე რა მოხდაა?-საოცარი სიხარბით ვისრუტავდი მოსმენილ ინფორმაციას და გონებაში ვალაგებდი შემდეგ მარტოდ დარჩენილს კარგად რომ მეფიქრა.
-არაფერი დედა...სრულიად არაფერი.დიდი უბედურება დაატყდა ლორთქიფანიძეებს თავზე მისი საქმრო ის ბიჭი...გადასარევი,წესიერი,ზრდილი და კარგი ოჯახის შვილი...ცოტნე-თითები გაატკაცუნა-ხოო.. ცოტნე ნაკაშიძე, გიჟს ჰგავდა და საკუთარი ძალებით ცრდილობდა მკვლელის მოძებნას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა..კარგად იმალებოდა ის გარეწარი.
ჰაერი ღრმად შევისუნთქე და წამით შეკავებული სუნთქვის შემდეგ როგორც იქნა ჩემთვის საინტერესო კითხვა დავსვი...რაც,ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე მეტად მნიშვნელოვანი,საინტერესო და სასიცოცხლოდ საჭირო იყო:
-ახლა სად არის ცოტნე ნაკაშიძე?!
-არ ვიცი დედა...-მხრები აიჩეჩა ქალმა და წამით მომეჩვენა მის მზერაში ეჭვის ნაპერწკლები გაკრთა..მხოლოდ წამით ,შემდეგ კი ისევ თბილად გამიღიმა და განაგრძო:-გერმანიაში არისო ამბობდნენ..მერე დაბრუნდა ცოლი ჰყავს...ნინა ძალიან გააბრაზა ამ ამბავმა და სულ მას ლანძღავდა.არადა რაარის აქ გასაკვირი? ადამიანი საქმრო იყო ქმარი ხომ არა? ცხოვრება გრძელდება და მასაც ხომ ჰქონდა სრულფასოვნად ცხოვრების უფლება?!ერთი- ორჯერ მოვიდა და ინახულა ,თუმცა არც ისე თბილად შეხვედრიან ამიტომ მას მერე აღარც გამოჩენილა...
-ჯანდაბა...-უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე ვიდრე ნატალიას გასაგებად ,თუმცა მაინც გაიგო და ამომხედა. საპასუხოდ დაბნეულმა გავუღიმე და ისედაც ეკლებზე მჯდარი უარესად ავცმუკდი...ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ნაჩქარევად დავემშვიდობე. სადარბაზოდან გამოვედი და როგორც კი დავრწმუნდი იმაში რომ ნატალია ფარდას ამოფარებული არ მიყურებდა გიჟივით გავვარდი...მივრბოდი და ნელ ნელა მემატებოდა სისხლში ტონუსი...ტვინში მირტყამდა და ცოტა მაკლდა ამდენი აბურდული ფიქრებისგან, რაც ჩემს თავს დატრიალებულ ამბებს უკავშირდებოდა თავი არ გამსკდომოდა.სუნთქვა მიჭირდა მაგრამ მაინც გიჟივით გავრბოდი..."თავი უნდა მოვიკლა!" ერთადერთ გამოსავლად ეგღა მრჩებოდა. ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა ვერც ჩემი გული და ვერც ჩემი ორგანიზმი იმ წნეხს რასაც უძილოდ გათენებული ღამეები შეადგენდა...ღამე, მიყვარდა მხოლოდ მის გამო...უცნობის, რომელიც სად ჯანდაბაში იყო არ ვიცოდი...ვინ იყო საერთოდ და მე რატომ მიმწარებდა ცხოვრებას...არ ვიცოდი რა მჭირდა და ეს იმდენად დიდი და გაუსაძლისი იყო ერთი ჩვეულებრივი 22 წლის ბარბარე ფურცელაძე ვერ ერეოდა...ვერ ზიდავდა ამ გაურკვევლობის მძიმე ჯვარს და ნელ- ნელა ალბათ დანებდებოდა.. ხო დანებდებოდა,უბრალოდ შეწყვეტდა ბრძოლას და ფარ-ხმალ დაყრილი დანებდებოდა.
-ცოტნე უნდა ვიპოვო...ცოტნე უნდა ვიპოვო-გაფუჭებული ფირფიტასავით ერთადერთი სახელი მიტრიალებდა გონებაში ცოტნე!..ვინ არის ცოტნე?!...ჯანდაბა, ნამდვილად ის გამცემდა ჩემს კითხვებზე პასუხს.

სახლში, გასავათებული დავბრუნდი და მისვლისთანავე რაც გავაკეთე ლეპტოპი ჩავრთე,წყალი გადავივლე და პირსახოც შემოხვეული ინტერნეტში დავიწყე ბოდიალი...
-ცოტნე ნაკაშიძე...არც თვითერი,არც ინსტაგრამი,არც სხვა რომელიმე სოციალური ქსელი?!-ვერსად ვერ მივაგენი. სავარაუდო ცოტნეს დაახლოებით: ორმოცდაორი,ორმოცდასამი წლის მამაკაცს..ყველა ცხვირმოუხოცავი ღლაპი იყო ან არა და ასაკით ბევრად დიდი.გაბრაზებულმა გუგლში დავიწყე ძებნა და ბევრიც არ დამჭირვებია საძიებო სისტემამ წამებში ამოყარა ზემოთხსენებული მამაკაცის ფოტო სურათები
..ბატონი ცოტნე ნაკაშიძე ! ერთ ერთი ცნობილი ღვინის კომპანიის გენერალური დირექტორი აღმოჩნდა და შესაძლებელი იყო ძალიან ბევრი სტატიის თუ ინფორმაციის მოძიება.ფრთხილად დავაწექი ერთ -ერთ სურათს და სულ მალე, ჩემი ლეპტოპის ეკრანზე შავ სმოკინგში გამოწყობილი მამაკაცი გამოჩნდა...მაღალი, ჭაღარა შეპარული თმა დაბალზე ჰქონდა გადაღებული..დაბალი წვერი და მუქი თვალები...სიმპათიური გახლდათ...მაგრამ არც იმდენად ზე სიმპათიური ვენების გადახსნაზე რომ გეფიქრათ...ნავარჯიშები, ძლიერი სხეულით და თავისებურად ამოუცნობი,მამაკაცური შარმით...
-შენი დედაც!-ამწვარი თვალები მოვისრისე და შემდეგ სურათზე გადავედი...სადაც ბატონო ცოტნე ფართოდ უღიმოდა ვრცელ აუდიტორიას და კადრი ისეთ დროს იყო დაჭერილი აშკარად საუბრობდა
..საუბრის დროს კი ხელებს იშველიებდა.სურათი შეძლებისდაგვარად გავადიდე...კარგად დავაკვირდი გრძელ,თლილ თითებს და მოულოდნელობისგან გველნაკბენივით უკან გამხტარმა თავი ძლივს შევიმაგრე საწოლიდან არ გადავვარდნილიყავი...
თითები...გრძელი, თლილი თითები..რბილი ბალიშებით და სხარტი..მოქნილი მოძრაობით..."ამის დედაც!" ჩემი სიზმრების სტუმარი ეს თითები გახლდათ.ეს ხომ შეუძლებელი იყო? ! ჩემს სიზმრებში ცოცხალი ადამიანის ,ზედმეტად რეალური შეხება ... ყველა წუთს და ყველა წამს განცდილი სიამოვნება"რა მჭირს?" უკვე მეათასედ დავუსვი საკუთარ თავს ის კითხვა რომელზე პასუხიც მე კი არა არავის არ ჰქონდა..."რა მჭირს"" რა ჯანდაბა მჭირს?!" ამის ატანა ნამდვილად ჩემს ძალებს აღემატებოდა...ფეხის თითებიდან წამოსული ყრუ ტკივილის შეგრძნება..ნელ- ნელა ჭიანჭველების ჯარივით მოიწევდა ზემოთ და მთელს სხეულში ვრცელდებოდა...ტკივილი, ერთიანად იპყრობდა ჩემს ორგანიზმს და მე ამ ტკივილის გაყუჩება არ შემეძლო..არ ვიყავი ბარბარე ფურცელაძე..აღარ ვიყავი...ჯანდაბა!ნამდვილად აღარ ვიყავი ის რაც ორი წლის უკან...ახლა საკუთარ თავში დაკარგული ,უსახელო დამიანი ვიყავი .ღამის კოშმარად გადაქცეული სტუმარი მიცვალებულით და სიგიჟემდე შეყვარებული თითების პატრონზე რომელიც დამეფიცება ცხოვრებაში ერთხელაც კი არ მყავდა ნანახი...
ისევ ღამდებოდა...ვიცოდი ჩემი ძილის სადარაჯოზე მდგარი დედამ*** ლი თათულიც ამას ელოდებოდა...მოვიდოდა, სისხლს გამიყინავდა..კიდევ ერთხელ მომცემდა სიგიჟის საბაბს. შემდეგ მის სახეს კვლავ თითები ჩაანაცვლებდნენ...ნაზი შეხება..მხურვალე ტუჩები უცნობთან ოცნებად ქცეული სექსი...უიმედობის განცდა...იმედგაცრუება და შემდეგ, ძილისგან გამოფხიზლებულს სახეში შეხეთქებული მწარე რეალობა,ატკიებული ყველა უჯრედი და ამწვარი კანი...მისი შეხების სურვილისგან ამწვარი კანი...დაბუჟებული თითის ბალიშები და მონატრებისგან ყელში გაჩხერილი ბოღმა.მე ის სიგიჟემდე მენატრებოდა..არ ვიცი რატომ? არ ვიცი რანაირად, მაგრამ მე ცოტნე ნაკაშიძე სიგიჟემდე მენატრებოდა...შემდეგ კვლავ მარტო ვიქნებოდი მე, ჩემს ოთახში,ჩემს საწილში...მარტო და თანახმა საკუთარი ხელით გამეძრო არაფრად ღირებული კაბი.
-არ დავიძინებ...არა ,არ დავიძინე...არ შეიძლება ჩემი ძილი არ შეიძლება...-ვიმეორებდი გიჟივით და შიშველ სხეულზე იმას ვიცვამდი რაც კი ხელში მომხვდა.სადმე უნდა გავსულიყავი
..ძილიდან უნდა გამოვფხიზლებულიყავი...ჩემი დაძინება არ შეიძლებოდა...ხვალ კი...ხვალ აუცილებლად მოვინახულებდი ბატონ ცოტნეს...არ ვიცი რატომ,როგორ ან რას ვეტუოდი მაგრამ აუცილებლად მოვინახულებდი...

მე გავგიჟდიიი!!!ამის დედაც
...საბოლოოდ გავგიჟდი!


იმედი მაქვს მოგწონთ...მ ა დ ლ ო ბ ა :*скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი tasusuna

პირველობას ვერავოს დავუთმობ,
ახლა წავედი,
წავიკითხე!

 


№2  offline წევრი Someone wandering

ვეელიი
უკომენტაროდ
შოკში ვარ ჯერ კიდევ დედა მომიკვდეს

 


№3 წევრი Ioana

იშვიათად ვწერ კომენტარს,შეიძლება ითქვას ,რომ სულ ოჯერ მექნება ეს გაკეთებული და მე აღფრთოვანებული ვარ შენი წარმოსახვის უნარით,სიუჟეტით და თხრობის სტილით! სუფთად იკითხება...

 


№4  offline წევრი მარიკუნაა♥️

კარგია, ფეფო!
ბევრს ვერაფერს დავწერ, არ ვთვლი საჭიროდ.
უბრალოდ, გელოდები სულმოუთქმელად♥️
კოცნები შენ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline წევრი Tamara Tamo

ჯერადაც ჩავიკითხე ერთი ამოსუნთქვით ❤️❤️❤️ დავინტრიგდით ფეფო:)

 


№6  offline წევრი დარინა

ეს ის შემთხვევაა რომ არ ვიცი რა დავწეროოო, მაგარი რომ ხარ ფეფო ამაში ყოველდღე ვრწმუნდებიი, მიყვარს შენი განსხვავებულობაა, ველოდები ცოტნეს და ბარბარეს შეხვედრას, წინ ვიცი რომ საოცრად მაგარი ამბები გველოდება და სიამოვნების ტრანსში ვარ, ვგიჟდები შენზე რა.

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც მივხვდი ეს თათული რაღაცის გარკვევას.საინტერესოა რა გაქვს ჩაფიქრებული.როგორც ყოველთვის ახლაც შეუდარებელი ხარ საყვარელო.ისე ერთი კითხვა გამიჩნდა არ გაქვს სურვილი წიგნი გამოუშვა? ძალიან მაგარი ხარ.როცა შენს ისტორიას ვხედავ უკვე ვიცი რომ წინ დიდი სიამოვნება მელის მისი წაკითხვით.ველი ახალ თავს და ისეთს როგორც იცი ხოლმე.დიდი თავები გვინდა მალე რომმ ვერ დავსრულოთ კითხვა
--------------------
ლანა

 


№8 სტუმარი კოშა

ანუ თუ 22 წლის წინ მოხდა ეგ ამბავი მაშინ ცოტნე წესიტ ბებერი უნდა იყოს ჰო? აუ ცოტა დავიბენი :დ
ისეე მომწონს სიუჟეტი კარგად ვითარდება♥️

 


№9  offline მოდერი Life is Good

Ioana
იშვიათად ვწერ კომენტარს,შეიძლება ითქვას ,რომ სულ ოჯერ მექნება ეს გაკეთებული და მე აღფრთოვანებული ვარ შენი წარმოსახვის უნარით,სიუჟეტით და თხრობის სტილით! სუფთად იკითხება...

Ioana
იშვიათად ვწერ კომენტარს,შეიძლება ითქვას ,რომ სულ ოჯერ მექნება ეს გაკეთებული და მე აღფრთოვანებული ვარ შენი წარმოსახვის უნარით,სიუჟეტით და თხრობის სტილით! სუფთად იკითხება...

მადლობა შენ...გამახარე ჩემს ისტორიაზე რომ მოგინდა კომენტარის დაწერა

კოშა
ანუ თუ 22 წლის წინ მოხდა ეგ ამბავი მაშინ ცოტნე წესიტ ბებერი უნდა იყოს ჰო? აუ ცოტა დავიბენი :დ
ისეე მომწონს სიუჟეტი კარგად ვითარდება♥️

მერე 19 წლის ვოტნეს ოცდაორი მიუმატე და რამდენის გამოდის..რატოა ბებერი 41,42 წლის კაციი smile რავქნა ეხლა 17 ბიჭებზე ვწრ ვწერ...

La-Na
როგორც მივხვდი ეს თათული რაღაცის გარკვევას.საინტერესოა რა გაქვს ჩაფიქრებული.როგორც ყოველთვის ახლაც შეუდარებელი ხარ საყვარელო.ისე ერთი კითხვა გამიჩნდა არ გაქვს სურვილი წიგნი გამოუშვა? ძალიან მაგარი ხარ.როცა შენს ისტორიას ვხედავ უკვე ვიცი რომ წინ დიდი სიამოვნება მელის მისი წაკითხვით.ველი ახალ თავს და ისეთს როგორც იცი ხოლმე.დიდი თავები გვინდა მალე რომმ ვერ დავსრულოთ კითხვა

ჩემო თბილოო...ქორწინების წლისთავზე მექნება ჩემი წიგნი

.ხოო მოვლენებს ნუ გავუსწრებთ ყველაფერი გაირკვევა.მადლობა შენ ასეთი კარგი რომ ხარ და მახარებ heart_eyes

დარინა
ეს ის შემთხვევაა რომ არ ვიცი რა დავწეროოო, მაგარი რომ ხარ ფეფო ამაში ყოველდღე ვრწმუნდებიი, მიყვარს შენი განსხვავებულობაა, ველოდები ცოტნეს და ბარბარეს შეხვედრას, წინ ვიცი რომ საოცრად მაგარი ამბები გველოდება და სიამოვნების ტრანსში ვარ, ვგიჟდები შენზე რა.

არაფერს არ ვიტყვი გარდა იმის რომ წინ მართლაც მთელი სიგიჟე გველიდება...მადლობა ჩემო კარგოო heart_eyes

Tamara Tamo
ჯერადაც ჩავიკითხე ერთი ამოსუნთქვით ❤️❤️❤️ დავინტრიგდით ფეფო:)

ჩემი გარეკილი ბარბარიკო ამდენს თუ ახერხებს მიყვარს smile შენც მიყვარხარ smile

მარიკუნაა♥️
კარგია, ფეფო!
ბევრს ვერაფერს დავწერ, არ ვთვლი საჭიროდ.
უბრალოდ, გელოდები სულმოუთქმელად♥️
კოცნები შენ♥️

ჩემი თბილი ადამიანი...დიდხანს არ გალოდინებ გპირდებიი kissing_heart heart_eyes

Someone wandering
ვეელიი
უკომენტაროდ
შოკში ვარ ჯერ კიდევ დედა მომიკვდეს

heart_eyes heart_eyes

tasusuna
პირველობას ვერავოს დავუთმობ,
ახლა წავედი,
წავიკითხე!

მოვედი შენამდეც გადარეულო smile heart_eyes რომ მიხარიხარ ხოომ იციი?! იცი აბა რაა smile heart_eyes

 


№10  offline წევრი უცნაური მე

აუ რა მაგარი რამე გველოდება წინ.. ცოტნესთან შხვედრა ძაალიან მაინტერესებს.

 


№11 სტუმარი ლ.მ

აწი ზუსტად ვიცი რომ კომენტარის დაწერას არასდროს ვინანებ. ძლიერი კიარა უძლიერესი ხარ. ჯერ მარტო იმიტომ რომ ჩვენთან ხარ და არ გაგვექეცი. აი არ შეიძლება შენი რომელიმე ისტირია არ მომეწონოს. არ აღვფრთოვანდე და არ შევიყვარო. წერე ისე როგორც გაგისწორდება. წარმატებები. ეხლა კი ისტორიას დაქალს გავუგზავნი რომელიც აუცილებლად წაიკითხავს და იგივე სიტუაციაში ჩავარდება როგორც მე კითხვისას.მერე კი ერთად განვიხილავთ როგორც აქამდე.კომენტარებით აღარ მოგაბეზრებ თავს უბრალოდ იცოდე რომ ყოველივე შენი სიახლით მოგყვევბით ბოლომდე.რაღაცეები რომც არ მომეწონოს განვითარებაში მაინც წაგიკითხავ. გელოდები ისტორიის დადებიდან დადებამდე :*:*

 


№12  offline წევრი ნიკე

აუ ბატონი ცოტნე როგორც მივხვდი უფროსია და როგორ მომწოონს ^_^

ეს ისტორია ჩემი ფავორიტია, ჩემი სტილია, განსხვავებულია და რაღაც ძალიან მაგარია. <3,

 


№13 სტუმარი eke

male dadeeb?

 


№14 სტუმარი სტუმარი ნანა

ფეფო, მე მგონი განსხვავებულად საინტერესო ამბავი იქმნებააა ❤️ გულები, ყვავილები, კომპლიმენტები შენ! ❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგია.(ისე თათული პირველ თავში ტაბატაძე იყო და მეორეში ლორთქიფანიძე)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent