შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მ ე ტ ე მ ფ ს ი ქ ო ზ ი" #3


13-09-2018, 00:54
ავტორი Life is Good
ნანახია 1 230

{ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს. აქედან გამომდინარე, ცოდვა ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღიქმება არა როგორც დაღუპვა და ქაოსი, არამედ როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ძალა, რომელიც ახანგრძლივებს ჩვენს კოსმიურ მყოფობას და უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა „ჩვენი“ ახალი სხეულების ფორმირებისას.
"გარდავიცვალე მე, როგორც ქვა და მცენარედ ვიქეც, გარდავიცვალე მცენარე და ამ ქვეყანას მოვევლინე ვით მხეცთაგანი. გარდავიცვალე მხეცთაგანი და კაცად ვიქეც და სიკვდილის აღარ მეშინის. განა შეწყვეტს ჩემ აღზევებას გარდაცვალება? მოვა ჟამი და მომერღვევა კაცური სახე და ანგელოზთა არსებობით შევიმოსები. და რადგან ქვეყნად ყოველივე აღიგვება თვინიერ მისა, მე აღზევებით ანგელოზთაც აღვემატები, რომ გონებისთვის მიუწვდომელ არსად გადავიქცე". }

ღამის კლუბი "ხიდი" დილის 6 საათამდე მასპინძლობდა დაძაბული, სამუშაო კვირის შემდეგ განტვირთვის მიზნით მისულ, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს...სპეციალურად უცხოეთიდან მოწვეული დიჯეი, ენერგიულ ტრეკს ასრულებდა და გრადუსში შესული ახალგაზრდებით გადაჭედილი დარბაზიც, თითქოს მეორედ მოსვლის მომსწრე გამხდარიყო...მუსიკის რიტმული ჰანგები, კრეატიული დიზაინის მქონე კლუბის კედლებს ეხეთქებოდა, წრეს არტყამდა და თვითოეული მსმენელის, ალკოჰოლით გაჯერებულ სისხლში მდორედ მიედინებოდა...ტრანსში ჩავარდნილები ყველა თავის "პონტში" ერთობოდა და კაცის შვილს არ აინტერესებდა შენი ცეკვა რადგან თავადაც გველებივით იკლაკნებოდნენ.
დილის ექვს საათამდე ვიყავი...ვსვამდი,ვცეკვამდი და ვცდილობდი ჩემი ათასგვარი სიმახინჯით სავსე ყოფიერება დროებით მაინც გადამეწია ბოლო პლანზე...ნაშების ასაყრელად მოსული მამაკაცების მოსაბეზრებელ, ხარბ მზერას მონდომებით ვაიგნორებდი, ტვინში კი ძველი კინოს კადრებივით მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი და გვარი დაჰქროდა...მხოლოდ ის...ამის დედაც! "ცოტნე ნაკაშიძე" რომლის თლილი თითები სასმელმაც კი ვერ დამავიწყა...ვერ მოერია ჩემს მეხსიერებაში მყარად დალექილ მის მოჩვენებას და გადამთვრალიც კი მხოლოდ და მხოლოდ მასზე ვფიქრობდი..ეს საშინელება იყო...გაუსაძლისი...მოუშორებელი ჭირი...მე ,ორი წლის უკან დავავადი და ამ ავადმყოფობას კიბოს მეტასტაზებივით ნელ -ნელა რომ გამიჯდა სხეულში,ორ წელში კი მთლიანად დამიპყრო სულიან სხეულიანად წყეული ღამის მოჩვენება ერქვა და ამ მოჩვენებას მოყოლილი ჯოჯოხეთამდე აუტანელი მამაკაცი...
ვერ გავრკვეულიყავი რა ჯანდაბა მემართებოდა,სხვისგან რომ მომესმინა ანალოგიური შეიძლება სიცილით მოვმკვდარიყავი, რადგან მსგავსი თემები არასდროს მიზიდავდა და ყოველთვის მოგონილი, ცრუ რწმენების გადმონაშთს დავაბრალებდი ჩვენი ბებია-ბაბუები ხშირად რომ გვაშინებდნენ.გაორება მჭირდაა?! არა, ეს გაორება ნამდვილად არ იყო...არც ფსიქოლოგის დასმული დიაგნოზი მიმაჩნდა სწორად და არც მამაოს მიერ გამოტანილი განაჩენი ,ჩემს დამპალ სულზე დაპატრონებული ბოროტის შესახებ...უბრალოდ აუხსნელი რამ იყო.მე ბარბარე ფურცელაძეს, ბევრი ისეთი რამ მახსენდებოდა რაც ნამდვილად არასდროს შემთხვევია... თავს არ გადამხდენია და ეგ კი არა ადამიანები ,რომელთაც საერთოდ არ ვიცნობდი...სამაგიეროდ აღმოვაჩინე ,რომ ჩემი ცხოვრების რაღაც გარკვეული ეტაპი;ჩემი როგორც ბარბარეს ცხოვრების აღარ მახსოვდა და ნამდვილად ვერ ვიხსენებდი როგორი ვიყავი ბაღში ,სად დავდიოდი და რა მიყვარდა...ეს რაღაც ძალიან საშიში და დამაფიქრებელი გახლდათ და ფიქრიც კი სამწუხაროდ არაფერს მაძლევდა...ვფიქრობდი...ვფიქრობდი და ვფიქრობდი...

მხარზე ხელის შეხებამ გამომაფხიზლა და ზემოდან დაჩერებულ მაღალ მამაკაცს ავხედე, რომელიც მშიერი ცხოველის თვალებით მიყურებდა.გამიღიმა და ხელი ურცხვად მომკიდა წელზე, რაც ნამდვილად არ მესიამოვნა...
-ლამაზო...არ გინდა აქედან წავიდეთ?!-მაცდურად გამიღიმა.
-არა.-ნამდვილად არ მქონდა მასთან ლაპარაკის, არც თავი და არც განწყობა. წელზე შემოხვეულ მის ხელს დავხედე და სხეულიდან, გაჭირვებით მაგრამ მაინც მოვიშორე.
-რატომ?!-გაოცება გაერია ხმაში.
-დარწმუნებული ვარ ჩემთან სექსი არ მოგეწონება...კაცები არ მიზიდავს.-ცივად მოვუჭერი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
-კაი ტო?! შენნაირ გოგოს...ამის დედაც...
საუბარი აღარ გამიგრძელებია...ჩემი წასვლის დრო დამდგარიყო, ამიტომ სწრაფად გავეცალე იქაურობას და თან შეშინებული უკან- უკან ვიხედებოდი ვაი და არ გამომყოლოდა ჩემთან დაწოლის მსურველი მთვრალი მამაკაცი.გარეთ გამოსულს...გახურებულ სხეულზე დილის სიგრილე შემომეფეთა და შემამცივნა...ძილით აღარ მეძინებოდა, მაგრამ წარმომედგინა რა შესახედავი ვიქნებოდი...ჩაწითლებული,ამღვრეული თვალებით და გადაფითრებული სახით...არც ამას დაგიდევდით მთავარი იყო რომ ერთი დღით მაინც შევძელი და დავამარცხე ჩემი მოჩვენებები...რამდენ ხანს შევძლებდი ასე გაგრძელებას არ ვიცოდი ,მაგრამ მაინც გავაგრძელებდი...აუცილებლად გავაგრძელებდი და მათ, არ მივცემდი ჩემზე გამარჯვების საშუალებას.

რამოდენიმე ენერგეტიკულის და ძლიერი ყავის შემდეგ ,გრილი წყლის შხაპ მიღებული და საბოლოოდ გამარჯვებული ძილზე, ცოტნე ნაკაშიძის ოფისის წინ მდებარე სკვერში ვიჯექი. საიდანაც, მიმდებარე ტერიტორია გადაშლილი ხელისგულივით ჩანდა.თვალს არ ვაშორებდი მთავარ შესასვლელს და დროდადრო მაჯის საათს დავხედავდიხოლმე. დილის თერთმეტი საათი სრულდებოდა.გარეთ, ჩვეულებრივი მზიანი დღე იდგა და სუსტი ნიავი დაჰქრობდა...ხეებს, მკვდარ ფოთლებს აძარცვავდა და თითქოს ,ზამთრის შესაგებებლად ამზადებდა.ტროტუარზე, ნარინჯისფერ უნიფორმაში გამოწყობილი მეეზოვე, გაურკვეველი ბუზღუნით და მომარჯვებული დიდი ცოცხით, ერთ ადგილზე აგროვებდა ყვითელ ფოთლებს...იქვე ქუჩის მაწანწალა ძაღლები დაძრწოდნენ და ფეხით მოსიარულეებს უაზროდ ებლანდებოდნენ ფეხებში... სკვერში კი სადაც ვიჯექი, დილის მიუხედავად ბავშვები ჟრიამულობდნენ... მხიარული ყიჟინით დასდევდნენ საკვების ასაკენკად დამჯდარ მტრედებს და უდარდელი, ლაღი ღიმილით აჯილდოვებდნენ მერხებზე მზესუმზირის ჭამასა და ერთმანეთში აქტიურად ჭორაობაში გაქაფულ მშობლებს.ვიჯექი წელში მოხრილი,მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილი და ერთიანად მოწოლილი სევდა მიპყრობდა.ვერცკი მივხვდი როგორ გადმოლახა თვალის ჯებირები ცრემლის ბურთულებმა.
მეტირებოდა, ჩემს უსუსურობაზე. მეტირებოდა, ჩემს გაურკვევლად აწეწილ ფიქრებზე,ჩემს წარსულზე,ბავშვობაზე, რომელიც ბუნდოვნად მახსოვდა.ჩემს დღევანდელ ცხოვრებაზე,უსაზღვრო მონატრებაზე,უაზრო სიყვარულზე,საქციელზე...იმ საქციელზე მე ახლა აქ,რომ ვიჯექი და ველოდებოდი უცნობ მამაკაცს რომელიც დარწმუნებული ვარ არ მიცნობდა..არ იცოდა ვინ ვიყავი,რა მინდოდა რა მჭირდა და საერთოდ რისთვის, ან ვისთვის ვიჯექიი?! ჯანდაბა...სიამოვნებით ავქვითინდებოდი და იქნებ ამ ქვითინით მაინც დავცლილიყავი ამ ყველაფრისგან, მაგრამ ვაი რომ არ მიშველიდა.. არ მიშველიდა, რადგან ორი წლის განმავლობაში ტირილის და შიშისგან ცახცახის მეტი არაფერი გამიკეთებია.სველი სახე, ხელის ზურგებით შევიმშრალე და იმ წამს ტროტუართან გაჩერებულ შავ "გელენვაგენს" მივაშტერდი.ჯანდაბა!..ის იყო...ხო, ის იყო...მკერდში, აფართხალებული გულისცემა მეგონა მთელს ქვეყანას ესმოდა.მუცელში, ამოუხსნელი წვა ვიგრძენი და ათრთოლებული თითებით, წელში გასწორებული ხის მერხს ჩავაფრინდი.იმდენად ძლიერად ჩავაფრინდი,რომ ფრჩხილების ტკივილმა უსიამოვნოდ დამიარა სხეულში...თუმცა ვის ახსოვდა ტკივილი ,როდესაც მანქანიდან გადმოსული ჩემი ღამის სტუმარი ჩემგან, სულ რაღაც ათიოდე მეტრში იდგა და ტელეფონზე გაცხარებით ესაუბრებოდა ვიღაცას.სურათებთან შედარებით ბევრად სხვანაირი აღმოჩნდა...მაღალი,მხარბეჭიანი,ჭაღარა დაბალი თმით და წვერით...იმდენად ახლობელი,იმდენად ჩემეული,იმდენად სანატრელი და იმდენად საყვარელი იყო, წამით სუნთქვაც კი შევწყვიტე..თავი ძლივს შევიკავე ფეხზე არ წამოვვარდნილოყავი და უცნობ მამაკაცს არ მივვარდნოდი ტირილით...ჯანდაბა...გაიცინა და "მერე დაგირეკავ"-ო ხმამაღლა უთხრა ხაზის მეორე ბოლოს მყოფს და ტელეფონი გათიშა, შარვლის ჯიბისკენ წაიღო და ზუსტად იმ წამს აირეკლა მზის სხივი მისი მარჯვენა ხელის არათითზე წამოცმულმა ოქროს რგოლმა.ყელში გაჩხერილი ტირილის ბურთი გაჭირვებით გადავაგორე კისერში და ათრთოლებული თითები თმაზე გადავისვი.სკვერს გამოხედა...მზერა მოავლო,ყველა დაინახა...ალბათ, მათ შორის მეც...შემდეგ კი ზურგი მაქცია და ოფისის შესასვლელისკენ გაემართა დინჯი ნაბიჯებით.
სისხლი გამეყინა და მოწოლოლმა უღონობამ გულის მიდამოებში უდიერად გაილაშქრა...ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუცელში უხილავი წიხლი ჩამარტყეს და სუნთქვა გამიჭირდა.ტკივილმა კი სრულიად მომიქცია თავის საცეცებში, თვალები ძლიერად დავხუჭე და სახეზე ხელები ავიფარე.

სამი დღის განმავლობაში, დაპროგრამებულივით მივდიოდი დილით ოფისთან და სამსახურში მოსულს თვალებით ვაცილებდი.საღამოს კი გადაღლილი სახით გამოსულს, ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცის ცოლივით, აფართხალებული გულით,სუნთქვაშეკრული ვაცილებდი სახლისკენ მიმავალ გზაზე.არც ერთი წუთით არ მიძინია და ეს იმდენად მოქმედებდა ჩემს ჯანმრთელობაზე ალბათ სამი კილოგრამი მაინც დავიკელი,თვალის გარშემო უპეები ჩამიმუქდა...თვალის გარსი ჩამისისხლიანდა და მუდამ ამღვრეული და ცრემლისგან გადაგლესილი მქონდა.ჭამის მადა დაკარგული ,მხოლოდ და მხოლოდ ყავაზე და ენერგეტიკულზე ვიჯექი ნარკომანივით და მისი ნახვის ლომკას ვერ ვუმკლავდებოდი.კედელთან ატუზული, ხმამაღლა ვღრიალებდი და თმაში თითებით ჩაფრენილს სურვილი მქონდა საკუთარი ხელით ამეხადა სკალპი, რადგან ეს ტკივილი გაუსაძლისი იყო ...არ იკურნებოდა...მე ვერ ვშველოდი და გადაფითრებული, ნაკაშიძის ლანდად გადაქცეული საკუთარ თავს, საკუთარივე ხელით ვუთხრიდი საფლავს.ტელეფონი საერთოდ გამოვრთე,სახლში ფარდები მქონდა ჩამოშვებული და თითქოს დღის შუქს გავურბოდი...საათს მიშტერებული ველოდებოდი როდის მივიდოდნენ ისრები ექვსის ნახევართან გიჟივით რომ გავვარდნილიყავი და სამსახურიდან გამოსული ნაკაშიძე მენახა.ისინი კი ჩემდა საუბედუროდ, ძალიან ნელა მიიზლაზნებოდნენ წინ და ნათლად მაჩვენებდნენ რამდენად უაზრო გამხდარიყო ჩემი ცხოვრება...უაზრო ,უფასური და არავისთვის და არაფრისთვის ღირებული.

დილიდან მოჟამული დღე იყო...საღამოს კი ისე კოკისპირულად გაწვიმდა, აგრუხუნებული ზეცა თითქოს ჩამოქცევას აპირებსო.ქუჩაში კანტი კუნტად მოძრაობდნენ სოკოებივით, აქა- იქ ამოზრდილი ჭრელა -ჭრულა ქოლგიანი ,ფეხით მოსიარულენი.სწრაფი ნაბიჯით რომ მიიწევდნენ წინ და წარღვნის მომლოდინე სახეებით, ერთი სული ჰქონდათ დროულად მიეღწიათ სახლამდე.მე კი ამ თქეშში,ტანზე შემოტმასნილი სველი ტანისამოსით ვიდექი სკვერში, ბებერი ნაძვის ხის ტანს ამოფარებული და მომლოდინე თვალებით მივშტერებოდი ოფისის, მთავარ შესასვლელ შუშის კარს...რომელიც მილიონჯერ გაიღო უკვე და დაიხურა...გამოდიოდნენ ოფისის თანამშროლმები და სწრაფი ნაბიჯებით,ან სირბილით, მიიწევდნენ საკუთარი ავტომობილებისკენ...ან ტაქსს აჩერებდნენ და ისე გაურბოდნენ წვიმას.დრო კი გადიოდა..სიცივისგან კბილს კბილზე მაცემინებდა...მაჯის საათის ისრები, ჯიუტად მიცოცავდნენ წინ და წამებს წუთები ემატებოდა,წუთებს საათები... ის კი, არ ჩანდა...არ გამოდიოდა...საღამოს ცხრა შესრულდა...ათი დაიწყო...მაგრამ ნაკაშიძე, ჯიუტად არ აპირებდა გამოსვლას.ისე სიკვდილი თუ არა...ფილტვების ანთება მაინც მომკლავდა.ვერ გადამეწყვიტა წავსულიყავი თუ არა...ვიდექი და ადგილიდან ფეხის მოცვლის არც ძალა მქონდა და არც სურვილი.ბოლოჯერაც გაიღო შუშის კარი და წამიერად გამკრთალი იმედიც ჩამეფუშა...თავზე ჩამომექცა და ასფალტზე, ნაკადულებად მიმავალ წვიმის წყალს გაჰყვა.არ გამოვიდა...სულ სხვა იყო... პიჯაკიანი მამაკაცი, რომელმაც დატოვა ოფისი და გაქრა...კიდევ ათი წუთი ვიდექი და ბოლოს ნაბიჯის გადადგმა გავბედე.ფეხებმა, თავისით გადაჭრეს გზა და სულ მალე იმ შუშის კარის წინ ვიდექი, რომელიც ავტომატურად გაიღო და მეც ყოყმანის გარეშე შევაბიჯე ნახევრად ჩაბნელებულ ფოიეში.წვიმისგან გაყინულს, სითბო სტუმართმოყვარე მასპინძელივით შემომეგება და აცახცახებული, თავის თბილ საბანში გამახვია.თვალებს ვაცეცებდი ცარიელ ფოიეში და ახლა რა ჯანდაბა უნდა მექნა არ ვიცოდი.
-ჯანდაბა...-ჩავილაპარაკე ჩემთვის და გააზრებაც ვერ მოვასწარი ვიღაცის ძლიერმა ხელმა, ისე უხეშად გადამაქანა უკან და მთელი ტანით კედელს ისე მივეხეთქე მეგონა ძვლები პატარ- პატარა კრისტალებად დამეშალა.ტკივილისგან ხმამაღლა წამოვიკვნესე და გულგახეთქილს ცოტა დამაკლდა გონი არ დამეკარგა.დახუჭული თვალები, გაჭირვებით გავახილე და ზემოდან დაჩერებულ მაღალ,მამაკაცს ავხედე.ჯანდაბა...ის იყო.კუშტად შეკრული წარბების ქვეშიდან, ცივად მბურღავდა და ხელს...რომელსაც კედელზე ზურგით ვყავდი მილურსმული არ მიშვებდა.სუნთქვა შემეკრა,თითქოს გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა და მუხლებში ძალა წამერთვა.
-გამარჯობა!-მისი ჩახლეჩილი ხმა ზიზღნარევი მრისხანებით ჩამესმა ყურებში და ტანზე დაყრილი შიშის და ნერვიულობის ეკლებმა, მტკივნეულად დამიჩხვლიტა მთელი სხეული.ხმის ამოღებას რა აზრი ჰქონდა? ჩამწვარი ხორხიდან შემაძრწუნებელი ხრიალის მეტი მაინც არაფერი ამომივიდოდა.შევყურებდი დებილივით მიშტერებული და ნიკაპი თავისით მითრთოდა..კიდევ ერთი სიტყვა და ტირილს დავიწყებდი.
-რაო პატარა ონავარო...გამოგიჭირე?!-ჩაეცინა და იკადრა ხელის გაშვება.მეც მომჩვარული, კედელზე ჩავსრიალდი და იატაკზე ჩავჯექი.-ნამდვილად არ ღირდა ჩემზე ინფორმაციის მოგროვების გამო წვიმაში ნახევარი დღით ყურყუტი.
"რაოო?! რა ინფორმაცია...ჯანდაბა...სპეციალურად არ გამოდიოდა..მხედავდა...აბა რაა მხედავდა." გონებაში აზრები სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს...ჩემს წინ ჩაჯდა და დამაკვირდა.
-რა დედის ტყვნა გჭირთ?! ყელში ამოხვედით... რომელი ჟურნალიდან ხარ? შენ გეკითხები, ენა გადაყლაპე?!-ხმაში სიმკაცრე გაურია და ეს ნამდვილად პიკი იყო თავი ჩავხარე და ცრემლებმაც არ დააყოვნეს.
-ჰეი...იქნებ იკადრო და ხმა ამოიღოო?- ათრთოლებულ ნიკაპში თითები ჩამავლო და თავი ამაწევინა... თვალებში ჩამაცქერდა და სახე წამებში მოენგრა.ცუდი განათების მიუხედავად, მის სახეზე არეული ემოციების გარჩევა არ გამჭირვებია.
-შენ რა ტირიხარ?!-ხმა შეეცვალა და ხელი ცივად გამიშვა, შემდეგ კი ფეხზე სწრაფად წამოხტა და დაბალ თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი.-დედას შ***ი !!რა გატირებს ტო?!-გაიარ გამოიარა და ისევ ჩემს წინ ჩაცუცქდა.-ეს დღეები კუდში დამყვები..ახლა გაბედე და აქაც გამომეცხადე. პახოდუ ისე ტირი, თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე...ამოიღებ ბოლოსდაბოლოს ხმას?!-ტონს აუწია და მეც უარესად ამომიჯდა გული.ციებიანივით მაკანკალებდა და გული ისე მეწურებოდა მეგონა გალღვობას,ჩამოდნობას და სხეულიდან სითხის სახით გამოღწევას ლამობდა.
-არ ვარ ჟურნალისტი-გაჭირვებით ამოვილაპარაკე..
-აბა ვინ ჯანდაბა ხარ და რა გინდა ჩემგან?!-ხმაში ეჭვის ნოტები გაუკრთა.
-არ ვიცი...
-ადექი!-წამოდგა და მკლავში ძლიერად ჩამაფრინდა თითებით...იმ თითებით, მე რომ მაკარგვონებდა საღად აზროვნების უნარს.წამომაყენა და სისუსტისგან აქეთ -იქით მოქანავე ერთ ადგილზე შეძლებისდაგვარად დამაკავა.
-ცუდად ხარ?!-მეორე ხელიც ჩამავლო და მყარად დამაყენა იატაკზე.ცუდად ვიყავიი?! ამას ცუდად ყოფნა ნამდვილად აღარ ერქვა...ვგრძნობდი ,როგორ მებინდებოდა გონება...ფეხის თითებიდან, სიცივესთან ერთად შემოპარული რაღაც ამოუცნობი ნელ- ნელა მოიწევდა ზემოთ და განვლილ ადგილებში ძალას მართმევდა.ტვინამდე ამოსულმა სრულიად გამომფიტა,ერთიანად გამომწოვა ენერგია და მომჩვარული წინ გადავქანდი, ნაკაშიძემ მოასწრო ხელის მოხვევა და მეც მის ძლიერ სხეულზე ბუმბულივით ამჩატებული მივესვენე.სანამ გონებას სრულად დავკარგავდი ცხვირით მის კისერში ჩაფლულმა ვიგრძენი ნესტოებში როგორ შემომიძვრა მისი ერთმანეთში არეული სიგარეტის და რომელიღაც სუნამოს გრილი სურნელი...სმენას კი შეშფოთებული ხმა მისწვდა.
-დედაც მ****ნ!
ირგვლივ სრული სიბნელე, სიჩუმე,მყუდროება და სიგიჟემდე სასიამოვნო არომატი ზეწარივით შემომხვეოდა.
საღმა გონებამ მიმატოვა! გავითიშე.

იმედი მაქვს მოგეწონებათ...:))скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

რა თქმა უნდა მომეწონა! ძალიან მომწონს ❤️

 


№2  offline წევრი Someone wandering

ცოოტნეე...გამაგიჟააა cold_sweat
რა დავწერო პროსტაა,ჟრუანტელი მივლის...
ეს მამაკაცუური ტიპები როგორ მევასებიან ტოოო.
ცუდი კაცო,წვიმაშიც რომ არ შეიცოდა ჩემი გოგო smiling_imp მაგრაამ,მე ხომ მაზოხისტურად მსიამოვნებს ეს მდგომარეობააა? smiling_imp
დეედააა რატომ უხდებაა ასეე გინებაა ყველაა შენს გმირს?joy

 


№3  offline წევრი დარინა

ბარბარე მეცოდებააა, როგორ იტანჯებააა, გული დამეთუთქა მისი მდგომარება რომ წარმოვიდგინეე, უკვე ისე არეულია თან აი ზე "საზიზღარი" ცოტნეც რომ არ ასვენებს ამ საცოდავ გოგოს სულ გადარია, ახლა ჩვენმა გოგომ უნდა გადარიოს ცოტნიკოო, ისეთ ემოციებში ვარ ამ ყველაფრის გადმოცემა მიჭირს უკვე ვგიჟდები ამ ისტორიაზე, მიყვარს. შენ ჩემი დღის დოპინგი ხარ ყავა აღარ მჭირდება დღევანდელი ოზა მიღებული მაქვს, შეყვარებული ვარ შენზე რაა, სულ სიყვარული მეხსნევინება რა რა ვქნა ასეთი მაგარი რომ ხარ ჩემი ბრალი არ არი.

 


№4 სტუმარი სტუმარი ტკბილიწიწაკა

ვაიმეე ცოტნეე აიიაიაიიაიი უბრალოდ უკვე ვგიჟდები მართლა ძააან მამაკაცურია აირომაგიჟებს აიაიაი ვაფღენ უბრალოდ :დდდ მეც ვუერთდები მაზოხისტურობას რავქნა უხდება შენსმპერსონაჟებს თანაც ნამდვილ მამაკაცებს :დდდდ
ჰოდა აი ბარბარე მართლა მეცოდება მგონი მართლა გიჟდება ეგ გოგო მაგრამ აიარვიცი რაღაც ძაან სოკია მოლოდინსი ვარ რაღაც არააამქვეყნიურის ;დდ წარმატებებიდა მთელისულითდა გულით გელი აიროგორმინდა არწავიკითხოდა დაველოდო ბოლომდე როდის დაიდებამარა როგორცკი თვალს მოვკრავ სულიდა გული ვეღარ ძლებს :დდდ გელი როგორც მგელი :დ

 


№5  offline წევრი უცნაური მე

ცოტნე ნაკაშიძემ გამაგიჟა :დდ
ძალიან მაგარია, უბრალოდ ჯერ იმის გარკვევას ვცდილობ, მაგრამ შენს გარეშე ვერ სევძლებ ნამდვილად ბარბარე ფურცელაძეს აგიჟებს ეს კაცი, თუ მის სულში თუ ტვინში არსებულ თათული ლორთქიფანიძის რაღაც ნაწილს.
ყველა მამაკაცი პერსონაჟი რატომ გყავს ასეთი საოცარი :დდ ვგიჟდები ❤️❤️

 


№6  offline წევრი kora

ერთიანად წავიკითხე სამივე თვაი და მაინც არ მოფნის. იმდენ ემოციას იტევს ყოველი დეტალი რომ კონტროლი მეკარგება და ძალაუნებურად ვივსები პერსონაჟების ცხოვრებით.
ბარბარე ერთდროულად ორ გრძნობას იწვევს ჩემში, ერთი ის რომ შემეცოდა და მეორე ის რომ შემშურდა ასეთ კაცს რომ გადაეყარა :დდ მგონი მეორე გრძნობა ჯაბნის პირველს :)))
ცოტნე! საზიზღრად შემოიჭრა ჩემს გონებაში და უკვე, დიახ! აი ასე უცებ შემაყვარა თვაი. არადა, თითქოს არც არაფერი გაუკეთებია საამისოდ. ჰო, აი ის მეოლვარე რგოლი უკვე სულს მიხუთავა :დდდ
ზუსტად ვიცი რაღაც საოცრება გველის წინ და მოუთმენლად ვუცდი მოვლენების განვითარებას, საუკეთესო ხარ <3
--------------------
kira.G

 


№7  offline მოდერი tasusuna

ინსომნია..
მეშინია,
ამან არ იმსხვერპლოს..

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

სუპერ, სუპერ გოგო ხარ
--------------------
ლანა

 


№9 სტუმარი სტუმარი ნათია

იცი რაზე მომდის ბრაზიი? რატომ არ ვნახე აქამდე შენი ეს ისტორია მ ა პ ა ტ ი ე ე ე ! სკოლის მზადების გამო იშვიათად შევდივარ საიტზე და მხოლოდ ძველების გადახედვას ვახერხებდიი და დღეს დავიწყე გავოგნდიი ეს რა ხდება . რა ნიკა რის ნიკა აქ ნიკას რა უნდა... ეს კიდევ სულ სხვაა... ერთმანეთს ორი გრძნობა ებრძვის ერთი გაოგნებულია და ვერ წარმოუდგენელია როგორ უნდა იყოს მამის ტოლ მამაკაცთან თუმცა არც ამაზე მაქვს დიდი გართულება და მეორე საშინლად მინდა რომ ერთად იყვნენ მაგრამ, არა თათულისთან არამედ -ბაბისთან. სხვანქირად ბაბი დაიტანჯება სულიერად მოკვდება. რას ვწერ თუ ვიყო აზრზე გეფიცები, როგორც ყოველთვის ყბაჩამოვარდნილივარ და აზრებს თავს ვერ ვუყრი დანარჩენს მერე დავწერ????????????

 


№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორც ყოველთვის უმაგრესი ისტორიაა, განსხვავებული, იდუმალი და ჩამთრევი... იმედებს არ მიცრუებ და ეს ძალიან მომწონს... შემდეგ თავს ველოდები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent