შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი ტყუპისცალი (თავი მეექვსე)


13-09-2018, 13:16
ავტორი Farvana
ნანახია 216

მე და ჩემი ტყუპისცალი (თავი მეექვსე)

-მართალი ხარ ნინა ვერ გაწირავდი. საკმაოდ ირონიულად ვუპასუხე.
-რა?მოიცა აბა რა უნდა გამეკეთებინა?
-არაფერი.
-მოიცა უნდა დამერთო ნება რომ ჩემი ოჯახი ამოეხოცა?
-ის შენს ოჯახს არ ამოხოცავდა ნინა და ეს შენც კარგად იცი.
-საიდან მოიტანე რომ ვიცი?
-ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ ჩემს სიტყვებში და ვხვდები რასაც ვამბობ,ასე რომ
გეყოს თამაში და რეალური მიზეზი თქვი.
-კატო ნინა მართალს ამბობს.-მაია-
-მოიცა შენ რა მისი სიტყვების გჯერა?საიდან ამტკიცებ რომ არ ტყუის?
-დამნაშავეების ფსიქოლოგიას მასწავლიდნენ,ვიცი ადამიანი როდის იტყუება და როდის
არა.
-ჯობდა უფრო კარგად გესწავლა.
-და შენ იცი ჩემზე უკეთ?
-კი ვიცი.
-ამას მეუბნება პირველი კურსის “ყოფილი“ სტუდენტი,რომელსაც ჯერ თეორიაც კი არ
უსწავლია.
-გეუბნები,რადგან შენზე მეტი ვიცი,იმისთვის რომ ყველაფერი იცოდე არ არის აუცილებელი
მაინც დამაინც დამთავრებული გქონდეს.
-შენ რით მიმტკიცებ რომ ტყუის?
-საბუთებით რომლებიც აიღო.
-ხო სამხილები აიღო და ეს შენ შენიშნე.
-მართალია შევნიშნე,მაგრამ იმ წუთას არ დამინახავს რა საბუთები იყო.საბუთებს
გადავხედე და ესენი აქ მყოფი ერთ-ერთი პაციენტის საბუთებია.
-ვერ გავიგე?მას ხომ შენი საბუთები სჭირდებოდა ესენი რატომ აიღო?ნინა რატომ აიღე
სხვა საბუთები?
-მე ავხსნი.მგონია რომ ნინა თავიდანვე ამ საქმეში იყო გარეული.იმ დროიდან როცა მე
შემხვდა.ჩემმა დამ თავიდანვე იცოდა რომ მე ვარსებობდი და დიდი ხნის წინ მოამზადა
სამოქმედო გეგმა.
-საიდან უნდა სცოდნოდა მას შენი ამბავი?
-მაია არ დაგავიწყდეს რომ ის კრუგერმა იშვილა,კაცმა რომელსაც დიდი კავშირები აქვს
მსოფლიოში,კაცმა რომლისთვისაც ნებისმიერი რამ ხელმისაწვდომია.
-კარგი და სხვა საბუთები რატომ წაიღო?
-შენ მას უთხარი რომ საიდუმლო ბაზა გაქვს. სადაც მხოლოდ „მკვდრები“ იმყოფებიან.
-ხო ვთქვი.
-საბუთი რომელიც მან წაიღო ლუკა წერეთლის ჩვენებაა აღწერილი.
-ლუკა წერეთელი ეს ხომ დაკარგული პაციენტია რომელიც ნივთივით დარჩათ?--ანდრეა--
-არავის დარჩენია ლუკა წერეთელი ნივთივით.იქ გამიზნულად დატოვეს.
-რაში სჭირდებოდათ ერთი ჩვეულებრივი ადამიანის დატოვება იქ?
-ის ჩვეულებრივი არ არის.ამბობს რომ ის ბაზაზე იმყოფებოდა,სადაც მომუშავე პერსონალი
:მკვდარი: ჯარისკაცებისგან შედგებოდა.ვფიქრობ რომ ლუკა მაიას ბაზაზე იმყოფებოდა.მას
სათითაოდ აქვს აღერილი ყოველი წერტილი სად უნდა შეხვიდე ,როგორ უნდა
გამოხვიდე,ისეთი წერტილებიც კი რომელთა შესახებ ხელმძღვანელობამაც კი არ
იცის.როგორც ჩანს,ბაზიდან ვინმემ გაიგო და მისი გადამალვა გადაწყვიტეს,სადამსჯელო ოთახში
რომ გაიყვანეს,სახელი ამოშალეს,მიაწერეს თითქოს გაიქცა.თავიდან როგორც ჩანს
გათიშული ყავდათ,შემდეგ ნელ-ნელა ძალა დაკარგა და ბრძოლაც შეწყვიტა.მე რომ იქ არ
შეგეშვით.ახლა ისევ იქ იქნებოდა და ვერასოდეს გავიგებდით სინამდველეში რა მოხდა.
-ვერ გავიგე ამას ჩემს ბაზასთან რა კავშირი აქვს?ან მარიას რაში აინტერესებს?
-შენ ხომ მისი მამის სააქმეს იძიებდი?შენ ხომ ის კაცი კინაღამ დაიჭირე?მშობლებს რომ
ხელი არ შეეშელათ ახლა ხომ ციხეში იქნებოდა?
-რა თქმა უნდა.მაგრამ ბაზა რა შუაშია?
-რას საქმიანობს შენი ბაზა?
-ვცდილობთ რომ ხალხს დავეხმაროთ,ნარკოდილერები,მკვლელები და სხვა დამნაშავეები
დავიჭიროთ.
-კრუგერი ვის განეკუთვნება?
-მსხვილ ნარკოდილერს.
-მართალია,ისინი გიმაგრებენ ზურგს,ახლაც და ყოველთვის.გარდა ამისა ახლა შენ ჩემს მხარეს, სამართლიანობის მხარეს იბრძვი.თუ შენი ბაზის შესახებ ყველაფერს გაიგებს მაშინ მეც,შენც და ყველა ჩვენს მხარეს მყოფი მოკვდება.შენი ბაზის დამარცხება შენს დამარცხებას ნიშნავს.,აგრამ,მე ისიც ვერ გავიგე თუ ამხელა ძალა გყავდა რატომ არ დაიხმარე?ვფიქრობ რომ აქ შენი სურვილით ხარ.
-იცი?უკვე ვფიქრობ რომ საჭირო არა დაამთავრო ბოლომდე სწავლა და საუკეთესო
დეტექტივი გახდე.მართალი ხარ,აქ საქმე მქონდა,აქ ლუკას გამო ვიყავი,ვიცოდი მან რაც
გააკეთა,ვცდილობდი ჩემი ბაზა დამეცვა,ისე ვექცეოდი რომ არ მომკვდარიყო.გარდა ამისა
აქ ერთი ბიჭია რომელსაც შენმა დამ შენსავით დაუნგრია ცხოვრება.მისი მშობლები მის
თვალწინ დახოცა,ამ ბიჭმა ბევრი ნახა,მასზე შურისძიება ბევრჯერ სცადა,მაგრამ ხელს
ყოველთვის პოლიცია უშლიდა,მან შეძლო და შენს დაზე ბევრი ინფორმაცია
მოაგროვა,მისი დახმარება ახლა ყველაზე მეტად გამოგვადგება.მას ინფორმაცია აქვს რაც
ჩვენ არასოდეს გვექნება.
-ხოდა მოვძებნოთ ის ბიჭი.დროა ჩემს და მის ხალხს პპასუხი ვაგებიოთ.
-ვინა არის?--ანდრეა--
-გაგა სულაბერიძე.
-ფუ შენი..მაგიდაზე იმხელა დაარტყა შიშისგან შევხტი.
-რა მოხდა.
-გაგა რამოდენიმე თვის უკან თავის ოთახში მოკლეს.
-სასაცილოა,ყველაფერი თითქოს ჩვენს წინააღმდეგაა.
-ჯერ არა.გვაქვს სამხილები რომლითიცავ დავამტკიცებთ შენ და ჩემს უდანაშაულობას
შემდეგ კი საქმეს გარეთ მივხედავთ.
-მართალი ხარ,მაია აქედან ვერაფერს ვიზამთ.დროზე უნდა გაგიყვანოთ აქედან სანამ
მარია კიდევ გაანადგურებს სამხილებს.
-კარგი ნინაჩკა,შენთვის დავალება გვაქვს.
-მე მხოლოდ ერთი ადამიანი დავალებას ვასრულებ.
-ვიცი ჩემო საყვარელო.ეს კი მისთვის ძალიან საინტერესო იქნება..შენს საყვარელ პატრონს გადაეცი ჩემგან თავი შორს დაიჭიროს.თუ გონია რომ იმ დღეს ხმა არ ამოვიღე ან არ შევეწინააღმდეგე ნუ მიმიჩნევს სუსტად.შურს ვიძიებ რადაც არ უნდა დამიჯდეს,თუნდაც ყველა და ყველაფერი დავკარგო იმ კ*ახპას მაინც მოვკლავ.სულ არ მაინტერესებს მის ძარღვებში ,რომ ,იგივე სისხლი ჩქეფს რაც ჩემსაში.
-დაცვააა..
-გისმენთ.
-წაიყვანეთ ეს ქალბატონი და სანამ ჭიშკარს არ გადაკვეთს და ტერიტორიარს მაქსიმალურად არ მოშორდება თვალი არ მოაცილოთ.ორნი გაყევით.
-ახლავე ბატონო ანდრეა.
-კარგი ნინასთან მოვაგვარეთ.ჩანაწერიც გვაქვს. ეხლა იმ საბუთებს მივხედოთ რომელიც აქ
გვაქვს.მოწმეთა სახელები ჩამოვწეროთ.მაია ჯერ შენსას მივხედოთ,ჯერ შენ უნდა მოგიხსნათ ბრალდება რომ კატოს დაეხმარო.
-ჩემი საბუთები ჩემმა მეგობარმა გამოგატანათ მხოლოდ ესენია.
-კარგი ამ საბუთებს შენ გაგატან შესანახად..
-მე რატომ?
-აქ კაბინეტში მოვლიან და დიდი საშიშროებაა რომ წაიღონ.შენთან კი შედარებით უსაფრთხოთ იქნება.
-კარგი.
-კატო ახლა შენი ჯერია.
-შენი სამხილებიდან ვიდეო ჩანაწერია მთავარი.ეხლა კი მოდი ჩამოვწეროთ მოწმეების
სახელები და გვარები.
-პირველ რიგში ვალე დადიანი.მგონი მასაც ემუქრება საფრთხე,მას მიადგება მარია,რაღაც
უნდა მოვიფიქროთ.
-ციხის უფროსთან ახლავე დავრეკავ...გამარჯობათ მე ანდრეა აბაშიძე ვარ ფსიქიატრი.
-დიახ გისმენთ რა გნებავთ.
-მინდა რომ პატიმარი ვალე დადიანი გადაიყვანოთ ცალკე საპატიმრო დაწესებულებაში
სადაც ვერავინ შევა და გამოვა თქვენს გარდა.
-რა ხდება?ეს რატომ უნდა გავაკეთო?
-ის კაცი მოწმედ გვჭირდება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ძალიან გთხოვთ ცალკე გადაიყვანეთ.
-ვნახავთ თუ რამეს შევძლებთ.აუცილებლად შეგატყობინებთ.
-ვალეზე უკვე მოვაგვარეთ, ეხლა დანარჩენების სახელები ჩამოვწეროთ.
-შემდეგი სოფია.
-ჩვენი ექთანი?
-დიახ.
-და მანრა იცის შენზე?
-ჩემი და ნინას საუბარი მოისმინა,მან იცის რომ ჩემი ძმა ცოცხალია.
-მას აქ დავიცავთ.ეგ არ არის პრობლემა.
-მაია და მორჩა,მხოლოდ ესენი არიან ჩმი მოწმეები.
-ნათესაობიდან არ გახსწნდება ვინმე ვინც შენი და ნახა და მოწმედ გამოდგება?
-ჩვენ ნათესავებთან კავშირი არასოდეს გვქონია.
-შენი წასვლის დროა,არ ვიცი რა დრო დასჭირდება ამ ყველაფეერს მაგრამ ვიცი რომ ყველაფერი გამოვა.
-მადლობა იმედის მოცემისთვის.ნახვამდის.კარებში ვიყავი გასული როდესაც მომაძახა:
-ნინა თვითონ ჩამიხტა კალთაში და თვითონ დამიწყო კოცნა.
,არ არის აუცილებელი ამიხსნათ თქვენი ინტიმური ცხოვრება.როგორც გნებავდეთ ისე მოიქეცით.
-უბრალოდ გითხარი,არ მინდა რომ ჩემზე ცუდი წარმოდგენა გქონდეს.
-შენზე დიდი ხანია ცუდი წარმოდგენა მაქვს,ასე რომ ტყუილად ცდილობ გადამარწმუნო.
-დიდი ხანი?სულ რაღაც ორჯერ მნახე და ცუდი წარმოდგენა საიდან დაგიტპვე?
-ორჯერ ნახვაც საკმარისია რომ მიხვდე როგორიც ხარ და რა ბინძური სურვილები გაგაჩნია ქალთა მიმართ.
-საიადნ მოტანე ეგ სისულელეები?
-მოტანა,რად სჭირდება მე ვარ მომსწრე და მსხვერპლიც.
-რაა?მე შენთან არაფერი მქონია.უბრალოდ ბუმბულით გაწვალებდი.
-ხო და სწორედ ეგ ახსნის შენს ბინძურ სურვილებს.რად გინდოდა ბუმბული თუ კი წინასწარ არ დაგეგმე ყველაფერი?!
-ბუმბული დიდი ხანია აქ მაქვს,ძალაინ მიყვარს.
-რატომ უნდა გიყვარდეს ადამიანს ბუმბული არ მესმის.
-ხო ცოტათი უცნაურია,მაგრამ ბუმბულების შეგროვება მიყვარს,მათ კოლექციას ვაგროვებ, თითქმის ყველა ფრინველის მაქვს,ეს უნდა შემემატებინა კოლექციითვის და შენ გამიფუჭე.
-ჰა,ძალიან სასაცილოა.ახლა მე მაბრალებ რომ მე გავაფუჭე?შენ დაიწყე ჩემი წვალება და შენვე გააფუჭე.და ამს წვალებას ვერ დავარქმევ,ჯერ წესია სხვის საცვალში რომ ძვრები?რა უფელება გქონდა რომ შემეხე?ვინ ხარ ძალიან მაინტერესებს?იცი რა?დღეს მივალ დირექტორთან და დაველაპარაკები შენ უმსგავსო საქციელზე.
-წადი,წადი და აქედან ჩემს ფე*ხებს გახვალ.
-შენი ჭირიმე ნუ მემუქრები რა?
-არაფერსაც გემუქრები,უბრალოდ გეუბნები იმას რაც მოხდება თუ ენას არა დაიმოკლებ.
-ენა მე კი არა შენ გავქს დასამოკლებელი,უზრდელო ხეპრე.
-აჰა?ანუ ეხლა ხეპრეც ვარ არა?
-კარგად ბრძანდებოდე რა?!შენს გამო ნერვებს ნამდვილად არ ავიშლი.კარები მთელი ძალით გამოვიჯახუნე.ექთანმა მიმაცილა ოთახამდე.იმდენად დაღლილი ვიყავი მალე ჩამეძინა.დილით ჩვეულებრივ ავდექი,მთელი ერთი კვირა არაფერი მომხდარა,ველოდებოდით მაიას სასამართლო როდის იქნებოდა.მანამდე ეზოში დავდიოდი,ისევ გიჟებს ვათვალიერებდი,მიუხედავად იმისარომ ჩემი ოთახი ფერადი იყო,მაინც დათრგუნულად ვგრძნობდი თავს,ჩემი ნება რომ იყოს ყველაფერს შევცვლიდი,თუნდაც ფერებს.წამლების მიღების სტილსაც,არ არის აუცილებელი ამდენი წამლის დალევა,ეს წამლები უფრო აუარესებს ფსიქიკას.ამ კვირის განმავლობაში არც ჩემი და ,არც ნინა და არც მისი სხვა შიკრიკები გამოჩენილან.მაიასთან იშვიათად მივდიოდი.აღარც ანდრეას დაუძახებია ჩვენთვის,აღარავინ გვატყობინებდა რა ხდებოდა.ერთი კვირის შემდეგ კი მაია წაიყვანეს სასამართლოზე.მორჩა დღეს გადაწყდება ჩემი ბედი,გავალ თუ არა აქედან.ვიძიებ თუ არა შურს.არ ვიცი რატომ მაგრამ ეს დღეები ძალიან უხასიათოდ ვარ,რასაც არ უნდა ვაკეთებდე არაფერი მახარებს,არ ვიცი რატომ ვარ ასე?იქნებ აქედან წასვლა არ მინდა?მაგრამ არა,ამისთვის ვიბრძვი და ეხლა დიდი სისულელე იქნება ხელი რომ ჩავიქნიო.არა უფრო ანდრეას გამო არ მინდა წასვლა.თუ წავალ მას ვეღარასოდეს ვნახავ,ეს კი ძალიან მაშინებს,არ მინდა ანდრეას დატოვება,მიუხედავად იმისა რომ მას არ მოვწონვარ,მას უბრალოდ ჩემი წვალება მოსწონს.მე კი ძალიან მომწონს,მასთან თავს კარგად ვგრძნობ,რამდენჯერ ვეცადე რომ მიხვედრილიყო ჩემს სიმპათიას მის მიმართ,მაგრამ მხოლოდ ყვირლი და ჩხუბი იცის.არ მინდა აქედან წასვლა,არც ანდრეას დატოვება მაგრამ შური უნდა ვიძიო,თანაც ანდრეას თუ თავს არ დავანებებ ჩემი და მასც გაუსწორდება.

ანდრეა
-ეს გოგო გამაგიჟებს,კარები იმხელაზე მიიჯახუნა რომ ჩამოიღო.დამლაგებელს დავუძახე და ვთხოვე ოთახი დაელაგებინა.რაც საბუთები მჭირდებოდა ყველაფერს ხელი მოვკიდე და წავედი.ძალაინ ნელა მივდიოდი,არ მინდოდა სახლში მისვლა.ისევ იმაზე ვფიქრობდი რაც დღეს მოხდა.არ ვიცი ნინა როგორ აღმოჩნდა ჩემს კალთაში,შემოვარდა კაბინეტში და ჩემი კოცნა დაიწყო,მაინდამაინც როცა გოგოებს დავუძახე.თითქოს იცოდა მათ რომ დავუძახებდი.ნერვები ძალიან მომეშალა როდესაც კატომ ლმობიერად და ღიმილით გამოგვაფხიზლა.თავიდან ჩანდა რომ არ აინტერესებდა რა ხდებოდა,ერთ წამს გული დამწყდა რომ ფეხებზე და*იკიდა იქ მომხდარი,შემდეგ კი ნამდვილი ცეცხლი დაანთო.ამბობდა რომ მის დაქალს იცავდა,მაგრამ ასე სულაც არ ვფიქრობ,უბრალოდ ვერ შეეგუა იმას რომ სხვასთან ვიყავი.მან ჩემზე იეჭვიანია,ე.ი ჩემს მიმართ რაღაცას გრძნობს.ძალიან გამიხარდა როდესაც ჩხუბი დაიწყო,ისიც გამიხარდა ნინას რომ ეცა,თავიდან მეგონა ჩემს გამო აკეთებდა,მაგრამ მაინც მესიამოვნა.ლიფტში შევდი და ყურებამდე გაღიმებული ვიყავი კატოს საქციელით.ვერავინ წარმოიდგენს როგორ მინდა ჩავიხუტო და მთელი სახე დავუკოცნო,ვერავინ წარმოიდგენს როგორ მინდა მის ვარდისფერ ტუჩებს შევეხო და აღარასოდეს მოვშორდე,როგორ მინდა რომ ჩემთან ვიყო,როცა გავიღვიძებ მის სახეს ვხედავდე,ყოველდღე ვეხებოდე და ვიცოდე რომ ჩემია,ვიცოდე რომ მის თავს არ წამართმევენ.
რეებს ბოდიალობ აბაშიძე,შენ ასეთი არ ხარ.არ გიყვარს რომანტიკა და ასეთი ბანალური სიტყვები,შენ ვერ იტან როცა შენს გვერდით ვინმეა,უბრალოდ ისე ვთქვი ეს სიტყვები,ასეთი რამ მეორედ აღარ გამეორდება.ოთახის კარი გავაღე და შევედი.საბუთები ჩემს ოტახში ასებულ სეიფში შევინახე,წყალი გადავივლე და საწოლში შევგრორდი.ვუთხარი ჩემს თავს რომ კატოზე არ იფიქრებდა და ბანალურ სიტყვებს არ იტყოდა,მაგრამ მაინც არ გაჩერდა ჩემი ფიქრები,მაინც კატოს ვხედავდი.ამ ფიქრებში ჩამეძინა,დილით ბუდილნიკის ხმამ გამაღვიძა.
-ოხ ეს დამპალი მაღვიძარა,მაინცდამაინც ეხლა რომ არ დაგერეკა არ შეიძლებოდა?!ხელი მოვკიდე და მთელი ძალით კედელს ვესროლე.ნაგავი მაღვიძარა,ძილშიც რომ არ მაცლიან კატოსთან ყოფნას.ისეთი ნერვებ მოშლილ ვიყავი ნერვები ვეღარ მოვთოკე და დამსხვრეულ მაღვიძარას ფეხები შევადექი და უფრო მაგრად დავფშვენი,მანამდე ვურტყი სანამ არ დავმშვიდდი.იმდენად გაოფლილი და დაღლილი ვიყავი წყალი გადავივლე,ჩავიცვე და სამსხურისკენ გავწიე.თუ ამას სამსახური ქვია.დავიტანჯე ყოველრე აქ ყოფნით,ნეტავ რა მინდოდა ფსიქოლოგიაზე რომ ვაბარებდი?ამერჩია სხვა სპეციალობა,დედაჩემი ხომ მეუბნებოდა ფსიქოლოგობას ნებისყოფა სჭირდებაო,შენ კი საერთოდ არ გაგაჩნიაო.რატომ არ დავუჯერე?რა მედგა წინ?მაგრამ ვირზე რომ შეჯდები მერე იმას რაღა გადაათქმევიებს.კაბინეტში შევდი,დამლაგებელს ყველაფერი დაულაგებია,ისე დაულაგებია ყველაფერი ბზინავდა.ადვოკატმა დამირეკა და მითხრა რომ მაიას საქმეს ერთ კვირაში განიხილავდნენ.მთელი ერთი კვირა სხვადასხვა პაციენტებს ვსინჯავდი.კვირის ბოლო დღეს კი იმ ადგილას მომიწია შესვლა სადაც არ მინდოდა,მაინდამაინც კანიბალთან გამიშვეს.როგორ ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს,კი არ მეშინია უბრალოდ ჩემს თავს ვიცნობ და ვიცი რომ თავს ვერ შევიკავებ და რამეს დავმმართებ.საგიჟეთის ყველაზე საზიზღარი ნაწილია,ყველა ყვირის და ბღავის.არამქვეყნიურ ხმებს გამოსცემენ.როგორც იქნა მიმიყვანეს იმ ოთახამდე სადაც პაციენტი უნდა მენახა.პაციენტი დაბმული ყავდათ,ორივე ხელები შეკრული ქონდა.პირზე გისოსებიანი პირბადე ქონდ აკრული.საშინელი თვალები ქონდა,ნება რომ მიეცათ მაშინვე „შემჭადა“.არ ვიცი აქ რატომ მომიყვანეს,უძლიერესი ფსიქოლეგები და ფსიქიატრები ყავდათ,მათ ვერაფერი მოუხერხეს და მე რა უნდა მექნა?ის კითხვები დავუსვი რაც მითხრეს.პასუხები დიდად არ გაუცია.გარეთ გამოვედი,მიუხედავად იმისა რომ არ ულაპარაკია მაინც დაძაბული ვიყავი.სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე იქაურობას,სულ აღარ მაინტერესებდა თქვენი ფსიქიატრიული,როგორც კი კატოს გავუშვებ განცხადებას დავწერ და აქედან წავალ.ყელში ამომივიდა აქაურობა,ნებისმიერ სამუშაოს დავთანხმდები ოღონდ აქედან წავიდე.კაბინეტში შევედი და მაშინვე მდივანზე წამოვწექი.ცოტა ხანი ასე ვიყავი,შემდეგ სახლში წავედი,ხვალ მაიას მოუხსნიდნენ ბრალდებას.დილით თორმეტ საათზე იყო სასამართლო დანიშნული.მე როგორც მისი ფსიქოლოგი ისე გამოვდიოდი.სასამრთლო დარბაზში ვისხედიტ ყველანი და მოსამართლეს ველოდით.მაიას მშობლებიც და სანათესაოც აქ იყვნენ.
-მოსამართლე მობრძანდება!
ყველანი ფეხზე ავდექით..შემდეგ კი დაიწყო სასამართლო.
-ადვოკატს ვთხოვ წარადგინოს მისი სამხილები.
-მე ხელთ მაქვს საბუთები რომლებიც ამტკიცებენ ქალბატონ მაია დათიაშვილის საქმიანობას.რომლის მიხედვით ის ორი წლის წინ იძიებდა ჯონ კრუგერის,ნარკოდილერის საქმიანობას,მან მოიპოვა ისეთი სამხილები რომლითაც მისი დაჭერა შეიძლებოდა,მას მხოლოდ ერთი დეტალი ჰქონდა გაურკვეველი,თუ რომელ კომპანიას სტუმრობდა საქართველოში.ქალბატონ მაიას თქმით მან მოგვიანებით შეძლო და იპოვა კომპანია.მისი თქმით ეს კომპანია მამამისის ნიკა დათიაშვილის კომპანია იყო.როდესაც გაიგო ის დაუკავშირდა საქმის ხელმძღვანელს,რომელმაც საქმის გაგრძელება საკუთარ თავზე აიღო.დაკავშირებიდან რამდენიმე საათი შემდეგ მაიასთან ფსიქიატტრიული კლინიკიდან მვიდნენ და ფსიქიატრიულში დააწვინეს.მისი თქმით ამ საქმეში გარეულნი არიან როგორც მისი მშობლები,ასევე, ხელმძღვანელიც.მაის ფსიქოლოგირი მდგომარეობა არა მარტო მისმა ფსიქოლოგმა ანდრეა აბაშიძემ არამედ სხვა მასზე უფრო ძლიერმა ფსიქოლოგებმაც.მე ხელთ მაქვს დასკვან რომელიც ამტკიცებს რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა შესანიშნავ მდგომარეოაბაში,თუ ესეც არ არის საკმარისი თითოეული ფსიქიატრი და ფსიქოლოგი მოწმეთა სიაში არიან და თავიანთ რიგს ელოდებიან.მე დავასრულე.
შემდეგ მოწინააღმდეგე მხარის სამხილებიც მოისმინეს რომლების არც ისე ძლიერი იყო როგორიც ჩვენი,ყველა ფსიქოლოგი დაკითხეს და მოსამართლემ საბოლოო დასკვნა გამოიტანა.
-მაია დათიაშვილის მოეხსნას არამართებულად შეთავსებული გიჟის წოდება.მას აღუდგეს დეტექტივ-გამომძიებლის წოდება,მისი მშობლები და ყველა პირი ვინც ამ საქმეში მიიღო მონაწილეობა დაკავებულ იქნას.
მაიას თვალები ბედნიერებისგან თვალები უციმციმებდა.ცოტა აკლდა რომ სიხარულისგან კივილ-წივილი დაეწყო,მაგრამ თავის მოთოკვა შეძლო.რამოდენიმე დღე საგიჟეთში უნდა ყოფილიყო რომ წოდება მოხსნოდა.საავადმყოში დავბრუნდით.კატოსთვის თქმა მეორე დღეს გავაწყვიტეთ რეს ყველანი დაძაბულები და დაღლილები ვიყაით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ნაკო

ეს ამას წინათ ხომ დაივეჭდა და წავიკითხეთ. არც ისეთი საინტერესოა ყოველ დღე გვაკითხო

 


№2  offline წევრი Farvana

ნაკო
ეს ამას წინათ ხომ დაივეჭდა და წავიკითხეთ. არც ისეთი საინტერესოა ყოველ დღე გვაკითხო


-ვიცი,მაგრამ ის წავშალე და თავიდან ვდებ...მალე დამთვარდება და მერე მეორე ნაწილი უნდა მივაყოლო.შეიძება სხვას არ აქვს წაკითხული.
--------------------
ფარვანა

 


№3 სტუმარი ნაკო

ნუ მეორე ნაწილიც თუ იქნება არ არის ცუდი აზრი

 


№4  offline წევრი Farvana

ნაკო
ნუ მეორე ნაწილიც თუ იქნება არ არის ცუდი აზრი


ნუ,რავი ვნახოთ იმედია მოგეწონებათ.
--------------------
ფარვანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent