შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უგულო (3 ნაწილი)


13-09-2018, 21:08
ავტორი Alice76
ნანახია 775

უგულო (3 ნაწილი)

-რაღაც წამების ხმა არ მესმის-ხმის კანკალით თქვა ბელამ.
-ალბათ ჩუმად აწამებენ-ვარაუდი გამოთქვა ბიჭმა და ყინულოვან ტყეს შეხედა-აქ დიდხანს ვერ გავძლებთ,ჩვენი სხეულის ტემპერატურა უკვე ძალიან დაეცა-გოგონასთან უფრო ახლოს მიიწია და მიეკრა-ახლოს უნდა ვიყოთ.
-აქ ხომ არ ვიდგებით? უნდა წავიდეთ-გაყინული ხელები ქურთუკის ქვეშ შეუცურა და სითბო სასიამოვნოდ მოედო.
-ამ ტყეს ბოლო არ უჩანს,ჯობია,რომ ვიაროთ,უფრო გავთბებით,მაგრამ საით წავიდეთ?
ხის რიგებს გახედეს . ყველა წყება უსასრულობამდე გაჭიმულოყო.
-იქნებ არცაა ჯოჯოხეთი და პორტალი ან რამე მსგავსი იყო?-ვარაუდი გამოთქვა ბელამ-შეიძლება დედამიწაზე ვართ ისევ,დავითმაც მაშინ,შენ რომ შეგხვდით,ასე გადამანაცვლა სივრცეში.
-შეიძლება-ყოყმანით მიუგო ბაჩომ-დავითი ვინაა? ის კაცი,ბიძაშენად რომ ასაღებდა თავს?
-ანგელოზია-თავის სიტყვაზე გაეცინა ბელას-რა საოცარ რამეებზე ვსაუბრობთ,ღმერთო. დავითის გამოა,ჩვენი გულების ამბავი,მაგას შეეშალა რაღაც,შეცდომით დავალკიკეო .
ბიჭმა წარბები შეკრა.
-ესეიგი,ვიღაც დებილი ანგელოზის გამოა,ახლა აქ რომ ვართ.
-დებილი არაა-თავისდაუნებურად გაამართლა გოგონამ-თავისებური ვინმეა,განოსწორებას ცდილობს...-უცბად თითქოს რაღაცამ დაჰკრა თავშიო-დავითს ლოცვა ესმის!
-რა?-ბაჩომ გაიფიქრა,გოგონას უკვე ტვინი გაეყინაო.
-ანგელოზი არაა? ხოდა თუ ილოცებ,გაიგონებს,მოიცა.
თვალები დახუჭა და ხელები შეატყუპა. ცოტა ხანს გარინდული იდგა,ბოლოს ცალი თვალი გაახილა.
-არ მუშაობს?ეტყობა იმათი რადიო ჯოჯოხეთში არ იჭერს...
-ალბათ აქედან ძალიან აწუხებდნენ და ხაზი გადაჭრეს-გაეცინა ბიჭს.-წამოდი,ვიაროთ,თორემ ეშმაკი ვერ მოგვისწრებს,ისე გავიყინებით.
გოგონას ხელი მფარველივით მოხვია და უსარულო ტყეში გაუძღვა.
მდუმარედ მიდიოდნენ,ორივე მათგანი თავისთვის ეძებდა გამოსავალს. უცბად ბელა შეხტა და ბიჭს ამოეფარა.
-ღმერთო,ღმერთო -ჩურჩულებდა შეძწუნებული,თითი წინ გაიშვირა.
ბაჩომ მტრულად მიმოიხედა,მაგრამ ხეების გარდა ვერაფერი დაინახა.
-არაფერია,ბელ-მიუბრუნდა დასამშვიდებლად.
-რ-როგორ არა,ხეს შეხედე.
ბაჩომ მინიშნებული მიმართულებით გაიხედა და თავი გვერდზე გადაზარა.
-ხეზე...
-სახეებია-ამოიკივლა გოგონამ და სახე ხელებში ჩარგო.
აქა-იქ,იმ ხეებზე,სადაც ყინული მთლად არ მოდებულიყო,ადამიანთა სახეები ირჩეოდა.
გაყინულ ,ხის ნაკვთებზე უზომო ტანჯვა აღბეჭვდოდათ და უგულო ადამიანსაც კი წრწოლას ჰგვრიდნენ.
-ახლა ნამდვილად ვიცით,რომ ჯოჯოხეთში ვართ.
-არ მინდა,რომ ვხედავდე-ქვითინებდა ბელა -დავით,სად ხარ? -დაიწივლა და მისმა ექომ გარინდული ტყე გადაიარა.
-აუცილებლად მოვიფიქრებ რამეს,ცოტა დრო გვჭირდება და აქედან გავალთ.
-ეს ეშმაკი სადღა დაიკარგა-შიში გაბრაზებას ჩაენაცვლებინა.
-ეშმაკიც ხომ ანგელოზი იყო-სწრაფად წამოიძახა ბიჭმა-იქნებ მას დავუძახოთ,ანუ ვილოცოთ.
-ლუციფერზე ვილოცოთ?-გაოგნდა ბელა.-არამგონია,კარგი აზრი იყოს.
-აქ ზეიმ მაგიტომ მოგვიყვანა.
-მერე მოვა,მოგვიკითხავს და გაგვიშვებს?-აღშფოთდა გოგონა-პირიქით,თავი უნდა ავარიდოთ.
-მაშინ უნდა ვიაროთ მანამ,სანამ არ გავიყინებით...
წყვილს კამათი შორიდან მომავალმა რიტმულმა ხმამ შეაწყვეტინა.
-იქ ვიღაცაა-წამოიძახა ბაჩომ.
სწრაფად გაემართნენ ხმის მიმართულებით,რომელიც ნელ-ნელა ძლიერდებოდა.
დაახლოებით 10 წუთიანი სირბილის შემდეგ ერთ-ერთ გაყინულ ხესთან ფიგურა შენიშნეს,რომელიც ბეწვის ქურქში გახვეულიყო.
-ვიღაც კაცია-გადაულაპარაკა გოგონამ ბაჩოს-ხეს ჭრის?
კაცი დინჯად ურტყავდა უზარმაზარ ცულს გაყინულ ქერქზე,რიტმულად და აუჩქარებლად სხლეტავდა პატარ-პატარა ნაფოტებს.
-უკაცრავად!-დაიძახა ბიჭმა და ხის მჭრელისკენ დაიძრა. ბელა გაუბედავად მიჰყვა უკან.
-გამარჯობა-დაიყვირა,რადგან კაცს შორიდან ძახილი ვერ გაეგონა და საქმეს აგრძელებდა.
მისალმებაზე ხეში ჩარჭობილი ცული იქვე დატოვა და დაქანცული სახით შემობრუნდა.
თავი ტყესავით გადათეთრებული ჰქონდა,მოკლე წვერიც ფიფქებივით შემოხვეოდა. აწითლებული ლოყები და ბრჭყვიალა თვალები ჰქონდა,როგორც ჩანდა,ხალხის დანახვა ძალიან გაუხარდა.
-გაგიმარჯოთ! აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ?-გაიბადრა და შუბლზე ხელის ზურგი გადაიტარა.
-თავადაც არ ვიცით-ორჭოფულად უთხრა ბაჩომ-ხომ ვერ გვეტყვით,ეს რა ადგილია,ან როგორ გავიდეთ აქედან?
-როგორ,არავინ გითხრათ,სანამ აქ მოხვიდოდით?
-აქ ჩვენი ნებით არ ვართ-ბაჩოს ზურგს უკნიდან ამოიხედა გოგონამ.
-თავისი ნებით აქ არავინაა-გაიღიმა მოხუცმა-თუმცა სანამ ჯოჯოხეთში მოხვდებიან,სულებს აფრთხილებენ ხოლმე.
-ჯანდაბა,ესეიგი მართალია.-ბელას მსგავსად,უკვე ბაჩოსაც გალურჯებოდა ტუჩები და სიცივისგან აკანკალებდა.
-ამ ბოლო დროს შესასვლელებში ყურადღება მოადუნეს-ამოიოხრა კაცმა-დემონები სად დაბოდიალობენ,კაცმა არ იცის,სამოთხეში არეულობაა და აქაურობასაც ვეღარ აკონტროლებენ,აბა მარტო მე რა შემიძლია,აგერ,შემდეგ დონეზეც მე ვუშვებ სულებს-ეტყობოდა,წუწუნი ძალიან უყვარდა-ვერ ვიტან,როდესაც სასჯელი უნდა მოვიფიქრო,ამათ გარდა კიდევ იმდენი საფიქრალი მაქვს,მაგრამ სხვანაირადაც რომ ვერ გამოდის?
საგონებელში ჩავარდნილი ბელა თანამგზავრს მიაცქერდა,რომელიც არც თავად იყო უკეთეს დღეში.
-არ შეგიძლიათ,აქედან გასასვლელი მიგვასწავლოთ?-შეაპარა ბიჭმა-ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და ჯერ-ჯერობით,აქ არ უნდა ვიყოთ.
კაცმა ამოიხვნეშა.
-ეს აქერონი სადღა ჯანდაბაში წაეთრა-ჯიბიდან წიგნაკი ამოავრინდა და გადაფურცლა-თუ ცოცხლები ხართ,აქ ვიღაცას უნდა გამოეგზავნეთ,ასეა?-აკანკალებულ წყვილს მიაჩერდა და ფეხი მოინაცვლა.
-ა,კი,დიახ-ზეიმ-ბაჩო შეეცადა ზეის სრული სახელი გაეხსენებინა,მაგრამ ვერ მოახერხა.
-ზეი? დემონია?-ბლოკნოტი გადაფურცლა .
-არა,ადამიანია...
-წინასწარმეტყველი?-ახედა და როდესაც თავი გაიქნიეს,ისევ ჩამოთვალა ვარიანტები-მწერალი? ჯადოქარი? ნათელმხილველი?კუდიანი?
-კი,კი, მგონი ნათელმხილველი იყო,დაახლოებით მასეთი-გაიხსენა ბაჩომ.
-კარგი-გაწელა მოხუცმა,ცოტა ხანს ფურცლებში ცხვირჩაყოფილი დადუმდა-აი!
დედამიწაზე რა რიცხვი იყო,როდესაც აქ შემოხვედით?
დაბნეულებმა რიცხვი ვერ გაიხსენეს,ბაჩომ მობილურს დახედა,რომელიც სასწაულებრივი სიჯიუტით არც თარიღს აჩვენებდა,არც დროს.
-მგონი 17 აპრილი იყო-გაუბედავად თქვა ბელამ.
-ხო,აქ დრო არ გვაქვს და შეხვედრების ჩანიშვნაც არ გამოდის-გაიცინა კაცმა-ესეიგი ბაჩანა და იზაბელი უნდა იყოთ.-თქვა ცოტა ხნის შემდეგ.
ორივემ სწრაფად დაიქნია თავი.
-ერთი დიდი გულით,მეორე უგულოდ და ძლიერი სულით-ამოიკითხა კაცმა,ეს როგორ დამავიწყდა? მგონი ვბერდები.
ბელამ მორიდებულად ასწია ხელი და კაცს მიმართა.
-უკაცრავად,თქვენ ვინ ბრძანდებით? ამ ტყის მენეჯერი თუ...
კაცნა გადაიხარხარა,კარგა ხანს იცინოდა,ბოლოს მომდგარი ცრემლები ოხვრით მოიწმინდა და ბელა შეაქო,ასე კარგა ხანია ,არ მიცინიაო.
-მე ლუციფერი ვარ,საყვარელო.
ბელა გაშტერდა. ბაჩომ კი საქმიანად მიუგო:
-ესეიგი,თქვენ გინდოდათ ჩვენი ნახვა.
-დიახ,მინდოდა-ხელები გაშალა კაცმა-შემოთავაზება მაქვს.
-რა სახის?
-იზაბელი გულს დამითმობს და უვნებლად დაბრუნდება სახლში-ბელს მიუბრუნდა-დამიჯერე,საყვარელო,უმაგისობა კარგიც კია,მე კიდევ მჭირდება,ძალა აქვს,რომლის გამოყენებაც მხოლოდ მე შემიძლია.
-რად გინდათ ჩემი გული?-ენა ამოიდგა გოგონამ. -სულ მინდოდა პირადად მეკითხა.-ხელები გულზე დაიკრიფა და თეთრწვერას მიაჩერდა.
-რაკი ასე გაინტერესებს,აგიხსნი-დაჰყაბულდა ლუციფერი-ადამიანთა გულებში შესაღწევად და იქ ჭეშმარიტების დასანერგად ძალა მესაჭიროება,რომელიც მართალია,უხვად მაქვს,მაგრამ შევსებაც ესაჭიროება. ამას ხან სულების ხარჯზე ვაკეთებ,მაგრამ გული სულ სხვა რამაა,სულის ძალას ბოლომდე ვერ ვიყენებ... ის მამას შექმნილია და სულის ენერგიის დიდი ნაწილი სიკვდილის შემდეგ ისევ მას უბრუნდება... გულს კიდევ ანგელოზები ამზადებენ,მეც ანგელოზი ვარ,ახლა გაიგე?
-ჭეშმარიტებას რაღატო ნერგავთ? დასვენება არ გიცდიათ?-გულწრფელად გაუკვირდა გოგონას.
-დასვენება არც ამ ქვეყნად და არც იმ ქვეყნად,არავის უწერია. დასვენება არც უნდა გინდოდეს,კაცმა რომ თქვას. აბა,თუკი საკუთარ მისიას არ ასრულებ,რაღა აზრი აქვს შენს არსებობას? მამა დასასვენებლად ხომ არ მოგვავლენდა ამ ქვეყნად?
-ანუ თქვენი მისია ადამიანთა გულებში ჭეშმარიტების დადგენაა?-ბაჩოს დიდად არ სჯეროდა ამ თეორიის.
-მე მასე ვეძახი... -ჩაფიქრდა-ხალხი ისე ფიქრს არ იწყებს,თუ მათ გონებაში წინააღმდეგობაბარ წარმოიშვა. ასე ხართ თქვენ-თუკი არაფერი გაწუხებთ,სხედხართ ასე უსასრულოდ კმაყოფილები,ეს გრძნობა კი ხელს გიშლით,წინ წაიწიოთ. მამამ ადამიანთა გონებაში უსაზღვრო ძალა ჩადო,წარმოუდგენლად ფართო ცნობიერი,თქვენც ხომ მისი ნაწილი ხართ,უსასრულობამდე შეგიძლიათ განვითარება,ახალი სამყაროების წარმოქმნის უნარიც კი გაქვთ. ფანტაზია-ეს თავად სამყაროს შემოქმედის უნიკალური თვისებაა,რომელიც ადამიანებსაც უწილადა.-ამოიოხრა-მაგრამ ისეთი უსაქმურები ხართ... კმაყოფილება არ უნდა იგრძნოთ,თორემ მამის ამ გენიალურ გეგმას,რასაც სამყაროს დამოუკიდებელი,მისი გონისგაჯ განცალკევებული განვითარება შეიძლება ეწოდოდ,აღარ უწერია განვითარება.
ასე იყვნენ პირველი ადამიანები-ისხდნენ თავისთვის დედამიწის ერთ მშვენიერ ადგილას,ყველაფერი ჰქონდათ,რასაც მოისურვებდნენ...მთელი სამოთხე მოუთმენლად ელოდა,აბა ახლა რას იზამენო,მაგრამ არაფერს... საერთოდ არაფერს-აღშფოთებული იქნევდა ხელებს-იყვნენ ბედნიერად,ჭამდნენ ლეღვს. ბოლოს მამამ მოიფიქრა,რომ ასე ვერ გამოვაო. მეც ვიყავი მაშინ იქ-გაიჯგიმა-მათამდე ბოროტება უნდა მიეშვა.
-ბოროტება ღმერთმა შექმნა?-გული გადაუქანდა ბელას.
-ტექნიკურად არა,მაგრამ როდესაც სიკეთე შექმნა,ბოროტებაც თავისით წარმოიშვა. ეს კანონები თავისთავად მოქმედებს,წინააღმდეგ შემთხვევაში სამყაროს მექანიზმი მოიშლება-თუკი ნათელს შექმნი,სადღაც სიბნელე ხომ უნდა იყოს? ასეა სიკეთეზეც. მამა არც კეთილია,არც ბოროტი-ის ზემდგომია ყველა გრძნობაზე,მაგრამ მისი ქმნილებები სხვანაირად ვერ გადარჩებიან.
მოკლედ,ბოროტება მანამდე თავისთვის იყო,მამას ნება არაა? თუ არ უნდოდა,არც მოუშვებდა,მაგრამ მიხვდა,რომ ადამიანებს სჭირდებოდათ. თქვენი სული ისე ვერ განვითარდება,მანამდე იქნებოდა თქვენი ცხოვრება თეატრი,სანამ დამოუკიდებელ ბრძოლას არ დაიწყებდით. ვიცოდით,რომ თქვენი უმრავლესობა მასში ჩაიკარგებოდა,მაგრამ მამას სჯეროდა,რომ ძლიერი სულები შექმნა და სწორედ მათ იმედზე იყო.
დადუმდა და წყვილს შეაჩერდა,რომლებიც უკვე აგონიაში ვარდებოდნენ სიცივისაგან.
უი,თქვენ როგორ გაყინულხართ,რაღა ეს კარი აარჩიეთ,მაგრები ხართ რა-კვლავ ჯიბეებში ქექვა დაიწყო და გასაღებების აცმა ამოაძვრინა-სასიამოვნო არჩევანი არცერთი არაა აქ-გასაღები ჰაერში მოატრიალა და უხილავი კარი გამოაღო. პანტომიმის მსახიობივით მოქმედებდა,თუმცა სრულიად სერიოზულად თქვა-მობრძანდით-ჰაერში შეაბიჯა და გაუჩინარდა.
ბელამ და ბაჩომ ერთმანეთს გადახედეს.
-წავიდეთ?-ჰკითხა ბიჭმა.
ბელა შეიშმუშნა
-არ ვიცი,უნდა ვენდოთ?ეშმაკია,მაინც...
-არ ჩანს ცუდი კაცი-გულწრფელად მიუგო ბაჩომ.
-კარგი,სხვა გზა მაინც არ გვაქვს.
სწრფად წავიდნენ იმ მიმართულებით,სადაც ლუციფერი გაუჩინარდა,თითქოს არც არაფერი შეეღობათ,მაგრამ ტემპერატურიც ცვლილება მომენტალურად იგრძნეს და კვლავ ტყეში აღმოჩნდნენ,თუმცა იქაურობა გაყინული აღარ იყო და ხეთა კენწეროებს იქით უზარმაზარი მთა მოჩანდა,რომელიც დიდ,სქელ და შავ ღრუბელში გახვეულიყო.
მალევე გავიდნენ ტყიდან და ლუციფერიც შეამჩნიეს,რომელიც იქვე მიმავალ უამრავ ადამიანს მითითებებს აძლევდა.
როდესაც წყვილი შეამჩნია,ხელი დაუქნია,მომიახლოვდითო.
-ეს ჩემი შექმნილი კიდევ ერთი სივრცეა -სიამაყით გაშალა ხელები და მთას ახედა,საიდანაც შავი,მკვრივი კვამლი ბლანტად მოედინებოდა ვაკეზე.-იმ ადამიანებისთვის გამოვიგონე,რომლებიც სიხარბით დაბრმავებულნი სხვა ადამიანებს სასტიკად ამუშავებდნენ.
იქვე მიმავალი ხალხი მძიმე ურიკებს მიათრევდა,ზოგი ზემოთ,ზოგიც-ქვემოთ.
-მარტივი სამუშაოა,სრულიად უაზრო-გაიღიმა ლუციფერმა-მთიდან გოგირდი ჩამოაქვთ,მერე ისევ ააქვთ. მეტი მრავალფეროვნებისთვის,დღეში სამჯერ ლავა მოედინება-დაასრულა კმაყოფილმა.
-იმედია,მანამდე გაგვიშვებთ,სანამ ლავა წამოვა-უთხრა ბაჩომ.
-ეგ თქვენი ნებაა-გაიკვირვა კაცმა-იზაბელ,რა მოიფიქრე,მომცემ გულს?
ბელი უხერხულად შეიშმუშნა.
-დიდი ბოდიში,მაგრამ მე და ბაჩოს გული გვჭირდება. არ შეიძლება,უბრალოდ გაგვიშვათ?
-რა თქმა უნდა-გაიღიმა ჯოჯოხეთის მეუფემ -მხოლოდ ამიხსენი,რაში გჭირდება გული. თუ შენი პასუხი სულელური არ იქნება,გაგიშვებ.
ბელას ფეხები აუკანკალდა-ძირითადად სწორედ სისულელეებს საუბრობდა.
-თქვენ თქვით,რომ მამამ ამ ქვეყნად რაღაცის გამო მოგვავლინა.-თქვა ფიქრის შემდეგ-ამ მისიას თუ ვერ ვიპოვი,ჩემს არსებობას აზრი ეკარგება...-კვლავ დადუმდა და ჩაფიქრდა-ღმერთი ტყუილად არაფერს მოგვცემდა,შესაბამისად თუ გულის ქონა დაუდგინა ადამიანს,ესეიგი საჭიროა ამ ამოცანის ამოხსნაში. გულგრილობით ვერ შევძლებ ჩავწვდე სიხარულს ან სიყვარულს,თუნდაც ბოროტებას,მე ადამიანური გრძნობები მჭირდება,რათა სრულყოფილად ვიცხოვრო.
გაჩუმდა და თეთრწვერას მიაჩერდა.
ლუციფერი მოიღუშა.
-დამაკმაყოფილებელი პასუხია,ნამდვილად. რას ვიზამ,შეგიძლია,წახვიდე.
ბელა დაიბნა.
-ახლავე? თუ მოვიცადოთ ცოტა ... ან,არ ვიცი... როგორ წავიდეთ?-აწითლდა და გაჩუმდა.
-მრავლობითში არა,მხოლოდ შენ მიდიხარ,ბატონ ბაჩანასთან ჯერ არაფერი გამირკვევია.
-რა?-წამოიყვირა ბელამ-მის გარეშე არსად წავალ!-ბიჭთან მიიწია და ხელი ჩაჰკიდა. ბაჩომ გაკვირვებულმა შეხედა.
-რატომ,წადი. იქნებ მე საერთოდ არ მოვდივარ-გულწრფელად უთხრა ბიჭმა.
ბელას თვალები აუწყლიანდა.
-არა,მოდიხარ. აქ არ დაგტოვებ,იქნებ მერე გოგირდი გაზიდინონ ან ხედ გადაიქცე-ცრემლები ღაპა-ღუპით წამოუვიდა.
-არა უშავს,ჩემზე რატომ დარდობ-ბაჩოს ვერ გაეგო,რატომ იყო გოგონა მზად ,აქ მის დარჩენილიყო,როდესაც თავისუფალი იყო.
-იმიტომ,რომ...- პასუხს ეძებდა გოგონა,მაგრამ ვერაფერი აგონდებოდა.
ლუციფერმა ხელები გადაიჯვარედინა და მიაჩერდა.
-მართლაც,იზაბელ,რატომ?
-ჩემი მეორე ნახევარია-წამოიყვირა გოგონამ-მისი გული ჩემს სხეულშია,როგორ გგონიათ,მომასვენებს მისი ეს ნაწილი?
-როდესაც ადამიანმა პირველი ტყუილი თქვა,იქ ვიყავი,თავად მე მოვიგონე ეგ ფუნქცია-გაიღიმა კაცმა-ადვილად ვცნობ.
-რატომ გინდათ მისი აქ დატოვება?-თემა შეცვალა გოგონამ და ბაჩოს მიუბრუნდა-რომ მეუბნები,წადიო,არ გაინტერესებს,შენ რატომ რჩები?
-მაგას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს-წარბი შეკრა ბიჭმა.
-ძალიანაც აქვს,მითხარით,ბატონო ეშმაკო.-გამომწვევად შეხედა.
-ისედაც იცი-მე ის მჭირდება. ხომ ხედავ ,აქ რა სიტუაციაა. დემონები ბოროტების ქმნილებებია,უფრო სწორად,მე შევქმენი ბოროტებისგან,რადგან აქ ანგელოზები და კეთილი ძალა არ გამოდგება. ვიღაცამ ხომ უნდა აწამოს ამდენი სული. თუმცა ბოროტებას მთლად ვერ დაიმორჩილებ და ვერ შეაგნებინებ,რომ სამყაროს წინსვლაა საჭირო და ასეთები,ისინი ყოველთვის თავისას ერეკებიან.ბაჩანა კი იდეალური ვარიანტია-მისი სული ძლიერი და გრძნობებისგან დამოუკიდებელია,ის აქ არ დარჩება,დედამიწაზე დაბრუნდება,თუმცა ჩემი სახელით ,სიკვდილამდე. მასში ჩემი დიდი ენერგიის ნაწილს ჩავდებ,ზუსტად გულის ადგილას-კმაყოფილმა გაიღიმა.
-და თუ არ უნდა?-აღშფოთდა ბელა.
-მინდა-თქვა დინჯად ბაჩომ-თანახმა ვარ.
გაკვირვებულებმა შეხედეს ბიჭს.
-მართლა?-გაუხარდა ლუციფერს.
-სხვა არჩევანი მაქვს?
-კაცმა რომ თქვას,ბელას გული კი დავთმე,სხვაგანაც ვიშოვი ენერგიის წყაროს,მაგრამ შენნაირები ძალიან მჭირდება-თითქოს თავს იმართლებდა ლუციფერი-ბოროტად მოქცევა არ მიყვარს,მაგრამ რა ვქნა,ეს ჩემი სამსახურია.
-თქვენი სამსახური?
-ჰო,ადამიანები დიდად არ მიყვარს და მამამ ეს საქმე მომანდო,რასაც დასთეს ,იმას მოიმკი -გაიცინა ბოლოს-დიდად სასიამოვნო არაა,მაგრამ სამაგიეროდ არასდროს მოიწყენ. ეს ანგელოზობა და ხალხის მფარველობა საშინლად მოსაბეზრებელია-თვალები აატრიალა-მაშ,გიწილადო ძალა ჩემი?-მიაჩერდა ბაჩოს.
-მზად ვარ,ოღონდ ეს გაუშვი-ბელას შეხედა-მშვიდობით,იზაბელ.
ბელამ სასოწარკვეთილმა გაასავსავა ხელები.
-არავითარ შემთხვევაში,არა და არა,იცოდეთ უკან დავბრუნდები,გზას ვიპოვი და მერე ინანებთ,აქედან რომ გამაგდეთ,მხოლოდ ბაჩოს გადასაწყვეტი არაა ეგ ,მეც უნდა მქონდეს ხმის უფლება...
-რატომ? -მკაცრად გააწყვეტინა ლუციფერმა-დრო მე ბევრი მაქვს,შენ-არა.გისმენ.
-მიზეზი არაა მთავარი!-უკვე წიოდა გოგონა-არ დავტოვებ ბაჩოს,არა!
ლუციფერმა ამოიოხრა,ბელასთან სწრაფად გაჩნდა და ხელი უჩვეულო ძალით ჰკრა.
-გაიღვიძე...
გოგონა სივრცეში ზურგით გადაეშვა და წყვდიადს შეუერთდა.

ოფლში გაწურული საკუთარ საწოლში წამომჯდარიყო . ღრმად სუნთქავდა და აფეთქებამდე მისულ გონებაში რეალობას ეძებდა.
ბიჭის სახელს ბუტბუტებდა,გულში უჩვეულო ტკივილს გრძნობდა. ისეთს არა,აქამდე რომ განეცადა,ახლაღა ხვდებოდა ,რა იყო არაფიზიკური გული. მას სწორედ ეს ორგანო სტკიოდა,რომელიც მკერდში იყო,თუმცა სხეული არ გააჩნდა.
სტკიოდა იმიტომ,რომ ეშინოდა-ბაჩო მისი ქვეცნობიერის გამოგონება იყო და არა რეალური პიროვნება.
-ეს ... ეს სიზმარი ვერ იქნებოდა... -ჩურჩულებდა შეშლილივით-ისეთი რეალური იყო ყველაფერი,შეუძლებელია,არა...
წამოხტა ,ტანზე დაიხედა-პიჟამებში გამოწყობილიყო. ტელეფონი მისაღებში მაგიდაზე იდო,დრო ღამის 3 საათსა და 13 წუთს აჩვენებდა,1 მაისი.
მისი ბოლო მოგონება 17 აპრილს უკავშირდებოდა,ან იქნებ მოგონება კი არა,სიზმარი იყო. ზუსტად ვერ იხსენებდა.
თაის ვერ დაურეკავდა-მისი გაღვიძება არ უნდა. დარწმუნებული არაფერში იყო და არ უნდოდა,მეგობარი შეეშფოთებინა.
სავარძელზე ჩამოჯდა და სივრცისმიერი მზერით ჩურჩულებდა.
-როგორ გავარკვიო? ვის მივმართო? ჯანდაბა,აღარაფერი მახსოვს...-თითებით თმას ჩააფრინდა.
სააბაზანოში გავარდა,სახეზე წყალი შეისხა და ანარეკლს მიაჩერდა.
თმები გაწეწვოდა,სახეზე ნაცრისფერი ედო,თვალები უელავდა , ჰაერივით ესაჭიროებოდა რაღაც ,თუმცა ვერ ხვდებოდა ,რა.
თვალები დახუჭა და კისერზე ხელები მოისვა. ხელს მსხვილი მეტალი მოედო. სწრაფად ჭყიტა თვალები და ჯაჭვი ამოაძვრინა.
დიდი,მწვანეთვლებიანი ჯვარი იმედისმომცემად ციმციმებდა.
მიხვდა,რაც უხუთავდა სულს-მას სიმართლე მონატრებოდა,საკუთარი,ნამდვილი თავი და კიდევ სხვა,ბევრად ძვირფასი-ბაჩანა მონატრებოდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 აქტიური მკითხველი La-Na

კარგი თავი იყო,მომეწონა.დაგვაინტრიგე და დაგვტოვე ისე ხომ? ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Alice76

La-Na
კარგი თავი იყო,მომეწონა.დაგვაინტრიგე და დაგვტოვე ისე ხომ? ველი ახალ თავს

მგონი მალე მოვიცლი,რომ უფრო ბევრი დავწერო<3

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

"-მე ლუციფერი ვარ,საყვარელო."
ბელა კიარა ამ მომენტზე მეც კი გამოვშტერდი თან ისე რომ "წლის გამოშტერების" ტიტულიც კი მეკუთვნის :დ :დ რებს ვბოდიალობ ნეტა :დ
ხო მოკლედ.... დედააა ეს ლუციფერი რა მაგარი ტიპია ყოფილა.. აი ძალიან მაგარი... ალალი და მართალი კაცი... გადავირიე ისე მომეწონა :დ ეს ყოფილა კაცი პიროვნება .... თუ ანგელოზი პიროვნება... ნუ ხო როგორც არი :დ :დ ბოროტებების გაკეთება არ მომწონსო და რავიცი მე ააა ძმაო ანგელოზი :დ :დ
რა პირველი მაისი... ერთი თვე რამ დააძინა ეს გოგო ნუ გადამრიეთ :დ ნელ-ნელა შევდივართ ისტორიის სიღრმეებში ... ძააააალიან ძააააალიან მომწონს საუკეთესოა რა...
ამ ბაჩანას რამ დაკრა თავში?! სად რჩებოდა რო რჩებოდა თუ მიხვდა მაინც? სუ გაგიჟდა ეს კაცი მგონი :/
ხო ნუ მოკლედ ჩემი ლუციკუნა მგონი შემიყვარდა კიდეც :დ მისი სცენა მეტი აღარ იქნება?! :დ მშვენიერი პერსონაჟი შექმენი მისი სახით ყოჩაღ....
ველი შემდეგ თავს მოუთმენლად... უსაზღვრო ხარ, შენ ჩემო ალისაააა <3 მალე დადე ვეღარ ვითმენ ხოლმე :დ

 


№4 სტუმარი Barbars

Mshvenialurad wer.. sashinlad chamitria.. sashinlad ar meyo es patala tavii... vici dro ar gaqvs (gana viz aqvs dro?!) Magram vegar vudzleb, gagrdzelebis wakitxvis "lomka" maqvs ukvee.. ???????? gelodebi sixarulo isev sulmoutqmeli ❤

 


№5  offline წევრი მარიკუნაა♥️

აუ რა კარგი რამეა...
ასეთ ჟანრს ასეთი გახარებული ვკითხულობდე, პირველად ხდება, გეფიცები!♥️
ძალიან მაგარი რაღაც გამოდის!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№6  offline წევრი Alice76

ანი ანი
"-მე ლუციფერი ვარ,საყვარელო."
ბელა კიარა ამ მომენტზე მეც კი გამოვშტერდი თან ისე რომ "წლის გამოშტერების" ტიტულიც კი მეკუთვნის :დ :დ რებს ვბოდიალობ ნეტა :დ
ხო მოკლედ.... დედააა ეს ლუციფერი რა მაგარი ტიპია ყოფილა.. აი ძალიან მაგარი... ალალი და მართალი კაცი... გადავირიე ისე მომეწონა :დ ეს ყოფილა კაცი პიროვნება .... თუ ანგელოზი პიროვნება... ნუ ხო როგორც არი :დ :დ ბოროტებების გაკეთება არ მომწონსო და რავიცი მე ააა ძმაო ანგელოზი :დ :დ
რა პირველი მაისი... ერთი თვე რამ დააძინა ეს გოგო ნუ გადამრიეთ :დ ნელ-ნელა შევდივართ ისტორიის სიღრმეებში ... ძააააალიან ძააააალიან მომწონს საუკეთესოა რა...
ამ ბაჩანას რამ დაკრა თავში?! სად რჩებოდა რო რჩებოდა თუ მიხვდა მაინც? სუ გაგიჟდა ეს კაცი მგონი :/
ხო ნუ მოკლედ ჩემი ლუციკუნა მგონი შემიყვარდა კიდეც :დ მისი სცენა მეტი აღარ იქნება?! :დ მშვენიერი პერსონაჟი შექმენი მისი სახით ყოჩაღ....
ველი შემდეგ თავს მოუთმენლად... უსაზღვრო ხარ, შენ ჩემო ალისაააა <3 მალე დადე ვეღარ ვითმენ ხოლმე :დ

<3 ლუცი ყველაზე მაგარი კაცია :დდდ თუ მოგეწონა,მაშინ ისე დამიწერია,როგორც მინდოდა :3 ბაჩო კიდევ უგულო კაცია და სიტუაციაც უგულოდ შეაფასა,აბა ჩვენ რას მივხვდებით :დდდ მალე დავწერ ,ტექნიკა რომც არ მქონდეს,ხელით დავწერ !:დდდ
აჰა,ჩემი სიყვარული ასეთი კომენტარისთვის❤️❤️❤️

Barbars
Mshvenialurad wer.. sashinlad chamitria.. sashinlad ar meyo es patala tavii... vici dro ar gaqvs (gana viz aqvs dro?!) Magram vegar vudzleb, gagrdzelebis wakitxvis "lomka" maqvs ukvee.. ???????? gelodebi sixarulo isev sulmoutqmeli ❤

მალე მოვიტან შემდეგ დოზას ❤️❤️ ძალიან მახარებ ❤️❤️

მარიკუნაა♥️
აუ რა კარგი რამეა...
ასეთ ჟანრს ასეთი გახარებული ვკითხულობდე, პირველად ხდება, გეფიცები!♥️
ძალიან მაგარი რაღაც გამოდის!

დიდი მადლობა მარიკუნ <333 ბედნიერებაა,მართლა❤️

 


№7 სტუმარი ბბვბჰ

ახალი თავი იქნება დღეეს?

 


№8  offline წევრი Alice76

ბბვბჰ
ახალი თავი იქნება დღეეს?

დღეს ალბათ ვერა,ხვალ იქნება❤️

 


№9  offline წევრი უცნაური მე

ვაი ეს რა იყოო??
რატოა სიზმარიი :დდ
როგორ მაინტერესეებს რაა მოხდებაა, დავინტრიგდი..
ლუციფერი ნახე რაა მე მაგაზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა, რომ გაჩითე თეთრწვერა ხისმჭრელი მოხუცი :დდ
ველოდები ახლა და დიიიიდ თავს :დდ ❤️❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი Alice76

უცნაური მე
ვაი ეს რა იყოო??
რატოა სიზმარიი :დდ
როგორ მაინტერესეებს რაა მოხდებაა, დავინტრიგდი..
ლუციფერი ნახე რაა მე მაგაზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა, რომ გაჩითე თეთრწვერა ხისმჭრელი მოხუცი :დდ
ველოდები ახლა და დიიიიდ თავს :დდ ❤️❤️❤️❤️

ინტრიგანი ვარ მე :3 რა კარგი ვინმე ხარ,სულ რომ კითხულობ და კომენტარებსაც არ იშურებ ❤️ დავდებ მალე ბუთხუზა თავს ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი მარი

იქნება დღეეს ^_^ ?

 


№12  offline წევრი Alice76

სტუმარი მარი
იქნება დღეეს ^_^ ?

დღეს აუცილებლად დავდებ❤️

 


№13 სტუმარი Maybilline

კაი იყო რაა, ოღონდ მართლა კაი.
წერის სტილი ისეთი კარგი გაქვს ბევრ მწერალს შეშურდება.
მე საერთოდ ეს ჟანრი დიდად არ მიყვარს მაგრამ შენს გამო ვკითხულობ :დ
კიდე რისი თქმა მინდოდააააა....
სკლეროზზზ..
ჰო.
ყველა მოთხრობა წავიკითხე და ,,ხახვი და ლუდი" ჩემი ფავორიტია. ალბათ იმიტომ რომ ,,მიწიერ'' ამბავზეა აგებული. იმდენად მომეწონა დაახლოებით 10ჯერ წავიკითხე :3
#ბევრიხახვიდალუდისნაირიისტორია
.
პირველად გველუკაზე და ქრისტიზე წავიკითხე შენი ისტორია და ვფიქრობდი რომ თოაზე იდეალურს ვერავის ვნახავდი ,,შენს ბიჭებში" მაგრამ გამოჩნდა დემე, ჩემი სიყვარულიკი.
ალე ერთი დიდი ბედნიერებაა <3
.
საბოლოოდ შენი ისტორიების რეიტინგი ჩემთვის ასეთია:
4)აჩრდილთა საჩუქარი (ჟანრის გამო არ მომეწონა დიდად)
3) უგულო.
2)ქრისტი და თოა (სათაურებს არ ვკითხულობ და ამისი არ მახსოვს :დ)
უყვართ თუ არა გველებს მოფერება თუ რაღაცა ეგეთი იყო
და
პირველი ადგილი
ყველა დროის საუკეთესოოო
ხახვი და ლუდი or ლუდი და ხახვი
.
P.S ეს ჯერ არ დამთავრებულა და შეიძლება გადმოინაცვლოს წინა ადგილებზე :3
P.S.S ჩემი დიდი რჩევა იქნება სუ ცოტა მიწიერ, უბრალო და ყოველდღიური ამბებს მიაწვე, ნამდვილად იდეალურად გამოგდის.
P.S.S.S ჩემი სახით ერთი გიჟი ფანიც შეგემატა.

 


№14  offline წევრი Alice76

Maybilline
კაი იყო რაა, ოღონდ მართლა კაი.
წერის სტილი ისეთი კარგი გაქვს ბევრ მწერალს შეშურდება.
მე საერთოდ ეს ჟანრი დიდად არ მიყვარს მაგრამ შენს გამო ვკითხულობ :დ
კიდე რისი თქმა მინდოდააააა....
სკლეროზზზ..
ჰო.
ყველა მოთხრობა წავიკითხე და ,,ხახვი და ლუდი" ჩემი ფავორიტია. ალბათ იმიტომ რომ ,,მიწიერ'' ამბავზეა აგებული. იმდენად მომეწონა დაახლოებით 10ჯერ წავიკითხე :3
#ბევრიხახვიდალუდისნაირიისტორია
.
პირველად გველუკაზე და ქრისტიზე წავიკითხე შენი ისტორია და ვფიქრობდი რომ თოაზე იდეალურს ვერავის ვნახავდი ,,შენს ბიჭებში" მაგრამ გამოჩნდა დემე, ჩემი სიყვარულიკი.
ალე ერთი დიდი ბედნიერებაა <3
.
საბოლოოდ შენი ისტორიების რეიტინგი ჩემთვის ასეთია:
4)აჩრდილთა საჩუქარი (ჟანრის გამო არ მომეწონა დიდად)
3) უგულო.
2)ქრისტი და თოა (სათაურებს არ ვკითხულობ და ამისი არ მახსოვს :დ)
უყვართ თუ არა გველებს მოფერება თუ რაღაცა ეგეთი იყო
და
პირველი ადგილი
ყველა დროის საუკეთესოოო
ხახვი და ლუდი or ლუდი და ხახვი
.
P.S ეს ჯერ არ დამთავრებულა და შეიძლება გადმოინაცვლოს წინა ადგილებზე :3
P.S.S ჩემი დიდი რჩევა იქნება სუ ცოტა მიწიერ, უბრალო და ყოველდღიური ამბებს მიაწვე, ნამდვილად იდეალურად გამოგდის.
P.S.S.S ჩემი სახით ერთი გიჟი ფანიც შეგემატა.

ყველა წაიკითხე და ასე კარგად შეაფასე :O გამაბედნიერე ,ვერც გადმოვცემ წესივრად,რა საოცარი გრძნობაა . ძალიან დიდი მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent