შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მ ე ტ ე მ ფ ს ი ქ ო ზ ი " #4


14-09-2018, 01:13
ავტორი Life is Good
ნანახია 1 155

რძისფერ ბურუსში ვიყავი გახვეული და უცნაური სუსხი სხეულზე ეკალს მაყრიდა...თავი, ისეთი დამძიმებული მქონდა თითქოს მძიმე წონიანი გირები მეკიდა კისერზე...დაბინდული მზერის მიღმა, მკრთალად ვარჩევდი ჩემი საწოლის ფეხებთან მდგარი ქალის სილუეტს, რომელსაც საიდანღაც მობერილი ნიავი გაუხეშებულ,ქერა თმას უფრიალებდა და ძონძებად ჩამოკიდებული მთლიანი კაბა, რომელიც სავარაუდოდ ორი,სამი ზომით დიდი ჰქონდა, წვრილ მკლავებზე მაქმანებად გადმოჰფენოდა.ჩაცვენილი თვალები, თითქოს ჯურღმულიდან მიმზერდნენ და ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებდნენ,თითქოს ჩემს კანში შემოძვრომის სურვილი ჰქონდათ...რედგენში მატარებდა და თხელი,გაფითრებული ტუჩების ცმაცუნით რაღაც გაურკვეველს ბურდღუნებდა შეთქმულივით.თავი წარმართული ღვთაების საპატივსაცემოდ შესაწირი მსხვერპლი მეგონა და თხელი ტუჩებიდან წამოსული დუდუნის ხმა ნელ -ნელ ძლიერდებოდა...ველური როკვით ჩამესმოდა სისინა ბგერები ყურში და ვყვიროდი ,თუმცა ხმა ხორხს არ სცილდებოდა...დაბმული ხელ ფეხით ადგილიდან გატოკებას ვერ ვახერხებდი ...ხმა კი პირდაპირ
განგაშის ზარებს სცემდა ტვინში... თავს მატკიებდა და ალბათ სადაც იყო გამისკდებოდა....ქალის უკან მამაკაცის შავ ლანდს ვარჩევდი, თუმცა ადგილიდან არ იძვროდა...ქალის, ზურგს ამოფარებული თვალმოუშორებლად, მიყურებდა და ვგრძნობდი როგორ მისველდებოდა იმედგაცრუების ცრემლებისგან ყვრიმალები...მინდოდა მოსულიყო და ჩემთვის ეშველა...თუმცა ადგილიდან არ გატოკებულა. მე კი თვალებით ამაოდ ვითხოვდი შველას...ნელ ნელა ხმაურიც გაძლიერდა...ქალის სახე უფრო მკვეთრი გახდა და სიტყვები გამოკვეთილად მესმოდა...ეს არ იყო ქართული...არც რომელიმე სხვა ენა...ეს რაღაც უცნაური...წარმართული...ამის დედაც!
ხელისკვრის მაგვარმა შეგრძნებამ გამომაფხიზლა და თვალები დამფრთხალმა გავახილე...ირგვლივ სიმშვიდე იყო ,სიბნელე და ფანჯრიდან შემოსული გარე განათების მკრთალი შუქი, კედელს სწორ ხაზად ეცემოდა.ღამის მყუდროებას კედლის საათის მონოტონური ტიკ- ტიკი არღვევდა.დამფრთხალი, საწოლში წამოვჯექი და უცნობი გარემოსგან ორმაგად დაზაფრული საწოლის თავს შეშინებული ბაჭიასავით ავეკარი.
-ჰეი...ჰეი..მშვიდად...მშვიდად...-გაისმა მამაკაცის დაბალი ხმა და სულ მალე ღამის ლამპა ტკაცუნით აინთო...მის იასამნისფერ შუქზე კი ნაკაშიძის სახე გამოიკვეთა.-კარგად ხარ?!
საწოლის გვერდით სავარძელში მჯდარი, ჩემსკენ ნახევარი ტანით გადმოიხარა და ინტერესით დამაკვირდა.
-სა...სად ვარ?!-დაბნეულობისგან და ნანახი კოშმარისგან დაზაფრულს გული ორმაგი რიტმთ მიცემდა.
-საავადმყოფოში...ცუდად გახდი...დასუსტებული ხარ,ალბათ რამოდენიმე ღამის უძინარიც და მშიერი...ადამიანის ფერი არ გაქვს.დაბალი წნევა,ჰემოგლობინი...რაიყო თავს იკლავდიი?!-გაეცინა ბოლოს.
-რა სასაცილოა-წამიერმა ბრაზმა მომიცვა.
-სასაცილოა აბა რა არის ..ვიღაც შეშლილმა სამი დღე კუდში რომ დამყვებოდა, პირდაპირ ჩემს ოფისში გადაწყვიტა სიკვდილი...-მხრები აიჩეჩა ნაკაშიძემ და ამ წუთს სურვილი გამიჩნდა ისე ძლიერად მელეწა იმ თვითკმაყოფილ სიფათში მთელი ცხოვრება რომ არ დავიწყებოდა. მაგრამ საპირისპირო გავაკეთე და რატომღაც მისი ირონიისგან გულმოკლულს ტუჩები სატირლად დამებრიცა.
-აუ, კარგი რაა ტო...-ჩემი სახის დანახვაზე წამში შეეცვალა გამომეტყველება..-ჩემი სიტყვების გამო უკვე მერამდენედ ტირიხარ?..ბოდიში.
-ჩემს გამო ოდესმე თუ იტირებ მინდა ეს ბედნიერების ცრემლები იყოსო!-ამოვილაპარაკე ჩემდა უნებურად
-რა?-ნაკაშიძეს სახე გაუფითრდა...ყველა ადამიანური ემოცია ჩამოერეცხა და გაშეშდა.მეც ვერ მივხვდი რატომ ამოვილაპარაკე ის სიდებილე ან საერთოდ როდის ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი.
-რა სირობას ამბობ?!-აზრზე მალევე მოვიდა და ჩვეულ გამომეტყველებას დაუბრუნდა.-ეგ ვინ გითხრა?
-არავინ-საწყლად ამოვიკნავლე.
-ეგ ვინ გითხრათქო!!-მკლავში ხელი უხეშად მტაცა და ისე შემანჯღრია, ოთახმა ტრიალი დაიწყო და კისერში, ღებინების შეგრძნება მომაწვა...-ვინ ჯანდაბა ხარ?!ამოიღე ხმა...ვინ ხარ?-ტონს აუწია და ისედაც დამფრთხალი უარესად ავცახცახდი.
-არ ვიცი...არ ვიცი ვინ მითხრა...ჯანდაბა არ ვიციი...გეფიცები არ ვიცი...-დუდუნით ვიმეორებდი და წინდაუკან შეშლილივით ვქანაობდი.ხელები თავზე მქონდა მოკიდებული და სახეზე ალბათ იმდენად საზარელი შესახწდი ვიყავი, ფერი საერთოდ დაეკარგა მამაკაცს..ხელი ცივად შემიშვა და უკან- უკან დაიხია
-ამის დედაც...გიჟი ხარ?! ხოო, აბა რა ...შეშლილი ხარ...-თავზე ორივე ხელი ნერვიულად გადაისვა შემდეგ კი ჯიბიდან სწრაფად ამოიღო საფულე ,გადაშალა და იქიდან ამოღებული რამოდენიმე მსხვილი კუპიურა უდიერად დამიყარა საწოლზე. სახესთან თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და კბილებსშორის ზიზღით გამოსცრს:-საავადმყოფოს ხარჯები გადახდილია,აიღე ეს ფული და პატივს დამდებ ჩემს ცხოვრებაში თუ აღარასდროს გამოჩნდები...თავს მიხედე, შეშლილო და აღარსად გადამეყარო.
დაასრულა თუ არა ზურგი ცივად მაქცია და პალატის კარი ისე გაიხურა ერთხელაც აღარ შემოუხედავს.
გული დამწყდაა?! ამას დაწყვეტა არ ერქვა..ჩამწყდა...წავიდა...უბრალოდ გამომლანძღა და წავიდა.მე კი ისევ ჩემს სატანჯველთან ნარტოდ დავრჩი.

საავადმყოფოში აღარ გავჩერებილვარ.ხელი ათასგვარ საბუთზე მომაწერინეს..სადაც ეწერა რომ მე ,ბარბარე ფურცელაძე, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებდი და ექიმების მკაცრი მოთხოვნის მიუხედავად მაინც ვეწერებოდი საავადმყოფოდან.ჩემი სიჯიუტით გაწბილებულმა ულვაშიანმა ექიმმა ,რამოდენიმე რჩევა მაინც მომცა. არადა ჩემი გამომეტყველების შემხედვარე დარწმუნებული იყო არცერთს არ გავითვალისწინებდი, ჯანმრთელობა მისურვა და ფეხარეულმა დავტოვე წყეული შენობა.სახლში ტაქსით მივედი და რაც პირველი გავაკეთე შხაპი მივიღე, შემდეგ კი ძალით შევჭამე გამხმარი პურის ნაჭერი, რომელიც ერთადერთი იყო რაც ჩემს კარადაში მოიძებნა.სავარძელზე მივეგდე და საკუთარ ფიქრებში ჩავიკარგე.რა მინდოდაა?! რას ვითხოვდი? რას ველოდებოდი...ან რისი იმედი უნდა მქონოდა არ ვიცოდიი...ათასი ,პასუხგაუცემელი კითხვა მიტრიალებდა თავში და არცერთი კითხვის პასუხი არ გამაჩნდა...გამორეცხილი,ენერგიისგან დაცლილი,სასოწარკვეთილი და გატანჯული ვიყავი...ხოო დატანჯული.მტანჯავდა რაღაც, რისი ამოხსნაც არ შემეძლო...რა მჭირდა ,გაორებაა? არ ვიცი...არ ვიციი...ამის დედაც.
სიგარეტს მოვუკიდე და კომპიუტერი ჩავრთე...დიდხანს ვბოდიალობდი საძიებო სისტემაში...ვეძებდი იმას, რაც ამოუხსნელი იყო...რაც არ ვიცოდი და ოდნავ მაინც მიესადაგებოდა ჩემს ყოფას. ვერაფერი ვიპოვე...საერთოდ ვერაფერი.ის ღამეც თეთრად გავათენე და დილით დაბარებულივით ისევ ნაკაშიძის ოფისის წინ ავიწურე.მონატრებას ,სიბრაზე სჯაბნიდა და იმდენად განრისხებული ვიყავი ,დანაღმული ველივით როდის და რა სიტუაციაში ვიფეთქებდი არ ვიცოდი...ამ მრისხანებისაც მეშინოდა.
დიდხანს არ დამჭირვებია ლოდინი გამოჩნდა თუ არა მისი მანქანა, ადგილიდან დავიძარი და მანქანიდან გადმოსულს წინ ავესვეტე.
-ისევ შენ ხარ?-თვალები მობეზრებულად აატრიალა და კარში მომლოდინე სახით მდგარ მაღალ მამაკაცს, ანიშნა "მიდი და მეც მალე მივალო."-რა ჯანდაბა გინდა შვილო?!-ორივე ხელი ფართოდ გაშალა და ხმაში სუსხი გაურია.
ეს ნამდვილად პიკი იყო მუჭში მოქცეული, მისი კუთვნილი ფულის კუპიურები ,პირდაპირ სახეში შევაყარე და არც ვაცადე გაოგნებულს აზრზე მოსვლა ისე ვაქციე ზურგი და სკვერისკენ მიმავალ გზას დავადექი.
-შენი დედას შ****ი!-მომესმა ზურგს უკნიდან მისი ღრიალი და მძიმე ნაბიჯების ხმა რომელიც ნელ- ნელა ახლოვდებოდა.ფეხს ავუჩქარე,ცარიელი სკვერის გაზონზე გადავირბინე და თვალების ცეცებით გავვარდი წინ..
-მოდი აქ!!-იღრიალა ნაკაშიძემ.თუმცა მისი ღრიალი არაფრად ჩამიგდია, სხეულში მოზღვავებული ადრენალინისგან გული სასწაულად მიფართხალებდა და ერთადერთი რაც მინდოდა უვნებელს გამესწრო ჩემი საქციელისგან დაჭრილი ლომიბით განრისხებული მამაკაცისთვის.ის- ის იყო სკვერი გადავჭერი და მიწისქვეშა ჩასასვლელის კიბეზე ჩავირბინე, უკან ადევნებული მამაკაცის ძლიერი თითები უხეშად, რომ ჩამაფრინდა კეფაზე დაუდევრად შეკრულ თმაში და უკან ისეთი ძალით დამქაჩა, ისევ მას რომ არ დავეჭირე მოწყვეტით დავეცემოდი ბეტონის იატაკზე.
-შე თავხედო ლაწირაკო!-ყურთან გავიგე მისი სისინით წარმოთქმული ბგერები.-სად გარბიხარ?
-ხელი გამიშვი!-გავიბრძოლე და თმაში ჩავლებულ მის თითებს ფრჩხილებით ჩავაფრინდი-ხელი გამიშვი!!
ტკივილისგან გამწარებულმა, სწრაფად შემიშვა ხელი და უარესად განრისხებულმა ჯერ ხელს დახედა ,ჩემი ფრჩხილებით კანი რომ ამომეცალა და სისხლი მოსდიოდა, შემდეგ კი მე შემომხედა, ძუ ლომივით აფაფრული რომ ვიდექი და მეც არ ვიცი საიდან მქონდა ამდენი გამბედაობა.
-შენს თავს დააბრალე-ტუჩები ზიზღით დავბრიცე და ხელები მის მსგავსად ფართოდ გავშალე.-...შენი მათხოვარი არავინ არ არის...ტრაქში გაირჭე ეგ შენი ფული, ბებერო გაბღენძილო!!
-რამდენს ბედავს ეს ცინგლიანი ტო?!-კითხვა უფრო საკუთარ თავს დაუსვა და ჩაეცინა.
-იმდენს ,რამდენსაც შენ...
-ახლა, სიამოვნებით ამოგაცლიდი მაგ ენას -ღრმად შეისუნთქა ჰაერი და ოდნავ დამშვიდებულმა განაგრძო:-შემდეგში სხვასთანაც რომ არ ატლიკინო.
-გაბედე!-გამომწვევად გავეჯგიმე წინ და თვალი თვალში ჯიუტად გავუყარე.-მარტო გაბედე.
-კარგი...კარგიიი!!!-ხელები ასწია და გაეცინა.-ჟურნალისტი თუ არ ხარ, და არც ფული გინდა...აბა ვინ ხარ და რა გინდა?! ხო შეგიძლია მითხრა...უბრალოდ რა გინდა?

აი ,ის წყეული კითხვა რომლის პასუხიც არ ვიცოდი...არ ვიცოდი რა მინდოდა..პასუხად მხრები ავიჩეჩე და თვალები ჩემდაუნებურად ამემღვრა.
-შენ მე გადამრევ ტო!!-წვერზე ხელი ჩამოისვა და ამოიოხრა.-არ იცი რა გინდაა? ცუდად ხარ?
თავი უმწეოდ დავუქნიე და კედელს ზურგით მივეყრდენი.სახეზე ორივე ხელი ავიფარე და შევეცადე, ამჯერად მაინც არ მეტირა.ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი ...დიდხანს მიყურებდა ,ბოლოს კი ამოისუნთქა და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.
-ბარბარე...მომისმინე.-მაჯებზე მისი თითების შეხება ვიგრძენი და თრთოლვამ,სხეულში ელექტროდებივით დამიარა.გული, შემეკუმშა და თავი, ვეღარ გავაკონტროლე... ცრემლებს გასაქანი მივეცი.-ბარბი...გეხვეწები არ იტირო რაა!!-ხმა შესამჩნევად შეეცვალა და მაჯებზე ჩავლებული ხელები, სახეზე მომკიდა.ცერებით ცრემლები შემიმშრალა და ისე თბილად გამიღიმა თავი, ცხოვრებაში ყველაზე უბედურ ადამიანად ვიგრძენი.
-შემიძლია დაგეხმაროო?-ერთი ხელით, სახეზე ჩამოშლილი თმა გადამიწია უკან.მე კი ინსტიქტურად მისი ხელი ლოყასა და მხარს შორის მოვიქციე და თვალები მისით დამეხუჭა.
-უბრალოდ მინდა რომ ჩამეხუტო...-ამივიჩურჩულე და თვალები არ გამიხელია, რადგან არ მიდოდა ამ სიტყვების მოსმების შემდეგ მისი გამომეტყველების დანახვა.
კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვერ გაუძლებდი...ისედაც ნაწილებად ვიყავი დაშლილი...უმისამართოდ დაფანტულ ნაწილებად.არაფერი უთქვია..არც ხოო...არც არა...ცოტა ხანს ისევ ისე მიმზერდა შემდეგ კი ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა...მისი სხეულის სითბო ჩახუტების გარეშეც კი შესამჩნევი იყო ჩემი ორგანიზმისთვის და ვენებში სისხლი თავისით მიდუღდა...შხუილით მიიწევდა ვიწრო კაპილარებში და უჭირდა გასვლა...გულს მიჩქარებდა და ეს აჩქარებული გული ალბათ მალე მომიღებდა ბოლოს...დასაწყისი კი ის უღონობა იყო უკან რომ გადამაქანა.ხელი ,თმიდან კისერზე გადაიტანა,შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა.ჩამეხუტა...ისე ძლიერად და ისე თბილად.თვალები უფრო ძლიერად დავხუჭე.მის სხეულზე ტკიპასავით მიკრულმა, მკლავები წელზე მჭიდროდ შემოვხვიე და ცხვირი, პირდაპირ მის კისერში ჩავყავი ,სადაც მისეული...ყველაზე თბილი,ტკბილი და გემრიელი არომატი იყრიდა თავს.ეს ბედნიერება იყო...ბედნიერების წამიერი გაელვება...რომ ეხუტები და გინდა, უფრო ძლიერად ჩაეხუტო ...არადა მეტად ფიზიკურად არ გამოდის...გინდა, მისი კანის ქვეშ შეძვრე და იქ დარჩე სამუდამოდ...ის აქ არის...მთელი სხეულით,გულით,სულით და ყველა უჯრედით გრძნობ ,მაგრამ მაინც გეცოტავება..მეტი გინდა,მეტს ითხოვ...მეტს და მეტს...ის აქ არის, მაგრამ მისი მონატრება მაინც ძლიერია...გერევა,გიმონებს...შენთან არის, შენს მკლავებში, მაგრამ მონატრებისგან სხეული გეწვის..გული, გეფლითება და იმდენად გტკივა, თითქოს ვიღაც სხეულში ხელს გიყოფს და უხეშად გიფათურდბს...ხორცს გაცლის, ნაჭერ -ნაჭერ და მაზოსხისტურად უფრო მეტ ტკიბილს ითხოვ...გინდა გტკიოდეს ,რადგან იცი ეს სამუდამო არ არის...ეს დიდხანს არ გაგრძელდება..მერე ადგება და ისე წავა, როგორც მოვიდა.ის აქ არის ,მაგრამ შენი არ არის...აქვეა..შენთან ახლოს, მაგრამ უუფლებო ხარ მასთან მიმართებაში...ვერაფერს ითხოვ,
არაფერს ელოდები,ეს საშინელებააა უბრალოდ საშინელება.მისი გულის რიტმულ ცემას, ჩემი კანის ქვეშ ვგრძნობდი და არ ვიცი იმ მელოდიას, რაც ზედმეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ,ჩემი გულიც თუ იგივე რიტმით პასუცობდა?მეგონა გული საერთოდ აღარ მიცემდა...ფეთქვა შეწყვიტა და ისედაც უსულო...უგულოც დამტოვა. აუტანელი ტკივილისგან რომ არ მეკივლა, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე და იმდენად ძლიერად დავაჭირე პირში გულისამრევი სისხლის გემო ვიგრძენი.
-ბარბარე...-ყურთან მის სიტყვას ამოყოლილი თბილი ამონასუნთქი მომეფრქვა.
-მიყვარხარ.-თავისით წასცდა ჩემს ბაგეებს და როცა გავაცნობიერე რა ვთქვი უკვე გვიანი იყო.ბგერები მტრედებივით აფრენილიყვნენ ზეცაში.საპასუხოდ კი, უეცარი სიცივე შემომეგება.ნაკაშიძემ სხეულიდან გველნაკბენივით მომიშორა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-რა თქვიი?!
-მიყვარხარ...-ნათქვამის უკან წაღებას აზრი აღარ ჰქონდა.
-რა სისულელეს ამბობ ხვდებიი?!-სახე დაუსერიოზულდა და ხმა გაუცივდა-რა ყ***ობას იძახი?!
-სიგიჟემდე მიყვარხარ..ავადმყოფურად...ჩემი ჯოჯოხეთი ხარ...ჯანდაბა-ახლა თუ არ დავიცლებოდი შეიძლება გული გამსკდომოდა .სათქმელი უკვე ნათქვამი იყო ახლა, აღარ გავჩერდებოდი-სიგიჟემდე მიყვარხარ ცოტნე ნაკაშიძე და ეს ორი წელი გრძელდება...უკვე ორი წელია ვგიჟდები...უბრალოდ,შენზე ვგიჟდები ან უკვე გავგიჟდი.ჩემი ყველაფერი ხარ...სუნთქვაც,საკვებიც,ჟანგბადიც წყალიც ,ცაც და დედამიწაც...ჩემი ჯოჯოხეთიც და სამოთხეც...არ შემიძლია, ამ გრძნობას ვერ ვერევი...გავგიჟდიი?! კიი... ეს სიგიჟის ყველანაირ ზღვარს სცილდება, როგორ შეიძლება მიყვარდეს ადამიანი რომელსაც არ ვიცნობ?!-ხმას ნელ- ნელა ვუწევდი და ხელებს საუბარში ემოციურად ვიშშველიებდი..ის კი, გაოგნებული,გაფითრებული იდგა და მომჩერებოდა...მე ბარბარე ფურცელაძეს...გოგოს ,რომელსაც სულ რაღაც რამოდენიმეჯერ შეხვდა, როგორ ვაბარებდი აღსარებას..ხო, ეს აღსარება უფრო იყი ვიდრე სიყვარულის ახსნა.
-მე შენ არ გიცნობ..მაგრამ ,მე შენზე ვგიჟდები!ჩემი ოცნება ხარ...ჩემი ბედნიერებაც და ტანჯვაც...ყველა ღამეს ,სიხარულით ვხვდებოდი რადგან ვიცოდი იქ..იმ წყეულ სიზმრებში, შენ მოხვიდოდი...მოხვიდოდი გესმის?!-ხმა გამიტყდა და ამეტირა-მოხვიდოდი...შენი თითები, თავგზას რომ მაკარგვინებს.იცი, რამდენი ღამეა არ მძინებიაა?! ჯანდაბა იცი, რამდენი ღამეა ვებრძვი შენს მოჩვენებას? იცი ,რამდენი წელია იმედგაცრუებისგან ვტირიი? !არ შემიძლია...არ შემიძლია...-კედელთან ჩავჯექი და თავზე ორივე ხელი მოვიკიდე-ვერ დაგამარცხე...ვერ მოგერიე...უბრალოდ არ შემიძლია!არც ერთი დღე, არ მიბდა შენს გარეშე...
-ბარბარე- გაოგნებისგან ხმაჩამწყდარმ ამოილაპარაკა და ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა.-რას ამბობ?
-მიყვარხარ ცოტნე ნაკაშიძე...ჩემი ჯოჯოხეთი ხარ...
-ამის დედაც!-ხელი აიქნია და ზურგი მაქცია...ასე იდგა და თავზე ორივე ხელ შემოდებული დამშვიდებას ცრდილობდა.ბოლოს ,ხელები უღონოდ ჩამოყარა და ჩემსკენ შემოტრიალდა.
-იცი რამდენი წლის ვარ? იცი ვინ ვარ? !ამის დედაც რას ლაპარაკობ?! მამაშენის ასაკის ვარ ბარბარე ,42 წლის ვხდები ეს დედამოტყნული! თხუთმეტი წლის შვილი მყავს...ცოლი მყავს, რა სისულელეა...რა სისულელეაა...
-ფეხებზე !-ემოციებისგან დაცლილმა ამოვილაპარაკე და კეფით კედელს მივეყრდენი.
-მე არ !-ხმას აუწია მამაკაცმა-როგორ დავიკიდო ტო?! შვილის ხელა ბავშვი, მოდის და მეუბნება რომ თურმე ჩემზე გიჟდება...ვუყვარვარ და უჩემოდ სიცოცხლე არ შეუძლია.. ეს როგორ დავიკიდო?!რა გავაკეთო?! ამის დედაც ,არ გავაკეთო?
-უბრალოდ დამეხმარე...
-როგორ დაგეხმარო პატარავ?-სასოწარკვეთილი ხმით ამოილაპარაკა და ჩემს წინ ჩაჯდა.-მითხარი ,რანაირად დაგეხმარო ბარბი?
-არ მიმატოვო-სევდიანად გამეღიმა.
-ჯანდაბა...არ შემიძლია.არ შემიძლია...არ შემიძლია ბარბარე.-ფეხზე ფეთიანივით წამოხტა.-არ შემიძლია...-დაპროგრამებულივით გაიმეორა და უკან- უკან დაიხია ,შემდეგ კი შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.
მე რა ვქენიი?! არც არაფერი..ვიჯექი დებილივით, ერთ ადგილს მიშტერებული და საერთოდ არაფერს ვგრძნობდი.


ფეხებზე დავიკიდე ყველა და ყველაფერი...ამდენი ღამის უძინარი საწოლში პირდაპირ ტანსაცმლიანად მივეგდე და გათიშულს დამეძინა.ისევ მოვიდა ქერა ქალბატონი, უკან მოყოლილი საძულველი აჩრდილებით...უცნაური რიტულაით და ერთი და იგივე, უკვე გაზეპირებული ქცევებით.ისევ შიში ,ისევ გაქცევის სურვილი..ისევ უღონობა,ისევ ყვირილი და ისევ ფეთიანივით წამოვარდნა საწოლზე...ისევ მარტო ვიყავი,ჩემს ოთახში,ჩემს საწოლში მარტო...სრულიად მარტო.ისევ ამეტირა და ჩემსავე ტირილზე გიჟივით გამეცინა..შეშლილივით ვხარხარებდი საწოლის თავზე ზურგით მიყრდნობილი და ტვინში ერთადერთი გამოსავალი მიტრიალებდა..."უნდა დავსრულო! ამის დედაც...უნდა დავასრულო!"
ს, დიდი გამბედაობა სჭირდება და ვფიქრობ, მათ ვინც თავს იკვლავს კი არ უნდა განიკითხავდნენ და აძაგებდნენ როგორც სუსტ ადამიანებს, არამედ ღირსების ორდერით უნდა აჯილდოვებდნენ, რადგან ყველაზე გაბედული ნაბიჯი ზუსტად ამ თვითმკვლელობით გადადგა.თავი მოიკლა და ცხოვრებაში საბოლოო წერტილი დადვა, ეგ არც ისე იოლია...აი, აფექტის მდგომარეობაში მყოფი კი გადაწყვეტილებიდან რამოდენიმე წამში თუ გააკეთებს ამას...გამოუვა, თუ არა და დაფიქრების შანსი რომ მიეცემა ტვინში ,მყარად დალექილი ათასი უაზრობა დაიწყებს ტივტივს და საბოლოო ჯამში მაინც აგაღებინებს გადაწყვეტილებაზე ხელს.არც მიფიქრია...გიჟივით წამოვვარდი საწოლიდან,სამზარეულოში გავაჭერი და პირდაპირ იმ დანას ვეცი ,რომელიც ყველაზე მჭრელი იყო...სიცილს ვერ ვწყვეტდი...ჩემს არაფრისმომცემ ცხოვრებაზე მეცინებოდა, რომელიც მართლა სასაცილო იყო სატირალი რომ არ ყოფილიყო.
-შენი დედაც მოვტყან თათული ლორთქიფანიძე.-ნიშნისმოგებით ამოვილაპარაკე და დანის მჭრელი პირი ძლიერად გადავიტარე მარცხენა ხელის მაჯაზე.ტკივილს შეჩვეულ ორგანიზმს, ჭრილობისგან მიყენებული ტკივილი არაფრად ჩაუგდია..ტვინმა სრული იგნორი გაუკეთა და ერთადერთი რასაც, გადახსნილი ჭრილობიდან გამოსული წითელი,ბლანტი, სითხის შემხედვარე ნათლად ვგრძნობდი ამ სისხლის ნაკადულებს, გამოყოლილი სიხარული იყო...
მიხაროდა, რადგან ამჯერად მე დავამარცხებდი იმ წყეულ ალქაჯს.



აი ძაან რომ გეძინება მაგრამ მაინც წერ და რას წერ კაცმა არ იცის :(( იმედია გამოვიდა რამე :*скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი tasusuna

შემირიგდი ❤️❤️
აი ლავ იუუ ❤️❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგია... ღამის ორ საათზე რომ ვკითხულობ და კიდევ სიამოვნებით გავაგრძელებდი, რომ არ დამთავრებულიყო... აშკარად კარგია ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Someone wandering

ამის დედაც....
რატო მადებილებ ცოტნე,ტო

 


№4 სტუმარი სტუმარი კეკე

კარგიაა??? უმაგრესიაა ძაან მაგარიააა*_*

 


№5  offline წევრი ეირინ

კარგია, ძალიან მაგარია????ველოდები ახალ თავს❤

პ.ს ერთი შანსი ორივესთვის ვერ ვნახე, წაშალე?

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

აი ჩვეულებრივად ვგიჟდები შენზე

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

ვინ ხარ, შეშლილი?! მანიაკი რას მიშვები თუ ხარ აზრზე როგორ შეიძლება პირველივე სიტყვიდან ნაწარმოები შეგიყვარდეს და მისი გმირის თითოეული განცდა შენი იყოს და ადამიანს რომელსაც თვითმკვლელობა მძულს ერთადერთ სწორ გამოსავლად დამანახო... და როგორ მინდა ეხლა ის მოვიდეს, იდუმალი, სიზმრის დაცემული ანგელოზი და სწორედ მან გადაარჩინოს და არა სხვამ, სულის ტკივილი დაუამოს და ისეთივე ერთადერთი გახდეს როგორც ბარბარესთვის... მადლობა ჩემი ამ საოცრად ტკბილი გამოდებილებისთვის????????

 


№8  offline წევრი დარინა

რატომ ხარ ასეთი მაგარიიიი, ვეღარ გშორდებიი, ვერ გელევიიი, მოგეჯაჭვეეე, როგორც ბარბარე ცოტნეს, აუ უბრალოდ ვგიჟდები შენზე რაააა, საოცრება ხარ ფეფოოო, ბარბი მეცოდებააა, მაგრამ მშურს კიდევაც ასეთი საოცარი მამაკაცი რომ უყვარს, არადა ჯერ ხომ სულ ცოტა რამ ვიცით მასზე მაგრამ მაინც გავგიჟდი და გადავირიე ცოტნიკოზეეე, სულ ვიქრობ ყოველი თავის ბოლოს ახლა რაიქნებამეთქიი, მაგრამ მომდევნო თავში პირი რასაც ქვია ღია მრჩებააა, ჩახუტების მომენტზე დამბურძგლააა და დავდნი ქალიიიი, გამოუშვი ცოტნე ჩემთან რაააა.

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

შენ არ ვიცი,იცოდი თუ არა რას წერდი,მაგრამ მე რომ გადამრიე ეს კი ვიცი და ესეთი პატარა თავები რომ არ მყოფნის რა გავაკეთო?ძალიან მაგარი თავი იყო და შენ თუ ნახევრად მძინარე ასე წერ?ნუ ისედაც ვიცი რომ საუკეთესო ხარ kissing_heart ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№10  offline წევრი TMT

კომენტარს მეორედ ვწერ აქ .. თუმცა ყველაფერს ვკითხულოობ კარგს ..)) შენსას ხო განსაკუთრეებით )) არ დავიწყებ იმის გარჩევას როგორ წერ !! ასე გეტყვიი ძაან ჯიგარიი ხარ )) ამით ჩათვალეე გითხარიი ყველა საქებარი სიტყვაა :დდ ჩემებურათ ... ) - ახლა რაც მაინტერესებს და კიდე ალბათ დიდხანს არ დავწერდი არაფერს :დ რეინკარნაციას ასევე მოიხსენიებენ როგორც მეტაფსიიქოზს , ანუ ამ ბარბარეს უყვარს ცოტნე თუ ბარბარეშიი არსებულ თათულიის ? ... რაღაც ეგოისტურათ მინდა რომ ბარბარეს უყვარდეს ეს კაცი და თათული ჯანდაბაშიც გაგზავნოს :დ თუმცა ეს უკვე შენი საქმეა .. იმედი მაქ ჩემ კითხვაზე მომდევნო თავი გამცემს პასუუხს ))

 


№11 სტუმარი Nia nia

Au ra kargi gogo xar.ra magrad wer da rogor ar meyo es patara tavi????

 


№12  offline მოდერი Life is Good

TMT
კომენტარს მეორედ ვწერ აქ .. თუმცა ყველაფერს ვკითხულოობ კარგს ..)) შენსას ხო განსაკუთრეებით )) არ დავიწყებ იმის გარჩევას როგორ წერ !! ასე გეტყვიი ძაან ჯიგარიი ხარ )) ამით ჩათვალეე გითხარიი ყველა საქებარი სიტყვაა :დდ ჩემებურათ ... ) - ახლა რაც მაინტერესებს და კიდე ალბათ დიდხანს არ დავწერდი არაფერს :დ რეინკარნაციას ასევე მოიხსენიებენ როგორც მეტაფსიიქოზს , ანუ ამ ბარბარეს უყვარს ცოტნე თუ ბარბარეშიი არსებულ თათულიის ? ... რაღაც ეგოისტურათ მინდა რომ ბარბარეს უყვარდეს ეს კაცი და თათული ჯანდაბაშიც გაგზავნოს :დ თუმცა ეს უკვე შენი საქმეა .. იმედი მაქ ჩემ კითხვაზე მომდევნო თავი გამცემს პასუუხს ))

გამარჯობაა:))მადლობას...შენც ჯიგარი ხარ რომ კითხულობ.ესე ვერ გიპასუხებ...არ გამოვა smile კი ყველაფერს გავარკვევთ ნელ ნელა და თქვენს კითხვებსაც ამოუწურავი პასუხი გაეცემა. heart_eyes

Nia nia
Au ra kargi gogo xar.ra magrad wer da rogor ar meyo es patara tavi????

მადლობაა heart_eyes არადა სულ ვფიქრობ რომ არც ისეთი პატარებიაა...გავზრდი თავებს შეძლებისდაგვარად

La-Na
შენ არ ვიცი,იცოდი თუ არა რას წერდი,მაგრამ მე რომ გადამრიე ეს კი ვიცი და ესეთი პატარა თავები რომ არ მყოფნის რა გავაკეთო?ძალიან მაგარი თავი იყო და შენ თუ ნახევრად მძინარე ასე წერ?ნუ ისედაც ვიცი რომ საუკეთესო ხარ kissing_heart ველი ახალ თავს

როგორ მეძინა ივიით smile გეფიცები პატარამ დაიძინა და წამოწოლილი ვწერდი ხოდა ორჯერ ავდექი და სიგარეტის მოსაწევად გავედი მაგარი ცუდად ვიყავი smile

დარინა
რატომ ხარ ასეთი მაგარიიიი, ვეღარ გშორდებიი, ვერ გელევიიი, მოგეჯაჭვეეე, როგორც ბარბარე ცოტნეს, აუ უბრალოდ ვგიჟდები შენზე რაააა, საოცრება ხარ ფეფოოო, ბარბი მეცოდებააა, მაგრამ მშურს კიდევაც ასეთი საოცარი მამაკაცი რომ უყვარს, არადა ჯერ ხომ სულ ცოტა რამ ვიცით მასზე მაგრამ მაინც გავგიჟდი და გადავირიე ცოტნიკოზეეე, სულ ვიქრობ ყოველი თავის ბოლოს ახლა რაიქნებამეთქიი, მაგრამ მომდევნო თავში პირი რასაც ქვია ღია მრჩებააა, ჩახუტების მომენტზე დამბურძგლააა და დავდნი ქალიიიი, გამოუშვი ცოტნე ჩემთან რაააა.

მადლობააა ჩემო ტკბილოო heart_eyes მე შენ ჯადო გაგიკეთე და წასვლის შანსი არ გაქვს kissing_heart

სტუმარი ნათია
ვინ ხარ, შეშლილი?! მანიაკი რას მიშვები თუ ხარ აზრზე როგორ შეიძლება პირველივე სიტყვიდან ნაწარმოები შეგიყვარდეს და მისი გმირის თითოეული განცდა შენი იყოს და ადამიანს რომელსაც თვითმკვლელობა მძულს ერთადერთ სწორ გამოსავლად დამანახო... და როგორ მინდა ეხლა ის მოვიდეს, იდუმალი, სიზმრის დაცემული ანგელოზი და სწორედ მან გადაარჩინოს და არა სხვამ, სულის ტკივილი დაუამოს და ისეთივე ერთადერთი გახდეს როგორც ბარბარესთვის... მადლობა ჩემი ამ საოცრად ტკბილი გამოდებილებისთვის????????

მე ვარ უბრალოდ ფსიხი smile არ ვიცი ამ პლანეტაზე გავლით ვარ რადგან ჩემი ხადიათის სიგიჟეები ყველა ზღვარს სცილდება.ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიხარიხართ heart_eyes

ეირინ
კარგია, ძალიან მაგარია????ველოდები ახალ თავს❤

პ.ს ერთი შანსი ორივესთვის ვერ ვნახე, წაშალე?

მადლობა რომ მოგწონს heart_eyes

სტუმარი თიკო
აი ჩვეულებრივად ვგიჟდები შენზე

მიხარია თი ვახერხებ თქვენს გაგიჟებას heart_eyes

სტუმარი კეკე
კარგიაა??? უმაგრესიაა ძაან მაგარიააა*_*

heart_eyes heart_eyes

Someone wandering
ამის დედაც....
რატო მადებილებ ცოტნე,ტო

ცოოტნე კარგი ტიპია smile შენ კი ძალიან საყვარელი ხარ heart_eyes

სტუმარი ნანა
კარგია... ღამის ორ საათზე რომ ვკითხულობ და კიდევ სიამოვნებით გავაგრძელებდი, რომ არ დამთავრებულიყო... აშკარად კარგია ❤️❤️❤️

მადლობა ნან..ჩემო კარგო როგორ მიხარიხარ რომ იცოდეე kissing_heart

tasusuna
შემირიგდი ❤️❤️
აი ლავ იუუ ❤️❤️❤️❤️❤️

მოვედი შენამდე ქალბატონო...მე გაბუტული ვარ...გამაბრაზე stuck_out_tongue_closed_eyes მაგრამ შეგირიგდები იმიტომ რომ ძააან საყვარელი ხარ heart_eyes

 


№13 წევრი tamuna.s

ძილის წინ წავიკითხე და ცოტა დავმძიმდი, ძალიან მეცოდება ბარბარე ასე რომ იტანჯება, მაგრამ იმედია ცოტნე მის ტანჯვას ბოლოს მოუღებს. ჯერ-ჯერობით მგონია, რომ ბარბარეში არსებულ თათულის უყვარს ასე გაგიჟებით ცოტნე, თუმცა მგონია რომ დროთა განმავლობაში, ცოტნეს რომ გაიცნობს უკვე გააზრებულად შეუყვარდება ბარბარესაც. აი ცოტნე რას იზავს და მისი გრძნობები როგორ გაღვივდება ამას ალბათ მალე დავინახავთ. თუმცა მისი ცოლ-შვილიანობის ამბავი გულზე ლახვარივით მომხვდა და როგორ არ მინდა ცუდად დასრულდეს ეს ისტორია. ფეფო შენ ყოველ ჯერზე მაოცებ, მოკლედ შენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. გეხვეწები ცოტა თავები გაზარდე რა.

 


№14  offline მოდერი Life is Good

tamuna.s
ძილის წინ წავიკითხე და ცოტა დავმძიმდი, ძალიან მეცოდება ბარბარე ასე რომ იტანჯება, მაგრამ იმედია ცოტნე მის ტანჯვას ბოლოს მოუღებს. ჯერ-ჯერობით მგონია, რომ ბარბარეში არსებულ თათულის უყვარს ასე გაგიჟებით ცოტნე, თუმცა მგონია რომ დროთა განმავლობაში, ცოტნეს რომ გაიცნობს უკვე გააზრებულად შეუყვარდება ბარბარესაც. აი ცოტნე რას იზავს და მისი გრძნობები როგორ გაღვივდება ამას ალბათ მალე დავინახავთ. თუმცა მისი ცოლ-შვილიანობის ამბავი გულზე ლახვარივით მომხვდა და როგორ არ მინდა ცუდად დასრულდეს ეს ისტორია. ფეფო შენ ყოველ ჯერზე მაოცებ, მოკლედ შენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. გეხვეწები ცოტა თავები გაზარდე რა.

გავზრდი აუცილებლად...laughing მადლობა ჩემო კარგი და ძალიან მიხარია რომ მოგწონს და მკითხულობ kissing_heart

 


№15 სტუმარი makukuna

ფანტაზია რომ ამოუწურავი გაქვს, ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი, მაგრამ გადმოცემის უნარიც ასეთი გიჟური რომ გაქვს, ამაზე რა უნდა გითხრა, აღარ ვიცი. smile

ამ ისტორიას განსხვავებული სტილით წერ და ეს ძალიან მომწონს. განცდები და გრძობები ისე ღრმად გაქვს აღწერილი, მაოცებ, მართლა. blush

მისტიური თემები დიდად არ მხიბლავს და არც ამ რეინკარნაციების მჯერა, მაგრამ შენი სიგიჟეებით რომ მაგნიტივით მიზიდავ, რა ვქნა. ვკითხულობ პირდაღებული და თვალებდაჭყეტილი და არ მინდა რომელიმე სიტყვა გამომრჩეს, რადგან ვიცი თითოეული სიტყვა, სიტყვის მასალად არ არის გამოყენებული, და თითოეულს მისი დატვირთვა აქვს.

შენს შედარებებზე რომ ვგიჯდები, გითხარი უკვე, ხომ? აი, "პროვოკაციულად მოხვეული პირსახოცი" რომ წავიკითხე პირველ ისტორიაში, მაშინ იმდენი ვიცინე, მერე სხვა შედარებები არ გამკვირვებია და ინტერესეით ველოდები და ვკითხულობ ხოლმე. smile

პ.ს. პუნქტუალურობისთვის მადლობას აღარ გეუბნები, მგონი ბევრჯერ გითხარი wink

 


№16  offline მოდერი Life is Good

makukuna
ფანტაზია რომ ამოუწურავი გაქვს, ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი, მაგრამ გადმოცემის უნარიც ასეთი გიჟური რომ გაქვს, ამაზე რა უნდა გითხრა, აღარ ვიცი. smile

ამ ისტორიას განსხვავებული სტილით წერ და ეს ძალიან მომწონს. განცდები და გრძობები ისე ღრმად გაქვს აღწერილი, მაოცებ, მართლა. blush

მისტიური თემები დიდად არ მხიბლავს და არც ამ რეინკარნაციების მჯერა, მაგრამ შენი სიგიჟეებით რომ მაგნიტივით მიზიდავ, რა ვქნა. ვკითხულობ პირდაღებული და თვალებდაჭყეტილი და არ მინდა რომელიმე სიტყვა გამომრჩეს, რადგან ვიცი თითოეული სიტყვა, სიტყვის მასალად არ არის გამოყენებული, და თითოეულს მისი დატვირთვა აქვს.

შენს შედარებებზე რომ ვგიჯდები, გითხარი უკვე, ხომ? აი, "პროვოკაციულად მოხვეული პირსახოცი" რომ წავიკითხე პირველ ისტორიაში, მაშინ იმდენი ვიცინე, მერე სხვა შედარებები არ გამკვირვებია და ინტერესეით ველოდები და ვკითხულობ ხოლმე. smile

პ.ს. პუნქტუალურობისთვის მადლობას აღარ გეუბნები, მგონი ბევრჯერ გითხარი wink

შენ რომ.გამოჩნდი smile მეგონა ჩაიქნიე ჩემზე ხელი და იარაღს ვტენიდი უკვე.რომ მიხარიხარ მითქვამს ქალბატონოო?! ძალიან მაგარი ვიღაც ხარ ჩემო კარგო და მე კი შენს გიჟურ კომენტარებზე ვაფრენ heart_eyes

 


№17  offline წევრი kora

აი მართლა არ ვიცი რა ვთქვა და როგორ გამოვხატო ყველა ის ემოცია, რასაც შენი ისტორიების კითხვა მანიჭებს. სასწაულად მაგარი გოგო ხარ და მადლობა ასეთი საოცრებებისთვის.
ისტორიის განხილვას არ დავიწყებ, პერსონაჟების შეფასებისგანაც თავს შევიკავებ, მხოლოდ იმას გავიმეორებ რაც წინა თავშიც დავწერე, ბარბარე ორ გრძნობას იწვევს ჩემში - სიბრალული და შური :დდ ცოტნესნაირ მამაკაცს მხოლოდ რომ ჩაეხუტა ეგეც კმარა თეთრი შურით გშურდეს ამ გოგოსი :)
მოუთმენლად ვუცდი შემდეგ თავს, რათა უფრო მეტი საიდუმლო გავიგო :))
--------------------
kira.G

 


№18 სტუმარი სტუმარი ინგა

უსაზღვროდ ნიჭიერო.შენ სულ უნდა წერო და გაგვანებივრო შენი ძალიან მაგარი ისტორიებით.საოცარი გოგო ხარ❤

 


№19 სტუმარი სტუმარი მაკო

მაგარია ძაან როგორც ყოველთვის. წინა ნაწერების გადათვალოერება მინდოდა და რატომ არ არის აიღე თუ ჩემი ტელე არ ხსნის?

 


№20 სტუმარი სტუმარი ნიკე

ქალებს ასაკს არ ეკითხებიანო მაგრამ რამდენი წლის ხარ? ^_^ იმდენად მოლოდინის რეჟიმში მამყოფებ , ვერ დავიჯერებ რომ პატარა ასაკის მწერლის შემოქმედება ასე მოქმედებდეს ჩემზე :დ

 


№21 სტუმარი სტუმარი დი კო

ყოველთვის გაოცებული ვრჩები შენი ისროტიების კითხვისას ....არც ვიცი რა ვთქვა :))))))))))

 


№22 სტუმარი Nini

Ai shen rom ggonia ras wer kacma ar icis, me amdros mteli cxovreba mengreva da mainc aq shemovdivar rom wagikitxo.ucnauria magram asea

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent