შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,გურული ლამაზმანი" 11თავი


14-09-2018, 02:53
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 975

,,გურული ლამაზმანი

- ვინ ვარ? სად ვარ? რა დღეა? რა რიცხვი? რა მომივიდა? ღმერთო ჩემო როგორ მტკივა თავი. _ სიმწრით წამოიკნავლა მახარაძემ, ფეხზე წამოდგა. ტერიტორია მოათვალიერა, თუმცა ვერაფერი იცნო.
- სად ჯანდაბაში ვარ? _ იქვე მიყრილი ფეხსაცმელები, ამოიცვა და ოთახიდან გავიდა.
- გალე. _ ჩუმი ხმით ამოილაპარაკა, რადგან თავი ისე საშინლად სტკიოდა, უფრო ხმამაღლა ვერაფერს იტყოდა.
- უუპს ეს ვინ არის? _ ინტერესით შეათვალიერა, სამზარეულოში მოფუსფუსე წელს ზემოთ შიშველი ბიჭი.
- ღმერთო ჩემო რა სიმპათიურია, ნეტავ ვინ არის?  _ ბიჭისაკენ დაიძრა ,მაგრამ მისი სახის დაინახვისას შეჩერდა.
- ღმერთო მიშველე, ამაზე ეს როგორ ვთქვი?  არა მართლა რა სიმპათიურია.
_ საყვარლად დაახამხამა თვალები.
- ვაიმე ლიკა რა ჯანდაბა მოგივიდა? არა მე ნამდვილად რაღაცას მივარტყი თავი.
- ლიკა. _ კაკის ხმის გაგებისას, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მისკენ დაიძრა.
- დილამშვიდობის. _ უხერხულად შეიშმუშნა.
- დილამშვიდობის. ვიფიქრე სანამ გაიღვიძებს, რამეს მოვამზადებ თქო.
- რა მომივიდა? თავი რატომ მტკივა?
- არაფერი გახსოვს?
- არა.
- გუშინ  ვახტანგთან რომ არ გაგიშვით, დალიე.
იმდენი დალიე რომ, შემდეგ ცეკვავდი, მღეროდი, თავდაყირა დადექი.
აი იმ დროს წონასწორობა ვერ დაიცავი და ძირს დაეცი, თავი კი ქვას დაარტყი.
- ღმერთო შენ მიშველე. ეს ყველაფერი მე ვქენი? _ საჩვენებელი თითი მიიდო გულზე.
- დიახ შენ.
- ღმერთო რა სირცხვილია. _ სიმწრით იღიმის.
- გალემ როგორ დაუშვა ჩემი დალევა? ხომ იცის, რომ არ ვსვავ, რადგან შემდეგ.
- გიჟდები. _ სიტყვის დასრულება არ აცადა მეგრელმა.
- ნამდვილად.
- გალეს იმხელა ხმაზე უყვიროდი, დამისხი თორემ შენს შესახებ ყველაფერს, ვიტყვიო.
სხვა გზა არ აუტოვე.
 -ღმერთო რა სირცხვილია.
გალე სად არის? _ მალევე შეცვალა თემა.
- ქალაქში დაბრუნდა.
- ახლა რა იქნება? ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ ვიმუშაო ისევ ვახტანგთან?
- ჩვეულებრივად, არაფერი არ უნდა შეიმჩნიო.
- კი, მაგრამ.
- ლიკა თუ გინდა ოჯახი დაიბრუნო, ისე უნდა მოიქცე როგორც საჭიროა.
- იცი ვახტანგს, შენს გუნდში ვიღაც ჰყავს.
- ვიცი.
- მეშინია.
- შენ? _ გაიკვირვა მეგრელმა.
- მე არა, მეშინია დედას რამე არ მოუვიდეს. ლაშა კაცია, ნინი ძლიერი თუმცა დედა, დედა არ არის მიჩვეული ასეთ რაღაცეებს. არ ვიცი ეყოფა თუ არა ძალა, გაუმკლავდეს ამ ყველაფერს.
მიუხედავად მისი ხასიათისა, ის სუსტია. შინაგანად ძალიან სუსტია, მამას გარეშე კი უფრო დასუსტდა.
მამა ძალას მატებდა, მისი სიყვარული, გვერდით დგომა აბედნიერებდა თუმცა. ახლა, ახლა ის მარტოა, სულ მარტო ამ სამყაროში. საყვარელი ადამიანის გარეშე.
შეიძლება თქვა, არ არის მარტო მას შენ ჰყავხარო, მაგრამ არც ეგრეა საქმე.
დედას ძალიან უყვარს მისი შვილები, თუმცა მამის გარეშე არაფერია. დედა მამის გარეშე იგივია, როგორც თევზი წყლის გარეშე.
ნატა ანჯაფარიძე ცნობილია როგორც ცივი, უგულო ქვის ქალა. თუმცა ის არ არის ასეთი, მას შეუძლია დაფაროს ტკივილი, მაგრამ მე ხომ ვიცი არა როგორ სტკივა დედას. როგორ უნდა ვუთხრა? მითხარი როგორ ვუთხრა, მამა ჩემს გამო რომ მოკლეს? ეს როგორ უნდა გავუმხილო მას?
- იცი როდესაც ფიქრიას დედამ ყველაფერი გაიგო, მის შვილს აპატია. აპატია რადგან მისი ქმრის სიკვდილი, არ იყო ფიქრიას ბრალი. ის მისი შეცდომის გამო დაიღუპა.
- ეგ კი, მაგრამ მამა ჩემს გამო დაიღუპა. მე რომ ვახტანგთან არ მეთანამშრომლა, ეს არ მოხდებოდა.
- ლიკა. _ სევდიანი თვალები მიანათა გოგოს.
- გისმენ?
- სულ მაინტერესებდა, რატომ თანამშრომლობ ვახტანგთან?
-მიუხედავად იმისა რომ, ჩემს გამოსაცდელად ჩემი თავი კაცს აცემინე, მე გენდობი. მჯერა შენი, ვიცი რომ არაფერს გააკეთებ, ისეთს კიდევ მეტკინოს.
ვახტანგთან ჩემი პირადი შურისძიების გამო, დავიჭირე კავშირი. ის ჩემგან ტერორისტის დაჭერას ითხოვდა, მე კიდევ ჩემი დის და სიძის დასჯა მინდოდა. სარფიანი გარიგება გვქონდა, მე ტერორისტს ჩავაბარებდი, ის კიდევ ჩემს დას და სიძეს მომაშორებდა. მას შემდეგ რაც მე კარგად გავულამაზებდი სახეს. თუმცა ყველაფერი წარსულში დარჩა, ვახტანგმა შეთანხმება დაასრულა. მამის სულს ვფიცავ, მე მოვკლავ ვახტანგს, მაგრამ წამებით. არ მივცემ უფლებას სწრაფად და უმტკივნეულოდ მოკვდეს. შურს ვიძიებ, ყველას გამო.
მამაჩემის გამო, შენი ცოლის გამო, ჩემი ოჯახის და შენი შვილის გამო. _ ბოროტულად გაიცინა გოგომ.
- ქალაქში უნდა დავბრუნდე. _ ფეხზე წამოდგა.
- ლიკა ნურაფერს მოიმოქმედებ მანამ სანამ, ყველას არ დავიხსნით.
- კარგი.
- დამპირდი.
- ვერ დაგპირდები, მე არასოდეს ვასრულებ ისეთ პირობას, რომელსაც ვიცი აუცილებლად დავარღვევ. მაგრამ გპირდები, სულ მალე დავაბრუნებ შენს შვილს. _ სახლი ერთად დატოვეს, გზაში ხმა არცერთს არ ამოუღია.  მანქანა ლიკას სახლთან გააჩერა. მადლობა გადაუხადა, სახლში შესვლას აპორებდა როდესაც კაკის ხმა მოესმა.
- თავს გაუფრთხილდი ლიკა.
- ვეცდები. _ ღიმილით ემშვიდობება ბიჭს, სახლის კარი ხმაურით შეხსნა. შესვლისთანავე იგრძნო მარტოობა, მონატრება, ტკივილი. სევდიანად გაიღიმა და მეორე სართულის კებეს აუყვა.  სააბაზანოში შესვლას აპირებდა, რომ გაახსენდა მისი ტელეფონი. დასამუხტად შეაერთა, ხალთს ხელი დაავლო და სააბაზანოში შევიდა.
ნახევარსაათიანი ნებივრობის შემდეგ, შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და ოთახში გავიდა. ტელეფონი ჩართო, შემდეგ კი ნაცნობ ნომერზე დარეკა.
- ლიკა, მთელი ღამე ვცდილობდი შენთან დაკავშირებას თუმცა უშედეგოდ.
- ბატონო ვახტანგ, თქვენთან სასწრაფო საქმე მაქვს უნდა შეგხვდეთ. მისამართ და დროს ესემესის სახით გამოგიგზავით. _ კაცის პასუხს არ დალოდებია, ტელეფონი გათიშა, ესემესი გაგზავნა და საწოლზე გაწვა.
- მე შევძლებ, მა მე ამას შევძლებ. შენს თავს ვფიცავ მე ყველაფერს შევძლებ.
_ ბედნიერი ღიმილით შეჰყურებს, ჭერზე გაკრულ მამის პორტრეტს.

_ შურგ ჩანთაში საჭირო ნივთები მოათავსა და სახლიდან გავიდა. სულ რაღაც ოც წუთში უკვე ნაცნობ ადგილას იყო.
- არ ვიცი ოდესმე შევძლებდი თუ არა შენთან მოსვლას, შეიძლება არა. უბრალოდ არ შემეძლო, შენს თავს ვფიცავ არ შემეძლო აქ მოსვლა, როგორ მოვსულიყავი? საშინელებაა, იმის გაფიქრებაც კი საჭინელებაა ჩემთვის რომ მომენატრე. მძულს, ჩემი თავი მძულს. იმის გამო რაც შენ გაგიკეთე, რაც ნინის, დედას და ლაშას გავუკეთე. ძალიან ვწუხვარ. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, არასოდეს გაგიშვენდი საზღვარგარეთ. არ მოგც3მდი უფლებას წასულიყავი, ყველაფერს გავაკეთებდი. თუ საჭირო გახდებოდა თავსაც კი მოვიკლავდი, ოღონდ აქ დამეტოვებინე. მაპატიე მა, ახლა აქ რომ ვარ და პატიებას გთხოვ ისიც მაპატიე.
ძალიან მინდა, ისევ ის პატარა ლიუნა ვიყო, შენი ლიკუნა მა.
 როდესაც სოფი, სარდაფში მკეტავდა შენ სულ მოდიოდი, მოდიოდი და გულში მიკრავდი. ახლა მა, ახლა რომ სარდაფში თავი ჩავიკეტო მოხვალ? მითხარი მოხვალ? რომ ვიცოდე მოხვალ, მთელი დღეები ვიჯდებოდი, იქ იმის იმედით რომ შენ მოხვალ, კარს გახსნი, ხელებს გაშლი და გულში ჩამიკრავ.
ვიცი რომ არასოდეს ვყოფილვარ საუკეთესო შვილი, მაგრამ. მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გავაკეთო შენს გამო, მხოლოდ ამით შემიძლია გამოვისყიდო დანაშაული. _ მამის ცივ ქვას ხელი გადაუსვა, ცრემლი შეიმშრალა და იქვე ჩამოჯდა.
- აქ რატომ დამიბარე? _ ზურგს უკან მოესმა კაცის ხმა, იცოდა ვინც იყო ამიტომ მისკენ არ შებრუნებულა.
- ოდეამე გაგჩენია შენი თავის მიმართ, სიძულვილის გრძნობა? აგრევია გული, სარკეში შენი სახია დანახვისას?
- არასოდეს.
- ცუდია, არადა უნდა გეგრძნო. მე მიგრძვნია, ყოველ დღე როდესაც სარკეში ვიხედები, მკვლელს ვხედავ. საკუთარი მამის მკვლელს, გული მერევა ჩემს თავზე, რადგან ვერ შევძელი დამეცვა, ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა დედამიწაზე. პირიქით მე ჩემი დაუდევრობით, ჩავუგდე მისი თავი მკვლელებს. მითხარი რა შუაში იყო მამაჩემი? რატომ მოკალი ის? რა დააშავა მან? ის ხომ არც კი გიცნობდა?
- ლიკა იმედია აქ ჩემს მოკვლას არ აპირებ?
- რატომაც არა, რა დამაკავებს?
- არ გეშინია რომ დაგასწრო?
- იარაღი დაუშვი ვახტანგ, არანაირი მნიშვნელობა აქვს. მანამ! მანამ სანამ სასხლეტს ხელს გამოჰკრავ, მანამ გამოესალმები სიცოცხლეს! ხედავ წითელ რგოლს შენს გულზე? ის ჩემი კაცია. _ ფეხზე წამოდგა მახარაძე.
- სად არის დედაჩემი?
- მოიცა შენ რა გგონია, სნაიპერი შემაშინებს და ყველაფერს გეტყვი? _ ამაზრზენად გაიცინა კაცმა.
- არა, ვიცი ასე ადვილად რომ არ იტყვი ყველაფერს ამიტომ შენთვის უფრო კარგი რამ მაქვს მომზადებული. _ ზურგ ჩანთა გახსნა გოგომ, ჩანთაში მოთავსებული ნივთები იქვე მაგიდაზე დაალაგა და მომაჯადოვებლად გაუღიმა კაცს.
- ეს რა არის?  _ გაკვირვებული თვალები მიანათა მახარაძეს.
- ესენი? ესენი შენი სასიკვდილო იარაღებია. აი ამით ფრჩხილებს დაგაძრობ. _  ხელით ანიშნა პინცეტზე
 -  ამით ენას მოგაჭრი, მას შემდეგ რაც ყველაფერს მომიყვები. _ ამჯერად მაკრატელზე ანიშნა. - ნუ კიდევ ბევრი საყვარელობები მაქვს მომზადებული.
- შენ ნამდვილად შეშლილი ხარ!
- ხომ გითხარი კარგად ვერ მაფასებთქო!
დაჯექი. _ხელით ანიშნა სკამისკენ.
გოგოს ბრძანებას დაემორჩილა და ადგილი დაიკავა.
- ხომ იცი ჩემს სიკვდილს არავინ შეგარჩენს, თუ მე რამე მომივა მთელი ცხოვრების გატარება,  ციხეში მოგიწევს.
- არ მეშინია, მე უკვე აღარაფრის მეშინია. შენ მე ის ადამიანი მომიკალი, ვის გამოც ყველაფრის გაკეთება შემეძლო. როგორ გგონია რა აზრი აქვს ცხოვრებას მის გარეშე? არანაირი, ჩემმა ცხოვრებამ ფასი იმ დღე დაკარგა, რა დღესაც მამაჩემის გულმა შეწყვიტა ფეთქვა.
თუმცა შენ რა უნდა გელაპარაკო, შენ ხომ შენი ხელით გამოასალმე სიცოცხლეს საყვარელი ადამიანი.
- ჩემი ცოლი სიკვდილის ღირსი იყო, მან მე მიღალატა. ჩემის ბავშვობის მეგობართან მიღალატა, ისინი მოღალატეები იყვნენ და ამის გამო ორვე დავსაჯე.
- პირველად რითი დავიწყო? _ საჩვენებელი თითი მიიტანა ტუჩთან. ხელები ზურგს უკან შეუკრა. პირზე წებოვანი ლენტი ააფარა და პინცეტს დასწვდა.
- მოდი პირველად იმ თითით დავიწყოთ, რომლითაც იმ ნომერზე დარეკე, სადაც მამაჩემის მკვლელობის ბრძანება გაეცი. _ წარბები საყვარლად დააფახუნა, და წამში ააცალა საჩვენებელ თითზე ფრჩხილი.
- რა სასიამოვნოა შენი, ტანჯული სახის ყურება. რამის თქმა გინდა?  რატომ გამრიე იმ საქმეში, რომელშიც არაფერი მესაქმებოდა?  _ ლაპარაკოს საშუალება მისცა კაცს.
- ნამდვილად შეშლილი ხარ, სადისტი. ტყუილად არ შემირქმევია შენთვის, დემონი.
- კარგია რაღაცაში მაინც არ შეცდი. რატომ გამრიე ამ საქმეში?
- სეიძლება ვერ ხვდები, მაგრამ შენ ჩემზე მეტად საშიში ხარ. ხედავ რისი გაკეთება,  შეუძლია შურისძიების სურვილს. ნახე როგორი დაუნდობელი გაგხადემ?
ადამიანს რომელსაც მისი დის მოშორება სურს, ახლა ჩემს წინ დგას და პასუხს მთხოვს იმაზე თუ რატომ გავხდი ასეთი. შენ, შენ რატომ გახდი ასეთი ლიკა? რატომ გინდა შენი ხელით  გამოასალმო შენი და სიცოცხლეს?
- მე არ მსურს მისი მოკვლა, მე მისი დასჯა მინდა.
- შენ ხომ უკვე დასაჯე ის. შენ ხომ დაეჯახე შენს დას. მაშინ როდესაც ის ორსულად იყო, შენ ხომ შენი ხელით მოუსწრაფე სიცოცლე ჯერ არ დაბადებულ ბავშვს. შენს გამო აღარ შეუძლია შენს დას, იყოლიოს ბავშვი. შენმა საყვარელმა მამიკომ იცოდა რაც ჩაიდინე? არა არ იცოდა, მას ხომ სათნო, კეთილი, უბოროტო ლიკუნა ჰყავდა გვერდით. მან ხომ არ იცოდა სინამდვილეში რა ცივსისხლიანიც იყავი.
- ეს შეცდომა იყო, მე არ მსურდა მანქანა სოფის დასჯახებოდა. მიზანში მისი ქმარი მყავდა, უბრალოდ სოფი უდრო დროს გამოჩნდა.
- აქ არ არის მთავარი ის თუ რა გსურდა შენ, მთავარია რაც გააკეთე.
- მოგკლავ გეფიცები, მოგკლავ. _ მაკრატელი აიღო და მარჯვენა თვალში ჩაარტყა.
- ფუ შე ბო*ო. _ ბოლო ხმაზე დაიყვირა კაცმა.
- მითხარი სად არიან ჩემები, სად არის ფიქრიას შვილი? მითხარი თორემ, ღმერთს ვფიცავ ჩემი ხელით დავხოცავ შენს შვილებს. ხომ იცი მე არაფრის მეშინია, არც შენი ძმის და არც პოლიციის.
- ეშმაკი ხარ, ნამდვილი ეშმაკი.
- მითხარი მეთქი. _ ამჯერად მაკრატელი მარჯვენა ფეხზე დაარტყა.
- როდის იყავი ბოლოს, იქ სადაც შენი და გკეტავდა?
- ვერ მივხვდი? _ გაკვირვებული თვალები მიანათა კაცს.
- მოიცა, ისინი ამდენი ხანი ჩემი სახლის სარდაფში იყვნენ?
- შესაძლოა. _ ორაზროვნად ჩაილაპარაკა კაცმა.
- ღმერთო ჩემო. _ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და კაკისთან დარეკა.
- ლიკა.
- ისინი ჩემი სახლის სარდაფში არიან.
- ლიკა აქ პოლიციაა, ყველანი შენ გეძებენ. შენი დაკავების ორდერი აქვთ, ყველაფერი შენს წინააღმდეგაა.
ლიკა მითხარი რომ ვახტანგისთვის არაფერი დაგიშავებია? გთხოვ მითხარი?
- მაპატიე. _ ტელეფონი ისევ ჯიბეში დააბრუნა და ვახტანგს მიუბეუნდა.
- ნაბი***რი ხარ, ნამდვილი . ყველაფერი ისე მოაწყვე რომ მე დამბრალებოდა, ჩემი ოჯახის გატაცება, ანდროს სიკვდილი, მამაჩემის სიკვდილი. ყველაფერი მე დამაბრალე არა?
- რა თქმა უნდა. შენ რა გეგონა ვერაფერს მივხვდებოდი, გეგონა ვერ გავიგებდი ვისთან დაიჭირე საქმე.
დიახ ყველაფერი მე მოვაწყვე, მე მოვკალი მამაშენი, მე გავიტაცე შენი ოჯახი. მე დაგაბრალე აგენტობა, ეს ყველაფერი მე გავაკეთე.
- მოკგლავ. _ მაკრატელი მოუქნია და მთავარ არტერიაზე დაარტყა.
- ყველაფერი გაითვალისწინე გარდა ერთი რამისა, უბრალო გაყალბებულ საბუთებს ყოველთვის აღიარება სჯობს. _ ჩანთიდან ვამწერი ამოიღო და წინ აუფრიალა.
- შენ გგონონია კარგად მიცნობ?
- საკმაოდ.
- მაშ ისიც უნდა გცოდნოდა, აქ მარტო რომ არ მოვიდოდა. _ ჩამქრალი ხმით ჩაილაპარაკა კაცმა და საბოლოოდ დახუჭა თვალები.
- ფუ შენი. _ ლიკას ყვირილი და გასროლის ხმა ერთი იყო.
 წამებშივე შეიღება სისხლით , უფროსი მახარაძის საფლავი.

პირველი ნაწილის დასასრული.




მოგესალმებით ყველას, კიდევ ერთხელ დავაგვიანე მაპატიეთ.
იმედია ეს ის არის რასაც ელოდით ❤
პირველი ნაწილი ამით დასრულდა, სულ მალე დავბრუნდები მეორე ნაწილით.
სალანდერ ჩემო კარგო იმედია, იმედები წყალში არ ჩაგიყარე და წინა თავის ქებამ ფუჭად არ ჩაიარა.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას. თქვენ არ იცით რამხელა ენერგიას მმატებთ, უბრალოდ კარგიაც კი დიდი ბედნიერებაა ჩემთვის.
ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო ❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ცცცხ

თავიდან რომ დავიწყე ისტორიის კითხვა გამიხარდა რადგან ძალიან მხიარული იყო და კარგადსც ვხალისობდი... ახლა კიდე იმ მხიარული ისტორიიდან წვეთიც კი არ დარჩა... ისტორიის დაწყებასთან შეუფერებლად და ზედმეტად დაასერიოზულე და მგონი უაზროდაც ჩახლართე... ეს გოგო "მე ძაან მაგარი" ვარს ტიპაჟს ტოვებს... არადა ძალიან ხალისიანი იყო რამოდენიმე თავში.. ყოველ მეორე წინადადებაში იმას იძახის რომ არაფრის ეშინია.... და თუ ასეთი მაგარია მაშინ მართლაც უნდა გაეთვალისწინებინა ის რომ ვახტანგი მართლა მარტო არ მივიდოდა მასთან... ან კიდევ ეს ვახტანგის დამხმარე ძალა მაშინვე რატომ არ გამოჩნდა როცა ფრჩხილებს აძრობდა ეს გოგო მითუმეტეს როცა თვალში მაკრატელი გაუყარა... სად იყო მაშინ მისი დამხმარე ძალა.... ეს კაკიც მაგარი ვზროსლი "მეთაური" გამოაჩინე თავიდან მარა ჩემი ფეხები, თითსაც ვერ ანძრევს როგორც ვხედავ...

პლიუს ამას საუკუნოდ გადაწელილი დაგვიანებები

 


№2  offline მოდერი LurjTvala demoni

ცცცხ
თავიდან რომ დავიწყე ისტორიის კითხვა გამიხარდა რადგან ძალიან მხიარული იყო და კარგადსც ვხალისობდი... ახლა კიდე იმ მხიარული ისტორიიდან წვეთიც კი არ დარჩა... ისტორიის დაწყებასთან შეუფერებლად და ზედმეტად დაასერიოზულე და მგონი უაზროდაც ჩახლართე... ეს გოგო "მე ძაან მაგარი" ვარს ტიპაჟს ტოვებს... არადა ძალიან ხალისიანი იყო რამოდენიმე თავში.. ყოველ მეორე წინადადებაში იმას იძახის რომ არაფრის ეშინია.... და თუ ასეთი მაგარია მაშინ მართლაც უნდა გაეთვალისწინებინა ის რომ ვახტანგი მართლა მარტო არ მივიდოდა მასთან... ან კიდევ ეს ვახტანგის დამხმარე ძალა მაშინვე რატომ არ გამოჩნდა როცა ფრჩხილებს აძრობდა ეს გოგო მითუმეტეს როცა თვალში მაკრატელი გაუყარა... სად იყო მაშინ მისი დამხმარე ძალა.... ეს კაკიც მაგარი ვზროსლი "მეთაური" გამოაჩინე თავიდან მარა ჩემი ფეხები, თითსაც ვერ ანძრევს როგორც ვხედავ...

პლიუს ამას საუკუნოდ გადაწელილი დაგვიანებები


პირველ რიგში მადლობა რომ კითხულობ.
რაც შეეხება დაძაბულობას, მოკლედ ეს ყველაფერი თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული, დაძაბულობა საჭირო იყო. თუ ისტორიას კითხულობდი კომენტარებიც გეცოდინება, როგორ მლანძღავდნენ ლიკას " ქარაფშუტობის" გამო.
იმასაც გეტყვი რომ საერთოდ არ არის "ძაან" გოგო ჩვეულებრივი გოგოა, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით.
რა იცი იქნებ და იცოდა? ან სპეციალურად მოაწყო, ვნახოთ ფა მოხდება.
რაც შეეხება კაკის, უნდა ხვდებოდეთ რომ კაკის, ეს "ბუნჩულა" ბიჭის იმიჯი უბრალოდ ამ მომენტისთვის საჭირო იყო.
რაც შეეხება დაგვიანებებს, ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ვმუშაობ. ემიგრანტი ვარ და ბოდიში ყოველ დღე, ძალიან მინდა ვწერო თუმცა დრო არ მაქვს. საუკუნოდ ნამდვილად არ ვაგვიანებ, მხოლოდ ეს ორი თავი დავაგვიანე საკმაოდ.
მუზა ისეთი რამეა, ასე მოდი ძმისგულო მომაფრინდი ვწეროთ არაა:დ
გარდა ამისა, გარკვეული მიზეზებისდა გამო ვერ ვახერხებდი წერას. ეს თავიც ნაღრძობი ხელით დავწერე.
კიდევ ერთხელ მადლობა ❤

 


№3 სტუმარი anucki

Dzalian momewona Likas seriozuli Da sheuvali Saxe rom dagvanaxe.kakis,rac sheexeba imedia gamoichens kacobas Da Likas ramit daexmareba rom cixeshi AR chajdess
mixaria rom im shterma udiotma Da autanelma kacma tvalebi sabolood daxuvha.imedia xeli malE mogirchebaa

 


№4  offline მოდერი LurjTvala demoni

anucki
Dzalian momewona Likas seriozuli Da sheuvali Saxe rom dagvanaxe.kakis,rac sheexeba imedia gamoichens kacobas Da Likas ramit daexmareba rom cixeshi AR chajdess
mixaria rom im shterma udiotma Da autanelma kacma tvalebi sabolood daxuvha.imedia xeli malE mogirchebaa


ანუკი როგორ გამახარე, პირველ რიგში მადლონა იმედია მალე გამივლის.
მიხარია რომ კითხულობ და აფიქსირებ შენს აზრს ❤

 


№5  offline წევრი teengirllove

the თავი იყი ჩემო სიცოცხლეევ , ვაიმეე ახლა უნდა მომკლა ხო ახალკ ნაწილის ლოდინში ..ცუდო შენ ,მარა ჩემი ცუდი ხარ ..ჰაჰ ველოდები შემდეგს და ერთი დროზე არ დამიდე არ ვიცი რას გიზამ :)))

 


№6  offline მოდერი LurjTvala demoni

teengirllove
the თავი იყი ჩემო სიცოცხლეევ , ვაიმეე ახლა უნდა მომკლა ხო ახალკ ნაწილის ლოდინში ..ცუდო შენ ,მარა ჩემი ცუდი ხარ ..ჰაჰ ველოდები შემდეგს და ერთი დროზე არ დამიდე არ ვიცი რას გიზამ :)))


ჩემო გოგოვ, ხომ იცი არა ჩემი დგომარეობა?
შევეცდები რაც შეიძლება მალე ავტვირთო ❤

 


№7  offline წევრი meocnebe avadmyopi

მხოლოდ ახლა მოვახერხე დამეწერა კომენტარი
ეს ისყო პირველი. ნაწილი ხო???
ეს ასეთი იყო მეორე წარმომიდგენია
ისტორია შემობრუნდა 360° -ით
ეს ჭკუამხირული გოგო არ გამიხდა აქ სატანა???
გითხარი დამითმეთ მეთქო
არა პირდაპირ თვითონ უნდა გაუსწორდა
ესწეიგი იყო სწორედ რომ შენი სტილი
ხომ ამოჟლიტე ხალხი
დეიდუკ ისსვ ისეთი კარგი ხარ
საუკეთესო,
ველი მეორე ნაწილს მალე
ნუ ხელის გამკ შეიძლება პატიება
როგორ.მომნატრებია შენთვის კომენტრის წერა ❤ ❤ ❤ ❤

 


№8  offline მოდერი LurjTvala demoni

meocnebe avadmyopi
მხოლოდ ახლა მოვახერხე დამეწერა კომენტარი
ეს ისყო პირველი. ნაწილი ხო???
ეს ასეთი იყო მეორე წარმომიდგენია
ისტორია შემობრუნდა 360° -ით
ეს ჭკუამხირული გოგო არ გამიხდა აქ სატანა???
გითხარი დამითმეთ მეთქო
არა პირდაპირ თვითონ უნდა გაუსწორდა
ესწეიგი იყო სწორედ რომ შენი სტილი
ხომ ამოჟლიტე ხალხი
დეიდუკ ისსვ ისეთი კარგი ხარ
საუკეთესო,
ველი მეორე ნაწილს მალე
ნუ ხელის გამკ შეიძლება პატიება
როგორ.მომნატრებია შენთვის კომენტრის წერა ❤ ❤ ❤ ❤


სიმართლე გითხრა მეც ძალიან მომნატრებია შენი კკმენტარის კითხვა, ჩემო კარგო.
შეიცვალა ხო, სხვანაირად არც იქნებოდა.
ცოტახანი მოითმიმე და დავდებ ❤

 


№9  offline მოდერი სალანდერი

ძალიან ძალიან კარგი ხარ.
როგორც ავტორი, ძალიან გაიზარდე და განვითარებას განაგრძობ.
წერე და კიდევ უფრო დაიხვეწები, შენც და შენი ნამუშევრებიც.
მოკლედ ძალიან კარგი გოგო ხარ და წარმატებები ❤

 


№10  offline მოდერი LurjTvala demoni

სალანდერი
ძალიან ძალიან კარგი ხარ.
როგორც ავტორი, ძალიან გაიზარდე და განვითარებას განაგრძობ.
წერე და კიდევ უფრო დაიხვეწები, შენც და შენი ნამუშევრებიც.
მოკლედ ძალიან კარგი გოგო ხარ და წარმატებები ❤


ვაიმე გულის ფანცქალით ველოდი შენს კომენტარს, ძალიან გამახარე ❤
მაგრამ კიდევ უფრო გამახარა იმან რომ შენიშვნები არ გქონდა, რაც ძალიან სასიხარულოა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent