შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მ ე ტ ე მ ფ ს ი ქ ო ზ ი" #5


14-09-2018, 18:20
ავტორი Life is Good
ნანახია 1 098

"მწვანე მდელოზე, რომელიც მინდვრის ნაირფერი ყვავილებით მოჩითულიყო, სასიამოვნო სიო დაჰქროდა და გაზაფხულის არომატით გაჯერებულ გარემოს ნაზად ელამუნებოდა.ჩიტები ჟღურტულებდნენ,ვენებში ახალი სისხლი დუღდა...ახალი გაღვიძებული ბუნება კი პირდაპირ გაიძულებდა ყოფილიყავი ლაღი და ბედნიერი.მეც ,ბედნიერი ვიყავი...გვირილებიანი,მუხლამდე კაბა მეცვა და თხელი ჟაკეტი...გაშლილ თმაზე, ნაზად მელამუნებოდა ნიავი და შუაგულ მდელოში მდგარი,ხელებგაშლილი ვერ ვიმორჩილებდი უსაზღვრო ბედნიერებას...გული, ასმაგი ტემპით მიფართხალებდა და თვალებ გაბრწყინებული შევყურებდი იქვე მდგარ მამაკაცს, რომელიც ჩემს ღიმილს ღიმილითვე პასუხობდა.
-ღმერთოო..ულამაზესია-სიხარულისგან აღტკინებული ერთ ადგილზე დავტრიალდი, შემდეგ კი მამაკაცისკენ გავიქეცი, რომელმაც ხელები გაშალა და ხელში ბუმბულივით ამიტაცა...დამატრიალა, შემდეგ კი მჭიდროდ შემომხვია წელზე ხელები და ასე ხელში აყვანილს, ქვემოდან ზემოთ მიყურებდა სიყვარულით სავსე თვალებით.
-შენ ხარ ულამაზესი...
ხმამაღლა გადავიკისკისე და კისერზე მჭიდროდ შემოვხვიე წვრილი მკლავები...შუბლით, მის შუბლს დავეყრდები და ასე ვიყავი დიდხანს,მანამდე სანამ, მისი მხურვალე ტუჩები ჩემსას არ შეერწყა..მკოცნიდა გასაგიჟებლად ფრთხილად,ვნებიანად და მწყურვალედ.მისი რბილი ბაგეები, თავგზას მაკარგვინებდა და კანში ვეღარ ვეტეოდი...მისი არომატი,სურნელი...სიახლოვე და მისი სხეულის მხურვალება...ეს, იმდენად დიდი და გაუსაძლისად ბევრი იყო ბედნიერებისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი...მკოცნიდა სანამ ორივე უჰაერობამ არ შეგვაწუხა, შემდეგ კი ფრთხილად დამაყენა მიწაზე და ასე ვყავდი მიხუტებული.
-მიყვარხარ...-ამ ყოვლისმომცველ სიტყვას მთელი გული და გრძნობა ამოაყოლა...შემდეგ კი შეკრული მუჭი ჩემსკენ გამოიშვირა...ამოატრიალა და თითები გაშალა...ხელის გულზე, ვერცხლის საკიდზე პატარა, გვირილის კულონი მოეთავსებინა...იმდენად ლამაზი იყო, სიხარულისგან დავმუნჯდი.ფრთხილად შემატრიალა ზურგისკენ და თმა ნაზად გადამიყარა ცალ მხარეს... ყელზე, ფრთხილად გამიკე ყელსაბამი და ხერხემლის დასაწყისზე ნაზად შემეხო მხურვალე ტუჩებით.
-მიყვარხარ... თათი..."

თვალები, გიჟივით ვჭყიტე და იმხელა ხმაზე ვიკივლე ოთახის კუთხეში,სავარძელზე მჯდარი ნაკაშიძე გიჟივით წამოფრინდა ფეხზე.კივილს არ ვწყვეტდი და ვცდილობდი ამ კივილისთვის გამომეყოლებინა სხეულში დაგროვილი ტკივილი, რომლისგანაც ისეთი გაბერილი ვიყავი ცოტა მაკლდა გასკდომამდე.
-ბარბარე...ჯანდაბა, რა გჭირს?!-მხრებში მეცა და შეეცადა ადგილზე გავეჩერებინე.რადგან საწოლზე წამომჯდარი შეშლილივით ვქანაობდი,თმებში ხელები ძლიერად ჩამევლო და ვერ ვჩერდებოდი..არ შემეძლო გაჩერება.-ამის დედაც! აქ ვარ,შენთან ვარ...დამშვიდდი ...დამშვიდდი...-მიმეორებდა ხმამაღლა,ბოლოს ორივე მკლავი ძლიერად შემომხვია და ჩამეხუტა.-აქ ვარ პატარავ...მშვიდად...ბარბარე!!
მისი ჩახუტებისგან შებოჭილმა საკუთარ თმებს ხელი გავუშვი და მოვეხვიე.კივილი შევწყვიტე და გულ ამომჯდარი ავქვითინდი.
-დამშვიდდი...ყველაფერი კარგად არის...დამშვიდდი...მე, აქ ვარ-იმეორებდა დაპროგრამებულივით და თმაზე ხელს ფრთხილად მისვამდა.შემდეგ კი შუბლზე მხურვალე ტუჩებით შემეხო და რამოდენიმეჯერ მაკოცა.
-ჩემი ყელსაბამი...ჩემი ყელსაბამი...-მისი მკლავებიდან თავი დავიხსენი და გულზე დავიხედე...ამაოდ ვეძებდი სიზმარში ნანახ ვერცხლის ყელსაბამს.-სად არის ჩემი ყელსაბამი?
-რომელი ყელსაბამი ?-სახე დაუსერიოზულდა.-არანაირი ყელსაბამი არ მინახია...
-როგორა არა-ხმა გამიტყდა-ჩემი ყელსაბამი...ჩემი გვირილის ყელსაბამი...
-ბარბარე...-ხმა დაუსერიოზულდა.-არანაირი ყელსაბამი არ გქონია! ალბათ დაგესიზმრა... ახლავე ექიმს დავუძახებ.არ ადგე!-საწოლიდან წამოდგა და კარისკენ გაემართა.
-არ დამსიზმრებია!-ხმას ავუწიე-ჩემი გვირილის ყელსაბამი...ვერცხლის, შენ მაჩუქე.
-რა?!-ადგილზე გაქვავდა.
-შენ მაჩუქე...-ვიმეორებდი ჯიუტად და ისევ დამებრიცა ტუჩები სატირლად.
-მე შენთვის არაფერი მიჩუქებია-ხმა გაუტყდა მამაკაცს...გასვლა აღარ დასჭირვებია პალატის კარი გაიღო და ზღურბლზე თეთრხალათიანი, შუახნის მამაკაცი გამოჩნდა.
-რა ხდება?-ჯერ ადგილზე გახევებულ ნაკაშიძეს გახედა შემდეგ კი მზერა ჩემზე გადმოიტანა.
-ცუდი სიზმარი ნახა-როგორც იქნა გამოერკვა ცოტნე...
-სუსტად არის...ბევრი სისხლი დაკარგა და ამავდროულად ორგანიზმიც გამომშრალი და გადაღლილი აქვს...-სათვალე მოირგო ექიმმა და ნაკაშიძეს მოწიწებით ახედა, თან ხმას შეთქმულივით დაუწია.ისედაც ჩემი საფიქრალი მქონდა და ნამდვილად არ დავინტერესებულვარ რას იბოდიალებდა ჩემზე ექიმი..თუმცა მაინც გარკვევით მესმოდა მისი ნალაპარაკები-თქვენს ქალიშვილს,დასვენება,ძალების აღდგენა და კარგი კვება სჭირდება.
მინდოდა მეკივლა და გამეპროტესტებინა, რომ მისი ქალიშბილი არ ვიყავი მაგრამ ძალა არ მქონდა.
-გასაგებია...-ყრუდ ამოილაპარაკა ნაკაშიძემ და მე გადმომხედა.
-რაც შეეხება სხვა ჩვენებებს...ფსიქიკა გადაღლილი აქვს..ეს გამოფიტული ირგანიზმის ბრალია..უძილობა ერთიანად ანგრევს ჯანმრთელობას.გაორება სჭირს..ეს სტრესის ბრალაი...რამეზე ხომ არ ინერვიულა ამ ბოლო დროს?!
-არ ვიცი...შეიძლება-ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა მამაკაცმა თან მე არ მაშორებდა თვალს.
-გადაუვლის ,რამოდენიმე დამამშვიდებელს დავუნიშნავთ...ახლა ექთანს ვეტყვი ნემსი გაუკეთოს...კარგი გამოძინება მისი მდგომარეობისთვის პირდაპირ მისწრებაა.
-კარგი-თავი დაუქნია ექიმს ნაკაშიძემ და მამაკაცმაც სწრაფად დაგვტოვა.
-არ მინდა ძილი...-ამოვიტირე შეშინებილმა.
-დასვენება გჭირდება ბარბარე!-მოკლედ მომიჭრა.
-არ მინდა ძილი...ძალიან გთხოვ..არ მინდა ძილი...-მთელი სხეული ამიცახცახდა...ახლა ჩემი დაძინება ხელის მოწერა იქნებოდა სიკვდილზე...არ მინდოდა ისევ მენახა ის კოშმარი..არ მინდოდა...არანაირადა არ მინდიდა.ალბათ ექიმის გასვლიდან ორი წუთი იყო გასული კარი ხელახლა რომ გაიღო და თხელი ქალის ფიგურა გამოჩნდა...მომაჯადოვებელი ღიმილით დააჯილდოვა ცარცივით გაფითრებული ნაკაშიძე.ფანჯრის რაფას რომ მიყრდნონოდა ზურგით და თლილ თითებს ნერვიულად იტარებდა დაბალ წვერზე.შემდეგ კი ჩემსკენ წამოვიდა თბილი ღიმილით.
-არ მინდა ნემსი...არ დამაძინოთ...ძალიან გთხოვთ ,არ დამაძინოთ...-ჩემსკენ დახრილ ექთანს მუდარით სავსე თვალებით შევხედე და უკან -_,უკან გავცოცდი.
-ექიმმა დამიბარა...გჭირდება ჩემო კარგო...-თბილად ამოილაპარაკა ქალმა.
-არ მინდა ძილი...არ მინდა...ცოტნე...-მუდარით სავსე თვალებით გავხედე ფანჯარასთან მდგარს სახეზე ,ამოუცნობი ემოციები რომ გამოსახვოდა.-ცოტნე გთხოოვ...გთხოვ...არ მინდა ძილი...მოვკვდები
-ბარბი...-ამოიოხრა მამაკაცმა.
-არ მომეკარო!-ბოროტად გადავხედე ექთანს...-არ მინდა დაძინება.
-ასეა საჭირო!-ცივად მომიჭრა ქალმა და მკლავში მწვდა.
-არ მინდა...არ მინდა...ცოტნეე გთხოოვ...-ტირილი ამივარდა...ნაკაშიძემ მზერა ამარიდა ღრმად შეისუნთქა და ექატანს მიუბრუნდა.
-არ უნდა...შეეშვი..
-კი მაგრამ...ექიმმა თქვა..
-ყ**ზე მ**დია რა თქვა ექიმმა!-ტონს აუწია და ხმა მრისხანე გაუხდა.-სამაგიეროდ, მე გეუბნები რომ არ უნდა!
-კარგით...-გაფითრებულმა ქალმა ხელი ცივად შემიშვა და სწრაფად გავარდა ოთახიდან.ნაკაშიძე კი მძიმე ნაბიჯით მოუახლოვდა ჩემს საწოლს,გვერდით მომიჯდა,საწოლის თავს ზურგით მიეყრდნო და ერთიანად აცახცახებულს მხარზე ფრთხილად მომხვია ხელი.-მოდი ჩემთან! მეორედ გამეორება აღარ დასჭირვებია ისე მივიწიე მისკენ და მის ძლიერ მკლავებში ისე გავეხვიე როგორც თბილ საბანში.
-სულელო პატარავ..-შუბლზე ფრთხილად შემახო ტუჩები და უფრო ძლიერად ჩამიხუტა.-მე რომ არ მოვსულიყავი,ან კარი არ დამხვედროდა ღია...ჯანდაბა, ბარბარე რაზე ფიქრობდი როცა ამას აკეთებდიი?-ხმადაბლა მკითხა.
-შენზე...-პასუხი გავეცი და ცხვირით უფრო ღრმად ჩავეფალი მის კისერში.სადაც ისევ ის არომატი იყო...ჩემი საყვარელი არომატი და ისე მომადუნა ლარივით დაჭიმული და დამამშვიდა ,თითქოს წლების განმავლობაში უაზრო ბოდიალის შემდეგ სახლში დავბრუნდი.
-მერე მე განა ამდენად ვღირვარ?-სევდიანად ამოილაპარაკა.
მე კი მის კითხვას სულ სხვა პასუხი გავეცი:
-სახლში წამიყვანე.
-ვიყოთ დღეს...სუსტად ხარ ბარბარე.
-და შენ წახვალ ხოო?-ჩემს დასმულ კითხვაზე მოსალოდნელი პასუხისგან შეშინებულმა უფრო მჭიდროდ მოვხვიე ძლიერ სხეულზე მკლავები.
-არსად არ მივდივარ...დღეს შენთან დავრჩები და შენს ძილს ვუდარაჯებ.
ღმერთო, რა ბედნიერება იყო იციით?! ის ჩემთან რჩებოდა..მთელი ღამით...ეს, იმხელა სიხარული იყო თავი ძლივს შევიკავე ბოლოხმაზე არ ავღრიალებულიყავი.სამაგიეროდ სიხარულისგან აფართხელებულ გულს ვერაფერი მოვუხერხე, ყურებში რომ მესმოდა მისი გაძლიერებული ბაგა-ბუგი.არ დამიძინია...რა ადამაძინებდა? გაყურსული ვიყავი მის მკლავებში და ჩაძინებულს დიდხანს კი არა, ალბათ დილამდე ვაკვირდებოდი ..ღმერთო ,როგორ უსაშველოდ მიყვარდა!
გამთენიისას, მის ჯიბეში უხმო რეჟიმზე დაყენებული მობილური ა აზუზუნდა ავად და მეც გული გამიჩერდა.ისე რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია...მარცხენა ხელით, რამოდენიმე წამიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა ამოაცოცა ჩემი მყუდროების დამრღვევი "ჯოჯოხეთის მანქანა" და ძილისგან დაბოხებული ხმით, ნომრისთვისაც არ დაუხედია ისე უპასუხა:
- სად ხარ?-ხაზის მეორე ბოლოს ქალის ეჭვნარევი ინტერესიანი ხმა გაისმა.
-ამის დედაც...-ყრუდ ამოილაპარაკა ნაკაშიძემ და ფრთხილად მომაშორა ხელი...საწოლზე წამოიწია და ბოლოს, სულ წამოდგა.-რახდება კატო? მშვიდობაა? ვიცი რომ არ მოვსულვარ-დაბალი ხმით საუბრობდა,დინჯად და აუღელვებლად თან აშკარად მე მიყურებდა, ეტყობა ეშინოდა არ გავაღვიძოვო.-ვიცი...ვიცი, მოვალ დღეს და დავილაპარაკოთ.შენს მოტყუებას არავინ აპირებს კატერინა...არც საყვარელთან ვარ...არც სამსახურში...რატო ჭედავ ამის დედაც?!საავადმყოფოში ვარ...მე, არაფერი მიჭირს... მოვალ და ყველაფერს გეტყვი თუ დამაცდი რაღა თქმა უნდა.კარგი..მოვალ..მო ვაალ!-გაუთიშა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქა.
-ამის დედაც...


ისევ გავჯიუტდი და ექიმების თხოვნას: "ერთი, ორი დღე დავრჩენილიყავი" ყური არ დავუგდე.გამომწერეს,ნაკაშიძე დაჰპირდათ რომ ყველაფერს ზუსტად მათი დანიშნულებისამებრ გავაკეთებდი...ბევრს ვიძინებდი,კარგად გამოვიკვებებოდი და წამლებსაც ზუსტად დანიშნულებისამებრ დავლევდი.სახლში მოსვლამდე მანქანა ორჯერ გააჩერა...ჯერ აფთიაქში დანიშნული წამლები მიყიდა ,შემდეგ კი პროდუქტები და სახლში ამოვედით თუ არა მკაცრად დამაკვალიანა.კარგად უნდა მეჭამა...წამლები დამელია და რაც მთავარია ბასრი და მჭრელი ნივთებით არ მეთამაშა.ჩემს სახეზე ბოლოს გაეცინა და "მაინც არ გენდობიო" თითი დამიქნია...სამზარეულოში, ყველა კუთხე კუნჭული დაიარა და სადაც რამე, ბასრ პირიანი მომეპოვებოდა ყველაფერს ერთად მოუყარა თავი...თითქოს, სიკვდილს თუ გადავწყვეტდი მარტო დანით შეიძლებოდა ამის გაკეთება.
-შეჭამე რამე..წამლები დალიე და ჯობია დაწვე და დაისვენო-ისეთი ტონით მითხრა, ნერვები მომეშალა... გეგონება მამა არიგებდა თავის თავზეხელაღებულ შვილს ჭკუას.
-ნუ მიყურებ ესეთი თვალებით...-შუბლი შეკრა-მოდი ჭამე.
-არ მშია..-გავჯიუტდი ორი წლის ბავშვივით...არაა მართლა არ მშიოდა...ამდენი დღის ნაშიმშილები ჩემი კუი უკვე გადაჩვეულიყო საკვების მიღებას.
-ბარბარე!-მკაცრად გადმომხედა და იოგირტის ბოთლი გამომიწოდა-ეს მაინც დალიე...არ შეიძლება..ბაზარი არაა გინდა, მაგრამ მე ნუ ამკიდებ ცოდვას...
-მიდიხარ?-სულ სხვა კითხვა დავუსვი და ვიგრძენი როგორ არ მინდიდა რომ წასულიყო.როგორ ამეწვა გულმუცელი და ამემღვრა თვალები.
-სახლში უნდა მივიდე,გამოვიცვალო...სამსახურშიც გავიარო-თავის მართლებასავით გამოუვიდა.
საშინელი შეგრძნება იყო...ახლა წავიდოდა...გაიხურავდა იმ გაქუცულ კარს და საერთოდ აღარც კი ვემახსოვრებოდი...ან რა მიკვირდაა? ჯანდაბა, არაფერი...ჩემთან ძალით ვერ დავაკევებდი და ამისი არც მორალური უფლება მქონდა.
-აღარ მოხვალ?-ჩემი ხმა ვერ ვიცანი...იმდენ ტკივილს და სევდას იტევდა...ვერ ვხვდებოდი საერთოდ როგორ შემეძლო არც ისე დიდი გოგოს ამის ზიდვა?თუმცა რომელ ზიდვაზე იყო ლაპარაკი...ეს რომ შემძლებოდა ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდი.
-ბარბარე..
-კარგი-ნიკაპი ამითრთოლდა და სახე ავარიდე...გვერძზე უაზროდ ყურება დავიწყე.-აღარ გააგრძელო...გასაგებია...მე მართლა არავინ ვარ შენთვის...გასაგებია...
-ასე ნუ ამბობ...ასე ნუ ამბობ ,ეს დედანოტყნულიი!!-წამში იფეთქა და ხელში შერჩენილი იოგურტის ბოთლი ხმაურით დააგდო მაგიდაზე.-რა, გავაკეთო მითხარიი?! რას ითხოვ ჩემგან ბარბარე?!-მაგიდას მოშორდა და ჩემს წინ ორ ნაბიჯში გაჩნდა ...სავარძლებს შორის მდგარი მაგიდიდან, რამოდენიმე ჟურნალი ხელის ერთი მოსმით მოიფრიალა და ჩემს წინ დაჯდა.-შემომხედე!
ნამდვილად აღარ მინდოდა ჩემი ცრემლები ენახა და სახეს ჯიუტად ვარიდებდი.
-შემომხედე მეთქი!- ნიკაპში ჩამავლო თითები და სახე თავისკენ შემატრიალებინა.ჩემი ცრემლების დანახვაზე კი ღრმად ამოიოხრა და ხმაურით გადააგორა კისერში გაჩხერილი სიბრაზე.-რა გავაკეთო?!
-არაფერი...-ათრთოლებული ნიკაპის დამორჩილება არ შემეძლო..ტუჩებსაც თავს ვერ ვუყრიდი...ხმა გამტეხვოდა და როგორ მინდოდა ახლა ქვითინი.
-სულ რატომ ტირიი?!-უკვე ნაკადულებად წამოსული მოღალატე ცრემლები ფრთხილად შემიმშრალა ცერებით.-არ შემიძლია შენთან ყოფნა ...
-რატომ?!-არ მინდოდა მისი ჩამოთვლილი მიზეზების მოსმენა..საერთოდ არაფრის მოსმენა არ მინდოდა..არც მისი, ჩემთვის არაფრის მომცემი თავის მართლებები მჭირდებოდა რამეში.მე, თვითონ ცოტნე ნაკაშიძე მჭირდებოდა...განა ძნელია ამის გაგებაა?! მხოლოდ ის მჭირდებოდა და მეტი არავინ და არაფერი...
-ღმერთო...რა ვქნაა? ახლა რომ ავდგე და წავიდე არ ვარ დარწმუნებული ისევ სისულელეს რომ არ გააკეთებ...ისევ გუშინდელივით არ მოიქცევი...დავიჯერო მართლა არაფრად გიღირს ეს ცხოვრებაა? პატარა ხარ ბარბარე...ჯერ, ძალიან პატარა ხარ და მთელი ცხოვრება წინ გაქვს...არ გიფიქრია ამაზე?
მისი ტუჩემის მოძრაობას თვალს არ ვაშორებდი...მხოლოდ მათ ვხედავდი...მის ვნებიან ბაგეებს და არომატს, ორიათას კაცში რომ შემეძლო თვალდახუჭულს ამოცნობა...სიტყვები არ მესმოდა..თვალს ვერ ვწყვეტდი და ნელ- ნელა მეყინებოდა სხეულში სისხლი.თითქოს ცივი წყალი გადაასხესო ,ზურგი ისე გამეყინა და ძვლებმა ტკივილი დამიწყო..ყრუდ...აუტანლად,თითქოს მთელს კანში მღრღნელების არმია მყავდა შემჯდარი და ასე ნელ- ნელა....მიღრღნიდნენ ძვლებს..ფქვავდნენ...ისრუტავდნენ და ისე გულისამრევად წრიპინებდნენ, მინდოდა სმენა საერთოდ დამხშობოდა...მზერა დამბინდვოდა და გული გამჩერებოდა.სიკვდილი მინდოდა. კიი!!! მინდოდა ,რადგან მართლა არაფრად მიღირდა ეს დამპალი სიცოცხლე და არა მარტო ცოტნეს გამო...არა მარტო იმ დიდი და ავადმყოფური სიყვარულის გამო...არამედ ,ჩემი სიზმრების დაუპატიჟებელი სტუმარი,დამპალი დედაკაცის გამო...იმ, დამპალი და უკვე მიწად ქცეული დედაკაცის... კაცმა არ იცის რა ჯანდაბად რომ შემომიჩნდა მე და სიცოცხლე მომიწამლა...გამანადგურა...გამტეხა..მუხლებზე დამაყენა და ახლა ნელ- ნელა ..გამოწოვილი სისხლით, მისპობდა ყველანაირი შეგრძნების საშუალებებს...ნელ -ნელა მიმათრევდა თავის წყეულ ჯოჯოხეთში და ერთადერთი ვისაც ჩენი შველა,შეჩერება და დაბრუნება შეეძლო რაღაც, დებილური მეტალობის და კიდევ უამრავი არმოსასმენი მიზეზის გამო ხელს დაუნანებლად მკრავდა და თავად მაგდებდა პირდაპირი რეისით იმ ჯურღმულში, სადაც ჩემი სულის დაპატრონების სურვილით დორბლმოდენილი უამრავი ზნედაცემული ანგელოზი მელოდა და თავისი მანკიერი ცხოვრების გამო იქ მოხვედრილნი მეც, მაიძულებდნენ მათ კვალს დავდგომოდი.
ვუყურებდი მის სისხლისფერ ბაგეებს და ხელმა თავისით გაიწია მისკენ...ინსტიქტურად...გონება გათიშული..დაპროგრამებული რობოტივით ,ფრთხილად შევეხე ქვედა ტუჩზე და მანამდე გაყინულმა სხეულმაც წამებში მოახდინა რეაგირება...ცერა და საჩვენებელ თითზე შემოფრქვეული მისი ცხელი ამონასუნთქი ,თითის წვერებიდან შეძვრა კანში და ნელ -ნელა დაიწყო ვენებში გავრცელება...გაადნო ყინული...გაალღვო და გააცხელ.
-რას აკეთებ?-ამოილაპარაკა დაბნეულმა
ხმა არ გამიცია,მისკენ მივიწიე და ისე რომ მზერა არ მომიშორდბია მისი თვალებისთვის, მანამდე თითებით შეგრძნობილი მისი ბაგეები ჩემი ტუჩების შეხებით შევიგრძენი...ჯანდაბა...რეალურად ვგრძნობდი და ვეხებოდი... იცით რა ბედნიერება იყოო?! ცრემლები დენას არ წყვეტდნენ..ათრთოლებული სხეული კი სიხარულს ვერ უმკლავდებოდა.არ გატოკებულა...არც მოვუშორებივარ...პირიქით, ბაგეები ერთმანეთს დააშორა და უფლება მომცა ბოლომდე შემეგრძნო მისი არომატი.ქვედა ტუჩი, კბილებსშორის ნაზად მოვიქციე და უფრო ახლოს მივიწიე...მისი სახე ,ხელებში მოვიმწყვრდიე და ამ უფლებისგან გაბედნიერებულს აღარ ვიცოდი სიხარულით რა მექნა?...რა გამეკეთებინა?...ჯანდაბა.
-მიყვარხარ....მიყვარხარ...-ვჩურჩულებდი სუნთქვა არეული და ნათლად დავინახე როგორ აემღვრა მზერა.
-ამის დედაც!-მთელი გული ამოაყოლა ამ სიტყვებს და გავგიჟდიი!!!! დიახ, გავგიჟდი!!! როდესაც მისი თითები კეფაზე შემომეჭდო...მეორე მკლავი კი წელზე ,მჭიდროდ შემომეხვია და მთელის სიძლიერით მიმიხუტა...მანამდე უმოქმედოდ მყოფი მისი ტუჩები ,ვნებიანად დამაცხრა და საერთოდ გამთიშა...ალბათ უღონობისგან ძირს გავადენდი ბრაგვანს, ისევ მის მკლავს რომ არ დავეჭირე.მკლავს, რომელმაც ბუმბულივით ამიტაცა და ისე რომ ჩემს ბაგეებს არ მოშორებია საცარძელზე გადაჯდა, მე კი მის მუხლებზე აღმოვჩნდი.
-რა ჯანდაბას მიკეთებ?!-ტუჩებიდან ნიკაპზე გადაინაცვლა,შემდეგ ყელზე და ლავიწებზე.მისი თლილი თითები კი ,ჩემი ორი ზომით დიდი მაისურის ქვეშ შესრიალდნენ და შიშველ კანზე შეხებისგან ყრუდ ამოიგმინა ნაკაშიძემ.თითებით მკერდზე რომ შემეხო, თავი უღონოდ გადამივარდა,ქუთუთოები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს და ერთი ხელი კისერზე შემოვხვიე ჩემს სრულ სიგიჟეს, ვნებიანად რომ მიკოცნიდა ყელს...შემდეგ ისევ ტუჩებისკენ გადმოინაცვლა და ხმამაღალი ოხვრა, რაომელიც უნებურად წამცდა დამიხშო.
-ჯანდაბა...ჯანდაბაა...-კოცნას შეეშვა და არეული სუნთქვის დარეგულირებას ჩემს შუბლზე შუბლით მოყრდნობილი შეეცადა.-ჯანდაბა ,ბარბარე...რა ჯანდაბაა...ახლა შეიძლება გავგიჟდე და ძაან არ მინდა რაღაც ყ**ეობა გავაკეთო...-გამტყდარი ხმით ლაპარაკობდა.ფრთხილად მომშორდა და მისი მუხლებიდან სავარძელზე გადამსვა, თვითონ კი წამოდგა და არეულ სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა.
-ძალიან არ მინდა...არ შემიძლია ამის დედაც ...მართლა არ შემიძლია.
ხმას ვერ ვიღებდი...ორივე ფეხი სავარძელზე მქონდა აკეცილი და მკლავებით შემოხვეული, ამღვრეულ მზეარას არ ვაშორებდი მამაკაცს, რომელიც ჩემსკენ შემოტრიალდა და რამოდენიმე წამის განმავლობაში დამაკვირდა.
-მაპატიე...
-რა?-სხვისი ხმით ვიკითხე.
-ის ,რომ ძალიან დიდი ვარ შენზე...არ შემიძლია ბარბარე მაპატიე.-მაგიდაზე მიგდებულ მანქანის გასაღებს დასწვდა და კარისკენ ისე წავიდა აღარც კი მოუხედავს უკან.რა უნდა მექნა? აღარაფერი...


აი...რავქნაა :))скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი tasusuna

ოქროს გოგო მოვიდა ❤️❤️

 



№2 წევრი მარიკუნაა♥️

შენი პერსონაჟების ნათქვამ ,,პატარავ”-ზე ცუდად ვხდები, ფეფო!
გინდა, რომ მომკლა?
♥️♥️♥️♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№3 სტუმარი სტუმარი უცნაური მე

სერიოზულად ვშტერდები :დდ
აი არ შემიხლია გამოხატვა იმდენად მადებილებს ეს შენი კაცები :დდ
ახალი თავი მინდა :(
სასწრაფოდ

 



№4 სტუმარი მარიამ ტაბატაძე

როგორ მომწონს შენი მოთხრობები ❤❤ მაგრამ ჯერ ამას ვერაფერი გავუგეე ????????

 



№5 სტუმარი Swed

ვაუ. ყოველ შენს ისტორიაზე მინდა დავაკომენტარო, მაგრამ სიტყვები არ მყოფნის. მაგარი ხარ!!!

 



№6 სტუმარი სტუმარი თიკო

არვიცი რა ვთქვა, იმდენად ახლოა შენი ემოციები, იმდენად სულში ჩამწვდომი, იმდენად რეალური რომ ასე მგონია ყველა შენი ისტორიის პერსონაჟი ვარ. სასწაული უნარი გაქვს გადმოცემის, არვიცი ამას როგორ ახერხებ მაგრამ შეუდარებელი ხარ. ასე მალე არ ველოდი ახალ თავს და სიხარულით შევკივლე.

 



№7 წევრი დარინა

ვსიო ცოტნეზე ვარ სიგიჟემდე შეყვარებულიი, აი შენი ზე კაცები ბოლოს მომიღებენ, ბარბარე როგორ გავამტყუნოო მეც რომ მიყვარს აი დამპალი კაციიი, იმედია ამ ყველაფრისგან ეს საცოდავი გოგო არ გაგიჟდებააა. ისე ვერ გადავწყვიტე ჯერ შენ მაგიჟებ თუ შენი კაცებიიი.

 



№8 სტუმარი ნინ

ვაიმე...
,,პატარავ”...
აუ ვაიმე
აუუუუ
ცოტნე
აუუუუ
ვაიმეეე!!!

 



№9 სტუმარი სტუმარი ნანა

არ მინდა კომენტარის გაკეთება... არ მინდა, მაგრამ არ შემიძლია არ გავაკეთო... მთელ საიტად ღირხარ! შენნაირს აქ ვერ ვხედავ... ❤️

 



№10  offline წევრი Ma No

რომ წარმოვიდგენ ცოტნეს პროტოტიპს, აი, იმ ბებერ და სექსუალურ კაცს შენ, რომ ფბზე ეს დღეები "გვახარბებ" :დდდ და ასე რომ ლაპარაკობს... უჰ❤ კოჭებში ეტყობოდა ამ ისტორიას რა მაგარიც უნდა გამოსულიყო❤

 



№11 სტუმარი სტუმარი ნათია

vaiiiimeeeeeee!!!! ar shemidzliaaa , jandabs tanaxmavar tundac sizmarshi movides eseti ze kaciii. xedav ra gamikete 16 welia kmris ertguli var da axla tanaxma var shens cotnestan sizmrebshi vugalatoooo . kitxulibdea exla tvitmfrinavus bilets iyidida.dddd

 



№12  offline წევრი kora

სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მაგიჟებენ შენი შექმნილი მამაკაცი პერსონაჟები და მე, ასაკზე სასტიკად ჩაციკლულს იმდენად მავიწყებენ ყველა ამ ბარიერს რომ ჩემი თავის გამკვირვებია. ნუ "პატარაზე" მე რაც მემართება ეგ ცალკე თემაა, ერთიანად ვთბები და თითქოს ყურში მიჟუჟუნებს იმ წუთას მათი შესაძლო წარმოთქმის ჟღერადობა.
ვგიჟდები უკვე ამ ისტორიაზე და მოუთმენლად ვუცდი შემდეგს
--------------------
kira.G

 



№13 სტუმარი ნატს

რა ვერ გავიგე იცი? ეს გრძნობა მოუტანა თათულიმ ხო? აბა არ იცნობდა ადამიანს არ იცოდა ვინ იყო და ასე რამ შეშალა? დაუშვათ ის თათული ჩამოიშორა გრძნობა გაქრება? ამათი გრძნობები გასაგებია ოკეი მაგრამ ცოტა ეგებ გაგვარკვიო რა უნდა იმ კვდარ თათულის? ეგებ და რას ითხოვს?

ცერ გასაოცრად მთელი გრძნობები მოდის, საღამოს შემოვდივარ რო ვნახო რაიმე ხომ არ დამხვდება :) ყოჩაღ ავტორ

Ma No
რომ წარმოვიდგენ ცოტნეს პროტოტიპს, აი, იმ ბებერ და სექსუალურ კაცს შენ, რომ ფბზე ეს დღეები "გვახარბებ" :დდდ და ასე რომ ლაპარაკობს... უჰ❤ კოჭებში ეტყობოდა ამ ისტორიას რა მაგარიც უნდა გამოსულიყო❤
სად ვნახო ფბზე? მეც მინდა :)

 



№14  offline მოდერი tasusuna

ნატს
რა ვერ გავიგე იცი? ეს გრძნობა მოუტანა თათულიმ ხო? აბა არ იცნობდა ადამიანს არ იცოდა ვინ იყო და ასე რამ შეშალა? დაუშვათ ის თათული ჩამოიშორა გრძნობა გაქრება? ამათი გრძნობები გასაგებია ოკეი მაგრამ ცოტა ეგებ გაგვარკვიო რა უნდა იმ კვდარ თათულის? ეგებ და რას ითხოვს?

ცერ გასაოცრად მთელი გრძნობები მოდის, საღამოს შემოვდივარ რო ვნახო რაიმე ხომ არ დამხვდება :) ყოჩაღ ავტორ

Ma No
რომ წარმოვიდგენ ცოტნეს პროტოტიპს, აი, იმ ბებერ და სექსუალურ კაცს შენ, რომ ფბზე ეს დღეები "გვახარბებ" :დდდ და ასე რომ ლაპარაკობს... უჰ❤ კოჭებში ეტყობოდა ამ ისტორიას რა მაგარიც უნდა გამოსულიყო❤
სად ვნახო ფბზე? მეც მინდა :)

Jeffrey dean morgan-ია პროტოტიპი

 



№15  offline მოდერი Life is Good

tasusuna
ოქროს გოგო მოვიდა ❤️❤️

შენ კიდევ ბაჯაღლო ხარ :))აუუ რომ წარმოვიდგინე რამდენი გრამიი...გავმდიდრდი და ეგ არის.მიხარიხარ ტასუნაა

დარინა
ვსიო ცოტნეზე ვარ სიგიჟემდე შეყვარებულიი, აი შენი ზე კაცები ბოლოს მომიღებენ, ბარბარე როგორ გავამტყუნოო მეც რომ მიყვარს აი დამპალი კაციიი, იმედია ამ ყველაფრისგან ეს საცოდავი გოგო არ გაგიჟდებააა. ისე ვერ გადავწყვიტე ჯერ შენ მაგიჟებ თუ შენი კაცებიიი.

smile heart_eyes საყვარელოოო...ძალიან მიხარიხაარ

ნატს
რა ვერ გავიგე იცი? ეს გრძნობა მოუტანა თათულიმ ხო? აბა არ იცნობდა ადამიანს არ იცოდა ვინ იყო და ასე რამ შეშალა? დაუშვათ ის თათული ჩამოიშორა გრძნობა გაქრება? ამათი გრძნობები გასაგებია ოკეი მაგრამ ცოტა ეგებ გაგვარკვიო რა უნდა იმ კვდარ თათულის? ეგებ და რას ითხოვს?

ცერ გასაოცრად მთელი გრძნობები მოდის, საღამოს შემოვდივარ რო ვნახო რაიმე ხომ არ დამხვდება :) ყოჩაღ ავტორ

Ma No
რომ წარმოვიდგენ ცოტნეს პროტოტიპს, აი, იმ ბებერ და სექსუალურ კაცს შენ, რომ ფბზე ეს დღეები "გვახარბებ" :დდდ და ასე რომ ლაპარაკობს... უჰ❤ კოჭებში ეტყობოდა ამ ისტორიას რა მაგარიც უნდა გამოსულიყო❤
სად ვნახო ფბზე? მეც მინდა :)

გაგარკვევთ ახალ თავში ყველაფერს...იმედია მოვახერხებ დღეს დადებას სოფელში ვაპირებთ წასვლას რთველიაა რთველიი smile

kora
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მაგიჟებენ შენი შექმნილი მამაკაცი პერსონაჟები და მე, ასაკზე სასტიკად ჩაციკლულს იმდენად მავიწყებენ ყველა ამ ბარიერს რომ ჩემი თავის გამკვირვებია. ნუ "პატარაზე" მე რაც მემართება ეგ ცალკე თემაა, ერთიანად ვთბები და თითქოს ყურში მიჟუჟუნებს იმ წუთას მათი შესაძლო წარმოთქმის ჟღერადობა.
ვგიჟდები უკვე ამ ისტორიაზე და მოუთმენლად ვუცდი შემდეგს

ძალიან დიდი მადლობა ასე რომ მოგწონს ჩემო ლამაზო გოგო heart_eyes

სტუმარი ნათია
vaiiiimeeeeeee!!!! ar shemidzliaaa , jandabs tanaxmavar tundac sizmarshi movides eseti ze kaciii. xedav ra gamikete 16 welia kmris ertguli var da axla tanaxma var shens cotnestan sizmrebshi vugalatoooo . kitxulibdea exla tvitmfrinavus bilets iyidida.dddd

ესეც არ გვინდა smile ვაი და ჩამოვიდა და მერე არ მოგვეწონა უკან ხომ არ გავგზავნით

Ma No
რომ წარმოვიდგენ ცოტნეს პროტოტიპს, აი, იმ ბებერ და სექსუალურ კაცს შენ, რომ ფბზე ეს დღეები "გვახარბებ" :დდდ და ასე რომ ლაპარაკობს... უჰ❤ კოჭებში ეტყობოდა ამ ისტორიას რა მაგარიც უნდა გამოსულიყო❤

მეც მისი ასაკის ვარ და რაგინდა მითხრა დავბერდიი smile smile ჯანდაბა...ეხლა ვიფურჩქნებით მე და ცოტნიკო

სტუმარი ნანა
არ მინდა კომენტარის გაკეთება... არ მინდა, მაგრამ არ შემიძლია არ გავაკეთო... მთელ საიტად ღირხარ! შენნაირს აქ ვერ ვხედავ... ❤️

შენ ხარ ჩემი ყველაზე თბილი,ტკბილი და ერთგული ადამიანი ნანიკო...მიხარიხარ სასწაულად და ბოდიშს გიხდი ყველას თანდასწრებით ჩემგან რამე თუ გწყინს ხოლმეე...მიყვარხარ თბილო ადამიანო და ძალიან გაფასებ heart_eyes არ გამებუტოხოლმე ხოო kissing_heart

ნინ
ვაიმე...
,,პატარავ”...
აუ ვაიმე
აუუუუ
ცოტნე
აუუუუ
ვაიმეეე!!!

smile heart_eyes heart_eyes

სტუმარი თიკო
არვიცი რა ვთქვა, იმდენად ახლოა შენი ემოციები, იმდენად სულში ჩამწვდომი, იმდენად რეალური რომ ასე მგონია ყველა შენი ისტორიის პერსონაჟი ვარ. სასწაული უნარი გაქვს გადმოცემის, არვიცი ამას როგორ ახერხებ მაგრამ შეუდარებელი ხარ. ასე მალე არ ველოდი ახალ თავს და სიხარულით შევკივლე.

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes მადლობა ამდენი თბილი სიტყვებისთვის

Swed
ვაუ. ყოველ შენს ისტორიაზე მინდა დავაკომენტარო, მაგრამ სიტყვები არ მყოფნის. მაგარი ხარ!!!

მადლობააააა heart_eyes

მარიკუნაა♥️
შენი პერსონაჟების ნათქვამ ,,პატარავ”-ზე ცუდად ვხდები, ფეფო!
გინდა, რომ მომკლა?
♥️♥️♥️♥️

არააა...მერე რა მეშველება შენს გარეშეე heart_eyes მიხარიხარ "პატარავ" kissing_heart

მარიამ ტაბატაძე
როგორ მომწონს შენი მოთხრობები ❤❤ მაგრამ ჯერ ამას ვერაფერი გავუგეე ????????

გავიგებთ...მალე ყველაფერს გავიგებთ heart_eyes ძალიან დიდი მადლობა რომ მკითხულობთ და ასე მოგწონთ

სტუმარი უცნაური მე
სერიოზულად ვშტერდები :დდ
აი არ შემიხლია გამოხატვა იმდენად მადებილებს ეს შენი კაცები :დდ
ახალი თავი მინდა :(
სასწრაფოდ

დღეს იქნება ახალი თავი...მერე შეიძლება ერთი ორი დღე ვერ ავტვირთო და დღეს დიდი და მსუყე თავი იქნება სავარაუდოდ heart_eyes

სტუმარი უცნაური მე
სერიოზულად ვშტერდები :დდ
აი არ შემიხლია გამოხატვა იმდენად მადებილებს ეს შენი კაცები :დდ
ახალი თავი მინდა :(
სასწრაფოდ

დღეს იქნება ახალი თავი...მერე შეიძლება ერთი ორი დღე ვერ ავტვირთო და დღეს დიდი და მსუყე თავი იქნება სავარაუდოდ heart_eyes

 



№16 სტუმარი makukuna

ამის დედაც!!!!! აზრზე არ ვარ, ამის შემდეგ რა უნდა დაწერო, არანაირი ვერსია მაქვს. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა მოუხერხოს ამ გიჟ გოგოს, ცოტნე ნაკაშიძემ.

ჯანდაბა! საერთოდ ვერ ვხსნი, რატომ მობრუნდა ცოტნე უკან და საერთოდ რატო წუხს ასე. ერთადერთი ეჭვი მაქვს, ის რამდენიმე სიტყვა, თათულიმ რომ ათქმევინა ბარბარეს და ცოტნეს წამიერი რეაქციები გამოიწვია, მხოლოდ ის სიტყვები აფიქრებს ცოტნეს და აბრუნებს უკან.

აუუ, არ ვიცი, მისტიკა არ მინდა, რეალობა მინდა, სინამდვილე მინდა, სინამდვილეზე ვგიჟდები შენს ისტორიებში მე... მაშინ ვიკამათებ, ვიაზროვნებ, ვიმსჯელებ... მისტიკასთან ნული ვარ... worried

შენ რომ ჯადოქარი ხარ, ვიცი! რაღაც, ისეთ ვერსიას რომ შემოგვთავაზებ, ჩვენც გაგვაგიჟებ, ესეც ვიცი!

ხოდა, შენ არ იცი, როგორ გელოდები heart_eyes

 



№17 სტუმარი სტუმარი ნათია

gnertoii damaviwyda mimewera chemu qmaria sazgvargaret wasylii???? 2 welia da es komentari rom waakitxa saswrafod chamovidodatkooi???????? chemma colma cul garekao ityoda????????????

gmertos magivrad ra davwere? ver amovikitxe

 



№18  offline წევრი Ma No

ბრჭყალები გამომრჩა საყვარელო, თორემ "ბებრები" 13-14 წლისებიც მინახავს ;) ❤

 



№19 სტუმარი ელეკო

ვაიმე არადა რაღაც 20-21 წლის წარმომედგინე მართლა :ოო გოგოშკასავით ხარ რაღაც ზაან საყვარელი აი კომენტარებიდანაც როგეტყობა აურავიცირა ♥️

 



№20 სტუმარი სტუმარი life is good

:)) 30 წლის ვარ...

 



№21 სტუმარი 1234

რა ვერ გავიგე.. თუ საქმე რეინკარნაციასთან გვაქვს, გამოდის რომ თათული და ბარბარე ერთი და იგივე ადამიანია, არა? თათული გარდაიცვალა და დაიბადა ბარბარე, რომელსაც არ ახსოვს წინა ცხოვრება რა თქმა უნდა, რადგან რეინკარნაციისას ავიწყდებათ რას წარმოადგენდნენ წინა ცხოვრებაში ( მე არ მჯერა, მაგრამ რაც წამიკითხავს და მინახავს ფილმებში, იქედან გამომდინარე ვამბობ). სული ერთი და იგივეა, გარეგნობაა სხვა, არა? ბარბარე საკუთარი წინა ცხოვრება ესიზმრება და რაღაცები უნებურად ახსენდება და ამბობს გაუაზრებლად. ბარბარეში კი არ არსებობს ცალკე ბარბარე და ცალკე თათული, ბარბარეა თავად თათული, ოღონდ ქვეყანას თავიდან მოევლინა და არ ახსოვს. ისე თათულიც წინა ცხოვრებაში ვიღაც იქნებოდა და ასე წრეზე ტრიალი იმდენად უაზრო და უმიზნოა, რაც კატეგორიულად მიკრძალავს ფიქრს იმაზე, რომ მრავალჯერ ვევლინებით ქვეყანას. მე არ მჯერა, რადგან უაზროა არ გახსოვდეს საკუთარი თავი და ცხოვრება, ასე დაუსრულებლად ვერ იცხოვრებ..
თუმცა, ისტორია ძალიან, ძალიან საინტერესოა და სიამოვნებით ვკითხულობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent