შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფერული [სრულად]


14-09-2018, 21:41
ავტორი ელპინი
ნანახია 1 297

უფერული [სრულად]

მე მას ჩემი სული ისე ვაჩუქე, არც ერთი წუთით მიფიქრია, რომ აღარ არა, ვეღარ მიიღებდა.
დაბადებიდან ვფიქრობდი, რომ თუ ვინმე მეყვარებოდა,
ყველაზე ძვირფასს - ჩემს სულს ვაჩუქებდი და ეს უნდა ყოფილიყო მისთვის ყველაზე საუკეთესო ვინ და არა - რა.
და შეიცვალა.
ჰო, როცა მივხვდი, რომ ჩემი სული ვეღარ მიიღეს, ჩავთვალე, რომ უნორმოდ და უსაზღვროდ არ უნდა გიყვარდეს.
თუმცა, უნდა გიყვარდეს ის, ვინც იმსახურებს.
მე მიხაროდა,
მაბედნიერებდა,
ღიმილს მგვრიდა,
ცრემლებამდე მიხაროდა, გეფიცებით, მაგრამ დასაწყისში.
როცა ნაბიჯებს ვითვლიდით.
მერე კი, თითქოს ნაბიჯების თვლა შეეზარა ან მას, ან - მე და აღარ - ჩვენ.
მერე?!
როგორც წესი, ისიც უფერული გახდა.
პირველად მაშინ შევატყვე, როცა ჩემი დანახვის დროს თვალები აღარ უციმციმებდა,
მე იქ სხვას ვკითხულობდი.
გრძნობებს, რომელიც ცარიელი იყო და არაფრით სავსე.
არც ერთ გრძნობას მის თვალში ფერი არ ჰქონდა.
სიხარული,
ბედნიერება,
სიყვარული - უფერული იყო.
ამ ყველაფრისგან ცარიელი თვალები აღარ ბრწყინავდა არც მზეზე, არც ლამპიონის მბჟუტავ შუქზე, არც ოთახში შემოსული მთვარის განათების ფონზე და მივხვდი, რომ დასასრული ახლოვდებოდა.
თავიდან ვეგუებოდი,
ჰო,
დამპალია ადამიანი,
უნდა თუ არა, ყველაფერს
ეგუება,
ეჩვევა,
აღარ უჭირს და აღარც ტკივა.
დასასრული ვახსენე წეღან.
დიახ, სრულდება ყველაფერი.
ჰო, გრძნობებიც სრულდება.
მეორედ მაშინ მივხვდი, როცა სარკესთან ერთად დავდექით და მასში ჩემს თავს ვეღარ ვხედავდი.
მე ისე გამაქრო მისიდან, არც მე გამიგია და არც მას.
ისეთ მიშოს ვხედავდი, აქამდე რომ მსგავსი არასდროს მენახა. ანარეკლი უფერული ჩანდა. თითქოს, სარკე ლანდავდა მას და აჩენდა ისეთს, როგორიც გამხდარიყო.
სარკეს არ უნდოდა მისი დამალვა. მე მახვედრებდა და მაგრძნობინებდა. ჩვენ უბრალოდ ვიდექით, ბოლო წუთს კი, საერთოდ გაქრა ისეთი უფერული გახდა.
გრძნობები აღარ იყო.
მერე, მე ამას მესამედ მაშინ მივხვდი, როცა მზის ამოსვლას ერთად აღარ ვუყურეთ.
ეშმაკმაც დალახვროს, რა დამავიწყებს მის სიტყვებს.
დილით, ხუთის ხუთ წუთზე ფეხზე იდგა, ქალაქს აღვიძებდა, ხალხო!
გესმით ეს რას ნიშნავს?!
არ გესმით!
ვერც გაიგებთ!
იმიტომ, რომ ან მიშო უნდა წარმოიდგინოთ, რაც უკვე შეუძლებელია.
ან, თავად თქვენ უნდა სცადოთ ეს.
მიშო ყვიროდა - გამოდით, მზე ცის გულში ექცევა და დაინახეთ როგორ ზრუნავს თქვენზე, როცა გძინავთ - ო.
ღმერთის ბრალია!
ხუთის ექვსი წუთი იყო.
ავდექი და მივწერე, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონს არ ვიყენებდი და მისთვის ეგდო ყოველთვის,
ავდექი და მე - მას პირველი შეტყობინება გავუგზავნე.
- დაგაგვიანდა, მიშო - მეთქი, მივწერე.
ამასობაში შვიდი წუთი გახდა.
რა მალე გადიოდა წუთები. არადა, მის გვერდით რომ ვიყავი, იწელებოდა ყველა წამი. თითქოს, დროც გვაცდიდა, რომ უფრო დიდ ხანს ვყოფილიყავით ერთმანეთთან.
და რა?!
გაქრა ესეც.
წამი გარბოდა წუთში,
წუთი - საათში.
ექვსის ექვსი წუთი იყო, ექვსი შეტყობინება მომწერა.
- დავიღალე.
- დავმძიმდი.
- ვქრები.
- ვიფლითები.
- მიშველე.
- გთხოვ.
ყველა წამს ახალ შეტყობინებას ვიღებდი, სული მიდუღდა სიტყვების ლოდინში, გული ამომიჯდა, ძალა წამერთვა.
- მიშო, ეს შენ ხარ?!
ვუპასუხე, იმიტომ, რომ მიშო არ იყო. მიშოს მე იყო, რომელსაც ახლა მოუნდა გამოღვიძება, ან გააღვიძეს.
მიშო?!
მიშო - რა ვიცი, რა უნდა გითხრათ, გეფიცებით, არ ვიცი.
განა, რამე?!
მიშო - მიშო იყო, რა.
მე ვფიქრობდი, რომ სიყვარულისთვის და ბედნიერებისთვის დაიბადა.
ხშირად მიმეორებდა ამ ბოლო დროს - ემოციები მღლის, აღარაფერი მინდა - ო.
ვუთხარი, დაგეხმარები - მეთქი.
გაეცინა და მიპასუხა:
- შენ ამას ვერ იზამ, ვერ დაიტევ ამდენ ემოციას და გრძნობას - ო.
ადგა და თვითონ დაიწყო ყველაფრის დასრულება,
დაკარგვა,
გაუფერულება.
მან თავისი სული, ჩემთან გაერთიანებული, მიჰყიდა მძინარე მეს, რომელიც თავისივე ხელით გამოაღვიძა და მისცა საშუალება დაპატრონებოდა სხეულის ყველა უჯრედს.
ტვინი გადაუნერგეს, თითქოს.
მერე, იმ დილით მიშომ მომწერა შვიდის შვიდ წუთზე,
რისთვის და რატომ ზრდიდა დროს თანაბრად, ახლაც არ ვიცი, ან როგორ უნდა მივმხვდარიყავი.
ის ხომ მიშო იყო, რა.
- შენი ლამაზი, ფერადი სული გავყიდე - ო.
და მივხვდი, რომ ის რასაც აქამდე ვამჩნევდი და რომელიც სისულელე მეგონა,
მართალი ყოფილა.
თავიდან ვიფიქრე, რომ უბრალოდ ვერ იყო იმ დროს კარგად, ბოლოს მომხდარ მოვლენებს შევაწერე, მაგრამ
მერე,
მიშო იცვლებოდა.
მიშო - მიშო აღარ იყო.
მზე ისევ ცის გულში ექცეოდა,
ისევ ათბობდა ადამიანებს, მაგრამ მიშო აღარ იღვიძებდა დილით და ყვირილით აღარ გამოდიოდა.
მიშოს ეძინა უკვე,
სამარადისოდ ეძინა
და მის მეს ეღვიძა, რომელიც ანადგურებდა ყველას და ყველაფერს,
მათ შორის - მეც.
მე ვინ ვიყავი მიშორს გარეშე?!
იცით ეს რა იყო,
როცა გგონია სულს გაგლეჯენ სხეულიდან,
როცა გგონია ძალა ფეხქვეშ გეცლება,
უამრავი როცა იყო, რა.
ჩამოთვლას დიდი დრო უნდა, რომელიც მე არ მაქვს, რადგან მალე გადის. მე კი, ყველაფერი უნდა მოვასწრო.
თავად მიხვდებით, ალბათ.
მეც უფერულს ვემსგავსებოდი.
ხუთი სექტემბერი იყო.
ხუთის ხუთი წუთი მიშომ, რომ მომწერა.
გული ამომიჯდა, გეფიცებით.
ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა.
ვიფიქრე - მიბრუნდება ჩემი მიშო - მეთქი.
მისუსტებული სხეულით გიჟივით წამოვხტი ფეხზე, ფანჯარასთან მივვარდი, მიშო იყო ქვემოთ.
რა ხანია, აქ არ მოსულიყო.
მზე არ ანათებდა,
წვიმდა და გულში რაღაც მძიმედ ჩამწყდა.
მზე რომ ყოფილიყო, მიშო იყვირებდა.
აქ, რაღაც სხვა ხდებოდა…
ქვემოთ ჩავირბინე.
მიშოს ძვლების ტკივილამდე ჩავეხუტე მე, თვითონ - უბრალოდ იდგა.
უფერულებს არ შეუძლიათ და იმიტომ.
გვაწვიმდა, მაგრამ არც ერთს გვიგრძვნია ეს. მიშოს მით უმეტეს, მას გრძნობები გათიშული ჰქონდა.
სხეულის ყველა ნაწილი გამეჟღინთა მისი კანის სურნელით, რომელიც აღარ მეგრძნო აგერ უკვე, სამი კვირა გადიოდა.
თითქოს, ჩემი დასუსტებული სხეული წამში შეივსო და ეს მოხდა ისე უცებ, რომ სიმსუბუქის შეგრძნება გასაოცრად მეუფლებოდა.
მერე, მოვშორდი.
ვერც სითბო, რომ ვერ ვიგრძენი და ვერც სიცივე, თავად მოვცილდი.
ხმა არ ამოუღია რამდენიმე წუთი.
მიყურებდა, მე სევდიანად მეღიმებოდა.
თვალები ისევ უფერული ჰქონდა, ვიცოდი, რომ…
- დავსრულდით ჩვენ. - უემოციოდ მითხრა.
და ასე დაასრულა.
ისევ მარტო დავრჩი და ასე მარტო ვიყავი, რაც კი ვიცოცხლე მას მერე.
მეც უფერული ვხდებოდი,
სულ ცოტაღა მაკლდა,
ერთი ნაბიჯი ალბათ და მეც მიშოს მსგავსი გავხდებოდი.
ეძინა ქალაქს დილით ყოველთვის.
ხალხსაც.
აღარ სუნთქავდა არაფერი მიშოს გარეშე, თითქოს.
მზე იშვიათად ექცეოდა ცის გულში,
თუ ანათებდა, ძალიან მკრთალად.
წუხდა ისიც მიშოს გამო.
მიშო - მიშო აღარ იყო, რა.
მიშო უფერული გახდა.



გაწვიმდა.
ტავტოლოგია და სხვა რაღაცები - მაპატიეთ.
ამას კი, რაც გინდათ, ის დაარქვით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 მოდერი სალანდერი

მოვალ პატარა ❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
მოვალ პატარა ❤

დაუსრულებლად გიმეორებ, რომ მიყვარხარ!

 


№3 მოდერი სალანდერი

დაბრუნებას გილოცავ ანნა.
ეს შენ ხარ და დარჩი რა.
მიყვარხარ მე შენ და არაფრის თქმა არ მინდა ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი დეფნე

შეუცვლელი ხარ...

 


№5  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
დაბრუნებას გილოცავ ანნა.
ეს შენ ხარ და დარჩი რა.
მიყვარხარ მე შენ და არაფრის თქმა არ მინდა ❤

მე,
ანნას,
შენ - ძალიან და დაუსრულებლად მიყვარხარ!

მალე ვიტირებ, ხომ იცი...

 


№6  offline წევრი მარიკუნაა♥️

პატარაა, უფრო დიდი უნდა ყოფილიყო.
იცი, როგორაა?
თუ ხვდებოდი, რომ ის ,,ის” ერთადერთი არ იყო, მაშინვე გაუშვებდი. ცოტა ხანს ტკივილს იგრძნობდი, მაგრამ მაინც გაუშვებდი. მაშინ გაუშვებდი, როცა შენივე თვალებით დაინახავდი, რომ აღარ იყო მის თვალებში შენეული არაფერი. ძალით თუ არ უშვებდი, ეგ კიდევ სხვა რაღაცაა.
ცუდია მაინც, როცა რაღაც არ შეგიძლია და ვერ ამბობ, გეშინია, რომ არ ეტკინოს. მაგრამ თან აღარ შეგიძლია და ვერ აგრძელებ.
დასრულება თითქოს ყველაზე ადვილი გრძნობაა, თითქოს რაღაც გეშვება. რომ ხვდები, რომ რაღაც ისეთი უთხარი, რამაც ბოლომდე მიახვედრა.
მარა მერე ძალიან რთულია. ვერ დაიძინებ, ვერ შეჭამ, ვერ დალევ, სუნთქვა დაგახრჩობს.

გაუფერულება რომ ორივეს ბრალია, ხომ იცი, არა?
სულ რომ ყველაზე წრფელად გიყვარდეს, იქნება ის, რაც გააუფერულებს.
თქვი, ახლა. რამდენი ვიბოდიალე? მაგრამ ალბათ გაგაგებინე ის, რისი თქმაც და ახსნაც მინდოდა.

მთვარია, სადმე იყოს მიმალული ,,ის” ფერადი და საჭირო დროს მოვიდეს შენთან.
:))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№7  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი დეფნე
შეუცვლელი ხარ...

მე ძალიან მიხარია ეს!
მადლობა!

მარიკუნაა♥️
პატარაა, უფრო დიდი უნდა ყოფილიყო.
იცი, როგორაა?
თუ ხვდებოდი, რომ ის ,,ის” ერთადერთი არ იყო, მაშინვე გაუშვებდი. ცოტა ხანს ტკივილს იგრძნობდი, მაგრამ მაინც გაუშვებდი. მაშინ გაუშვებდი, როცა შენივე თვალებით დაინახავდი, რომ აღარ იყო მის თვალებში შენეული არაფერი. ძალით თუ არ უშვებდი, ეგ კიდევ სხვა რაღაცაა.
ცუდია მაინც, როცა რაღაც არ შეგიძლია და ვერ ამბობ, გეშინია, რომ არ ეტკინოს. მაგრამ თან აღარ შეგიძლია და ვერ აგრძელებ.
დასრულება თითქოს ყველაზე ადვილი გრძნობაა, თითქოს რაღაც გეშვება. რომ ხვდები, რომ რაღაც ისეთი უთხარი, რამაც ბოლომდე მიახვედრა.
მარა მერე ძალიან რთულია. ვერ დაიძინებ, ვერ შეჭამ, ვერ დალევ, სუნთქვა დაგახრჩობს.

გაუფერულება რომ ორივეს ბრალია, ხომ იცი, არა?
სულ რომ ყველაზე წრფელად გიყვარდეს, იქნება ის, რაც გააუფერულებს.
თქვი, ახლა. რამდენი ვიბოდიალე? მაგრამ ალბათ გაგაგებინე ის, რისი თქმაც და ახსნაც მინდოდა.

მთვარია, სადმე იყოს მიმალული ,,ის” ფერადი და საჭირო დროს მოვიდეს შენთან.
:))

მარიკუნა,
როგორ მავსებ ხოლმე შენ მე.
მივხვდი და ვიცი რისი თქმაც გინდოდა,
ხომ იცი.
მგონი, ხვდები რაღაცებს, ხო?

მიყვარხარ მე შენ!
ძალიან დიდი მადლობა.

 


№8  offline წევრი ნეფერტარი

ელ პინ ყურადღებით წერე, შენს ნაწერებს ათვალიერებენ.
დონე (ის) უნდა შეინარჩუნო და "გულალალები" საჭირო არ არის.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ნეფერტარი
ელ პინ ყურადღებით წერე, შენს ნაწერებს ათვალიერებენ.
დონე (ის) უნდა შეინარჩუნო და "გულალალები" საჭირო არ არის.

ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა, რომ დამითმეთ დრო და აზრიც გამიზიარეთ!
გავითვალისწინებ, რა თქმა უნდა.

 


ღმერთო flushed ნეტა არ წამეკითხა. ვიღაცის სიკვდილი დავინახე მე და ცუდ ხასიათზე დავდექი. ის დედამიწას თავისი ფეხით დატოვებს და ყველასგან დაუმშვიდობებლად წავა. ჰო, წავა, წვიმად გადაიქცევა და მერე იქიდან დაგვიწყებს საუბრებს.
რა ვიცი, ეს დამანახე მე ელ პინ და თუ ვცდები, ეგეც მითხარი, მაგრამ ნეტა ვცდებოდე pensive

 


№11  offline მოდერი Girl with pretty smile

მე მივხვდი,რომ წვიმა შენზე ძალიან,ძალიან კარგად მოქმედებს.
ახლაც დავიჯერე და გავაცნობიერე ეს.
გეფიცები,რამდენი ხანია შენ ისტორიებზე აღარ მიტირია,მაგრამ,ამან ამაფორიაქა.
გული ამიჩქარა.
მაგრამ,ეს აფორიაქებაც საშინლად მესიამოვნა.
იმდენად უცნაურია,მაგრამ სასიამოვნო.
შენგან წამოსული თითოეული ენერგია სასიამოვნოდ ხვდება გულს.
და მაინც,მე შენ მაშინ ორმაგად მიყვარხარ,როცა წვიმს.
ხო,ამ დროა სხვა ანა ჩნდება შენში,რომელსაც იმდენი რამის თქმა შეუძლია,რასაც ვერავინ სხვა ვერ აღწერს.
და მე ვამაყობ შენით!
მიყვარხარ ანა.
და ბოდიში,პატარა კომენტარის გამო.
<3

 


№12  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ღმერთო flushed ნეტა არ წამეკითხა. ვიღაცის სიკვდილი დავინახე მე და ცუდ ხასიათზე დავდექი. ის დედამიწას თავისი ფეხით დატოვებს და ყველასგან დაუმშვიდობებლად წავა. ჰო, წავა, წვიმად გადაიქცევა და მერე იქიდან დაგვიწყებს საუბრებს.
რა ვიცი, ეს დამანახე მე ელ პინ და თუ ვცდები, ეგეც მითხარი, მაგრამ ნეტა ვცდებოდე pensive

ქეთი, ძალიან კარგი ადამიანი ხარ შენ!
ჰო, გარდაიცვალა, მაგრამ არა - ფიზიკურად.
მიხარია, რომ დაინახე, მაგრამ ბოდიში, რომ ცუდ ხასიათზე დადექი. მართლა არ მინდოდა.

ძალიან მიხარია, რომ წამიკითხე!
უღრმესი მადლობა!

Girl with pretty smile
მე მივხვდი,რომ წვიმა შენზე ძალიან,ძალიან კარგად მოქმედებს.
ახლაც დავიჯერე და გავაცნობიერე ეს.
გეფიცები,რამდენი ხანია შენ ისტორიებზე აღარ მიტირია,მაგრამ,ამან ამაფორიაქა.
გული ამიჩქარა.
მაგრამ,ეს აფორიაქებაც საშინლად მესიამოვნა.
იმდენად უცნაურია,მაგრამ სასიამოვნო.
შენგან წამოსული თითოეული ენერგია სასიამოვნოდ ხვდება გულს.
და მაინც,მე შენ მაშინ ორმაგად მიყვარხარ,როცა წვიმს.
ხო,ამ დროა სხვა ანა ჩნდება შენში,რომელსაც იმდენი რამის თქმა შეუძლია,რასაც ვერავინ სხვა ვერ აღწერს.
და მე ვამაყობ შენით!
მიყვარხარ ანა.
და ბოდიში,პატარა კომენტარის გამო.
<3

ანი,
მე ძალიან მიხარია, რომ შენში ამდენ გრძნობებს ვიწვევთ მე და ჩემი შვილები.
კი, მოქმედებს წვიმა, ძალიან მოქმედებს და მე მაბედნიერებს ეს.

ძალიან დიდი მადლობა, რა!
გკოცნი ბევრს.

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მდაა.. უფერული,მეც მქონია ეს შეგრძნება..საკმაოდ კარგადაა გადმოცემული,წარმატებები ელპინ <3

 


№14  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ტერიკო74
მდაა.. უფერული,მეც მქონია ეს შეგრძნება..საკმაოდ კარგადაა გადმოცემული,წარმატებები ელპინ <3

ნინა, ძალიან დიდი მადლობა, რომ წამიკითხე. უზომოდ მიხარია. წარმატებები შენც!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent