შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (მეოთხე ნაწილი)


15-09-2018, 22:51
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 299

გაუჩინარებული (მეოთხე ნაწილი)

- ღმერთო - ამოვთქვი გაოგნებულმა. ჟრუანტელი პეპლებივით გამეფანტა სხეულში და ყველამ ერთად, ერთდროულად აათამაშეს ფრები, რათა უფრო აუტანელი გამხდარიყო მათთან თანაცხოვრება.
კაპიუშონიანი მოსაცმელი გაიხადა გეგიმ. მეტყველებისუნარდაკარგულს, უსიტყვოდ შემომაცვა და თმაც შიგნით ჩამიმალა.
ვაღიარებ, საუცხოო სურნელი ჰქონდა მის სამოსს.
- წავედით. - მომმართა წყნარად.
- მეძებენ - ვჩურჩულებდი ჩემთვის. მთლიანად გეგის მიმართულებას მივნდობოდი, ავტომატურად ვადგამდი ნაბიჯებს და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მეძებდნენ. როცა სადღაც მიყრუებულში, ბუჩქნართან ჩამომსვა, სადაც მხოლოდ ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, კიდევ ერთხელ გავუმეორე გეგის ეს სიტყვა: - მეძებენ!
- ჰო კეკელინა. გეძებენ, აბა რა გეგონა?
- არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე - გეგი, სიგარეტი გაქვს?
- კი. ახლავე. - სასწრაფოდ მოისინჯა ჯიბეები და სიგარეტი გამომიწოდა თავის ცეცხლიანად.
მიყვარდა ეს ჟესტი.
როდესაც, 17 წლის სანი და 21 წლის მე, ჩუმად ვეწეოდით, მაშინ დიდი სიყვარულის გამომჟღავნებად ვთვლიდი, როცა თავად მიკიდებდა სანთებელას.
- კეკელინა, შემიძლია რამეში დაგეხმარო? - გვერდზე მომიჯდა.
- არ ვიცი. არც კი ვიცი, რა მჭირდება რომ შემდეგ, დახმარება ვითხოვო.
- იქნებ, ცეკვა გჭირდება?
- დღის შუქზე? ღია ცის ქვეშ?
- არა. ღამით, კლუბში.
- ეგ ცოტათი მშველის ხოლმე. სახლში უნდა წავიდე გეგი - წამოვდექი და მოსაცმელი გავუწოდე.
- გქონდეს - გამიღიმა პასუხად - ხომ იცი, მაინც შევხვდებით ერთმანეთს და დასაბრუნებლად, ბევრი დრო გექნება. სხვათაშორის, შენს ნომერს თუ მომცემ...
- არ მაქვს ტელეფონი.
- ასეც ვიცოდი - სინანულით გააქნია თავი. - სახლშიც არ გამაყვანინებ თავს ხო?
- არა.
- დედაჩემის მერე, ერთადერთი გოგო ხარ, ვისაც ამდენი არა აქვს ჩემთვის ნათქვამი.
- ხომ ხედავ როგორ დავახლოვდით? უკვე დედას მადარებ - ლოყაზე მოვუცაცუნე ხელი.
- არა, ეგრე არ უნდა გაგეგო ჩემი წინადადება - თქვა კატეგორიულად. - და საერთოდ, იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს, აზრად მოგდის, რომ სხვაგან გადახვიდე?
- მერე?
- მერე როგორ გნახო?
- სხვაგან ვერ გადავალ. ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია დასამალად - გამოვუტყდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვენდობოდი. გეგისთან ყოფნისას, ყველანაირი დღისა თუ ღამის მოჩვენება ქრებოდა და რჩებოდა მხოლოდ რეალობა, რომელიც ჰაერივით მჭირდებოდა. - ახლა, მართლა უნდა წავიდე.
- აუ, კარგი რაა.
- კლუბში გნახავ - ვუთხარი დასაშოშმინებლად. მართლაც, უსიამოვნო გამომეტყველება, წამებში, ღიმილად გარდაექმნა.
სახლში მივედი. იმ წამსვე ვინანე, რომ გეგისთან ერთად, ცოტახანს მაინც არ დავრჩი გარეთ. მარტოობასთან ერთად, დამზაფვრელი ფიქრებიც მიტევდა ხოლმე და მთელი ძალით ვცდილობდი, ჩემს გონებაში დატრიალებული ყველა უსიამოვნება გამექარწყლა, თუმცა არ გამომდიოდა. არ მასვენებდა, მოგონებები მოხუც, საშინელ მოჩვენებასა და თავგატეხილ გოგონაზე, რომლებიც აჩრდილებივით დამყვებოდნენ კუდში. მათ სიახლოვეს მაშინაც ვგრძნობდი, როდესაც ვერ ვხედავდი. ყურში, ფრინველთა პირქუში წივილი ჩამესმოდა და ნორმალურად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
გონება დავძაბე.
„რამდენიმე ბედნიერი მოგონება კეკელინა. სულ რაღაც ერთი. მიდი, გაიხსენე“ - შევძახე საკუთარ თავს.
- საშინელი ამბები მომდის შენი სკოლიდან - მაგიდის გარშემო ბოლთას სცემდა დედაჩემი - როგორ გაბედე, მასწავლებელს, როგორ ესროლე ჩანთა?
- ძალიან ადვილად. მაგ დამპალმა, დღიური ამომაცალა ჩანთიდან, როცა ფისკულტურაზე ვიყავი და ჩემი პირადი ისტორიები წაიკითხა. შემდეგ კი, მთელი კლასის თანდასწრებით, რაღაც უმნიშვნელო შენიშვნა მომცა და იცი რა ჩაიჩურჩულა?
- არა კეკელინა, არ ვიცი.
- ვაშლი თავისი ხიდან შორს ვერ ვარდება, რა ოჯახიდანაც არიან, ზუსტად ისეთები გამოდიანო.
- მაინც თავი უნდა შეგეკავებინა. არასწორი აზროვნება აქვს, მთელი ცხოვრება ასეთი ჰქონდა და არაფერი გამოსწორდება. ჩემს დროსაც, ათას სისაძაგლეს მეუბნებოდა.
- რას გეუბნებოდა? - კისერი დავჭიმე და უკვე მზად ვიყავი, მეორედაც მესროლა ჩანთა იმავე ქმნილებისთვის.
- რამდენიმე ბიჭს ვუყვარდი ერთად - თქვა დამნაშავესავით და მამაჩემს მზერა აარიდა. - ამის გამო, უზნეოდ მთვლიდა.
- მაგრამ ბოლოს მე გამოვჩნდი და ყველას მოეხაზა - დაამატა მამაჩემმა.
- ჰო, უბრალოდ, შენი გამოჩენის შემდეგ, მასწავლებლები კი არა, მთელი ქალაქი მთვლიდა უზნეოდ - გაწითლდა დედაჩემი.
- ერთხელ, მეზობლებმა დაგვინახეს სადარბაზოში კოცნაობისას - წამეტრაბახა მამა და მერე ერტყობა გაახსენდა, რომ მისი შვილი ვიყავი. თვალები უხერხულად დაქაჩა, ისევ სერიოზული მზერა მიიღო და თემას დაუბრუნდა - ის მასწავლებელი საცოდავია კეკელინა. სწორედაც, რომ რაც შენი ოჯახია, ის ხარ შენც. ამიტომ, ყელმოღერებული უნდა იყო, რადგან იმ დამპალ დედაკაცზე გაცილებით მაღლა დგახარ. ამაზრზენ ქცევაზე, მსგავსი ქცევით კი არ უნდა უპასოხო, უნდა დაანახო, როგორი დიდსულოვანი ხარ.
- ვიცი, რომ ცუდად ვიქცევი. შენნაირ წმინდანს უკეთეში შვილი უნდა ჰყოლოდა - ამოვილუღლუღე საცოდავად.
- ყველაზე კარგი ხარ. შენზე უკეთესი შვილი არ მინდა, არც სხვანაირი მჭირდება. მხოლოდ შენ მჭირდები - თქვა სასხვათაშორისოდ, ისე, თითქოს, ყურძენი ჩემი საყვარელი ხილიაო, ეთქვას. უცნაური იყო, რადგან მისთვის ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენდა იმის თქმა, რომ ჩემს გარდა არავინ და არაფერი უნდოდა. ამ დროს, არც თვალებშო ჩახედვები და არც ხელებით ერთმანეთის მოფერება გვჩვეოდა. მამას ზომაზე მეტად ვუყვარდი. ამ სიყვარულს კი ისე ამჟღავნებდა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი იყო.
ნეტა, ახლაც არ სჭირდებოდა ჩემზე უკეთესი?
ნეტა, ახლაც ყველაზე კარგი ვიყავი?
რომ სცოდნოდა, რამდენი საშინელება გამოვატარე საბრალო, უსუსურ სკოლელებს, ნუთუ ამდენ ცოდვაში გახვეულიც ძველებურად ვეყვარებოდი?
საერთოდ, თუ ჰქონდა იმ ყველაფერზე პასუხი, რისი კითხვაც მისთვის მსურდა? ძალიან ბევრი მეფიქრებოდა იმის შესახებ, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება უჩემოდ. მე ვიცი, რომ სანის, ევას, დედისა და მამის გარეშე, ნამდვილი ნეხვი ვიქნებოდი, თუმცა ისინი? ნუთუ ყოველდღიურ რუტინაში ჩაებმეოდნენ და გულის პატარა გამოქვაბულებში, არასოდეს შეაწუხებდათ სიცარიელე იმის გამო, რომ შესაძლოა, მათ ყოფას, ვიღაც, მუდმივად ბრაზიანი და ჯიუტი აკლდა?
თავი მაინც უკეთ ვიგრძენი.
მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას გრძნობდა მამაჩემი ახლა ან მაშინ. მთავარი ჩემი დამოკიდებულება იყო. მე ის მიყვარდა. მიყვარდა იმაზე მეტად, ვიდრე მთელი კაცობრიობა და საკუთარი თავი.
სადღაც წამიკითხავს, რომ ადამიანს თუ გაუმართლა, ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ ეწვევა ჭეშმარიტი სიყვარული და აუცილებელი არაა, ამ სიყვარულმა, მთელი თავისი რომანტიკით შემოგიღოს კარგი. პირიქით, ის შეიძლება მშობლის, შვილისა ან და-ძმის თვალებში იხილო.
სწორედ ასე მიყვარდა... მისი სურნელი, ყოველდღიურად მაჯერებდა ღმრთის არსებობას. მიყვარდა, ახალგარეცხილი მისი პერანგები და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახს, მუდამ ჰყავდა დამხმარე ქალი, მათ დაუთავებას არავის ვუთმობდი.
მიყვარდა მამაჩემის თვალები, მისი საუბარი, მისი აზროვნება, მისი ფიქრები, მისი არსებობა.
ის იყო ერთადერთი, რომელიც მაშინაც კი მიყვარდა, როდესაც მეჩხუბებოდა.
ჯოჯხოეთის ნებისმიერ ბნელ უფსკნულშიც რომ მოხვედრილიყო, შემეძლო, მასთან ერთად გადავჩეხილიყავი თავით და ეშმაკებით გარემოცულს, დაუღალავად მებრძოლა მხოლოდ მისთვის.
ის იყო ჩემი დღეც და ღამეს.
ყველა ამოქოლილ ჭუჭრუტანას, მისი არსებობა სჩუქნიდა ქურდულად შემოპარულ მზის პატარა სხივებს.
* * *
ჩამობნელდა თუ არა, მაშინვე კლუბისკენ მიმავალ გზას გავუდექი. ჩემგან ორ კვარტალში, ცხოვრება მუდმივად დუღდა. მე კი, მეტყობოდა, რომ ზედმეტად ბევრი მეფიქრა საკუთარ გარეგნობაზე. ჰო, ვაღიარებ, იმდენად დიდხანს ვიყავი გართული დამალობანას თამაშით, რომ საკუთარი სქესი თავადვე დამვიწყებოდა. ჩემი ძმისგან მოპარული პერანგები, ჩემს ქალურ საწყისს ჩრდილავდა და აღარც კი მახსოვდა, რომ გამომწვევი ან ნაზი კაბები მებადა. ამასთან, თუ სკოლის მოსწავლე კეკელინას გარდერობს დავაკვირდებოდით, მივხვდებოდით, როგორი ბო*ანდარა იყო ბავშვობაში.
- ცუდ გოგონას, ჯოჯოხეთში, მეგობრები ელიან! - მომესმა ნაცნობი და თითქმის უკვე მშობლიურად ქცეული, ხრინწიანი ხმა.
სიგარეტი ხელიდან გამივარდა.
გარემო დაცარიელებულიყო.
ჩემს ირგვლივ გადაშლილ სივრცეს შემოვავლე თვალე და დავინახე, რომ ქუჩის გადაღმა, ბუჩქები საეჭვოდ ირხეოდა.
არ გავქცეულვარ. უბრალოდ, ადგილს მივეყინე.
ამბობენ, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. როდესაც, რაღაც ძალიან საშიში ხდება ყოველდღიურად, შიში არსად მიდის, თუმცა ქრება ის ემოცია, რომელმაც მთელი სხეული აგიცახცახა უსუსურად და გაჩენის დღე გაწყევლინა.
- ჯოჯოხეთში, ეშმაკს საყვარლად გავიჩენ და მდუღარე წყალში მოგხარშავ - დავუყვირე აჩრდილს. - გამოეთრიე! ცოცხლებზე დაბოღმილი, შენი მახინჯი სიფათი დამანახე!
გარედან ალბათ, შეუდარებელი, მამაცი ვჩანდი. საშინელებათა ჟანრის ფილმებში, მთელი ოჯახიდან რომ მხოლოდ ერთი წევრი გადარჩება, ზუსტად იმას ვგავდი.
ქალი გამოჩნდა.
სისხლიანი დორბლები გადმოსდიოდა პირიდან. ისეთი მოძრაობებით მოილტვოდა ჩემკენ, თითქოს ყველა ძვალი დამსხვრეოდა.
- გელოდებიან... გელოდებიან, როდის დარჩები მარტო, რომ შენი ახალგაზრდა სხეული, ძვლებიანად გამოხრან. ყველასგან შორი ხარ საბრალო გოგო, შენ ვეღარავინ გიცავს.
ჩანთიდან, სანის ნაჩუქარი პნევმატური იარაღი ამოვიღე და დაუფიქრებლად ვესროლე. ტყვიამ ელვის სისწრაფით გაიარა მის სხეულში და ხეს მოხვდა.
პანიკაში ჩავვარდი. წამითაც ვერ შეაჩერა დამპალი ქალი.
- კეკელინა! - სადღაც, ათასი მთის გადაღმა, გეგის ყვირილი გავიგე.
ამოვისუნთქე, თან ისე, თითქოს, მთელი ეს დრო, ჰაერი დაგუბებული მქონდა.
მისკენ მივიხედე, თუმცა ხმა ვერ გავეცი.
- იარაღი რატომ გიჭირავს? - მკითხა გაოგნებულმა.
ხელებზე დავიხედე. ცოტათი მიჭირდა ფაქტების აღდგენა.
და მართლაც, რა პასუხი უნდა გამეცა ასეთ დროს? რა ჯანდაბად მინდოდა იარაღი შუა ქუჩაში?
- არ ვიცი - ვუპასუხე კანკალით.
- ყველაფერი კარგადაა - მითხრა მან.
არაფრის ახსნა უთხოვია.
ზედმეტი სიტყვების გარეშე გადამეხვია.
იმაზე უფრო მძაფრი და სასიამოვნო სურნელი ჰქონდა, ვიდრე ჩემს გარდერობში დაბინავებულ, მის ქურთუკს. გორილას ჰგავდა. მე კი, მის მარწუხებში მოქცეული ჭიანჭველასავით ვიყავი - ვერ ვინძრეოდი და სიმართლე რომ ვთქვა, არც მსურდა განძრევა.
- წავიდეთ რა - ვთხოვე.
- წავიდეთ.
უსიტყვოდ გავუდექით გზას,
აღარ მეშინოდა. ჯერ არ ვიყავი მარტო, თუმცა, ღამეულ ზმანებაში შემალული სისხლიანი მოჩვენებები, სულმოუთქმელად ელოდნენ, როდის გავხდებოდი სრულიად ეული, რომ თავისთან წავეყვანე.
* * *
ცეკვამ ყველაფერი შეცვალა. გარშემო ბნელოდა და მხოლოდ ჩვენ ორს დაგვნათოდნენ პატარა სხივები, როგორც ჩაბნელებული თეატრის სცენაზე. მე და გეგი უბადლო შემსრულებლები ვიყავით. სამსახიობო ოსტატები - ყველა მუსიკის ხასიათში, ბუნებრივად ვიჭრებოდით. შეგვეძლო, სასიკვდილოდ განწირულ შეყვარებულ წყვილს დავმსგავსებოდით თუ კი მუსიკა მოგვთხოვდა, ამასთანავე,გავმხდარიყავით ერთმანეთის სხეულზე დამოკიდებული საყვარლები ან უბრალოდ მხიარული მეგობრები, რომელთაც ტრ*კის ქნევა ყველაზე უკეთ შეეძლოთ.
ვსვამდით შეუჩერებლად.
გეგისთვის ცეკვის აუცილებელ ნაწილს ალკოჰოლი წარმოადგენდა. მე კი მხოლოდ მუსიკითაც შემეძლო თრობა, თუმცა ლოთი თანამოაზრის გარეშე ვერ დავტოვებდი და ამიტომ, მეც ვსვამდი მასთან ერთად.
- გეგი, ცოტახანს, გარეთ გავიდეთ, თორემ ჩახუთულობისგან ვკვდები - ვთხოვე ცოტახანში.
გარეთ, გიჟებივით ვეწეოდით. თან, ერთ ღერს რომ მოვრჩებოდით, გვავიწყდებოდა და ხელახდა ვიწყებდით მოწევას.
გაუჩერებლად ვლაპარაკობდით.
გაუჩერებლად ვიცინოდით.
ეს ალბათ, ყველაზე ლამაზი ღამეები იყო მთელს დედამიწაზე.
- გეგი, გამრჯობასაც აღარ გვეუბნები? - ჰკითხეს იქვე მდგარმა გოგოებმა.
- ვერ დაგინახეთ, ბოდიში - გაეცინა გეგის და ყველას ჩამოუარა მისასალმებლად (როგორც ვიცით ხოლმე ლოყაზე კოცნაობა) - ეს კე... კესოა - ჩემითავიც გააცნო, თან საკმაოდ ჭკვიანურად.
- შენ ხარ ის გოგო, თავზე რომ იმხობს ხოლმე ყოველდღე აქაურობას? - მკითხა ერთ-ერთმა.
- იმედია, მე ვარ.
- ყველა იმას ცდილობს, როგორმე შენ მოგიდგეს, მაგრამ როცა თვალები დახუჭული გაქვს, არავის ძაღლად არ აგდებ. ახლა კი, გაახილე და გეგიც თან გაიყოლე.
ძალიან მეცინებოდა.
გეგი უხერხულად იდგა. მემგონი, ეგონა, რომ ვიეჭვიანებდი, სინამდვილეში კი ყველაზე კარგად, იმათთან ურთიერთობა გამომდიოდა, ვისაც დიდად არ ვეხატებოდი გულზე.
- ოცნებას აგიხდენთ - ვთქვი და შესვლა დავაპირე - ნახევარი საათით მარტო გოგოებს ვეკუთვნი!
- რაა? - გაოცდა გეგი.
- მაპატიე საყვარელო, ამ ორ გოგონასთან ერთად უნდა ჩავატარო მასტერკლასი ცოტახნით - თვალით ვანიშნე გოგონებს და სიცილით, თუმცა უსიტყვო თანხმობით შემომყვნენ.
რაღაცა დროის მანძილზე, სტრიპტიზიორივით ვიგრიხებოდი, თუმცა, მე თუ მკითხავთ, ყველაზე სექსუალური სამეული ვიყავით დარბაზში. მუსიკის უმაღლეს ნოტებსა და სასმელით გაჯერებულ გემოს, მხოლოდ ქალი ამშვენებს.
ჩვენც ვამშვენებდით გარემოს, თუმცა ყველაზე მეტად, მაინც ერთმანეთს.
ერთსაათიანი აპოკალიფსის შემდეგ, მივხვდი, რომ კვლავ გეგი მჭირდებოდა და ვიღაც უცხო გოგოს ტლანქი მოძრაობებისგან დავიხსენი(უფრო სწორედ, ვირაცას ავწაპნე).
ურცხვად ავეკარი, მის მარჯვენა მკლავს მივანდე სახე. კვლავ კარგი სურნელი ჰქონდა. განსაკუთრებით, გეგის კანის არომატი მსიამოვნებდა.
რაღაც სიმღერა ჩაირთო, გარემიქსებული.
თავიდან, მის რითმებთანაც ვიპოვნე საერთო ენა.
შემდეგ, ყელში ის ბურთულა გამეჩხირა, რომელიც მთელი ცხოვრება მეჯავრებოდა. ბურთულა სველი იყო. ჩაყლაპვის ნებას არ მაძლევდა, თუმცა ერთდროულად, შემზარავად მლაშე და ცხარე წვეთები ჩამოსდიოდა წურწურით და დაუნდობლად მიწვავდა ყელს.
ვერაფერი ვთქვი...
გარეთ ისე გავიქეცი, გეგონება ტუალეტში მირბოდა ტოქსიკოზიანი ორსული ქალი.
- რა გჭირს? - გამომედევნა გეგიც.
ვერ ვპასუხობდი.
ვერც ვსუნთავდი.
წამით, რაღაცის თმა დავაპირე, მაგრამ პირის გაღებისას, შეუჩერებლად გადმოიქცა ამ დროის მანძილზე დაგროვებული სევდა, შიში, ნაღველი და მონატრება. არ მსურდა, ცრემლებში ჩამპალი ჩემი თვალები სხვისთვის ნამენახებინა, თუმცა უკვე ძლიერ გვიანი იყო.
მდინარე ადიდდა და არ აპირებდა ასე ადვილად ჩამჯდარიყო თავის კალაპოტში.
მას სურდა, ეღრიალა, ეგლოვა, ეძახა იმის სახელი, ვინც სიცოცხლედ უღირდა.
გეგიმ დღეს უკვე მეორედ გამიგო უსიტყვოდ.
კვლავ მიმიხუტა გულზე.
მიხვდა, ყველაფერი სიმღერის ბრალი იყო.
- Heart over mind, yes I'm My father's son. I live my life, just like my father's done - წაიღიღინა ტექსტი, რომელმაც ჩემი გრძნობების ატომური აფეთქება გამოიწვია.
თავიდან ვერ მივხვდი, ცეცხლზე ნავთს რატომ მისხამდა. შემდეგ კი მის ვოკალს ჩავუღრმავდი და ისტერიკული სიცილი ამივარდა.
დაუსრულებელი ტირილი, დაუსრულებელ სიცილად გარდაიქმნა და ზუსტად ვერ დავასკვენი, რომელი უარესი იყო.
- ამ კეხს ხედავ? - მკითხა მხიარულად. პროფილში დადგა და თავის ცხვირზე, ოდნავ ამოზნექილ კეხს დაადო ხელი, რომელიც მის იდეალურ ფორმას ცოტა არაბუნებრივობას ანიჭებდა.
- ვხედავ.
- მამაშენმა მიქნა თავის დროზე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ანი ვეშაგური

ოჰჰ ენ !! ენ!!!
შეუდარებელი ხარ!!!
სასწაულიი!!!
დღეს დავიწყე "გაუჩინარებული"-ს კითხვა!!!
და მძლივს ვითმენდი როდის გადავიდოდი შემდეგ ნაწილზე!!!!
ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ!!!
უკვე შემიყვარდი!!!
გაააგრძელეე!
მალე მაღირსე შემდეგი ნაწილი!!
თუ არ გინდა რომ ადაიანის სიცოცხლე შეიწირო!!!

 


№2 სტუმარი სტუმარი სოფია

რა კარგად წერ რა ნანასავოთ არის. ძილის წინ მიყვარს შენი ნაწერის კითხვა. ცუდი ისაა საკმარისი არაა ხოლმე. უფრო და უფრო მეტი მინდა.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

ai mivadeqit im adgils romelic amdeni xania interesit mklavs ratom ichxubes kekes mamam da gegim . ar daqgviano ra gtxooooov????

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ანი ვეშაგური
ოჰჰ ენ !! ენ!!!
შეუდარებელი ხარ!!!
სასწაულიი!!!
დღეს დავიწყე "გაუჩინარებული"-ს კითხვა!!!
და მძლივს ვითმენდი როდის გადავიდოდი შემდეგ ნაწილზე!!!!
ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ!!!
უკვე შემიყვარდი!!!
გაააგრძელეე!
მალე მაღირსე შემდეგი ნაწილი!!
თუ არ გინდა რომ ადაიანის სიცოცხლე შეიწირო!!!

ვაიმრრ, ძაან დამატკბო შენმა სიტყვებმა. ჩათვალე, რომ მეც უკვე შემიყვარდი!
მალ-მალე დავდებ, ვერ შევიწირავ შენს სიცოცხლეს :დდ


სტუმარი სოფია
რა კარგად წერ რა ნანასავოთ არის. ძილის წინ მიყვარს შენი ნაწერის კითხვა. ცუდი ისაა საკმარისი არაა ხოლმე. უფრო და უფრო მეტი მინდა.

ძალიან დიდი მადლობა სოფია <3 შევეცდები, თავები გავზარდოო *

სტუმარი ნათია
ai mivadeqit im adgils romelic amdeni xania interesit mklavs ratom ichxubes kekes mamam da gegim . ar daqgviano ra gtxooooov????

ეგ ძალიან ბანალური და ჩვეულებრივი ამბავი იქნება ალბათ :დდდ მაგათი ჩხუბი, ისეთი არაფერია და ზოგადად, კაცების ჩხუბიც ხშირად უმიზეზოა ხოლმე :დდ

 


№5 სტუმარი სტუმარი life is good

ჩემი სიკვდილი გინდა ხოო :)) ნერვებს რატომ მიშლი ენ ჯეინ? ძალიან ცოტა იყოოო...მოცუცქნული თავი არ გეკადრება დედუ smile მაინც ვცდუნდი და წავიკითხე ეხლა კი გელოდები...გელოდები და გელოდები. heart_eyes

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი life is good
ჩემი სიკვდილი გინდა ხოო :)) ნერვებს რატომ მიშლი ენ ჯეინ? ძალიან ცოტა იყოოო...მოცუცქნული თავი არ გეკადრება დედუ smile მაინც ვცდუნდი და წავიკითხე ეხლა კი გელოდები...გელოდები და გელოდები. heart_eyes

ღმერთმანიიი, თქვენ მე მამკლავთ :დდდ
ეს იყო ქალო პატარა? მთელი 8 გვერდი smile smile
გაიხარე, გყვარობ :*

 


№7 სტუმარი დიაბეტი

დავბრუნდი შენი სიყვარული, სიხარული და სამყაროს ცენტრი.
ვიცი გენატრებოდი, ალბათ რამდენჯერ გაგიხედავს ფანჯარაში იმის იმედით, რომ მე დამინახავდი საფეხმავლო ბილიკზე მიმავალს.
მე კვლავ მიყვარხარ და მინდიხარ smiling_imp
გაუჩინარებული კი მაოცებს.
კეკელინა ნამდვილი ფსიხია

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

დიაბეტი
დავბრუნდი შენი სიყვარული, სიხარული და სამყაროს ცენტრი.
ვიცი გენატრებოდი, ალბათ რამდენჯერ გაგიხედავს ფანჯარაში იმის იმედით, რომ მე დამინახავდი საფეხმავლო ბილიკზე მიმავალს.
მე კვლავ მიყვარხარ და მინდიხარ smiling_imp
გაუჩინარებული კი მაოცებს.
კეკელინა ნამდვილი ფსიხია

შენ უნდა მომკლა და შემიმოკლო დღენი? :დდდ
ვაღიარებ, მომენატრე და მიკვირდა უშენობა smile

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

En jein ras merchi, ra dagishaveee, saocrebaaaa, ise grznobieradaa yvelaferi, mec gamxvie kekelinas labirintebshi, ver getyvi male dadetqoo, aset magar rames roca cer, dro gchirdebaaaa, atasi yochag whenn

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Qeti qimucadze
En jein ras merchi, ra dagishaveee, saocrebaaaa, ise grznobieradaa yvelaferi, mec gamxvie kekelinas labirintebshi, ver getyvi male dadetqoo, aset magar rames roca cer, dro gchirdebaaaa, atasi yochag whenn

ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა, რომ ასე მოგწონს და ასე მიფრთხილდები :*
ძალიან დასაფასებელია მკითხველისგან მსგავსი სიტყვები <3

 


№11  offline წევრი შამხათი

ძალიან მომწონს და მიყვარს ეს ისტორია. ის ლეკვის ამბავიც კარგი იყო სიუჟეტში ადრე:)))

 


№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

შამხათი
ძალიან მომწონს და მიყვარს ეს ისტორია. ის ლეკვის ამბავიც კარგი იყო სიუჟეტში ადრე:)))

არ დამვიწყებია ჩემი პირობა. ლეკვი იქნება, ოღონდ ცოტა სხვანაირი კონტექსტით და საერთოდ, რატო მაიძულებ, რომ დაგასპოილერო? :დდდ

 


№13 სტუმარი სტუმარი კეკე

მეც კეკე ვარ ვკითხულობ და ვკითხულობ ხანდხანხან მგონიაარომ მე ვარ და ისემინდაა გადავეშვაშენს გამოგონილ სამყროში რომ რეალობაა მთლიანად დამავიწყდეს! სასწაული გოგო ხარ! პირველად და ნამდვილად მომწონს ამ საიტზე დადებული მოთხრობა .არ გავს არცერთ იაფასიან ულექსიკოდ ,ტყუილად გატენილი სიტყვებით სავსე რომანს.წარმატებები.წარმატებები.წარმატებები

 


№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი კეკე
მეც კეკე ვარ ვკითხულობ და ვკითხულობ ხანდხანხან მგონიაარომ მე ვარ და ისემინდაა გადავეშვაშენს გამოგონილ სამყროში რომ რეალობაა მთლიანად დამავიწყდეს! სასწაული გოგო ხარ! პირველად და ნამდვილად მომწონს ამ საიტზე დადებული მოთხრობა .არ გავს არცერთ იაფასიან ულექსიკოდ ,ტყუილად გატენილი სიტყვებით სავსე რომანს.წარმატებები.წარმატებები.წარმატებები

უღრმესი მადლობა კეკე <3
მიყვარს ეს კეკეები და რა ვქნა.
ძალიან მიხარია, რომ მოგწონს. ვაფასებ შენს გემოვნებას ^_^

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინი

მომეწონაა.. თუმცა პატარა თავი იყო :@@@@

 


№16  offline წევრი უცნაური მე

ბოლო ეპიზოდზე გამეცინა :დდ
ძალიან მომწონს ასე "უნახავად" კეკელინას მამაა.. უბრალოდ მგონია საუკეთესო მამაა.
ველოდები გაგრძელებას..
გეგი რომ ძალიან მომწონს ეგ გითხარი უკვე?? :დდ ახლა გეტყვი ძალიან ძალიან მომწონს ეგ ბიჭი <3

 


№17  offline წევრი ქეთათო4

გეგი ჩემი არსებაა!❤
კეკეს მამა ხო აიი შოკ❤
ძალიან მაგარი თავი იყო და იცოდე ველოდები შემდეგს❤

 


№18  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნინი
მომეწონაა.. თუმცა პატარა თავი იყო :@@@@

მე კი გავწყდი წელში და :დდდ
მიხარია რო მოგეწონა <3

უცნაური მე
ბოლო ეპიზოდზე გამეცინა :დდ
ძალიან მომწონს ასე "უნახავად" კეკელინას მამაა.. უბრალოდ მგონია საუკეთესო მამაა.
ველოდები გაგრძელებას..
გეგი რომ ძალიან მომწონს ეგ გითხარი უკვე?? :დდ ახლა გეტყვი ძალიან ძალიან მომწონს ეგ ბიჭი <3

კეკელინას მამა ცოტა მძიმე და თან საყვარელი თემაა. ზოგადად, მამების თემას როცა ვეხები ისტორიაში, ყოველთვის ვცდილობ, შთაგონება მამაჩემიდან ავიღო ხოლმე :დდ
მიხარია, რომ გეგი მოგწონს. მეც ძაან მომწონს სხვატაშორის :დდ და საერთოდ, მიხარია რომ ჩემთან ხარ და კითხულობ :***


ქეთათო4
გეგი ჩემი არსებაა!❤
კეკეს მამა ხო აიი შოკ❤
ძალიან მაგარი თავი იყო და იცოდე ველოდები შემდეგს❤

შენც ჩვეულებრივი შოკ ხარ და მალე დავწერ შემდეგს <3

 


№19  offline წევრი შამხათი

ენ ჯეინი
შამხათი
ძალიან მომწონს და მიყვარს ეს ისტორია. ის ლეკვის ამბავიც კარგი იყო სიუჟეტში ადრე:)))

არ დამვიწყებია ჩემი პირობა. ლეკვი იქნება, ოღონდ ცოტა სხვანაირი კონტექსტით და საერთოდ, რატო მაიძულებ, რომ დაგასპოილერო? :დდდ

ეგეთი სულსწრაფი ვარ, რა ვქნა:)))

 


№20 სტუმარი სტუმარი Liza

ახალთავს როდის დადებ?

 


№21  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Liza
ახალთავს როდის დადებ?

დღეს საღამოს დავდებ ლიზ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent